იყავი ჩემი საყვარელი [თავი 3]
კაბინეტში შესულმა მეგობრებმა უარესად დააეჭვა და დააფიქრდა, აშკარად რაღაცა ისეთს ამბობდა ლევანი რისი მოსმენაც მაქსიმეს არ სურდა, ან უბრალოდ არ უნდოდა რომ ნინიას გაეგო რაღაც. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ადრე თუ გვიან ხომ მაინც გაიგებს ვის ქორწილში არიან დაპატიჟებულები, მითუმეტეს თუ თვითონაც მიდის. ყავის ფინჯნები სინზე დააწყო ნამცხვართან ერთად და თავისი საყვარელის კაბინეტისკენ წავიდა ნელი ნაბიჯებით. კაბინეტთან მისულმა კარზე ფრთხიალდ დააკაკუნა და დადებით პასუხს დაელოდა. -ყავა მოგიტანეთ. _ოთახში თავი ოდნავ შეყო და ღიმილით გახედა ორივეს. -ზუსტად ახლა ვეკითხებოდი მაქსიმეს ნინია ყავს თუ დაგვალევინებს-მეთქი. _გახარებული წამოდგა ფეხზე და სინი გამოართვა. -მე ეზოში ვიქნებით თუ დაგჭირდით. _გააფრთხილა და კაბინეტიდან გავიდა. -მადლობა. _გასვლისას მიაძახა ლევანმა. უკანა ეზოში გავიდა სასეირნოდ, იცოცხლე იმხელა ეზოა სანამ ერთ წრეს შემუვლი ქანცი გაგძვრება. კუთხეში, ღობესთან მდგარ მაგიდასთან და სკამებთან მივიდა, ბალახზე წამოკოტრიალდა და ხელები თავქვეშ ამოიდო. ამინდიც ხელს უწყობს, გარეთ იწვის ყველაფერი ეზოში კი ხეების საშუალებით ისეთი სიგრილეა ადგილიდან განძრევა არ მოგინდება. თანაც სახლში ისეთ კარგ ადგილზე აქვს ქალდანს თბილისის ბინძური ჰაერი ვერც კი აღწევს. თვალებმოჭუტულმა ახედა აივანს სადაც სავარუადოდ მაქსიმეს ოთახის და კაბინეტის საერთო კარი მდებარეობდა. -ნეტავ ვის ქორწილში უნდა წამიყვანოს მაქსიმემ?_სწრაფად წამოჯდა და დაეჭვებულმა მოჭუტა თვალები. _ნინია, გაიხსენე რომ შენ ოფიციალური საყვარელი ხარ და შესაძლებელია ოფიციალურ შეხვედრებზეც კი ამოყო თავი._ხმადაბლა შემოუძახა საკუთარ თავს და ისევ ბალახზე გაწვა. -კარგი ამინდია არა? საიდანღაც ლევანის ხმა მოესმა, თვალები სწრაფად დაჭყიტა და ვერანდაზე გამოსულ მამაკაცებს ახედა. დაბნეულმა დაიხედა ტანზე და სექსუალურად გადმოლაგებულ მკერდს და ფეხებს დააჩერდა. დეკოლტის და მოკლეს კომპლექსი არასოდეს არ ჰქონია და არც ეს შემთხვევაა გამონაკლისი, უბრალოდ ისე სასაცილოდ იყო წამოპლაკუნი მაგიდებთან და სკამებთან უნებურად დაიმორცხვა. -ძალიან. _ღიმილით აუწია ცერა თითი და წამოწოლილმა მარჯვენა ფეხი მარცხენა ფეხზე გადაიდო. -რომ ჩამოვიდე და შენს გვერდით წამოვწვე რუჯის მისაღებად წინააღმდეგი ხომ არ იქნები?_აშკარად მხიარულ ტალღაზე იყო ლევანი, სამწუხაროდ იგივეს ვერ ვიტყოდით მაქსიმეზეც, რომელმაც გაკვირვებულმა გადახედა აჟიტირებულ მეგობარს. -არანაირად. _თავი გააქნია და თვალები დახუჭა. 2 წუთში იგრძნო როგორ გაწვა ლევანი მის გვერდით. -სანამ მარტოები ვართ მინდა რაღაცა გითხრა. ისე უბრალოდ, მეგობრულად. _მიხვდა რომ ლევანის აქ ჩამოსვლის ინიციატივა სულაც არ იყო ამინდისგან გამოწვეული. თვალები გაახილა და თავი მამაკაცისკენ მიატრიალა. _მაქსიმე ცოტა უცნაური და ცივი კაცია, მაგრამ არცერთი წამით შეგეპაროს ეჭვი რომ ქალთან მოქცევა არ იცის, უბრალოდ..._აშკარად რაღაცა სიტყვს ეძებდა რომელიც ვერ იპოვა და ბოლოს თავის კანტურით ახედა ვერანდაზე მდგარ ძმაკაცს. _უბრალოდ თქვენი, ქალების ნდობა არ აქვს._მეგობრისთვის თვალი არ მოუშურებია ისე ჩაილაპარაკა და შემდეგ ნინიას გადახედა. -და მე ამ ყველფერთან რა შუაში ვარ?_ცალთვალმოჭუტულმა კითხა და წინ ჩამოყრილი თმები გადაიწია. -იმ შუაში ხარ რომ პირველი ქალი ხარ ვინც მაქსიმესთან ერთად ამ სახლში იცხოვრებს და შეეცადე შენც არ გაუცურო იმედები. -ვერ ვხვდები რაზე მელაპარაკები. _დაბნეული წამოჯდა და წამოწოლილს დააკვირდა. _მე და მაქსიმეს უბრალო კო... -ნინია, შენი ტელეფონი რეკავს. _სიტყვა მაქსიმეს ძახილმა შეაწყვეტინა. >>> -ლევანმა ჩვენი კონტრაქტის შესახებ არ იცის?_როგორც კი სტუმარი გაისტუმრეს დოინჯშემოდებული მიტრიალდა გერლიანისკენ. მამაკაცმა უკმაყოფილოდ ამოიხვნეშა და მისაღებისკენ წავიდა. -არა არ იცის. -კი, მაგრამ რატომ? ვერაფერს ვერ ხვდება, რაში აწყობს ამ ამბის მეგობრისთვის დამალვა გერლიანს, მითუმეტეს ლევანისნაირი მეგობრისთვის რომელმაც მასზე ყველაფერი იცის და დავიჯერო ის არ ეცოდინეაბ ნინია როდის გაიცნო და სად?! -იმიტომ რომ არ არის საჭირო ამის შესახებ ყველამ იცოდეს!_ცივი ხმით ჩაილაპარაკა და გაჯიუტებული გოგონასკენ მიტრიალდა. _რამდენი კითხვის დასმა გყვარებია, რომ მცოდნოდა თავს შევიკავებდი. _აშკარად უკმაყოფილოა ნინიას აქტიურობით. -არა, უბრალოდ არ ვიცი სად რა უნდა ვთქვა და დაბნეული ვარ... წეღან რაღაცა გრძნობებზე დამიწყო საუბარი, მითხრა რომ იმედები არ უნდა გაგიცრუო და ათასი სისულელე, მე კიდევ ვერ მივხვდი რა უნდა მეპასუხა... შენ რომ არ დაგეძახა ალბათ ვეტყოდი რომ ჩვენი ურთიერთობა 100 000 ლარი ღირს. -ამის მერე გეცოდინება რომ ჩემი და შენი 100 000 ლარიანი ურთიერთობა მხოლოდ ჩვენი საქმეა! -გინდა ხალხს დააჯერო რომ შენს გვერდით ქალია რომელიც გიყვარს და რომელთან ერთადაც დარჩენილი ცხოვრების გატარებას აპირებ. _ჩანაფიქრს მიუხვდა და ცინიკური ღიმილით გააქნია თავი. _კი მაგრამ რაში გჭირდება ეს ტყუილი?! შესანიშნავი გარეგნობა გაქვს, არცერთი ქალი იტყვის შენზე უარს და რატომ მაინც და მაინც მე, თანაც 100 000 ლარი... -ამ საქმიდან ორივე სარგებელს ვნახავთ! მე ჩემი გეგმები მაქვს, შენ შენი დის ჯანმრთელობაზე უნდა იზრუნო და მოდი, ზედმეტი კითხვების დასმას მოეშვი, თორემ მოგიწევს თანხა უკან დააბრუნო და აქედან აორთქლდე!_გაღიზიანებულმა ჩაილაპარაკა და კაბინეტისკენ წავიდა. მამაკაცის ბოლო სიტყვებმა მიახვედრა რომ დროა ენას კბილი დააჭიროს და ცხვირი იქ არ ჩაყოს სადაც არავინ არაფერს არ ეკითხება, გასაგებად აუხსნა რომ საიდუმლო მათ შორის უნდა დარჩეს და დანარჩენს ალბათ დროთა განმავლობაში გაიგებს. არც იმ ღამეს არ მომხდარა არაფერი, გერლიანი კაბინეტში რომ შეიკეტა იქიდან საერთოდ არ გამოსულა. რამდენჯერმე ინტერესით აიარ-ჩაიარა მამაკაცის კაბინეტთან, მაგრამ ხმა რომ ვერ გაიგონა თავის ოთახში შეიკეტა და მშვიდ ძილს მისცა თავი. >>> მეორე დღეს მზარეულისგან გაიგო რომ მაქსიმე რამდენიმე თანამშრომელს ელოდებოდა სახლში, რაზეც ნინიას რა თქმა უნდა წარმოდგენაც არ ჰქონდა და ცოტა არ იყოს არ ესიამოვნა ასე გარიყულად რომ არის... თუ ნინიას ოფიალურად საყვარლობა აქვს გადაწყვეტილი ვალდებულია ზოგჯერ საქმის კურსში ჩააყენოს, მითუმეტეს როცა ერთ სახლში ცხოვრობენ. ელემენტარული უხერხულობა რომ არ შექმნას თავისი მოულოდნელი გამოჩენით. თურმე სულ ტყუილად იწეწება და იპუტავს თმებს. -ხვალ ჩემთან ჩემი თანამშრომლები აპირებენ მოსვლას, ამიტომ შეეცადე ისე ჩაიცვა როგორც დიასახლის შეეფერება._ირონიულად ჩაილაპარაკა და კარებისკენ წავიდა. -და ჩემს ჩაცმულობას რას უწუნებ?_გაღიზიანებულმა კითხა და კართან მისულს დააკვირდა. მაქსიმე ოდნავ მიტრიალდა გოგონასკენ და შუბლშეკრულმა გაოსწორა მზერა. -მე ვთქვი როგორც დიასახლის შეეფერება-მეთქი და არა როგორც სავარჯიშო დარბაზში მყოფ ქალს. _სპორტულებზე მიანიშნა და ცინიკური ღიმილით ჩაუკრა თვალი. -მე შენ განახებ დიასახლისობას._მუქარას უფრო გავდა გოგონას ჩალაპარაკება. ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და ნაცნობ ნომერზე გადარეკა. _მემე, საყიდლებზე უნდა გამყვე! მთელი დღე სიქაგამოცლილი დაყვებოდა მემე და ლილუ. თვითონაც არ იცის რატომ გააღიზიანა მაქსიმეს სიტყვებმა, მაგრამ ზუსტად იცოდა რომ ის კაბები და ის ტანსაცმელი რაც მის გარდერობში მოიპოვება საკამრისი არ არის მისი თანამშრომლების დასახვედრად და ზუსტად ისე უნდა დახვდეს როგორც მილიონერის საყვარელს შეეფერება, თუმცა თანხა ქალდანის ბარათიდან არ მოუხსნია. ყვეალფერი საკუთარი ხარჯებით შეიძინა, მემესაც მისცა ბავშვისთვის საჭირო თანხა, სახმალდე მიიყვანა და თვითონ უფროსთან წავიდა. -უკვე დაბრუნდით?_გაკვირვებულმა კითხა მეგიმ და პარკებით დატვირთული შეათვალიერა. -მაქსიმე სახლშია? -არა, ჯერ არ დაბრუნებულა. -ძალიან კარგი. _კმაყოფილმა აწკიპა წარბები და ოთახისკენ წავიდა. _შენი დახმარება დამჭირდება. _ღიმილით მიუტრიალდა მეგის და ოთახისკენ ანიშნა წამომყევიო. -ღმერთო ჩემო, რა ლამაზია. _აღფრთოვანებას ვერ მალავდა გოგონა და ოთახის შუაგულში მდგარ ყენიას ღიმილით უყურებდა._ძალიან ლამაზია და თან როგორ გიხდებათ. -თ არა, უბრალოდ მიხდება!_შუბლშეკრულმა შეუსწორა და მარცხენა ფეხთან ჩახსნილი კაბა სარკეში შეათვალიერა. -მე მგონი ბატონი მაქსიმე ჭკუას დაკარგავს. _ეშმაკური ღიმილით ჩაიქირქილა მეგიმ და ტუჩებზე თითები აიფარა. -აბა რას იზამს._დარწმუნებულმა ჩაუკრა თვალი საკუთარ თავს და კაბის ელვა შესაკრავი შეიხსნა. _მაგრამ ეს კაბა ხვალისთვის არ მიყიდია, ხვალ ჩვეულებრივად ჩავიცვამ. -სადმე აპირებთ წასვლას?_გაკივრვებულმა შეიცხადა. -არა... კარების ხმაზე აჩქარებულმა გაიხადა კაბა, საკიდზე ჩამოკიდა და დანარჩენ შეძენილ ნივთებთან ერთად გარდერობში შეკიდა. -მაგიდას ახლავე გავშლი._მისაღებში დაბრუნებულმა მეგიმ უფროსის მისამართით ჩაილაპარაკა და სამზარეულოსკენ წავიდა. მაქსიმემ დაკვირვებით აათვალიერ-ჩაათვალიერა ეშმაკურად აცქმუტებული ნინია, მაგრამ თქმით არაფერი უთქვამს ისე წავიდა საძინებლისკენ. უკან მოკლესახლება მაისურშუ და სპორტულის შარვალში გამოწყობილი დაბრუნდა. მამაკაცის ასეთ ფორმაში ხილვა ცოტა ეუცნაურა, ყოველთვის ოფიალურად აცვია და ტიპაჟიც ისეთია შეიძლება საწოლშიც შარვალ-კოსტუმი ეცვას. -ხვალ რომელი საათისთვის უნდა ვიყოთ მზად?_სამზარეულოდან იკითხა მეგიმ. -8 საათისთვის მოვლენ. -ჩვეულებრივი სიით გავაკეთო ხომ ყველაფერი? -რამდენიმე კერძის დამატება მოგიწევს. >>> უკვე შედგენილ მენიუს რამდენჯერმე გადაავლო თვალი, ვერ ხვდება რა საჭიროა ამდენი კერძი, როცა სულ რამდენიმე ადამიანი უნდა მოვიდეს. გაკვირვებულმა გადახედა მაქსიმეს და სიით ხელდამშვენებული მისკენ წავიდა. -რამდენ ადამიანს ველოდებით?_მრავლობითი ფორმა განსაკუთრებით გამოყო და მის წინ დასკუპდა. -6 კაცს თავის მეუღლეებთან ერთად. -უი. _უცებ დაიხია უკან და სიას ჩააშტერდა. _მერე ეს ყველაფერი საკმარისია?_სწრაფად შეატრიალა კითხვა. -კი. _მოკლედ უპასუხა და ლეპტოპი დახურა. _რამე არ მოგწონს? -არა, უბრალოდ რამდენიმე კერძის დამატება შეიძლება, თანაც მზარეულის დიპლომი მაქვს და..._შეფარვით დაიწყო და ქვედა ტუჩი მოიკნიტა. -მე საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს, თუ სურვილი გაქვს შეგიძლია შენ გაამზადო ყველაფერი. ოღონდ იცოდე ძალიან სერიოზული და ჩემთვის მნიშვნელოვანი შეხვედრაა, ასე რომ სტუმრები არ დამიწამლო!_მოჩვენებითი კატეგორიულობით გააფრთხილა და ტუჩის კუთხეში ჩაიღიმა. ნინიამ წარბებშეჭმუხნულმა აათამაშა ფეხი და საყვარელს ქედმაღლურად გადახედა. -შენ ეგრე ცუდად ნუ უყურებ ჩემს შესაძლებლობებს და უმაღლესი ხარისხის კულინარიულ დიპლომს! _აშკარად ეწყინა მამაკაცის ხუმრობა. _მეგის დავიხმარ და ჩემი ინტერპრეტაციის დავამზადებ კერძებს. _გადაწყვეტილება მიიღო და ფეხზე წამოდგა. ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა მაინც უაზროდ ზის სახლში და საქმის კეთებით დროსაც გაიყვანს და კეთილ საქმესაც გააკეთებს მეგისთვის. წინასაფარი გაიკეთა და მაგიდაზე დალაგებულ პროდუქტებს გადაავლო თვალი. -ო-ო, ბადრიჯანი და პომიდორი არ გვაქვს. _სპეციალურად ხმამაღლა ჩაილაპარაკა და ცალი თვალით მაქსიმეს გადახედა. -გავალ და მოვიტან. _უცებ დაფაცურდა მეგი, ნინიამ ვერაფრის თქმა ვეღარ მოასწრო გოგონა უკვე გარეთ იყო გასული. არადა სულ სხვა გეგმა ჰქონდა, უნდოდა რომ პროდუქტები მაქსიმეს მოეტანა. -თუ ჯერ ხელები ისევ სუფთა გაქვს ყავა გამიკეთე. თავი ოდნავ გადახარა მამაკაცისკენ და ქვედა ტუჩი გაოცებულმა მოატრიალა. აშკარა პროგრესია, საკუთარი ინიციატივით დაიწყო საუბარი და თანაც ყავის მომზადება სთხოვა. ნინიამ უსიტყვოდ დაკრა თითი წყლის მადუღარას და ფინჯანი გამოიღო. -შაქარი ჩაგიყარო თუ მოგიტანო? -უშაქროს ვსვამ. _სხარტად უპასუხა. -და კაცსაც უბრალოდ კლავ..._თავისთვის ჩაიჩურჩულა და ყავა ჩაყარა. _უშაქრო ყავას როგორ სვამთ?_გამზადებული ყავა მაგიდაზე დადგა და ინტერესით იკითხა. -როგორც შენ სვამ ტკბილს. ვიღებთ ფინჯანს, მიგვაქვს ტუჩებთან და ნელი მოძრაობით ვსვამთ. _კონკრეტულად აუხსნა და პირდაღებულს თვალი ჩაუკრა. -ააა. _თავი დაუქნია და უკან გატრიალდა. -ყველაფერი მოვიტანე. _აჩქარებული სუნთქვით შევარდა სახლში მეგი და პარკებით სამზარეულოსკენ გაქანდა. -ამ გოგოს სირბილში ავარჯიშებ ხოლმე?_გაშლილი ხელი ტუჩებთან მიიტანა, აიფარა და ხმადაბლა გადასჩურჩულა მაქსიმეს. -ეტყობა რამე ნავარჯიშების?_სერიოზულად დაუბრუნა კითხვა. -ნტ, მალე იღლება. _ასევე სერიოზუალდ უპასუხა და სიცილით წავიდა მეგისკენ. >>> ყველაფერი გაამზადეს მეორე დღისთვის მარტო სალათები დაიტოვეს და რაც ადვილად მზადდება ის. დაღლილ დაქანცული წავიდა საძინებლისკენ მოულოდნელად მაქსიმეს ხმა რომ გაისმა. ერთ ადგილზე გაშეშებულმა ხმა ვერ ამოიღო, ვერც თავი ვერ მიატრიალა მამაკაცისკენ. დაძაბულმა ამოისუნთქა, თვალები მაგრად დახუჭა და ქვედა ტუჩი სიმწრით დაიკბინა. ოღონდ ახლა არ უთხრას ის რაზეც ამდენი ხანია ნერვიულობს, ჯერ ისედაც ძალაგამოცლილი და დაღლილია, კიდევ სექსი უნდა...იქვე გაფშიკავს ფეხებს. -ხვალ დილით 9 საათზე ერთ ადგილას უნდა წავიდეთ. _თითქოს მძიმე ლოდი მოხსნეს ბეჭებიდანო, ხმამაღლა ამოისუნთქა და საყვარლისკენ მიბრუნდა. -სად? -რომ მივალთ ნახავ. -ანუ თვალახვეული არ ვიქნები, ეს უკვე ინფორმაციაა. _ცინიკრუად ჩაიქირქილა თვალები დააწვრილა და ოთახისკენ წავიდა. >>> დილით კარებზე კაკუნმა გამოაფხიზლა, ზმუილით გადატრიალდა მეორე მხარეს და ბალიში თავზე დაიმხო. კაკუნი რამდენჯერმე განმეორდა, მაგრამ ნინიას თავის წამოყოფა და მითუმეტეს დასტურის მიცემა აზრადაც არ მოსვლია, მე მგონი ბოლომდე ვერც გამოფხიზლდა და ყველაფერი სიზმარი ეგონა. კარები გაიღო და უკვე გამზადებული მაქსიმე შევიდა ოთახში. საბანში ახლართული გოგონას დანახვისას ძარღვებდაბერილი წავიდა მისკენ და საბნის ზემოდან გადაწოლილის დახედა რომელსაც მოკლე შორტი სასაცილოდ ჰქონდა უხერხულ ადგილას გაკვეტებული, თვითონ კი მშვიდად ფშვინავდა. გოგონას ამ მდგომარეობაში ხილვით გახალისებულმა მაქსიმემ საჯდომზე მსუბუქად მისცხო ხელი და მისი გამოფხიზლება ამ ხერხით სცადა. შეხებაზე ოდნავ შეიშმუშნა ნინია, მაგრამ თვალები არ გაუხელია, გერლიანმა ახლა უკვე ოდნავ მძლავრად დასცხო ხელი იგივე ადგილზე და საწოლიდან წამოფრენილს ჰაერში დააწია მზერა. -აა, აა, სად ვარ? რა ხდება?_შეშინებული სვამდა კითხვებს და თმებს ისწორებდა. საწოლზე დაბერტყებულმა უფროსს ახედა და წარბები შეჭმუხნით დაბლა დასწია. _შენ... შენ დამარტყი?_ლუღლუღით იკითხა, თავი ოდნავ მიატრიალა და საჯდომზე დაიხერდა. გერლიანმა თვალები აატრიალა, კოპები შეკრა და ჯიბეში ხელჩაწყობილმა თავისუფალი ხელი წვერზე მოისვა. -კი არ დაგარტყი წამოგარტყი._შეუსწორა და ირონიული ღიმილით დახედა მკერდმოღეღილს. _ვაგვიანებთ. _ჩაილაპარაკა ისე რომ მისი მადისაღმძვრელი ორი ბურთისთვის თვალი არ მოუშორებია. ნინიამ როგორც კი მისი მზერის ობიექტი დააფიქსირა ცალი ხელი აიაფარა, თავი მაღლა ასწია და საბანს დასწვდა. -15 წუთში მზად ვიქნები. -15_ში?_დაეჭვებულმა იკითხა და წარბი ასწია. -დიახ, ზუსტად 15 წუთში მისაღებში ვიქნები. _საკუთარ სიტყვებში დარწმუნებულმა გაუმეორა და ფეხზე წამოდგა. >>> -16 წუთი გავიდა. _კართან ახლოს მაქსიმეს ხმა გაისმა. ნინიამ აჩქარებულმა ამოიცვა ჯინსის შარვალი, თმებზე თითები დაისვა და კარისკენ წავიდა. -მზად ვარ! გერლიანმა ერთი აათვალიერ-ჩაათვალიერა, სახეზე წამით დააკვირდა და გასასვლელისკენ დაიძრა, ნინიაც დასჯილი ბავშვივით აედევნა უკან. -საჯდომზე წამორტყმა ცუდი ტონია. _როგორც კი მანქანაში ჩასხდნენ ხმადაბლა გადაულაპარაკა, ისე რომ მძღოლს არ გაეგო და ფანჯრიდან გაიხედა. -რომლის განმეორებასაც დარწმუნებული ვარ ხშირად ინატრებ! ~~~~~ უსაზღვორდ მადლობელი ვარ თქვენი... ძალიან მიხარია რომ კითხულობთ, მოგწონთ და თქვენს აზრს მიზიარებთ. <3 გყვარობთ! <3 დღის განმავლობაში 2 სიახლის დამატების უფლება მაქვს მხოლოდ და ვცდილობ ორივე ისტორიას თანაბარი ყურადღება დავუთმო. მეტი მალე დადებას როგორც არ უნდა მოვინდომო მაინც ვერ მოვახერხებ, ჩემო კარგებო. <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.