შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯაშუში მაღალ ქუსლებზე ( ნაწილი ჩვიდმეტი )


30-09-2017, 22:50
ავტორი მეამბოხე ^^
ნანახია 2 200

გარეთ გასვლას ვერ ახერხებდა. ეშინოდა სადმე განრისხებული ცხოველი, ბატონი ნერსეს სახით არ შეხვედროდა. ცოტახანი ბებოს და გვანცას ესაუბრა.
ოთახში წინ და უკან დაიწყო სიარული, არ იცოდა რა გაეკეთებინა. წიგნის წაკითხვაც სცადა მაგრამ გონებაში არაფერი შესდიოდა.
ბოლოს წყალი გადაივლო და ლოგინში შეწვა.
- არაა.. არა.. ბატონო ნერსე მე ხომ უბრალოდ ვიხუმრე.. - კნუტის თვალებით უყურებს.
თავის ოთახშია, ის კი ლოგინზე ბორკილებით არის მიბმული. გველივით იკლაკნება, ცდილობს თავი დააღწიოს, მაგრამ ყოველი მცდელობა რათქმაუნდა კრახით მთავრდება. მის წინ მათრახით ხელში ნერსე დგას და ბოროტული ღიმილი აქვს სახეზე აკრული. შავ, ბრიალა თვალებში ცელქი ჭინკები დახტიან. ცალ წარბს კი ეშმაკურად ამოძრავებს. ტან ზემოთ შიშველია. თანო, ყელში დიდ ნერწყვს აგორებს. თან საკუთარ თავზე ნერვები ეშლება.
- ვინ უნდა გაიტყიპოს, ვინაო ?! - გამომწვევად ეუბნება და მისკენ მიდის. თან ხელში შოლტს ამოძრავებს.
- ჰაა?! - გაოცებული შესცქერის.
- ხო, ზუსტად რაც გაიფიქრე. - თვალს უკრავს. - ტაკუცებზე გაიტყიპები. - ხმამაღლა იწყებს სიცილს.
- ხომ არ გაგიჟდით ?! - ტუჩის კუთხეს სიმწრისგან იკვნეტს.
- მმ, ნუ ცელქობ.. დამერწმუნე გესიამოვნება.. - შოლტს შიშველ მუცელზე ასრიალებს.
- არ გინდათ გთხოვთ..
ლოგინში იწყებს წრიალს, სხეული ოფლით აქვს დაცვარული.
გონებას კაკუნის ხმა სწვდება, ნელ-ნელა ყველაფერს შავი ფერი ფარავს. შეშინებული ახელს თვალებს და რამოდენიმეჯერ წამწამებს ახამხამებს.
- თანო, გიჟი სესილისთვის არ უნდა დაგეჯერებინა და გრეის ორმოცდაათი ელფერისთვის არ უნდა გეყურებინა. - ფრუტუნებს და ლოგინიდან დგება.
- ვინ ხარ ? - კარებს არ აღებს ეშინია ნერსე არ იყოს.
- ქეთი ვარ თანანაო.. - სიცილით გამოსძახა. ამოისუნთქა და კარები გააღო.
- რა ხდება ? - ღიმილით ეკითხება.
- ქალბატონმა ნელიმ, სავახშმოდ აუცილებლად ჩამოვიდესო. ნუ გეშინია, ბატონი ალექსანდრე და ნერსე გარეთ არიან. თუ ზემოთ ამოვა შეგატყობინებ.
- მადლობელი დაგრჩები, თორემ არამგონია გადავურჩე.. - ეცინება.
სააბაზანოში შევიდა, თავი მოიწესრიგა.
დერეფნის დაზვერვის შემდეგ ოთახი დატოვა. ჩუმად მიიპარებოდა და თან გული უკანკალებდა.
არსაიდან გამოჩენილმა ნერსემ ხელი მოჰკიდა და კედელზე მიახეთქა. შეშინებულმა გახედა მის წინ ირონიულად მომზიმარ მამაკაცს.
- მე ხომ არ მეძებდიო ?! - კბილებში ცრის.
- იცით.. მე.. მე.. - ბლუყუნი დაიწყო.
- ჰმ..
წელზე ხელი შეუცურა და სხეულზე აიკრო. ხომ წარმოგიდგენიათ ამ საზიზღარ და საოცრად სექსუალურ მამონტზე, გადარეულ გოგოს რა დაემართებოდა. ერთიანად დაეთუთქა ყველა ორგანო. ანერვიულებულს არ იცოდა როგორ ეშველა საკუთარი თავისთვის. უაზროდ აცეცებდა აქეთ-იქით თვალებს და ცდილობდა როგორმე დასხლტომოდა გაცეცხლებულ მამაკაცს ხელიდან. შემცივნებული ბარტყივით უცახცახებდა მთელი სხეული. მაზოხისტურად სიამოვნებდა მისი შეშინებული თვალების ყურება ნერსეს. აცახცახებული ჟოლოსფერი ტუჩების ყურება. ახლა კვლავ რომ არ შეეგრძნო მისი გემო, ალბათ სულსაც განუტევებდა.
- ჟოლოსფერი ტუჩები გაქვს - თითით ტუჩის კონტური შემოხაზა. - ლამაზი თაფლისფერი თვალები გაქვს, ნეტავ იცოდე როდესაც ბრაზდები როგორ გიმუქდება. - ჩაიცინა და თვალებზე გადაუსვა ხელი.
- რაა.. რას აკეთებთ ?! - ალუღლუღდა, რის გაკეთებას ცდილობა მისი უფროსი ვერ გაეგო.
- არაფერს, განსაკუთრებულს. ნუ ისეთს არაფერს რაც შენც არ გინდა.. - დაიხარა და კიდევ ერთხელ დაუგემოვნა ტუჩები. - მმ, მწიფე ჟოლოს არომატიც გაჰკრავს.. - ჩაიცინა, წელიდან ხელი შეუშვა და იქიდან გაუჩინარდა.
- შეე.. შეე.. სექსუალურო მაძუნგალაა.. - ხელები მომუჭა და ფეხები ააბაკუნა. - გიჩვენებ მე სეირს.
ცოტახანი იქ დაჰყო რომ დაწყნარებულიყო. ღრმად ჩაისუნთქა და კიბეებს ჩაუყვა.
- საღამომშვიდობისა.. - ყველას გაუღიმა და თავისი ადგილი დაიკავა.
- რა იყო, ამდენი ხანი დაგჭირდა, კოცნის შემდეგ გონზე მოსვლისთვის? - ღიმილით ჩასჩურჩულა. მან კი უბრალოდ ღიმილით დააჯილდოვა.
- ნერსზე ძმაო, შენ კახეთში არ უნდა წახვიდე თორემ საშიშია ტო.. სადმე ვირების არმია რომ დაგხვდეს და თავი ძირში წაგაკვნიტონ, დაემსგავსები უთავო მხედარს. - თითები ნიკაპთან მიიტანა და ჩაფიქრდა. - ნწუ, არამგონია სახარბიელო შესახედაობის იყო. - სახე დამანჭა. მის რეპლიკაზე ყველას გაეცინა, მხოლოდ ნერსზემ შეჰკრა კოპები.
- მართალია შვილო, დაუჯერე ალექსანდრეს. - მხარი აუბა ნუგზარმა.
- მეც ვეთანხმები.. - სიცილით დაეთანხმა ნელი.
- გეყოოთ ! - კბილებში გამოსცრა და მტრული მზერით დააჯილდოვა გოგონა. რომელმაც მხრები აიჩეჩა და ,,მე რა შუაში ვარ’’ გამომეტყველებით შეხედა.
- ხვალ საღამოს, შვიდი საათისთვის, ყველანი დაპატიჟებული ვართ მეზობელთან. ბავშვს ნათლავს და ქეიფს აპირებენ, როგორც ხდება ხოლმე.
- ბატონო ნუგზარ, არ მგონია ჩემი წამოსვლა სავარდებულო იყოს. იქ მე არავინ მიცნობს.. - მორიდებით ამოილაპარაკა.
- ,,ბატონო’’ მოაშორე ძალიან გთხოვ, თორემ ძალიან მაწყენინებ. ბაბუა რომ დამიძახო უფრო გამიხარდება. - თბილად გაუღიმა. - მეორეც ჩვენი ოჯახის წევრი ხარ და ამაზე აღარ მსურს საუბარი.
- კარგით. - მანაც გაუღიმა.
- ყავა თუ ჩაი ?
- ჩაი ქეთი. - გაუღიმა თან ბოროტულმა აზრმა გაუელვა გონებაში.
- ვაიმეე.. - სულ შემთხვევით გაჰკრა ხელი ჭიქას ხელი, სულ შემთხვევით გადაესხა საცოდავ მამაკაცს, ცხელ-ცხელი სითხე. სად ახლა ხომ არ დავაზუსტებ.
- ამის დედა მოვ..ან.. - სახე აწითლებური წამოვარდა ფეხზე. სკამი სწრაფი მოძრაობისგან იატაკზე დაეცა ჭახვანით. - შენ გოგო ნორმალური ხარ ?! - გამწარებული ლომივით დაიღრიალა.
- მე.. მეე.. - თვალებზე ცრემლები მოადგა. - შემთხვევით მომივიდა. - კარგი მსახიობი გვყავს.
- შვილო დაწყნარდი, გოგოს ნუ უყვირიხარ. - შეწუხებულმა ნელიმ დაიცვა. - წადი გაიხადე, ალექსანდრე ყინულებს ამოგიტანს.
აფთარივით მზერა სტყორცნა და კიბეები აირბინა სწრაფად. სიმწრისგან კბილებს აჭრიალებდა. თვალის გუგები ჩაუწითლდა. შარვალი უცებ გაიძრო და წინ და უკან სიარული დაიწყო.
- მივახჩობ გეფიცები მივახჩობ, თან ჩემი ხელებით. - გაბრაზებული ბურტყუნებდა.
- ბიჭო, აჰა დაიდე, გიშველის.. - სერიოზული სახით შეჰყურებდა ალექსანდრე.
- დაინახე, როგორ გადმოყარა დრაკონის ცრემლები ?!
- დაჯექი ტო, ან ერთ ადგილას დაეგდე, თვალები ამიჭრელდა უკვე. - მობეზრებულად ამოილაპარაკა.
- შენ შიგ ხომ არ გაქვს ?! ცხელი ჩაი გადამასხა თან ძალით.
- კარგი რა ტო, უკვე საგიჟეთში გამოსაკეტი გახდები. მაგრამ შენი ბედისა რა ვთქვა, ეგეც რომ დახურეს. - მოწყენილმა ამოილაპარაკა.
- მოკეტე, თორემ გაბრაზებული შენ მოგდგები.
- დაეგდეთქო.. - მხრებში ხელი მოჰკიდა და ლოგინზე დაანარცხა. - აჰა, ყინული დაიდე.
*****
დივანზე იჯდა და ვერ ისვენებდა. გულის სიღრმეში ძალიან შეეცოდა. იმ მომენტში მისი გამწარებულის სახის დანახვა ესიამოვნა კიდეც, მაგრამ ახლა სინანულის გრძნობამ მოიცვა.
სამზარეულოში გავიდა და ქეთის საჭირო ინგრენდიენტები სთხოვა, რომ ბებიისგან ნასწავლი მალამო მოემზადებინა უცბათ.
მომზადებული მასა, პატარა კოლოფში მოათავსა და მაცივარში შედო. თხუთმეტი წუთის გასვლის შემდეგ კოლოფი აიღო. ფეხების კანკალით აუყვა კიბებს.
კარებზე ფრთხილად დააკაკუნა და ნებართვის შემდეგ შიგნით შევიდა.
საცვლის ამარა მჯდარი ნერსე როდესაც დაინახა, შეჰკივლა და თვალებზე ხელი აიფარა. ლოყები უმალ აუწითლდა.
- ახლა რაღა გინდა ?! - შეუღრინა.
- მე.. მეე.. მალამო მოგიტანე, რომელიც დამწვრობისთვის არის კარგი. - ძლივს ამოიბლუყუნა დაბნეულმა.
- შენგან არაფერი მჭირდება ! გაეთრიე ჩემი ოთახიდან ! -დაყვირებაზე თანო შეხტა.
- ალექსანდრე, შეგიძლია გამომართვა ? - მათგან ზურგით დაგდა. თვალებზე მოწილილი მლაშე სითხე დააიგნორა.
- ახლავე.. - მისკენ წავიდა.
- დამწვარ ადგილებში შეაზილე. - სცადა გაეღიმა.
- კარგი, მადლობა . - თავი დაუქნია და ოთახი დატოვა.
მძიმე ნაბიჯებით შევიდა ოთახში. მამაკაცის ასეთმა მოპყრობამ გულში რაღაც ძლიერ ჩასწყვიტა. მაგრამ ნეტავ სხვას რას ელოდა, გააწამა საცოდავი.
დილით ძლივს შესძლო გაღვიძება, საუზმეზე რომ არ დაეგვიანა. ასეთი ამბების შემდეგ როგორ შესძლებდა დაძინებას, ხოდა თანომაც ვერ შესძლო ძილის სამყაროში გადასვლა. მთელი ღამე იწრიალა ლოგინში, მომხდარზე ფიქრობდა. აანალიზებდა რომ ბოდიშის მოხდა იყო საჭირო. თავის გეგმას ბოლომდე გადაუხვია. ის მაინც თავისი უფროსი იყო და ასე არ უნდა მოქცეულიყო.
თვალების ფშვნეტით წამოდგა ფეხზე. ხალათი მოიცვა და სააბაზანოში შევიდა.
დილის პროცედურების შემდეგ ოთახში დაბრუნდა და მოემზადა.
პირველი მივიდა სასადილო ოთახში.
- დილამშვიდობისა .. - თბილად მიესალმა ნელი.
- დილამშვიდობისა.. - მანაც გაუღიმა.
- როგორ ხარ თანო ? - თბილად მოიკითხცა ალექსანდრემ.
- კარგად, შენ ?
- არამიშავს..
თბალები სულ შემოსასვლელისკენ გაურბოდა. ნერსე კი არ ჩანდა.
- არ ჩამოვა, ოთახში აუტანა ქეთიმ საუზმე. - ალექსანდრემ გადაუჩურჩულა.
- კარგი.. - ლოყები აუწითლდა, ალექსანდრეს გაეღიმა. - მე თქვენი ნებართვით ჩემს ოთახში ავალ.. - მორიდებით ამოილაპარაკა.
- კარგი, შვილო.. - ნელიმ გაუღიმა.
ნერსეს კარების წინ იდგა და ჭოჭმანობდა შესულიყო თუ არა. ეშინოდა მამაკაცის რეაქციის.
ღრმად ამოისუნთქა და კარებზე დაკაკუნა.
- შემოდი.. - გაისმა მამაკაცის გამყინავი ხმა.
- როგორ ხარ ? - მორიდებით ჰკითხა, თან თითებს ერთმანეთში ხლართავდა.
- ასეთ სულელურ კითხვას, შენ თუ მოიფიქრებდი დიალოგის წამოსაწყებად. - ირონიულად ჩაიცინა.
- კარგად ვიცი საიდანაც უნდა დავიწყო საუბარი, მაგრამ არამგონია თქვენ მაცადოთ ! - კუშტად შეხედა. ცდილობდა ნერვები მოეთოკა რომ არ გამოელანძღა.
- თუ იცოდი, რატომღა მოხვედი ?! - არ წყვეტდა სისინს.
- იმიტომ რომ მინდა სათქმელი დამასრულებინოთ !
- სულ არ მსიამოვნებს შენი ყბედობის მოსმენა.. - შეუღრინა.
- მათქმევინებთ სათქმელს ?! - ხმა ვერ გააკონტროლა.
- ორი წუთი გაქვს და აქედან აორთქლდები !
- ბოდიში გუშინდელისთვის !
- ეგ უკვე მითხარი ! არ მჭირდება შენი ბოდიშები !
- მართლა არ მინდოდა, უბრალოდ ძალიან გამაბრაზეთ ! - ბავშვივით ამოიბურტყუნა.
- და მერე უნდა დაგეწვი ?! - არ ცხრებოდა.
- ბოდიშითქო ! - დაიყვირა და გაბრაზებულმა კარები მიიჯახუნა.
- მიიღებ მაგისთვის სამაგიეროს ! - ბოროტულად ჩაისისინა.
საღამომდე ოთახში იყო და წიგნს კითხულობდა.
საათმა წასვლის დროის მოახლოება რომ აუწყა, სააბაზანოში შევიდა და წყალი გადაივლო.
ოთახში დაბრუნდა, შავი, კოჭებამდე კაბა მოირგო, ცალ ფეხზე ბარძაღამდე შეხსნილი. წელზე ამოღებული, დეკოლტის გარეშე. ტალღოვანი თმები ზურგზე დაიყარა. თვალის ჭრილს ლურჯი ფერის ფანქარი გააყოლა. გრძელი წამწამები ლამაზად აიპრიხა. ტუჩები ღია ვარდისფრად შეიფერადა და მზად იყო. უნაკლლო სახეზე არაფრის წასმა სჭირდებოდა, თა არ უყვარდა ჭორფლების დაფარვა. ბალეტკები მორგო ფეხზე. კლადჩი აიღო და ქვემოთ ჩავიდა.
ყველა გამზადებული დახვდა და გადავიდნენ გვერდით სახლში.
- მობრძანდით.. - დიასახლისმა გაუღიმათ და სახლში შეუძღვათ.
- გილოცავთ შვილის გაქრისტიანებას. - ნელიმ გაუღიმა და საჩუქარი გაუწოდა.
- დიდი მადლობა, გამიხარდა რომ მობრძანდით. - თბილად გაუღიმათ. - დროებით დაგტოვებთ.
ნელიმ ყველას გააცნო თანანო. მისგან განსხვავებით ალექსანდრე ყველას იცნობდა და თბილადაც კითხულობდა ყველა.
როგორც ყველა ქართულ სუფრაზე, აქაც თამადა თამადობდა და მსუყე სადღეგრძელოებს იძახდა.
რაჭულის მუსიკა გაჟღერდა. თანო როგორც ქართულ ცეკვებზე შეყვარებული თავი ვერ შეიკავა და შველივით შეხტა საცეკვაო მოედანზე.
გაბრუებული უყურებდა ნერსე მოხდენილ სხეულს, მოხდენილად რომ ჰყვებოდა მელოდიას. არაყს, მწარე სითხეს ნელ-ნელა უშვებდა ორგანიზმში. გაბრაზებული იყო მაგრამ ვერაფრით აშორებდა თვალს გრძელ ფეხებს, მოხდენილ მკლავებს, წვრილ წელს და ულამაზეს შველივით გრძელ კისერს. ლავიწის ძვლებთან ლამაზ სანახაობას რომ ქმნიდა. ყოველ დღე ახერხებდა ეს გოგო მის გაოცებას. ნერვები ეშლებოდა მამაკაცებზე, რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მასთან ცეკვაში.
- რა ლამაზია ხომ ?! მოცეკვავე ქალღმერთს გავს.. - ღიმილით ამოილაპარაკა ალექსანდრემ.
ნერსემ გახედა მაგრამ არაფერი უპასუხია.
მართლაც რომ არასოდეს უნახავს, ქალის შესრულებული ცეკვა ასეთი გრძნობით და ემოციით. თან ასე ძალიან რომ უხდებოდეს თითოეული მოძრაობა. თითქოს იატაკს არც ეხებაო, ჰაერში დაფარფატებსო.
მუსიკის დამთავრების შემდეგ, თავი დაუკრა მაყურებელს. ტაში და ოვაციები არ დაიშურეს მისთვის.
ცეკვის განმავლობაში გრძნობდა მწველ მზერას. გულში ტაშს შემოჰკრავდა კიდეც ხოლმე ისე უხაროდა მამაკაცის ყურადღება.
მაგიდისკენ მიდიოდა როდესაც წინ ოცდახუთ წლამდე, ქერა, მოხდენილი მამაკაცი გადაეღობა.
- გამარჯობა.. - გაუღიმა და გამოაჩინა თოვლივით ქათქათა კბილები.
- საღამომშვიდობის..
- როგორ ხარ?
- კარგად, მადლობა. თქვენ?
- მეც კარგად, მაგრამ უკეთესი იქნება შენობით თუ ვისაუბრებთ. - ღიმილის დროს, ზღვისფერი თვალები უბრწყინავდა.
- კარგი. - ამანაც გაუღიმა.
- მე ლაშა.. - ხელი გაუწოდა.
- თანანო.. - თავისი თლილი თითები შეაგება.
- შეიძლება ვიცეკვოთ ? - მოუთმენლობა ეტყობოდა მამაკაცს სახეზე.
- ვიცეკვოთ.. - არ იცოდა რატომ დასთახმდა, მაგრამ იმდენად სუფთა ადამიანი ჩანდა უარი ვერ უთხრა.
Khalid – Angels, წყნარი მელოდია გაჟღერდა.
მამაკაცმა ხელები წელზე მოხვია, თანომ კი კისერზე შემოაჭდო თითები.
მელოდიას ნაზი ტანის რხევით ჰყვებოდა.
- ბაგრატიონების ოჯახთან ერთად მოხვედი ? - ყურთან უჩურჩულა.
- დიახ..
- ნათესავი ხარ მათი თუ ?
- ბატონი ნერსეს, ასისტენტი ვარ.
- გასაგებია.. ნერსე ჩემი ბავშობის მეგობარია. მჟავე კიტრის შემდეგ სახე რომ გემანჭება ხოლმე, ხომ ხვდები ?! - ღიმილით დასცქერის. - აი, ზუსტად მასეთი სახით მოძრაობდა ხოლმე.
- არც ახლა აკლებს.. - მის სახის წარმოდგენისას ხმამაღლა აკისკისდა.
ნერსე, გაბრაზებული შეჰყურებს მოკისკისე თანანოს. ვეღარ მოითმინა, ნელი და თავდაჯერებული ნაბიჯებით წავიდა მისკენ.
- თანანო, ჩემთან იცეკვებს ! - გაოგნებულ მამაკაცის მკლავბიდან მარტივი მოძრაობით ინაცვლებს ნერსესთან. ირონიული ღიმილით შესცქერის გაწბილებულ ბატონ ლაშას.
- რა საქციელია ?! - შეუბღვირა.
- ვაიმე, რატომ არ მოვკვდები. - სახე დაუსევდიანდა. - გული ხომ არ დაგწყდა ?! - ბოლოში მაინც აიკრა ირონიული სიცილი.
- არა, უბრალოდ სირცხვილია..
- ნუ ღელავ.. - თვალი ჩაუკრა და სხეულზე აიკრა. ცხვირი მის თმაში ჩარგო და სურნელი ღრმად შეისუნთქა.
თანანოს სუნთქვა უჭირდა, ცეცხლი ეკიდა სხეულში. ერთი სული ჰქონდა როდის დამთავრდებოდა სიმღერა.
- რა გჭირს ?! - ტუჩის კუთხე ჩატეხა.
- რა მჭირს ?! - ლოყები აუღაჟღაჟდა.
- რა ვიცი, პატარა ბარტყივით კანკალებ ჩემს ხელებში მოქცეული.
- გეჩვნებათ ! - ხმაში მაინც მღელვარება შეტყო.
- დაე იყოს მასე, როგორც გნებავს ! - ყურთან ახლოს ჩასჩურჩულა. ცხელი კოცნა დაუტოვა, კისერთან მფეთქავ არტერიაზე.

მოვბუნძულდი:დ
ჰოლაა, საყვარლებო:დ
წინაზე დამიკომენტარეს ბილწი სიტყვები რატომ არ დაშიფრე, იმდენი უნდა გესმოდესო და ამბები:დ
ხოდა ბოდიშს გიხდით ;დ უბრალოდ მეგონა თვითონ იშიფრებოდა, ნუ ადრე ასე იყო.
ჰოდა იმედია მოგეწონებათ.



№1  offline წევრი Olivia

მაოცებ პირდაპირ რა :დდდდ <3
ეს ლაწირაკი რა დღეშია უბრალოდ, ან ნერსეს რაღა მოუვიდა, როდემდე უნდა იყვნენ ძაღლი და კატასავით :დდდდ

სანდრო სადაა, დამანახე, მე მხოლოდ ეგ მაინტერესებს მგონი :დდდ
შემდეგში უფრო მეტს გეტყვი :დდდ ეხლა რაცხა ვერ ვარ და დაგიბრუნდები :დდდ ამისასაც იქ დაგიწერ

გყვარობ <3
ლივი <3

 


№2  offline წევრი მეამბოხე ^^

Olivia
მაოცებ პირდაპირ რა :დდდდ <3
ეს ლაწირაკი რა დღეშია უბრალოდ, ან ნერსეს რაღა მოუვიდა, როდემდე უნდა იყვნენ ძაღლი და კატასავით :დდდდ

სანდრო სადაა, დამანახე, მე მხოლოდ ეგ მაინტერესებს მგონი :დდდ
შემდეგში უფრო მეტს გეტყვი :დდდ ეხლა რაცხა ვერ ვარ და დაგიბრუნდები :დდდ ამისასაც იქ დაგიწერ

გყვარობ <3
ლივი <3

kissing_heart heart_eyes გატოცე

 


№3  offline მოდერი sameone crazy girl

მოკლედ შეჭამა კაცი ცოცხლად laughing laughing laughing laughing გასაოცარი ისაა კიდე იქეთ რო ბრაზდება ეს ჩერჩეტი გოგო დაწვა კაცი და რატო ამიბრაზდაო ვავაა ჩქიმ ცოდვა smile smile smile

 


№4 სტუმარი Guest ლელა

კარგია, სახალისო. ასე გააგრძელე!

 


№5 სტუმარი Guest Lika

აუ ძალიან მაგარი თავი იყო ჩემი მოლოდინი გაამართლა heart_eyes

 


№6  offline აქტიური მკითხველი Anuki96

აუუ რატო არ აცადე გაეტყიპააა :)

 


№7  offline წევრი მეამბოხე ^^

sameone crazy girl
მოკლედ შეჭამა კაცი ცოცხლად laughing laughing laughing laughing გასაოცარი ისაა კიდე იქეთ რო ბრაზდება ეს ჩერჩეტი გოგო დაწვა კაცი და რატო ამიბრაზდაო ვავაა ჩქიმ ცოდვა smile smile smile

heart_eyes smile

Anuki96
აუუ რატო არ აცადე გაეტყიპააა :)

მმ smile

 


№8 სტუმარი A

მართლა მომეწონა ასე გააგრძელე რა. უმაგრესი თავი იყო....

 


№9  offline წევრი მეამბოხე ^^

A
მართლა მომეწონა ასე გააგრძელე რა. უმაგრესი თავი იყო....

მიხარია და ვეცდები, სხვა თავები უკეთესი იყოს kissing_heart

 


№10  offline აქტიური მკითხველი La-Na

ვაა რა იყო ეს?არ შეგეცოდა ნერსე კაცო smile კარგი იყო და ამათ ასე თუ გააგრძელეს არ დახოცონ ერთმანეთი smile ველი ახალ თავს ტკბილო
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent