ღამის სტუმარი [6]
ნიაკომ მაშო და მამა თავიდან ბოლომდე გაწუწა. მეუნარგია სიმწრით ხმასაც ვერ იღებდა,მაგრამ მისი მკაცრი გამომეტყველება უსიტყვოდაც ყველაფერს ამბობდა . პატარა აბანოდან ძალით ამოიყვანეს და პირსახოცში გახვეული ოთახში გაარბებნინა ძიძამ. საწოლზე დააყენა და ტანი შეუმშრალა. ბაქარი ხელებგადაჯვარედინებული ისევ საბაზანოს კარებზე იყო აყუდებული და ღიმილით უყრებდა. -მაინც არაფერს აკეთებ და ნიაკო გაამშრალე. მე სააბაზანოს დავალაგებ. ნიაკო საწოლზე დასვა თვითონ კი სააბაზანოში შევიდა. რომელ დალაგებაზეა საუბარი, ფიქრებით სულ სხვაგან არის. რას ნიშნავდა ბაქარის "მუქარა" თან კარგ რაღაცებს ჩავიდენო. მაშოსთვის კარგს თუ თავისთვის კარგს, რა ორაზროვნად ესაუბრება ამ გოგო. თვალები დახუჭა და კარებს მიეყრდნო. ბაქარის ღიმილს ძალიან მიეჩვია გულიც და თვალიც. წარბშეკრულს რომ ხედავს აღარ მოსწონს... მომღიმარი, ბაქარი უფრო შეუყვარდა, ძალიან გაათამამა მამაკაცის თბილმა დამოკიდებულება, უკვე კატეგორიულად აღარ მოსწონს ჯმუხი ბაქარი. მაინც გაბრაზებულია მასზე, რაც არ უნდა უთხრას არ გადაუვლის წყენა. ხვალ თბილისში წაიყვანს და რაღას იზამს მერე, ნელიკოსთანაც ასე ხომ არ გაეპრანჭება ხოლმე, ან მე რა ვქნა, დღეს ღამით აუცილებლად უნდა ვიცნო ვინ არის მაშოს სტუმარი ღამღამობით რომ "ესხმის" თავს, თორემ ხვალიდან მისი ნახვის შანსები განულდება. თვალები გაახილა და დაგუბებული წყალი ხელის ერთი მოძრაობით გაუშვა. მერე ძირს დასხმული წყალი მოწმინდა და სააბაზანო დატოვა. ნიაკო უკვე ჩაცმული დახვდა და მამამისთან ერთად საწოლზე თამაშობდა. -ეგ ზედა არ უნდა ჩაეცვა!_ მიზეზებს ეძებს უკვე ეს გატუტუცებული გოგო. -აცვია უკვე და ხომ არ გახდი?!_ ისევ დამცინავად ასწია წარბი მეუნარგიამ და შვილი შეათვალიერა._თან რა გინდა, უხდება. დაადუმა თუ არა წამებში. აბა ახლა გასცეს პასუხი, ვერაფერსაც ვეღარ ეტყვის. საწოლთან ახლოს მდგარ სავარძელში ჩაჯდა და ტელეფონს უაზროდ ჩააშტერდა. რა უნდა გაეკეთებინა სხვა, ნიაკოს მამა ართობდა, მამას კიდევ ნიაკო. ფიქრებით ისევ ბაქარის საყვარელზე ფიქრობდა,რომელიც მაშოს აზრით თბილისში მოუთმენლად ელის და რომელიც კაცმა არ იცის მართლა არსებობს თუ არა. გაბრაზებულმა ახედა მეუნარგიას, რომელსაც საერთოდ არ ეცალა მაშოსთვის და მისი აუტანელი ხასიათისთვის. შვილს ეფერებოდა. ისევ ტელეფონის ჩამქრალ ეკრანს გაუშტერა თვალი. ნეტავ რამეს ეტყოდეს ახლა ისეთს რაც ხასიათს გამოუკეთებს. თვითონ რომ იცის ხოლმე უცებ რაღაცნაირი სიტყვების თქმა, ისეთი უთხრას რამე. -მასო. ისევ ატიტინდა ნია და მაშოსკენ ხელები გაიშვირა. ძიძა ფეხზე წამოდგა და საწოლთან ახლოს მივიდა, პატარამ ხელი საწოლზე დადო და ანიშნა გვერდით მომიჯექიო. ოთახის ჩუსტები გაიხადა და ფეხმორთხმული დაჯდა საწოლზე. თან მეუნარგიას გახედა რომელიც მის ყველა მოქმედებას თვალებით სწავლობდა. -ისევ გაბრაზებული ხარ?_კითხა შემპარავი ტონი ბაქარმა. -გაბრაზებული რატომ უნდა ვიყო?_ ცოტა შეშინდა, ვაი თუ მიმიხვდა რომ ვეჭვიანობო. -პატარა რომ დაგიძახე._ არადა მაშოს ეგ აღარც კი ახსოვდა, მაგრამ ახლა უკან ხომ არ დაიხევს არა, მერე კითხავს მაშინ რატომ მიბღვერო და სიმართლეს ვერ ეტყვი. -არა შენ არაფერ შუაში ხარ. დედამ მითხრა რაღაც და._ გადააბრალა უცებ მაკას, თან გულში დედას მოუბოდიშა. -თბილისში დაბრუნება არ გინდა? შენ მეგობართან გინდა? დაიღუპა! მიუხვდა თურმე ბაქარი ფიქრებსა და გრძნობებს, რა უთხრას ახლა? სახეც ისე აერია რომ საათები ვერ დაალაგებს მიმიკას ალბათ. როგორ მიხვდა კი მაგრამ, რა ასე ძალიან ემჩნევა ბაქარის სიტყვებმა ყელში რომ წაუჭირა, ან ამ ყველაფერთან ზუკა რა შუაშია, ნუთუ მასზე იეჭვიანა და იმიტომაც მიყავს ასე სასწარფოდ თბილისში თუ ასეა მაშინ ბაქარის გადაწყვეტილება არაჩვეულებრივია მისთვის. მაგრამ მე მაინც მეეჭვება ასე იყოს. ფერებგადასულმა მაშომ ყელში გაჩხერილი პატარა ბურთულა ძლივს გადაყლაპა და ხმაწართმეულმა დაიჩურჩულა. -რა სისულელე, ზუკას ისეც ვნახავ._ მაინც გაამწარა ბოლოს და ხელები საწოლზე დააწყო. -კვირის გეგმები თუ არ შეიცვალა ნახავ. ფაქტიურად ეს უთხრა "უფროსი მე ვარ და როცა გაგიშვებ მაშინ ნახავ_ო". უყურე შენ როგორ გათამამდა მართლა. რას ნიშნავს კვირამდე გეგმები თუ არ შეიცვალა, რამეს აპირებს, იქნებ აღარ დაასვენოს და სამსახურში გაამწესოს კვირა დღესაც, ასე ხომ ოჯახსაც ვერ ნახავს. რა ატლიკინებდა ერთი, რომელი ახლა ზუკას მნახველია, საერთოდ აღარ ახსოვს მგონი მეგობარი. მაშოს აღარაფერი უპასუხია, მხივდა აზრი არ ქონდა მასთან დავას, ნელის ეტყვის და ის გაუშვებს კვირას დედასთან. არა ბიჭოს! ბაქარის დაუჯდება სახლში და იმ დასვენების დღესაც ნერვების შლაში გაატარებს. ნიაკოს აჭამეს და მეუნარგია ოთახიდან გავიდა, თან პატარაც წაიყვანა დღეს ჩემთან დარჩესო. გვიანია უკვე და დაიძინეო, ძილის დროსაც რომ უწესებს ნახეთ რა! "შენ შეგეკითხები დავიძინებ თუ არა." აბუზღუნდა მაშო და აივნის კარები ფართოდ გამოაღო. ხელებით მოაჯირს დაეყრდნო და ხედი შეათვალიერა, ღამითაც როგორი ნათელია აქაურობა, საუცხოო სანახავია. ჯერ არ გასული ზამთრის სიცივემ, სხეულში ერთიანად დაუარა. სწრაფად დაკეტა აივნის კარები და ოთახში შევიდა. ძილი არ ეკარება. არც უნდა რომ დაიძინოს, ჯერ ადრეა ცხრაც კი არ არის. რადგან ნია ბაქარის ყავს, მაშო ახლა წავა და ცოტანით სასტუმროს ბარში დაჯდება. ასე იზავს. სწრაფად ამოიცვა კედები და ოთახის კარები საიმედოდ დაკეტა. თვალები ბაქარის ნომრისკენ გაექცა უნებურად, საკუთარ ქცევაზე გაღიზიანებულმა თავი გააქნია და ლიფტში შევიდა. ბარში ჩასულს მაგიდებთან მსხდარი რამდენიმე წყვილი და მარტოსული გოგო ბიჭები დახვდა. რა დიდი სიამოვნებით მოილხენდა ახლა მეგობრებთან ერთად. ანა მაინც ყავდეს აქ ცოტას გაერთობოდა. -ძლივს არ დაგიჭირე მარტო. როგორ ხარ შე გადაკარგულო? უკნიდან მხიარული ზუკას ხმა მოესმა და წამებში გაბედნიერდა. რა კარგია! მარტო აღარ მოუწევს ბოდიალი, თან მეგობართანაც ცოტას წაიჭორავებს. ორი წელია ნორმალურად არ უსაუბია მასთან. სკამით მიტრიალდა მისკენ და გაიღიმა. ბაქარიც გაახედენდა, მაგრამ მასზე გაბრაზებას ჯერაც არ ქონდა გადავლილი. აი, თუ არ ნახავს მეგობარს. არა ბიჭოს მეუნარგიას დაეკითხება. მეგობარი გადაკოცნა ზუკამ და მის გვერდით სკამზე ჩამოჯდა. -როგორ გამიხარდა ახლა შენი ნახვა ვერც კი წარმოიდგენ._ აღიარა მაშომ და ბარს დაეყრდნო. -შენ წარმოიდგინე მეც. სად არის შენი აღსაზრდელი და მისი მამა? -ძინავთ ალბათ უკვე. ოთახშიც მომბეზრდა და ჩამოვედი. -ძალიან კარგი გიქნია დავლიოთ გინდა? დალევაზე ლოყები აუხურდა. ბაქარმა რომ არ დაალევინა სასმელი ის გაახსენდა. მის ჯინაზე დალევდა ახლა, მაგრამ არა, არ უნდა, ხვალ დილით თავის ტკივილი გააღვიძებს, ან დღეს ღამე საერთოდ ვერ დაიძინებს. მაშოს ფხიზლად ყოფნა კი არ მაწყობს, ღამის სტუმარი მყავს გამოსაჭერი. წვეთი არ დალიოს ურჩევნია! -არა ალკოჰოლი არ მინდა, წვენს დავლევ. ზუკასთან ჭორაობაში ისე გაირბინა ერთმა საათმა ვერც კი იგრძნო. ერთად წამოდგნენ ფეხზე და ლიფტში შევიდნენ, იქაც ბევრი აცინა ბავშვობის მეგობარმა და მერე თავის სართულზე დაემშვიდობა თვითონ კი ისევ ლიფტში გაუჩინარდა. ისევ იცინოდა მაშო, ზუკამ ისე სასაცილოდ მოყვა მისი პატარაობის ერთი ისტორია რომ სიცილი ვერაფრით შეიკავა. ოთახამდე ჩუმი კისკისით მივიდა. ის ის იყო საკეტიტისთვის გასაღები უნდა მოერგო, უკნიდან მეუნარგიას გამყინავი და საოცრად მკაცრი ბარიტონი რომ გასმა. -მე შენ უკვე სიზმრებში მგონიხარ! _ "შენ ვინ გეკითხება მე სიზმრებში ვიქნები თუ ბარში?!" ფიქრებში აუჯანყდა მაშო, მაგრამ ისე ადგილიდანაც ვერ გაინძრა. ხმის ამოღებაზე ხომ საუბარი ზედმეტია. _ კიდევ კარგი არ გესტუმრე! მომესმა თუ გესტუმრეო. როდის ღამით? ჩემთვის გამეცინა. მეუნარგია კი ხესავით იყო ერთადგილას და არ ინძრეოდა. ხმასაც აღარ იღებდა, ან რა ქონდა სათქმელი, საიდუმლოს ასე ადვილად რომ გათქვამ კაცი. ~~~~~~ -თუ გეგონა რომ მეძინა რატომ უნდა მსტუმრებოდი? იკითხა გამომცდელად და გასაღები კარებს მოარგო. მეუნარგიას ხმა არ ამოუღია ისე შევიდა ოთახში და საწოლისკენ წავიდა. დავიჯერო მაშო ვერ მიხვდა მეუნარგია, რომელ სტუმრობას გულისხმობდა? მართალი გუშინ ღამით ხმები ვერ გაიგო, მაგრამ გუშინწილ ხომ ესმოდა?! საწოლზე ჩამოჯდა და მაშოს მიაშტერდა, ესეც როგორ დაიბნა! -ნიაკოს ხომ არაფერი უნდოდა?_ ოთახში გამეფებული დაძაბულობის მოხსნა ცადა. -ნიას არა! მე მინდოდა რაღაც მეთქვა. -მოხდა რამე? - თბილისში რომ ჩავალთ, ნელი ბათუმში აპირებს წასვლას, ხათუნასთან და მინდა მთელი კვირა იმუშაო... თუ რა თქამ უნდა თანახმა ხარ. ესეიგი ჩანაფიქრს ასრულებს. რას ნიშნავს კვირასაც იმუშაოს. ერთი საცოდავი დღე აქვს ოჯახთან გასატარებლად და ეს ეუბნება იმუშაოვეო. არავითარ შემთხვევაში, თან მითუმეტეს დღეს დილით, როგორ უთხრა "გეგმები თუ არ შეიცვალა_ო." შეუცვლია უკვე გეგმები! ზუსტად მაგიტომ არ დათანხმდება. ნელიკო რა უცებ გაისტუმრა ბათუმში. მაგრამ ნიაკოს მართლაც რომ სჭირდება მისი მოვლა, მთელი დღე მეუნარგია რას გაუკეთებს ბავშვს, ნორმალურად საჭმლის გამზადებაც არ იცის. -მე მეგონა კვირა დღეს ოჯახთან გავატარებდი. _ დანანდებით ჩაილაპარაკა. მეუნარგიას ტუჩის კუთხეში გაეღიმა და საწოლზე ხელები გადააწყო. -გაატარებ კიდეც. ისევ ორაზროვნად აჭიკჭიკდა. როგორ გაატარებს თუ უნდა ამუშაოს, ან იქნებ მისი ოჯახი იგულისხმა. ხო აბა სხვანაირად არ გამოდის, ანუ მეუნარგია მაშო და ნია! მაშომ გაკვირვებულმა შეხედა უფროსს და ფეხსაცმელები იქვე დააწყო, ფეხები კი ფლოსტებში გაუყარა და მეუნარგიასკენ წავიდა. გვერდით ჩამოუჯდა, ახლა თვალებში ეს ცუღლუტი გოგო აკვირდება, ჭინკები ისევ ცეკვავენ! -ოჯახთან ერთად გავატარებ კვირა დღეს? _უფრო კონკრეტულად აინტერესებს რა იგულისხმა მეუნარგიამ. -აუცილებლად! -მპირდები?_ როგრო შეუჩნდა ეს ერთი ციდა გოგო. ბაქარიმ ხმამაღლა ამოისუნთქა და გაიღიმა. -ნაწილობრივ. -რას ნიშნავს ნაწილობრივ?_ მხარი ოდნავ გაკრა უფროსს და ისევ გასწორდა. -კვირამდე თუ მოიცდი აუცილებლად მიხვდები. ახლა კიდევ დაწექი და დაიძინე 11 სრულდება._ისევ დაიწყო მაშოს დარიგებები. როგორ უშლის ზოგჯერ ნერვებს. -არ მეძინება ჯერ! შენ გეძინება? -არა. აივანზე გავიდეთ და დავსხდეთ გინდა? -მინდა! სხარტად წამოიყვირა და საწოლიდან გადმოხტა. როგორ ცერცეტობს, ასეთი სულ არ მოეწონება მეუნარგიას და ნახავს. მის ყველა საქციელში ჩანს როგორი ბავშვურია და კიდევ აქეთ აქვს პრეტენზიები, პატარას როგორ მეძახიო. ბაქარმა საწოლზე გადაფარებული საბანი მიაწოდა და აივნისკენ გაუშვა, მე დაბლიდან რაღაცეებს ამოვიტან, თან ნიაკოს დავხედავოო. აივანზე ერთლი მთლიანი სავარძელი იდგა. თავისუფლად მოკალათდა და საბანი მიიფარა, ერთი საათიც და გაზაფხული შემოიპარება! მაგრამ მაინც როგორ ცივა, თან აქვე ტყეა და რა გასაკვირია... ოთახის კარების ხმაზე თავი უკან მიატრიალა და მინის კარებში ბაქარი დალანდა, საგორიალო მაგიდა მოქონდა. -ცხელი ყავა მოვიტანე, ცოტას ჩაგვათბობს. მაგიდა სავარძლის წინ დადგა, თვითონ საბანი ასწია და შიგნით შეძვრა. წეღანდელი სიცივე სულ გადაავიწყდა. ერთმა საბანმა და საყვარელი მამაკაცის სიახლოვემ ისე გაათბო. მთელი სხეული აეწვა. ბაქარის ამღვრეული თვალებით გადახედა და გაუცინა. როგორი სხვანაირები არიან, ორივემ იცის რასაც გრძნობენ,მაგრამ არცერთი იტეხავს იხტიბარს. მეუნარგისი მესმის, ცოლი ყავს გარდაცვლილი და ერიდება სერიოზულ ურთიერთობებს, მაგრამ ეს გოგო რატომაა ასე ჩუმად, ცოტა გააქტიურდეს, თორემ ლანგრით არავინ მიართმევს ოჯახს,რომელზეც ნატრობს. -სულ ასეთი მკაცრი ხარ ხოლმე? -მე ვარ მკაცრი?_ საჩვენებელი თითი თავისკენ მიატრიალა მეუნარგიამ და გაიკვირვა. -ხო შენ! თავიდან მუშაობა რომ დავიწყე შენი მეშინოდა ხოლმე. -თავიდან არც მე მომწონდი._ სავარძელში უფრო კარგად მოკალათდა მეუნარგია და მთვარიან ცას გხედა. -რა მაქვს შენი დასაწუნი?_ იწყინა ძიძამ და გაბუტულმა ოდნავ წინ წამოსწია ტუჩები, ნეტავ რატომ?! -მოდი ვაღიაროთ თავიდან არაფრის აზრზე არ იყავი. -რას გულისხმობ?_ დაიბნა ისევ. -შენ საქმიანობას._ დასცინა უფროსმა. -ვაღიარებ. მერე რა არის ამაში სასაცილო?_ ონდავ გაცხარდა. -შენ სულ ასეთი გულუბრყვილო ხარ?_ მანძილი შეამცირა მეუნარგიამ და მაშოსთან ახლოს დაჯდა. კიდევ უფრო მოეკიდა ცეცხლი. -არა! ეს შენ დამცინი სულ. -მე შენ არ დაგცინი! უბრალოდ ცოტას ვხალისობ . -მოიცადე, მაგით რისი თქმა გინდა,რომ მე შენი სამსახარაო ვარ? ყველაფერს არასწორად რატომ იგებს ეს გოგო, კაცი ცდილობს საუბარი უფრო შინაურული გახადოს და ეს კიდევ შეტევაზე გადადის. თან მგონი ეფლირტავება კიდეც მეუნარგია. -არასწორად გესმის რასაც მე ვამბობ. აღარ ისურვა საუბრის გაგრძელება უფროსმა. სავარძლიდან წამოდგა და საბანი მაშოს გადააფარა. "მოიცადე მიდის?" ფიქრებმა შიშით გაკრეს მის გულს. ფეხზე წამდოგომა ცადა ,მაგრამ ვერ ადგა, ან რა უნდა ეთქვა რომ ამდგარიყო.თბილად საუბარი არ ისურვა და ახლა ხმის ამოღების უფლებაც არ აქვს. ბაქარმა თვალი ჩაუკრა გაუღიმა და აივანი დატოვა. საბანში უფრო მოიკუნტა და ასლუკუნდა, უცრემლოდ, მაგრამ გულიანად. ფინჯანი ყავა ისე გამოცალა არც კი დაფიქრებულა, აივნიდან ოთახში დაბრუნებასაც არ აპირებდა. მთელი ღამე აქ იჯდება და გაიყინება! არ ეძინება თან ამ ყავამაც როგორ იმოქმედ წამებში მოაფხიზლა. ხვალიდან სულ სხვანაირად დაიწყებენ ცხოვრებას, ისევ თბილისი. საკუთარ თავზე გაბრაზებულმა საბანის კუთხეები მუჭში მოიქცია და ოთახში დაბრუნდა. საწოლზე დაწვა, სიცივემ ისევ ძვალრბილში დაუარა. ბაქარი რომ აქ იყოს მთელ სხეულზე ალს მოსდებდა. თვალები დახუჭა, იქნებ დამეძინოსო. რული არაფრით არ მიეკარა, დიდხანს იწრიალა საწოლში, საათს რომ დახედა ორი სრულდებოდა! გაზაფხული დადგა...ახლა ვერაფერს ვერ გრძნობს, ალბათ ხვალ დილით უფრო იგრძნობა სეზონის ცვლა. რა წყნარად დათმო ზამთარმა ასპარეზი, ბოლო პერიოდი სიცივეებიც კი დაათბო. აივანზე ფხაკუნის ხმა რომ გაისმა გული შეეკუმშა. ფეხისთითებში ისე ძლიერად დაუარა ჟრუანტელმა რომ წამით მგრძნობელობაც კი დაკარგა. საბანი თავზე მაგრად წაიფარა და გაისუსსა. "ქურდია! რა ვქნა ახლა, უცებ რომ წამოვხტე და ბაქართან გავიქცე ოთახში?" აივანზე სიჩუმემ დაისადგურა, აღარაფრის ხმა არ ისმოდა,მაგრამ ისე მძაფრად ყავდა შიშს შეპყრობილი რომ ხმები ჯერ კიდევ ესმოდა! მგრძნობელობა დაკარგული მარჯვენა ფეხი მეორე ნაპირისკენ გაწია და სწრაფად გადახტა საწოლიდან. ნელი ნაბიჯებით მივიდა გასასვლელ კართან, თან ცალ თვალს აივნისკენ აპარებდა შესინებული. გარეთ გასულმა სწრად გაირბინა დერეფანი და ბოლო კარს მიაწყდა. ძალიან ნელა დააკაკუნა, მაგრამ ხმა არავინს გასცა. "ძინავს ალაბთ" უფრო მაგრად მოუვიდა დაკაკუნება, კარების იქით ნაბიჯების ხმა გაისმა წამებში კი თმააბურდული და თვალებდასიებული მეუნარგია აესვეტა წინ. რას ნიშნავს მეუნარგია აესვეტა წინ? აბა იქ ოთახში ვინ შეიპარა? თან როგორი ნამძინარევი სახე აქვს, გამორიცხულია ეს კაცი წამების წინ იქ მაშოს აივანზე ყოფილიყო. მართლა ქურდი შეიპარა ნუცბიძის ოთახში? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, აივნიდან ამ ოთახამდე მოღწევას დრო ხომ სჭირდება, ბაქარი კი ამას ვერანაირად შეძლებდა. შიშმა მაშოსთან ერთად ჩემშიც დაიბუდა. -მაშო, რა სახე გაქვს ხომ მშვიდობაა?_ იკითხა აღელვებულამ და გოგონას მკლავზე მოკიდა ხელი. ნერვიულობისგან ენა სულ ჩაუვარდა საწყალს.. ფეხები ვერ დაიმორჩილა რომ ბაქარს ოთახში შეყოლოდა. _ მაშო, კარგად ხარ?_უფრო ანერვიულდა უფროსი. საჩვენებელი ხელი თავისი ოთახისკენ გაიშვირა და აბუტბუტდა. -იქ.... ჩემთან,.. ჩემს აივანზე.. ქურდია. ანერვიულებულმა გრძნობები ვეღარ მოთოკა და ბაქარის წინ აზლუქუნდა.სახე სულ გაუქვავდა მეუნარგის, გოგონა საწოლზე დასვა თვითონ კი კარებს უკან გაუჩინარდა. ახლა წავა და იმ ქურდს აივნიდან გადაუძახებს. შეშინებულმა ძიძამ ნიას გახედა და საწოლზე აძვრა, საბნის ზევიდან მოიკუნტა და ცრემლები მოიწმინდა. კარების ხმა რომ გაიგონა გადმოტრიალება სცადა, მაგრამ ისევ დაკარგა მგრძნობელობა სხეულში. ბაქარი საწოლს მიუახლოვდა და მაშო ოდნავ შეაღვიძა. -მაშო, გასწორდი და საბანში შეწექი. ძალიან თბილი ბარიტონი ქონდა მეუნარგიას. მაშოს წელზე და ფეხებზე ორივე ხელი მოხვია და საწოლიდან ბუმბულივით ააფრიალა. შიშისგან და ბედნეირებისგან გული ასმაგად აფართხალდა. მეუნარგის ხელები კისერზე დააწყო და თავი გულზე მიადო. ახლა მთელი ღამე ასე რომ გაატაროს მასზე ბედნიერი არავინ იქნება. მეუნარგიამ საბანი გაასწორა და მაშო შიგნით ჩააწვინა. ბედნირება ხანმოკლე, მაგრამ დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. საბანი კარგად გადააფარა ძიძას და თვითონ სავარძელში მოკალათდა. დილით თვალები რომ გაახილა უცხო გარემომ ცოტა შეაშინა. თან აივნის ამბების გახსენებისას სულ აკანკალდა. მძინარე ნია რომ დაიანხა ერთიანად დამშვიდდა და დაწყნარდა. ოთახს თვალი მოავლო, სავარძელზე მიგდებულმა პლედმა მისი ყურადღება მიიქცია და მიხვდა რომ მთელი საღამო მეუნარგია იმ სავარძელზე იყო გატანჯული. ფეხზე ნელა წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა. ხომ თქვა გაზაფხული დილით უფრო იგრძნობაო. ოთახის კარების ჭრიალმა ისევ შეაშინა. უკან დაფეთებული მიტრიალდა, ბაქარის დანახვისას გაეღიმა და მისკენ წავიდა. -დღეს როგორ გრძნობ თავს?_ ისევ ისეთი თბილი ბარიტონი ქონდა. მხარზე ხელი ნაზად ჩამოუსვა და თვალი ჩაუკრა. -ახლა კარგად ვარ, მაგრამ გუშინ შემეშინა. ისე მოძვრებოდა ვიღაც. -მოგეჩვენა, მაშო, არავინ არ ყოფილა აივანზე, თან ნუ გავიწყდება მეოთხე სართულზე ხარ და ეგრე ადვილად ვერავინ ამოძვრება და ჩაძვრება. დაამშვიდა უფროსმა და სავარძელში მიგდებულ პლედს დასწვდა, ლამაზად დაკეცა და ისევ იქ დადო. რას ნიშნავს მოეჩვენა, მეც დავინახე როგორ მოძვრებოდა წინა დღეებში უცნობი მაშოს აივანზე... ბაქარი რაღაცას იტყუება, იქნებ ეს ეხმარება ვინმეს. არაა გამორიცხულია! ასე რომ იყოს რაღაცას მაინც შევატყობდით, ამას კი ისეთი მშვიდი სახე აქვს... ე.ი. ქურდმა დრო იხელთა და აივნიდან სწრაფად გაიპარა. -ხო რა ვიცი, მე კი გამისკდა გული. -პატარა, მშიშარა, ეშმაკი ხარ. დღეს დავბრუნდებით თბილისში და შიშებიც გაგიქრება. >>> თბილისში დაბრუნებულებს ნელიკო სახლში დახვდათ. ქალმა შვილიშვილი ისეთი სიყვარულით ჩაიკრა გულში. მაშომ წამებით ინანა იქ დარჩენა კიდევ რომ უნდოდა, ნელის მონატრებულ თვალება რომ უყურებდა თავისი სურვილების რცხვენოდა. მეუნარგიასკენ რამდენჯერმე ჩუმად გააპარა მზერა. დედას თავზე აკოცა და თავის ოთახში შეიკეტა. ახლა ცოლის სურათებს შეხედავს და ისევ ის გაახსენდება, მაშო კიდევ ძიძად დარჩება! ნელიმ მაშოც ჩაკოცნა, მერე იქაური ამბები გამოკითხა და სადილი გაუწყო. ბაქარმა უარი განუცხადა არ მშიაო და სახლიდან წავიდა. მაშოს ფიქრები მართლდება, ნამდვილად ვიღაც ყავს და მასთან ეჩქარება. ალბათ ის გაუმზადებს საჭმელს და მასთან ერთად ბედნიერი ისადილებს. ცრემლები ლამის გამოყარა ამის გაფიქრებისას, ისე ჩაეწვა გული. ნელიკოს ბოდიში მოუხადა, დაღლილი ვარო და თავის ოთახში შევიდა. საწოლზე მოიკუნტა და ატირდა! ამ ხნის მანძილზე პირველად მოუნდა ბაქარის გამო დაღლამდე ეტირა. არ აინტერესებდა, გამოფხიზლებულს თვალები დასიებული და ჩაწითლებული რომ ექნებოდა. ახლა ტირილი მისთვის ერთადერთი მკურნალი წამალი იყო. ფეხსაცმელები სწრაფად გაიხადა და საბანში ჩაცმული გაეხვია. სხვა დროს ამას არაფერით არ დაუშვებდა, საწოლში ტანსაცმლით რომ წვებოდა ონო იმას კლავდა, ჰიგენას საერთოდ არ იცავო. ახლა კიდევ თვითონ როგორ არის წამოკოტრიალებული. ცრემელბი საბნის კუთხით შეიმშრალა და თვალები დახუჭა. ეძინება გზამ და უარყოფითმა ემოციებმა დაღალა. თან გუშინდელმა ამბებმა, ისე გამოაცალეს არაქათი. მაინც ვერაფრით მოიშორა ფიქრები ღამის სტუმარზე, რომელიც დაუკითხავად შეეჭრა ოთახში. გულის სიღერმეში, გრძნობდა რომ იმ პიროვნების არ უნდა ეშინოდეს. საკუთარი თავის ფსიქოლოგიურად დარწმუნებაც კი დაიწყო, მაგრამ ვერაფერს გახდა. მეუნარგიაზე და მის საყვარელზე ფიქრი არაფრის საშუალებას არ აძლევდა. განაწყენებულს ჩაეძინა. თვალები რომ გაახილა პირველი რაც თვალში მოხვდა ტანსაცმელი იყო. ელდანაკრავივით წამოხტა ფეხზე და საწოლიდან საბანი სწრაად გადმოაგდო. თეთრეულიც მას მიაყოლა და ყველაფერი ერთად დაახვია. საკუთარ თავზე საშინალდ ბრაზობდა როგორ გამოშტერდა ისე რომ საწოლში ტანსაცმლიანად დაწვა. დახვეული თეთრეული, მისაღებში გაიტანა და სააბაზანოსკენ წავიდა. ნელი გაკვირვებული უყურედა, ახალთახალ თეთრეულს რომელიც წასვლამდე 1 დღით ადრე გადააკრა მაშომ. სარეცხ მანქანაში შეყარა. ხელები დაიფერთხა და მისაღბში გავიდა. -ტანსაცმლიანს ჩამძინებია და...._ თავი გაიმართლა ძიძამ. -შენც ჩემსავით გყვარებია წვრილმანებზე ყურადღების გამახვილება. მეც ეგრე ვარ, ბაქარი სახლში რომ მოდის და ქურთუკს მისაღებში ტოვებს ვბრაზდები ხოლმე._ მხარი აუბა მაშოს და ცხელი ყავა დაასხა._ ყავას ხომ დალევ შვილო? -კი ყავას დავლევ, ცოტას გამომაფხიზლებს. ნიაკო თქვენ დააძინეთ? ძალიან დიდი ბოდიში, ისეთი გათიშული ვიყავი. -არ გრცხვენია მაშო მაგას,რომ მეუბნები. რაც შენ მოხვედი შვილიშვილო მომანატრე, ხელიდან არ უშვებ. გაეხუმრა მოხუცი და ფინჯანი მაშოსკენ გაასრიალა. შემოსასვლელი ოთახიდან კარების ხმაზე ორივემ იქით გაიხედეს. "გაერთო ვაჟბატონი და მოვიდა." ჩაიჩურჩულა ფიქრებში და მისაღებში შემოსულ უფროსს ზურგი აქცია. -ცხელი ყავას მეც დავლევდი. გარეთ საშინლად ცივა. "ვერ გაგათბო კნეინამ?!"_ ისევ წაკბინა ფიქრებში მეუნარგიას საყვარელს. -ახლავე დედა, გაცივდებოდა წყალი და თავიდან ავადუღებ. ნელი სამზარეულოში გავიდა. ბაქარი მაშო გვერდით დივანზე ჩამოჯდა და დაჟინებით მიაჩერდა ნუცუბიძეს. ეს ყურადღებასაც რომ არ აქცევს, დაუჭერია ფინჯანი და ყავას წრუპავს, თან ტელევიზროში სახალისს გადაცემას უყურებს. ბაქარმა ხელები ლოყებზე მიიდო და დედას გახედა სამზარეულოში. უხერხული სიჩუმე ნელის ფეხის ხმამ დაარღვია, ფინჯანი ბაქარს მიაწოდა და ბავშვის ოთახისკენ წავიდა დავხედავო. -ნელი უნდა გავაცილო და წამოხვალ?_ კითხა ძიძას და გვერდულად გაუღიმა, "ნეტა იმ კნეინასაც ასე უღიმის?" ვერ დაამშვიდა გული. თვალი აარიდა მეუნარგიას და ისევ ტელევიზორს გახედა. -წამოვალთ! -ბებოს გოგომ გაიღვიძა._ მხიარულ ნოტზე დაიწყო საუაბარი ნელიმ და თვალებ დასიებული, თმა აბურდული, სოსკით პირში ნიაკო გამოიყვანა მისაღებში. ისეთი გათიშული სახე ქონდა პატარას რომ სიცილი ვერცერთმა ვერ შეიკავა. ბაქარი შვილისკენ წავიდა და პიჟამოს ზედა აუწია, მუცელზე აკოცა და დედას გამოართვა, თან ყურში რაღაცეებს სასაცილოდ ეჩურჩულებოდა. მაშო ფეხზე წამოდგა და ბავშვის ტანსაცმელი გამოართვა ნელის. -შევალ მე ჩემს ოთახში ტანსაცმელს უცებ ჩავალაგებ და გამიყვანე სადგურზე დედი ხო?_ თან ოთახისკენ მიდიოდა თან საუბრობდა. -გინდა ჩვენ წაგიყვანთ?! -არა დედა რას ამბობ! ისედაც დაღლილები ხართ და ამხელა გზაზე, ჩადი ჩამოდი! არა! _ შეიცხადა უცებ და ოთახში გაუჩინარდა. -მიდი მამიკო, ძიძა ჩაგაცმევს, ჭამე და ბებო გავაცილოთ. როგორ გააბრაზა. "ძიძა" რომ არ ეთქვა, თვითონ არ იცოდა რა სტატუსითაც იყო მეუნარგიების ოჯახში. ბავშვი გაბრაზებულმა წაართვა და დივანზე დაასკუპა, ისიც სოსკას ათამაშებდა პირში და რაღააცებს ხატავდა თითებით. მეუნარგიამაც შეკრა წარბები და მანქანის გასაღებს ხელი გაბრაზებულმა დაავლო. სამზარეულოში წყალი დალია და ნელიკოს შესძახა ბარგს მე ჩავიტანო. უკვე გამოპრანჭულმა ნელიმ შარფი მჭიდროდ შემოიხვია ყელზე და პატარა ჩანთა შვილს მიაწოდა. მანქანაში უხმოდ ისხდნენ, დრო და დრო სარკეში უკან მჯდომ შვილს და ძიძას გახედავდა ხოლმე მეუნარგია და წარბებს კრავდა. მაშოც წარბაწეული დაუხვედრებდა ცივ და თბილ მზერას. ნელი თავისთვის რაღაცას ესაურებოდა შვილს და აღმზრდელს, მაგრამ არცერთს არ ესმოდა ბოლომდე აზრი. პატარა იმდენხანს კოცნა ბებიამ სანამ არ აატირა, მერე ხელისქნევით გააცილეს და წამოვიდნენ. -არ გშია? "წესით შენ დანაყრებული უნდა იყო!" -არა გმადლობ ვჭამეთ ჩვენ!_შეახსენა დილის ამბები ამბები. -ეგ იყო დილით, ახლა ვიცი რომ გშია. აქვე ერთი კარგი პატარა რესტორანი ვიცი შევიდეთ და ვჭამოთ. -ხო რა ვიცი, როგორც გინდა. საერთოდ აღარ აქტიურობს მაშო, ახლა ასპარეზი ზამთრის მსგავსად გაზაფხულთან ერთად მეუნეგიას დაუთმო. მაშოს ტელეფონი ჩანთაში ახმაურდა, სწრაფად დახედა ძმის ნომერს და გახარებულმა უპასუხა. -ონო, როგორ ხარ? -კარგად ვარ შენ როგორ ხარ, ძიძა?_ ისევ დასცინის, საძაგელი. -ნუ მეკაიფები შენ მე! სად ხარ ? -სად ვარ და ბიჭებთან ერთად ლუდს ვსვამ, შენ სად ხარ? თუმცა სად იქნები ალბათ ბავშვის საჭმლით მოთხუპნული ზედით ზიხარ მისაღებში და ბავშვს არწევ._ ონოს ფანტაზიას დასასრული არ აქვს, თან თავის ნათქვამზე თვითონ რომ კვდება სიცილით. მასხარაა ამხელა ბიჭი. -აღარ დამირეკო შენ საერთოდ, დეგენერატო! -ხო კარგი რა იყო, ვიხუმრე. ნუ ავარდები ხოლმე. მართლა სად ხარ? -რესტორანში მივდივართ._ ისეთი ხმის ტემბრით ალაპარაკდა თითქოს და ომი მოუგო ძმას. -ასწორებს ძიძობა. მეც უნდა ვცადო. -კარგი ახლა შემეშვი და მერე მე დაგირეკავ. დედა და მამა მომიკითხე. ტელეფონი გათიშა და ჩანთაში გაბრაზებულმა ჩაუძახა, როგორ შეეცვალა ხასიათი დილის მერე. რა უნდოდა მეუნარგიას, დატეულიყო სახლში. საყვარელს სხვა დროს ვერ ნახავდა, ბაქარს ხმა არ ამოუღია, რესტორანთან ახლოს გააჩერა მანქანა და შვილი სავარძლიდან გაანთავისუფლა. მაშო გვერდით დაიყენა და ასე შეხმატკბილებულები, ოჯახივით შევიდნენ რესტორანში. თავისუფალ მაგიდასთან ბავშვის სკამი მიაჩოჩა მეუნარგიამ და ნია შიგნით ჩასვა. მერე მაშოს გამოუწია სკამი და ჯელტმენურად დაეხმარა დაჯდომაში. ჩუმად გაეცინა ნუცუბიძეს ბაქარის საქციელზე და სახეზე ხელები აიფარა. მენიუს ორივემ ერთად გადახედა, ბაქარს რაც მოსწონდა მაშო იწუნებდა, ან პირიქით. გადაწყვიტეს ორივენ ერთი და იგივე კერძი შევუკვეთოს. -მაშო, დავიღალე, რამე გემრიელი აარჩიე და ის შევუკვეთოდ. გამძვრა სული შიმშილით._ დაღლილმა ჩაილაპარაკა და თავისი მენიუ მაგიდაზე დადო. მაშომ კერძი აარჩია ბაქარისთან ერთადაც განიხილა და მენიუ მაგიდაზე დადო. მეუნარგიამ მიმტანს შეკვეთა მისცა და ისევ მაშოს მიუტრიალდა._ ეს კვირა შვებულება მაქვს და რა გავაკეთოთ, სახლში ვისხდეთ? "შენ საყვარელი არ გელოდება თუ მთელი კვირა მისგანაც შვებულება აიღე?" -მე მეგონა საქმეები გქონდა ლოპოტიდან რომ წამოგვიყვანე. -საქმეები მქონდა, მაგრამ უკვე მოვაგვარე. "ერთი საათით მისი ნახვა თუ გაკმაყოფილებს კარგად ქონია იმ დედაკაცს საქმე."_ სისინს აგრძელებდა ძიძა. -სახლში ვიყოთ, წყნარად და მშვიდად._ შესთავაზა ნუცუბიძემ და წვენი მოსვა. -როგორ ფიქრობ დღეს ღამე კიდევ მოგიწევს ჩემს ოთახში დაფეთებულს შემოვარდნა? გამომცდელი ღიმილი დასთამაშებდა მეუნარგიას სახეზე. ამ საძაგელმა კაცმა რაღაც იცის და არ ამბობს, ან რატომ უნდა ეშინოდეს, რომელი სულელი შემოვარდება მეუნარგიების სახლში ღამით მაშოს სანახავად... თუნაც გასაქურდად. -ვეჭვებო აღარავინ შემაწუხებს. -აივნის კარები ყოველი შემთხვევისთვის ჩაკეტე... ირონიანარევი ხმით დაარიგა და შეკვეთილი კერძი დააგემოვნა. რესტორნიდან ისევ სიცილით გამოვიდნენ, მაშომ თავისი ბავშვობის ხულიგნობები მოუყვა... ბაქარმაც ისე იხალისა ვაჟკაც მაშოზე. სახლში მისვლისთანავე გადაურეკა ნელის და მოიკითხა, ჯერ ისევ გზაში იყო საწყალი. ნიასთან ერთად მისაღებში ხალიჩაზე დასხდნენ და სათამაშოებით სავსე კალათა ძირს დააგდეს. კუბიკებით სახელებიც ააწყეს, ბარბებითაც გართო მაშო და ნია. მეუნარგიამ ერთი ორი სამახსოვრო ფოტოც კი გადაუღო. საღამომდე ასე ისხდნენ და ათასი სისულელით ისრთობდნენ თავს, მერე ბაქარის ტელეფონი უსიამოვნოდ ახმაურდა. მისაღებში არ ინება საუბარი და თავის ოთახში შეიკეტა. მგონი ამ გოგოს გასამწარებლადაა ეს კაცი დაბდებული, როგორ ამწარებს ყოველ წუთას, არ შეუძლია ერთი დღის ბედნირება დღილს ბოლომდე შეარგოს. საყვარელმა დაურეკა და შეიძურწა. "ნეტავ ასეთს რას ეუბნება თავისი კნეინა, აქ რომ ვერ უპასუხებდა. სახელიც რა კარგი შევურჩიე. " ჩაიფხუკუნა და ხალიჩაზე გაწვა, ნიაკო უცებ ააბობღდა მუცელზე და მაშოს ზემოდან წამოწვა. -რა სიმძიმე ხარ შე მაიმუნო... ოდნავ გაპარული ხმით ამოჩურჩულა მაშომ და ნიაკოს გვერდებში მოუღუტუნა, ისიც აკისკისდა... ოთახიდან ტელეფონით ხელში გამოდიოდა ბაქარი. სცენამ საოცრად გაახალისა. სწრაფად ჩართო აპარატის ფუნქია და საოცარი კადრი დაიმახსოვრა! მერე ალბათ დაბეჭდავს და ოთახში დადებს ალბათ, არ ვიცი. მაშოს და ნიას თავზე წამოადგა და გაუცინა. ძიძამ გადატრიალებული თვალებით ახედა, უფროსს. გატანჯულს არც მზერის მოცილება უნდოდა, არც ის რომ თვალები ტკენოდა, მაგრამ ვერანაირად მოწყვიტა თვალი მოცინარ მეუნარგიას. ასეთი მეუნარგია მაშოს სუსტი წერტილი იყო... ასეთი მაშო კი ალაბათ მეუნარგიასი! ~~~~~~ ძალიან, ძალიან დიდი მადლობა, უსაზღვროდ მახარებს თქვენი სიტყვები და შეფასებები... უყვარხართ მე♥ს! <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.