შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზამთრის ზღაპარი (სრულად)


1-10-2017, 16:04
ავტორი Ålways
ნანახია 5 173

თბილ პლედში გახვეული იჯდა დივანზე, ხელში ლიმონიანი ჩაი ეკავა და დიდი ინტერესით შეჰყურებდა ეკრანს. მისი საყვარელი ანიმაცია გადიოდა და ამას როგორ გამოტოვებდა. საახალწლო არდადეგები ჰქონდა, ყოველთვის უყვარდა ეს სეზონი და ახლაც მოუთმენლად ელოდა ახალი წლის დადგომას. ჯერ ორი დღე იყო დარჩენილი, ის კი თბილად მოკალათებულიყო ტელევიზორის წინ და არაფერი არ ანაღვლებდა. არა, გატყუებთ, რამოდენიმე დღის წინანდელი შეხვედრა შეახსენებდა ხოლმე თავს. ვერ ივიწყებდა ბიჭის ღია თაფლისფერ თვალებს. მაგრამ, რა ექნა? ვერ ამოიგდო გონებიდან მისი მოკიაფე, თაფლისფერი თვალები, ოდნავ აჩეჩილი, გრძელი თმა და ღიმილის დროს ჩაჩვრეტილი ლოყა. არა, არა, არ უნდა ეფიქრა ეხლა ამაზე. თავი გააქნია უაზრო ფიქრების მოსაშორებლად და ანიმაციის ყურება გააგრძელა...
დილით ადრიანად გაიღვიძა. უხაროდა, ხვალ ახალი წელი დადგებოდა! დედის გამომცხვარი, გემრიელი ნამცხვარი შეჭამა და საჩუქრების საყიდლად გაეშურა. არ დასჭირვებია ბევრი სიარული, სია უკვე ჩამოწერილი ჰქონდა, ამიტომ საქმეები მალე მოამთავრა და მეტროსკენ გაეშურა. ცოტახანი ელოდა და მოსვლისთანავე თავისუფალი ადგილი დაიკავა. ხალხის თვალიერებას შეჰყვა, საკმაოდ ბევრნი იყვნენ, ეტყობოდათ რომ საახალწლო სამზადისში იყვნენ. მეტროს კარები გაიღო და მანაც ინტერესით მიატრიალა თავი. ის დაინახა! ოო არა, ახლა ეს უნდოდა?! გაახსენდა მაშინდელი შეჯახება და სირცხვილისგან ლოყები აუწითლდა. ბიჭმაც შეამჩნია და მისალმების ნიშნად გაუღიმა, მაგრამ გოგონას არ გამოპარვია მის თვალებში ათამაშებული ჭინკები. ამაზე უფრო შერსცხვა და სხვა მხარეს გაიხედა, ბიჭს კი გაეცინა. როგოც იქნა! გაჩერდა მეტრო და მაშინვე გარეთ გავარდა, თუმცა დაჟინებული მზერა ზურგს უწვავდა...
დღეს ღამე ახალი წელია, როგორ უხარია! მთელი დღე გაღიმებული დადიოდა და სითბოს ასხივებდა. დედას სამზადისში მიეხმარა, შემდეგ კი გასეირნება გადაწყვიტა. ლამაზი იყო არემარე. თოვდა და ფიფქები ნაზად ეცემოდნენ გაყინულ სახეზე გოგონას. ის კი ამ ყველაფერს ვერ ამჩნევდა. ფიქრებით ისევ იმ ბიჭთან იყო. ვერც კი გაიგო ისე შეასკდა მაგარ სხეულს და ნაცნობმა სურნელმა აუწვა ცხვირი. ზემოთ აიხედა და ისევ, იმ თაფლისფერებს გადააწყდა. დაბნეული და აწითლებული შეჰყურებდა ბიჭს. ის კი მომღიმარი დასჩერებოდა და თავისი ძლიერი მკლავები გოგონას წვრილ წელზე შემოეხვია, რომლებიც დაჭერისგან იცავდა.
_გამარჯობა, ისევ-სიცილით უთხრა ბიჭმა, ძლივს გამოერკვა და მყარად დადგა ფეხზე, თუ ამას სიმყარე ერქვა, მაგრამ ბიჭის ხელი სევ მის წელზე იყო მოკალათებული.
_გამარჯობა-უთხრა აკანკალებული ხმით. გრძნობდა გულის გამალებით ფეთქვას და არ იცოდა რა ეღონა.
_ცოტა ფრთხილად იარე, მესამედ რომ ვეღარ დაგიჭირო?-სიმკაცრეშეპარული, თუმცა მაინც თბილი ტონით ელაპარაკებოდა ბიჭი. ცოტათი გამოერკვა გოგონა.
_აა, ისა...მადლობა-უპასუხა და თან იგრძნო როგორ აუწითლდა ღაწვები. ღიმილი შეეპარა ბიჭს სახეზე და ხელები წელიდან მოაშორა.
_კარგი..ნახვამდის-ვერაფერი რომ ვეღარ მოიფიქრა აკანკალებული დაემშვიდობა და ზურგი აქცია, გზა კი სწრაფი ნაბიჯით განაგრძო. მთელი სხეული ეწვოდა და ჯერ კიდევ ნათლად გრძნობდა მისი მკლავების სიმხურვალეს, მის წელზე. სახლში მალე მივიდა. ცოტახანი დასვენება მართლა არ აწყენდა.
დედას ძახილმა გააღვიძა, ჩასძინებია თურმე. რა დრო გასულა! ნახევარ საათში ახალი წელი დადგებოდა. ბედნიერმა ოჯახთან ერთად აღნიშნა დღესასწაული და გაბრწყინებულმა ფეიერვერკიც გაისროლა. არ იცოდა რატომ, მაგრამ გასეირნება მოუნდა, თან გულიც რაღაცას უგრძნობდა.
ციოდა და გაყინულ ცხვირს კაშნში მალავდა. მიმოიხედა და აღმოაჩინა რომ "ინციდენტის" ადგილას მოსულიყო.
_გელოდებოდი-ნაცნობი ხმა მოესმა. ის იყო! მისკენ შეტრიალდა და ათრთოლებული მიაჩერდა. წეღან სციოდა, მაგრამ აღარ იყო ეს სიცივის ბრალი.
_მელოდებოდი?-გაკვირვებულმა ჰკითხა გოგონამ.
_ჰო, გელოდებოდი-ღიმილით უპასუხა ბიჭმა და ჯიბიდან კოლოფი ამოიღო.
_გილოცავ ახალ წელს!-სიცილით უთხრა და კოლოფი გაუწოდა. გოგონამ აწითლებული, გაბრწყინებული თვალებით გამოართვა.
_რა საჭირო იყო. დიდი მადლობა! მეც გილოცავ-ბედნიერმა, ღიმილით უპასუხა და აწითლებული ცხვირი უფრო ღრმად ჩამალა.
_გაიყინები, მოდი ჩემთან!-თბილი ტონით, მკაცრად უთხრა და სიფრიფანა სხეული მკლავებში მოიქცია. დაეფიცება, აქამდე ასეთი სითბო არ ეგრძნო და მანაც ათრთოლებული ხელები ფრთხილად შემოხვია. ბიჭმა ღიმილით დახედა, ხელებში მოიქცია მისი სახე და აწითლებულ ბაგეებზე დაეწაფა.



№1  offline წევრი Mtirala

ჩემი ლიზაზუ, ჩემი ტკბილი გოგო ❤
ეგოისტურად მიხარია, რომ გამოქვეყნებამდე წაკითხული მქონდა ❤
ამ ცივ ღამეს, თბილ სახლში, ტკბილი ისტორია აფერადებს ჩემს დღეს ❤
ხომ იცი, რომ შეცდომები იყო?!
ხომ იცი, რომ იდიალურობამდე ბევრი უკლია?!
ვიცი, რომ იცი და ამის გამოსწორებას ბოლომდე შეეცდები ❤
რომ მიყვარხარ ეგეც იცი, ხომ?! ❤
ძალიან, ძალიან მიყვარხარ, ჩემო მეორე'ვ!
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№2  offline წევრი Ålways

Mtirala
ჩემი ლიზაზუ, ჩემი ტკბილი გოგო ❤
ეგოისტურად მიხარია, რომ გამოქვეყნებამდე წაკითხული მქონდა ❤
ამ ცივ ღამეს, თბილ სახლში, ტკბილი ისტორია აფერადებს ჩემს დღეს ❤
ხომ იცი, რომ შეცდომები იყო?!
ხომ იცი, რომ იდიალურობამდე ბევრი უკლია?!
ვიცი, რომ იცი და ამის გამოსწორებას ბოლომდე შეეცდები ❤
რომ მიყვარხარ ეგეც იცი, ხომ?! ❤
ძალიან, ძალიან მიყვარხარ, ჩემო მეორე'ვ!

ვიცი, რომ შეცდომები'ც იყო.
ვიცი, რომ იდეალურამდე'ც ბევრი უკლია.
და ვეცდები ყველაფრის გამოსწორებას!
შენზე მეტად მიხარია, დადებამდე რო წაგაკითხე❤️
მეც ძაან მიყვარხარ, ჩემო მეორე'ვ❤️

 


№3  offline წევრი Ålways

გრაფინია
სასიამოვნოდ წასაკითხი პაწუკა ისტორია იყო <3

მადლობა დიდი❤️

 


№4 სტუმარი So

თბილი, ტკბილი... გამოგივიდა ❤❤❤❤
ყოჩაღ, გოგონი, ასე გააგრძელე ❤❤❤

ძაან მომეწონა kissing_closed_eyes პატარა, მაგრამ საყვარელი kissing_heart

 


№5  offline წევრი Ålways

So
თბილი, ტკბილი... გამოგივიდა ❤❤❤❤
ყოჩაღ, გოგონი, ასე გააგრძელე ❤❤❤

ძაან მომეწონა kissing_closed_eyes პატარა, მაგრამ საყვარელი kissing_heart

აუუ ძაან დიდი მადლობა ❤️❤️

 


№6 სტუმარი kusa13

პაწაწკუნტელა ისტორია იყო მაგრამ ისეთი დიდი აითბო დაიტია რომ რავიცი რო გაბიხსენებ გამათბობს :D ძალიან მომეწონა და ასეე გააგრძელე საყვარელო <333

 


№7  offline წევრი Ålways

kusa13
პაწაწკუნტელა ისტორია იყო მაგრამ ისეთი დიდი აითბო დაიტია რომ რავიცი რო გაბიხსენებ გამათბობს :D ძალიან მომეწონა და ასეე გააგრძელე საყვარელო <333

დიდი, დიდი მადლობა❤️❤️

 


№8  offline მოდერი ენემი

ისა და აქამდე რატომ არ ვიცოდი ამ მოთხრობაზე? sob
საოცრება ხარ ლიზ <3
შეცდომების მოუხედავად მაინც სასწაულად მომეწონა და გამიხარდა რომ პატარა მაგრამ საყვარელი ისტორია აღმოვაჩინე რომელიც შენ გეკუთვნის <3
ველი იდევ ბევრ ასეთ ტკბილ და თბილ ისტორიას <3

 


№9  offline წევრი Ålways

ენემი
ისა და აქამდე რატომ არ ვიცოდი ამ მოთხრობაზე? sob
საოცრება ხარ ლიზ <3
შეცდომების მოუხედავად მაინც სასწაულად მომეწონა და გამიხარდა რომ პატარა მაგრამ საყვარელი ისტორია აღმოვაჩინე რომელიც შენ გეკუთვნის <3
ველი იდევ ბევრ ასეთ ტკბილ და თბილ ისტორიას <3

ენ, როგორ გამახარე❤️❤️
დიდი მადლობა❤️

 


№10  offline წევრი deep

საყვარლობა იყო მართლა
მომეწონა
პატარა და
აიი
საოოცრად თბილი
ლიზაზო
რატო არ ვიცოდი ეს ისტორია აქამდე?

 


№11  offline წევრი Ålways

deep
საყვარლობა იყო მართლა
მომეწონა
პატარა და
აიი
საოოცრად თბილი
ლიზაზო
რატო არ ვიცოდი ეს ისტორია აქამდე?

დიკოო, მადლობები.
გამიხარდა რომ მოგეწონა❤️

 


№12 სტუმარი ეკა 5

თბილი იყოოო????????❤️????????❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent