შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჭაობისფერი (4)


28-09-2017, 12:35
ავტორი anieta
ნანახია 1 037

გეგამ სახლამდე მიმაცილა,მთელი გზა ვდუმდით,სიბრალულით გადმომხედა,მასეთი კაცი არ იმსახურებს შენს ცრემლებს,ხმის ამოღებაც ვერ მოვასწარი ისე გაუჩინარდა.სახლში შევედი და დედას კალთაში ჩავუდე თვი,ძალა აღარ მოქნდა ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი,აღარც მიცდია შეკავება და ავქვითინდი,რაღაც ძალიან მტკიოდა,გაუსაძლისი ხდებოდა ამ ტკივილის ატანა,დიდ გაუგებრობაში მოვხვედრილიყავი მხოლოდ ამას ვაცნობიერებდი.დედამ ჩემდა გასაკვირად ყველაფერი იცოდა,არვიცი ვისგან და როგორ გაიგო,თმებზე მეფერებოდა და საუბარი წამოიწყო:
-დედი,კაცები არ ამბობენ საყვარელ ქალზე უარს,მხოლოდ იმიტომ ,რომ ერთხელ უარი უთხარი,ისინი ამ დროს ბრძოლას იწყებენ,ეგ შენი სანდრო კი ზედმეტად სუსტი ჩანს შენს სიყვარულს ,რომ იმსახურებდეს,გთხოვ გაუშვი შენი ცხცოვრებიდან.
შუაღამეს გადსაული იყო,ტელეფონის ზარმა გამაღვიძა,არც დამიხედავს ისე ვუპასუხე,მეორე მხრიდან მხოლოდ სიჩუმე ისმოდა,ამ სიჩუმეში კი მისი სუნთქვა სანდრო იყო.არ მახსოვს რამდენხანს ვდუმდით ასე,ბოლოს მოახერხა და წამოილუღლუღა მე შენთან მოვალ თავისუფალი,მოლოდ შენთვის განკუთვნილი,გპირდები,რომ ისევ დავიმსახურებ შენს სიყვარულს! მთელი ღამე ტირილში გავატარე,არვიცოდი რა გამეკეთებინა,უკვე ისიც აღარ ვიცოდი რა უნდა დამეჯერებინა და რა არა,უფრომეტიც ისიც არ ვიცოდი მინდოდა თუ არა მასთან ყოფნა,ამდენი ტკივილის, დამცირების,შეურაცყოფის შემდეგ,ნელ ნელა ვაცნობიერებდი,რომ ამ ურთიერთობაში ზედმეტი მე ვიყავი,მხოლოდ მე.ცრემლები თავისით წყდებოდა თვალებს,მის ზღვისფერ თვალებზე ვფიქრობდი,როგორ შეიძლებოდა ასეთი თვალების პატრონი,ასეთი უღირსი ადამიანი ყოფილიყო,ყოველჯერზე ისე მიყურებდა ამ თვალებით,ისე იწყებდნენ ციმციმს ჩემს დანახვაზე როგორ შეიძლებოდა ესეც ეთამაშა,ასეთ ლამაზ თვალებს,ამ ფიქრებში გართულს ჭაობისფერი თვალები წარმომიდგა წინ,არ ვიცი ახლა რატომ გამახსენდა გეგა მისი საოცარი თვალებით,ალბათ ლამაზ თვალებთან დავაკავშირე სულ ეს არის,ის იმდენად ცივია,მისი ხელიც კი ყინულიით მეჩვენებოდა,თითქოს მზარავს მისი არსებობა,ან როდის და საიდან შემოიჭრა ჩემს ფიქრებში,რადროს ესაა.
დილით დედასთან მივედი და ჩემი გადაწყვეტილება ვაცნობე,რომ მასწავლებელს დაველაპარაკებოდი და რამდენიმე კვირით ბიძასთან წავიდოდი თბილისში,ჩემდა გასაოცრად დამთანხმდა,საღამოს უკვე იქ ვიყავი.
კვირამ უხალისოდ გაიარა,აქაც ვერ ვუყრიდი აზრებს თავს,ან ვინ მაცადა კვირის ბოლოს,მაღაზიაში გასულს სანდრო შემეფეთა,თავში ისევ ყველაფერი ირეოდა,მთელ დღეებს აქ ატარებდა,საშუალებას არ მაძლევდა,რომ დამევიწყებინა,მე კი დანამდვილებით მხოლოდ ის ვიცოდი,რომ მისი წაშლა მსურდა.
დილით მისმა ზარმა გამაღვიძა,სასაუზმოდ მეპატიჟებოდ, დაჟინებული თხოვნის შემდეგ დამიყოლია,კაფეში კრუასანები და ყავა მივირთვით,ის ისევ ისეთი თბილი,მოსიყვარულე და ყურადღებიანი იყო,ისევ უციმციმებდა თვალები,ამ სილურჯეს ვერც მე ვწყვეტდი თვალს,ახსნას ვერ ვუძებნი რატომ გადამეფარ ჭაობის ფერი თვალებზე,რატომ დაიდო ჩემს ფიქრებში ბინა,არც ჩავუღრმავდები ამაზე ფიქრს,ახლა არა!
სანდრომ მითხრა,რომ ყველაფერი მოაგვარა ელენეს დაშორდა,ახლა თავისუფალია და ჩემს გამო ყველაფრისთვის მზადა.გამოგიტყდებით და ამას ბედნიერება არ მოუნიჭებია ჩემთვის,ალბათ მეშინოდა კიდეც,რომ დროებითი იქნებოდა , თანაც ელენეზე ვდარდობდი,წარმომიდგენია ახლა როგორ უჭირდა,ჩემს გარდა მეგობარიც კი არ ყავდა,ვის გაუზიარებდა თავის ტკივილს,თნაც მისი სიტყვები კვლავაც მახსოვდა,ჩემსავით ძლიერად არ გიყვარსო,იქნებ მართალიც იყო,მას შეეძლო სანდრო გამო უარის თქმა ყველასა და ყველაფერზე მე კი ნამდვილად არ ვიყავი ამის გამკეთებელი.
დილით,ხმაურმა გამაღვიძა,სამზარეულოში გავლისას საოცარი სურათი დამხვა,ბიცოლაჩემი და სანდრო მომღიმარი სახით მიირთმევდნენ ყავსა,მაგიდაზე წითელი ვარდების უზარმაზარი თაიგული იდო,სანდრომ მომაწოდა,მინდოდა დილა ბედნიერათ დაგეწყო,ამ ჟესტით აღფრთოვანებული ვიყავი,სწრაფად მოვემზადე და სასეირნოთ გავედით,ყველაფერი იდეალურად იყო,შემოდგომა,ფოთოლცვენა და ჩვენ ორნი,ხელ ჩაკიდებულები მივუყვებით გზას,იდეალური სიჩუმე,იდეალური გარემო,და უკვე ჩვენ,თითქოს სიზმარი იყო,სიზმარიდან კი აუცილებლად ვიღვიძებთ.
ღამის სამ საათზე სიმღერის ხმამ გამომაღვიძა,დაბლიდან მუხამბაზი ისმოდა,ხალათი მოვიცვი და აივანზე გავედი,სანდრო შაკო და კიდევ რამოდენიმე მათი მეგობარი,სერენადას მიმღეროდნენ,დაუფიქრებლად ჩავირბინე კიბები და მოვეხვიე,ხელში თეთრი ლილიები ეჭირა,დიდხანს ვიყავით ერთმანეთზე მიწებებულები,მისი სურნელი ისევ ისე მახვევდა თაბრუს.
თითქმის შუადღისას გავიღვიძე,სანდროსგან არაფერი ისმოდა,დავურეკე და არ მიპასუხა.ცოტახანში ტელეფონი აწკრიალდა,ლევანი იყო,მისი სიტყვების მოსმენისას სრულიად გავბრუვდი,თვალები ,რომ გავახილე მთელი ოჯახი ჩემს გარშემო იყო შემოკრეფილი,გონება დამიკარგავს,სწრაფად ჩავიცვი და საავადმყოფოსკენ გავიქეცი,ელენეს ვადა გასული წამალი მიუღია,თვითმკვლელობა სცადა,ჩემს გამო ,სანდროს გამო,ჩვენს გამო!ეს იყო ცენი რეალობა,ბედნიერი სიზმრიდან პირდაპირ კოშმარში მოვხვდი.
საავადმყოფოში მისულს საოცარი სურათი დამხვდა,სანდრო ელენეს ხელზე ჩაბღაუჭებული უხდიდა ბოდიშს,ეს არიყო სიცრუე,მისი ცრემლები რეალური იყო,ნამდვილად ნანობდა სანდრო მის დატოვებას,მესმის ვერც მე ვპატიობდი საკუთარ თავს ელენეს ასეთ დღეში ყოფნას,მაგრამ ნსანდრო სხვა სინანულს განიცდიდა.არვიცი რამდენი საათი ვიბორიალე უაზროდ,უმისამართოდ,მაგრამ რაღაც გაავაანალიზე,რაღაც რაც მკლავდა მანადგურებდა,მე მიუწვდომელი ხილი ვიყავი სანდროსთვის,როგორც ევასთვის იყო ვაშლი აკრძალული და სასურველი,მაგრამ ელენე მას უკვე მოესწრო თავისი,მოთმინებით,ლოდინით და სანდროსადმი სიყვარულით მისთვისაც შეეყვარებინა თავი,სანდრო კი მხოლოდ ახლა მიხვდა ამას.
იმ ამბის შემდეგ რამოდენიმე თვე გავიდა,სანდროს ერთხელაც არ უცდია უბრალოდ რაიმეს ახსნა ჩემთვის,თუნდაც მობოდიშება,ან გულრწფელილ აღიარება რომ აღარ ვუყვარდი.ნელნელა მაისი მიილია,გამოცდების ქარცეცხლში გახვეულს სანდროზე ფიქრის თავიც აღარ მქონდა,სკოლის ბოლო გამოცდა ვწერე,ამოვისუნთქე ნაწილობრივ წინ ეროვნულები მელოდა,დერეფანში გადავეყარე მის თვალებს რომელიც სრულიად გაუცხოოებულიყო,ჩემს წინ უკვე სხვა ადამიანი იდგა.
-ანიტა შეიძლება ვისაუბროთ?
-გისმენ
-ვიცი დამნაშავე ვარ შენს წინაშე,არ მინდა იფიქრო ,რომ რაც ჩვენს შორის მოხდა,ფარსი და არარეალური იყო,შენ მართლაც განსაკუთრებული ადგილი დაიკავე ჩემს ცხოვრებაში,იმდენად განსაკუთრებული,რომ ჯობს ყოველთვის მიუღწეველად დარჩე ჩემში,რასაც შენს მიმართ ვგრძნობდი არამქვეყნიური იყო,არის და იქნება.მთელი ცხოვრება გექნება ჩემს გულში ადგილი.,მაგრამ ელენემაც შეძლო აქ შემოღწევა,სხვანაირად მაგრამ აქ არის მაინც,ის რეალურადა,ის ძალიან ძვირფასი გახდა ჩემთვის ისე ,რომ ვერც ვხვდებოდი ამას,თუ შგიძლია მაპატიე!
ნეტავ ამ დროს სკოლაში რა უნდა,უცებ გეგას თვალებს წავაწყდი,არვიცი რა ეშმაკი შემიჩნდა და ეს რამ გამაკეთებინა დღესაც ვერ ვხსნი ამას,მაგრამ ჭაობისფერთვალებთან მივირბინე და სანდროს გასაგონათ ვუთხარი,მე შენ მიყვარხარ!



№1 სტუმარი Guest თაკო

ფუფუფუ ეს დამპალი სანდრო როგორ მეზიზღებიან სანდროც და ეს ელენეც აი რაც შეეხება ანიტას მიყვარს ძან და შენც მიყვარხარ ესმოთხრობაც მიყვარს

 


№2 სტუმარი Guest lala

Shemdegitavi male ra

 


№3 სტუმარი მოცინარი

აუ სანდრო არ გვინდა რა! სუსტია, ისიც რომ არა ჭაობისფერთვალება... heart_eyes

 


№4  offline წევრი anieta

შემდეგ თავს ხვალამდე ვერ დავდებ ლიმიტის გამო.
რაც შეეხება თქვენს კომენტარებს ძალიან მახარებთ და მაბედნიერებით,ჩემთვის ბერს ნიშნავს დადებითი ემოციები.ძალიან მიხარი მოთხრობის განვითარებას რა კუთხითაც ხედავთ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent