იყავი ჩემი საყვარელი [თავი 5]
სტუმრები რომ გააცილეს მეგის მაგიდის ალაგებაში დაეხმარა, თავს ცოტა შეუძლოდ გრძნობდა არ არის მსგასვ სიტუაციებს მიჩვეული და თანაც სულ ისეთ საკითხებზე ბჭობდნენ რაც ნინიასთვის სრულიად უინტერესო იყო. იმ ამბის მერე უარესად დაითრგუნა, მთელი საღამო დაძაბული უყურებდა მაქისმეს რომელსაც გოგონასთვის ზედაც არ შეუხედავს, თუმცა სიბრაზე მაინც იგრძნობდა. საძინებელში შესვლის დრო რომ მოვიდა ნელი ნაბიჯებით შეიპარა თავის დროებით ოთახში და საწოლზე დასკუპებული, თითების მტვრევით დაელოდა გერლიანის ძახილს. ისე გავიდა ნახევარი საათი არავინ არ შეხმიანებია, მეგიც სახლში წავიდა ხოლო მაქსიმეს ნაბიჯების ხმა საერთოდ არ გაუგონია. გაკვირვებულმა გაიხედა ცალი თვალით მისაღებში და დივანზე წამოწოლილ საყვარელს დააკვირდა. მაღალქსულიანი ფეხსაცმელები კუთხეში დააწყო, შარვლის ტოტები აიკეცა და ფეხისწვერებით გავიდა გერლიანთან. რა უნდა? ხომ ხედავს რომ არ უძახის, შევიდეს და დაიძინოს, მაგრამ არა ხომ უნდა გაიგოს რატომ არ უძახის, იქნებ რაშია საქმე... თანაც არ უნდა მაქსიმეს ეგონოს რომ იმ გიორგის მკლავებში შემთხვევით კი არა საკუთარი ინიციატივით აღმოჩნდა. თვითონაც არ იცის რატომ სურს მაქსიმესთვის რაიმეს ახსნა და რატომ არ უნდა მამაკაცმა მასზე არასწორად იფიქროს. -კარგად ხარ?_თვალებდახუჭულს ჩურჩულით კითხა. -შეგიძლია დაიძინო. _უკმეხად უპასუხა, ფეხზე წამოდგა და თავისი საძინებლისკენ წავიდა. ნინიამ გაშტერებულმა გააყოლა თვალი, მერე მხრები აიჩეჩა და თავისი ოთახისკენ წავიდა. სასწოლში შეწვა და ჭერს ახედა, საინტერესოა რატომ გადაიფიქრა მაქსიმემ ღამის თავგადასავალის სისრულეში მოყვანა, ნუთუ მართლა ჰქონია რომ ნინიას და გიორგის შორის რაიმე მოხდა ეზოში... ან იქნება უბრალოდ ძალიან დაიღალა და აღარაფრის თავი ჰქონდა, მითუმეტეს ქალიშვილთან ჯაჯგურის. <<< შაბათი დღე ლილუსთან ერთად გაატარა, მაქსიმე სამსახურის საქმეებზე გავიდა დილით და ნინიაც მან წაიყვანა თავის ძველ სახლში. ბავშვი გახარებული ერთ ადგილზე აცქმუტებული ვერ ჩერდებოდა და მაგრად ეხვეოდა დას. მისი კოცნით და ჩახუტებით გული მაინც ვერ იჯერა, სულ მასთან ერთად ყოფნას არის მიჩვეული და უჭირს ლილუს გარეშე ცხოვრება, თუმცა ცდილობს საკუთარი თავი ამაზე ფიქრით არ დატვირთოს, არ უნდა ბავშვმა იგრძნოს რომ ნინიასთან რამე ისეთი ხდება, რაც არ უნდა ხდებოდეს. ლილუ კიდევ ისეთი ეშმაკი და მელაუკაა ხუთი თითივით იცნობს საკუთარ დას რომელიც მისთვის დედაცაა, მამაც და დაც. -აბა რას შვები ბაღში, მასწავლებელებს ხომ არ აბრაზებ? -არა, იცი რა კარგია ბაღში?_ღიმილით ჩაილაპარაკა და ხელები ყელზე მოხვია. _ბავშვებსაც ისე გაუხარდათ რომ დავბრუნდი, ყველა მიცინის და მეთამაშება. _ბედნიერების ღიმილს ვერ იკავებდა ლილუ. _უბრალოდ შენ რომ არ მოდიხარ ხოლმე ჩემს გამოსაყვანად უკვირთ. _მხრები ჩამოუშვა და თვალები დაუსევდიანდა. -სამაგიეროდ შენ იცი რომ შენს დაიკოს ძალიან ბევრი საქმე აქვს თორემ შენთან ყოფნაზე უარს არავითარ შემთხვევაში არ ვიტყოდი. _ლოყები ხმაურით დაუკოცნა და კალთაში ჩაისვა. -ვიცი და ისიც ვიცი შეყვარებული რომ გყავს. _ეშმაკურად აათამაშა წარბები. ნინიას სახე გაუქვავდა, მემეს თვალებდაქაჩულმა გადახედა, გოგონამ თავი გაუქნია და ბავშვს გახედა. -შენ რა იცი?_ხმადბალა კითხა მემემ. -დავინახე სახლამდე რომ მოგიყვანა და ისიც დავინახე გადმოსვლისას როგორ ელაპარაკებოდი. -ეს ბავშვი მართლა უკუღმაა დაბადებული... _თავის ქნევით ჩაილაპარაკა მემემ. -მაგას სხვა დროს ამბობენ ხოლმე. _ფხუკუნით შეუსწორა ნინიამ და დას თმები აუჩეჩა. -რა მნიშვნელობა აქვს, ჭორიკანაა. -ჭორიკანა და ცნობისმოყვარე სხვადასხვა რამეა, მემე. _გაბუსხულმა მისცა შენიშვნა და ცალი წარბი მაღლა ასწია. >>> აღმოჩნდა რომ შაბათ-კვირას მეგი სამსახურში არ დადის, მხოლოდ სამუშაო დღეებში. მისთვის სასურველი პროდუქები იყიდა და სახლში დაბრუნდა, მაქსიმე შინ არ დახვდა. საინტერესოა რატომ აქვს ამ კაცს ყოველთვის ამდენი საქმე და რატომ არასოდეს სცალია სახლში ადამიანურად დასაჯდომად. ხრაშუნები ღრმა თეფში ჩაიყარა, რძე დაასხა და ნასკების სრიალით წავიდა დივნისკენ. კარების ხმაზე ერთ ადგილზე გაშეშდა და სახლში შესულ გერლიანს გახედა. -საღამო მშვიდობისა, ხრაშუნები გინდა? თეფში დაანახა და ფეხები ერთმანეთს მიატყუპა. მამაკაცმა გაკვირვებულმა შეკრა შუბლი, გასაღები კალათაში ჩააგდო და გოგონასკენ წავიდა. მის წინ გაჩერდა, აციმციმებულ თვალებში ჩახედა და ცალი ხელი წელზე მოხვია. ნინიამ გააზრებაც ვერ მოასწრო ისე მოულოდნელად დაიხარა მაქისმე მისი ბაგეებისკენ და აკოცა. თვალებდაკვესებული გონზე ვერ მოვიდა რა მოხდა, ერთ ადგილზე გახევებული, ხელებგაშვერილი იდგა და მაქსიმეს კოცნისგან მინაბულ თვალებს უყურებდა. რამდენადაც ნინიასთვის გასაკვირი და წარმოუდგენელიც არ უნდა იყოს კოცნა ესიამოვნა, მაგრამ საკუთარ თავთან გამოტყდომის შეეშინდა, თვითონაც არ იცის რას გაურბის ასე ძალიან და ერთმა კოცნამ რატომ აუფორიქა მთელი სხეული, გონება და რაც ყველაზე წარმოუდგენელია გულიც კი აუფართხალდა. მაქისმემ მეორე ხელიც მოხვია წელზე, სხეულზე უფრო მჭიდროდ აიკრა და კოცნაც უფრო მომთხოვნი გახადა. ალბათ მოულოდნელობისგან გამოწვეული გაშტერების ბრალიც არის ნინიას ასეთი დადუმება და გახევება. იმდენად არ ელოდებოდა ამ დროს მაქსიმეს კოცნას დაიბნა, თანაც არ იცის ამ მამაკაცთან როგორ უნდა მოიქცეს, რა უნდა გააკეთოს, უნდა აყვეს თუ არა კოცნაში, ან საერთოდ ამ კოცნის შემდეგ რა უნდა თქვას. ხმაურზე გამოფხილზდა და როცა გაანალიზა რამ გამოიწვია ხმაური თავი ორჯერ ზედიზედ გააქნია და მამაკაცის ტუჩებს მოცილდა. იატაკზე დაღვრილ რძეს და დაბნეულ ხრაშუნებს წარბებშეჭმუხნულმა დახედა და მერე მზერა ვნებისგან გახელებულ მამამაკაცზე გადაიტანა. -უნდა მოვწმინდო. სწრაფად ჩაილაპარაკა და სირბილით წავიდა მთავარი სააბაზანოსკენ. ყრუდ, მაგრამ მაინც მკვეთრად დააფიქრიდა როგორ ჩაიცინა მაქსიმემ. სააბაზანოს კარებთან მისული შეყოვნდა, თვალმოჭუტულმა ეჭვით შეათვალიერა გერლიანი და როცა დარწმუნდა რომ არაფერი საეჭვო არ ხდებოდა სააბაზანოში შევიდა. სულ დაავიწყდა რისთვის იყო შესული. სახეზე ცივი წყალი შეისხა და აწითლებულ ყელზე თითები დაისვა. -ღმერთო ჩემო ეს რა იყო... _ბლუყუნით ჩაილაპარაკა და სარკეში საკუთარი თავი შეათვალიერა. _რა კოცნა სცოდნია. არადა ეგონა რომ ეს ყველაფერი უარესად დააბრკოლებდა, შეაშინებდა და მის ფსიქიკას წყობიდან გამოიყვანდა, მაგრამ სარკესთან დგას და გესმით რაზე საუბრობს?! თურმე მაქსიმეს როგორი კარგი და ამაღელვებელი კოცნა სცოდნია, მე მგონი ეს გოგო ბოლომდე ჯანმრთელი არ უნდა იყოს. მისაღებში რომ დაბრუნდა გერლიანი იქ აღარ დახვდა, როგორც ყოველთვის ახლაც თავის ოთახში იქნება შეკეტილი, ან კაბინეტში. -ეგ პარკი შენთვისაა. არა, შეცდა მამაკაცი სამზარეულოში იყო შესული. მისაღებში მდგარ სკამზე ჩამოკიდებულ პარკზე მიუთითა მაქსიმემ და წყალი დალია. ნინიამ ინტერესით ააფახუნა თვალები, ჩვარი “ტაშტში” ჩააგდო და ფეხზე წამოდგა. პარკიდან შავი, ჩამჭირვალე ბადეებიანი ღამის პენუარი ამოაცურა. სახეზე ფერები იმდენად სწრაფად ეცლვებოდა ვერცერთის დაფიქრისრება ვერ მოვასწარი და მოდით გეტყვით რომ ჩვეულებრივი ცისარტყელა გამოისხა ნინიას სახეზე. ალბათ ქალური მოკრძალების ამბავია მამაკაცის წინ პენუარით ხელდამშვენებულს რომ შერცხვა. -ეს მე... -დღეს ღამე უნდა ჩაიცვა. _ტუჩის კუთხეში ჩაიღიმა მაქსიმემ, გოგონას უკან ამოუდგა და ტუჩები ყელზე მიაწება. არა, ასე ერთი დღისთვის ყოველივე ეს ნამეტანია. ჯერ იყო და საერთოდ არ იკარებდა ახლოს, როგორც ქალს კი არა, როგორც ადამიანსაც კი.. და ახლა რა კოცნა და მოფერება აუტყდა, იქნებ ასე ჰქონდა გათვლილი, არ უნდოდა მოსვლისთანავე დატაკებოდა გოგონას და მასთან შეჩვევისთვის რამდენიმე დღე მისცა. მე მგონი სწორად მოიქცა, ნინიასთვის რომ პირველივე დღეს კოცნით დაებინდა გონება და მერე ყელზე გადასულიყო შეიძლება საწყალი ვეღარ მოებუნებინათ. მამაკაცის ახურებული ბაგეების შეგრძნებისას თვალები თავისდაუნებურად მიენაბა და როგორც ყოველთვის გონება ახლაც დაუკითხავად გაითიშა. -დღეს ღამე?_ლუღლუღით, ასო ასო იკითხა და მაქსიმესკენ მიტრიალდა. მამაკაცმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ტუჩებზე მოწეყვეტით აკოცა. -დღეს ღამე!_ვნებით ჩახრეწილი ხმით გაუმეორა და თითები წელზე ქვემოთ, საჯდომზე მიადო. ამაზე სულ გადაირია და პირთან ერთად თვალებიც დააღო. თავი დაბლა დასწია და მამაკაცის ხელს დახედა. მაქსიმეს მისი რეაქციით გამოწვეული ცინიკური სიცილის შეკავება არ უცდია. -მე...წყალი მინდა რომ დავლიო. მთელი სხეული აუხურდა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ვიღაცამ შამფურზე წამოაცვა და ცეცხლზე დაატრიალაო. გერლიანი უსიტყვოდ გაშორდა ბარზე მდგარი გრაფინიდან წყალი ჩამოასხა და გოგონას გაუწოდა. ნინიამ ხმით ჩაიღიმა, თავის მსუბუქი დაკვრით გადაუხადა მადლობა და წყალი სულმოუთქმელად მოიყუდა. ცარიელი ჭიქა ისევ გერლიანს გაუწოდა, თვითონ კი დივნის სახელურზე ჩამოჯდა და გაშლილი ხელი სახეზე დაინიავა. -ასეთი რამე მეორედ აღარ გააკეთო. _მუდარით ჩაიჩურჩულა და პენუარი დივნის საზურგეზე გადაკიდა. მაქსიმემ ორივე ხელი დივნის სახელურზე ჩამოდოდა გოგონა შუაში მოაქცია. -როგორი რამე?_ხმაში გოგონას ქცევებით ხალისი შეერია. -აი, წეღან რომ ქენი... _თან საჩვენებელი თითით ცდილობდა მიეხვედრებინა და აბდაუბდა იქცევდა თითს. _ის...აი... საჯდომზე, რომ მომადე ხელი. _როგორც იქნა ამოღერღა და ცალი თვალი დახუჭა, ცალით კი მაქსიმეს რეაქციის დაფიქრისრება სცადა. -არა. _მოკლედ უპასუხა გერლიანმა და სახე კიდევ უფრო ახლოს მისწია. _მაგას ვერ დაგპირდები იმიტომ, რომ გეგმაში მსგავსი ქმედებების ჩადენა ყოველ დღე მაქვს. _თვალი ჩაუკრა კბილები ნიკაპზე მსუბუქად მოსდო, თვალ ჩაუკრა, წელში გასწორდა და ეზოსკენ წავიდა. _ და კიდევ!_უცებ შეჩერდა, ხმა შესამჩნევად ცივი გახდომოდა. _არ მინდა სხვა მამაკაცთან ამ სამი თვის განმავლობაში ისეთივე ახლო ურთიერთობა გქონდეს როგორიც გუშინ გიორგისთან გქონდა!_კატეგორიულად ჩაილაპარაკა შუბლი შეჭმუხნა და ზურგი აქცია. -გუშინ ფეხი დამიცდა და შემთხვევით მოხდა ის რაც დაინახე._ხმამაღლა წამოიძახა და ფეხზე წამოდგა. _და საერთოდ ეგ შენი თანამშრომელი იდიოტი კაცია!_გაღიზიანებულმა მიაძახა და პენუარს დასწვდა. ქალდანი გაჩერდა, ნელა მიტრიალდა გოგონასკენ და ჯიბეებში ხელებჩაწყობილი დაელოდა საუბრის გაგრძელებას. _რა?_ნინიამ მხრები აიჩეჩა. -გელოდები. _მშვიდად ჩაილაპარაკა. -რატომ? -მაინტერესებს რითი დამისაბუთებ გიორგის იდიოტობას. -იმით რომ შენთან მოვიდა სახლში და შენს საცოლეს ეფლირტავებოდა მთვარი შუქზე. _როცა გაახსენდა რა გამაღიზიანებელი მანერებით ცდილობდა ნინიას “შებმას” ტვინში სისხლმა აასხა. -კარგი გოგო ხარ!_ისეთი ტონით ჩაილაპარაკა აშკარად რაღაცა დაადასტურა და სავარაუდოდ ამ რაღაცის დადასტურება არც თუ ისე კეთილისმომტანი უნდა იყოს გიორგისთვის. -ეგ ვიცი!_ ამაყად გაჯგიმული გამოეპასუხა და თავისი ოთახისკენ წავიდა. -ერთ საათში ჩემთან გელოდები! >>> მთელი ერთი საათი ვანაში გაატარა, ყველა საჭირო პროცედურა ჩაიტარა , ზოგი იმ მომენტისთვის ზედმეტიც კი. ცდილობდა ნერვიულობა, სტრესი და დაძაბულობა როგორმე მოეხსნა და მაქსიმეს ოთახში ოფლით დაცვარული შუბლით არ შესულიყო. პენუარი გადაიცვა, გრძელი ატლასის ხალათი მოიცვა და ფეხზე ნასკები ამოიცვა, მაგრამ მერე დაფიქრდა რომ ახლა ამის დრო არ იყო, ნასკები გაიხადა და ჩუსტები ჩაიცვა. გასვლამდე ოთახის ფანჯრები გამოაღო და სუფთა ჰაერი შეისუნთქა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, თურმე რამხელა სტერესი ახლავს პირველ ღამეზე ფიქრს. აკანკალებული ნაბიჯებით წავიდა გერლიანის ოთახისკენ, კარებთან გაჩერდა ჰაერი ხარბად შეისუნთქა და ორივე ხელით, ნელა დააკაკუნა შიგნიდან დასტური მიიღო თუ არა სახელური ჩამოსწია და ქვედა ტუჩზე იკბინა. -თამამად, თამამად! გოგონას ყურთასმენას მაქსიმე ვნებისგან გაცინიკოსებული ხმა მოესმა. ამდენს ნამდივლად ვერ გაუძლებს და შეიძლება გონებაც დაკ.... ~~~~~~~~~ გონს რაღაცა მძაფრმა მოიყვანა, თვალები ნელა გაახილა და მის წინ მდგარ მამაკაცს ბინდგადაკრული თვალებით დააკვირდა. -რა მჭირს?_ჩურჩულით იკითხა და ოთახი მოათვალიერა. _უკვე?_თვალები სწრაფად დაჭყიტა და საწოლზე წამოჯდა, ტანზე ისევ გრძელი ხალათი ეცვა, სავარაუდოდ მაქსიმეს ნაჩუქარი პენუარიც. -გული წაგივიდა. დაფიქრებულს ფიქრები წამებში დაუმშვიდდა. ყენიამ საკუთარ სისუსტეზე აღშფოთება ვერ დამალა და პირდაღებულმა გაურკვეველი ბგერები წარმოთქვა. არადა ერთი შეხედვით ასე მძაფრად არ ღელავდა, უბრალოდ ბუნებრივი იყო პირველ ღამეზე მასაც ზუსტად ისე ენერვიულა როგორც ამას სხვა ქალები აკეთებენ. ცოტა შერცხვა კიდევაც, რას იფიქრებს მაქსიმე, ალბათ ჰქონია რომ ყველაფერზე ასეთი რეაქცია აქვს და სულ იატაკზეა გართხმული... ან კიდევ მომვალი რამდენიმე ღამე გულის წასვლით უნდა დაიწყოს. -დღეს ცუდი ამბავი გავიგე და ალბათ გვიან იმოქმედა. _ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და წინ ჩამორყილი თმები გადაიწია. მაქსიმე საწოლზე ჩამოჯდა და ნელა გადაიხარა გოგონასკენ. უსიტყვოდ შეუცურა თითები თმებში თავისკენ მისწია და ტუჩებზე აკოცა. ნინიამ ამჯერადაც ფართოდ დაჭყიტა თვალები და საყვარელის სახის ნაკვთების შეთვალიერება დაიწყო. კოცნაზე ყოველთვის ასე ემართებოდა, ალექსანდრეს შეხებისასაც უგზოუკვლოდ იკარგებოდა და წარმოდგენა არ ჰქონდა რას აკეთებდა. მაგრამ ახლა ისეთ ასაკშია როგორც წესი ასეთი რაღაცები არ უნდა აკვირვებდეს და არც გერლიანის შეხება უნდა იწვევდეს მასში რაიმე სასიამოვნოს. ეს ურთიერთობა არანაირად არ გავს იმ ურთიერთობას რაც ალექსანდრესთან ჰქონდა, ის უყვარდა და მისი კოცნაც სხვადასხვა ემოციებს იწვევდა ნინიაში. გერლიანთან კი უბრალო გარიგება აკავშირებს და მსგავსი რეაქციების მისთვის მიუღებელია, ვერ ხვდება რა ემართება. როგორც წესი ზიზღს უნდა გრძნობდეს, მაგრამ მამაკაცის მიმართ არცერთი წამით უგრძვნია ზიზღი, შიში და გაღიზიანება. ერთი შეხედვით აუტანელი, ცივი და უგულო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ რაც ნინიასთვის და ლილუსთვის გააკეთა გოგონასთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ქცევებიც არასოდეს ქონია გამაღიზიანებელი და უადგილო, ეტყობა რომ მამაკაცია და იცის ქალთან როგორ უნდა მოიქცეს. ფიქრებიდან მაქსიმეს შეხებამ გამოიყვანა, მამაკაცს თითები ხალათის შიგნით შეუცურებია და პენუარის ზემოდან თეძოებზე ათამაშედა. -მაქსიმე... ჩურჩულით ჩაილაპარაკა და კოცნისგან გახელებულს თვალებში ჩახედა. გერლიანი წამით გაჩერდა, გოგონას დაელოდა, მაგრამ საუბარი რომ აღარ გააგრძელა ისევ ბაგეებს დაუბრუნდა. ბაგეებიდან ოდნავ დაბლა ჩააცურა ტუჩები და ნიკაპზე აკოცა, მერე ყელზე და ბოლოს მხრები დაუკოცნა. ყენიამ თავი ოდნავ უკან გადასწია და ჭერს ახედა. -ეს ჭაღი სად იყიდე? მოულოდნელად დაიჩურჩულა და თვალებმოჭუტული დააკვირდა ძვირიან და სავარაუდოდ ანტიკვარ ჭაღს. მაქსიმე წამით შეჩერდა, ოდნავ უკან დაწია და ვნებისგან გაბრუებულმა, წარბწეულმა დახედა სუნთქვაგახშირებულ გოგონას. -ასეთ დროს კითხვებს არ სვამენ ხოლმე!_გაანათლა და ცალი ხელით გადააწვინა საწოლზე. აქამდე ამ ოთახში არ შემოსულა და არც აქაურობის ინტერიერს იცნობდა, ჭაღმა კი მართლა ძალიან მიიქცია მისი გაბნეული ყურადღება. რა ქნას ასეთ დროს რამეზე ხომ უნდა იფიქროს, მამაკაცთან სექსზე კიდევ მოკალი და საკუთარ თავს ფიქრს ვერ უბედავს. იმდენად უჩვეულო რამ ხდება ახლა მის თავს, ვერაფერს ვერ აღიქვამს ისე როგორც ამას ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი უნდა აკეთებდეს. ერთადერთი რასაც გრძნობს მაქსიმეს ზედმეტად და უცნაურად სასიამოვნო შეხებაა. როგორც ხე ისეა საწოლში და სავარაუდოდ გერლიანი კონტრაქტს იმაზე მალე გააუქმებს ვიდრე ეს ნინიას წარმოუდგენია. ხალათი ისე ოსტატურად გახადა ნინიამ ვერაფერი ვერ იგრძნო, ვერც ის დაბლა როდის ჩააცურა. გახურებულ ბააგეებს გრძნობდა ყველგან, იმდენად დიდ კვალს ტოვებდა მაქსიმეს კოცნა ეგონა რომ ყველა წერტილში მისი ტუჩები იყო. თავგადაგდებული გატრუნული კრუსუნებდა და თან თვალებს ახამხამებდა. გერლიანმა პენუარის ცალი სალტე მხარზე გადაუცია და ტუჩები ზოლის ხაზზე შეახო. ყენიამ უნებურად მოიკვნიტა ქვედა ტუჩი და თვალები დახუჭა. მე მგონი მასში ქალი იღვიძებს და სიტუაციის აღქმასთან ერთად შეგრძნებებიც დაუბრუნდა. ცალი ფეხი მუხლთან მოხარა და თავისუფალი ხელი საწოლზე აათამაშა. ერთ სალტს მეორე მიჰყვა, მერე ოდნავ მკერდთანაც ჩასრიალდა და საბოლოო ჯამში საცვლების ამარა დარჩა, რომელიც რატომღაც ტანზე ეცვა... ქალდანმა გაკვირვებულმა დახედა უბრეტელო ბიუსჰალტერს და შუბლი შეკრა. ძლიერი თითები შიშველ ბარძაყზე ჩააცურა და ოდნავ მოუჭირა. ოდნავ გახნილი ბაგეებიდან ჩუმი კვნესა აღმოხდა ყენიას, რამაც გერლიანი უფრო გაახელა და უფრო მომთხოვნი გახადა. სექსუალური შავი პენუარის და ხალათის გზას გაუყოლა ზედა საცვალიც და დედიშობილა დარჩენილ გოგონას ვნებიანი მზერით დააჩერდა, მერე მისკენ დაიხარა და დახარბებულმა შეისრუტა. დილით თვალები რომ გაახილა და უცხრო გარემო დაინახა ელდანაკრავივით სცადა ფეხზე წამოდგომა, მაგრამ რაღაცა მძიმე დააბრკოლა. ტანზე რომ დაიხედა მასზე ჩახუტებული მაქსიმე შერჩა. სიმრწრის სიცილით ჩაიცინა და თვალებზე ხელები აიფარა. შიშველი მამაკაცის დანახვა დილაუთენია კარგი იდეა არ ყოფილა, მითუმეტეს ასეთი გამოუცდელი გოგოსთვის... იგრძნო როგორ გამოძრავდა მამაკაცის მძიმე სხეული და დამორცხვილმა საბნისკენ წაიღო ხელი. გერლიანმა ცალი თვალით გადახედა ლოყებაწითლებულ და ძილისგან თმააბურდულ გოგონას. მამაკაცმა გოგონას თავქვეშ მოქცეული ხელი გასწია და წვერზე მოისვა. -რატომ არ მითხარი?_ხმადაბლა კითხა და ჭერს ახედა. ნინია დაიბნა, ვერ მიხვდა რაზე ელაპარაკებოდა. -რა არ გითხარი? -შენთვის პირველი მამაკაცი რომ ვიყავი!_ხმა დაუბოხდა. ყენიამ ოდნავ ჩაახველა და საბანი ყელამდე აიტანა. -მაგას რა მნიშვნელობა ქონდა?_ჩავარდნილი ხმით კითხა და საწოლზე წამომჯდარ, გაცეცხლებულ გერლიანს შეშინებულმა ახედა. -რომ ვკითხულობ ე.ი. ქონდა!_ცივად ჩაილაპარაკა და ისევ დაწვა. _უნდა გეთქვა. -კარგი, მომავალში გავითვალისწინებ. _თვალებმილულულმა ჩაიჩურჩულა და ტუჩები სასცილოდ აათამაშა. მაქსიმემ გაოცებულმა გადახედა გვერდით მწოლიარე ქალს და ცალი წარბი ასწია. ნინიამ მამაკაცის გამომეტყველებაზე სიცილი ვერ შეიკავა და ხმამაღლა ჩაიფხუკუნა. _ვხუმრობ. -ერთ კითხვაზე მიპასუხე. -გულწრფელად?_მაქსიმემ ისეთი სახით შეხედა მიხვდა რომ ზედმეტი კითხვების დასმა მარტო სექსის დროს კი არა სხვა დროსაც არ შეიძლება. _კარგი, გისმენ. _”დანებებულმა” ჩაილაპარაკა და ყურები დაცქვიტა. -პენუარის შიგნით “ლიფი” რატომ გეცვა?_ცინიკური ხმით იკითხა და ახლა უკვე თვითონ ჩაიღიმა ტუჩის კუთხეში. ნინიას სახე ყინულის გაუხდა, ტუჩთან შერჩენილი ღიმილი კი ნელ-ნელა მოშორდა მის ლამაზ სახეს. -რა, არ უნდა მცმოდა? სერიოზულად გაიკვირვა და იატაკზე დაგდებულ ლიფს დახედა, რომელმაც კიდევ ერთხელ შეახსენა რას აკეთებდა ამ ოთახში და მითუმეტეს მაქსიმე საწოლში. გუშინდელი ღამის გახსენებამ ერთიანად აუფორიაქა ძლივს დამშვიდებული გონება და გული. მაქსიმემ ხვნეშით გააქნია თავი და ფეხზე წამოდგა. >>> შხაპის მიღების დროს თბილი წყლის ქვეშ მდგარი ჯერ კიდევ გერლიანის საწოლში იწვა და გუშინდელი ღამე უტრიალებდა გონებაში. ყველა კუნთი სტკიოდა, ოღონდ თავადაც არ იცის რატომ, ან რისგან შეიძლება ყოფილიყო გამოწვეული. პირველ ღამეს ნამდვილად ვერ დააბრალებს, არანაირი დისკომფორტი უგრძვნია. ერთადერთი რასაც გრძნობდა გერლიანის გახურებული ბაგეები იყო მის სხეულზე, რომელზე ფიქრიც მთელი დილა ვერ მოიშორა. სპორტულებში გამოწყობილი მისაღებში გავიდა და სამზარეულოში მდგარ მამაკაცს ზურგიდან დააკვირდა. კიდევ უფრო ესიმპათიურა ღამის პარტნიორი, მისი სხეულის ახლოდან დათვალიერების საშუალებაც მიეცა და ახლა უფრო უკეთ იცის როგორ გამოიყურება მამაკაცის სხეული მაისურის შიგნიდან. ფიქრებით გართულმა ვერც კი შენიშნა როდის მიუახლოვდა გერლიანი. მამაკაცმა ცალი ხელი წელზე მოხვია და თავისკენ მიიზიდა. -დღეს სადმე გავიდეთ. _ქალისკენ დაიხარა, ყურში ჩასჩურჩულა და ტუჩები ლოყაზე მიაწება. ნინიამ გაკვირვებულმა დაჭყიტა თვალები და თავი ოდნავ უკან დასწია. -სად გავიდეთ? -სადმე, სადაც შენ გინდა. _მხრები აიჩეჩა გერლიანმა და დივნისკენ წავიდა. -მაშინ ლილ.... გაახსენდა რომ ეს ურთიერთობა სულ სხვაა და სავსებით შესაძლებელია მაქსიმეს მისი ოჯახის წევრების ნახვა არ უნდოდეს, ალბათ სადმეში რესტორანი, ან უბრალოდ კაფე იგულისხმა. ყენიამ კი რატომღაც გადაწყვიტა რომ ლილუს ნახვა კარგი იდეა იქნებოდა. -თუ გინდა აქ გამოიყვანე. -ვინ? -ლილუ. -მე...მე..._ალუღლუღდა. -გამოიყვანე!_კატეოგირულად ჩაილაპარაკა და ტელევიზორს მიუტრიალდა. კარზე ზარმა საშუალება არ მისცა მამაკაცის საქციელი კიდევ ერთხელ ყოფილიყო მისი გამოშტერების მიზეზი. სწარად წავიდა მინის დიდი კარისკენ და წითელ მთლიან, წელში გამოყვანილ კომბინიზონში გამოწყობილს ქალს დააკვირდა. -მაქსიმე, მგონი შენთან არიან. კარის გაღებამდე ჩაილაპარაკა და მისკენ მიტრიალებულ მამაკაცს გახედა. გერლიანი სწრაფად წამოდგა ფეხზე, სტუმრის მოსვლა აშაკრად არ ესიამოვნა. სახე სულ დაეჭიმა, თვალებში ყინულები ჩაუდგა და დაძარღვული მუშტები შეკრა. ყენიამ მინის კარი გააღო და სტუმარს მორიდებული ღიმილით მიესალმა. -მაქსიმესთან ვარ. ცივად, ქედმაღლურად ჩაილაპარაკა ქალმა და ისე რომ ნინიასთვის ზედაც არ შეუხედავს გვერდი აუარა. ცინიკური მზერით გააყოლა თვალი სტუმარს და ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა. -უნდა ვილაპარაკოთ! გერლიანმა წვერზე თითები მოისვა, კარებთან დაყუდებულ ნინიას გადახედა და თვალებით ანიშნა მოდიო. ესეც უსიტყვოდ წავიდა მამაკაცისკენ და გვერდით ამოუდგა. -ჯერ ჩემს საცოლეს მიესალმე!_ხმაში ცინიზმი და ზიზღი იგრძნობოდა. ქალმა ამრეზიით აათვალიერ-ჩაათვალიერა ნინია და ბგერებით ჩაიცინა. -ამას ეძახი შენ საცოლეს? -ნინიას!_ცივი ხმით შეუსწორა და გაკვირვებულ ნინიას თვალი ჩაუკრა. -ალბათ თქვენ მოსალოცად მოხვედით. ნაწილობრივ მიხვდა რაშიც იყო საქმე და ქალისთვის “ადგილის” მიჩენა გადაწყვიტა, ოღონდ არ იცის ამ ყველაფერს მაქსიმესგან რა რეაქცია მოჰყვება, მაგრამ არავის მისცემს უფლებას ზემოდან უყუროს და თანაც სრულიად დაუმსახურებლად გალანძღოს. -არა, მე მოვედი იმიტომ რომ ჩემს ქორწილში პირადად მინდა დავპატიჟო მაქსიმე. ახლა ყველაფერი გასაგებია, ეს არის ის ქალი ვის ვინაობასაც ასე გულმოდგინედ მალავდა გერლიანი და რომელიც მისი ახლობელია. თუმცა ერთი შეხედვითაც ეტყობათ რომ უბრალო ახლობლები არ არიან და ბევრად მეტი აკავშირებთ ერთმანეთთან. სტუმრის სტატუსის ამოცნობა არ ესიამოვნა და არც ის ესიამოვნა მაქსიმესთან ასე თამამად რომ მოდის და პრეტენზიებს აყენებს. ყენიას ხმა აღარ ამოუღია ქალის პასუხით დადუმებული გერლიანისგან ელოდებოდა მოქმედებას. -მოვალთ, აუცილებლად მოვალთ. _მამაკაცის მრავლობით ფორმაში ნათქვამმა სიტყვებმა თვისებურად გაახარა და კმაყოფილმა ღიმილით გადახედა თვალებანთებულ ქალს, რომელმაც აღარ იცოდა რა მოემოქმედებინა. -ყავას დალევთ? გამრჯვებული ღიმილით იკითხა და საკუთარი ინიციატივით მიეტმასნა გერლიანს. ქალმა ტუჩები ერთმანეთს მაგრად მიაწება, მხრები აიქნია და გასასვლელისკენ გაკაკუნდა. როგორც კი ქალი თვალს მიეფარა ნინია მამაკაცის სხეულს მოშორდა და სამზარეულოსკენ წავიდა. -ამ ქალის გამო გადაწყვიტე ჩემი აქ მოყვანა?_ხმადაბლა კითხა და წყლის ჭიქა გამოიღო. _გიყვარს? -არა!_მოკლედ უპასუხა. -გიყვარს, მაგრამ საკუთარ თავს ამის აღიარების უფლებას არ აძლევ, იმიტომ რომ იცი, ეს ქალი შენი სიყვარულის ღირსი არ არის. ყველაფერს მიხვდა, გაანალიზა და საბოლოო ჯამში იმაზე გულნატკენი დარჩა ვიდრე გუშინ ღამით, ან ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. -ამოცანების ამოხსნას მორჩი და გაემზადე, ბავშვი უნდა გამოვიყვანოთ. -არ მინდა ლილუმ სხვანაირად გაიგოს ჩვენი ურთიერთობა... -მოდიხარ თუ მარტო წავიდე და წამოვიყვანო? -არ გამოგყვება. _წარბების თამაშით ჩაილაპარაკა და წყალი მოსვა. -გამომყვება!_ნინიამ უარყოფითი პასუხის ნიშნად თავი გაუქნია. -გამორიცხულია, იცის რომ უცხო ძიებს და დეიდებს არსად არ უნდა გაყვეს. -კარგი, შენ დაგველოდე და ჩვენ მოვალთ. >>> ერთი საათის განმავლობაში თვალებმოჭუტული უყურებდა მინის დიდ კარს და ელოდებოდა როდის შევიდოდა სახლში დამარცხებული გერლიანი. ლილუს ხასიათი იცის, დარიგებულიც რომ არ ყავდეს გამორიცხულია მისთვის უცხო ადამიანს გამოელაპარაკოს, სხვაგან წაყოლაზე რომ აღარაფერი არ ვთქვთ. თანაც მემე სახლში არ არის და გერლიანს დეიდამისის დარწმუნება მოუწევს, ეკატერინე კიდევ გამორიცხულია უცხოს ენდოს და ბავშვი გაატანოს. ჯერ თავისი ამბავიც არ უთქვამს დეიდამისისთვის, ბავშვივით ატყუებს ქალს ძიძად ვმუშაობო და მაქსიმეს რომ დაინახავს შეიძლება გულიც წაუვიდეს. ფიქრებიდან პატარა სილუეტმა გამოიყვანა, რომელიც ხტუნაობით მოდიოდა მაქსიმეს გვერდით. პირდაღებული წამოდგა დივნიდან და წარბები დაბლა დასწია. ლილუმ როგორც კი დას მოკრა თვალი ხტუნაობა სიხარულში გადაეზარდა და შეღებულ კარში სირბილით შევარდა. -როგორ მოახერხე?_დაზე ჩახუტებულმა ახედა ცინიკურად მომღიმარ მამაკაცს. მაქსიმემ ცალი წარბი შეათამაშა და დივანზე ჩამოჯდა. _ლილუ, მე შენ რა გითხარი... უცხოებს არ გამოელაპარაკო და არსად არ გაყვე-მეთქი!_გაბრაზებულმა დაუბრიალა თვალები შეშინებულ დას, რომელიც ვერაფერს ვერ მიმხვდარიყო. -უცხოს ვის გავყევი? დაიბნა ბავშვი. ნინიამ სწრაფად მიატრიალა თავი საყვარლისკენ, რომელიც მომღიმარი სახით იჯდა და ბავშვს უყურებდა. საჩვენებელი თითით მაქსიმეზე მიანიშნა და წარბი გაბრაზებულმა ასწია. -მე ვიცნობ მაქსიმეს. ბუზღუნით ჩაილაპარაკა ლილუმ და მამაკაცისკენ წავიდა. ამან უარესად გააოგნა, საიდან შეიძლება ბავშვი ამ კაცს იცნობდეს, მითუმეტეს ისე კარგად რომ დაუფიქრებლად გაყვეს სადღაც. -საიდან? _ჩამწყდარი ხმით იკითხა და მაქსიმეს კალთაში გადასკუპებულ დას გაუსწორა თვალი. ~~~~~ ძალია, ძალიან დიდი მადლობა ჩემო საყვარლებო. <3 დაპირებისამებრ ორი თავი გავაერთიანე, სულ ცოტაც და დასრულდება. <3 ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც სრულად არ ვდებ გასწორებასთან ერთად ახალი ისტორიაა, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს ასე უფრო ადვილად ვწერ. <3 პარალელურად ვაფიქსირებ ძველ შეცდომებს, ვითვისებ, ბევრ რაღაცას ვსწავლობ, ვიცი რა აღარ უნდა დავწერო, რა ტექსტები და დიალოგები უნდა შევქმნა და ა.შ მე მგონი ამის ახსნა საჭირო იყო, არანაირად არ მიწყობს ხელს თავებად დაყოფილი ისტორიები, პირიქით ძალიან დიდ დროს მართმევს მათი გასწორება. რა თქმა უნდა ბევრად მარტივია ავდგე და სრულად ავტვირთო, მაგრამ არ გამოვა. <3 მადლობები თქვენ. <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.