დაკარგული სიმშვიდე ( 8 )
აუდიტორიაში საოცარი სიჩუმე იყო... როგორც ჩანს დილას ისე ვჩქარობდი ტელეფონისთვის ხმის გათიშვა დამვიწყებია და როცა ნოე საუბრის დაწყებას აპირებდა ზუსტად მაშინ მომივიდა შეტყობინება, სიჩუმეში ჩემი ტელეფონის ხმა მოულოდნელი ყვირილივით გაისმა და უნებურად ყველამ აქეთ გამოიხედა, შემრცხვა მაგრამ ვეცადე არაფერი შემემჩნია. -მეგობრებო პირველრიგში რაც მინდა გთხოვოთ, ერთმანეთის პატივისცემა ვიქონიოთ და ეს რამოდენიმე საათი რაც აქ უნდა გაატაროთ ტელეფონზე მეტად ლექციისკენ იყოთ ორიენტირებულები... -ევა არ შეიმჩნიო გაატარე ვითომც არაფერი უთქვია ანასტასიამ ჩუმად ჩაილაპარაკა და ვხვდებოდი რომ ჩემზე არანაკლებად იყო გაბრაზებული პირველი ორი ლექცია ნოესი გვქონდა, რამოდენიმე სხვა ლექტორებიც გავიცანით და ბოლო ლექციის მოლოდინში უნივერსიტეტის ეზოში ჩამოვჯექით მე და ტასო რომელიც ისევ ბრაზობდა -აზრზე ხარ ბიჭი რა ნაგლია? -გამოდი აქეთ დადექი ძვლივს მზე მომეფიცხა და ნუ მეძველბიჭები თუ ქალი ხარ (გამეცინა)... ის ილაპარაკოს რაც სურს მე არ მივაქცევ ყურადღებას, უბრალოდ ბავშვებთან მართლა შემრცხვა რადგან ჩემი ტელეფონის ხმიდან გამომდინარე წამოვიდა ეგ სიტყვები -გოგო ვინმოგწერა მართლა თუღირდა ამხელა ამბად სიცილით გამომართვა ტელეფონი და მალევე დასერიოზულდა -რატი... რატი რატომ გთხოვს რომ შეხვდე?? საოცრად დაბნეული და ამავდროულად ანერვიულებული იყო -ტას... ახსნას ვაპირებდი როცა სიტყვა გამაწყვეტინა თავზე მოიკიდა ორივე ხელი თიქოს არ სურდა იმის მოსმენა რაც მას უნდა ეთქვა -ღმერთო... ღმერთო რა სულელი ვარ... როგორ ვერ მივხვდი რომ სულ შენზე მელაპარაკებოდა, როგორ ვერ მივხვდი რომ სულ ევა-ევა ეკერა პირზე, ევა საოცრად ლამაზია... ძალიან კარგი მეგობარი გყავს... ევას საოცარი თვალები აქვს.. ევა წყალივით სუფთაა ..... რატი რომელიც ისედაც ორ სიტყვას ძვლივს აბამს ხოლმე ერთმანეთზე, მხოლოდ შენზე საუბრობდა და შენთან მივყავდი ყველა დიალოგის ბოლოს.. მე კიდე .... ღმერთოოო ანასტასიას ცრემლები მოდიოდა უკვე და არ ვიცოდი რა მექნა ერთადერთი რაც შევძელი მივედი და ჩავეხუტე -მაშინაც ზუსტად ასე იყო ევა... რამოდენიმე წლის უკანაც იმ ბიჭმა აგირჩია რომელიც მე მიყვარდა... მაგრამ ლევანი და რატი რითი განსხვავდებიან იცი? ლევანმა მარტივად შეგეშვა, რატიმ კი თუ დაინახა რომ მის მიმართ ოდნავ სიმპატია მაინც გაქვს თავს არ დაგანებებს... თუ დაინახა რომ მისმა თუნდაც ერთმა სიტყვამ ბედნიერება მოგიტანა არ შეგეშვება... ასეთია რატი სწორედ ამიტომ ავირჩიე ის.. მაგრამ ასე რატომ ხდება? რატომ მაინც და მაინც შენ? ან რა გულმა გიქნა რომ არაფერი მითხარი? არ შეგეძლო გეთქვა რომ ერთმანეთს ხვდებოდით? -ასე არ არის ჩვენ მხოლოდ ერთ.... -არაფერი თქვა გთხოვ... ახლა არაფერი მითხრა თორემ გულს გატკენ ვიცი... რა დამემართა? სიტყვებით ვერ აგიღწერთ, თავი საოცარ უსუსურ ადამიანად ვიგრძენი... რა უნდა მექნა? ერთადერთი რაც შევძელი რამოდენიმე სიტყვის ერთმანეთზე გადაბმა იყო -მაპატიე ტასო.. მაპატიე რომ მეორედ ვხდები შენი უბედურების მიზეზი... ანასტასიას მოვშორდი, სკამზე დადებული ჩემი ჩანთა ავიღე და იქვე მდგომი სანდრო დავინახე, რომელიც ძალიან აღელვებული იყო, როგორც ჩანს ყველაფერი გაიგონა... ის ის იყო უნივერსიტეტის ეზოდან უნდა გავსულიყავი სანდრო რომ დამეწია -ევა -მასთან დარჩი გთხოვ, ახლა მას უფრო სჭირდები ზურგით შევბრუნდი რომ თვალს მომდგარი ცრემლები არ დაენახა -არაფერზე იდარდო გესმის ? შენ არაფერი დაგიშავებია... არ გაბედო და არ იფიქრო რომ რაიმეში მტყუანი ხარ, შენ არაფერი გაგიკეთებია იმისთვის რომ რატის შეყვარებოდი.. ის ანასტასიას მუდამ დასავით უყურებდა, რატი კი ის კაცი არ არის გოგოს ერთ დღეს დობაზე ესაუბროს და მეორე დღეს გრძნობებზე, შენ რომ არა მაინც სხვა გამოჩნდებოდა მის ცხოვრებაში... ის ასეთია გოგოს მიმართ გრძნობები თუ აქვს თავიდანვე ამჟღავნებს... მისთვის არ არსებობს მცნება „ვმეგობრობდით და ჩვენდაუნებურად მოხდა ყველაფერი“ თავს ვეღარ ვიკავებდი ვტიროდი სანდრომ შემომაბრუნა და ჩამიხუტა -შენ ძალიან კარგი ხარ... ამიტომაც აგირჩია რატიმ -არ მოშორდე გთხოვ კარგი? მასთან იყავი თუ გაქვს დრო -აბა რასვიზამ ტო .. შენ არაფერზე იდარდო უნივერსიტეტის ეზოდან გამოვედი... ტაქსი გავაჩერე და სახლში წავედი.. სახლში როგორც ჩანს არავინ იყო, ჩემს ოთახში შევედი და წამოვწექი ახლა რა უნდა მექნა? მართალია ანასტასია, მისთვის თავიდანვე უნდა მეთქვა და იქნებ ყველაფერი სხვაგვარად მომხდარიყო... უკვე საღამო იყო კარების ხმა რომ გავიგე ალბათ დედა მოვიდა თქო გავიფიქრე და არ ავდექი... ცოტახანში ფეხის ხმა გავიგე, დედას კითხვების ასარიდებლად თვალები დავხუჭე რომ თითქოს მეძინა... -მაპატიე ნერვებს ავყევი... შენ არაფერ შუაში ხარ, შენ არც მაშინ ყოფილხარ ჩემი უბედურების მიზეზი და არც ახლა ხარ... მიზეზი მხოლოდ მე ვარ, ყოველთვის არასწორად ვირჩევდი ადამიანებს, მაშინ 11 კლასში როცა ვიყავი ბევრად უფრო მეტად მეტკინა ვიდრე ახლა იცი რატომ? ლევანი ის ადამიანი იყო ვინც პირველად შევიყვარე... რატი მომწონს... ძალიან მომწონს მაგრამ ეს ჩემი შეცდომაა რადგან ამით მე მისი ჩემდამი შემოთავაძებული და-ძმობა დავანგრიე... მე თავიდანვე ვიცოდი რომ ამას გაგრძელება არ ექნებოდა... არ ვიცი შენ რას გრძნობ რატის მიმართ მაგრამ არ მინდა რომ იგივე შეცდომა დავუშვა რაც წლების წინ... თუ მოგწონს რატი... თუ მასთან გინდა ურთიერთობის ცდა მე არ მინდა თქვენს შორის ბარიერი ვიყო... მაპატიე კარგი? ვიცი რომ გინდოდა თქმა, ვიცი რომ დღეს სწორედ ამ თემაზე უნდა გვესაუბრა ვიწექი და ვტიროდი, ხმას ვერ ვიღებდი ანასტასია მოვიდა და ზურგიდან მომეხვია -ხომ მაპატიებ დღევანდელს? გადმოვტრიალდი და სახეზე ჩამოვუსვი ხელი -შენ საპატიებელი არაფერი გაქვს... ის ყველაფერი რაც თქვი სიმართლე იყო -მოდი ეს თქემა აღარ გვინდა კარგი? -კარგი -იციი რომ წახვედი ნოე შემხვდა -მერე რაო? -რავიცი არაფერი თემის გადასატანად გითხარი სიცილით მითხრა და მეც გამეცინა -იციი მაინტერესებს -რა გაინტერესებს? (ღიმილით ვკითხე) -რასგრძნობ ნოეს მიმართ -არვიცი... მართლა არ ვიცი -და რატის? თვალებში მიყურებდა და ვერ მივხვდი რა უნდა მეთქვა -ხომ თქვი რომ თემა შევცვალოთო? -გულწრფელად მითხარი რასფიქობ -არაფერს ტასო რაუნდა ვიფიქრო თვალები მოვაშორე საწოლიდან ავდექი და ნერვიულად გავხედე -გულწრფელად თქო ევა -რაა ტასო რა გითხრა ის რომ კარგად ვგრძნობ თავს რატისთან? ის რომ მასთან საოცრად დაცულად ვარ და არვფიქრობ გარეთ რახდება? მხოლოდ ერთელ ვიყავით ერთად მაგრამ საოცრად რომ დამამახსოვრა თავი ის გითხრა? თუ იმის მერე რაც გავიგე რომ რატის მიმართ გრძნობები გაქვს თავს საშინლად რომ ვგრძნობ? ანასტასია ადგა და ჩანთაში რაღაცის ძებნა დაიწყო, მალევე ამოიღო ჩემი ტელეფონი და მომცა -აჰა გამომართვი რატიმ დაგირეკა და მოგწერა არაერთხელ -ვერ გავიგე ასე რატომ იქცევი... ვერ გავიგე რა გინდა რომ გავაკეთო.. რატიმ მომწერა არა? აი რატი ტელეფონი გამოვართვი და კედელს ვესროლე -აი რატი ანასტასია ... შენიაზრით შევიცვალე? ისევ ის ევა ვარ რაც მეცხე კლასში ვიყავი... როგორც მაშნ არ შემეძლო ლევანთან ურთიერთობის ცდა ისევე არ შემიძლია ახლა... როცა ვიცი რომ ბიჭი მოგწონს თუნდაც შენ არანაირი შანსი არ გქონდეს შევძლებ მასთან ურთიერთობის აწყობას? კარგი ვთქვათ მე შევძელი და დავივიწყე ყველაფერი, შენ ტასო?? შენ შეძლებ რომ ისე გვიყურო მე და რატის ერთად ვითომც არაფერი? შეძლებ ამიტანო მის გვერდით? თუ როგორც ადრე ისევ დამიმალავ შენს გრძნობებს და დღიურში გადაიტან... მერე კი ერთ დღეს თუ გამიმართლებს ვიპოვიი დღიურს და ყველაფერი ხელახლა დამემხობა თავზე საოცრად გაღიზიანებული ვიყავი და ვერც კი მივხვდი რომ ბოლოხმაზე ვყვიროდი, შემიძლია დავიფიცო რომ ტასოს ასეთი არასოდეს ვუნახივარ -დამშვიდდი ევა გთხოვ.. მე უბრალოდ... მე შევძლებ და იცი რატომ ??? გითხარი და ისევ გიმეორებ არ მიყვარს რატი არაა... უბრალოდ მისი სისხვანაირე მიზიდავდა, უბრალოდ ლევანს ჰგავს ძალიან... შენ ხომ მაინც იცი არაა... შენ ხომ მაინც იცი რომ ერთადერთ იყო ლევანი ვინც ვერავის შევადარე, ხოდა რატიში ლევანს ვხედავდი, მის ხასიათებს... მისი სიფიცხე, გემოვნებაც მისნაირი ჰქონია ხედავ?? მანაც შენ აგირჩია მაგრამ ახლა მართლა არ მტკივა..გეფიცები ევა... რატომ არ გინდა დამიჯერო... მე წავალ წავალ და გთხოვ რომ დაფიქრდი, თუკი მასთან გინდა მიეცი თავს ბედნიერების საშუალება, ხუთი თითივით გიცნობ შენ და ხუთი თითივით ვიცნობ რატისაც მას შეუძლია ბედნიერი გაგხადოს... ანასტასია წავიდა და მარტო დავრჩი... ნერვებისგან მინდოდა მეყვირა და ვიყვირებდი კიდეც ალბათ ოთახში მამა რომ არ შემოსულიყო -ევა რა ხდება ანერვიულებული ხარ... ანასტასიაც ტირილით გავიდა გარეთ -ჩამეხუტე რა მაა დავიჩურჩულე და აცრემლებულმა მოვეხვიე მამას აბა მეგობრებო ნოე თუ რატი? რატი თუ ნოე? ვფიქრობ ვფიქრობ და ვერ მოვიფიქრე რომელი უფრო მომწონს. თქვენ როგორ ისურვებდით??? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.