შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღირსება, ფული და სიყვარული(3)


8-10-2017, 13:31
ავტორი MmariiamM))
ნანახია 1 519

თავი 3
-ასე რატომ დაგაგვიანდა ძვირფასო?- იკითხა აღელვებულმა ნატალიმ
-მანქანით ვინ მოგიყვანა?- ბრაზნარევი ტონით ჩაეჭრა ცოლს საუბარში ერიკი
-დამშვიდდით უნივერსიტეტის მეგობარმა მომიყვანა რადგან გარეთ საშინელი ამინდია
-მეგობარს სახელი არ აქვს?
-აქვს მამა მას რაიან ადამსი ჰქვია-რაიანის გვარის გაგონებამ საშინლად შეაცბუნა ნატალი და ერიკი, ეს მოლიმაც შენიშნა თუმცა დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭა
-კარგი ძვირფასო, მოდი სამსახურის შესახებ მომიყევი-ნატალიმ სიტუაციის განმუხტვა სცადა
-სამსახურში ყველაფერმა კარგად ჩაიარა, დღეს უფროსი გავიცანი დემიენ ჯონსი შესანიშნავი ადამიანია, კეთილი და მხიარულია თუმცა მის თვალებში სევდა დავინახე
-შენი უფროსი დემიენ ჯონსია?-ერიკის შეკითხვაში იმედი გამოსჭვიოდა, იმიედი იმის, რომ მოლის ნათქვამი არასწორად გაიგო
-ჰო დემიენ ჯონსი ჩემი უფროსია, იცით ერთ დღეს აუცილებლად გაგაცნობთ, დამიჯერეთ მოგეწონებათ, ის საერთოდ არ ჰგავს სხვა მდიდრებს ჩემს მიმართ ძალიან კეთილი იყო
-ნაადრევი დასკვენბის გაკეთება არ ღირს მოლი შენ ის სულ ერთხელ ნახე
-მამა რა დაგემართა, რაც სწავლა დავიწყე ჩემს გადაწყვეტილებებს ეჭვისთვალით უყურებ, არ მოგწონს ჩემი ახალი ნაცნობები, იქნებ ამიხსნა რა ჯანდაბა ხდება და თუ შეიძლება გულწრფელად
-მოლი ჩემო ჭიამაია უბრალოდ ვღელავთ შენზე, ახალ ხალხთან ურთიერთობ უბრალოდ მინდა დარწმუნებული ვიყო რომ არაფერი დაგიშავდება-ერიკმა თავის დაძვრენა მშობლის ყურადღებით სცადა
-მე დაცვა არ მჭირდება, ამაზე დიდი ხნის წინ იზრუნე როდესაც ჩხუბი მასწავლე, აჯობებს ჩემზე ნერვიულობა შეწყვიტოთ მე არაფერი მომივა
-ძვირფასო ხომ არ გავიწყდება მე და მამაშენი მშობლები ვართ, ჩვენი მოვალეობა შენზე ნერვიულობა
-კარგი მაგრამ პარანიკოს მშობლებად თუ არ გადაიქცევით დიდად დამავალებთ -მოლიმ სიცილით შეავლო მშობლებს თვალი და საძინებელში შევიდა, პირსახოცი აიღო და სააბაზანოსკენ გაემართა თუმცა ტელეფონის ზარმა შეაყოვნა
-როგორ არის მსოფლიოში ყველაზე კარგი მეგობარი?
-კარგად სელენა შენ როგორ ხარ?
-მეც კარგად, აბა მომიყევი როგორ ჩაიარა დღევანდელმა დღემ?
-ადამ მორისს თავი კაფის მაგიდაზე დავარტყმევინე
-ეგ ძალიან მაგარია -სელენა მოსმენილმა ძალიან გაამხიარულა-ასეთი რა გითხრა, რომ მოთმინება დაკარგე?-მოლიმ ყველაფერი დაწვრილებით მოუვა მეგობარს
-ნამდვილი ნაგავია უარესის ღირსია, ვწუხვარ, რომ პირველი სამუშაო დღე ჩაგაშხამეს
-არაფერია, სელენა სახლში ახლახანს დავბრუნდი და ახლა საბაზანოში უნდა შევიდე ამიტომ მოგვიანებით დაგირეკავ
-მოიცა სახლში ამ დროს რითი მიხვედი?
-რაიანმა მანქანით წამომიყვანა
-ოჰო აი სიტუაციის განვითარებაც ამას ჰქვია, სასწრაფოდ დეტალები მჭირდება
-ვწუხვარ ძვირფასო მოცდა მოგიწევს, ხვალ სამსახურში შემომიარე და იქ მოგიყვები
-კარგი მართალია ამაღამ ვერ დავიძინებ თუმცა რა გაეწყობა-მოლიმ ყურმილი დაკიდა და აბაზანაში შევიდა, აბაზანიდან გამოსულს კი მობილურზე შეტყობინება დახვდა
-მადლობის გადახდას ველი, დღეს დასველებას გადაგარჩინე. რაიანი-მოლი ძალიან გააკვირვა რაიანის შეტყობინებამ რადგან მისთვის ნომერი არ მიუცია, თუმცა შეტყობინებაზე პასუხი არ მისწერა, მობილური გვერდით გადადო და დასაძინებლად დაწვა. დილით კი სამსახურში მიმავალს მოულოდნელი სიურპრიზი დახვდა
-დილამშვიდობისა კონკია თქვენი ეტლი მზად არის
-რაიან ჩემს სახლთან რა ჯანდაბას აკეთებ?-მოლი რაიანის ვიზიტმა ძალიან გააკვირვა
-გადავწყვიტე სამსახურში წაგიყვანო, ჩემი მანქანა ავტობუსზე ბევრად კომფორტულია
-მე ავტობუსშიც კომფორტულად ვგრძნობ თავს
-კარგი რა კონკია მე ხომ ამხელა გზა გამოვიარე
-ჰო მაგრამ მე ხომ არ მითხოვია -მოლის ჭკუიდან გადაყავდა რაიანი
-ახლავე ჩაჯექი მანქანაში თორემ ამას ძალით გაგაკეთებინებ
-აბა სცადე სკოლაში კრივის ოქროსმუშტის ფლობელი ვიყავი
-მაგარია ლამაზი, ჭკვიანი და სახიფათო. მის კლარკ კიდევ რას უნდა ველოდე თქვენგან?!
-კარგი შეწყვიტე ლაყბობა და სამსახურში წამიყვანე
-როგორც მიბრძანებთ -რაიანი მთელი გზა საუბრობდა მოლი კი მის გასაბრაზებლად ხმას არ იღებდა
-მადლობა ღმერთს მოვედით, იქნებ ახლა მაინც შეწყვიტო საუბარი
-აი ეს მესმის, რაიან როდის გახდი ჩემი მეგობრის მძღოლი -სელენა მოლის კაფესთან დახვდა რადგან ძალიან აინტერესებდა ის ამბავი რომელიც მოლიმ წინა საღამოს არ უამბო
-შენც დილამშვიდობისა სელენა, კარგი კონკია მე უნდა წავიდე და საღამოს რვისთვის აქ ვიქნები
-არავთარ შემთხვევაში, არ მინდა რომ აქეთ იქეთ მატარო
-საღამოს შევხვდებით -მოლის რაინთან შეკამათება უნდოდა თუმცა ის სწრაფად წვიდა
-აბა კონკია მომიყევი რა ხდება თქვენს შორის?
-ჩვენს შორის?! სიტყვა ჩვენ არ არასებობს და გთხოვ კონკიას ნუ მეძახი
-რაიანი რომ გეძახის არ ხარ წინააღმდეგი
-ახლავე შეწყვიტე თორემ ჩემგან ვერაფერს გაიგებ
-კარგი ჩუმად ვარ, ასე რომ დაწვრილებით მომიყევი ყველაფერი- მოლიმ წინა დღეს მომხდარი ყველა დეტალი უამბო სელენას, ის დიდი ინტერესთ ისმენდა მონათხრობს და ადამზე საშინალდ ბრაზობდა
-სულ ეს იყო ჩემო შეშლილო ქალბატონო
-ესეიგი იმ ფაქტმა რომ ადამს შეადარე ძალიან გააბრაზა
-კი იმდენად გააბრაზა რომ კინაღამ ავარიაში მოვყევით
-ამიერიდან უნივერსიტეტში მაგრად გავერთობით
-რას გულისხმობ?
-როდესაც რაიანი დაიწყებს იმის დამტკიცებას რომ ადამზე უკეთესია, ეს ანდრეას გამოიყვანს წყობიდან, ასე რომ ჩემო მეგობარო წინ ქრიშხალი გველოდება
-მოლი ადრე მოსულხარ, ვინ არის ეს მშვენიერი ახალგაზრდა?
-გამარჯობა მისტერ ჯონს ეს ჩემი მეგობარი სელენაა
-სასიამოვნოა შენი გაცნობა სელენა
-ჩემთვისაც სერ. ახლა კი ჩემი წასვლის დროა კარგ სამუშაო დღეს გისურვებთ -სრელენამ კაფე დატოვა, მოლიმ კი დემიენი თავის საყვარელ მაგიდასთან მიაცილა და ყავის მოსატანად წავიდა. სამუშაო დღემ მშვიდად ჩაიარა თუმცა არა მოლისთვის, ის აღელვებული იყო და გამუდმებით ფანჯრიდან გარეთ იცქირებოდა
-ვინმეს ელოდები ძვირფასო? -მოლის დემიენი მიუახლოვდა და შეკითხვის დასმისგან თავი ვერ შეიკავა
-არავის არ ველდები -მოლიმ საუბრისას მცირე პაუზა გააკეთა, დემიენს შეხედა და მისდამი უცნაური ნდობით აღივსო -იცით სერ ძალიან დაბნეული ვარ
-ძვირფასო წამოდი გავისეირნოთ და გთხოვ დემიენი დამიძახე -მოლიმ წინსაფარი მოიხსნა და დემიენს გარეთ გაჰყვა
-იცით არ შემიძლია სახელით მოგმართოთ, მე მასწავლიდნენ რომ უფროსებს პატივი უნდა ვცე
-მე და შენ ძვირფასო მოლი ამიერიდან მეგობრები ვართ, მეგობრებს კი სახელით მიმართავენ
-კარგით როგორც იტყვით. დემიენ მე მთელი ცხოვრება იმას მეუბნებოდნენ რომ მდიდრებსა და ღარიბებს შორის გადაულახავი ზღვარია -დემიენმა მოლის შეაწყვეტინა
-თუმცა შენ მაინც აქ ხარ
-დიახ მე მხოლოდ იმ წესებს ვემორჩილები...
-რომელსაც თავად ვადგენ -დემიენმა მოლის სიტყვები დაასრულა-ეს საიდან იცი მოლი?
-სიმართლე გითხრათ არ ვიცი ეს პირველი გამართული წინადადება იყო რომელიც ვთქვი, ჩემმა მშობლებმა ასე მითხრეს,და თქვენ საიდან იცით? იმედია რომელიმე ცნობილი ადამიანის ციტატა არ არის, რადგან ამის არ ცოდნით გენიოსი ნამდვილად ვერ ვიქნები
-ეს სიტყვები მე მეკუთვნის -დემიენი შეყოყმანდა -მას ჩემს ქალიშვილს ვეუბნებოდი სანამ მის თავს წამართმევდნენ
-არ ვიცოდი ქალიშვილი თუ გყავდათ
-მყავდა და დავკარგე, ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ტკივილია
-ვიზიარებ თქვენს მწუხარებას
-მადლობა, თუმცა აქ ჩემზე სასაუბროდ არ ვართ, მოდი იმას დავუბრუნდეთ რაზეც ვსაუბრობდით -დემიენმა მოხერხებულად შეცვალა საუბრის თემა
-იმას ვამბობდი რომ რაც უნივერსიტეტში სწავლა დავიწყე ჩემი ცხოვრება თავდაყირა დადგა, სიტუაციას ვეღარ ვაკონტროლე ეს კი ნამდვილად არ მომწონს
-სიტუაციაზე კონტროლი რაიან ადამსის გამო დაკარგე?
-სიმართლე გითხრათ არ ვიცი, ის გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში ხან ნამდვილი იდიოტია, ხან კი ზედმეტად მზრუნველი, არ ვიცი რა ვიფიქრო, არ მინდა რომ მისგამო გული მეტკინოს. მე მისი შესაფერისი არასდროს ვიქნები ამიტომ არ მინდა ჩემსგულში შემოიჭრას.
-ჩემო პატარა გოგონა- დემიენი მოლის ნაზად შეეხო მხარზე- სიყვარული ხომ წესებს არ ემორჩილება, ჩვენ ვერ გადავწყვეტთ ვინ შევიყვაროთ, თანაც რაიანი შენზე უკეთესს ვერავის შეიყვარებს, მაგრამ თუ ოდესმე გულს გატკენს მე მას უკაცრიელ ადგილას დავტოვებ მკლავზე სვირინგით რომელზეც შენი სახე იქნება გამოსახული -ორივეს გულიანად გაეცინა, მოლი თავადაც ვერ მიხვდა რა დაემართა, თავი ვერ შეიკავა და დემიენს მოეხვია
-დემიენ თქვენ ძალიან კარგი ადამიანი ხართ, თქვენსავით კარგად აქ არავინ მექცევა
-მოლი მდიდრებს ჰგონიათ რომ ფულით ყველაფერს იყიდიან თუმცა ეს ასე არ არის, ეს მე მასშემდეგ გავაცნობიერე რაც ჩემი პატარა გოგონა დავკარგე. თუმცა შენ უნდა იცოდე რომ რაიანი სხვებს არ ჰგავს ის ნამდვილად კარგი ადამიანია
-შეიძლება მართლაც კარგი ადამიანია თუმცა არ ვიცი მზად ვარ თუ არა კონტროლის დასათმობად, კონტროლის წყალობით მოვაღწიე აქამდე
-თუ ეს სიყვარულია ის ნამდვილად არაფერს შეგეკითხება, მაგრამ უნდა დამპირდე, რომ სიყვარულს არ დაემალები
-შევეცდები -მოლის გაეცინა -აჯობებს კაფეში დავბრუნდეთ ფულს ხომ სეირნობაში არ მიხდით -დემიენი და მოლი კაფეში დაბრუნდნენ, მოლი სამუშაოს დაუბრუნდა დემიენი კი თავის საყვარელ მაგიდასთან იჯდა და მოლის თვალს არ აშორებდა, ვერ ივიწყებდა დღეს მომხდარს, თავიდან არ ამოსდიოდა ის ფაქტი, რომ მოლიმ მისი საყვარელი ციტატა იცოდა. სამუშაო დღეც დასრულდა, მოლიმ ყველაფერი მოაწესრიგა, დემიენს დაემშვიდობა და კაფე დატოვა, გარეთ მას რაიანი ელოდებოდა
-საღამომშვიდობისა კონკია
-აქ რას აკეთებ, მე ხომ გითხარი არ მოსულიყავი
-საბედნიეროდ შენს ბრძანებებს არ ვასრულებ, ამიტომ ჩაჯექი მანქანაში სახლში წაგიყვან
-იცი რა შენს თავზე დიდი წარმოდგენა გაქვს, ჩემზე ეს შენი შარმია თუ რაც არის არ მოქმედებს ასე რომ ავტობუსით წავალ -მოლი ავტობუსის გაჩერებისკენ გაემართა
-იცი რა კონკია არ ვაპირებ კუდში გდიო -რაიანი ძალიან ბრაზობდა მოლის საქციელის გამო, თუმცა მისი მარტო გაშვება არ შეეძლო და ავტობუსის გაჩერებისკენ გაემართა. მოლი გაბრაზებული იყო საკუთარ თავზეც და რაიანზეც, იმდენად ბრაზობდა რომ ვერც კი შენიშნა ორი ტიპი როგორ აედევნა
-პრინცესა ხომ არ გაგაცილოთ უკვე გვიანია და ასეთ დროს ქუჩაში მარტო სიარული სახიფათოა -უთხრა მოლის ერთ-ერთმა უცნობმა რომელიც უკან მოყვებოდა
-მადლობა ყურადღებისთვის მაგრამ თავს თავად მივხედავ -მოლის გზის გაგრძელება სურდა თუმცა უცნობებმა ამის საშუალება არ მისცა, მოლი დაყვირებას აპირებდა თუმცა ამ დროს რაიანი გამოჩნდა
-აქ რა ხდება?! მოლი კარგად ხარ?
-კარგად ვარ რაიან, ხომ გითხარი თავს თავად მივხედავ
-რაღაც არ გეტყობა თავის მიხედვა რომ შეგეძლოს
-ვერ გაიგე გოგონამ რა გითხრა ძმაო -ერთერთმა უცნობმა რაიანს სახეში მუშტი უთავაზა, ამან მოლი გააბრაზა და უცნობს დაარტყა, ისინიც შეშინებულები გაიქცნენ
-ყოჩაღ კონკია კარგი დარტყმა იყო -რაიანს სახიდან სისხლი მოსდიოდა
-შეწყვიტე საუბარი და სახე მაჩვენე, აი ამიტომ არ უნდა ჩაერიო სხვის საქმეში, ვინ გთხოვა გმირობანას თამაში
-მაგარია აი მადლობის ნაცვლად რა მივიღე
-მადლობა ის იქნება საავადმყოფოში რომ წაგიყვან და ნაკერებს დაგადებენ
-საჭირო არ არის კონკია კარგად ვარ -მოლიმ რაიანს ყურიც არ ათხოვა გასაღები გამოგლიჯა და საავადმყოფოში იძულებით წაიყვანა და სწორადაც მოიქცა, რადგან რაიან მსუბუქი ტვინის შერყევა ჰქონდა, რისგამოც საავადმყოფოში ერთი ღამით დატოვება გახდა საჭირო
-მადლობა ღმერთს რომ არ დაგიჯერე, შეიძლებოდა რაღაც დაგმართნოდა
-ჩემზე ნერვიულობ კონკია -რაიანი მოლის ხელზე ნაზად შეეხო -რა თქმა უნდა ვღელავ ეს ხომ ჩემს გამო დაგემართა, გინდა ვინმეს დავურეკო?
-არ არის საჭირო, უკვე დიდი ბიჭი ვარ შემიძლია მარტო დავრჩე
-არავითარ შემთხვევაში აქ მარტო ვერ დარჩები
-რეალობა ასეთია კონკია, ჩემს მშობლებს აქ მოსვლის დრო არ აქვს -ამის მოსმენის შემდეგ მოლიმ ქურთუკი გაიხადა და უსიტყვოდ, საწოლი გვერდით მდგარ სავარძელში მოკალათდა
-რას აკეთებ კონკია?
-შენთან ვრჩები
-კი მაგრამ ხვალ ხომ უნივერსიტეტში უნდა წავიდეთ
-ლექცია მოგვიანებით გვაქ, აქედან ჩემთან სახლში წავალთ და შემდეგ უნივერსიტეტში
-კი მაგრამ შენი მშობლები რას იტყვიან
-ყველაფერი რიგზეა დედას შეტყობინებას მივწერ, ახლა კი შეკითხვების დასმას მორჩი და დაიძინე -რაიანი ძალიან გაახარა მოლის საქციელმა, თუმცა ღელავდა მოლიზე რადგან არ სურდა მისთვის პრობლემების შქმნა. მოლის მალევე ჩაეძინა, რაიანი კი მას მძინარეს უყურებდა და თვალს არ აშორებდა სანამ მასაც არ ჩაეძინა.



№1 სტუმარი Guest თაკო

სასწაულად მაგარი ისტორია ველი ახალ თავს ცოტა გაზარდე უფრო დიდი მინდა და მართლა ძალიან კარგია და არ დაგვიანო შემდეგი

 


№2  offline წევრი BarBare))

ძალიან მაგარი ხარ, ამ მოთხრობის კითხვა ერთი სიამოვნებაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent