ყველაფერს დაკარგვის შემდეგ ეძლევა ფასი(2)
თავი 2 დილით თვალი, რომ გავახილე არიას ჯერ კიდევ ეძინა მე კი სიცოცხლე მეზარებოდა, თვალები მაგრად დავხუჭე, თითქოს მინდოდა სამყაროს მოვწყვეტოდი და თვალები სხვა სამყაროში გამეხილა. -ემ გაიღვიძე დაგვაგვიანდება -მღვიძავს -მოკლედ დღეს შენს შავ ჯინსს და თეთრ სვიტერს მათხოვებ -კარგი, მაგრამ შენი წიგნები? -დედაჩემს დავურეკე და ჩანთას კართან გამომიტანს - არიას სახლი ჩემს სახლთან ახლოს ჰქონდა -კარგი, კარგი ჩავიცვათ და წავიდეთ- მოვემზადეთ, ვისაუზმეთ არიას სახლში შევიარეთ და სკოლაში წავედით. კლასში, რომ შვედით ისეთი ხმაური იყო, რომ იქ ვერ გავჩერდი და გარეთ გამოვედი. ჩემთვის ჩაფიქრებული ვიყავი, როცა ზურგიდან ნაცნობი და ყველაზე საყვარელი ხმა მომესმა -ემილი- უკან მოვიხედე და ჩემს წინ ნიკი იდგა მაღალი შავგვრემანი, თაფლისფერთვალება, ნიკი რომელიც სიგიჟემდე მიყვარს . -ნიკ! -როგორ ხარ? -კარგად, შენ? -მეც კარგად, იცი ამ ბოლო დროს რაღაც მოწყენილი ჩანხარ, მოხდა რამე? -არა ნიკ, არაფერი რა უნდა მომხდარიყო. მე უნდა წავიდე გაკვეთლიზე მაგვიანდება -ჯერ ზარი არ დარეკილა -ჰო ვიცი, მაგრამ მაინც უნდა წავიდე-არღარც კი ვაცადე პასუხის თქმა ისე წამოვედი, სული კიოდა არ წახვიდე დაბრუნდი და ჩაეხუტეო, გონებამ კი მითხრა არა ის არ იმსახურებს შენ სიყვარულსო, ამიტომ გზა განვაგრძე, ოთახში შევდიოდი როცა შორიდან დევიდს მოვკარი თვალი და შეშინებული სახით ოთახში შევვარდი -ემილი რა გჭირს?-მკითხა გაკვირვებულმა არიამ -ის აქ არის -ვინ ის ცოტა გარკვევით ილაპარაკე -დევიდი ის აქ არის -მერე პანიკაში რატომ ხარ?! მიდი და დაელაპარაკე თანაც დროულად -ოო, კარგი, კარგი წავალ და მივესალმები -მიდი -საკლასო ოთახიდან გავედი დევიდი მოშორებით იდგა და მასწავლებელს ელაპარაკებოდა, მასთან საუბარი მალევე დაასრულა და ისე შეტრიალდა არ დავუნახივარ, მე გამბედაობა მოვიკრიბე და გავეკიდე -დევიდ!-ის შემოტრიალდა და თავისი ზღვისფერი თვალები შემომანათა -ემილი როგორ ხარ? -კარგად შენ როგორ ხარ? -მეც კარგად -აქ რას აკეთებ? -დღეიდან ამ სკოლაში ვისწავლი -ნუთუ?! რომელ კლასში ხარ? -მეთორმეტეში, შენ? -მეთერთმეტეში. ჰო იმ ღამეს რაც შეეხება მე უბრალოდ -არაფრის თქმა არ არის საჭირო მე შენი კარგდ მესმის-გამაწყვეტინა დევიდმა -მართლა?! ძალიან სასიამოვნოა -მოკლედ დღეიდან თითქმის ყოველდღე მოგვიწევს ერთმანეთის ნახვა და მინდა, რომ დავახლოვდეთ. სწორედ ამიტომ მინდა კაფეში დაგპატიჟო- მე გამეღიმა და გულში ვფიქრობდი„როგორი ყურადღებიანი და საყვარელია. მისი ზღვისფერი თვალები, შავი თმა, ოდნავ მოშვებული წვერი და მოხდენილი ჩაცმულობა მაგიჟებდა“. როგორ შემეძლო მისთვის არი მეთვქა , თან იმასაც ვფიქრობდინროგორ განსხვავდება დევიდი ნიკისაგან ის მას არაფრით ჰგავს და სწორედ ეს მომწონს მასში -ჰო ალბათ წამოვალ დევიდ -არავითარი ალბათ, ხუთ საატზე იმ პარკში შევხვდეთ -კარგი. ჰო მართლა დევიდ არაჩვეულებრივი თვალები გაქვს -მადლობა -კარგი მაშინ ხუთ საათზე შევხვდებით -დროებით ემილი -მას დავემშვიდობე და ოთახში დავბრუნდი, არია გაფართოებული თვალებით მიყურებდა -რა მოხდა ელაპარაკე? -კი ველაპარაკე და საღამოს კაფეში დამპატიჟა -Wow მართლა? რა თქმა უნდა დათანხმდი არა? -ჰო უარს როგორ ვეტყოდი -ამიღწერე როგორია -კარგი, მაღალი, შავგვრემანი, ოდნავ მოშვებული წვერით, ზღვისფერი თვალებით, ლამაზი ცხვირითა და ყურებით, კიდევ ძალიან კარგად იცმევს -მაგარია პირდაპირ ღვთის საცუქარია. მეგონა ეგეთი ბიჭები გადაშენებული იყვნენ -როგორც ჩანს არა, ჰოდა არ ვიცი რა ჩავიცვა -სკოლის შემდეგ შენთან წავიდეთ და რაიმე მოვიფიქროთ -ჰო კარგი, ახლა კი ზარია და გაკვეთილისთვის მოვემზადოთ -კარგი -გაკვეთილებმა ჩვეულებრივად ჩაიარა. იმის გახსენებაზე, რომ დევიდთან ერთად კაფეში უნდა წავსულიყავი მუცელში პეპლები მიფარფატებდა. ის ისეთი კარგი იყო მასთან საუბრისას ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს მხოლოდ თვალებში ჩახედვით ხვდებოდა ჩემს სათქმელს, თუმცა ეს ძაიან განსხვავდებოდა იმისგან რასაც ნიკის მიმართ ვგრძნობდი. მე და ნიკმა ერთად ექვსი თვე გავატარეთ და ეს ექვსი თვე ყველაზე საუკეთესო იყო ჩემს ცხოვრებაში. უბრალოდ ვერ ვიჯერებ იმის შემდეგ რაც ჩვენ ერთად გამოვიარეთ ასე უბრალოდ როგორ წავიდა ჩემი ცხოვრებიდან. ის ღამე ძალიან მკაფიოდ მახსოვს, საწოლზე ვიწექი და წიგნს ვკითხულობდი, როცა მობილურზე შეტყობინება მომივიდა, როდესაც გავხსენი თავიდან გამეღიმა რადგან მისი სახელი წავკითხე, მაგარამ როდესაც შეტყობინება გავხსენი მობილური ხელიდან გამივარდა და ხმამაღლა ავქვითინდი, გარეთ საშინლად წვიმდა, თითქოს ბუნებაც ჩემს ტკივილს ეხმაურებოდა და თითქოს ჩემსავით ტიროდა. შეტყობინებაში კი ეწერა:„ემილი გუშინ ბევრი ვიფიქრე და მივხვდი, რომ მე შენი ღირსი არ ვარ და ვერ გაგაბედნიერებ, ამიტომ ერთად ვეღარ ვიქნებით.“ იმ ღამეს როგორ ვემუდარებოდი რომ არ წასულიყო ჩემგან, მაგრამ მან არ მომისმინა, მას იმის გამბედაობაც არ ეყო, რომ მოსულიყო და პირისპირ ეთქვა სათქმელი. მას შემდეგ მისთვის რა არ გავაკეთე, რამდენიმე თვის შემდეგ სიყვარულიც კი ავუხსენი, მაგრამ მისი გულგრილი დამოკიდებულება ჩემს მიმართ გულს მიკლავდა და ვუთხარი, რომ არ მჭირდებოდა მისი მოვალეობის მოხდის მიზნით ნათქვამი სიტყვები და ამჯერად მე დავასრულე ეს სისულელე, მიუხედავად იმისა რომ მაშინაც და ახლაც ძალიან მიყვარს მე იმიტომ შევწყვიტე ეს ყველაფერი, რომ ვხდებოდი მას ფეხებზე ვეკიდე და უბრალოდ აზრი არ ჰქონდა ამის გაგრძელებას. აცლა კი ამ ყველაფრის შემდეგ მინდა, რომ უფლება მივცე დევიდს და შემოვუშვა ჩემს ცხოვრებაში. მე და არია ჩემს სახლში მივედით, სახლში არავინ იყო მშობლები სამსახურში იყვნენ, სპენსერი კი სასწავლებელში -მოკლედ ახლა უნდა შევარჩიოთ ისეთი კაბა რომელიც პირველ პაემანს შეეფერება -ეს პაემანი არ არის არია, უბრალოდ კაფეში მივდივართ -ეს არაფრით განსხვავდება პაემნისგან -მე ვფიქრობ რომ შავ კაბას ჩავიცვამ -შენ რა დაკრძალვაზე მიდიხარ? -არა, მაგრამ შავი შავი ყოველთვის ელეგანტურია -მართალი ხარ ჩაიცვი ეგ შავი კაბა და მსუბუქი მაკიაჟიც დაგჭირდება, რაზეც მე ვიზრუნებ -ჰო რა თქმა უნდა შენ და მსუბუქი მაკიაჟი -სიცილით ვუთხარი არიას -ბევრს ნუ ლაპარაკობ და მომზადება დაიწყე -როგორც მიბრძანებ -ჩავიცვი თმა როგორც ყოველთვის გავიშალე, მაკიაჟი კი არიამ გამიკეთა. თუმცა მან არ იცის რას ნიშნავს მსუბუქი მაკიაჟი ამიტომ ზედმეტის მოშორება დამჭირდა და ამის გამო სახლიდან გვიან გავედი. პარკში რომ მივედი დევიდი წითელი ვარდებით დამხვდა -ემილი არაჩვეულებრივად გამოიყურები. ეს ვარდები შენი სილამაზის ფონზე არაფერია, მაგრამ მაინც გამომართვი -დიდი მადლობა დევიდ -მზად ხარ წასასვლელად? -კი რა თქმა უნდა -მან თავისი მანქანით არაჩვეულებრივ ადგილას წამიყვანა. ძალიან მყუდრო ადგილი იყო, სადაც წყნარი მუსიკა უკრავდა. მაგიდასთან დავსხედით, ყავა და ნამცხვარი შევუკვეთეთ, ერთხანს ჩუმად ვისხედით შემდეგ სიჩუმე მან დაარღვია -შენ არაჩვეულებრივი ღიმილი გაქვს და სულ უნდა იღიმოდე -თუმცა მე არ მაქვს მიზეზი იმისა, რომ ვიღიმოდე -მაგრამ შენ იღიმი, რადგან გაღიმება უფრო ადვილია, ვიდრე იმის ახსნა თუ რატომ ხარ მოწყენილი, მაგრამ როგორც ამბობენ თვალები გულის სარკეაო და შენ სწორედ თვალებმა გაგყიდეს ვიცი, რომ რაღაც გაწუხებს და ეს ვინმეს უნდა გაუზიარო -მე ამაზე არ ვსაუბრობ, რომ ყოველთვის გისმენენ, მაგრამ ვერ გიგებენ, ამიტომ მირჩევნია ვდუმდე -შეგიძლია დუმდე, მაგრამ ეს დუმილი შიგნიდან განადგურებს, ამიტომ მინდა, რომ მენდო და მომიყვე რა გაწუხებს -დევიდ მე არ მინდა მოგახვიო თავს ჩემი ტკივილი -არა მე ძალიან მინდა, რომ გავიგო რა გჭირს -მე ერთ ადამიანთან ცხრა თვის წინ ექვსთვიანი ურთიერთობა დავასრულე და ეს ექვსი თვე საუკეთესო იყო ჩემს ცხოვრებაში. ჩვენ ისე გვიყვარდა ერთმანეთი, რომ ათას სიგიჟეს ჩავდიოდით და ძალიან ბედნიერები ვიყავით, მაგრამ ერთ დღეს გამომიცხადა, რომ ის არ იყო ჩემი ღირსი და ვერ გამაბედნიერებდა, შემდეგ ადგა და წავიდა ჩემი ცხოვრებიდან. მას შემდეგ ცხრა თვე გავიდა მე ბევრი ვიბრძოლე მისთვის, თუმცა არაფერი გამომივიდა და დავნებდი. მაგრამ მე ის მიყვარს, სიგიჟემდე მიყვარს და დღემდე მივტირი ძველ სიყვარულს -იცი რა ემილი?! „ დრო მიდის, ცხოვრება თავისი ცინიზმით გაჟღენთილ კომედიას აგრძელებს, ადამიანები კი მაინც ერთ ადგილას ვართ მიყინულნი ჩვენი დარდებით , პრობლემებით, ტკივილით, როცა უბრალოდ შეგვიძლია გავიღიმოთ და მცირედით გავილამაზოთ დღეები, რომელთაც უკან ვეღარასდროს დავიბრუნებთ.“ ვიცი მეტყვი ნეტავ ეს ასეთი მარტივი იყოსო ვიცი, რომ არ არის მარტივი, მაგრამ შენ არ უნდა გიყვარდეს ის ვინც ამას არ იმსახურებს. ამიტომ მოინდომე და დაივიწყე ის. -დევიდ შენ ისეთი კარგი ადამიანი ხარ, ძალიან კარგად მექცევი და მე არ ვიცი ეს რითი დავიმსახურე კარგი რა ემ გეყოფა! შენ ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებ -სულ ჩემზე ვსაუბრობთ, შენზეც მომიყევი რაიმე -მე ძალიან უინტერესო ისტორია მაქვს არ დაგაინტერესებს -ძალიან გთოვ მინდა, რომ მეტი გავიგო შენს შესახევ -კარგი მაშინ მოგიყვები. მე არც ისე დიდი ხანი რაც აქ ვცხოვრობ, ერთი წლის წინ მამჩემი ავტოკატასტროფის დროს გარდაიცვალა და მხოლოდ მე, დედა და ჩემი უმცროსი ძმა დავრჩით, ნიუ-იორკში ცხოვრება გაგვიჭირდა იქ ყველაფერი მამას გვახსენებდა, ამიტომ საცხოვრებლად სიეტლში გადმოვედით. დიდი ხნის განმავლობაში სკოლაშიც არ დავდიოდი და საერთოდ არაფრის გაკეთება მსურდა, მაგრამ იმ ღამეს როდესაც პარკში გნახე მივხვდი, რომ შეიძლება ჩემს ცხოვრებასაც ჰქონდეს აზრი ამიტომ გადავწყვიტე სკოლაში დავბრნებულიყავი და საბუთები იმ სკოლაში შევიტანე სადაც შენ სწავლობ. ახლა კი ჩემი ცხოვრების ერთადერთი მიზანი შენი დახმარება და გაბედნიერებაა. ემილი მომეცი უფლება, რომ დაგეხმარო გპირდები თუ უფლებას მომცემ ბევრად უკეთ იქნები -დევიდ ჩემი ისტორია შენი ისტორიისგან განსხვავებით უბრალო ბავშურობაა, შენ ამდენი რამ გადაიტანე და მიუხედავად ამისა ასეთი კარგი ხარ -არც მთლად ეგრეა თვიდან მთელს სამყაროზე ვიყავი დაბოღმილი ნამდვილი ვით ვექცეოდი დედას და სემს, მაგრამ შენი გაცნობის შემდეგ დავუბრუნდი საკუთრ თვს. დიდად დამავალებ თუ ჩემს წარსულს არღარ გამახსენებ. ახლა კი ხელი ჩმკიდე ლამაზო და სახლში წაგიყვან-ანგარიში გადაიხადა, შემდეგ ხელი ჩამკიდა და მის მანქანასთნ მიმიყვანა, ცოტა ხნით ჰაერზე გავჩერდით ასე ხელ ჩაკიდებულები , შემდეგ ჩემს წინ დადგა თვალებში ჩმხედა და მითრა -შენ ემილი ფილც ამ ქვეყნად ულამაზესი გოგო ხარ და მინდა, რომ ამ ლამაზ საღამოს გაგრძელება ჰქონდეს. მინდა ისეთი გიჟური ისტორია გვქონდეს, რომ ამ ქვეყნად უბედნიერეს ადამიანად გაქციო -მე არ ვიცი რა გიპასუხო, მაგრამ ის ნამდვილად ვიცი, რომ ამ ეტაპზე ჯობია ყველაფერი ისე დარჩეს როგორც არის არ მინა, რომ ვიჩქაროთ -კარგი იყოს როგორც არის, მაგრამ გპირდები ამ ყველაფერს ექნება გაგრძელება ახლა კიჩაჯექი მანქანაში სახლში წაგიყვან-მთელი გზა ჩუმად ვიჯექით, ვერ ვიტანდი ამ საშინელ სიჩუმეს, მაგრამ ხმის ამოღების მეშინოდა და არ მინდოდა კიდევ უფრო გამეფუჭებინა ყველაფერი, თუმცა სიჩუმეს ისევ ხმის ამოღება ვარჩიე -მაპატიე რომ ყველაფერი გავაფუჭე -არა ემ შენ არაფერი გაგიფუჭებია მე მესმის, რომ დრო გჭირდება არ არის ასე მარტივი მომხდარის შემდეგ ვინმეს შემოშვება ცხოვრებაში, თუმცა ამას ერთად გადავლახავთ. ასე, რომ ნუ იდარდებ ამაზე -როგორც იტყვი დევიდ. აი აქ არის ჩემი სახლი -კარგი ნახვამდის. ხვალ სკოლაში გნახავ -დროებით დევიდ-ლოყაზე ვაკოცე, ჩემი ვარდები ავიღე, მანქანიდან გადმოვედი და სახლში შევედი -სად ბრძანდებოდი მის? -მამა კაფეში ვიყავი არიასთნ ერთს -და ვარდები არიამ გაჩუქა? -უბრალოდ გზად დავინახე და თვი ვერ შევიკავე, რომ არ მეყიდა -ტყუილი არასდროს გამოგდიოდა ქალბატონო -არ ვიტყუები, ახლა კი ჩემს ოთახში უნდა ავიდე სამეცადინო მაქვს -თვალ-ყურს გადევნებ იცოდე-ოთახში ავედი და მაშინვე არიას დავურეკე -ემილი მითხარი რა მოხდა, საღამომ როგორ ჩაიარა? -მადლობა არია მეც კარგად ვარ -მორჩი სისულელეებს და ყველაფერი მომიყევი-არიას ყველაფერი მოვუყევი რაც მოხდა და ის კინაღამ ჭკუიდან შეიშალა როგორ უთხარი, რომ ამ ეტაპზე ყველაფერი ასე დარჩესო, შედეგ საუბარი დავასრულეთ მეცადინეობა დავიწყე, ვიმეცადინე შემდეგ მუსიკა ჩავრთე, საწოლზე დავწექი და ფიქრების უსაზღვრო მორევში გადავეშვი. ჩემი სულის ერთი ნაწილი ბედნიერი იყო ამ საღმოს გამო, მეორე ნაწილს კი ისევ სტკიოდა მარტოობა. ისეთი დაბნეული ვიყავი, რომ ამხელა სამყაროში საკუთარ ადგილს ვერ ვპოულობდი. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ზედმეტი ვიყავი სამყაროში. იმდენად დაბნეული ვიყავი, რომ ჩემს თავში სრული გაურკვევლობა და ქაოსი იყო, აზრებს თავს ვერ ვუყრიდი, უბრალოდ არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა. დიდხანს ვიყავი ასე და შუაღმისას ჩამეძინა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.