შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იყავი ჩემი საყვარელი [თავი 7]


30-09-2017, 04:57
ავტორი მე♥
ნანახია 10 764

გონს რომ მოვიდა ისევ მაქსიმემ მხარზე ჰქონდა თავი ჩამოდებული, ამით მიხვდა რომ დიდი დრო არ გასულა და წამებში გამოფხიზლდა, მაგრამ მაინც საშინელი შეგრძნება ჰქონდა, თავბრუს ხვევა და გულის რევის შეგრძნება ერთიანად აწვებოდა.

-თავბრუ მეხვევა. _ჩურჩულით ჩაილაპარაკა და მეორე ხელიც მოხვია.

-დამშვიდდი, სუფთა ჰაერზე გაგიყვან. _თითები ლოყაზე დაუსვა და გასასვლელისკენ წაიყვანა.

ცივმა ჰაერმა უცებ გამოაფხიზლა, თავი წამოსწია და ღრუბლებს მოფარებულ მზის სხივებს ახედა. გრძნობდა როგორ უჭერდა თითებს გერლიანი.

-წარმოგიდგენია რა დამემართებოდა შენ რომ იქ არ მდგარიყავი?_ხმადაბლა ჩაილაპარაკა და მამაკაცს ახედა.

-არა, არ წარმომიდგენია, იმიტომ რომ მე იქ ვიდექი სადაც უნდა ვმდგარიყავი!

-რატომ არ გავხარ იმ ფულით გაბღენძილ ადამიანებს შიგნით რომ არიან?_გულწრფელი ინტერესით კითხა და მუქ თაფლისფერ თვალებში ჩააშტერდა.

-იქნებ ვგავარ?_ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა. ნინიამ ორჯერ ზედიზედ გააქნია თავი და გაურკვეველი ბგერები აღმოსთქვა.

-ნტ, არა და არა! საერთოდ არ გავხარ მათ და ეს ძალიან კარგია. _თვალებზე ღიმილი შეეპარა.

გერლიანმა წარბწეულმა გადახედა ყურებამდე გაკრეჭილ გოგონას და თავი ოდნავ გააქნია, მერე კი რესტორნის კარებისკენ გაიხედა სადაც მომღიმარი პატარძალი და სიძე იდგა. ნინიამ ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა, დაუფიქრებლად მოკიდა მკლავზე ხელი მამაკაცს და საკუთარი ინიციატივით წყვილისკენ დაიძრა.

-გილოცავთ და ბედნიერებას გისურვებთ.

სწრაფად მიაყარა, ვალი მოიხადა და მაქსიმეს მოქმედებას დაელოდა. დააფიქსირა როგორი თვალებით უყურებდა თეთრებში გამოწყობილი ქალი მის გვერდით მდგომ მამაკაცს და ეს ძალიან არ მოეწონა. თავი ზედმეტად იგრძნო, თითქოს იქ საერთოდ არ მდგარიყოო. თვალებით სჭამდა მეგი გერლიანს, მაგრამ მამაკაცს გამომეტყველება არ შეცვლია, გაღიზიანებული და ზიზღნარევი მზერით უყურებდა. მაქსიმემ ხმადაბლა მიულოცა და ბედნიერი მომავალი უსურვა, მერე ცალი ხელი ნინიას მოხვია წელზე და რესტორანში შეიყვანა.
დიდხანს არ გაჩერების სურვილი არცერთს არ ჰქონდა. ნინია ეკლებზე იჯდა, ერთი სული ჰქონდა როდის ეტყოდა მაქსიმე რომ წასვლის დრო იყო. კიდევ კარგი ლევანს მაინც იცნობს და ისიც აქ არის, თორემ ნამდვილად გაარეკავდა ამ გაურკვეველ და დამღლელ ხალხთან ყოფნით.

რატომღაც მაგიდასთან მარტო აღმოჩნდა, მაქსიმე და ლევანი ერთ-ერთ ნაცნობთან ერთად გარეთ გავიდნენ. ზუსტად ამ დროს არ ვიცი საიდან, მაგრამ ნაცნობი ფიგურა გამოჩნდა. ნინიამ უკმაყოფილოდ აატრიალა თვალები და მაქსიმეს დაუწყო ძებნა, თუმცა უშედეგოდ.

-ვიცოდი აქ რომ გნახავდი.

მამაკაცს ხმა ბედნიერი ჰქონდა. ყენიამ ზრდილობიანად გაუღიმა და მზერა აარიდა, არ
უნდოდა აგრესია გამოეწვია და რამე ცუდად, ან უხეშად ეთქვა. გიორგი მაქსიმეს ადგილზე დაჯდა და დაჟინებით დააკვირდა ნინიას. მამაკაცის მომთხოვნმა, ვნებიანმა და ნერწყვმომდგარმა მზერამ ძალიან დააბნია და უხერხულობა შეუქმნა.

-არ მელაპარაკები?

-არა, რატომ?_მხრები აიჩეჩა და ისევ კარს გახედა.

-შთაბეჭდილება მრჩება რომ გეშინია მაქსიმემ არ დაგვინახოს. _დამცინავად ჩაიალპარაკა და ხელი ფეხზე დაადო. ნინიამ სწრაფად დახედა მამაკაცის ხელს და თვალებდაქაჩულმა გაუსწორა მზერა.

-ხელი აიღე!_კატეგორიულად მოსთხოვა და ფეხი ოდნავ გაამოძრავა.

-გეშინია. _ხმა ისევ ცინიკური და ამაზრზენი ჰქონდა.

ნინიამ აკანკალებული ხელი მამაკაცის ხელს მოკიდა და უხეშად მოაშორა ფეხს, მერე კი სკამიდან წამოდგა და კარებისკენ მიტრიალდა. თვალებჩასისხლიანებული, ძარღვებდაჭიმული და ყინულივით ცივი მაქსიმეს დანახვისას თვალებში დაუბნელდა. ნელი ნაბიჯებით დაიძრა მამაკაცისკენ, ისე რომ უკან არ მიუხედავს.

-ძალიან გთხოვ წავიდეთ.

ხმადაბლა ჩაიჩურჩულა როგორც კი მიუახლოვდა და მაჯაზე თითები მოკიდა. გერლიანს ქალის სიტყვებისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ძარღვებდაჭიმული უყურებდა ისევ იქ მჯდარ გიორგის.

-მაქსიმე, ვერ ვარ კარგად და ძალიან გთხოვ წავიდეთ.

კიდევ ერთხელ გაიმეორა და ამჯერად მეორე ხელიც მოკიდა. მამაკაცმა ცალი თვალით დახედა ქალს და მისი სახის ფერის დანახვისას მთლიანად მოდუნდა, ყველანაირი სიბრაზე გაუქრა და ფერწასულს წელზე მოხვია ხელი. უსიტყვოდ მიტრიალდნენ რესტორნის გასასვლელისკენ და დაუმშვიდობებლად დატოვეს იქაურობა.

-პატარძალთან და სიძესთან უხერხულია, დავემშვიდობოთ. _ჩამწყდარი ხმით ჩაილაპარაკა ნინიამ.

-გიორგისაც ხომ არ დავემშვიდობოთ?_აღრენილი და ცინიკური იყო მაქსიმე.

-რა შუაშია გიორგი?_გერლიანის სიტყვები არ ესიამოვნა.

-ჰო, ალბათ კაბის ნაჭრის მატერიას და ხარისხს გიფასებდა. _სარკასტულად შესძახა და მანქანის კარი გაუღო.

-შენ იცი რომ გიორგისთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს.

-მაშინ იქნებ ამიხსნა რატომ აძლევს საკუთარ თავს უფლებას რომ შეგეხოს?_გერლიანმა ოდნავ აუწია ხმას და მანქანის კართან დაყუდებულ ქალს დააკვირდა.

-არ ვიცი, ალბათ მანიაკია.

-გაფრთხილებ! თუ დავინახავ, ან გავიგებ რომ ჩემს გარდა სხვაც გეხება ძალიან განანებთ!

ნინიას სიბრაზისგან და შეურაცხყოფისფან ძარღვები დაებერა, სუნთქვა გაუჭირდა და თვალებში ბინდი ჩამოწვა. ანერვიულებულს მთელ სხეულში გააცხელა და ააკანკალა.

-რაც არ უნდა იყოს და როგორი ურთიერთობაც არ უნდა გვქონდეს იმ ღამის შემდეგ შენ მე მაგას არ უნდა მეუბნებოდე!

ხმაში ძალიან დიდი იმედგაცურება და წყენა იგრძნობოდა, ოღონდ თავადაც არ იცის ამ ორმა გრძნობამ მაქსიმეს შემთხვევაში თავი ერთად რატომ მოიყარა და რატომ აგრძნობინა ნინიას თავი ასე ცუდად. მანქანაში ჩაჯდა, ღვედი შეიკრა და წინ გაიხედა, გერლიანისთვის აღარ მიუქცევია ყურადღება. მაქსიმე ადგილიდან არ იძვროდა, ღია კარიდან უყურებდა წარბშეკრულ ქალს რომელიც კუშტად გაჰყურებდა ჰორიზონტს.

-მე შენთვის ცუდად არაფერი არ მითქვამს, უბრალოდ გაგაფრთხილე. _”აუხსნა” და კარი მიუკეტა, თვითონ კი თავისი ადგილისკენ წავიდა.

>>>
სახლში შევიდა თუ არა უსიტყვოდ წავიდა თავისი ოთახისკენ, არც მაქსიმეს უთქვამს რაიმე.
კაბა გაიხადა და გაბრაზებულმა იატაკზე დააგდო, ფეხსაცმელები კუთხეში მიყარა, ჩანთა სავარძელზე ისროლა, თვითონ კი ნახევრად შიშველი საწოლზე გაწვა და ჭერს ახედა.

-”რა მემართება, რატომ ვარ ასეთი გაორებული და გამოფიტული?”_ჩურჩულით კითხა საკუთარ თავს და მუხლები მოხარა. _”ვგრძნობ რომ ჩემში ძალიან დიდი გარდატეხვა ხდება, ვგრძნობ რომ ყველაფერი შეიცვლება და ეს ურთიერთობა ასე უბრალოდ არ დასრულდება.”

ამოიგმინა და დაღლილმა თვალები დახუჭა. მართალია რესტორანში დიდხანს არ გაჩერებულან, მაგრამ მაინც ძალიან დაიღალა. ხმაურმა, უცხო ადმაიანებმა და გარემომ ერთიანად გამოფიტა, თანაც ბოლოს მომხდარმა ინციდენტმაც არ დატოვა დიდად კმაყოფილი. კაკუნზე თვალები დაჭყიტა და სწრაფად წამოჯდა საწოლზე. იქვე გადაფენილ თხელ პლედს დაავლო ხელი და ტანზე მიიფარა, მაგრამ მიხვდა რომ უხერხულ სიტუაციას შექმნიდა და სასწრაფო წესით შეწვა საწოლში, მხოლოდ ამის შემდეგ მისცა მაქსიმეს ოთახში შესვლაზე თანხმობა. გერლიანმა ოთახში კარი შეაღო და თხელ საბანში ჩამძვრალ ქალს შუბლშეკრული დააკვირდა.

-მოხდა რამე?_ინტერესით იკითხა ნინიამ და საბნიდან ოდნავ ამოძვრა. გერლიანმა გაკვირვებულმა მოავლო თვალი ოთახს და მზერა იატაკზე დაგდებულ კაბას დაასო. _ელვა ვერ გავიხსენი და რომ გავბრაზდი იატაკზე დავაგდე მერე..._სწრაფად დააბრეხვა ტყუილი, აბა იმას ხომ არ ეტოდა “რაღაც შენი სიტყვები ცუდად მომხვდა გულზე და იმიტომაც მივყარე ყველაფერო.”

-ხვალ არაფერი დაგეგმო.

-ხვალ რამე ხდება?_უფრო დაინტერესდა და თავი წამოყო.

-ხვალ ჩემი გეგმებით უნდა ვიმოქმედოთ. _მოკლედ “აუხსნა” და კარისკენ მიტრიალდა. _შემდეგში ელვა შესაკრავს თუ ვერ გახსნი შეგიძლია მე დამიძახო. _ვნებიანი ხმით ჩაილაპარაკა და უკანმოუხედავად გავიდა. ყენიამ თვალებმოჭუტულმა გაანალიზა მამაკაცის სიტყვები და ბალიშზე დაემხო.

>>>
დილით ტელეფონის ზარმა გამოაფხიზლა, თვალებმოჭუტულმა დახედა უცხო ნომერს და ძილისგან ჩახლეჩილი ხმით უპასუხა.

-გისმენთ.

-შენ კიდევ არ ამდგარხარ?_მაქსიმეს ხმის გაგონებისას ელდანაკრავივით წამოჯდა საწოლზე და წამებში გამოფხიზლდა.

-ეს რა ნომერია?_ტელეფონის ეკრანს დახედა.

-ჩემი ნომერია.

-მე რომ არ ვიცოდი..._დუდღინით ჩაილაპარაკა და ფეხზე წამოდგა. მაქსიმემ ხმამაღლა ამოხივნეშა. _აი, ახლა ავდექი.

წეღანდელ კითხვაზე გასცა პასუხი და გარდერობის დიდ სარკეში საკუთარი ანარეკლი შეათვალიერა. წონაში აშკარად მომატებულია და ალბათ ამ სიახლის გაგებისას მემეზე კმაყოფილი დედამიწის ზურგზე არავინ არ იქნება. ამ სახლში მოსვლამდე მართლაც ძალიან გალეული და დასუსტებული იყო, თვალებიც ჩაცვენილი და სახის კანი უძილობისგან აჭრელებული. ახლა ყველაფერი ფორმაში ჩაუდგა და ზურსტად ისეთი ნინია როგორიც ლილუს ამბებამდე იყო.

-დღეს რა გეგმები გაქვს?

-დღეს ლილუ მიმყავს ექიმთან, მერე სახლში მივიყვან და მერე თავისუფალი ვიქნები. _დღის განრიგს გადახედა გონებაში და თვალებმოჭუტულმა ჩაილაპარაკა. მისაღებში გასულმა თაროს თითი გადაუსვა და ტუჩი ცალ მხარეს ჩატეხა. _ოოო, მანამდე სახლი უნდა დავალაგო, თორემ მეგის არ ყოფნა შეგვეტყო. _თავისთვის ჩაიჩურჩულა და მისაღებს თვალი მოავლო.

-შეეცადე სამსახურიდან რომ დავბრუნდები სახლში იყო საქმე მაქვს. _ცივად ჩაილაპარაკა და ტელეფონი გაუთიშა. ნინიამ კოპებშეყრილმა დახედა ტელეფონის ეკრანს და უკმაყოფილო სახით მოისროლა აპარატი დივნისკენ, თან გული აუჩქარდა იატაკზე არ მოადინოს ზღართანიო.

