შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღირსება, ფული და სიყვარული (2)


4-10-2017, 18:44
ავტორი MmariiamM))
ნანახია 1 722

თავი 2

დილით ადრე ნატალი მოლის ოთახში შევიდა მის გასაღვიძებლად თუმცა ოთახი ცარიელი დახვდა, ამ დროს კი ნატალიმ გაიგონა როგორ გაიღო შემოსასვლელი კარი, კიბეები სწრაფად ჩაიარა და სამზარეულოში შევიდა სადაც სპორტულ სამოსში გამოწყობილი მოლი დახვდა
-ამ დილა ადრიან სად იყავი ძვირფასო?
-ვერ დავიძინე და სასეირნოდ გავედი
-მოლი ვხედავ როგორ გძაბავს უნივესიტეტი, ჯერ სწავლა ერთი დღეა რაც დაიწყო და უკვე მოსვენება დაკარგე
-დამშვიდდი დედა ჩემს უძილობასთან უნივერსიტეტი არაფერ შუაშია, ახლა კი მაპატიე უნდა მოვემზადო-მოლი ოთახში ავიდა, მოემზადა და ავტობუსის გაჩერებისკენ გაემართა. გაჩერებაზე შემთხვევით თვალი მოკრა განცხადებას სამუშაოს შესახებ, ცოტა ხანს იფიქრა და შემდეგ დარეკვა გადაწყვიტა რადგან მის ოჯახს დამატებითი შემოსავალი არ აწყენდა, საუბარი დიდხანს არ გაგრძელდა მოლის დამსაქმებელმა პირისპირ შეხვედრა ისურვა და შეხვედრის ადგილიც დათქვეს, ლექციების შემდეგ უნდა მისულიყო მოლი იმ კაფეში სადაც სამსახურს სთავაზობდნენ.მოლიმ საათს დახედა და ნახა რომ ლექციაზე აგვიანებდა და ავტობუსიდან ჩამოსული ჩქარი ნაბიჯით გაემართა უნივერსიტეტისკენ, უნივერსიტეტში შესულს უეცრად ნაცნობი ხმა მოესმა
-დილამშვიდობისა კონკია -ეს რაიანი იყო, მოლი ცოტა გაკვირვებული სახით შეჰყურებდა და შემდეგ მიესალმა
-დილამშვიდობისა რაიან, ახლა უნდა წაივიდე ლექციაზე ვაგვიანებ -დამშვიდდი კონკია ჯერ ადრეა ლექციის დაწყება თანაც მეც მაქეთ მოვდივარ -მოლი და რაიანი აუდიტორიისაკენ გამერთნენ, მოლი ერთხანს ჩუმად იყო თუმცა თავი ვერ შეიკავა -ჩემგან რა გინდა რაიან?
-რას გულისხმობ კონკია?
-თავს ნუ ისულელებ ერთ წამს ქედმაღლურად მესაუბრები მეორე წამს კი თავაზიანობას იჩენ და სახლში წაყვანას მთავაზობ. მითხარი რის მიღწევას ცდილობ-რაიანი მოლის მიუახლოვდა, იმდენად ახლოს მივიდა, რომ მოლი სახეზე მის სუნთქვას გრძნობდა
-როცა გავიგებ რა მინდა შენგან აუცილებლად შეგატყობინებ კონკია -ეს ყველაფერი აუდიტორიისკენ მიმავალ დერეფანში ხდებოდა, როდესაც რაიანი მოლის ყურში ეჩურჩულებოდა მათ ანდრეა მიუახლოვდა და ნანახმა წყობილებიდნა გამოყვანა
-აქ რა ჯანდაბა ხდება? ამ მდაბიო გოგოსთან რა გესაქმება?
-დმაშვიდდი ანდრეა , ეს შენ არ გეხება -მოლის არ სურდა ამ დრამაში მონაწილეობის მიღება ამიტომ შეუმჩნევლად წასვლა დააპირა თუმცა ანდრეა მკლავში სწვდა და წასვლის საშიუალება არ მისცა-ახლა გაუშვი ანდრეა
-კარგად მომისმინე მდაბიო გოგო შენი ადგილი ისწავლე, შენ რა თავი მართლაც კონკიას ზღაპარში ხომ არ გგონია, იმედია არ გჯერა რომ მდიდარ პრინცს გაიცნობ, რაიანი ჩემია და მას არ დაგითმობ-მოლიმ ანდრეას ხელის გააშვებინა და რაიანს მიუბრუნდა
-იცი რაიან არ მეგონა ამ უჭკუო ბარბის საკუთრება თუ იყავი, ახლა კი თქვენის ნებართვით დაგტოვებთ არ მინდა თქვენს დრამაში მონაწილეობის მიღება -მოლიმ გზა განაგრძო აუდიტორიისაკენ თუმცა რაიანის ხმა ჯერ კიდევ ესმოდა
-ანდრეა კარგად მომისმინე მე შენი საკუთრება არ ვარ, ჩვენს შორის ერთი თვის წინ დამთავრდა ყველაფერი ასე რომ შეწყვიტე ისე მოქცევა თითქოს კიდევ ჩემი შეყვარებული იყო- მოლიმ მხოლოდ ამის მოსმენა შეძლო საუბრის დანარჩენი ნაწილი არ გაუგია რადგან მათგან ძალიან შორს იყო, ის სწრაფი ნაბიჯით შევიდა აუდიტორიაში და სელენას გვერდით დაჯდა
-ყველაფერი რიგზეა მოლი? აღელვებული ჩანხარ
-არა არ არის რიგზე -მოლიმ მომხდარი დაწვრილებით მოუყვა სელენას, ისიც განცვიფრებული ისმენდა მოლის ნაამბობს
-ეს ყველაფერი ძალიან მაგარია, ვერ ვიჯერებ რომ რაიან ადამსს მოსწონხარ შენ კი თავიდან მოიცილე
-მე არ მითქვამს რომ მოვწონვარ
-ეს ისედაც ნათელია ძვირფასო, ან როგორ შეიძლება არ მოსწონდე შენ ხომ ასეთი ჭკვიანი და ლამაზი ხარ -სელენა კიდევ დიდხანს განაგრძობდა საუბარს თუმცა აუდიტორიაში რაიანი შემოვიდა და მოლის გვერდით დაჯდა, მას ფეხდაფეხ ანდრეა მოჰყვა, მას კიდევ სურდა სკანდალის მოწყობა მაგრამ აუდიტორიაში ლექტორის შემოსვლამ ხელი შეუშალა. ლექტორმა თავისი ადგილი დაიკავა და სტუდენტთა სიას თვალი გადაავლო
-როგრც ჩანს პატივი მაქვს კემბრიჯის ოქროს გოგონა გავიცნო, კეთილი იყოს შენი მობრძანება ფსიქოლოოგიის ლექციაზე მოლი კლარკ
-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა დოქტორო პირს, მაგრამ გთხოვთ შეწყვიტეთ ჩემი ოქროს გოგონად მოხსენიება მეც ჩვეულებრივი სტუდენტი ვარ
- ნუ თავმდაბლობ ძვირფასო ჩვეულებრივი ნამდვილად არ ხარ, ამაზე შენი IQ ტესტი მეტყველებს
-ყველამ გავიგეთ რომ ის საუკეთესოა იქნებ ლექცია დავიწყოთ -გაბრაზებით მიმართა ანდრეამ ლექტორს
-არაფერია ანდრეა ნორმალურია თუ მისი გშურს
-მისი არ მშურს, მე ანდრეა ვუდს როგორ უნდა მშურდეს ამ მდაბიო გოგოს -ანდრეა დოქტორი პირსის სიტყვებმა კიდევ უფრო გააბრაზა
-ხომ არ დაგავიწყდა ანდრეა მე ფსიქოლოგიის დოქტორი ვარ, ახლა კი მოდით ლექცია დავიწყოთ -ლექციამ კარგად ჩაიარა მოლი აღფრთოვანებული დარჩა დოქტორი პირსის შესაძლებლობებით. ლექციის დასრულების შემდეგ მოლი გასაუბრებაზე წავიდა, ვაკანსია მიმტანის ადგილზე იყო ერთ-ერთ პრესტიჟულ კაფეში ლონდონის მდიდრულ უბანში. გასაუბრაბამ კარგად ჩაიარა მოლი მაშინვე აიყვანეს. გასაუბრების შემდეგ გახარებული პირდაპირ სახლში წავიდა რათა მშობლები გაეხარებინა.
-დედა, მამა სახლში ხართ?-მოლი ჩქარი ნაბიჯით შევიდა სახლში
-ძვირფასო სამზარეულოში ვართ -სამზარეულოდან დედა გამოეხმაურა ძახილს -ყველაფერი კარგად არის საყვარელო?
-კარგი ახალი ამბავი მაქვს
-გვითხარი შვილო ასეთი რა ამბავი გაქ -ოდნავ აღელვებული ხმით უთხრა ერიკმა შვილს
-სამუშაო ვიშოვნე -ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ მოლი ოვაციებს ელოდა, თუმცა ოვაციების ნაცვლად მშობლების სახეზე აღბეჭდილი არეული ემოცია მიიღო
-შეიძლება გავიგო სად იწყებ მუშაობას?-განაწყენებული ტონით იკითხა ერიკმა, მოლიმ მშობლებს ახალი სამუშაოს შესახებ ყველაფერი მოუყვა
-ნუთუ არ გაგიხარდათ? -მოლი ვერ ხვდებოდა რატომ არ უხაროდა მის ამბავი მშობლებს -გაგვიხარდა ძვირფასო, მაგრამ მუშაობას ისეთ ადგილას იწყებ სადაც შენი ახალი მეგობრები გასართობად დადიან არ გვინდა ამან დისკომფორტი შეგიქმნას -ნატალი ამ სიტყვებით ცდილობდა წარსული დაემალა, წარსული რომელიც დიდი ხანია გულში ღრმად ჩაიმარხა -დედა ყველაფერი კარგად იქნება მუშაობაში სამარცხვინო არაფერია და თუ ამას ჩემი მეგობრები ვერ გაიგებენ ეს მათი პრობლემაა და არა ჩემი -მოლი დარწმუნებული ხარ რომ ეს გინდა?-ერიკმა შვილს შეკითხვა იმ იმედით დაუსვა, რომ ის გადაიფიქრებდა
-მამა მე შენს სასურველისთვის ბრძოლას მასწავლიდი და არა დანებებას და მე ასეც ვიქცევი, მარტო იმიტომ არ ვიტყვი სამუშაოზე უარს, რომ განებივრებული ბავშვები დამცინებენ
-შენით ძალიან ვამაყობ ჩემო ჭიამაია, მაგრამ გახსოვდეს თუ პრობლემა შეიქმნება თავის დამცირების უფლება არავის მისცე -ერიკი შვილს მაგრად მოეხვია და წარმატება უსურვა, თუმცა სინამდვილეში უნდოდა მოლი არასდროს წასულიყო იმ კაფეში. მოლი მშობლებთან საუბრის შემდეგ საძინებელში ავიდა, მარტო დარჩენილი ერიკი და ნატალი დიდხანს ისხდნენ ჩუმად, საბოლოოდ სიჩუმე ნატალიმ დაარღვია
-ვერ ვიჯერებ, რომ ეს ხდება ერიკ, იმის გაფიქრებაც კი მზარავს, რომ მოლიმ შეიძლება სიმართლე გაიგოს
-ის უბრალოდ იმ უბანში იწყებს მუშაობას, ეს არ ნიშნავს რომ ჩვენი გოგო ოდესმე სიმართლეს გაიგებს
-და მაინც რომ გაიგოს რა გვეშველება, მოლი შეგვიძულებს მას სამუდამოდ დავკარგავთ-ნატალის და ერიკს თვრამეტი წლის წინ მომხდარი სიკვდილზე მეტად აშინებდათ, საიდუმლო რომელსაც ასე გულმოდგინეთ ინახავდნენ შეიძლება გამოაშკარავებულიყო
-ნატალი ორივე უნდა დავმშვიდდეთ, თუ მოლი შენიშნავს, რომ ვნერვიულობთ შეკითხვების დასმას დაიწყებს ასე, რომ ეს საიდუმლო კვლავ გულში ღრმად უნდა დავიმარხოთ -კლარკები შეთანხმდნენ ყველაფრის ძველებურად დატოვებაზე და უკეთესის იმედს არ კარგავდნენ. მოლიმ თავის ოთახში ასვლის შემდეგ სელენას დაურეკა
-საღამო მშვიდობისა ძვირფასო
-გამარჯობა მოლი, აბა რას აკეთებ? -მხიარული სიცილით იკითხა სელენამ
-არაფერს, ჰო მართლა ახალი ამბის სათქმელად დაგირეკე, იცი შენს გარდა სხვა მეგობარი არ მყავს სწორედ ამიტომ მომინდა შენთვის დამერეკა და სიახლე მომეყოლა
-ძალიან მიხარია რომ ჩემთვის გულის გადაშლა გინდა, მოლი შენ ძალიან კარგი გოგო ხარ და ძალიან მახარებს ის ფაქტი,რომ ჩემი მეგობარი ხარ. ახლა კი მომიყევი რისი მოყოლაც გინდა -ხვალ მუშაობას ვიწყებ
-მაგარია სად?
-კაფეში სახელად „Diamond“
-ძალიან მიხარია, იცი მაგ კაფის მეპატრონეზე ბევრი კარგი რამ გამიგია, მისტერ ჯონსს კეთილ და კარგ ადამიანად ახასიათებენ. მე ხშირად დავდივარ კაფე„Diamond“-ში . შენი მშობლები როგორ შეხვდნენ სიახლეს?
-ცოტას ღელავენ იმის გამო რომ შეიძლება კაფეში რომელიმე ჩემს ჯგუფელს გადავეყარო
-მოლი იცი რა მე მხარს გიჭერ და მახარებს შენი ამბავი, თუ რომელიმე ჩვენს ჯგუფელ მეტიჩარას არ მოეწონება შენი სამსახური ეს მათი პრობლემაა და არა შენი
-მადლობა თბილი სიტყვებისა და გამხნევებისთვის
-როცა დაგჭირდება ძვირფასო -გოგონებმა კიდევ დიდხანს ისაუბრეს, შემდეგ ყურმილი დაკიდეს და დასაძინებლად წავიდნენ, მოლი ხვალ უკვე ახალ სამუშაოზე უნდა გამოცხადებულიყო. ის მოუთმენლად ელოდა პირველ სამუშაო დღეს. დილით ადრე მაღვიძარის დარეკვამ გააღვიძა მოლი, ის სიხარულით წამოხტა საწოლიდან, რადგან შაბათი დღე იყო და სამსახურში დილით ადრე უნდა მისულიყო. მოლი მოემზადა და საუზმობის გარეშე გაიქცა სახლიდან, ნატალი კლარკი უყურებდა სახლიდან მიმავალ ქალიშვილს და გული საშინლად მძიმეთ უცემდა. მოლის დაგვიანება არ სურდა ამიტომ სწრაფი ნაბიჯით მიდიოდა კაფის შესასვლელისკენ და უეცრად ვიღაცას დაეჯახა
-კარგად ხარ ძვირფასო? -ჰკითხა სასიამოვნო შუა ხნის მამაკაცმა
-დიახ, თქვენ როგორ ხართ? მაპატიეთ იმდენად ვჩქარობდი რომ ვერ დაგინახეთ
-ყველაფერი რიგზეა ძვირფასო, ასე სად მიგეჩქარებოდა? -თავაზიანად იკითხა მამაკაცმა
-ჩემი პირველი დღეა და არ მინდა დავაგვიანო
-გასაგებია შენ ის ახალი მიმტანი ხარ მოლი კლარკი
-დიახ და თქვენ საიდან იცით? -მოლი გააკვირვა იმ ფაქტმა რომ უცნობმა მისი სახელი იცოდა
-მე დემიენ ჯონსი ვარ, ეს კაფე ჩემია და ყველა თანამშრომელს პირადად ვიცნობ რადგან ჩემი დროის უმეტეს ნაწილს ამ კაფეში ვატარებ
-ღმერთო როგორი მოუხერხებელი ვარ პირველივე დღეს კინაღამ მოგკალით
-დამშვიდდი ძვირფასო ეს არაფერია ყველას შეიძლება დაემართოს, ახლა კი წადი და სამზარეულოში უთხარი ყავა მომიმზადონ
-როგორც იტყვით -მოლი ჯერ კადრების განყოფილებაში მივიდა თავისი უნიფორმა აიღო, გამოიცვალა და უფროსისთვის მომზადებული ყავა წაიღო -თქვენი ყავა მისტერ ჯონს -ღიმილით მიაწოდა მოლიმ ფინჯანი თავის უფროს, დემიენს მადლობა უნდა გადაეხადა თუმცა უეცრად კაფეში ახალგაზრდა ბიჭი შემოვიდა და დემიენს გამოელაპარაკა, მოლი ზურგით იდგა და ვერ დაინახა მოსული სტუმარი
-დილამშვიდობისა ბიძია დემიენ, როგორ ხართ?
-კარგად რაიან შენ როგორ ხარ? -ნაცნობი სახელისა და ხმის გაგონებისას მოლი უკან შებრუნდა და მისი ჯგუფელი რაიან ადამსი ამოიცნობ უცნობ სტუმარში
-მოლი შენ აქ რას აკეთებ? -რაიანი გააოცა მოლის მის საყვარელ კაფეში ხილვამ
-თქვენ რა ერთმანეთს იცნობთ? -დემიენი დააინტერესადა შექმნილი სიტუაციით
-დიახ სერ მე და რაიანი ერთ უნივერსიტეტში ვსწავლობთ
-უტაქტობაში ნუ ჩამომართმევ ძვირფასო მაგრამ კემბრიჯის უნივერსიტეტის სტუდენტი ჩემს პატარა კაფეში მიმტანად რატომ მუშაობს?
-მოლი კემბრიჯის ოქროს გოგონაა, სრული დაფინანსებით სწავლობს -რაინმა მოლის ნაცვლად უპასუხა დემიენის შეკითხვას
-დიახ მე დაფინანსებით ვსწავლობ რადგან ჩემს მშობლებს არ შეუძლიათ სწავლის გადასახადის დაფარვა
-შენს მშობლებს გაუმართლა რომ ასეთ ჭკვიანი და მიზანდასახული ხარ მოლი, ბევრი შენი ასაკის გოგონა მიმტანად არ იმუშავებდა
-არც ერთი სამსახური სამარცხვინო არ არის -ამაყად უთხრა უფროს მოლიმ -მიხარია რომ ასე ფიქრობ, ახლა კი უნდა დაგტოვოთ ახალგაზრდებო -მეც უნდა წავიდე არ მინდა პირველივე დღეს შენიშვნა მივიღო -მოლი სამზარეულოსკენ გაემართა თუმცა რაიანმა შეაჩერა
-ჩემს შეკვეთას არ ჩაიწერ კონკია? -რაინას მოლისთან მეტი დროის გატარება სურდა თუმცა ამას საკუთარ თავთანაც არ აღიარებდა
-გისმენთ მისტერ ადამს, რას ინებებთ?
-უბრალოდ რაიანი დამიძახე და ერთი ფინჯანი კაპუჩინო მომიტანე თუ არ შეწუხდები -მოლი სამზარეულოში შევიდა და შეკვეთას დაელოდა, ამ დროს კაფეში ანდრეა ვუდი შემოვიდა და რაიანს გვერდით მიუჯდა
-აქ რას აკეთებ ანდრეა?
-დილამშვიდობისა რაიან, გზად მივდიოდი და აქ რომ დაგინახე ვიფიქრე ყავას ერთად დავლევდით -ამ დროს მოლიმ რაიანის ყავა მოიტანა -ინებეთ თქვენი შეკვეთა მისტერ ადამს
-მაგარია როგორც ჩანს მდაბიო გოგომ მდიდრებთან ტრიალი დაიწყო -თუ სხვა არფერი გნებავთ თქვენის ნებართვით წავალ -მოლის სწრაფად უნდოდა მაგიდას მოსცილებოდა რათა მოთმინება არ დაეკარგა, ამ დროს ანდრეამ მაგიდაზე საშაქრე განზრახ გდააყირავა
-ჯერ ეს აწმინდე და შემდეგ მიბრძანდი -ქედმაღლურად ანიშნა ადრეამ წაქცეული საშაქრისკენ, მოლიმ მაშინვე ტილო აიღო და მაგიდა გაწმინდა -ეს რატომ გააკეთე, რატომ მოგწონს მოლის დამცირება?
-ვაუ მდაბიო როდის გახდა მოლი? -პატივისცემა გამოიჩინე ისიც ადამიანი და არ გაქვს მასზე ასე საუბრის უფლება -კარგი ძვირფასო, როგორც ჩანს ახლა მისი პირადი მცველი ხარ -ანდრეა წამოდგა და კაფედან სიცილით გავიდა, რაიანი ძალიან გააბრაზა მისმა საქციელმა, ამ დროს მოლიმ გვერდით მაგიდასთან შეკვეთა მიიტანა ეს რაიანისთვის ხელსაყრელი მომენტი იყო რათა ბოდიში მოეხადა
-კონკია ერთი წუთი დამითმე გთხოვ
-კიდევ რამეს შეუკვეთავთ მისტერ ადამს?
-არ გინდა კონკია, ბოდიშის გიხდი ანდრეას საქციელის გამო ის შეუფერებლად მოიქცა -თუ დაამთავრეთ უნდა წავიდე ბევრი საქმე მაქვს
-კონკია როდის დაივიწყებ კაფეტერიის ინციდენტს და ადამიანივით როდის მომექცევი? -მე ყველას ისე ვექცევი როგორც ადამიანს, ეს თქვენ და თქვენი მეგობრები ერთობით სხვების დაჩაგვრითა და დამცირებით -მოლის საუბარი ადამ მორისმა შეაწყვეტიან რომელიც იმ წამს შემოვიდა კაფეში
-ეს ჩვენი ოქროს გოგონაა? აქ როგორ მოხვდი ძვირფასო
-ეს თქვენი საქმე არ არის მისტერ მორის-მოლი შებრუნდა და წავიდა -კარგი რა ასეთი რა ვთქვი
-სხვა დროს ორჯერ დაფიქრდი ადამ სანამ რაიმეს იტყვი
-კარგი რაიან არ მითხრა რომ ამ გოგოს გამო მიბრაზდები -ჯანდაბა რა გჭირთ შენ და ანდრეას რას გადაეკიდეთ ამ გოგოს, ყველა მდიდარი ხომ არ იქნება
-კარგი რა ძმაო არ მითხრა რომ ეს გოგო მოგწონს
-ასეც რომ იყოს შენ რა?
-რაიან ის ნებისმიერ მდიდარ ბიჭს გაუშლის ფეხებს, ასეთები მხოლოდ ქონებაზე ნადირობენ- ადამს წინადადება დასრულებული არ ჰქონდა რომ მოლიმ თავი მაგიდაზე დაარტყმევინა -ახლა გაიმეორე რასაც ამბობდი ნაძირალავ -მოლი საშინლად იყო გაცოფებული, რაიანი ძვლივს აკავებდა რომ ადამი ნაწილებად არ გაეგლიჯა. ხმაურზე თავისი კაბინეტიდან დემიენ ჯონსი ჩამოვიდა
-აქ რა ჯანდაბა მოხდა, მის კლარკ ერთი დღეა რაც აქ მუშაობთ და უკვე პრობლემებს ქმნით -ვწუხვარ მისტერ ჯონს ახლავე მოვაგროვებ ჩემს ნივთებს და წავალ
-დაუჯერებელია თავი მაინც იმართლე მოლი, მისი ბრალი არ იყო ბიძია დემიენ -რაინამა მოლის დაცვა სცადა
-არ გინდა რაიან მე კარგად ვიცი თქვენთან როგორც ხდება ყოველთვის მდიდრები არიან მართლები -მოლი გასახდელისკენ გაემართა
-მოიცადე მოლი-დემიენმა ამბის მოსმენა მოინდომა -იქნებ ჯერ მითხრა აქ რა მოხდა? -ამ მდიდარ მამიკოს ბიჭს ჰკითხეთ რატომ დავარტყი მისი ვერსია უფრო დაგაინტერესებთ
-მისტერ მორის იქნებ მითხრათ რატომ დაგესხათ თავს ჩემი თანამშრომელი
-მე და რაიანი უბრალოდ ვსაუბრობდით ეს შეშლილი კი თავს დამესხა
-გამოიჩინე კაცობა და სიმართლე თქვი თუ არა და ამას მე გავაკეთებ -ადამის სიცრუემ რაიანი ძალიან გააბრაზა
-კარგი კარგი -ადამმა მისტერ ჯონსს მთელი საუბრის შინაარსი მოუყვა
-მისტერ მორის ახლავე გაეთრიეთ ჩემი დაწესებულებიდან და აქ აღარასდროს დაგინახოს ჩემმა თვალებმა, შენ კი მოლი სამუშაოს დაუბრუნდი-ადამი უსიტყვოდ ადგა და კაფე დატოვა, მოლი კი მაგიდის გასასუფთავებლად წავიდა თუმცა მისტერ ჯონსმა კიდევ რამდენიმე წუთით შეაყოვნა -მოლი ჩემი დაწესებულებიდან უმიზეზოდ არავის ვათავისუფლებ, ასე რომ ძალიან გთხოვ სხვა დროს თუ კლიენტი შეურაცყოფას მოგაყენებს მე მომმართე და არავინ სცემო-მოლის გაეცინა
-დამეთანხმეთ რომ დაიმსახურა
-ვაღიარებ მართლაც დამსახურებული მიიღო-დემინსაც გულიანად გაეცინა.მოლი თავის საქმეს დაუბრუნდა დეიმიენი კი შორიდან უყურებდა და ვერ ხსნიდა იმ გრძნობას რომელსაც ამ უცნობი გოგონას მიმართ განიცდიდა, ის დანახვის წამიდან ძვირფასი გახდა მისთვის თუმცა მიზეზი ვერ გაეგო. მოლის სამუშაო საათები რვა საათზე დაუმთავრდა და გარეთ გადაუღებლად წვიმდა რაც ძალიან ართულებდა ავტობუსის გაჩერებასთან მისვლას. კაფედან გამოსულ მოლის იქვე რაიანი ელოდებოდა მანქანით, მოლი სწრაფი ნაბიჯით გაემართა გაეჩერებისკენ რადგან დასველება არ სურდა, თუმცა მოულოდნელად წინ რაიანი გადაუდგა
-დღეს მაინც მომეცი უფლება სახლამდე მიგიყვანო, გადაუღებლად წვიმს და გაჩერებამდე სანამ მიხვალ გაცივდები
-დიდი მადლობა მაგრამ შეცოდება არ მჭირდება სახლამდე ჩემითაც მივალ
-კონკია შეწყვიტე ჯიუტობა და მანქანაში ჩაჯექი -მოლის გზის გაგრძელება სურდა თუმცა რაიანი საშუალებას არ აძლევდა-ან მანქანაში ჩაჯდები ან ორივე ასე ვიდგებით წვიმაში -მოლის არ სურდა რაინის შემოთავაზების მიღება თუმცა, რაიანი მასზე არა ნაკლებ ჯიუტი აღმოჩნდა
-კარგი წამოვალ შენთან ერთად
-მაგარია ჩაჯექი მანქანაში -მანქანაში ჩასხდომის შემდეგ მოლიმ რაიანს მისი მისამართი უთხრა
-კარგად დაიმახსოვრე ბიჭუნა ეს არაფერს ნიშნავს მე ისევ არ მომწონხარ
-გავიგე კონკია რომ შენს მორალურ სტანდარტებს ვერ ვაკმაყოფილებ
-ჩემი სტანდარეტები არაფერ შუაშია, უბრალოდ შენ არაფრით ხარ შენს მეგობარ ადამზე უკეთესი -ამ სიტყვების გაგონებაზე რაიანმა მკვეთრად დაამუხრუჭა -რას აკეთებ გინდა ორივენი დავიხოცოთ?!
-ვერ ვიჯერებ რომ ადამისნაირი გგონივარ, პირველი შეხვედრისას ცუდად მოგექეცი თუმცა მისნაირი არ ვარ
-ჰო კარგი მთლად მისნაირი არ ხარ, ახლა თუ შეიძლება სახლში წამიყვანე
-იცი რა კონკია დაგიმტკიცებ რომ ადამისნაირი არ ვარ- რაიანმა მანქანა დაქოქა და მოლი სახლში მიიყვანა, მოლის ანერვიულებული მშოიბლები ფანჯარასთან ელოდენ, როდესაც მათ სახლთან ძვირადღირებული მანქანა გაჩერდა კლარკების მღელვარება გაიზარდა, მანქანიდან რაიანი გადმოვიდა და მოლის კარი გაუღო, შეემდეგ ერთმანეთს გამოემშვიდობნენ და მოლი სახლში შევიდა.



№1 სტუმარი Guest თაკო

არა ის საიდუმლო ინტრიგად რატო დატოვე? მარა ძალიან კაია ის ბიჭი რო ცემა მაგრად გამისწორდა

 


№2  offline წევრი BarBare))

ძალიან მაგარია, მოუთმენალდ ველოდები შემდეგ თავს, გთხოვ არ დააგვიანო heart_eyes

 


№3 წევრი MmariiamM))

BarBare))
ძალიან მაგარია, მოუთმენალდ ველოდები შემდეგ თავს, გთხოვ არ დააგვიანო heart_eyes

შევეცდები მალე დავდო შემდეგი თავი heart_eyes მიხარია რომ ჩემი მოტXრობა მოგწონს
--------------------
Mm))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent