შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეგიყვარე და ვერ დაგივიწყე (თავი 1)


9-10-2017, 09:14
ავტორი tatiachelo
ნანახია 2 643

ბათუმის სანაპიროზე არსებულ კაფეში გაჟღერებულ "შევეჩვიე ლანდებს" ღიმილით აყოლებს ტანს, ტექსტსაც თავისდა უნებურად ჩუმად ღიღინებს . ქერა თმა მარცხენა მხარეს გადაიყარა და ბარმენის მიერ მიწოდებული რამდენიმე ჭიქა ვისკი სინზე დადო. ნაზი მიხვრა მოხვრით გაემართა კუთხეში მდგომი მაგიდისკენ, შეკვეთა, რომელიც ამ მაგიდასთან მსხდომმა ბიჭებმა რამდენიმე წუთის წინ მისცეს ადგილზე მიიტანა. უკან გამობრუნებულს მისმა თანამშრომელმა ჩაავლო მკლავში ხელი.
-ინა ბოლო მაგიდასთან მყოფ მამაკაცს დევილ სპრინს ვოდკა სურს.. ამბობ წარბ აწეული გაოგნებული სახით. -მე მივდივარ და შენ მიუტანე.
-გიჟია?
-ალბათ. მხრებს იჩეჩავს ნინა და მე იმდენად შევეჩვიე ლანდების ღიღინით მიემართება თანამშრომლების ოთახისკენ.
ინა თითისწვერებზე იწევა რათა იმ გამაოგნებელ არსებას მოკრას თვალი ვინც ამ სასმელს დალევს, მაგრამ ხალხმრავლობის გამო ვერ ხედავს. ტუჩებს ბრიცავს და ბარმენს უმეორებს მოთხოვნილ სასმელს.
-ღადაობ ინა ?
-არა. თავს აქნევს უარის ნიშნად.
-ვინ მოითხოვა ?
-ბოლო მაგიდასთან მჯდომმა.
-აუუ არ ჩანს. უკმაყოფილოდ კრავს წარბებს დიტო.
-მიდი ჰე ჩამოასხი. დაინტერესებულ ბიჭს ხელებს სახის წინ უფრიალებს.
-აჰა წაუღე. ჭიქის თვალმოუცილებლად ამბობს და ნერწყვს მძიმედ ყლაპავს ბარმენი.
მუსიკა კვლავ მეორდება და დინამიკებიც თავიდან იწყებს იგივე სიმღერის გაჟღერებას, ხალხი ცეკვას განაგძობს, ინა კი ხალხს უვლის გვერდს მაგიდასთან, რომ მიაღწიოს. მრგვალ მაგიდასთან მჯდომი ბიჭის დანახვა და ინას ჭიქის ხელიდან გავარდნა ერთია. მისთვის ყველაფერი ჩერდება, სიმღერის ერთადერთი დაჭერილი ფრაზა ჩაესმის " ვიცი არ უნდა გამეშვი" რომელიც სულს აცლის სხეულიდან. თვალებში ცრემლები უდგება და ბიჭის გვერდით მოკალათებულ შავგვრემან გოგოს ტუჩის კუთხეში ირონიულად გამოსახული ღიმილით აშტერდება. რამდენიმე წამიანი ყურების შემდეგ მზერა ისევ მამაკაცზე გადააქვს, რომლის შავ თვალებში სრული სიცარიელეა. ყელში გაჩხერილ ნერწყვს სასულეში აგორებს, მუხლებზე დგება რამდენიმე ნაწილად გატეხილ ჭიქას ხელის გულზე ფრთხილად იგროვებს და იმ ტკივილის ჩახშობას ცდილობს რასაც ახლა გულის არეში გრძნობს. ბიჭიც იხრება რათა ინას ხელში მოთავსებული ნამსხვრევები გამოართვას, მაგრამ გოგო სწრაფად დგება და უკან მოუხედავად მიდის. მამაკაცი წელში იმართება და ინას თვალს აყოლებს.
-დიტო მე გავალ რა ცოტახნით. ცრემლს იწმენდს და ხელში მოთავსებული ჭიქის ნამსხვრევებს იქვე დაკიდებულ ურნაში აგდებს.
-წადი სახლში თუ გინდა მოვიდა ლიკა და შეგცვლი.
-მართლა? ამღვრეულ თვალებს ანათებს ბიჭს.
დიტო ანერვიულებული ათვალიერებს წინ მდგომ სევდიან გოგოს.
-ინა ხო კარგად ხარ? კაფეს თვალს ავლებს და ტირილის პირას მყოფ გოგოს ხელს მკლავზე ადებს.
-კარგად ვარ არაფერია. ჩამოფხატულ თმებს უკან იყრის, ჩანთის ასაღებად ოთახში შედის და კაფესაც მალევე ტოვენს.
გარეთ გასული სუფთა ჰაერს ღრმად ისუნთქავს. სანაპიროს თავდახრილი, ნელი ნაბიჯით მიუყვება. ქარი თმას უწეწავს ,ზღვის ბობოქარი ხმა ახშობს მის ჩუმ სლუკუნს, რომელსაც ცრემლების დროდა დრო თვალიდან ცვენა და ასე უგზო-უკლოდ დაკარგვა მოჰყვება.
რამდენიმე წუთიანი სიარულის შემდეგ გვერდით მანქანა უდგება საიდანაც, უცნობი ბიჭის ხმა ესმის.
-ჩაჯექი.. გაგიყვან სადაც გინდა. ინა ყურადღებას არ აქცევს ბიჭის უაზრობას და გზას ჩვეულებრივად აგძელებს.
-შენ გეუბნები. ტონს უწევს ახალგაზრდა ყმაწვილი, ავტომობილიდან სწრაფად გადმოდის და გოგოს წინ უდგება. გაოგნებული ინა სიტყვის თქმასაც ვერ ახერხებს შეშინებული და დამფრთხალი უკან სვლას იწყებს.
-სამ წამს გაძლევ აქედან, რომ აორთქლდე. ნაცნობი ხმის გაგებისას უკან ბრუნდება და ნახშირივით შავ თვალებს აჩერდება. მამაკაცი სევდიანად უღიმის, სიგარეტის კვამლს პირიდან უშვებს, ნამწვავს ძირს აგდებს და ფეხს ადგავს, ჩაქრობის მიზნით.
-როგორც ჩანს ვერ გაიგე რა გითხარი. ცალ წარბს წევს და დაბნეულ ბიჭს უახლოვდება. სწრაფი მოძრაობით არტყამს შეკრულ მუშტს სახეში და დაცემულს ზევიდან ექცევა. რამდენიმე ტარტყმის შემდეგ გოგონას სიტყვები აჩერებს.
-გეგა გეყოფა. ჩამწყდარი ხმით ძლივს ამბობს. -გეყოფა... მორჩი... აკანკალებული ცრემლებს ვერ იკავებს.
მამაკაცი ფეხზე დგება ინასთან მიდის და ძლიერად იხუტებს სხეულზე. უცნობი ბიჭი ფეხზე გაჭირვებით დგება, მანქანაში ჯდება და ჩაწეული ფანჯრიდან ყოფს თავს.
-არ შეგრჩება. ემუქრება მამაკაცს, რომელიც იმ წამს მთლიანდ მოწყვეტილია სამყაროს და ადგილს სწყდება.
-წადი შენი. ჩუმად ამბობს და მონიტორულად უსვამს ხელს გოგოს თმებზე.
ყველაფერი ერთდროულად აირია ინას გონებაში შიში, გაოცება, მონატრება, წყენა, სინანული. ლოგიკურად აზროვნების უნარიც აღარ გააჩნდა. მონატრებულ სითბოსა და სურნელს ვერ ცილდებოდა.
-ისევ ისეთი ხარ.. გაღიმებულმა უჩურჩულა ყურში.. ისევ ისეთი მტირალა. გულიანად გაიცინა წარსულის ფრაგმენტები, რომ ამოუტივტივდა გონებაში.
ინასაც გაახსენდა გეგას მიერ პირველად ნათქვამი მტირალა.

***
-გეგა სად ხარ? ტელეფონში ჩაყვირის გაბრაზებული.
-სანაპიროზე ვართ ბიჭები ლუდს ვსვავთ. პასუხს სწრაფად ცემს დასმულ კითხვაზე. -შენ სად ხარ? უმეორებს შეკითხვას.
-ბიჭებში ეგ გოგოც შედის შენ წინ, რომ არის გადაჩხლართული? ამ კითხვის დასმას სულაც არ აპირებდა, მაგრამ წამოცდა და თავიც გაყიდა. როგორც კი ეს ფრაზა გეგამ ყურებში შეუშვა, გონებაში გადახარშა და ტვინამდეც მიიტანა მაშინვე ხარხარი დაიწყო.
-მოიცა მითვალთვალებ? სიცილით წამოდგა ფეხზე და აქეთ-იქით დაიწყო ყურება.
-ანუ ბიჭებში არ შედის? ინას სიბრაზე პიკს აღწევს
-ვინ? ისევ აგძელებს სიცილს
-ის კა... თავის შეკავება მოასწრო და სიტყვის დასასრული შეცვალა.. - ის გოგო
-ეჭვიანობ ტო! ბედნიერებისგან აღარ იცის რა გააკეთოს. ტელეფონში გაბმული სიგნალის ხმა ისმის.. -ალო ინა. ჩაყვირის უკვე გათიშულ მობილურს.
-ხო. უკნიდან ესმის გოგონას მისუსტებული ხმა და უკან ტრიალდება -ვეჭვიანობ. ლოყაზე ჩამოვარდნილი ცრემლი ბიჭს, რომ არ დაანახოს თავს ძირს ხრის და ვითომ შეუმჩნევლად იწმენდს მკრთალ, წყლისებრ ბურთულას.
გეგა ყურებამდე გაღიმებული უმზერს ათიოდე ნაბიჯში მდგომ ქერათმიან ფერიას.
-შეგიყვარე. რამდენიმე წამიანი დუმილის შემდგომ ამბობს და სლუკუნი უვარდება. ცრემლები უფრო მეტად ვარდება მისი თვალებიდან და გულიც გამალებით უცემს. -მე შენ შეგიყვარე. იმეორებს მტკიცედ და თვალის გასწორებასაც ვერ ბედავს ბიჭისთვის. გეგა სირბილით მიდის გოგოსკენ და მის სხეულზე აკრავს. გაბედნიერებული ხვევს წელზე ხელებს და საფეთქელზე კოცნის. ინა ისევ ტირის და სლუკუნს ვერ წყვეტს.
-ჩემი მტირალა ინა ხარ. უფრო მეტად იკრავს გულზე. -მტირალა ინა. ეღიმება გოგოს ბავშვურობაზე.

***
-მე აღარ ვარ ისეთი. მისუსტებული ხმითა და გულის ტკივილით ამბობს და ბიჭს ცილდება. გეგას სიცილი სახეზე აშრება ინას შემხედვარე.
-არ დაგვიწყებივარ ხომ ასეა? თვალებში დაჟინებით აშტერდება, რომ პასუხი იპოვოს.
-შენ? ახლა ინა აშტერდება მის წინ მდგომს.
-როგორ ფიქრობ? თავს გვერდით ხრის.
-გვიანია მაგაზე ფიქრი.
-როგორც ყოველთვის არც ახლა მომისმენ ხო?
-მოსმენას აზრი არ ააქვს. არ უნდა წასულიყავი და მორჩა. ტონს უმატებს და რამდენიმე წამი ფილტვებში ჟანგბადის მიწოდებას წყვეტს.
-ხო არ უნდა წავსულიყავი. თავს დამნაშავესავით ხრის. -შენ არც გაგიჩერებივარ. ნაწყენი შეყურებს ერთ ადგილზე მიყინულ გოგოს.
-შენც კარგად იცი, რომ არ დაგაკავებდი. თმას ყურს უკან იწევს და გზას აგრძელებს.
-ვიცი. დანანებით ამბობს და ინას გვერდით უდგება.
გეგას გონება ორი წლის წინანდელ სიუჟეტს ამეორებს და ღიმილი ესახება.

****
-ღამის ბათუმი იმაზე ლამაზია ვიდრე ღამით ვარსკვლავები. აბობოქრებული ზღვა, თავისი პატარა და ლამაზი კენჭებით. მთვარის მოცეკვავე ანარეკლს ზღვის ტალღებზე გაფენილს ვხედავთ და სრულ აბსტრაქციაში ვხვდებით. ყველაფერი ბათუმისეულია რაც მარტივად ზღვისებრს გულისხმობს. აქ ყველაფერი ცვალებადია, როგორც ზღვა ქარის, წვიმის, მზისა და თოვლის დროს. ღიმილით ამბობს ინა და კენჭს ზღვაში აგდებს. გეგა ინტერესით უყურებს გაღიმებულ, უკვე თავისად წოდებულ გოგოს.
-შენთან, რომ ვარ მინდა დედამიწა გაჩერდეს. ბიჭს თავს მხარზე ადებს და თვალებს ხუჭავს. გეგას ეღიმება, გოგოს გაყინულ ხელს იღებს და ხელისგულზე კოცნის.
-ინა, არ წახვიდე.. აქ დარჩი.. სულ ჩემთან. სევდიანი თვლებით აცქერდება თავის ფერიას.
-ჯერ ხომ არ მივდივარ. ოქტომბერში მეწყება სწავლა იქანდე კიდევ ერთი თვია. უცინის ბიჭს.
-მაგრამ მაინც წახვალ ხო ასეა? თვალს არიდებს ინას და ზღვის ჰორიზონტს გაჰყურებს.
-ხო. ჩუმად ამბობს.
-გასაგებია. თავს ხრის და ფეხზე დგება.
-აღარ დამელაპარაკები? მომლოდინე თვალებით უყურებს.
-დაგელაპარაკები ინა.. უღიმის გოგოს და ფეხზე წამოდგომაში ხელს აშველებს. -მომენატრები თბილისში, რომ წახვალ.
-მეც მომენატრები. თავის თეთრ კეტებს აშტერდება.
-ვიცი. იღიმის გეგა. -მე შემიყვარდა ერთი თბილისელი გოგო. ეცინება ბიჭს და გოგოს ეხუტება.
-მე კი ბათუმელი ბიჭი. კისკისებს ინა.

***
-შენი გაცილება არ მინდა მეთვითონაც მივალ სასტუმრომდე. ფიქრებიდან გოგოს ხმას გამოყავს.
-რაა?
-არ მინდა შენი გაცილებათქო. უმეორებს კიდევ.
-მე მინდა სამაგიეროდ. ცალ წარბს წევს და მკაცრი მზერით დაცქერის თავისზე დაბალ გოგოს. -კარგად იცი შუა ქუჩაში, რომ არ დაგტოვებ.
-უკვე აღარაფერი ვიცი. თავს აქნევს და გზას აგძელებს.
-მეგონა ბათუმში აღარ ჩამოხვიდოდი. სიგარეტის კოლოფს ჯიბიდან იღებს, ორ ღერს ასრიალებს ერთს ტუჩებში იდებს, მეორეს ყურზე იმაგრებს და კოლოფს ისევ ჯიბეში აბრუნებს.
-რატომ?
-არ ვიცი. მხრებს იჩეჩავს. -ალბათ ჩვენი შეხვედრის გამო. მზერას გოგოსკენ აპარებს.
-მეგონა აქ არ იქნებოდი.
-ორი დღეის წინ დავბრუნდი. ნერვიულად ისვამს მოზრდილ წვერზე ხელს. -შენ ისევ მიდიხარ? თვალებს აწვრილებს გეგა.
ინა თავს აქნევს თანხმობის ნიშნად და სასტუმროს წინ ჩერდება.
-ოქტომბერში?
-თვის ბოლოს.
-გაიზარდე. ეღიმება გეგას და გოგოს შუქის განათებაზე უკეთ ათვალიერებს.
-ორი წელი გავიდა. ბრაზით ამბობს..
სასტუმროსკენ მიდის როცა გეგას მკლავში ჩაკიდული ხელი აჩერებს.
-დამშვიდობება დაგავიწყდა. სწრაფად კოცნის ლოყაზე და ადგილიდან ქრება. დაბნეული ბრუნდება სასტუმროსკენ და აფორიაქებული გულის დამშვიდებას ცდილობს. თავის ოთახში ასული დივანზე ჯდება და წარსულის გახსენებაზე უაზროდ ეღიმება.



№1 სტუმარი სტუმარი Waka

Kaia gaagrdZele ta

 


№2  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ეს ისტორია ჯერ არ წამიკითხავს, მანამდე კითხვა მაქვს: წინა ისტორიას არ აგრძელებ?
ამას აუცილებლად წავიკითხავ და იმედია არ შეწყვეტ

 


№3  offline წევრი tatiachelo

Chikochiko
ეს ისტორია ჯერ არ წამიკითხავს, მანამდე კითხვა მაქვს: წინა ისტორიას არ აგრძელებ?
ამას აუცილებლად წავიკითხავ და იმედია არ შეწყვეტ


წინა ისტორიას სრულად დავდებ აუცილებლივ. უბრალოდ იმ ისტორიის გაგძელება კომპში მაქვს და ის კომპი გამიფუჭდა, ამიტომ შეკეთებას ველოდები ))) ამ ისტორიას კი არ შევწყვეტ როგორცკი შევძლებ ავტვირთავ შემდეგ თავს ))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent