შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Destiny


1-10-2017, 01:09
ავტორი artemis27
ნანახია 1 098

- არა დიანა არ მჯერა! უბრალოდ
წარმოუდგენელია! რამდენი ხანი ელოდი ამ დღეს? აჰ გამახსენდა მთელი
ცხოვრება. - ვიცინოდი და თან ხმამაღლა
ველაპარაკებოდი ჩემს თავს. ჩემოდანი წინა დღის ჩალაგებული მქონდა ასე რომ
მხოლოდ ჩაცმაზე უნდა მეზრუნა.
გარდერობში თავით ვიყავი შევარდნილი როცა დედაჩემმა კარი შემოაღო.
- დიანა ჯერემი მოვიდა. - აჰ ჯერი ჩემი
ბავშვობის მეგობარი რომელსაც დღემდე
ვუყვარდი, მაგრამ მე მხოლოდ როგორ
მეგობარს ისე ვუყურებდი. მაგრამ
ძნელია არ შეგყვვარებოდა ის ხომ ისეთი
საყვარელი იყო. შორტი ამოვიცვი და თეთრი ზედაც ვიპოვე და კიბეებზე ჩავირბინე როცა ჯერი შემეჩეხა, ტუჩზე იკბინა და თავის ძლიერ მკლავებში მომაქცია. ისე მიყურებდა მივხვდი რომ კოცნა უნოდა მაგრამ შევიშმუშნე და თავი გავწიე. მივხვდი რომ ჩემი საქციელი არ მოეწონა მაგრამ ნამდვილად არ მინდოდა ახლა ჩემთვის ეკოცნა, უბრალოდ არ მინდოდა. რატომღაც მომინდა ჩემი საქციელი გამომესწორებინა და ყველაფერი დედას დავაბრალე.
-ჯერ, მგონი დროა წავიდეთ - სულელურად გავუღიმე. მანაც გამიღიმა უკვე ვეღაარ ვიტან რომ მეხება მაღიზიანებს. ღმერთო ჩემო დიანა რაზე ფიქრობ? წინ რა დღე გელის ამით ხასიათის გაფუჩება არ ღირს.
ყველაფერი წინაა! შევძახე ჩემს თავს და
ჯერემის მკლავებიდან თავი დავიხსენი ისიც არ შემწინააღმდეგებ ია. ჩემოდან
ხელი დავავლე და ჯერემის მანქანისკენ
დავიძარი. ბარგი როგორღაც ჩავტენე და დედას მივუბრუნდი. მან როგორც ყოველთვის თბილად გამიღიმა, მომეხვია და დაიწყო ლექციების კითვა. დიანა ასე არ ქნა ისე არ ქნა წვეულებებზე არ იარო არ დალიო. იცოდა რომ ამას მიჩვეული არ ვიყავი მაგრამ ახლა ხომ თავისუფალი ვიყავი შემეძლო ის გამეკეთბინა რაც მინდოდა. ახლა ვამბობდი ამას თორემ საქმე საქმეზე რომ მივიდოდა
მშიშარასავით უკან დავიხევდი. ჰმ რა
კარგად ვიცნობდი ჩემს თავს. როგორც
იქნა დავაწყნარე დედაჩემი და მანქანაში
მოვთვსდი. ოხ როგორ არ მინდოდა
ჯერემის წავეყვანე, გამომშვიდობების ას
დაწყებდა ხომ იცი როგორ მიყვარხარ და
მომენატრები. საერთოდ არ მქონდა მისი თავი. უბრალოდ მინდოდა ყველაფერი დამევიწყებინა და ახალი ცხოვრება დამეწყო. ხმას არ ვიღბდით მე ჩემს მომავალზე ვფიქრობდი, ალბათ ისიც
ოღონდ მომავალზე ჩემთან ერთად.
ვერ ეღირსები ჯერემი! ჩავიცინე გულში.
ღმერთო რას ვერჩი მას ხომ ვუყვარვარ, ის
პირველია ვინც მითხრა რომ ვუყვარვარ სულ ჩემთანაა და მეხმარება, მე კიდევ დავცინი. ეჰ დიანა შენი გამოსწორება არ იქნება. რატომ გავხდი ასეთი? როგორ მინდა შევიცვალ, არაფერზე ვიდარდო ყველაფერი ფეხებზე დავიკიდო.
იმედია კოლეჯში ამის საშვალებას მომცემენ. ახლა იმაზე დავიწყე ფიქრი როგორი "roommate" შემხვდებოდა. როცა
ტელეფონს დავხედე მივხვდი რომ უკვე 5 საათი იყო რაც გზაში ვიყავით, როგორ უცებ გაპარულა დრო ამ ფიქრებში. ჯერემი გაშტერებული უყურებდა გზას. ნეტა რაზე
ფიქრობდა? ალბათ იმაზე რომ ზაფხულამდე ვერ მნახავდა, იმაზე რომ ვინმეს გავიცნობდი და შემიყვარდებოდა. ნუთუ ისევ ქონდა იმედი რომ შემიყვარდებოდა. როგორ მინდოდა
შემყვარებოდა, არ მინდოდა დატანჯულიყო
მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებდი არ
შემეძლო უბრალოდ მე მას ვერ
შევიყვარებდი. გზას ვუყურებდი ნელნელა
პატარა სახლები მიილია და გარემო
დაცარიელდა მივხვდი რომ კოლეჯს
ვუახლოვდებოდით. არ მინდოდა ასე უთქმელად დავმშვიდობებოდი .
- ჯერ.. - დავუძახე. გამომხედა, სახე წაშლილი ქონდა. ნუთუ ასე განიცდიდა იმას რომ ვერ მნახავდა?
- ჯერ იცი მე მომენატრები. - გაეღიმა,
აშკარად არ ელოდა ამ სიტყვებს.
-მე კიდევ უზომოდ მომენატრები დიანა. როგორ არ მინდა აქ გტოვებდეროგორ არ მინდა. - თავი გააქნია. როგორი საყვარელი
იყო ამ მომენტში უცებ მომინდა კიდეც
ჩავხუტებოდი მაგრამ თავი შევიკავე.
ვეღარ ვუყურებდი ამიტომ ისევ ფანჯარას
მივუბრუნდი. თვალები გამიპართოვდა
როცა "Bradford" დავინახე. ძველი შენობა
ტრიალ მინდორზე იყო გადაჭიმული. მაღლა აჭიმულიყო და მემიდურად, მყარად
იდგა მიწაზე. მინდორზე რამდენიმე ხე
ამოსულიყო რომლებსაც ფოთლები ალაგალაგ შერჩენოდა. იქვე კი ხის ძირას
სკემები ჩამწკრივებულიყვ ნენ. უკვე
შემიმყვარდა ეს ადგილი ან როგორ არ უნდა შეგყვარებოდა აქ ხომ ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვან 4 წელს გავატარებდი. ჯერემიმ მანქანა გააჩერა და
გადავიდა. მე ისევ გაშტერებული ვიყურებოდი აქეთ იქეთ. მხოლოდ ჯერემის სიცილის ხმამ გამომაფხიზლა. გავხედე და თვალები მოვჭუტე.
- საზიზღარო. -ვუთხარი და მუშტი მხარზე
გავარტყი.
- განანებ ქალბატონო. - გამომწვევად
მითხრა და ეშმაკური ღიმილით ჩემსკენ
წამოვიდა.
- არ გაბედო ჯერ! - დავემუქრე. დამიჭირა,
მინდოდა მისი მკლავებიდან თავი
დამეხსნა ის კი ღიტინს არ წყვეტდა. სიცილით მთელი ეზო გადავფარე, ალბათ შიგნითაც ისმოდა ჩემი სიცილის ხმა.
-ჯერ გეყო ცუდად ვარ. - ის ისევ არ ჩერდებოდა.
-ჯერემი მართლა ცუდად ვარ! - ლამის
დავუყვირე. გაჩერდა ოღონდ ისევ მის
მკლავებში ვყავდი მოქცეული.
- იცი დიანა როცა ასე ახლოს მყავხარ
თავს ვერ ვიკავებ, ნება მომეცი.. -ნამდვილად არ ველოდი რომ ამას მეტყოდა. წამით მომინდა მისთვის მეკოცნა. არ ვიცი რა დამემართა, ალბათ მომინდა მისთვის პირველი და უკანასკნელი კოცნა მეჩუქებინა.
მაგრამ როცა გამახსნდა რომ ის
ჩემთვის ძმასავით იყო და უმალვე
გადავიფიქრე.
-არ გინდა, ჯერ გთხოვ ყველაფერს ნუ
გააფუჩებ, ნუ გაანადგურებ იმას რაც
ახლააა. გთხოვ. - ნელნელა მომშორდა, მიხვდა დანაშაულს. დაიძაბა, ძარღვები
დაეჭიმა, გაცოფდა. ასეთი არასედეს მინახავს. ახლავინანე რომ არ ვაკოცე, თუმცა არა არ ვნანობდი, როდის იყო კიდევ კარგი მასთან ახლოს არ ვიდექი თორემ ალბათ ხელში შემოვეფშვნებოდი . მანქანას ხელი მთელი ძალით დაარტყა, ჭექა-ქუხულის ხმას გავდა.
გონება დამეხშო. ის ისევ აგრძლებდა.
ვეღარ მოვითმინე და მივედი და უკნიდან
ჩავეხუტე. მინდოდა როგორმე დამეწყნარებინა.
- ჯერ, ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავ,
ერთდერთი ხარ ვინც ამდენი ხანი ჩემს
გვერდით იყო, ჩემს წუწუნს ისმენდა და
რჩევებს მაძლევდა. მე მართლა ძალიან
მიყვარხარ მაგრამ არა ისე როგორ
შენ გინდა, მე .. - ხმა გამიწყდა.
- მართლა ძალიან ვეცადე რა არ გავაკეთე
რომ შემყვარებოდი მაგრამ არ შემიძლია.
მაპატიე ჯერ ჩემი ბრალია. - მოეშვა,
ალბათ ჩემმა სიტყვებმა იმოქმედეს.
მომიბრუნდა და მომეხვია. აშკარად შეეცვალა განწყობა.
-ნუ სულელობ დიანა. ჩემი ბრალია.
მხოლოდ ჩემი. იცოდე რომ მიყვარხარ და
მეყვარები ყველაფრის მიუხედავად. - ხელები სახეზე მომკიდა და გამიღიმა.
- ვიცი ჯერ. - მეც გავუღიმე. შუბლზე
მაკოცა და წავიდა. ასე უბრალოდ ადგა და
წავიდა. ცოტა არ იყოს და გული დამწყდა ის
ხომ ჩემი ერთადერთი მეგობარი იყო.
ჩემოდანს ხელი დავავლე და წუთიც არ იყო გასული რომ ყველა გარეთ გამოცვივდა. ამდენი ხალხის დანახვაზე გამეღიმა, ჯერემი სულგადამავიწყა იმაზე ფიქრმა რომ რამდენ ახალ მეგობარს გავიჩენდი. მიხაროდა რომ აქ მოვხვდი, რომ ბოლოსდაბოლოს ავიხდინე ოცნება. აქ ხომ სიცოცხლე ჩქეფდა.

უკვე ვგრძნობდი თავისუფლებას. ემოციებს
ვეღარ ვიტევდი, კანზე მასკდებოდნენ და
გარეთ გამოსვლას ცდილობდნენ, თვის
დაღწევას. გაშტერებული ვუყურებდი ხალხს,
როცა მივხვდი რას იფიქრებდნენ ჩემზე
გამეცინა, თითქოს ამდენი ადამიანი ერთად
არ მენახა. შენობაში შევედი, უფრო
მომხიბლა აქაურობამ. -დიანა, გეყოს
სულელივით გამოიყურები! -შევძახე ჩემს
თავს და გზის გაგრძელება გადავწყვიტე
როცა ვიღაც უხეშად დამეჯახა. საშინლად
მტკივნეული იყო. ყვირილი ავტეხე.
- წინ არ უნდა გაიხედო, როგორ დადიხარ? -
შევხედე და შევუბღვირე.
-ოუუ ოუუ, დაწყნარდი. მე უნდა გავიხედო
წინ? როცა შენ დებილივით მიშტერებიხარ
ყველაფერს? - გაეცინა მე კი შემრცხვა,
გავწითლდი და თავი დავხარე.
- იქნებ ბოდიში მაინც მოგეხადა? -
ალმაცერად შევხედე. უკან მაინც არ ვიხევდი,
ეს ხომ ჩემი სტილი იყო.
- ბოდიში? მე? შანსი არაა! ვერ ეღირსები! -
ცინიკურად მითხრა და წავიდა. როგორ
მიმიშალა ნერვები, ლამის შემოვარტყი.
საზიზღარი, დეგენერატი. არადა რა
სიმპატიურია. მისი სახის გახსენებაზე ისეც
დებილურად გამეღიმა. შავგრემანი, ჩემზე
მაღალი, შავი თვალებით რომელიც ძვირფასი
ქვასავით ელავდა. ახლა გამახსენდა რომ
ხელებზე ტატუები ქონდა, მაშინ დავლანდე
როცა თავი დავხარე. ღმერტო მისი ტუჩები...
გეყოს დიანა რაზე ფიქრობ? შენ ხომ ასეთი
ბიჭები არ მოგწონს, ის ხომ ასეთი
საზიზღარი და დამპალია. ალბათ "ცუდი"
ბიჭია. ნახე რამდენი სიმპატიური ბიჭი
გახვევია გარს, იმ უხეშ ბიჭს კი არ გვანან.. რა
დროს ბიჭებია დიანა! ოთახი უნდა იპოვო.
Z12.. Z12.. ნეტა სადაა? ვიმეორებდი ჩუმად
და კარებებს ვაშტერდებოდი. Z9.. Z10.. Z11..
მმ აი ისიც Z12.. კარების გაღებას ვდილობდი
მაგრამ დაკეტილი იყო, ალბათ ჩემმა
მეზობელმა ჩაკეტა. ოხ ესღა მაკლდა,
დასვენება მინდა. თველებს ვაცეცებდი, როცა
ისევ ის უხეში ბიჭი დავინახე. მისი
გამორჩევა სხვებისგან ადვილი იყო, სხვა
სტილი, სიარულიც კი განსხვავებული ქონდა.
მარჯვენა ხელში სიგარეტი ეჭირა და
გამომწვევად იღიმოდა. წამოვიდა, თავი
დავხარე გავწითდი. წუთი წუთზე უნდა
მოსულიყო. აგვიანებდა, გავბედე და თავი
ავწიე. დანახულმა ზედმეტად გამაცოფა,
კედელზე ვიღაც გოგო ყავდა მიყუდებული და
ვნებიანად კოცნიდა. ვეჭვიანობდი.. რატომ?
რატომ? მე რომ მას არც ვიცნობდი, მას ხომ
ჩემი ბიჭი არ ერქვა, როგორ უნდოდა ისე
მოიქცეოდა და რაც მთავარი იყო მე მას ვერ
ვიტანდი. ასე უცებ არავინ, არასოდეს
შემზიზღებია. არადა რატომ? იმიტომ რომ
ბოდიში არ მომიხადა? ეს
იყო მიზეზი? არა ეს უფრო მეტი იყო ვიდრე
მიზეზი. გოგოს ნელნელა მოშორდა, ყურში
რაღც ჩაჩურჩულა, გოგოს გაეცინა, ნეტა რა
უთხრა ასეთი? რაში გაინტერესებს?
შევეკითხე ჩემს უხეშად.. ისევ იმ ღიმილით
წამოვიდა ჩემსკენ. თავი გავაბრუნე არ
მინდოდა მისთვის ყურადღება მიმექცია.
გვერძე კარის გაღების ხმა გავიგე, შემდეგ
ვიღაცის მოახლოების.



№1 სტუმარი Takk

Aucileblad gaagrdzele dzaan saintereso da kargi chans

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent