შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე არ დამისრულებია...(XIII თავი)


8-10-2017, 21:41
ავტორი nina.d.
ნანახია 3 836

გაშტერებული ვიდექი და ვაკვირდებოდი როგორ მიახლოვდებოდა, თან იღიმოდა. ორივე ხელით ხელებზე შემეხო და შუბლზე მაკოცა. ჩემი ხელები თავისი წელისკენ წაიღო და ფრთხილად შემომახვევინა. თავისი ხელები ზურგზე მომხვია და ჩამეხუტა.
-გაბრიელ აქ რას აკეთებ?_ვკითხე მის ყელში სახე ჩაფლულმა.
-შენი ჩახუტება მომინდა._ამოიჩურჩულა და უფრო ძლიერად ჩამეხუტა.
-ხო, ხვალ კიდევ ვერ მნახავდი._ხითხითით ვუთხარი.
-ხო, ეგრეა ვერ ვიტან უკვე კვირა დღეს._ჩაიცინა და მხარზე ნაზად შემახო ტუჩები. მთელ სხეულში ელექტრონებმა დაიარეს და გული ამიფანცქალდა.
-მე დაძინებას ვაპირებდი.
-ერთად დავიძინოთ.
-მაგრამ..._წინადადების დასრულება არც დამაცადა.
-არანაირი მაგრამ, ჩაგეხუტები და დავიძინებთ.
-ჩემ საწოლში აპირებ დაძინებას?_ვკითხე გაკვირვებულმა.
-კი, შენს საწოლში, შენს გვერდით._ახლა მოვკვდები, როგორია ამის გვერდით წოლა ახლა.
ხელები გავუშვი, ზურგი შევაქციე და ჩემი ოთახისკენ წავედი, გაბრიელიც უკან გამომყვა. ტუმბოზე მდგარი სანათი ავანთე და საწოლთან გავჩერდი. ჩემ წინ გაჩერდა, კაპიუშონიანი ზედა თავს ზემოდან გადაიძრო და სავარძელზე მიაგდო. ახლაღა შევავლე თვალი მის პრესს, აი ზუსტად ისეთია მე, რომ მიყვარს. ნორმალური პრესი აქვს. ძალიან, რომ ეტყობათ ისეთი პრესი არ მომწონს და საერთოდ, რომ არ აქვთ ეგ ხომ საერთოდ. ბოტასებიც გაიხადა და სპორტული შარვალიც მიაყოლა, ახლა მხოლოდ საცვლით იდგა ჩემ წინ. (რაღაც ძალიან დაცხა, რამე დამინიავეთ.)
-+18._სიცილით ვთქვი და თვალებზე ხელი ავიფარე.
-შენ 22 წლის ხარ._ჩაიცინა, ჩემთან ახლოს მოვიდა, ხელზე ნაზად შემეხო და ქვემოთ ჩამომაწევინა. ჩემი სახე ხელებში მოიქცია და თვალებზე მაკოცა, ამ სითბოსგან გამეღიმა და თვალები გავახილე. მისი სახე ისეთი მშვიდი იყო, ვერ ვკითხულობდი ვერც ვნებას და ვერც ჟინს. მხოლოდ სითბოს ვგრძნობდი, რომელსაც ის ქცევებით და სიტყვებით გამოხატავდა.
-დავწვეთ?
-კი._ტუჩებზე ნაზად მაკოცა. როგორ მიყვარს ეს შეგრძნება, რასაც მისი შეხებისას ვგრძნობ. საწოლზე ჩამოჯდა და მიყურებდა როგორ ვიკრავდი თმას. მოულადნელად ფეხზე წამოდგა, გვერდულად დამაყენა ისე, რომ მარჯვენა მხრით მისკენ ვიყავი მიბრუნებული. ხელები ისევ მაღლა მქონდა აწეული, თმები შევიკარი, უნდა ჩამომეწია მაგრამ მარჯვენა ხელი ჰაერში დამიჭირა. მაისური ცოტა ქვემოთ ჩაწია და კანზე ცერა თითით შემეხო.
-ტატუ გაქვს?_მკითხა ღიმილით.
-კი მაქვს, მგონი იპოვე.
-"que sera, sera..." რას ნიშნავს?
-"რა იქნება, იქნება" ატმის ყვავილებთან ერთად.
-ლამაზია. მიკვირს აქამდე, რომ ვერ შევამჩნიე.
-ასეთ ფორმაში არ გინახივარ და იმიტომ._გავუღიმე და საწოლში შევწექი.
-მეც მაქვს ტატუ._გამიცინა და ისიც გვერდით მომიწვა.
-ეე, მაჩვენე._მარცხენა დელი ზემოთ აწია და მაშინღა შევამჩნიე წარწერა.
-"если случилос что-то плохое, вспомни что у тебя есть люди, которие любит тебя"_ქვემოთ კი ამ წარწერას აბსტრაქტული ისარი ჰქონდა მიხატული.
-კარგი სიტყვებია.
-როცა რამე ხდება, ყოველთვის მახსენდება, რომ ან მშობლებთან უნდა წავიდე ან ლექსოსთან.
-ან ჩემთან._წამოვიძახე მოულოდნელად. ჩაიღიმა, თავის მკლავებში მომიქცია და ცხვირზე მაკოცა.
-პირველ რიგში ეს დამჭირდება._ამოიჩურჩულა და ტუჩებზე მაკოცა. ახლა გული წამივა, გავიფიქრე და გაბრიელს ხელები კისერზე მოვხვიე, შემდეგ კი ზურგზე ჩავაცურე.
-უნდა დაგვეძინა ჩვენ მგონი._ამოიჩურჩულა ჩემ ტუჩებთან და თვალებში ჩამაშტერდა.
-როგორ დავიძინო შიშველი ხარ და თან ასე მკოცნი._გაეცინა და ზემოდან მომექცა.
-ახლა რაღას იზამ?
-ჯობია დავიძინოთ._ძლივს გადავაბი ორი სიტყვა ერთმანეთს.
-შენ პულსს მეც კი ვგრძნობ, დამშვიდდი კი არ შეგჭამ._სიცილით მითხრა და ხელი ფეხზე აასრიალა.
-ნუ ხარ საზიზღარი._გაბუტული ტუჩებით ვუთხარი.
-ასე ნუ აკეთებ, თორემ უარესი დაგემართება._არა რა ჭკუიდან გადავყავარ ამ დამპალს. ხელები მხრებზე თითები ნაზად ჩამოვუსვი, შემდეგ წელზე მოვხვიე და სხეულზე უფრო მეტად მივეკარი.
-ახლა შენც დაგცხა უკვე._სიცილით ვუთხარი და ტუჩებზე ვაკოცე.
-ქეთევან ნუ მიწვევ._ყელში მაკოცა, შემდეგ კი ტუჩებთან გადმოინაცვლა, ახლა უფრო ვნებით მაკოცა და ჩემი ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია. სიამოვნებისგან თვალები დამეხუჭა.
-აღარ გიწვევ აღარ._ამოვიბუტბუტე.
-ასე მალე დამნებდი?_გაიცინა და გვერდით გადაწვა. ახლოს მივიწიე და ჩავეხუტე. ხელები ზურგზე მომხვია და უფრო მაგრად ჩამეხუტა.
-ძილინებისა._ვუთხარი ჩურჩულით და ყელში ვაკოცე, კანზე ბუსუსებმა დააყარა, მესიამოვნა მაგრამ ვითომც ვერ შევამჩნიე.
-ძილინებისა._მითხრა მანაც ჩურჩულით და შუბლზე მაკოცა.
ისე კარგად ვიყავი, რომ მაშინვე ჩამეძინა.
დილით რატომღაც სიმძიმის შეგრძნებამ შემაწუხა. თვალები ზანტად გავახილე და მძინარე გაბრიელი შევნიშნე, რომელიც ნახევრად ზედ მეწვა. თავი ჩემ კისერში ჰქონდა ჩამალული და მშვიდად სუთქავდა, ხელებს ისე მიჭერდა თითქოს სადმე გავრბოდი და მთელი ძალით ვყავდი ჩახუტებული. ხელი თმებში შევუცურე და ნელა ავათამაშე თითები მის რბილ თმაში. ცხვირი კანზე გამიხახუნა, შემდეგ კი ტუჩები.
-დილამშვიდობისა._ღიმილით ვთქვი და მხარზე ვაკოცე.
-დილამშვიდობისა._მითხრა ძილისგან დაბოხებული ხმით, ყელზე მაკოცა და თავი წამოწია. რა საყვარელია ახალ გაღვიძებული.
-როგორ გეძინა?
-ასე კარგად ჯერ არ მძინებია. შენ როგორ გეძინა?_გამიღიმა და ტუჩებზე მაკოცა.
-შესანიშნავად._მეც გავუღიმე და ვაკოცე.
-დავრჩები რა.
-დარჩი._ჩემ პასუხზე გაეღიმა, თვალებში ეშმაკუნები აუთამაშდა, წამებში მომექცა ზემოდან და სხეულზე მომეკრა. სუნთქვა შეკრული ვუყურებდი მის მომღიმარ სახეს. ლოყაზე ხელი ნაზად ჩამომისვა და შუბლზე მაკოცა.
-იცი, რომ ძალიან ლამაზი ხარ?_მითხრა თბილად და გამიღიმა. -აფერისტო._გავუცინე.
-მართლა ლამაზი ხარ და რა გავაკეთო? მაგრამ ეხლა, რომ არ ავდგე ცუდად გავხდები._ამოიბურდღუნა და სხეულიდან მომშორდა.
-გასაგებია._ჩავიხითხითე და წამოვჯექი.
-ოხ ქეთევან როგორ არ მინდა შენი კივილი მთელ კურპუსს გავაგებინო._სიცილით თქვა, ფეხებს შორის მომექცა, მუხლებში ხელი მომკიდა და საწოლზე ჩამაცურა. შემდეგ კი ზემოდან დამაწვა.
-გავიჭყლიტე._სიცილით ვუთხარი და მისი სხეულიდან მოშორება ვცადე. ისევ გაეცინა და ხელები თავს ზემოთ გამიკავა, საერთოდ ვერ ვინძრევი.
-სხვათაშორის სე*სის დროს გაუნძრევლად უნდა იწვე და თუ პირველია მითუმეტეს._ეშმაკურად მითხრა და ხელი ფეხზე ჩაასრიალა.
-შესავალი სე*სოლოგიაში._ხითხითით ვთქვი.
-ნუ ეხლა პირველი, რომ არ ვიქნები 90%-ით ვარ დარწმუნებული.
-ნუ ხარ დარწმუნებული._გაოცებისგან პირი დააღო.
-22 წლის გოგოს სე*სი არ გქონია?
-რა იყო, ძალიან გიკვირს?
-კი ძალიან. ამიტომ არ გავხარ არავის.
-შეიძლება ავდგე? ვეღარ ვსუნთქავ._გაეცინა და წამოჯდა, მეც წამოვჯექი. ჩემი ხელები თავისაში მოიქცია და ორივეზე მაკოცა.
საწოლიდან ავდექით, ჩავიცვით და სამზარეულოში გავედით. მე საუზმეს ვამზადებდი, გაბრიელი კი ახალ გაღვიძებულ ნიას ეთამაშებოდა. აი ახლა ნამდვილად ბედნიერი ვარ, ამ წუთას ამ ორს, რომ ვუყურებ. ერთად ვისაუზმეთ, შემდეგ კი მულტფილმს ვუყურეთ. მულტფილმდი, რომ დამთავრდა გაბრიელი წავიდა. მე და ნია გავემზადეთ და ნუცასთან წავედით.




***
ესეც ახალი თავი იმედია მოგეწონებათ. ვიცი ვაგვიანებ, ვიცი. მიყვარხართ



№1 სტუმარი სტუმარი lia

Mარტლა კარგი ტავია.სიკვარულმა როგორ მოატვინიერა მექალტანე გაბრიელი.❤❤❤

თავი გაადიდე,ზალიან პატარაა.

 


№2 სტუმარი სტუმარი nako

მალე დადე მომდევნო თავიც

 


№3  offline წევრი nina.d.

სტუმარი lia
Mარტლა კარგი ტავია.სიკვარულმა როგორ მოატვინიერა მექალტანე გაბრიელი.❤❤❤

თავი გაადიდე,ზალიან პატარაა.

დაჭკვიანდება მალე.
--------------------
ნათია მწითური

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent