ამბიციების მსხვერპლი (თავი 2)
****** აივანზე ვიჯექი, ოდნავ ციოდა, მაგრამ არაფრად ჩამიგდია სხელზე გამოყრილი ბუსუსები,იმდენად დავიკარგე ფიქრებში, „არაბული“ ჩემი ერთადერთი საფიქრალი გახლდათ, ვიცოდი, ვხვდებოდი მალე შევიშლებოდი, მაგრამ ვეღარ ვჩერდებოდი ეს აკვიატება იყო, ეს აღარ იყო ნორმალური, ფიქრებიდან მობილურის ზარმა გამომაფხიზლა, უცხო ნომერი იყო,წამით ისიც კი ვიფიქრე არ ავიღებთქო,მაგრამ მალევე გადავიფიქრე -გისმენთ-ჩავძახე მობეზრებული ხმით და ადგილზე გავშეშდი ნაცნობი ხმის გაგონებისას -მაინტერესებდა დღეს რომელი მანქანის საბურავებში ამოყავი თავი-ხავერდოვანი ხმა ჰქონდა, მობილურში კიდევ უფრო ბოხად გაიჟღერა მისმა ხმამ, გამაჟრჟოლა, გამარჯვების სურნელი შევიგრძენი,გავიბადრე -არ მკითხავ რომელი ვარ? -ყველას როდი ვუვარდები საბურავებში...აი იმას კი გკითხავ ჩემი ნომერი საიდან იცი?-გულწრფელად გამიკვირდა,ნამდვილად არ ველოდი მის ზარს -მე ბევრი რამ ვიცი შენზე, დაგავიწყდა ვინ ვარ?-ვგრძნობდი როგორ გაიღიმა და გავიფიქრე რომ იმწამს ძალიან საყვარელი იქნებოდა -ვინ ხარ? -გიორგი არაბული-მოკლედ მომიჭრა და აშკარად გავიგე მისი ხმიდან წამოსული ცივი, გაყინული ხმა -რამ შეგაწუხა ბატონო გიორგი? -მე ბევრი რამ ვიცი-თქო რომ გითხარი არ მიხუმრია, შენთან შემოთავაზება მაქვს-ოჰო! ნუთუ მოვხიბლე? რათქმაუნდა მოვხიბლე! სხვა შემთხვევაში არ დამირეკავდა, თან რაღაც შემოთავაზება აქვს.-ვიცი სამსახური გჭირდება, სივიც დატოვე ბევრგან,მაგრამ რადგან სტუდენტი ხარ...მოკლედ მე შენ მჭირდები. -რატომ აკეთებ ამას? -იმიტომ რომ შემიძლია თაია... ****** მოკლედ ასე იყო თუ ისეგიორგისთან დავიწყე მუშაობა, არც მეტი არც ნაკლები მისი პირადი ასისტენტი ვიყავი, მისი „მარჯვენა ხელი“, ყველა შეხვედრაზე დავყვებოდი, ამჯერადაც მის აჩრდილად ვიქეცი, ოღონდ იმ განსხვავებით რომ ახლა მან იცოდა ჩემი არსებობი შესახებ... ჩვეულებრივი უფროსის და თანაშემწეს ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ მე ეს არ მყოფნიდა... მინდოდა მუდამ ფორმაში ვყოფილიყავი, მუდამ თალსაჩინო და ლამაზი,მინდოდა მომეხიბლა, გამეგიჟებინა, მაგრამ ეს არც ისე ადვილი აღმოჩნდა, არ ვიცი ხვდებოდა თუ არა ჩემს ასეთ თავის გამოდებას, მაგრამ მე კმაყოფილი ვიყავი, ძალიან კმაყოფილი, დღითი დღე წინ მივიწევდი... ***** იმ დღეს განსაკუთრებულად მოწყენილი და მკაცრი მეჩვენა, ოფისშიც არ მოსულა დამირეკა და შინ დამიბარა, საბუთებზე აუცილებლად იყო ხელი მოსაწერი, ახალი კონტრაქტი, ახალ პარტნიორებთან, სწრაფად დავავლე ხელი საბუთებს და ელვის სისწრაფით მისი სახლის კართან გავჩნდი, მაღალი ქუსლებით და მოკლე კაბით მივაბიჯებდი უზარმაზარ ულამაზესი დეკორატიული ყვავილებით დაფარულ ეზოში და თვალები მიფართოვდებოდა,მსგავსი სილამაზე არასდროს მენახა, მსგავსი სიმდიდრე და სურვილი გამიათმაგდა რომ ეს ყოველივე ჩემი გამხდარიყო, ყველაფრის ფასად...კარი თვითონ გამიღო, კარებში იდგა უბრალო ჯინსის შარვლით და ლურჯი მაისურით, ასეთს პირველად ვხედავდი, ასე უბრალოს და „შინაურს“ შემოდიო მანიშნა და გზა დამითმო, სახლი იმაზე პომპეზური და მდიდრული აღმოჩნდა ვიდრე ეზო -დაჯექი!-მიმითითა ოთახის შუა გულში მდგომ სავარძელზე და ღრმად ამოიოხრა, რაღაც უჩვეულოდ სევდიანი მეჩვენა და ეს სევდა მეტად მიმზიდველს ხდიდა მას-დალევ რამეს? -ყავა თუ შეიძლება-გამიკვირდა თავად რომ გავიდა და მოიტანა ყავით სავსე ჭიქა, ნუთუ ამხელა სახლის მფლობელს მოსამსახურე არ ყავდა?! -სახლის მომვლელი მხოლოდ სახლს უვლის, მსგავს ელემენტარულ რამეებს მე ვაგვარებ ხოლმე-თითქოს ჩემს აზრებს ჩაწვდა, ცალყბად გამიღიმა -ხდება რამე გიორგი?-დაუფიქრებლად წამოვროშე, ოდნავ მისკენ გადავიხარე და მოქუფრულ თალებში უტიფრად ჩავაშტერდ,შემეშინდა...შემეშინდა რომ მათში დავიკარგებოდი, რომ ვეღარ გავუძლებდი. -დავიღალე-მიუხედავად იმისა რომ ჩემთან ძალიან ახლოს იჯდა მაინც შორიდან ჩამესმოდა მისი ხმა-რა გინდა ცხოვრებში?-შევკრთი არ ველოდი მსგავს კითხვას, რა უნდა მეთქვა? გამდიდრება-თქო? -არ ვიცი-ამოვილუღლუღე და სავარძლის საზურგეს მივეყრდენი,უზარმაზარ სახლში სამარისებული სიჩუმე გამეფებულიყო, მერე ღრმად ამოიოხრა და ძალიან, ძალიან ჩუმი ხმით დაიწყო -პატარა რომ ვიყავი კოსმონავტობაზე ვოცნებობდი, ვგიჟდები პლანეტებზე, ზოგადად ციურ სხეულებზე, ეს დღემდე ის ოცნებაა, რომლის არ ასრულებასაც არასდროს ვაპატიებ საკუთარ თავს, ლაღი ბავშვობა არასდროს მქონია, არც ეს არის მამისგან ბოძებული სიმდიდრე-ხელები გაშალა და ირგვლივ მიიხედ-მოიხედა-ყველაფერი რასაც ხედავ, აქ...ფირმაში რასთანაც შეხება გაქვს ჩემით შევქმენი, ალბათ გიკვირს 28 წლის ასაკში როგორ მოვახერხე ამდენი, მეც მიკვირს,მაგრამ უკან არ დამიხევია, არასდროს, თუმცა ვერ დავეთანხმები რომ „მიზანი ამართლებს საშუალებას“-გულში რაღაცამ გამწიწკნა, შემეშინდა რას ნიშნავდა მისი გამოსვლა? ნუთუ იცოდა ჩემი გეგმების შესახებ -და მე რატომ მიყვები ამას?-შევეცადე აღელვება დამეფარა -არ ვიცი, უბრალოდ მომინდა-უდარდელად აიჩეჩა მხრები,მერე დაწვდა საბუთებს და ისე მოაწერა ხელი ერთხელაც არ შემოუხედავს ჩემთის, საბუთები ჩანთაში ჩავდე, სწრაფად დავემშვიდობე და სწრაფად დავტოვე უზარმაზარი სახლი, ტაქსი გავაჩერე, გული გამალებით მიცემდა და მძულდა საკუთარი თავი, მაგრამ უკან არავითარ შემთხვევაში არ დავიხევდი.... ***** დიდი აურზაური იყო კომპანიაში, რაღაც ახალი ტრენდერი განიხილებოდა, მთელი დღე მომიწია სირბილი იქეთ- აქეთ, მოკლედ გვიანობამდე შემოვრჩი სამსახურში, ათი ხდებოდა წამოსვლა რომ დავაპირე, უკვე კომპანიის ეზოში ვიდექი და ტაქსის ველოდებოდი არაბული რომ მომიახლოვდა, ტანში ჟრუანტელმა დამიარა, მთელ სხეულზე ბუსუსებმა დამაყარა, უკვე მერამდენედ მემართებოდა ასე? ყოველი მისი დანახვისას! საკუთარი თავი იმაშიც კი გამოვიჭირე როგორ ვაშტერდებოდი მის ტუჩებს და მერე ფიქრებში ვიკარგებოდი, მისგან კი არაფერს ვგრძნობდი, ვგრძნობდი ყურადღებას, სითბოს მაგრამ ეს არაფერი იყო ჩემთვის, მეტი მინდოდა. სადარბაზომდე მიმაცილა, სანამ მანქანიდან გადავიდოდი მადლობა გადავუხადე მან კი გადმოიხარა და ლოყაზე ისე ნაზად მაკოცა, მთელ სხეულში ჟრუანტელმა დამიარა, გავწითლდი, მერე საჩვენებელი თითი ლოყაზე ჩამომისვა, ძალიან ნელა, ეს იყო აფეთქება, ნელი და მტანჯველი სიამოვნება, თითქოს ხომ არაფერი? მაგრამ მე ვგრძნობდი მიზიდავდა ეს კაცი, გაუაზრებლად,გაუცნობიერებლად დავაშორე ტუჩები ერთმანეთს, თვალები კი მაგრად დავხუჭე. სწრაფად მომაშორა თითი და სიცივე ვიგრძენი, იქ სადაც რამდენიმე წამის წინ გიორგის გავარვარებული ხელები იკვლევდნენ გზას -ბავშვი!-თითქმის თავისთვის ჩაილაპარაკა და გზას მიაშტერდა, შეურახყოფილი დავრჩი, რას ნიშნავდა მისი ქმედება? სწრაფად გადავედი მანქანიდან, -მადლობა- უხეშად მივაძახე და კარები მივაჯახუნე. იმ საღამოს მთელი სხეული მიხურდა, ეს სიმხურვალე არაბულის შეხებას მივაწერე,მაგრამ ღამის პირველ საათზე რომ ოფლში გაწურულს გამომეღვიძა მაშინ მივხვდი ეს მარტო არაბულის დამსახურება ვერ იქნებოდა და რაღაც სხვაში იყო საქმე. მაღალი ტემპერატურა მქონდა, ნამდვილად სასწაული იყო, შუა ივლისში სიცხე! ეს მხოლოდ მე შემეძლო.“ყინულის ნატეხი რომ შემეხო დღეს ალბათ იმან გამაცივა“ დავასკვენი ბოლოს და სახლში ეულად დარჩენილმა მხოლოდ ის მოვახერხე,რომ არ მომკვდარიყავი და რამდენიმე აბი სიცხის დამწევი დავლიე, იმოქმედა მაგრამ სულ რამდენიმე საათით. დილით საშინელმა თავის ტკივილმა გამაღვიძა, ამიტომ სამსახურში არ წავსულვარ, არაბულს შეტყობინება დავუტოვე „დღეს ვერ მოვალ, შეუძლოთ ვარ“ და საბანში გავეხვიე. არაფრის თავი არ მქონდა მთელი დღე საწოლში გავატარე, ხან მცხელოდა, ხან პირიქით, ტემპერატურის ცვალებადობის მიხედვით, ბინდდებოდა ზარის ხმა რომ გაისმა კარებზე, დედაჩმის მოსვლა გამოვრიცხე, ვიცოდი სოფელში რჩებოდა, „ალბათ ელაა“ გავიფიქრე და ზლაზვნით, ფუმფულა ხალათში გამოწყობილი, გაწეწილი თმებით მივუახლოვდი კარებს, გინაღამ პანიკა დამეწყო კარებთან შავებში გამოწყობილი არაბული რომ დავინახე, თავი დაეხარა ქვემოდან მიყურებდა, მომეჩვენა რომ შეცბუნებული იყო, შემოპატიჟებას არც დალოდებია, გვერდი ამიარა და პირდაპირ შემოაჭრა ოთახში -მართლა შეუძლოდ ყოფილხარ-ჩაფიქრებული მომაჩერდა -რა?რას ქვია მართლა?-წამოვიყვირე შეურაწყოფილმა -მეგონა მომატყუე როცა მითხარი შეუძლოთ ვარო-უდარდელად აიჩეჩა მხრები და იმ წამს მომეჩვენა რომ ყველაზე საყვარელი და მიმზიდველი მამაკაცი იყო ვინც კი ოდესმე მენახა -რატომ უნდა მომეტყუებინე?-აღშფოთება ვერ დავმალე -იმიტომ რომ ნაწყენი ხარ -რა სისულელეა! რატომ უნდა ვიყო ნაწყენი?-მოჩვენებითი უდარდელობით მივახალე პირში -რომ არგაკოცე თაია-ეშმაკურად მოჭუტა თვალები,სახე ამელეწა ნამდვილი იდიოტი, როგორ მიბედავდა ასე ლაპარაკს-ვიცი სიგიჟემდე გინდოდა ჩემი შეხება-მისი თავდაჯერებულობა ბოლო წვეთი აღმოჩნდა ჩემი მოთმინებისა, გაცოფებული მივვარდი და ის იყო სილა უნდა გამეწნა, მაჯა ჰაერში დამიჭირა, მეორე ხელით სხეულზე ძლიერად ამიკრო და ისე უხეშად და ვნებიანად დაეწაფა ჩემს ტუჩებს სუნთქვა შემეკრა...ფეხქვეშ მიწა გამომეცალა, სულ სხვა განზომილებში აღმოვჩნდი. არ ვიცი რამდენ წამს თუ წუთს გაგრძელდა ეს ნეტარება, მერე მან ხელი შემიშვა აწითლებულ თალებში ჩამაშტერდა -და არასდროს გაბედო ჩემზე ხელის აწევა, იცოდე ეს მეტად აღმაგზნებს....ახლა კი მიდი დაწექი და ნუ მიყურებ ეგეთი თალებით! ვუყურებდი და ნერვებს ვერ ვთოკავდი, მაღიზიანებდა მისი ყოველი მოძრაობა...თავს ისე გრძნობდა როგორც საკუთარ სახლში, სამზარეულოში გავიდა, რამდენიმე წუთში კი ჩაით სავსე ფინჯანით გამომეცხადა -მარტო ცხოვრობ?-საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და ჭიქა გამომიწოდა -არა დედასთან ერთად, როგორ მომაგენი?-ცხელმა სითხემ სასიამოვნოდ ჩამწვა ყელი, ქვემოდან ავხედე -მე ვიცოდი შენი მისამართი, ნუთუ დაგავიწყდა რამდენჯერ მომიცილებიხარ აქ.. -კი მაგრამ ბინა? -ეს ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს-ეშმაკურად ჩამიკრა თალი -ამას რატომ აკეთებ? -რას? რატომ გაგიმზადე ჩაი თუ აქ რატომ მოვედი?-გაიღიმა და თითქოს მთელი ოთახი გათბა...დაძაბულობა სადღაც გაიფანტა და დავრჩით ჩვენ. -ორივე, ვერ ვხვდები რა საჭიროა ასე მოქცევა, ჩემს სახლში შემოიჭერი და მაკოცე, ეს როგორ გავიგო? იძულებულს მხდი სამსახურიდან წავიდე-ნაწყენმა ჩავილაპარაკე გულში კი ვზეიმობდი, მახარებდა მისი ზრუნვა, ეს რაღაცას ნიშნავდა, როცა ზრუნვას იწყებ ადამიანი გიყვარდება, არ ვიცოდი რამდენად ვუყვარდებოდი არაბულს, მაგრამ ფაქტი იყო გულგრილი არ იყო ჩემს მიმართ. -ყველგან გიპოვნი-ხმადაბლა, ჩახლეჩილი ხმით ყურთან მიჩურჩულა -რატომ? -იმიტომ რომ მინდიხარ...ახლა წავალ სხვა დროს ვერ გადამირჩები იცოდე-ნელა დაწვდა ჩემს თხელ თითებს, ნელა მიიიტანა ტუჩებთან და ნელა, ძალიან ნელა და ნაზად მაკოცა ხელის გულზე.გამაჟრჟოლა, ჟინმა ამიტანა, შემაკანკალა, მერე დამცხა...შესამჩნევად გაიღიმა, მიმიხვდა...იმ დღეს უკანმოუხედავად დატოვა ბინა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.