იყავი ჩემი საყვარელი [თავი 4]
მთელი გზა ინტერესით აცეცებდა თვალებს იქნებ რამე მაინც ვიცნო და ლოგიკურად მივხვდე სად მივყავარო, მაგრამ სანამ დანიშნულების ადგილზე არ მივიდნენ ვერაფერს მიხვდა, პრინციპში მერეც ვერ მიხვდა გერლიანის მაღალსართულიან ოფისში რას აკეთებდა. მანქანიდან გადავიდა, ზურგჩანთა ცალ მხარზე მოიგდი და მაქსიმეს დაელოდა. -აქ რა გვინდა? -10 წუთის საქმე მაქვს და მერე წავალთ. აუხსნა და ნინიასთან ერთად შენობისკენ დაიძრა. გაკვირვებული, დამგელებული და გამწარბეული თვალების მეტი არაფერი არ დაუნახავს, ყველა ისე უყურებდა როგორც მტერს და ამის მიზეზის ძიება სულაც არ იყო საჭირო. რა თქმა უნდა მაქსიმესნაირი კაცის გვერდით რომ ასეთი წიწკვი გოგონები დაგინახავენ ბუნევრივია ეჭვიანობისგან ცეცხლებსაც გაუშვებენ, მითუმეტეს თუ გერლიანი მათ ყურადღებასაც არ აქცევს. ცოტა არ იყოს და ეს სიტუაცია ესიამოვნა და ამაყი, კმაყოფილი ღიმილით აედევნა წინწასულ გერლიანს. -ამდენ დამშეულ ქალს როგორ უმკლავდები? როგორც კი ლიფტში შევიდნენ ხმადაბლა გადასჩურჩულა და მომღიმარი დაელოდა მის პასუხს. მაქსიმემ წარბაწეულმა დახედა გოგონას და ქვედა ტუჩს კბილებით წაეთამაშა. -ჩემთან მშვიდად არიან, მაგრამ შენ როგორ გაუმკლავდები ეგ არ ვიცი. _ცინიკური ღიმილით გაამხნევა და თვალი ჩაუკრა. -მე?... მე დიდი დიდი თვალებით შემჭამონ და სამი თვის მერე ისევ შენზე გადმოვლენ. _ნიშნის მოგებით ჩაიქირქილა და ცხვირის წვერზე თითი მოისვა. მაქსიმემ თავის კაბინეტში შეიყვანა, დივანზე მოაკალათა და თვითონ სადღაც გავიდა. ნინია ცნობიმოყავრე გამომეტყველებით უყურებდა კაბინეტში განთავსებულ ყველა ნივთს და წვრილმანს. ფეხზე წამოდგა და ნელი ნაბიჯებით წავიდა მინის დიდი ფანჯრებისკენ, ოდნავ მოშორებით დადგა და ფეხის წვერებზე აწეულმა სცადა გადახედვა. სიმაღლის შიში არ აქვს, პირიქით ექტრემი ძალიან იზიდავს, მაგრამ ამ შენობის ფანჯრები ქვემოდანაც ძალიან საშიში დასანახია და ზემოდან მითუმეტეს.შენობასთან მდგარი მაქსიმეს მძღოლი და მანქანა ძალიან კარგად სჩანდა, აი თურმე ვინ უყურებდა პირველად რომ მოვიდა აქ... ღიმილით გადააქნია თავი და აჭრაჭუნებულ კარს გახედა. -წავედით. -მე რატომ ამომიყვანე, სიმაღლის შიში დამაძლევინე?_სიცილით კითხა და ლიფტში შევიდა. -არა, თანამშრომელს გავაცანი შენი თავი. _აჰა თურმე რაში ყოფილა საქმე. -გასაგებია. _პირდაღებულმა ჩაილუღლუღა და თავი რამდენჯერმე დააქნია. _მტრები გამიჩინე ანუ..._უფრო კონკრეტულად განმარტა მამაკაცის ქცევა და მუქარის მზერით ახედა. _კი ბატონო. იქიდან პირდაპირ სახლში წავიდნენ, ანუ გამოდის რომ დილაუთენია მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გააღვიძა და წამოაგდო ფეხზე რომ 10 წუთის გამო სამსახურში მიეყვანა, ოცდამეხუთე სართულზე აეყვანა, დივანზე დაესვა და თვითონ რაღაცა საქმე გაეკეთებინა?! გაბრაზებული აკვესებდა მთელი დილა თვალებს და სახლში წინ და უკან დაბობოქრებდა. მაქსიმე კაბინეტში იყო შეკეტილი და არაფრის დიდებით არ გამოდიოდა, მეგიმ ორჯერ ყავა შეუტანა ეგ იყო და ეგ. მესამე ფინჯანი ყავა საკუთარი ინიციატივით გაუმზადა, სინზე დადო და კაბინეტისკენ წავიდა. ჩუმი კაკუნის შემდეგ კარი შეაღო და მაგიდასთან მოკალათებულ საყვარელს ღიმილით დაანახა სინი. -ყავა მოგიტანე. -აღარ მინდა. _ცივად უპასუხა და საქმე განაგრძო. -კარგი მე დავლევ. _მის წინ ტყავის დაბალ სავარძელზე მოკალათდა, ფინჯანში შაქარი ჩაიყარა, რომელიც თვითონაც არ იცის რატომ წამოაყოლა და ფეხი ფეხზე გადადებული დააკვირდა გერლიანს._მყუდრო კაბინეტი გაქვს. _მაქსიმემ საწერი კალამი მაგიდაზე დადო, თითები ერთმანეთში ახლართა, იდაყვებით მაგიდას დაეყრდნო და ოდნავ გადაიხარა გოგონასკენ. -დღეს ჩემს ოთახში იძინებ. მამაკაცის მოულოდნელმა წინადადებამ ლამის დაახრჩო. საბრალოს ისეთი ხველა აუტყდა, ლამის ყავაც უკან გადმოასხა. სწრაფად, წვალებით მიაყოლა ერთი ყლუპი და ხველებისგან აცრემლებული თვალებით შეხედა მამაკაცს, რომელსაც სახეზე ირონიული ღიმილი დასთამაშებდა. -დღეს? ასო ასო იკითხა და ყავის ფინჯანი სინზე დადო. გერლიანმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ქვედა ტუჩზე ოდნავ დაისვა ენა. ნინიამ ღრმად ამოიხვნეშა, სინს დასწვდა, ფეხზე წამოდგა და მისაღებში გავიდა. რა უნდოდა, რას შემოდიოდა და საერთოდ რას უჯდებოდა წინ, ეს ყველაფერი რომ არ მომხდარიყო შეიძლება არც მაქსიმეს ეთქვა არაფერი დღევანდელ ღამეზე. აფროიაქებული ჩამოჯდა დივანზე და სახე ხელისგულებში ჩარგო. -ნინია, კარგად ხარ? -კი...კარგად ვარ. _სხარტად იცრუა და თავი ასწია. კაბინეტის კარის ხმაზე თავი უკან არ მიუტრიალებია, მეგის უყურებდა და მაქსიმეს ნაბიჯების ხმას ისმენდა გაყურსული. იგრძნო როგორ შეეხო მხრებზე ძლიერი თითები და თვალებდაქაჩული ოდნავ შეხტა დივანზე. როცა გააცნობიერა რომ ასე მძლავრად მხოლოდ მაქსიმეს შეეძლო მისთვის თითების მოჭერა, ტუჩები მაგრად დაკუმა და თვალებდახუჭულმა სცადა აფორიქებული გონების და სხეულის დამორჩილება. მამაკაცი ოდნავ დაიხარა გოგონასკენ. -რომ მცოდნოდა ჩემთან ერთად ძილი ასე აგაფორიქებდა აქამდე გავაკეთებდი ამას. ვერ მიხდა რამ გამოიწვია გონების დაბინდვა, მაქისმეს ხმის ასე ახლოდან გაგონება თუ წინადადების შინაარსმა. დამუნჯებულმა ოდნავ მიატრიალა მამაკაცისკენ თავი და მისკენ დახრილს პირდაპირ ბაგეების პირისპირ გაუჩერდა. -მე...მე უნდა შევიდე და გამოვიცვალო. _ბლუყუნით ჩაილაპარაკა და ფეხზე წამოდგომა სცადა, არც მაქსიმეს გაუწევია წინააღმდეგობა გოგონას მოშორდა და წელში გასწორდა. >>> ნაბიჯარეული დადიოდა ოთახში და გუშინდელი შეძენილი ტანსაცმლიდან დღეს ჩასაცმელს არჩევდა, არადა თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი ჰქონდა რას ჩაიცვამდა, როგორ გაივლიდა, როგორ დაილაპარაკდებ და ახლა ისეთი დაბნეულია როგორც ბრინჯი, ან წიწიბურა. მაქსიმეს სიტყვებმა საფიქრალი კი არა ყველაფერი აურია, ვერაფერს ვერ აბამს თავს, გაბრუებული დადის და ვერ ხვდება რას აკეთებს. კლასიკური შავი ოდნავ დაზოლილი შარვალი, წელში გამოყვანილი და დაბლა გაშვებული მოკლესახლება ზედა და შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ჩაიცვა. დატალღული თმები მხრები ლამაზად დაიყარა და ტრილიაჟთან მოკალათდა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხის მოსაგვარებლად -მსუბუქი, მაგრამ თვალშისაცემი და ლამაზი მაკიაჟით უნდა სტუმრები და მაქსიმე გააოცოს. პრინციპში დღეს ღამე გაოცებული ვინ დარჩება ეგ ჯერ კიდევ საკითხავია, მაგრამ... ოთახიდან გაკაკუნდა და მისაღებში მდგარი საყვარელისკენ წავიდა. მაქსიმე შარვალ კოსტუმში გამოწყობილი ისევ ფანჯარასთან იდგა და ისევ ხედით ტკბებოდა. ფეხსაცმელების ხმაზე თავი ოდნავ მიატრიალა გოგონასკენ და ქვემოდან ზემოთ აათვალიერა. -მაგიდ... -მზად არის. -ყოჩაღი გოგოა მეგი. _დაბნეულმა ღიმილით ჩაილაპარაკა და დივანზე დაჯდა. თითები ერთმანეთში ახლართა და მარცხენა ფეხი იატაკზე ნერვიულად აათამაშა. მისი ქმედებები გერლიანს არ გამოპარვია და ცინიკური ღიმილით შეაფასა. -მეჩვენება თუ ღელავ? აშკარად ქალის გამოწვევას ცდილობდა. ნინიამ სწრაფად ასწია თავი, თვალები დაჭყიტა და ტუჩის კუთხეში მომღიმარს დააკვირდა. ეს ცინიკური ღიმილით როგორ უხდება და საერთოდ რატომ უნდა იყო კაცი ასე უნამუსოდ სიმპათიური. საკუთარი ფიქრები რომ გამოიჭირა უკვე გვიანი იყო და ამაზე დიდად არც უღელვია. ჰო, მაქსიმე ნამდვილად ძალიან სიმპათიური და მამაკაცურია რაც ნინიაში ძალიან დიდ სიმპათიას იწვევს. პასუხის გაცემას კარზე ზარმა გადაარჩინა. მაქსიმე ნელი ნაბიჯებით წავიდა კარებისკენ, მერე გაჩერდა და წვერზე თითები მოისვა. ნინიამ ტუჩის კუთხეში ჩაიღიმა, სირბილით მიკაკუნდა საყვარელთან, გვერდით ამოუდგა და თავი ამაყად ასწია. -მზად ვარ. _ჩურჩულით გადაულაპარაკა, ხელმკლავი გამოსდო და კარებისკენ წაიყვანა. სტუმრებს ღიმილით მიესალმა, მაქსიმემ ყველა სათითაოდ გააცნო. ძალიან დაძაბული ელოდებოდა გერლიანის სიტყვებს, აინტერესებდა რა სტატუსით შეიძლება იცნობდნენ სტუმრები ყენიას. -ნინია, ჩემი საცოლე. გოგონა ღიმილით უყურებდა მის პირდაპირ მდგარ ლამაზად გამოწყობილ ქალს. მაქსიმეს სიტყვების მოსმენისას ღიმილი სახეზე მიეყინა, პირდაღებულმა ახედა მამაკაცს და სიტუაციის გასანეიტრალებლად მოჩვენებითი ღიმილით მოავლო ყველას თვალი. -საცოლე? ერთ-ერთმა გაკვირვებულმა წამოიძახა და გოგონა ეჭვით აათვალიერა. გერლიანმა შუბლშეკრულმა გადახედა მამაკაცის რომელიც სხვებისგან განსხვავებით დღევანდელ საღამოზე მარტო იყო მოსული. -დიახ, საცოლე. _ნინიამ პასუხის გაცემა დაასწრო და აფერისტული მზერით მიეხუტა გერლიანს. მამაკაცმა წარბწეულმა დახედა გოგონას და ჩუმი ჩაცინებით გააქნია თავი, მერე კი სტუმრები მაგიდისკენ მიიპატიჟა. ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა, ნინიასთვის საბედნიეროდ მასთან დაკავშირებით კითხვები არავის არ გასჩენია, დადუმებული იჯდა და ყურადღებით უსმენდა მათი ბიზნესის ისტორიებს და მომავლის გეგმებს, მერე ესეც მობეზრდა და სტუმრების თვალიერება დაიწყო. გრძნობდა როგორ დაჟინებულად უყურებდა მარტოხელა მამაკაცი და ცოტა უხერხულად იყო. ერთხელ ისეც მოხდა რომ თვითონაც გახედა, მაგრამ მამაკაცს არ მორიდებია და ისევ გაშტერებული უყურებდა. მაქსიმემ მის მზერას გააყოლა თვალი და აშკარად უკმაყოფილო დარჩა ნანახით. -იმ ამბების მერე შენი ცხოვრების ასე რადიკალურად შემოტრიალებას არ ველოდებოდი. ირონიული ხმით ჩაილაპარაკა მამაკაცმა და მზერა ნინიადან მაქსიმეზე გადაიტანა. გერლიანს თვალები ჩაუსისხლიანდა, ყელზე ძარღვები დაეჭიმა და დამუშტული ხელები მაგიდაზე აათამაშა. -აა, ყავას ხომ არ დალევთ? როცა მიხვდა რომ სასიამოვნო არაფერი არ მოხდებოდა გადაწყვიტა თავად ემოქმედა. მიუხედავად მცირე დროისა ასე თუ ისე მაქსიმეს პიროვნებაზე წარმოდგენა შეექმნა და იცის რომ მამაკაცი ასე უმიზეზოდ არ გაღიზიანდებოდა, მითუმეტეს ამ დონეზე. გერლიანი ერთიანად მოდუნდა, თითები ნელა გაშალა, მაგრამ სტუმრისთვის თვალი მაინც არ მოუშორებია, სავარაუდოდ ამაზე პასუხს მოგვიანებით გასცემს. ვერ მიხვდა რაზე იყო საუბარი და რატომ დაიძაბა თითქმის ყველა გიორგის მოსმენისას. თუმცა ფაქტია რომ ისეთი რაღაც თქვა რამაც მაქსიმეზე ძალიან იმოქმედა და რაც მისთვის უმნიშვნელო არ უნდა იყოს. -კი, დავლევთ. _ერთდროულად წამოიძახა რამდენიმე სტუმარმა. ნინიამ იქვე მდგარ მეგის გადახედა და ღიმილით დაუქნია თავი, გოგონაც იმ წამსვე გატრიალდა სამზარეულოსკენ ყავის მოსამზადებლად. -როგორც სჩანს მაქსიმე ამ ურთიერთობას ძალიან უფრთხილდება, აქამდე შენზე არავის არ გვქონდა წარმოდგენა. _ღიმილით ჩაილაპარაკა ნატომ და თავის ქმარს თითებზე მოუთათუნა ხელი. _თუ საიდუმლო არ არის იქნებ ცოტა თქვენზე მოგვიყვეთ, როდის გაიცანით ერთმანეთი, ან როგორ... სიმართლე გითხათ ვგიჟდები მსგავსი ისტორიების მოსმენაზე, მწერალი ვარ და ალბათ ხვდებით. _ემოციებით საუბრობდა ქალი. ნინიამ დაბნეულმა გადახედა მაქსიმეს. მსაგავს საკითხზე არ უსაუბრიათ და არც ის არ იცის რა უნდა თქვას, სად გაიცნეს ერთმანეთი, ან როდის და რა სიტუაციაში?! -საავადმყოფოსთან. _ორივემ ერთდროულად წამოიძახა და ერთდროულად, გაკვირვებულებმა გადახედეს ერთმაენთს. ყენიას ხმადაბლა ჩაეცინა. -საავადმყოფოსთან?_ხმაში შეშფოთება შეეტყო ნატოს. -საავადმყოფოსთან და არა საავადმყოფოში. _მშვიდი ტონით განუმარტა მაქსიმემ. -უფრო სწორად ლევანის შევხვდი და იქ დავინახე მაქსიმეც. _რატომღაც გადაწყვიტა რომ გაცნობის სცენის მოფიქრება სულაც არ იყო საჭირო და სიმართლესაც მშვენივრად იტყოდა. რაც მთავარია აღმოჩნდა რომ არც მაქსიმეს სურდა სტუმრების ბოლომდე გასულელება. _შემდეგ სხვადასხვა ადგილებში ვხვდებოდით შემთხვევით ერთმანეთს და ასე მოვედით დღემდე. -კარგი, როგორც სჩანს ამაზე საუბარი არცერთს არ გინდათ. _ღიმილით ჩაიქნია ხელი ნატომ და წვენი მოსვა. -რაც არ უნდა იყოს იდეალური წყვილი ხართ. საიდანღაც ყრუდ ჩაესმა ქალის ხმა. ნაკვთები გაუშეშდა, ღიმილი ყინულად იქცა ყენიას სახეზე. როგორც სჩანს არც გერლიანს ესიამოვნა ქალის სიტყვები და სახე საშინლად ცივი გაუხდა. ცოტა არ იყოს მამაკაცის რეაქცია არ ესიამოვნა და გულზე ცუდად მოხვდა. ღიმილით და თავის მსუბუქი დაკვრით გადაუხადა გოგონამ მადლობა, ბოდიში მოიხდა და მაგიდიან წამოდგა. -ცოტახნით დაგტოვებთ. >>> აფოქრიაქებულს სუფთა ჰაერზე გასვლა მოუნდა, თვითონაც არ იცის რა დაემართა და რამ წაუჭირა ასე მძლავრად ყელში. გრძნობდა რომ სუნთქვა უჭირდა და ყელში გაჩხერილი უზარმაზარი ბურთულა სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. ეზოს კიბეზე ჩამოჯდა და ქვედა ტუჩზე გამეტებით იკბინა. ნელ-ნელა აცნობიერებს რამხელა ტრავმა მიაყენა საკუთარ თავს. ერთიანად სიტუაცია არ აღუქვამს და მომენტებში საშინელი ზიზღის გრძნობა აქვს საკუთარი თავის მიმართ. მართალია ჩადენილს არასოდეს არ ინანებს და მაქსიმეს მიმართაც არ ექნება უარყოფითი დამოკიდებულება, , მაგრამ გულის სიღრმეში ეს საქციელი მაინც საშინლად ტკივა. ყველა იმ ქალისთვის მტკივნეულია იმისი გაცნობიერება რომ 100 000 ლარად გაიყიდე, ვინც ამდენი წელი ცდილობდა “სუფთად” შენახულიყო. ეს იყო პირველ შეყვარებულთან დაშორების მიზეზიც, მასთან ვერ გადადგა ასეთი თამამი ნაბიჯი, საკუთარ თავს ვერ მისცა უფლება მასთან დაწოლილიყო, უანგაროდ, ასაკიც არ ჰქონდა პატარა და ბუნებრივია ამაში გასაკვირიც არაფერი არ იქნებოდა, მაგრამ ვერ გარისკა, ამის სურვილი არ ჰქონდა. მერე ურთიერთობაში პრობლემები წამოიჭრა და ორივემ ცივილურად მიიღო გადაწყვეტილება რომ ერთმანეთის გარეშე უფრო კარგად იქნებოდნენ. ახლა ალექსანდრეს ცოლ-შვილი ყავს და ნინიასთანაც ნორმალური ურთიერთობა აქვს. კარების ხმაზე სწრაფად მოიწმინდა გადმოგორებული ცრემლები და თავი უკან მიატრიალა. გიორგის დანახვისას ფეხზე წამოდგა, შარვალი გაისწორა და უხერხულად შეიშმუშნა. მამაკაცის მზერის ქვეტექსტის მიხვედრა ძნელი არ ყოფილა, მე თუ მკითხავთ ყველა კაცს ეტყობა თვალებში რას ფიქრობს ქალის მიმართ. -კარგი ჰაერია, თბილი ნიავი. _საუბარი გიორგიმ დაიწყო და ცას ახედა. უნებურად მიბაძა ნინიამაც და ვარსკვლავებით გადაჭედილ ცას გაუსწორა მზერა. -მე შევალ, თორემ ცოტა შემცივდა. _მასთან დიალოგის თავიდან ასარიდებლად ჩაილაპარაკა და ცალი ფეხი კიბეზე ადგა. ფეხსაცმლის ქუსლი ცუდად ჩაჰყვა კიბის საფეხურს, წონასწორობა ვეღარ შეიკავა და გიორგის მკლავებში ამოყო თავი. შეშინებილმა და დამორცხვილმა ახედა მომღიმარ მამაკაცს და წელში გასწორება სცადა, მაგრამ გიორგიმ არ დაანება. გიორგის მკლავებზე გადაწოლილმა დაინახა როგორი თვალებით უყურებდა მეორე სართულის აივნიდან გერლიანი წყვილს და დაფეთებული მოშორდა მამაკაცს. ~~~~~~ არ ვიცი როგორ გითხრათ, ძალიან მახარებს თქვენი კომენტარები, ნახვების რაოდენობა და საერთოდ ყველაფერი... უღრმესი მადლობა! <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.