>>>
ლილუს ექიმმა ძალია ბევრი ახალი და სასიხარულო სიახლე უთხრა, თითქმის ყველაფერი გამოსწრებულია ანალიზებში. აშკარად ძალიან დიდი წინსვლა და პროგრესი იგრძნობა მკურნალობით. ექიმის თქმით ამ ყველაფერს კიდევ რამდენიმე თქვე დასჭირდება და შემდეგ სრულიად გამოჯანმრთელებული და ფერმოსული დაუბრუნდება ლილუ ძველებურ ცხოვრებას.
ბავშვთან ერთად ბევრი ისერინა, ნაყინიც ჭამეს, ძველი დრო გაიხსენეს. მოენატრა ლილუსთან ერთად დროის გატარება, მართალია სამსახურის გამო ამას დილის საათებში ვერ ახერხებდა, მაგრამ ყველანაირად ცდილობდა ბავშვს უნინიაობა არ ეგრძნო.
სახლში გვიან მიიყვანა, მემეს ჩააბარა და თვითონ სახლში წავიდა. რა უცნაურად ჟღერს, საკუთარი სახლიდან მიდის მეორე სახლში სადაც დროებით ცხოვორბს.
თვალები ისევ აუჭრელდა, ღამის განათებებმა ციმციმი და გაურკვეველი მიმართულებით მოძრაობა დაიწყეს. ყენია იქვე ჩარჭობილ ბოძს ჩაეჭიდა და შუბლი ცივ რკინას მიადო, მაგრამ ამანაც არ უშველა. ჯიბიდან აწკრიალებული ტელეფონი ამოიღო და უკვე ნაცნობ ნომერს დახედა.

-ხომ გითხარი საღამოს შეეცადე სახლში იყო-მეთქი?_მაქსიმეს ცივი ხმის გაგონებამაც კი ვერ მოიყვანა გონს, ყველაფერი აჭრელდა და იგრძნო რომ ცოტახანში ფეხებში ძალა წაერთმეოდა. _ნინია, გესმის?_საეჭვოდ დადუმებულ გოგონას ჩასძახა.

-მაქს...თავბრუ მეხვევა. _ჩურჩულით ჩაილაპარაკა და ოდნავ ჩაიკეცა.

-სად ხარ?

-ჩემს სახლთან...კორპუსის წინ. _ლუღლუღით ცდილობდა ასოების ერთმანეთზე გადაბმას.

-არ გაინძრე, მანდ იყავი ახლავე მოვალ. ტელეფონი არ გამითიშო და შეეცადე რომ მელაპარაკო._კატეგორიული ტონით მოსთხოვა და სახლის კარები მთელი ძალით მიაჯახუნა.

-რაზე გელაპარაკო?

-არ ვიცი, რაზეც გინდა... 24 საათი სისულელებს ლაპარაკობ და ახლაც არ გაგიჭირდება. _გესლიანად წაკბინა საბრალო გოგოს. ყენიამ გაბრაზებულმა გადაატრიალა ტუჩები და ბოძის დახმარებით ფეხზე წამოდგა. იგრძნო რომ მაქსიმეს საძაგელმა ენამ და სიტყვემა გონს მოიყვანა, სუფთა ჰაერმაც უშველა და ღამის განათებებიც ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდნენ.

-აღარ მინდა შენი აქ მოსვლა, უკეთესად ვარ!

-იცოდე ნაბიჯი არ გადაადგა, მოვდივარ!

-ერთი ნაბიჯი, ორი ნაბიჯი, სამი ნაბიჯი. _გამხიარულებულმა ჩაილაპარაკა და წინ წავიდა.

-ყენია, დაგსჯი!_მამაკაცის ხმა მშვიდი, მაგრამ ყინულივით იყო. ნინიას ფეხი ჰაერში გაუშეშდა და ერთ ადგილზე დაყინულმა გადაწყვიტა გერლიანისთვის დაეჯერებინა.


წინ და უკან დადიოდა და მაქსიმეს მანქანის გამოჩენას ელოდებოდა, გაუმართლა გვიანია და საცობები არ არის. როგორც კი მანქანის ფარები დაინახა წელში გაიჯგიმა, მომლოდინე გამომეტყველება შეცვალა და მის წინ გაჩერებულ მანქანას გახედა. გერლიანი მანქანიდან არ გადასულა, ნინიას ელოდებოდა და შუბლშეკრული უყურებდა ქალს.

-ვჯდები ჰო. _მანქანის კარი გამოაღო, სავარძელზე მოკალათდა და ჩანთა მუხლებზე დაიდო.

-რატომ გეხვეოდა თავბრუ?_ხმადაბლა იკითხა და მანქანა დაძრა.

-მემემ რაღაცა უცნაური სალათა მაჭამა და ალბათ იმან მომწამლა, რამდენჯერაც ეგ სალათა ვჭამე სულ ასე მემართება...

-მაშინ საავადმყოფოში წავიდეთ და გადასხმა გაიკეთე._უცებ იპოვა გამოსავალი.

-ახლა თეთრხალათიანი კაცის, ან ქალის დანახვას მირჩევნია ისევ იმ ბოძთან ვიყო ჩაკეცილი. _დაჭყანულმა ჩაილაპარაკა და ფანჯრიდან გაიხედა. გერლიანს ტუჩის კუთხეში ცინიკურად ჩაეცინა, მაგრამ ამჯერად წარმოდგენა არ მაქვს რატომ.

მაქსიმეს აღარ ჩაძიებია, მისთვის ამ შემთხვევაში ერთი უარიც საკმარისი აღმოჩნდა.
მანქანა სახლთან გააჩერა, ჭიშკარი მანქანაში მოთავსებული “პულტით” გააღო და ეზოში შევიდა. ნინიამ ცალი წარბი მაღლა ასწია და ხმადაბლა ჩაშტვინა.

-როგორი ზარმაცი ხალხი ხართ ეს მილიონერები. _ირონიულად აწკიპა წარბები. მაქსიმემ ქალს გადახედა და მანქანა გააჩერა. _გადასვლა და ღილაკზე თითის მიჭერაც კი გეზარებათ და ყველანაირ კომფორტს იწყობთ ფეხების არგასამოძრავებლად.

-შენ თუ ასე წუხარ იმაზე რომ მე ჭიშკარი სხვა საშუალებით გავაღე, შემიძლია უკან გავიდე და ამის სიამოვნება შენ მოგანიჭო.

-იყოს არ მინდა. _მანქანიდან გადავიდა და სახლისკენ სწრაფი ნაბიჯებით წავიდა. _გასაღები შენ გაქვს?_კართან მისული შეყოვნდა და გერლიანს გადახედა.

-შენი სად არის?

-მემესთან დამრჩა.

>>>
ყავა, ნამცხვარი და საშაქრე სინზე დადო და მისაღებში გავიდა. გერლიანი დივანზე იჯდა და დაბალ მაგიდაზე დაყრილ ფურცლებს დაჰყურებდა. ნინიამ გაკვირვებულმა გადახედა მამაკაცს, როგორც წესი მაქსიმე ყოველთვის კაბინეტში მუშაობს. სინი ფრთხილად დადო მაგიდაზე და ფურცლებში ამოცნობილ ქვითრებს პირდაღებულმა დახედა.

-ეს...ეს ყველაფერი შენ უნდა გადაიხადო?_ლუღლუღით კითხა და თვალები დააჭყიტა. მაქსიმემ ქვემოდან ახედა ქალს და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. _ღმერთო ჩემო, 1245 ლარი?_აღშფოთებულმა შესძახა და დენის გადასახადი კიდევ ერთხელ გადაიკითხა. _ამ სახლისაა?

-არა ოფისის გადასახადებია. _ქალის გაოგნებული სახის დანახვისას ღიმილი ვერ შეიკავა. ქვითრები ერთად მოაგროვა და დიდ ფაილში ჩააწყო.

-პრინციპში 25 სრთულიან კორპუსს კი უნდა გაბრდღვიალება._თვალები ააფახუნა და დივანზე ჩამოჯდა._ ყავას ხომ დალევ? _ღიმილით კითხა და ფინჯანი წინ დაუდო.

რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს მაქსიმესთან თავს კარგად გრძნობს, მართალია მომენტებში უხერხულობაც აწუხებს, მაგრამ შებოჭილი არ არის. მაქსიმეს ცივი, უკარება და იდუმალი ხასიათი საშუალებას არ აძლევს მამაკაცი ახლოდან შეიცნოს.

გერლიანი ფეხზე წამოდგა და თავისი საძინებლისკენ წავიდა, მოულოდნელად ნინიამ ზურგს უკან დაგუდული ჰაერი რომ იგრძნო მიხვდა რომ მამაკაცმა ოთახში შესვლა გადაიფიქრა. ყენიამ ყავის ფინჯანი ინსტიქტურად დადო დაბალ მაგიდაზე და ნერწყვი ხმაურით გადაუშვა სასულეში. გერლიანი ოდნავ დაიხარა გოგონასკენ და ცივი ტუჩები კისერზე მიაწება. წამებში გაუცხელდა მთელი ორგანიზმი, მაქსიმეს ტუჩებმაც მალე დაიწყეს დნობა. თითები ერთმანეთში ახლართა და მუხლებზე დაიწყო, იგრძნო როგორ ჩაეცინა მისი ქმედებისას გერლიანს.

-დღეს დილით შენს სახელზე წერილი მოიტანეს. _სწრაფად წამოიძახა და ფეხზე წამოხტა. მაქსიმე დატოვა წელში მოხრილი და დივნის საძურგეზე დაყრდნობილი. მამაკაცს ტუჩის კუთხეში ირონიულად ჩაეცინა, თუმცა შეკრული შუბლით თუ ვიმსჯელებთ დიდად კმაყოფილი არ უნდა იყოს.

-შესაფერისი დრო ვერ შეგირჩევია. _ხრიწიანი ხმით ჩაილაპარაკა, დივანს შემოუარა და ყენიას წინ დადგა. _არ მიყვარს როდესაც დაწყებულ საქმეს შუა გზაში მაწყვეტინებენ!_ტონი შეცვალა და ორივე ხელით თავისკენ მიიზიდა. ნინიამ თავი ოდნავ უკან გადასწია და თვალებდაწვრილებულმა ახედა მამაკაცს.

-მერე და ვინ გითხრა რომ გაწყვეტინებ?! უბრალოდ გამახსენდა და გითხარი. _ჯიუტად არ გამოტყდა იმაში რომ ჯერ კიდევ ვერ დაიმშვიდა გონება და გული მაქსიმეს შეხებისას.

-ე.ი. არც შენ გაქვს სურვილი დაწყებული შევწყვიტო..._სიტუაცია თავის სასარგებლოდ შეატრიალა და ბაგეებზე მოწყვეტით აკოცა, მერე კი ტუჩები კისრისკენ გაასრიალა.

-ეგრე ნუ აკეთებ._ჩახლეჩილი ხმით ჩაიჩურჩულა და თვალები მაგრად დახუჭა. გერლიანმა მის სუსტ წერტილს მიაგნო და ახლა მოსვენებას აღარ აძლევს, როგორც კი ტუჩები ყელზე ეხება ითიშება, ეკლები ჩხვლეტს და ყველაფერი ავიწყდება.

-როგორ ნუ ვაკეთებ?_ ვნებამორეული ხმით კითხა და სპეციალურად ბაგეები ისევ ყელზე მიაწება, ამჯერად უფრო მაგრად და უფრო მომთხოვნად.

-აი, ახლა რასაც აკეთებ.

-კარგი, გავითვალისწინებ, ოღონდ სხვა დროს. _ყურთან ახლოს ჩასჩურჩულა და ტუჩები ნინიას ბაგეებზე გადაიტანა. ამჯერად არც ყენია მოდუნებულა, ცალი ხელი მის ძლიერ მკლავს მოხვია და ცალით მამაკაცის თმებს წაეთამაშა.

შეიძლება ეს ქალური ამბების ბრალი იყოს, მაგრამ ფაქტია რომ მასთან სიახლოვე სულაც არ იწვევს მასში გაღიზიანებას და ისიც ფაქტია რომ ამჯერად თავადაც იჩენს ინიციატივას.

გერლიანმა ცალი ხელი მაისურის ქვემოთ შეუცურა და შიშველ სხეულზე ცივი თითები დაუსვა. წამით ისეთი შეგრძენაბ ჰქონდა რომ ვიღაცა უთოთი წვავდა, მერე თითებმა მოძრაობა რომ დაიწყო ისიც იგრძნო როგორ აუვიდა ბოლო ზურგზე. მაქსიმემ მაისური ერთი ხელის მოძრაობით გადააძრო და ბიოსჰალტერის ამარად დარჩენილ ქალს ვნებიანი მზერით დააკვირდა მოღეღილ მკერდზე. თითები ოდნავ წამოზრდილ წვერზე დაისვა, ენის წვერით ქვედა ტუჩი დაისველა და გაავებული დაძეგერა ყენიას ბაგეებს.
>>>
დილით ტელეფონის ხმამ გამოაფხიზლა, თვალები ოდნავ გაახილა და ნავარჯიშები სხეულის დანახვისას ორივე ერთდორულად დაჭყიტა. მაქსიმეს გულ-მკერდზე თავდადებული მშვიდად ფშვინავდა და საერთოდ არ აწუხებდა ის რომ მისი ტელეფონი გაუჩერებლივ რეკავდა. ზლაზვნით გადაყო ხელი ტუმბოსკენ და ტელეფონის ეკრანს დახედა. ნომრის დანახვისას ნერწყვი სასულეში გაეჭედა და ხველა აუტყდა. ხმაურზე მაქსიმესაც გამოეღვიძა და ცალი თვალით გადახედა გაკვირვებულ და ნერწყვგადამცდარ საყვარელს. ნინიამ სენსორს თითი გადაუსვა და აპარატი ყურზე მიიდო.

-გისმენთ. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა და პასუხს დაელოდა.

-ნინია, დილა მშვიდობისა, ბოდიში ასე ადრიანად რომ გაწუხებ, მაგრამ შენთან საუბარი მინდა.

ყოფილი უფროსის ნომერი რომ დაინახა შოკი მიიღო, მერე მისი ასეთი თაფლივით ტკბილი ხმა რომ მოისმინა მაგან სულ გააოგნა. ბოლოს დიალოგი ძალიან ცუდად დაამახსოვრდა, უფროსმა ვიღაცა გამოცდილი კადრის გამო გაანთავისუფლა სამსახურიდან და თანაც აქეთ მიაყენა შეურაცხყოფა გაცდენების გამო, რომელიც რატომღაც მხოლოდ მაშინ დაფიქსირდა როცა უფროს აწყობდა. ყენია წარბაწეული წამოჯდა საწოლზე და ცალი ფეხი საწოლში აათამაშა, მაგრამ მისი ქცევით შეწუხებულმა გერლიანმა ფეხი ფეხზე დაადო და გააჩერა.

-იქნებ ასე მითხრათ. დღეს არ მცალია და ვერ მოვახერხებ. _მშვიდი ხმით ჩაილაპარაკა, არადა ერთი სული აქვს როდის ამოუშვებს მთელ ბოღმას და როდის გალანძღავს იმ გაბღენძილ ღიპიანს.

-სხვა რა გზაა, მინდა რომ სამსახურში დაბრუნდე. _უფროსის შემოთავაზების მოსმენისას ინსტიქტურად გადაიხადა საბანი, ფეხზე წამოდგა და აივნისკენ წავიდა.

-რაა?_ხმამაღლა იკითხა და საწოლზე, გულაღმა გაწოლილ გერლიანს გადახედა.

-ბევრი ვიფიქრე და ძალიან გვჭირდები, შენნაირი კარგი კადრის პოვნა არც თუ ისე იოლი აღმოჩნდა. _უფროსი აფერისტული “რეჩი” მისთვის ძალიან ჩვეულებრივი ამბავია, კარგად იცნობს ბ-ნ ვასოს და იცის როგორი მოძველებული ხერხებით ცდლობს თანამშრომლების შემორიგებას. როგორც სჩანს “არჩეულმა” კადრმა ვერ გაუმართლა და ახლა ძველებს დაუწყო ენაგადმოგდებულმა ხვეწნა.

-იცით ამ ეტაპზე ვისვენბ, მაგრამ რამდენიმე შემოთავაზება მაქვს სხვადასხვა დაწესებულებებიდან. თუმცა ალბათ ჩემს ადგილზე ყველა ძველ სამსახურს და გარემოს აირჩევდა. _ცინიკური ღიმილით ჩაილაპარაკა და საწოლზე მუხლებით დადგა.

-ანუ დაბრუნდები...-უფროსის გამარჯვებული ხმის მოსმენისას სიცილის სურვილმა შეიპყრო.

-მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სამი კვირით ფასიან შვებულებას დამიწერთ და ხელფასს გამიზრდით. _ღიმილით ახარა და საწოლზე გაწვა.

-ასე არ გამოვა..._ცივად ჩაილაპარაკ ვასომ.

-მაშინ მოგვიწევს ერთმანეთს ტკბილად დავემშვიდობოთ. მაცდენთ, ბატონო ვასო, დროებით.

ახლა უკვე ზუსტად იცის რასაც აკეთებს და არც ტელეფონის გათიშვის შეშინებია. იცის რა ნაბიჯს გადადგამს ვასო და როგორ შეეხვეწება ყველაფრის ფასად სამსახურში დაბრუნებას. ნინიასნაირი კადრი მართლაც რომ ძალიან იშვიათია, მითუმეტეს როცა საქმეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ყოველთვის. აღარ მისცემს არავის უფლებას რომ დაჩაგროს და თავი უბრალო ხელქვეითად აგრძნობინოს. ნინიასაც აქვს თავისი წინადადებები, პრინციპები და სურვილები, რომელიც უფროსმა უნდა შეუსრულოს, მაშინ მაინც როცა მისი სამსახურში დაბრუნება გულით უნდა. გერლიანმა ცალი ხელი მუცელზე მოხვია და ტუჩები მოღეღილ მკერდზე მიადო.

-არადა თვითონ გამომაგდო..._ხმადაბლა ჩაილაპარაკა და ტუჩის კუთხეში შეფარვით ჩაიცინა.

-ღირსი იქნებოდი!_ცინიკური სახით გადახედა კოპებშეკრულს და ცხვირის წვერზე აკოცა.

-არანაირად, უბრალოდ მაგისი დის მაზლს უნდოდა სამსახური და ჩემმა უფროსმა “როგორ გაწყენინებო.”_გაღიზიანებულმა წამოიძახა. მაქსიმემ თავის ქნევით გადახიადა საბანი და ფეხზე ადგა._მიდიხარ სადმე?_საწოლიდან წამომდგარს გააყოლა თვალი.

-სამსახურში.

-დღეს ხომ კვირაა?_ტუმბოზე მოთავსებულ საათს გადახედა, რომელზეც კალენარი იყო გამოსახული. _მაგრამ შენ ხომ უფროსი ხარ..._თავის კითხვას თვითონვე გასცა პასუხი, ფეხზე წამოდგა, თავისი მაისური გადაიცვა და კარებისკენ წავიდა.

ისეთი ურთიერთობა აქვთ ვერ ხვდება დილით საწოლში უნდა იკოტრიალოს თუ ადგეს და პირდაპირ გავიდეს. არ გავს ეს ერთი ღამის თავგადასავალს რომელიც დილით სრულდება და მერე ღამე ისევ თავიდან იწყება. თვითონაც ვერ ხვდება რატომ დარჩა მაქსიმეს ოთახში და რატომ დაუწყო უფროსს მისი ოთახიდან საუბარი, ან მაქსიმეს რატომ არ ჰქონდა ამაზე რეაქცია. ისე იქცევიან თითოს ეს ყველაფერი ასე უნდა ხდებოდეს და კონტრაქტი არაფერ შუაშია. დაბნეულია, საკუთარ ქცევებს ვეღარ აკონტროლებს და ჰქონია რომ რაღაცა ძალიან სერიოზული ხდება მის თავს.

კართან მისულს მაქსიმემ მაჯაში ხელი მოკიდა, თავისკენ მიატრიალა და შიშველ გულ-მკერდზე აიკრა.

-საით?_ყურთან დასჩურჩულა და ტუჩები ლოყაზე მიაწება.

-სამზარეულოში, ყავა მინდა.

ლოყებაწითლებილმა ააფახუნა თვალები და შიშველ ბარძაყზე თითები ნაზად დაისვა. გერლიანმა ტუჩის კუთხეში ჩაიღიმა, ქვედა ტუჩს კბილებით წაეთამაშა და ლოყებაწითლებულ ქალს გზიდან ჩამოეცალა. ნინიამ ნერწყვი ხმაურით გადააგორა და სწრაფი ნაბიჯებით გავიდა ოთახიდან.

თხელი კოჭამდე სარაფანა გადაიცვა და სამზარეულოში დაბრუნდა, მაქსიმე ჯერ კიდევ ოთახში იყო და სამსახურში წასასვლელად ემზადებოდა. ყავის ფინჯანი ბარზე დადო და მაღალ სკამზე შესკუპდა.

რამდენი ხანია არსად არ გასულა, არც ყავის დასალავებად, არც გასართობად. რაც ლილუს ამბები დატრიალდა იმის შემდეგ საკუთარი თავისთვის ნორმალურად არც მიუხედავს. სალონშიც კი არ ყოფილა ბოლო რამდენიმე თვეა. ამის არც ნერვები და არც სურვილი არ ჰქონია, ახლა ყველაფერი შეიცვალა, ლილუ თავს შესანიშნავად გრძნობს, მართალია ნინიას სიტუაცია ცოტა უცნაურია, მაგრამ დიდი სიამოვნებით გაისეირნებდა სადმე, თანაც ზაფხულია და ამინდებიც ძალიან კარგია. ნიკაპით ხელისგულს დაეყრდნო და მოწყენილი თვალებით დააკვირდა კარადის გამოღებულ კარს, რომლის დაკეტვაც ფინჯანის გამოღებისას დაავიწყდა.
გერლიანის საძინებლის კარების ხმააზე თავი უკან მიატრიალა და ოთახიდან გამოსულ მამაკაცს დააკვირდა. მუქი ლურჯი პიჯაკი და შავი პერანგი საშინლად უხდებოდა მისი კანის ფერს.

-დღეს ადრე დაბრუნდები თუ ჩვეულებრივად?_მოულოდნელად, ისე რომ თვითონაც ვერ გაიაზრა ხმამაღლა კითხა და შუბლშეკრულს თვალებდაჭყეტილი დააკვირდა._მაგიდა რომ გავშალოთ..._სწრაფად გადაასწორა და ფეხზე წამოდგა.

-დღეს ადრე დავბრუნდები. _შუბლშეკრულმა ჩაილაპარაკა და თვალი ჩაუკრა.

-უფრო ზუსტად?_გათამამებული ჩაეძია და გასასვლელი კარისკენ წავიდა.

-დაგირეკავ. _კართან მისულს მიუახლოვდა, მისკენ დაიხარა ბაგეებზე აკოცა და სახლიდან გავიდა.

გაბადრული სახით მიტრიალდა მისაღებისკენ და ღიღინით გააგრძელა გზა.

-ბიჭოოვ, ბიჭოვ მე შენ მეტი, ჯერ არავინ მყ....

სწრაფად დაკუმა პირი და კედელზე გაკრულ სარკეში შეათვალიერა საკუთარი თავი.

-იცოდე ეგ სიტყვა მეორედ აღარ გაიმეორო!_თვალებდაქაჩულმა გააფრთხილა საკუთარი თავი და შუბლშეკრული წავიდა ბარისკენ._ჯერ ეს ერთი შენ მაქსიმე არ გიყვარს და რომც გიყვარდეს მაქსიმემდე ალექსანდრეზე ამოგდიოდა მზერ, მთვარე, ვარსკვავები და ცისარტყელა!_ყველანირად ცდილობდა წეღანდელი წამოროშილი გადაევიწყებინა.

-ხო მართლა..._სახლის კარების ხმაზე შეშინებული მიტრიალდა უკან და უკან დაბრუნებულ მაქსიმეს გადახედა. _დღეს საღამოს რესტორანში მივდვიართ და მაგიდის გაშლა საჭირო არ არის. _ირონიული ღიმილით ჩაილაპარაკა და კარები გაიხურა.

-რა ჩავიცვა?_ტუჩებგადატრიალებულმა კითხა მემეს და საწოლზე წამოჯდა.

-რა ჩაიცვა კი არა რაც მოსაყოლი გაქვს ის მომიყევი, ძლივს მარტოები ვართ. _წარბაწეულმა დაუღრინა და საწოლზე წამოკოტრიალდა.

-რა გაინტერესებს?

-პირველი ღამე.

-მემე!_შუბლშეკრულმა გააქნია თავი და გარდერობისკენ მიტრიალდა. _არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ ვიწექით. _მხრები აიჩეჩა და პირდაღებულ დეიდაშვილს დააკვირდა.

-სექსის დროს ძალიანაც რომ გინდოდეს უბრალოდ ვერ დაწვები.

-გული წამივიდა. _დამორცხვილმა ჩაილაპარაკა და ტუჩები გადმოატრიალა. მემეს ორივე თვალი ერთდროულად გაუფართოვდა, თავი ოდნავ წინ წამოსწია და საწოლზე დაპროგრამებულივით წამოჯდა.

-რაა?

-ჰო.

-საწოლში?

-არა მანამდე.

-სექსის წინ რომ ქალს გული წაუვა...

-მემე!

-რა მემე, რა მემე?_სიცილით კვდებოდა გოგონა.

-მე სტრესი მქონდა და იმიტომ წამივიდა გული!_წარბშეჭმუხნულმა შეუსწორა.

-სექსიც ერთგვარი სტრესია. _ზურგს უკან ნაცნობი ხმა მოესმა.

ნინია აკანაკელბული მიტრიალდა მაქსიმესკენ და ღია კარში მდგარ მამაკაცს გახედა. გერლიანი ცინიკური ღიმილით უყურებდა ერთ ადგილზე გახევებულ გოგონას და გულის სიღრმეში ალბათ ბოლო ხმაზე დასცინოდა.

-გამარჯობა, მემე. _თვალის ჩაკვრით მიესალმა საწოლზე წამომჯდარ გოგონას. მემემ ღიმილით დაუქნია თავი და ხმადაბლა მიესალმა.

-აბა დაგირეკავო?_ყურადღების სხვა რაღაცაზე გადატანა გადაწყვიტა.

-დაგირეკე, მაგრამ ტელეფონი სად გაქვს შენც არ იცი. _სწრაფად შეეცვალა გამომეტყველება.

-სამზარეულოშია. _ალმაცერად მომღიმარ მემეს გადახედა და მოჭუტული თვალებით ჩაილაპარაკა. _რომელ საათზე უნდა წავიდეთ?_შეპარვით კითხა მაქსიმეს და მზერა გარდერობის ღია კარზე გადაიტანა.

-როცა გაემზადები. _მოკლედ უპასუხა და ოთახიდან გავიდა.

-თქვენს შორის რამე ხდება?_მაქსიმეზე თვალდარჩენილს უკნიდან მემე მიახტა და შეანჯღრია. ნინიამ წარბებშეჭმუხნულმა გაუსწორა მზერა დეიდაშვილს.

-რა უნდა ხდებოდეს?_მხრები აიჩეჩა და მკლავებზე დეიდაშვილის მოჭერილ თითებს დახედა.

-ვერ გამაბრიყვებთ!_თითის ქნევით ჩაილაპარაკა და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია.

-არც ვაპირებ შენს გაბრიყვებას. _ირონიულად ჩაუკრა თვალი და გარდერობიდან შავი მოკლე კაბა გამოიღო.

>>>
მემე გააცილა და ოთახში გასამზადებლად დაბრუნდა. ჯერ მემესთან ერთად იფიქრა ერთი საათი რა უნდა ჩაეცვა, მერე თითოს აარჩიაო, მაგრამ სარკის წინ რომ დატრიალდა დიდად ვერ მოიხიბლა და გარდერობის კარი ისევ გამოაღო.
ისიც არ იცის როგორ რესტორანში მიდიან აზიურში, ფრანგულში, იტალიურში თუ ქართულ მამა-პაპურში. რომ იცოდეს ტანსაცმელსაც ისე შეუხამებდა როგორც საჭიროა. ბოლოს არჩევანი მთლიან ატლასის შარვალზე შეაჩერა, რომელიც წელში ზედმეტად იყო გამოყვანილი და მკერდსაც გამოკვეთილად აჩენდა. კისერზე შავი, ასევე ატლასის ყელსაბამი გაიკეთა და გაშლილი თმები მხრებზე დაიყარა. მაკიაჟი ისევ მსუბუქი, სახის ნაკვთებს რომ ლამაზად კვეთდეს ისეთი გაიკეთა და ოთახიდან გავიდა. მისაღებში არავინ არ დახვდა, ცალი თვალით ეზოს გახედა, მაგრამ იქაც არ იყო მაქსიმე.

-აქეთ. _გასასვლელთან მდგარმა გერლიანმა ხმამაღლა დაუძახა და მანქანისკენ წავიდა. ნინიამ ღრმად ამოიხვნეშა და ფეხსაცმელების კაკუნით წავიდა გასასვლელისკენ.

მანქანასთან მდგარმა გერლიანმა წარბწეულმა შეათვალიერა ქალი და წვერზე თითები მოისვა. მაქსიმეს გამომეტყველების დანახვისას უნებურად დაიხედა ტანზე და გამოკვეთილ მკერდს მომღიმარი დააკვირდა.

-სწორი გადაწყვეტილება მიმიღია. _სხვათაშორის ჩაილაპარაკა გერლიანმა და მანქანის კარი გამოაღო.

-რას გულისხმობ?_ინტერესით იკითხა ნინიამაც და მანქანაში ჩაჯდა.

-განსაკუთრებულს არაფერს. _თვალი ჩაუკრა და საჭესთან დაჯდა.

>>>
მანქანა ჩაბნელებულ ადგილას გააჩერა, მაგრამ აშკარა იყო რომ მიყრუებულში არ მიუყვანია. სადგომზე რამდენიმე მანქანას კიდევ მოკრა თვალი და მხედველობა დაძაბა.

-რესტორანი?

გაკვირვებულმა იკითხა და გარშემო მიმოიხედა. გერლიანი ნინიასკენ წავიდა, ცალი ხელი წელზე მოხვია და პირდაპირ წაიყვანა. თითი ღილაკს მიაჭირა და წამებში მათ წინ კეთილმოწყობილი ლიფტის კარები გაიღო. ყბადავარდნილმა მიიხედა უკან და მერე ისევ ლიფტისკენ მიტრიალდა.
ლიფტის კარები გაიღო და წინ უზარმაზარი, თბილად განათებული რესტორანი გადაეშალა. მაქსიმემ წელზე ხელი მიადო და ანიშნა რომ გასულიყო.

-რა სიმყუდროვეა. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა და მათკენ წამოსულ მიმტანს გახედა.

-საღამო მშვიდობისა, მაგიდა დაჯავშნილი გაქვთ?_ღიმილით იკითხა და ფურცელს ჩახედა.

-გერლიანი. _მშვიდი ხმით ჩაილაპარაკა საკუთარი გვარი და რესტორანს მოავლო თვალი. თითქოს დაეჭვებული უყურებდა ყველაფერს, რაღაცას ეძებდა.

-მეთხუთმეტე მაგიდა ფანჯარასთან, წამობრძანდით.

-ფანჯარასთან?! გარეთ ისეთი სიბნელეა მეეჭვება რამე დავინახოთ. _სიცილით ჩაილაპარაკა ნინიამ და მიმტანთან ერთად გაჩერდა._ფარდები.

-ფარდები შემიძლია გადავწიო.

-არ გვინდა. _ფანჯრისკენ წასული მიმტანი გერლიანის ხმამ შეაჩერა. ბიჭმა მხრები აიჩეჩა და მაგიდას გაშორდა. ნინიას დაჯდომაში ჯელტმენურად დაეხმარა და მის პირდაპირ დაჯდა.

-მთავარ დარბაზში რატომ არ დავჯექით?_ინტერესით იკითხა და პატარა, ცარიელ დარბაზსს თვალი მოავლო.

-ადგილები არ იყო.

-თითქმის სულ ცარიელი იყო დარბაზი. _წარბწეულმა შეუღრინა, როგორ ცდილობ მატყუებო.

-პრობლემა გაქვს?_შუბლშეკრულმა კითხა და წყლის გრაფინით ხელდამშვენებულ მომღიმარ ბიჭს ახედა.

ნინიამ უარყოფითი პასუხის ნიშნად თავი გაუქნია და ფარდებს ახედა, ინტერესი კლავდა როგორი იყო სიბნელე ფარდებს მიღმა, მაგრამ ინტერესს ის უფრო უღრმავებდა მაქსიმემ ასე კატეგორიულად რომ აუკძალა ფარდების გადაწევა.
ისეთი შთაბეჭდილება რჩება რომ რომანტიკულ ვახშამზეა, თუმცა თვითონაც ვერ ხვდება შთაბეჭდილება საიდან ექმნება, ყველაფერი ძალიან უბრალოდ არის მოწყობილი. ცალკე პატარა დარბაზში, სიმშვიდე, მიმტანები და ორ კაცზე გაშლილი მაგიდა. სანთელსაც ვერსად ვერ ხედავს, ვერც ვარდის ფურცლებს და ვერც ყინულში ჩადებილ შამპანიურის ბოთლს.

-ვიცი ჩემი მხირდან ამ თემაზე საუბარი ძალიან არასწორი შეიძლება იყოს, მაგრამ ვთვლი რომ უნდა ვიცოდე. _გაბედულად დაიწყო და წყალი მოსვა. მაქსიმემ თითები ერთმანეთში ახლართა და წარბებშეჭმუხნული დააკვირდა ქალს. _ასე ნუ მიყურებ, თორემ საუბრის სურვილი მეკარგება.

ტუჩის კუთხეში ჩაიცინა და მამაკაცს თვალებზე ხელისგული ააფარა. გერლიანმა თავი ოდნავ მარცხნივ გასწია და ლოყებაწითლებულ ქალს ანთებულ თვალებში ჩახედა.

-რატომ გადაწყვიტე შენს ყოფილზე შური ამ გზით გეძია?_პირდაპირ კითხვაზე გადავიდა.

-მეგიზე საუბრის დასაწყებად ჯერ ნებართვა უნდა მთხოვო.

-გთხოვე.

-მაშინ პასუხს უნდა დაელოდო!_გაღიზიანებულმა ჩაილაპარაკა.

-კარგი, მაშინ გიორგიზე გკითხავ, თუ გიორგიზეც ნებართვა უნდა ავიღო?_ცინიკური ღიმილით ჩაილაპარაკა და მამაკაცისკენ გადაიხარა. გერლიანი ფეხზე წამოდგა და ქალისკენ დაიძრა, მის გვერდით დადგა ოდნავ დაიხარა და ტუჩები ყურთან ახლოს მიადო.

-გიორგიზე საუბრის დაწყების სურვილიც კი არ უნდა გქონდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მომიწევს სხვანაირად ვისაუბროთ!_შეატყო როგორ შეერია ხმაში ზიზღი და როგორ დაეჭიმა მაგიდაზე დადებული ხელი.

-გიორგიზე საუბრის სურვილი არც მაქვს, მე შენზე მინდა საუბარი!_წარბწეულმა ახედა, თვალი ჩაუკრა და ნაზად გაიღიმა. მაქსიმე წელში გასწორდა და თავისი ადგილისკენ წავიდა. წვერზე თითები მოისვა და ცინიკური ღიმილით გადახედა ყენიას.

-რა გაინტერესებს?

მამაკაცის კითხვამ დააბნია, არა და როგორი თამამი და გახსნილი იყო. კითხვებიც კი მომზადებული ჰქონდა. ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა, ხელები მუხლებზე დაიდო და თითები ერთმანეთში ახლართა.

-რამდენი წლის ხარ?_პირველი რაც მოაფიქრდა ის კითხა.

-შენზე 3 წლით უფორის. _იმის მაგივრად რომ კონკრეტული პასუხი ეთქვა კიდევ ერთხელ მიახვედრა რომ ნინიაზე ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ არის.

-ანუ ჩემი ასაკი იცი. _თავის კანტურით ჩაიცინა და ქვედა ტუჩზე იკბინა. _და ან ძმა გყავს?

-არა.

-დედისერთა რომელსაც 30 წლის ასაკში ყველაფერი აქვს.

თვალებმოჭუტულმა ჩაილაპარაკა და მაგიდის ქვეშ მარჯვენა ფეხი აათამაშა. მართალია სიტუაცია ზედმეტად უცნაურია, თუმცა უკმაყოფილო მაინც არ არის. მაქსიმესთან ერთად განმარტოვება და რესტორნაში ვახშმობა მისთვის ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა. თვითონაც არ იცის რატომ იპყრობს მისთვის უცნაური და ამ შემთხვევისთვის შეუფერებელი ემოციები. მაქსიმეს “თბილ” დამოკიდებულებას ვერ დავაბრალებთ, ვერც ზედმეტ ყურადღებას, ეს ყველაფერი ბუნებრივად ხდება, იცის რომ ასე არ უნდა ხდებოდეს, ხვდება რომ ეს კაცი მისი ცხოვრების მამაკაცად არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაიქცეს.
რაღაცის თქმა დააპირა მოულოდნელად გერლიანის ტელეფონი რომ აწიკწიკდა. მამაკაცმა პიჯაკის ჯიბიდნა ტელეფონი ამოიღო და ეკრანს დახედა, აშკარად უკმაყოფილი იყო შესული ზარით.

-გისმენ. _ცივად უპასუხა და ცნობისმოყავრე ნინიას გაუსწორა მზერა. _ახლა არ მცალია!_კატეგორიული ტონით ჩაილაპარაკა. _გითხარი ახლა არ მცალია, ხვალ მოვალ და გავარკვევ!_ტელეფონი გათიშა და ისევ პიჯაკის ჯიბეში დააბრუნა.

-თუ ჩემს გამო იკავებ თავს შეგიძლია წახვიდე. _მიხვდა რომ სერიოზულ საკითხზე ურეკავდნენ.

-ჩემი გადაწყვეტილების შეცვალს აღარ შეეცადო!_შუბლშეკრულმა გააფრთხილა.

-არც მიფიქრია, უბრალოდ ვიღაცას სჭირდები._მხრები აიჩეჩა და ჭამა განაგრძო.

-და თუ გეტყვი რომ ეს ვიღაცა მეგია?

ირონიული ხმით ჩაილაპარაკა და დაჟინებით დააჩერდა თავჩახრილ ყენიას რომელსაც ჩანგალი ტუჩებთან გაუშეშდა, ხოლო საჭმელი სასულეში გაეჭედა და ხველა აუტყდა. გერლიანმა მშვიდი გამომეტყველებით მიაწოდა წყლის ჭიქა და მის მოსულიერებას დაელოდა. ბოლოს რამდენჯერმე მსუბუქად ჩაახველა და აწუთლებულ თვალებზე თითები ნელა მიიდო.

-შენი ყოფილი?_დასაზუსტებლად იკითხა.

-ხო, ჩემი ყოფილი. _პირველად მამაკაცისგან ამ კითხვაზე პასუხი მიიღო და სამწუხაროდ დიდად კმაყოფილი არ დარჩენილა.
~~~~~~~
უხ მე!
უსაზღვროდ და უზომოდ დიდი მადლობა ყველას! ძალიან მახარებთ! <3



№1  offline წევრი mia15

ძალიან კარგი იყო.ველოდები შემდეგ თავს.

 


№2 სტუმარი Guest Lia

Zalian momwons
Usazgvrod shemizlia vikitxo es istoria
Mikvarxar.
Nihieri xar zalian.kargad gadmocem azrs.

Ar gaherde.daiwke sxva istoria,aseti saintereso wasakitxi tu iwneba.

 


№3 სტუმარი Mariami

kai ra aq gawyveta iqnebodaa ? :-( sauketesoa es male dade da imedia movlenebic sasiamovnod heepy anduri iqneba :-D aba he warmatebebi da ufro adrec ro dado kai iqneba :-)

 


№4  offline მოდერი მე♥

ოთო ბუხაიძე, დიდი დიდი მადლობა.❤️❤️❤️❤️❤️
mia15
ძალიან კარგი იყო.ველოდები შემდეგ თავს.

ძალიან მიხარია.❤️❤️ მადლობა.
Guest Lia
Zalian momwons
Usazgvrod shemizlia vikitxo es istoria
Mikvarxar.
Nihieri xar zalian.kargad gadmocem azrs.

Ar gaherde.daiwke sxva istoria,aseti saintereso wasakitxi tu iwneba.

როგორ გამახარეთ, ძალიან დიდი მადლობა. ❤️❤️❤️
Mariami
kai ra aq gawyveta iqnebodaa ? :-( sauketesoa es male dade da imedia movlenebic sasiamovnod heepy anduri iqneba :-D aba he warmatebebi da ufro adrec ro dado kai iqneba :-)

ცოტა ინტრიგა :დდდ
ძალიან დიდი დიდი მადლობა, საოცრად მიხარია.❤️
24 საათში ერთხელ მაქვს ისტორიის ატვირთვის უფლება.❤️
--------------------
ა.ა

 


№5  offline წევრი modemodka

ველოდები შემდეგ თავს ♡♡♡♡♡

 


№6  offline წევრი kethrine

ან 24 საათში ორჯერ არ გქონდა ატვირთვის უფლება? მემგონი სწორად მახსოვს...

პ.ს. ისტორიას ველოდწბი აი რა გითხრა... ვერცერთი ზედსართავი რომ ვერ გამოხატავს ისე... წარმატებები ❤❤❤❤
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 


№7  offline მოდერი მე♥

modemodka
ველოდები შემდეგ თავს ♡♡♡♡♡

ძალიან დიდი მადლობა❤️❤️❤️❤️
kethrine
ან 24 საათში ორჯერ არ გქონდა ატვირთვის უფლება? მემგონი სწორად მახსოვს...

პ.ს. ისტორიას ველოდწბი აი რა გითხრა... ვერცერთი ზედსართავი რომ ვერ გამოხატავს ისე... წარმატებები ❤❤❤❤

კი, მაგრამ მე ხომ ორ ისტორიას ვტვირთავ და...❤️❤️
ვაიჰ, როგორ გამახარე❤️❤️❤️ მადლობა საყვარელო გოგო❤️❤️❤️
--------------------
ა.ა

 


№8 სტუმარი Grey

მე♥
modemodka
ველოდები შემდეგ თავს ♡♡♡♡♡

ძალიან დიდი მადლობა❤️❤️❤️❤️
kethrine
ან 24 საათში ორჯერ არ გქონდა ატვირთვის უფლება? მემგონი სწორად მახსოვს...

პ.ს. ისტორიას ველოდწბი აი რა გითხრა... ვერცერთი ზედსართავი რომ ვერ გამოხატავს ისე... წარმატებები ❤❤❤❤

კი, მაგრამ მე ხომ ორ ისტორიას ვტვირთავ და...❤️❤️
ვაიჰ, როგორ გამახარე❤️❤️❤️ მადლობა საყვარელო გოგო❤️❤️❤️

რა იქნება ჯერ ეს ისტორია რომ აგვიტვირთო და მეორე სხვა დროს

 


№9 სტუმარი Guest მარიამი

დადე რა მალეეეეეე გთხოვვვვ

 


№10  offline წევრი kethrine

ხომ მაგრამ "ღამის სტუმარი" ხომ დამთავრდა? :) :დდდდდ რატომ ფიქრობ რომ ამოგასუნთქებთ ერთი მითხარი აბა :დდდდდდ შენ უფრო იცი ჩემო ტკბილო გოგო... მადლობა რომ საერთოდ წერ ❤❤❤❤
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 


№11 სტუმარი ნიაა

იმედია არ დაიბნევა ჩვენი გოგო და გასცემს პასუხს

 


№12  offline მოდერი მე♥

Guest მარიამი
დადე რა მალეეეეეე გთხოვვვვ

დავდე უკვე <3
kethrine
ხომ მაგრამ "ღამის სტუმარი" ხომ დამთავრდა? :) :დდდდდ რატომ ფიქრობ რომ ამოგასუნთქებთ ერთი მითხარი აბა :დდდდდდ შენ უფრო იცი ჩემო ტკბილო გოგო... მადლობა რომ საერთოდ წერ ❤❤❤❤

"ღამის სტუმრის" გარდა იცი რამდენი ისტორია მაქვს, ქვეყანა. :დდდდდდ
საყვარელო! <333
ძალიან დიდი დიდი მადლობა!
არ ამომასუნთქოთ, ხმას არ ამოვიღებ გეფიცები! :დდდ <3
ნიაა
იმედია არ დაიბნევა ჩვენი გოგო და გასცემს პასუხს

ენა აქვს იცოცხლე. :დდდ მადლობა რომ კითხულობ. <3
--------------------
ა.ა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent