ღირსება,ფული და სიყვარული(1)
შესავალი კემბრიჯის უნივერსიტეტი, დილის ათი საათი -დილა მშვიდობისა ბავშვებო, თქვენთვის სასიხარულო ამბავი მაქვს, დღეს თქვენს ჯგუფს ახალი სტუდენტი შეემატა, ის საუკეთესოთა შორის საუკეთესოა, მიესალმეთ მოლი კლარკი - სწორედ ამ წუთიდან შეიცვალა მოლი კლარკის ცხოვრება, ის ლონდონის ღარიბ უბანში დაიბადა და დღემდე იქ ცხოვრობს, მთელი ცხოვრება გადარჩენისთვის ბრძოლა უწევდა ახლა კი როგორციქნა საოცნებო უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ისწავლის, თუმცა ყველაფერი ვარდისფერი როდია ამ სამყაროში, იმ წამიდან როცა ლექტორმა ჯგუფს მისი თავი წარუდგინა მისი ცხოვრება თავდაყირა დადგა, ეს მომენტი გახდა ნამდვილი სირთულეებიის დასაბამი, თუმცა რა გასაკვირია მოლი უბრალო ღარიბი გოგონა მდიდარი მშობლების გათამამებული შვილების გარემოცვაში აღმოჩნდა ეს კი ნამდვილად მომაკვდინებელია, მაგრამ არა მისთვის ბრძოლით ადგილის დამკვიდრებას მიჩვეული მოლი კლარკი დანებებას არ აპირებდა, ყოველთვის დიდი შრომის ფასად იღებდა სასურველს ამიტომ თავის ოცნებაზე უარის თქმას ვერაფერი აიძულებდა. მოლი იმ აზრით გაიზარდა, რომ მასა და მდიდრებს შორის მკაფიო ზღვარია და რომ ამ ზღვარის გადაკვეთა შეუძლებელია, თუმცა ის არასდროს ემორჩილებოდა კანონებს, სწორედ ამიტომ ჩაირიცხა კემბრიჯის უნივერსიტეტში, იქ სადაც მდიდარი ბავშვები სწავლობენ. თავი 1 კენბრიჯის უნივერსიტეტი, დილის ათი საათი -დილა მშვიდობისა ბავშვებო, თქვენთვის სასიხარულო ამბავი მაქვს, დღეს თქვენს ჯგუფს ახალი სტუდენტი შეემატა, ის საუკეთესოთა შორის საუკეთესოა, მიესალმეთ მოლი კლარკი -ტანსაცმელზევე ეტყობა როგორი საუკეთესოცაა-ეს იყო პირველი გესლიანი სიტყვები მამიკოს განებივრებული ბიჭისგან, რომელიც მოლის მისამართით ითქვა, პირველი თუმცა არა უკანასკნელი -მისტერ მორის ადამიანს ჩაცმულობით ვერ განსაზღვრავთ, თქვენი ჩაცმულობიდან ნამდვილად ვერ იფიქრებს ადამიანი რომ თქვენი IQ საშუალოზე დაბალია -და თქვენი ოქროს გოგონას IQ რამდენია ბატონო პიტერსონ? -თქვენსაზე ბევრად მაღალი მის ვუდ, ახლა კი შენი ადგილი დაიკავე მოლი და ლექცია დავიწყოთ -ბავშვებო რომლებმაც დანახვისთანავე მასხრად აიგდეს უნივერსიტეტის რჩეული საზოგადოების წარმომადგენლები და მთავარი მჩაგვრელები არიან, ადამ მორისი და ანდრეა ვუდი. მათ მთავარ ღირსებას მათი მშობლების ფინანსური მხარე განსაზღვრავს, თუმცა მოლიმ იცოდა რაც მოელოდა ამიტომ მისი ადგილი უსიტყვოდ დაიკავა. -ყურადღებას ნუ მიაქცევ ისინი ყველასთან ასე იქცევიან -ზედემტად ჭკვიანი ვარ იმისთვის რომ პოპულარობას მოწყურებულ საცოდავებს ყურადღება მივაქციო -ქედმაღლურად უთხარა მის გვერდით მჯდომ უცნობ ბიჭს რომელიც გამხნევებას ცდილობდა, ეს თავდაცვა იყო, რადგან მის გვერდით მჯდომი ახალგაზრდაც ნაღები საზოგადოების წარმომადგენელი იყო. ლექციამ მოლისთვს საინტერესოდ ჩაიარა, როგორც იქნა მოლიმ საკუთარი ადგილი იპოვნა, ყოველ შემთხვევაში იმ მომენტში თავს ასე გრძნობდა, მართალია კიდევ არაერთი კომენტარი მოისმინა თუმცა ამას მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან ის უნივერსიტეტში განათლების მისაღებად მივიდა დანარჩენს კი არაფერს ჰქონდა მნიშვნელობა. ლექციის დასრულების შემდეგ ლანჩზე მოლი კაფეტერიაში ჩავიდა და რიგი დაიკავა უეცრად უცნობმა ბიჭმა რიგი დაარღვია და ურიგოდ გავლა სცადა -ჰეი შენ განებივრებულო ბავშვო შენთვის რიგში ჩადგომა არ უსწავლებიათ? -მომისმინე პრინცესა რიგი უბრალო ხალხისთვისაა და არა ჩემთვის -როდესაც ბიჭი მოლის მიუბრუნდა, მან ის იცნო იგივე ბიჭი იყი რომელიც ლექციაზე გამოელაპარაკა -და რით ხართ უბრალო ხალხზე უკეთესი?-წყენა ნარევი ხმით უთხრა ბიჭს რომელიც მის წინ იდგა და ქედმაღლურად უყურებდა -ვიმედოვნებ თქვენს განსაკუთრებულობას თქვენი პიროვნება განაპირობებს და არა თქვენი მშობლებს საფულის სისქე -ჩემო ძვირფასო მოლი კლარკ აჯობებს შეეგუო აქ ყველაფერს ფული განაპირობებს -ბიჭმა თავისი ლანჩი აიღო და მდიდარი ბავშვების მაგიდასთან მოკალათდა -ამას უნდა შეეჩვიო მეგობარო აქ ისინი არიან ღმერთები, მე სელენა სამერსი ვარ კეთილი იყოს შენი მობრძანება -ღიმილიანი სახით გაუწოდა ხელი გოგონამ -სასიამოვნოა სელენა შენი გაცნობა მე მოლი კლარკი ვარ -ვაუ შენ ის ოქროს გოგონა ხარ რომელზეც მთელი უნივერსიტეტი საუბრობს, მიხარია რომ პირადად გაგიცანი -დამშვიდდი სელენა ჩვეულებრივი სტუდენტი ვარ არაფრით განვსხვავდები სხვებისგან -როგორ არა შენს განსხვავებულობაზე ყველა ლექტორი საუბრობს,გინდა ჩემთან ერთად მიირთვა ლანჩი? -სიამოვნებით გოგონებმა ლანჩი აიღეს და თავისუფალ მაგიდასთან მოკალათდნენ, სელენა ერთადერთი იყო ვინც ნორმალურად დაელაპარაკა მოლის, დანარჩენები ზედაც არ უყურებდნენ, ის მათთვის მხოლოდ ახალი დაცინვის ობიექტი იყო და სხვა არაფერი. ლანჩის შემდეგ ის და სელენა აუდიტორიისაკენ გაემართნენ სადაც შემდეგი ლექცია ტარდებოდა, მოლიმ და სელენამ ადგილები დაიკავეს და ლექციის დაწყების მოლოდინში ნომრები გაცვალეს, ამ დროს კი უეცრად ანდრეა ვუდმა ყველას ყურადღება ითხოვა -ბავშვებო ცოტა ხნით ყურადღება მომაქციეთ, თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია მაქ. მე ლანჩის დროს ჩვენი ოქროს გოგონას შესახებ ინფორმაცია მოვიძიე, იცით ჩვენი მოლი ნამდვილი კონკიაა, ის ლონდოდნის ღარიბულ უბანში პატარა სახლში ცხოვრობს - ის კიდევ აპირებდა საუბრის გაგრძელებას თუმცა მოლიმ შეაწყვეტინა -ამაში განსაკუთრებული რა არის ანდრეა, თუ რაიმე გაინტერესებდა ჩემზე შეგეძლო ჩემთვის გეკითხა ასე დროსაც დაზოგავდი და ენერგიასაც -ანუ არ დაგვიმალავდი რომ კონკია ხარ? -არა მე კონკია არ ვარ, მე გოგო ვარ რომელიც სიღარიბეში დაიბადა და გაიზარდა, ჰო მე ღარიბი ვარ ამაში სამარცხვინოს ვერაფერს ვხედავ -სასაცილოა, თურმე კონკიას სიღარიბის არ ცხვენია- ანდრეას სიცილი აუტყდა, სელენამ ცოტა ხანს ისმინა მისი დამცინავი სიცილი და ბოლოს მისი ადგილი მიუჩინა -ანდრეა შეიძლება მოლი ღარიბია თუმცა ის შენზე უკეთესია -მაინც რითი მჯობია სელენა შენი ახალი საუკეთესო მეგობარი? -გონებრივი შესაძლებლობებითა და შრომის მოყვარეობით მის -ოთახში ლექტორი შემოვიდა -მაპატიეთ სერ მაგრამ თქვენი აზრით ის ჩემზე უკეთესი სტუდენტია? -ანდრეა ლექტორის სიტყვებმა გააბრაზა --დიახ მოლი კლარკი ჩემი სტუდენტების ოთხმოცდაათ პროცნეტზე უკეთესია და ეს ჩემი აზრი არ არის ეს მისი ტესტის შედეგებით დადასტურდა, ახლა კი თქვენი ადგილი დაიკავეთ მის ვუდ- მოლიმ მოულოდნელი სიამაყე იგრძნო ლექტორის შექების გამო, ის მომხდარით კმაყოფილი იყო, მოულოდნელად კი მის გვერდით ის ბიჭი დაჯდა რომელიც კაფეტერიაში ნახა -კიდევ გამარჯობა კონკია მე რაიან ადამსი ვარ -იცი მე კონკია არ მქვია და არ მაინტერესებს ვინ ხარ -ნუ ცხარობ კონკია მე მხოლოდ იმის თქმა მინდოდა რომ ანდრეას უფლება არ მისცე დაგამციროს ის შენ არაფრით გჯობია -გასაგებია ახლა კი პატივი დამდე ყბედობას მორჩი და ლექციის მოსმენაში ხელს ნუ მიშლი -რაიან ადამსი, მოლი ვერ ხვდებოდა რა უნდოდა ამ ბიჭს მისგან, ის ხან ქედმაღლურად ესაუბრებოდა ხან კი ყურადღებას იჩენდა, ეს მოლის აბნევდა თუმცა რაიანზე მეტად არა, მას ვერ გაგეგო რატომ იწვევდა მოლი მასში სიმპათიას. პირველმა დღემ მოლისთვის მოსალოდნელად ჩაიარა, ლექციების დასრულების შემდეგ ის სელენას დაემშვიდობა და ავტობუსის გაჩერებისკენ გაემართა, მოულოდნელად მის წინ მანქანა გაჩერდა -კონკია ჩაჯექი სახლამდე მიგიყვანა-ეს რაიანი იყო თავისი მდიდრული მანქანით -არა მადლობა, თავადაც მოვახერხებ სახლამდე მისვლას -ჩაჯექი ნუ გეშინია არ გიკბენ -სიცილით უთხრა რაიანმა -მოდი რაღაცაში გაგარკვევ მე არ მივეკუთნები იმ გოგოების რიცხვს რომლებსაც თავს შენი პორშეთი და ფულით მოაწონებ, ახლა კი შენი ნებართვით წავალ არ მინდა ავტობუსსზე დავაგვიანო -ხვალ შევხვდებით კონკია- რაიანი გააოცა მოლის სიტყვებმა, ის უარის თქმას მიჩვეული არ იყო, განსაკუთრებით იმ გოგონებისგან რომელთაც მატერიალური პრობლემები აქვთ, მას ყოველთვის გარს ეხვევიან გოგონები, გამუდმებით ყურადღების ცენტრშია, სწორედ ამიტომ მოლის უყურადღებობა მასში დიდ ინტერესს იწვევდა. რაიანი ჩაფიქრებული იჯდა გაჩერებულ მანქანაში და ცოტა ხნის წინ მომხდარზე ფიქრობდა, მოულოდნელად მანქანის კარი გაიღო და მანქანაში ადამი ჩაჯდა -ძმაო სახლამდე ხომ მიმიყვან -შენს მანქანას რა დაემართა ადამ? -იკითხა გაკვირვებულმა რაიანმა -გაფუჭებულია, დავინახე ახალ გოგოს ესაუბრებოდი ყველაფერი რიგზეა? -კი უბრალოდ წაყვანა შევთავაზე და უარი მითხრა -მაგარია როგორც ჩანს კონკია თავს იფასებს -არ გინდა ადამ შეწყვიტე მასზე საუბარი -როგორც იტყვი რაიან -რაიანმა ადამი სახლში მიიყვანა და შემდეგ თავისი მდიდრული სასახლისკენ გაემართა. ავტობუსით ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ მოლიც მივიდა სახლში, კარი დედამ ნატალი კლარკმა გაუღო -აბა საყვარელო როგორ ჩაიარა პირველმა დღემ? -ცნობისმოყვარეობით ელოდა ნატალი შვილის პასუხს -კარგად დედა, მე ჩემს ოთახში ვიქნები -ნატალი შვილის მოკლე პასუხმა შეაშფოთა და სასწრაფოდ ფარეხში გავიდა სადაც მისი მეუღლე ერიკ კლარკი ძველ მანქანას არემონტებდა -ერიკ მოლი საშინლად დათრგუნული დაბრუნდა უნივერსიტეტიდან -დამშვიდდი ნატალი ჩვენ ვიცოდით რომ ეს მოსალოდნელი იყო, ახლავე წავალ და მოლის დაველაპარაკები -ერიკმა ჭუჭყით დასვრილი ხელები გაიწმინდა და მოლის ოთახისკენ გაემართა, ოთახთან მისულმა კარზე ფრთხილად დააკაკუნა -მოლი ჩემო ჭიამაია შეიძლება დვაილაპარაკოთ -რა თქმა უნდა მამა შემოდი -ერიკი ოთახში შევიდა, მოლი ფანჯარასთან იჯდა და გარეთ იცქირებოდა -აბა არ გინდა შენს მოხუცს მოუყვე რაც გაწუხებს? -ყველაფერი რიგზეა მამა, ის მოხდა რასაც მოველოდი აქ გასაკვირი არაფერი-მოლის ძალიან უნდოდა თემის შეცვლა და როდესაც ერიკის სამუშაო შარვალი შენიშნა, გაახსენდა თუ როგორ ასწავლიდა მამა მანქანების შეკეთებას -მამა ჩვენი ჯართის შეკეთება გადაწყვიტე? -კი პატარავ დავიწყე თუმცა იმაზე რთულია ვიდრე მეგონა, იქნებ დამეხმარო თუ რა თქმა უნდა სამეცადინო არ გაქვს -სიამოვნებით დაგეხმარები მამა -ერიკი და მოლი სახელოსნოში გავიდნენ და ძველ მანქანას უკირკიტებდნენ. ამ დროს კი რაიან თავის ოთახში ბოლთას სცემდა, მოულოდნელად ოთახში მედისონ ადამსი შემოვიდა რაიანის დედა -ჩემო ძვირფასო ოთახში რატომ ხარ ქვევით ჩამოდი საცაა მამაშენიც მოვა -დღეს არა დედა ცუდ ხასიათზე ვარ- რაიანმა დედის თავიდან მოცილება სცადა თუმცა უშედეგოდ -რა მოგივიდა ჩემო კარგო? მომიყევი გულზე მოგეშვება -მადლობა დედა მაგრამ შენთან საუბარს არ ვაპირებ, თუ საუბარი მომინდება მამას დაველაპარაკები -შენ მხოლოდ პიტერს უყვები შენი პრობლემების შესახებ და მე არ მენდობი -დრამის მოწყობა არ გინდა დედა დღეისთვის საკმარის სპექტაკლს ვუყურე -რაიანმა ცივად გამოისტუმრა მედისონი ოთახიდან, ან რა უნდა მოეყოლა დედისთვის როცა თავადაც არ იცოდა რა ემართებოდა, ვერ ხვდებოდა რა არ აძლევდა მოსვენებას. მანქანის შეკეთების შემდეგ მოლი თავის ოთახში იჯდა და წიგნს კითხულობდა ამ დროს კი მობილურმა დარეკა, ეს სელენა იყო -გამარჯობა მოლი როგორ ხარ? -კარგად სელენა შენ როგორ ხარ? -მეც კარგად, მოლი მოწყენილი ხმა გაქ იმედია დღევანდელის გამო არ ხარ მოწყენილი -მოწყენილზე უფრო დაბნეული ვარ -რატომ? რა მოხდა? -დღეს შენთან დამშვიდობების შემდეგ რაიან ადამსს შევხვდი, სახლში წაყვანა შემომთავაზა -მერე შენ რა უპასუხე? -რა თქმა უნდა უარი ვუთხარი, ვერ ვხდები რის მიღწევას ცდილობს ერთ წამს ხეპრესავით მექცევა მეორე წამს კი თავაზიანი ხდება და წაყვანას მთავაზობს -მოლის საუბარი სელენას სიცილმა შეაწყვეტინა-რატომ იცინი სელენა? -ნეტავ მისი სახე დამენახა როდესაც უარი უთხარი -რატომ ? -შენ ვერც კი ხვდები რა ჩაიდინე, ჩვენს პრინცს უთხარი უარი, რაიან ადამსი მიჩვეულია გამუდმებით სასურველის მიღებას, წარმომიდგენია რა დაემართებოდა შენი უარის მერე მის ეგოს -მისი ეგო ჩემი საზრუნავი ნამდვილად არ არის, მე მარტო ის მაინტერესებს ასე რატომ იქცევა -შენ იმაზე იფიქრე ძვირფასო ეგ ამბავი ანდრეამ არ გაიგოს -რატომ რაიანის შეყვარებულია? -არა სწავლის დაწყებამდე ხვდებოდნენ თუმცა რაიანმა მიატოვა, მაგრამ ადრეას ისევ თავის საკუთრებად მიაჩნია -მოდი დავივიწყოთ ანდრეაც და რაიანიც, სელენა ახლა უნდა გავთიშო და წიგნის კითხვა დავასრულო, ხვალ გნახავ -კარგი ძვირფასო ხვალამდე -მოლიმ ყურმილი დაკიდა და მის წინ გადაშლილ წიგნს დაუბრუნდა, თუმცა წიგნის წაკითხვა ვერ შეძლო მისი ფიქრები სადღაც შორს დაფრინავდნენ, დიდხანს იჯდა ფიქრებში გართული ფანჯარასთან შემდეგ კი დასაძინებლად დაწვა, იმედი ჰქონდა რომ ახალი დღე მის არეულ ფიქრებს გაფანტავდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.