შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იყავი ჩემი საყვარელი [თავი 8]


1-10-2017, 04:31
ავტორი მე♥
ნანახია 10 782

მეორე დღეს განსაკუთრებით ყურადღებას იჩენდა, აინტერესებდა რომელ საათზე წავიდა გერლიანი სამსახურში და უკან რომელზე დაბრუნდებოდა. გულის სიღრმეში აცნობიერებს რომ ეს ქმედებები ეჭვიანობსგან არის გამოწვეული, არ ესიამოვნა მეგის გამოჩენა მაქსიმეს ცხოვრებაში, თანაც ფაქტია რომ მის ნახვას სთხოვდა. ყოფილ შეყვარებულს ღამის 11 საათზე ურეკავდე და სასწრაფო შეხვედრას ითხოვდე გათხოვილი ქალი ცოტა უცნაური კი არა ძალიან უცნაურია.
თუმცა ფაქტი რომ მაქსიმე არ ადგა და გაღიმებული არ დატოვა. ძალიან სიამოვნებს, ე.ი. გამოდის რომ მამაკაცისთვის მეგი იმდენად მნიშვნელოვან ფიგურას აღარ წარმოადგენს რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო წარსულში. კმაყოფილმა ჩაიღიმა, საწოლიდან გამოღოღდა და ნასკები ამოიცვა. ზაფხულია ყველა და ყველაფერი იწვის, ეს კიდევ მაინც ნასკებით დატანტალებს სახლში. კარების ხმაზე ღიმილით მიტრიალდა.

-მეგ...მეგის მაგივრად კართან პროდუქტებით დატვირთული მაქსიმე დახვდა. გაკვირვებულმა ახედა კედლის დიდ და მდიდრულს საათს. _ასე ადრე რატომ დაბრუნდი?

-ვიცოდი რომ მოგენატრებოდი და დავბრუნდი. _ცინიკური გამომეტყველებით ჩაუკრა თვალი და პროდუქტები სამზარეულოში შეიტანა.

-ხო, 12 საათზეც იმიტომ ავდექი რომ შენი მონატრება მკლავდა._არც ნინიამ დააკლო და პური საპურეში ჩადო. _მაწონი მოიტანე?

-არ დაგიბარებია.

-მერე რა, შენ არ უნდა გცოდნოდა?

აღრენილმა გამოაღო მაცივრის კარი და პროდუქტების შელაგება დაიწყო. გერლიანმა წარბწეულმა გადახედა მოკლე პიჟამაში გამოწყობილს ქალს და ქვედა ტუჩზე იკბინა.

-მე მგონი ისიც ზედმეტია რაც მოვიტანე...საწოლში არ დაგვჭირდება!_ზურგს უკან ამოუდგა და ცალი ხელი მუცელზე მოხვია, ცალით კი მხარზე ჩამოყრილი თმები გადაუწია.

-მე როგორც ვიცი სექსის შემდეგ ადამიანი გაორმაგებული ძალებით გრძნობს შიმშილს. _”ცოდნა” გაუზიარა და ნიშნის მოგებით ჩაუკრა თვალი.

-მაგაზე სექსის შემდეგ ვიზრუნოთ._თავისკენ მიატრიალა და ტუჩებისკენ დაიხარა.

-შენი ტელეფონი წვალობს. _პიჯაკის ჯიბეზე მიარტყა ნინიამ ხელი და ტუჩები სასაცილოდ მოწრუპა. მაქსიმემ უკმაყოფილო სახით დაიხია უკან, ტელეფონი ჯიბიდან ამოიღო, ეკრანს დახედა, მერე ღილაკზე თითის ერთი დაჭერით სულ გამორთო და ისევ ნინიას მისდგა.

>>>
მაქსიმე ლევანს გაყვა რაღაც საქმეზე, თვითონ კი სახლში დარჩა და დეიდამისის საყვარელი ნამცხვირს გამოცხობა გადაწყვიტა დროის გასაყვანად...არა, გატყუებთ დროის გასაყვანად კი არა საქმიდან დაბრუნებული მაქსიმესთვის. ბისკვიტები გასაციებლად მაგიდაზე დაალაგა და კრემის ამოსაყვანად მიქსერი გამოიღო, ზუსტად ამ დროს კარზე გაბმული ზარი გაისმა. როგორც წესი მეგის და მაქსიმეს გასაღები აქვს და არცერთი დარეკავდა ზარს, შეიძლება რომელიმე დაცვის წევრია, ან მაქსიმეს ახლობელი. მიქსერი მაგიდაზე დადო და კარებისკენ წავიდა. ნაცრისფერ პიჯაკში და შავ კლასიკურ შარვალში გამოწყობილი 50 წალმდე ქალბატონი წარშეკრული უყურებდა კარში მდგარ მისთვის უცნობ გოგონას.

-მეგი გაუშვა?_ცივი ხმით კითხა და სახლში შევიდა.

-სად?_გაკვირვებულმა კითხა, კარი დაკეტა და უკან აედევნა.

-ალბათ შენ კარგ ნამცხვრებს აცხობ და იმიტომ აგიყვანა. _ცინიკური გამომეტყელებით ჩაილაპარაკა და ჩანთა დივანზე დადო.

-უკაცრავად ვერ ვხვდები, რას გულისხმობთ?

-მაქსიმე სახლშია?_მის კითხვაზე პასუხის გაცემის სურვილი ქალს აშაკრად არ ჰქონდა, ან უბრალოდ მასთან საუბრის სურვილი.

-არა, მაქსიმე გასულია.

-მალე მოვა?...თუმცა მოახლეს არ დაუბარებდა.

-ბატონო?!_სიცილით ჩაიჩურჩულა და ქალს დააკვირდა. _მე მოახლე არ ვარ!_აღრენილმა ჩაილაპარაკა და ახლა უკვე თვითონ შეკრა შუბლი.

-აბა ვინ ხარ?

-მე მაქსიმეს...

ძალიან უნდოდა ქალისთვის ჭკუა ესწავლებინა და ის ქედმაღლური მზერა სახეზე ფუნჯებით მიეხატა, მაგრამ მის კითხვაზე პასუხი არ აქვს. მართალია მაქსიმემ მისი თავი ყველას საცოლედ გააცნო, მაგრამ თავად ვერ გაბედა ამ სტატუსის მორგება. დადუმებული
გოგონას დანახვისას ქალმა ცინიკურად ჩაიცინა.

-გეკითხები, აბა ვინ ხარ?_კითხვა გაუმეორა და ქვემოდან ახედა.

-ჩემი საცოლეა!

ზურგს უკან ნაცნობი ხმა გაისმა. ვერც გაიგო როდის შევიდა მაქსიმე სახლში. ნინიამ თავი მაღლა ასწია და ფერწასული ქალის დანახვისას იმ წამსვე მაქისმეზე გადაიტანა მზერა. უცნობი ქალი პასუხმა აშკარად უკმაყოფილო დატოვა, თვალები სიბრაზისგან ჩაუწითლა, ნაოჭები კი საერთოდ აღარ ეტყობოდა, ისე დაეძაბა სახის კანი.

-რაა?_გაოგნებულმა იკითხა და მაქსიმეს გვერდით მდგარ ნინიას გადახედა._ცოლად მოგყავს?_კიდევ ერთხელ იკითხა ქალმა და ურეაქციოდ მდგარ შვილს დააკვირდა. _მაქსიმე, მეგიზე უარი ამ ქალის გამო თქვი?_ქალს სახეზე ფერი ეცვალა.

-ამ ქალს ნინია ქვია და ჩემი საცოლეა!_შუბლშეკრულმა გადახედა ქალს.

-თუ შენ ამ ქალს ცოლად მოიყვნან ჩათვალე რომ დედა აღარ გყავს.

-მომიწევს ერთი მოსაწვევით ნაკლებ გავაკეთო.

ისევ იგივე გამომეტყველებით იდგა და ქალს რომელიც მის წინ იდგა უარეაქციოდ, ცივი სახით უყურებდა. ნინიამ ორივე თვალი ერთდროუალად დაქაჩა, ჯერ ქალის შეურაცხყოფა ვერ გაანალიზა და ახლა მაქსიმეს ასეთი დამოკიდებულება ამ ქალის მიმართ რომელიც თურმე გერლიანის დედაა.

-მაქსიმე. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა საყვარლის სახელი და მკლავზე თითები ოდნავ მოუჭირა. _რას ამბობ?!

-ნინია, ნუ ჩაერევი!_კატეგორიულად გააფრთხილა და ერთ ადგილზე გაშეშებულ დედამისს გადახედა.

-მეგის...ღმერთო ჩემო. _სიცილით ჩაიქირქილა და თავის ქნევით წავიდა კარისკენ.

-სხვათაშორის ქალბატონო ეგ თქვენი მეგი ერთი ჩვეულებრივი გათხოვილი კახპაა, რომელიც სხვის კაცებზე ნადირობს!

ბოღმა მთელი ძალით მოაწვა ყელზე და რასაც ფიქრობდა ხმამაღლა ამოხეთქა. ვერ აიტანს, ვიღაცამ ასეთი გამომეტყველებით მარტო იმიტომ უყუროს რომ ვიღაცა მეგი მასზე ბევრად მეტი ჰქონია და თანაც სულ უმიზეზოდ მოსდოს ჩირქი. მაქსიმე წარბებშეჭმუხნულმა გადახედა გატრურუნულ გოგონას, რომელიც მამაკაცის სახის დანახვისას ანერვიულდა.

-ყველა სიკეთესთან ერთად ტუტუციც ყოფილა.

-გადი!_მოკლედ უბრძანა მაქსიმემ ქალს და მთელი ტანით თავჩახრილი ნინიასკენ მიტრიალდა. _მეორედ. _როგორც კი კარის დაკეტვის ხმა გაიგო დაიწყო. _აღარ გაბედო მსგავსი ფრაზების გამოყენება!

-რატომ რადგან შენი ყოფილია?_გული საშინლად ჰქონდა გასიებული, ცოტაც და ყელში გაჩხერილი უზმარმაზარი ბურთი სუნთქვის საშუალებას არ მისცემდა და ან გაგუდავდა, ან მაქსიმეს თვალწინ აზლუქუნდებოდა. _კახპაა და ეს შენ ჩემზე უკეთესად იცი!_თუმცა ყენიას გატეხვა ასეთი ადვილი საქმე არ არის, ზუსტად იცის სად რა უნდა თქვას და რჩევას ამ ჩემთვევაში არავისგან არ მიიღებს.

-ნინია!_მკლავზე სწვდა და თავისკენ მისწია. _ძალიან ბევრს ლაპარაკობ!_

შუბლშეკრულმა ჩაილაპარაკა და ისე რომ გოგონა სიტყვის ამოღების საშუალებად არ აცადა მისი გაჩუმება გადაწყვიტა და ტუჩებზე დაეძგერა. ყენიამ თვალებდაქაჩულმა ააფართხალა ხელები და მამაკაცის სპორტულის ზედაც ჩაებღაუჭა, თუმცა როცა მიხვდა რომ გერლიანი მასზე ბევრად ძლირი იყო დანებდა და კოცნაში აჰყვა. გაჩუმების საუკეთესო საშუალებაა, მითუმეტეს თუ პროცესი ასეთი სასიამოვნო და ხანგრძლივია.

>>>
-ე.ი. მოერგე აქაურობას. _ღიმილით კითხა ლევანმა და თვალი სახლს მოავლო.

-მე მგონი.

-დასასვენებლად წასვლას არ აპირებთ?_მოულოდნელად კითხა წყვილს.

-სად?

-რა ვიცი ზღვაზე, მთაში, ბარში. _მხრები აიჩეჩა და სიცილით ჩაილაპარაკა.

-ჯერ ჯერობით არ ვგეგმავთ. _პასუხი მაქსიმემ გასცა.

-ნუ ამოგუდავ ამ გოგოს თბილისში, ხომ ხედავ ყოველ დღე უარესად ცხება. _თითის ქნევით “გააფრთხილა” მეგობარი და ნინიას გამზადებული ცივი ყავა მოსვა.

ლევანთან კარგად არის, მართალია სიმართლე არც მან იცის, მაგრამ თავს არაკომფორტულად არ გრძნობს. ჯერ ჯერობით ლევანი ერთადერთი ადამიანია მაქსიმეს ახლობლებიდან ვისთანაც კარგი ურთიერთობა აქვს და ვინც აღრენილი არ უყურებს ზემოდან, თითოს ნინიას მათთვის რაიმე ჰქონდეს დაშავებული.

მაქსიმეს დედის სიტყვები კი თავიდან არცერთი წამით არ ამოსდის, რას ნიშნავს ეს ყველაფერი?! გამოდის რომ ურთიერთობაზე უარი მეგიმ კი არა მაქსიმემ თქვა? ანუ ყველაფერი პირიქით არის და მამაკაცი ქალს არ მისტირის, შეიძლება მის მიმართ გრძნობები დღემდე აქვს, თუმცა ფაქტია რომ დაბრუნებას გამორიცხავს, მეგისაც ისე აგრესიულად ესაუბრება, არც დედამისს დააკლო. ამ ყველაფერზე კი უარესად აერია თავგზა, პირველად ნახა ასეთი აგრესიული შვილი დედის მიმართ, რომელსაც ოდნავადაც კი არ აინტერესებს რას იფიქრებს მასზე დადამისი. გერლიანი მართალია, მათი ურთიერთობა მხოლოდ მათი საქმეა და დედამისი არ უნდა წყვიტავდეს ცოლად ვინ მოიყვანოს და ვინ არა, თუმცა მე მგონი აქ მარტო ამ შემთხვევასთან არ ქონიათ საქმე, ეს ყველაფერი აშაკრად უფრო ადრე დაიწყო.

-ლევანი მართალია, მთაში დიდი სიამოვნებით დავისვენებდი. _ეშმაკური ღიმილით ჩაილაპარაკა ნინიამ და მაქსიმეს თვალების ფახუნით გადახედა.

-ჯერ არ მცალია.

-ეგრე შენ სულ არ გცალია, ხომ ხედავ მთელი ქალაქი დაცარიელდა. აქაც კი ამოახწია საშინელმა სიცხეებმა. _აშკარად რაღაც აქვს ჩაფიქრებული, რაღაც რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს.

-მოვიფიქრებ.

-ხედავ ლევან როგორი კარგი მყავს?_მელიასავით მიეტუზა მამაკაცს და მხარზე მომღიმარი ლოყა დაადო. ქალის გამოსვლით გაოგნებულმა მაქსიმემ ცალი თვალით შეათვალიერა ყენია და ტუჩის კუთხეში “სამაგიეროს გადახდის” სურვილით ჩაიღიმა.

>>>
უჯრიდან შავი მისთვის რაღაცნაირად საყვარელი და დასამახსოვრებელი პენუარი ამოიღო და ხელში შეათამაშა. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს ძალიან ბევრჯერ გასჩენია ამ პენუარის ჩაცმის სურვილი, თუმცა ვერცერთხელ ვერ გარისკა და საკუთარ თავს ამისი უფლება ვერ მისცა.
მაგრამ ჭკუას მოუხმო და გადაწყვიტა თავად ეზრუნა მაქსიმესთან გატარებული ღამეების გასაფერადებლად. ქალებისთვის ყველაზე ძვირფას და მნიშვნელოვან მაღაზიაში რომ ამოყო თავი მაშინ დაფიქრდა იმაზე თუ რა შედეგები შეიძლება ამ ყველაფერს მოყვეს. რამდენად შეტოპა იმ მდინარეში რომელიც მისთვის ძალიან საშიშია. ზუსტად იცის რომ გერლიანის მიმართ გულგრილი არ არის, ეს ყველაფერი იმდენად უეცრად დატრიალდა მის თავს რომ გრძნობების გაღვივება და შემდეგ გულში ადგილის დაბუდება ვერც კი გაიგო. თუმცა ახლა უკვე იცის რას ნიშნავს აფართხალებული გული, კოცნისგან გამოწვეული სიამოვნება და მაქსიმესთან ერთად გატარებული ღამის სურვილი. ეს ყველაფერი სულაც არ გავს იმ ქალის ფიქრებს რომელიც მამაკაცთან მხოლოდ სექსის გამოა, ეს ბევრად მეტია და ზუსტად იცის რომ ეს სიტუაცია ძალიან ატკენს, იმდენად ატკენს რომ ამოსუნთქვის საშუალებას ვეღარ შეძლებს.

რამდენიმე პენუარი შეიძინა, ასევე სექსუალური და გამომწვევი საცვლებიც იყიდა ყოველი შემთხვევისთვის, ბოლოს და ბოლოს ბიზნესმენის საცოლეა და საკუთარ თავზეც ხომ უნდა იფიქროს.

სახლში დაბრუნებულს მაქსიმე გაცეცხლებული დახვა, ქალის დანახვისთანავე უსიტყვოდ წამოდგა ფეხზე და მისკენ წავიდა. პარკებს რომ მოკრა თვალი ამაზე უარესად გადაირია, ჯიბიდან მობილური ამოიღო სადღაც გადარეკა, ისე რომ ნინიასთვის თვალი არ მოუშორებია.

-ისევ ხელუხლებელია?_გერლიანის ხმის გაგონებისას ეკლებმა დააყარა, ანერვიულებულა მამაკაცი ერთხელ კიდევ შეათვალიერა და მერე პარკებს დახედა._გასაგებია.

-მაქსიმე, მოხდა რამე?

-გავიგე ჩემს ნაჩუქარ ბარათს არ იყენებ. _შედარებით მშვიდი ტონით დაიწყო. ნინიას ჩაეღიმა და თანმხობის ნიშნად თავი დაუქნია.

-ჰო, არ ვიყენები იმიტომ რომ არ დამჭირვებია. _მხრები აიჩეჩა, პარკები იატაკზე დააწყო და ფეხსაცმელები გაიხადა.

-არ დაგჭირვებია..._ქალის სიტყვები გაიმეორა და მისკენ დაიხარა, ხელი მკლავში მოკიდა და წელში მოხრილი წამოაყენა.

-რა გჭირს, რა გემართელბა?_მამაკაცის ქცევით გაოცებულმა ხმამაღლა იკითხა და ანთებულ თვალებში ჩახედა.

-ვერ ვიტან როდესაც უაზორდ მეჯიუტებიან! შენ იცი რომ 3 თვის განმავლობაში შენ მთლიანად ჩემი ხარ და საკუთარ თავზე ძალიან ბევრი რამ მაქვს აღებული, ასევე შენი მატერიალური უზრუნველყოფა. ამიტომაც საშუალებას არ მოქცემ დღეიდან შენი ჯიბიდან თუნდაც 5 თეთრი დაიხარჯოს, ან ჩემი ანგარიშით ისარგებლებ და ბარათს გამოიყენებ, ან მოგვიწევს კონტრაქტის წესები დავარღვიოთ! _განრისხებულმა ჩაილაპარაკა და ლოყებაწითლებულს ცხვირზე აკოცა.

-ავადმყოფი ხარ!_სიცილით ჩაილაპარაკა და ბარისკენ წასული მამაკაცისკენ სწრაფი ნაბიჯებით წავიდა. _შეშლილი! გადარეული და ეგოისტი!_ზურგზე შეკრული მუშტი ჩასცხო და გაჩერდა.

გერლიანი ნელა მიტრიალდა გოგონასკენ, მის წინ გაჩერდა და დაკვირვება დაიწყო.

-რა?_თვალგაშტრებულ მამაკაცს კითხა. _რა იყო?

გაშლილი ხელისგული თვალებთან აუფრიალა. გააზრებაც ვერ მოასწრო ისე უცებ აღმოჩნდა ჰაერში, მაქსიმემ მდიდრულ ჭათღთან ახლოს-თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ არც არაფერი აკლდა. გერლიანმა მხარზე გუდასავით გადაიკიდა, საჯდომზე გაშლილი ხელისგული დასცხო და დივნისკენ წაიყვანა.

-მიწვევ არა?!_ვნებიანი ხმით კითხა და შიშველ ფეხზე მსუბუქად უჩქმიტა.

-რას გიწვევ, ხომ არ გადაირიე?!_სიცილით წამოიყვირა და დაბმული ფეხების აფართხალება უშედეგოდ სცადა. მაქსიმემ დივანთან მისულს ხელი გაუშვა, ოდნავ წინ გადაიქნია და დივანზე დააგდო. _ოო, წელი. _უკმაყოფილო სახით წამოიძახა და ზურგზე ხელი მოისვა. გერლიანი ცალი ფეხით დივანს დაეყრდნო, ცალი ისევ იატაკზე ჰქონდა და ქალისკენ მიიწევდა.

მაქსიმემ უსიტყვოდ დაუკოცნა ჯერ ქვედა, შემდეგ ზედა ტუჩი, ბოლოს კი ორივე ერთად.
მოულოდნელად საშინელი თავბრუსხვევა და გულის რევა იგრძნო. შეშინებულმა გაშლილი ხელისგული მამაკაცის მკერდს მაიდო და ოდნავ მიაწვა. არც მაქსიმეს გაუწევია წინააღმდეგობა, სწრაფად წამოდგა ფეხზე და ფერწასულს სახე მოუსვა ხელები.

-ნინია, შემომხედე. _თვალებმიბლეტილს ოდნავ მაგრად მოუჭირა თითები სახეზე. _შემომხედე-მეთქი!_ხმას ოდნავ აუწია გერლიანმა, თუმცა უგონო მდგომარეობაში მყოფ ყენიას მისი უკვე აღარ ესმოდა.

თვალები რომ გაახილა მაქსიმეს საძინებელში იყო და მამაკაცის საწოლზე იწვა. თავი ნელა მიატრიალა და ფანჯარასთან მდგარ გერლიანს დააკვირდა.

-მაქსიმე. _ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და მისკენ შეტრიალებულს ოდნავ გაუღიმა.

-არა და თითქოს გადალახე.

-რა?

-სექსის წინა რიტუალი. _წარბწეულმა “გაახსენა” პირველი ღამის ინციდენტი.

-არა, ახლა მართლა შეუძლოდ ვიყავი, თითქოს თვალებში ჭიანჭველები დაცოცავდნენ.

-ექიმთან წავიდეთ.

-ნტ, არავითარ შემთხვევაში, მეშინია თეთრხალათიანების. _თავი გააქნია და საწოლზე წამოჯდა._ თანაც ახლა უკვე კარგად ვარ.

-ნუ მეწინააღმდეგები!

-ძალიან გთხოვ, მართლა არ მინდა იქ მისვლა... ხომ გესმის?!

-არა არ მესმის!

-უბრალოდ გთხოვ.

-ნინია, ეს სახუმარო თემა არ არის, ფაქტია რაღაც გჭირს.

-თუ კიდევ განმეორდება მსგავსი ჩემი ნებით წავალ ექიმთან. _პირობა დადო და გაუღიმა.

>>>
დარწმუნებული არ არის, მაგრამ ექიმთან აუცილებლად უნდა მივიდეს, უბრალოდ არ უნდა ეს ყველაფერი მაქსიმესთან ერთად მოხვდეს. თავს საშინლად გრძნობს, უკვე რამდენიმე დღეა მსგავსი სიმფტომები აწუხებს, ეშინია და არ უნდა ის მოხდეს რაც ამ სიტუაციაში ყველაზე შეუფერებელი იქნება. მაგრამ ფაქტია რომ სიმფტომები 100%_ით ემთხვევა პირველ ტრიმესტრში მყოფი ორსული ქალის სიმფტომებს.

წარმოდგენაც არ უნდა რა შეიძლება მოხდეს თუ პასუხი დადებითი იქნება. თუმცა ამაზე ფიქრს ურჩევნია ექიმთან მივიდეს, ყევლაფერი ზუსტად გაიგოს და შემდეგ ინერვიულოს.

ექიმის კაბინეტის კარები აკანკალებულმა შეაღო. ყველანაირი პასუხისთვის მზად იყო, ისიც კი იფიქრა შეიძლება რაიმე დაავადება მაქვს და გულის რევა და თავბრუს ხვევა მისგან არის გამოწვეულიო. ორსულობაზეც ნაფიქრი აქვს და ისიც გაანალიზებული აქვს რომ დადებითი პაუხის შემთხვევაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ზომის მიღება მოუწევს.

-ნინია, დაჯექი. _ღიმილით ჩაილაპარაკა ექიმმა და სკამზე ანიშნა.

-პასუხი დადებითია?_ურეაქციოდ ჩაილაპარაკა და თითები ერთმანეთში ახლართა.

-სწორად უთქვამთ, დედის გული ყველაფერს გრძნობს.

ექიმის სიტყვების მოსმენისას სახე გაუქვავდა, სუნთქა შეეკრა და ყველაფერი გაჩერდა მის გარშემო. ერთადერთი რაც არ გაჩერებული მისი გულისცემა იყო, რომელიც ახლა გაორმაგებული ძალებით ურტყამდა. აკანკალებულ მუხლებზე თითები მთელი ძალით მოიჭირა და თვალები მაგრად დახუჭა.
ამაზე ხომ ნაფიქრი ჰქონდა, ხომ იცოდა რომ 100_დან 98 შეიძლება ორსულად ყოფილიყო, მაგრამ მაინც როგორ იმოქმედა ახალმა ამბავმა მასზე.
საავადმყოფოდან გამოვიდა და იქვე კიბეებზე ჩამოჯდა, წარმოდგენა არ აქვს ახლა რა უნდა გააკეთოს, როგორ უნდა მოიქცეს, ან საერთოდ მაქსიმესთან რა უნდა თქვას. ძალიან ცუდი რამ დაემართა და ამას თვითონაც ხვდება, როგორი დიდი ბედნიერებაც არ უნდა იყოს ბავშვი ნინიასთვის ახლა ეს ყველა მხრიდან პრობლემას წარმოადგენს.
აცრემლებულ თვალებზე თითები მაგრად მიიჭირა და ჰაერი ხარბად შეისუნთქა.

-მაქსიმეს ეს ბავშვი არ ენდომება, რა თქმა უნდა... ეს ბავშვი არ ენდომება. _ჩამწყდარი ხმით ჩაილაპარაკა და ცალი ხელი მუცელზე მიიდო.

მაქსიმეს ადგილზე რომ ყოფილიყო არც თავად ენდომებოდა 3 თვიანი კონტრაქტის დროს ქალი რომ დაორსულებულიყო. ეს ყველაფერი გერლიანისთვის ჩვეულებრივი გარიგება იყო, რომელიც გრძნობებზე ემოციებზე და ბავშვზე გათვლილი არ ყოფილა. არც ნინიას უნდოდა ასე მომხდარიყო, ეგონა რომ ყველაფერი სამი თვის შემდეგ დასრულდებოდა და მშვიდად იცხოვრებდა, თუმცა მისი ცხოვრება ერთმა შეხვედრამ თავდაყირა დააყენა და ახლა იმის მაგივრად რომ ალექსანდრეს ვახშამს უმზადებდეს, 27 წლის ასაკში ორსულად არის კაცისგან რომელიც მისი ოფიციალური საყვარელია.

-მემე შენი ნახვა მინდა!

>>>

-დარწუმებული ხარ?_შეშინებული თვალებით ახედა მემემ.

-ექიმს ათასჯერ მაინც გავამეორებინე.

-ახლა...ახლა რა უნდა ქნა?_სახეზე ხელები აიფარა და ხვნეშა დაიწყო.

-მემე, ძალიან გთხოვ...ისედაც შუაზე ვარ გახლეჩილი.

-გეუბნებოდი, შარია ეს კაცი-თქო!

-შარი ეს კაცი კი არა, მე ვარ!_ცრემლიანი თვალებით ჩაილაპარაკა და სიმწრით ქვედა ტუჩზე იკბინა.

-აბორტი გაიკეთე.

-რა?_დეიდაშვილის შეთავაზებით გაოგნებულმა სწრაფად გაასწორა სახე და მუცელს დახედა. _შენ რა სულ გამოშტერდი? _ხმას აუწია და თვალების ბრიალით კითხა.

-რა იყო, რა ვთქვი ასეთი?

-მემე, ბავშვის მოკვლა შემომთავაზე!_დეიდაშვილის გულცივობას ვერ იჯერებდა.

-მე გამოსავალი შემოგთავაზე...

-რომელიც ჩემი შვილის სიკვდილზე გადის.

-არ ვიცი, მაშინ უთხარი მაქსიმეს და ერთად მოიფიქრეთ, ეს ყველაფერი ხომ მარტო შენი ბრალი არაა?

-არა, მაქსიმეს ვერ ვეტყვი..._თავი რამდენჯერმე ზედიზედ გააქნია და ფეხზე წამოდგა.

-შვილის არსებობას დაუმალავ?

-შვილის რომელიც არ ენდომება. ზუსტად ვიცი რომ ჩემგან შვილი არ ენდომება, იმიტომ რომ მის ადგილას მეც ეგრე ვიქნებოდი. თანაც ასე მცირე დროში, ზუსტად თვე ნახევარია გასული რაც ერთად ვართ.

-მაშინ მეორე თვე ნახევარს დაელოდე და შემდეგ წამოდი, მუცელიც არ შეგეტყობა.

-რამე უნდა მოვიფიქრო, მაქსიმეს უნდა დაველაპარაკო.

>>>
მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა, დაძაბული წრიალებდა საწოლში და თან ცდილობდა გერლიანი არ გაეღვიძებინა, ბოლოს საწოლში რომ ვეღარ გაჩერდა ფეხზე წამოდგა და მისაღებში გავიდა, ცხელი ჩაი გაიკეთა და ხალათშემოხვეული ეზოში, სუფთა ჰაერზე გავიდა.

-ააა. _შეშინებულმა შეკივლა მხარზე შეხება რომ იგრძნო.

-დამშვიდდი მე ვარ. _ძილისგან დაბოხებული ხმით ჩაილაპარაკა მაქსიმემ და მის წინ დაჯდა.

-რატომ გღვიძავს?

-იგივე მინდა გკითხო.

-საღამოს ბევრი ყავა დავლიე და ძილი გამიტყდა. _სხარტად იცრუა და ცას ახედა.

-ნერვიულობ. _მამაკაცის სიტყვები შორიდან ჩაესმა.

-ჰო, ვნერვიულობ. _გულწრფელად ჩაილაპარაკა და თავი დაუქნია.

-რატომ?

-არ ვიცი, უბრალოდ ვნერვიულობ.

-ნინია, თუ ცდილობ რომ მომატყუო და მაფიქრებინო რომ საღამოს დალეულმა ერთმა ჭიქამ გაგიტეხა ძილი ძალიან ცდები. აბა გისმენ!_სავარძლის საზურგეს მიეყრდნო და აფორიქებულს დააკვირდა.

-მართლა არაფერია, უბრალოდ ლილუს ამბებზე ვფიქრობ, ჩვენს ურთიერთობაზე და საერთოდ რაც ჩემს გარშემო ხდება.

ნაწილობრივ მართალია, თუმცა დღევანდელი ნინიას ფიქრები ამ ყველაფერთან საერთოდ არ არის კავშირში, ერთადერთი რაც სიმართლეა მათი ურთიერთობა და პატარა არსებაა რომელიც ახლა ნინიას მუცელში ვითარდება.

-კარგი, მაშინ წავიდეთ და დავწვეთ. _ჩაის ფინჯანი გამოართვა მაგიდაზე დადო და ფეხზე წამოაყენა.

-მეგი მართლა აღარ გიყვარს?_ჩამწყდარი ხმით კითხა და ერთ ადგილზე გაჩერდა. გერლიანს ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა.

-ამაზე უკვე გაგეცი პასუხი.

-კიდევ მინდა რომ მოვისმინო. _გამხიარულებულმა ჩაილაპარაკა და თვალები ააფახუნა.

-უკვე გითხარი!_თვალი ჩაუკრა და სახლში შეიყვანა.

>>>
მაქსიმეს ხელზე თავდადებულს ჩაეძინა, გერლიანს ცალი ხელი მჭიდროდ ჰქონდა გოგონას სხეულშე შემოხვეული, ცალი კი მის თავქვეშ ედო. მამაკაცის სურნელს რომ სუნთქავს რაღაცნაირად მშივდდება, გონება უწყნარდება და ფიქრებიც ეფანტება, ზუსტად ეს არის მიზეზი მშვიდად დაძინების საშუალება რომ შეძლო.

დილით თვალები რომ გაახილა მაქსიმე საწოლში აღარ დახვდა, არც ოთახში არ იყო. ზლაზვნით წამოდგა ფეხზე, იქვე გადაკიდებული გერლიანის მოკლესახლება მაისური გადაიცვა და თვალებით ნასკებს დაუწყო ძებნა, გახარებული დაიხარა ნაცრისფერი ნასკისკენ და ამოიცვა.
მისაღებში გასულს სამზარეულოდან ხმები შემოისმა, როგორც წესი ასეთ დროს მეგი უნდა იყოს და რაღაცებს ამზადებდეს.

-მეგი, დილამშვიდობისა.

ხმამაღლა დაუძახა გოგონას და დივნის სახელურზე ჩამოდო საჯდომი. პასუხი რომ ვერ მიიღო წარბები შეჭმუხნა, არადა ხმამაღლა დაუძახა. ნელი ნაბიჯებით დაიძრა სამზარეულოსკენ და იქ მდგარი მაქსიმეს დანახვისას პირი დააღო. სპორტულებში გამოწყობილი გერლიანი ჯამში რაღაცას თქვეფდა და თან ცალი ხელით ტფაზე აშიშქინებულ ძეხვს ურევდა.

-რა გემრიელობების სუნი მცემს._ღიმილით ჩაილაპარაკა და ქვედა ტუჩზე ენა დაისვა. მაქსიმემ ოდნავ მიატრიალა თავი ქალისკენ და ვნებამორეულმა აათვალიერ-ჩაათვალიერა.

-მე მგონი მომიწევს რამდენიმე ზომით პატარა მაისური ვიყიდო. _სხვათაშორის ჩაილაპარაკა და თითქმის მუხლამდე ჩასულ მაისურზე მიანიშნა.

-რას ამზადებ?_ლოყებაწითლებულმა შეცვალა თემა და მორიდებით ჩაიცინა.

-კვერცს და ძეხვს.

-გინდა ბოსტნეულიც ვუქნათ. _სწრაფად ამოქმედდა და მაცივრის კარი გამოაღო. _ბულგარული, პომიდორი, სტაფილო, მოხარშული სიმინდი, ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო. _ინგრედიენტები მაგიდაზე გადმოალაგა და მაქსიმესკენ მიტრიალდა.

-ბარემ აჯაფსანდალი გავაკეთოთ. _ცინიკური ღიმილით ჩაილაპარაკა მაქსიმემ და ქალს ყელში აკოცა.

-აჯაფსანდალსაც გაგიკეთებ, მაგრამ მანამდე ეს. _ნინიამ თვალი ჩაუკრა ფეხის წვერებზე ოდნავ აიწია და საკუთარი ინიციატივით ტუჩთან ახლოს შეახო ბაგეები.

-ეს უკვე მომწონს. _ქალის ქცევით კმაყოფილმა ორივე ხელი თეძოებზე მოხვია და თავისკენ მიიზიდა.

-მეც მომწონს, მაგრამ ჯერ საჭმელი.

-ჯერ ის რასაც მე გადავწყვეტ! _ოდნავ აიტაცა ჰაერში და სამზარეულოს მაგიდაზე შემოსვა, მერე კი ქალის ბაგეებისკენ დაიხარა.

-ძეხვი იწვის. _ვნებისგან ჩახლეჩილი ხმით ჩაიჩურჩულა ნინიამ, თუმცა მაქსიმეს მისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ისე განაგრძო ქალის ალერსი.

კოცნით რომ იჯერა გული და მინაბული ნინიაც დაიგულა, დამწვარ ძეხვს მიუტრიალდა და ნაგვის ურნაში ჩაუძახა.

-მაშ ასე..._ყენიამ ხელისგულები ერთმანეთს გაუხახუნა და მაცივრიდან გამოლაგებულ პროდუქტებს მიუტრიალდა.

>>>
-არა, ჩემმა ექიმმა მითხრა რომ სულ მალე ბოლომდე გამოვჯანმრთელდები და მერე დასასვენებლად წასვლაც შემეძლება. _გაბადრულმა ჩაილაპარაკა და მაქსიმეს მიტანილი წვენი მოსვა.

-და ეგ მალე რამდენ ხანში იქნება არ უთქვამს?_კითხვით ნინიას მიმართა.

-არა არ უთქვამს...

ფიქრებით გართულმა ხმადაბლა ჩაილაპარაკა და მუცელს შეუმჩნევლად დახედა. ეს ყველაფერი კინოს გავს, რომლისმთავარი გმირიც თავად არის. ადრე ყოველთვისა ეგონა რომ ქალები რომლებიც კაცებს მათი შვილების არსებობას უმალავდნენ ყველაზე უკანასკნელები იყვნენ, თუმცა ახლა ხვდება რომ ეს ყველაფერი ასე არ არის. არის შემთხვევები როცა წარმოდგენა არ აქვს როგორ უნდა მოიქცე, უნდა თქვა თუ არა სიმართლე, ზოგჯერ კი ზუსტად იცი რომ სიმართლის თქმა კარგს არაფერს მოგიტანს. მაქსიმემ ბავშვზე უარი რომც არ თქვას თავად არ ისურვებს მსგავს ურთიერთობაში გაიზარდოს ბავშვი, გერლიანს ნინია არ უყვარს, არც ნინია გიჟდება მასზე. ზუსტად ეს არის მიზეზი რის გამოც მაქსიმემ სიმართლე არ უნდა იცოდეს.

-3 დღეა გათიშული დადიხარ. _ზურგს უკან მაქსიმეს ხმა მოესმა. თავი სწრაფად მიატრიალა მამაკაცისკენ და ხმამაღლა ჩაახველა.

-სამსახურზე ვფიქრობ... იქნებ ჯობია უფროსს თავად დავურეკო და ვუთხრა, რომ.

-ჯობია თავად დაგირეკოს!_წინადადება გააწყვეტინა და მისკენ დაიძრა.

-ჰო, ალბათ. _მხრები აიჩეჩა და საწოლზე ჩამოჯდა.

-აბა, იტყვი თუ ძალით გათქმევინო?_შუბლშეკრულმა კითხა და წვერზე თითები მოისვა.

-რას?

-ნინია!_ცივად ჩაილაპარაკა ქალის სახელი. _კარგი, შენი პირადი ცხოვრება მე არ მეხება და შეგიძლია არაფერი მითხრა, მაგრამ რომ გავიგო რამე ისეთს მიმალავ რაც ჩვენს ურთიერთობათან არის კავშირში, ძალიან ცუდად დავამთავრებთ!_შუბლშეკრულმა გააფრთხილა და ოთახიდან უკანმოუხედავად გავიდა.

პირად ცხოვრებაზე მაქსიმეს მოსაზრებამ გული ძალიან აწკინა, თითქოს რაღაცა ძალიან მძიმეს ჩასწყდაო, ზუსტად ამიტომ ვერ ბედავს სიმართლის თქმას. მაქსიმესთვის ნინია როგორც საყვარელი ქალი და როგორც მისი შვილების დედა არ არსებობს!

>>>
1 თვეში ამ სახლიდან წავა და ზუსტად იცის რომ აღარაფერი აღარ გაგრძელდება, მაქსიმესთან ურთიერთობას გაწყვეტს, ბავშვს გააჩენს და შემდეგ იცხოვრებს ისე როგორც სხვა დანარჩენი მარტოხელა დედები ცხოვორბენ. სამსახურიც შესთავაზეს, უფროსთან ნებისმიერ დროს შეუძლია მისვლა და მოლაპარაკება, თუ ეს არ გამოვა სხვა სამსახურს იშოვის, ისეთს რაც ძალიან არ დატვირთავს.

-შენ რა შეგიყვარდა?_ირონიული ღიმილით იკითხა მემემ და ტელეფონის ეკრანი ჩააქრო.

-რა თქმა უნდა არა!

-აბა როდის აქეთ დაიწყე მაქსიმეზე ასე თბილად საუბარი?_ეჭვით საუბარს არ წყვეტდა დეიდაშვილი.

-არ მიყვარს, უბრალოდ ვგრძნობ რომ...

-გრძნობ რომ მის მიმართ გრძნობები გაგიჩნდა... ნინია, ხვდები მაინც რამხელა შარში ყოფ თავს?

-შეგიძლია ერთხელ ტვინი გაანძრიო და მიხვდე რომ გრძნობები ჩემი თითის დატკაცუნებით არ ჩნდება?

-კარგი რა, რა გრძნობებზე მელაპრაკები?!

-გრძნობებზე რომელიც შენ არ გაგაჩნია და არც შენს მიმართ გააჩნიათ!

დეიდაშვილის ცინიკოსობა უკვე ყელში აქვს, ესმის რომ მაქსიმესთან ურთიერთობაში არ ამართლებს და ამაში არც ნინია ედავება, მაგრამ მისი თითოეული ცინიკური და ირონიული სიტყვა საშინალდ ხვდება გულზე, მითუმეტეს ასეთ გაუმართავ სიტუაციაში.
მემესნაირი მეორე არ ყავს, მასავით არავის უყვარს ყენია და არავინ ზრუნავს მასზე, უბრალოდ უცნაური და ცივი ხასიათი აქვს, ყოველთვის ძნელ და რთულ გამოსავალს პოულობს, აკეთებს იმას რამაც შეიძლება ხშირად გული გატკინოს, მაგრამ გამოუვალ მდგომარეობაში მემე საყვარელი ადაიანისთვის ყველას და ყველაფერს გვერძე გადადებს.

-ნინია, შენ იცი რომ ქვეყანაზე ყველას და ყველაფერს მირჩევნიხარ, უბრალოდ არ მინდა რომ ცხოვრება დაინგრიო. _ყენიასკენ მიჩოჩდა და მკლავზე ჩამოეკონწიალა.

-იქნებ ჯობია სიმართლე ვუთხრა?_აცრემლებული თვალებით გადახედა დეიდაშვილს.

-შენთვის ასე უკეთესი იქნება!_ზურგს უკან ნაცნობი ხმა მოესმა.

აკანკალებული თითები ერთმანეთში ახლართა და მემეს გადახედა, არანაკლებ გაოგნებული და შეშფოთებული სახე ჰქონდა დეიდაშვილსაც. წარმოდგენა არ აქვს რა უნდა უთხრას, როგორ უნდა დაიძვრინოს თავი ამ სიტუაციიდან.

-რა ადრე დაბრუნდი._თვალების ფახუნით სცადა თემის შეცვლა, თუმცა როგორც კი გერლიანის სახე დაინახა იმ წამსვე მიხვდა რომ უშედეგო სვლა იყო.

-მოდი მე წავალ და თქვენ ისაუბრეთ.

მემემ ზურგჩანთა აიღო და გასასვლელისკენ წავიდა, მოულოდნელად კარში პაკებით დატვირთულ ლევანს რომ შეეჩეხა. ბიჭმა ღიმილით დაუქნია თავი და იმის მაგივრად რომ გზიდან ჩამოსცლოდა გზა გადაუკეტა.

-მემე, დარჩი. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა გერლიანმა, მემე მისკენ მიტრიალდა და მერე ნინიას გადახედა რომელიც მუდარით სავსე თვალებით უყურებდა ერთადერთ დეიდაშვილს.

-დავრჩები, ოღონდ ცივი ყავა გამიკეთე. _თვალების ბრიალი გადახედა ყენიას და სამზარეულოსკენ ანიშნა.

-ლევან, როგორ ხარ?_კარში დაყუდებულ და თვალებგაშტერებულ ბიჭს მიუბრუნდა ნინია. _ლევაან. _ხმა რომ არ გასცა, ოდნავ გაწელა ბიჭის სახელი.

-აა. მე კარგად ვარ, შენ როგორ ხარ?_სწრაფად გამოფხიზლდა მემეს მზერა აარიდა და ნინიასკენ გაემართა. მაქსიმემ თავის ქნევით ჩაიცინა და მემესთან ერთად დივანზე ჩამოჯდა.

-მაქსიმე, რაღაც უნდა გითხრა._როგორც კი სამზარეულოში შესული დეიდაშვილი დაიგულა ხმადაბლა გადაულაპარაკა მამაკაცს და ანერვიულებულმა თითები ერთმანეთში ახლართა.

>>>
-ყავა მზად არის. _ღიმილით გამოანათა ნინიამ და სახეგაქვავებული გერლიანის დანახვისას ერთ ადგილზე გაშეშდა. ჩაწითლებული თვალებით გადახედა მემეს და სინი გვერდით მდგარ ლევანს მიაწოდა.

-მოხდა რამე?

-მე და ნინიას სალაპარაკო გვაქვს, ცოტახნით დაგტოვებთ. _ცივი ხმით ჩაილაპარაკა, ფეხზე წამოდგა და კაბინეტისკენ წავიდა. ყენიაც უსიტყვოდ მიჰყვა უკან, ფეხები უკან რჩებოდა, სხეული აუცახცახდა და რამდენიმე წამით ისიც კი იფიქრა რომ ბავშვიც გამოეხმაურა. გერლიანმა კაბინეტის კარი ხმაურით მიკეტა და გოგონასკენ მიტრიალდა.

-როდემდე აპირებდი დამალვას?_ხმას აუწია და მკლავებში ჩააფრინა.

-მაქსიმე... _კრუსუნით ჩაილაპარაკა და მკლავებზე დაიხედა.

-კითხვაზე მიპასუხე!_გოგონასთვის ყურადღებაც კი არ მიუქცევია, თვალებჩასისხლიანებული უყურებდა და ხელს არ უშვებდა.

-მაქსიმე, ძალიან გთხოვ გამიშვი, თორემ დამილურჯდება. _გერლიანმა სწრაფად მოაშორა ორივე ხელი და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია. _არ ვიცოდი...არ ვიცოდი როგორ უნდა მეთქვა. _აკანკალებული ხმით დაიწყო და მაგიდას მიეყუდა. _შემეშინდა რომ ვერ გაიგებდი და ზუსტად ასეთი რეაქცია გექნებოდა, გეფიცები მე ყველანაირად ვიცავდი თავს... არ ვიცი როგორ მოხდა..._სრუტუნით საუბრობდა და სახეგაშტერებულ გერლიანს თვალს ვერ უსწორებდა.

-თავს იცავდი?_გაკვირვებულმა იკითხა და წარბწეული დააკვირდა.

-ჰო.

-თავს დაგესხა?_მამაკაცის კითხამ სულ გამოაშტერა, თავი სწრაფად ასწია მაღლა და მუჭში მოქცეული ერთჯერადი სალფეთქი უარესად დაჭმუჭნა.

-ვინ? რაზე მეკითხები?

-მემემ შენი და მეგის შეხვედრის ამბავი მითხრა.

-რაა?_პირდაღებულმა წამოიძახა და კაბინეტის დაკეტილ კარს გახედა, თითქოს და იქ ვინმეს დაინახავდაო.

-ტყუილების გარეშე, რა გინდოდა?

-მე არაფერი არ მინდოდა, გუშინ შემთხვევით სახლთან ვნახე. აქეთ მოდიოდა და რომ შემხვდა გაჩერდა. ისევ შენ გიკითხა ვუთხარი რომ სახლში არ იყავი და როგორც შენს საცოლეს შეეფერება ერთი-ორი “წავკბინე” კიდევაც და აქ მოსვლა ავუკრძალე. _საკუთარი საქციელით ამაყმა ჩაილაპარაკა და წარბები შეათამაშა. _რა, არ უნდა ამეკრძალა?_მაქსიმეს შეკრული შუბლი რომ დაინახა ღიმილი სახეზე შეადნა.

-არ იყო საჭირო. _სხვათაშორის ჩაილაპარაკა და მაგიდისკენ წავიდა.

-არა, შენ აშკარად სხვა რაღაცაც იცი, თორემ მარტო ამის გამო ხელს არ დამილურჯებდი. _დაეჭვებილმა ჩაილაპარაკა და მამაკაცისკენ მიტრიალდა. გერლიანმა ღრმად ამოიხვნეშა, ქალის ხელს კიდევ ერთხელ შეავლო თვალი და წვერთზე თითები დაისვა. _მართალია არ დამლურჯებია, მაგრამ...

-იქნებ შენ გაქვს რაღაც სათქმელი._გაღიზიანებულმა ასწია ცალი წარბი.

-დამალვა არც მიცდია, უბრალოდ შენ მარტო მეგიზე მკითხე._მიხვდა საითაც უმიზნებდა და გადაწყვიტა რომ “საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა”. _ხო გიორგიც იყო. _დაუდასტურა და სავარძელში ჩაჯდა. _მითხრა რომ შენთან ურთიერთობა უნდა გავწყვიტო თუ მშვიდად ცხოვრება მინდა.

-3 კვირაში ყველაფერი დამთავრდება. _მაქსიმეს ხმა ეუცნაურა.

-ამ სამ კვირაში რა უნდა მოხდეს? ვიცი რომ რაღაცა უნდა მოხდეს, სხვა შემთხვევაში უბრალო სექსისთვის 100 000 არ გადამიხდიდი.

-ამაზე საუბარი არ მინდა!

-გასაგებია. _თავი დაუქნია და თითზე გერლიანის ბეჭედი შეათამაშა.

>>>

რატომღაც ლევანმა და მემემ ერთმანეთს ვერ გაუგეს, ორივეს შუბლი აქვს შეკრული და იბღვირება. ნინიამ წარბებშეჭმუხნულმა გადახედა მაქსიმეს რომელიც ფიქრებით საერთოდ არ ეკუთვნოდა იქაურობას. ყენიამ მკლავზე თითები ოდნავ შეახო და წარები შეათამაშა. მაქსიმემ მზერა ნინიზე გადაიტანა, თქმით არაფერი უთქვამს.
იმ დიალოგის შემდეგ უარესად დაიძაბა, მიხვდა რომ ბავშვის ამბის დამალვა არც თუ ისე ადვილია და მაქსიმეს ოდნავ შეცვლილ ხასიათზეც კი შიშები დაეწყება, ყოველთვის ეგონება რომ მამაკაცმა რაღაცა გაიგო და ნინიას ამის გამო ორმაგად მოსთხოვს პასუხს. რაც შეეხება გიორგის და მეგის ამბავს ამაზე საუბარი არ უნდოდა, ყველანაირად სცადა მაქსიმესთვის თავიდან აერიდებინა ეს ისტორია, თუმცა ამ შემთხვერვაში სხვა გზა არ იყო. მემეს რომ ეს არ ეთქვა გერლიანი ისევ იმ თემაზე საუბარს განაგრძნობდა და ნინია მეტად ვეღარ მოატყუებდა.

რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს მომავალი სამი კვირა ძალიან აბრკოლებს, თვითონაც ვერ ხვდება რეალურად რას განიცდის. ზოგჯერ გონია რომ დროის შეჩერება უნდა, ზოგჯერ კი ერთი იმდენი ეს ყველაფერი დასრულდეს. თუმცა მაქსიმესთან ურთიერთობის გაწყვეტა მისთვის ადვილი გამოსავალი აღარ აღმოჩნდა, სამი კვირს განმავლობაში ეს ემოციები თანდათან უფრო მოემატება და წასვლისას ყველაფერი ბევრად რთულად იქნება. გერლიანს რაღაცა გეგმა აქვს რომლის შესახებაც ნინიამ არაფერი არ იცის, მაგრამ ფაქტია რომ ეს ყველაფერი ზუსტად ამ გეგმისთვის გააკეთა.

ჭიქები ნიჟარაში ჩააწყო და ონკანი მოუშვა, იგრძნო უკნიდან როგორ დაიხუთა ჰაერი და თავისდაუნებურად ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა. სარეცხის საშუალება ღრუბელზ დაასხა და ერთ-ერთ ჭიქას მსუბუქად დაუსვა. გერლიანმა თმები ცალ მხარეს გადაუყარა და ტუჩები ნაზად შეახო ნიკაპის გასწვრივ. ნინამ ღრმად ამოსუნთქა, ჭიქა ისევ ნიჟარაში დააბრუნა და ღრუბელს თითები მთელი ძალით მოუჭირა. მამაკაცმა ცალი ხელით ღრუბელი დააგდებინა და თავისკენ მიატრიალა, ცალი კი გაშლილ თმებში შეუცურა და მსუბუქად მოქაჩა.

-ეს ბიჭი მომაშორეთ!_მემემ გაღიზიანებულმა გადახედა ეშმაკურად მომღიმარს ლევანს.

-მხოლოდ შენთან ერთად!_თვალი ჩაუკრა და სამზარეულოში მყოფ წყვილს გადახედა.

-ზოგჯერ ძალიან არაადეკვატური ვარ!_გამაფრთხილებელი ტონით ჩაილაპარაკა მემემ.

-ვგიჟდები არაადეკვატურ გოგონებზე.

-ლევან, ბლაგვი და მტვრევადი საგნებისგან მოშორებით დაჯექი. _სამზარეულოდან გამოსძახა გერლიანმა და მემეს თვალი ჩაუკრა.

-არა ლევან, მემესი ნუ შეგეშინდება. _ნინიაც აყვა და გერლიანს წარბების ფახუნით ახედა.

მემემ შუბლშეკრულმა გადახედა ირონიულად მომღიმარ დეიდაშვილს და მერე ლევანს მიუტრიალდა. როგორც სჩანს რამდენიმე საათიც საკმარისი აღმოჩნდა “საერთო ენა რომ გამოენახათ”, მემე რთული ხასიათის გოგოა, ზოგადად არ უყვარს ურთიერთობები, განსაკუთრებით საპირისპირო სქესის მამაკაცებთან. გოგო მეგობრებიც არ ყავს, შესაბამისად ურთიერთობებს მოკლებულია და ყველას ძალიან დიდი ეჭვით აკვირდება, არც ლევანია გამონაკლისი რომელმაც მოახერხა და 2 საათში მოუწამლა გონება და ხასიათი.

>>>
-ბარგი ჩაალაგე!_ღამის პირველ საათზე ხმადაბლა ჩაილაპარაკა მაქსიმემ. ნინიამ წიგნი დახურა და გაკვირვებულმა გადახედა მამაკაცს.

-სად მივდივართ?_ინტერესით იკითხა და წიგნი კომოდზე გადადო.

-ხომ გინდოდა დასვენება და სუფთა ჰაერი, ხოდა გადავწყვიტე დაგასვენო. _სხვათაშორის ჩაილაპარაკა და ცალი ხელი მუცელზე მოხვია.

უკვე რამდენიმე დღეა მაქსიმეს ოთახშია გადმოსული, მართალია ტანსაცმელი ჯერ არ გადმოუტანია, მაგრამ თავად მაქსიმემ გადაწყვიტა ასე. აღარ უნდა ოთახიდან ოთახში ირბინოს ყენიამ და თავისთან დაიწვინა.

-და სად მივდივართ?_გახარებულმა გაუმეორა კითხვა და ბალიშს მიეყუდა.

-სვანეთში.

-აუჰ. _ხმამაღლა შესძახა და შუბლი შეჭმუხნა. _ბევრი შენნაირი. _ქვედა ტუჩი მოიკვნიტა და მამაკაცის შეკრული შუბლის დანახვისას სახეზე ღიმილით გამოესახა. _მე მომწონს სვანეთი, თუმცა ხალხია ძალიან საშიში, შენსავით. _განუმარტა და საბანში ჩაძვრა.

-იქ სადაც მიმყავხარ ხალხი არ იქნება.

გოგონას გამოსვლის მიუხედავად ტონი მაინც არ შეუცვლია. როგორც სჩანს ნინიას თხოვნის გათვალისწინება მის გეგმებში თავიდანვე შედიოდა, თორემ მეეჭვება ღამის პირველ საათზე შვებულებას გეგმავდეს გერლიანი. მამაკაცის მხრიდან გამოჩენილი მცირედი ყურადღებაც ძალიან სასიამოვნოა, მითუმეტეს მაშინ როცა ნინიას სურვილი სადმე დასასვენებლად წასულიყო ძალიან დიდი იყო. ერთადერთი რაც აბრკოლებს ლილუა, მაგრამ ალბათ რამდენიმე დღით წავლენ, რამდენიმე დღი კი როგორმე გაძლებს.

-ერთ კითხვაზე მიპასუხე. _მოულოდენლად ამოიტივტივდა კითხვა და ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი. _ვიცი რომ მე ამას არ უნდა გეკითხებოდე... უბრალოდ მაინტერესებს. _შესავალი გააკეთა ყოველი შემთხვევისთვის. _იქ, იმ სახლში მეგისთან ერთად ხარ ნამყოფი?

თვითონაც არ იცის რატომ დაინტერესდა ამით, ან რატომ მიანიჭა ამხელა უპირატესობა. მართალია ისიც არ იცის მეგისთან ერთად საერთოდ რამდენი ხანი იყო, ან როგორ იყვნენ ერთმანეთთან, თუმცა საშინელი გრძნობა დაეუფლა. ეს ყველაფერი კი ჩვეულებრივი ეჭვიანობაა, რომელსაც ნინია არ უარყოფს. ხვდება რომ გერლიანის მიმართ გაჩენილი გრძნობების გამო მეგის ატანა არ აქვს, ასევე მეგის საქცილეებიდან გამომდინარე. იმასაც ხვდება მაქსიმეს სამსახურში არსებული ქალების მიმართაც რომ არ არის მეგობრულად განწყობილი, თანაც რომ ახსენდება როგორი თვალებით უყურებდნენ მაქსიმეს.

-არა!_მოკლედ უპასუხა და თვალებში ჩააშტერდა.

-ძალიან კარგი. _ღიმილით ჩაილაპარაკა, ბალიში შეისწორა და თვალები დახუჭა. _ძილინებისა.

-მე ძილს არ ვაპირებ. _ცალი ხელი მაისურის ქვეშ შეუცურა და სწრაფი მოქმედებით ქალის ზემოდან აღმოჩნდა.
>>>
დილით ბარგი ჩაალაგა და მისაღებში გაიტანა, მაქსიმე რამდენიმე საქმის მოსაგავრებლად გავიდა და დაიბარა რომ 12 საათისთვის დაბრუნდებოდა, ამასობაში ნინიამ გადაწყვიტა მამაკაცის ნივთებისთვისაც შეევლო ხელი, თუმცა წარმოდგენა არ აქვს გერლიანს რისი წაღება სურს.
მაქსიმეს ნომერი მოძებნა კონტაქტებში და ტელეფონი ხმამაღალზე ჩართო, თვითონ სამზარეულოში გავიდა ფორთოხლის წვენის ასაღებად.

-გისმენთ.

ნაცნობი ხმის გაგონებისას სწრაფად მიატრიალა თავი ტელეფონის აპარატისკენ და ფორთოხლით სავსე გრაფინი ისევ მაცივარში შეაბრუნა. ხმის ამოღება ვერ გაბედა იმდენად დააბნია მეგის ხმის გაგონებამ, იმ წამს ყველაფერს ელოდა გარდა ამისა. აცრემლებული თვალებით მიუახლოვდა ტელეფონს და სენსორს თითი გადაუსვა.

~~~~
უსაზღვროდ დიდი, დიდი მადლობა ყველას!
საოცრად მახარებთ და მაბედნიერებთ!
ძალიან მიხარია ისტორია რომ მოგწონთ და კითხულობთ! <3



№1 სტუმარი Guest მარიამი

მალე დამთავრდებააა?

 


№2  offline წევრი mia15

ძალიან კარგია და მიმწონს.იმედია ნინია ს მაქსიმესთან დატოვებ.ველოდები შემდეგ თავს

 


№3 სტუმარი Nini

Vaimee super .ar mkofnis ver velevi :-*

 


№4 სტუმარი ))

Ox raintrignul adgilas gawyvite male dade geli ♡

 


№5 სტუმარი Ani

Malee mtavrdeba gtxov mitxari

 


№6 სტუმარი კნოპკა

Arsheidzleba ase racarunda ikos orsulobis shesaaxeb unda utxras mara es megi xokoveltvis nervebzegshlis adamians ra dzaan kargadwer kochag

 


№7 სტუმარი Guest მარიამი

მაგარია მართლა საღოლ.იმედია ეტყვის მაქსიმეს ორსულობის ამბავს.ვეღარ ვითმენ ისე მინდა გაგრძელება.

 


№8 სტუმარი Guest ნინია

რა დაელოდება შემდეეგ თავს((((((

 


№9  offline აქტიური მკითხველი Anuki96

ვეღარ მომითმინა გულმა და წავიკითხე ბოლომდე. მაგრამ ყოველ თავზე აუცილებლად დავწერ კომენტარს. ♡♡

 


№10 სტუმარი ნიაა

იმედია ეტყვის,თორე ეს იქნება საშინელო საქციელი და საშინელ პერსონაჟად გამოიყვანთ !

 


№11  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

უნდა უთხრას ყველაფრის მიუხედავად მამაა და განსაკუთრებით გაჩენააქ გადაწყვეტილი და არანაირი უფლება არააქ დაუმალოს

 


№12 სტუმარი MARIAMI

სუნთქვა მეკვრის რომ ვკითხულობბბ ველი შემდეგ თავსსს ....

 


№13 სტუმარი Tebrone

Icibrogor vbednierdebi dilit roca vigvizeb vamowmeb gverds da am istorias vxedav erti amosuntkvit vkitxulob da ici saertod ar mkofnis ise male mtavrdeba xolm <3 yovel tavshi axali da saintereso ragaceebi xdeba magram isev magram mainc unda gitxra chemi Didi survili minda maqsimes ambavic gavigo.gavigo ras fikrobs ras akerebs da ratom minda maqsimes gancdebzec dawero mgoni saintereso undada ikos meore mxridan danaxuli istoriac gagvacani maqsime sinamdvileshi rogoria da ras grznobs ninias mimart da ratom maincda mainc ninia :-* miyvarxar me shen da arasdros shewkvito wera

 


№14 სტუმარი Guest wasp

http://geoclas.top/index.php

 


№15 სტუმარი Anna

აუ , იმედია გაიგებს რამენაირად მაქსიმე ორსულად რომ არის და არ გაუშვებს.

 


№16  offline მოდერი bibo

ჩემი საოცრება ისტორია ესოო ჩემო ტაჩუნები ხო ვიიც ხო მაქ წაკითხული ხო მაქ ასჯერ გადაკითხული მაგრამ დილით შემვრბივარ ახალი თავის სანახავად ისევ ვეძებ ისევ ისე ველი ისევ არ მყოფნის და ისე დაუკმაყოფილებელი ვარ და ველოდები დილას ახალი თავი დამხვდეს და დავიწყო კითხვა heart_eyes ყველა სუ ყველა ისტორია მინდა აი ისინი რომლებითაც გაგიცანი და რომლებიც აწი იქნება შენ უბრალოდ სიფერადე ხარ დაღლილ დაქანცულს და უბრალოდ ყველაფრისგან გამოშტერებულს მყონის შენი ფერადი სხივები რო მოვიდე ხასიათზე რო უბრალოდ ვიყო ბენდიერი და ფერადი heart_eyes kissing_heart ახალს ველი იქით ხო იცი ვგულშემატკივრობ ქირიეებს sunglasses sunglasses ჩემო მზეო ჩემო ბედნიერების მერცხალო გყვარობ უსაშინლესად ვგიჟდები მე შენზე ნიბლიავ heart_eyes kissing_heart

 


№17  offline წევრი modemodka

Vicodii , rom orsulad iknebodaa.. ♡♡♡ miyvars , vgijdebi , mafanafebs da yvela sityva rac ki kargiaaa am motxrobas ♡♡♡

 


№18 სტუმარი Tebrone

Auu sad aris istoriis axali tavi rato ar Dade me xom shuagamit gavigvize sheni gulistvis

 


№19  offline მოდერი მე♥

Guest მარიამი
მალე დამთავრდებააა?

არ ვიცი რამდენ თავას გაიყოფა კიდევ, ვცდილობ 3-4 თავი შევაერთო და ისე დავდო. <3
mia15
ძალიან კარგია და მიმწონს.იმედია ნინია ს მაქსიმესთან დატოვებ.ველოდები შემდეგ თავს

ძალიან დიდი მადლობა, მიხარია რომ მოგწონს. <3 ზოგადად არ მახასიათებს ისტორიებში ცუდი დასასრული, მეტიც ვერ ვიტან როდესაც უკვე შემდგარ წყვილს ბოლოს ყველანარად რომ ანადგურებენ. ასე რომ ჩემი ისტორიის კითხვისას მაგის შიში ნუ გექნება. <3
Nini
Vaimee super .ar mkofnis ver velevi :-*

ნინი, საყვარელო ძალიან დიდი, დიდი მადლობა <3
ძალიან მიხარია რომ ვერ ელევი! :დდდ
))
Ox raintrignul adgilas gawyvite male dade geli ♡

ცოტა ინტრიგა ყველგან საჭიროა, მითუმეტეს ასეთ დროს... :დ
ძალიან დიდი მადლობა <3
Ani
Malee mtavrdeba gtxov mitxari

წესით კი მალე უნდა დამთავრდეს, მთავარია მე რა ტემპით შევძლებ ისტორიის გასწორებას. შეიძლება ჩავუჯდე და თავიდან ბოლომდე გავასწორო, შეიძლება 2-3 თავის გასწორება მოვახერხო მარტო, ზუსტად ვერ გეტყვი. <3
კნოპკა
Arsheidzleba ase racarunda ikos orsulobis shesaaxeb unda utxras mara es megi xokoveltvis nervebzegshlis adamians ra dzaan kargadwer kochag

რა თქმა უნდა 100%_ით ვეთანხმები იმ აზრს რომ ნებისმიერმა მამამ უნდა იცოდეს შვილის არსებობის შესახებ, იქნება ეს დაგეგმილი ამბავი თუ არა... ნინიაც ასე ფიქრობს, უბრალოდ ახლა ცუდ სიტუაციაშია. <3 მეგი მეც მიშლის ნერვებს. :დდდ
ძალიან დიდი მადლობა, ჩემო კარგო. <3

Guest მარიამი
მაგარია მართლა საღოლ.იმედია ეტყვის მაქსიმეს ორსულობის ამბავს.ვეღარ ვითმენ ისე მინდა გაგრძელება.

უხ!
რა კარგი ხარ!
უღრმესი მადლობა, ძალიან მიხარია ისტორია რომ მოგწონს და კითხულობ... მე კი ვიცი რასაც იზამენ, მაგრამ არ გეტყვი, :დდ >3
Guest ნინია
რა დაელოდება შემდეეგ თავს((((((

დავაგვიანე ახალი თავის ატვირთვა, ბოდიში. <3
Anuki96
ვეღარ მომითმინა გულმა და წავიკითხე ბოლომდე. მაგრამ ყოველ თავზე აუცილებლად დავწერ კომენტარს. ♡♡

საყვარელო, ძალიან მიხარია ისტორია ამ დოზით რომ მოგეწონა და სხვაგანაც მოძებნე... უღრმესი მადლობა.<3
ნიაა
იმედია ეტყვის,თორე ეს იქნება საშინელო საქციელი და საშინელ პერსონაჟად გამოიყვანთ !

არცერთი წამით იფიქროთ ნინია რაიმეს დამალვას გულით აპირებს, უბრალდო ახლა სტრესის და დაძაბულობის ქვეშ არის და ლოგიკურია ცოტა არასოწრად ფიქრობს, მაგრამ გამოსწორდება ეგ ამბავი. <3
ანი ანი
უნდა უთხრას ყველაფრის მიუხედავად მამაა და განსაკუთრებით გაჩენააქ გადაწყვეტილი და არანაირი უფლება არააქ დაუმალოს

როგორც არ უნდა მოინდომოს ასეთი ამბები არასოდეს არ იმალება და შემდგარმა ქალმა ეგ უნდა იცოდეს, ნინია კი მგონია რომ ჩამოყალიბებული პერსონაჟია და სწორ გადაწყვეტილებამდე მივა... უღრმესი მადლობა, მიხარია რომ კითხულობ. <3

MARIAMI
სუნთქვა მეკვრის რომ ვკითხულობბბ ველი შემდეგ თავსსს ....

მარიამ, ძალიან! ძალიან! ძალიან! დიდი მადლობა! უსაზღვროდ მიხარია თქვენი სიტყვები და ისტორიის მიმართ დამოკიდებულება! <3
Tebrone
Icibrogor vbednierdebi dilit roca vigvizeb vamowmeb gverds da am istorias vxedav erti amosuntkvit vkitxulob da ici saertod ar mkofnis ise male mtavrdeba xolm <3 yovel tavshi axali da saintereso ragaceebi xdeba magram isev magram mainc unda gitxra chemi Didi survili minda maqsimes ambavic gavigo.gavigo ras fikrobs ras akerebs da ratom minda maqsimes gancdebzec dawero mgoni saintereso undada ikos meore mxridan danaxuli istoriac gagvacani maqsime sinamdvileshi rogoria da ras grznobs ninias mimart da ratom maincda mainc ninia :-* miyvarxar me shen da arasdros shewkvito wera

ვაააი!
რა საყვარელი და კარგი ხარ შენ!
ძალიან დიდი მადლობები, ჩემო კარგო!
ძალიან გამახარე!
ზოგადად ვერიდები მამაკაცის მხირანაც ვწერო ისტორია და მისი გრძნობები გაგიზიაროთ, არ ვიცი რამდენად კარგად გამომივა ეს, იმიტომ რომ კაცის ფიქრების და აზრების ჩამოყალიბება ბევრად რთული და დამღელილია ჩემთვის... კაცები სხვანაირად აზროვნებენ, ბევრს არ ფიქრობენ, არ უყვართ ისეთი რაღაცების კეთება რაც მკითხველს დააინტერესებს. კონკრეტულად მათზე წერა ასე თუ ისე მოსაბეზრებელს ხდის ისოტრია და ორივეზე რომ ვწერო ამას ძალიან დიდი დაკვირვება სჭირდება, ხშირად აზრები ერთმანეთს ცდება და მეშინია მკითხველმა ცოტა არასწორად არ გამიგოს... მითუმეტეს კაცის გრძნობებზე საუბარი ცოტა რთულია. <3
Anna
აუ , იმედია გაიგებს რამენაირად მაქსიმე ორსულად რომ არის და არ გაუშვებს.

საყვარელო, ძალიან დიდი მადლობა რომ კითხულობ. ვნახოთ რას იზამს ჩვენი ჯეეელი. :დდ <3
bibo
ჩემი საოცრება ისტორია ესოო ჩემო ტაჩუნები ხო ვიიც ხო მაქ წაკითხული ხო მაქ ასჯერ გადაკითხული მაგრამ დილით შემვრბივარ ახალი თავის სანახავად ისევ ვეძებ ისევ ისე ველი ისევ არ მყოფნის და ისე დაუკმაყოფილებელი ვარ და ველოდები დილას ახალი თავი დამხვდეს და დავიწყო კითხვა heart_eyes ყველა სუ ყველა ისტორია მინდა აი ისინი რომლებითაც გაგიცანი და რომლებიც აწი იქნება შენ უბრალოდ სიფერადე ხარ დაღლილ დაქანცულს და უბრალოდ ყველაფრისგან გამოშტერებულს მყონის შენი ფერადი სხივები რო მოვიდე ხასიათზე რო უბრალოდ ვიყო ბენდიერი და ფერადი heart_eyes kissing_heart ახალს ველი იქით ხო იცი ვგულშემატკივრობ ქირიეებს sunglasses sunglasses ჩემო მზეო ჩემო ბედნიერების მერცხალო გყვარობ უსაშინლესად ვგიჟდები მე შენზე ნიბლიავ heart_eyes kissing_heart

ჩემი ტკბილი და თბილო გოგო!
ძალიან კარგო და უსაყვარლესო, აღარ ვიცი როგორ გადაგიხადო მადლობა, სიტყვები არ მყოფნის ხოლმე და არ მინდა მოკლედ ავღწერო ის სიყვარული და სითბო რასაც შენგან ვგრძნობ და რასაც შენს მიმართ განვიცდი... ჩემი ოქროს გოგო ხარ შენ! მიყვარხარ ძალიან, ძალიან! <3
modemodka
Vicodii , rom orsulad iknebodaa.. ♡♡♡ miyvars , vgijdebi , mafanafebs da yvela sityva rac ki kargiaaa am motxrobas ♡♡♡

უუუუუუუხმე!
საოცრებაა ხდება ახლა ჩემში, ძალიან, ძალიან დიდი მადლობა! <3
Tebrone
Auu sad aris istoriis axali tavi rato ar Dade me xom shuagamit gavigvize sheni gulistvis

ვაიმე, ძალიან დიდი ბოდიში... გაუთვალისწინებელი რამ მოხდა და კომპიუტერთან თავის დროზე ვერ მოვახერხე მოსვლა. :(((
--------------------
ა.ა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent