შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როგორ შევუყვარდი მაფიოზს... თავი 8


9-10-2017, 15:04
ავტორი ana_aneta
ნანახია 4 099

კლაუდიო
დილით პირველს მე გამეღვიძა. გარეთ უკუნითი სიბნელე იყო. ანას ჩემზე მოწებებულს ეძინა. ალბათ ჭექა ქუხილმა შეაშინა. მთელი საწოლი მას ეკავა. ისედაც არ იყო დიდი ამიტომ მე თითქმის კიდეზე ვიწექი, მაგრამ არ გავნძრეულვარ. კოლოფიდან სიგარეტი ამოვაძვრინე. ღრმა ნაფაზი დავარტყი. კვამლი იქამდე გავაჩერე ფილტვებში სანამ წვა არ ვიგრძენი. ვაპირებდი გაგრძელებას მაგრამ გამახსენდა რომ ვერ იტანდა სიგარეტის სუნს. ცხოვრებაში პირველად გავითვალისწინე ქალის წუწუნი ამ საკითხთან დაკავშირებით. მინდოდა სულ ასე მყოლოდა გვერდით, მაგრამ ახლა ამისი დრო არ იყო. სანამ მათთან მოლაპარაკებებს არ დავამთავრებ. არ მინდა მისით მოახდინონ მანიპულირება, ან რაიმე დაუშაონ..
ყველაფერი რამოდენიმე წლის წინ დაიწყო, როცა მათ ჩვენი კაცი შემოაკვდათ.ქალის გამო. სისხლი არ აგვიღია. ბიძაჩემის სიტყვას ყველანი პატივს ვცემდით და ამიტომ მაშინ ეს ამბავი მალე ჩაშოშმინდა. ისინი (პალერმოს კლანი)მაინც არ ისვენებდნენ სადაც კი გადაგვეყრებოდნენ ყველგან ჩვენს გამოწვევას ცდილობდნენ. მე არ ვიყავი იმდენად სუსტი რომ მათ ხრიკებს წამოვგებოდი, მაგრამ ენცო ზედმეტად ფიცხია. ისევ ის, ისევ მის გამო გავეხვიეთ შარში, ისევ არასწორ ადგილას, არასწორად მოიქცა. ბიძაჩემი ბევრჯერ გავაფრთხილე რომ ჯერ ძალიან ახალგაზრდა და უკონტროლო იყო ამ საქმისთვის.
ტერიტორიებზე გამოთქვეს პრეტენზია. იმაზე რაც მათ საზღვრებშიც კი ვერ შედიოდა. ენცო დიდად არ მეხატებოდა გულზე. იმ ამბების მერე განსაკუთრებით. მაგრამ მაინც მასთან ერთად მომიხდა წასვლა. თბილი საუბარი ნამდვილად არ ყოფილა.ენცო შმაგობდა ვერ ჩერდებოდა. ბოლოს არც აცია არც აცხელა და ღვინით სავსე ბოკალი თავზე დააცალა. შუა რესტორანში საშინელი ჩხუბი ატყდა. მაგრამ ეს ყველაფერი ამით არ დასრულდა. რამოდენიმე დღის შემდეგ მათი ხალხი ქუჩაში დამხვდა და ლამის სიკვდილამდე მცემეს.
სასტუმროს ნომერში გავიღვიძე, საშინელი ტკივილები მქონდა. ჩემს ირგვლივ ყველა რაღაცას ლაპარაკობდა, მაგრამ არაფერი მესმოდა. რამოდენიმე დღეში გამოვკეთდი. ანასთვის მინდოდა დარეკვა რომ ჯერ არ ჩამოსულიყო. მაგრამ ეს გოგო სრულიად უპროგნოზოა საერთოდ არ წარმომედგინა თუ იმ დღეს და პირდაპირ ჩემს სასტუმროში დამადგებოდა თავზე. თან ისე მიყურებდა, მერჩივნა კიდევ ათ კაცს ვეცემე ვიდრე ასე შემოეხედა. ნატალიზე იეჭვიანა. ისეთი საყვარელი იყო. მინდოდა მაშინვე გავკიდებოდი, მაგრამ ნატალიმ გამაჩერა.სახლში მიმიყვანეს, მაგრამ ვერ მოვისვენე მისი ნახვა მინდოდა. გვიან დავტოვე სახლი და მის ნომერში შევიპარე. საღამო მასთან გავატარე. ისეთი საყვარელი იყო. მინდოდა მთელი ძალით მოვხვეოდი და ჩამეკოცნა. მაგრამ ისე იშხამებოდა ყველაფრის სურვილი დამიკარგა. თვითონ გაბრაზებული ჩანდა მე კი ძალიან ვხალისობდი მის გამოხტომებზე. არასოდეს მყოლია ქალი რომელსაც ასე ვუთმობდი, ასე მხიბლავდა, ასე მიზიდავდა და ასე მაფორიაქებდა. მთელი ჩემი გული და გონება მოიცვა მისზე ფიქრებმა. სწორედ ის იყო ერთადერთი ადამიანი რომლისთვისაც ყველაფერს დავთმობდი .ფაქტობრივად ნოკაუტში ჩამაგდო.თვითონაც უფრო მეტად აჟღავნებდა გრძნობებს.უფრო თბილი გახდა, მაგრამ ზღვარი მაინც გვქონდა. ეს ზღვარი მე უნდა წამეშალა...
მხარი იცვალა და ტუჩები პირდაპირ მკერდზე მომაბჯინა. ტანში ჟრუანტელმა დამიარა. მეგონა ეძინა,მაგრამ შევცდი.
-რამ გაგამწარა ასე, რომ დილის შვიდ საათზე ეწევი.ნამძინარები ხმით მომმართა გოგომ და საწოლის მეორე მხარეს გაჩოჩდა.-აქედან როგორ უნდა წავიდეთ.
-ჩემს მეგობარს დავურეკავ. ჩურჩულით ვუპასუხე.
-ცუდად ხარ?მკითხა და ჩემსკენ შემობრუნდა.ჯერ კიდევ თვალებს ლულავდა.
-შენ რატო გადარდებს?არაფერი უპასუხია მომეხუტა.მეც მთელი ძალით მივიკარი მკერდზე. აშკარად ისევ ეძინა, თორემ ფხიზელ მდგომარეობაში არამგონია ასე მოქცეულიყო.
შუადღისას ვჭყიტე თვალები ანა წელს ზემოთ შიშველი,ჩემგან ზურგით იდგა და ბიუსჰალტერის ზონარის შეკვრას ცდილობდა. ძალიან ლამაზი სხეული ჰქონდა. არაფერი მითქვამს. ვიცოდი რომ მორცხვი იყო და უფრო მეტად აღარ შევარცხვინე დაველოდე როდის გავიდოდა ოთახიდან და მერე წამოვდექი ფეხზე. გარეთ ისევ ყველაფერი იქცეოდა. ქურთუკის ჯიბეში ტელეფონს დავუწყე ძებნა.
მარკოს ნომერი ავკრიფე. პირველ ჯერზე არ მიპასუხა. მეორედაც დავურე. გვიან მაგრამ მაინც მიპასუხა.
-რა ხდება ამ დულაუთენია. ნამძინარევი ხმით მითხრა კაცმა.
-შენი დახმარება მჭირდება.
-კაი რა ჯერ...
-შეეშვი მაგ ბოზს და ახლავე აქ მოდი მანქანა ტალახში ჩამივარდა და ვეღარ მოვდივარ უკან.
-აუუ რა ს*რი ხარ ამ წარღვნაში მანდ რა გინდოდა.
-მოდი და გზაში აგიხსნი. ჯიპით წამოდი.
-კაი ჰო.
-მალე მოდი. შარვალი ამოვიცვი და ანას შევძახე ხმა არავინ გამცა. ოთახები მოვიარე. აქ აშკარად არ იყო. რაღაცნაირი შიშის გრძნობა დამეუფლა. ფეხზეც კი არ ჩამიცვამს ისე გავედი დერეფანში. ჰოლი გადავჭერი და სასადილოში.შევიხედე, მაგიდასთან იდგა და ვიღაც ბიჭს ელაპარაკებოდა. ისე ვიეჭვიანე. ნელა შევაბიჯე ოთახში და გვერდით ამოვუდექი.ბიჭმა ირონიული მზერა ამაყოლა. ის იყო იმ კაცის ძმა ვისთანაც ჩხუბი მომივიდა. არაფერი შევიმჩნიე. ნეტავ აქ შემთხვევით მოხვდა თუ მე გამომყვა. გოგოს სავიზიტო ბარათი გაუწოდა და თავის მაგიდას დაუბრუნდა.ამას აუცილებლად გავარკვევდი.
- სად წახვედი?
-საუზმის ამოსატანად გამოვედი, აბა შენ თავს არ შეიწუხებდი.ენა გამომიყო გოგომ.-და კიდევ ვერ ჩაიცვი. სუფთა ტარზანი ხარ.
