შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამის სტუმარი [8]


29-09-2017, 04:47
ავტორი მე♥
ნანახია 5 977

ოთახში შესვლისთანავე დაურეკა ანის და ყველაფერი დაწვრილებით უამბო. იმდენი ემოცია დაუგროვდა ორი დღის განვალობაშირომ ადგილს ვერ პოულობს. ტელეფონზე საუბრისას ფეხზე იდგა და აქეთ-იქით დადიოდა. ანას საოცრად გაუხარდა მეგორბის ბედნიერება, პირობაც კი ჩამოართვა რომ კვირის ბოლოს აუცილებლად გააცნობს მეუნარგიას. ტელეფონი რომ გათიშა რამდენიმე გამოტოვებული ზარი შემვიდა, ნაცნობი ნომრიდან. სწრაფად გადაურეკა ბაქარს და საწოლზე წამოწვა.

-ამდენი ვისთან გქონდა სალაპარაკო? _ სიცილნარევი ხმით კითხა მეუნარგიამ.

-ჩემს დაქალთან, გაგაცნობ აუცილებლად. როგორ ხართ?

-არაგვიშავს. სახლი უშენოდ რაღაცნაირად დაცარიელდა._ ოდნავ დახშული ხმით ალაპარაკდა ბაქარი. _ შენ როგორ ხარ?

-მე თქვენს გარეშე დავცარიელდი. _ ხმა აუკანკალდა მონატრებისგან.

-ახლა არ იტირო! რამდენიმე საათიც და დილით ადრე გამოგივლი და წამოგიყვან.

-კარგი. ნიაკოს არ დამალაპარაკებ?

-ძინავს. ძლივს დავაძინე, მასო უნდოდა.

-მერე იძახი გაჩუმდიო. არ გამოგეშვი და დაიძინებდა ადვილად._ ვერაფრით გააჩერა ენა პირში.

-ნუ გამაბრაზებ ახლა ძალიან გთხოვ. წადი დაიძინე გვიანია! მშვიდი ძილი. _ ისევ ისე გაამწესა დასაძინებლად როგორც მაშინ სასტუმროში. ღიმილი ვერ შეიკავა, ნუცუბიძემ.

-მშვიდი ძილი და ლამაზი სიზმრები.

ტელეფონი რომ გათიშა აჟიტირებულმა აპარატი გულზე მიიხუტა და სულელივით გაიცინა. ბედნიერება მთელ ორგანიზმს მთლიანად მოედო. ტელეფონი საწოლზე დადო და სააბაზანოში შევიდა, იქიდან გამოსულს მაკა დახვდა საწოლზე წამოწოლილი. დედამისის დანახვამ გაახარა, სწრაფად მიირბინა საწოლთან და ზედ ახტა. დედას თბილად მოხვია ხელები და ორივე საბანში ჩაძვრა. მთელი ღამე ერთმანეთზე მიხუტებულებმა გაატარეს, მაკა ათას რჩევას აძლევდა. შვილის ბედნირებას ბოლომდე იზიარებდა, ყურადღებით უსმენდა როგორი აღელვებული საუბრობდა ბაქარის ნიაკოს და მის საერთო მომავალზე. ბოლოს საუბრისგან დაღლილს ჩაეძინა. დილით მაკას თბილმა შეხებამ გამოაფხიზლა, დედა თმებზე ეფერებოდა და რაღაცას ელაპარაკებოდა.
დილით ოჯახთან ერთად ისაუზმა, მამამისის თბილი მზერა, ძალიან დიდი ძალას აძლევდა. იცოდა რომ ოჯახისთვის ბაქარი უკვე მნიშვნელოვანი პიროვნება იყო. ნოდარისთვის ის უკვე ნუცუბიძეების ოჯახის წევრია. კარებზე ზარის ხმა რომ გაიგონა გახარებული წამოფრინდა ფეხზე და შემოსასვლელში გაფარფატდა. კარებს იქით საყვარელი მამაკაცი და მისი პატარა იდგენენ. ნიაკომ მაშო რომ დაინახა სასწაულები დაიმართა. მამამისის ხელებში აფართხალდა და <<მასოს>>ძახილით მასთან გადაბობღდა. მთელი სახე დაუკოცნა ყოფილმა ძიძამ პატარას. ისიც ისე თბილად უსვამდა სახეზე მის პატარა და ფუმფულა თითებს რომ ტანში, სასიამოვნო ჟრუანტელი უვლიდა. ბაქარიც გადაკოცნა და გულზე მიეკრა. თავზე ღიმილით აკოცა საყვარელ ქალს და სახლში მასთან ერთად შევიდა. მისაღებიდან მაკა ღიმილით გამოეგება "სასიძოს" და მოიკითხა.

-ნუ შეწუხდებით მაშოს წასაყვანად მოვედით. გავისეირნებთ ცოტას და დავაბრუნდებთ._ სიყვარულით გაჟღენთილი ხმა ქონდა მეუნარგიას.

-წადით შვილო ვინ გიშლით, მაგრამ ჯერ ჩემი გამომცხვარი ნამცხვარი გასინჯეთ.

მაშო და ნია საერთოდ არ უსმენდნენ მაკას და ბაქარს, თავისთის დივანზე ისხდნენ და ერთობოდნენ. პატარა ამ ერთ დღეში ძალიან მონატრებია, ისე მიეჩვია მისი ყოველი ნაბიჯის ყურებას, მის სუნთქვას, ღიმილის, მოძრაობებს, ახლა უჭირს მის გარეშე ყოფნა. ის ღამეები უკვე სძულს, მის გარეშე რომ უნდა გაატაროს. მისი თმების წვალებას, რომ ვეღარ შეძლებს ჩაძინებამდე. ცოტაც და ატირებოდა, ბაქარის სხეულის სიმხურვალე რომ არ ეგრძნო. მათ გვერდით ჩამოჯდა და თვალებით მოეფერა სასურველს. მაკამ პატარა თავის ოთახში შეიყვანა და წყვილი მარტო დატოვა. ბაქარმა გაიცინა და ორივე ხელი მაგრად მოხვია წელზე მაშოს. გოგონამ სუსტი ხელები კისერზე მოხვია და კიდევ ერთხელ ოდნავ შეეხო ბაქარის ყელს. ორივეს ერთდროულად გაეცინა. ლოყაზე ბევრი კოცნა შეყვარებულს ბაქარმა და მერე გაუშვა, არ ეთმობოდა მაგრამ ოთახიდან გამოსული პატარა და მაკა რომ შენიშნა სხვა გზა აღარ ჰქონდა. სწრაფად გასწორდნენ და სახეები დაასარიოზულეს, დივნის უკნიდან ჩუმად ჩაიცინა მაკამ.

-კარგი დე, ახლა ჩვენ წავალთ._ ფეხზე წამოდგა მაშო და დედას პატარა ნიაკო გამოართა.

-ძალიან დიდი მადლობა, ყველაფერი უგმერიელესი იყო.

-მიხარია. გვესტუმრე ხოლმე და უკეთესებს გაგასინჯებ.

-აუცილებლად. დროებით._ თბილად დაემშვიოდბა სასიდედროს და მაშოს ხელი მოხვია.

მანქანაში ჩასხოდმისთანავე უფრო თბილად მოეფერა სახეზე და გულზე მიიკრა. იმდენად ათბობდა მაშოს სხეულს მეუნარგიას ძლიერი ხელები რომ მოცილება აღარ უნდოდა.

-სულ მენატრები!_თბილად უჩურჩულა ყურში მეუნარგიამ და თავის ადგილს დაუბრუნდა.

-მეც, ძალიან!

მთელი დღე ერთმანეთზე მიკრულებმა გაატარეს. ამ ყველაფრის გააზრება, ენითაღუწერელ ბედნიერებას ანიჭებდა ნუცუბიძეს. ოჯახი რომლის გვერდითაც სრულუფლებიანი იყო. ნიაკოს უკვე შვილად აღიქვამდა, რომელსაც დედის სითბო და ალერსი აკლია. მიუხედავად ამისა, ვერცერთხელ შეძლო ფიქრებში ნათიას ადგილის დაკავებაზე რაიმე მაინც წამოეროშა. არცერთხელ მისცა გულმა უფლება გონებას, ეს საძაგლობა მაშომდე მიეშვა. არ შეეძლო მსგავი საშინელების ჩადენა. ნიაკოს ყავს დედა რომელმაც ქვეყანას მოვალინა, ქალი რომელიც ნიას გამო დღეს ცივ მიწაში წევს. ახლა მაშოს ერთადერთი მოვალეობა, პატარას დედის დანაკარგი ცოტათი მაინც შეუმსუბუქოს. მასთან ერთად აიდგას ფეხი, ისწავლოს საუბარი და ცხოვრების გზაზე ერთად დააყენონ. ეტლისთვის ხელი არ გაუშვია, ბაქარის ახლოს არ აკარებდა. პატარა ბავშვივით ეჩხუბებოდა ეტლი მარტო მე უნდა ვატაროო. ზოგჯერ ეგოისტურად ფიქრობდა რაზეც საკუთარ თავს უბრაზდებოდა. ბაქარს კი პირიქით მაშოს ასეთი საქციელი, უფრო მეტად არწმუნებდა მისი გადაწყვეტილების სისწორეში. იცოდა რომ მაშო ნიასთვის შესანისნავი დედობილი იქნებოდა. სიყვარული რომელსაც მის თვალებში ხედავდა, ყველაზე წმინდა და სპეტაკი იყო. მისი ყურებისას სულიერად იწმინდებოდა, მასში ყველა უარყოფითი ემოცია ქრებოდა.

-რაც შეიძლება მალე უნდა დავნიშნოთ ქორწილი!_ დუმილი ბაქარის კატეგორიულმა ტონმა დაარღვია. გაოცებულმა ახედა შეყვარებულს და გაუღიმა. _ ასე სირბილი მომკლავს მე ვიცი. თან უკვე ისეთ ასაკში ვარ ნერვიულობაზე მინი ინფაქტს მივიღებ._ ხუმრობდა მეუნარგია. წარბშეკრულმა ახედა მაშომ. გული ატკინა მისმა სიტყვებმა, იმის გაფიქრებაც კი ეზარება, რომ ბაქარს რამე მოუვა.

-ნუ იძახი ეგრე. როცა გინდა მაშინ დავნიშნოთ!

-რაც შეიძლება მალე.

პატარა მყუდრო კაფეში დასხდნენ, ნიაკოს ეტლში ჩაეძინა. ერთმანეთზე უფრო მეტი გაიგეს, ბაქარი თავის ბავშვობაზე უყვებოდა მაშო თავისაზე. დარცხვენილს რამდენჯერმე აუწითლდა ლოყები, ისეთი ისტორიები მოუყვა, ბაქარი სიცილს ვერ იკავებდა. მაშო ყოველი გაცინების შემდეგ მხარზე ხელს მიარტყავდა და მუქარის ტონით უმეორებდა რომ აღარაფერს მოყვებოდა. ბაქარიც დროებით იკავდებდა სიცილს. სახლში წასვლის დრო რომ მოვიდა ყავის სმა ნელა დიაწყო. ასე ეგონა დროც მის წინააღმდეგ იყო. მძინარე ნიაკოს ბევრი ეფერა და კოცნა.

-ახლა შენ მიგიყვან სახლში და მერე ჩვენ წავალთ.

-ცოდოა ნია.

-მაშინ ჩვენთან წამოდი და საღამოს გაგიყვან სახლში. მაკას დაურეკე არ ინერვიულოს.

პასუხი აღარ გაუცია ისე შემოხვია ხელები და მაგრად ჩაეხუტა. მანქანაში აცერცეტებულმა გული ვერ დააწყნარა. ბაქართან ერთად კიდევ რამდენიმე საათის გატარება უხაროდა. მაკას დაურეკა და გააფრთხილა ცოტა შემაგვიანდებაო. მანქანიდან ნიაკო თვითონ ამოიყვანა. პატარას ოთახში რომ შევიდა გული კიდევ ერთხელ ატკინა ფიქრებმა. ცოტახანიც და აქედან წავა. როგორ არ უნდოდა ამ სახლის კიდევ ერთხელ დატოვება, მერე რა ცოტახნით რომ ბრუნდება თავის სახლში. ბაქართან და ნიაკოსთან ერთად ცხოვრება ყველაფერზე მეტად უნდოდა. თან ნელი რომ ახსენდება უფრო თბება. ნეტავ როგორ მიიღებს ამ ამბავს? კიდევ ერთი დასანგრევი გალავანი აესვეტა მაშოს წინ. ამაზე აქამდე არ უფიქირია, იქნებ არ მიიღოს როგორც რძალი. მერე რა თბილი დამოკიდებულება რომ ქონდა, მაშინ ძიძა იყო ახლა კიდევ სარძლოა. პატარა საწოლში ჩააწვინა, თვითონ კი მეუნარგისთან გავიდა სამზარეულოში.

-შენ საჭმელების კეთებაც იცი?

-კვერცხის და ბოსტნეულის შეწვას თუ საჭმელების კეთება ქვია ვიცი.

-ორი დღე ეს უნდა ჭამო?_შეიცხადა "პატარამ" და ბაქარის მაცივრიდან გამოლაგებულ ბოსტნეულის პარკებზე მიუთითა.

-ხო, რა მოხდა?

-მე გაგიკეებ ნორმალურ საჭმელს და ისე წავალ.

-შენ ეგეთებიც იცი, პატარავ?_ დაცინა მეუნარგიამ და უკნიდან მოეხვია.

-ნელი როგორ შეხვდება ჩვენს ამბავს?_კითხვა ბანზე აუგდო და თავისი უარყოფითი ფიქრები ბაქარსაც გადასდო.

-ნელისთვის მთავარი ჩემი და ნიას კარგად ყოფნა. იცის რომ ასეთ სერიოზულ გადაწყვეტილება უბრალოდ არ მივიღებდი, დედაჩემი კი ჩემს აზრს პატივს სცემს.და მგონი შენც ძალიან მოსწონხარ სარძლოდ.

ბაქართან და ნიაკოსთან ერთად დატოვა მეუნარგიების სახლი. მთელი დღე მასთან ერთად გაატარა, რაც იმაზე მეტად ახარებდა ვიდრე შეიძლება. მთელი დღე სახიდან ღიმილი ვერცერთმა ვერ მოიშორა. ერთმანეთის ყურებით, გული ვერ იჯერეს. საჭმელი დიდი ქვაბით გაუმზადა და ნელის ჩამოსვლამდე იმყოფინეო დაუბარა. ისე უხდებოდა მეუნარგიების სამზარეულოში ტრიალი, ნუცუბიძეს, ბაქარი მისით ივსებოდა, სახეზე მიმიკებს ისე სწრაფად ცვლიდა რომ მათ წაკითხვასაც კი ვერ ასწრებდა მაშო. ნიაკომ გაიღვიძა თუ არა წამოვიდნენ. კიდევ რამდენიმე წუთი, რომ გაჩერებულიყო აზლუქუნდებოდა. ვერ შეიკავებდა თავს, ნიაკოს და ბაქარის ყურება კიდევ ცოტახნით მისთვის სასჯელივით იყო. სადარბაზოსთან რომ გაუჩერა მანქანა, მაშინ ვეღარ შეიკავა ცრემლები და ატირდა. თავიდან გაოცებულმა და შეშინებულმა შეხედა ბაქარმა, მერე მიხვდა. ისიც ზუსტად ასე გრძნობდა თავს და გაუგო. ხელები მაგრად მოხვია წელზე და სახე დაუკოცნა ატირებულს. ლიფტამდე მიაცილებინა თავი მეუნარგიას. პირველი ნაბიჯი რომ გადადგა მიანტრება მაშინათვე იგრძნო. უკან გატრიალებას აპირებდა,მაგრამ ლიფტის კარები დაიკეტა. ფეხები გაბრაზებულმა დააბაკუნა და ღილაკს თითი რამდენჯერმე დააჭირა, არც ამან არ უშველა! მესამე სართულზე გაჩერდა ლიფტი, სახლის კარები რომ დაინახა ოდნავ დამშვიდდა. სწრაფად გაიხედა სადარბაზოს ფანჯრიდან. მეუნარიგიას მანქანა ისევ იქ იდგა. თვალებით მაშოს ეძებდა რომ იპოვა ხელი დაუქნია და მანქანა დაქოქა. ოჯახი სრული შემადგენლობით დახვდა. აწითლებული თვალები,რომ გაახსენდა შერცხვა. წარმოდგენაც არ უნდა რას იფიქრებდნენ პირველი. სწრაფად შეიბინა მისაღებში და მამას ყელზე მოხვია ხელები.

-ჩემი თბილი და ტკბილი მამიკო.

-თვალები რატომ გაქვს ჩაწითლებული? მოხდა რამე?

-ბაქარი რომ მიდიოდა ვიტირე._ გაამხილა თავისი სისუსტე და ძმის დაცინვას დაელოდა. ონომაც არ დააყოვნა და მხარზე ხელი გადახვია.

-შენ თუ ასე იტირე ქორწილამდე აღარაფრად ივარგებ.

-ონო, დედა შეეშვი! ვერ ხედავ ნანერვიულებია.

უსაყვედურა მაკამ შვილს და თეფშები მაგიდაზე გააწყო. მაკასნაირი ფაქიზი და წყნარი ადამიანი მეორე არ დაიარება. ყველაფერს ყურადღებას აქცევს, გულთან ყველაფერი მძაფრად მიაქვს. მაშოს და ონოს ხასიათებიდან გამოდინარე სულ ცდილობს ყველაფერს სწორად მიუდგეს, თან ამ ყველაფერში ნოდარი ძალიან ეხმარება. ქმრისგან დღემდე საოცარ სიყვარულს გრძნობს. 25 წლის მანძილზე არცერთხელ არ უგვრძვნია თავი გარიყულად, არცერთხელ უგვრძვნია ნოდარისგან წამითაც კი სიცივე. მისგან მხოლოდ დადებით ემოციებს და დიდ სიყვარულს იღებდა. ზუსტად ამიტომ არის ასეთი გამგები და მეგობრული. მაშოს და ონისეს ბედნიერება ყველაზე მეტად მის სათნო გულს გაახარებს. როგორც დედას და როგორც წლების მეგობარს. ერთად ივახშმეს, ონო თავისი ხუმრობებით ართობდა ოჯახს მაშო კი ცხვირჩამოშვებული იჯდა სუფრასთან და მეუნარგიების ოჯახზე ფიქრობდა.
გონებაში თავისი ქორწილიც კი ასახა, მისთვვის უჩვეულოდ სასიამოვნო! ბაქარი სოლიდურად ჩაცმული, ისე ფილმებში რომ არის ხოლმე. მაგრამ მაშომ იცის რომ ბაქარი ბევრად უკეთესია... მისთვის...
ნოდარის თვალებში ისევ კითხულობდა იმედს და სიხარულს. დედამისს გახედა, მაკამ თვალი ჩაუკრა და სალათის თეფში მიაწოდა.

-ეგრე ცხვირჩამოშვებული თუ უნდა იჯდე ,მე მიგიყვან ბაქარისთან და დაგტოვებ!_ უსაყვედრა ძმამ და სახე დაისერიოზულა.

-მეც ასე ვიყავი დედაშენი ჩემგან შორს რომ იყო.

მაშოს მხარე დაიჭირა ნოდარმა და შვილს ხელი ხელზე მზრუნველად დაუსვა. მამამისის სიტყვებზე გაეცინა, წარმოიდგინა როგორია მოწყენილი ნოდარი, მაგრამ ვერ შეძლო. მამის თვალებში არასდროს გამკრთალა მოწყენილი სხივი. ონომაც აღარ გასცა პასუხი და გაჩუმდა. სუფრის ალაგებაში ეხმარებოდა დედას, ტელეფონი რომ აწკრიალდა. გული რაღანაირად აუძგერდა, იცოდა ბაქარი რომ იქნებოდა და იმიტომ, სწრაფად უპასუხა სასურველის ზარს.

-ხომ აღარ ტირიხარ?

-არა აღარ ვტირივარ, მაგრამ ძალიან მენატრებით.

-ჩვენც. ხვალ ნელიკო ჩამოდის და მინდა რომ ერთად დავხვდეთ, თუ გცალია.

-მცალია, როგორ არ მცალია. რომელს საათზე?

სწრაფად მიაყარა გახარებულმა. ნელიკოს მონატრება ახლა უფრო მძაფრად იგრძნო. ნერვიულობით მაინც ნერვიულობდა მასთან შეხვედრას და სხვა სტატუსით გამოცხადებას. ქალი სამი დღით იყო წასული და ჩამოსვლისას სარძლო რომ დახვდება. ბაქარის სიცილმა სულ წაუშალა ფიქრები და აზრები, ტუჩები კბილებს შუა მოიყოლა და სიამოვნებისგან გაიღიმა.

-ხვალ საქმეები მაქვს და ნიაკოს მინდა შენთან დავტოვო. სამისთვის გამოგივლით და წავიდეთ კარგი?

-რა მაგარია! აუცილებლად გამომიყვანე, ონოსთანაც გაერთობა. _ აცერცეტდა მაშო.

-კარგი მიდი დაიძინე ახლა, გაკოცე!

-მეც. ყელში!_ სუსტი წერტილი უპოვა და ჭკუაზე არ არის. ბაქარის დარწმუნებული ვარ სიამოვნებისგან გააჟრჟოლა.

-ცუღლუტო გოგო.

-მიყვარხარ!

-ნუ გამაბანალურებ, მაშო!

-ხო კარგი. ძილინებისა._ გაბრაზებულმა წაიდუდღუნა და ტუჩები გაბუტა.

-მეც მიყვარხარ!

მაინც ვერ შეძლო ბოლომდე პატარა გოგოს ჭკუაზე მოყვანა ამ კაცმა. მაშომ მოგებულმა გაიცინა და ტელეფონი გათიშა. პიჟამა სწრაფად გადაიცვა და საწოლში შეწვა. საკუთარ თავს ფსიქოლოგიურად აჯერებდა, <<რაც მალე დაიძინებ, მით უფრო მალე გათენდება და მოვლენ>> თავის გამამხნევებელმა მონოლოგმა გაჭრა და მალე ჩაეძინა. ამ ბოლო დროს სულ მოწყვეტილია, ფიქრისთვისაც კი ვეღარ იცლის.

დილით ტელეფონის ზარმა გამოაფხიზლა, საათს რომ დახედა ათი სრულდებოდა სწრაფად შეყო ხელი ბალიშის ქვეშ და ტელეფონი გამოაძვრინა. ბაქარის ნომერი რომ დაინახა დაფეთებულმა გადაიძრო საბანი და ფეხზე წამოდგა. დათუნია ჩუსტებში სწრაფად გაუყარა ფეხები და ტელეფონს უპასუხა.

-მოხვედით უკვე?

-სადარბაზოსთან ვართ და გამოგვხედე.

-ახლავე.

პიჟამათი გავიდა სადარბაზოში და ბაქარისკენ წავიდა. ხელები მაგრად მოხვია ორივეს ერთად. ნიაკო უცებ გადმოხტა მაშოსთან და თავი მხარზე დაადო, ბაქარმა მოტყვეტითა აკოცა გაცრეცილ ტუჩებზე და თვალი ჩაუკრა.

-არ შემოხვალ?_ხმადაბლა იკითხა.

-მანქანაში მელოდებიან და 2 წუთით შემოსვლა არ მინდა. _თვალი ჩაუკრა და მიმიკით მიახვედრა რასაც გულისხმობდა. მაშომ თავი დაუქნია და ტუჩის კუთხეში ჩაიღიმა._წავედი მე და ჭკუით იყავით.

-ფრთხილად იყავი!

მიმავალს პირჯვარი გადასახა და სახლში შებრუნდა. მაკამ ნიაკო რომ დაინახა გახარებულმა პატარების ენაზე დაიწყო ლაპარაკი. მაშოს ბავშვი გამოართვა და ნოდარისთან გავიდა მისაღებში. სააბაზანოში შევიდა და თავი მალე მოიწესრიგა, მერე ოთახში ტანსაცმელი ჩაიცვა და პატარასთან დაბრუნდა რომელიც უკვე ნოდარისაც გაუშინაურდა.
პატარა ცალ ფეხზე ყავდა დასმული და აქანავებდა, ესეც ისე საყვარლად იცინოდა. საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში კიდევ ერთხელ დარწმუნდა ნუცუბიძე. დივანს უკნიდან მოაუარა, და მამამისის უკან დაეყრდნო საზურგეს. ნიაკო ისე იყო ნოდართან თამაშით გართული რომ მაშოსთვის ყურადღებაც კი არ მიუქციავია. მარტო მაშინ დააფახუნა თვალები, ოთახიდან თმააბურდული ონო რომ გამოვიდა. პატარამ მეგობრის დაახვისას ხმაურით წამოიკივლა და კალთიდან გადახტომა სცადა, მაგრამ უშედეგოდ ნოდარმა დაიჭირა და ლოყები წვერით დაუჩხვლიტა. ონომ პატარას ხმა რომ გაიგონა თვალები მოიფშვნიტა და ხელი აუწია, ნიაკომ მარტო გაუღიმა და ნოდარის კალთაში კიდევ ერთხელ გაიფართხალა. ონომ იღლიებში მოკიდა ხელი და ჰაერში აათამაშა, ნერვიულად შეყვირეს მაკამ და მაშომ. უსაფრთხოდ რომ დაიგულა ბავშვი ნუცუბიძემ სამზარეულოში ყავის მოსამზადებლად გავიდა.

^^^
-მოვედი მიდი ჩამოდით.

სადგურზე გულამოვარდნილი იდგა მაშო. ნერვიულობამ პიკს მიაღწია. ხელისგულებიც კი გაუოფლიანდა საწყალს. ბაქარმა წელზე ხელი მოხვია, მაგრამ ამანაც არ უშველა. უფრო მეტად აუდუღა სხეული მისი ხელის სიმხურვალემ. ნიაკო მანქანის მინიდან ეთამაშებოდა მამას. ჩამოსვლის დრო რაც უფრო ახლოვდებოდა მით უფრო უწევდა ტვინში სისხლი, ბაქარის თბილმა და გამამახნევებელმა სიტყვებმაც არ უშველა. ნელიკო რომ დაიანხა, თვალებში დაუბნელდა. საწყლად დაახამხამა რამდენჯერმე თვალთახედვიდან ბრუსი რომ გაექრო. ქალი ღიმილით მოუახლოვდა შვილს და ჯერ კიდევ ძიძას. ნიაკოს თვალი რომ ვერ მოკრა წარბაწეულმა გახედა შვილს, მეუნარგიას გაეცინა მის საქციელზე და ფანჯარაზე მიუთითა. მანქანის კარებისთვის ხელი არ უხლია, მაშოსთან მივიდა და დედაშვილურად მოეხვია. ამ ქალისგან იმდენი სითბო მოდიოდა რომ შეეშინდა ეს ყველაფერი მალე არ გამქრალიყო. აღელვებულმა მოხვია ხელები და ლოყაზე აკოცა. დაღლილი ნელი სახლში უხმოდ მიიყვანეს. შვილიშვილის ფერებით ვერც გზაში იჯერა გული და ვერც შინ. ბაქარი და მაშო ხელიხელჩაკიდებულები დაუჯდნენ წინ. მაშოს აკანკალებული ფეხები რომ დაიანახა ნელიმ სიცილი წასკდა და ხელი პირზე აიფარა, მეორე ხელი კი ჰაერში აიქნია. მეუნარგია მიხვდა დედის საქციელ მაშო კი ვერა. დაბნეული უყურებდა ხან შეყვარებულს ხანაც სადედამთილოს. სიცილს რომ მორჩა ბაქარმა ყველაფერი უამბო.საუბრის დროს მაშო ხალიჩას უყურებდა და ყვავილის ფოთლებს ითვლიდა... ნელი ფეხზე რომ წამოდგა ცოტაც და გული წაუვიდოდა. შვილთან მივიდა და ორივეს ერთად მოეხვია. მათ შუაში სახე მოაქცია და ორივეს გასაგონად ჩაილაპარაკა.

-თავიდანვე ვიცოდი ასე უბრალოდ რომ არ დამთავრდებოდა მაშოს ძიძობა. ძალიან მიხარია შვილებო თქვენი ამბავი და დიდი იმედი მაქვს ამ გადაწყვეტილების სიწორეში კიდევ უფრო დარწმუნდებით!
~~~~~~

მეუნარგია და მაშო მისაღებში დივანზე ისხდნენ. ნელიკო პატარასთან ერთად ოთახში იყო შესული. ბაქარის გულზე ედო თავი და მის გულისცემას ითვლიდა. მეუნარგია თვალებდახუჭული იჯდა და რაღაცაზე ღიმილით ფიქრობდა. მაშოს თმებს კი თითებზე იხვევდა და ბურდავდა. ბოლოს ვეღარ მოითმინა და მაშო სწრაფად წამოწია წინ, ხელები წელზე მოხვია და თვალებზე აკოცა.

-გამისკდა გული შე საძაგელო. ცოტა ნაზად._ მოჩვენებით გაუწყრა მაშო და ხელები გადაიჯვარედინა.

-მიდი ადექი და სადმე გავიდეთ. მარტო მე და შენ!

სწრაფად წამოდგნენ ფეხზე და ნელიკოს ოთახის კარებზე მიუკაკუნეს, გააფრთხილეს ჩვენ გავდივართო. მაშომ ორივე მაგრად ჩაკოცნა და სახლიდან გავიდნენ. მანქანა პატარა მყუდრო ხის ბართან გააჩერა. გარემოც ძალიან წყნარი იყო, ისეთი მაშოს რომ მოსწონს. შიგნით შესვლისთანავე ხის სუნი იგრძნო. როგორ უყვარს ასეთ გარემოში ყოფნა საათობით. ყველაფერს ძველი სუნი რომ ასდის. კედლებზე ძველი ფანჯრები იყო ჩამოკიდებული, იატაკიც ძველი და გაცრეცილი. მაგიდები ხის, საღებავგადასული. თავისუფალი ადგილი დაიკავეს. თვალი მის პირდაირ მდგარ დიდი წიგნების თაროებს მოკრა, ბაქარმა მის მზერას თვალი გააყოლა და გაეღიმა.

-მოგწონს?

-ასეთ სტილზე ვგიჟდები, ჩემი სუსტი წერტილია. ყველაფერს ძველი და სასიამონო სუნი რომ ასდის.

ემოციებით საუბრობდა და ბარს ათვალიერებდა. ბაქარმა მაშოს სიფრიფანა ხელი თავისაში მოიქცია და თბილად აკოცა. სულ რამდენიმე თვის წინ ერთმანეთის შესახებ არაფერი არ იცოდნენ, დღეს კიდევ უგონოდ უყვართ ერთმანეთი. ზუსტად ასეთი სიყვარულის მწამს მე. სწრაფად რომ მოვარდება და შენში სამუდამოდ გაიდგამ ფესვებს. მაშოს და ბაქარის გულში ერთმანეთის არსებობა, სისხლივითაა. მის გარეშე ვერცერთი ვერ იარსებებს. ბარში დიდხანს ისხდნენ, თითოეულ დეტალზე ამახვილებდნენ ყურადღებას. ქორწილზე ბაქარი აღარაფერს ამბობდა, არც მაშო ცდილობდა ამ თემაზე საუბრის წამოწყებას. ყველაფერს თავი დროს აქვს, თან რა ჯობია შეყვარებულობის პერიოდს. არც არაფერი. ზოგი ურთიერთობა რაღაც ჩარჩოებში რომ უნდა ჩასვა, ყველაფერს რომ თავისი ფარგლები აქვს, ქორწილის შემდეგ კი უფრო სხვანაირები ხდებიან. ლექოსთან ურთიერთობისას ქორწილი მისთვის შიშის მომგვრელი იყო. ბევრჯერ უთქვამთ მისთვის ახლობლებს, ქორწილის მერე სულ სხვანაირები ხდებიან კაცებიო. და ამის ეშინოდა... თუმცა ქორწილამდე ვინ მიიყვანა საქმე, ლექსომ ვერ მოითმინდა და ნიღაბი მალევე ჩაოვარდა. აი ბაქართან კი ამის საშიშროება არ არის. მასთან თავს დაცულად და ბედნიერად გრძნობს, იცის რომ ვერაფერი შეცვლის მეუნარგიას. ბარი ხელიხელგადახვეულებმა დატოვეს, ქუჩის მოპირდაპირე მხარეს კიდევ ერთი ძველებული სტილის შენობა იყო. მერე თვალი რომ მოავლო გარემოს ყველგან ასეთი შენობები იდგა. გახარებული ფეხის წვრებზე აიწია.

-ძალიან მიყვარხარ!

უჩურჩულა და სუსტ წერტილში მოწყვეტით აკოცა. ისევ გააჟრჟოლა მეუნარგიას. ბაქარმა არაფერი უპასუხა. თავიდან ასეთ რაღაცებზე იბუტებოდა, მაგრამ ახლა აღარ. იცის რომ ბაქარისგან მსგავ სიტყვებს არ უნდა ელოდოს. მისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს, მთავარია საქციელებით ახვედრებს მეუნარგია როგორ უყვარს მაშო. ისევ ისეთი იყო გამომშვიდობების სცენა, ამჯერად რამდენიმე ცრემლი გადმოაგდო და ლიფტში შევიდა. სადარბაზოს ფანჯრიდან ხელს უქნევდა მომღიმარს. მერე ბაქარი წავიდა! სახლში შესვლისთანავე სასიამოვნო სურნელმა შეუღიტინა. ჩანთა და მოსასხამი იქვე დადო და სამზარეულოსკენ წავიდა. ონო სამსახურიდან უკვე დაბრუნებული დახვდა, მაგიდასთან იჯდა და ტელეფონში რაღაცას აკეთებდა, დის მოსვლა ვერც კი გაიგო. მაკა გაზქურასთან ტრიალებდა, თან ტელეფონზე დაქალს ესაუბრებოდა. შვილის ნაბიჯების ხმა რომ გაიგო სწრაფად დაემშვიოდბა მოსაუბრეს და ტელეფონი იქვე დადო.

-რა კარგია დედი რომ მოხვედი. ახლა ვშლიდი სუფრას.

-მამა სად არის?

-მამა დღეს არ მოვა, ბიჭები აგარაკზე ავდივართო დამიბარა. ეს კიდევ ახლახანს მოვიდა სამსახურიდან და იმის მერე ტელეფონშია ჩამძვრალი. არაფერი არ ესმის!

-ეგ ყველაფერი გავიგონე, მაკა._ მხიარულად წამოიძახა და ტელეფონი მაგიდაზე გაასრიალა._ სევდიანთა დინასტია მოსულა. როგორ ხარ?_ ისევ მწარედ წაკბინა დას და დედამის თვალებით შეეხვეწა არაფერი თქვაო.

-როგორ არ იღლები?! მშია დედა._ ძმას აღარ მიაქცია ყურადღება და გაზქურაზე შემოდგმულ ქვაბს თავი ახადა. _ რა სუნიებია.

-ცოლი რომ მომყავს იცი შენ?

ქვაბის თავსახური ჰაერში გაუშეშდა, ნუცუბიძეს. სიცილი ძლივს შეიკავა. გაკვირვებულმა შეხედა ძმას და მერე დედას რომელსაც სახეზე მიმიკა არ შეცვლია. ონოს ტელეფონი აციცმციმდა, შეტყობინება გახსნა და სიამოვნებისგან გაიღიმა.

-შენ ნორმალური არავინ არ გამოგყვება, ასე რომ, მაკა, მოემზადე.

-ვითომ წაისისინა! ვერ ეღირსები ჯერ ჩემს ტყვეობას ცოლის მკლავებში. ჯერ ცხოვრებით უნდა დავტკბე, ცოლი და ბავშვები მერეც მეყოლება! ასე არ არის, მაკუშ?

-შეგიყვარდება დედიკო და ეგრე აღარ იტყვი მერე.

-მანდ ვარ მეც. სანამ შემიყვარდება მანამდე არ უნდა გავერთო. ცოლს რომ მოვიყვანე მერე ვინ გამიშვებს დასალევად და ქალებში?_ არ ცხრებოდა ონო. მაკა და მაშო კი სიცილს ვერ იკავებდნენ.

საღამომდე სამივე მისაღებში ისხდა და ძველ ამბებს იხსენებდნენ. ონომ სოფლის ამბები რომ მოყვა მაშოს სასიამოვნოდ გასცრა ტანში. იმ წელბის გახსენებამ რაც სოფელთან აკავშირებდა. მაშინ ბებიაც და ბაბუაც ცოცხლები იყვნენ, მათი გარდაცვალების მერე იქ აღარცერთი ჩასულა. ზაფხულობით მაკა და ნოდარი ჩადიან მხოლოდ. ონისეს და მაშოს იმ სახლის სუნიც კი ცუდად ხდის. იმდენად აქვთ ბებიას და ბაბუას იქ არსებობდა ჩამახსოვრებული რომ მათ გარეშე იმ კარმიდამოს ნახვა ორივეს მოკლავს. ცრემლები ვერ შეიკავა ყველაფრის გახსსენებისას, დედას კალთაში ჩადო თავი და ატირდა. ონოსაც აღარ ქონდა ისეთი მხიარული ხმა და მზერა. სახე დაუსევდიანდა, თვალები კი ჩაუწითლდა. მარტო მაკა იჯდა შვილების შემყურე ბედნიერი, იმის გააზრებამ რომ მის შვილებს საოცრად დიდი სიყვარული და ემოციების გამოხატვა შეუძლია გააბედნიერა. ყველაფრის მიუხედავად მაინც ვერ დაისევდიანა გული. გვიან ღამით დაიშალნენ, მაშო ოთახში შეიკეტა და ბაქარს დაურეკა, მაგრამ არ უპასუხა. ღამის განმავლობაში უამრავჯერდ ცადა დარეკვა. ბოლოს კი ტელეფონი საერთოდ გაითიშა. ანერვიულებულმა მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა. წამითაც კი ვერ შეძლო ეფიქრა რომ ბაქარმა მიატოვა. ერთადერთი რაც გულს უკლავდა მისი ცუდად ყოფნა იყო. სახლის ტელეფონზეც ვერ დარეკა შეშინებულმა, ნელიკო და ნიაკო არ დავაფრთხოო. გახევებული იჯდა მთელი ღამე საწოლზე და ტიროდა. გამთენიისას ტელეფონი რომ ახმაურდა თვალები მოისრისა და საწოლზე მიგდებულ ტელეფონს დასწვდა. უცხო ნომერი რომ დინახა წარბები შეკრა და ისე უპასუხა. ნამტირალევი ხმა საოცრად ეტყობოდა.

-გისმენთ.

-რა გჭირს ხმაზე?_ ბაქარის ანერვიულებული ხმა რომ გაიგონა სულიერად დამშვიდდა.

-გირეკავდი და არ მიპასუხე. ვინერვიულე და ცოტა ვიტირე. ხომ კარგად ხარ?

-მაპატიე კარგი? ნიაკო გახდა ცუდად გუშინ ღამით და საავამდყოფოში ვიყავი. ტელეფონი სახლში დამრჩენია სიჩქარეში. მთელი ღამე გადარბენები მქონდა და ვერ დაგირეკე. მაპატიე პატარავ კარგი?

ყურებში მარტო "ნიაკო გახდა ცუდად" ესმოდა. გეგონება თავში ვიღაც, გამიზნულად ურტყავს ჩაქუჩსო. ცოტაც და ნერვიულობისგან გული გაუსკდებოდა ალბათ. ასე უნდა მომხდარიყო რომ მთელი არსებით ეგრძნო რას ნიშნავს მისთვის ნიაკო. იგრძნო რომ ის პატარა გოგო მისთვის ცხოვრების უდიდესი ნაწილია. ბაქართან ერთად ის ერთი მთლიანობაა მაშოსთვის.

-ახლა როგორ არის? რა ჭირს?_ ანერვიულებულმა ხმა ვერ დაიმორჩილა და ატირდა.

-მაშო, ნუ ტირი გთხოვ რა! ახლა კარგად არის სახლში მიგვყავს. სიცხემ აუწია, ექიმმა რაღაცაზე ინერვიულა ალბათ და მაგიტომო. შენ რომ წახვედი მას შემდეგ ღამე მართლა ცუდად ძინავს.

გულში ისე მაგარად უჩხვლიტა რაღაცამ, რომ ტკივილისგან ამოიკვნესა. ხელი ინსტიქტურად გულისკენ წაიღო და მაგრად მოიჭირა, თითქოს ასე და ტკივილს შეიმსუბუქებდა. წელის და მუცლის ტკივილი რომ იგრძნო თვლებშიც დაუბნელდა. გონებაში მარტო რამდენიმე სიტყვა უტირალებდა, რამაც ამ მდგომარეობამდე მიიყვანა. ბავშვობიდან ძალიან ემოციური გოგოა მაშო, მაგრამ ასე მძაფრად არავის ცუდად ყოფნა არ განუცდია ახლა თითქოს შიგნიდან ნემსებს ურჭობენ, სადაც მოუნდებათო. ბაქარის ხმაც აღარ ესმის საბრალოს. ერთადერთი რაც ოდნავ მაინც შველის, მის ტკივილით გაჟღენთილ გულს, ნიაკოს კარგად ყოფნაა. საკუთარი თავის მიმართ სიბრაზე მოაწვა, როგორ შეაიყვარა პატარა ბავშვს თავი ისე რომ მის გამო საავადმყოფოშიც კი მოხვდა. ერთ მხრივ რომ დაუფიქრდე ეს სასწაულია, მაშოს წესით ეს ამბავი უნდა ახარებდეს. ახარებს კიდევაც, მაგრამ ტკივილი იმდენად უჭრს ყელში რომ ბოლომდე გახარების საშუალებას არ აძლევს.

-ახლა სახლში ხართ?_ ძლივს ამოიკნავლა საბრალომ.

-მაშო, კარგად ხარ, რა გჭირს?_ მეუნარგიას ხმა საშინლად გაბზარული და ამაღელვებელი იყო.

-არა ძალიან ცუდად ვარ! გამოვალ ნიაკოსთან რა.

-არსად არ გამოხვიდე, მე მოვალ და წამოგიყვან, გაემზადე მიდი.

სწრაფად მიაყარა ბაქარმა და ტელეფონი გათიშა. ფეხზე ნელა წამოდგა რომ არ წაქცეუულიყო და გარდერობიდან თავისუფალი ტანსაცმელი გამოიღო. სწრადად ჩაიცვა და მისაღბში დივანზე დაჯდა. ისევ იმ ნომერმა დაურეკა. უპასუხა და კარები ნელა გაიკეტა. ბაქარი კარებთან იდგა და ელოდებოდა, ხელები უკანკალებდა საბრალოს. მაშო რომ დაინახა სწრაფ მიეჭრა და ისე მაგრად მოხივა ხელები რომ მთელი სხეული ატკინა. ნუცუბიძეც მიეხუტა და ცხვირი მის ყელში ჩარგო. მანქანაში მაშოს ხელი ეჭირა და დროდადრო კოცნიდა. ლიფტშიც არ ამოუღიათ ხმა, ბაქარი მარტო ეხუტებოდა და სითბოს აგრძნობინებდა. მძინარე ნიაკო რომ დაიანხა ცრემლები წამოუვიდა. პატარასთან ახლოს მივიდა და საწოლის წინ ჩაიმუხლა. ოთახში ის და ნიაკო დატოვეს. ნიაკოს პატარა ბუთხუზა ხელი აიღო და აკოცა.

-როგორ შემეშინდა რომ იცოდე. ეს პატარა გოგო ჩემ გულში მთლიანად რომ შემოძვერი რას ფიქრობდი. შენი ცუდად გახდომა, რომ არ შეიძლება არ იცი ხომ?! როგორ გვანერვიულე ყველა. ძალიან მიყვარხარ მე შენ. ალბათ ჩემი საკუთარი შვილიც არ მეყვარება ასე... ჩემთვის პირველი შენ ხარ! ბუთხუზა და პრანჭია.

თითებს სათითაოდ უკოცნიდა და არეულად ელაპარაკებოდა. პატარას აწითლებული ლოყები ცუდად ხდიდა. დიდხანს იჯდა მის საწოლთან თვალებდახუჭული, კარების ხმაზე გამოფხიზლდა. ნელიკო შემოვიდა და მაშოს წინ დაჯდა.

- როგორი ბედნიერი ვარ, ვერც კი წარმოიდგენ. ჩემს შვილს და შვილიშვილს შენნაირი დედა და ცოლი რომ ეყოლება. ბაქარის და ნიაკოს თვალებში მსგავსი სხივები არასდროს არ შემინიშნავს. ძალიან მიხარია შენ რომ გამოჩნდი ჩვენს ცოხვრებაში. ასეთი პატარა და საოცრად თბილი გოგო!

თავისი დაკოჟრილი ხელებით ნაზად მოეფერა სახეზე და გულში ჩაიკრა. დღის ემოციებს ვეღარ გაუძლო და თვალებში დიდიხნით ჩამობენლდა!

თვალები რომ გაახილა ფერწასული ბაქარი დაინახა, მის უკან კი ატირებული ნელიკო. მერე ოთახს თვალი მოავლო და ექიმსაც კრა თვალი რომელიც უკვე ოთახს ტოვებდა, თან ნელის მითითებებს აძლევდა. ბაქარმა გამოფხიზლებული მაშო რომ დაიგულა, საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და ისე ჩაეხუტა სასურველს. მაშომაც მოხვი ხელები და ოდნავ ჩაიჩოჩა, ბაქარს კი ხელებით ანიშნა გვერდით მომიწექიო. თხოვნა მალე შეუსრულა მეუნარგიამ და მის გვერდით დაწვა, ხელები გვერდულად მოხვია წელზე და ისევ ისე დაადო თავი გულზე როგორც უყვარს.

-ჩემი ცოლი რომ გახდე ხომ გინდა?_ მოულოდნელად კითხა ბაქარმა.

-ყველზე მეტად ეგ მინდა!_ უპასუხა გულწრფელად.

-მაშინ გამომყევი ცოლად! ხვალვე!
~~~~~~~~~
ამ თავს რომ ვამოწმებდი ნახევრად მეძინა, შეიძლება ძალიან ბევრი შეცდომა გამეპარა კიდევაც, ასე რომ მომიტევეთ. <3
ახლა ამ თავს რომ ვკითხულობ მგონია რომ ჩემი ნაწერი არ არის. არა იმიტომ, რომ რაიმე არ მომწონს, ან ვერ ვეგუები... უბრალოდ ამ გადმოსახედიდან ასე არ დავწერდი, ბევრ დეტალს ჩავამატებდი და უფრო საინტერესოს გავხდიდი ისტორიას, მაგრამ არ მინდა რაიმე შევცვალო და ის რამაც მე♥ შექმნა გავაუფერულო და ხაზი გადავუსვა. ეს არ იყო ჩემი პირველი ისტორია, მაგრამ ეს არის ისტორია რომელმაც ძალიან ბევრი ადამიანი შემძინა და სხვათაშორის ის ადამიანები დღესაც ჩემთან არიან. მადლობა თითოეულ მათგანს. ახლა ეს რას მოვა...., ამ თავში ზედმეტად ადვილად ვითარდება მოვლენები, მაგრამ როცა ვწერდი მე ასე ჩავთვალე საჭიროდ და ალბათ ზუსტად ამიტომ ყავდა ისტორიას მკითხველი, იმ დროს ეს მოსწონდათ! <3 დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, მართლა ძალიან მიხარია ამ ისტორიას ისევ რომ კითხულობთ. <3 ახლებო, თქვენც ძალიან დიდი მადლობა უნდა გადაგიხადოთ, უზომოდ და უსაზღვროდ მახარებთ. <3



№1 სტუმარი Guest lia

ძალ იან ტბილი დატკბილი ისტორიაა,ტან პირველი.
უზომოდ მომწონს❤❤❤

 


№2 სტუმარი Guest Marishka

მმმმ რა გემრიელი ხააარ!!!❤❤❤❤

 


№3  offline აქტიური მკითხველი Anuki96

ვსო რაღა ვთქვა არ ვიცი :) სასწაული თავი იყო :*

 


№4 სტუმარი Mariami

მომწონს ძალიან

 


№5  offline წევრი modemodka

მომწონს ♡♡♡♡

 


№6  offline წევრი miyvarxar1992

heart_eyes heart_eyes kissing_heart heart_eyes ტკბილოოო და გემრიელოოოო

 


№7  offline მოდერი მე♥

Guest lia
ძალ იან ტბილი დატკბილი ისტორიაა,ტან პირველი.
უზომოდ მომწონს❤❤❤

დიდი მადლობა, ძალიან მიხარია. <3
Guest Marishka
მმმმ რა გემრიელი ხააარ!!!❤❤❤❤

მარიშკა, საყვარელო, დიდი მადლობა <3
Anuki96
ვსო რაღა ვთქვა არ ვიცი :) სასწაული თავი იყო :*

ოჰ, რა კარგია!
მადლობა დიდი დიდი <3
Mariami
მომწონს ძალიან

ეგ ამბავი საოცრად მახარებს. <3
modemodka
მომწონს ♡♡♡♡

მიხარია, მიხარია და კიდევ ერთხელ მიხარია!<3
miyvarxar1992
heart_eyes heart_eyes kissing_heart heart_eyes ტკბილოოო და გემრიელოოოო

შენ ჩემო საყვარელო და კარგო! <3
--------------------
ა.ა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent