შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საოცნებო პრიზები შეყვარებისთვის 5


25-09-2017, 16:52
ავტორი M-morieli
ნანახია 1 785

უჩვეულოდ თბილი დილა იყო, ღრუბლები ნაგლეჯებად დაცურავდნენ ლურჯ ცაზე. სითბო ცდილობდა დილისთვის დამახასიათებელი სიცივე გაეგდო და თავად დაესაკუთრებინა გარემო. მიუხედავად იმისა რომ თოვლი კარგახანია წავიდა სუსხი მაინც ეპარება საღამოობით ამინდს. მია მის სხეზე მოთამაშე მზის სხივებმა გააღვიძა. საწოლზე წამოჯდა ლეპტო მოიმარჯვა და სოციალურ ქსელში შეიხედა.
არა იცოდა რომ მასზე და სანდროზე ბევრი ახალი სტატია თუ პოსტი დაიწერებოდა მაგრამ ამდენს ნამდვილად არ ელოდა. ,, საქართველოში ყველაზე ცნობილი ბიზნესმენის შვილი შეყვარებულთან ერთად მთაწმინდაზე სეირნობს", ,,სანდრო ტვილდიანი მოდელებიდან კონკიებზე გადავიდა" ,, ცნობილი ბიზნესმენის შვილი გულს არც ლუზერებს სწყვეტს" ,, სანდრო ტვილდიანს პრინცესებმა უარი უთხრეს და ახლა იხვისჭუკების იმედზეღაა".
მია სანდროს გვერზე გდავიდა და მის და სანდროს ფოტოს გადააწყდა უამრავი კომენტარით. ,,ვინმე გამარკვევთ გოგოა თუ ბიჭი?", ,,კარგი წყვილია", ,, ამ გოგოს ტანსაცმელს ვინ ურჩევს?" ,,სანდროს გვერდით ჩემნაირი ქალი სჭირდება"_ წერდა ვიღაც ოცდაათ წელს გადაცილებული ,,მანდილოსანი" ყურებამდე პომადით და ამოშავებული თვალებით.
ვერ ვიტყვით მიას რეაქცია არ ჰქონიათქო თითქოს რაღაც ეტკინა მარცხენა მხარეს, მაგრამ არ შეიმჩნია, არ არის იმდენად სუსტი მისი ემოციები ვინმეს დაანახოს. ფიქრებიდან მობილურის ხმამ გამოიყვანა, არც დაუხედავს ისე უპასუხა.
-ბოდიში რა ბოდიში. არ მეგონა ასეთ რამეებს თუ დაწერდნენ მართლა არ მეგონა.-ერთ ამოსუნთქვაზე ჩამოარაკრაკა სანდრომ.
-ბატონი სანდრო ბოდიშშს იხდის- ყურადღება არ მიუქცევია მისი ბოიდშებისთვის.
-როცა საჭიროა კი. მართლა ბოდიში რა- არანაირი ირონია არ იკითხებოდა ხმაში.
-კარგი ხო არაუშავს ასე უფრო ეფექტური იქნება, ნელნელა ჩემი სტილის შეცვლა- ჩაეცინა მიას.
-ხო მაგრამმ..-ხმა გაუწყდა სანდროს.
-კარგი რა მართლა არაუშავს არ ვაქცევ ასეთ სისულელეებს ყურადღებას.
-შენმა მშობლებმა გაიგეს?
- არა ორი თვით საზღვარგარეთ არიან წასულები რაღაც საქმეზე.- ამაში ნამდვილად გაუმართლა მიას.
-კარგი გამოგივლი და წაგიყვან სკოლაში.
-არ არის საჭირო- გაპროტესტება სცადა მიამ.
-არის და მორჩა ოც წუთში მანდ ვარ.-მკაცრი იყო სანდროა ხმა.
-კარგი.- აღარ შეეწინააღმდეგა მიაც.
მთელი კვირა ჭორების მოგერიებაში გაატარეს. სანდრომ საზეიმოდ განაცხადა მათი ერთად ყოფნის შესახებ. დადიოდნენ კაფეებში, კლუბებში მეგობრებთან ერთად. სასეირნოდაც ხშირად გადიოდნენ.
ერთი კვირა- დამთბარი ურთიერთობა, ორი კვირა- აღიარება, რომ არც ერთია იდიოტი და მამიკოს ფულებით განებივრებული და არც მეორე ქალბიჭა, სამი კვირა- განსხვავებული დამოკიდებულება, ოთხი კვირა- ერთმანეთის განსხვავებულად აღქმა, ხუთი კვირა- ერთმანეთზე დამოკიდებულები ხდებიან.
ექვსი კვირა- შეცვლილი გრძნობები, შვიდი კვირა- გრძნობრბის საკუთარ თვაში გამოტყდომა.
რვა კვირა- ართქმული გრძნობები.
ცხრა კვირა- ტრადიციად ქცეული გასეირნება მთაწმინდაზე და დაგროვებული ფოტოები.
ათი კვირა- უძილობა ერთმანეთზე ფიქრით, ისევ დუმილი და გამოსაშვები საღამოსთვის დაწყებული მზადება.
მთელი ჯგუფი გეგმებს აწყობდა გამოსაშვები საღამოსთვის. სამი მეგობარიც არ იყო გამონაკლისი. მარის და ნუცას ყოველთვის ეგონათ რომ მია არც გამოსაშვებ საღამოს უღალატებდა თავის სტილს და ისევ ჯინსსა და თავისუფალ მაისურში გამოეწყობოდა. ახლა კი გაოცებულები და ცოტა დაეჭვებით უსმენდნენ მიას განცხადებას იმიჯის შეცვლასთან დაკავშირებით, თუმცა ესეც სანდროს და სიყვარულის დიად ძალას მიაწერეს.
მთელი კვირა სალონებისა და სავაჭრო ცენტრების დალაშქვრაში გალიეს. მორიგი მაღაზიიდან გამოსვლისას მიამ სანდროს მანქანა და მასზე მიყრდნობილო პატრონიც შეამჩნია. გულმა გაორმაგებით იწყო ძგერა, სხეული აუხურდა, თავი ძლივს შეიკავა მისკენ არ გაქცეულიყო და მთელი ძალით არ მოხვეოდა. გოგონებს დაემშვიდობა და სანდროსკენ დინჯი მოძრაობით წავიდა.
-აქ რა გინდა?- გაკვირვებულმა გადაკოცნა მიამ.
-გამოგიარე, რა გეწყინა?- თავი მოისაწყლა სანდრომ.
-მასხარა- გაეცინა მიას და მხარზე ხელი დაკრა.- საიდან გაიგე აქ რომ ვიყავი?
-დამიანემ ნუცას დაურეკა- ჩამოარაკრაკა სანდრომაც.- წამო გავისეირნოთ რაა.
-დღეს არა რა ფეხზე ძლივს ვდგევარ იმდენი მატარეს, სახლში წამიყვანე გთხოოვ.
- კარგი ხო.- წყენა არ შეიმჩნია სანდრომაც, არადა როგორ უნდოდა მასთან რაც შეიძლება დიდი დრო გაეტარებინა.- რის საყიდლად იყავით?-მალევე შეცვალა თემა და მანქანა დაქოქა.
-გამოსაშვები საღამოსთვის კაბებს ვარჩევდით, მაგრამ ჩემი მოსაწონი ვერაფერი ვიპვე.- ამოიგმინა მიამ.
- ძალიან კარგი ახლა უნდა მეთქვა ზუსტად. კაბას და ფეხსაცმელს მე მოგიტან- გაუხარდა სანდროს.
-მოიცა რა. მე ვერ ავარჩიე და შენ რას მომიტან.- გააპროტესტა მიამ.
-აუ გთხოვ რაა. მე მოგიტან, გეფიცრბი არ დაგაღალატებ. მოგეწონება- მიდარით სავსე მზერა მიაპყრო სანდრომ.
-კარგი ხო- დანებდა მიაც.
მთელი კვირა გადატვირთული იყო. სანდრომ კაბა შეიძინა თუმცა ჯერ არ აჩვენებდა. გოგონებმაც ყველაფერი მოაგვარეს და დაგა გამოსაშვები საღამოს დღეც.
დილიდან ყველა გადარბენაზე იყო. გათენდა თუ არა მიაც მაშინვე წამოდგა გამოიცვალა და სახლში მაღალქუსლიანებით სიარული დაიწყო, მთელი კვირაა ვარჯოშობს და ასე თუ ისე გამოსდის კიდეც. მოგვიანებით სალონს ესტუმრა. გრძელი თმის ბოლოები გამოიღიავა, ჩამოიშალა და დაიხვია. სადა მაკიაჟიც გაიკეთა და სახლში წავიდა. მხოლოდ კაბაღა აკლდა, სანდროს დაურეკა ისიც ერთ საათში უკვე მიასთან იყო. მოსამსახურემ გამოართვა კაბა და დიდი ყუთი მიას ოთახში აუტანა. ინტერესით დააცქერდა მია წითელ ყუთს და სულმოუთქმელად გახსნა. ყუთიდან წითელი, გრძელი კაბა უმზერდა, ზურგზე და ფეხზე დიდი ჭრილით. გვერდს წითელი მაღალქუსლიანებიც უმშვენებდა. ოც წუთში უკვე სარკეში საკუთარ ანარეკლს აკვირდებოდა და არ ჯეროდა რომ ის იყო. კარი ნელა გამოაღო და კიბეებს დაუყვა. არანაკლებ გაოცებული სახით შეჰყურებდა მომაჯადოებელი სილამაზის მქონე მიას სანდრო. წამით გულმა ფეთქვა შეწყვიტა, შემდეგ კი ისე ახმაურდა სანდროს ეგონა მთელს სახლში გამაყრუებლად ისმოდა მისი ხმა. მიას მიუახლოვდა ჯიბიდან ოქროს ძეწკვზე წამოცმული კეპის ფორმის კულონი ამოიღო და მიას გაუკეთა.
-რაღაც მაიც უნდა შეგრჩეს ძველი- ყურთან უჩურჩულა მიას და წელზე ხელი მოჰხვია.- ჩემი ქალბიჭა სადღაც გაქრა და ქალღმერთი შემომაპარეს- გაეცინა სანრდოს.
გაოცებული დაჰყურებდა მია კულონს და ასმაგად ბედნიერი იყო იმ ნიძლავის გამო რადგან ასეთი ადამიანი გაიცნო და პირველი სიყვარულის ავტორიც გახდა. სანდრომ მია მანქანისკენ წაიყვანა, კარი გაუღო და ჩაჯდომაშიც მოეხმარა.

ბოდიში ბოდიში და ბოდიში. ვიცი ჩასაქოლი ვარ ძალიან უპასუხისმგებლოდ მოვიქეცი უბრალოდ უნივერსიტეტი დამეწყო და პირველი კვირა საშინლად გადატვირთული იყო მითუმეტეს პირველ კურსელებისთვის. პინგვინებივით უთავბოლოდ დავდიოდით. მოკლედ ეს არის რაც მოვახერხე ვეცდები ახალი თავიც მალე დავამატი. დასასრულს ვუახლივდები.
მადლობა ვინც კითხულობთ და ელით ახალი თავს. გყვარობთ♡♡



№1 სტუმარი ))

Uhh megirsa :D au ici rogorgamaxarer ai dzaliaaann da dzan magari taviaaa veli shemdegggsss ♡♡

 


№2  offline წევრი mia15

კაია და მალე დადე.ველი შემდეგ თავს

 


№3  offline წევრი M-morieli

))
Uhh megirsa :D au ici rogorgamaxarer ai dzaliaaann da dzan magari taviaaa veli shemdegggsss ♡♡

უუუუღრმესი მადლობაა. პირიქით თქვენ მახარებთ კომენტარებით და იმით რომ მელოდებით♡ ვეცდები ამლე დავდი.
გყვარობთ♡

mia15
კაია და მალე დადე.ველი შემდეგ თავს

მადლიბა♡ ვეცდები მალე დავამატო♡

 


№4  offline აქტიური მკითხველი Anuki96

ვაიმეეე როგორ გამეხარდა სათაური რო წავიკითხეეე :*

 


№5  offline წევრი M-morieli

Anuki96
ვაიმეეე როგორ გამეხარდა სათაური რო წავიკითხეეე :*

მე კიდევ შენი კომენტარი გამიხარდა♡ აი ძააალიან დიდი მადლობა მართლა ყველს:*

 


№6 სტუმარი Guest თაკო

დედა ძლივს არ გვეღირსა კარგაი ძან და დადე ახალი თავი მალე

 


№7  offline წევრი M-morieli

Guest თაკო
დედა ძლივს არ გვეღირსა კარგაი ძან და დადე ახალი თავი მალე

მადლობა♡ ვეცდები მალე დავამატო

 


№8 სტუმარი Guest ლიკა

ეხლა წავიკითხე ხუთივე თავი საოცარია აი შეუდარებელი ბევრი არგვალოდინორაა ❤❤❤❤

 


№9  offline წევრი M-morieli

Guest ლიკა
ეხლა წავიკითხე ხუთივე თავი საოცარია აი შეუდარებელი ბევრი არგვალოდინორაა ❤❤❤❤

ძალიან დიდი მადლობა ♡♡ ვეცდები ყველანაირად♡♡♡

 


№10 სტუმარი Guest ლიკა

როდის დადებ შემდეგ თავს ვეღარ ვითმენ უკვე ❤. შენ ისეთი კარგიხარ ასეთ საოცრებებს რომ წერ❤❤

 


№11  offline წევრი M-morieli

Guest ლიკა
როდის დადებ შემდეგ თავს ვეღარ ვითმენ უკვე ❤. შენ ისეთი კარგიხარ ასეთ საოცრებებს რომ წერ❤❤

ვაიმე ვაიმეეე. ამას ჩემზე ამბობბ :O მადლობა საყვარელო ძალიან დიდი. ვორჭოფობ ბოლო თავი დავწერო თუ გავაგრძელო ვეღარ გავიგე მგარამ მგონი დავასრულებ და დავამატებ მალე. ძანიამ გამიხარდა შენი კომენტარი heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent