ამბიციების მსხვერპლი (თავი 3)
***** თითქმის ყოველ დღე მოდიოდა ჩემთან, ყოველ დღე ჩემს გამოჯანმრთელებამდე,მისი ხელით მიზომავდა ტემპერატურას, მიმზადებდა ჩაის,მაკონტროლებდა, წამლებს ნამდვილად ვსვამდი თუ არა, პირველ და უკანასკნელ კოცნაზე კი არცერთი არ ვსაუბრობდით, თითქოს არაფერი მომხდარაო. ოთხი დღის შემდეგ კი სრულიად ჯანმრთელმა და ენერგიით სავსემ გავიღვიძე, ზლაზვნით ავითრიე სხეული, ფარდები გადავწიე და მზეს საშუალება მივეცი თავხედურად შემოჭრილიყო ოთახში. ზარის ხმამ დამაფრთხო, „ალბათ გიორგია“ გავიფიქრე და სიხარულით ვეცი კარს, მაგრამ ღიმილი სახეზე შემახმა, კარებს მიყრდნობილი, შავ სამოსსა და სათვალეში გამოწყობილი მამაკაცის დანახვისას შემაკანკალა -გამარჯობა სიხარულო, მარტო ხარ თუ დედიკოსთან ერთად?- საზიზღრად დაკრიჭა კბილები, კარების მიჯახუნება დავაპირე, მაგრამ ძლიერად შემოგლიჯა კარები,მერე გეზი მისაღებისკენ აიღო და არხეინად ჩაეშვა სავარძელში -რა გინდა ჯაბა?-კბილებში გამოვცერი-რა გინდა, რა არ გეყო? შეგვეშვი რა! აღარაფერი გვაქვს-ხელებს უმისამართოდ ვიქნევდი -დაწყნარდი თაიკო, ჩემო ლამაზო გოგო რა ანერვიულებული ხარ-ირონია არ დაიშურა, არც მოჩენებითი მზრუნველობა დავიწყებია- ფული მჭირდება სასწრაფოდ! -არაფერი გვაქვს დაყრუვდი? -იშოვი ჩემო საყვარელო, იშოვი თორემ...ხომ გინდა შენი დედიკო მუდამ შენთან იყოს? ჯანმრთელი და სახსალამათი- სისხლმა თავში ამასხა, სახე ამელეწა, ეს უკვე ჩვეული შანტაჟი იყო, ვიცოდი უნდა დავთანხმებოდი სხვა გზა არ მქონდა -რამდენი გინდა? იქნებ გიშოვო-ზიზღით ავათალიერე, მაღალი გამხდარი სახეზე ნაიარევიანი მამაკაცი, როგორ მძულდა ეს სახე, ეს კაცი და ჩემი ცხოვრება -ასი ათასი-ისე ჩაილაპარაკა თითქოს აქ არაფერიო, თვალები გამიფართოვდა, მეგონა მომესმა -რამდენი? იმედია გეშლება ან ხუმრობ! -არა ჩემო თაია-ნელა წამოდგა მომიახლოვდა, თმა ყურს უკან გადამიწია და თვალებში ჩამაშტერდა, შემეშინდა, მისი შემეშინდა როგორც ყოველთვის, მას შეეძლო ჩვენი დაღუპვა...უხეშად მოვიშორე მისი ხელი-არ ვხუმრობ ვიცი შეგიძლია იშოვნო, ისიც ვიცი არაბულს რომ დასდევ, მისი შეცდენაც გინდა არა?-ცალყბად ჩაიღიმა -კი მაგრამ ასი ათას როგორ გიშოვი, შენ სულ გაგიჟდი არა? ის უბედური შემთხვევ იყო...-ხავს მოვეჭიდე -არანაირი უბედური შემთხვევა მე ყველაფერი დავინახე, ასე რომ ორ დღეს გაძლევ იცოდე არ ვხუმრობ! ორი დღის შემდეგ დავრუნდები-პასუხს არც დალოდებია ისე წავიდა, ღრმად ამოვიოხრე, მოწყვეტით დავეშვი საწოლზე, სახე ხელებში ჩავრგე, ღრმად ამოვიოხრე და გონება დავძაბე, ვიცოდი ჯაბასთან ხუმრობა არ შეიძლებოდა ამიტომ ყველა შესაძლო ვარიანტს განვიხილავდი გონებაში და ყველას გიორგისთან მივყავდი.... ****** ჩემს სამუშაო მაგიდასთან ვიჯექი დასიებული თვალებით, გაწითლებული ცხვირით და აფორიაქებული სულით, ვიცოდი რააც უნდა გამეკეთებინასულმდაბლობა იყო,მაგრამ სხვა გზა არ მქონდა სხვა შემთხვევაში ყველაფერს დავკარგავდი, ძალიან მრცხვენოდა გიორგის, მაგრამ მეც ხომ მის გამოყენებას ვგეგმავდი?იმდენ ხანს ვხედავდი მასში ხსნას დრო იყო რეალურად გამომეყენებინა იგი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.