-წამოდი პატარავ. საფეთქელთან ვაკოცე, ლანგარი გამოვართვი ხელიდან და დერეფანს გავუყევი.
-იმ კაცს რა უნდოდა ვკითხე საუზმობისას.
-მოვეწონე. ლუკმა გამეჩხირა ყელში.-ფოტომოდელობა ხომ არ გინდაო მკითხა.ბარათიც მომცა. გამოვართვი კარგად დავაკვირდი და ბოლოს ნაკუწებად ვაქციე.
-რას აკეთებ?
-არ მითხრა რომ გინდოდა.
-რატომაც არა.ჩავალ და გამოვართმევ.
-ანა ჭკუიდან არ გადამიყვანო.ვცდილობდი არ მეღრიალა. ჩემს გამომეტყველებაზე სიცილი აუტყდა.
-შენ რა ეჭვიანობ?ისევ გადაიკისკისა. -აუ რა ტიპი იყავი იცი. საწოლის საზურგეს მიეყრდნო და ჩუმად იცინოდა.
-ისე რა უფლებით მიკონტროლებ ვის დაველაპარაკები და ვის არა. დასერიოზულდა. ოდნავ წამოიწია და თვალებში ჩამხედა. თავი ვეღარ შევიკავე, მისი ნიკაპი თითებს შორის მოვიქციე და ტუჩებზე დავეწაფე. უკან დაიწია, მაგრამ საშუალება არ მივეცი მთელი ძალით ავიკარი სხეულზე და ნაზად ვაკოცე. რამდენჯერმე. მერე ცხვირზე, ყვრიმალებზე, ნიკაპზე.ყურის ნიჟარაზე.ჩემს შიშველ ტორსზე ნაზად დაასრიალებდა თითებს. ლავიწებზე მაკოცა. ვგრძნობდი როგორ ვკარგავდი კონტრილს. ახლა რომ მასთან სექსი მქონოდა. ზუსტად ვიცი სხვა რამეზე კონცენტრირებას ვერ მოვახდენდი.
ტელეფონის ზარმა გამომაცოცხლა.
-ჩამოდი მოვედი უკვე. მარკოს ხმა ჩამესმა ტელეფონში.
-კარგი. ძლივს ამოვიდგი ენა. სვიტერი გადავიცვი ჩანთას ხელი დავავლე და ოთახი დავტოვე.ანა ჩუმად მომყვებოდა უკან. ანგარიში გავასწორე და სასტუმრო დავტოვეთ.მარკო კართან იდგა და ბედნიერად იღრიჯებოდა. ანას დანახვაზე თვალები დაუწვრილდა და აფორიაქდა.გოგოს უკანა კარი გავუღე.
-ეს ვინაა? რა ლამაზია.
-ჩემია.
-იყოს მაგრამ.სად ნახე? სექსი გქონდათ? კარგი იყო?
-ძაან ს*რი ხარ.
-მითხარი რა.
-მიყვარს.კიდე გაინტერესებს რამე.
-ვაა. მეც შემიყვარდებოდა. კაი კაი წავედით.
-იცოდე წესიერად მოიქეცი.
-არის ბოს. კაცმა ხელბი აწია და საჭეს მიუჯდა
მარკოს მთელი გზა ენა არ გაუჩერებია. ანაც საყვარლად იცინოდა მის უაზრო ხუმრობებზე. ორი საათი მალე გავიდა. უკვე ქალაქში ვიყავით.
-წამო სადმე ვისადილოთ. წინადადება წამოჭრა მარკომ.
-ჰო რა.ანაც დაეთანხმა.კაფესთან გააჩერა მანქანა. კუთხეში დავჯექით. სპაგეტი ქათმით და სოკოთი, კოლა და პიცა შევუკვეთეთ. მარკომ ანას ყველაფერი დაწვრილებით გამოკითხა.
-შენს ქვეყანაში ლამაზი გოგოები არიან? ვიცოდი რომ ამას კითხავდა.- ანუ შენ ჰო ლამაზი ხარ და მაინტერესებდა..
-რატო აქაურობა აღარ გყოფნის? მარკოს გაეცინა.
მშვიდად ვსადილობდით მე დაძაბული ვიყავი მაგრამ ვერ ვხვდებოდი ანა რას გრძნობდა. იმედია არ გამექცევა როცა მარტო დავრჩებით. ჩემთვის მისი კოცნა ყველაზე დიდი სიამოვნება იყო იმ მომენტში მაგრამ არ ვიცოდი რამდენად სწორი ნაბიჯი იყო..

ანა
სასტუმროსთან მიმიყვანეს.მანქანიდან სწრაფად გადმოვხტი და ჰოლში ვაპირებდი შესვლას,მაგრამ კლაუდიოს ხმამ გამაჩერა.
-ან ნელა მომიახლოვდა-ხვალ დილით მოდი, მერე ავეჯის საყიდლად გავიდეთ. ცოტა ხანს შეყოყმანდა,რაღაცის თქმას აპირებდა.-ანა ,დღევანდელზე მინდა გითხრა ანუ რომ გაკოცე. საშინლად დაბნეული იყო. მე არაფრის თქმა არ ვაცალე ფეხის წვერებზე ავიწიე ნიკაპზე სველი კოცნა დავუტოვე და სასტუმროს ჰოლში შევედი. წარმოდგენა არ მაქვს ეს რატომ გავაკეთე. უკან არ მიმიხედავს, მაგრამ ზუსტად ვიცოდი რომ გამიშტერებული იდგა. კიბე ისეთი სისწრაფით ავირბინე გეგონებოდა ვინმე მომდევდა. ნომერში შესვლითანავე გავიხრე ტანსაცმელი და ცხელი წყლის ჭავლის ქვეშ დავდექი.მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ამ კოცნაზე ვფიქრობდი. არ ვიცოდი რატომ მაკოცა, მხოლოდ ის ვიცოდი რომ ახლა მის მიმართ გრძნობები მქონდა.საწოლში შევძვერი წიგნს ვკითხულობდი მაგრამ მალევე ჩამეძინა.
დილით ადრე ავდექი. არ მინდოდა დამეგვიან . კლასიკური შარვალი, შავი გამჭვირვალე ყელიანი ზედა ჩავიცვი, კოსტუმიც მოვიცვი. ქუსლიანი ფეხსაცმელი მოვირგე, თმა უკან გადავიყარე,წითელი ტუჩსაცხი წავისვი, მანტოს ხელი დავავლე და კიბეზე დავეშვი. ჰოლში მდგომი მამრობითი სქესის ყურადღება ადვილად მივიქციე.სიმართლე რომ ვთქვა საქართველოში არასოდეს მიგრძვნია ასეთი ყურადღება. ტაქსი უკვე კართან მელოდა. მისამართი ვუთხარი და დავიძარით. ამ ადგილიდან მისი სახლი საკმაოდ შორს აღმოჩნდა თითქმის ნახევარი ქალაქი გავიარეთ. მძღოლი მხიარული კაცი აღმოჩნდა, უამრავი სტორია მომიყვა. მისი ნომერი ჩავიწერე, მხიარულად დავემშვიდობე და მანქანიდან გადავედი.
კლაუდუო უკვე იქ იყო.მისი მანქანა კართან ეყენა. კარი შევაღე და ამაყად შევაბიჯე ეზოში. ის თავის ჩვეულ ადგილას იჯდა და გაზეთს კითხულობდა.ჩემს დანხვაზე აფორიაქდა. კარგად შემათვალიერა და ტუჩის კუთხეში ღიმილი გაეპარა.
-დილამშვიდობისა საყვარელო. ვნებანარევი ხმით მომმართა.-უკვე ისაუზმე?
-ჯერ არა.კაცი ჭიქას დაწვდა და ყავა დამისხა.თაფშზე ბლინი გადმოიღო და ჩემსკენ მოაჩოჩა. მადლობის ნიშნად გავუღიმე.ის ისევ გაზეთს მიუბრუნდა. ვგრძნობდი, როგორი დაჭიმული იყო.მე კი მშვენივრად ვგრძნოვდი თავს.
-წავიდეთ უკვე ჰო? მკითხა თითქმის ერთი საათის შემდეგ.მე თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და ფეხზე წამოვდექი.ისიც დინჯად მომყვა უკან.
ჩუმად ვიმგზავრეთ.პრინციპში სავაჭრო ცენტრი ახლოს იყო და მალე მივედით. ავეჯის განყოფილებისკენ წავედით. ვგრძნობდი რომ ყველა ჩვენ გვიყურებდა.მე ღიმილს ვერ ვიკავებდი. აი კლაუდიო კი ყველა კაცს ვინც კი ჩემსკენ გამოიხედა, სასიკვდილო მზერა ესროლა, მე კი მასზე დამდნარ ქალებზე რეაქციაც კი არ მქონია. მეგონი რომ სიბრაზისგან გასკდებოდა. მხოლოდ წიგნის თაროები და გადერობის ოთახის ავეჯი და კიდევ რამოდენიმე მაგიდა გვქონდა ასარჩევი. ძირითადად მე ვაქტიურობდი. ის კი მშვიდად დამყვებოდა უკან. სიარულისგან ფეხები მტკიოდა უკვე. მიუხედავად იმისა რომ ბევრი არაფერი გვჭირდებოდა, მაინც ბევრი დრო დავხარჯეთ.
მე წიგნების მაღაზიაში შევედი. ახალი საკითხავი მინდოდა, დიდხანს ვარჩევდი. კლაუდიო გარეთ იდგა და ვიღაც კაცებს ელაპარაკებოდა. რამოდენი მე წიგნი შევიძინე და კაცს გვერდით ამოვუდექი.
-წავედით. მშვიდად მითხრა კაცმა და სწრაფი ნაბიჯით წავიდა გასასვლელისკენ. მეც მივყევი, როგორც შემეძლო. სხვათაშორის ფეხსაცმელი საკმაოდ არაკომფორტული აღმოჩნდა, მაგრამ ისეთი ლამაზი იყო. ამ ფიქრებში ვიყავი გართული, კიბის საფეხური ვერ შევნიშნე და ფეხი წამოვკარი, მაგრამ არ დავცემულარ, კლაუდიომ მოასწრო და დამიჭირა. მაგრამ ფეხი მაინც ძალიან მეტკინა.
-რამდენჯერ გითხარი წინ იყურეთქო.მაგრამ შენ ხომ არასოდეს მისმენ.გავსწორდი და კოჭლობით წავედი წინ.კაციც წამომეწია.
-ზალიან გეტკინა? მკითხა მზრუნველად.არაფერი მიპასუხია ისევ ამაყად გადავდგი ნაბიჯი, მაგრამ საშინელმა ტკივილმა დამიარა ტანში. გზა მაინც გავაგრძელე,უცებ მიწა გამომეცალა ფეხებში. კლაუდიომ ხელში ამიყვანა. ხელი კისერზე მოვხვიე და თავი კისერზე ჩამოვადე.-ასე არ ჯობია. თვითკმაყოლმა გაიღიმა.
მანქანაში ჩამსვა. ძრავა ამოქოქა და ადგილიდან მოწყდა . მის სახლს გასცდა და გზა სხვა მზარეს გააგრძელა.
-სად მივდივართ?
-ჩემთან სახლში. შენ ფეხს შევხედოთ. გამიცინა კაცმა.
-აქ ვერ შეხედავდი.
-აქ ცივა. მე არ შემცივდება, მაგრამ შენ გაიყინები.წინააღმდეგონა არ გამიწევია. საზურგეს მივეყრდენი და გზას მივაშტერდი.
-ისე ასე სწრაფად რატომ დაგყავს მანქანა?
-გეშინია?
-არა მაგრამ მართლა ფორმულა ერთს პილოტივით დაქრიხარ.კაცს გაეცინა. -უკვე მოვედით. ისევ ხელში ამიყვანა და სწრაფად აირბინა კიბეზე. სახლის კარი მოხერხებულად გააღო და დივანზე ჩამომსვა. რამოდენიმე უცნაური ფლაკონი მოიტანა და მაგიდაზე დადო, თვითონ ჩემს წინ ჩაიმუხლა ფეხსაცმელი და წინდები გამხადა. ფეხზე ზეთი დამასხა და ნაზად დამიზილა. დივანზე ჩამოჯდა, კალთაში ჩამისვა და მკერდზე მიმიხუტა. მეც გავიტრუნე. შუბლზე რამდენჯერმე ნაზად მაკოცა და ხელები მომხვია. მეც კისერში ნაზად ვაკოცე. კარგად მოვთავსდი მის მკლავებში და თვალები მივლულე..


ესეც ახალი თავი, ამჯერად არ დამიგვიანია. მადლობა რომ კითხულობთ.



№1 სტუმარი სტუმარი lia

Kარგი ტავია.მადლობა.
ქაკიტხვიტ დიდი სიამოვნება მივიგე.❤❤❤

 


№2 სტუმარი სტუმარი თაკო

ამათ ვენაცვალე მე ჩემი გოჭები როგორც ეს თავი არ დაგვიგვიანე ის ეშემდეგიც ძალიან კარგია

 


№3  offline წევრი tatiko.1995

dzalian kargi iyo velodebi shemdeg tavs moutmenlad

 


№4 სტუმარი Grey

როგორ მომწონს

 


№5 სტუმარი Kate1onee

Male dade ra

 


№6 სტუმარი სტუმარი მიმი

ძალიან , ძალიან ცუდი გოგო ხარ ! შეიძლება ასე მოგვექცე? :( თუ არ აგრძელებ ეგ მაინც გაგვაგებინე.

 


№7  offline წევრი ana_aneta

მაპატიეთ ჩემო საყვარლებო. ვწერ მინდა რომ ბოლომდე მივიყვანო უფრო დავხვეწო ნაწერი რადგან სიჩქარეში ძალიან ბევრი უაზრო წინადადება და შეცდომა მაქვს დაშვებული. აზობრივადაც მინდა სწორად დავალაგო და არ მივაფუჩეჩო. მადლობა მოთმინებისთვის და რომ კითხულობთ იმისთვის ხომ უდიდესი მადლობა

 


№8  offline წევრი tamuna.s

როდის დადებ ახალ თავს, კიდევ რამდენ ხანს უნდა გვალოდინო?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent