უსიყვარულოდ? არ არსებობს თავი 2
- თუ მაინც დღეს მოვდიოდით შენები რატომ მოატყუე? - დიმიტრი მე ნატალის უნდა შევხვდე ასე, რომ ჩემების თავი არ მაქვს. - კი მაგრამ ეს ნატალი ვიღა არის? -როგორ არ გახსოვს ბიჭო ნატალი გაბუნია, ერთი წლის წინ ერთ-ერთ კლუბში ვნახეთ. მაგარი ნაშაა და უეჭველი დავითრევ. - კარგი რა არ გეყო, მოკლედ შენ ეგ ქალები დაგღუპავს. - არა ბიჭოს შენსავით ვაჟიშვილი ვიქნები და იმ ერთადერთისათვის შევინახავ თავს. - კარგი, კარგი გეყოს ღლაბუცი კაცი მალე ცოლს მოიყვან. - ცოლს არა ის კიდე... - კარგი რა ვითომ არ იცოდე, რომ შენები გირიგებენ ვიღაცას, რა ჰქვია? - არ ვიცი და არც მაინტერესებს, ნეტაი ერთი შენ. მე ცოლს არასოდეს არ მოვიყვან განსაკუთრებით კი მამაჩემის არჩეულს. - ვნახოთ ვნახოთ. იქ, რომ ჩავალთ მაინც არ აგცდება ინ გოგოს ნახვა. - არც ვნახავ და თუ ის გოგოც ჭკვიანია თვითონაც არ ისურვებს ჩემთან შეხვედრას, ცხოვრების დაკავშირებას. -არა მგონია ბიძიასგან გავიგე, რომ მამიკოს გოგოა თან ძალიან მშვიდი და წყნარი ასე, რომ მისგან ნურაფერს მოელი. - რა მნიშვნელობა აქვს ეს ქორწილი მაინც არ შედგება. - რაღამც შენ იტყვი. აბა,აბა აი ნახავ ჩავალთ თუ არა ხვალვე შეგახვედრებენ მას. - ხვალამდე დრო მაქვს თუ კაცი ხარ, მაცადე ხასიათს მაინც ნუ მიფუჭებ. - და რას უყურებ ასეთს , რომ ხალისობ აეროპორტში? - ხედავ აი იქ მარტო, რომ ზის? - ძალიან ლამაზი გოგოა, მის თვალებში ისეთი სევდა იკითხება... - მოკლედ შენ ხო არ შეგიძლია ისე შეხედო გოგოს, როგორც ერთ-ერთ ნაშას, კაი რა ძმაო. - შენგან განსხვავებით მე ქალებს დიდ პატივს ვცემ. - და შენი აზრით მე არა? - კარგი რა ალექსანდრე, ვითომ არ იცი ხო? ქალებს ისე იცვლი, როგორც სამოსს ყოველდღე. - შენც უნდა მომბაძო, ისწავლე სანამ დრო გაქვს. ცხოვრება მშვენიერია და ასევე ქალებიც მხოლოდ ჩვენთვის არიან მშვენიერები. - ვიცი შენი მოსაზრება და მაინც გეტვი აზრს ვერ შემაცვლევინებ ბაბნიკო. - ხოდა მაშინ იყავი ასე ვაჟიშვილი და კარგად შეინახე საკუთარი თავი. - გეყოს ალექსანდრე არ მინდა ამ საკითხზე საუბარი. - ხო კარგი კარგი ჩემი ძმა რო ხარ თორემ იცოდე კიდევ დიდ ხანს გავაგრძელებდი ხოდა ისე ესეც, რომ იცოდე დღეს გოგონებიც კი არ უფრთხილდებიან ქალიშვილობას, ჩაიხითხითა ალექსანდრემ და ისევ აათვალიერა კატერინა, რომელიც სევდიანი იჯდა სკამზე, ათვალიერებდა და გონებაში აფასებდა გოგონას. მართლაც რომ ლამაზია, უნაკლო სხეული, სახის ნაკვთები, გრძელი თმები, ( რაც ყველაზე ძალიან მომწონს ) და მშვენიერი თვალები. ათვალიერებდა კატერინას და სურვილი უჩნდებოდა, რომ მის ტუჩებს დაწაფებოდა, ქვედა ტუჩი ზედასთან შედარებით უფრო დიდი ჰქონდა თითქოს სპეციალურად გაებუსხა ტუჩები ასე საყვარლად, ცდუნებას ვერ უძლებდა თან ცდილობდა, რომ დიმიტრი თამაშში აეყოლიებია ბოლოს კი მწვანე ჭაობისფერი თვალები დიმიტრის მიანათა. - და მაინც რას აპირებ ალექსანდრე? - დიმა გინდა ნიზლავი დავდოთ? - რაზე დავნიზლავდეთ? - აი ხომ ხედავ იმ გოგოს? - როგორ არა უკვე მეორეჯერ გამახედე მისკენ. - ხო და აი ჩვენი ნიზლავის ნაწილი იქნება. - მოიცა არ მითხრა, რომ გოგოზე მენიზლავები? - დიახ სწორად გაიგე, ის გოგო ჩვენი ნიზლავის ნაწილია და გთხოვ ხასიათი გამისწორე. - არა ალექსანდრე, ხო იცი ასეთ რამეებს ვერ ვიტან. - იცოდე თუ არ ამყვები ყველა გაიგებს, რომ შენ ჯერ კიდევ ვაჟიშვ... - კარგი კარგი ჯანდაბა შენ. - ათი ათასი წლის შემდეგ, ხო აი რაში არის საქმე, მოკლედ მე იმ გოგოს გავეცნობი, ანდა არა გაცნობა რა საჭიროა ის გოგო მე მაკოცებს ჩემი სურვილის დასაკმაყოფილებად. - ან გაკოცებს და ან არა, შენ რამე ხომ არ გეშლება. მთელი ეს დროა მაგას უყურებ ერთი კარგად შეავლე თვალი. შენი აზრით ის სხვებს ჰგავს? - კარგი რა ნუ იცი ეგ გაღმერთება ქალების, ყველა ერთნაირია. - კი აბა რა, შენთვის სულ ერთია მთავარია შენსას ისწორებ რა მნიშვნელობა აქვს ის ლიკაა, თიკაა, ნატაა თუ ასე შემდეგ. - კარგი, კარგი დავუბრუნდეთ ჩვენს საქმეს, თუ ის გოგო მაკოცებს და ისე წავა, რომ არ დამარტყამს მაშინ... - რა ჯანდაბა უნდა გავაკეთო შენს მაგივრად? - ჩემებს ეტყვი, რომ შეყვარებული მყავს და ქორწილი არ შედგება.- შენ რა ჩემი სიკვდილი გინდა? - არა ეგ რა შუაშია... - ბიჭო გითხარი შენ გირიგებენ მეთქი და ვსიო აქ არავინ არ გეკითხება გინდა თუ არა. - ხოდა მოდი შენ მოიყვანე ჩემს მაგივრად. - ვერ ხარ რა შენ... - რატომ ორივე ბარათაშვილები ვართ, რა უჭირს დიმიტრი ბარათაშვილის მეუღლე, რომ იყოს და არა ალექსანდრე ბარათაშვილის. - ხო კარგი დრო გადის ხედავ ის გოგო ადგომას აპირებს და კიდევ თუ წააგე მერე ჩემს ხელში ჩავარდები იცოდე. - კარგი კარგი. ............................................ როგორც იქნა გამოცხადდა რეისი საქართველოს მიმართულებით, სიხარულით ფეხზე წამოვხტი და გზას გავუყევი, ნერვიულობის და სიხარულის ნიადაგზე სამყაროსთან კავშირი გაწყვეტილი მქონდა. უეცრად ვიღაცას დავეჯახე და ვიგრძენი, რომ ჩემი მაისური ცხელი სითხით დაისვარა სავარაუდოდ ყავა იყო, მაგრამ ამის თავი არ მქონდა. - ფუ ამის ჯანდაბა, ჩემი ყავა წაიწუწუნა ალექსანდრემ. - უკაცრავად დიდი ბოდიშით, ვერ შეგამჩნიეთ. სალფეთქი ამოვიღე და მივაწოდე ხელის ცეცებით გამომართვა თითქოს და თვალს აკლია, მაგრამ ტეხავს ხო არ ვეტყვი არა. - შენ თვალები გაქვს და ვერ მამჩნევ, რომ არ გქონოდა რაღას იზამდი ნეტავ? - მართლა ძალიან დიდი ბოდიშით, მე ძალიან მეჩქარება, ეს სიკვდილ- სიცოცხლის საკითხია. - და მე, მე არ ვარ ცოდვა ნახეთ რა დღეში ჩამაგდეთ. - ძალიან დიდი ბოდიში. - სკამამდე მაინც მიმიყვანეთ, თუ შეიძლება. - დიახ რათქმა უნდა თქვენი ხელი მომაწოდეთ. ხელი მოვკიდე და სკამამდე მივიყვანე. - დიდი მადლობა მშვენიერო. - და საიდან იცით, რომ მშვენიერი ვარ, თქვენ ხომ თვალს გაკლიათ, უკაცრავად ბოდიში. - არაუშავს, სავარაუდოდ ლამაზი ხარ, ხმა ძალიან სასიამოვნო გაქვს თუ უფლებას მომცემ გეტყვი როგორი ხარ, ამისათვის კი სახეზე უნდა შეგეხო. - სხვა დროისათვის იყოს, მართლა ძალიან მეჩქარება, კარგად ბრძანდებოდეთ. - ხო, მაგრამ... - ალექსანდრე გეყოს ღლაბუცი, გვეჩქარება დროზე მოდი აქ. - ფუ ამის, დიმიტრი... - უკაცრავად რას ნიშნავს ღლაბუცი? თქვენ... - გამარჯობათ მე ალექსანდრე ვარ, ეს იდიოტი კი დიმიტრი ჩემი ძმაა. - ჩემთვის სულ ერთია და დიახ მადლობა დიმიტრი. დიმიტრის მივუახლოვდი ლოყაზე ვაკოცე და ბარგით ხელში წამოვედი, მალევე შემაჩერეს ეს ისევ ალექსანდრე იყო. - გამატარეთ თუ შეიძლება. - კარგი წადით, ვნახოთ ბილეთის გარეშე, როგორ გაფრინდებით? - ახალს ვიყიდი. - და პასპორტზე რას იზამ? - ჩანთაში ჩავიხედე და ლამის გული წამივიდა, ჯანდაბა ჩემი პასპორტი და ბილეთი აღარ იყო, მაგრამ მასთან როგორ აღმოჩნდა. გაბრაზებული ვუცქერდი მას ის კიდევ პასპორტს და ბილეთს ხელში ათამაშებდა. - კარგი მოდი შევთანხმდეთ რას იტყვი? - ჩემი პასპორტი და ბილეთი დამიბრუნე სასწრაფოდ. - მე შეთანხმება შემოგთავაზეთ. - რა ჯანდაბა გინდა ბოლოს და ბოლოს, შენი აზრით სასაცილოა ეს ყველაფერი. მე სასწრაფოდ უნდა წავიდე. ჩემი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია სასწრაფოდ უნდა გავფრინდე და თქვენ ამხელა კაცი აქ მეღლაბუცებით. - ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ჩემი საკითხიც მაგდაგვარია. - კარგი რა გინდა თქვი. - უნდა მაკოცო და თან ისე, რომ თითქოს ეს შენც გინდა - გააფრინე ხო? დამიბრუნე პასპორტი, დროზე. - მაკოცე და არაა პრობლემა. მიუხედავად იმისა რომ ჩემი გაბრაზება პიკს აღწევდა მივხვდი, რომ პასპორტის დაბრუნებას კოცნის გარეშე ვერ მოვახერხებდი. ჯანდაბა ისეთი სასურველი და სახარბიელო იქნება ჩემი პირველი კოცნა, ყველა გოგოს შეშურდება. ეს რა შარში გავები რა, აწი აღარავის აღარ დავეხმარები, მაგრამ ამ იდიოტის გამო ყველაზე როგორ უნდა ავიცრუო გული. - დრო გადის მშვენიერო. - კარგი ჯანდაბა. მივუახლოვდი და ცალი ხელი პასპორტს მოვკიდე, ავხედე, მიღიმოდა. ნაზად შევეხე ტუჩებით ბაგეზე, რაზეც ჩაიცინა და პასპორტი დამიბრუნა. - მოიცა და შენ ამას კოცნას უწოდებ? - მადლობა თქვი, რომ გაკოცე საერთოდ. - მოიცა ეს შენი პირველი კოცნა იყო? ჩაიღიმა, მართლა მითხარი არ წახვიდე. - კარგად იყავი. - კოცნა არ იცი მშვენიერო, მომაძახა გაღიმებულმა. - არა უშავს სხვა დროს როცა შევხვდებით შეგიძლია მასწავლო. წამოვედი და ჩემს თავზე მეღიმებოდა. სახლიდან იმის გამო გამოვიქეცი, რომ უცნობს არ გავყოლოდი ცოლად და რა ჩავიდინე? ვიღაც უცნობს მივეცი იმის უფლება, რომ ჩემთვის ეკოცნა, არა უფრო სწორად ყველაფერი ისე მოაწყო, რომ თვითონ ვაკოცე მას. ............................... - რა გაცინებს დიმიტრი? - შენზე მეცინება ალექსანდრე, რომ იცოდე როგორი სასაცილო იყო ყველაფერი განსაკუთრებით კი შენ. - შენი თავი არ მაქვს, მალევე მოვალ. - მოიცა სად მიდიხარ? - ვერ ხვდები? მივრბივარ იმ იმედით, რომ მას სადმე თვალს მოვკრავ და მართლაც ჩემდა საბედნიეროდ ვხედავ, რა ჯანდაბა მჭირს? რატო მინდა ასე ძალიან მასთან მისვლა. მიდის და რაღაცნაირად არ მინდა მისი გაშვება, საკუთარ თავთან ბრძოლის შედეგად მაინც მისკენ გავიქეცი და შევაჩერე დამინახა თუ არა საჩხუბრად მოემზადა. - შენ? - დიახ, მე... - აქ რა გინდა? შენ... ისე სწრაფად დამაცხრა ტუჩებზე, რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი, მკოცნიდა და ვგრძნობდი, რომ დედამიწას ვშორდებოდი, დავფრინავდი, ფრთების გარეშე დავფრინავდი. რამოდენიმე წამის შემდეგ გამიშვა და ჩაიღიმა. - შენი პირველი კოცნა აი ასეთი უნდა ყოფილიყო მშვენიერო, ლოყაზე მაკოცა და წავიდა. - ეს რა იყო? ღმერთო ჩემო. ჩანთას ხელი დავავლე და უკან მოუხედავად წავედი, თვითმფრინავში ავედი საკუთარი ადგილი დავიკავე და ფიქრებში ჩავიკარგე, უაზროდ მეღიმებოდა საკუთარ თავზე, რამოდენიმე საათიანი ფრენის მიუხედავად პირველად ვიგრძენი თავი მშვიდად დაცულად. აეროპორტიდან სასტუმროში წავედი ოთახი ავიღე შემდეგ კი ანასტასიას დავურეკე. ხვალისათვის ჩამოვიდოდა ჩემს სანახავად. გამოვიცვალე და საწოლზე წამოვწექი ტუჩებზე თითები გადავისვი გამეღიმა, ნეტავ რას აკეთებს ამ წამს? გავიფიქრე ჩემთვის, არც კი ვიცი როდის ჩამეძნა. ............................... - ალექსანდრე სახლში წავალთ თუ? - დავიღალე ძალიან ასე, რომ სახლში წავიდეთ. - და ნატალი? - მოიცდის, შენ ჩემებს სიტვაციას აუხსნი, მე კი ნატალისთან კარგ დროს გავატარებ, რას იზამ ნიზლავი წააგე. - ხდება ხოლმე. - შენ ხო იცი, რომ მე არასოდეს არ ვაგებ. - გაგიმართლა, მაგრამ სულ ასე არ იქნება, მოვა დრო და ვნახავთ. - კარგი მაგ დროს დაველოდები მოუთმენლად ძამიკო. სახლში წავედით ჩემები შინ არ იყვნენ, ალბათ მის მეგობართან არიან, საკუთარ ოთახში ავედი გამოვიცვალე და დასაძინებლად წამოვწექი. ვფიქრობდი ჩემს ულამაზეს უცნობზე და საკუთარ თავზე მეღიმებოდა არც კი ვიცი როდის ჩამეძინა. პირველ რიგში ბოდიში დაგვიანებისთვის. იმედია მოგეწონებათ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.