ჯაშუში მაღალ ქუსლებზე ( ნაწილი თხუთმეტი)
ცა, ბრაზით გადმოჰყურებდა სამყაროს. ლურჯ ჰორიზონტს შავი შერეოდა და ერთბაშად შთანთქავდა ღრუბლების მასას. მიუხედავად იმისა რომ თენდებოდა, ელვა იკლაკნებოდა ცაზე და შემზარავ სითეთრეს ტოვებდა. მეხის გავარდნის ხმა კედლებში ატანდა. შემორჩენილ სითბოს, ხარბად ისრუტავდა და სიცივეს ტოვებდა. თანანოს ისე ტკბილად ეძინა სულ არ აწუხებდა ეს ხმები. დილით გაგიკვირდებათ და ასეთი ამინდის შემდეგ მზემ გამოანათა. ჩამოფარებული მუქი ფერის ფარდებიდან, მაინც შესძლო სხივების შემოპარება. თვალებში ანათებდა, სახეს პატარა ბავშვივით ჭმუხნიდა. შეწუხებულმა თვალები გაახილა და ბედნიერი გაიზმორა. დღეს შაბათი იყო და არ მოუწევდა მუტანტი უფროსის ატანა. დილა ღიმილით დაიწყო და იმედი ჰქონდა ასევე დაასრულებდა. მართალია თავი სტკიოდა, მაგრამ ბებოს მჟავე კიტრი ამასაც უშველიდა. საათს გახედა თერთმეტი საათი სრულდებოდა. არ უნდოდა ადგომა, ოთახში საკმაოდ ციოდა. მაგრამ მუცელი ატყობინებდა რომ საშინლად იყო მოშიებული. ტელეფონი აწკრიალდა და გულმა რეჩხი უყო. ფეხზე წამოდგა და ძებნა დაუწყო. ეკრანს დახედა და ტუჩები დაბრიცა. ,, ნეტავ რა ჯანდაბა უნდა, დიდტუჩება ანტინოზავრს’’ გაიფიქრა და თვალები აატრიალა. - გისმენთ.. - ბარგი ჩაალაგე, პირველი საათისთვის გამოგივლი. გურიაში მივდივართ რამოდენიმე დღე. - კი მაგრამ.. - არ დაასრულებინა ისე გაუთიშა. - თავკერძა იდიოტოო.. - ფეხები ააბაკუნა გაბრაზებულმა. ბებოსთან რთული აღმოჩნდა საუბარი. ძველ ყაიდაზე აღზრდილი ქალისთვის, რთული აღმოჩნდა იმის ახსნა რომ მამაკაცთან ერთად მარტო მიდიოდა, რამოდენიმე დღე საქმესთან დაკავშირებით ქალაქგარეთ. გვანცას დახმარებით ძლივს დაითანხმა. არ იცოდა რამდენი დღით დარჩებოდა ზუსტად, ამიტომ ყველა საჭირო ნივთი ჩაალაგა. სააბაზანოში შევიდა, წყალი გადაივლო. დილის საჭირო პროცედურები ჩაიატარა და ხალათ შემოხვეული უკან დაბრუნდა. დრო ჯერ კიდევ ბლომად ჰქონდა, ამიტომ არ ჩქარობდა. ქვემოდან შემოესმა რომ ეძახდნენ და გარეთ გავიდა. - ჰოოოოო.. - თვითონაც გასძახა. - ჩამოდი სესილი და ირაკლი მოვიდნენ. - გავემზადები და ჩამოვაალ. ჯინსის შარვალი და თეთრი პერანგი ჩაიცვა. ფეხზე კედები მოირგო. თმები ლამაზ კულულებად დაიხვია. სადა მაკიაჟი გაიკეთა და ქვემოთ ჩავიდა ბარგიანად. - ქალბატონო თანანო, სად მიბრძანდები ? - თვალები აუფახულა სესილიმ. - დარწმუნებული ვარ მოგახსენეს და რა საჭიროა მეორედ გამეორება. - ენა გამოუყო. - გვანცა მიდი რა ყავა და ტკბილეული მოიტანე. - მუდარით გახედა დას. - დღეს ხომ შაბათია ?! რა საჭირო იყო, შენი იქ წაყვანა არ მესმის. - ირაკლიმ სერიოზული გამომეტყველებით ამოილაპარაკა. - მეც არ ვიცი.. - მხრები აიჩეჩა. - მე ვიცი.. - ეშმაკურად ჩაიცინა სესილიმ. - ნეტავ რა იცი.. - ცხვირი აიბზუა, იცოდა რაღაც სისულელეს იტყოდა. - უშენოდ ვეღარ სძლებს და უნდა იქაც ჰყავდე.. - თვალი ჩაუკრა. - ნუ ქვერქვეტობ რა.. - ხელი აიქნია. არადა გულის სიღრმეში უნდოდა სიმართლე ყოფილიყო. ცოტახანი ილაპარაკეს. სესილი კვლავ არ ეშვებოდა ნამიოკების ჩარტყმას, რაც თანოს ლოყების ბროწეულისფრად აღაჟღაჟებას იწვევდა. ტელეფონი ზუსტად დაბარებულ დროზე აწკრიალდა და შეატყობინა რომ მისული იყო და გარეთ ელოდებოდა. დაემშვიდობათ.. ბებოს დარიგებების და დალოცვის შემდეგ სახლი დატოვა. მძღოლმა ბარგი გამოართვა და კარები გაუხსნა. მის გვერდით მოთავსდა. სალონი მამაკაცის სუნამოს სურნელით იყო გაჟღენთილი. უნებურად ღრმად ჩაისუნთქა. ეს გოგო ხომ ყველაფერს ასე აკეთებს, დაუფიქრებლად. ფილტვები აივსო მოტკბო სურნელით, რომელიც ასე მოქმედებდა მასზე და თავბრუს ახვევდა. - ბატონო ნერსე, ჩემი წამოსვლა რა საჭიროა სოფელში ? - ვეღარ მოითმინა და ჰკითხა. - სადაც მე ვიქნები იქ უნდა იყო შენც-თქო ! და მგონი გამეორებას არ უნდა საჭიროებდეს. - მოკლედ მოუჭრა. - მე იქ რა უნდა გავაკეთო ? არა მგონია საქმესთან დაკავშირებით მივდიოდეთ. - თვალები ჭყიტა. - საბუთები მომაქვს და იქ მივხედავთ ! მგონი ძალიან ბევრ კითხვას სვავ და უკვე დამღალე ! - კბილებში გამოსცრა. მისმა ცივმა ხმამ ჟრუანტელი მოჰგვარა. - გასაგებია ?! - მკაცრი, არაფრის მთქმელი მზერით დააჯილდოვა. - დიახ.. - თავი ოდნავ დაუქნია და სარკეში გაიხედა. მგზავრობის დროს, ბავშობიდან მოყოლებული ცუდი ჩვევა ჰქონდა, ნუ ზუსტად ვერ ვიტყვით რატომ იყო ცუდი. როდესაც ძილი წაართმევდა თავს, გვერდით მჯდომს მხარზე თავს დაადებდა, ორივე ხელს კი ხელზე შემოსჭიდებდა და ისე დაიძინებდა. აი, ახლაც მგზავრობა ძალიან ღლის. თვალები სითბოზე ნელ-ნელა ეხუჭება, ითენთება და საბოლოოდ ძილის სამყაროში ეხვევა. რამდენი ხანი სძნინავს ზუსტად არ იცის, მაგრამ ცალი მხარე საშინლად ეწვის. სახეზე ცხელი ჰაერი ელამუნება და ცეცხლს უკიდებს. ცხვირით მის მძაფრ სურნელს ისრუტავს. მანქანა ჩერდება, თვალებს ზანტად ახელს. ნელ-ნელა ზევით იხედება და მის მამაკაცურ ყბას აწყდება. როდესაც აანალიზებს რა მდომარეობაში გული უჩქარდება, ლოყები კი უწითლდება. ნელა აშორებს ხელებს და სავარძელზე სწორდება. - ინებე მძინარე მზეთუნახავო გაღვიძება ?! - ირინიული ხმა გაჟღერდა სალონში. - მე.. მეე.. ბოდიში თუ შეგაწუხეთ.. - ძლივს ამოილუღლუღა. არადა რა იცოდა რას მართებდა მამაკაცს. მისი ცხელი სუთქვა ყელში ეფრქვევოდა და აცხელებდა და აციებდა. როგორ უნდოდა დრო გაწელილიყო და ასე ჰყოლოდა, მასზე ჩახუტებული. - მიღებულია.. - თვალი ჩაუკრა. გადმოდი, მივედით. მძღოლი კარებს უხსნით. მიწაზე ფეხი დაადგა თუ არა პირი უნებურად გაოცებისგან გახსნა, თვალები კი ნანახისგან გაუფართოვდა. ქარმა დაუბერა და თმები აუფრიალა. თეთრი, შველივით გრძელი კისერი ლამაზად გამოუჩნდა. თაფლისფერი თვალები საყვარლად ჰქონდა დაკვესებული, ტუჩები კი ოდნავ დაშორებული ერთმანეთთან. ნერსემ თვალები ვერ მოაცილა, იდგა ერთ ადგილას გახევებული და შესცქეროდა, ბავშურ თანანოს. მასთან ახლოს მივიდა, გვერდიდან დაუდგა და ყურთან ახლოს მიუტანა სახე. ტუჩები კისერზე მიაკრო, მისი თმის სურნელი ღრმად შეისუნთქა. - პირი დაკუმე, ბუზი არ შეგიფრინდეს და არ მიიხჩო კატასავით. - წაკბინა და ჩაიცინა. კოცნის შემდეგ ის ადგილი ეწვოდა, ჯერ კიდევ არ იყო გონს მოსული. არც მამაკაცის სიტყვებს მიუღწევია გონებამდე. ჩახველების ხმამ მოიყვანა გონს. თვალებით შეუბღვირა და ისევ თვალიერებას მოჰყვა. ეზოს მოავლო თვალი და მოიხიბლა. ეზო, ხელოვნური, ხასხასა მწვანე ბალახით იყო გამწვანებული. მოვლილი ბაღი.. აყვავილებული ყვავილები, სიცივის მიუხედავად ჯერ კიდევ რომ ცდილობდნენ არემარე გაელამაზებინათ. თვალსაჩინო იყო რომ მათ მოვლას დიდ დროს უთმობნენ. სახლი კიდევ უფრო საოცრება დახვდა. თანო, სასახლეთი უფრო მოიხსენიებდა. აქამდე არასდროს ენახა მსგავსი მდიდრული სახლები. უხსენებელი ბეგლარის სახლს თუ არ ჩავთვლით. სახლი დიდი აივნებით იყო, რომლებიც ბაღს გადმოყურებდნენ. ერთი შეხედვით მოიხიბლებოდი, მითუმეტეს თანოს უყვარდა საათობით ჯდომა და წიგნების კითხვა. არ ჰქონდა მისთვის მნიშვნელობა სეზონის რომელი დრო იქნებოდა. ნერსემ უზარმაზარ, შესასვლელ კარებზე რამოდენიმეჯერ ძლიერ დააკაკუნა. გოგონა კი მის უკან ატუზულიყო, პატარა შემცივნებული კნუტივით. კარები ახალგაზრდა გოგონამ გაუღო, რომელსაც ეტყობოდა მოსამსახურე იყო. - ბატონო ნერსე, როგორ ხართ ? - გოგონას გაუბრწყინდა მისი დანახვისას თვალები. - რამდენჯერ უნდა გითხრა ქეთო რომ უბრალოდ ნერსე დამიძახე. - გაუღიმა და გამოაჩინა თოვლივით ქათქათა კბილები. - კარგად, შენ როგორ ხარ? მოდი ჩაგეხუტო გოგო. - სიცილით უთხრა და ხელები გაშალა. თანო, გაკვირვებული უყურებდა ამ სცენას, ასეთი მხიარული ნერსე ჯერ არ უნახავს. ყველასთან მიმართებაში სერიოზული და გრუბი იყო. შეშურდა კიდეც ამ გოგოსი. - მეც კარგად ვარ მადლობა.. მობრძანდით, მისაღებში არიან ქალბატონი ნელი და ბატონი ნუგზარი. - წამოდი რას დაერჭვე ჭიკარტივით.. - უკან მდგომ გოგონას მიუბრუნდა. - ქეთო , ჩემი ბარგი ჩემს ოთახში აატანინე, ქალბატონი თანანოს კი სტუმრების ოთახი მოუმზადე. - კარგით, ახლავე. მამაკაცს გვერდით ამოუდგა და მისაღებში წავიდნენ. სახლი, შიგნიდანაც აღმაფრთოვანებელი იყო. გემოვნებით მოწყობილი. მიხვდა რომ ნინოს ხელი ეტყო ყველაფერს. იგრძნობოდა მისი სახლის მსგავსი სტილი. ანტიკვარული ავეჯით იყო ყველაფერი გაწყობილი. გაოცებული აფახულბდა თვალებს. თავი ძველ საუკუნეში ეგონა. ფრთხილი ნაბიჯებით მიჰყვებოდა გვერდზე, იცოდა საკუთარი თავის ამბავი და ეშინოდა რამე არ შეეწირა. - ბატონო ნუგზარ, ქალბატონო ნელი, მოგესალმებით ! - ღიმილით, სიყვარულით გამჯდარი ხმით მიმართა. მის თვალებში სითბო იყო ჩამდგარი. - როგორ გიკითხოთ ?! - ნერსე ?! - გაოცება აღმოხდა ქალს. - მეჩვენება ხომ ?! - სარკასტულად წარმოსთქვა მამაკაცმა. - რომელ ძლიერ ქარს შეიძლება გადმოეგდო ჩვენსკენ და მოენახულებინა მივიწყებული მოხუცები. - ირონიით იყო გაჟღენთილი მისი ხმა, მაგრამ მისი თვალები სიხარულით ბრწყინავდნენ. გაეღიმა თანანოს. ნერსე, ძალიან გავდა ბაბუას. 75 წლამდე იქნებოდა მამაკაცი, მაგრამ ასაკის მიუხედავად საკმაოდ მხნედ გამოიყურებოდა. ახალგაზრდული ეშხი ჯერაც არ ჰქონდა დაკარგული. ახლა მიხვდა ვის გავდა ირონიაში და სიმკაცრეში ბატონო ნერსე. ქალბატონი ნელი 65 წლამდე იქნებოდა. მოვლილი, ლამაზად ჩაცმული. ასაკთან შედარებით საკმაოდ ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. სასიმოვნო გარეგნობის. სახეზე ნაოჭის მსგავსი არაფერი ჰქონდა. თვალის ფერით ჰგავდა მას ნერსე. ნინო დედის ასლი გახლდათ. - საკმაოდ ძლიერი ქარი დაგვატყდა თბილისს და ასე შესძლო, ბატონო ნუგზარ ! - ტუჩის კუთხე ჩატეხა. - მოდი აქ ჩოჩორის კუდო. - კაცს გაეცინა და შვილიშვილი ძლიერ ჩაიკრა გულში. - როგორ ხარ მოხუცო ? - როგორც ბებერ მგელს შეეფერება. ვუძლებ ბებოშენის გამოხტომებს. - ჩაეცინა და ქალს თვალი ჩაუკრა. - თუ მე გიძლებ შენ, ეგეც საკითხავია. - გაეცინა. - თქვენ როგორ ხართ, ქალბატონო ნელი ? სილამაზეს არ კარგავთ.. - კომპლიმენტით დააჯილდოვა და ჩაიხუტა. - როგორ მომენატრე შვილო.. - ქალს ცრემლები წამოუვიდა. - მეც მომენატრეთ. - ეს ლამაზი ქალბატონი ვინ არის ? - მისკენ გაიხედა ნელიმ. - ეს ჩემი ასისტენტია.. - ირონიულად ამოილაპარაკა. - მე თანანო ბექაური ვარ.. - არ მიუქცევია მისთვის ყურადღება და გაუღიმა მოხუცებს. - მოდი შვილო შენც ჩაგეხუტოთ.. - ნუგზარმა გაუღიმა და ხელები გაუშალა. თანანოს გაუხარდა და გაუკვირდა კიდეც. მისკენ წავიდა და ჩაეხუტა. ძალიან უნდოდა ბაბუა ჰყოლოდა. ნელიმაც სითბოთი ჩაიხუტა. - ალბათ დაღლილი იქნები, დაისვენე და მერე გავაგრძელოთ საუბარი. - მართლაც დამღლელი გზა იყო, თან მგზავრობას ვერ ვიტან. დროებით.. - ქეთი, თავის ოთახი უჩვენე. - კარგით. ნერსე იქ დარჩა. თანო გოგონას უკან გაჰყვა. მარმალილოსგან გამოყვანილი კიბეები აიარეს. - ეს იქნება თქვენი ოთახი ქალბატონო. - ერთ-ერთ ოთახთან შეჩერდნენ. - თუ შეგიძლია, ფორთოხლის წვენი ამომიტანო ? - კი, ახლავე.. - ჰო, კიდევ, უბრალოდ თანანო დამიძახე, კარგი ? - კარგი, თანანო. ოთახში შესულს კვლად აღებეჭდა სახეზე გაოცება. ოთახი დიდი იყო ნათელ ფერებში. ასევე აივანზე გასასვლელი მხარე მთლიანად კედლის მაგივრად დიდი შუშით იყო. ლოგინი საკმაოდ დიდი იყო, მუქი ფერის გადასაფარებლით. გაექნა და ზედ დაეცა. ხომ უნდოდა მოესინჯა რბილი იყო თუ არა. ვარსკვლავის ფორმაში გაწვა. ლოგინის წინ, მოპირდაპირე კედელთან, კედელში გამოყვანილი მრგვალი სარკე იყო. მის გვერდით კი დიდი გარდეროვი ჩაეშენებინათ. კარებზე კაკუნის ხმაზე ფეხზე წამოდგა და გასძახა შემოსულიყო. - წვენი მოგიტანეთ.. - ,,თ’’ - ს გარეშეთქო ქეთი. ერთი ასაკის ვართ და უხერხულად ვგრძნობ თავს ასე რომ მომმართავ. - კარგი. - გაეცინა. - მე დაგტოვებ, დაისვენე. - დროებით. ტანსაცმელი დაკეცა და გარდეროვში მოათავსა. სხვა ნივთებსაც მიუჩინა საკუთარი ადგილი. აივანზე გავიდა და ზემოდან გადახედა. ყველაფერი უფრო ლამაზი მოსჩანდა. დიდი სიამოვნებით იცხოვრებდა აქ ოღონდ სულ მარტო. სააბაზანოში შევიდა, აქაც ყველაფერი იდეალურად იყო. ყველაფერი მარმარილოთი იყო გაკეთებული. დუშის ქვეშ დადგა. წყალმა მოუადუნა, მხრებიდან თითქოს მძიმე ტვირთი მოსცილდა. პირსახოცი მოიხვია შიშველ ტანზე, რომელიც საჯდომს ძლივს უფარავდა, ოდნავ წაიხრებოდა და გამოუჩნდებოდა ორი ავლადიდება. თმების მშრალებით და ღიღინით გავიდა ოთახში. სხეულზე ცეცხლი ეკიდა, მაგრამ ეგონა ცხელი წვეთების ბრალი იყო. გასწორებული, სავარძელში მოკალათებულ ნერსეს სახეს წააწყდა. თუ დააკვირდებოთ დაინავდით მის თვალებში მოთამაშე პაწაწუნა ჭინკებს. მთელი სახე უღიმოდა ირონიულად. - ააა.. - შეჰკივლა. - აქ რას აკეთებ ?! - ჰმ.. - ენა კბილებზე გადაიტარა, თან ტუჩის კუთხე ჩატეხა. - რატომაც არა, რა შემიშლიდა ხელს ?! - თვალს უკრავს და მისკენ მიიწევს ნელი მოძრაობით. - მე.. მეე.. თუ შეიძლება გადით.. - უკვე ცივ კედელზე აკრული, ძლივს ახერხებს რამოდენიმე სიტვის თქმას. - შენ ?! შენ ?! - კედელზე აკრულს წინ უდგება. - რას აკეთებთ ?! - მამაკაცის სუნთქვა კანს უწვავს, ტანში ჟრუანტელი უვლის. მუცელი ეკუმშება. პირსაწმენდს თითებს ძლიერ უჭერს. - ისეთს არაფერს.. - ცხვირს ლოყაზე უხახუნებს. ლოყას სახეზე ადებს და ყურთან უჩურჩულებს. კისერზე ელამუნება ცხელი ჰაერი და ცეცხლს უკიდებს. ტუჩებს კისერთან დაატარებს, არ კოცნის აწვალებს, სიამოვნებს მისი დაბნეული სახის ყურება. თითებს გოგონას სანთელივით ნაზ კანზე დააცურებს. ჩაეღიმა კანზე უმალ გაჩენილი ბუსუსების დანახვისას. ტუჩებისკენ დაიძრა, ეგონა აკოცებდა და თვალები დახუჭა. მთელი სხულით ცახცახებდა, უნდოდა ეკოცნა, მაგრამ სულ ტყუილად. თვალები გაახილა და იქ აღარ დახვდა. მხოლოდ მისი სურნელი შემორჩენოდა ჰაერს. გული ფრენით დაღლილი ნიბლია ჩიტივით ჰქონდა აჩქარებული. ნერვები მოეშალა, საკუთარ თავზე. - ამისთვის სამაგიეროს მიიღებ, ბატონო, თავკერძა იდიოტო ! - ჩაისისინა. პიჟამოები ჩაიცვა და ფუნფულა ლოგინში შეწვა. დაღლილს მალე ჩაეძინა. კარებზე კაკუნის ხმამ გამოაღვიძა. - მობრძანდით.. - ჩაახველა, რომ ხმა დაებრუნებინა. - სადილის დროა, ქვემოთ გელოდებიან. - კარგი მოვემზადები და ჩამოვალ. თანო სწრაფად მოემზადა, არ უნდოდა ელოდინებინა. ქვემოთ წავიდა და სასადილო ოთახში შეუძღვა მოსამსახურე. - შუადღე მშვიდობისა.. - მოდი შვილო. - თბილად გაუღიმა. მისი შემყურე როგორ ენატრებოდა მაყვალა ბებო. ნერსეს გვერდით მოუწია დაჯდომა, რომელმაც არც კი ინება შეეხედა მისთვის. - რას საქმიანობ თანანო? - ნუგზარმა მიმართა. - სწავლას პრობლემების გამო თავი დავანებე. ახლა კი როგორც იცით თქვენს შვილიშვილთან ვმუშაობ. -შენი მშობლები რას საქმიანობენ ? - იცით.. - ხმა აუკანკალდა, თვალები კი უმალ ჩაუწყლიანდა. ამ თემაზე საუბარი მუდამ უმძიმდა. - მამა პატარა ვიყავი როდესაც გარდაიცვალა, არაფერი მახსოვს. დედამ კი ცოტა ხნის წინ დაგვტოვა და ახალი ოჯახი შექმნა. ბებო გვყავს მე და ჩემს დას, რომელმაც ბავშობიდან გვზრდიდა. - თითებს ერთმანეთში ხლართავდა, მზერას ვერ უსწორებდა იქ მყოფებს. - ვწუხვარ შვილო.. - დანანებით ამოილაპარაკა. - ,, რაც არ გკლავს, ის გაძლიერებს’’ , ძველი მაგრამ მართალი გამონათქვამია შვილო. - ნუგზარმა უთხრა და გაუღიმა. ნერსე გაოცებული უსმენდა. გული შეეკუმშა ქალის ტკივილის გამო. - შვილო ალექსანდრე რატომ არ წამოიყვანე? მოგვანატრა თავი.. თან პატარა მარიამო, უკვე დიდი გოგო გაზირდებოდა. - ხვალ ჩამოვლენ ნელი. - მართლა ?! როგორ გამიხარდა.. - ხო.. ხო.. მართლა. გემრიელად მიირთვით მე ჩემს ოთახში ვიქნები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.