შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძიძა(სრულად)


28-09-2017, 00:09
ავტორი ana_aneta
ნანახია 16 911

...მერე იტყვიან კონკიას ზღაპრები და ბედისწერა არ არსებობსო.
სიმართლე რომ გითხრათ არც მე მჯეროდა სანამ თავად არ ამოვყავი თავი ამ გაუგებრობაში.მე ანა მაჩაბელი ვარ, თბილისში მცხოვრები ერთი უბრალო გოგონა, უღიმღამო და ნაცრისფერი ცხოვრებით,.კარგი გარეგნობა მაქვს, მეგობრები მეუბნებოდნენ რომ მოდელს ვგავდი ვოგის ყრდიდან და ჩემი მწვანე თვალები ყველას აჯადოვებდა, ალბათ სწოედ ამიტომ თაყვანისმცემლები არასოდეს მაკლდა,მაგრამ ამ ფაქტის გამო დიდად აღფრთოვანებული არ ვიყავი, ჩემი ძირითადი დრო და ენერგია სწავლას და ჩემი პროფესიის განვითარებას ხმარდებოდა. დედა და ბებია კი აღშფოთებულები იყვნენ იმ ფაქტით რომ ჯერ კიდევ არ მყავს გვერდით შესაფერისი მეორე ნახევარი.სინამდვილეში ყოველთვის მეტი მსურდა მიმეღო ცხოვრებისგან არქიტექტურის ფაკულტეტი დავამთავრე კარგი სტუდენტი ვიყავი, დიდი მიზნები და ოცნებები მქონდა, მაგრამ საბოლოოდ ჩვეულებრივ არქიტექტურულ კომპანიაში დავიწყე მუშაობა, ინტერიერის დიზაინერად, მაგრამ მჯეროდა რომ ერთ დღეს იტალიაში ვიცხოვრებდი და ჩემს საოცნებო სკოლაშიც ვისწავლიდი, იმედი არასოდეს დამიკარგავს.
ამ ეტაპზე კი ჩემი ცხოვრება ძველებურად დუნედ მიდიოდა და ცვლილებასაც არ აპირებდა მანამ სანამ ერთ დღეს საკმაოდ საინტერესო განცხადებას არ წავაწყდი ინტერნეტში და რატომღაც ნიშნად ჩავთვალე, იტალიელ ოჯახს ჭირდებოდა ახალგაზრდა გოგონა ბავშვების აღმზრდელად რომელსაც ეცოდინებოდა ხატვა, რამდენიმე უცხო ენა და ექნებოდა კარგი უმაღლესი განათლება. ორ წლიანი კონტრაქტით და კარგი ანაზღაურებით. თუ ამ სამსახურში ამიყვანდნენ ჩემს საყვარელ ქვეყანაშიც ვიცხოვრებდი და საოცნებო უნივერსიტეტის ფულსაც მოვაგროვებდი.ამიტომ არ დავაყოვნე და CV გავაგზავნე მითითებულ მისამართზე,მაგრამ არც მიფიქრია რომ რამე შანსი მქონდა უფრო მეტიც გადამავიწყდა კიდეც.
ღამის სამ საათზე ტელეფონის ზარმა გამაღვიძა, უცხოური ნომერი იყო, თვალებიც ვერ გავახილე ისე ვუპასუხე ტელეფონს მაგრამ მამაკაცის ხავერფოვანმა ხმამ მალევე გამომაფხიზლა, ინგლისურად მომესალმა,აშკარად დროში სხვაობა ვერ გაითვალისწინა, გამოვფხიზლდი და მეც მივესალმე.
-განცხადებასთან დაკავშირებით გირეკავთ.მითხრა მამაკაცმა-თქვენი კანდიდატურა ყველაზე მისაღებია ჩემთვის,მინდა რომ სკაიპში გაგესაუბროთ.
-სასიამოვმოა,მაგრამ აქ ღამის სამი საათია.
-უკაცრაცრავად.
-სკაიპის მისამართს მოგცემთ და თქვენი დროით დილის 12 ზე დამირეკეთ.
-შევთანხმდით.ტკბილი ძილი.
ამის.მერე რაღა დამაძინებდა, გულის ფანცქალით ველოდი გათენებას.
სამსახურშიც მთელი დღე უყურადღებოდ ვიყავი,მალე დავეთხოვე, რადგან სახლში გაცილებით მშვიდად ვიგრძნობდი თავს...
ზარის ხმა გაისმა, სასწრაფოდ ვუპასუხე.
-გამარჯობა ანა, ღიმილით მომმართა მამაკაცმა. საკმაოდ სიმპატიური იყო.ლამაზი თვალები,ტუჩები და ცხვირი ჰქონდა. გაკვირვებული შემომყურებდა, ალბათ შეუხედავი ვეგონე.მეც მივესალმე.
-როგორც გუშინ გითხარი, თქვენი უნარები და განათლება ჩემთვის ყველაზე მისაღებია, ამიტომ თქვენი აყვანა გადავწყვიტე,თავიდან 2 წლიანი ხელშეკრულება გავაფორმოთ დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.
-2 გოგინა მყავს ლიზა და ვივიენი, 6 და 4 წლის. ადვილად მიგიღებენ საკმაოდ თბილი ბავშვები არიან, თუ თანახმა იქნებით მოწვევას გამოგიგზავნით და აგვისტოს ბოლოს მილანში ჩამოფრინდი და იქიდან ტოსკანაში წავალთ ერთი კვირით მინდა ბავშვებმა არაოფიციალურ გარემოში გაგიცნონ.
-რა თქმა უნდა თანანახმა ვარ თქვენს წინადადებაზე.
-ძალიან კარგი მომხიბვლელად გამიღიმა პაოლომ-30 აგვისტოს გელოდებით აეროპორტში ან მე დაგხვდები ან ჩემი ძმა.პაოლომ თავის ოჯახზე მომიყვა, როგორც გაირკვა 2 ძმასთან და შვილებთან ერთად ცხოვრობდა,მილანში, მისი მშობლები კი ხან მილანში ხან კი ტოსკანაში ცხოვრობდნენ .
მისი ოჯახი ვენახებს სასტუმროებსა და რესტორნებს ფლობდა. ცოლზე სიტყვა არ დაუძრავს, ალბათ იფიქრა რომ მივხვდებოდი.
დიდი რუდუნებით შევუდექი მზადებას, საბუთები მოვაწესრიგე, კონტრაქტიც, ბარგიც ჩავალაგე. დედაჩემი დიდად გახარებული არ ჩანდა ამ ამბით, მაგრამ ჩემს გადაწყვეტილებას მშვიდად შეხვდა, ძალიან ვღელავდი, ბავშვები სკაიპით გავიცანი ძალიან საყვარლები იყვნენ.მაგრამ მაინც მეშინოდა, სხვა წევრები როგორ მიმიღებდნენ ან მსახურები.კიდევ კარგი ჩემი მეგობარი ცხოვრობდა მილანში და მთლად მარტო არ ვიგრძნობდი თავს.
ჩემმა მეგობრებმა დაუვიწყარი გაცილება მომიწყვეს,ეს დღე ალბათ არასოდეს დამავიწყდებოდა. თვითმფრინავში ისე გავითიშე იქამდე როგორ ჩავედი არც მახსოვს. ბარგი ავიღე და იდიოტივით დავიწყე თვალების ცეცება. როგორც იქნა ბოლოს შევნიშნე ბიჭი.რომელსაც ჩემი გვარი ეწერა ფურცელზე, ისიც თვალებს აცეცებდა და იჭყანებოდა, ხალხის ნაკადი ძლივს გავარღვიე.
-გამარჯობა მე ვარ ანა.-გა მარ ჯობა. გაოცებული მომესალმა ბიჭი აშკარად მახინკ ბრეკეტებიან და სათვალიან თმაგაწეწილ გოგოს ელოდა.
-მე მარკო ვარ. ჩემ ბარგს ხელი მიკიდა და მანქანისკენ დავიძარით.მარკო ძალიან სიმპატიური იყო მაღალი ყავისფერი თმითა და ნაცრისფერი თვალებით ხორბლისფერი კანი ჰქონდა,ლამაზი წითელი ტუჩები და სწორი ცხვირი.
ცოტა ხანს ხმაამოუღებლად ვმგზავრობდით.მარკო ფრთხილად, მორიდებით მაგრამ შესამჩნევად მათვალიერებდა.
მართლა მასწაჩლებელი ხარ? მკითხა მოულოდნელად.
-რა არ შეიძლება?
-შენნაირი ლამაზი მასწავლებელი არასოდეს მყოლია და გამიკვირდა,ალბათ ბავშვები თვალს არ გაშორებდნენ.
-არქიტექტორი ვარ, ამ პრიფესუით ვმუშაონდი, სკოლაში არ მიმუშავია.
-ვა მაგარია, აქ რატი ჩამოხჩედი მერე ბავშვებთან სამუშაოდ?
-სწავლის გაგრძელება მინდა
კარგ სკოლაში, ეს სამსახური შანსი იყო აქ მოსახვედრად.
-გასაგებია.
სახლი გარეუბანში მდებარეობდა,ძველი სტილის ვილა იყო ულამაზესი ბაღით. მარკომ ოთახი მაჩვება და ბარგიც ამომატანინა, ოთახი საკმაოდ დიდი იყო ლამაზად მოწყობილი, სამუშაო მაგიდაც მოეწყოთ, მაგიდაზე ფანქრები, ფუნჯები და საღებავები დამხვდა რამაც ძალიან გამახარა.
-გინდა სასეირნოდ წავიდეთ, ან თუ დაღლილი ხარ დაისვენე და საღამოს გავიდეთ. მაგრამ პირველ რიგში უნდა ვისადილოთ.უხმოდ დავიქნიე თავი. მარკომ სახლის დიასახლისი და სხვა გოგონებიც გამაცნო.
-ჩვენ სნობები არ ვართ და ყველას ოჯახის წევრად ვიღებთ, ასე რომ შენც ახალი წევრი ხარ. სიცილით მითხრა ბიჭმა, მაგრამ ჩემი რამდენიმე მეგობარს უფრთხილდი კაციჭამიები არიან.
-არამგონია შენ მეგობრებთან საქმე მქონდეს.
-სარკასტული ხარ.მათთან გამოგადგება. მაგრამ ჩვენთან საჭირო არაა კარგი ტიპები ვართ. თვალი ჩამიკრა ბიჭმა.
-შენი ძმა და მისი ცოლი როდის მოვლენ.-პაოლო საღამოს. ცოლი არ ყავს გაშორდა, ლოთი იყო, მერე სხვას გაყვა. შარშან კი ავარიაში გარდაიცვალა.ბავშვებმა იციან რომ დედა ცაშია, მაგრამ მაინც არაფერი დაგცდეს. უხმოდ დავუქნიე თავი.
-ჩემი მეორე ძმა ნიკოლა ტოსკანაშია, უცნაური ტიპია ეზოს მოვლა უყვარს მშვიდი და გაწონასწორებულია, პაოლოც ასეთია, მე ვის ვგავარ არ ვიცი. გადაიხარხარა ბიჭმა.
ბარგი ამოვალაგე, შხაპი მივიღე და საწოლში შეწექი.ჯერ შუადღის 4 საათი იყო, საღამომდე გამოძინებას მოვასწრებდი.ისე გავითიშე ვერც კი გავიგე დრო როგორ გავიდა.
უკვე საღამოს რვა საათი იყო . გარეთ წვიმდა. ლურჯი ჯინსის მომდგარი შარვალი და შავი ზედა ჩავიცვი, ნაწნავი გავიშალე და დატალღული თმა წესრიგში მოვიყვანე, სუნამო დავისხი და ქვემოთ ჩავედი, მისაღებში არავინ დამხვდა, სამზარეულოსკენ წავედი. ბიჭების ხმა შემომესმა.
-ნამდვილი ანგელოზია. მარკოს ხმა გავიგე-მეგონა წინა გოგოსავით მახინჯი, ქედმაღალი და ცცინიკოსი იქნებოდა....
- არ მჯერა.. შემი გემოვნების ამბავი რომ ვიცი, წარმომიდგენია ის გოგო რას გავს. გაიცინა უცხო ხმამ.
-სულიერება მნიშვნელოვანია გამოაჯავრა ვიღაც მეორე უცხო ხმამ. პაოლო აშკარად არ იყო რადგან ნანახი ვყავდი.
ჩუმად მივიწევდი სამზარეულოსკენ. სახლის დიასახლისი მონიკა მათ დაშოშმინებას ცდილობა მაგრამ ბიჭები არ ჩერდებოდნენ. თითქოს მათ სიცილზე გავგულისდი და ვცადე მაქსიმალურად დემონსტრაციულად შევსულიყავი ოთახში. თმა შევისწორე და ამაყად შევედი ოთახში, ვიგრძენი როგორ გაჩუმდა ყველა და როგორ გადმოიტანეს ბიჭებმა ყურადღება ჩემზე.
-ეს ანა. წარმადგინა მარკომ, ჩვენ სასეირნოდ მივდივართ თქვენ კი წვეულებაზე არ დაგაგვიანდეთ ეშმაკურად გადახედა მარკომ მეგობრებს.
- არც ისეთი მნიშვნელოვნია, ამიტომ თქვენთან ერთად წამოვალთ. თქვა ქერამ, აშკარად ეტყობოდა რომ მაგარი იდიოტი იყო. არც მეორე აკლებდა მაგრამ მას ნამდვილად სჯობდა. მანქანაში ჩავჯექით ქალაქის ცენტრამდე მალე მივედით.
-მოდი აქედან ფეხით გავისეირნოთ. ვთქვი მე.
-აუუ დავსველდები და ფეხსაცმელი გამიფუჭდება დაიჭყანა ქერა.
-მოდი მანქანით გავაგრძელოთ ისევ და სადმე ჩამოვჯდეთ მერე საკაიფო ადგილას. აყვა მეორეც.
მე ჩემი არ დავიშალე და მანქანიდან გაადავედი მარკოც უკან გამომყვა, ქოლგა მოენახა და ხელში ატრიალებდა.
-ამათთან როგორ მეგობრობ. ჩუმად ვკითხე მე.
-ასე პირდაპირიც ნუ იქნები თვალი ჩამიკრა ბიჭმა. ჩვენი მშობლები მეგობრობენ ხომ გესმის.
წვიმამ უკლო ბევრი ვიარეთ, მარკომ რამდენიმე საინტერესო ადგილი მაჩვენა, და დამპირდა რომ უკეთ გამაცნობდა იტალიურ არქიტექტურას, იმ შემთხვევაში თუ მე მათზე მოვუყვებოდი....
სახლში რომ დავბრუნდით უკვე გვიანი იყო. პაოლო სახლში დაგვხვდა მისი მანქანა დავინახეთ, ავნერვიულდი რატომღაც, კარი მონიკამ გაგვიღო.
-როგორც იქნა მოხვედით, პაოლო გელოდება საყვარელო, შენ კი ნამდვილად მოგხვდება..
-როგორც იქნა გავიცანით ერთმანეთი-მომხიბლავად გამოღიმა კაცმა- სკაიპში არ ჩანნდა ასე ლამაზი რო იყავი. ოთახი როგორ მოგეწონა? მარკომ ხომ არ გაგაბრაზა? იმდენი კითხვა მომაყარა ვერც კი გავიაზრე..გვიანობამდე ვსაუბრობდით აშკარად კარგი ხალხთან მაქვს საქმე..
-ხვალ დილით ტოსკანაში უნდა გავფრინდეთ, იქ კი მთელ ოჯახს გაიცნობ, ბავშვებზე არ ინერვიულო უკვე ორივეს ძალიან მოსწონხარ, ადვილად გამონახავ
თ საერთო ენას.
- ნიკოლასაც გაგახნობთ ისეთი სიმპატიური და მისტიური და უცნაურია ,მასთან ნამდვილად ვერ გამონახავ საერთო ენას. გაიცინა მარკომ
-ხუმრობს არ ინერვიულო ნიკო ძალიან კარგი ბიჭია, მისგან განსხვავებით...ძილინებისა
-ძილინებისა. ცოტა ვნერვიულობდი იმედია ბავშვებსაც და სხვა წევრებსაც მოვეწონები, მაგრამ გული მიგრძნობდა რომ მეორე დღეს არასასიამოვნო შეხვედრა მელოდა..
დილით ძლივს ავწიე თავი საწოლიდან, ჯერ რვა საათი იყო, გარეთ ისევ წვიმდა და დიდი ალბათობით მთელი დღე ასე გაგრძელდებოდა, ტელეფონი მოვნახე საწოლში და ამინდის პროგნოზს გადავხედე ტოსკანაშიც წვიმდა.. რაღაც აფორიაქებული ვიყავი, საწოლიდან ადგომაც კი არ მინდოდა, ვიცოდი რო რაღაც არასასიამოვნო შეხვედრა მელოდა.გამოვფხიზლდი, ზანტად წამოვდექი, და ტანსაცმელს დავუწყე ძებნა, ჯერ პატარა ჩანთა მოვნახე და ტანსაცმელი ჩავალაგე, რუგზაკიც მოვამზადე და კართან დავალაგე ბარგი აბაზანაში შევედი წყალი გადავივლე, თმა გავიშრე, შავი მომდგარი კაბა და ბოტასები ჩავიცვი და ყოველი შემტხვევისთვის ტყავის კურტკაც შემოვიცვი, ტუჩები წითლად შევიღებე, ბარგს ხელი დავავლე და კიბეს ჩავუყები. პირდაპირ სამზარეულოში შევაჭერი, მარკო უკვე იქ იყო და მონიკას ეტიტინებოდა.
-მოხვედი? გამიღიმა ბიჭმა-მოდი ჩაი დავლიოთ.
-ბლინები ხო გიყვარს? მკითხა მონიკამ მე თავი დავუქნიე.ქალმა ბლინს ნუთელა გადაუსვა და თეფშზე დამიდო მარკომ ჩაიი დაასხა, ისეთი საყვარელი იყო...
-მალე პაოლო და მისი ბოროტი საყვარელიც მოვა, თავის სნობ და დებილ დასთან ერთად.აი ჩემი უსიამოვნო მოლოდინები, ასეც ვიცოდი, დავიჯღანე მე.-ხო ვიცი რო არაა სასიამოვნო- თითქოს ჩემს აზრებს მიხვდა-მაგრამ ჩვენ ისე ვქნათ რო მაგ წუნკალას არ გადავეყაროთ,ხშირად.
საუზმეს მოვრჩით მარკომ ჩემი ბარგიც აიღო და მანქანაში ჩადო. ისინი აეროპორტში მოვლენ ხმაში გაღიზიანება დაეტყო ბიჭს.- შენ ამდენი ფრენებისაგან გული არ გერევა?ისე ნერვიულობის დასაფარად იკითხა.
-გინდა მატარებლით წავიდეთ? ღმერთო საიდან მოვიტანე ეხლა ეს , მაგრამ ცუდი არ იქნება, თან ცოტა ხნით მაინც გადავდებ არასასიამოვნო შეხვედრას.
-ვა არაა ცუდი აზრი ხო იცი.კარგი მე პაოლოს დავურეკავ და ვეტყვი რო ჩვენთვის ბილეთი არ აიღოს.-მე და ანას მატარებლით წამოვალთ უთხრა მარკომ, - პაოლოს აშკარად არ მოეწონა, მისი გაბრაზებული ხმა გაისმა ტელეფონში, მაგრამ სიტყვები ვერ გავარჩიე.-ხო ვცდილობ, ძალიან კარგად იცი ჩემი დამოკიდებულება და ყველანაირად ვერცდები ავცდე.მარკომ ტელეფონი მომაწოდა.
-ანა შენ თუ გეზარება მატარებლით მგზავრობა შეგიძლია ჩვენთან ერთად წამოხვიდე.
-არა არ მეზარება, თან მარკოს მარტო ხომ არ დავტოვებ. კაცმა ჩემს გულუპრყვილობაზე გაიცინა.
-კარგი როგორც გინდა, საღამომდე. გაკოცეთ ორივეს, თუ გაგაბრაზა მაშინვე მომწერე.
-იცი რამდენი ხანია მატარებელში არ ვმჯდარვარ, ბავშვური აღტაცებით წამოიძახა ბიჭმა.
-მოიცა წიგნს ავიღებ და ჩამოვალ. სწრაფად ავირბინე კიბეზე და წიგნი ჩამოვიღე თაროდან , ჯინსის ქურთუკსაც დავავლე ხელი ყოველი შემთხვევისთვის.
ზუსტად ნახევარ საათში სადგურში ვიყავით და ჩვენს მატარებელს ველოდებოდით. ასეთი ლამაზი სადგური ცხოვრებაში არ მინახავს, პირდაღებული ვაცეცებდი თვალებს, არა რა ესმით სილამაზე და ხელოვნება ამ ხალხს. ნამდვილად არ შევცდი არქიტექტურის სასწავლად აქ რომ ჩამოვედი.
მატარებელი საკმაოდ კომპორტული იყო, მე და მარკომ ადგილები დავიკავეთ და ფანჯრიდან გაქცეული ხედის კადრებს ვუყურებდით.დიდხანს ვიჯექით ხმაამოუღებლად.
-იცი არ მეგონა, რომ ასეთი იქნებოდი მართლა, ადვილად დაგიმეგობრდი, წინა გოგოს ვერ თავი გავუგე ვერც ბოლო, ძალიან აუტანელი იყო ბავშვებსაც არ უყვარდათ დიდად.მგონია რომ შენ ძალიან შეგვიყვარდები ყველას.-მის სიტყვებზე გამეღიმა. არ მინდა უხერხულად გამოჩნდეს ეს სიტყვები უბრალოდ როგორც მეგობარს და ახლობელს ისე გეუბნები.. შეიშმუშნა ბიჭი.
-გასაგებია.
-ისე რამდენი წლის ხარ? ან შეყვარებული არ გყავს ან მომიყევი რამე შენზე.
- მოგეყვები ოღონს შენც უნდა მომიყვე. თავი დამიქნია, თანხმობის ნიშნად-25 ის ვარ, სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობი, ვმუსჰაობდი დიზაინერეად, აქ როტომ ვარ იცი, შეყვარებული არ მყავს. ადრე მყავდა მაგრამ დავშორდით...ახლა შენი ჯერია- გავიცინე მე.
-მე 23 ის ვარ, ბიზნეს სკოლაში ვსწავლობ ,მაგრამ გეტყვი რომ მშურს და მინდა რომ კარგად ვხატავდე- დანანებით თქვა ბიჭმა-შეყვარებული არც მე მყავს, ნუ კარგად ვერთობი ხოლმე, მაგრამ მაინც ნამდვილ სიყვარულს ველი.თვალი ჩამიკრა ბიჭმა. ისე რატომღაც სამივე ძმა ძალლიან ემოციურები და სენსიტიურები ვართ, ყველას სიყვარული გვწყურია და ძალიან მოსიყვარულეები ვართ- გადაიხარხარა ბიჭმა- მაგრამ პაოლომ აშკარად სარწმუნოება შეიცვალა.- შენც გინდა სიყვარული? ღიმილით და მიბნედილი თვალებით მკითხა მარკომ.
- არსებობს ქალი ვისაც სიყვარული, მზრუნველობა და მოფერება არ უნდა?
- დამიჯერე არსებობენ, მაგალითად სოფია და მისი და.ამოიოხრა.
- არ უყვარს შენი ძმა?
- ღმერთო რა გულუბრყვილი და საყვარელი ხარ.კი უყვარს ოღონს მისი ფული უფრო.
-ააა გასაგებია.
დიდხანს აღარ გვილაპარაკია მე წიგნის კითხვა დავიწყე, მარკომაც მომბაძა და წიგნში ჩარგო თავი, გამიკვირდა არ მეგონა თუ კითხვა უყვარდა, ეხლა კიდევ უფრო გამიკვირდა იმ ტიპებთან როგორ მეგობრობდა. ისე ჩამეძინა კითხვაში ვერც გავიგე როგორ გავიდა დრო. მარკომ ნაზად შემარხია და ყურში მიჩურჩულა გაიღვიძე ანა უკვე მოვედით.ბარგი ავიღეთ და ტაქსი გავაჩერეთ, სიენადან საათნახევრის სავალზე მდებარეობდა მათი სახლი. ტაქსიდან გადმოვედით ისეთი ლამაზი ადგილი იყო გაოცება ვერ დავმალე, სახლს სურო ჰქონდა შემოვლებული, სახლიდან ვენახები და ტბა მოჩანდა და გზა რომელიც უამრავჯერ მინახავს ფოტოებში და მიოცნებია რომ აქ გამერბინა. წამში ავივსე ბედნიერებით. გარეთ საშინლად წვიმდა, დღეს აშკარად ვერსად წავიდოდით, ამ ფაქტმა ძალიან დამაღონა, მაგრამ რა გაეწყობოდა..
შევედი თუ არა მაშინვე ყველას ყურადღება მივიქციე, გოგონებმა ბედნიერად გამიღიმეს და ჩემსკენ წამოვიდნენ, მეც დავიხარე და მთელი გულით ჩავიკარი, თითქოს ამ წამს კი არ ვნახე პირველად, არამდე დიდი ხნის მონატრებულები მყავდნენ. გავსწორდი და ჩემს წინ მდგომი საზოგადოება შევათვალიერე და პაოლოს გვერდით მდგომი სოფიას გაავებულ სახეს წავაწყდი აშკარად არ ესიამოვნა ჩემი დანახვა, იმდენად გაღიზიანდა რომ ვერც დამალა, ალბათ კონკურენტი დაინახა, იმას კი ვერ მიხვდა რომ იმ კაცს რომელთანაც ვმუშაობდი და რომელიც 15 წლით უფროსი იყო ჩემზე კისერზე არ დავეკიდებოდა, მაგრამ როგორიც თვითონაა ყველა ისეთი ჰგონია, ფიქრიდან პაოლომ გამომარკვია..
-მოდი საყვარელო, დედა, მამა ეს ანა. დედამისი ულამაზესი იყო მამამისი კი უსიმპატიურესი. ახლა ნამდვილად მივხვდი რატომ იყო ორივე ძმა ასეთი მომხიბვლელი.ფრანჩესკამ პირდაპირ გულში ჩამიკრა, ვიცოდი რომ თბილი ქალი იყო მაგრამ მთლად ასეც არ მეგონა. ჯორჯომ კი მითხრა რომ უკვე მათი ოჯახის წევრი ვიყავი. მე უხერხულად შევიშმუშნე.
- ისე მეც თქვენი შვილი ვარ, ვითომ გაბუტული ხმით თქვა მარკომ და ცხვირი გააბზუა.ვეჭვიანობ იცოდეთ!!! ყველას სიცილი აუტყდა, მხოლოდ სოფია იდგა და გამომწვევად მათვალიერებდა, ალბათ დიდი სიამოვნებით მითრევდა თმით. ამის გაფიქრებაზე კიდევ უფრო გამეცინა.
მარკომ ჩანთები ოთახში შემატანინა- მოკლედ როგორი ჯენტლმენი ხარ- დავეჯღანე მე- ბიჭმა გაიცინა და ოთახისკენ მომავალ დედამის გზა დაუთმო, მერე კი თმა გამიჩეჩა და საწოლზე წამოგორდა.
-ძალიან მიხარია რომ ჩვენთან ხარ, იმედია დავმეგობრდებით,ისე სულ მინდოდა შენსავით ლამაზი გოგონა მყოლოდა- ამის გაგონებაზე მარკომ თვალები ჭყიტა.
-ხვალ აქ ახალგაზრდა გოგოს გვამს იპოვიან, რომელიც ეჭვის ნიადაგზე მოკლეს. ორივეს სიცილი აგვიტყდა.ფრანკამ კი ხელი ჩაიქნია.
-ამას არ მოუსმინო, სულელია-მარკო წამოხტა და მაგრად ჩამეხუტა, ვერ გავწირავ ისეთი საყვარელია-ოჯახის კლოუნია, ორივე ძმა ასე სერიოზული ეს ვის გავს.. თვალები გადაატრიალა ქალმა.
-უი მართლა ნიკო სადაა? ჩემი ულამაზესი, უსექსუალურესი, უჭკვიანესი, ნაზი, გალანტური და სენსიტიური.. მთელი თავისი ბრწყინვალებით უნდა წარმედგინა ისე არ გამოვიდოდა,თვალი ჩამიკრა ბიჭმა და მერე ხარხარი დაიწყო.
-ნიკოლას გრძნობებს და სინაზეს შენი დასაცინი არაფერი აქვს, შენც ასეთი ხარ მაგრამ კლოუნობა ფარავს.. გაბრაზდა ფრანკა.
-გეია? გაკვირვებულმა ვიკითხე მე მარკომ ისეთი სიცილი ატეხა, მივხვდი რო სისულელე ვიკითხე.
-რა სასაცილო ხარ. რა გეი გოგო მანდვილი გულთამპყრობელია. ცოტა გადავამეტე წეღან მთლად ეგეთიც არაა ჩვეულებრივი კაი ტიპია, რამდენიმე არაჩვეულებრივი თვისებით გაიღიმა ბიჭმა და ოთახი დატოვა.
ტანსაცმელი გამოვიცვალე და საწოლზე დავეხეთქე რასაც ქვია, ისე ციოდა სვიტერის ჩახმა მომიხდა. თვალის მოტყუებას ვაპირებდი მაგრამ ოტახში ლიზა და ვივიენი შემოტიტინდნენ, ვივი პირდაპირ საწოლზე ამოძვრა ლიზა ცოტა მორცხვი ჩანდა.
-შენც მოდი საყვარელო.
-წიგნს წამიკითხავ მორცხვად იკითხა გოგომ.ისეთი საყვარელი იყო.
-აბა რას ვიზამ. გოგონა გაიქცა და ჰარი პოტერის პირველი წიგნი მოიტანა ჩემი ბავშვობა გამახსენდა.ლიზა მეორე გვერდით მომიწვა და წიგნის კითხვას შევუდექით.ორივე ინტერესით მისმედა, დიდი ალბათობით სწავლაზე ჭიდაობა არ მომიწევდა მათთან.
ისე ვიყავით სამივე გართულები კართან მდგომი პაოლო ვერცერთმა ვერ შავნიშნეთ-გოგონებო-მოგვმართა კაცმა, სამივემ ერთად ავხედეთ.კაცს გაეცინა.-მარანში მივდივართ და მინდა თქვენც წამოხვიდეთ, მე გოგოებს გადავხედე დიდად აღფრთოვანებულები არ ჩანდნენ.
-მე დავრჩები.. ჩვენც ანასთან დავრჩებით და რამეს ვუყურებთ თქვა ლიზამ.
-პაოლოს აშკარად არ ესიამოვნა.
-თუ გინდათ წავიდეთ და რომ მოვალთ მერე ვუყუროთ რამეს, -არ მინდა. დაიწუწუნა ვივიმ
-კარგი როგოც გინდათ, ანა არ გააბრაზოთ.
-მზად ხარ საყვარელო.სოფია ამოუდგა ზურგს უკან კაცს. მისმა გამოჩენამ თითქოს დაძაბა და გააღიზიანა კაცი. სწრაფად დატოვა ოთახი ქალიც უკან აეკიდა, ისეთი ვულგარული და გამომწვევი იყო გული აგერეოდა. მკვეთრი მაკიაჟი,უგემოვნოდ შერჩეული მყვირალა ფერის ტანსაცმელი, და უშველებელი ქუსლიანი ფეხსაცმელი.მეცოდებოდა ეს კაცი ამ ქალის გვერდით, საწყალი, ალბათ საწოლშია კარგი და ამით აკავებს..
-მოდი რამეს ვუყუროთ. დაიტიტინა ვივიმ.
ქვემოთ ჩავედით და ტელევიზორი ჩავრთეთ. ვივი კალთაში ჩამიხტა ლიზა გვერდზე მომეხუტა.. მეც მიყვარდა ანიმაციები და სიამოვნებით ვუყურებდი.. ვივი ყველა ახალი, მისთვის უცნობი არსების დანახვაზე გაოცებას ვერ მალავდა...ლიზას ჩაეძინა დივანზე მივაწვინე და პლედის ჩამოსატანად ზემოთ ავირბინე. ჩემი ჩამოსვლა და კარზე ზარი ერთი იყო, გასაღებად წავედი, გოგო უკან ამეკიდა, ალბათ მამა მოვიდა თქვა ბედნიერად.. მაგრამ კარის გაღებისას სულ სხვა ვინმე შეგჩა ხელში..ბიძია მხიარულად შესძახა პატარამ. ეს ალბათ ნიკოლაა , მაღალი იყო განიერი მხრები და ნავარჯიშები სხეული თეთრ მაისურშიც კი მოუჩანდა, ლამაზ ლურჯ თვალებს მკაცრად აბრიალებდა, სწორი ცხვირი და ლამაზი ტუჩები ბრაზს დაემანჭა, ერთიანად გაწუწული იყო, ისეთი მამაკაცური იყო ლამის ყბა ჩამომივარდა მაგრამ ვეცადე არაფერი შემემჩნია და უემოციოდ მივაჩერდი ბიჭს, ისიც კარის ზღურბლზე გაშეშებულიყი.მე გვერდზე გავდექი რათა მისთვის გზა დამეთმო, კაცმა მძიმედ შემოაბიჯა ოთახში. ვივი ფეხზე მიეკრო.
-ფუუ სველი ხარ. დაჭყანა გოგო კაცს გაეცინა. კარი მივკეტე და ლიზასკენ წავედი პლედის დასაფარებლად, ის კი კიბეებს აუყვა.
-ვივი ეს ვინაა?ვკითხე ინტერესით.
-ნიკო, ბიძაჩემი. ხომ ლამაზია ? გოგოები სახლში აკითხავენ და ეს უარს ეუბნება, პრინცესასავითაა, როგორც ზღაპარში. მე.სიცილი ამიტყდა გოგოც ამყვა.
-ჩვენ რა ვქნათ ეხლა?
-ისევ წიგნი წავიკითხოთ.
-წიგნი ლიზასაც აინტერესებს ამიტომ მარტო ვერ წავიკითხავთ.
-მაშინ ჩაი გავაკეთოთ და ცოტა მომასმევინე, წაიჩურჩულა ბავშვმა.
-ჩაი ცუდი არ იქნებოდა.- ზურგს უკან მომესმა კაცის ხავერდოვანი ხმა და უცებ შევცბი.-არც კი გაგეცანი, მე ნიკოლა ვარ, ხელი გამომიწოდა ბიჭმა.-მე ანა საპასუხოდ გავუწოდე მეც, კაცმა მსუბუქად მომიჭირა ხელი და თვალებში ჩამაშტერდა, მე მზერა ავარიდე და სამზარეულოსკენ დავიძარი, ჩაი სწრაფად მოვამზადე და მისაღებში დავბრუნდი, კაცი ძირს იჯდა და ვივის ეთამაშებიდა, ჩაი მინის მაგიდაზე დავდე და მძინარე ლიზას გვერდით მივუჯექი, გოგომ იგრძნო და მომეხუტა.
-ცოტა დამალევინე, წაჩურჩულა გოგომ.ნიკომ უარის ნიშნად თავი გააქნია.
მერე მე მომეტმასნა, არც შენ? ორივესგან უარი რომ მიიღო გაიბუტა.
ნიკო ჩაის სვავდა და.პერიოდულად მწველ მზერას ამატარებდა ხოლმე სხეულზე, მართლა უცნაური და მისტიური ტიპი იყო, მაგრამ სინაზის არაფერი ეცხო. ვივი კალთაში ჩაუხტა ბიძამისს.
-ხომ ლამაზია?ვითომ ჩუმად ჩაჩურჩულა გოგომ.
-კაცმა გაიღიმა და მზერა ჩემსკენ გამოაპარა, მე ისე მოვიქეცი ვითომ არაფერი გამიგია,მან რაღაც უჩურჩულა ვივის, რაღაც ისეთი, რამაც გოგოს აღტაცება გამოიწვია.
-ვივი წამო დავიძინოთ,უკვე გვიანია, მამა გაბრაზდება. გავსწორდი და ლიზას ასაყვანად მოვემზადე.
-გაუშვი მე ავიყვან, კაცი ფეხზე წამოდგა.ლიზა ნაზად აიყვანა და კიბეს აუყვა.მე ვივის ჩევკიდე ხელი ოთახში შევიყვანე. ბავშვები საწოლში ჩავაწვინე, უკან მოვტრიალდი და იქვე მდგარ ნიკოს შევეჯახე,ბიჭმა ხელი მტაცა რომ არ წავქცეულიყავი.
-მეც მეძინება. ღმერთო რა დებილი ვარ, რა მეძინება, ჩემ თავზე მომეშალა ნერვები.
-კარგი სიცილით მითხრა, ხელი შემიშვა და უკან დაიწია. დერეფანს გავყევი.
-ისე არ შეგჭამდი,მართლა. მომნუსხველად გაიღიმა ბიჭმა.
ოთახის კარი მოვკეტე, პიჟამა ჩავიცვი და მოწყვეტით დავეშვი საწოლზე და საბანი გადავიფარე..
დილით გვიან გამეღვიძა სწრაფად წამოვხტი, გადავივლე, ამერიკული ჯინსი და შავი მაისური ჩავიცვი, თმა ცხენის კუდივით შევიკარი, ტუჩები ოდნავ შევიღებე და ბავშვებთან შევედი ოთახში, გოგონებს ჩავაცვი და კიბეზე დავეშვით.
-აქ მოდით. სამზარეულოდან ხმადაბლა გამოგვძახა მარკომ.
-რა ხდება.ბიჭმა ლიზა კალთაში ჩაისვა, ჩვენ აქ ვისაუზმოთ იმათი დანახვა არ მინდა. რა სულელი ხარ. ნიკოც ჩვენთან მოვიდა,მთელი საუზმის განმავლობაში თვალი არ მოუშორებია ჩემთვის. მარკოს ეს არ გამოპარვია და პერიოდულად ღიმილი ეპარებოდა ტუჩის კუთხეში.
მარკო ფეხზე წამიხტა.-ჩვენ მარანში უნდა წავიდეთ, ნიკომ თავი დაუქნია.
-ასე ადვილად ვერ დამისხლტებით. ღიმილით შემოვიდა ფრანკა ოთახში. ბავშვები პაოლო და ის ქალი ერთად მიდიან ტბაზე.
- ეს გოგოც წამოვიდეს რა ზიზღით თქვა ქალმა მე ამათ ვერ მოვუვლი.
-მოუვლით,ანა ვალდებული არა თქვენს სიყვარულობანას უყუროს. მკაცრად თქვა ქალმა.
- ჯორჯოს ვინ გაყვება მარანში არ ვიცი,მაგრამ მე ის უფრო მაინტერესებს მე ვინ დამეხმარება სადილის მომზადებაში.
-მე მამას წავყვები. მარკომ ლოყაზე მაკოცა-კარგად ფისო- და სამზარეულოდან გავარდა.
-მე დაგეხმარები მხიარულად მივმართე მე.
-შენ სამსახურში ვარ დედა. თვალი ჩაუკრა ნიკომ.
-კარგი თქვენ საყიდლებზე წადით მე მანამდე აქაურობას დავალაგებ. ნეტავ მოსამსახურე რატომ არ ჰყავთ. ქალმა სია გამოგვიწოდა, გოგოს მძიმე არ ააწევინო.
-დედა!! მკაცრად მიმართა ბიჭმა.
მარკეტამდე თითქმის ხმა არ ამოგვიღია. ნუ არც მარკეტში მშვიდად დავყვებოდი ბიჭს უკან და პროდუქტის არჩევაში ვეხმარებიდი. ცოტა უხეშად იქცეოდა, გაღიზიანებული იყო და თითქოს ჩემზე იყრიდა ჯავრს.
-მებუტები. ინტერესით მკითხა კაცმა და პასუხის მოლოდინში დაიძაბა, ვხედავდი ჩემს ურეაქციობაზე როგორ დაეჭიმა სხეული- მაპატიე უხეშად მომივიდა...მე ნაწყენი სახით გავხედე, ვიგრძენი როგორ აუჩქარდა გული, მაგრამ არაფერი შემიმჩნევია.
სადილის მომზადებას შევუდექით ნიკო ჩემს გვერდით იდგა და მშვიდად მადევნებდა თვალს.მე ხან დანა გავიყარე ხელში ხან ხახვიანი თითი ვიტაკე თვალში. საერთოდ ასეთი უნიათო არ ვარ ხოლმე.... დაჭრილი ხახვი ფრანკას მივაწოდე და ახლა კონსერვის ქილას შევეჭიდე, მაგრამ ვერ გავხსენი, ნიკომ ნაზად გამომართვა და თავი მოხსნა, კრევეტები გავრეცხე და ღვინოში ჩავყარე, თავს უხეხულად ვგრძნობი, ნიკო მოშვებული იყო, მთელი ყუარადღება ჩემზე ქონდა გადმოტანილი რომ რამე არ მომეწია თავისთვის, ალბათ უხეშობის გამოსწორება უნდოდა.. სადილის კეთებას მოვრჩით როგორც იქნა, გამიხარდა ცოცხალი რომ გადავრჩი, მაგრამ ისეთი სუპერგმირი მედგა გვერდით, რომც მომენდომებინა ვერაფერს ვიზავდი, გასვლისას წერტილი დავსვი და საფეხურს ფეხი წამოვკარი, კაცმა დამიჭირა, ამწია და საფეხუს გადააბიჯა..მთელი საღამო ყველას თვალწინ მოურიდებლად მაკვირდებოდა, ლამის ხელითაც მაჭამა, ღმერთო ასეთი არაფერი დაუშავებია, ვფიქრობდი ჩემთვის.. მე ფრანკამ და მარკომ მაგიდა ავალაგეთ, მარკო თავის (იმ იდიოტებთან)მეგობრებთან მეპატიჟებოდა, მაგრამ უარით გავისტუმრე.
-კარგი მაგრამ ხვალ მზეა გამოცხადებული და სასეირნოდ წავიდეთ, მე შენ და გულთამპყრობელი, მაგრამ ამჯერად შენ დაიპყრობ ყველას გულს.ახარხარდა ბიჭი
უხმოდ დავუქნიე თავი.ნიკო გვერდით მომიჯდა, ტუჩის კუთხეში ღიმილი ეპარებოდა.
-შევრიგდით? მომნუსხველი ღიმილით მკითხა კაცმა.არ ვიცი რა ჯანდაბა დამემართა, მაგრამ უარის ნიშნად თავი გავქნიე და ცხვირი ავიბზუე.
-კარგი რა ასეთი არაფერი დამიშავებია.ჩემს ყურთან დაიჩურჩულა. დამცხა. გული ამიჩქარდა, მაგრამ არ შევიმჩნიე და მკაცრი მზერა მივაპყარი. მაგრამ არ გამომივიდა ისე საყვარლად მიყურებდა, ღიმილი ვერ შევიკავე.
-ასე ჯობია.ნაზად მაკოცა ლოყაზე და კიდევ უფრო ახლოს მოიწია, ფრთხილად.ცოტა ხნით ჩუმად ვიჯექით. ნიკოს სუნთქვას სახეზე ვგრძნობდი, ისეთი თბილი იყო, ლამის ჩამეძინა მის მკლავებში, მაგრამ თავი შევიმაგრე.
-რამდენი წლის ხარ?
-25 ის, შენ?
-33 ის.აქ რატომ ჩამოხვედი?
-სწავლის გაგრძელება მინდა, არქიტექტურულ სკოლაში.
-მერე შენმა შეყვარებულმა აქ როგორ გამოგიშვა მარტო.მე ვერ გამოგიშვებდი.მივხვდი საითაც უმიზნებდა.
-შეყვარებული არ მყავს.გაუკვირდა იმდენად გაუკვირდა, რომ ვერც კი დაფარა.-შენ? შენ არავინ გიყვარს?
-არა, არავინ არ მიყვარს, არც აქამდე მყვარებია. მაგრამ იმედია ვინმე ისე შემიყვარდება რომ თავს დავკარგავ. მე გამეცინა.
-გინდა ხვალ პოზიტანოში წავიდეთ?სწრაფად შეცვალა საუბრის თემა რომ მასზე მეტი კითხვა აღარ დამესვა.
-მართლა? რა მაგარია.აღტაცებისგან ტაში შემოვკარი.
-ასე რა გიხარიათ? დივანზე მარკო ჩამოჯდა.
-ხვალ პოზიტანოში მივდივართ,შენც წამოდი.თქვა ნიკომ..
-ოღონდ ერთი პირობით..
-კარგი რა პირობით. დამეჯღანა მარკო.
-შენი იდიოტი მეგობრები არ წამოიყვანო.მარკოს სიცილი აუტყდა.
-აუუ ტიპს იმათზე ალერგია აქვს. კარგი მე არაფერს ვეტყვი მაგრამ სანაპიროზე თუ დაგვხვდნენ მე ვერაფერს ვიზამ. გაიცინა ბიჭმა.-მარიანასაც დავურეკოთ, ჩვენი ბიძაშვილია, მაგრად გავერთობით....მარკომ ტაში შემოკრა და წინასწარ გაბედნიერდა მოსალოდელი მხიარულებით.
დილით მარკო შემომივარდა ოთახში, გაიღვიძე, ნახე რა ამინდია? მზე ზღვა და სანაპიროზე მყოფი მამრობითი სქესი შენ გელის.ყვიროდა ბიჭი, საწოლზე დახტა და ახარხარდა.
-ვერ ხარ? ძლივს წამოვწიე თავი საწოლიდან.
-ადექი მარიანა უკვე აქაა.ჩაიცვი სანაპიროზე მივდივართ. საწოლიდან წამოვდექი, წითელი მთლიანი საცურაო კოსტუმი ჩავიცვი, მაღალწელიანი შორტი ამოვიცვი. ისეთი გამომწვევი ვიყავი ჩემი თავის შემრცხვა და მაისურიც გადავიცვი. კიბეზე ჩავირბინე და დანარჩენებს შევუერთდი. მარიანა საშუალო სიმაღლის, ჩვეულებრივი გოგონა იყო, მეგონა მისი ბიძაშვილებივით ულამაზესი იქნებოდა, მაგრამ იმედი გამიცრუვდა. სამაგიეროდ ძალიან თბილი და საყვარელი იყო, მალე გამოვნახეთ საერთო. მე მარკო და მარია მთელი გზა გაუჩერებლად ვქოთქოთებდით და ვიცინოდით, ნიკო მშვიდად იჯდა და პერიოდულად ძმის იდიოტურ ქცევებზე იღიმოდა. მალე მივედით და პოზიტანოს ვიწრო ქუჩებს ჩავუყევით, იქაურობა ულამაზესი იყო, ნამდვილი საოცრება, კლდეზე შეფენილი, ფერად ფერადი სახლები და მათ შორის მოქცეული ულამაზესი სანაპირო, ისეთი ლამაზი იყო თვალს ვერ ვწყვეტდი, სანაპიროზე ჩავედით..ცოტა არ იყოს და გახდის მეუხერხულებოდა, მაგრამ მაისურით ხომ არ ვიქნებოდა. მარიანამ სარაფანი სასწრაფოდ გაიძრო და წყალში შევარდა მეც მას მივბაძე, მარკოც უკან მოგვყვა, ერთმანეთს წყალს ვასხავდით, ვიცინოდით. ბავშვები ნაპირზე დაბრუნდნენ მე ცოტა შევცურე მერე კი წყალზე დავწექი და ოკეანის მოძრაობას აყვა ჩემი სხეული, ცა ისეთი ლამაზი იყო, შენობები მის ფონზე უფრო ლამაზი ჩანდა, იმდენად გავერთე ამ ყველაფრის ყურებით ვერც კი გავაცნობიერე რო უკვე საკმაოდ შორს წამოვეყვანე წყლის ნაკადს.არ შემშინებია, ნაპირისკენ მოვბრუნდი და ნელა გამოვცურე, მარკო ნაპირიდან ხელს მიქნევდა ჩავყვინთე უფრო სწრაფად გავცურე...
გავსწორდი,უკვე წელამდე წყალში ვიდექი საცურაო კოსტუმი მთლად ტანზე მქონდა მოკრული, თმა გავიწურე და ვცადე მთელი ჩემი ბრწყინვალებით ამოვსულიყავი წყლიდან და როგორც ჩანს გამომივიდა რადგან ნიკო და მის გვერდით მდგომი რამდენიმე ადამიანი, ალბათ მისი მეგობრები იყვნენ და მარკოს იდიოტი მეგობრები პირდაღებული შემომყურებდნენ, გვერდით ჩავუარე და მარიასკენ გავწიე,ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ახლოს მყოფი მამრობითი სქესის ყურადღება ჩემსკენ იყო მომართული, ცოტა შემრცხვა.
-ისეთი სექსუალუი ხარ მეც კი დამაბი. ხმამაღლა გაიცინა გოგომ.
-არც შენ აკლებ. მართლა ლამაზი ტანი ჰქონდა.
-მარკოს დებილი მეგობრები თვალს არ გვაშორებენ, იმ ქერამ ერთხელ სიყვარული ამიხსნა.
-მაგრად გაგიმართლა სიცილი აგვიტყდა ორივეს.
-მეორეს ისეთი შეყვარებული ყავს, შეიძლება გული გაგისკდეს, სჯერა რომ თუ სანაპიროზე ჩამოვა, შიდს აიკიდებს ან დაორსულდება, მისი შტერი მეგობარი ვიღაც ბომჟი ქლაბერისგან დაორსულდა და მთელ სადაქალოს უმტკიცებდა, აუზში რო ვცურავდი მის მერე დავორსულდიო.ამაზე უფრო გულიანად გადავიკისკისე.არ მეგონა 21_ე საუკუნეში ვინმეს ასეთი რამეების თუ სჯეროდა.
-შენ არავინ გყავდა? მკითხა მარიამ.
-არა, ერთი იყო, მაგრამ საბედნიეროდ დავამთავრეთ, მის მერე არავინ სწავლაზე ვიყავი გადართული.
-ისე სულ მიკვირს შენნაირი გოგოები მარტო რატომ არიან? მე მხრები ავიჩეჩე. ან შენნაირი. თვალი ჩავუკარი გოგოს.-ალბათ დიდი სიყვარული ველის წინ. გაიცინა გოგომ.
შეზლონგზე გავწექით ორივე, გოგომ პლანშეტი მოიმარჯვა მე წიგნი და ჩვენ საქმეს შევყევით. ნიკო და მარკო ჩვენს წინ იჯდნენ თავის მეგობრებთან ერთად, ლუდს სვავდნენ.
-ეს ვინაა? ვითომ ხმადაბლა იკითხა, მაღალმა და საკმაოდ სიმპატიურმა ბიჭმა.
-შენთვის საინტერესო არავინ. ნიკოს ხმა მეცნო.
-მაინც? არ დანებდა.
-ამჯერად მარკომ უპასუხა, გახსოვს ნინა. ბიჭმა თავი დაუქნია, ის წავიდა და ეს მოვიდა.
-სასმელზე რომ დავპატიჟო?ტუჩებს ილოკავდა ბიჭი. მე პერიოდულად წიგნის ზემოდან ჩუმად ვაკვირდებოდი და ვაფიქსირებდი მათ სახეებს.ნიკოს გაბრაზებულ მზეასაც მოვკარი თვალი, რომ დავთანხმებოდი, ალბათ გადაირეოდა. ამის გაფიქრებაზე გამეღიმა.
-ეს რო ჩემი იყოს... სიტყვა არ დაამთავრა ბიჭმა და ხელებით რაღაც ჯესტი გააკეთა არ ვიცოდი რას ნიშნავდა, მაგრამ მივხვდი რასაც გულისხმობდა.
-ძალიანაც ნუ წახვალ ოცნებებში. თვალი ჩაუკრა მარკომ.მისმა უტიფრობამ გამაღიზიანია, ვიცი რომ გოგონების უმეტესობას მსგავსი რამეები უხარით თან ასეთი ტიპისგან, მაგრამ მე არა. წასვლა მინდოდა მაგრამ ასე უცებ ვერ წამოვხტებოდი, მიხვდებოდნენ რომ ყველაფერი მოვისმინე.ღრმად ჩავისუნთქე დამშვიდება ვცადე მაგრამ არ გამომივიდა.ის ბიჭი ჩემსკენ ცქერას და ტუჩების ლოკვას განაგრძობდა,უფრო დავიძაბე. თვალი ნიკოსკენ გავაპარე ისიც გაღიზიანებული ჩანდა მარკოც.
- მარკო წამო რამე დავლიოთ. სასწრაფოდ წამოვხტი და შორტი ამოვიცვი. აქ მეტხანს ვერ გავჩერდებოდი ეს ბიჭი მაშინებდა.
-მეც წამოვალ.თქვა მარიანამ. იქვე მდებარე პატარა კაფეში შევედით. მე გპატიჟებთ გამოვაცხადე მე. მარკომ ირონიულად გადმომხედა.
-მამაჩემმა რომ გაიგოს, რომ გოგომ სასმელზე დამპატიჟა მომკლავს.
-ამაში სამარცხვინო არაფერია, არ დავნებდი მე.
-ჩვენ ასე გაგვზარდეს პატარა. ლოყაზე მაკოცა ბიჭმა და შეკვეთა მისცა.სამივე ჩუმად ვიჯექით, მიმტანს გოგოს მარკო მოეწონა და თავს დასტრიალებდა..
-იცი რა ვიფიქრე უცებ წამოიძახა გახარებულმა მარკომ. ზემოთ სასახლე რომ არის მარია ხომ იცი. გოგომ თავი დაუქნია. იქ წავიდეთ დაღამებამდე იქ ვიქნებით. მთელი ქალაქი ჩანს იქიდან განათებული უფრო ლამაზია.
-კარგი წავიდეთ. ოღონს ისინი არ წამოვიდნენ თქვა მარიამ.ამოვისუნთქე არ მინდოდა ისევ მე მეთქვა და ცუდად გამოვჩენილიყავი.ბიჭმა ანგარიში გააწორა და წამოგვეწიო ნიკოს ხელი დაუქნია და ჩვენსკენ უხმო, სანაპიროს გავყევით მზე უკვე ჩასვლას იწყებდა, იმდენად მინდოდა მზის ჩასვლის ყურება, (მიუხედავად იმისა რომ რომანტიკის არაფერი მეცხო)ბავშვებს ჩამოვრჩი და ერთ ადგილას გავჩერდი, ულამაზესი იყო აქაურობა..
-ანა არ დამეკარგო. გამომძახა უკვე ნავსადგურთან მისულმა მარკომ. მეც მათკენ გავწიე, ნიკო და მისი მეგობრებიც წამომეწიენ. ბიჭი გვერდით ამომიდგა და ჩემი მაისური და კედები გამომიწოდა. მადლობის ნიშნად გავუღიმე.მაისური სწრაგად გადავიცვი...
-მე ლუკა ვარ ხელი გამომიწოდა ბიჭმა. მე ანა,ვცადე არაფერი შემემჩნია და ხელი ჩამოვართვი.ძალიან ლამაზი ხარ. არ ცხრებოდა ბიჭი, ვიფიქრე მარტო ხომ არ გაგვესეირნა სადმე რამე დაგველია..
-არა მადლობა მოკლედ მოვუჭერი მე და გზა გავაგრძელე. მარკოს წამოვეწიე ნიკოც წამში ჩვენთან გაჩნდა.კიბეს აუყევით საშინელი ასასვლელი იყო. ბევრი კიბე და ვიწრო გასასვლელი გავიარეთ და როგორც იქნა მოვაღწიეთ სასხლემდე. ვერანდაზე გავედით. უკვე ბინდი იყო და განათება უფრო ალამაზებდა კლდეზე შეფენილ ქალაქს.
-ამ იდიოტობის ცქერას მოდი კლუბში წავიდეთ.- ინიციატივით გამოვიდა ლუკა რომელმაც მარტო მისი მეგობრები მოხიბლა და მგონი მარკოც.
-მე არ მინდა.
- რა უხასიათო ხარ პატარა,გავერთობით.
-არც მე მინდა. ხმადაბლა თქვა ნიკომ.
-კარგი მაშინ თქვენ სახლში წადით.თქვა მარიანამ- მე და მარკო, ამათ გავყვებით.ეხლა ყველაზე მეტად რაც არ მინდოდა ნიკოსთან მარტო დარჩენა იყო, მაგრამ რას ვიზამდი.
მე და ნიკო მანქანისკენ წავედით.რვა საათი იყო მაგრამ საკმაოდ ბნელოდა. ბევრი ტურისტი დაბოდიალობდა პოზიტანოს ვიწრო და დაკლაკნილ ქუჩებში.დიდი ალბათობით უმეტესობა გზა დაკარგა და დაბნეულები ხან ერთ მოსახვევში შეუხვევდნენ ხან მეორეში.
-იმედია ჩვენც არ დავიკარგებით.ამოვიოხრე მე.
-ნუ გეშინია ეს ადგილი ზეპირად ვიცი, მთელი ბავშვობა აქ დავრბოდი.გაიცინა ბიჭმა, ისეთი მომხიბვლელი იყო,ისეთი სიმპატიური, ისეთი მამაკაცური თავბრუს მახვევდა, ამ ფიქრებში გართულმა,კიბის საფეხური ვერ შევამჩნიე. ფეხი გადამიბრუნდა და პირდაპირ ქვებში ჩავემხე, ტკივილისგან ვერც კი გავსწორდი. ნიკო შეშინებული მოტრიალდა.ფეხზე წამომაყენა, მუხლიდან სისხლი მომდიოდა და საშინლად მტკიოდა.ვცადე ფეხი გადამედგა, მაგრამ ჭრილობამ არ გამიშვა ფეხიც კი ვერ ავწიე, ტავი უსუსურად ვიგრძენი და ტირილი დავიწყე.
-კარგი, დამშვიდდი, არ იტირო რაა.ნიკომ ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად ხელში ამიყვანა- კისერზე მოვხვიე ხელი, ბიჭმა უფრო ახლოს მიმიზიდა და კიბეს აუყვა, კიდევ კარგი მანქანამდე შორი არ იყო დარჩენილი და მალე მივედით. ბიჭმა წინა სავარძელზე დამსვა და თვითონ საჭესთან დაჯდა.
-აფთიაქთან გავაჩეროთ და ტკივილგამაყუჩებელს გიყიდი სახლამდე რომ არ გეტკინოს.ბიჭმა გაზს დააჭირა და მთელი სისწრაფით გავარდა, ისე ჩქარა დადიოდა, საათნახევრის მაგივრად 1 საათში მივედით სახლში.მანქანიდან ძლივს გადმოვხოხდი.ნიკომ ისევ ხელში ამიყვანა და სწრაფად შეაბიჯა მისაღებში, დივანზე ჩამომსვა, აბაზანიდან აფთიაქის ყუთი მოიტანა და ჭრილობა დამიმუშავა, მერე მალამო წამისვა და სახვევი დამადო.
-რა მოხდა. ოთახში ფრანკა შემოვიდა.
-არაფერი, წაიქცა და ფეხი იტკინა. უპასუხა ნიკომ, უკვე შევუხვიე და ოთახში ავიყვან.
-კარგი. ყინულს მოვამზადენ.ქალი სწრაფად დაიძრა სამზარეულოსკენ.
ბიჭმა საწოლზე ფრთხილად დამაწვინა, ბალიშები გამისწორა და გვერდით მომიჯდა. ფეხი გამისინჯა. -დაჭიმული გაქვს, ცოტა მასაჟს გაგიკეთბ კოჭზე ყინულს დაგადებ და ხვალ უკეთ იქნები. აღარ იტირო რა ლოყაზე თითი ჩამომისვა. ნიკოს ყინულიანი პარკი ხელში ეჭირა და ადგილ-ადგლ ნაზად მადებდა ფეხზე.
-წადი დაიძინე, ჩემითაც გავაკეთებ. ვითხარი მე.
-მარტო არ დაგტოვებ, ლაპარაკს აზრი არ აქვს. ეხლა ჩემი პაციენტი ხარ.გაიცინა ბიჭმა.
-ეს ყველაფერი საიდან ისწავლე.
-სამედიცინოზე ვსწავლობდი, ერთი წელი, მაგრამ მივხვდი რო იქ ჩემი ადგილი არ იყო და ისევ ბიზნეს სკოლას მივაწექი, ჩემი ძმებივით.-ზედმეტად ემოციური ვარ იმისთვის რომ ვინმეს ტკივილს ვუყურო. ეს არ უნდა მეთქვა ჩემი სუსტი მხარე გაჩვენე.
-არ იდარდო, ვეცდები შენს სუსტ მხარეს არ შევეხო.
-არ გამოგივა.სევდიანი მზერა მომაპყრო ბიჭმა. ვერ მივხვდი რა იგულისხმა, მაგრამ არ ჩაძიებივარ.ისეთი დაღლილი ვიყავი თვალებს ძლივს ვახელდი. მალე ჩამეძინა, მაგრამ ვიგრძენი როგორ დამაფარა ნიკომ პლედი შუბლზე მაკოცა და ოთახი დატოვა...

დილით გვიან გამეღვიძა, ვივი და ნიკო ჩემს საწოლზე იჯდნენ და ჩემს გაღვიძებას ელოდებოდნენ. თვალი გავახილე თუ არა გოგო მაშინვე მეცა და ჩამეხუტა.
-როგორ მომენატრე იცი, ბიძიამ მომიყვა ფეხი რო გტკივა, მე და ლიზა აქ მოვალთ და შენ დაისვენე ბიძია წიგნსაც ერთად წაგვიკითხავს და მურთფილმებსაც ჩაგვირთავს და მე შოკოლადი გიყიდე. იმასაც გაჭმევს. ტიტინებდა ვივი.- მის ლაპარაკზე სიცილი ვერ შევიკავე,ღმერთო რა საყვარელი ხარ. ხომ კარგი აზრია.
-კი არაჩვეულებრივი. გოგომ საწოლზე ხტუნვა დაიწყო.
-გეყოფა ფეხზე არ დაახტე. გააფრთხილა ნიკომ. ლიზა და ფრანკაც შემოვიდნენ ოთახში.ლიზამ ნაზად მაკოცა და ჩამეხუტა.მოწყენილი მეჩვენა.
-ხომ უკეთ ხარ, საყვარელო. მეთავი დავუქნიე.-შენი ძმა სახლში არ მოსულა, სადაა ხომ არ იცი .
-როგორმე მოაგნებს არ იდარდო. უდარდელად უპასუხა ბიჭმა.
-ხვალ სოფიას თავისი მეგობრების მოყვანა უნდა აქ. სახე დამანჭა ფრანკამ.-ქალბატონმა დაიბარა ყველა და ყველაფერი იდეალურად იყოსო.სახლი მორთეთო, ლამაზად ჩაიცვითო.
-ეგ რო ვინმეს მაგას ურჩევს, 10$ ბოზს გავს.
-ნიკოლა წესიერად ილაპარაკე, ბავშვებიც აქ არიან,აღელვდა ქალი. ანა შენც უნდა მოხვიდე.
- მე არ მინდა წამოსვლა, იქ რა მესაქმება, თან ამ ნატკენი ფეხით ვერ ვივლი და ვერც ფეხზე დავდგები. ყველანაირად ვცადე გამოძრომა.
-ბავშები მასთან არ ჩერდებიან მე ყურადღებას ვერ მივაქცევ ამიტომ მოგიწევს იქ ყოფნა.
-იმედია, საღამოს კაბა გაქვს და დახეული ჯინსით არ იქნები საღამოზე.ოთახში შემოკაკუნდა სოფია. ისე ეცვა ლამის გული ამერევა.
-წესიერად ილაპარაკე.მკაცრად უთხრა ნიკომ.
-არ დაგავიწყდეთ რომ რამდენიმე საათში ნიშნობაზე უნდა ვიყოთ და ბავშვები არ მიგვყავს, ამ გოგოსთან დავტოვებთ, ღამეც შენთან დააძინე თუ ვერ წამოდგები. ჩვენ არ მოვალთ.ღმერთო რა დებილია..
-კარგი წავედით. თვალები აატრიალა ფრანკამ.მიკვრს ამ ქალის მოთმინების.ეტყობა შვილი ძალიან უყვარს.
-მთელი დღე აქ ხომ არ ვიქნები. გავაპროტესტე მე.
-საღამომდე მაინც რომ კუნთი უფრო არ დაგეჭომოს.
ნიკომ ფეხი გადამიხვია საუზმე მოგვიტანა მე და ბავშვებს.ისეთი საყვარელი იყო, ასეთ მზრუნველობას თუ გამოიჩენდა უცხო ადამიანის მიმართ ვერაფრით წარმოვიდგენდი. აი მისი ნაზი მხარეც, რომელსაც აქამდე საგულდაგულოდ მალავდა.გარეთ ისევ წვიმდა..
კაცმა ანიმაცია ჩართო და ოთახი დატოვა, ორი საათი ისე გავიდა ვერაფერი გავიგეთ, ვერც მე და ვერც პატარებმა.ოთახში ფრანკამ შემოიჭყიტა.-კარგად საყვარლებო.ჩვენ ხვალ შეუადღეს დავბრუნდებით. ანა არ გააბრაზოთ.თავს მოუფრთხილდი.
-კარგი დრო გაატარეთ..
-ამ ქალთან კარგი დროის გატარება შეუძლებელია.. გაიცინა ქალმა-ნიკო მალე მოვა თუ რამე დაგჭირდებათ მარ უთხართ,იმედია მარკოც მოაგნებს სახლის გზას.
ტელევიზორის ყურებას რომ მოვრჩით, ვივის მოგონილი თამაშები ვითამაშეთ მაგრამ ლიზას მალე მოწყინდა. სადილის დრო მოვიდა.საწოლიდან წამოვდექი, ნაქსოვი კაბა ჩავიცვი ფეხზე თბილი წინდები ამოვიცვი და ნელა ჩავედი კიბეზე ფეხი ისე აღარ მტკიოდა. მაგიდა გავშალე. ვივი კალთაში ჩავისვი, ლიზა გვერდით მოვისვი და ორივეს ხელით ვაჭმევდი, არ მინდოდა რომელიმეს ეეჭვიანა.ვივი ტბაზე მომხდარ ამბებს მიყვებოდა.
-მე ის ქალი არ მომწონს.უცებ თქვა ლიზამ.რაც ის მოვიდა მამა ჩენთან აღარ რჩება.აშკარად სერიოზულადაა საქმე, არ ვიცოდი რა მეთქვა ან რა მექნა, ისეთი გრძნობა გამიჩნდა თითქოს მე ამათი იმედი ვიყავი და ერთადერთ ადამიანი ვინც ისეთ თანაგრძნობას იჩენდა რომელიც წესით იმ ძუკნას უნდა გამოეჩინა.ამ გრძნობამ შემაშინა.
-რატომ ადექი.ნიკო თავზე წამომადგა.
-არ მოვკვდები.გაბრაზებული მზერა მომაპყრო კაცმა.
-ეხლა ბიძია მოვიდა და წიგნს წაგვიკითხავს.
-რა საჭიროა ბიძა კითხვა მეც ვიცი, გავაპროტესტე მე.კიბესთან ნელა მივეედი და ასვლა დავიწყე, ნიკოს ჩემს ბიძიკზე ნერვები მოეშალა, ხელი მტაცა და კიბეზე სწრაფად აირბინა.
ლიზამ წიგნი მოიტანა და ბიძამისს მიაწოდა,თავად კი ჩემს გვერდით დაიკავა ადგილი. ნიკო ვივის გვერდით წამოჯდა საწოლში და კითხვა დაიწყო. ნელ-ნელა სამივეს ჩაგვეძინა. როცა შუაღამისას თვალი ვჭყიტე დავინახე რომ ბავშვები გვერდით იწვნენ ნიკოს კი ჩემზე მოხუტებულს ეძინა.გამოძრომა ვცადე მაგრამ მან უფრო მიმიკრა და ძილი გააგრძელა...
პირდაპირ ჩემს ყურთან სუნთქავდა, თავს უხეხულად ვგრძნობდი.წამოვიწიე რომ ბავშვებისთვის დამეხედა, ორივეს მშვიდად ეძინა, უფრო სწორად სამივეს, მე კი ღამის 2 საათზე თვალები მქონდა დაჭყეტილი. ნიკო ისეთი მხურვალი იყო, ლამის გავიგუდე თან ნაქსოვი კაბა მეცვა, თვითონ გაეხადა მაისური, უფრო ჩამომცხა. ვცადე როგორმე გამოვმძვრალიყავი,მაგრამ ვერ მოვერიე, სამაგიეროდ წინდები გავიხადე მოხერხებულად ფეხის ერთი მოძრაობით. ჩემს თავზე მეცინებოდა, ისე უსუსურად ვფრართხალებდი, ზურგზე გადმოვბრუნდი და ვცადე მისი ტორი მომეშორებინა, ეს ნამდვილად ბოლო მცდელობა იყო, რაგდან უკვე ძალა აღარ მქონდა..
-რატო ვერ ისვენებ? პირდაპირ ყურზე მომადო ტუჩები.საბედნიეროდ მკვეთრი რეაქცია არ მქონია.
-ძალიან ცხელი ხარ.კაცს ჩაეცინა, მაგრამ უკან დახევას აშკარად არ აპირებდა.ცხვირი ჩემს თმაში ჩარგო და ძილი გააგრძელა, მეც მალე ჩამეძინა, მაგრამ მთელი ღამე გაშეშებული ვიწექი.ძილშიც კი ვგრძნობდი უხერხულობას.
დილით ადრე გამეღვიძა,თავისუფლად ვიყავი, მივხვდი რომ ნიკოს უკვე გაეღვიძა და საწოლში იყო წამომჯდარი,ვგრძნობდი რომ იღიმოდა.მეც გამეღიმა, მაგრამ არ მინდოდა რომ შეემჩნია და ბალიშში ჩავრგე თავი.
-გღვიძავს ანა?დაიჩურჩულა ბიჭმა ცოტა ხნის შემდეგ.
-ჰო. ჩურჩულითვე ვუპასუხე მე.
-მაპატიე უხერხულად გამოვიდა, უბრალოდ ისე ჩამეძინა ვერც გავიგე.არ მინდა ამის გამო უხერხულობა იყოს ჩვენს შორის.
-არ იქნება დამიჯერე.ცოტა მკვახედ მომივიდა, მაგრამ არაუშავს.
-ფეხი ისევ გტკივა?
-არა, მგონი დღეს უკვე კარგად გავივლი. გვერდი ვიცვალე და სახეში შევხედე.
-იმედია თორემ სოფიასთან კოჭლობით რომ მიხვიდე წვეულებაზე, არ გაპატიებს.
საწოლში წამოვჯექი და ბავშვებს გადავხედე ჯერ არ აპირებდნენ გაღვიძებას.ფრთხილად ავდექი და სააბაზანოში შევედი, უკან დაბრუნებულს ნიკო წასული დამხვდა, სწრაფად გამოვიცვალე. შავი ამერიკული ჯინსი და ლურჯი მაისური ჩავიცვი. ფეხზე კედები ამოვიცვი და სამზარეულოსკენ გავწიე ბავშვებისთვი საუზმე უნდა მომემზადებინა.
მარკო უკვე სამზარეულოში დამხვდა. რომ შევედი ჩამეხუტა და სკამზე ჩამოჯდა.
-სად იყავი მთელი ღამე?
-არ მკითხო, იმ დებილმა ჩხუბი ატეხა და დაკეთხვაზე ვიყავით ყველა.ოღონდ არ თქვა თორე, საქმის გარჩევა არ ამცდება.გაიცინა ბიჭმა.
-ბავშვები რას ჭამენ ხოლმე დილაობით?
-ბლინებს, ხილით და შოკოლადი კარაქით თუ გააკეთებ კარგია.მოხარშული კვერცხი და ფრეში.მოდი ფრეშს მე გავაკეთებ და შენ ბლინებს მიხედე.
-მე ვიზამ ყველაფერს, შენ დაღლილი იქნები, წადი წამოწექი და მზად რომ იქნება დაგიძახებ.
-კარგი, მაგრამ აქ ვიჯდები,არ მინდა წამოწოლა.
მაცივრიდან პროდუქტები გამოვიღე და ბლინების კეთებას შევუდექი.ნუთელა წავუსვი, ხილი მოვაყარე და თეფშებზე დავაწყე. კვერცხიც მოვხარშე, ფრეშიც მაგიდაზე დავდე და ჩემი ოთახისკენ წავედი ბავშვები უნდა გამეღვიძებინა, მაგრამ უკვე ორივეს ეღვიძა და ერთმანეთს ეტიტინებოდნენ. პირი დავბანე ჩავაცვი და ქვემოთ ჩავიყვანე.ბავშვიბის მოვლა კარგად გამომდოდა, ძალიან მიხაროდა რომ ორივეს მოვწონდი და მენდობოდნენ.
ვივი მე ჩავისვი კალთაში, ლიზა ბიძამისმა.
- ჩაის მომასმევინებ.მიჩურჩულა ვივიმ.
-კარგი რა ხომ შევთანხმდით რომ ჯერ პატარა ხარ.
-ცოტას თუ მოსვამს არაფერი დაშავდება. პაოლოს ხმა მომესმა ზურგს უკან ყველამ გაკვირვებულმა შევხედეთ, ასე ადრე არ ველოდით.აშკარად მიგვიხვდა და გონებაში დასმულ კითხვაზე პასუხი გაგვცა.
-იქ ვერ გავძელი, ნერვები მომიშალა ყველამ და ყველაფერმა და სახლში გამოვიპარე.კაცმა ძმის გვარდით დაიკავა ადგილი.-თქვენ ხომ კარგად ხართ? ანა ფეხი როგორ გაქვს?
-უკეთესად უკვე კოჭლობის გარეშე დავდივარ.
-კარგია.ნიკო სადაა?ამის თქმა და მისი შემოსვლა ერთი იყო.თეთრი პერანგი და კლასიკური შარვალი ეცვა თმა წინ ჩამოყროდა , მაგრამ მის გამჭოლ მზერას და ულამაზეს ლურჯ თვალებს ვერ მალავდა.
-ვაუუ, მისტერ სრულყოფილება, მამაკაცურობა, გალანტურობა,რა ვიდზე ხარ.- ჩამონათვალზე ყველას სიცილი აგვიტყდა-ვის გაგიჟებას აპირებ? კითხა და მზერა ჩემსკენ გამოაპარა მარკომ მე არ შევიმჩნიე ვივის, კვერცხს ვუფცქვნიდი.
-სად იყავი? კითხა პაოლომ.
-იმ ტიპთან შენ რომ მთხოვე.
-მერე როგორაა საქმე იმაზე?
-უკეთესად ვიდრე გვეგონა.
-კარგი შემდეგ შეხვედრაზე მეც წამოვალ.
-აბა რა, კარგად იქნება, ასეთ ვიდზე თუ გაეჩითე უარს ვერ გეტყოდნენ.მე და მარკოს სიცილი აგვიტყდა. ნიკომ ძმას თავში წამოარტყა და სამზარეყლოს ბარს მიეყრდნო.
-ისიც გაარკვიე რაც გთხოვე?
-მაგაზე მერე ვილაპარაკოთ.რაღაც სერიოზული იყო აშკარად.
-უჩემოდ რეებს არკვევთ, ვითომ გაბრაზდა მარკო.მაფიოზები ხართ და მიმალავთ. ინტერესიანი გამომძიებლის მზერა მიიღო ბიჭმა.
-ამას საქმე როგორ ვანდოთ?ხელი ჩაიქნია პაოლომ.
-ანა რაღაც მინდა გთხოვო, სოფიას ყურადღება არ მიაქციო, ვერ ზომავს ვის რა უნდა უთხრას, არ გეწყინოს ხო.მე თავი დაუქნიე კაცს.-ამ საღამოს აუცილებლად კაბა უნდა გეცვას ოღონს წითელი არა გთხოვ მარტო თვითონ იცვამს წითელს და ვინმეზე თუ ნახავს გადაირევა და მე ჩხუბის თავი ნამდვილად არ მაქვს. მობეზრებულად თქვა კაცმა.
-ეხლა ჯინაზე წითლებით მოდი, მე კიდე მაგარი კვასკვასა წითელი სპორტულები ვნახე მაღაზიაში გავიქცევი დავითრევ და იმით გავიჩითბი.-ყველას სიცილი აგვიტყდა.
-ან კაბა მოპარე და პირდაპირ იმით მოდი.თქვა ნიკომ. ამაზე უკვე ვხარხარებდით.
მე და მარკომ სამზარეულო მივალაგეთ და გადავწყვიტეთ ბავშვები დუომოს სანახავად წაგვეყვანა.
-მაპატიე, რომ ამას გეკითხები, მაგრამ შენ ძმას იმ ქალთან რა საქმე აქვს?
-რაღაც ისეთი ამბავია, რაც მარტო ნიკომ და პაოლომ იციან და არავის ეუბნებიან, მაგრამ დამიჯერე დიდხანს ვერ დამალავენ. ორი თვეა ეს ქალი ჩვენთან ჩითავს, მაგრამ ერთხელაც არ დამინახავ ჩემი ძმა თბილად მოქცეოდეს ან რამე მსგავსი,არასოდეს ურეკავს, მოკლედ რაღაც სხვა ამბავია.-კითხე ნიკოს.
-გაგიჟდი?
-რატო? შენ არამგონია უარი გითხრას. კაი ხო დაიკიდე მაინც გავიგებთ.
-ჩვენ გვინდა რომ მერე რომშიც წავიდეთ, ფლორენციაშიც და შენ ნახატებზე და შენობებზე მოგვიყვე.მითხრა ლიზამ.როცა წასასვლელად ვერმზადებოდით
-აუცილებლად ყველგან წავალთ და ყველაფერს მოგიყვებით საყვარელო.
-გაკვეთილებს კარგად ვისწავლი არ გაგაბრაზებ.
- ვიცი რომ კარგად ისწავლი. ჩავეხუტე გოგოს.
- მე არ მინდა სწავლა. გამოაცხადა ვივიმ.
-მერე სოფიას დაემსგავსები. მოურიდებლად უთხრა მარკომ.
-ფუუ არ მინდა..დაიჭყანა გოგო.
ბავშვებს ფეხზე ჩავაცვი და გარეთ გავედით. ნახევარ საათში უკვე ქალაქის ცენტრში ვიყავით. ბავშვები ტაძარში შევიყვანე. სამივე პირდაღებულები ვიყურებოთ ზემოთ და ფრესკებს ვათვალიერებდით.ვივიმ უამრავი კითხვა დამისვა.მეც ვცდილობდი მაქსიმალურად მათთვის გასაგებ ენაზე ამეხსნა ფრესკების შინაარსი და ტაძრის სტრუქტურა და საერთოდ რისთვის მოდიოდა ხალხი აქ.აშკარად კარგად გამომივიდა, ორივე კმაყოფილები ჩანდნენ.
ქალაქში კიდევ დიდზანს ვისეირნეთ ნაყინი ვჭამეთ, კიდევ დავრჩბოდით, პაოლოს წვეულება რომ არ შეეხსენებინა.სახლში როცა დავბრუნდით უკვე 5 საათი იყო.
-სად ხართ? გინდა ყველაფერი ჩამიშალოთ? აწიკვინდა პარმაღზე მდგარი სოფია.
-აუუ ნუ წიკვინებ რა.შეუტია მარკომ.
-შენ რას იცვამ. აქ თუ არ გაქვს კაბა გათხოვებ. ასე კარგად როდიდან მექცევა, მერე მის ლუქებს რომ გადავხედე , ჩემი თავი მის სასაცილო, ჭრელ ტანსაცმელში წარმოვიდგინე და ლამის სიცილი წამსკდა.-არა მადლობა სოფია. ორი საღამოს კაბა წამოვიღე აქ, არ შეგარცხვენ.ქალმა ვითომ მოხიბვლელად გამიღიმა, რაღაცნაირად შემეცოდა.-მანახებ?თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.საერთოდ არ ვიცი ეს კაბები რატომ წამოვიღე, ალბათ გულმა მიგრძნო რომ დამჭირდებოდა. ერთი შიფონის კაბა იყო, ლურჯი სქელი ბისერებით გაფორმებული თევზის ქერცლის ეფექტი ჰქონდა. შესაბამისი ფეხსაცმელიც ვაჩვენე.მეორე კაბა კი საოცრება, სკოლა რომ დავამთავრე ბებიაჩემმა მაჩუქა, საკმაოდ შეძლებული ქალი იყო და მე რადგან ერთადერთი გოგონა ვიყავი ოჯახში ყველაფერს ჩემთვის ყიდულობდა. ვერსაჩეს, შავი ტანზე მომდგარი ატლასის კაბა დახურული მკერდითა და მოხსნილი ზურგით.წელზე გაკეთებულ სამკუთხა ჭრასთან შიფონის ნაჭერი ქონდა მიმაგრებული და სიარულისას ლამაზად ფრიალებდა, კაბა კი არა შედევრი იყო.ეს ჩაიცვი წამოიძახა ქალმა.
- რა ლამაზია, მე მკერდი არ მაქვს და ზურგიც არ მაქვს ლამაზი და ასეთი კაბა არ მომიხდება. მაგრამ მე ისეთ კაბას ვიცვამ მაინც ყველას დავჩრდილავ, სულელურად გაიცინა ქალმა.-დოლჩეს კაბას ვიცვამ, ახალი კოლექციიდან.ღმერთო კატასტროფა, მაგათ ბოლოს ისეთი საშინელი კოლექცია ჰქონდათ, ის თუ ჩაიცვა დაჩრდილვა არ ვიცი მაგრამ კარგად გავერთობით. სოფიამ ოთახი დატოვა. გოგონებთან შევედით.ფრანკას მათთვის კაბები უკვე მოემზადებინა. ბავშვები ვაბანავე, გავამშრალე თმა გავუკეთე, ჩავაცვი ისეთი საყვარლები იყვნენ.-ისე წამოსვლა არ მინდა.თქვა ვივიმ.მე და ფრანკას გაგვეცინა.
-კარგი ეხლა წავალ მეც მოვემზადები. ფრანკამ თავი დამიქნია. ვივი შენ წაიყვანე ლიზა ჩემთან იქნება, ორივეთი ცოდო ხარ.არა რა პრობლემაა.-პროტესტი არ მიიღება.
სწრაფად ვიბანავე, თმა გავისწორე, კაბა ჩავიცვი ფეხსაცმელიც მოვირგე, მაკიაჟი არ მიყვარს ამიტომ არ ვუყენებ მხოლოდ წითელი პომადა წავისვი და ვივის წამოსაყვანად შევედი.
-ვაა, რა ლამაზი ხარ, აღტაცება ვერ დამალა გოგომ. მერე სადღაც გაიქცა და ჟურნალი მოიტან.ყრდაზე კრისტი ტორლინგტონი იყო. ამას გავხარ. ჩემი მეგობრები მართლები ყოფილან, ასე პატარამ თუ შენიშნა მსგავსება ესეიგი მართლა ვგავდი. შევიფერე და ამაყად გავაბიჯე ოთახიდან ვივისთან ერთად.
-კიბეზე ჩავედი, აშკარად ვიგრძენი რომ ყველას მზერა ჩემსკენ იყო, ცოტა შემრცხვა, მაგრამ მარკოს უაზრო წაოძახილმა, გამამხნევა.
-ქალი სრულყოფილება, დღეს ყველა შენია. ყველას სიცილი აუტყდა სოფიას და მისი დის გარდა. აი ისიც მგონი ეს უარესია.სოფია ჯერ კიდევ ხალათში იყო. პატრიცია წამოდი ჩაცმაში დამეხმარე.უკვე რვა საათი იყო.
ეზოში გავედი ვივი ხელს არ მიშვებდა და ვინც კი გვერდით ჩაგვიარა ყველას უთხრა ჟურნალის გარეკანზე მისი ფოტოაოო.ღმერთო რა სასწაული ბავშვია. თითქმის 40 წუთი გავიდა მაგრამ სოფია ჯერ კიდევ არ ჩანდა სამაგიეროდ ნიკო გამოჩნდა, ძალიან დახვეწილი იყო. ამჯერად ღია ცისფერი პერანგი და თავისუფალი სტილის კლასიკური შარვალი ეცვა. პერანგის ღილები შეხსნილი ჰქონდა და ნავარჯიშები სხეული მოუჩანდა, ისეთი მამაკაცური იყო, ლამის გული წამივიდა.არ მინდოდა რამე შეემჩნია ამიტომ ტელეფონს დავუწყე წვალება. ნელი ნაბიჯით მოდიოდა, პაოლოსთან გაჩერდა და რაღაცას ეჩურჩულებოდა, მაგრამ მზერას არ მაშორებდა.
დიდი ხნის ლოდინიდ შემდეგ პარმაღზე სოფია გამოჩნდა დოლჩს წითელ კაბაში რომელსაც ოქროსფერი ორნამენტები ამშვენებდა.ეს მთელ კოლექციაში ყველაზე ცუდი კაბა იყო. ისეთი სასაცილო იყო თავი ვერ შევიკავე, ვივიც მიხვდა და ეშმაკურად დაიწყო სიცილი.
-მგონი მთელ ოჯახს რაღაცამ უკბინა ნახე რას გვანან. გვერდით ამომიდგა საკმაოდ სექსუალურად გამოწყობილი მარიანა.
-მაგრად გამოიყურები.
-მადლობა. გამიცინა გოგომ. შენც ძალიან ლამაზი ხარ, შენაირი სექსუალური ძიძა მართლა არასოდეს მინახავ. სოფიას მამას გახედე. გაიცინა გოგომ. ეხლა ხო ხვდები რატომ უყვარს სიჭრელე.
ისეთი მოწყენილობა იყო ლამის ტირილი დავიწყე.მე და ვივი სულელებივით დავდიოდით აქეთ-იქით. პაოლომ თავისი მეგობრები გამაცნო, მგონი იტალიაში მართლა ყველა კაცი ლამაზია.ყველა მათგანი ოჯახით იყო მოსული, გოგოს შევთავაზე მათთან ეთამაშა მაგრამ უარი მივიღე, ჩემთან ერჩივნა ყოფნა. მარკო თავის მეგობრებთან იჯდა, მესიჯი მომწერა, მოდი თორე ძალით მოგათრევო.სხვა რა გზა მქონდა, მოვკიდე ვივის ხელი და მათკენ გავემართე, რომ მივუახლოვდი ლუკაც დავინახე, შორიდან ვერ შევამჩნიე თორემ ნამდვილად არ მივიდოდი. ჩემს დანახვაზე დაუსტვინა, არ მესიამოვნა მაგრამ არ შევიმჩნიე.მარკოს გვერდით დავჯექი და ვივი კალთაში ჩავისვი.
-ისე, მეც მჭირდება, აღმზრდელი, ახალი რამეები რომ მასწავლოს.თქვა ლუკამ და ტუჩები გაილოკა.პასუხის გაცემას ვაპირებდი, მაგრამ ნიკომ დამასწრო.
-არამგონია შენნაირი იმბეცილის თავში რამე შევიდეს.მკაცრი და სარკასტული მზერა ესროლა მეგობარს.ბიჭი ჩემს გვერდით მოკალათდა და ვივის თმაზე თამაში დაუწყო,მძიმედ სუნთქავდა, თან აშკარად ცუდ ხასიათზე იყო, ლამის მართლა ვკითხე რას არკვევდა, მთელი დღე, მაგრამ ეს კითხვა ჩემი მხრიდან ძალიან დიდი უტაქტობა იქნეოდა, ამიტომ ამაზე ფიქრი სასწრაფოდ ამოვიგდე თავიდან.მე და ნიკო მთელი საღამო ჩუმად ვიჯექით სამაგიეროდ მარკო მისი მეგობარი რომელსაც არ ვიცნოდი, არ ცხრებოდნენ და უამრავ სისულელეს აკეთებდნენ. ეს მართლა მისი მეგობარი იყო, სად ნახა ასე თავისნაირი.პერიოდულად ლუკას დაჟინებულ მზერას ვგრძნობდი, ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ცოტა ხანში წამოხტებოდა და კაბას შემომახევდა.საშინელი აურა ჰქონდა.უკვე გვიანი იყო ხალხმა ნელ ნელა დაშლა დაიწყო, პრინციპში საერთოდ რისთვის შეიკრიბნენ მაგასაც ვერ მივხვდი, რა სულელიც იყო ის ქალი ისეთი წვეულება მოაწყო ზუსტად, ბავშვს ჩასძინებოდა, ფრთხილად წამოვდექი და სახლისკენ წავედი.-
-ისევ მოდი რა დამიძახა მარკომ.
-აუ ნომერი დამიტოვე რა, ამჯერად ლუკამ გამომძახა, უკვე ნერვები ამეშალა და ბიჭს შუა თითი ვაჩვენე.არ ელოდა და გაკვირვებული მზერა გამომაყოლა. ლიზაც მოვძებნე და ოთახში ავიყვანე ორივე, პოჟამა ჩავაცვი ორივეს და საწოლში ჩავაწვინე.
-არ წახვიდე რა. დამიძახა ლიზამ.მივბრუნდი და მის საწოლზე ჩამოვჯექი. გოგომ ხელი ჩამკიდა.-იცი მე უკვე ძალიან მიყვარხარ და ყველაფერს დაგიჯერებ, ვივისაც უყვარხარ.მეც ძალიან მიყვარხართ ორივე.შუბლზე ვაკოცე გოგოს.-იცი დედა არ მახსოვს მაგრამ, არ მინდა რომ სოფიასნაირი ქალი იყოს, მინდა რომ მამას შეყვარებულს შენნაირი ხასიათი ჰქონდეს ან ბებოსნაირი.
-მე კიდევ იმედი მაქვს ჩვენზე უკეთსი იქნება და ორივეს ძალიან შეგიყვარებთ.
-არ მინდა რომ 2 წელში წახვიდე.საიდან აქვს ამ ბავშვს ამხელა სევდა.
-კარგი ახლა ნუ ამატირებ. აუცილებლად მოვალ ხოლმე თქვენს სანახავად.ლიზას ჩაეძინა, შუქი გამოვრთე და ოთახიდან გამოვედი.მისი სიტყვები ისევ თავში მიტრიალებდა ამეტირა, ზურგით კედელს მივეყრდენი და თავი ჩავხარე.
-ტირი? ნიკოს ხმა გავიგე.უარის ნიშნად თავი გავაქნიე და ტირილს ვუმატე.
-კარგი რა. იმ დებილის გამო ტირი?
-არა.ძლივს ამოვისლუკუნე მე.-აბა?
-ეხლა არ შემიძლია რომ დავმშვიდდები მერე გეტყვი.
-კარგი როგორც გინდა.ცრემლები მომწმინდა და ნაზად მიმიზიდა თავისკენ, ისეთი სუნი ჰქონდა თავბრუ დამეხვა.ცოტა დავმშვიდდი და მოვუყევი ლიზამ რაც მითხრა. ღმერთო ასეთი სათუთი და მგრძნობიარე თუ იყავი არ მეგონა.გაიცინა ნიკომ და თავზე ხელი გადამისვა.ცოტა ხანს ასე ვიდექით, ნაზად მოვიშორე ბიჭი, ძილინებისა ვუსურვე და დასაძინებლად წავედი..ნიკოლა
გარეთ საშინლად წვიმდა, ნეტავ რა მოტოციკლით სეირნობა ავიტეხე. ვბრაზობდი ჩემს თავზე, სიჩქარეს ვუმატე და სახლში სწრაფად მივედი, ჩემი ბიჭი გარაჟში დავაყენე და სახლისკენ გავიქეცი ზარი რამდენჯერმე დავრეკე, ბოლოს როგორც იქნა კარი გამიღეს.დედას ველოდი მაგრამ ხელში გაოცებული უცხო გოგო შემრჩა.დავიბენი. ცოტა ხნით კარის ზღურბლთან შევიცადე და გოგოს კარგად დავაკვირდი. ისეთი ლამაზი იყო, ისეთი ნაზი.თვალი ძლივს მოვაშორე და პატარა ვივის მივეფერე.იმ საღამოს მის გვერდით ვიჯექი დივანზე და რაღაც სულელურ ანიმაციურ ფილმს ვუყურებდი. ბევრი რამ მინდოდა მეკითხა, მაგრამ თავი ვერ მოვუყარე სათქმელს, პერიოდულად მისკენ ვაპარებდი მზერას, ისეთი მშვიდი იყო. ბავშვები დასაძინებლად წაიყვანა და თვითონაც სასწრაფოდ შევარდა ოთხაში, თითქოს ჩემი შეეშინდა, არ მესიამოვნა, კიდევ მინდოდა მასთან ყოფნა. ღამე არ მეძინა, ნეტავ საიდან მოიყვანა ჩემმა ძმამ...
მთელი დილა თვალი ვერ მოვაშორე, არ მინდოდა შეემჩნიათ, მაგრამ არ გამომივიდა. თვითონ არაფრად მაგდებდა, ზედაც არ შემომხედა, გავღიზიანდი.კაცს რომელსაც კალები ასევიან, პატარა გოგო არაფრად აგედებს.ამიტომ მთელი დღე უხეშად ვექცეოდი,ბოლოს მივხვდი რომ არაკაცური საქციელი იყო და მოვუბოდიშე, მაგრამ მაინც ვერ მივიღე ის რეაქცია რაც მინდოდა,მის გვერდით არაადეკვატური გავხდი, ვერ გავიგე მაგიჟებდა თუ მაღიზიანებდა.არადა ერთი კვირაც არაა რაც ჩამოვიდა, მე კი მასზე ზრუნვა და მის გვერდით ძილიც კი მოვასწარი.. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს სხვა გავხდი, არასოდეს მდომებია ჩემი მგრძნობიარე ხასიათის გამოვლენა უცხოებთან, მას კი პირდაპირ ის ადგილი მივუშვირე სადაც ყველაზე მეტად შეიძლებოდა მტკენოდა.ახლა ჯერი მასზე იყო.
ანა
დღეები სწრაფად მიდიოდა, წვიმების გამო გარეთ ხშირად ვერ გავდიოდით, მალე მილანში დაბრუნების დროც მოვიდოდა. ნიკო სადღაც წავიდა არ ვიცი სად, თითქმის ერთი კვირაა არ მინახავს, ვგრძნობდი რომ თავს მარიდებდა, მეც იგივეს ვცდილობდი, მარკო კი ამ ყველაფერზე კარგად ერთობოდა. ალბათ ის რომ არა მოწყენილობა მოგკვლავდა მთელ ოჯახს...
დილით ძალიან ადრე გამეღვიძა. დიდხანს ვიწრიალე საწოლში, მაგრამ ძილი ვერ შევიბრუნე, გაღიზიანებული ვიყავი.გადავწყვიტე სამზარეულოში ჩავსულიყავი და დამამშვიდებელი დამელია. კიბეს ნელა ჩავუყევი, სამზარეულოში შუქი ენთო, გამიკვირდა ამ დროს ვინ უნდა ყოფილიყო იქ, ღმერთო ოღონდ ნიკო არა და ვინც უნდა ის იყო. ნელი ჩუმი ნაბიჯით მივუახლოვდი ოთახს, მაგიდასთან ფრანკა იჯდა და წიგნს კითხულობდა. ამ დროს რა წიგნის კითხვა აუტყდა ნეტავ, გავიკვირვე მე.
-რატომ არ გძინავს? მკითხა ქალმა-არ ვიცი. გაღიზიანებული ვარ და ვიფიქრე დამამშვიდებელს დავლევდი.
-გეტყობა საკმაოდ ცვალებადი ხასიათი გაქვს.ხანდახან ისე იწყენ მგონია რომ ცა ჩამოიქცა.
-მე ვერაფერი ვუპასუხე მართალი იყო.ცუდი არაა კაცები გიჟდებიან ასეთ რამეებზე.
-ზოგი პირიქით ღიზიანდება.თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია ქალმა.და ხელით მანიშნა სკამზე დაჯექიო.რა საქმის გარჩევა და კაცები აუტყდა ამ გამთენის, გავიფიქრე ჩემთვის.
ფრანკა გვერდით მომიჯდა და თავზე ნაზად გადამისვა ხელი, იცი აქ როგორ მოვხვდი?ხმადაბლა დაიწყო ფრანკამ და ფანჯრის მინაზე წვიმის წვეთები თამაშს მიაშტერდა.
- დედაჩემი აქ მოსამსახურედ მუშაობდა,ასაკი რომ მომემატა საქმეში მეც ვეხმარებოდი, ის დღე არასოდეს დამავიწყდება როცა ჯორჯო დავინახე,თითქოს დენმა დამარტყა, მაშინვე შემიყვარდა, დედაჩემი სულ მიჩიჩინებდა, შენ ერთი გაუნათლებელი ღარიბი გოგო ხარ და ეს ბიჭი არ შემოგხედავს და ოცნებას მოეშვიო.როგორ შეიძლება ადამიანს ოცნება დაუშალო?ეს ხომ აფსურდია. ყოველ ღამე ღმერთს ვთხოვდი, ერთხელ მაინც შემოეხედა ჩემთვის. აქ ბევრი ულამაზესი გოგონა დადიოდა, მასთან მის ძმებთან, მეც საკმაოდ ლამაზი ვიყავი, მაგრამ მათსავით მოვლილი და ჩაცმული არასოდეს.
ერთ საღამოს ჯორჯომ ჩაის მომზადება მთხოვა, ლანგარზე მოვათავსე ყველაფერი და ხელის კანკალით წავიღე რაც უფრო ვუახლოვდებოდი, მით უფრო ვკანკალებდი, იმდენი მოვაკერხე რომ ყველაფერი ზედ გადავაქციე.როგორც თვითონ მითხრა სწორედ მაშინ შევუყვარდი...
ჩემი დედამთილი საკმაოდ ანჩხლი და ფუქსავატი ქალი იყო ჩვენ ამბავს ცუდად შეხვდა,რათქმაუნდა მეც ცუდად მექცეოდა, მაგრამ მე შევძელი და გავუძელი ყველა დამცირებას სიყვარულის გამო..
ამ ყველაფერს იმიტომ გიყვები რომ მინდა იცოდე რომ ჩვენ შენ უცხოდ არასოდეს მიგიჩნევთ, ვიცი ლიზამ რაც გითხრა, არასოდეს ჩათვალო შენი თავი ვინმეზე ნაკლებად და თუ მოხდა ისე რომ ჩემს რომელიმე შვილს შეუყვარდი , იმის გამო რომ აქ მუშაობ უკან არ დაიხიო, პირდაღებული ვუყურებდი ქალს, რატომ დამსვა აქ და რატომ მელაპარაკება ახლა ამ თემაზე ჯერ მხოლოდ სამი კვირაა რაც აქ ავარ.. მიმიხვდა დაბნეულობას და მიპასუხა.
-შეიძლება შენ ვერ ამჩნევ მაგრამ მე ვხედავ ნიკოლა როგორც გიყურებს.. მე მისი დედა ვარ და არაფერი გამომეპარება.ქალი ფეხზე წამოდგა და წამალი და წყალი გამომიწოდა, ახლა ნამდვილად მჭირდებოდა დამამშვიდებელი. ჩუმად ავედი კიბეზე, და საწოლში შევძვერი, დაფიქრებაც კი ვერ მოვასწარი ნათქვამზე ისე გამეთიშა გონება და სიზმრების სამყაროში წავედი.
დილით ვივის ტიტინმა გამაღვიძა. წაწოლის თავთან მეჯდა და თმაზე მეფერებოდა.
-როგორ ხარ?მკითხა ხმადაბლა.
-კარგად. პატარა შენ? ვიპასუხე ნაძინარევი ხმით.
-დღეს საღამოს სახლში მივდივართ, ხო გახსოვს?-თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე-მარკომ თქვა მატარებლით წავიდეთო, იცი მე მატარებელში არასოდეს ვმჯდარვარ.
-მართლა?
-ჰო, სოფიას არ უნდა და ეგ და მამა ცალკე წავლენ, ჩვენ: მე, მარკო, ლიზა, შენ და ნიკო ერთად.
-კარგია. წამო ეხლა ბარგი ჩავალაგოთ ხო? ვივიმ თავი დამიქნია. საწოლიდან ძლივს წამოვდექი, გაბრუებული ვიყავი. ალბათ წამლის ბრალი იყო. დილანდელი ლაპარაკი ბუნდოვნად მახსოვდა, ვაიჰ ნეტა საერთოდაც დამვიწყებოდა, ან რას ჩავრბოდი, ვბრაზობდი ჩემს თავზე მაგრამ გვიანი იყო.
ვივის და ლიზას ბარგს ვულაგებდი, თან ლიზასტვის მიცემულ დავალებას ვიბარებდი. პაოლომ მითხრა რომ ჩემთან ბედნიერია და სტიმულს ვაძლევ რომ ვისწავლო.როგრც იქნა დავამთავრე ჩალაგება. ბავშვები დავბანე, მოვამზადე და მეც მოვემზადე. მიკვირს პაოლომ მატარებლით წამოსვლის ნება რომ დართო ბავშვებს, ამ ფიქრებში ისე ვიყავი გართული ვერც კი გავიგე მარკო როგორ შემოვიდა ოთახში, შიშისაგან შევკივლე.
-კარგი რა გჭირს. მასაც შეეშინდა აშკარად, რაღაც გადაღლილი იყო.- მატარებელი 8 ზე გადის..
-რომლზე ჩავალთ?
-11 ზე იქ ვიქნებით. მეზარება სწავლა, დაიჯღანა ბიჭი.
-კარგი რაა.მე ისე მიხაროდა ხოლმე სწავლის დაწყება.
-აუუ კარგი რაა. მაგიტომაც ხარ ჭკვიანი...მიდი მალე მოემზადე და გავიდეთ რა.უხმოდ დავუქნიე თავი.
ნახევარ საათში უკვე სადგურზე ვიდექით და ნიკოს ველოდებოდით.
-სად არის ამდენ ხანს> გაღიზიანებულმა ვიკითხე მე. ისეთი მოთენთილი ვიყავი როდის დავჯდებოდი და დავიძინებდი ერთი სული მქონდა. ბავშვებიც დაღლილები ჩანდნენ.
-არ ვიცი ანა, მე არავინ არაფერს მეუბნება.ჩაიღიმა მარკომ-მგონია სოფიამ გახლართა რაღაცეები და იმას იძიებენ, მე ასეთი დასკვნა გამოვიტანე,ამდენი ხანია ჩემი ძმა ქვრივია და სხვა ქალებიც ყოლია მარა ასეთი? ეს უკვე ზედმეტია, ნერვები მეშლება არაფერს რომ არ მეუბნებიან. დაიღრინა ბიჭმა, ასეთი გაღიზიანებული ფირველად ვნახე, მთელი ამ ხნის მანძილზე.
ჩვენი მატარებელი ჩამოდგა. ვაგონსი ავედით და ადგილები დავიკავეთ, ვივი გაკვირვებული იყურებოდა აქეთ-იქით, მაგრამ ამლე მობეზრდა, მატარებელი მალე გავიდოდა მაგრამ ნიკო ჯერ არ ჩანდა.. ამის გაფიქრება და მისი გამოჩენა ერთი იყო. მარკომ ისე ქნა რომ მაინცდამაინც მის გვერდით მომიწია დაჯდომა, არ მინდოდა მის მხარზე ჩამძინებოდა ისევ,ძილში ამას ნამდვილად ვერ გავაკონტროლებდი.
ვივი და ლიზა მარკოსთან მოთავსდნენ. ლიზამ წიგნი ამოაძვრინა ჩანთიდან და ნიკოს გაუწოდა, კაცმა გამოართვა ფრთხილად გადაფურცლა და კითხვას შეუდგა, მისი ხმა სასიამოვნოდ მოქმედებდა ჩემზე, ბავშვებს მალე ჩაეძინათ, მარკოსაც, მაგრამ ნიკო კითხვას მაინც განაგრძობდა, ჩემთვის. ნელ ნელა მეც ჩამეძინა. ნიკოს სასიამოვნო სურნელი ცხვირში მიღიტინებდა, ვიგრძენი როგორ გადამხვია ხელი და თავისკენ მიმიზიდა.ასეთ პოზაში ძილს მიჩვეული არ ვიყავი და მალე გამეღვიძა. ნიკო ისე იყო ჩემზე მოკრული თავი ვერ დავაღწიე, ახლა ყველა მის ქმედებაზე ფრანკას სიტყვები უნდა გამახსენდეს... ფანჯრიდან გავიხედე, თვალები მოვჭუტე ვცადე რამე დამენახა მაგრამ ვერ შევძელი, უკუნით სიბნელე იყო..
-რატომ ვერასოდეს ვერ ისვენებ?მკითხა ხავერდოვანმა ხმამ.
-იქნებ შენ მიშლი ხელს?ძალიან პირდაპირ გამომივიდა. ვინანე, მაგრამ მას რეაქცია არ ჰქონია პირიქით უფრო მოიწია და ცხვირი მხარზე ჩამომადო.
-კარგი რაა. კიდევ უფრო მომეწება. გული ამიჩქარდა, მაგრამ თავს უფლებას ვერ მივცემდი, რამე შემტყობოდა. ბიჭი გასწორდა მხარზე ნაზად მომადო ტუჩები, მთელ ტანზე ეკალმა დამაყარა. მეორე მხარეს გადაწვა,მაგრამ მზერას არ მაშორებდა.ძალიან დავიძაბე, მზერა ავარიდე და ფანჯარაში სრულ სიშავეს მივაჩერდი.დრო მალე გავიდა როგორ იქნა მივაღწიეთ სახლამდე, ბავშვები დავაძინე და ჩემი ოთახისკენ წავედი. კარზე ნიკო იყო მიყუდებული, აშკარად არ აპირებდა ჩემს შეშვებას.სანამ მივუახლოვდებოდი უამრავი რამ გავაფიქრე, მაგრამ მას ნამდვილად ვერ მოვერეოდი. კართან დავდექი და ბიჭს დავაკვირდი, ჭერს უყურებდა მერე მზერა ჩემსკენ გადმოიტანა.
-მეძინება.. პატარა ბავშვივით, გაბუტულმა ვუთხარი.ბიჭმა გაიცინა.
-მართლა? იგივე ტონით მიპასუხა ბიჭმა და მომიახლოვდა.
-უბრალოდ ტელეფონი დაგრჩა მანქანაში და მოგიტანე. მობილური გამომიწოდა ბიჭმა.მერე ლოყაზე ნაზად მაკოცა და ძილინებისა მისურვა.
-მისმინე ხვალ წამოხვალ ჩემთან ერთად?
-სად?
-უბრალოდ წამოდი, არ ინანებ.ისე დავინტრიგდი უარს ვერ ვეტყოდი.თანხმობის ნიშნად თავი დაუქნიე, ოთახში შევედი, შხაპი მივიღე და ახალ საწოლში შევწექი, თეთრეული სასიამოვნოდ მეხებოდა სხეულზე,ინტერესეით ვკვდებოდი ნეტა სად უნდა წავსულიყავით...
დილით 7საათზე გამეღვიძა,სწრაფად წამოვდექი, საწოლიდან.გარეთ წვიმდა, ისე კარგად მახსოვს მე რომ სკოლაში წავედი, მაშინაც სასტიკად წვიმდა, მე კი ტირილით ვსკდებოდი.შხაპი მივიღე. შავი კლასიკური შარვალი, მუქი შვინდისფერი როლინგი და ბათინკები ჩავიცვი, ტყავის რუგზაკში საჭირო ნივთები ჩავალაგე და მაგიდაზე დავტოვე.ისე ვიყავი აფორიაქებული, თითქოს მე მივდიოდე სკოლაში პირველად. ლიზა, გავაღვიძე უნიფორმა ჩავაცვი,ჩანთაში საჭირო ნივთები ჩავულაგე და სამზარეულოში ჩავედით,ოთახში პაოლო შემოვიდა.
-ხომ არ ღელავთ ბავშვებო?თბილად მოგვმართა კაცმა. ლიზა საკმაოდ გახარებული იყო, იმ ფაქტით რომ ახალ მეგობრებს შეიძენდა.-მეც წამოვალ თქვენთან ერთად.ლიზას გაუხარდა.აბა ჩემ პატარას მარტო ხომ არ გავუშვებ.
.ანა. უცებ მომმართა კაცმა, სახლში რომ მოხვალ ვივიენი გააღვიძე 11 ზე ეწყება ბაღი. მარკოც წამოაგდე საწოლიდან.. პაოლიმ მთელი რიგი დარიგებები მომცა. ოთახში ავედი ბლოკნოტი ამოვიღე მაგიდის უჯრიდან და დღის გეგმა შევადგინე. რუგზაკი ავიღე,კიბეზე დავეშვი და მამა-შვილს წამოვეწიე, მე და ლიზა უკან ჩავჯექით.პაოლო მთელი გზა რაღაცაზე მელაპარაკებოდა, მაგრამ უგულისყუროდ ვუსმენდი,ის უფრო მაინტერესებდა, ნიკო სად აპირებდა ჩემს წაყვანას. სკოლამდე ისე მოვედით ვერაფერი გავიგე. კაცმა ლიზა ხელში აიყვანა და კარამდე მივედით, აშკარად ყველას ოჯახი ვეგონეთ, ძალიან მეხამუშა, ლიზას ხელი ჩავკიდე და საკლასო ოთახამდე მივიყვანე, კარიდან ვუყურებდით, მორცხვად იჯდა სკამზე,ვიღაც გოგო მიუჯდა გვერდზე და გამოელაპარაკა, თავი მშვიდად ვიგრძენი.გამომშვიდობების ნიშნად ხელი დავუქნიე, უკან გამოვბრუნდი და მანქანაში ჩავჯექი. სახლში მისულს ვივი უკვე გაღვიძებული დამხვდა, ნიკოს ეთამაშებოდა. მეც მათთან ერთად ჩამოვჯექი საწოლზე.კაცმა ეშმაკურად ამომხეა ქვემოდან ვცადე მზერა ამერიდებინა, მაგრამ მისი ლურჯი თვალები ისე დაჟინებით შემომცქეროდა ვერ შევძელი.არ მინდოდა რომ შემყვარებოდა, არ მინდოდა რომ ჩემით ეთამაშა, ამიტომ თავს მაქსიმალურად ვიკავებდი, რაიმე გრძნობა გამომეხატა მის მიმართ,თან ფრანკას სიტყვებიც არ მაძლევდა მოსვენებას. ბოლოსდაბოლოს აქ სამუშაოდ ჩამოვედი და არა მასთან რომანის გასაჩაღებლად. ამიტომ მკაცრად გადავწყვიტე რომ ზღვარი არ გადამელახა, რამდენად შესაძლებელი იყო ამას ნამდვილად ვერ ვხვდებოდი ამ ეტაპზე.
ფიქრებიდან ნიკომ გამომიყვანა, ნიკაპზე ნაზად მომიჭირა თითები, მე შევკრთი.ვივი ინტერესით გვიყურებდა, მისი ხელი მოვიშორე და გოგო ხელში ავიყვანე, აბაზანისაკენ წავედი, ისიც ზურგს უკან ამედევნა.
-დრო გააქვს?თითქმის ჩურჩულით მიკითხა.
-კი, მაგრამ რისთვის?თავი გამოვიშტერე ვითომ არ მახსოვდა.
-მინდა რომ სადღაც წავიდეთ, გუშინ ხომ გითხარი.მინდოდა უარი მეთქვა, მაგრამ ასეთი უხეში ქმედებით უფრო გავაქეზებდი, თან ძალიან მაინტერესებდა სად მივყავდი.
-ლიზა 4 საათზე უნდა გამოვიყვანო. იქამდე საკმაო დროა.კაცმა თავი დამიქნია და სევდიანი მზერა ამაყოლა.ვიცოდი რომ თვითონაც გრძნობდა რომ მისგან თავს შორს ვიჭერდი.ის მოახლოებას ცდილობდა და წინ დგამდა ნაბიჯებს, მე კი უკან..
-ნიკო ისე გიყურებს როგორც ფილმებშია ხოლმე.ვივის ნათქვამზე გულიანად გამეცინა.გოგო სწრაფად მოვამზადე, მარკოც გავაღვიძე და ქვემოთ ჩავედი.ბაღი სახლთან ახლოს იყო, ვივის ხელი მოვკიდე, ქოლგა ავიღე და ქუჩას გავყევით. მთელი გზა არ მომიწყენია, გოგო საყვარლად მეტიტინებოდა, თავის მასწავლებლებზე, მეგობრებზე..ისეთი სიხარულით შეხვდა ყველას, მასზე ნერვიულობა ნამდვილად არ მომიწევდა.სახლშიც ფეხით დავბრუნდი, ნიკო ეზოში დამხვდა, შავი ჯინსის შარვალი და ლურჯი სვიტერი ეცვა, მოტოციკლის გვერდით იდგა, დაჯექიო ხელით მანიშნა და მომნუსხველად გამიღიმა.
-მეშინია. პატარა ბავშვივით წამოვიყვირე მე.
-კარგი რა.თვალები დაატრიალა ბიჭმა. ისეთს არაფერს ვიზამ რომ რამე დაგემართოს..მომიახლოვდა და ჩაფხუტი თავზე ჩამომაცვა, შემიკრა, თავადაც იგივე გაიმეორა და მოტოზე დაჯდა ისეთი მამაკაცური იყო, უკან მოვუჯექი და ხელები მუცელზე მოვკიდე.
-ასე არ გამოვა,თავს ვერ დაიჭერ.
-დავიჭერ, მკაცრად ვუპასუხე მე, სარკეში ვხედავდი როგორ იღიმოდა და იკვნეტდა ტუჩებს.
-კარგი როგორც გინდა.
-4 ზე ლიზას სკოლასთან უნდა ვიყოთ, არ დაგავიწყდეს.თავი დამიქნია და ძრავა ამოქოქა. ისეთი სისწრაფით მოწყდა ადგილადან რომ მთელი ძალით ვუჭერდი ხელებს შიშისგან. აშკარად კმაყოფილი ჩანდა ამ ფაქტით, ქალაქში სიჩქარე შეამცირა და ვიწრო ქუჩაზე შეუხვია, ძრავა გამორთო და ძირს ჩამომსვა. ცოტა თავბრუ მეხვეოდა.
-სად მივდივართ ბოლოსდაბოლოს.გავღიზიანდი მე.
-ასეთი ცვალებადი რატომ ხარ? უცებ მოტრიალდა ჩემსკენ.გუშინ თბილად მიღიმოდი, დღეს მიბღვერ, მე უბრალოდ...სიტყვა გაწყვიტა და თვალებში ჩამაშტერდა, არ ვიცოდი რა უნდა მეპასუხა, თავი ჩავხარე და ვიგრძენი როგორ დაიძაბა, აშკარად გაბრაზებული იყო, მაგრამ თავს იკავებდა.ვერ მივხვდი რა ვქენი ისეთი რომ გავაბრაზე, მაგრამ ვცადე უკან დამეხია და თბილად მოვქცეოდი, ჩხუბის და ისტერიკების მოყვარული დიდად არ ვიყავი. მაგრამ თვითონ აშკარად არაადეკვატური იყოო...
-კარგი რა-ნაზად ჩამოვუსვი მხარზე ხელი- მე ყოველთვის ასეთი ჭირვეული ვიყავი..კიდევ მინდოდა რამის თქმა მაგრამ ვიცოდი რომ რამე სისულელეს დავახეთქებდი და თავი შევიკავე, ნიკოს გვერდი ავუარე და კიბეს ავუყევე.ისიც სწრაფად მომყვა უკან.ცოტა ხანს ჩუმად მივდიოდით, პერიოდულად უკან ვიხედებოდი.
-ნუ გეშინია აქ მარტოს არ დაგტოვებ. თბილად გამიღიმა კაცმა. ვიწრო ქუჩას თავი დავაღწიეთ,საკმაო სიმაღლეზე ამოვსულვართ, მთელი ქალაქი ხელის გულივით ჩანდა.
-ეს მარანტების საოჯახო სასახლეა, თითქმის ყველასგან მივიწყებულია, აქ იშვიათი მხატვრობის ნიმუშებია წარმოდგენილი.ვიცი რომ ესეთ რამეებზე გიჟდები და ვიფიქრე ეს ადგილი დაგაინტერესებდა, რომ იცოდე მოსამსახურეს რამდენი ვეხვეწე აქ რომ შემოვეშვით რამდენიმე საათით...მართლა ულამაზესი ადგილი იყო, ვერანდიდან მთელი ქალაქი მოჩანდა.-ღამით აქაურობა ულამაზესია, ტელესკოპიც აქვთ.
ნიკომ ხის კარზე დააკაკუნა.ხანში შესულმა ქალმა გაგვიღო კარი,კაცს კარგად დააკვირდა და ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ იცნო და ქოთქოთით შეგვიძღვა მისაღებში.
-რა ლამაზი ცოლი გყოლია.გაიცინა ქალმა-ეს რომ მცოდნოდა აქაურობას მთელი ღამით დაგითმობდით.მე თვალები შუბლზე ამივიდა და გაპროტესტება გადავწყვიტე,მაგრამ ნიკომ ხელი ნაზად მომიჭირა, გავჩუმდი. ქალმა სასახლის მთავარი ოთახი გაგვიღო.
..ასეთი სილამაზე მართლა არასოდეს მინახავს, არც ხელოვნების ისტორიის სახელმძღვანელოში წამიკითხავს ამ ადგილზე რაიმე, ამიტომ სრულიად გაოგნებული და მოხიბლული ვაცეცებდი თვალებს აქეთ-იქით.სიამოვნებისგან გული გამალებით მიცემდა. ან საიდან იცოდო რომ ეს მომეწონებოდა.ულამაზესი სკულფტურები და ფრესკები ამშვენებდა ოთახს, ჭერიდან ანგელოზები დაგვცქეროდნენ. ჭერში იმდენ ხანს ვიყურებოდი რომ ლამის თავბრუ დამეხვა, ნიკომ ნაზად მომკიდა წელზე ხელი რომ არ წავქცეულიყავი. ოთახი ნელა გადავჭერით რომ შემძლებოდა, მართლა მთელ დღეს აქ გავატარებდი.მეორე სართულზე ავედით სარკეების ოთახში,ის კიდევ უფრო ლამაზი იყო. კაცმა ხის უზარმაზარი დარაბები გამოაღო, ფერადმა სინათლემ სწრაფად შემოაღწია ოთახში და სახეზე დაგვიწყო თამაში, ოთახი ულამაზეს ფერებში აენთო, თავი ზღაპარში მეგონა.ძველებურ სავარელზე ჩამოვჯექით, მე ისეთი აღტაცებული ვიყავი, ვერ ვმშვიდდებოდი. ნიკოს ჩემზე ეცინებოდა.არ მინდოდა წასვლა. არ მინდოდა ამ სილამაზის დატოვება.ცოტა ხანს ჩუმად ვისხედით. ნიკო ჩემსკენ მოიწია და ლოყაზე რამდენჯერმე ნაზად მაკოცა, ძალიან დავიძაბე არ მინდოდა გაეგრძელებინა.
-ისეთი კარგი ხარ, სხვანაირად არ შემიძლია.ყურში ჩამჩურჩულა კაცმა, ნაზად მიკბინა, უფრო ახლოს მიმიზიდა და კიდევ რამდენჯერმე მაკოცა. ახლა ნამდვილად გასაგები იყო რაც უნდოდა ჩემგან. მე კიდევ რომელ სიყვარულზე ვფიქრობდი, მას უბრალოდ საყვარელი სჭირდებოდა. მაგრამ ფრანკა, მან რატომ მითხრა ეს ყველფერი.. გული ისე მიცემდა, ცოტაც და ხელში ჩავადნებოდი, მინდოდა წინააღმდეგობა გამეწია მაგრამ, ამის ძალა ნამდვილად არ მქონდა. ის ქალი რო არ შემოსულიყო ალბათ გული წამივიდოდა.
-დრო უკვე გავიდა. შემოქოთქოთდა ქალი.ასე რომ დაგვინახა, შერცხვა და თვალებზე ხელი აიფარა- მაპატიეთ უხეხულად გამოვიდა. ნიკო სწრაფად დაუბრუნდა ადგილს.
-წავიდეთ საყვარელო.მომმართა მე და ხელი გამომიწოდა, დავემორჩილე და ხელი მთელი ძალით მოვუჭირე. თავბრუ მეხვეოდა მღელვარებისგან, ამდენი ემოცია რამდენიმე საათში ნამდვილად ზედმეტი იყო. სასახლიდან გამოვედით, ჰაერის ცივმა ნაკადმა გამომაფხიზლა,სუნთქვა წესრიგში მოვიყვანე და ვიწრო კიბეს მთელი სიჩქარით ჩავუყევი. მეთითქმის მივრბოდი ის კი ნელი, დინჯი ნაბიჯებით მომყვებოდა უკან.ბოლოს მკლავში ხელი წამავლო და გამაჩერა.მიხვდა რომ მისმა საქციელმა გამაბრაზა, იმასაც მიხვდა რას ვფიქრობდი, საკმაოდ ჭკვიანი იყო, იმისათვის რომ მისთვის ჩემი აზრები და ემოციები დამალული ყოფილიყო.
-ასე ნუ მირბიხარ, თორემ დაიმტვრევი.მზრუნველად მითხრა კაცმა და თვალებში ჩამაშტერდა, მე მზერა ავარიდე.მისი ხელის მოშორება ვცადე მაგრამ არ გამომივიდა.გავღიზიანდი. ისე მომინდა სილა გამეწნა მისთვის, მაგრამ რისთვი?ლოყაზე რომ მაკოცა იმისთვის?თვალები გავუსწორე და მის მზრუნველ მზერას წავაწყდი.რამდენიმე წუთის წინ მეგონა ჩემი საყვარლობა უნდოდა, ახლა კი მის მზერაში სულ სხვა რამეს ვხედავს.მგონი ზედმეტად დრამატულად ვუყურებდი სურათს.მაგრამ რაც არ უნდა ყოფილიყო ჩემს გრძნობებზე თამაშის უფლებს არ მივცემდი..ხელი შემიშვა და უკან დაიხია.გაბრაზდა საპასუხოდ ვერაფერი რომ ვერ მიიღო ჩემგან, მხოლოდ მკაცრი და ცივი გამომეტყველება შერჩა ხელში.
მე გზა გავაგრძელე, ისიც ნელა მომყვებოდა.რამდენჯერმე მის განრისხებულ მზერასაც წავაწყდი.რომ შემძლებოდა აქედან მარტო წავიდოდი, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა..
ჩაჩქანი დაიფარა და ხელით მანიშნა დაჯექიო.უკან მოვუჯექი და ხელები მოტოციკლის სკამს მოვკიდე, სარკეში დავინახე როგორ დაიძაბა,უკან მოტრიალდა და ხელები თითქმის ძალით მომახვევინა წელზე, ძრავა ამოქოქა და მთელი სიჩქარით მოწყდა ადგილიდან. ვგრძნობდი როგორი დაძაბული იყო,როგორ გამალებით უცემდა გული, ბრაზისგან როგორ ეჭიმებოდა სხეული, მაგრამ ის უფრო მინდოდა სახლამდე ცოცხლებს მიგვეღწია.როგორც იქნა სახლამდე მოვედით, კაცმა მოტოციკლი ფარეხისკენ წაიყვანა მე კი სახლში შევედი, სულ გაფითრებული ვიყავი, მონიკა ჩემს დანახვაზე ელდა ეცა.
-რამემ შეგაშინა საყვარელო.
-არა უბრალოდ ცოტა ცუდად ვარ.ძლივს ამოვილაპარაკე მე.
-აქ მოდი წნევას გაგიზომავ, წამალს დაგალევინებ.სასწრაფოდ დატრიალდა ქალი.საფეთქლები დამიზილა.ცოტა გამოვცოცხლდი.
-უნდა წავიდე მონიკა ბავშვები უნდა გამოვიყვანო.სწრაფად წამოვხტი სკამიდან-სანერვიულო არაფერია, მალე გამივლის. კიბეებზე ნიკომ ამოირბინა და ოთახში შემოვიდა კარი ისე მიაჯახუნა, შიშისგან ორივე შევკრთით.
-რა სჭირს ამ ბიჭს, სულ აღარ გავს თავის თავს, აქამდეც ყავდა გოგოები, მაგრამ ასე რამ გაამწარა.ამოიოხრა ქალმა და მისკენ მიმავალ კაცს დააკვირდა.მე სასწრაფოდ მოვტყდი ადგილიდან.ეზო გადავჭერი და ბავშვებთან წავედი..
ლიზა ისეთი ბედნიერი იყო. აღელვებით ყვებოდა ამბებეს, თავის ახალ მეგობრებზე, მასწავლებლებზე.დღეს დავალება არ მოუციათო მომახარა.ვივის ჩემი პორტრეტი დაუხატავს და საზეიმო ვიტარებაში გადმომცა მთელი კლასის წინ. ნელა მივყვებოდით ტროტოარს,ჰაერში უკვე შემოდგომის სურნელი ტრიალებდა. ისეთი სასიამოვნო საღამო იყო, თითქმის გადამავიწყა ყველაფერი..
შესვენების შემდეგ მე და ბავშვებმა გეოგრაფიაში და ხატვაში წავიმეცადინეთ.ლიზამ მითხრა რა დღეებში დადიოდნენ მუსიკაზე და გასვლით გაკვეთილებზე(თურმე მეც იქ უნდა ვყოფილიყავი, დიდად არ მომეწონა ის ისეა რომ ზოგიერთ პეროან მშობელთან მომიწევდა ყოფნა, ხანდახან პაოლოც შემცვლიდა, მაგრამ მაინც) და ასე შემდეგ მთელი კვირის განრიგი შევადგინეთ, როდის რა უნდა გვესწავლა, როდის უნდა გვეხატა, დაგვესვენა, გაგვესეირნა და სხვა რამეები. ყველაზე კარგი კი ის იყო რომ დრო მეც დამჩებოდა კითხვისთვის და ხატვისათვის, არ მინდოდა რაც აქამდე ვისწავლე ყველაფერი დამვიწყებოდა..
ბავშვებს ტელევიზორი ჩავურთე მე კი მონიკას დასახმარებლად წავედი, მარკოც დაბრუნდა, მოვიდა და შუბლზე მაკოცა.
-ჩემს ძმას რა დაემართა არ იცი?ისე იბღვირება შემეშინდა.გადაიხარხარა ბიჭმა, როგორც ყოველთვის ფორმაშია.ბიჭმა წინსაფარი გაიკეთა დიდის ამბით, მაგრამ მაიმუნობის მეტი არაფერი უკეთებია. მე და მონიკამ მაგიდა გავშალეთ, პაოლო თავში დაჯდა მე მარკოს გვერდით და ვივი კალთაში ჩავისვი. მშვიდად ვვახშბოდით, მე მალე მოვრჩი, მაგრამ ვივი აშკარად მადაზე იყო მოსული დ ლამის ყველაფერი შეჭამა. ნიკო გვიან შემოვიდა და პირდაპირ ჩემს წინ დაჯდა. არ ჭამდა პურის ნაჭერს ბრაზისგან წვრილად აქუცმაცებდა და თეფშზე ყრიდა, პერიოდულად მკაცრ მზერას მომარყრობდა ხოლმე, მაგრამ მე სიმშვიდეს ვინარჩუნებდი, არ მინდოდა ავყოლოდი ან კიდევ უარესად გამეღიზიანებინა..
მთელი საღამო მოუსვენრად ვიყავი. ბავშვები დასაძინებლად წავიყვანე. უკვე ჰარი პოტერის მეორე წიგნზე გადავედით, მანამდე ვკითხულობდით სანამ ორივეს არ ჩაეძინა. ჩუმად წამოვდექი, შუქი ჩავაქრე და ოთახიდან ფეხაკრეფით გამოვედი.დერეფანი სწრაფად გავიარე, არ მინდოდა ვინმეს შევხვედროდი, უბრალოდ დასვენება მინდოდა.კარი ჩავკეტე და სააბაზანოსკენ წავედი.დიდხანს ვიდექი შხაპის ქვეშ, წყალმა დამამშვიდა..წიგნი მოძებნე და საწოლში შევწექი, აშკარად დიდხანს ვერ დავიძინებდი ამიტომ კითხვა ფიქრების გასაფანტად საუკეთესო გამოსავალი იყო..

ნიკოლა
ისეთი გაბრაზებული ვიყავი, დიდი ალბათობით მთელი ღამე ძილი არ მომეკარებოდა. ყველაფერი მისი ბრალია,ღმერთო ეს ლაწირაკი რა დღეში მაგდებს ამხელა კაცს. მისი ყოველწამიერი სახეცლილება, მაბნევს ჭკუიდან მშლის, და მერე ისე იქცევა თითქოს თვითონ კი არა, სულ სხვა ვინმე იყო დამნაშავე. მინდა ვინმეს დაველაპარაკო გული მოვიოხო, მაგრამ არ შემიძლია ჩემს გრძნობებზე ვინმეს გავუმხილო, ჯერ კიდევ ვერ გავერკვიე ზუსტად რას მმართებს. ხანდახან ისეთი საყვარელია, ისეთი უსუსური, მინდა რომ გულში ჩავიკრა და მოვეფერო, ხანდახან კი მინდა თავზე დავალეწო ყველაფერი, მაგრამ არ შემიძლია ცუდად მოვექცე, მირჩევნია ბრაზმა მომკლას, ვიდერე მას ეტკინოს გული. ზუსტად იმ წერტილს შეეხო და ჩაებღაუჭა რასაც ყველას ვუმალავდი და ვერავინ იპოვა აქამდე. რამ აფიქრებინა რომ მისი საყვარლობა და გამოყენება მინდა,მე მისგან საპასუხო გრძნობას ველოდი, მან კი ხელი მკრა. სწორედ ეს მაგიჟებს რატომ მინდა რომ ვუყვარდე?
შუაღამემდე ვიწრიალე საწოლში, მაგრამ კი არ ვმშვიდდებოდი უფრო ვგიჟდებოდი. ბოლოს წამოვდექო ოთახში ბოლთის ცემას მოვყევი, თავი ნელ-ნელა დავიმშვიდე, სუნთქვა წესრიგში მოვიყვანე, სარკეში ჩავიხედე ურჩხულს აღარ ვგავდი. შარვალი ამოვიცვი და მისი ოთახისკენ გავწიე, მის მეტი ვერავინ დამამშვიდებდა, მაგრამ თავად რამდენად უნოდა ჩემი ნახვა არ ვიცი, ისიც არ მინდოდა ამ გაცეცხლებულზე ხელი ეკრა...
ანა
უკვე ღამის 2 საათი იყო, ძლივს მოვახერხე დამშვიდება და უკვე ნახევრად ძილში ვიყავი წასული, რომ კარზე კაკუნი მომესმა, ზუსტად ვცოდი ვინც იყო და ისიც ვიცოდი რომ სასიამოვნო საუბარი არ გვექნებოდა..კაკუნი განმეორდა, არ მინდოდა გაღება, მაგრამ ზუსტად ვიცოდი რომ ჩამოღება რომ დასჭირვებოდა, ჩამოიღებდა და შემოვიდოდა.თვალები მოვიფშვნიტე და კარი გავაღე.
-შემოვალ რა.კარი ფართოდ გავაღე და გზა დავუთმე.გაშეშებული იდგა ოთახის შუაგულში, სათქმელს თავს უყრიდა, მე საწოლზე ჩამოვჯექი და ცალი ფეხიშევკეცე, მშვიდად ველოდი როდის დაიწყებდა ლაპარაკს.მომიახლოვდა და ჩემს წინ დაჯდა, შუბლი შიშველ მუხლზე მომადო, მერე მზერა გამისწორა, ისეთი სევდიანი იყო, უკვე ეჭვი შევიტანე ჩემი აზრის სისწორეში.არცერთი არ ვიღებდით ხმას.
-მისმინე, არ მინდა არასწორი შეხედულება გქონდეს დღევანდელზე...უბრალოდ გრძნობები ვერ მოვთოკე.. ხმა გაუწყდა ბიჭს აშკარად ძალიან ღელავდა, მეც ავღელვდი.. ჩემთვის საყვარელი არასოდეს იქნები..ცოტაც და ტირილს დავიწყებდი-გულს არ გატკენ...ეს მართლა საბოლოო წვეთი აღმოჩნდა და ცრემლები ჩამომიგორდა ლოყებზე.ნიკოლა გვერდით მომიჯდა და ჩამიხუტა.წინააღმდეგობა არ გამიწევია, ვგრძნობდი როგორ დუნდენოდა ჩემი სხეული, თითქოს წამში მოვითენთე და მალევე ჩამეძინა კიდეც.
დილით 6 საათზე გამეღვიძა. თვალები მოვიფშვნიტე და გუშინდელი ამბავის ამოტივტივება და დალაგება დავიწყე გონებაში. მერე ოთახს თვალი მოვავლე და ვიფიქრე ხომ არ დამესიზმრათქო.ძალიან დაბნეული ვიყავი, ხომ შეიძლება, ბოლოსდაბოლოს მითხრას რა უნდა და შემეშვა. ნიკო წავიდა, ალბათ უფრო გართულება არ უნდოდა. ან ჩემთან ლაპარაკი, ან რამის ახსნა,საწოლს მივეყრდენი.. ჰოდა ასე სჯობს ნამდვილად მე ჩემთვის ის თავისთვის...
ნელ ნელა ყოველდღიურ რუტინაში გადავდიოდი, ბავშვების წაყვანა, მოყვანა მეცადინეობა. სეირნობა, ხანდახან მარკოს მეგობრებთან ერთადაც მივდიოდი გასართობად.ნიკოლა სულ უფრო იშვიათად მოდიოდა და რჩებოდა სახლში ფორმალური და მოზომილი ურთიერთობა გვქონდა.ვგრძნობდი როგორ იძაბებოდა როცა ახლოს ვიყავი, მაგრამ არ იმჩნევდა. ყველაზე გასაკვირი ის იყო სოფია სად გაქრა, თითქმის ერთი თვეა არ გამოჩენილა, ნეტავ რა მოხდა ისეთი რომ არავინ არაფერი იცის.
უკვე ნოემბრის დასასრული იყო გარეთ საკმაოდ ციოდა, ხშირად წვიმდა ხეებსაც შემოეძარცვათ სამოსელი. ვგრძნობდი რომ ეს ამინდი და მუდმივად ერთი და იგივეს კეთება დეპრესიაში მაგდებდა.
შაბათ დღეს მხნედ წამოვხტი საწოლიდან და ნინასთან წასვლა გადავწყვიტე რაც ჩამოვედი სულ ორჯერ ვნახე, ვიცი რომ გაუხარდებოდა.ტელეფონს დავწვდი და მისი ნომერი ავკრიფე.
-კარგი რა ანა რა მომესმა ნამძინარევი ხმა ყურმილიდან.
-შენთან მინდა გამოსვლა და მერე სადმე გავიდეთ.სწრაფად მივაყარე სათქმელი.
-კარგი ერთი კაფე ვიცი, შენ რომ მოგეწონება ისეთი და იქ წავიდეთ, და მერე საშოპინგოდაც გავიაროთ.
-აუუ ეგ სულ არ გამხსენებია, რა მაგარია. ეხლავე გავემზადები შენც ადექი რა.მხიარულად ჩავყვირე ყურმილში.ტელეფონი საწოლზე მივაგდე და სააბაზანიში შევვარდი, წყალი გადავივლე. დახვეული თმა შევიკარი, წინ რამდენიმე კულული ჩამოვიგდე, პომადა წავისვი და კარადას მივვარდი, შვინდისფერი მოკლე,ტყავის კაბა და შავი ყელიანი, როლინგი სწრაფად გადავიცვი, ფეხზე ბოტასები ჩავიცვი, მანტო მკლავზე გადავიკიდე. კიდევ ერთხელ შევავლე ჩემს ანარეკლს სარკეში თვალი და სრულიად კმაყოფილმა დავტოვე ოთახი.
კიბეზე დავეშვი. ვივის ხმა სამზარეულოდან მომესმა, მერე ნიკოსიც,პაოლოს ბავშვები სადღაც მიყავდა შაბათ-კვირას.მინდოდა მეკითხა სოფიც თუ მიდიოდა მათთან ერთად, მაგრამ არ მინდოდა უტაქტოდ გამომსვლოდა, მერე ბავშვებისგან ისედაც გავიგებდი ყველაფერს. სამზარეულოს მივაშურე. კარში ვიღაც მაღალი ტიპი იდგა, ნიკო აშკარად არ იყო, განიერი მხრები და ძლიერი მკლავები, ჰქონდა, ეტყობა იგრძნო მის უკან რომ ვიდექი და შემობრუნა.
-შენ ხარ პატარა? თვალი ჩამიკრა ბიჭმა. ლუკას დანახვაზე და ჩემს ფიქრებზე გამეღიმა.ნიკო აშკარად წამოენთო და მრისხანე მზერა ესროლა მეგობარს, მაგრამ მას ეს სულ არ ადარდებდა.
-ხო მე ვარ.ვცადე გვერდზე გამეწია, მაგრამ აშკარად არ აპირებდა ჩემს შეშვებას, ხელები კარის ჩარჩოს მიადო და კარგად დამაკვირდა. ჩემდაგასაკვირად არც დავბნეულვარ და არც გავღიზიანებულვარ, დღეს რაღაც სხვა ტალღაზე ვიყავი.
-რა ლამაზი ხარ. მომნუსხველად გამიღიმა ბიჭმა.
-შენც არაგიშავს. სარკასტულად ვუპასუხე მე და ხელიდან დავუსხლტი.კაცი შემოტრილდა და კედელს მიეყრდნო.მე ვივის გავუბი ლაპარაკი, მისთვის ყურადღება არც მიმიქცევია სამაგიეროდ, ის მაკვირდებოდა დაჟინებით.. ნიკო კი მას ხვრიტავდა სასტიკი მზერით, ამდენ დაძაბულობას მართლა ვერ ავიტანდი, ტელეფონმა დაიწკრიალა,კიდევ კარგი, მივხვდი რომ წასვლის დრო იყო. წამოვდექი და კარისკენ წავედი, ლუკა ჩემს წინ აპირებდა დადგომას მაგრამ სხარტად გამოვძვერი ოთახიდან და კაცს შუა თითი ვუჩვენე.დაინახე ნიკოს როგორ გაეცინა ჩემს საქციელზე.
ეზო გადავჭერი და ტაქსიში ჩავჯექი, უამონდობის გამო აშკარად ყველას ეზარებოდა გარეთ გამოსვლა, ქუჩები თითქმის ცარიელი იყო. დანიშნულების ადგილას მალე მივედი. ტაქსიდან გადმოვხტი და სადარბაზოში შევედი, კიბე სწრაფად ავირბინე და კარზე რამდენჯერმე მთელი ძალით დავაკაკუნე.
-ვერ ხარ გოგო შეენ? გაეცინა ნინას.
-აუუ ჯერ კიდე არ გაცვია?ავბუზღუნდი მე.
- მაცალე ცოტა დამრჩა და მზად ვიქნები. მე დივანზე ჩამოვჯექი და ჩართულ ტელევიზორს მივაშტერდი.-შენ ის მომიყევი თქვენთან სახლში რა ხდება?კიდევ დადიან კაი-კაი ტიპები?
-არაფერი განსაკუთრებული.ყველა ჩვენ საქმეს ვაკეთებთ. დღეს ის ტიპი იყო მოსული.-ლუკა- ცოტა წავიღლაბუცეთ და ეგ იყო.
-მაგას ჯერ ქალი არ გაქცევია გოგო.გაიცინა ნინამ.-და არც ნიკოს სხვათაშორის.-მაგ ლუკას ადრე ერთი გოგო უყვარდა და ის მერე მისი ძმისგან დაორსულდა, ამიტომ ახლოს აღარ იკარებს არავის.
-აუფ, აი მესმის ოჯახი. შენ საიდან იცი ეს ყველაფერი.
- სადაც ვმუშაობ იმათთანაც მეგობრობენ და სახლის დიასახლი ყველაფერს ზედმიწევნით მიკაკლავს ხოლმე.გაიცინა გოგომ.
-და ნიკოზე ყველა გიჟდება, ძალიან ზრდილობიანი და გალანტურია, ყველას კარგად ექცევა. რომ მოდიოდა ხოლმე,მარიას (მისი უფროსი) დები ისეთ დღეში იყვნენ ნეტა გენახა, წვეულებებზეც ეგ ორი სულ ყურადღების ცენტრში იყო. მაგრამ რად გინდა ძალიან უცნაური ტიპია, მისტიურიაოო-მარია ამბობდა ხოლმე,მაგრამ მე მკაცრი და ცივი მეჩვენა, არასოდეს გამოხატავს თავის გრძნობებს, 33 წლის კაცს რომანი არასოდეს ჰქონია, არავისთან, წარმოგიდგენია?მხოლოდ საყვარლები ყავდა.ახლა არ ვიცი, ახლა შენ უნდა მითხრა წესით...მე მხრები ავიჩეჩე.
-მართლა არაფერი ვიცი იშვიათად მოდის ხოლმე და ცოტას ვკონტაქტობთ.ნინასთვის არაფერი მომიყოლია, რამე რომ მეთქვა გაგიჯდებოდა.
-აუუ შენგან ხო ვერაფერს გაიგებს კაცი რა. დაიჯღანა გოგო..
სახლი დავტოვეთ და კიბეზე სწრაფად ჩავირბინეთ ორივემ და წვიმიან ქუჩას გავყევით.გეზი ქააქის ცენტრისაკენ ავიღეთ, სავაჭრო ცენტრში შევედით და ლამის ყველა მაღაზია მოვირბიინეთ, მე საკმაოდ პრეტენზიული ვიყავი არჩევაში ამიტომ, მხოლოდ მანტო, ჯინსი და ერთი საღამოს კაბა ვიყიდე, ისე მომეწონა გვერდს ნამდვილად ვერ ავუვლიდი, რამდენიმე საჭირო ნივთიც ვიყიდე.ბოლოს ქსოვილების მაღაზიას ჩავუარეთ, გამახსენდა ბებია ქსოვას რომ მასწავლიდა. სწრაფად შევირბინე მაღაზიაში და რამოდენიმე ფერადი ძაფის გორგალი ვიყიდე,მინდოდა ბავშვებისთვისაც მესწავლებინა..
პარკები ავიღეთ ცოტა გავისეირნეთ და კაფში წასვლა გადავწყვიტეთ. ძალიან დაღლილები ვიყავით ორივე, ულამაზესი ადგილი იყო, გამწვანებული შიდა ეზო ჰქონდათ, ხეში და ქვაში გაწყობილი ინტერიერი განსაკუთრებულ აურას სძენდა, ჭერში მოციმციმე ბურთულები ეკიდა და ნაზ შუქს ჰფენდა იქაურობას. კითხეში ჩამოვჯექი.. ნინას ტელეფონმა დაიწკრიალა.ცოტა ხნით გავიდა და გაბრაზებული დაბრუნდა უკან.
-ან მაპატიე უნდა წავიდე რა. უფროსმა დამირეკა.
-კარგი რა, მარტო მტოვებ?
-ჰო, არც მე მინდა წასვლა მაგრამ რას ვიზამ. შენ დარჩი ცოტა დაისვენე. გოგომ პარკებს ხელი დაავლო და ოთახი დატოვა.კუთხეში მივჯექი და ქუჩაში დავიწყე ყურება. ფიქრებიდან ოფიციანტმა გამომიყვანა.მე ცხელი შოკოლადი და ალუბლის ნამცხვარი შევუკვეთე.ბევრი ხალხი იყო, ამიტომ ჩემი შეკვეთა აგვიანებდა, არ გავბრაზებულავარ, პირიქით გამიხარდა კიდეც, ისეთი სასიამოვნო გარემო იყო, მთელ საღამოს დიდი სიამოვნებით გავატარებდი აქ..
სკამის საზუგეს მივეყრდენი, ფეხი შევიკეცე და ცხელი ჭიქა ხელებში მოვიქციე, უნებურად მეღიმებოდა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი რატომ..ანგარიში გავასწორე, ზანტად წამოვდექი ფეხზე და გარეთ გამოვედი, ჯერ მხოლოდ ექვსი საათი იყო, მაგრამ საკმაოდ ბნელოდა.ქუჩას ნელა გავყევი და მარჯვნივ შევუხვიე..
-ვის უღიმოდი?ყურთან მიჩურჩულა ხავერდოვანმა ხმამ.
-რაა შენ აქ რას აკეთებ? შევყვირე შეშინებულმა.
-ნუ გეშინია, შემო პატარა. არ გითვალთვალებ. მე და ლუკაც აქ ვიყავით, მაგრამ შენ ისე გართული იყავი ქუჩაში ყურებით და ისე ბედნიერად იღიმოდი,ვერ შეგვამჩნიე. ჩვენ კი ხელი არ შეგიშალეთ.კედელს მიეყრდნო მამაკაცი და მშვიდად დამიწყო ყურება.მე გვერდი ავუარე და გზა გავაგრძელე.ისიც ნელი, მძიმე ნაბიჯით გამომყვა უკან, პარკები გამომართვა.
-როგორმე მოვერევი. გავაპროტესტე მე და ვცადე უკან დამებრუნებინა.
-მანქანაში ჩავდოთ და ფეხით გავიაროთ.თავი დავუქნიე და დაველოდე როდის დაბრუნდებოდა უკან. კაცმა სწრაფად გადმოჭრა გზა ხელკავი გამომდო და ტროტუარს ნელა გავუყევით. მშვიდად იყო, იღიმოდა. რა ეტაკა არ ვიცი , ისეთი გრძნობა მქონდა, რომ პერიოდულად გრძნობებს ვერ უმკლავდებოდა და ვინმესთვის უნდოდა სითბოს გაზიარება.მერე სადღაც შევუხვიეთ ადგილი არ მეცნო და სვლა შევანელე.
-არ დავიკარგებით, ნუღელავ, დაიჩურჩულა კაცმა და კიდევ ერთხელ შეუხვია უცნაურ ადგილას. სახლის სადარბაზოში შევედით, კიბეზე ავედით. ალბათ მის ბინაში მივდიოდით ავფორიაქდი მე, სულ დავიჭიმე, მაგრამ შევცდი.ყველა სართული ავიარეთ და სახურავზე ამოვედით.ღმერთო სად პოულობს ეს კაცი ამ ადგილებს.ისეთი ლამაზი იყო, სახურავზე ვერანდა იყო მოწყობილი, დაბალი ხის დივანი და მაგიდა იდგა, ზედ ბალიშები ეყარა, მშრალი იყო გამიკვირდა,ხეებითა და ულამაზესი ფერად-ფერადი ყვავილებით იყო მორთული იქაურობა. ქალაქი თითქოს ძალიან შორს მოჩანდა ჩვენგან. მე დივანზე ჩამოვჯექი და განათებულ სივრცეს მივაშტერდი, ისევ უნებურად მეღიმებოდა..ნიკო თერმოსით და ჭიქებით ხელში დაბრუნდა საიდანღაც, გამიკვირდა,მაგრამ არაფერი მიკითხავს.
-იცი რა საყვარელი ხარ, როცა იღიმი. მე უნებურად ისევ გამეღიმა, კაცი დაიხარა და ნაზად მაკოცა ცხვირზე.მე დაღლილი მივეყრდენი დივანის საზურგეს.ბალიში ჩავიხუტე და ნიკოლას დავაკვირდი.კაცი ჩემს გვერდით ჩამოჯდა,ჭიქები ცხელი ყავით შეავდო და გამომიწოდა.ცალი ხელით წინ ჩამოყრილ კულულებზე თამაში დამიწყო.ცოტა მაკლდა და კატასავით ავკრუტუნდებოდი, კაცმა საჩვენებელი თითი ცხვირზე დამისვა და ლოყაზე ნაზად მომეფერა, უფრო ახლოს მოიწია, ისეთი თბილი იყო, მე კი ისეთი დაღლილი რომ ცოტაც და გავითიშებოდი, მაგრამ თავს ვძლიე და წამოვიწიე, თვალები მოვიფშვნიტე და კაცს გავხედე რომელიც ინტერესით მაკვირდებოდა, ჭიქას ორივე ხელი მოვკიდე ყავა მოვსვი და სივრცეს მივაშტერდი.მინდოდა მეკითხა სახლში რატომ არ მოდიოდა, რატომ მექცეოდა ასე უცნაურად და მერე მე მეძახდა უპროგნოზოს.სიცივისგან მოვიბუზე, კაცმა ნაზად დამისვა ზურგზე ხელი, ისეთი თბილი იყო ლამის გავდნი.ღმერთო, რა ჯანდაბა უნდა ვერ გავიგე.თავი ზურგზე მომადო და მომეყრდნო. ისეთი მგრძნობიარე და თბილი იყო, მისი თითოეული თუნდაც უმნიშვნელო შეხება იმდენი გრძნობით და სითბოთი იყო სავსე, ვერ გავუძელი და ხელზე ნაზად ჩამოვუსვი თითები, თითქოს ამ საპასუხო მოქმედებას ელოდაო მთელი ეს დრო...ღრმად ამოისუნთქა და ცხვირი მხარზე გამისვაა,ცოტა ხანს ასე ვიჯექით..
-წავიდეთ რა. თითქმის ნამძინარევი ხმით ამოვიბურტყუნე მე. კაცი სწრაფად წამოდგა, მეც გავსწორდი მაგრამ ვერ ფხიზლდებოდი და თვალებს ვლულავდი.ნიკომ წელზე მომკიდა ხელი,მერე ფეხებში მწვდა და ხელში ამიტატა, კისერზე შემოვხვიე ხელი და თავი მხარზე ჩამოვადე. ნიკოს ეღიმებოდა.კიბეზე მსუბუქად დაეშვა და მანქანაში ფრთხილად ჩამსვა. გავითიშე. სახლამდე არაფერი გამიგია.
შუაღამისას გამომეღვიძა, ტანსაცმლით ვიწექი, ნიკო საწოლზე იყო წამომჯდარი და წიგნს კითხულობდა, თვალები მოვიფშვნიტე.
-გაიღვიძე.გამიღიმა კაცმა.
-აქ როგორ მოვედით? ნახევრად ძილბურანში ვიყავი.
-მანქანით. ორივეს გაგვეცინა.- მარტო არ დაგტოვე, არ მინდოდა შეგშინებოდა.თავზე გადამისვა ხელი.-გინდა დავრჩე? მოულოდნელად მკითხა.
-კი.ბიჭმა სვიტერი გაიხადა, პლედი აწია და შემომიწვა.მიმიხუტა, მეც გავიტრუნე.
-ხვალ პროვანსში მივდივარ, ერთი თვით.
-რატომ?
-საქმე მაქვს.იცოდე ლუკას არ გაეკარო. მკაცრად გამაფრთხილა.
-რა? სწრაფად წამოვიწიე მე და კაცს სახეზე დავაკვირდი.-შენ რატომ მიწყვიტავ ვის გავეკარო და ვის არა?
-ანა, ანა, ჩემო საყვარელო, დამშვიდდი. გაჩეჩილი თმა ყურს უკან გადამიწია.-უბარალოდ გაფრთხილებ, ასე თუ მოიქცევი, ძალიან ინანაებ, დამიჯერე.გაბრაზდა-ვიცი რომ მაინც ისე მოიქცევი როგორც გინდა მაგრამ მაინც..მე ჩემს ადგილზე დავბრუნდი და გვერდი ვიცვალე. ნიკოს სუნთქვას კისერზე ვგრძნობდი.ვეღარ ვიძინებდი.კაცმა იფიქრა რომ ჩამეძინა, მომეხუტა და კისერზე მაკოცა. -რომ იცოდე, შენს მიმართ რას ვგრძნობ, ასე არ გაბრაზდებოდი-დაიჩურჩულა ბიჭმა და უფრო მომეკრა.თვალები ვჭყიტე-ნეტა რას გრძნობს ასეთს , ულტიმატუმებს რომ მიყენებს. გაბრაზებული ვიყავი მაგრამ მის მკლავებში ისე კარგად ვგრძნობდი თავს მალევე წავედი სიზმრების სამყაროში. ვგრძნობდი როგორ ფრთხიად მეფერებოდა ტმაზე და პერიოდულად შუბლზე მკოცნდა, სიზმარი მეგონა..









დილით ადრე გამეღვიძა.ნიკოს ჩემზე მოტმასნისლს ეძინა, თავი ჩემს მხარზე ედო,მისი უზარმაზარი ტორი კი წელზე ჰქონდა მოხვეული. თავზე ნაზად გადავუსვი ხელი არ მინდოდა გაღვიძებოდა, მაგრამ არც ის მინდოდა რაც ახლა ხდებოდა, არ ვიცი რა მჭირს, მის წინაშე უძლური ვარ, მაგრამ ჩემი გონება მაქსიმალურად ცდილობს მის უარყოფას, სწორად არ ვიქცევი, ორი წლის მერე აქედან წავალ და გული მეტკინება, დავიტანჯბი, ვერც ის გამირკვევია რა არის ამ შემთხვევაში სწორი და რა არასწორი. ძალიან არეული ვიყავი, ის კი უარესად მრევდა. ნეტა თვითონ რას ფიქრობს, ან საერთოდ როგორ მექცეოდა ეს პერიოდი......ვცადე სულელური ფიქრებისათვის თავი დამეღწია, რადგან ნიკოლა და მისი გრძნობები აბსოლიტურად არაადეკვატური იყო ჩემს მიმართ..კაცს კიდევ დიდხანს ეძინა მშვიდად და აუღელვებლად სუნთქავდა, ვცადე ფრთხილად გამოვძრომოდი, მაგრამ ერთი მოძრაობა და თვალები დაჭყეტილი ჰქონდა..
-დილამშვიდობისა.ნამძინარევი ხმით მომესალმა.მეც საპასუხოდ გავუღიმე.საწოლში გასწორდა და თავისკენ მიმიზიდა, ლოყაზე ვნებიანად მაკოცა, ისე მეხუტებოდა მეგონა ნეკნებს ჩამიმტვრევდა, ნაზად მოვიშორე..
-მომენატრები. დაიჩურჩულა მან.
-ამას რატომ აკეთებ?თითქოს დამაიგნორა და ლავიწზე მაკოცა.-ნიკოლა?ღრმად ამოისუნთქა და საწოლში ჩამოჯდა და პასუხად მხრები აიჩეჩა. ეს ალბათ ყველაზე საშინელი პასუხი იყო, მაგრამ თითქოს შვება მომგვარა.
-არ ვიცი რა მჭირს, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი, თავს ვერაფერს ვუხერხებ და კიდევ არ მინდა გული გატკინო.საწოლიდან წამოდგა და კარისკენ წავიდა.-მომავალ შეხვედრამდე ანა.სევდიანად გამიღიმა და კარი გაიხურა..
საღამოს პაოლო ბავშვებთან ერთად დაბრუნდა.ვივი სიხარულით გამოიქცა ჩემსკენ და კალთაში ჩამიხტა.უამრავი რამ მომიყვა, მთელი საღამო მათთან თამაშსა და ლაპარაკში გავატარე.დრო ისე გავიდა ვერაფერი გავიგეთ.
ნიკოლამ ჩემოდნები დაბლა ჩამოიტანა და ბავშვებს გამოემშვიდობა, მე ნაზად გადამკოცნა და ეზო გადაჭრა. არაფერს ვგრძნობდი, სრული სიცარიელე იყო.კარგია რომ წავიდა..ორივესთვის ასე ჯობია...
ნიკოლა
მოლაპარაკებებზე პაოლო უნდა წასულიყო, მაგრამ მე შევცვალე და ეს მხოლოდ იმიტომ გავაკეთე რომ მისგან შორს ვყოფილიყავი.მხოლოდ იმიტომ რომ მის მორევში ჩათრევა არ მინდოდა, თუ ჩავყვებოდი, თუნდაც მხოლოდ სიამოვნების გამო, ვიცოდი უკან დასაბრუნებელი გზა მომეჭრებოდა, იმდენი ემოციის შენახვა და დამალვა მიწევდა საკუთარ თავში, ვერ ვუძლებდი. ან მისთვის უნდა გამეზიარებინა ან გვერძე გავმდგარიყავი და მშვიდად ყოფნის უფლება მიმეცა.წასვლა ალბათ ამ სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი იყო.ამ პერიოდში,თუ ამ ფიქრებს თავიდან მოვიშორებდი, მაშინ ეს ის არ ყოფილა რაც მეგონა და მშვიდად გავაგრძელებდი ცხოვრებას...
მოლაპარაკებები კარგად მიდიოდა, დროსაც შესანიშნავად ვატარებდი, ბევრ ქალს ვაბამდი, ბევრთან ვიწექი, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდა ცოტა ხანში ჩემს თავზე გული მერეოდა...სამწუხაროდ ყველაფერი საპირისპიროდ ხდებოდა. უფრო ვგიჯდებოდი, ღამე არ მეძინა, ყველგან მას ვეძებდი, არ გამომივიდა მშვიდი ცხოვრება მის გარეშე. ერთი სული მქონდა როდის მოვიდოდა შობა რომ სახლში მივსულიყავი..
ანა
უკვე დეკემბრის შუა რიცხვები იყო. გარეთ საშინლად ციოდა, ყოველ საღამოს ბავშვებთან ან მარკოს მეგობრებთან ერთად ვიჯექი ბუხართად და ისე ვატარებდი დროს. საშობაო მზადება თითქმის ყველა ოჯახში დაწყებული იყო. ჩვენც დიდი რუდუნებით ავარჩიეთ ნაძვის ხე, მოსართავები და სახლი გავალამაზეთ. ფრანკა და ჯორჯოც ჩამოვიდნენ. საახალწლო დეკორაცია და ჟრიამული მეც პატარა ბავშვივით მახარებდა. მე, ბავშვები და მარკო ხშირად დავდიოდით სასეირნოდ.ფრანკა და ჯორჯოც ჩამოვიდნენ ტოსკანიდან და საერთო ოჯახურ მხიარულებას შეუერთდნენ. მინდოდა შობას ნინასთან ერთად შევხვედროდი, ამიტომ ბავშვებს და მარკოს საჩუქრები ადრე ვაჩუქე. ამ დროს ყველაზე მეტად ვიგრძენი რა ძნელია ოჯახიდან შორს ყოფნა, მიუხედავად იმისა რომ არაჩვეულებრივი ადამიანები მყავდა ირგვლივ.
ნიკოლას წასვლის შემდეგ ლუკა უფრო გააქტიურდა, თითქოს წინაღობა მოიშორა მისი სახით.თითქმის ყოველდღე მირეკავდა და სადღაც მეპატიჟებოდა.უარით ვისტუმრები, მაგრამ ეს მისგან თავის დაღწევას ნამდვილად არ ნიშნავდა. წამში ჩნდებოდა სადაც არ უნდა წავსულიყავი, მის დაჟინებულ მზერას ყველგან ვგრძნობდი. სერიოზულ აკვიატებად ვექეცი. რაც უფრო შორს ვდგებოდი მისგან მით უფრო ხელდებოდა. შაბათი დილაც რათქმაუნდა მისით დაიწყო. თავი ძლივს წამოვწიე საწოლიდან..
-რას შვრები პატარა. მხიარულად ჩამყვირა ყურში.
-რავი მეძინა და შენ გამაღვიძე.უკვე საშინლად მაღიზიანებდა.
-გინდა სადმე გავისეირნოთ?
-არ მინდა. პატარა ბავშვივით გავჭირვეულდი მე.
-გინდა რა. რა უნდა აკეთო მარტომ სახლში?- მონიკას დაეხმარო?
-კარგი, ჯანდაბას.
-ჯანდაბა ვარ გოგო მეეე? გაიცინა კაცმა- ქალები ჩემზე ოცნებობენ შენ კიდეე..
-მე გამომრიცხე შენზე მეოცნებეთა სიიდან. აგდებით ჩავძახე ყურმილში.
-კარგი, კარგი. გაიცინა ბიჭმა. პირველზე გამოგივლი და სასერნოდ წავიდეთ.ყურმილი ისე გავუთიშე პასუხიც არ დამიბრუნებია. არ მინდოდა წასვლა მაგრამ აზრი არ ჰქონდა.
უხასიათოდ წამოვდექი საწოლიდან და მზადებას შევუდექი, მუქი მწვან ე ნაქსოვი კაბა და შავი მანტო ჩავიცვი, თავზე ბერეტი დავიფარე,ჩანთას ხელი დავავლე და კიბე ჩავირბინე.
-სად მიდიხარ საყვარელო?გამიღიმა მონიკამ.ირგვლივ მიმოვიხედე და მივხვდი რომ სახლში მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით.
-ლუკას უნდა შევხვდე, მოსვენებას არ მაძლევს, მართლა აღარ შემიძლია.მინდა ადამიანურად გავაგებინო რომ მასთან ურთიერთობა არ მინდა. ამოვიოხრე მე, ქალმა სევდინი მზერა მომაპყრო.
-მასთან ადამიანური არაფერი ჭრის, ნამდვილი არაკაცია.დაიღრინა ქალი.
-კარგი რა, ვერ ხედავ რა სახე მაქვს, უარეს ნუ მიშვრები.ისეთი გრძნობა მქონდა რომ რაღაც იცოდა, რაღაც ისეთი გაიგო რაც მე არ უნდა მცოდნოდა. შემეშინდა.
-არ ვიცი აშკარად შეპყრობყრობილია შენით.
-მაგას უკვე მივხვდი.მანქანის სიგნალი გავიგე, მოვიდა. ოთახო დავტოვე და ეზო ნელა, ზოზინით გადავჭერი. კაცმა გამიღიმა, მაგრამ ჩემი უჟმური გამომეტყველაბის დანახვისას
თითქოს ხასიათი წაუხდა.
-ფეხით წავიდეთ! განვაცხადე მე და არც დავლოდებივარ ისე გავუყევი სველ ტროტუარს. ერთხანს გაშეშებული იდგა, მაგრამ სწრაფად გამოერკვა და ამედევნა.წამომეწია და გვერდით ამომიდგა.კიარ მივსეირნობდით, მივქროდით, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ნახევარ საათში უკვე მთავარ ქუჩაზე ვიყავით. მთელი გზა არც ერთს არ ამოგვიღია ხმა.
-გაიცინე პატარა თორემ ხალხი იფიქრებს რომ შენზე ვძალადობ. გაიცინა თავის დებულურ ხუმრობაზე.
-ეგ მაკლია ზუსტად, ჩავისისინე მე.
-რომელ კაფეში წავიდეთ?ისე მკითხა ვითომ ძალიან აინტერესებდა. მე მხრები ავიჩეჩე.იმ კაფეში წასვლა შემომთავაზა სადაც მე და ნინა დავდიოდით ხოლმე. თავი დავუქნიე და უკან გავყები. დანიშნულები ადგილზე მალე მივედით. მე კუთხეში დავჯექი და ფანჯრიდან დავიწყე ყურება, ლუკა ჩემს პირდაპირ იჯდა და ინტერესით მაკვირდებოდა.ორივე უხერხულად ვიყავით, აშკარად საერთო არაფერი გვქონდა. გოგონები ჭკუაზე არ იყვნენენ, გამწარებულები ეპრანჭებოდნენ, მიმტანი ლამის კალთაში ჩაუჯდა, ისიც ყველას აძლევდა თავის წილ ყურადღებას, მოურიდებლად ფლირტაობდა, ბებრებთანაც კი. სერიოზული ნარცისიზმით იყო შეპყრობილი. საზოგადოებაში უფრო ადვილად შესამჩნევი გახდა ეს ყველაფერი. საზიზღარი იყო. მდიდარი მამიკოს ბიჭი რომელიც იღებს ყველას და ყველაფერს რაც თვალში მოუვა. ვხედავდი როგორ ღიზიანდებოდა იმ ფაქტით რომ მის მიმართ აღფრთოვანებას არ გამოვხატავდი, კაფეში მჯდომი სხვა გოგონების მსგავსად.
-რის მიღწევას ცდილობ?მოულოდნელად მკითხა ბიჭმა.
-უკაცრავად?ვერ მივხვდი მისი კითხვა რომელ მხარეს უმიზნებდა.
-კარგი, უკარება საყვარელი გოგოს როლით, რის მიღწევას ცდილობ?გაღიზიანდა.არ ველოდი ამ კითხვას დავიბენი.
-არაფრის, მე უბრალოდ ასეთი ვარ. მშვიდად ვუპასუხე.
-ასეთი ხარ?არ ხარ.მიწვევ, მახელებ, ვიცი რაც გინდა პატარა. ყველას უნდა მდიდარი კაცის საყვარელი იყოს, ხანგრძლივი დროით.ერთი ღამე არ გაწყობს, ამიტომ იქცევი ასე.ძვირიანი საჩუქრები, წვეულებები არაფერი მომაკლდება ფიქრობ ალბათ..
-ნამდვილი ს**ი ხარ. სიტყვა არ დავამთავრებინე კაცს,წამოდექი და კაფე დავტოვე. მინდოდა მეტირა, მაგრამ თავი შევიკავე. გული გამალებით მიძგერდა, დიდი სიამოვნებით გავაწნიდი სილას მთელი ძალით.. კუთხეში გავჩერდი და თავის დამშვიდება ვცადე, მაგრამ უარესად ამომიჯდა გული. ახლა ცუდად გახდომა არ მინდოდა, მაქსიმალურად ავიყვანე თავი ხელში და სახლისკენ წავედი. მთელი გზა ღმერთს ვთხოვდი სახლში არავინ დამხვედროდა, არ მინდოდა ასეთ მდგომარეობაში ვენახე.
მისაღებში პაოლო იჯდა, გამიკვირდა ამ დროს სახლში არ არის ხოლმე. ვცადე არაფერი შემემჩნია, მაგრამ აშკარად არ გამომივიდა.
-რა ხდება ანა? შეშინებული წამოხტა კაცი.
-არაფერი, მეზობლის ძაღლმა შემაშინა. მეტი დამაჯერებლობისთვის იდიოტივით გავიღიმე.
-კარგი. ისე მიპასუხა მივხვდი რომ არ დაიჯერა.- დამაშვიდებელს დაგალევინებ, მზრუნველად მითხრა კაცმა-გამოიძინე.ისეთი გაფითრებული ხარ გული მისკდება.ექიმთან ხომ არ წავიდეთ.
-არა, არაა საჭირო მართლა უკეთესად ვარ.კაცმა წამალი მომიტანა.
-არ ინერვიულო საყვარელო. თუ რამე გაწუხებს შეგიძლია მითხრა.უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე და კიბეს ავუყევი. წყალი გადავივლე და საწოლში შევწექი. არ მინდოდა მეტირა მაგრამ თავი ვერ შევიკავე, სახე ბალიშში ჩავრგე და მთელი ძალით ავტირდი.
შუაღამისას გამომეღვიძა, თვალებიდან ძლივს გამოვიხედე. საწოლიდან წამოვდექი და სარკეში ჩავიხედე. მთელი სახე დასიებული მქონდა ტირილისგან.პირი დავიბანე და კრემი წავისვი. ვიცოდი გვიანი იყო და არავის ეღვიძა მაგრამ მარტო ყოფნა არ მინდოდა.მარკოს ოთახისკენ წავედი და ფრთხილად დავაკაკუნე.
-შემოდი. გამოძახა ბიჭმა, კარი გავაღე და ოთახში თავიშევყავი.-მოდი ან. მარკომ საწოლზე ადგილი გამინთავისუფლა. მის გვერდით ჩამოვჯექი.
-შენ რა ტიროდი. გაკვირვებულმა მკითხა და ლეპტოპი გვერდზე გადადო.-ვინმემ აგატირა.კიდევ უფრო დაიძაბა.
-არა უბრალოდ მეძინა და ეხლა გავიღვიძე.უნამუსოდ ვიცრუე.
-აქამდეც მინახიხარ ახალგაღვიძებული, მაგრამ ასეთი არასოდეს ყოფილხარ. დაეჭვებით შემომხედა.-ანა-მაინც გავიგებ. ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი გაკვირვებული შემომყურებდა, მერე გაბრაზდა, ვთხოვე რომ არავისთვის არაფერი ეთქვა, როგორც იქნა დავითანხმე..
ფილს ვუყურებდით, როცა მისმა ტელეფონმა დაიწკრიალა.თვალი მოვკარი ნიკოლა იყო.ფილმზე გადავიტანე ყურადღება, არ მინდა ეგონოს რომ მათ საუბარს ვუსმენ, მაგრამ გავიგე როგორ კითხა ჩემზე.გული ამიჩქარდა. მარკომ უთხრა მერე მოგიყვებიო და ყურმილი გვერდზე გადადო.
-ხვალ ჩამოდის. გაიღიმა ბიჭმა.
-ასე ადრე რატომ?
-საქმეებს მოვჩიო, თან შობას მარტო ყოფნა არ უნდოდა. აუუ დარჩი რა შენც გთხოვ.
-არა, ნინა ცოდოა მარტო.
-კარგი რა.გაბუტულივით ჩაილაპარაკა ბიჭმა და მომეხუტა.
-კარგი დასაძინებლად უნდა წავიდე.
ისე მალე ჩამეძინა ვერაფერი გავიგე, დილით ადრე ადექი, მოუსვენრად ვიყავი. მონიკას საუზმის მომზადებაში ვეხმარებოდი თან ლიზას ველაპარაკებოდი. ზარი დარეკეს, გული ამიჩქარდა მივხვდი ვინ იყო, მინდოდა დავმალულიყავი, ოღონდ არ ვიცი რატომ.მონიკა კარის გასაღებად წავიდა მე გაზქურას მივუბრუნდი და ვცადე თავი ხელში ამეყვანა.ნიკოლამ ზღურბლს გადმოაბიჯა, ბარგი შემოსასვლელში დადო და ქალს მიესალმა, მერე სამზარეულოში შემოვიდა. ლიზას აკოცა, ჯიუტად არ ვტოვებდი გაზქურას, მომიახლოვდა,ზურგზე ნაზად დამადო ხელი და ლოყაზე რამდენჯერმე მაკოცა...
შეცვლილი მეჩვენა,საშინლად სევდიანი იყო, გაუხეშებული გამოხედვით და დაღლილი სახით, მოუთმენლად აცეცებდა თვალებს აქეთ-იქით.შავი წვერი უფარავდა სახეს და თითქოს მის ისედაც მკაცრ მზერას კიდევ უფრო უსვამდა ხაზს, მაგრამ მისი მზერა აღარ იყო ისეთი როგორიც მახსოვდა, როგორიც მომწონდა, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მოხდა, რაღაც შეიცვალა მასში.
ბარის კედელს მიყრდნო, მძიმედ სუნთქავდა და მაკვირდებოდა როგორ ვაჭმევდი ლიზას, რამდენჯერმე ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა მაგრამ მხოლოდ წამიერად. ოთახი რომ დატოვა შვებით ამოვისუნთქე.სამზარეულო მივალაგე და კიბეს ავუყევი, არ მინდოდა მარტო დავეჭირე, მაგრამ როგორც ყოველთვის არ გამომართლა. ჩემი ოთახის კარზე იყო მიყედებული და მელოდებოდა. უკან ჩაბრუნება დავაპირე,მაგრამ არ გამომივიდა.
-მოდი აქ!მკაცრი მაგრამ გატეხილი ხმით მითხრა. მეგონა ლუკას გამო გამიბრაზდებოდა. ზოზინით ვუახლოვდებოდი, რაც უფრო მცირდებოდა მანძილი ჩვენს შორის, მით უფრო მიჩქარდებოდა პულსაცია, ღმერთო ოღონდ გული არ წამივიდეს..მის წინ დავდექი, კაცი გასწორდა. ჩემი ხელი თავის ტორში მოიქცია და ნაზად აკოცა.
-შენთან ლაპარაკი მინდა, ცოტას დავისვენებ და საღამოს სადმე გავიდეთ კარგი. მე უხმოდ დავუქნიე თავი. ნიკო თავისი ოთახისკენ წავიდა და მალე კარში გაუჩინარდა, მაგრამ ახალი საფიქრალი დამიტოვა..
ნიკოლა
წასვლამდე უკვე დღეებს ვითვლიდი. საქმეს დროზე ადრე მოვრჩი, ბარგი სწრაფად ჩავალაგე და პირველივი რეისი დავჯავშნე. ფრენისას თვალი ვერ მოვხუჭე, მთელი გზა ვალაგებდი აზრებს, როგორ მეთქვა ყველაფერი ანასთვის, ისე რომ არ გაღიზიანებულიყო. სათქმელი მოვიფიქრე მაგრამ ვიცოდი რომ გრძნობებს ავყვებოდი და ვერაფერსაც ვერ ვეტყოდი.
ცივად შემხვდა, მაგრამ ეტყობოდა რომ ღელავდა, მას ეგონა გრძნობებს კარგად მალავდა, ასე არ იყო. მინდოდა კოცნით დამეხრჩო, მოვფერებოდი. მაგრამ ყველას თვალწინ ასე უცნაურად ვერ მოვიქცეოდი. სად წამივიდოდა, ჩემი იყო, ჩემს იქით გზა არ ჰქონდა. ეგოისტურად ჟრეტს მაგრამ სიყვარული ხომ ასეთია...
კარგად გამოვიძინე, შხაპი მივიღე, წვერი გავიპარსე და სწრაფად ჩავიცვი, ანას კარზე მივუკაკუნე. ისეთი ლამაზი იყო, ისე მომნუსხველად მიღიმოდა ლამის გულმა დამარტყა. ხელი ჩავკიდე,სწრაფად ჩავირბინეთ კიბე, ეზო გადავჭერით და თითქმის სირბილით მივედით მთავარ ქუჩამდე.
-გაგიჟდი სად მივრბივართ. ძლივს ამოისუნთქა გოგომ.
-ცოტაც მოითმინე. ორივეს სულელებივით გვეცინებოდა. სირბილიდან სეირნობაზე გადავედით. ვერ მოვითმინე, არ შემეძლო მის გვერდით ვმდგარიყავი და სადღაც მისვლას დავლოდებოდი..
-სიგიჟემდე შემიყვარი ანა, გოგომ გაოგნებულმა შემომხედა. ტუჩებზე წავეტანე.უკან არ დაუხევია. სუნთქვის შეკვრამდე ვკოცნე, ისეთი ტკბილი იყო, ისეთი ნაზი სასიამოვნო..მთელ სხეულში ჟრუანტელი მივლიდა.გოგომ ნაზად მიბიძგა ხელით, მანიშნა რომ მოვშორებოდი.უკან დავიხიე და მის რეაქცია დაველოდე....
თავი 9
ისეთი გაკვირვებული მიყურებდა გავშრი. ვცდილობდი მის სახეზე რაიმე ემოცია მაინც წამეკითხა მაგარამ ტყუილად. მერე უკან დაიხია და გაეცინა.
-მგონი ყველა ჩვენ გვიყურებს, თვალი მოავლო ადგილს. ღმერთო რა არაპროგნოზირებადია, მე რას ველოდი და ამან რა კითხვა დასვა, მის გულუპრყვილობაზე მეც გამეცინა.
-არაუშავს, არამგონია მეორედ კიდევ გვნახონ.ვუთხარი და კიდევ ვაკოცე.ამჯერად უფრო ნაზად. თვითონაც მომეხუტა, აშკარად უარზე არ იყო, მინდოდა ეს მისგან მომესმინა.
-მინდა რომ ერთად ვიყოთ.
-ასე არ შეიძლება... კიდევ უნდოდა გაეგრძელებინა მაგრამ არ ვაცალე.
-რატომ არ შეიძლება?მე მიყვარხარ, მაგრამ შენ თუ უხერხულად ხარ შეგვიძლია არავის ვუთხრათ-მზერას მარიდებდა და სადღაც სივრცეში იხედებოდა.გავბრაზდი. ნიკაპში მოვკიდე ხელი, თავი მაღლა ავაწევინე და თვალებში ჩავხედე.
-ანა პასუხი მჭირდება, იცოდე რომ თუ უარს მეტყვი ჩემგან არაფერი დარჩება, გავნადგურდები, ან შენ იქნები ჩემს გვერდით ან არავინ..ისე გადაჭრით ვუთხარი მგონი შეეშინდა, მობუზული მიყურებდა. ღმერთო ეს ვინაა, ვერაფერი გავუგე..
-ამას ფსიქოლოგიური ძალადობა ქვია. იმედი მაქვს ამას დაბნეულობისგან ამბობს. გული გამალებით მიცემდა, კიდევ ერთი მსგავსი რეპლიკა და... გაფიქრებაც კი არ მაცალა ბოლომდე. ფეხის წვერებზე აიწია და ნიკაპზე მაკოცა. ეს თანხმობად მივიღე და გულში ჩავიკარი.ზუსტად ვიცოდი რომ სიგიჟემდე მიყვარდა და ისიც ვიცოდი რომ მასთან ურთიერთობა მარტივი არ იქნებოდა.
ანა
ქუჩის კუთხეში ვიდექით . ჯერ სულელებივით ვიცინოდით და მერე გიჟებივით ვკოცნიდით ერთმანეთს, სუნთქვა მეკვროდა, სიამოვნებისგან სხეული მიცახცახებდა. ვუყვარდი. ეს ალბათ ყველაზე წარმოუდგენელი რამ იყო ამ წუთას ჩემთვის, ნიკოსნაირ კაცს ვუყვარდი.უამრავი აზრი ტრიალებდა ჩემს თავში. ეს ყველაფერი, სულ რამოდენიმე თვეშიც რომ დასრულებულიყო ვფიქრობდი რომ ჩემი თავისთვის უფლება უნდა მიმეცა ასეთ კაცთან მქონოდა ურთიერთობა, ხელს ვერ ვკრავი, ვერ მოვიშორებდი თავიდან და ვერ ვეტყოდი თითქოს მასთან არ მინდოდა.. დავთანხმდი, მაგრამ არ ვიცოდი რა მოყვებოდა ამ ყველაფერს, ან რამდენად მეტკინებოდა გული.არაფერი ვიცოდი მართლა არაფერი ვიცოდი..
-მოდი საიდუმლოდ შევინახოთ ეს ამბავი. კაცმა თავი დამიქნია.
-როგორც გინდა, არ მინდა უხერხულად იყო, ის კი ნამდვილად არ ვიცი ეს სადამდე გაგრძელდება ასე.მაგრამ იცოდე რომ ყველა შაბათ-კვირა ჩემი ხარ.
-კარგი რა.ისედაც სულ ერთად არ ვიქნებით.
-არა. მე შემს სახლში გადავალ. იშვიათად მოვალ ხოლმე. სულ იქ ვერ გავძლებ.ამის თქმაზე ყბები დაეჭიმა.
-კარგია, მეც არ მინდა სულ ერთად ვიტრიალოთ და მერე ერთმანეთი მოგვბეზრდეს.
-სისულელეს ნუ ამბობ.
-სისულელე არაა , უმეტესად ასე ხდება...სიტყვა არ დამამთავრებინა.
- უმეტესად არ ვიცი რა ხდება ხოლმე, მაგრამ ის ვიცი რომ საღამოების უშენოდ გატარება გამიჭირდება..არაფერი მითქვამს. ჩუმად მივსეირნობდით ქუჩაში. ისევ უაზრო ფიქრები მიტრიალებდა თავში, აშკარად პრობლემა მაქ, კაცი მეუბნება მიყვარხარო მე კიდევ..
-რატომ შეგიყვარდი მაინცდამაინც მე?ხმამაღლა ვიფიქრე, ღმერთო რა იდიოტი ვარ. ნიკოლას გაეცინა.
-არ ვიცი. მისტიური ხარ,ლამაზი, თითქოს მშვიდი მაგრამ თავნება, შენი გამოხედვა და თვალები მაგიჯებს, თავგზას მირევ..ვერასოდე ვიგებ რას იზავ ან რას იტყვი, ძალიან არაპროგნოზირებადი ხარ.ისეთ მომენტებში ისეთ რამეებს აკეთებ, ბიჭმა თვალები დაატრიალა, მაგრამ მეორემხრივ ისეთი საყვარელი და უმწეო ხარ მინდა რომ სულ ჩემს ზურგს უკან მყავდე, რომ სიმშვიდე არ დაგერღვეს.
-ეგეთ ქალებს ერიდებიან ხოლმე, წესით. გამეცინა მე, მანაც გაიცინა.ისეთი მომნუსხველი და მამაკაცური იყო, როგორ შეიძლებოდა მისთვის სიყვარულზე უარი გეთქვა.ამ სიტყვების მერე როგორ უნდა მექცია მისთვის ზურგი?
-მე კი მგონია რომ შენ გელოდებოდი.შეიძლება წარმოუდგენელია, მაგრამ მგონია რომ ჩემთვის მოხვედი აქ.პირველივე დღეს ეს ვიფიქრე, მაშინვე მომეწონე. ამ ეტაპზე მგონია რომ შენ შეგიძლია ისეთი მიმიღო როგორიც ვარ, მიიღო ჩემი სიყვარული, მზრუნველობა, სითბო და ზუსტად ის მომცე რაც ყველაზე მეტად მჭირდება.
-ეს სხვებსაც შეუძლიათ. არცერთი ქალი იტყოდა შენგან სითბოს მიღებაზე უარს.
-ცდები!იმ წრეში სადაც მე მიწევს ყოფნა უამრავი ქალი მინახავს, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს ამ ყველაფერზე.შენ მათ არ იცნობ ან. მხოლოდ ფული, გართობა, ბრილიანტები და ინსტაგრამის მოწონებები აღელვებთ. თუ ამ ყველაფერს მისცემ ბედნიერები იქნებიან. ზუსტად იმიტომ შემიყვარდი რომ მგრძნობიარე და თბილი ხარ, იმიტომ რომ ოთახში შემოჭრილი ფერადი სხივები და კაფის კუთხეში ყავით ხელში ჯდომაც კი გაბედნიერებს. შენ ის გაქვს რაც მათ არასოდეს ექნებათ.გაშტერებული ვუყურებდი, მართლა არ ველოდი ასეთ პასუხს.
საათს დავხედე უკვე ათი საათი იყო, სახლში უნდა წავსულიყავით. მე ბავშვებისთვის უნდა მიმეხედა, მაგრამ უარი მივიღე.
-საახალწლო სოფელში გავიაროთ, ვიცი რო პატარა ბავშვივით გიხარია ეგეთი რამეები.მე წარბები შევიჭმუხნე, მაშინვე მიხვდა ყველაფერს.-არ იდარდო პაოლოს მე დავურეკავ და ვეტყვი რომ ჩემთან ერთად ხარ.
-რომ მიხვდეს?
-ვეტყვი რომ აქ სეირნობდი და გზაში შევხვდით, ან რამე მსგავსი რა.ისე მარკომ ყველაფერი იცის.მითხრა უცებ და ჩემს რეაქციას დააკვირდა.
-საიდან?რა მაგარი კითხვა დავსვი ნეტავ საიდან ეცოდინებოდა.
-თვითონ მიხვდა, რომ წავედი მაშინ..ნეტა ლუკაზე თუ იცის?ან უნდა ვუტხრა საერთოდ, არა ახლა ამაზე ფიქრი ნამდვილად არ მინდოდა.
ნელა მივყვებოდით ქუჩას ხელიხელ ჩაკიდებულები. გარეთ საშინელი სუსხი იყო, მაგრამ ეს ხელს არ უშლიდა საერთო მხიარულებას რომელიც, მოედანზე გამართულიყო, ყველა ბედნიერი იყო, ყველა იცინოდა.მთელი ქუჩა ფერადი ნათურებით იყო განათებული, ჰაერში ცხელი შოკოლადისა და ყავის სურნელი ტრიალებდა.მართლა პატარა ბავშვივით მიხაროდა იქ ყოფნა. ნიკოლა კი როგორც ყოვეთვის აუღელვებლად მომყვებოდა გვერდით.მაგიდასთან ჩამოვჯექით და ნამცხვარი და ცხელი შოკოლადი შევუკვეთეთ.
ნიკო ჩემს გვერდით იჯდა ასე მშვიდი არასოდეს მინახავს, მეც გატრუნული ვიყავი, მასთან თავს კარგად ვგრძნობდი. თავისი ბავშვობის ისტორიებს მიყვებოდა. კაცი რომელიც ყველაზე მკაცრიი და შეუვალი მეგონა, ისეთი საყვარელი და ლაღი აღმოჩნდა, ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა.სულელებივით ვიცინოდით..
-იმედი მაქვს იდილიას არ დავარღვევ.მისი ხმის გაგონებაზე გამაჟრიალა ზიზღისაგან.ჩვენს წინ ლუკა იდგა ვიღაც ქერა პლასმასის გოგოსთან ერთად.
-რატომ არ დამელოდეთ? ვითომ გაბუტული ხმით თქვა ასევე პლასმასის შავვრემანმა გოგომ და კაცს გვერდით ამოუდგა. რა საზიზღარი სანახაობა იყო, ცოტაც და გული ამერეოდა, ნიკოლასაც არ ესიამოვნა მათი დანახვა. თან იმდენად რომ, სახე მოეღრიცა.
-ნიკოლა ფისუნია როგორ ხარ?ვითომ საყვარელი ხმით თქვა ქერამ და ნიკოლას მხარზე ხელი დაუსვა და მისკენ ცადა მიჩოჩება.გავბრაზდი, ვიეჭვიანე, მაგრამ არ შევიმჩნიე.
-თავზე არ დამაჯდე ლეტიცია!მკაცრად უთხრა კაცმა, მანაც უკან დაიხია.
-შენ ვინ ხარ?ჩემზე გადმოიტანა მზერა შავგვრემანმა გოგონამ?
-მე ანა ვარ...
-მე გაბი, შორიდან დაგინახე რა ლამაზი ხარ. შენნაირი ლამაზი ადამიანი არასოდეს მინახავს, ისეთი ხარ შენთან დაწოლაზე არც მე ვიტყოდი უარს.გოგომ ჩემს გაკვირვებულ სახეს შეხედა და გადაიკისკისა-მაპატიე ხანდახან მაგარი უტაქტო ვარ, მაგრამ უარს მართლა არ ვიტყოდი.ღმერთო რამ გაამწარა, მართლა შოკში ვიყავი. მართლა რა უტაქტო იყო.
-გეყო გაბი. ვითომ მკაცრად უთხრა ლუკამ. ის ასეთი არაა.ჩემს წინ დაჯდა და მეგობარს გაუღიმა.-რატომ არ დამირეკე, რომ ჩამოხვედი, ან ეს მოულოდნელი ჩამოსვლა რა იყო, როდის აქეთ ჩქარობდი საქმეების დამთავრებას. ცინიკურად კითხა.
-არ ჩავთვალე საჭიროდ, შენთვის დარეკვა, არ მინდოდა საქმეებში ხელი შემეშალა. კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა, თავი შეიკავა. მკაცრი გამოეტყველება მიაპყრო ნიკომ მეგობარს.შეცბა არ ელოდა არც ამ ტონს და არც ამ პასუხს.დავინახე როგორ ებერებოდა ხელზე ძარღვები. აშკარად შეეშინდა მისი. არ ვიცი რა იფიქრა მაგრამ, ან ნიკო რაზე აძლევდა მინიშნებას. მაგრამ მის სახეზე და მის ხმაში არსებული დამამცირებელი ტონი წამში გაქრა.
მე საშინლად დაძაბული ვიყავი, მათთან ერთად ჯდომა ჩემთვის ნამდვილი ტანჯვა იყო.ახლა მივხვდი ნიკოლა რასაც ამბობდა.ლუკა ნიკოს ელაპარაკებოდა. ქერა გოგო კი ისე ეპრანჭებოდა რომ არა მისი წინააღმდეგობა, აქვე შემოახევდა ტანსაცმელს. მე არაფერს ვიმჩნევდი. შავგვრემანი გოგო კი მე მხვრეტდა თვალებით. ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღე, ყველაზე ცუდად მთავრდებოდა..
-წავედით ან. თბილად მომმართა კაცმა და წამოდგომაში დამეხმარა. ქუდი დავიფარე და მაგიდას მოვშორდით. ნიკოლა გაბრაზებული იყო, ვერაფერს ვკითხავდი. ამიტომ მთელი გზა ჩუმად ვიარეთ სახლამდე. კაცმა ჭიშკართან შემაჩერა, მაგრად ჩამეხუტა და მაკოცა.
ბავშვები ბუხართან იჯდნენ. პაოლოს კი მის წინ დაფენილ ხალიჩაზე იყო წამოგორებული და ბავშვებს ეთამაშებოდა. ვივიმ როგორც კი დამინახა ჩემსკენ გამოიქცა. გოგო ხელში ავიყვანე, მთელი ძალით ჩამეხუტა.
-შენ გელოდებოდი, არ მინდოდა უშენოდ დაძინება.მე გამეცინა. ლიზაც ზანტად წამოდგა და ხელი ჩამკიდა. კიბეზე სწრაფად ავირბინეთ. ნიკო ძმასთან დარჩა. პიჟამოები ჩავიცვით და წიგნის კითხვას შევუდექით.ბავშვები დაღლილები იყვნენ, მალე ჩაეძინათ, მეც საშინლად დაღლილი ვიყავი ამიტომ, შხაპი მივიღე და საწოლში შევწექი.
შუაღამეს კარზე ფრთხილმა კაკუნმა გამაღვიძა. წამოვხტი და კარი გავაღე.
-შენთან დავიძინებ რა. არც მკითხა ისე შემოვიდა და საწოლში ჩაწვა.
-რა წესია? ვინმემ რომ დაგინახოს
-მერე რა? მაისური სწრაფად გაიხადა და იქვე მიაგდო, აქ მოდი პატარა თორე გაიყინები. ეშმაურად გამიცინა ბიჭმა და ხელით კიდევ ერთხელ მიხმო საწოლისკენ.უყოყმანოდ შევწექი საწოლში, მის გვერდით დავიკავე ადგილი. კაცმა ხელი მომკიდა და ერთი მოძრაობით მომაქცია მისი სხეულის ქვეშ. ქული ამიჩქარდა, დამცხა ავნერვიულდი, მიუხედავად იმისა რომ ჩემთვის პირველი არ იყო.
-გაგიჟდი რას აკეთებ? ვცადე მომეშორებინა, მაგრამ ვერ მოვერიე.რამდენჯერმე ნაზად მაკოცა ტუჩებში, მერე კისერში და ლავიწებზე.. ღრმად ამოისუნთქა და თავის ადგილს დაუბრუნდა.დიდხანს ვერ დავიძინეთ, ნიკომ ლამის დამახრჩო.
-უკვე აუტანელი ხარ, დამაძინე რა. დავიწუწუნე მე და მხარი ვიცვალე. მაგრამ სულ ტყუილად, ზურგზე მომეწება წურბელასავით. ყურზე მაკოცა და ცხვირი ჩემს თმაში ჩარგო...
მაღვიძარას დაყენება დამავიწყდა.თვალები რომ გავახილე უკვე რვის ნახევარი იყო, ელდანაკრავივით წამოვვარდი საწოლიდან. ნიკო შეშინებული შეხტა საწოლში და გაოცებული მზერა მომაპყრო
-გადაირიე გოგო? ხელისგულებით თვალები მოიფშვნიტა და ზანტად გაიზმორა.
-ბავშვები მყავს წასაყვანი. თავმოჭრილი ქათამივით დავრბოდი აქეთ-იქით.მაქსიმალურად სწრაფად მოვემზადე, ნიკოლა მშიდად მადევნებდა თვალს.ისე ვჩრარობდი თასმებიც ვერ შევიკარი წესიერად. -მე უნდა წავიდე. შენ კი აქედან ისე უნდა გაქრე რომ ვერავინ დაგინახოს.
-როგორც ჩემი ქალბატონი მიბრძანებს.საწოლიდან წამოხტა და ლოყაზე რამდენჯერმე მაკოცა.
ბავშვებს უკვე ეღვიძათ. ჩავაცვი ვასაუზმე და სკოლაში წავიყვანე.მერე ვივი უნდა წამეყვანა ბაღში. ძალიან გამიმართლა ასეთ უპრობლემო ბავშვებთან რომ ვარ. ნინას რომ ვუყურებ რასაც უკეთებენ გული მისკდება.საზიზღრები. მე და ლიზა ფეხით მივუყვებოდით ტროტუარს.
-მგონი დღეს თოვას აპირებს, ცას ახედა ბავშვმა.
-მგონი მართალი ხარ.მეც შევნიშნე ციდან წამოსული რამოდენიმე ფიფქი.
-რას აკვირდებით საყვარლებო?-ლუკას საზიზღარმა ხმამ ყური მომჭრა.გაღიზიანება ვერ დავმალე.
-შენთვის საინტერესოს არაფერს. უხეშად ვუპასუხე და ნაბიჯს ავუჩქარეთ.ისიც არ ჩამოგვჩა და უან აგვედევნა. ღმერთო რა დავაშავე ეხლა ამან ასე უნდა მდიოს?-შენობაში შევედით. ლიზა კლასამდე მივაცილე, მის მასწავლებელსად დაველაპარაკე, მინდოდა გამეგო როგორი შედეგები ჰქონდა.თან დროს ვწელავდი, იმედი მქონდა ლუკა წავიდოდა. საკლასო ოთახი დავტოვე და ზოზინით გავუყევი გრძელ დერეფანს.ეზო გადავჭერი და ჩემს წინ მდგარი კაცი არც კი შევიმჩნიე ისე გავვარდი სახლისკენ. ლუკა სწრაფა დამეწია.
-რა გინდა ვერ ვხვდები? ხომ მითხარი რაც გქონდა სათქმელი. გასაკვირი სიმშვიდით ვკითხე.-თუ კიდევ გინდა რამის თქმა-თქვი და დავამთავროთ.
-რატომ მეჩხუბები? მე ბოდიშის მოსახდელად მოვედი. მართლა ზედმეტი მომივიდა.ღმერთო ისეთი ყალბი და ამაზრზენი იყო.
-ჩემთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და დიდი ალბათობით არც შენთვის.ვერაფერი მითხრა. ამ პასუხზე, პასუხი არ ჰქონდა მომზადებული.რას ფიქრობდა? ეგონა რომ გული მომილბებოდა და გადავეხვეოდი?ან საერთოდ რას ცდილობს? ეს გავიფიქრე თუ არა მაშინვე გამინათდა გონება.რათქმაუნდა. ამას მე.ვუნდივარ. იმ ქერა გოგოს ნიკოლა.ამის გაფიქრებაზე საშინლად ვიეჭვიანე. ღმერთო რა საზიზღრობაა. ყველაზე მეტად მათთან თამაში არ მინდიდა.
სახლში მისულს ნიკო წასული დამხვდა. ვივი მოვამზადე და ბაღში წავიყვანე. საღამომდე უაზროდ ვიყავი, ჩანახატებს ვაკეთებდი. მერე ბავშვები გამოვიყვანე. ვამეცადინე.ცოტა ხანს პარკში ვისეირნეთ.ვუყუმიუხედავად ერთფეროვნებისა,აქ ცხოვრება თითქოს მაბედნიერებდა.სახლში დაბრუნებულებს შინ არავინ დაგვხვდა. ტელევიორი ჩავრთეთ და ბუხართან მოვკალათდით სამივე. დაჯდომა და ზარის დარეკვა ერთი იყო.ვივი გვერდით გადავსვი და კარისკენ წავედი.
-აქ რას აკეთებ?ნიკოლას დანახვამ გამაკვირვა.
-ჩემ სახლში მოვედი. მხარი გამკრა და ისე ამიარა გვერდი, ბუხართან ჩამოჯდა და ლიზა კალთაში ჩაისვა.კარი მივკეტე და მეც მათკენ წავედი.-ყავა გამიკეთე რა. ეშმაკურად გამიღიმა და ხალიჩაზე სითბოსგან ნასიამოვნები კატასავით გაწვა. სანამ სამზარეულოში ვიყავი ვივის და ლიზას სიცილი და კიველი მესმოდა, აშკარად გაართო ბიძამ!კაცს ყავა მივაწოდე და სკამზე ჩამოვჯექი. მე თვალმოუშორებლად ვუყურებდი ტელევიზორის ეკრანს, ნიკო კი მე.ორივეს გვეღიმებოდა, მაგრამ ვერაფერს ვიზამდით, ყველაზე მეტად ბავშვებთან არ მინდოდა ამის გამჟღავნება,რადგან მათ თუ იციან ესეიგი ყველამ იცის.
კარზე ზარი გაისმა მე და ნიკოლამ ერთმანეთს გადავხედეთ.
-ასეთ დროს ვინ უნდა იყოს? გამიკვირდა მე. ყავის ჭიქა შუშის მაგიდაზე დავდე და კარისკენ წავედი,კაციც უკან ამედევნა. თვალებს ვერ დავუჯერე, ამდენი ხნის მერე?
-სოფია?გაკვირვებულმა მივმართე მე. ქალი გაშმაგებული იყო. განრისხებული მზე რა მსტყორცნა და ოთახში შემოიჭრა.
-შენი ძმა სად არის?დაიკივლა ქალმა. ოთახი სწრაფად გადავჭერი, ბავშვებს ხელი დავავლე და ოთახში ავიყვანე. მე კი ისევ ქვემოთ ჩავედი.ნიკოლა რაღაცას უხსნიდა. მხოლოდ ის გავიგე რომ ის რაც გააკეთა მხოლოდ იმიტომ რომ უყვარდა, მაგრამ რა გააკეთა ნეტა ასეთი?ან ამდენ ხანს რას უცდიდა?სად იყო აქამდე? ნიკოლა ისეთი გაცეცხლებული იყო, ეხლა რომ რამე მეკითხა ვერ გადავურჩებოდი.
-მე არაფერი მომიტყუებია, შენ დამაბრალე ყველაფერი? მთელ ხმაზე გაკიოდა ქალი.ღმერთო ასეთი რა მოხდა.
-რა გეგონა?როდემდე გააგრძელებდი? როდემდე მოიტყუებოდი?-ჯერ შენ შემოეკვეხებოდი ჩვენს სახლში და მერე შენ სულელ დას მე შემომტენიდი? ასე გეგონა? შედარებით მშვიდი ტონით უთხრა ნიკომ.ქალმა ვერაფერი მოიფიქრა,გამწარებულმა სილა გააწნა და სახლიდან გავარდა. კაცმა სიმწრისგან ხელში მოქცეული ყავის ჭიქა ნამსხვრევებად აქცია და ხელის გულიდან წამოსული სისხლის დანახვაზე, მაგრად შეიგინა. მე კედელთან ვიდექი.არ ვიცოდი რა მექნა. მივსულიყავი თუ საერთოდ ავორთქლებულიყავი ადგილიდან.ნიკოლა ჩემსკენ შემობრუნდა და ჩემი გაურკვევეილი და დაბნეული მზერის დანახვაზე, აშკარად გამხიარულდა.
-ნუ გეშინია. ჩემი სიბრაზე შემზე არ ვრცელდება.თან მაშიმ მითუმეტეს როც სხვაა დამნაშავე.სკამზე ჩამოჯდა მე სააბაზანოდან აფთიაქის ყუთი მოვიტანე და მის წინ ჩავიმუხლე.ხელი ფრთხილად დავუმუშავე და შევუხვიე.
-უფრო მაგრად მომიჭირე, ისე რო სისხლმა ვეღარ იმოძრაოს. აშკარად ზედმეტად მომივიდა მოჭერა.-უხეშად მომმართა კაცმა.
-სარკაზმი და უხეშობა საჭირო არაა. ვცადე მკაცრად გამომსვლოდა, მაგრამ ხმა გამებზარა. ჩემი ხასიათის ყველაზე ცუდი |თვისება. ეხლა ამ სისულელეზე გავიბუტებოდი. ნივთები ყუთში ჩავალაგე და თავის ადგილას დავაბრუნე და პირდაპირ ბავშვების ოთახისკენ წავედი. ვივის ეძინა ლიზა კი აშკარად ჩემს მისვლას ელოდა.
-რა ხდება ლიზ რატო არ გძინავს?
-რა აყვირებდა?
-მე არაფერი ვიცი და ვერ გავიგებთ ალბათ, რაღაც არასასიამოვნო მოხდა.-კარგი დაიძინე, დილით ადრე უნდა ადგე.შუქი გამოვრთე და დერეფანში გამოვედი და ჩემი ოთახისაკენ წავედი. აბაზანაში შევედი შხაპი მივიღე. დიდხანს ვიდექი წყლის ქვეშ, სოფიას კივილმა და ნიკოლას უხეშობამ ძალიან იმოქმედა. საერთოდ დაძაბულობას ვერ ვიტან, ამიტომ ოდნავი უხეშობაც კი ძალიან მთრგუნავს და ვიბუტები. წყალმა დამამშვიდა. საწოლში შევწექი და საბანი თავზე გადავიფარე.ვცადე დამეძინა მაგრამ არ გამომივიდა.წამოვდექი ახალი წიგნი მოვძებნე და კითხვას შევუდექი. მეც მაგარი ვარ აბა ათ საათზე რა დამაძინებდა.
დერეფანში ფეხის ხმა გავიგე.ჩემს კართან შეჩერდა მივხვდი რომ ყოყმანობდა. ვერ გადაეწყვიტა შემოსულიყო თუ არა. მე წიგნი სასწრაფოდ გადავდე გვერდზე და საბანი თავზე წამოვიფარე. არ მინდოდა მასთან ლაპარაკი. ნიკოლა ოთახში შემოვიდა და ჩემს საწოლთან დადგა.
-ვიცი რომ გღვიძავს. მე რეაქცია არ მქონია.-ანა! ნუ ბავშვობ რა.მუდარის ტონით მითხრა, საწოლზე ჩამოჯდა, ცოტა ხანს მელოდა, აინტერესებდა რას ვიზამდი, მაგრამ ვერ მოითმინა და საბანი გადამაძრო, მე შევიშმუშნე.-მაპატიე. ხო იცი გაბრაზებული ვიყავი და უხეშად მომივიდა. ეხლა ყველაფერზე ასე უნდა იბუტებოდე ხოლმე?კარგი მე არ მაღიზიანებს შენი ბუტიაობა.საბანი გადაწია და ტანსაცმლიანად შემოწვა საწოლში. მე მუცელზე დავწექი. ნიკოლა ზურგზე მომეხუტა.არცერთი არ ვიღებდით ხმას, მაგრამ ერთი სული მქონდა როდის ვკითხავდი სოფიაზე.
-სოფია რატომ გიყვიროდა?გაუბედავად ვკითხე.
-სერიოზულად მოიტყუა. პაოლოს უთხრა რომ მისგან იყო ორსულად და ესეც სულელივით დაატარებდა აქეთ იქით და ყველაფერს უსრულებდა. პაოლო ძალიან რბილია მე ასე მარტივად არ დავუჯერებდი. კიდევ ბევრი რამე მოხდა..არ მინდა ლაპარაკი.
-ნუ მახრჩობ რა. ვცადე მომეშორებინა, ვიფართხალე მაგრამ არაფერი გამომივიდა.
-შენ რა გგონია ასე მარტივად დამაღწევ თავს? კაცმა მკლავებში მომიმწყვდია და ისე ჩამიკრა, ლამის მართლა ჩამილეწა ნეკნები.
კარზე ზარის ხმა გაისმა. -შენ გააღებ! მკაცრად ვუთხარი მე.ნიკოლა მორჩილად წამოდგა საწოლიდან და კიბეზე. პაოლოს ხმა გავიგე. გავიგე როგორ გაიარეს დერეფანი და კაბინეტში შეიყუჟენ.

პატარა ჩანთა მოვამზადე, რამოდენიმე ხელი ტანსაცმელი ჩავდე. ტყავის კაბა და შვინდისპერი სვიტერი ჩავიცვი. დუტი მოვიცვი და ნინასთან წასასვლელად მოვემზადე.შობამდე ერთი დღე იყო დარჩენილი. მე ნინასთან მერჩივნა ყოფნა. არ მინდოდა თავი ზედმეტად მეგრძნო. ბავშვებს დავემშვიდობე, მარკოსაც. კიბეზე დავეშვი მისაღები გადავჭერი და ჭიშკართან დავდექი, გამოძახებული ტაქსი აგვიანებდა, ალბათ ქალაქში საცობი იყო. როგორც იქნა მოვიდა უკან ჩავჯექი მანქანამ ქალაქის გზისკენ გადაუხვია. ფანჯრიდან ლუკას მანქანა დავინახე გვერდით ის ქერა ეჯდა. ლამის ეჭვიანობით გავსკდი, ისე მაინტერესებდა იქ რა მოხდებოდა.უკან ხო არ დავბრუნდე ვითომ რამე დამრჩა, არაა სისულელეა. ამ ფიქრებში ვიყავი გართული როცა ტელეფონი აწკრიალდა. ნიკოლა იყო.
-სად წახვედი? მისი გაკვირვებული და გაბრაზებული ხმა ჩამესმა ტელეფონში.
-ნინასთან უნდა შევხვდე შობას, პაოლოს შევითანხმდი...
-მე? მე რატომ არ მითხარი?გაბრაზებული იყო.
-კარგი რატომ ჩხუბობ არ მესმის? ჩემი მეგობარია და მინდა მასთან ვიყო, შენ ვერ გამიკონტროლებ სად წავალ. გავბრაზდი მე.-აშკარად არ ელოდა ჩემგან შეტევას, ყოყმანობდა ვერ გაარკვია რა ეთქვა ან რა ექნა. მხოლოდ უცნაურ ბგერებს გამოსცემდა.
-კარგი, როგორც გინდა, მაგრამ ამის შემდეგ გამაფთხილე ხოლმე და კიდევ შობას ჩემთან ერთად შეხვდები...
-კი მაგრამ.. მე და ნინა კლუბში მივდივართ.
-არავითარი მაგრამ თუ არ წამოხვალ ძალით წამოგიყვან ეს იცოდე! ძალიან გაბრაზებული იყო წარმომიდგენია ეხლა რა სახე ექნებოდა.
-მაგასაც ვნახავთ. უკან არ დავიხიე მე, ტელეფონი გავთიშე. ისეთი გაგულისებული ვიყავი. რა უფლება ჰქონდა რომ მეგობართან ერთად წასვლა მიკრძალავდა. ბრაზიანი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ახლა ისე გავბრაზდი..კიდევ დამირეკა ცოტა ხანში მაგრამ არ ვუპასუხე.თან ის ქერაც გამახსენდა და უფრო გავმწარდი.
ნინა ჯერ ისევ საწოლში იწვა. ადგომა არ ვაცადე და მეც საწოლში შევუწექი.“მარტო სახლშო“ ჩავრთეთ. მთელი ბავშვობა ვჯიჟდებოდი ამ ფილმზე, ახლაც კარგად ვიხალისე.თითქმის მთელი დღე ვიწექით. შოკოლადის და ბანანის რულეტი გავაკეთეთ, ყავა გავაკეთეთ და ისევ საწოლში დავბრუნდით. კიდევ ერთ ფილმს ვუყურეთ უკვე საღამოს შვიდი საათი იყო. ასე წოლა მომაბეზრებელი იყო,სადმე წასვლა მინდოდა მაგრამ ნინა შემეცოდა.ძალიან გადაღლილი იყო. კიდევ ერთხელ მივხვდი რომ მაგრად გამიმართლა.
-დღეს რა ვქნათ?
-რავი რაც გინდა, მე საწოლიდან ადგომა მაგრად მეზარება, ისე ნაძვის ხეც არ მომირთავს. შენ დაგიტოვე, ვიცი რო გეკეტება.მითხრა ნინამ.
-მართლა. აუუ სად გაქვს?
-ყველაფერი სასტუმრო ოთახში დევს და როგორც გინდა ისე მორთე.
-აუუ რა ლამაზი რაღაცეები გიყიდია. სიხარულისგან თვალები გამიბრწყინდა.
-რანაირი ტიპი ხარ, კიდე გიხარია ეგეთები..
-იცი რა მაინტერესებს? შენ იმ ოჯახთან რატომ არ ცხოვრობ? ვკითხე გაკვირვებულმა.
-მარიას ქმარი ძალიან მექალთანეა, არცერთ კაბიანს არ უშვებს ხელიდან ამიტომ მათთან სახლში არცერთი მოსამსახურე ქალი არ რჩერბა.გაკვირვებული ვუყურებდი.
-რა სისულელეა და სხვაგან ვერ უღალატებს?
-არ ვიცი დებილია, ეტყობა მაგდენს აღარ ფიქრობს. ამ კაცს ცოლის დასთანაც კი ჰქონდა.
-რააა? თვალები დავჭყიტე.
-შენ კიდე მშვიდ ტიპებთან ცხოვრობ, ესენი ნამდვილი ინტრიგნები არიან. მოდი აღარ გვინდა რა მათზე ლაპარაკი. ისედაც მთელი წელი კიდევ მათ უნდა ვუყურო.
-მერე რას აპირებ არ გიფიქრია?
-არ ვიცი. შენ? შენ რას აპირებ?
-მე სწავლას გავაგრძელებ... ტელეფონმა დაიწკრიალა. ნიკოს მესიჯი იყო. სხვა ვინ იქნებოდა.ყურადღება არ მიმიქცევია.ბოლოს ძალიან შევწუხდი და მესიჯები გავხსენი.
„ნახე აქ ვინაა?“ ფოტო ქერასთან ერთად ჰქონდა გადაღებული. ჩემს გაბრაზებას ცდილობდა, გავბრაზდი მაგრამ არ ავვარდნილვარ. ზედმეტი არაფერი იყო ამ ფოტოზე. მეც არ დავაყოვნე პასუხი.
-ჰოდა შობის ღამესაც, მასთან ერთად გაატარებ. ბედნიერად.ტელეფონი ისევ დივანზე მივაგდე. პასუხს არც დავლოდებივარ.თავს საკმაოდ მშვიდად ვგრძნობდი. ნაძვის ხის მორთვა თითქმის დავამთავრე, მაგრამ დარწმინებული ვარ კიდევ უამრავჯერ შევცვლიდი რაღაცეებს.ოთახში შევედი. ნინას ჩასძინებოდა. ახლა რა ვქნა. დივანზე მოვკალათდი და ლეპ ტოპი მუხლებზე დავიდე. დოკუმენტური ფილმები მოვნახე, ბოლოს წყალქვეშა სამყაროზე შევაჩერე არჩევანი და მთლიანად მასზე გადავერთე, იმდენად ვიყავი გართული ამის ყურებით რომ ვერც კი გავიგე ტელეფონი როგორ ბზუოდა. გვიან შევამჩნიე და ნამძინარევი ხმით ვიპასუხე.
-რა ხდება?
-იცი რამდენი ხანია გირეკავ? ლამის გავგიჟდი მეგონა რამე დაგემართა.
-მეძინა. უტიფრად ვიცრუე.გაბრაზებული ვიყავი მასზე.
-კარგი.ხმა დაუმშვიდდა- ხვალ თორმეტის მერე გამოგივლი და წავიდეთ ჰო?
-ჰო მაგრამ მე და ნინა ათზე უკვე კლუბში ვიქნებით.
-კიდევ იგივეს რატომ იმეორებ?
-შენ, შენს ოჯახთან ერთად უნდა იყო, ეს ხომ საოჯახო დღესასწაულია...
-ნუ მასწავლი რა უნდა ვქნა..
-კარგი რაც გინდა ის ქენი. ჯიუტად აწვებოდა თავისას. -კარგად. დავემშვიდობე და ტელეფონი გავუთიშე. დივანზე ჩამეძინა.
მთელი დღე მზადებაში გავატარეთ. ნიკოლა და ხუშტურები არც გამხსენებია უამრავიტკბილეულობა მოვამზადეთ. ჩვენი საყვარელი კერძებიც. კარზე ზარმა დაიწკრიალა. ნინამ გააღო და სიხარულისგან კივილი დაიწყო.
-ნეტავ რა მოხდა ჩავიბურტყუნე ჩემთვის და ჰოლში გავედი. ნინას ბიძაშვილი დავინახე კარში იდგა ბედნიერი სახით. ძალიან გამიკვირდა.
-ელენე?აქ რას აკეთებ?
-სიურპრიზი გავუკეთე ნინას. ორი კვირით ჩამოვედი. გადამეხვია გოგო.- არ მეგონა შენც თუ აქ გნახვადი,ძალიან გამოხარდა.რა მაგარი ყველანი ერთად.
უკვე საღამო იყო.სამივე მოვემზადეთ მე შავი ღანზე მომდგარი კაბა ჩავიცვი მოვსნილი მხრებით და გრძელი მკლავებით ყელზე იმავე ფერის ხავერდის ლენტი გავიკეთე შვინდისფერი ტუჩსაცხი წავისვი და მზად ვიყავი. გოგოებიც სწრაფად მომეზადნენ. წასვლამდე კიდევ ბევრი დრო იყო. მაგიდას მივუსხედით ჩვენი მომზადებული გემრიელობები დავაგემოვნეთ შამპანიური დავლიეთ და ელენეს თბილისში მიმდინარე სიახლეები და ამბები დაწვრილებით მოვაყოლეთ.ტელეფონს დავხედე, ათი გამოტოვებული ზარი და ათივე ნიკოლასგან, არც კი გამხსენებია.. ახლა კი ნამდვილად ცუდად მქონდა საქმე მესიჯი მივწერე. რომ ხმა არ მესმოდა. ახლა ნამდვილად ჩემი ბრალი იყო და თავს ვერ დავიძვრენდი.. პასუხი არ მოუწერია. ხასიათი გამიფუჭდა.მოუსვენრობა დამეწყო, სერიოზულად ავნერვიულდი.პიკი მქონდა. გოგონებს ჩემთვის ყურადღება არ მოუქცევიათ, საუბრით იყვნენ გართულები... კარებზე საშინელი ბრახუნი გაისმა.
-ღმართო ვინ უნდა იყოს? გაკვირვებულმე იკითხა ნინამ. მე წამოვხტი და კარის გასაღებად წავედი.ეხლა მართლა ცუდად იყო ჩემი საქმე. კართან ნიკოლა იდგა.კარი გამოვაღე. გული საშინლად მიცემდა. ნიკოლამ მზერა იატაკიდან ჩემზე დაგმოიტანა და გაკვირვებულმა გადმომხედა, გაბრაზებული იყო, ჩხუბს აპირებდა, მაგრამ ჩემს დანახვაზე ტუჩის კუთხეში ღიმილი გაეპარა.
-ჩემთან მოდიხარ და არ მაინტერესებს.
-კი მაგრამ, ჩვენ... სიტყვის დამთავრება არ მაცალა, ფეხებში მომკიდა ხელი და მხარზე მომიგდო.დავიყვირე , მაგრამ რეაქცია არ ჰქონია.-გაგიჟდი?რას აკეთებ? გოგოები ჩემს ყვირილზე გამოვიდნენ და გაკვირებულებმა შემომხედეს.ნიკო გოგონებს მიესალმა და კიბეზე დაეშვა. ფეხზე მოვუჭირე ხელი. კიდევ ერთხელ საკმაოდ ხმამაღლა წამოვიყვირე და ფეხზე კიდე ვუჩმიტე. ნიკოლამ კი საპასუხოდ უკანალზე წამომარტყა.
-გეხვეწები გამასწორე რა, უკვე გული მერევა. უკვე გარეთ ვიყავით.კაცმა მანქანაში ჩამსვა და თვითონ საჭესთან დაიკავა ადგილი. მე სუნთქვა წესრიგში მოვიყვანე და საზურგეს მივეყრდენი.ნიკოლა კარგად დამაკვირდა.
-ძალიან ლამაზი ხარ. მხარზე ნაზად მაკოცა. იცოდე რომ ამან გადაგარჩინა, გთხოვ წუწუნი აღარ დაიწყო. ჩხუბი არ მინდოდა ამიტომ დავემორჩილე.
-მცივა! ბავშვივით დავიწუწუნე მე. კაცმა უკანა სავარძლიდან თავისი ქურთუკი გადმოიღო და მომაწოდა. ქურთუკში გავეხვიე ისეთი კარგი სუნი ჰქონდა, ლამის დავდნი. ნიკოლა მშვიდად იყო.
-სად მივდივართ?
-ცოტა ფეხით მოგვიწევს სიარული, ისეთი საცობია არამგონია დილამდე მივაღწიოთ.
-მე სხვა რამე გკითხე.
-ჩემს სახლში. სახლი ქალაქის მეორე მხარესაა.ტყეშია.იქ ვიმალები ხოლმე.მოგეწონება. გამიღიმა კაცმა.
მანქანა გავაჩერეთ და გზას გავყევით. საშინლად ციოდა. ელვა შესაკრავი შევიკარი ნიკოს ხელი ჩავკიდე და ტყისკენ წავედით.სახლი იქვე იყო. ქუსლიანი ფეხსაცმლით კიბეზე საცოდავად ჩავდიოდი. კაცმა ამიყვანა და სწრაფად ჩაირბინა კიბე. სახლი პატარა იყო ხის მასალით ნაგები, სიბნელეში პატარა ბაღიც მოჩანდა. ნიკომ პარმაღზე ჩამომსვა და გასაღები კარს მოარგო. სახლში სითბო იყო. ბუხართან ნაძვის ხე იყო მორთული. ხალიჩაზე ბალიშები ეყარა. მთელი ბავშვობა მინდოდა ასეთ სახლში შევხვედროდი შობას. კედელზე თაროები წიგნებით იყო სავსე.ოთახში შევედით მე ფეხსაცმელი სასწრაფოდ გავიხადე, რადგან ფეხებს საშინლად მტკენდა. ნიკოლა ისეთი სიმპატიური იყო. შავი თმა წინ ჩამოყროდა, სულელივით მივაშტერდი, კაცი მიხვდა გაიღიმა და ტუჩები გაილოკა. ბუხართან დაგდებულ პუფში ჩავჯექი და მას დაველოდე. კაცმა მაცივრიდან ტკბილეული და სასმელი გამოიღო და ხალიჩაზე დადო. დასახმარებლად დავაპირე წამოდგომა, მაგრამ უკან დამაბრუნა. ყველაფერი მოიტანა და ჩემთან ჩაჯდა. ხელის ერთი მოძრაობით კალთაში ჩაისვა და ხელით ფეხზე ნაზად ამისვა ხელი.
-ძალიან გცივა?
-არც ისე დავიჩურჩულე მე. კაცი წამოდგა თავისი წინდები მოიტანა და ფეხზე ჩამაცვა.
-ძალიან ლამაზი ხარ.მუხლზე ნაზად მაკოცა. ნაზად გადავუსვი თავზე ხელი კაცი გაიტრუნა. მერე ადგილს დაუბრუნდა და წურბელასავით მომწება.
მეც მივეხუტე და ხელი მხრებზე შემოვხვიე.ლოყაზე რამდენჯერმე ნაზად ვაკოცე.კაცს ჩემს საქციელზე გაეღიმა, არ ელოდა. თითებზე ვეთამაშებოდი. ისეთი ნატიფი ხელები ჰქონდა ბევრ ქალს შეშურდებოდა.
ცოტა დავლიეთ, ბევრი ვიცინეთ. ნიკომ ბავშვობაზე მკითხა. მოვუყევი როგორი ცელქიც ვიყავი.ბუხრის წინ ხალიჩაზე ვიწექით სასმელმა თავბრუ დამახვია უფრო თამამი გავხდი,მაგრამ ვცდილობდი იდიოტივით არ მოვქცეულიყავი.მუცელზე გადავბრუნდი, წამოვიწიე და ნიკოს მკერდზე დავეყრდენი, ნიკაპზე ვაკოცე. კაცმა ხელის ერთი მოძრაობით მის ქვეშ მომაქცია და ჩმეტა და კბენა დამიწყო, მე კი სიცილი ამიტყდა ისე მეღუტუნებოდა, ჩემს სიცილზე უფრო გახალისდა, რამდენჯერმე ნაზად მაკოცა, კისერზე თითები დავუსვი, ვიგრძენი ტანზე ეკალმა როგორ დააყარა. უფრო ძლიერად ვაკოცე, მანაც იგივე გაიმეორა.ცოტახანში გიჟებივით ვკოცნიდით ერთმანეთს. ნიკოლამ მოუოდნელად უკანალზე წამიჭირა ხელი. მოულოდნელობისგან შევხტი. კაცს სიცილი აუტყდა.
-აუუ რა საყვარელი ხარ. მითხრა სიცილით. თავი მხარზე დამადო და მშვიდა დაიკავა ადგილი ჩემს გვერდით. ცალი ხელი წელზე მოვხვიე მეორე კი თმაში შევუცურე.მთელი ღამე, მოსიყვარულე კნუტივით ვეფერებოდი.ისიც არ მეწინააღმდეგებოდა და გატრუნული იწვა და ბედნიერად იღიმოდა.
-აშკარად ხშირად უნდა დაგალევინო.უფრო ტკბილი ხდები, გაიცინა კაცმა.
-არღარ დაგჭირდება. ჩავიბურდღუნე მე.
-გიჭირს ჩემთან ურთიერთობა?მკითხა მოულოდნელად, ისეთი გათიშული ვიყავი აზრებს ვერ ვუყრიდი თავს.
-ჯერ ვერ ვაცნობიერებ. -ვიბნევი და სულელურად გამომდის... არ დამამთავრებინა.
-ვიცი.ვხედავ როგორ მიყურებ ხოლმე გადიდებული და დაბნეული თვალებით. თუ შიშველი ვარ ხო საერთოს შტერდები. ასე არ შეიძლება, შენ მე ვინ გგონივარ. ენა გამიმიყო კაცმა და მხიარულად გადაიკისკისა.
-წამო დავწვეთ, წამო.სწრაფად წამოხტა ფეხზე, მე კი ზანტად წამოვიზლაზნე. იატაკიდან ბალიშები ავიღეთ და მეორე სართულზე ავედით. ოთაშიც ბუხარი ჰქონდა, მაგრამ არ ენთო.ბუხართან ახლოს ჯაკუზი იდო.ფანჯრიდან კი ალბათ ულამაზესი ხედი იყო, განსაკუთრებით გაზაფხულობით იქნებოდა ლამაზი.აქაურიბა საოცრად მყუდრო იყო. მივხვდი რატომაც უყვარდა აქ ყოფნა. მისი არწივივით მზერისა და სიმკაცრის მიღმა საკმაოდ ნაზი და თბილი კაცი იმალებოდა. რომელსაც წვრილმანებიც კი აბედნიერებდა..
საწოლი გავშალე, ნიკო წელსზემოთ შიშველი გამოტანტალდა აბაზანიდან, მე თვალები ვჭყიტე. მხოლოდ ახლა გამახსენდა რომ არაფერი მქონდა წამოღებული და თვალებები უფრო გამიფართოვდა.
-რამე არ გაქვს რომ მათხოვო?კაცი კარადისკენ მიბრუნდა და შავი მაისური გადმომიგდო. აბაზანისკენ წავედი.
-შეგეძლო აქ გაგეხადა. ეშმაკურად გაიცინა კაცმა. მე ენა გამოვუყავი და კარი მივკეტე. პირი დავიბანე, კაბა გავიძრე და მაისური გადავიცი. თმა დავივარცხნე ოთახში შევედი და სწრაფად მივირბინე საწოლამდე და ისე შევძვერი საბნის ქვეშ თითქის მისი მერიდებოდა. ნიკოლას გაეცინა.
-რა სასაცილო ვინმე ხარ.პირველად ხომ არ იძინებ ჩემთან ერთად.საწოლში კარგად მოვთავსდი, ნიკოლას მივეწებე. ისეთი დაღლილები ვიყავით,მალე ჩაგვეძინა.
ტელეფონს დავხედე დილის რვა საათი იყო. ნიკოლას მუცელზე ეძინა მე კი მის ზურგზე ვიყავი მიხუტებული. ფრთხილად წამოვიწიე არ მინდოდა გაღვიძებოდა. ფანჯარაში გავიხედე, მინდოდა რამე დამენახა მაგრამ ისეთი სიბნელე იყო ვერ შევძელი, სამაგიეროდ ფანჯრის რაფაზე დადებულ თეთრ გლუვ მასას მოვკარი თვალი, რომელიც სიბნელეშიც კი ბრწყნავდა. ფანჯარასთან უფრო ახლოს მივიწიე და კარგად დავაკვირდი. თოვდა. სიხარულისგან ვიღიმოდი.
-ამ დილაუთენია რამ გაგახარა ასე ძალიან. ნამძინარევი ხმით მკითხა კაცმა და თვალები მილულა.
-თოვს. სიხარულით ვუთხარი მე.
-მაგარია. იმედია იმხელაზე არ მოთოვს რომ აქედან ვერ წავიდეთ თორემ შენ მაგ მაისურით ყოფნა გემუქრება, კიდევ რამდენიმე დღე. არ ვიცი როგორ გადაიტან. გაიცინა კაცმა და ცალი თვალი ჭყიტა.მეც გამეცინა.-მოდი აქ ჯერ ადრეა, კიდევ ვიძინოთ რა. მაისურში მომქაჩა. ნიკომ ძილი შეიბრუნა.მეც მალე ჩამეძინა.
როცა თვალები გავახილე ოთახში უკვე სინათლე იყო შემოჭრილი. თვალები მოვჭუტე. ნიკო საწოლში არ დამხვდა. ფეხზე წამოვდექი და სააბაზანოსკენ წავედი. სარკეში ჩავიხედე, თმა ისე მქონდა აჩეჩილი, გეგონებოდა ბალიში ამიფეთქდა. თავი მოვიწესრიგე ქვემოთ ჩავედი.ჯერ კიდევ ვერ ვფხიზლდებოდი. ციოდა. ისეთი სიცივე იყო. ტანზე ეკალი მაყრიდა. სიცივიგან, მე ჩასაცმელიც კი არ მქონდა.ნიკო აქაც არ იყო. ნეტა სად გაქრა. სამზარეულოში შევედი და კარადიდან შოკოლადი გამოვიღე და გავხსენი ჩაიდანიც დავადგი ყავისთვის.პარმაღზე ფეხის ხმა მომესმა.ნიკოლა იქნებოდა, მისაღებში გავედი, კაცმა კარი შემოაღო ხელში შეშა ეჭირა და წელს ზემოთ შიშველი იყო.
-გაგიჟდი რომ გაცივდე მერე რა უნდა ქნა? გავოცდი მე.
-კარგი რა პატარა, რა უნდა მომივიდეს.შეშა ბუხართან დაყარა. მასთან ახლოს მივედი თმა გაჩეჩვოდა და ტუჩები გალურჯებული ჰქონდა.ზურგზე ხელი ჩამოვუსვი, გაყინული იყო. ზემოთ ავედი და მისი სვიტერი ჩამოვიტანე.
-ეგ მაისური მომეცი, სვიტერი შენ ჩაიცვი.ვყოყმანობდი, მაგრამ მერე გამახსენდა რომ პლაჟზე უკვე მნახა ნახევრად შიშველი, მაისური სწრაფად გავიძრე და გადავუგდე.მე კი სვიტერი გადავიცვი.
-ისე ზემოთ მარიას დატოვებული ტანსაცმელიც უნდა იყოს და ჩაიცვი. ასე ცოდო ხარ შეგცივდება.ზემოთ ავირბინე , კარადა გამოვაღე და შავი შარვალი ვიპოვე. სულ ახალი იყო. ამოვიცვი , ცოტა დიდი მქონდა მაგრამ გამოდგებოდა.წინდებიც ჩავიცვი და ისევ უკან დავბრუნდი. ნიკოლა მაცივრიდან პროდუქტებს ალაგებდა.
-ბლინები გავაკეთოთ ჰო? ვკითხე მე.
-ამდენი შაქრის ჭამა მოგკლავს. გაეცინა კაცს. მაკარონი გავაკეთოთ ქათმით და სოკოთი, ცოტა ისპანახიც დავამატოთ.ცხვირზე მაკოცა და საქმეს მიუბრუნდა- მერე ვაფლები გამოვაცხოთ, თუ მაინცდამაინც ტკბილი გინდა.
-მოიცადე ფილეს და სოკოს მე მოვამზადებ, შენ ცეცხლი დაანთე.
ორივე საქმეს შევუდექით, ნიკომ ცეცხლი დაანთო და ჩემს დასახმარებლად მოვიდა.პროდუქტის გარეცხვასა და დაჭრაში მეხმარებოდა. სულელურ ისტორიებს მიყვებოდა მასზე და მის მეგობრებზე.
-ისე ლუკას მეტი რატომ არავინ მოსულა ჩვენთან. გავიკვირვე მე.
-ჩემი უახლოესი სამეგობრო სულ სამი კაცისგან შედგება. გაბრიელე პარიზშია, მანუელე ნიუ-იორკში, რაული კი ლონდონში. რომ ჩამოვლენ აუცილებლად გაგაცნობ სამივეს.რატომღაც ისე დაემთხვა, რომ არცერთი არაა აქ. გაცნობის ხსენებაზე ცოტა ავნერვიულდი. - დარწმუნებული ვარ სამივეს ძალიან მოეწონები და გაბრიელეს ცოლსაც, თვალი ჩამიკრა, ისე თითქოს ჩემი აზრები წაიკითხაო.
საქმეს მივუბრუნდით, ისეთი გემრიელი სურნელი ტრიალებდა, ორივე ნერწყვებს ვყლაპავდით.კარგად გავერთეთ არეული სამზარეულოც მალე მივალაგეთ და მაგიდას მივუჯექით.ყველაფერი ძალიან გემრიელი იყო, მშვიდად ვისადილეთ. მაგიდა სწრაფად ავალეგე ნიკომ ფილმი ჩართო და დივანზე მოკალათდა, მეც გვერდით მივუჯექი. ჩემმა ტელეფონმა დაიწკრიალა. მეგონა ნინა იქნებოდა მაგრამ შევცდი.უცხო ნომერი იყო.
“როგორ ხარ პატარა, სად დაიკარგე? ნიკოსთან ვიყავი, რომ არ დამხვდი ვიდარდე“- რომ წარმოვიდგინე ამას როგორი სახით ამბობდა, ლამის გული ამერია.პასუხი არ მიმიწერია.ტელეფონმა ისევ დაიწკრიალა.
„კარგი რა ვიცი, რომ აქ ხარ და მემალები“. არ ვიცოდი რა მექნა მეჩვენებინა თუ არა ნიკოსთვის.
-რა ხდება ან ? მკითხა ნიკოლამ, როცა ჩემი შეცვლილი გამომეტყველება შეამჩნია.რამდენიმე წამი კიდევ დავფიქრდი და საბოლოოდ გადავწყვიტე რომ მეთქვა. იმ დღიდან როცა ერთად ყოფნა გადავწყვიტეთ, წესით მასთან დასამალი აღარაფერი აღარ უნდა მქონოდა.
-ლუკა მწერს. წასული რომ იყავი მაშინაც ტვინი მიქონდა. დავიღრინე მე და კაცს დასტურად ტელეფონი გავუწოდე.მშვიდად კითხულობდა მესიჯებს. ფეხზე წამოდგა.
-ერთხელ უკვე გავაფრთხილე, მაგრამ აშკარად ვერ გაიგო.ამოიხვნეშა კაცმა.
-როდის?
-მარკომ ყველაფერი მითხრა.მას ჰგონია როგორც ადრე ვერთობოდით ხოლმე, ერთ გოგოსთან ორივე, ახლაც ისე იქნება. შენ ჩემი ხარ!არავისთან არ ვაპირებ შენს გაყოფას.დაისისინა კაცმა. ფეხზე წამოვდექი მასთან მივედი და ზურგზე მივეხუტე.-ადრე უზომოდ ვერთობოდით ორივე, ხანდახან რომ მახსენდება..წინადადება არ დაასრულა კაცმა ისე რომ იცოდე, ამ ყველაფრის მიუხედავად საკმაოდ ერთგული ვარ. გაიცინა.
-მეც. შემოტრიალდა და ხელები შემომხვია მე კი კისერზე დავეკონწიალე.
-სახლში როდის წავალთ?ვიკითხე მე.
-გეჩქარება სადმე ?
-არა უბრალოდ პაოლოს ვუთხარი რომ 26 ს- ში უკვე სახლში ვიქნებოდი.
-კარგი რახან დაპირდი, ხვალ საღამოს წავიდეთ..

საღამოს უკვე სახლში ვიყავით და ბარგის ჩალაგებაში ვეხმარებოდი, ჩემს არ ყოფნაში პაოლოს ბავშვების დასადვენებლად წაყვანა გადაუწყვეტია. უამრავი რამ მომხდარა, სოფია ისევ მოვარდნილა და ერთი ამბავი აუწევია. ყველას მოკვლით ემუქრებოდა.მონიკამ ყველაფერი სიტყვა- სიტყვით ჩამიკაკლა.სწრაფად ყვებოდა, რადგან თავის ოჯახთან იყო წასასვლელი და ყველაფრის თქმა უნდა მოეწრო.მე კი საბოლოოდ მხოლოდ ის გავარკვიე რომ სოფია სხვა კაცისგან იყო ორსულად, ამას ატყუებდა და ბავშვის გაჩენის მერე ალიმენტებისა და ქონების დაცინცვლას აპირებდა.ყველაზე უარესი კი ის იყო რომ ის კაცი ვისგანაც დაორსულდა „ვითომ“ მაფიოზი იყო რომელსაც ამათთან პრობლემა ჰქონდა. ნიკოლამ გაარკვია ეს ყველაფერი და აგრესიაც აშკარად მის მიმართ ჰქონდა ქალს.
სახლში მე მარკო და ნიკოლა დავრჩით. მარკო თავის მეგობრებთან წავიდა. მე და ნიკომ ფილმი ჩავრთეთ მაგრამ აშკარად ორივე ცვენს ფიქრებში ვვიყავით გართულები, მეშინოდა იმ ქალს რამე არ დაეშავებინა.მინდოდა ისევ მეკითხა, მაგრამ ისევ იგივე პასუხს მივიღებდი, არადა ინტერესით ვკვდებოდი.
ნიკოლა მთელი საღამო მოუსვენრად იყო. სახე აწითლებული ჰქონდა.სიბრაზისგან მთელი სხეული დაჭიმული ჰქონდა, ჩემთან ემოციის გამოხატვას აშკარად ერიდებოდა.მასთან ახლოს მივიჩოჩე და შუბლზე დავუსვი ხელი. ისეთი გახურებული იყო ლამის თითები დამწვა. მგონი გაცივდა.
- სიცხე გაქვს.დავიჩურჩულე მე.
-დილამდე გამივლის. ამაზე არ ინერვიულო.აუღელვებლად მითხრა კაცმა.თვალებს ძლივს ახელდა, აშკარად ცუდად იყო.აბაზანაში შევედი, აფთიაქის ყუთი მოვნახე და თერმომეტრს დავუწყე ძებნა. როგორც იქნა ვიპოვე. ოთახში დავბრუნდი და დიდი ხვეწნის შემდეგ დამთანხმდა, რომ მისთვის მიმეხედა.მაღალი სიცხე ჰქონდა.ისე შემეშინდა ლამის გული გამისკდა.
-ნიკო წამო დაწექი მე ჩაის გაგიკეთებ.კაცმა თვალები აატრიალა.-კარგი რა, როტომ ხარ ასეთი მშიშარა. მობეზრებით თქვა - რა უნდა დამემართოს.ფეხზე წამოდგა და ოთახისკენ წავიდა მეც უკან გავყევი. ნელა და მძიმედ ადიოდა საფეხურებზე. საწოლი გავუშალე, ზანტად ჩაწვა საწოლში და საწყლად მოიკუნტა.გავიხსენე ყველაფერი რასაც დედა მიკეთებდა როცა ვცივდებოდი. უარზე იყო მაგრამ ისე მისუსტებულიყო რომ წინააღმდეგობას ვერ მიწევდა. სიცხის დამწევი კომპრესები მოვნახე და რამდენჯერმე დავადე შუბლზე.სველ კომპრესებს წამში აშრობდა. მაგრამ პერიოდულად აკანკალებდა ხოლმე. ძალინ შემეშინდა. ვცადე და თავი ხელში ავიყვანე. მეც მასთან შევწექი,საწოლის საზურგეს მივეყრდენი კაცი მომეხუტა და თავი მუცელზე დამადო. თმაზე ნაზად ვეფერებოდი, ისიც მშვიდად იყო.
თითქმის მთელი ღამე მეღვიძა. კომპრესებს ვუცვლიდი. სიცხემაც ნელ-ნელა დაუწია, მაგრამ კარგად მაინც არ გამოიყურებოდა. გამთენიისას ჩამეძინა. ვერ მოვისვენე. რამოდენიმე საათში ისევ ვჭყიტე თვალები, ნიკოლას ბავშვივით ეძინა. მაქსიმალურად ვცადე ფრთხილად გამომვძვრალიყავი მისი მკლავებიდან. შხაპი მივიღე წყალმა გამომაფხიზლა.მომდგარი ჯინსი, თბილი სვიტერი და წინდები ჩავიცვი, თმა ცხენის კუდივით შევიკარი. ოთახიდან ფეხაკრეფით გამოვედი. კიბე სწრაფად ჩავირბინე და სამზარეულოში შევედი. წინსაფარი მოვირგე და საუზმის კეთებას შევუდექი. ბლინები გავაკეთე, ბეკონი და კვერცხი შევწვი, ყველის ტოსტიც მოვამზადე, ფორთოხლის წვენი დავწურე. მომმზადებული სუზმე ლანგარზე დავდე და ოთახისკენ წავედი. ლანგარი იქვე ტუმბოზე დავდე და საწოლზე ჩამოვჯექი, ნიკოლა ძილბურანში იყო. თვალებს ლულავდა, აშკარად ისევ სუსტად იყო. ნაზად შევარხიე. როგორც იქნა გამოფხიზლდა. საწოლში გასწორდა. ბალიში გავუსწორე.საუზმე ჩემი ხელით ვაჭამე. დასვრილი ჭურჭელი სამზარეულოში ჩავიტანე და თერმომეტრით ხელში დავბრუნდი უკან. სიცხემ დაუწია.
-სუსტად ხარ?
-ცოტათი მაგრამ მალე გამივლის არ იღელვო.დაღლილი სახით გამიღიმა კაცმანიკოლა მთწლი დღე იწვა მეც მის გვერდით ვიყავი. ხან ჩაის ვასმევდი ძალით და ხან წვნიანს.საღამოუკვე უკეთ იყო. მე კი სასტიკად მოთენთილი ვიყავი.. ნელ-ნელა მიმეძინა.ისე რომ ვერც გავიგე.
ახალი წელი მშვიდად გავატარეთ მე ნიკოლამ და მარკომ.ღვინოს ვწრუპავდით და ათას სისულელეზე ვიცინოდით.ბედნიერები ვიყავით. გვინობამდე ვიჯექით ბუხართან. ნიკოლა ჩემზე იყო მოწებებული. კარგია მასთან მაინც რომ არ გვჭირდებოდა დამალვა. მარკოს მეგობრებმა მოაკითხეს და მათთან ერთად წაიდა. ნიკო ისევ სუსტად იყო, ამიტომ ჩვენ დარჩენა გადავწყვიტეთ.
-ორში საფრანგეთში უნდა დავბრუნდე, საქმეები მაქვს.წამოიწყო კაცმა ლაპარაკი. შენ ხომ არ მოიწყენ. წელზე ხელი მომხვია და ცხვირი ნაზად გამისვა ცხვირზე.
-ვეცდები. სევდიანი ხმით ვუთხარი მე.
-წესით სამი კვირით უნდა დავრჩე მაგრამ ვნახოთ რამდენ ხანს შევძლებ გაჩერებას.ამოიხვნეშა კაცმა და მზერა მომაპყრო.-მოგიწევს მიეჩვიო ხშირად მომიწევს გასვლა.მოჩილად დავუქნიე თავი.
გამიჭირდებოდა მასთან გამოთხოვება. მაგრამ ვიცოდი რომ მას უფრო ეძნელებოდა, ამიტომ ვცდილობდი ჩემი გრძნობები ჩემთვის შემენახა..
არდადეგები დამთავრდა და ძველებურ რუტინას დავუბრუნდით ყველა. მე ბავშვებს მარკო უნივერსიტეტს. პაოლო კი სამსახურს, მაგრამ მასთან ყველაფერი რიგზე ვერ იყო. აფორიაქებული იყო.სოფიას ოჯახთანაც პრობლემები ჰქონდა. საერთო წილები ვერ გაიყვეს. სოფია ცალკე ადანაშაულებდა. მაგრამ მას ნიკოზე უფრო მეტი აქცენტი ჰქონდა გაკეთებული, მას აბრალებდა ყველაფერს.იძახდა რომ მის გამო შვილი დაკარგა. ჩემთვის რთული მოსასმენი იყო. არ მინდოდა ჩემთვის საყვარელ კაცზე მსგავსი რამეები მესმინა. ვცდილობდი თავი ამერიდებინა მისთვის, მაგრამ მაინც სულ ამაზე მეფიქრებოდა.დროც საშინლად იწელებოდა. დღეებს ვითვლიდი მის ჩამოსვლამდე არ მეგონა ასე ძალიან თუ მომენატრებოდა.ლამის დეპრესია დამეწყო. ეს ალბათ უფრო სახლში დაძაბული სიტუაციის გამო. ბავშვებიც დაძაბულები იყვნენ. ფრანკაც გაღიზიანებული იყო. არ მეგონა ეს ერთი შეხედვით მარტივი საქმე ასე თუ გაიწელებოდა და გასერიოზულდებოდა. მეგონა მსგავსი რამეები მხოლოდ სულელურ მექსიკურ სერიალებში ხდებოდა.არცერთმა არ ვიცოდით სოფია რაზე იყო წამსვლელი. წილების ამბავს კიდევ სასამართლო მოაგვარებდა, მაგრამ მის დაკარგულ ბავშვს არაფერი ეშველებოდა...
დილის ხუთი საათი იყო რომ გამეღვიძა. საწოლში ვერ მოვისვენე, ხალათი მოვიცვიდა სამზარეულოში ჩავედი. კაკაოს პაკეტი გამოვიღე კარადიდან და ცხელი შოკოლადის კეთებას შევუდექი, მაცივრიდან შოკოლადის რულეტი გამოვიღე, ყველაფერი თეფშზე მოვათავსე და კიბეზე ავირბინე. საწოლში კარგად მოვკალათდი და ანიმე ჩავრთე.მთელი ყურადღება ეკრანზე მქონდა გადატანილი, სანამ ფეხის ხმა არ სემომესმა დერეფნიდან. ფრთხილად წამოვდექი საწოლიდან და დერეფანში გავიჭყიტე. ნიკოლა იყოო.გამიკვირდა მისი დანახვა, ბარგიც არ ჰქონდა თან.მიუხედავად იმისა რომ დიდი ხნის წინ უნდა ჩამოსული იყო, დღეს მაინც არ ველოდი მის ჩამოსვლას.
დერეფანი ჩუმად გავიარე და მის ზურგს უკან ავისვეტე. კაცმა იგრძნო ჩემი მიახლოება და ფრთხილად შემოტრიალდა. მთელი ძალით ვეხუტებოდით და ვკოცნიდით ერთმანეთს.
-ასე მალე რატომ ჩამოხვედი? ვკითხე, როგორც კი ამოსუნთქვის საშუალება მომცა.
-შენი ნახვა მინდოდა. ჩემს სახლში წავალ და იქ მოდი შუადღეს.ძალიან მომენატრე.
-მოიცა, შენების ნახვას არ აპირებ?
-ისევ უკან უნდა წავიდე. მხოლოდ შენი ნახვა მინდოდა.ნაზად დამისვა ლოყაზე ხელი.- დღეს ხომ მთელი დღე თავისუფალიხარ? თანხმობის ნიშნად თავი დაუქნიე.
-სოფიას ნახვას ხომ არ გაურბიხარ? ვკითხე მოულოდნელად და მაშინვე ვინანე მაგრამ სიტყვებს უკან ვეღარ წავიღებდი.
-არავის ნახვას არ გავურბივარ. მე არაფერი დამიშავებია მისთვის, ამიტომ დასამალად ნამდვილად არ მაქვს საქმე. მტკიცედ მიპასუხა.
-გასაგებია, მაგრამ ამბობს რომ შვილი შენს გამო დაკარგა...კაცმა მზერა ამარიდა.. ნოკო შენზე ვდარდობ. ის ქალი გიჟივით იქცევა.დავიჩურჩულე მე.
-ბავშვი ნერვიულობის ფონზე დაკარგა.მაგრამ ჩემი ძმისთვის სიმართლე არ უნდა მეთქვა? ასე უნდა ერტუებინა მთელი ცხოვრება? კაცმა ხმას აუწია. -ჯერ ლოთი ცოლი არ ეყოფოდა ეხლა ამასთანაც უბედური ყოფილიყო და ტყუილში ეცხოვრა?
-დამშვიდდი. შენი განერვიულება არც კი მიფიქრია. უბრალოდ მაინტერესებდა. არ მინდა შენზე რამე ცუდი მემოდეს და უფრო მეტიც არ მინდა შენში ეჭვი შემეპაროს. მშვიდად ვიპასუხე.
-ჰო ეჭვები ცუდია.ცალყბად გაიღიმა კაცმა.-ეხლა დაიძინე და შუადღეს გელოდები. მთელ ღამესაც თუ დარჩები კარგი იქნება.
-კიდევ რამდენი ხნით უნდა წახვიდე?
-ალბათ ათი დღით... კაცმა რამდენჯერმე ვნებიანად მაკოცა და კიბეზე ჩაირბინა. მე კი ოთახისკენ წავედი.საწოლში შევძვერი და რულეტის ჭამას შევუდექი. ფილმის დამთავრებამდე ჩამეძინა.
ბავშვებთან ერთად ვისაუზმე პაოლოს წასვლის ნებართვა ვთხოვე და ოთახში მოსამზადებლად ავედი. სწრაფად მოვემზადე. მთავარ ქუჩამდე ფეხით ვიარე მერე ტაქსი გავაჩერე,მისამართი მივუთითე და ფანჯრიდან დავიწყე ყურება. დანიშნულების ადგილას ისე სწრაფად მივედით ვერც კი გავიაზრე.
კიბეები სწრაფად ჩავირბინე, სხარტად შევხტი პარმაღზე და კარზე დავაკაკუნე. იკოლამ ცოტა ხნის შემდეგ გამიღო კარი. ჯერ კიდევ ხალათი ეცვა და თვალებს ისრესდა.
-გაგაღვიძე?
-არაუშავს. ნამძინარვი ხმით მიპასუხა კაცმა და ადგილი გამინთავისუფლა რომ შევსულიყავი. გვერდი ავუარე და ოთახში შევედი. კაცი ზურგზე მომეკრა და თვალები მილულა.
-დაღლილი ხარ?ჩურჩულით ვკითხე მე.
-ცოტა მაგრამ გამოვფხიზლდები.
-რამე ხომ არ მოგიმზადო?
-არა, არ გინდა. წამოდი.ნიკო პატარა ბავშვივით შეწვა საწოლში, მეც მის გვერდით დავიკავე ადგილი. კაცმა თავი მკერდზე დამადო, წელზე ხელი შემომხვია და მშვიდად დაიძინა. მე არ ჩამძინებია. ნიკოლას ვაკვირდებოდი, ისე საყვარლად და უდარდელად ეძინა თვალს ვერ ვაშორებდი. ძალიან მომნატრებოდა. არც ახლა მინდოდა მისი გაშვება მაგრამ ვერაფერს ვიზამდი ალბათ თებერვლამდე არც ჩამოვიდოდა. ცოტაც და თვალები ამიცრემლიანდებოდა.
-იმედია ტირილს არ აპირებ? გავიგე ნიკოლას ნამძინარევი ხმა.თვალევი მოიფშვნიტა და საწოლში წამოჯდა.
-არ მინდა რომ წახვიდე. მე ტუჩები დავბურცე და თვალები უფრო მეტად ამიცრემლიანდა.
-გთხოვ არ იტირო რა.მომეხუტა კაცი-ყველაზე მეტად არ მიყვარს როცა ქალი ტირის.წამოიწია და ნაზად მაკოცა. კაცმა ხელის ერთი მოძრაობით მომაქცია მის ქვეშ. დიდხანს ვკოცნიდით ეღტმანეთ, უკვე ლამის სუნთქვა მეკვროდა. ვცადე უკან გამეწია მაგრამ არ შემჩნია და სვიტერის ქვეშ შემიცურა ხელები. წამის მეასედში უკვე წელს ზემოთ შიშველი ვიყავი. კაცი ხარბად დაეწაფა ჩემს სხეულს ყოველ მის შეხებაზე კანზე ეკალი მაყრიდა. ნიკოლა არ ჩერდებოდა. ყელიდან ლავიწებზე, ლაბიწებიდან მკერდზე და მუცელზე მონაცვლეობით გადადიოდა. ვერ მივხვდი როგორ მაგრამ უკვე სრულიად შიშველი ვიყავი. წინააღმდეგობის გაწევის არც სურვილი მქონდა და არც თავი. კაცი უკვე მთელს სხეულზე მეფერებოდა. ფეხები წელზე შემოვხვიე და სიამოვნების მორებში გადავეშვი. ყოველი მისი მოძრაობა უფრო მეტ სიამოვნებას მანიჭებდა.

რამოდენიმე საათში გამეღვიძა, საწოლიდან წამოვიწიე და ოთახს მოვავლე თვალი ნიკოლა არ ჩანდა. ცოტა არ იყოს შემეშინდა. წამოვდექი სწრაფად შევირბინე სააბაზანოში, შხაპი მივიღე მოვწესრიგდი და ნიკოლას მოძებნას შევუდექი, როდესაც სამზარეულოდან ხმაური შემომესმა. ნელა ჩავედი კიბეებზე და ჩუმად მივეპარა. ისეთი საყვარელი იყო..
-დაგინახე. ვიგრძენი როგორ გაიღიმა.-კარგად ხარ? მეთანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. კაცი მომეხუტა.- ძალიან მიჭირს შენი მარტო დატოვება, მაგრამ ზაფხულამდე აღარ მომიწევს წასვლა.
-ხოდა ძალიან კარგი. მივეტმასნე კაცს.
-ძალინ შემაყვარე თავი, რაც ამდენი წელი მაკლდა, შენ რამდენიმე თვეში შემივსე.ძალიან ბედნიერი გამხადე.
-მეც ძალიან ბედნიერი ვარ. ნიკაპზე ნაზად ვაკოცე კაცს.
-როდის ჩამოხვალ?
-თებერვლის ბოლოს. სახე დაემანჭა კაცს.
-კარგი რა? რაამბავია. მთელი თვე მარტო უნდა ვიყო?კაცმა მზერა ამარიდა.
-ასეა საჭირო. მხოლოდ ბიზნესში არაა საქმე, მინდა სოფიასაც მოვშორდე, არ მინდა კიდევ უფრო გავაღიზიანი, არ მინდა თვალებში შევეჩხირო. ვიცი მართალი ვარ და მისი შვილის ამბავი ჩემი ბრალი არაა, მარგამ მაინც განვიცდი.შვილი ძალიან უნდოდა, შეიძლება ვეღარც დაორსულდეს. ხომ გესმის. მინდა რომ გავერიდო. მეც განვიცდი უშენობას, არ იფრო რომ ბედნიერად ვარ, ღამები არ მძინავს. მთელი თვის მანძილზე დღეს პირველად დავიძინე მშვიდად. ჩემზე კარგად მოქმედებ. არ მინდა მოგშორდე მაგრამ მეორე მხრივ.. ხომ გესმის...
-მესმის, არც მე მინდა რამე დაგიშავდეს.
-მგონია რომ ის ქალი კარგს არაფერს იზამს და ამიტომაც ვერიდები. მისი არ მეშინია. იმის მეშინია რომ ჩემს ოჯახს რამე არ მოსწიოს.ისე შემეცოდა ენით ვერ ავღწერ. აშკარად არ უყვარდა თავის ემოციებზე და განცდებზე ლაპარაკი.
-შენ ერთადერთი ხარ ვინც უსიტყვიდ და დარიგებების გარეშე მისმენს. ამიტომ არ მიჭირს შენთან ლაპარაკი.მხოლოდ შენ მხედავ ისეთს როგორიც ვარ სინამდვილეში. სხვებისთვის, მკაცრი და შეუვალი ვარ, შენთან...
-ემოციური, თბილი მოსიყვარლე და საყვარელი. დავასრულე მის მაგივრად. ნიკოლას გაეცინა.-მოდი აღარ გვინდა ამდენი დარდი, ისედაც ერთი დღით გხედავ.

კიდევ ბევრიბევრი ვილაპარაკეთ. ფილმს ვუყურეთ და ისე ჩაგვეძინა ბუხრის წინ ვერც გავიგეთ. დილით ათ საათზე გამეღვიძა. ნიკოლა სამ საათში უნდა გაფრენილიყო. ნაზად შევარხიე. კაცმა ძლივს გაახილა თვალები. უკვე თერთმეტი დაიწყო, არ დაგაგვიანდეს. დავიჩურჩულე მე. კაცმა ზანტად გაიზმორა და თვალები მოისრისა. ორივე მოვემზადეთ, ვისაუზმეთ და სახლი სწრაფად დავტოვეთ. ნიკომ სახლამდე მიმაცილა. რამდენჯერმე ნაზად მაკოცა და მაგრად ჩამიკრა გულში. ეხლა უფრო გამიჭირდა მისი გაშვება. ცოტა მაკლდა და ვიტირებდი, მაგრამ მის წინ თავი შევიკავე არ მინდოდა ენერვიულა.
ცრემლები მოვიწმინდე და სახლისკენ წავედი. ჭიშკართან შევიცადე არ მინდოდა ბავსშვებს ასე ვენახე.
-ძალიან გიყვარს. მომესმა ხმა ზურგსუკან.-ელდანაკრავივით შევტრიალდი უკან. ლუკა იყო.
-შენი საქმე არაა.უბრალოდ მეგობრები ვართ.სულელურად მოვიტყუე.
-აბა რა?ასე კოცნიან მეგობრები ერთმანეთს.კარი გავაღე შესვლას ვაპირებდი მაგრამ ლუკამ არ შემიშვა.-თუ გგონია რომ კონკია გახდები ძალიან ცდები. ქალები ყოველთვის არასწორად ირჩევთ. მტირალა ნიკოლას აღარ ვჯობივარ. -მივხვდი რომ ჩემს აგდებას ცდილობდა. არ ავყევი.
-თქვენ ორს შორის ვინაა მტირალა და მხდალი ჯერ კიდევ გასარკვევია.ბევრი რამ დაგვიწყნია. დამცინავად უპასუხა მარკომ. კაცს სახე აელეწა.- შეეშვი ორივვეს და შენ საქმეს მიხედე. ესენი როგორმე გადაწყვეტენ კონკიაობა, პრინცობის საკითხს. თან ისე რომ ყველა ბედნიერი დარჩება. ბიჭმა ლუკას კარი ცხირწინ მოუხურა და სახლისკენ მიბიძგა.
ახლა ორმაგად დათრგუნული ვიყავი, სახე ჩამომტიროდა.
-არაფერზე იდარდო. დამიჯერე ყველაფერი მოგვარდება. ყველა კარგად ვიქნებით. ხელკავი გამომდო ბიჭმა. შენს გასამხუარულებლად გადაწყდა რომ მე შენ და ბავშვები გასართობად მივდივართ.გაიცინა ბიჭმა.
-ჯერ ცოტას დავმშვიდდები ჰო.
პარკში არაჩვეულებრივიდრო გავატარეთ, მართლა გადამავიწყდა ყველაფერი.ბოლო პერიოდი სულ მოწყენილი ვიყავი და ამ დღემ ყველა განვლილი დღე გადაწონა.მარკოს მართლა ეხერხებოდა ადამიანების გამხიარულება.
-პირველ მარტს ჩემი დაბადების დღეა და ისევ აქ მოვიდეთ გავერთოთ. დაიტიტინა ლიზამ. --მანამდე უამრავი დროა. გაიცინა მარკომ.
საღამოს გვიან დავბრუნდით სახლში. ორშაბათიდან ისევ დაიწყებოდა რუტინა და ისევ ჩავეფლობოდი ყოველდღიურ მოწყენილობაში.დრო სწრაფად გადიოდა, იმაზე სწრაფად ვიდრე ველოდი. ნიკოლა მართალი აღმოჩნდა ყველაფერი თითქოს თავის ადგილს დაუბრუნდა. სოფიაც მიწყნარდა, მაგრამ როდემდე არცერთმა არ ვიცოდით...
ზამთრის დღეები მალე გადიოდა და ჩემი საყვარელი გაზაფხულიც დადგებოდა, მაგრამ ბუნება აშკარად არ ჩქარობდა გამოზაფხულებას. გარეთ საშინელი ამინდი იყო. წვიმა თოვში გადადიოდა, ქარი მთელი სისწრაფით დაქროდა შიშველ ხეებს შორის და თითქოს ჩვენს შესაშინებლად მთელი ხმით წუოდა ფანჯრებთან. შიშისგან თითქმის არ მეძინა. სახლში ძირითადად მე და ბავშვები ვიყავით. ყველა თავის საქმეზე გარბოდა და სახლში ან ძალიან გვიან არ საერთოდ არ მოდიოდნენ.
შაბათი საღამო იყო. როგორც უკვე ავღნიშნე საშინელი ამინდები იყო და არც ეს დღე იყო გამონაკლისი. მე და ბავშვები ტელევიზორის წინ ვიჯექით და ანიმაციებს ვადევნებდით თვალს და პერიოდულად ლიზას დაბადების დღის დეტალებს ვგეგმავდით.პირველ მარტს იყო მისი წვეულება, გოგონა საშინლად აღტაცებული იყო. მეკი საერთოდ არ მომწონდა ის ფაქტი რომ ბავშვის დაბედების დღეზე უფროსებს უნდა ეგულავათ. მეც გამომივლია მსგავსი რამეები და ძალიან არ მომწონდა, მაგრამ ლიზა ძალიან ბედნიერი იყო.
ამ ლაპარაკში ვიყავით როცა კარზრ ზარი გაისმა. ვივი გვერდძე გადავსვი და კარის გასაღებად დავიძარი ალბათ ან პაოლო იყო ან მარკო.მაგრამ შევცდი. კართან თავიდან ფეხებამდე გაწუწული ნიკოლა იდგა და მზერით ხვრეტდა პარმაღის იატაკს. ჩემს დანახვაზე გამომეტყველება შეეცვალა, რბილად გაიღიმა და ტუჩებზე ნაზად მაკოცა ისე რომ ბავშვებს არ დაენახათ. ოთახში მძიმედ შემოაბიჯა და სველი მანტო მომაწოდა. ბავშვებს მიეფერა.
-ანა, შეგიძლია აბაზანა მომიმზადო?-მშვიდად მომმართა კაცმა. ზემოთ ავედი და ცხელი წყალი მოვუშვი და წყალში გელი ჩავასხი. მოვბრუნდი თუ არა წელსზემოთ შიშველ ნიკოლას დავეჯახე.
-ნეტავ იცოდე როგორ მომენტარე. გამიღიმა კაცმა და ვნებიანად მაკოცა.დიდხანს ვკოცნიდით ერთმანეთს.
-მეც მომენატრე. დაიჩურჩულე მე. ნაზად მოვიშორე მისი ხელები და ოთახიდან გასვლა დავაპირე. კაცმა უკმაყოპილო მზერა მომაპყრო.-რა? ბავშვებს მარტოს ვერ დავტოვებ. კიბეზე დავეშვი, ბავშვები ისევ ტელევიზორს უყურებდნენ. ნიკო დაბლა არ ჩამოსულა მთელი საღამო. გოგონები დასაძინებლად წავიყვანე და ჩემი ოთახისკენ წავედი. კაცი ჩემს საწოლზე იყო გაშოტილი და აშკარად ჩემს მოსვლას ელოდებოდა. ნელა მივუახლოვდი საწოლს, ნიკოს თვალები უელავდა, ჩემმა სიზანტემ თითქოს უფრო გააშმაგა. სწრაფად წამოიწია და ხელი ერთი მოძრაობით მომაქცია მის ქვეშ. რამოდენიმე წუთის შემდე კი უკვე სრულიად შიშვლევი ვიყავით ორივე და გველიბივით ვეკლაკნებოდით ერთმანეთის სხეულებს. სიამოვნებისგან მთელი სხეული მიკანკალებდა.....
გამთენიისას გამეღვიძა. ნიკოლას თავისი ტორი ჩემს მკერდძე ედო და მთელი სხეულით მეწებებოდა. ფრთხილად შევარხიე კაცი.
-ნიკო უნდა წახვიდე უკვე დილაა. ნაზად ჩავჩუჩულე ყურში და ლოყაზე მივეფერე. კაცი შეიშმუშნა და სცადა ძილიდან თავი დაეღწია. უფრო მომეწება და რამოდენიმე სველი კოცნა დამიტოვა სხეულზე, სწრაფად წამოხტა საწოლიდან, ჩაიცვა და ოთახი დატოვა.

-ხვალ ლიზას დაბადების დღეა, წამოიწყო პაოლომ ლაპარაკი, ბევრი სტუმარი გვეყოლება, დიდ და ლამაზ წვეულებას გავმართავთ. გაიღიმა კაცმა.-ანა შენც უნდა წამოხვიდე აუცილებლად. მე უარის ნიშნად თავი გავაქნიე. არ მინდოდა დიდად მათ საოგადოებაში ტრილაი, ისინი არა მაგრამ სხვები მაინც ამრეზით მიყურებდნენ ამის ასატანად კი საკმაოდ ამაყი ვიყავი.ასე რომ..
-უარი არ მიიღება. შენ ჩემი შვილებისთვი ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ. ჩვენთვისაც.ლოყაზე მიჩმიტა კაცმა.მის საქციელზე გამეღიმა.
-აბა რა ხდება? მხიარულად მიუჯდა მარკო მაგიდას და ყვა დაისხა.
-ლიზას წვეულებაზე ვლაპარაკობთ. უთხრა პაოლომ.
-მაგარია. კარგად გავერთობით. ჩაიცინა ბიჭმა.
ბიჭებმ ლაპარაკი გააგრძელეს მე კი სამზარეულო დავტოვე არ მინდოდად ნიკოლა აქ მენახა გუშინდელი ღამის მერე, შემრცხვებოდა და დავიბნეოდი თან ისე რომ ყველა ყველაფერს მიხვდებოდა. კიბე ავირბინე მანტო ჩავიცი და ბავშვებტან ერთად სკოაში წავედი.
ნინას დავურეკე და დიდი ხვეწნა მუდარის შემდე დავითანხმე რომ საჩუქრის საყიდლად წამომყოლოდა.თითქმის მთელი დღე ვიბოდიალეთ და ბოლოს როგორც იქნა ძლივს მივაგენი იმ ბარბის რომელიც ლიზას უნდოდა.
-შენთვის კაბა არ გინდა?მოულოდნელად მკითხა ნინამ.
-მინდა? შევყოყმანდი მე.
- აბა არა გოგო? გადაირია ნინა. შენი ბიჭი ხო უნდა გადარიო? ისე საწოლში როგორია?
-კარგი რა ნუ მისვემ ეგეთ კითხვებს. წამოვწითლდი მე.
-ასეთი არაფერი მინახავს, გოგოს ქალაქში ყველაზე მაგარ კაცთან აქვს სექსი და ამის ხსენებაზეც კი წითლდება, მაშინ როცა სხვა გოგონები რომლებსაც მის გვერდით მაინც ჩაუვლით, ამაყად ყვებიან ამ ამბავს თითქმის ყველგან. ეს კი თავის დაქალსაც არ ეუბნება.
- კარგი რა, არ მოგწყინდა დილიდან?
-შენ კიდე ერთ კითხვაზე რით ვერ მიპასუხე.მე დავიბღვირე. -კარგი კარგი ისევ კაბა ვიყიდოთ.დამეჯღანა გოგო.
წითელი კაბა ვიყიდე ლამაზი ამოღებული ზურგით და და წვრილი ბრეტელებით. სავაჭრო ცენტრი დავტოვეთ და პატარა კაფეში ჩამოვჯექით. ნინამ თავის ახალ სიმპატიაზე მომიყვა, ჩემგან განსხვავებით, ის უფრო მხიარული გახსნილი და თავისუფალი იყო, სწორედ ამიტომ ჩემგან განსხვევით რამოდენიმე შეყვარებული გამოიცვალა და ალბათ არც ამაზე გაჩერდებოდა დიდხანს. მე კი ასე მარტივად არ შემეძლო.
სახლში რომ დავბრუნდი საშინლად დარლილი ვიყავი. ბავშვები ვამეცადინე ვაბანავე და დავაძინე. ნიკო სახლში არ იყო, ამიტომ მეც მალე დავიძინე. ხვალ ისედაც დამღლილი დღე მელოდა წინ...
დილიდან ვიღებდით საჩუქრებდა და მილოცვებს, მიუხედავად იმისა რომ წვეულება ხუთ საათზე იწყებოდა.ბავშვები დილიდან აჟიტირებულები იყვნენ. მე კერ წვეულების ადგილას წავედი და პაოლოს დატოვებული მითითებები გავაცანი ორგანიზატორებს. სამი საათისთვის სახლში დავბრუნდი ბავშვები გავემზედე მეც მოვემზედე და წვეულებაზე წავედით.
უამრავი ზალხი ირეოდა. ბავშვებს ჯამბაზები და ზღაპრის გმირები არტობდნენ დიდები კი ერთმანეთით ერთობოდნენ. მე ყველასგან მოშორებით დავდექი კუთხეში და მანამ ვიდექი სანამ ნიკოლა არ მოვიდა. კიდევ კარგი თორემ მოწყენილობისგან მოვკვდებოდი. ნიკო ჩემს მიმართ დამოკიდებულებას აშკარად არ მალავდა. მთელი საღამო ჩემს ირგვლივ ტრიალებდა, რამდენჯერმე ზურგზე ნაზადაც კი მაკოცა, მე კი თვალები ვჭყიტე.
-მათი აზრი არ მაღელვებს. მე შენ აგარჩიე და სულ არ მადარდებს რას იტყვიან.
-გასაგებია, მაგრამ ჩემთვის ცოტა უხერხულია. კაცმა თავი დამიქნია, მაგრამ მაინც იგივეს სგრძელებდა.
უკვე გვიანი იყოო რამოდენი სტუმარმა დაგვტოვა კიდეც, მაგრამ ყველასდა გასაკვირად ისეთი სტუმარი გვეწვია რომელსაც არავინ ელოდა. სოფია! ამაყად შემოაბიჯა კარში, როგორც ყოველთვის ვულგალურად გამოიყურებოდა და ცხვირაბზუებული ნელი ნაბიჯით მოიწევდა წინ პერიოდულად ჩერდებოდა და თავის ნაცნობებს ესალმებოდა. რამოდენიმესთან საკამოდ დიდხანსაც კი გაჩერდა. რატომღაც გული ამიჩქარდა, ავნერვიულდი და ისევ კუთხეში მივიყუჟე. პაოლო და ნიკოლა ერთად იდგნენ ჩემს წინ ისინიც აშკარად დაიძაბენ, პაოლოს სახე მოეღრიცა. ქალი მათკენ დაიძრა და რამოდენიმე წუთში მათ წინ აისვეტა და ირონიული ღიმილით ჩაათვალიერა ორივე, რაღაცას ელაპარაკებოდა, მაგრამ მე არაფერი არ მესმოდა. სასიამოვნო დიალოგი რომ არ ჰქონდათ ეს ნამდვილად ფაქტი იყო. ახლოს მივიწიე, უფრო მეტიც რამოდენიმე წუთში უკვე ნიკოს გვერდით ვიდექი, მინდოდა რამე გამეგო მაგრამ უშედეგოდ ქალმა, მის წინ მდგომ მამაკაცებს ზურგი აქცია და გაბრაზებული დაიძრა კარისკენ, ნიკოლამ რაღაც დაისისნა, ვცადე დამემშვიდებინა და ზურგზე ხელი დავუსვი, კაცმა გამიღიმა.ეს ეტყობა ბოლო წვეთი აღმოჩნდა სოფიასთვის,ასეთი დაძაბულობის შემდეგ მომღიმარს რომ ხედავდა, აბლათ ამან გაამწარა ან მისმა სიტყვებმა, რომელიც მიაძახა. თითქმის კართან მისულმა კლადჩიდან პატარა პისტოლეტი ამიღო და დამიზნების გარეშე ესროლა კაცს, რამდენჯერმე......
რამდენიმე წუთიანი, მაგრამ თითქოს საუკუნოდ გაწელილი სიჩუმე ყველას სულს ხდიდა,ხალხი დაიბნა, დაპანიკდა, საშინელი არეულობა იყო.ყველა გარბოდა დასამალად,მხოლოდ ჩვენ სამნი გავშეშდით ერთ ადგილას, პაოლოს გაგიჟებული სახე და ნიკოლას ღრიალი არასოდეს ამოვა ჩემი თვალებიდან, თეთრი პერანგი სისხლით ჰქონდა დათხვრილი... ჩემი სისხლით, მისთვის განკუთვნილი ტყვია მე მომხვდა, ვიგრძენი ცხელმა სხეულმა როგორ გამიხვრიტა მკერდის ფიცარი. ერთი ტყვის მკერდთან ახლოს მომსვდა, მეორე მკლავში. ვიცოდი რომ ვკვდებოდი, ვიცოდი რომ ეს ბოლო წუთები იყო, ნიკოლა ცხოველს გავდა. განწირული ღრიალებდა, არ დამტოვოო. მინდოდა მეთქვა რომ მიყვარდა, მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი, რამოდენიმე წუთი, სასწრაფოს მოსვლამდე ბურანში ვიყავი, მერე გავითიშე აღარაფერი მახსოვს, მხოლოდ იმას გვძნობდი ნიკოლას როგორ ვყავდი გულზე მიხუტებული, მისი ცრემლები მკერდზე მეცემოდა...
საოპერაციოში შემიყვანეს. თითქოს ყველაფერს ვხედავდი, ეს ფაქტი დიდად არ მომწონდა არ მინდოდა 25 წლის ასაკში სიკვდილი, თან იმ დროს როცა ყველაზე კარგად ვიყავი... ეს ალბათ ჩემი ბოლო გაფიქრება იყოო რადგან ამის მერე აღარაფერი მახსოვს...
ნიკოლა
...მეც კომაში ვარ მასთან ერთად. აღარავინ და აღარაფერი არსებობს ჩემს ირგვლივ.თავს ვერ ვთოკავდი, ცხოველივით ვღრიალებდი. ყველაზე ძვირფასი რაც გამაჩნდა წამართვეს.მინდოდა მყვარებოდა, მინდოდა ბედნიერები ვყოფილიყავით, მისთვის იმდენი რამის ჩვენება მინდოდა,მასთან ოჯახი მინდოდა, ვიცოდი როგორები იქნებოდნენ ჩვენი შვილები, ვიცოდი როგორ გამაცილებდა ყოველდღე სახლიდან.. მაგრამ ახლა უკვე აღარაფერი ვიცი, ერთადერთი რაც ნამდვილად ვიცოდი, ის იყო რომ მისი წასვლის შემთხვევაში, მხოლოდ მის ლანდებს და მოგონებებს უნდა ვეფერო მთელი ცხოვრება.
ნეტავ იმ დაწყევლილი დღეს სულ არ ჩამოვსულიყავი, ნეტავ ის ტყვია მე მომხვედროდა. ოღონდ მას არა, ოღონდ მას არ ტკენოდა... ახლა ვზივარ მის პალატაში და ველოდები ოდესმე თუ კიდე დაიჩურჩულებს ჩემს სახელს, თუ ისევ შემომანათებს თავის მწვანე თვალებს, თუ ისევ ვნახავ მის ბედნიერ სახეს ფერადი შუქების დანახვისას.
ერთი კვირაა ის ასე წევს , მე კი ვზივარ და მის ფერმკრთალ სხეულს თვალს არ ვაშორებ, ვგრძნობ როგორ მეცლება ხელიდან.....
ჩემი ძმები ყოველ საღამოს მოდიოდნენ და ორ მომაკვდავს უყურებდნენ, არავის არაფერი შეეძლო.ყოვედღე ვისმენდი მათ ლაპარაკს მაგრამ რეაქცია არაფერზე მქონდა.
-კი ვხვდებოდი რომ მათ შორის რაღაც ხდებოდა მაგრამ ასე შორს თუ იყო წასული ეს ამბავი არ მეგონა.შენ იცოდი?
მარკომ თანხმობის ნიშნად თავი დააქნია.-მე რატომ არასოდეს არაფერი არ ვიცი.
-ახლა ხომ გაიგე. მარკომაც ვერ შეიკავა თავი და თვალებიდან ცრემლები გადმოუგორდა. კიდევ რაღაცეები ილაპარაკეს მაგრამ არ მახსოვს. საშინლად გადაღლილი ვიყავი. მასთან ახლოს მივიწიე. პალატის საწოლს ჩამოვადე თავი.გაყინული იყო. თბილი პლედი ავიღე სკამიდან და დავაფარე ვიცი ვერ გრძნობდა, მაგრამ მაინც.. მისი გალეული ხელები ჩემს ტორში მოვაქციე, რამდენჯერმე ნაზად ვაკოცე. რამდენიმე წუთში მის გვერდით გათიშულს მიმძინა...

ამ ამბიდან ორი კვირა გავიდა, მე ისევ ვზივარ და ველოდები, როდის გაახელს ჩემი ცხოვრების ერთადერთი სიყვარული თვალებს. ნელ-ნელა დადნა ჩემს თვალწინ, გაილია, თეთრი კანი კიდევ უფრო გაუმკრთალდა, ტუჩები გაულურჯდა, ლოყები ჩაუცვივდა. კიდევ რამოდენიმე დღე და აპარატიდან გამორთავდნენ. იმედი ყველას გადაწურული ჰქონდა ჩემ გარდა. მხოლოდ მე ვფიქრობდი, რომ მარტო არ დამტოვებდა, მაგრამ ხანდახან შინაგანი ხმა დამცინოდა, მეუბნებოდა, რომ სულელურ იმედებს ვებღაუჭებოდი. დღე და ღამე მისი ხელი მჭირა.
საღამოს ძალიან დაღლილი ვიყავი. მისი ხელი ჩემს ტორში მოვიქციე, ნაზად მივეფერე. მომეჩვენა რომ მანაც ნაზად დამისვა თითები, მაგრამ არ მივაქციე ყურადღება. რამოდენიმე წუთში ღონეგამოცლილს მიმძინა. ვგრძნობდი როგორ მომიჭირა ხელზე ზელი, უღუნოდ მაგრამ მაინც მომიჭირა. ელდა ნაკრავივით წამოვხტი. მონიტორს შევხედე, პულსი ნორმის ნუშნულამდე ადიოდა. ყური მივუგდე, სუნთქვაც გაუხშირდა. პალატა დავტოვე და ექიმის მოსაძებნად გავედი დერეფანში.
რამდენიმე წუთიანი გამოკვლევის და დაკვირვების შემდეგ ექიმმა გაოცებით შემომხედა და მამცნო რომ მსგავსი სასწაული არასოდეს უნახავს.
-ანუ გადარჩება. ნამტირალევი ხმით ვიკითხე.
-გადარჩება, ორგანოებიც ნორმალურად უმუშავებს,სიარულსაც შეძლებს. ტყვია ხერხემალი არ დაუზიანებია, ამიტომ დამბლა მოსალოდნელი არაა, მაგრამ მე ამნეზიის მეშინია. შევხედოთ რომ გაიღვიძებს რას გვეტყვის. მოვლა დასჭირდება, მაგრამ როგორც ვხვდები ამის ახსნა არ დამჭირდება. საკმაოდ მზრუნველი და ყურადღებიანი ჩანხართ. გაიღიმა ექიმმა და სანამ პალატას დატოვებდა მთხოვა მეცნობებინა როცა გაიღვიძებდა.კართან ცოტა ხანს შეყოვნდა მივხვდი რომ რაღაცის კითხვას აპირებდა და თან ვერ ბედავდა.
-თქვენი ვინ არის?-ბოლოს მაინც მკითხა გაუბედავად.
-ჩემი შეყვარებულია. კაცმა თავი დამიქნია და ოთახი დატოვა.
რამოდენიმე საათი ველოდე. ნელ-ნელა ახელდა თვალებს და ისევ ხუჭავდა. დაღლილობის ბრალი იყო. როგორც იქნა ჭყიტა თვალები. ნაზად და უღონოდ გაიზმორა. ისე თითქოს არაფერი მომხარა და არაფერი მოსვლია. თითქოს მხოლოდ დიდი ხნის ძილიდან, ახლაღა გაიღვიძა.
პალატა მოათვალიერა გაკვირვებული იყურებოდა აქეთ-იქით. მე კი სუნთქვაშეკრული ველოდებოდი როდის მომაქცევდა ყურადღებას და თუ მიცნობდა საერთოდ.ეს რამდენიმე წამი თითქოს საუკუნოდ გაიწელა. არაფერი მითქვამს არ მინდოდა შემეშინებინა, ან დამეძაბა.
ოთახის თვალიერების შემდეგ, ჩემზე გადმოვიდა. ცოტა ხანს დამაკვირდა და ბოლოს უღიმღამოდ გამიღიმა. მივხვდი რომ მიცნო.მინდოდა გულში ჩამეკრა, მაგრამ არ შეიძლებოდა. ნელა წამოვწიე, ისიც ფაქიზად მომეყრდნო და უღონოდ დამისვა ხელები მხრებზე. ისეთი უმწეო იყო. ძლივს შევიკავე თავი რომ არ მეტირა.
-რამდენი ხანია რაც ასე ვარ?
-უკვე ორი კვირაა. თავს როგორ გრძნობ?
-მშია, თავბრუ მეხვევა და გაორებულად ვხედავ, ძალა საერთოდ არ მაქვს.-ძლივს ამოილუღლუღა. ისეთი სუსტი იყო. მაგრამ ამას უკვე აღარ ჰქონდა მნიშვნელობა მთავარია რომ გაიღვიძა.
-მაგას ეშველება. ხომ იცი რომ კარგ ხელში ხარ ცივ ნიავსაც არ მოგაკარებ.
-ბავშვები როგორ არიან?
-ბავშვებს რა უჭირთ, შენთან ყოველდღე მოდიოდნენ. ბევრს ნუ ილაპარაკებ არ დაგაიღალო. საჭმელს მოვიტან და მალე მოვალ.ბალიში გავუსწორე და ისე მივაწვინე. კარისკენ მიმავალს მზერა გამომაყოლა. ვხვდებოდი რომ ახლა ყველაფერი ჩემზე იყო. დიდი გამძლეობა, მზრუნველობა და სიყვარული უნდა გამომეჩინა მის მიმართ.
ანა
მთელი იმ დროაი მანძილზე, თითქოს არსად არ წავსულვარ, პალატაში ვტრიალებდი. მესმოდა ნიკო ყოველ წუთას როგორ მეხვეწებოდა რომ არ დამეტოვებინა, როგორ მეფერებოდა და მევლებოდა თავს, ერთი წუთითაც კი არ მტოვებდა.მთელი ძალით ვცდილობდი თვალები გამეხილა, გამოვფხიზლებულიყავი და მისი ტანჯვისთვის ბოლო მომეღო, მაგრამ არ გამომდიოდა.
ყველაფერი მესმედა. მესმოდა როგორ მოდიოდნენ ბავშვები ყოველდღე და გაღვიძებას და მათთან დაბრუნებას მთხოვდნენ, როგორ იხსენებდა მარკო ჩვენს ერთად გატარებულ დროს. მინდოდა მეკივლა, მეღრიალა მაგრამ უძლური ვიყავი. არ მინდოდა სიკვდილი, არ მინდოდა, ადამიანები რომლებიც ჩემს ცხოვრებაში მოულოდნელად გაჩდნენ და ასე შემაყვარეს თავი. ასე მიმეტივებინა. განსაკუთრებით ნიკოლა მებრალებოდა. ამიტომ თავს ძალა დავატანე და სიკვდის ხელიდან დავუსხლტი.
სამ დღეში საავადმყოფოდან გამწერეს. შედარებით უკეთ ვიყავი ფერი დამიბრუნდა მაგრამ ძალიან გამხდარი ვიყავი, თითქმის ათი კილო მქონდა დაკლებული. ერთი თვე კალორიული საკვები უნდა მიმეღო და ცხიმის მარაგი შემევსო.ნიკომ თავისთან წამიყვანა და მაქსიმალურად ცდილობდა ჩემთვის კომფორტი და სიმყუდროვე შეექმნა. ნელ-ნელა ძვლებიც გამიმაგრდა და ცოტა ცოტას დავდიოდი კიდეც. ერთ კვირაში სამი კილო მოვიმატე, მაგრამ ჯერ კიდევ შორ ვიყავი საბოლოო შედიგასგან. ნიკო ყოველ ღამე ჩემს გვერდით იწვა და წიგნებს მიკითხავდა. მეც გატრუნული ვნებივრობდი მის მკლავებში.
ნიკო ცივ ნიავსაც კი არ მაკარებდა.ფიზიკურად ნამდვილად მოვმჯობინდი მაგრამ ის დღე მაინც საშინელ ლაქად დარჩა ჩემს გონებაში. ყოველ ღამე კოშმარები მესიზმრებოდა.შეშინებულს მეღვიძებოდა და გაღვიძებული სოფიას აჩრდილს ვხედავდი ყველგან. აქამდე არც კი დავინტერესებულვარ რა ბედი ეწია მას. არც მაინტერესებდა ვცდილობდი მაქსიმალურად მშვიდად ვყოფილიყავი.კოშმარებმაც გაიარა.ნელ ნელა ძველი ანა გავხდი. ისეთივე ენერგიული და ხალისიანი. ახლა უფრო ბედნიერი ვიყავი. თითქმის თავიდან დავიბადე, უფრო მეტად დავაფასე სიცოცხლე.უფრო მეტად შევიყვარე ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანები, განსაკუთრებით ნიკო, მთელი ცხოვრება რომ მეძებნა მსგავს ვერავის ვიპოვიდი.
უკვე აპრილი იყო გარეთ მაინც დაუნდობლად წვიმდა.მე უკვე ენერგიით ვიყავი სავსე ერთი სული მქონდა როდის გავიდოდი გარეთ და სადმე გავისეირნებდი. ბედნიერი ვიყავი, რომ შემძლებოდა სიხარულით დავირბენდი აყვავებულ ქუჩებს.ნიკოლაც ბედნიერი იყო. ვხედავდო როგორ გამოუკეთდა ხასიათი. მის სახეზე დარდს ვეღარ ვამჩნევდი. მისი ლამაზი თვალები სევდას აღარ აფრქვევედა. ჩვენზეც უკვე ყველამ იცოდა. ზოგს უხაროდა, ზოგიც ამრეზით გვიყურებდა, მაგრამ ეს დიდად არცერთს არ გვადარდებდა.
-ხვალ მინდა იმ ადგილას წავიდეთ, პირველად რომ მყავდი წაყვანილი.-მე თვალები გამინათდა.
-მერე ის ქალი რა აზრისაა. -კაცს გაეცინა.
-ჩემმა მომხიბვლელობამ კიდევ ერთხელ გაჭრა. თანაც იმდენად რომ მთელი ღამით დაგვტოვებენ და ვახშამსაც მოგვიმზადებენ-მე გაკვირვებისაგან თვალები შუბლზე ამივიდა.
-დარწმინებული ხარ რომ იმ ქალს ელაპარაკე?-კაცმა გამიცინა.
-კი აბსოლიტურად.
-როგორ მოახერხე?
-ეს საიდუმლოა მთავარია რომ შენ იქნები ბედნიერი.დარწმუნებული ვიყავი რომ ჩემზე მოუყვა, ნამდილი ეშმაკია...
-დილით ადრე გამეღვიძა. ვერ მოვისვენე. ბავშვებს უკვე რამოდენიმე დღეა ჩემთან სძინავთ. ვივი სულ იმას გაიძახის :მეშინია კიდევ დიდხანს არ დაგეძინოსო.ამას რომ მეუბნება ტირილი მინდება. ფრთხილად გამოვძვერი საწოლიდან, შხაპი მივიღე და მოვწესრიგდი. ამ ამბების მერე პირველად გავდიოდი ქუჩაში. თან ძალიან მიხაროდა თან მეშინოდა, მაგრამ არ ვიცი რისი მეშინოდა. სოფიასი? ხალხის? იმ მშობლების რომლებმაც ეს ყველაფერი გაიგეს?
მოკლედ აშკარად ჯერ კიდევ ვერ გადამეხარშა ეს ამბავი ბოლომდე. ალბათ კიდევ დიდი დრო დამჭირდებოდა რომ მსგავსი სულელური ფიქრებისაგან განვთავისუფლებულიყავი. ხანდახან მთელი ღამე მეღვიძა და უაზროდ ვტიროდი. მაქსიმალურად ვცდილობდი ნიკოლას არაფერი შეემჩნია, არ მინდოდა მისთვის კიდევ დამემატებინა სადარდებელი.
ბავშვები გავაღვიძე, მავაწესრიგე, ვასაუზმე და სკოლისაკენ წავედით. მთელი გზა დაძაბული ვიყავი. სკოლაში მისვლა კი ნამდვილი კოშმარი იყო, ამჯერად მართლა ყველა მე მიყურებდა და ჩურჩულებდნენ. მხოლოდ მასწავლებელი მომესალმა და გამიღიმა მომიკითხა. იმდენად მესიამოვნა მისგან ეს ჟესტი ლამის ვიტირე.მომიყვა ლიზა როგორ მუშაობდა ამ დროის განმავლობაში, რაში ჰქონდა ჩამოჩენა და რაზე უნდა გვემუშავა. დაწვრილებით ამიხსნა ყველაფერი. მეც მოვინისნე მნისვნელოვანი პუნქტები მოვინიშნე და სკოლა სწრაფად დავტოვე. სახლისაკენ ფეხით წამოვესი. ჰაერში სასიამოვნო ყვავილების სურნელი ტრიალებდა. ხეები უკვე ამწვანებული იყო. ჩიტებიც გალობდნენ. ჩემი საყვარელი კაფისკენ ავიღე გეზი. ისევ იმ კუთხეში ჩამოვჯექი და ცხელ შოკოლადს დავუწყე წრუპვა. რამოდენიმე საატი იქ გავატარე მარტომ , წიგნის კითხვაში. რამოდენიმე სხვადასხვა ნამცხვარი ვჭამე. ნიკოლა ამის უპლებას არ მაძლევდა, მკაცრად მიკონტროლებდა თიტოეულ ლუკმას. მაგრამ ბავშვები მეხმარებოდნენ და ჩუმ ჩუმად ჩემს საყვარელ შოკოლადებს მაწვდიდნენ.
საღამოს ნიკოლამ დამირეკა და მთხოვა მოვმზადებულიყავი. შავი წვრილ ბრეტელებიანი კაბა ცავიცვი. თმა ცხენის კუდივიტ შევიკარი, ფეხსაცმელები ამოვიცვი და იბეზე დავეშვი. კაცი ისე სიმპატიურად გამოიყურებოდა ლამის დავდნი.
დანიშნულების ადგილამდე სწრაფად მივედით.მანქანა ვიწრო შესახვევთან გააჩერა.ისევ იმ პატარა ბილიკს ავუყევით, როგორც ადრე. კიბე სწრაფად ავიარეთ, სუსხიანი, მაგრამ ძალიან ლამაზი ღამე იყო. გზაში წამოწვიმა კიდეც. სასიამოვნო ღამეს მიწის სასიამოვნო სურნელი დაემატა..
კარი ისევ იმ ქალმა გაგვიღო. ამჯერად ღიმილით შეგვეგება. ნიკოლას გასაღებების ასხმა დაუტოვა და თვითონ სასახლისაკენ მოშორებით მდგონი პატარა სახლისაკენ გასწია.
ამჯერა ჯოსკისაკენ წავედით.
-სად მივდივართ. ვკითხე გაკვირვებულმა.
-კოშკში ტელესკოპია,ვიცი ვარსკვლავების ნახვა რომ გინდოდა.
-სიხარულისგან პირი დავაღე. რამოდენიმე საათი ვუყურეთ ვარსკვლავებს, ნიკო აშკარად პროფესიონალი იყო ამ საქმეში ზუსტად იცოდა. რომელ მხერეს რომელი ვარსკვლავი ჩანდა კარგად. მერე სავახშმოდ წავედით ულამაზესი მაგიდა იყო გაშლილი.ჭერი სულ მოხატული იყო. როგორც მისაღების ჭერი, რომელიც წინა ჯერზე ვნახეთ. საოცარი ატმოსფერო იყო. ამ გარემოში ჭამაზე როგორ უნდა გეფიქრა ვერ ვხვდებოდი. თითქმის მთელი საღამო აქეთ-იქით ყურებაში გავატარე.
ნიკოლას ვეჯექი კალთაში, ნაზად მეფერებოდა და მკოცნიდა მხრებზე, ყელზე. მე კი ყველა მის შეხებაზე ტანზე ეკალი მაყრიდა. ვერც კი მივხვდი როგორ აღმოვჩნდით საწოლში. კაცი ნაზად მეფერებოდა, ჩემი მთელი სხეული მას მოეცვა. ნელა და რიტმულად ვმოძრაობდით. სიამოვნებისგან ლამის სული ამომძვრა. ნიკოლას მთელი ზურგი დავუკაწრე, მაგრამ რეაქცია არ ჰქონია, იმდენად იყო გართული..ცოტა ხანსი ორივეს ძალაგამოცლილებს ჩაგვეძინა...
დილით ფერადმა შუქებმა გამაღვიძა. იქაურობა ულამაზესი იყო. ამაზე ლამაზ და ბედნიერ დილას არლბათ ვერასოდეს ვინარებდი....
ცხელოდა. მე გადავწყვიტე კუთვნილი შვებულებით მესარგებლა და თბილისისკენ წამოსასვლელად მოვემზადე. ნიკოლას არ უნდოდა რომ წავსულიყავი, მაგრმამ ოჯახის წევრები და მეგობრები ძალიან მენატრებოდნენ. დიდიხნის წუწუნის შემდეგ დავითანხმე და ბარგის ჩალაგებას შევუდექი. ერთი სული მქონდა ჩეს გოგოებს როდის ჩავეხუტებოდი. მათთან ერთად ვისეირნებდი და გავერთობოდი. ჩემი კომის ამბავი არავინ იცოდა, არც არავისთვისდრო ისე სწრაფად გადიოდა აღქმაც კი მიჭირდა. უკვე აგვისტო იყო. გარეთ საშინლად ვაპირებდი თქმას არ მინდოდა დედა და ბებია გადამერია. უკან აღარც გამომიშვებდნენ. ყველას გამოვემშვიდობე.ღამე ნიკოლასთან დავრჩი და იქიდან პირდაპირ აეროპორტში წავედი. თვითმფრინავში ერთი წუთითაც კი არ მომიხუჭავს თვალი. სიხარულისგან ძალიან აღელვებული ვიყავი. დრო საშინლად იწელებოდა....
საღამოს უკვე თბილისის აეროპორტში ვიყავი და დაბნეულად დაცეცებდი თვალებს აქეთ-იქით ვერც კი შევამჩნიე ნინუცა ისე დამახტა თავზე. შუა აეროპორტში ავტეხეთ სიცილი და კივილი.ყველა ჩვენ გვიყურებდა.
საღამოს უკვე სახლში ვიყავ. ჩემები ვნახე, მოვესიყვარულე. წყალი გადავივლე და გვიან გოგოებთან გავედი.ისე ვვიმხიარულეთ მთელი ლაუნჯი თავზე დავიმხეთ, მაგრამ მთავარი წინ იყო. ნიკოლაზე არაფერი იცოდნენ. ყურადღება მოვითხოვე და მოყოლა დავიწყე.ყველაფერი დაწვრილებით მოვიყევი, როგორ შევხვდით, როგორ დაიწყო ყველაფერი. სოფიას თავს გადავახტი რათქმაუნდა.
-გოგო ფოტო არ გაქვს გვაჩვენე რა ინტერესით ვკვდებით. ჩანთიდან მობილური ამოვიღე და გოგოებს გავუწოდე.
-რაააააა? პირი დააღო ნინუცამ, მერე ქეთიმ და იაკომაც. გაშტერებულები მიყურებდნენ.
-ნამდვილი პრინცია. რა საოცარი ტიპია. გადაირიენ გოგოები.
-იწექით უკვე ერთად.-მომახალა იაკომ, ყველაზე უატაქტოა მთელ სადაქალოში.ისე გამეცინა მოტყუებას აზრი აღარ ჰქონდა.
-კი.
-მერე როგორია?
-ოოოო კარგი რა ჰო იცი ვერ ვითან მსგავს კითხვებს.
-გოგო ასეთ ბიჭს „აძლევ“. ის მაინც გვითხარი როგორია. გადმოცემით მაინც ვიცოდეთ. გოგოებს სიცილი აუტყდა.
-კარგია და მეთი არაფერი მკითხო.-იაკომ თვალები აატრიალა.
-რა ტიპი ხარ რა შენგან ვერაფერს გაიგებს კაცი.
-უკან როდის მიდიხარ?
-როცა ტურფა დაუძახებს. ლაპარაკში ჩაერთო ქეთი.
-მოკლედ რააა... თვალები ავატრიალე მე.
-მე რომ დამაფრქვევინეტ ყველაფერი. თქვან როგორ გაქვთ საქმე?
-ქეთი ქართველ ყანწიან და რესტარნიან ტიპს ხვდება. აი იცი როგორს.... დიდიხანს იფიქრა იაკომ... აი სიტყვებიც კი არ მყოფნის. შენთვითონ ნახავ რაა თავის რესტარანში რომ დაგვაპატიჟებს თან დახურინებს. კისკისებდა გოგო. ქეთი გაიბუტა. სიმართლე რომ ვთქვათ ეს კაცზე კი არა შუბებზე, საათებზე და კარგ ცხოვრებაზე იყო შეყვარებული. რაც ეს ტიპი გაიცნო სულ იმას გაიძახის მთავარი სულიერებააოო, მაგრამ არ კაცს არც დიდი სულიერებისა და ინტელექტის ეტყობა რაიმე.იაკო კი ყოველ შესაძლო ვარიანტზე მწარედ კბენს ამის გამო.
-ქორწილში როდის დაგვპატიჯებ? წარბის აწევით იკითხა ნინუცამ.- მე დავიჯღანე.
-ჯერ ადრე ხომ არ არის ამაზე ლაპარაკი.
ადრე და გვიან მე არ ვიცი რა რომ ჩამოვალ იქ კარგი ტიპები დამახვედრე. გადაიხარხარეს გოგოებსმა ნინუცას გამოხტომაზე.

სახლში დილის ხუთ საათზე მივედი. ჩუმად შევიპარე. დედაჩემი წამომადგა თავზე. ასე აპირებ ეხლა ყოველდღე აქეთ- იქით ბოდიალს?
-ვერ ხვდები რა გინდა? დღეს ჩამოვედი და იმის მაგივრად რომ გიხაროდეს. გაბრაზებული ხარ?
-სახლში გაატარე დრო. ისიც გვეყოფა რომ დაკარი ფეხი და გაიქეცი? არც ვიცი იქ როგორ ცხოვრობ? გავოცდი, მაგრამ ამ დილაუთენია ჩხუბი არ მინდოდა.
- მაინცდამაინც ამ წუთას უნდა ვარჩიოთ ეს ყველაფერი?პასუხს არ დავლოდებივარ ისე წავედი ჩემი ოთახისკენ. როგორც ყოველთვის იცოდა, ბედნიერი დღე ჩამიშხამა. მე და დედაჩემს კარგი ურთიერთობა არასოდეს გვქონია.ჩემით სულ უკმაყოფილი იყო.სულ მეჩხუბებოდა, მაგრამ არ ვიცოდი რატომ . კარგად ვსწავლობდი, ძალიან მშრომელი ვიყავი. მის გარდა ყველა მაქებდა. რაც მამა გარდაიცვალა უფრო დაგვეძაბა ყველაფერი. მე მამასთან ვცხოვრობდი ამიტომ მასთან გამიჭირდა.

ყოველთვის აღნიშნავდა რომ ჩემი ძმა განასაკუთრებულად უყვარდა და რომ მათან სხვაიარ
კავშირს გძნობდა. ეს რამდენჯერმე ჩემი ყურით გავიგონე. იმის მერე ის ჩემთვის თითქმის აღარ არსებობდა. ჩემი გაქცევის ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო.
მისი ნათქვამი ყველა სიტყა ამიმიტივტივდა გონებაში. ცრემლები ღვარად მდიოდა თვალებიდან.ხვალვე ბებიასთან გავიქცეოდი და იქ დავრჩებოდი მთელი სამი კვირა.. ამ ფიქრებში მალე ჩამეძინა.
დილით დედაჩემის ქოთქოთმა გამაღვიძა ისევ, თავი მოვიწესრიგე და სამზარეულოში გავედი. ჩემი ცნობის მოყვარე მეზობელი უკვე წამოსკუპებულიყო დივანზე და ელას გაუჩერებლად ატრიალებდა. ნაძალადევი ღიმილით მივესალმე და მაგიდასთან მდგომ სკამზე ჩამოვჯექი. როგორც ყოველტვის გათხოვებაზე და კარგა ვაჟკაც ქართველ ბიჭებზე ჩამოაგდო ლაპარაკი. მე რამოდენიმე უკმეხი პასუხი დავუტოვე და სახლი დავტოვე.
სამი კვირა მე და ბებიამ ერთად გავატარეთ ყაზბეგსიც წავედით. კარგად დავისვენეთ. ბებიაჩემი უსაყვარლესი ქალი იყო. მან ნამდვილად მოვუყევი ყველაფერი. ნიკოლა ძალიან მოეწონა. მითხრა რომ სულ რომ მთელი ქვეყანა მოევლო უკეთესს ვერავის იპოვნიდა ჩემთვის.
დასვენების მიუხედავად თავს მაინც სუსთად ვგრძნობდი, უმადოდ ვიყავი და ცოტა უხასიათოდაც. წნევაც დაბალი მქონდა. მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია.სიცხეს და ადგილის შეცვლას დავაბრალე. როცა საშინელი თავის ტკივილები დამეწყო მხოლოდ მაშინ მივაკითხე ექიმს. გამსინჯა სგაგანშო არაფერიაოო დამამშვიდა, მაგრამ სისხლის ჩაბარება მაინც მომთხოვა.
წასასვლელად მოვემზადე. ბოლო დღე ისევ გოგოებთან ერთად გავატარე. ბევრი ვიმხიარულეთ. გოგოებს მოვესიყვარულე, დავემშვიდობე. დილით რვა საათზე უკვე საავადმყოფში ვიყავი. მედდამ თავაზიანად გამიღიმა და მამცნო რომ მხოლოდ ჰემოგლობინი მქონდა დაბალი და კონვერტი ბედნიერი სახით გამომიწოდა. რადგან ყველაფერი კარგად იყო კონვერტი ჩანთაში ჩავაგდე და ასეროპორტისკენ გავეშურე.
რეგისტრაცია საშინლად გაიწელა პლიუს თვითმფრინავმა აფრენა დააგვიანა. ძალიან გავღიზიანდი. დაღლილობისაგან მალე ჩამეძინა.
ღამის ათ საათზე უკვე იქ ვიყავით. ის დღე გამახდენდა როცა აქ პირველად ჩამოვედი, როგორი დაბნეული და აღელვებული ვიყავი. ტაქსი გავაჩერე და სახლისკენ წავედი. მთელი სახლი ცარიელი იყო. კარში მხოლოდ მონიკაშემომეგება და თბილად ჩამიკრა გულში. მერე სწრაფად მომიყვა სამი კვირის მანძილზე განვითარებული მოვლენები.
-პაოლომ დაიბარა რომ ხვალ მათთან ჩახვიდე ტოსკანაში.- მეთანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
-ნიკოლა უკვე წავიდა? მორცხვად ვიკითხე მე.
-არა, შენ გელოდება.ეშმაკურად აუთამაშდა თვალები ქალს.
-სახლშია?
-ჰო, ეზოში იყო, რაღაც საქმეებს აკეთებდა.სამზარეულო დავტოვე, კიბე სწრაფად ავირბინე და ჩემს ოთახში შევედი. ჩანთები საწოლზე დავყარე. სწრაფად გავხსენი და ხვალინდელისთვის ჩემოდნიდან პატარა ხელჩანთაში საჭირო ტანსაცმელი გადავალაგე. მერე ჩანთას დავწვდი და ყველაფერი გადმოვყარე იმდენი არასაჭირო ნივთი მქონდა გავგიჟდი, მხოლოდ, წიგნი, საფულე და ყურსასმენები დავიტოვე.
თავბრუ ისევ მეხვეოდა.ისევ სუსტად ვიყავი. მხედველობა გამიორდა. შემეშინდა მაგრამ ერთ ადგილას გავშეშდი, სანამ აე გამიარა. ამჯერად მგზავრობას დავაბრალე, მაგრამ სინამდვილეში კარგად ვხვდებოდი რომ საქმე სერიოზულად იყო. ისიც გამახსენდა ექიმმა ნიკოლას რომ უთხრა:ტყვიის წამლის შხამმა, შეიძლება ბევრი რამ გამოიწვიოსო. გული მისკდებოდა. ორი თვის წინ გაკეთებული ანალიზები სუფთა იყო. მაგრამ რატომ ვარ ასე უკვე ორი კვირაა. მერე მედდა გამახსენდა ეტყობა შევეცოდე და იმიტომ მიღიმოდა ასე გულით. ხელის კანკალით დავწვდი კონვერტს და ზოზინით გავხსენი. პასუხებს დავხედე და გავშტერდი უფრო მეტად ამიტანა კანკალმა. ახლა რაღა უნდა ვქნა.......
აი თურმე რატომ ვიყავი ასე ცუდად, რატომ მაღიზიანებდა ყველაფერი. ორსულად ვარ. ამას ვიმეორებდი და თან მეღიმებოდა სიხარულისგან თან მეტირებოდა,ძალიან ავნერვიულდი. ნიკოლას როგორ ვუთხრა. ვიბანავე და საწოლში შევწექი. ვერ ვიჯერებ რომ შვილი უნდა მეყოლოს...
გვიან ნიკოლაც შემომიწვა საწოლში და ნაზად მომეხუტა. რამდენჯერმე ნაზად მაკოცა , ხელით ნაზად მოვიშორე, კაციც თავის ადგილს დაუბრუნდა გაკვირვებული. კოცნაზეც უარი ვუთხარი, ზურგი ვაქციე და მალე ჩამეძინა კიდეც,მაგრამ ვგრძნობდი როგორ ინტერესით მათვალიერებდა ნიკოლა.ვიცოდი რომ ცუდად ვექცეოდი მაგრამ ცოტა წათამაშება არ აწყენდა, თან მის სუნამოზე ლამის ისევ გული ამერია....
ნიკოლა
რაღაც მოხდა იქ ყოფნისას, რაღაც ისეთი რაც მე არ ვიცი. თუ რამე მიქარა და იქ ვინმესთან იყო. ჩემი ხელით მოვკვლავ. ამის გაფიქრებაზე , მრისხანებამ შემიპყრო, საშინლად გავმწარდი, საშინლად ვიეჭვიანე. ასე ცივად როგორ მომექცა. ათასი აზრი მიღრღნიდა თავს, მაგრამ მაინც არ ვუშვებდი რომ ვინმეში გამცვალა. თან იმ ყველაფრის შემდეგ...ყელში ბურთი გამეჩხირა.მგზავრობას დავაბრალე..
მთელი რამე არ მეძინა, ვშფოთავდი, მას კი მშვიდად ეძინა.
-დილამშვიდობისა საყვარელო. ნაზად დავუსვი თავზე ხელი და საკოცნელად დავიწიე. სწრაფად მომიშორა საწოლიდან წომოვხტა და აბაზანაში შევარდა. ვერაფერს მივხვდი გაკვირვებული ველოდი კართან. გვერდი ამიარა და ფანჯარა გამოაღო. სახე ცივი ჰაერის ნაკად შეუშვირა.
-რა ხდება ანა? ვკითხე დაეჭვებით და ნელი ნაბიჯით მივუახლოვდი.
-არაფერი რა უნდა ხდებოდეს. ვითომ არაფერი ისე მითხრა.-რაღაც მინდა გითხრა, მაგრამ სიმართლე გითხრა არ ვიცი როგორი რეაქცია გექნება.- მშვიდად ვიდექი. ზუსტად ის იქნებოდა რასაც ვფიქრობდი, ვიღაც ყავს. სხვა მიზეზს ვერ ვხედავ, როგორ შეიძლება ადამიანს რომელსაც უყვარხარ, ასეთ მოკლე დროში შეიცვალოს. ასე ცივად შეგხვდეს..არაფერი შევიმჩნიე და მშვიდად დაველოდე.
-მოკლედ იქ რომ ვიყავი ვიგრძენი რომ. მუხლები მეკეცებოდა, უკვე.ყოყმანებდა ვერ აგრძელებდა.ერთ წერტილს მიშტერებოდა, მე ნერვები უკვე ყელში მქონდა.
- მოკლედ......... ორსულად ვარ.. ქალმა ბედნიერად გაიღიმა.ვერ მივხვდი, დავიბენი, თვალები ცრემლებით ამევსო. მან ისევ აბაზანისკენ აიღო გეზი და რამდენიმე წუთში დაბრუნდა. მთელი ძალით ჩავიკარი გულში. ჩემთვის ეს ყველაზე ბედნიერი მომენტი იყო მთელი 33 წლის მანძილზე.
- ნიკო ასე არ შეიძლება. ხელი შევუშვი და ნაზად მივეფერე. თავს ვერ ვიკავებდი პატარა ბავშვივით ვტიროდი. გოგოს ხელი დავავლე და კიდეზე ჩავედით.
-მონი იცი მამა გავხდები. მივახარე ქალს.
-ამას რას ვეღირსე. სიხარულით დაიყვირა ქალმა და ორივეს ჩაგვეხუტა. ახლავე გემრიელობებს მოგიმზადებ.
ანა
ნიკოლა ისეთი გახარებული იყო ამ ამბით, ლამის ქუჩაში გავარდა და ყველას გააგებინა. ორივე ჩემს ირგვლივ ტრიალებდნენ. მივხვდი რომ ჩემი საქმე ნამდვილად არ იყო კარგად უახლოესი ცხრა თვე მაინც.
-რომელ საათზე უნდა წავიდეთ სადგურში? გაუბედავად ვიკითხე მე. ორივემ გაკვირვებით შემომხედა. -რა?
-მგზავრობა შეიძლება? ნიკო ქალს მიუბრუნდა.
-წესით კი. თავს ცუდად არ გრძნობს.ჯერ ექიმთან რომ წახვიდეთ?
-კარგი აზრია, ჩემს მეგობარს დავურეკავ და ურიგოდ გავალთ. მე აშკარად კიდევ ვერ მქონდა გააზრებული რა ხდებოდა ჩემს თავს..
მთელი გზა ნიკოლას ჩემს ყველა ამოსუნთქვაზე თვალები ქონდა დაქაჩული, მის მსგავს ქცევაზე ძალიან მეციებოდა. როგორც იქნა მივაღწიეთ საავადმყოფომდე.
-ნიკო რა ხდება? კარში შეეგება მეგობარი.
-კარგი ამბებია. ეს ანაა-წარუდგინა ჩემი თავი. კაცმა ნაზად ჩამომართვა ხელი. ნიკომ არაფრის თქმა არ აცალა. ბავშვს ველოდებით, წარმოგიდგენია მამა ვხდები. ჰოდა აღრიცხვაზე მოვედით, შენ საუკეთესო კლინიკა გაქვს და.. ნიკოლა არ ცხრებოდა...
გოგონა ერთი თვის ორსულია, დაიწყო ახალგაზრდა ქალმა. ტოქსიკოზი აქვს ჯერ-ჯერობით საშუალო სტადიაში, შეიძლება გაურთულდეს შეიძლება არაა. მთავარია არ დაიტვირთოს, არ გადაიღალოს.ფსიქოლოგმა მითხრა რომ ზალიან მგრძნობიარეა. მის გადაჭარბებულ მგრძნობიარობაზე და მოთხოვნებზე არ გაბრაზდეთ, ეს მოსალოდნელია, შეიძლება თქვენი დანახვა აღარ მოისურვოს, ან უფრო მეტად მოგეწებით, ეცადეთ მზად იყოთ, ამისთვის და კიდევ ბევრი უცნაურობისთვის.
ნიკოლა გაფაციცებით ისმენდა ყველაფერს და ბედნიერად იღიმოდა.
საავადმყოფოდან პირდაპირ სადურში წავედით. ავიჩემე მატარებლით წავიდეთთქო.მთელი გზა ნიკოლას ვეწექი კალთაში და მშვიდად მეძინა...
მთავარი გავიარე, მაგრამ მათ რა რეაქცია ექნებოდათ ჩემს ორსულობაზე ძალიან მაინტერესებდა............

სახლში რომ მივედით უკვე საღამო იყო. მე ისე გათიშულს მეძინა მანქანაში ნიკოლამ ძლივს მომიყვანა გონზე.როგორც კი კარი შევაღე გოგონები მაშინვე ჩემსკენ გამოიქცნენ, მეც მთელი ძალით ჩავიკარი გულში. ორივე ძალიან მომენატრა. ფრანკას ვახშამი უკვე მოემზადებინა და პირდაპირ მაგიდასთან გვიხმო. ნიკოლამ გადმომხედა და მანიშნა ვიტყვიო. ხელს როგორ შევუშლიდი ისედაც მთელი გზა პატარა ბავშვივით ცმუკავდა.
-მოკლედ მე და ანას ძალიან კარგი ამბავი გვაქვს. დაიწყო კაცმა . ფრანკას სიხარულისგან სახე გაებადრა.
-ქორწინდებით დეეე? იკითხა ბედნიერად.
-არა. უკეთესი.-ნიკომ პაუზა გააკეთე ყველას თვალები მასზე იყო მიპყრობილი, საზიზღარი განგებ ძაბავდა სიტუაციას.-მე და ანა ბავშვს ველოდებით. ერთ წამში ყველა გაჩუმდა, თითქოს ინფორმაციის გადასახარშად დრო ჭირდებოდა, მაგრამ მალევე სიხარულმა მოიცვა ყველა. ნიკო ბედნიერებესგან ტიროდა.
-არ მეგონა ამ დღეს თუ ოდესმე მოვესწრებოდი. გაიღიმა ფრანკამ.-ნიკო ისეთი რთულია სულ მეგონა მარტო დარჩებოდა..
-დედა გეყოფა. გამექცევა გოგო.- წარბები შეკრა კაცმა.
-უკვე გვიანია. გამოგვეპასუხა მარკო.-ბიჭი თუ იქნება იმედია მარკოს დაარქმევთ.
-ერთი კლოუნი უკვე საკმარისია. ეჭვისთვალით გადახედა ძმას პაოლომ.
რაც გავიგე რომ ორსულად ვიყავი, სულ ვფიქრობდი რომ გოგონა მეყოლებოდა. სახელებზეც კი მოვასწარი ფიქრი. მინდოდა ვიტორია ან ვალენტინა დამერქმია. არ ვიცი რატომ მაგრამ აქ ჩამოსვლამდეც ძალიან მომწონდა ეს სახელები. ალბათ ეს ფიქრებიც ამას ემსახურებოდა...
დასაძინებლად მალევე წავედი, საშინლად ვიყავი დაღლილი. კიდევ კარგი გული არ ამერია თორემ ბოლოს მომიღებდა. ძალიან მშვიდად მეძინა დილით ადრე გამეღვიძა. თვალების დაჭყეტა და ნიკოს ოთახში შემოსვლა ერთი იყო. ლანგარი საკვებით გაევსო და ბედნიერად მოაბიჯებდა. ლანგარი საწოლზე დადო და გვერდით მომისკუპდა.
-ეს რაა? ვკითხე ჩემს გვერდით მჯდომ ნიკოლას.
-მშიერი ხარ, ვიტამინები გჭირდება.
-ახლა გავიღვიძე ნიკო. გავაპროტესტე მე. ნიკოლამ გაბრაზებულმა გადმომხედა
-საყარელო ამდენს ვერ მოვერევი. თან ჯერ ძალიან ადრეა და თან გული მერევა.მარტო წვენს დავლევ.საწოლში დიდხანს ვერ გავჩერდი. საათს დავხედე.ჯერ მხოლოდ ცხრა საათი იყო. ნეტავ რამ გადარია რომ ასე დილაუთენია მოვარდა ოთხში საჭლით ხელში, პრინციპში ვერაფერს ეტვი სამი დღეა წესიერად არ მიჭამია..
საწოლიდან წამოვხტი სწრაფად მოვემზადე და სამზარელოში გავედი. მხოლოდ ფრანკა და მარკო ტრიალებდნენ გაზქურასთან. ნიკოლა ალბათ ვენახში წავიდა. წინსაფარი მოვირგე მინდოდა დავხმარებოდი მაგრა უფლება არ მომცეს.
ნიკოლა არ მეყოფოდა ახლა უკვე მთელი ოჯახი ყირაზე იდგა ჩემი ორსულობის გამო. ჯერ მხოლოდ ერთი თვის ვარ და რა დღეში არიან. იმედი მაქვს მალე მობეზრდებათ. თორემ ამას ნამდვილად ვერ გავუძლებდი.
მთელი დღე გული მერეოდა. გარეთ გასვლას ვერ ვახეხებდი, საშინლად წვიმდა ამიტომ დღე საწოლში გავატარე, ბავშვებთან ერთად. ხან წიგნს ვკითხულობდით, ხან ფილმს ვუყურებდით, პერიოდულად კი აბაზანაში მივრბოდი.საჭმლის დანახვაც კი არ მინდოდა. იმედია ღამე არ გამეხსნება მადა, თორემ ნიკოლას მოუწევდა აქეთ იქით სირბილი, ემოციური არამდგრადობა უკვე დამეწყო, ნიკოს სუნზე დღეს პირველად მქონდა ცუდი რეაქცია. იმედია ჩემი მისდამი ზიზღი მხოლოდ ამით შემოიფარგლება თორემ უკვე ძალიან მეცოდება.
ფრანკა ბიჭებზე მიყვებოდა, როგორები იყვნენ.ამბობდა რომ სამივე საშინლად ცელქი იყო, პაოლო ყველაზე მეტად. არადა მასზე ყველაზე ნაკლებად წარმოვიდგენდი. ნიკოლას ყველაზე რთული ხასიათი ჰქონია, ეტყობა კიდეც. ბოლოს ისიც დაამატა ხასიათით იმედია ბავშვი შენ დაგემსგავსება, თორემ ბავშვობაში ვერაფრით ვთოკავდიო.შენთან როგორ გამონახა სერთო ენა და თან შეგიყვარა დღემდე მიკვირსო. ალბათ არ იციან რომ პეროდულად არც მე ვაკლებდი. ნიკო გაიბუტა და ცხვირი აიბზუა. ისეთი საყვარელი იყო მისი მომერიდა თორემ ადგილზე დავახრჩობდი კოცნით.
- ძალიან დაიღალე?ნაზად დამისვა თავზე ხელი.
-მთელი დღეა ვწევარ რა დამღლიდა. გამეცინა მე.
-შენ რას შვრებოდი? ვენახში რა გინდოდა? თან ამ წვიმაში?
-მარანში ვიყავით ღვინის დაქაწურად მოვამზადეთ ყველადერი. მე და მამა ყოველთვის ჩვენით ვაგვარებთ ხოლმე ამ საქმეს.-მშიერი ხარ ჰო?- მთელი დღე არაფერს შეჭამდი.რამე ხო არ მოგიტანო?
-კი ალუბლის კომპოტი მინდა.
-კარგი.
-კიდე ბანანი და შოკოლადიც.კიდევ ქათამი და ბრიბჯი. ეტყობა მთელი დღის გულისრევამ იქონია გავლენა და ახლაღა მივხვდი რომ მართლა საშინლად ვიყავი დამშეული.და მისთვის უნდა დამეჯერებინა. კაცი გაოცებული მიყურებდა.
-მთელი დღეა გული მერევა. ვცადე ამეხსნა.
-კარგი გასაგებია.გაიცინა და ოთახი დატოვა.
მიუხედავად იმისა რომ უკვე გვიანი იყო და ნიკოს ლოდინი დიდხანს მომიწია, მაინც არ ჩამძინებია, ისეთი დამშეული ვიყავი. უკვე მის მოსაძებნად ვაპირებდი წასვლას როდესაც სრულიად გაწუწულმა შემოაღო კარი. მე გამეცინა.ისეთი საყვარელი იყო. პარკები გამოვართვი და ოთახში მდგარ მაგიდაზე დავალაგე.
-ასე როგორ დასველდი?ვკითხე გაკვირვებულმა და მისი სველი ტანსაცმლისგან განთავისუფლებას შევუდექი.
-ქათამი აღარ იყო, ამიტომ რესტორანში წავედი.ჯულიოსთან.აქვეა, თან ძალინ გემრიელად ამზადებს. რომ ვუთხარი, ჩემი ორსული შეყვარებულისთვის მინდათქო. დესერტიც გამომატანა საჩუქრად. ბავშვობიდან ერთად ვიზრდებით და ძალიან გაუხარდა. იქ შევყოვნდი ამის გამო,მაღაზიაშიც რიგი იყო და აი წვიმამაც მომისწრო.მეგონა აღარ იწვიმებდა.
-მერე მანქანით არ იყავი??
- არა ფეხით გავედი და...
-კარგი. წყალი გადაივლე, დაგელოდები.
ყველაფერი ამოვალაგე პარკებიდან და ლანგარზე დავდე. ფილმიც მოვნახე.,ტოსკანის მზის ქვეშ' ასე ერქვა.ლანგარი საწოლზე დავდგი და საბნის ქვეშ შევძვერი. ახლა შევამჩნიე რომ გარეთ საშინელი თავსხმა იყო.მის მოსვლას ვერ დაველოდე და ჭამას შევუდექი.ნიკოც მალე შემომიერთდა. ყველაფერი ისეთი გემრიელი იყო. იმედი მაქვს ეხლა მაინც შემერგებოდა.
-მოგეწონა? მკითხა კაცმა.
-უგემრიელესია.ასე თუ გავაგრძელე მეცხრე თვიში ორასი კილო ვიქნები.ამის,გასზრებაზე ლამის გულმა დამარტყა.
-არამგონია. ყოველდღე ამის ჭამა მოისურვო.თან ისეთი გამხდარი ხარ .თავი გაიქნია კაცმა.
ორივემ ფილმზე გადავიტანეთ ყურადღება. მე ნიკოზე ვიყავი,მიტმასნილი.
-ხვალ ჯულუოსთან წავიდეთ რა. ნიკოლას გაეცინა.
-კარგი აზრია თან ერთმანეთსაც გაიცნობ, შემპირდა რომ რამოდენიმე რეცეპტსაც გაგიმხელდა.
-მართლა?სიხარულით წამოვიყვირე მე და ნიკოლას რამდენჯერმე ნაზად ვაკოცე.
ტელევიზორი ღილაკის ერთი დაჭერით გამორთო, საწოლში კარგად მოთავსდა და მეც ნაზად მიმიკრა გულზე…

ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ყოველი დღე განსხვავებული იყო.ყოველდღე ახალი შეგძნებები მემატებოდა. წონაში არ ვიმატებდი. მაგრამ ჯერ მხოლოდ ოთხი თვის ვიყავი. ნიკოლა უფრო ტკბილი გახდა ვიდრე იყო. ბავშვებს ძველებურად ვუვლიდი, როგორც შემეძლო, ორივეს სულ ჩემს მუცელზე ჰქონდათ ყური მოდებული და ელოდნენ ბიძაშვილი როდის დაელაპარაკებოდა ან რამეს მაინც მიანიშნებდა.ნიკოს არ უნდოდა რომ მემუშავა, მაგრამ მთელი დღე სახლში ვერ ვჩერდებოდი მარტო, მათთან კი კარგად ვერთობოდი, მონიკაც ზედ მყვებოდა.
სქესიც დავადგინეთ გოგონაა. ასეც ვფიქრობდი.ნიკოლამ სიხარულით იტირა, როდესაც ბავშვის გულისცემა მოისმინა, ექიმი გაოცებული შემოგვყურებდა ორივეს.
დრო სწრაფად გადიოდა. ჩემი ორსულობა კარგად მიდიოდა. გულისრევაც ნაკლებად მაწუხებდე, მაგრამ ისეთი სენსიტიური გავხდი ყველაფერზე ვტიროდი. ნიკოლა ცდილობდა ქვეყანა იშვიათად დაეტოვებენა, მაგრამ საქმე მაინც თავისას ითხოვდა,წასვლა ეზიზღებოდა. სახლში ვერ ვჩერდებოდი ამიტომ ანიმაციის მხატვრობის კურსებზე დავიწყე სიარული, მაგრამ ამასაც მალე დავამთავრებდი, ხატვა და ახალ ხალხთან ურთიერთობა ჩემზე კარგად მოქმედებდა, ნიკოც მშვიდად იყო. ამ ოთხ თვეში ხელიც მვაწერეთ და უკვე ოფიციალურად ვიყავით ცოლ-ქმარი.ვგრძნობდი რომ რაც უფრო მეტი დრო გადიოდა მით უფრო მიყვარდებოდა ნიკო...
ჩვენი გოგონა უკვე ოთხი წლისაა. ვიტორია დავარქვით. მე და ნიკოლამ მოვახერხეთ და კარგი ოჯაი შევქმენით. მე არქიტექტურულ ფირმაში ვმუშაობ, ის ძველებურად უძღვება თავის საქმეებს. ფრანკას სიტყვებმა გაამრთლა და ვიტორია ხასიათითაც და ვიზუალითაც მე მგავს, მაგრამ ჩემი მეორე პატარა, რომლის არსებობზაც ჯერ მამიკომაც არ იცის, ნამდვილად არ ვიცი როგორი იქნება. ალბათ ყველაზე გიჟურ ოცნებაშიც კი ვერ წარმოვიდგენდი რომ ასეთი ბედი მელოდა უამრავი კილომეტრის იქით..



№1  offline მოდერი mikussa

მთელი საათ ნახევარი ვკითცულობდი ფა ბოლოს მივხვდი რომ მთლად ამ დრომდე არ ღირდა. ავტორმა ბევრი იცის არსებული სიტუაციის შესახებ. იმდენად კარგად ჰქონდა ადგილები გათავუსებული ბევრად უკეთესს ველოდი. ძალიან ძღაპრლი იყო.. საერთოდ არ ჩანს რას აკეთებენ ამ დროს გოგოს მშიბლები მათთან კონტაქტი სრულად მიჩქმალულია. თან ეს ბიჭმა, გოგომ ხომ სულ გადანრია რა საჭიროა პერსონაჟების 1 წინადადებაში 2 ჯერ მოხსენიება? გამოგეყენებინა "იგი". "ის"
შეგრძნება მქონდა რომ წინადადებიდან წინადადებამდე სიტუაცია სხვადასხვა ადგილას ხდებოდა. ფურორი იყო სოფიას მიერ ანას დაჭრის სცენა..
მოკლედ ავტორის შესაძლებლობები ნამდვილად აღემატება აღწერილს
--------------------
If you don't believe in yourself, nobody will do.

 


№2  offline წევრი ana_aneta

mikussa
მთელი საათ ნახევარი ვკითცულობდი ფა ბოლოს მივხვდი რომ მთლად ამ დრომდე არ ღირდა. ავტორმა ბევრი იცის არსებული სიტუაციის შესახებ. იმდენად კარგად ჰქონდა ადგილები გათავუსებული ბევრად უკეთესს ველოდი. ძალიან ძღაპრლი იყო.. საერთოდ არ ჩანს რას აკეთებენ ამ დროს გოგოს მშიბლები მათთან კონტაქტი სრულად მიჩქმალულია. თან ეს ბიჭმა, გოგომ ხომ სულ გადანრია რა საჭიროა პერსონაჟების 1 წინადადებაში 2 ჯერ მოხსენიება? გამოგეყენებინა "იგი". "ის"
შეგრძნება მქონდა რომ წინადადებიდან წინადადებამდე სიტუაცია სხვადასხვა ადგილას ხდებოდა. ფურორი იყო სოფიას მიერ ანას დაჭრის სცენა..
მოკლედ ავტორის შესაძლებლობები ნამდვილად აღემატება აღწერილს

მადლობა რომ წაიკითხე და დრო დახარჯე, მაგრამ ვერ მივხვდი, შემაქე თუ გამაკრიტიკე :დ
რაც შეეხება ზღაპარას, ნამდვილად ვერ დაგეთანხმები, ორი მსგავსი ისტორია მაქვს მოსმენილი დაჭრის გარეშე.კიდევ ერთხელ მადლობა.

 


№3 სტუმარი Guest თაკო

დილით ვნახე და ყველა გაკვეთილზე ვკითხულობდი ხელიდან არ გამიგდია ტელეფონი შესანიშნავი იყო

 


№4 სტუმარი Grey

ახალი ისტორიის შემდეგ თავს როდის დადებ?მოუთმენლად გელიი

 


№5 სტუმარი Nino

Mokled dzalian momewonaagram ar meyo .udaod dzalian kargi xar da yvelaa wavikitxav shens ahemoqmedebas aucileblad.tu ar gawyenineb rchevas mogcemt.gaagrzele es aheni ahoqmedeba da es dzmebic daaojaxe saintereso siyvarulis istoria eqnebat im gij markos da am simshvidis etalon paolos.daadloba shen rom arsebob da gviziareb shens ahemoqmedwbas

 


№6 სტუმარი Marta

ძალიან მომეწონა. კიდევ ველი ახალ ისტორიას

 


№7  offline აქტიური მკითხველი uchveulo

Dzaan sayvarlobaaa

 


№8  offline წევრი In ga

კარგი იყო, გიწვალია გიშრომია მომეწონა მაგრამ თან არ მომეწონა, სასვენი ნიშნები არასწორად დასმული, ზოგან ვერ გავიგე როგორ გქონდა გადმოცემული, ზოგან კი ძაან გამაღიზიანა შეცდომებმა, კარგი იყო მაგრამ გადმოცემის კულტურა ცოტა არ მონეწონა... მაგრამ ყოჩაღ მაინც კარგი იყო :****

 


№9  offline წევრი Ninuca)

საათ ნახევარი-ორი საათი ვკითხულობდი:)ძალიან მომეწონა❤

 


№10  offline წევრი ana_aneta

Ninuca)
საათ ნახევარი-ორი საათი ვკითხულობდი:)ძალიან მომეწონა❤

MADLOBA DIDI

 


№11  offline წევრი richirichi

ძალიან კარგი ისტორია იყო.სიამოვნებით ვკითხულობდი.ყოჩაღ.

 


ძალიან ძალიან მაგარ ხარ

 


№13 სტუმარი ავტორს.

დიდი მადლობა, მინდა ყველა ემიგრანტმა იპოვოს თავისი ბედნიერება. თხოვნა ნაქვს, გრამატიკულად უფრო კარგად დაწეროთ, აშკარად გაწმქვთ ნიჭი და უნარი, წარმატებები და ულევი სიხარული თქვენ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent