შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჭაობისფერი


25-09-2017, 23:07
ავტორი anieta
ნანახია 1 345

ისევ ეს მაღვიძარა,თვალები მოვიფშვნიტე და საწოლიდან წამოვდექი.სწრაფად გავემზადე და სკოლაში წავედი,ჩემი სახლიდან ხუთი წუთის სავალზე იყო.მისვლისთანავე ჩემს მეგობართან მივირბინე,ის ჩემი ბავშვობის მეგობარი ლევანი იყო,თითქმის ყველაზე ახლობელი,ცოტახანში ზარიც დაირეკა, სწრაფად შევირბინე კლასში და ჩემს საუკეთესო მეგობარს ელენეს მივუჯექი გვერდით.ელენემ წამწურჩულა იცი სკოლაში ახალი ბიჭი გადმოვიდა,გოგოები უკვე ზედ ეხვევიანო,რაზეც სიცილი ვერ შევიკავეთ,როგორც წესი მე ბიჭები მხოლოდ სამეგობროდ მაინტერესებდა სიყვარული ჩემგან შორს იყო.
დღეები სწრაფად გარბოდა მე და ელენეს ახალი გასართობი გამოგვიჩნდა ერთადერთი მიზანი გვქონდა როგორ დაგვემცირებინა ახალი ბიჭი ყოველჯერზე უფროდაუფრო მეტად.ზამთრის არდადეგები გვიახლოვდებოდა,მასწავლებლებმა გადაწყვიტეს პოეზიის საღამო ორ კლას ერთად გაგვეკეთებინა.ხშირად ვრჩებოდით გაკვეთილების ბოლოს,ერთ-ერთ მეცადინეობაზე მასწავლებელმე ბიჭებს ნახატები წაართვა და სანდროს (ახალ ბიჭს)დაუბრუნა,მისი ყოფილა.დავინტერესდი მან ნახატები მომიტანა მხოლოდ შენთვის შეიძლებაო მითხრა და მისი არაამქვეყნიურად ზღვისფერი თვალებით მომაშტერდა,შიშველი ქალის პორტრეტები იყო,საკმაოდ ლამაზი,შენიი იყოსო დააყოლა და თავის ადგილს დაუბრუნდა.ჩემში ნელ-ნელა იცვლებოდა ყველაფერი,უკვე ელენეს საუბარიც კი მსიამოვნებდა მის შეყვარებულზე,რომელთანაც საკმაოდ კარგი ურთიერთობა მქონდა,ის თბილისში ცხოვრობდა,ჩვენთან სოფელში მხოლოდ ზაფხულობით ჩამოდიდა,ამიტომაც მაკვირვებდა მათი ეს ვითომდა სიყვარული ამ მომენტამდე.ახლა თითქოს ვარდისფერ სათვალეს ვირგებდი.როგორც იქნა ეს დღეც დადგა,დილიდან მზადება გვქონდა,დღეს პოეზიის საღამოა.ჩვენმა წვალებამ შედეგი გამოიღო ყველაფერმა იდიალურად ჩაიარა,საღამო გრძელდებოდა,ნელი ვალსით და კონიაკით,მეგობრებთან ერთად ვერთობოდი,ამ დროს ყურთან ჩურჩული ჩამესმა გინდა ვიცეკვოთ,და არც კი ვიცი როგორ მოსწყდა ჩემს ბაგეებს რატომაც არა,ეს სანდრო იყო.შოპენის,,შემოდგომის ვალსი“ ჟღერდა, მხოლოდ ჩვენ ორნი ვცეკვავდით,თითქოს გარშემო ყველაფერი გამქრალიყო,მხოლოდ მის ლურჯ თვალებს ვხედავდი,თითქოს მივფრინავდი ძალიან შორს დედამიწიდან უკიდეგანოდ შორს,ამ დროს ისევ ჩურჩული გაისმა გინდა დავლიოთ,სწრაფად მოვედი გონს და ვუპასუხე მე არ ვსვავ არასდროს დამილევია,ხოდა დღეს დალევ პირველად,ჭიქა კონიაკით შემივსო,და ამაყი გოგოების სადღეგრძელო შესვა,ერთს მეორე,მეორეს მესამე მიყვა და მე უკვე აღარ ვეკუთნოდი ჩემს თავს,ვხვდებოდი უწინდებური ანიტას სადღაც გამქრალიო.სახლამდე ლევანიმ გამაცილა საყვედურებით,რატომ დალიე,ან იმ მექალთანეს რატომ ეცეკვე,შენღა გაკლდა მისი შეყვარება,გულიანად გამეცინა ამ სიტყვებზე,სიყვარული და მე?კარგი რაა.. დილით დედას საყვედურებმა გამაღვიძეს:
-არ გრცხვენია ანიტა?
_კარგი რა დეე თავი მტკივა
-გეტკიება,გუშინ ისეთი მოხვედი,როგორ დალიე ამდენი,ან ლევანიმ რატომ მოგცა ამის უფლება?ვუსაყვედურებ მასაც.
-ის არაფერ შუაშია,სანდროსთან ერთად დავლიე.
დედამ უხმოდ დატოვა ოთახი.
შეძლებისდაგვარათ გავემზადე და სკოლისკენ გავემართე,რა მემართებოდა არ ვიცი,სხვანაირათ მივაბიჯებდი,ვფიქრობდი სამყარო ჩემს გარშემო ტრიალებდა,კლასთან სანდრო დამხვდა,ფორთოხლით ხელში,გადაწყვიტა რომ მიყვარდა ფორთოხალი,ასეც იყო.
მხოლოდ ორი გაკვეთილი და სახლში გამოგვიშვეს,ხვალიდან არდადეგები იწყებოდა.
ეზოდან გამოსულს სანდრო დაგვეწია მე და ელენეს ერთი გზა გვაქვსო,ელენეს სახლს მალევე მიუახლოვდით,ჩამეხუტა და დამემშვიდობა მომენატრები ჩემო ერთადერთო,გზა მე და სანდრომ გავაგრძელეთ:
-ახალწელს სად შეხვდები?
-ბიძასთან დედაქალაქში, შენ?
-მე იქ ვიქნები სადაც შენ..
გაიღიმა,ლოყაზე მაკოცა და წავიდა.
2010 წელი,29 დეკემბრის სუხიანი საღამო იდგა,ძალიან მომწყინდა,სასეირნოდ გავედი,ნაცნობი ხმა მომესმ:
-ჰეი,ანიტა როგორ ხარ?
-შაკო,კარგად შენ?
-როდის ჩამოხვედი?
-ორი დღეა..
-მოდი,ჩემი მეგობარი გაგცნო,სანდრო ეს ანიტა...
დამთავრებული არ ქონდა სიტყვა,რომ სანდრო უკვე მეხვეოდა
-შენ აქ რას აკეთებ?
-ხომ გითხარი,მე იქ ვიქნები სადაც შენთქო,თანაც მე აქ ვცხოვრობ,სოფელში ბებოსთან ვარ ჩემი მშობლები საზღვარ გარეთ არიან.
-სახლში უნდა ავიდე,ერთმანეთიც გცნობიათ,და თქვენ გაისეირნეთ..
ღიმილიანი სახით მიდიოდა შაკო.გზა გავაგრძელეთ,თოვდა არაამქვეყნიურად ლამაზად,ვერაფრით გაგვერკვია აქამდე რატომ არ ვიცნობდით ერთმანეთს ,საერთო მეგობარი და ბევრი საერთო ნაცნობიც გვყოლია....საუბარში დრო ისე გავიდა ვერც კი მივხვდით,საკმაოდ გვიან მიმაცილა სახლში.....
როგორი გრძელი ყოფილა ზამთრის ღამეები,ძილი არ მომეკარა,მხოლოდ მისი თვალები მიტრიალებდა და მისი სუნამოს სურნელს ვგრდძნობდი,ისე მკაფიოდ თითქოს გვერდით მ ყავდა.
ახალიწლის ღმეს,შეტყობინება მომივიდა:აწი ყოველ ახალწელს ჩემზე ფიქრში შეხვედროდე,გამეღიმა და ვუპასუხე,აწი ყოველ ახალწელს მნატრობდე და ვერ მისრულებდე.
მთელ დღეებს მასთან ერთად ვატარებდი,სახლში მხოლოდ საღამოს ავდიოდი,ერთ კვირაში არდადეები მთავრდებოდა,ამიტომაც მომავალ დღეს სოფელში ვბრუნდებოდი.შუადღით შევხვდით ერთმანეთს საღამოს სახლში მაცელდა, ამ დროს ძალიან ნაზად დაიჩურჩულა მე შენ მიყვარხარ ანიტა.....
საუბრის უნარი დავკარგე,არაამქვეყნიურად ლამაზად მიყურებდა მისი უკიდეგანოდ ლურჯი თვალები...ხმის ამოუღებლად ავედი სახლში,ძილისწინ გადავწყვიტე ელენესთვის დამერეკე,აღფრთოვანებული ვუყვებოდი ჩვენს ამბებს,მე ვსაუბრობდი შეუჩერებლად ელენე დუმდა,ბოლოს მიპასუხა მე მიყვარს სანდრო...



№1 სტუმარი Guest Anieta

ეს ჩემი პირველი მცდელობა,წერის გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი აზრი,თუ მოგეწონებათ,გავაგრძელებ წერას

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent