ღამის სტუმარი [5]
დილით კარებზე კაკუნმა გამოაღვიძა. საწოლში გვერდი იცვალა და ფეხზე წამოდგა, ჯერ ნიაკოს დახედა, მოფუზულს საყვარლად რომ ეძინა, მერე ხალათი აიღო და მოიცვა. კარებთან მომღიმარი მეუნარგია იდგა. -გათენდა მაშო რაღა დროს ძილია. მიდი ჩაიცვი და წავიდეთ! მოიცადე ნიას კიდევ ძინავს?_ სწარაფად მიაყარა მეუნარგიამ და საწოლზე მძინარე შვილი რომ დაინახა, გაკვირვებულმა გახედა მაშოს. -რომელია საათი? ძინავს და თუ ჩუმად არ ილაპარაკებ გააღვიძებ. -ცუდია! მე კიდევ მეგონა სადმე წავიდოდით. მიდი ჩაიცვი და აქ ამოვატანინებ საუზმეს. მეუნარგიამ ოთახი დატოვა და ლიფტში გაუჩინარდა. ახლა გაახსენდა მაშოს ის უცნაური ხმები გუშინ ღამით სიზამრში რომ ჩაესმოდა, მაგრამ ძალიან კარგად ახსოვს რომ სიზმარი არ უნახავს. მოიცადე აბა რისი ხმა უნდა ყოფილიყო შუაღამისას, იქნებ ქურდი შემოიპარა ოთახში. უცებ მიტრიალდა თავისი ზურგჩანთისკენ და წინა ჯიბეში საფულე ნახა. არა! ყველაფერი ადგილზეა, ან რომელი ჭკვიანი შემოვიდოდა ამხელა სასტუმროში ამ სულელი გოგოს გასაქურდად... რა აზრები უტრიალებს თავში. "რა სისულელებზე ფიქრობ, ნუცბიძე, ალბათ ძილში მოგეჩვენა." ფიქრებიც დამშვიდნენ. ჯინსი და მაისური უცებ ჩაიცვა და სააბაზანოში შევიდა. ოთახში დაბრუნებულს მეუნარგია საწოლზე დახვდა ჩამომჯდარი, ნიას ლოყებზე ეფერებოდა და ხმადაბლა ესაუბრებოდა. იქნებ შიშველი იყო? რა უფლებით შემოდიოდა მის ოთახში დაუკითხავად. თავხედი კაცი! ესეც თავისი სახლი ხომ არ გონია?. -რამდენჯერმე დავაკაკუნე და რომ არ გამომხედე შემოვედი._ ფიქრები ისევ გაუშიფრა მაშოს და მისკენ შემოტრიალდა._ მოდი ვისაუზმოთ, ამასობაში იმედია ნიაც გაიღვიძებს. მერე აქვე ტყეში გავისერინოთ, დილის ჰაერი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. თვალი ჩაუკრა და მაგიდისკენ ანიშნა. საწოლზე მის გვერდით ჩამოჯდა და ყავა მოსვა. როგორი განსხვავებული დილა აქვს, ადრე სულ ოჯახის წევრებთან ერთად საუზმობდა,მერე ნელისთან ერთად, ახლა ბაქართან და მძინარე ნიაკოსთან ერთად. საოცრად მოსწონს ეს სიტუაცია, ყოველი დილა ასეთი ლამაზი თუ იქნება, თანახმა სულ აქ დარჩეს. ამ საძაგელ კაცთან ერთად. და მერე ბაქარი დაიტოვებს, მაგას რატომ არ კითხულობს?! ისევ დუმილი. მაშო მიხვდა რომ მეუნარგია ჭამის დროს არ საუბრობს და თვითონაც მოკუმა პირი. ნიაკომაც მალე გაიღვიძა, მამიკოს დანახივსას სიხარულით გაშალა ხელები და გიცინა. ბაქარმა საუზმის მაგიდა გარეთ გააგორიალა და ნიას წაეთამაშა. მაშომ პატარას ტანსაცმელები მიაწოდა და სააბაზანოში შეტრიალდა. -საჭმელი ვაჭამოთ და წავიდეთ. -საჭმელი გაუკეთე და გარეთ ვაჭამოთ. დაბლა დაგელოდებით ჩვენ. დაბლა ჩასვლისას ლიფტში ზუკა შეხვდა. ისევ მოიკითხეს ერთმანეთი, მეგობარმა შეხვედრაც კი დაუთქვა. არ უნდოდა მაშოს ახლა ამ მდგომარეობაში ზუკასთან შეხვედრებზე სიარული. რაც არ უნდა იყოს, უფროსს ყავს წამოყვანილი, დასვენების საათები რომ ქონდეს კიდევ ხო, მაგრამ არ აქვს და რა ქნას? ზრდილობიანად მოუბოდიშა კურტანიძეს და ლიფტიდან გავიდა. მეუნარგია იქვე იდგა და სოლიდურად ჩაცმულ მამაკაცს ესაუბრებოდა, მაგრამ არ გამოპარვია ლიფტიდან გამოსული ზუკა და მაშო. უხერხულად შეიშმუშნა და მამაკაცს დაემშვიდობა. ზუკამ ხელის ქნევით გააცილა მეგობარი და რესტორნისკენ წავიდა. ნიაკოს საჭმელი ეტლში ჩადო და ბაქარს გაუცინა! როგორ არ ესიამოვნა ზუკასთან ერთად რომ დაინახა მეუნარგიამ. ახლა კარგი დროა, ცოტა ადრე უნდა ეფიქრა ამაზე, მაგრამ როგორ, ლიფტიდან ხომ არ გამოაგდებდა იმ ბიჭს?! რაც არის არის. ბაქარიც არაფერს არ ამბობს, თითქოს სულ არ აინტერესებს, ვისთან ერთად გაივლის მაშო, ან იქნებ მართლა არ აინტერესებს. საიდან ასეთი აზრები და ფიქრები. მეუნარგიას მაშოსთვის მსგავსი ფიქრების საბაბი არ მიუცია. სასტურმოსთან ახლოს პატარა სკვერი იყო და იქ დასხდნენ. ნიაკომ საჭმლის ბოთლს ხელები მაგრად მოუჭირა და ძიძის დახმარების გარეშე გამოაცარიელა. -ჯერ ხომ არ ჩამოვსულვართ და ჭამის მადაც გამოუსწორდა._ აღნიშნა ძიძამ და დათხუპნული პირი მოწმინდა. -კვირამდე აქ ხომ არ დავრჩეთ?_ ფიქრებიდან გამოერკვა მეუნარგია. -კვირამდე? ამდენიხანი რა გვინდა აქ?_ როგორ თუ რა გინდათ?! რა სულელი გოგოა. უფრო დიდხანს იქნებით ერთად, მეტ საერთო ენას გამონახავთ. იქნებ ბაქარსაც მოულბოს გული. მიზეზებს რა გამოლევს. კვირამდე აქ დარჩენა კარგი აზრია. -შაბათ საღამოს დავბრუნდეთ უკან. მანამდე საქმის მეტი რა გამოჩნდება! სხვა თუ არაფერი ნიას ჭამის მადა აქ უკეთესი აქვს. სკვერში დიდხანს ისხდნენ, მერე ბაქარს ტელეფონმა დაურეკა და ცალკე გავიდა.ახლა რომ უკვირდება რამდენი რამის გაკეთება შეუძლია ამ ერთი კვირის განმავლობაში, ბაქართან და ნიასთან ერთად. ძალიან ბევრჯერ დაფიქრდა საკუთარ გრძნობებს, გულის სიღრმეში ეგონა რომ რაღაცას აშავებდა უფროსის მიმართ გრძნობები რომ გაუჩნდა, მაგრამ რეალურად ეს ასე სულაც არ არის. ვერასოდეს გააკონტროლებ საკუთარ თავს როცა საქმე მოწონებას და სიყვარულს ეხება, თანაც მაშო არ მიეკუთვნება იმ კატეგორიის ქალებს მარტო საკუთარ თავზე იფიქროს და სხვა ყველაფერი დაივიწყოს. ნათიაც გათვალისწინებული ყავს, ნიაკოც, ნელიც, ბაქარის და-ძმაც და თავისი მშობლებიც. უბრალოდ ვერ ხვდება ბაქარის სიყვარულით რა შეიძლება დააშავოს. ჩუმად ჩაიცინა და ტბასთან ახლოს მდგარ ბაქარს გახედა,რომელსაც წეღანდელი ხალისი სულ დაკარგული ქონდა. დაინახა როგორ დაეძაბა ძარღვი შუბლზე, მერე ტელეფონი ნერვიულად ჩაიდო ჯიბეში და ტბას გახედა. რაღაცაზე ფიქრობდა დაძაბული... მათკენ მოტრიალდა და ნელი ნაბიჯებით მიუხალოვდა ძიძას და შვილს. -მე თბილისში უნდა წავიდე დღეს, თქვენ დარჩით... გვიან დავბრუნდები თუ რამე დაგჭირდეს დამირეკა კარგი?_ სად უნდა დავბრუნდეო?,მოიცადე რა გამოდის რომ მაშოს და ნიას მარტო ტოვებს და მერე რატომ?! მეუნარგია არ იყო ერთი კვირა აქ დარჩენა რომ შეთავაზა და ახლა მიდის. რა საქმე გამოუჩნდა ასეთი ამ ორ ანგელოზს აქ რომ ტოვებს. რას გაუგებ ამ კაცს. "წეღან რომ ანერვიულდა ალბათ გააბრაზეს" ფიქრებით სულ სხვაგან იყო მაშო. _ მაშო მისმენ?_ ხელები წინ აუფრიალა მეუნარგიამ. -კი, კი გისმენ. დღეს ხომ ჩამოხვალ? -მგონი ჩამოვალ. არ ვიცი ზუსტად, დაგირეკავ და გაგაგებინებ. მიდი ადით ოთახში ცოტა აცივდა და არ გაცივდეს. მანქანაში რომ ჯდებოდა მაშოს ხელი დაუქნია და ისევ გაუღიმა. მერე თვალს მიეფარა მისი მანქანა და მაშოსაც რაღაცა მძიმედ ჩასწყდა. როგორია ახლა აქ მარტო ნიაკოსთან ერთად ყოფნა, სულ გაიუქრა ყველაფრის ხალისი, ავა ოთახში და დაიძინებს პატარასთან ერთად. აბა სხვა რა უნდა გააკეთოს მარტომ აქ. გასეირნებით ვერ გაისერნებს, სადმე არ დაიკარგოს. სასტუმროში შებრუნდა და ლიფტს დაელოდა. -ძიძა.. დამელოდე!_ უკნიდან მხიაურლი ზუკას ხმა ისმოდა. ზუკა, რა კარგია აქ რომაა. ახლა მასთან ერთად ცოტას გამხიარულდება, მის ამბებსაც მოისმენს და აქაურსაც მოუყვება. _ უფროსი სად გყავს?_ იკითხა და ნიას ლოყებზე მსუბუქად უჩმიტა. -თბილისში საქმე გამოუჩნდა და დაბრუნდა. -ანუ მარტო ხართ შენ და ეს პატარა გოგო? -ხო და არ ვიცი რა გავაკეთო. -მერე მაგაზე ადვილი რა არის. გარეთ აცივდა და ვერ გავალთ. ჩემთან ავიდეთ ოთახში ჩემი მეგობრებიც აქ არიან და რამე გავაკეთოთ რა. ხომ ვამბობ გადასარევი ბიჭია ზუკათქო. ზუკას ოთახი მაშოს მაღლა იყო. ზუკას მეგობრებიც მასავით თბილები და კარგები არიან. მაშო და ნია შესანიშნავად გაართეს. პატარამ არაფრისდიდებით დახუჭა თვალები, საღამოს ძილი არ მოისურვა. ეგ არაფერი მალე დაეძინება მერე. ღიმილი უფრო გაუძლიერდა მეუნარგიას ნომერი რომ დაინახა. -აბა როგორ ხართ? -კარგად ვართ. ჩემს მეგობართან ვართ ნომერში. -სად ხართ? _ მეუნარგიას ბარიტონი ძალიან გაცივდა. -ზუკასთან. მეგობრები გაგვაცნო მე და ნიაკოს. -ანუ მარტო არ ხართ?_ ცოტა დაუმშვიდდა ხმა უფროსს. -არა რა მარტო. ბევრნი ვართ._ მაშოც მიხვდა რაში იყო საქმე და უფრო განუმარტა._ გოგონებიც ბევრნი არიან. შენ რას შვები არ მოდხიარ დღეს?_ დასვა მისთვის ყველაზე საინტერესო კითხვა. -ვერანაირად. ხვალ დილით ჩამოვალ ადრე. ჭკუით იყავით და მალე დაბრუნდით ნომერში. მალე კი არა იმ წუთასვე წავიდნენ. რაღა გააჩერებდა იქ, სულ წაუხდა ხასიათი. ესეიგი რა გამოდის რომ ახლა მთელი საღამო მარტო უნდა იყვნენ და მერე ბაქარი?! რა საქმე აქვს ამისთანა ჩამოსვლა რომ ვერ მოახერხა. იქნებ ქალმა დაურეკა და იმიტომ წავიდა, მოენატრა და წავიდა. ხო რა, არ შეიძლება?! არა გამორციხულია მაშოს და ნიას ქალის გამო არ დატოვებდა. ოთახში ჩაიკეტა. რა სხვანარიად მოხდა ყველაფერი,როგორ ეგონა რომ მისი ცხოვრება ამ ერთ კვირაში ძალიან შეცვლებოდა. რა აწუწუნებს, სულ იქ ხომ არ რჩება ის კაცი. ვერ გაიგო რა უთხრა ხვალ დილით ადრე ჩამოვალო. ახლა დიაძინოს და ხვალ დილით ბაქარი უკვე აქ დახვდება. მძინარე ნიაკო საწოლში ჩააწვინა და გვერდით მიწუვა. გონებაში მარტო ბაქარის ნახვა უტრიალებდა და დაძინებაც არ გაჭირვებია! თვალები რომ დახუჭა ცოტახანში ხმაური ისევ გაისმა! მე კი ისევ გამიჭირდა სიბნელეში სილუეტის გარჩევა! რომელიც მართლა შემოიპარა მაშოს ნომერში! ბალიშის ქვეშ ტელეფონი გულისგამაწვრილებლად რეკავდა. ხელი ნელა შეაცურა ბალიშის ქვშ და თვალებდახუჭულმა უპასუხა. -სად ხარ დედი ამდენხანს? _ ტელეფონის მეორე მხრიდან მაკას ანერვიულებული ხმა გაიგონა თუ არა ღიმილით გამოფხიზლდა. -მეძინა დე. როგორ ხართ? -ჩვენ კარგად ვართ დედი. მამაშენმა სულ დამივიწყაო წუწუნებს და არის ერთ ამბავში. მართლაც, სად ხარ რომ აღარ გვკითხულობ? -დე, მეც იცი როგორ მენატრებით? კვირას მოვალ და მთელი დღე თქვენთან ვიქნები. აღარ წავალ წყენთში, ჩაგეხუტებით და ბევრს გაკოცებთ. -დედას სიხარული ხარ შენ. ჯერ მოვიდეს დე კვირა და მერე გადაწყვიტე როგორ გირჩევნია. -ჩემი თბილი დე. მე ლოპოტაზე ვარ._ მხიარულად აჭიკჭიკდა ნუცუბიძე. ნიაკოს გადახედა, ისევ ეძინა პატარა მეუნარგიას. ფეხზე ნელა წამოდგა და ხალათი ცალი ხელით მოიცვა. -რა გინდა დედა მანდ? -ბაქარმა წამოგვიყვანა მე და ნიაკო, ჰაერი გამოვიცვალეთ. -კარგია დედიკო კარგი. გავიქეცი ახლა მე თორემ მიმეწვა ხახვი. ჭკუით იყავი და დამირეკე ხოლმე! თბილად დაემშვიდობა დედას და სააბაზანოს კარები გააღო. ფიქრებით სულ მეუნარგიასთან იყო, რა ქნა ნეტა ჩამოვიდა თუ კიდევ თბილისშია. ბაქარმა რომ თქვა ადრე ჩამოვალო, წესით უკვე აქ უნდა იყოს. მერე რატომ არ მოაკითხა ოთახში და აცნობა ჩამოვედიო, ეძინა და იმიტომ! სწრაფად მოწესრიგდა და ოთახიდან გავიდა. დერეფნის ბოლოს მეუნარგიას ოთახის კარებთან აიტუზა. რა ქნას დააკაკუნოს? არა მგონი ჯობია ოთახში შევიდეს და დაელოდოს, როდის მივა მასთან ბაქარი. რა საჭიროა ეს ზედმეტი შეწუხებები? როგორ მოენატრა ამ ერთ დღეში. უკან მიტრიალდა... რაღაცას რომ აეკრო იგრძნო, თვალები უნებურად დაეხუჭა. -ჩამოვედი, მაშო, ჩამოვედი. ახლა ვაპირებდი თქვენთან შემოსვლას._ ღიმილით უთხრა მეუნარგიამ და თმაზე ხელი გადაუსვა. ესეც როგორ გაისუსა. მორჩა და გათავდა, გადაწყვეტილია, მეუნარგიაზე უგონოდაა შეყვარებული. -კიდევ უნდა წახვიდე? -არა! დღეიდან მთელი ერთი კვირა თქვენი ვარ. გაუცინა და უკან დაიწია. სიცივემ მთელ სხეულში დაუარა ნუცუბიძეს. თურმე როგორ ათბობდა ბაქარის სხეული... რა ქნას ახლა რა მოიფიქროს ისევ რომ მიწებოს ზედ, არც არაფერი, დღეისთვის საკმარისად გაათბო მეუნარგიამ. ახლა ცოტა უნდა გამოცოცხლდეს და გეგმას მიხედოს. გაუღიმა და თავისი ოთახისკენ წავიდა, მეუნარგიაც მომღიმარი წაყვა უკან. ჩემი აზრით მოვლენები ძალიან მალე განვითარდა. ბაქარი თუ ასე გაუღიმედა რას ვიფიქრებდი...ან თმებზე მოეფერებოდა. სულ სხვანარიად ვითარდება სიტუცია, ყველაფერი ძალიან მარტივი და ლამაზია, ეშინია რაღაც ისე არ მოხდეს რაც გულს ძალიან ატკენს. არ უნდა ბაქარისთვის ნათიას დავიწყების ობიექტად იქცეს, არც ის უნდა ვინმეს ცოხოვრებაში უადგილოდ იყოს გაჩხერილი, უბრალოდ უნდა რომ საყვარელი ადამიანი იპოვოს და თუ ეს ბაქარი იქნება რატომაც არა!? მე მიანც ღამის სტუმარზე ვფიქრობ, როგორ ვერ დავინახე ვინ შემოიპარა. მიკვრის მაშომ ვერაფერი რომ ვერ გაიგო. თუმცა რას გაიგებდა, ბაქარის ნახვის სურვილს ისე ყავდა შეპყრობილი, ძილის სამყაროში მკვდარივით ჩაკარგა. რამდენხანს გაგრძელდება უცნობის სტუმრობა ღამით, კვირის ბოლომდე? მერე რა იქნება მაშო აქედან რომ წავა. ბაქარის სახლშიც ხომ არ მიაკითხავს?! ე.ი. ეს ყველაფერი პარასკევს ღამით დასრულდება. მანამდე როგორმე უნდა გავიგოთ ვინ არის ღამის სტუმარი. -ნელიკომ მაშო მომენატრაო. -მეც ძალიან მომენატრა. -შაბათს რომ ჩავალთ ჩვენთან დარჩები თუ პირდაპირ შენებთან წახვალ? -რა თქმა უნდა დავრჩები._ გულწრფელი ღიმილით ახედა მეუნარგიას._ კვირას დილით კი წავალ. -ნიაკოს ისევ ძინავს არა? შენ ძალიან გააფუჭე ჩემი შვილი. გახუმრება ცადა მეუნარგიამ, მაგრამ მაშოს სერიოზული და აწყლიანებული თვალები რომ დაიანხა ხმა გაუქრა. ხუმრობით ნათქვამმა, საშინლად ატკინა გული ნუცუბიძეს. იმ აზრმა რომ ნიასთვის რამეს არასწორად აკეთებს, გააგიჟა. არადა როგორ ცდილობს ყველაფერი ისე გააკეთოს როგორც ბავშვისთვის იქნება უკეთესი და კარგი, ესეიგი არ გამოსდის, თორემ ბაქარიც არ გაეხუმრებოდა. მეუნარგიამ მხრებში მაგრად მოკიდა ხელები და თავისკენ შეატრიალა. როგორ ვერ იტანს თურმე ქალის ცრემლს, სახეზე ეტყობა, ისე ჩაუწითლდა თვალები. -მაშო, მე გაგეხუმრე! შენ არაჩვეულებრივი გოგო ხარ. ჩემი შვილი არცერთ ძიძასთან არ გაჩერებულა ისე როგორც შენთან. რა გულუბრყვილო ხარ, მაშო. ყველაფერზე ასე ტირიხარ?_ ისევ გაუღიმა მეუნარგიამ, ახლა აშკარად ნაძალადევად. როგორ ჩანს მაშოს ხასიათის ცვალებადობამ მასზეც იმოქმედა. -მართლა არაჩვეულებრივი გოგო ვარ?_ წამებში გამოფხიზლდა ეშმაკი ნუცუბიძე და თვალები ააფახუნა. მეუნარგიას აზრადაც არ მოსვლია რომ ეს ერთი ციდა გოგო მისი მკლავებიდან დაეხსნა. -ჩემი სიტყვის არ გჯერა?_ იწყინა უფროსმა და ოდნავ ახლოს დაუდგა. -მჯერა,მაგრამ კიდევ თუ მეტყვი უფრო დავიჯერებ. საყვარლად დააშორა ტუჩები ერთმანეთს და მერე აკისკისდა. დადებითმა ემოციამ ბაქარზეც იმოქმედა და მასაც გაეცინა, ცოტახნით მაგრამ გულიანად. მაშოს ხელი გაუშვა და თვალებით ოთახისკენ უბიძგა. ისიც სიცილით და აჩქარებული ნაბიჯებით წავიდა ნიასთან. პატარა საწოლში მოუსვენრად წრიალდებდა, მამის და ძიძის დანახივსას უფრო გააქტიურდა და ნაპირისკენ გადმოჩოჩდა. სწრაფად მიირბინა გულგახეთქილმა ძიძამ ბავშვთან და საწოლის კიდეზე დაჯდა. ბალიშებს გარშემო კი ულაგებს, მაგრმა როგორც სჩანს ნიაკო უკვე ზედმეტად დიდი გოგოა და ერევა. -მამას გოგო, როგორ ხარ მა?_ თბილად მოიკითხა შვილი და მაშოს გვერდით ჩამოჯდა ისე რომ ნიაკო შუაში მოაქცია. -მასო._ მხიარულად წაიტიტინა პატარამ და მამას ხელზე დაეკიდა. გახარებულმა მაშომ კიდევ ერთხელ ნიშნისმოგებით შეხედა უფროსს და თვალი ჩაუკრა. -მაგ ლამაზ თვალებს ეგრე ნუ აფახუნებ._ ოდნავ მკაცრი და შერბილებული ტონი ქონდა მეუნარგიას. -რატომ გაბნევ?_ სულ უფრო და უფრო აქტიურდება ნუცუბიძე, თანაც ისეთ მხიარულ განწყობაზე აყენებს მეუნარგიასთან ასეთი გაბედული და დაუკომპლექსებელი დიალოგი. -არ ვუარყობ ცოტად მაბნევს ეგ თვალები. _ თითქოს ირონიით ალაპარაკდა მეუნარგია,მაგრამ მაშოს ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია. სულ უფრო და უფრო ხალისდებოდა და ბედნირდებოდა. -კარგი გვეყოფა ახლა! ნიაკოს ჭამის დრო აქვს. ადექი თორემ საწოლი დაიხარა. გამოაჯავრა მეუნარგია და აღსაზრდელი ხელში აიყვანა. ყველაფერი არაჩვეულებრივად მიდის. ისე როგორც მაშოს და მე მსურს. რა ვიცი, მე მგონი არც ბაქარია ამ ყველაფრით უკმაყოფილო, იღიმის... იღიმის და იღიმის... საოცრად უხდება ღიმილი მის მკაცრ ნაკვთებს, ამიტომაცაა მაშო მასზე უგონოდ შეყვარებული. რა მალე დაავიწყდა ძველი ვითომ სიყვარული და რა მალე დაიკავა მისი გული სრულიად უცხო მამაკაცმა. ეს ყველაფერი ძალიან სიამოვნებს და მოსწონს ნუცუბიძეს. მეუნარგის სიყვარული თავიდან ბოლომდე სითბოთი ავსებს. სხვა დროს ურთიერთობებში ასეთი თამამი არ ყოფილა, ახლა რაღაცამ უკბინა ალბათ და გააქტიურდა. იცის რომ თუ თვითონ არ იმოქმედებს მეუნარგია ხელსაც არ გაანძრევს. ის ჯერ კიდევ თავის გარდაცვლილ ცოლზე ფიქრობს! როგორ არ შევიდა მეუნარგიას ოთახში და არ დაათვალიერა ნათიას სურათები. რას გაიგებდა ბაქარი, ვერც ვერაფერს, მაგრამ ვერ გაბედა იმ ოთახში ფეხის შედგმა, როცა დრო მოვა ნახავს. ნეტავ ნათია და ბაქარი იმ ოთახში სახლობდნენ სადაც ახლა მარტო ბაქარი წევს? რა კითხვები აწუხებს. რა თქმა უნდა ის ოთახი წყვილის იყო... არადა როგორ მოეწონა მაშინ ზედგამოჭრილია, მაშოსთვის და ბაქარისთვის. "რა აზრები გიტრიალებს მაშო თავში? ჯერ ადრეა მაგაზე ფიქრი!" ისევ გაუწყრა საკუთარ თავს ფიქრებში... სასტუმროს რესტორანში ისხდნენ. ბაქარი წითელ ღვინოს სვავდა, მაშო და ნია კი ფორთოხლის წვენს. აწითლებული თვალებით უბღევერდა მეუნარგიას ნუცუბიძე. ღვინო პატარებისთვის არ შეიძლებაო და წვენი დაუდგა წინ. რა გამოდის რომ მაშო მეუნარგიასთვის პატარა ბავშვია? ეს ხომ უფრო ართულებს ყველაფერს... როგორც შვილს ისე თუ შეხედა, არცერთი გეგმა გაამართლებს. ცხვირი უფრო ჩამოუშვა. მთელი საღამო ბაქარისთვის ხმა არ გაუცია, გაუბრაზდა პატარა რომ უწოდა. მეუნარგიაც ხალისობდა მის ბავშვურობაზე. გვიან ისევ გაისერინეს სკვერში, ნიაკოს ეტლში ჩაეძინა. მეუნარგია კი წინ სივრცეს უყურებდა და რაღაცაზე ფიქრობდა. ძიძა ისევ გაბუტული დადიოდა. -კიდევ დიდხანს უნდა იყო ჩემზე გაბრაზებული?_ ეტლი გააჩერა მეუნარგიამ და ტანით მაშოსკენ შემოტრიალდა. -არ ვარ გაბრაზებული! -უბრალოდ გეწყინა პატარა რომ დაგიძახე?!_ თვალები ეშმაკურად აახამხამა მეუნარგიამ. -ხო მეწყინა. და საერთოდ არ ვარ პატარა, ოცდაერთი წლის ვარ!_ გაცხარდა ნუცუბიძე. -გააჩნია რისთვის არ ხარ პატარა!_ ისევ ეშმაკურად ჩაიცინა... პირველად, მეუნარგიას თვალებში მოთამაშე ჭინკები დალანდა ნუცუბიძემ. ისეთი მის სიტყვებზე დაიფქრებასაც რომ არ გაცდიან. სკვერში პატარა მყუდრო ადგილი მოძებნეს და დასხდნენ. ბაქარის წარმოთქმული "გააჩნია რისთვის არ ხარ პატარა" ისევ გონებაში უტრიალებდა. ყველა შესაძლო ვარიანტი განიხილა რამდენიმე წამში. მისთვის სასურველიც და არასასურველი ფიქრებიც შეუჩნდა. ბაქარისკენ ღიმილით გააპარებდა მზერას და მერე ჩუმად იცინოდა... თავისთვის... ისიც ჩუმად იჯდა და ისევ სივრცეს უყურებდა, ახლა იმ განსხვავებით რომ სახეზე ისევ ეშმაკური ღიმილი დათამაშებდა. თველებში კი ალბათ ისევ მოცეკვავე ჭინკები. ისევ მოუნდა იმ მასხარა ჭინკების ხილვა ნუცუბიძეს, მაგრამ ახლა ბაქარის წინ დადგომა და მისი ლამაზი თვალების ყურება საშინლად დააბნევდა. ხოდა დაეტიოს ერთ ადგილას და მისი ცქერით გვერდიდან დატკბეს. ნიაკო აჭიჭყინდა და ფიქრებიდან ორივე გამოაძევა. ბაქარს სახე დაუსერიოზულდა და შვილს ხელი ნაზად დაუსვა ლოყაზე, მერე კი ეტლიდან ამოიყვანა და გულზე მიიკრა. ცოტაც და ატირებდა ჩვენი ძიძა... ბაქარის სახე საოცრად თბილი და მშვიდი ქონდა, ისეთი მაშო სხვა დროს მის ხილვას რომ ვერ შეძლებს. მარტო ნიაკოსთან, რომ შეუძლია ასეთად ყოფნა. გაღიმებულმა დაუსვა მარჯვენა ხელი პატარას თათებს, რომლებიც მამიკოს მხარზე ქონდა საყვარლად ჩამოდებული. ტუჩებით ოდნავ მოეფერა და ცხვირზე წაეთამაშა. -ხომ არ შია, რატო ატირდა?_ ბაქარმა ნიაკოს სახე გაუწია და ცხვირზე აკოცა. -რომ გაიღვიძა მაშინ ვაჭამე ჯერ ადრეა. შეცივდებოდა და ავიყვანოთ. ბავშვი მაშოს მიაწოდა და თვითონ ეტლი გააგორიალა. მათ ისტორიას რომ არ ვწერდე, უდაოდ ლამაზი ოჯახი მეგონებოდა შორიდან. ისეთი მე და თქვენ სულ რომ ვოცნებობთ! ნიაკომ მაშოს მხარზე ჩამოდო თავი და თვალები აციმციმა. სასტუმროში დაბრუნებულებს ისევ ზუკა შეეჩეხა, გაღიმებულმა დაუქნია ხელი და ლიფტში ბაქარს შეყვა. მეუნარგიას რეაქცია არ ქონია მის საქციელზე, სერიოზული სახით მიაჭირა თითი ღილაკს. მაშო ისევ დაიძაბა, ნიაკო უფრო მიიკრა გულზე და ხელით თმებზე წაეთამაშა. -ხვალ თბილისში უნდა დავბრუნდეთ! _ ბაქარის ბარიტონი ისევ ისეთი მკაცრი ქონდა, როგორც პირველ დღეს. მაშომ გაოცებულმა ახედა მასზე მაღალ მეუნარგიას და წარბი ოდნავ ასწია. რას ნიშნავს ხვალ თბილისში ბრუნდებიან? აბა შაბათ საღამომდე აქ ვიქნებითო. რამ მოუარა ამ კაცს, თან წარბები როგორ შეკრა საუბრის დროს! რაღაცაზე გაბრაზდა აშკარად და ჯავრს ახლა მაშოზე იყრის. ხმა არ გაუცია ნუცუბიძეს, თავი ცრემლებმორეულმა დაუქნია, და ნიაკოს ყელში ჩარგო ცხვირი. ხმისამოუღებლად გავიდა ლიფტიდან და თავისი ოთახისკენ წავიდა, მეუნარგიაც მას გაყვა. საძაგელი კაცი! როგორ აწყენინა ამ გახარებულ და ბედნიერ გოგოს. ქალი ყავს, მორჩა და გათავდა! აბა სხვა რა დარჩენია თბილისში. ხომ უთხრა შაბათს წავალთო. ალბათ ძალიან მოენატრა საყვარელი და უკან უნდა დაბრუნება. "საზიზღარი! საძაგელი! დამპალი!" ფიქრებში მიწასთან გაასწორა მეუნარგია. ნიაკო საწოლზე დააჯინა და თვითონ სააბაზანოში შევიდა. ნიჟარას ორივე ხელით დაეყრდნო, როგორ ჩაუწითლდა თვალები ლიფტში ყოფნისას. სულ რაღაც 10 წუთის წინ კი ბედნეირებისგან ელავდნენ, თაფლისფერი თვალები. მუჭი მსუბუქად დასცხო ნიჟარას და წელში გასწორდა. "რაც უნდა ის უქნია! როცა უნდა მაშინ წაგვიყვანოს უკან, ეს მისი დაგეგმილი ვიზიტი იყო და არა შენი, მაშო. ასე რომ მორჩი და მოიქეცი ისე როგორც ძიძას შეეფერება!" ოთახში გასულს მეუნარგია ნახევრად საწოლზე წამოწოლილი დახვდა. ერთი ამას დამიხედეთ, როგორ გათამამდა. გაბრაზებულმა შუბლი შეკრა და საწოლზე დაგდებულ ტელეფონს დაწვდა. -დედას დავურეკავ და მოვალ!_ რა ხმა ამოუშვა ნახეთ. ოთახიდან გავიდა და კარები ხმაურით მიკეტა. იქ ოთახის სივრცეში კი ჩუმი ჩაფხუკუნების ხმა კედლებს მიეეჯახა. ტელეფონი ხელში შეათამაშა და დედის ნომერი აკრიფა. ახლა მაკას თბილი ხმა ყველაფერზე მეტად დაამშვიდებს. თან ცოტას წაეჭორავება. -დედას გოგო. გაგახსენდით დედი? -კარგი რა დედა! მე თქვენ სულ მახსოვხართ. -ვიცი დედი, ვიცი. როგორ ხართ?_ მრავლობითის ფორმამ ისევ გააბრაზა მაშო, გაახსენდა ოთახში რა საძაგელი უფროსი ყავს დატოვებული. -ამ კაცს მოვკლავ! _ ჩუმად ჩაილაპარაკა და დაშინებულმა უკან სივრცეს გახედა, კიდევ არ მისმენდესო. -ვის მოკლავ, მაშო? _ შეშინებულმა აუწია ხმას მაკამ. -ვის და ამ ჩემს უფროსს. ხვალ მოვივართ უკან. -გამისკდა გული, ეგრე შეიძლება ჩემი შეშინება?! მერე რამოხდა დე, ჩამოხვალთ ეგ კაცი აქაც გეყოლება და მანდაც, რა აზრი აქვს? _ ძველებურად დასცინა დედამ. -აღარ მოგიყვები ჩემს ამბებს და ნახავ მერე! -რა სულელი მყავხარ. გეხუმრე დედი. მე თუ არა სხვას ვის უნდა მოუყვე, რატომ მოდიხართ ხვალ? -იმიტომ რომ დამპალია! _ჩაისისინა მაშომ და კიდევ ერთხელ დაზვერა უკანა მხარე. _ კარგი დე წავედი ახლა და დაგირეკავთ მერე კიდევ. მომიკითხე მამა და ონო. -ნუ გააგიჟებ მაგ კაცს. მოგიკითხავ დედი და ჭკუით. დედასთან თბილმა საუბარმაც არ უშველა, ისევ ისეთი ნერვებმოშლილი იყო. რა გააკეთოს ახლა ეს ხასიათი ოდნავ მაინც რომ გამოუკეთდეს. დალევდა კაცი,მაგრამ მუშაობს და არ შეიძლება, თანაც ალკოჰოლის მოყვარული ნამდვილად არ არის. უბრალოდ იცის რომ ასეთ დროს სტრესს ძალია კარგად ხსნის ერთი ჭიქა, მაგრამ მეორე დღეს სტრესის მაგივრად გასიებული თავი ნამდვილად არ აწყობს. თან ბაქარმა რომ გაიგოს არ მოეწონება, ხომ დაინახა რა უქნა დღეს, წვენი რომ დაალევინა ძალით! რა სასაცილოები იყვენენ. ოთახის კარებთან რამდენიმე წამი გაჩერდა, სუნთქვა დაირეგულირა და შევიდა. მეუნარგია ისევ ისე იწვა, ახლა იმ განსხვავებით რომ შვილი გულზე ყავდა დაწვენილი და ყურში რაღაცას ეჩურჩულებოდა. მაშომ ყურადღება არ მიაქცია და პატარას ჩანთიდან პიჟამოები ამოიღო... -უნდა ვაბანავო ნიაკო. -მერე მე აქ რისთვის ვარ, მოგეხმარები._ გაუღიმა უფროსმა და საწოლიდან წამოდგა. -არ გვინდა. ჩემით მოვახერხებ. არ ახლა ასე რომ ესაუბრება რას მიაღწევს. ბაქარმა რომ კითხოს რატომ მეუხეშებიო რა პასუხს გასცემს. რას და ეტყვი შენი სამასხარაო ვარ_ო?! ხო, ზუსტად ასე ეტყვის. მეუნარგიამ ნიაკოს ზედა და შარვალი გახადა და სააბაზანოსკენ წაიყვანა. -დანარჩენებიც უნდა გახადო!_ ჭკუა დაარგია. ისევ ჩუმი ჩაფხუკუნების ხმა, რომელიც ახლა კედლებთან ერთად მაშოს ყურთასმენასაც მისწვა._ რატომ დამცინიხარ? -იმიტომ რომ პატარა ბუტია ბავშვი ხარ. -აი კიდევ, რა გითხარი მე შენ? არ ვარ პატარა-თქო და მითუმეტეს ბუტია! -პატარა და ეშმაკი გოგო ხარ, მაშო. გული წამებში მოულბა ნუცუბიძეს,როგორ თბილად დაუწყო ლაპარაკი. რა უნდა ამ კაცს,რას დაათამაშებს ამ ხასიათებს... ერთი დღე მოღუშული იყოს მეორე დღე მხიარული, ამაზეც კი თანახმაა, ოღონდ დღეში ათასჯერ ნუ კრავს და ხსნის იმ ლამაზ წარბებს. ისევ თბილი ფიქრები წამოეშალა ძიძას. მეუნარგიას გაუღიმა და ნიაკოსთვის ვანაში თბილი წყალი ჩააგუბა, თვითონ კი ნიჟარას მიეყდრნო და ბაქარი აათვალიერა. ისევ ააფახუნა თვალები ძიძამ და პატარა ვანაში ჩასვა. -მე გაგაფრთხილე მაგ თვალებს ეგრე ნუ მიფახუნებ,თორემ კარგ რაღაცეებს ჩავიდენ! ~~~~~~ უღრმესი მადლობა ყველას! საოცარად მახარებთ! <3 პ.ს დიდი იმედი მაქვს ამ თავშიც არ განმეორდება იგივე კომენტარები მაშოსთან დაკავშირებით! ვიმეორებ თუ ტირილი, დრამა, განსაკუთრებულობა გჭირდებათ ეს ისტორია სათქვენო არ არის! და თუ უბრალოდ სიამოვნებისთვის, განტვირთვისთვის ხართ აქ დიდი იმედი მაქვს ეს ისტორია გეხმარებათ. კრიტიკას და შენიშვნას ვიღებ მხოლოდ გრამატიკასთან დაკავშირებით, (ვინაიდან და რადგანაც ეს აუცილებელიც კია ჩემთვის) ძალიან ცუდ ტონად მიმაჩნია ავტორს შეუსწორო და უთხრა რა როგორ წეროს მომავალში! შეიძლება გარკვეული რამ არ მოგწონდეს, მაგრამ ავტორს ამის შეცვლისკენ არ უნდა უბიძგო თანაც აგრესიულად. ეს ისტორია დაწერილია და კაციშვილი ვერ შეცვლის ვერაფერს, მეც რომ მოვინდომო, მაგრამ მაინც. <3 გმადლობთ! <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.