შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავმოყვარე მატყუარა [ნაწილი I] [სრულად]


10-10-2017, 05:19
ავტორი მე♥
ნანახია 10 254

-მია, მთელი დღეა არაფერი არ გიჭამია._ ნახევარი ტანი შემოყო დედამ ოთახში და გვარიანად დამიბრიალა თვალები.

-არ მშივდება დე და რა ვქნა?_ თვალები ზუსტად ისე დავაწვრილე, რაზეც დედაჩემს გული უჩერდება. ქაქანით დაკეტა ოთახის კარები და გამცილდა.


საჭმლის თემით იმიტომ დავიწყე, ჩემს ვიზვუალს რომ მივდგომოდით. სუსტი ვარ, ისეთი სული რომ შემიბერო ქარის მიმართულებით წავალ. საჭმელზე გართულება არ მაქვს, ყველაფერს ვჭამ როცა მშვიდება, მაგრამ საქმეც მაგაშია ძალიან იშვიათად რომ მშივდება. დედაჩემის დაქალია ერთი, მარიკა, მთელი ცხოვრება გულგაწვრილებული დავდივარ. სულ სისუსტეზე მიჭედავს ყურებს. გეგონება მეტი სადარდებელი არ აქვსო. მეც მორჩილად ვუქნევ თავს და მის დასანახად პურს ვგლიჯავ. მამა ადრეულ ასაკში გარდაიცვალა. ორი წლის ვიყავი დედამ ატირებულმა რომ შემოაღო ჩემი ოთახის კარები და გულში ჩამიკრა. მაშინ მივხვდი რომ ჩვენი ცხოვრება ძალიან შეიცვლებიდა და გაჭირდებოდა. ჩვეულებრივი ოჯახი ვიყავით, არაფრით გამორჩეული, საჭმლის ფული ყოველთვის გვქონდა, ბიძაჩემის და დედაჩემის დამსახურებით. მამას შემოსავლის წყარო მისი სამსახური იყო და მისი დაკარგვის შემდეგ, ეს გზაც გაქრა. სწავლის გაგრძელება სულ მინდოდა, მაგრამ მეშინოდა რომ დაფინანსებით ვერ მოვხვდებოდი და დედას კისერზე დავაწვებოდი ძალიან. ამიტომ გადავწყვიტე სამსახური მეშოვნა. სარეკლამო სააგენტოში დავიწყე მუშაობა, პრომო გოგონად. მართალია სახარბიელი საქმე არ არ არის, მაგრამ რაღაცა დანაზოგს მაინც მოვაგროვებ. ორი წელია უკვე იქ ვმუშაობ, წელიწადია რაც სასწავლებელში ჩავირიცხე, სრული დაფინანსებით და ჩემი სადარდებელიც გაქრა.

სასწავლებლიდან ბანაკებად მივდიდით სტუდენტები, რაჭაში დასასვენებლად. ლექსტორმა წლის დასაწყისში შეგვატყობინა ამის შესახებ და ფინანსურად მზად ვიყავი. დედაჩემმა როგორც ყოველთვის ტირილით გამომაცილა, ვერ იტანს როდესაც სადმე მიწევს მის გარეშე გადაადგილება. ბოლო ერთ წელში კი მსგავსი შემთხვევები გახშირდა. ყოველთვის მინდოდა, სადმე მშვიდ წყნარ გარემოში, ასე ყველა ერთად წავსულიყავით. მართალია უმრავლესობას არ ვიცნობ, მაგრამ მთავარია ჩემი ნანკა და ეკატერინე აქ არიან. ეკატერინე ბავშვობის მეგობარია, მამაჩემის ძმაკაცის შვილია რომელსაც ბაღიდან დავუმეგობრდი. ნანკა სასწავლებელში გავიცანით ერთი წლის წინ, ძალიან მაგარი გოგოა. ბანაკებზე სულ სხვა წარმოდგენა მქონდა ყოველთვის, მაგრამ ესეც არ არის ცუდი. ექვსი გოგო შეგვასახლეს ერთ პატარა კოტეჯში, დანარჩენებიც ასე დაანაწილეს. მე ეკატერინე და ნანკა ერთ საწოლს ვინაწილებდით, გოგონები მეორეს. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ სამეულიდან ორს ვერ ვიტან! ისეთი საძაგელი გოგონები არიან სულ მინდა რომ ვცემო, მაგრამ წონა არ მიწყობს ხელს. ბავშვობიდან ძალიან მოურჯულებელი არსება ვარ, სულ რაღაცას ვაფუჭებ და ვიფუჭებ. ზოგჯერ ეს ხასიათი ძალიან მეხმარება, მაგრამ ზოგჯერ ისეთ უხერხულ სიტუაციებში ვარდები მტრისას. სამაგაიეროდ ერთ-ერთ მათგანს ძალიან დავუახლოვდი, მაკრინე ქვია. მათგან განსხვავებით ძალიან მეგობრული და თბილი გოგონაა, ზუსტად ამიტომ არ ავითვალწუნე ალბათ მაშინაც.

მეოთხე დღეს, ბანაკში სხვა მოსახლეებიც დაბინავდნენ. აშკარად სამეგობრო წრე იყო. ოთხი გოგო და ხუთი ბიჭი. ამდენ მეგობარს რა დაიმახსოვრებს. თან ამ ყველაფერთან ერთად, პლიუს შვილები. სამი ბიჭი და ორი გოგო. ბიჭებს თავიდანვე ემჩნეოდათ როგორი მოუსვენრებიც იყვნენ.
გვიან საღამოს ტრადიციულად კოცონის გარშემო ვისხდებით და ყველა ჩვენ ჩვენს ნიჭს ვამჟღავნებთ. მე და რამოდენიმე სტუდენტი გიტარაზე ვუკრავთ, დანარჩენები მღერიან და ცეკვავენ. ერთ-ერთი ასეთი რიტუალის დროს მეზოლებიც შემოგვიერთდნენ.
შემოგვიერთნენ და იქ შევუერთდი მეც ცეცხლმკიდებული გოგონების სიას. ერთ-ერთმა მათგანმა მოსვლისთანავე მიიქცია ყურადღება. რა ქვნა, ძალიან ადვილად ვანჩნევ ადამიანებს. არ ვარ უყურადღებო გოგო, თითქმის სულ ყველასთან მაქვს საერთოდ ენა გამონახული. არც მათთან გამჭირვებია, თუმცა ჩემმა დიდმა მონდომებამ ზუსტად იმ პიროვნებასთან არ გაჭრა მე რომ თვალები დამრჩა ზედ. ცუდი ბიჭი არ არის, ძალიან უშუალო და მეგობრულია აშკარად, მაგრამ მაინც და მაინც მე არ შემიმჩნია. ან უბრალოდ არ მოვეწონე და თავიდანვე დამაიგნორა. რას გაუგებ კაცებს.

მეხუთე დღეს დილით ადრიანად გავედი გარეთ, მზის ამოსვლას სურათები უნდა გადავუღო მეთქი ავიჩემე. გოგონები არ გამომყვნენ მაგას ძილი გვირჩევნიაო. ჩვენი კოტეჯის უკანა მხარეს გავედი და მეზობლების კოტეჯების თავზე წამოწვერილ მზეს მივაჩერდი.

-ფუ შენი! კიდევ მომასწრო!_ ჩავილაპარაკე იმედგაცრუებულმა და მიწაზე გავწექი. _ არაუშავს, მია ხვალ გაიღვიძებ და მოასწრებ... ერთხელ შენც მოასწრებ. _ დავაიმედე თავი და მიწაზე წამოვჯექი.

-სულ რაღაც ოცი წუთი დაგაგვიანდა. _ დამცინავად ჩაილაპარაკა ვიღაცამ ჩემს უკან. გაგულისებულმა, ღრენით მივატრიალე თავი და გულცეცხმოკიდებულმა ავხედე ბიჭს.

-რა სასაცილოა.ა ... _ გაწელვით ჩავილაპარაკე და ფეხზე წამოვდექი. პირვლად დამელაპარაკა და ისიც როგორი დაცინვით.

-სასაცილოდ არც მითქვამს! _ დამიბღვირა და თავისი კოტეჯისკენ წავიდა.

-«სასაცილოდ არც მითქვამს.»_ კურტუმის ქნევით გამოვაჯავრე და ენა მის ზურგს გამოვუყე.

კოტეჯში დაბრუნება არ მინდოდა, ჯერ მაინც ყველას ძინავს და ჩემი მოუსვენრობით ყველას დავაღვიძებ. ისევ იგივენაირად გავწექი მიწაზე და ცას ავხედე. რომანტიკოსი არასდროს არ ვყოფილვარ, მეტიც ერთი პერიოდი საკუთარ თავს ვაჯერებდი სიყვარული არ არსებობს მეთქი... ახლა რომ ვიხსენებ მეცინება, მოდას აყოლილი ქარაფშუტა გოგო ვიყავი და იმიტომ. თორემ სიყვარულის არსებობის ახლაც მჯერა და მწამს. ვიცი რომ ადრე თუ გვიან მეც ამიტანს ვიღაცა. დიხანს ვერც მდელოზე გავჩერდი და უაზროდ სიარული დავიწყე. ჩემს აპარატს ვაჩხიკინებდი და ვერთობოდი. ფოტოხელოვნებით არასდროს არ ვყოფილვარ გატაცებული, უბრალოდ ზოგჯერ მაქვს სურვილი, რომ გამოვიდე და კადრები ფირზე ავღბეჭდო. ყველაზე მეტად მიყვარს როდესაც დედაჩემს ვუღებ სურათებს, მართალია მერე სულ ჩხუბი გვაქვს მაგრამ მაინც ვუღებ...
საამაყო შვილს არ ვიცი თქვენ რას ეძახით, მაგრამ მე არ ვარ ისეთი შვილი, რომელსაც გრძნობების გამოხატვა შეუძლია. არ ვიცი რატომ მაგრამ ვერასდროს ვერ ვჯდები დედასთან და ვერ ვსაუბრობ ზოგადსაკაცობიო თემებზე. არადა ზუსტად ვიცი რომ ყველაზე უკეთ მას ესმის ჩემი და არ ვთვლით საჭიროდ ბევრ ლაპარაკს. მაგდალენა, ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანია, დედაც არის და ალბათ მამაც, რომლის შემონახვასაც სულ ცდილობს. არ უყვარს როდესაც რამოდენიმე წამით მაინც ვივიწყებ მის არსებობას, ვერ იტანს როდესაც სუფრაზე მისი სკამი სულ ცარიელია! თუმცა მამას დაკრძალვის შემდეგ არასდროს არ უტირია.

საღამოს ისევ იგივე ადგილას, იგივე ნაირად მოხდა ყველაფერი. ამჯერად მეზობლები შინაურულად მოადგნენ ჩვენს კოცონს. ცინიკოსიც საუბრობდა და იცინოდა, მე კვლავ არ მიმჩნევდა და ეს მაგიჟებდა ზუსტად. განებივრებული ლაწირაკი ვიყავი სულ. თხუთმეტი წლის ასაკში, სამი შეყვარებული გამოვიცვალე და ახლა რომ მახსენდება მეცინება! სიმწრით მეცინება!

-მია, მიდი დაუკა!_ სიცილით გადმომაწოდა გიტარა ზურიკელამ.

-დღეს არა რა. _ შევევედრე და გიტარა უკან დავუბრუნე.

-კი ბატონო, მაშინ ჩვენ დავუკრავთ და შენ ბავშვებს აყევი. _ თვალი ჩამიკრა და გიტარა მოიმარჯვა.

სიმღერები, დიალოგები, ხუმრობაში გადაიზარდა, მერე ანეკდოტები, მერე ერთმანეთის თემების განხილვა და ბოლოს ძილის საათსაც მივადექით. მთელი დღის დაღლილობის მიუხედავად მაინც არ მეძინებოდა და ცოტახნით, წითლად შეფერილ ნაკერჩხალთან დავრჩი.

-მია, წამო რა აცივდა უკვე. _ მობუზულმა გამომხედა ეკატერინემ და მოშიშვლებულ მკლავებზე ხელები დაისვა.

-არ მეძინებამეთქი!_ დავუღრინე დაქალს და მოსასხამი ყელამდე ავიტანე.

აღარაფერი არ უთქვამს, ნანკას ბუზღუნით რაღაცა გადაჩურჩულა და ჩვენი ოთახის კარები მიკეტა. გვერდით მოთავსებულ ჩემს ფოტოაპარატს გადავხედე და წეღანდელი სურათების დათვალიერებას შევყევი. თაზო იღებდა, სასაცილო პოზებში სურათებს და გვახალისებდა, ეკატერინე კი ამ ყველაფერს ფირზე ბეჭდავდა და სამომავლოდ, უნივერსიტეტის კედლებზე განთავსებას ქადაგებდა.
სურათების დათვალეირებას რომ მოვრჩი, აპარატი თვალთან მივიტანე და ახლომდებარე ტყეს გავხედე. რაღაცა მისტიური და საშინელებათა ფილმის კადრებს თითქოს არ გავდა იქაურობა, მაგრამ მაინც მიმიზიდა და რამოდენიმე ნაბიჯით წინ წავიწია. სამი სურათის შემდეგ, უფრო გამიმძაფრდა სურვილი, მივახლოვებოდი და ერთ ნაბიჯს მეორე მოყვა... ბოლოს კი ისე აღმოვჩნდი ტყის პირას ვერც გავიაზრე. კოტეჟებს თვალი მოვავლე და მერე ისევ ტყეს გავხედე. წესით ახლოს არც, მგელი უნდა იყოს და არც დათვი. თუმცა მთაში გასაკვირი არ არის მსგავსი შემთხვევა დაფისქირდეს. ხესთან ახლოს მივედი და მწვანედ დაბერებულ კანს მივუახლოვე აპარატი. «რა უნიჭო ვარ!» ამოვიფრუტუნე როგორც კი სურათებს გადავხედე და ტუჩები გაბუტულმა ამოვატრიალე. «უნიჭო, და უუნარო.» ფეხები პატარა ბაღის ბავშვივით ავაბაკუნე და ხელებგადაჯვარედინებული მივეყრდენი ხეს. თვალებგაფართოვებულმა გავხედე ტყის სივრცეს. გულამოვარდნილმა გადმოვდგი რამოდენიმე ნაბიჯი უკან და ფოთლების შრიალის ხმას უფრო კარგად დავუგდე ყური. კივილს და სოფლის შეყრას ვაპირებდი, მოულოდნელად ვიღაცამ პირზე ხელი რომ ამაფარა და თავისკენ შემატრიალა.
ერთი მომენტი შიში გამიასმაგდა ნაცნობ სილუეტს რომ მოვკარი თვალი, მერე მანც ახლობელი, რომ აღმოვაჩინე მასში დავმშვიდდი და თვალებით მის ხელს დავაჩერდი. «იქნებ ინებო და გაწიო» მზერით. ბიჭმა დაბღვერილმა მომაცილა ხელი და შარვლის ჯიბეებში ჩაიწყო.

-ამ შუაღამისას აქ რას აკეთებ?_ მკითხა წარბაწეულმა ინტერესით და ტყეს გახედა.

-მგლებს ველოდები, ვახშამზე შეაგვიანდათ და ავნერვიულდი. _ ჩავიფრუტუნე ირონიულად და აპარატი კისერზე ჩამოვიკიდე.

-მგლებს... ელოდებოდი... _ ჩაფიქრებულმა გაიმეორა ჩემი სიტყვები და ადგილზე რწევა დაიწყო.

-ხო მგლებს და შემთხვევით დათვს გადავაწყდი. _ ფხუკუნით ჩავილაპარაკე და თვალები მოვჭუტე. _ თუმცა დათვის კვალობაზე რაღაც სუსტი ხარ. _ მხრები ავიჩეჩე და შევეცადე მოსასხამის შიგნით არსებული სხეულის მასა წარმომედგინა. _ შენც არ ჭამ ხომ?_ ტუჩები გვერძე გავწიე და საჩვენებელი თითი მივიბჯინე. _ ვფიქრობ და მგონი ეგ ფსიქოლოგიურია. აი მაგალითად, არც მე მიყვარს ჭამა, იშვიათად მშივდება...

თვალებდაბერილმა შემომხედა და ალბათ გაიფიქრა « დათვი, ტურა, მგელი არ ვიცი და მემგონი ფსიქიკურად შეშლი გადავიკიდეო»

-შენც გიჟი გგონივარ არა?!_ ჩავილაპარაკე სევდიანმა და ხის ძირში ჩამოვჯექი. _ ვისაც ვიცნობ ყველას გიჟი ვგონივარ, არადა ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ, გრძელი ენით და გრძელი ფეხებით. _ სრული სერიოზულობით ჩავილაპარაკე და ავხედე. _ შენ არ მეტყვი რატომ არ ჭამ?_ მაინც არ მოვეშვი და მუხლებზე ხელები დავიწყე.

-და ვინ გითხრა რომ არ ვჭამ? ზოგჯერ იმდენს ვჭამ, ზღვარს ვერ ვზომავ და გრძელ ენიანი და გრძელფეხიანიც შემომეჭმევა ხოლმე. _ სარკასტულად და ღიმილით ჩაილაპარაკა ბიჭმა და გვერდი დამიმშვენა.

-უფ შენ გაიხარე. ასე რა თორე მე მეგონა, ხევიდან იყავი. _ კისკისით ამოვილაპარაკე და მხარზე ხელი კაი შინაურივით დავცხე. ბიჭმა გაკვირვებულმა გადმომხედა ჯერ მე და მერე მის მხარს. _ ხო მთლად ეგრეც არ გავშინაურებულვართ. _ ჩავილაპარაკე უფრო ჩემთვის ვიდრე მის გასაგონად.

-არ გავიცნოთ ერთმანეთი?_ მკითხა ბიჭმა და ხელი გამომიწოდა.

-მე გიცნობ შენ. _ ღიმილით ჩამოვართვი ხელი და თვალებში ჩავაჩერდი.

-სამაგიეროდ მე არ გიცნობ. _ ჩაილაპარაკა ნიშნის მოგებით. თითქოს მიმახვედრა, სულ ფეხებზე მეკიდეთ გუშინ შენ და შენი გიტარაო.

-რატო ყრუ ხარ?_ ნერვებმოშლილმა ვიკითხე და ხელი გამოვგლიჯე.

-არა უფრო უყურადღებო... ნუ იმ საკითხებში განსაკუთრებით რითაც არ ვინტერესდები. _ მხრები აიჩეჩა და ხეს მიეყრდნო.

-მაშინ ახლა რატომ მითხარი გავიცნოთ ერთმანეთიო?_ ვიკითხე გულუბრყვილოდ და ნახევარი ტანით მისკენ შევტრიალდი. _ მეშაყირები არა?!_ გაგულისებული წამოვხტი ფეხზე და ცინიკურად მომღიმარს ზემოდან ამრეზიით დავაჩერდი. _ შენც კარგი ტუტუცი და უტაქტო ხარ! ხევო შენ!_ ხელები ბარძაყებზე მივირტყი და კურტუმის ქნევით წავედი ჩემი კოტეჯისკენ.

-კარგი, განა რა გეწყინა?_ სიტყვა დამაწია მან. მიუტრიალებლად მივხვდი რომ ფეხზე წამოდგა და ისე მიყურებს. _ მია!_ მომართა სახელით. პირველ კიბეზე გადადგუმლი ფეხი ჰაერშივე მოვატრიალე და მისკენ შევბრუნდი.

-აკი არ გამიგონიაო?_ წარბწეულმა და თვალებოჭუტულმა ვკითხე და მისკენ ორი ნაბიჯი გადავდგი. _ ყველა სიკეთესთან ერთად, თავმოყვარე მატყუარაც ყოფილხარ!

-გმადლობთ. _ ხელი მუცელზე მიიდო და ღიმილით დამიკრა თავი. _ დღეს ყელამდე ვარ თქვენი პატივისცემით. _ სარკაზმს არ იშორებდა. მძიმედ ამოვისუნთქე და ხელები დაბლა ჩამოვყარე. _ კარგი... _ ერთ წუთიანი დუმილი დაარღვია მან და მომიახლოვდა. _ კინკლაობა, კამათი, ჩხუბი, ნრვების მოშლა და ზოგადას ეს ყველაფერი ძალიან მიყვარს, მაგრამ იქნებ ახლა ერთმანეთი კორექტულად გაგვეცნო... აი მაგალითად ასე - გამარჯობა, მე გიგიშა გოგორელიანი ვარ! _ თვალი ჩამიკრა და ხელი გამომიწოდა.

-მია თოდუა..._ გამოწვდილ ხელზე ხელი მივადე და წელში გაჯგიმულმა ავხედე, ბევრად მაღალს. _ მაგრამ მაინც თავმოყვარე მატყუარა და ხევი ხარ!_ სწრაფად მოვაშორე მის ხელს ჩემი თითები და ხვნეშით ავედი კიბეებზე...

საერთოდ ძილს არაფერი არ მირჩევნია, მაგრამ მთელი ღამე ჭოტივით თვალი ვერ მოვხუჭე. გიგიშაზე დიდიხნით არ მიფიქრია. უბრალოდ ერთხელ თუ გამიტყდა ძილი მერე მთელი ღამე თეთრად მაქვს გათენებული. ოთახში შესვლისთანავე მოვიძიე ჩემი პიჟამოები და გოგონების შუაში გოჭივით ჩავგორდი. ეკატერინე ზმულით შეირხა და გვერდი იცვალა. საჯდომი ჩემს მხარეს გამოწია და ნანკას მუცელზე მთლიანად ამაკრა, მერე იმან რომ იგრძნო ჩემი შეხება, ხელ-ფეხი კარგი ძმაკაცივით შემომხვია და საერთოდ დამაბა. აბა როგორია ასეთ სიტუაციაში, წყნარად დაიძინო და არაფერზე არ იფიქრო. მითუმეტეს როდესაც, ამხელა მაგალითი გაქვს წინ. ზოგადად იუმორისტ ბიჭებს ძალიან დიდი პატივს ვცემ, მიყვარს ადამიანს იუმორის გრძნობა რომ აქვს, და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბიჭს... მაგრამ ამ გიგიშას მაინც ვერ ვიტან! ტყუილს ვერ ვიტან ყველაზე მეტად და მერე მის ავტორს. მართალია დიდი ხნით არ მოვუტყუებივარ და არც ისეთი ტყუილი უთქვამს, რომ ამით მე დამშავებოდა რამე, მაგრამ ვთვლი რომ იმ შემთხვევაში, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და იმიტომაც ავუშვი ოფეფები. არადა ღიმილშიც კი ეტყობა რომ საოცრად თბილი და მოსიყვარულე ადამიანია, ხევი ხასიათის მიუხედავად. თან მართლა დათვს კი არ გავს, აშკარად ნავარჯიშები სხეული აქვს, მოვლილი კუნთებით. ჭერს თვალებგაშტერებულმა ავხედე და პირით ამოვისუნთქე. ერთი შეხედვით, ბიჭი ხშირად მომწონებია, მაგრამ ზოგჯერ ისეთი რამ გაუკეთებია, რომელ მოწონებაზეა საუბარი. ახლა რომ მკითხოთ მათ სახელებსაც ვერ ჩამოგითვლით ასოების მიხედვით. ამ გოგორელიანმა კი ცოტა სხვა შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე და თითქოს გამიზნულად. ხომ არსებობენ ადამიანები რომელბიც გაცნობის სხვადასხვა ხერხებს იყენებენ, თავი რომ უკეთ დაამახსოვროს მოსაუბრეს. ჩემი აზრით ამ ბიჭმაც ეს ხერხი გამოიყენა, თავმოყვარე ტყუილის სახლით. თავმოყვარე რატომ და იმიტომ რომ, თავმოყვარეობის ამბავში არ გამიმხილა რომ ჩემი სახელი იცოდა, ან უბრალოდ სხვა მიზანი ქონდა.

-აუ მომასვენეთ რა. _ ბურტყუნით ჩაილაპარაკა მეორე საწოლიდან შუაში გაკვეხებულმა თინამ და ხელები განზე გაშალა ბავშვები რომ მიეწ-მოეწეია. ფხუკუნით ავწიე თავი და შევეცადე უკეთ დამენახა, საცვლებში გამოწყობილი, სულ მთლად აწითლებული თინა.

-შენც ნუ ფართხალებ რა. _ მისაყვედურა ნანიკამ და ორივე ხელი მუცელზე ისე მომხია რომ მის სხეულს უფრო ამაწება.

-ძალიან ცივა და გათბობ თუ რას მიმიწებე ზედ?_ ვკითხე ღრენით და ეკატერინესკენ მივჩოჩდი.


ვერც მეორე დილით შევძელი, მზის ამოსვლისთვის მედევნებინა თვალი. ამიტომ მშვიდად ძილი განვაგრძე. ალბათ დღის თორმეტი საათი იქნებოდა, ხმაურმა რომ გამომაფხიზლა. თვალების სრესვით წამოვჯექი საწოლზე და ოთახი მოვათვალიერე. ჩემთან ერთად მარტო თინას ეძინა და ისიც ისეთ, მკვდარს ჭურვი რომ ჩამოუგდო ყურებთან, მეტი არ არის ჩემი მტერი რამე გაიგოს. ფორთხვით წამოვდექი ფეხზე და იქვე მიყრილ, ნანკას ჩუსტებში გავუყარე შიშველი ფეხები. ნაბიჯების გადადგმა არის ჩემი ყველაზე დიდი წვალება, ამიტომ სულ ფეხების ხახუნით დავდივარ და ვასრიალებ ამ ჩუსტებს. კარები გამოვაღე და ეზოში მიმოფანტულ, ბავშვებს გავხედე. ვერცერთში ვერ ამოვიცანი, ვერც ეკატერინე და ვერც ნანკა. სამაგიეროდ, მეზობლების ბავშვებს მოვკარი თვალი და ღიმილით დავუქნიე ხელი პატარებს. ერთ-ერთმა მათგანმა გაკვირვებული თვალებით შემომხედა და ქვეშიდან ამომხედა. ბავშვის გაკვირვებული მზერა რომ დავაფიქსირე მერე მივხვდი რა მდგომარეობაშიც ვიდექი კარებთან და სასწარაფოდ მივხურე. კედელზე მიმაგრებულ სარკესთან მივარდი. ფილმბებში, დენი რომ დაარტყავთ და პირველი, რეაგირება თმებზე რომ ხდება ხოლმე, თუ გაქვთ ნანახი, მიხვდებით რა მდგოამრეობაშიც ვიყავი ახლა მე. პარალელურად თვალები და ცხვირი ჯადოქარივით დასიებული და უპროპორციო. თმები ხელისგულებით დავიწიე ოდნავ დაბლა და ჩემს ტანსაცმელს დავწვდი. თმისამაგრები ჩემი სისუსტეა, ძირითადად სულ გაშლილი თმით დავდივარ და არ ვხმარობ, ამიტომ მიწევს ან ეკატერინეს მოვპარო ან ნანკას. ეკატერინეს კოსმეტიკის ჩანთაში ჩავძვერი და ცალკე წვრილმანი ნივთების განყოფილებიდან შავი თმის რეზინა ამოვაძვრინე. თმები მაღლა ავიწიე და უბრალოდ შევიკარი.

-გათენდა?_ სიცილით შემოვიდა ოთახში ეკატერინე და გაზიანი სასმლის ბოთლი შემოიტანა.

-აუ რა არის?_ დახარბებულივით ვიკითხე და გამწრალი ტუჩები ენის წვერით გავილოკე.

-ბორჯომის ბოთლში ჩამოსხმული, წყაროს წყალი. _ განმიმარტა დაქალმა და ჭიქაში ჩამოისხა.

-კარგი გავალ მე ხელ პირს დავიბან. _ ამოვიბუზღუნე და კარები გამოვაღე.


ორი საცოდავი საპირფარეშო და აბანო გვაქვს. ჯერ მარტო რიგში გიწევს მთელი დილა დგომა, მერე სანამ შეხვალ და შენს ნივთებს შეიტან კიდევ ვიღაცა დაგასწრებს უნამუსოთ და ასე. მაგრამ დღეს გამიმართლა და თავისუფალი დამხვდა. სწრაფად შევძვერი შიგნით და ცივი წყლით პირ-სახე მოვიბანე. ყველა საჭირო დილის პროცედურა რომ ჩავუტარე ჩემს თავს, სახესაც მივხედე და გარეთ გამოვედი. გოგონები გრძელ მაგიდაზე სუფრას შლიდნენ და თან ბიჭების ხუმრობებზე იცინოდნენ.

-დილამშვიდობისა. _ ღიმილით და ხელის აწევით მივესალმე ყველას და შორიდან გავხედე ისევ იმ ტყეს.

-გამარჯობა. _ პატარა კაფანდრა გოგონას ხმამ გამომარკვა ფიქრებიდან. სწრაფად დავხარე თავი დაბლა და ქერა ლამაზ გოგოს მივაჩერდი.

-გამარჯობა. _ მუხლები მოვხარე და სიმაღლით გავუთანაბრდი.

-დემე არ დაგინახავს?_ მკითხა მოწყენილმა და გარემო მოათვალიერა.

-დემე რომელია, მე რომ არ ვიცი?!_ ვკითხე სიცილით.

-აი შავგვრემანი ბიჭი რომ არის, სულ რომ ჩემთან ერთად არის._ თავისი ჭკუით ამიხსნა პატარამ და ხელები განზე გაშალა.

-მემგონი გამახსენდა ვიზეც მეუბნები, მაგრამ წეღანდელის მერე არ დამინახავს. მაშინ კიდევ შენთან ერთად იყო. _ ლოყაზე ოდნავ მოვუჭირე ორი თითი გულდაწყვეტილს.

-მარო აქ ვარ. _ სირბილით გამოიქცა ჩვენსკენ პატარა ბიჭი, ხელების უმისამართო ქნევით.

-დემე. _ აღტაცებულმა შესძახა და ჩვენთან მოვარდნილ ბიჭს მაგრად მოეხვია.

-და-ძმა ხართ?_ ვიკითხე ღიმილით და მინდორზე წამოვჯექი.

-არა, შეყვარებულები!_ გამიპრიტესტა პატარა კაცმა და ჯიქურად შემომხედა.

-ოჰო, როგორი მკაცრი გამოხედვა გქონია შენ. _ სიცილით ჩავილაპარაკე და ხელით ვანიშნე გვერდით მომიჯექითმეთქი. _ რამდენი წლისები ხართ?

-მე სამის გავხდი გუშინწილ და ეს ჩემზე თვეებით დიდია. _ ტკბილი ხმით ჩაილაპარაკა ბიჭმა და ისევ ისე შეკრა კოპები.

-შენ მარო, გქვია და შენ დემე ხომ?_ ვკითხე სიცილით.

-არა!_ შემომიღრინა ბიჭმა. _ მე მქვია დემეტრე და ამას მარიამი! _ ამიხსნა რაშიც იყო საქმე.

-ჩვენ ვეძახით ერთმანეთს ეგრე. _ ლოყებაფარკლულმა ჩაილაპარაკა და დემეს მიეხუტა. _ შენ არ გყავს შეყვარებული?_ მკითხა მარიამმა.

-მეეჭვება, ასეთ გიჟს ვინმე გაეკაროს. _ მომესმა უკნიდან ნაცნობი ხმა. გამწარებულმა მივატრიალე თავი და კისერმოღერებულმა ავხედე მომღიმარს.

-მატყუარა ადამიანს, ისევ გიჟი და გადარეული მირჩევნია. _ ჩავილაპარაკე დაბოხებული ხმით. გიგიშა, წინ გადმოვიდა და ჩვენს გვერდით მინდორზე ფეხმორთხმული მოკალათდა.

-ჩემი ნათლია მატყუარა არ არის და ნუ აბრალებ რაღაცებს!_ კვლავ გაბრაზებულმა დამიქაჩა თვალები.

-რა აგრესიული ბავშვია, ნათლიამ დაიმსგავსა ნეტა?_ ვიკითხე ისე რომ გიგიშასთვის თვალი არ მომიშორებია.

-არა. მამამ დაიმსგავსა. _ სიცილით გამომეხმაურა ქალის ხმა. _ მე დემეტრეს დედა ვარ. _ თბილი ღიმილით დამიკრა თავი და პატარა გოგო გულზე მიიკრა.

-ბოდიშით, არ მინდოდა ცუდად გამომსვლოდა. _ დაბნეულმა ამოვილუღლუღე და ირონიულად მოხითხითე გიგიშას ფეხი მივკარი მოკეტემეთქი.

-რას ამბობ, პირიქით მიხარია ვიღაცამ მაინც რომ აღნიშნა და მიახვედრა რომ ასეთი მიმიკები და ქცევები ცუდი საქცელია. _ თითი დაუქნია თავჩაღუნულ შვილს და თვალი ეშმაკურად ჩამიკრა. _ წამოვიდით თორემ წავლენ და აღარსად არ წაგიყვანენ. _ გააფრთხილა ბავშვები და გატრიალდა. _ ხო მართლა მე ნატა მქვია, შენ მემგონი მია ხო?_ თავი დავუქნიე და ისევ გიგიშას გადავხედე ტუჩაბზუებულმა. _ სასიამოვნოა.

-ჩემთვისაც. _ მოკრძალებული ხმის ტემბრით დავასრულე მასთან საუბარი და ბავშვებს ხელი დავუქნიე.

-რაო რას ამბობდი წეღან? ასეთი ხასიათი ნათლიამ დაგანათლაო? რა ცუდი წარმოდგენა გქონია ჩემზე._ ჩაიფრუტუნა კუშთად და ხელები თავქვეშ ამოიდო ბალიშივით.

-შენიანები სადღაც მიდიან, წადი არ გინდა?_ ვკითხე მობეზრებულმა და ხელები მუხლებზე დავიწყვე.

-არა! თუ გონდა მე და შენ წავიდეთ სადმე, მოყუჩებულში და სოფელს დაგათვალიერებინებ. _ ჩაილაპარაკა შესხვანაირებული ხმით და ჩემსკენ მოჩოჩდა.

-სოფელი ოთხი დღეა დავათვალიერე უკვე!_ ისე ვუპასუხე მის მამაკაცურ გამოხტომას, მისი სიტყვებისთვის ვითომც ყურადღება არ მიმიქცევია.

-მერე შენ არ გაგიგონია, გამეორება ცოდნის დედააო?

-განათლებას რომ უსვამ ხაზს ეგ უკვე კარგია, მაგრამ მაინც თავმოყვარე მატყუარა და ხევი ხარ ჩემს თვალში, რამდენიც არ უნდა იფართხალო. _ ფეხზე წამოვხტი და მაგიდისკენ წავედი.

-ასე გადაჭრითაც ნუ იტყვი, რა იცი იქნებ ისე გაგიჟდე, ეს სიგიჟე მონაგონიც კი იყოს. _ მომაძახა და ასანთის ღერი გაიჩხირა კბილებში. _ თან გარეგნობას ვერ დამიწუნებ, ენაც კარგი მაქვს... ტუჩებზე ხმას აღარ ვიღებ! _ სიცილით საუბარს არ წყვეტდა ის.


უსიტყვოდ გავეცალე იმ ტერიოტორიას და გოგონებთან მივედი. ეკატერინე და ნანკა ისე იყვნენ ცხლე-ცხელი თემების განხილვით გართულები არც კი შევუმჩნევივარ. ნაწილობრივ გამიხარდა, სხვა შემთხვევაში გიგიშაზე საუბარში გამათენებინებდნენ კიდევ ერთ ღამეს და მე ჯერ ისედაც უძილოს კიდევ ეგ მინდა? არა, როგორ მითხრა ტუჩებზე აღარაფერს არ ვამბობო, გარეგნობასაც იქებს. ზედმეტად დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე და ეს ძალიან კარგია, ზუსტად ასეთ ტაკიმასხარა ბიჭს უნდა ვასწავლო ჭკუა, თუ აქეთ არ მასწავლა რათქმაუნდა. რაც მართალია მართალია, ტუჩები მართლაც რომ მადისაღმძვრელი აქვს. ნანკამ იქ მისული რომ დამიგულა, ოდნავ ჩაიჩოჩა და ხელი სკამზე აათამაშა, დაჯექიო.

-რაო იმ კოლბოიმ რა მინდაო?_ ეჭვის თვალით მკითხა დაქალმა და ქვედა ტუჩზე კბილები დაისვა.

-რომ იცოდეთ, როგორი თავქარიანია გადაირევით. _ ვცადე საუბარი ცოტა სხვა კუთით წარმემართა.

-მერედა შენ არ იძახდი, თავქარიან ბიჭებზე ვგიჟდებიო?_ ფხუკუნით ჩაილაპარაკა ნანკამ და ეკატერინეს მხარი გაკრა.

-მორჩით ახლა და საღამოს მოგიყვებით დაწვრილებით. _ შევუღრინე და თამადა თაზოს გადავხედე.

-მოდი ამ ჭიქით, ჩვენს ხვალინდელ გასავლელ გზას გაუმარჯოს.

სიცილით ჩაილაპარაკა და შემახსენა რომ ხვალ მეშვიდე და ბოლო დღეა აქ ნებივრობის. გოგონებს სევდიანი მზერით გადავხედე და მერე უკან გავიხედე, სადაც გიგიშა მეგულებოდა, მაგრამ არ დამხვდა. კიდევ ბევრი რამ ითქვა ხვალინდელ მარშუტზე, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია. ძალიან არ მინდოდა ასე მალე აქაურობის დატოვება, თან ისე მივეჩვიე ყოველ დილით აბანოსთან რგიში დგომას რომ ჩემს კომფორტულ ვანაში შეხედვაც კი დამეზარება. ნორმალურად ლუკმა არ გადამსვლია პირში, ჯერ ისე რას ვიკიკნები ხოლმე და ახლა საერთოდ გული არაფერზე არ მიმივიდა. სულ იმაზე ვფიქრობდი ბარგი რომ მაქვს ჩასალაგებელი. ვინც ჩემს მდგომარეობაში ერთხელ მაინც ყოფილხართ მიხვდებით როგორ არ მინდა აქაურობის დატოვება. ჩემს მდგომარეობაში, რას ვგულისხმობ და ბიჭის მიმართ აღმოჩენილ, სიმპათიებს და ანტისიმპათიებს. ეს ორივე იმდენად არის ერთმანეთში მჭიდროდ შეკრული განსხვავება და განცალკევება მიჭირს. სუფრა რომ ავალაგეთ და ყველა ჩვენთვის გავნაწილდით მობუზულმა გავუმხილე ჩემი გულისნადები გოგონებს და თმის ბოლოების თითზე დახვევა დავწიყე. ასე ვიცი როდესაც რაღაცაზე ვღელავ.

-არა, ისე როგორ წავიდე რომ იმ დამპალს სიხლი არ გავუშრო?_ ერთად შეერთებული სამი თითი წინ გამოვწიე და აღშფოთებულმა ჩავილაპარაკე.

-მერე და ჩვენც არ წავიდეთ. _ სიცილით აიჩეჩა მხრები ნანკამ.

-რას ნიშნავს არ წავიდეთ? _ დაიბნა ეკატერინე და შარვალი მაღლა აიქაჩა. _ ქამარი თბილისში დამრჩა და ყველა შარვალი მძვრება. _ გაგვიმხილა საიდუმლო.

-ვუთხრათ ლექტორს რომ ჩვენი ხარჯებით დავრჩებით კიდევ რამოდენიმე დღე. _გეგმა გაგვიშალა ნანკამ.

-მემგონი მართლა არ არის ცუდი იდეა, თან შანსი გეძლევა სისხლი გაუშრო, იმ... მოიცა რა თქვი რა ქვიაო?_ დაბნეულმა მკითხა და ჰაერში აღმართული საჩვენებლი თითი მოხარა.

-თავმოყვარე მატყუარა, ხეპრე და კიდევ ათასი რამ, რაც კი გამახსენდება. _ თავაწეულმა ჩავილაპარაკე და კოტეჯიდან ახალგამოსულს მივაჩერდი. _ არადა როგორი სიმპათიურია. _ ტუჩი მოვიკვნიტე და სახე დავმანჭე.

-მე ნამდვილი სახელი გკითხე. _ ფიქრებიდან გამომარკვია ეატერინემ.

ნახევარი დღე ლექტორს ვეძებდით ახალი ამბავი რომ შეგვეტყობინებინა. ბოლოს როგორც იქნა, თაზომ გვიპოვა და მასთან მიგვიყვანა. თავიდან ძალიან წინააღმდეგი იყო, ჩვენი აქ დარჩენის, მაგრამ მერე ბევრი ხვეწნის და მუდარის შემდეგ დაგვთანხმდა. პირობად კი ის ჩამოგვართვა რომ ყოველი დღის ბოლოს აუცილებლად დავურეკავდით სათითაოდ სამივე და ჩვენს ხმას გავაგონებდით. სულ მიკვირდა ამ ქალს ასეთი ყურადღება სტუდენტების მიმართ, ზოგჯერ ისეთი თბილი და მოსიყვარულეა დაჯერება მიჭირს რომ ლექტორია. ამ ექსკურსიაზეც, გასვლითი ვიზიტები რომ გვქონდა სოფლებში ძალიან დაგვეხმარა ყველას. დეტალურად გვიხსნიდა თითოეული ადგილმდებარეობის ისტორიას. საღამოს გოგონებთან ერთად ჩვენი კოტეჯის კიბეებზე მოვკალათი და ნაცნობ სახლებს გადავხედე. შუქები როგორც ყოველთვის ანთია და შიგნით სილუეტები მოძრაობს. რამოდენიმეჯერ ისე გამექცა სახლისკენ თვალი გოგონებმა შენიშვნაც კი მომცეს, ასეც არ შეიძლებაო.

-სულ ტყუილად დაიწელე თვალები მაგ სახლის ფანჯრების ყურებით, შენი კოლბოი აიგერ ზის. _ თავი წინ გაწია ნანკამ და მიმანიშნა გიგიშა საითაც იჯდა. თავის ძმაკაცებთან ერთად ტყის პირას იჯდა და რაღაცაზე გულიანად იცინოდა. მერე მათი ხმები უკვე, ძალიან მკაფიოდ მესმოდა, აშკარად მოუმატეს ხმას.

-უტა, შეგიძლია შენთან დემეტრე გაიყვანო, ანაბელს დავაძინებ და მერე შემოუშვი.

ნატას ხმა ვიცანი და თავი იქითკენ მივატრიალე. ძმაკაცებს მაღალი მხარბეჭიანი მამაკაცი გამოეყო და ქალისკენ წავიდა. დემეტრე უკვე ქურთუკს იცვამდა და კიბეებზე ჩამორბოდა. მამასკენ გაიქცა და ხელში ამიყვანეო მოსთხოვა. როგორც ნატასგან გავიგე, უტამ, ბავშვი კისერზე მოისვა და ბიჭებისკენ წაიყვანა. თვალი მათ გავაყოლე და იქვე დავიჭირე გიგიშას მზერა. ლოყებაფარკლულმა გავიხედე გვერდით და შტვენა დავიწყე. ეკატერინეს და ნანკას ჩაფხუკუნება არ გამომპარვია, მაგრამ არაფერი არ მითქვამს, ეს უფრო გამფაქტავდა.

-იცოდეთ ხმა ჩაიწყვიტეთ თორემ რამეს რომ მიხვდეს ორივეს გაგწეწავთ. _ ტუჩმოღრეცილმა გადავულაპარაკე გოგონებს და ჩავიღიმე.

-რას უნდა მიხვდეს?_ ეშმაკური ღიმილით მკითხა ნანკამ და ეკატერინეს მხარი გაკრა, როგორც იცის ხოლმე.

-რას და, ჩვენი თოდუა რომ გადაირია მისი აღნაგობით.

-თოდუა კი არა, რომ არ ვიცოდე ვისთან მექნება მერე საქმე არც მე ვიტყოდი მაგ ბიჭზე უარს. _ გადაიკისკისა ეკატერინემ და მუხლზე ხელი დამკრა. _ ხო კარგი რა იყო, რომ არ ვიცოდე მეთქი. _ გამოასწორა ნათქვამი და ხელები ფხუკუნით მაღლა აწია.

-მოდის. _ მოულოდენლად ჩაილაპარაკა ნანკამ და ეკატერინეზე განკუთვნილი საჩქმეტი თითები ჰაერში გამიშეშდა. ფეხის ხმა რომ მოგვიახლოვდა ნერწყვი მძიმედ გადავაგორე და მოსულს გავხედე.

-გამარჯობა გოგონებო. _ მეგობრულად მიესალმა ნაცნობ სახეებს და მე გადმომხედა._ არ გინდა გავისეირნოთ?_ მომიბრუნდა მე. _ თუ შენი მეგობრები წინააღმდეგნი არ იქნებიან, რათქმაუნდა. _ უცებ დაეკითხა ნანკას და ეკატერინეს.

-არა რას ამბობ, პირიქით ჩვენ გვეძინება და წეღან იძახდა სეირნობა მინდაო. _ფეხზე წამოდგა ნანკა და მხარზე თითები ნელა მომიჭირა. _ დროებით. _ დაემშვიდობა ბიჭს და ოთახში შევიდა.

გაოცებულმა გავაყოლე მეგობრებს თვალი და ბოლოს ეკატერინეს მზერა დავიჭირე, რომელიც თვალს მიკრავდა და ენას მიყოფდა. გიგიშას ჩახველების ხმამ მომიყვანა გონს და მას გავხედე დაბნეულმა ღიმილით.

-ნეტა მეც მყავდეს ასეთი, ჭკვიანი ძმაკაცები. ისენი კი ვერ ხვდებიან, გოგოსთან მარტო დარჩენა რომ მინდა ხოლმე. აი შენი დაქალები კი უსიტყვოდ მიგვიხვდნენ._ უცებ გაშიფრა ნანკა და ეკატერინე და გვერდით მომიჯდა. _ რას იზამ წამოხვალ, თუ კიდევ ვიკინკლაოთ?_ შიშველ მკლავზე თავისი მხარი ამისვა. ისე დამაჟრიალა ელექტროდენის დროს მიღებული ტრამვა მონაგონია. დენდარტყმულივით გავჩოჩდი კუთხისკენ და ალმაცერად მივაჩერდი მომღიმარ მამაკაცს.

-აქ სად უნდა გავისეირნოთ?_ ჩავეძიე და გარემო მოვათვალიერე. წამით მის მეგობრებს დავასე მზერა და მერე ისევ გიგიშას მივუტრიალდი.

-მაგალითად ტყეში. თან შენ ხომ გიყვართ, ღამით ტყეში ბოდიალი?_ მკითხე ლოყაჩაჩხვლეტილმა და ფეხზე წამოდგა. უსიტყვოდ მივბაძე მეც მას და გვერდით ამოვუდექი. ბიჭებისკენ გაიხედა ხელი დაუქნია და ისევ მე მომიბრუნდა.

-მართლა ტყეში უნდა გავისეირნოთ?_ ვიკითხე დამფრთხალმა და მაისურის ბოლოები ჩამოვიქაჩე.

-ნუ გეშინია თუ რამეა სირბილი ვიცი და გავიქცევით. _ ცხვირზე თითი დამკრა და ნაბიჯი გადადგა. _ გავიგე ხვალ მიდიხართ. _ დაიწყო მან.

-აღარ. მე და ჩემი მეგობრები ვრჩებით. _ დარბილებული ხმით ჩავიჩურჩულე და მიწას დავაჩერდი.

-რა საინტერესოა რა მიზეზით, შეიძლება აქ ახალგაზრდა გოგო დარჩეს?!_ იდუმალი ხმით ჩაილაპარაკა და მხრები აიჩეჩა, თითქოს თავის თავს ესაუბრებოდაო.

-მიზეზის ძებნა რა საჭიროა, უბრალოდ არ გვინდა ქალაქში დაბრუნება და ცოტახნით მთაში გადავწყვიტეთ დარჩენა. _ დაბნეულმა ამოვილუღლუღე, ვაიდა მიმიხვდეს მერე სად მივდივარ მეთქი.

-თან თუ მთაში, ასეთ ყმაწვილს გაიცნობ მითუმეტეს. _ სიცილით ჩაილაპარაკა მან და გადმომხედა. _ კარგი ვხუმრობ. მინდა რომ ცოტა გამიშინაურდე, თორემ ძალიან შებოჭილი ხარ და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩემი გეშინია. _ უცებ დაუსერიოზულდა მასაც სახე.

-შენი რატომ უნდა მეშინოდეს, მართლა დათვი ხომ არ ხარ?_ ავკისკისდი მე. გიგიშამ სიცილით გადმომხედა და თავი გამიქნია. უხმოდ გავხედე ჩვენს წინ სივრცეს და მძიმედ ამოვისუნთქე.

საერთოდ მსგავს სიტუაციებში, ძალიან ვიბნევი. ერთი შეხედვით, უშიშარი და ცოტა ცეტი გოგოს შთაბეჭდილებას ვტოვებ, მაგრამ როდესაც საქმე ბიჭს ეხება ვსერიოზულდები და მომავალ ნაბიჯზე ვიწყებ ფიქრს. არადა არ მიყვარს ცხოვრების დაგეგმვა და მითუმეტეს პირადი ურთიერთობების, მაგრამ ვერ გადავეჩვიე ნაბიჯების გაზომვას. სიცილის დროს პირის ნორმალურად გაღებას და ზოგადად ასეთ წვრილმანებზე ნერვიულობას. კიდევ მაქვს უცნაური ჩვევა, ბიჭთან ერთად ვერასდროს ვერ შევჭამ ვერაფერს. სულ იმის შიშში ვარ რამე არასწორად არ ავიღო და პირისკენ წავიღო, ამას ისევ მირჩევნია სახლში მისულმა ამოვინაზღაურო მთელი დღის შიმშილი. თან მე ისეთი ხიფათიანი ვარ რაღაცას აუცილებლად დავიზიანებ მასთან ყოფნის დროს. ფიქრებით ისე შორს წავედი სულ გადამავიწყდა ახლაც რომ ბიჭის გვერდით ვდგავარ და ისიც გადამავიწყდა როგორ გზაზე მივაბიჯებდით. ამიტომ ჩემი უყურადღებობის გამო, ბილიკზე ამოსულ პატარა ფესვს წამოვკარი ფეხი და ისე სწრაფად გავადინე ზღართანი მიწაზე, გიგიშამ მოქმედებაც კი ვერ მოასწრო. დაფეთებული მომვარდა სახედამანჭულს და ცოტა ფერგადასულმა მკითხა მდგომარეობა.
«ნეტა მოვკვდე!» დარცხვენილს აღმომხდა და ჩემს გადაღვლეპილ მუხლს დავხედე. საშინლად მომინდა მარტო ყოფნა და დაღლამდე ბღავილი. სულ ასეთ სიტუაციებში როგორო უნდა ვარდებოდე და როგორ უნდა ვნატრობდე მერე ტირილს. არადა ახლა დარწმუნებული ვარ გიგიშას სიცილი ძალიან უნდა და ცოტა წარმოდგენა ჩემზეც შეეცვალა. «წაქცევით შეიძლება ნებისმიერი წაიქცეს, ნუ ხარ პანიკიორშა.» დამიბღვირა ალტერეგომ და სახის გასწორებისკენ მომიწოდა. გოგორელიანმა ხელი გამომიწო და ადგომაში მომეხმარა. დამიტირეთ მე! ვერ ვდგები ისე ვარ მიწაზე გართხმული, ამაზე თავი ვეღარ გავაკონტროლე და სლუკუნი ამიტყდა, პარალელურად გადაღვლეპილ მუხლს ვუყურებ და გიგიშას ფეხსაცმელებს. ისეთი ნერვული სისტემა მაქვს, აფეთქება წამებში ხდება ჩემთან. ტკივილისგან დაჭმუხნული მუხლი ძლივს დავდე მიწაზე და საღი ფეხი იმ ფესვს მივკარი რომელმაც ამ დღეში ჩამაგდო. გიგიშა გვერდით მომიჯდა და მუხლზე ფრთხილად გადამისვა ხელი.

-რას აკეთებ, მტკივა!_ ამოვისლუკუნე და ტუჩებზე ხელის ზურგი გავისვი.

-ცოტას გაგისუფთავებ და მერე ჩემებთან მიგიყვან. _ მშვიდი ხმით ჩაილაპარაკა და მუხლიდან მიწის პატარა ბურთულა გადააგდო.

-შენებთან რა მინდა?_ ვიკითხე გაოცებულმა და ფეხი ოდნავ გვერძე გავწიე.

-დამშვიდდი, არ გიტაცებ!_ ჩემი გამხიარულება ცადა და ჩაიცინა. _ ჩემი მეგობარი ექიმია და ჭრილობას დაგიმუშავებს. _ თვალი ჩამიკრა და ჩემსკენ გადმოიწია.

-რას აკეთებ?

ვკითხე როგორ კი მუხლებს ქვეშ შემიცურა ცალი ხელი, ცალი კი წელზე მომხვია და ჰაერში ისე მარტივად ამიტაცა, დამარწმუნა რომ მარიკა დეიდა მართალია და ჰაერივით ვარ. უხერხულობისგან სად გავმძვრალიყავი არ ვიცოდი, ან რომელ გაძრომაზეა საუბარი, ისეთი ძალით ვყავარ აკრულია მკერდზე გეგონება სადმე გაქცევის თავი მაქვს. ფრთხილად ავწიე ხელები მაღლა და კისერზე მოვხვიე, ესეც იმიტომ რომ მართლა ძირს არ გამედინა ზღართანი და მის მკლავებში დავმაგრებულიყავი. ჩემმა ქმედებამ აშკარად არ დატოვა გულგრილი და ეშმაკურად ჩაიცინა. ახლა უფრო მომინდა ამ ბიჭისთვის, თავ-ყბა გამეერთიანებინა. ჯერ კიდევ მაშინ მომიარა ამ სურვილმა, ჩემს გამო ხომ არ რჩებიო რომ შემომაპარა. განა შეიძლება ადამიანს ასე ძალიან ემჩნეოდეს აქ დარჩენის მიზეზი, და მითუმეტეს ჩემნაირ მსახიობ ადამიანს. კისერზე მოკალათებული ხელები ერთმენთში გადავხლართე და თავი მის მხარს მივადე.

-არ დაიძინო, მოვიდეთი. _ ღიმილით გამაფრთხილა და ხელებში ოდნვა შემათამაშა.

-სირცხვილია, ამ შუაღამისას შენებთან. _ ამოვიკრუსუნე და ჩემს დაზიანებულ ფეხს დავხედე.

-ხშირად გიწევს ასეთი სიტუაციებიდან თავის დაძვრენა?_ მკითხა ინტერესით და მძიმედ ამოისუნთქა. როგორც ჩანს ჩემმა წონამ მაინც იმოქმედა მის მკლავებზე.

-რას გულისხმობ?_ დაბნეულმა ვიკითხე და ისე გავტოკდი გეგონება დივანზე ვიწექი.

-მსგავსი ხათაბალებიდან გამოძრომა, ხშირად გიწევსმეთქი?_ ღიმილით გადმომხედა და ტუჩის მარჯვენა კუთხე ისევ ჩატეხა.

-არა, მაგრამ როცა უყურადღებოდ ვარ თითქმის სულ. _ ჩემს თავს დავცინე და ავკისკისდი. _ შენ ხშირად გიწევს ასეთი სიტუაციების განმუხტვა? _ ახლა მე დავსვი კითხვა და პასუხს სულგანაბული დაველოდე.

-ანუ?_ მკითხა ეჭვის თვალით.

-ანუ, ხშირად გიწევს დაზარალებული გოგონების ხელით ტარება?_ ცოტა ეჭვიანი ქალივით კი გამომივიდა, მაგრამ კითხვა ასეთ ფორმას მოითხოვდა.

-იშვიათად, როდესაც უყურადღებოდ არიან. _ ჩაიცინა მან და თავისი კოტეჯის კარებზე მიაკაკუნა.

კარები ჩემთვის ნაცნობმა ქალმა გააღო, თუმცა მისი სახელი არ ვიცი. ჩვენი დანახვისას ჯერ გაკვირვებულმა ამათვალიერა მერე ჩემს მუხლს რომ გადააწყდა, შეშფოთებულმა დაიხია უკან და გიგიშა ოთახში შეატარა. მთელი სამეგობრო იქ ისხდა და შუაში მოკალათებულ პატარებს უყურებდნენ. ჩვენ ორნის ერთად დანახვისას და თანაც ასეთ სიტუაციაში, სახეები ეცვალათ.

-ხომ მშვიდობაა?_ ჩვენს უკან მდგომმა ქალმა იკითხა და ჩვენსკენ წამოვდა.

-წაიქცა და მუხლი დაიზიანა. _ გამოაცხადა და მეგობრებს თავით მოუწოდა დივანი გაანთავისუფლეთო.

-სერიოზულია რამე?_ იკითხა კუთხეში მჯდომმა კაცმა და გადმოგვხედა.

-ბელა სად არის?_ მოიკითხა სავარაუდოდ ჩემი მომავალი ექიმი და ოთახი მოათვალიერა.

-გიორგი აიყვანა დასაძინებლად. ახლავე დავუძახებ. _ ჩაილაპარაკა ისევ იმ ქალმა და კიბეებისკენ წავიდა.

ცოტახანში თითქმის ყველა გაიხვეტა ოთახიდან და მარტო მე და ბელა დაგვტოვეს. გიგიშა ხანდახან შემოყოფდა ხოლმე თავს და დაგვხედავდა. ბელა თვალების ბრიალით აგდებდა გარეთ და მერე მე სიცილით მიყვებოდა მის რამოდენიმე მსგავს ისტორიას.

-სერიოზული არაფერია დამშვიდდი, ნუ გაქვს ასეთი დამფრთხალი სახე. _ სიცილით დამისვა ხელი ბელამ თითებზე და გადახვეულ მუხლს დახედა. _ რამოდენიმე დღე სიარული გაგიჭირდება, მერე ირბენ. _ ოთახში შემოსულ გიგიშას გახედა და დასვრილი ბამბები ერთ ჯამში ჩაყარა. _ ცოტახანი იწექი არ ადგე. _ როგორც კი წამოდგომა დავაპირე დამაკავა და ფეხზე წამოდგა. _მიხედე არ ადგეს და მერე ჩვენც მოვალთ.

თვალი ჩაუკრა მომღიმარ მეგობარს და ოთახიდან გავიდა. დარცხვენილმა გადავატრიალე თავი მეორე მხარეს და დივნის საზურგეს მივაშტერდი. ნელი ნაბიჯებით მომიახლოვდა და ჩემს გვერდით მდგარ სავარძელში მოთავსდა. თითები ერთმანეთში გადახლართა და გადაჯვარედინებულ მუხლებზე დაიწყო.

-კიდევ დიდხანს უნდა უყურო მაგას?_ მკითხა სიცილნარევი ხმით და ჩაახველა.

-ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო, შენც და შენს მეგობრებსაც._ ჩავილაპარაკე ხმადაბლა და კარებს გავხედე.

-ეგ არაფერი, იმედია მომავალში მე მომიწევს მადლობის გადახდა. _ ჩაილაპარაკა თავისთვის და ჭერს ახედა.

-რა თქვი?_ ვითომ ვერ გავიგე და ჩავეძიე. არადა მართლა ვერ გავიგე რა იგულისხმა. სწრაფად ჩამოწია თავი დაბლა და მე გამომხედა.

-ისეთი არაფერი. ფეხი კიდევ გტკივა?_ სხვა თემაზე გადაიტანა საუბერი და ხელი ფეხისკენ გამოიშვირა.

-ცოტა მეწვის, მაგრამ მალამო ნელ-ნელა მიყუჩებს. _ თავი ღიმილით დავუკარი. _ იქნებ ჩემს კოტეჯამდე გადასვლაში მომეხმარო?! _ შევევედრე და თავი წამოვწიე.

-ბელამ ცოტახანი იწვესო!_ შემახსენა ჩემი ექიმის დანაბარები.

-ხო, მაგრამ ძალიან შეგაწუხეთ. თან უკვე გვიანია და ჩემებიც ინერვიულებენ. _ ამოვიფრუტუნე და შუბლზე ხელი მივიდე. _ თავიც ამტკივდა. _ ორი თითით საფეთქლები დავიზილე და თვალები მაგრად მოვხუჭე.

-აი ხომ ხედავ, ჯერ შენი ადგომა არ შეიძლება. ცოტახანი მოითმინე, და რაც შეეხება ჩვენს შეწუხებას, მეორედ არ გაიმეორო თორემ ვიფიქრებ რომ მართლა არ მიცნობ კარგად._ სიცილით ჩაილაპარაკა და თითი ჰაერში დაატრიალა.

-როგორ გრძნობ თავს?_ ოთახში ის მამაკაცი შემოვიდა, ერთი საათის წინ ნატას რომ ესაუბრებოდა.

-გმადლობთ, კარგად. _ ჩავილაპარაკე ლოყებშეფარკლულმა და ოთახში შემოცვენილ ბავშვებს გავხედე.

-ხედავ ჩემმა ნათლიამ გადაგარჩინა და შენ დღეს დილით რაღაცებს აბრალებდი. _ ყურთან მიჩურჩულა დემემ და კოპები შეკრა.

-არ ვაბრალებდი, მართლა მატყუარაა. _ ჩავიცინე და ლოყაზე მოვეფერე. ბავშვმა წარბწეულმა გადახედა ჯერ ნათლიას და მერე მე.

-შენი სახელი არ ვიციო მოგატყუა ხო?_ ხითხითით ჩაილაპარაკა და ნათლიას მუხლზე ჩამოუსკუპდა. _ ეგ რა ტყუილია, მე სულ ეგრე ვეუბნები ხოლმე გოგოებს. _ სიცილით ააფახუნა თვალები და ჩემს ფეხებთან სახემოღუშულ მარიამს გახედა. _ კარგი რა მარო, სულ როგორ უნდა მიბრაზდებოდე. _ სწრაფად ჩამოხტა დაბლა და ბავშვისკენ წავიდა._ მე ხომ იცი მარტო შენ უნდა მოგიყვანო ცოლად. _ ლოყაზე ხმაურით აკოცა და გვერდით მიუჯდა.

მე ღიმილით გადახვედე გიგიშას რომელიც ღიმილით მიყურებდა და ტუჩების მოძრაობით რაღაცას მანიშნებდა. მე ვერ გავიგე...ეტყობა მართლა არ ვიცნობ სათანადოდ.

დივანზე წოლის დროს არცერთი წამით მომშორებია, სირცხვილის და უხრეხრულობის შეგრძნება. მართალია ყველა ცდილობდა ჩემი მდგომარეობა ცოტახნით მაინც დაევიწყებინათ, მაგრამ მე ჯიუტად ვიდექი იმ აზრზე რომ თავი მაქს მოსაჭრელი, წინ რომ არ ვიყურები. ყველა მათგანი გავიცანი და სახელებიც დავიმახსოვრე. ისეთ ხასიათზე ვიყავი მათთან საუბრის სურვილიც არ მქონდა, არადა ძალიან მინდოდა უკეთ გამეცნო ეს ხალხი და საერთო ენა გამოგვენახა... მაგრამ ისეთი დამფრთხალი ვარ ერთ ადგილზე ვერ ვჩერდები და სულ სახლში წასვლას ვახსენებ. გიგიშამ ხელში აყვანა რომ დამიპირა მანდ უარესები დამემართა, ფეხით წამოვალ, შენ უბრალოდ მომეხმარე მეთქი და მხარზე რასაც ქვია ჩამოვეკონწიალე. ყველას თბილად დავემშვიდობე და წამოვედი. კარებთან ვიყავი მიფოფხებული, ჩემი სიარულით დაღლილმა ისევ ხელში რომ ამიტატა და კარები გამოაღო. ხმა აღარ ამომიღია, ფეხი ძალიან მტკიოდა და ახლა გიგიშას ხელში ნებივრობა, წამალივითაა. ჩემს კოტეჯამდე ასჯერ მაინც დაგვხედა მე და მუხლს. მერე ჩუმად იცინოდა, უფრო სწორად დამცინოდა და ისევ გზას უყურებდა. ფრთხილად მიაკაკუნა ჩემი კედით კარზე და გოგონების გამოპასუხებას დაელოდა. კარები მარკინემ გაუღო და ღიმილი სახეზე შეაშრა. იმდენს კი ვერ მიხვდა რომ ოთახში შესვლა გვინდოდა, შუა კარებში ჩადგა და მოთქმა დაიწყო. მერე ეკატერინე მიხვდა და გვერდზე გამოწია.

-რა გჭირს?_ დაფეთებული მომვარდა ნანკა და მუხლზე ხელი ნელა მიმადო.

-წაიქცა.

უემოციოთ ჩაილაპარაკა და აფხუკუნებულ გოგონებს გადახედა. ოთახს თვალი რომ მოვავლე და ჩემს დაქალებთან ერთად, ის ორიც იცინოდა მაგაზე სულ გადავირიე და გიგიშა სულ ძალით გავაგდე ოთახიდან. საწოლში კომფორტულად მოვკალათდი და გოგონები გავაფრთხილე რომ დღეს მე თავისუფლად უნდა დავიძინო, ამიტომ მოუწევთ ერთი ღამე იატაკზე გაათენონ. ორივემ გაკვრვებულმა გადმომხედა და საფეთქლებზე საჩვენებელი თითები დაატრალეს. მე მხრები ავიჩეჩე და საწოლში შევწექი.
დილით გადი-გამოდიმ გამაღვიძა. ნელა გავახილე ჯერ ცალი თვალი მეორე მეორე და გოგონებს გავხედე. თავიდან გამიკვირდა რა ტანსაცმელებით დარბიან მეთქი, მაგრამ მერე ამენთო ნათურა და მივხვდი რომ დღეიდან მარტო მე და ჩემს გოგონებს მოგვიწევს ამ ოთახის გაყოფა. გახარებულმა ავაცმაცუნე ტუჩები და გავიზმორე. საერთოდ არ მტკიოდა გუშინდელი დღე... საბამი გადავწიე და ფეხს დავხედე. რაოდენიმე ადგილას სისხლის კვალი მემჩნეოდა. გოგონებს ბინტი ვთხოვე და ჭრილობა თავიდან გადავიხვიე. გამზადებული ფეხზე ნელა წამოვდექი, ჯერ კიდევ მეშინია სადმე არ ავილეწო. გარეთ დაჯგუფებულ ბავშვებს დავემშვიდობეთ და ისევ ოთახში შევტრიალდით. მანამდე ლექტორმა კიდევ უამრავჯერ შეგხვასენა პირობა. დედას დავურეკე და ჩემი გეგმის შესახებ შევატყობინე, თავიდან კი იკივლა და იწივლა, მაგრამ მერე დამშვიდდა და მომცა უფლება კიდევ ერთი კვირა ვიყო მთაში.

-ჩაის ხომ დალევთ?_ თავი შემოყო ოთახში ნანკამ და საწოლზე წამოკოტრიალებულებს გადმოგვხედა. ეკატერინემ თანხმობის ნიშნად ამოიზმულია და ლეპტოპი მუხლზებზე დაიდო. _ მია შენ?_ მომიბრუნდა მე და ჩაის ფერს ძაფით წაეთამაშა.

-მე ყავა გამიკეთე. _ თვალი ჩავუკარი და ეკატერინეს მხარეს გადავბრუნდი. _ როგორ ფიქრობ დღეს მოვა ჩემს სანახავად?_ ვიკითხე ტუჩების ცმაცუნით და კარებს ალმაცერად გავხედე.

-თუ ბოლომდე ჯელტმები კაცის როლის თამაში აქვს გადაწყვეტილი, მაშინ მოვა. _ გამცა პასუხი და სოციალური ქსელი გახსნა.

-აქ მაინც მოეშვი მანდაურობას. _ დავტუქსე დაქალი და ჭერს ავხედე. _ დარწმუნებული ვარ რომ უნდა!_ ამოვიჩურჩულე ხმადაბლა და სივრცეს გავუღიმე.


საღამომდე საწოლში ვნებივრობდი და გოგონებთან ერთად, ფილმებს ვუყურებდი. დღის განმავლობაში სამი ფილმის ყურება მოვახერხეთ, ესეც წვალებით. ჩვენი ინტერნეტ ბარათი, მთაში არ იჭერდა და მომენტებში გვიწევდა ფილმის გაჩერება და მოცდა. საღამოს შვიდი საათისთვის ჩვენს კარებთან ნაცნობი სახეები გამოჩნდნენ. პატარა დემეტრე და მარიამი, ხელში ლამაზად შეფუთული თეფში ეჭირათ და მორცხვად უყურებდნენ კარებთან დაყუდებულ ეკატერინეს.

-მოდით ბავშვებო. _ ხელი დავუქნიე და ეკატერინეს თვალი ჩავუკარი.

-როგორ ხარ?_ წკრიალა ხმით მკითხა მარიამმა.

-უკეთესად. ძალიან გამიხარდა რომ მინახულეთ. _ გულწრფელად ავღნიშნე სიხარული და ლოყაზე ვუჩქმიტე. დემეტრესთან ჯერ ასე შინაურულად საუბარს ვერიდები, კაცმა არ იცის რა დროს რა მოუვლის და რას გამომიქანებს.

-დედამ ნამცხვარი გამოაცხო და გამოგვატანა, ჩაიზე გემრიელიაო. _ თეფში გამომიწოდა დემეტრემ და კოპები შეკრა.

-ძალიან დიდი მადლობა გადაეცი დედას. _ თვალი ჩავუკარი და თეფში ეკატერინეს გადავაწოდე. _ შენი ნათლია სად არის?_ ძლივს შენარჩუნებული დუმილი ისევ მე დავარღვიე. ვერაფრით ვერ მოვისვენე რომ არ მეკითხა.

-სახლშია, ნარდს თამაშობს. _ ლოყები ჩაჩხვლიტა დემტრემ და მარიამს ხელზე ხელი მოკიდა. _ ჩვენ წავალთ თორემ დედა ინერვიულებს. _ ჩაილაპარაკა და კარებისკენ წავიდა.

-მადლობა ბავშვებო. _ ღიმილით გავძახე კარებთან მისულებს.


როგორც კი ოთახიდან გავიდნენ გვერდი ვიცვალე და შუბლი, სატირლად დავბრიცე. ძალიან გამაბრაზა დემეტერეს ნათქვამმა «ნარდს თამაშობს», მე აქ იმ დამპალის გამო ფეხზე ვერ ვდგები ნორმალურად და ის იმის მაგივრად რომ გადმოვიდეს მინახულოს, ნარდს თამაშობს. არა ნეტავ მე რას ველოდებოდი, ყველა ერთნაირი დამპალია. ერთხელ წაგიცდება ფეხი და მერე მორჩა! ყურადღების ღირსადაც კი არ გთვლიან. ჩემი წახდენილი ხასიათი არც გოგონებს არ გამოპარვიათ და ჩემი გამხიარულება დაიწყეს. ჯერ ნანკამ გამომაჭამა გევრდები ნამცხვარი გასინჯე, რა გემრიელიაო, მერე ეკატერინემ ჩაისთან ერთად წამალივით არისო... მართლები არიან დეპრესიაში ჩავარდნილი ქალები, შოკოლადი რომ საუკეთესო გამოსავალია ასეთ დროს ფაქტია. შოკოლადი და ზოგადად ტკბილეული, ბედნიერების ჰორმონებს ისე ავსებს ვერც კი ხვდები. აი მე მაგალითად სულ არ მახსოვს, რაზე ვარ გაბრაზებული. ვისზე ვარ ეგ ძალიან კარგად მახსოვს, მაგას რა დამავიწყებს. კიდევ ერთი ფილმის ჩართვას ვაპირებდით კარებზე კაკუნი რომ გაისმა. ისე სწრაფად დავფაცურდი გეგონება ვინმეს ველოდებოდი. საბანი ლამაზად გადავასწორე და დავიფარე, მერე თმები და პიჟამას ზედა შევისწორე. ნანკა სიცილით წავიდა კარებისკენ და ჩემი დასტურის შემდეგ გააღო. მემგონი მართლა არსებობს, მესამე თვალი... მგრძნობელობა რომელიც საუკეთესო აღმოჩნდა ამ შემთხვევაში. დარწმუნებული ვიყავი რომ კარებს უკან გიგიშა იდგა და აკაკუნებდა, ამიტომაც ავხუნტრუცდი წამებში. არ შვემცდარვარ ღიმილიანი სახით იდგა და სავარაუდოდ ჩემსკენ იყურებოდა.

-გამარჯობა. _ ორივეს თბილად მიესალმა და გაუღიმა. _ ჩემი ავადმყოფი სად არის?_ მომიკითხა უტაქტოდ და ჩაიცინა.

-შენი ავადმყოფები ტყეში დარბიან!_ პატარა ბავშვივით გამომივიდა გაჯავრება და ხელები გადავიჯვარედინე. გიგიშა სიცილით ჩამოჯდა ჩემი საწოლის კუთხესთან და გადმომხედა.

-კარგი მაშინ, ჩემი უყურადღებო პაციენტი.... გაწყობს?_ მკითხა წარბაწეულმა და ჩემსკენ გადმოიხარა.

-რა უცებ მიმისაკუთრა. _ ჩავიფრუტუნე და ღიმილით გადავხედე.

-კარგი გვეყოფა. როგორ ხარ?_ უცებ შეცვალა თემა და ჩემი მუხლისკენ გააპარა თვალი.

-უკეთესად, დღეს დილით გადავიხვიე კიდევ ერთხელ. _ უცებ ჩავურაკრაკე და მუხლზე ხელი გადავისვი.

-ძალიან კარგი, იმედია მალე წამოდგები ფეხზე და შემდეგი გასეირნება ყოველგვარი ხიფათების გარეშე ჩაივლის._ თვალი ჩამიკრა და ხელზე ხელი ნელა დამისვა. ზუსტად იგივე შეგრძნებებმა დამიარა რამაც გუშინ კიბეებზე რომ ვისხედით.

-შენ ფიქრობ რომ ჩვენ კიდევ გავისეირნებთ?_ ვიკითხე აჟიტირებულმა და ვცადე ემოციები დამეოკებინა.

-რათქმაუნდა და არაერთხელ!_ გადაჭრით ჩაილაპარაკა მან და წელში გასწორდა. _ ახლა წავალ, თორემ შენი მეგობრებიც ძალიან შევაწუხე. ხვალ გამოგივლი და გინახულებ, თუ შეძლებ ეზოშიც გავიდეთ და დავსხდეთ.

მარცხენა ტუჩის კუთხეში ფრთხილად მაკოცა და წელში გასწორდა. გაოცებულმა მივიდე თითი ნაკოცნ ადგილთან და გიგიშას ავხედე. მამაკაცმა ეშმაკურად ჩაიცინა და თვალი ჩამიკრა. მე ისეთ აგონიაში ვიყავი ვერც კი გავიგე როდის გაქრა ოთახიდან გოგორელიანი და როდის გავუშტერე თვალი ცარიელ სივრცეს. გოგონების კისკისმა და შეძახილებმა მომიყვანა გონს... გონს კი მოვედი, მაგრამ ტუჩიდან ხელი არ ჩამომიღია და სულელივით ვუსვამდი ნაკოცნ ადგილას თითებს.

-გადაუვიდა გემო და სუნი მაგ ტუჩებს შეეშვი!_ გამიბრაზდა ნანკა და ხელი ძალით ჩამომაღებინა.

-რა საძაგელი კაცია, ჩემი გამოწვევა უნდოდა და ზედ ტუჩზე მაკოცა. _ ვითომ გაბრაზებულმა ჩავილაპარაკე და ბოლოს გავიცინე.

-რომ განახა რა დადებილებული სახით იყურებოდი მოკვდებოდი სიცილით. _ გამაშაყირა ეკატერინემ და პირზე ხელი აიფარა.

-რა სირცხვილია, რას იფიქრებს ახლა... ღმერთო ჩემო, რატომ ვარ ასეთი სულელი?_ ამოვისრუტუნე და თავზე საბანი წავიფარე.

-კარგი რა მია, რა უნდა იფიქროს გარდა იმისა რომ კოცნაზე ელეთმელეთი გემართება. _ ხითხითით საუბრობდა ნანკა და მუხლზე ხელს რიტმულად მიბარტყუნებდა.

-ჯერ იყო და ისე ავილპაკე მაგის წინ, მიწის გასკდომა ვინატრე, ახლა კოცნაზე რა რეაქცია მქონდა წარმომიდგენია... მაგან რომ მართლა მაკოცოს, გული წამივა მემგონი. _ ამოვფრუტუნე დაგუდული ხმით და საბანი გადავიხადე რომ არ გავგუდულიყავი.

-მაგან რომ გაკოცოს და შენ გული წაგივიდეს ჩათვალე ტრუპი ხარ! _ დამემუქრა ეკატერინე და სახე დამანჭა. _ მაგ კაცის კოცნა რომ არ დაიმახსოვრო დეტალურად წარმოიდგინე, რა საცოდავი იქნები._ არ ეშვებოდა ჩემს გამოწვევას.

-გული წამივიდეს ახლა ეგეც არ მყავდეს თეთრ რაშზე ამხერდრებული რაინდი. _ ჩავილაპარაკე ნანკას სიტყვები, გაკაპასებულმა და აბურძგნული თმები შევისწორე.


არც ის ღამე მძინებია ნორმალურად, მიუხედავად იმისა რომ საწოლზე დედოფალივით ვიყავი გაშოტილი. მთელი ღამე დაზეპირებულივით ვეფერებოდი ტუჩის კუთხეს და ჩემთვის გაუგებარ ბგერებს ვლუღლუღებდი. ასეთი რამ პირვლად დამემართა ბიჭის შეხებისას. ვერ ვიტყვი რომ ჩემთვის პირველი შეხება იყო ტუჩზე მეთქი, მაგრამ იმ კოცნას, კოცნას ვერ დავარქმევ და მომკალი. თხუთმეტი წლისამ თვალებდახუჭულმა ბიჭს ვაკოცე, ეგეც იმიტომ რომ ნაძლევში წავაგე და სხვა გზა არ მქონდა. თან ჩემს შეყვარებულს კი არა, ჩემს თანაკლასელს რომელსაც ორი წელი ვუყვარდი და მესამე წელს მიხვდა რომ არ ღირდა. სამაგიეროდ ამ კოცნის შემედგ ერთი კვირა სკოლაში ვერ დავდიოდი სირცხვილისგან. როცა მივედი იმ ბიჭს თვალებში ვერ ვუყურებდი. ასე მეგონა ყველა გამველი ჩემზე ლაპარაკობდა და მე მაძაგებდა, მაგრამ ბოლოს აღმოჩნდა რომ მოთამაშეების გარდა ეს საიდუმლო არავინ იცოდა და ამოვისუნთქე. გახარებულმა ლამის კიდევ ერთხელ ვაკოცე იმ ბიჭს, მაგრამ რომ მივხვდი მერე რისი გამოვლა მომიწევდა ერთ ადგილზე დავეკვეხე. თანაც რა შედარება ახლანდელი და მაშინდელი ამბორი. «ჯერ გაკოცოს და მერე იტლიკინე!» გავუბრაზდი ჩემს თავს და თვალები დავხუჭე.


დილით ნაცნობი კანის შეხებამ გამომაფხიზლა. თვალები ნელა გავახილე და ჩემს ზემოთ დამხობილ გოგორელიანს გაკვირვებულმა ვხედე. ადრე თუ ათი წუთი მჭირდეოდა იმის გასააზრებლად რომ დილაობით ბომბაფეთქებულ მსხვერპლს ვგავარ ახლა წამებში მივხვდი და საბანი სწრაფად წავიფარე თავზე.

-შენ აქ რას აკეთებ?_ ვიკითხე მოგუდული ხმით.

-მინდოდა მენახე დილაობით როგორ გამოიყურები. _ ჩაილაპარაკა დამცინავად. _ რას უნდა ვაკეთებდე, ჩვენ ხომ შევთანხდმით რომ დღეს მოვიდოდი. _ შემახსენა გუშინდელი დიალოგი.

-ხო მაგრამ ამ დილაუთენია რომ არ დამადგე არ შეიძლება?_ ხმა დასუსტებულმა ამოვიფრუტუნე. სწრაფად თუ არ გავიდა ეს ბიჭი ოთახიდან უჰაერობა მიმსხვერპლებს და მერე მოუწევს ჩემი საფლავის ქვაზე წარწერის გაკეთება.

-დიალუთენიაო... _ აღშფოთებულმა ამოილაპარაკა. _ საუზმე როდის მივირთვი აღარც კი მახსოვს, სამი სრულდება. _ ჩაილაპარაკა ღიმილიანი ხმით და საბნის ზევიდან სახეზე ხელი მომიჭირა.

-ნელა შე ნადირო!_ ამოვიკივლე და საბანი გადავიხადე.

-დილაბით შენი ვიზუალიც ვნახე. _ ჩაილაპარაკა და ნიკაპი საჩვენებელი თითით მოიქავა.

-ხეპრე და ხევი ხარ!_ ჩავილაპარაკე ნაწყენმა და გაგულისებულმა.

-მოდი სიმართლეს გაგიმხელ და გეტყვი, უამრავი ქალი მინახავს, დილით ადრე გაღვიძებული, მაგრამ ასეთი მიმზიდველი და სექსუალური არცერთი. _ ჩაილაპარაკა საკმაოდ თამამად და ცხვირზე თითები მომიჭირა. _ ტუჩები ასეთი დაბურცული უფრო გიხდება.

თვალი ჩამიკრა და საჩვენებლი თითი ტუჩებზე გადამისვა. ისე სწრაფად ამოაყრანტალა და იმოქმედა აზრზე მოსვლაც ვერ მოვახერხე წინააღმდეგობა რომ გამეწია. ან კი გავუწევდი რო? მეეჭვება რამის თქმის სურვილი გამჩენოდა, ასეთ გაცხელებულს. გიგიშამ საბანის გვერდი ოდნავ ააფრიალა და კარისკენ, შტვენა-შტვენით წავიდა. პირდაღებულმა გადავიხადე საბანი და ფეხზე წამოვდექი. ჯერ კიდევ იმაზე ვფიქრობდი, რა იყო ჩემში სექსუალური ახლა. ერთადერთი რამაც შეიძლება მამაკაცის ყურადღება მიიქციოს მოღეღილი გული და ტრუსივით შორტებია. და თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ამ უკანასკნელიდან არცერთში ვუნახივარ გიგიშას, ის მართლაც თავმოყვარე მატყუარაა. გაგულისებულმა სულ ძალით დავიპუტე თმები ისე ვისვამდი სავარცხელს. თავი რომ მოვიწესრიგე და ხელ-პირის დასაბანად გარეთ გასვლა გამახსენდა, უსიამოვნოდ შევკუმშტე წარბები. ჩემი კოსმეტიკის ჩანთა იღლიაში ამოვიჩრე და სააბაზანოსკენ წავედი. გოგონები გარეთ ისხდნენ და ჩვენს დარჩენილ მეზობლებს ესაუბრებოდნენ. წარბწეულმა გადავხედე მინდორზე გაშოტილ გიგიშას და თავაწეული წავედი ვანისკენ. გზადაზგა ფეხი საშინლად მახსენებდა თავს და იძულებული ვიყავი ცოტა მოკლე ნაბიჯები გადამედგა. სარკის წინ სახე რამოდენიმეჯერ კიდევ გადავიტკიცინე თითებით და როცა დავრწმუნდი რომ ყველაფერი ზომიერად მისვია გარეთ გამოვედი.

-ააა. _ შევკივლე მოულოდნელობისგან და კოსმეტიკის ჩანთა მიწაზე დავაგდე. _ შენ ნორმალური ხარ?_ ვკითხე გულამოვარდნილმა და ხელის გული შუბლზე მივიდე. კედელს მიყრდნობილი გიგიშა იდგა და ვითომც არაფერიო ისე იცინოდა.

-მზად ხარ?_ ჩემს კითხვას თავი აარიდა და ხელები ჯიბეებში ჩაიწყო.

-არა! მე შენთან ერთად არსად არ წამოვალ!_ ჩავილაპარაკე გაბრაზებულმა და შეშინებულმა. ჯერ კიდევ ვერ დამეოკებინა აკანალებული ფეხები და ხელები. კიდევ კარგი იმის წარმოდგენა მაინც მოვასწარი რომ გიგიშასთან ერთად ვდგავარ თორემ ბაღის მოსწავლესვით გამეპარებოდა.

-რატომ რომ შეგაშინე?_ მკითხა მოჩვენებითი გულუბრყვილობით და ჩემი კოსმეტიკის ჩანთისკენ დაიხარა ასაღებად. _ ძალიან პატარა გოგოსავით გამოგდის ახლა შენ ეგ...მე ხომ განზრახ არ დავდმდგარვარ შენს შესაშინებლად?

-ხოდა თუ ხვდები რომ პატარა გოგო ვარ და შენნაირ დიდ ბიძიბს ჩემთან სეირნობა არ შეგშვენით, შემეშვი... ფეხი მაინც გადამირჩებოდა საღი! _ გამოწვდილი ჩანთა დაბოღმილმა გამოვგლიჯე და ჩემი კოტეჯისკენ წავედი.

-ნახევარ საათში კოტეჯის უკან დაგელოდები. _ მომაძახა და მეგობრებისკენ წავიდა._ ჩემაირ ბიძიებზე ფიქრით რომ გაქვს გამოჭედილი ტვინი, ფეხი მაგის გამო აღარ გაქვს საღი. _ ალბათ ვერ მოითმინა და ხმამაღლა გადმომძახა.

-ექვსი დღე დამრჩა და შევირგო არ ჯობია?_ ჩავილაპარაკე ხმადაბლა და კოტეჯის კარებთან შევჩერდი.

შიშით რომ ყოველ წუთას შეიძლება რამე მომივიდეს, დაძაბულობა ვერ მოვიხსენი. სულ იმის შიშში ვარ რამე არ დამეცეს ზევიდან ან მიწიდან არ ამოძვრეს და ისევ იგივე სიტუაცია არ შექმნას. გიგიშას გვერდით მემგონი სულ დაძაბული ვარ, უფრო სწორად ჩემი ხიფათიანი ხასიათის გადამკიდე ვარ დაზაბული. კოტეჯების უკან მინდორზე ვსხედვართ და ხმას არცერთი არ ვიღებთ. არ ვარ რომანტიკოსი მეთქი ადრეც ავღნიშნე და ზუსტად ამიტომ არ მიყვარს სიჩუმე... მაგას მირჩევნია მთელი დღე ვილაქლაქო და არავინ დავასვენო. ახლა საუბრის ხასიატი არ მაქვს, მაგრამ დუმილს მაინც ვერ ვეგუები და სიტყვებს ვეძებ რითის მის დარღვევას მოვახერხებ. გოგორელიანი მინდორზეა გაწოლილი და ხდელები თავქვეშ აქვს ამოდებული. ისე არხეინად სუნთქავს და ისე არხეინად ათამაშებს ასანთის ღერს კბილებში გეგონება მე იქ არ ვიყო.

-როდემდე უნდა ვისხეთ ასე მუდოებივით?_ დავიწყე მე და წამოწოლილს გადავხედე. ღიმილით მოატრიალა თავი ჩემსკენ და თვალი მაცდუარ ჩამიკრა.

-ზოგჯერ სიჩუმე სიტყვებზე მეტს ამბობს. _ ფილოსოფიურად ჩაილაპარაკა მან და ჩაიცინა. ჩემს გაშტერებულ და უკმაყოფილო მზერას რომ მოკრა თვალი ისიც ჩემს მსგავსად წამოჯდა მინდორზე და ხელი კარგი ძმაკაცივით, ან სულაც შეყვარებულივით გადამხივა. _ ყველაფერს სერიოზულად ნუ იღებ, გაითვალისწინე რომ, მე სამი სიტყვიდან როს ვშაყირობ. _ ლოყაზე ცხივრი გამიხახუნა და ყურთან მიჩურჩულა. _ მიხარია ჩემი შეხებისას რომ კრთი. _ აღნიშნა ჩემი ამჟამინდელი მოქმდება რომელიც ვერანაირად დავაკავე შიგნიდან და მაინც დამეტყო. რა ვქნა თავს და სხეულს ვერ ვაკონტროლებ როდესაც ეს კაცი დაუკითხავად მეხება და ალბათ მაგის ბრალიც არის ასეთი ემოციებით რომ ვიმუხტები.

-ნუ გაქვს შენს თავზე დიდი წარმოდგენა. _ დავარდნილი ხმით გავუწიე წინააღმდეგობა და მის ცხვირს ჩემი ლოყა მოვაშორე.

-მე ხომ გთხოვე რომ პატარა გოგოს გამოხტომები მოგეშორებინა?_ წარბწეულმა მკითხა და კუშტად გადმომხედა. _ არ მინდა, ურთიერტობა უაზრო ტყუილებით და თავის დაფასებებით დავიწყოთ. მაგას მირჩევნია გულახდილები ვიყოთ და გრძნობები თამამად გავუმხილოთ ერთმანეთს. დამიჯერე ასე უკეთესია. _ ისევ თავისკენ მიმწია და ორივე ხელი მესაკუთრეს ჟესტით მომხვია წელზე.

-და მერე ვინ გითხრა რომ მე ტყუილით ვიწყებ ურთიერთობას, მე გულახდილად გეუბენბი რომ მატყუარა და ხევი ხარ. _ სიცილით მივატრიალე სახე მისკენ და ტუჩებთან ახლოს დავიჩურჩულე. _ აია რაც შეეხება ტყუილით დაწყევულ ურთიერთობას პასუხი შენ უნდა მოგთხოვო. _ მხარზე ხელი მსუბუქად მივკარი და უკან დავწიე.

-გაითვალისწინე მაგ ტყუილით დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, ეგ ყველაზე უწყინარი და მაგარი ტყუილია, ასე რომ პრეტენზიები არ მიიღება. _ სიცილით გადამწვინა მინდორზე და გვერდებზე პატარა ახუნტრუცებული ბიჭივით მომიღიტინა.

-სიცილის დროს ცუდად ვხდები. _ გავაფრთხილე სანამ პიკამდე მივიდოდა ჩემი ხითხითი.

-ეგ არაფერი, მე ვიცი გამოსაფხიზლებელი საუკეთესო საშუალება!_ ჩემსკენ ამოჩოჩდა და სახე ჩემი სახის პირდაპირ გააშეშა. _ და მე დარწმუნებული ვარ რომ შენც ხვდები. _ თვალი ჩამიკრა და ტუჩებზე ნელა შემეხო.

ჯიბრით, საკუთარი თავის სიყვარულით და რაც მთავარია, კოცნის დამახსოვრების მიზნით არ წამივიდა გული, თორემ აქამდე ასჯერ უნდა მოვესულიერებინე გიგიშას. ბალახებს გააფრთრებული ჩავაფრინდი და ვცადე ემოციების ნაწილი მაინც გამენაწილებინა მათთვის, თორემ აშკარად ცუდად ვხდებოდი. პირველი კოცნა თუ არსებობდა საერთოდ არ მახსოვდა, ჩემთვის ეს იყო პირველიც და სასწაულებრივიც. ახლა მჯერა რა იგრძნო ნანკამ პირვლად გოგიტამ რომ აკოცა და გაოცებული გვიზიარებდა თავის ემოციებს. მაშინ არ დავუჯერე, იმიტომ რომ პირველი კოცნის დროს მსგავსი არაფერი არ მიგვძვნია, მაგრამ ახლა.... ახლა მთელი ფლორა და ფაუნა ჩემშია მოქცეული. ნელა მომცილდა გოგორელიანი და ღიმილით დამაჩერდა. მე აჟიტირებულმა იმდენიც კი ვერ მოვიხაბრე რომ ტუჩები გამეტოკებინა, სულელივით ვიწექი, ბალახებზე ჩაფრენილი და გიგიშას ტუჩებს ვუყურებდი.

-კიდევ რომ არ გაიმეორო მოვკვდები!_ ამოვიჩურჩულე ხმამაღლა და გავინაბე. ახლა მივხვდი რომ თვალები უნდა დამეხუჭა და ისე მეგრძნო სიამოვნება. თვალებდახუჭული ველოდებოდი განმეორებით სცენას და გული, გალიაში გამომწყვდეული ჩიტივით მიფართხალებდა. გიგიშას სიცილის ხმაზე თვალები დავჭყიტე და წარბწეულმა გავხედე. გოგორელიამა სახე დაასერიოზულა და ისევ დაიხარა ჩემი ტუჩებისკენ.

-და მე ეს რომ არ გავაკეთო, ორივე მოვკვდებით. _ ირონიული ხმით ჩაილაპარაკა მამაკაცმა ჩემს ტუჩებთან და ისევ დაეწაფა. სიამოვნებისგან გამოწვეული გმინვა აღმომხდა და ბალახიდან ხელები გიგიშას რბილ თმებში გავურიე. ცელქი ბავშვივით ვათამაშებდი ხელს და მომენტებში, ოთხი დღის ჯავრს თმების მოქაჩვით ვინაზღაურებდი.

თამაშში დაღლილი ცელქი ბავშვებივით ვიღიმოდით დანარჩენი ათი წუთი. მე ისევ ისე ვიწექი და ცას ვუყურებდი. გიგიშა ჩემს გვერდით იწვა და თმებზე მეთამაშებოდა, თან რაღაცებს ბურტყუნებდა... მაგრამ მე დამეფიცება რომ არცერთი ასო არ გამოგონია და ალბათ სურვილიც არ მქონდა, ჯერ რამეს გაენეიტრალებინა ჩემი ემოციები. გაბადრულმა მივატრიალე სახე მისკენ და გავუცინე. გოგორელიანმა ნელა დამისვა ლოყაზე თითების ზურგი და მოულოდნელად ყელში წკლიპურტი მითავაზა. ისე ამეწვა ჩემი ფაქიზი კანი, თავი ვერ შევიკავე და მხარზე მთელი ძალი დავხზე შეკრული მუშთი. შენც არ მომიკვდე, მე უფრო მეტკინდა ვიდრე მას.

-ბარტყო, ახლა გაკოცებ და მოგირჩება._ ამიხსნა რაშიც იყო საქმე და რა მიზნითაც მითავაზა წკლიოურტი. სიცილით გადმოიხარა ჩემსკენ და ყელმოღერებულს, ადვილად რომ ეკოცნა სამჯერ ზედიზედ ხმაურით მაკოცა. _ კარგია ისტერიკებს რომ არ მწიყობ და არ გარბიხარ. _ სერიოზული ხმით ჩაილაპარაკა და ხელები მუცელზე დაიწყო.

-ისტერიკებს იმ შემთხვევაში მოგიწყობდი ჩემი სურვილის წინააღმდეგ რომ წასულიყავი.

გულწრფელად ვაღიარე და თითები ერთმანეთში გადავხლართე. ბავშვობიდან ძალიან გულახდილი ვარ. არ მესმის რატომ უნდა დავმალო რასაც ვგრძნობ, თუ ეს ცუდს არაფერს მომიტანს. განა ერთი კოცნით შეიძლება მთელი ცხოვრება დამენგრეს, მთავარია სხვა დროს არ მივქარო ცუდად... თორემ კოცნას და თანაც სასიამოვნო კოცნას ვინ ჩივის. ღიმილით გადამისვა თითები ტუჩემზე და ფეხზე წამოდგა.



ოთახში რომ შევედი და გოგონები დავინახე, მარტო მაშინ გამახსენდა დარჩენილი სამყაროც. მაშინ გამახსენდა მზეც და მთვარეც! კისერმოღერებული ღიმილით მივედი გაზურასთან და ჩაიდანი შემოვდგი. გოგონებმა სინქრონში ჩაახველეს და საწოლზე ხელები სიცილით დაატყაპუნეს. კურტუმის ქნევით მივედი ჩემს საწოლთან და გაბადრული წამოვეწექი.

-ჰე ახლა, იტყვი რამეს თუ გავიდეთ?_ ხმამაღლა მკითხა ნანკამ და იდაყვი მომკრა.

-ვიტყვი... დამაცადე, ჯერ მე გავიზარო. _ ჩავილაპარაკე ტიპიური მოხიბლული გოგოს კილოთი და თვალები დავხუჭე. _ გული არ წამსვლია. _ დავიწყე და ამყვნენ კივილით.

-არარსებობს?!_ სიცილით ჩაილაპარაკა დამშვიდებულმა ეკატერინემ და ფეხმორთხმული ამოხტა ჩვენს საწოლზე. _ მერე როგორი იყო?_ იკითხა ინტერესით და ტუცები მოიკვნიტა.

-აკოცე შენს პირველ სიყვარულს და გაიგებ როგორია პირველი ამბორი. _ სიცილით გაკრა მხარი ნანკამ და ენა გამოუყო.

-როგორი და ისეთი, გამეორება მოვთხოვე კატეგორიულად!_ ჩავილაპარაკე კისკისით.

-ეს გოგო მგონი მართლა არ არის ნორმალური. _ აღფოთებული წამოდგა ფეხზე ეკატერინე და მშტვენავ ჩაიდანთან მივიდა.

-რატომ არ ვარ ნორმალური, რაც მინდა იმას რომ ვაკეთებ?_ ვიკითხე გაბრაზებულმა და თავი ავიწე.

-არ მინდა მერე რამე ინანო. _ გამცა მოკლე პასუხი და ფინჯანში წყალი ჩასხა.

-არამგონია ეს კოცნა ოდესმე ვინანო!_ კატეგორიული ხმით ჩავილაპარაკე და ჩემი ყავა გამოვართვი.



გიგიშაზე და კოცნაზე იმის მერე ხმა აღარ ამოგვიღია. აღარც მე მინდოდა ამ თემაზე საუბარი, დღეს ისედაც ზედმეტად დავმძიმდი ემოციებით. ტელეფონზე დედას ვესაუბრე, თბილისის ამბები გამოვკითხე. მერე მან მთელი დღის განრიგი მომაყოლა. გიგიშაზე არაფერს არ ვეუბნები, ასე ტელეფონით ახსნას მირჩევნია რომ ჩავალ მერე გავაგებინო ნორმალურად. ჩვენს ლექტორსაც დავურეკეთ და სამივეს ხმა გავაგონეთ, ქალი ისეთი შესინებული და დაძაბული გვესაუბრებოდა სიცილი ვერ შევიკავეთ. მე ნანკას შეყვარებულზე ვსაუბრობდით, რომელის ორი კვირაა სარფშია წასული დასასვენებლად და იშიათად უწევთ საუბარი, ხაზების გამო.

დღე მესამე გაგიკვირდებათ და ყველაზე განსხვავებულად დაიწყო. დილის ცხრა საათზე გავიღვიძე ჩემით. გოგონებს ჯერ კიდევ ეძინათ, ამიტომ ვისარგებლე შემთხვევით და ნანკას მშვიდ და ერთი შეხედვით არაფრით განსხვავებულ ძილს ვიდეო გადავუღე. წიკი მაქვს, მეგობრების საშანთაჟო ვიდეოებს და სურათებს ვინახავ, როგორც კი შანსი მომეცემა და მერე ჩემს ტკაცუზე დავარბენინებ. ამ ვიდეოს უკვე ვიცი რა შემთხვევაშიც გამოვიყენებ. კიბებზე ჩამოვჯექი და სკოლის დროინდელი დღიური გადავშალე. მართალია არასდროს არ გამოვირჩეოდი, მაღალფარდოვანი ტერმინების წერით, მაგრამ წერა ძალიან მიყვარს. ამიტომ სულ ვცდილობ თავისუფალ დროს როცა მაგახსენდება ჩანაწერები გავაკეთო. რამოდენიმე თავისუფალი ფურცელი გამოვტოვე და პირდაპირ გუშინდელის წერა დავიწყე. დანარჩენ დღეებს მერე ავღწერ, ახლა ისევ კოცნის მუზა მაქვს. დღიურის პირდაპირ ნაცნობი კედების დანახვისას ღიმილით ავწიე თავი მაღლა და ჯიბეებში ხელებჩაწყობილ გოგორელიან მივაჩერდი.

-ასე ადრიანად რა დაგესიზმრა?_ ღიმილით იკითხა და გვერდით მომიჯდა.

-სხვათაშორის მე სულ ადრე ვიღვიძებ ხოლმე, უბრალოდ მთის ჰაერმა ცოტა მაწყინა. _ სიცილით ჩავილაპარაკე და დღიური დავხურე.

-ჩანაწერებს აკეთებ?_ ინტერესით მკითხა და დღიურის წინა ყრდას თითი გადაუსვა.

-ხანდახან, როცა ხასიათზე ვარ. _ გავეცი მოკლე პასხი და დღიური უკანა კიბეზე გადავდე. _ შენ ამ დილაადრიან აქ რას აკეთებ?_ ახლა მე ჩავეძიე და მოაჯირს ზურიგთ მივეყრდენი.

-ფანრჯიდან დაგინახე როგორ იფუზებოდი მარტო და პარტნიორობა გადავწყვიტე. _ ღიმილით ჩამომისვა ხელი გაშლილ თმებზე.

-კარგი გიქნია. _ გულწრფელად ვაღიარე და მისი კოტეჯის ფანჯრებს გავხედე იმაში დასარწმუნებლად რომ იქიდან ნამდივლად ვჩანვარ.

-ჩანხარ ჩანხარ!_ მოკრძალებული სიცილით მიმიხვდა ფიქრს და მუხლზე ხელი ოდნავ მომიჭირა. _ სახვევიც მოგიხსნია. _ დაზიანებულ, გაცრეცილ მუხლს გადახედა და არტისტულად ჩაილაპარაკა.

-აღარ მტკივა და სახვევიც ნერვებს მიშლიდა. _ დაბნეულმა მოსრისე კისერი და ოდნავ ჩავახველე.

-მე როგორც მახსოვს შენ სურვილი გაქვს მზის ამოსვლას შეეგებო შენი ფოტოაპარატით. _ შემახსენა ჩემი დიდი სურვილი და ტელეფონი თითებში დაატრიალა. მე თანხმობის ნიშნად თავი დავუკარი და მხრები ინსტიქტურად ავიჩეჩე. _ მაშინ იდეა მაქვს. _ თვალი ჩამიკრა და ჩემს ხელს თავისი ხელი დაადო. _ ხვალ დილის ოთხ საათზე გესტუმრეი და ტელეფონით გაგავიძებ. _ ტელეფონი მაღლა აწია და დამანახა.

-არ ვიცი გამეღვიძება თუ არა. _ ჩავიცინე და ოთახის კარებს გავხედე.

-ხოდა ზუსტად მაგიტომ ვიდგები აქ ოთხ საათზე, თუ ზარით ვერ გაგაღვიძებ ბრახუნს ავტეხავ. _ დამაჯერებელი ხმით ჩაიცინა და ნიკაპზე თითები მომიჭირა.

-გოგონებს გაეღვიძებათ. _ შევახსენე ოთახში მარტო რომ არ ვიყავი.

-ამ ერთხელ როგორმე შემინდობენ. _ მე რომ მიყვარს ისეთი ღიმილით ჩამიკრა თვალი და ტუჩებზე ოდნავ მომადო თავისი გავარვარებლი ბაგეები._ პირვლად ვნახე გოგო ჩემი შეხებისას ასე კანკალებდეს... _ ჩაილაპარაკა ნიშნის მოგებით და გამიღიმა.

ღიმილით წამოვდექი ფეხზე და გიგიშას გამოწვდილ ხელს ჩემი ხელი მივადე. ეს ერთგვარი პირობის ჩამორთმევბა იყო რომელიც გიგიშამ მაიძულა დამედო. სიცილით დავემშვიდობე ჩემი დილის პარტნიორს და კიბეებს ავუყევი. ოთახის კარები ფრთხილად შევაღე და ერთმანეთზე ჩახუტებულ გოგონებს გადავხედე. ნანკა ისევ იგივე პოზაში იწვა, ამჯერად ეკატერინეზე მიწებებული და ხმამაღლა სუნთქავდა. სიცილი რომ შემეკავებინა პირზე ხელი ავიაფარე და თავისუფალ საწოლზე წამოვწექი. მუხლებზე ეკატერინეს ლეპტოპი დავიდე და ჩემი ფოტოაპარატიდან სურათები გადავიტანე. ჩვენი ექსკურსიის სურათებს ვათვალიერებდი და თითოეული მომენტის გახსენებისას ყველა ძალიან მენატრებოდა. ის ორიც, ამ საწოლზე რომ იწვნენ და თვალში ცუდად მეჩხირებოდნენ. რამოდენიმე ისეთი მომენტი დამამახსოვრდა მათთან ერთად, სადაც კამათი და გაწი-გამოწი არ ყოფილა. ეკანზე თითქმის სულ თაზო და ზურიკელა იყვნენ, თავიანთი სასაცილო მიმიკებით. სანამ მე სურათების დათვალიერებით ვიჯერე გული, გოგონებმაც გაიღვიძეს და აზუზუნდნენ. სასწარაფოდ დავადგი ჩაისთვის წყალი და ისევ ჩემს ადგილზე მოვკალათდი. ეკატერინე ფორთხვით წამოდგა ფეხზე და ნანკას ჩუსტში გაუყარა მარცხენა ფეხი, მარჯვენა კი თავისაში და ისე გაფრატუნდა ტანსაცმლისკენ.
გოგონების შემხედვარემ კიდევ დიდხანს ვიცინე და ვიხითხითე. მერე მოფერიანდნენ და მეც დავსერიოზულდი. გიგიშას დილის გეგმა გავუმხილე და შევევედრე რომ აუცილებლად გავეღვიძებინე თორემ დადებულ ნაძლევს წავაგებდი და მერე ვეღარ ვაკოცები გოგორელიანს ვეღარცერთხელ.

-კოცნაზე დადეთ ნაძლევი?_ სიცილით მკითხა ნანკამ და მაისური გადაიცვა.

-თუ მე მოვიგე ვაკოცებ და თუ წავაგე ვერა!_ ჩავილაპარაკე მობუზულმა და კომპიუტერი საწოლზე გადავდე.

-ეგრე რატომ დანაძლევდით.?_ გაკვირვებულმა იკითხა ეკატერინემ.

-არ ვიცი, გიგიშამ ამ ხერხით უფრო მალე წამოფრინდები ფეხზეო. _ ლოყებაფარკლულმა ამოვიდუდღუნე და ფეხები გავშალე.

-მართალი უთქვამს. _ ტუჩი აიბზუა ეკატერინემ და ბოლოს მაინც გაიცინა.

-თბილისში რომ ჩახვალ მერე რას აპირებთ?_ ინტერესით მკითხა ნანკამ და ახლა შორტი ამოიცვა.

-ჯერ მომავალ გეგმებზე არ გვისაუბრია. _ მხრები ავიჩეჩე და დავფიქრდი. ნეტავ მართლა რას გავაკეთებთ თბილისში რომ დავნაწილდებით.

-მე მგონია რომ ურთიერთობას გააგრძელებთ. _ გამოგვეპასუხა ეკატერინე.

-რათქმაუნდა! აბა მარტო აქაურობისთვის კი არ მიკოცნია. _ ჩავილაპარაკე კისკისით.

-ისე რომ ვუფიქრდები, რაღაც თქვენი ისტორია ჩარჩოებში არ ჯდება. ასე მალე გაიცნოთ ერთმანეთი და ერთმანეთზე ისე გადაირიოთ რომ კოცნაზე დებდეთ ნაძლევს. _ ჩაიცინა ნანკამ და ენა გამომიყო.

-მე თავიდანვე ვიცოდი რომ ჩვენი ურთიერთობა ძალიან განსხვავებული იქნებოდა. შეხედავ თუ არა ეტყობა რომ სულ სხვა ადამიანია... ძალიან ჩემნაირი. _ ჩავილაპარაკე სიახლით ბედნიერმა და ლოყებზე ხელები მივიდე. _ ძალიან ჩემნაირი და ძალიან თავისუფალი. _ დავაყოლე ბოლოს და გოგონებს თვალი ჩავუკარი.

მთელი დღე სულელივით ვიღიმოდი და ყოველ მეორე სიტყვაზე გიგიშას ვახსენებდი. თან ისეთ თემებზე გვიწევდა საუბარი, გახვალ-გამოხვალ, მაინც დღეავანდელობაზე უნდა ითქვას რაღაც. ჩემი დღევანდელობა და საინტერესო ამბები კი გიგიშაა. არ ვიცი რატომ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ აქ დარჩენას და ამ ერთ კვირას არასდროს არ ვინანებ... თუნდაც მარტო იმიტომ რომ ვაკოცე. ბევრისთვის ცოტა გადაჭარბებულია ალბათ კოცნაზე ამდენხანს ყურადღების გამახვილება და თანაც გუშინდელ კოცნაზე, მაგრამ მე ძალიან ჩამყვა, გულში და გონებაში. თანაც დღევანდელი კოცნაც როგორი ამაღელვებელი იყო ჩემთვის, მოდი და ამის მერე არ იფიქრო ამაზე. მთელი დღე, საწოლზე თუ არ ვიჯექი ფანჯარასთან ვიყავი დაჭედებული და მოპირდაპირე კოტეჯის ფანჯრებს და მიმდებარე ტერიტორიას ვუყურებდი. მომენტებში ბავშვები თუ ააწიოკებდნენ იქაურობას. დემეტრე მასზე ბევრად უფროს ბიჭს მისდევდა საცემად, მარიამს ხელი რომ შეახო თამაშის დროს. მარიამი მუჭშეკრული იდგა და ღვარღვარება ცრემლებს იწმენდდა. ხანდახან გოგონებიც თუ გამოჩნდებოდნენ ფანჯარაში ბავშვების დასაზვერად. როგორც ჩანს ბიჭები ან სადმე არიან, ან სახლში საიდუმლოდ ყავთ გადამალული და გარეთ არ უშვებენ. დღეს ადრე მომიწია დაძინება, ათ საათზე უკვე საწოლში ვიწექი და ვიზმორებოდი. გოგონებთან ერთად ცოტა წავიჭორავე, როგორც ხდება ხოლმე ძილის დროს და მერე სულ გავითიშე.

დილის საათებში მესმი ხმები, თავიდან ყურადღება არ მივაქციე, ზედმეტად სასიამოვნიო სიზმარს ვნახულობდი. მერე ხმები რომ გაძლიერდა და ოთახში ფხაკუნის ხმაც გავიგონე დაფეთებული წამოვხტი ფეხზე, ნაძლევი რომ გამახსენდა. საათის ისრებს გამწარებული მივაჩერდი და კიდევ კარგი ჯერ ოთხამდე ათი წუთი იყო დარჩენილი. სწრაფად წამოვდექი, მაღვიძარა გამოვრთე და ფეხზე წამომდგარ ეკატერინეს ავხედე.

-კიდევ კარგი გაიღვიძე თორემ, ცოცხით მოვდიოდი. _ ჩაილაპარაკა დაბოხებული ხმით და ისევ გვერდით მომიწვა ძილის გასაგრძელებდლად. საწოლის ბოლოს ხეზე გადაკიდებულ ტანსაცმელს გადავწვდი და ჩავიცვი. დილით ძალიან ცივა მთაში და ამიტომ თბილი ტანსაცმელი შევარჩიე ხელ-პირის, დასაბანად მანამდე უნდა გავიდე სანამ ის ბედოვლათი მოსულა და ასეთ ფორმაში ვუნახივარ. არ მესმის ოთხ საათზე რატომ წამომაგდო ფეხზე, წესით ხუთისთვის მაინც უნდა გავსულიყავით, მაგრამ მაგას ვინ ჩივის მთავარია მზის ამოსვლას ვნახავ გოგორელიანთან ერთად. ხელ-პირი დავიბანე და ჩემი კოტეჯისკენ სულ ღიმილ-ღიმილით წავედი. ჩემს კარებზე აყუდებული სახედასიებული გიგიშა იდგა და ტელეფონში იჭყიტებოდა. აშკარად მე მირეკავს და გონია რომ წავაგე. ფეხის ხმაზე თავი მაღლა აწია და მაცდური ღიმილით ჩაიდო ტელეფონი სპორტულის ჯიბეში.

-აი ასე უნდა შემოატრიალი სიტუაცია საშენოდ. _ ღიმილით ჩამიკრა თვალი და თმის ბოლოები ოდნავ მომქაჩა. არ ვიცი, ალბათ ეს მოსასალმებელი ტერმინია.

-დილამშვიდობისა. _ გავუჯავრდი მე და მივახვედრე რომ თავხედია.

-მზე რომ ამოვა მერე იქნება მშვიდი დილა. _ ჩაიცინა და ხელმკლავი გამიკეთა. _ უკნიდან დავხვდეთ თუ წინიდან?_ მკითხა ინტერესით და მობუზულმა დააბაკუნა ფეხები მიწაზე.

-უკან უფრო ლამაზი ხედია. _ ჩავილაპარაკე მასზე მიხუტებულმა და სითბოშეპარული სხეული ავათამაშე.

-ხოდა წავიდეთ უკან. _ ომახიანად შესძახა და სწრაფი ნაბიჯებით წამიყვანა მეორე მხარეს. _ კარგია თბილად რომ ჩაიცვი, თორემ მე ამ სპორტულის გამხდელი არ ვარ. _ ჯელტმენური კილოთი ჩაილაპარაკა როგორც კი ოდნავ ნამიან ბალახზე გაგორდა. _ ცოტა სისველე შეპარულია, მაგრამ არ დალპები. _ ხელი ჩამავლო და გვერდით მიმიჯინა. _ შენც კაი გაიყინული ხარ. _ ცხვირზე ხელის ზურგი მომადო და ტემპერატურა გამიზომა.

ღიმილით დავადე თავი მხარზე და ცას ავხედე. ჯერ-ჯერობით დღის სინათლის სხივი საერთოდ არ კრთოდა, მაგრამ სულაც არ მაწუხებს ეს ფაქტი. მთავარია ვის გვერდით ვარ და რას ველოდები. ამ შემთხვევაში კი ლოდინის რეჟიმი ძალიან მომწონს. გოგორელიანმა ღიმილით ამოიღო ტელეფონი და ცას სურათი გადაუღო. ღიმილით გადმომხედა და ტელეფონი მიწაზე დადო.

-ყავა მომინდა. _ ჩაილაპარაკა ჩურჩულით და ჩემს თითებში თავისი დიდი თითები ახლართა.

-გინდა მოვამზადო?_ ვკითხე აჟიტირებულმა, გამიხარდა მეც რომ შემიძლია რამით ვასიამოვნო.

-მინდა, მაგრამ მოგიწევს შენც ჩემნაირი ყავა დალიო. _ მტკიცე ტონით ჩაილაპარაკა და წელში გასწორდა.

-იქნებ და მე არ მიყვარს შენნაირი ყავა?_ ალმაცერად გადავხედე და მუხლები მოვკეცე.

-დალევ თუ არა?_ ჩემს კითხვას გვერდი აუარა და კითხვითვე მიპასუხა. მე ცოტახანი ბგერებით ვიყოყმანე და მერე დავთანხმდი. პირველი იმიტტომ რომ ძალიან მაინტერესებს როგორ ყავას სვამს გიგიშა და მეორე, დილა შეხმატკბილებულებმა უნდა დავიწყოთ. _ კარგი, მაშინ ახლა მე ნატას დავურეკავ და ვთხოვ რომ გაგვიმზადოს. _ ლოყაზე თითი მომიჭირა და ტელეფონს გადაწვდა.

-გადაირიე? ხუთი საათი დაიწყო, არ გააღვიძო!_ შეშფოთებულმა დავუკავე ხელი და წარბები შევკარი.

-ნუ გავიწყდება პატარა ყავთ, და ოთხზე უკვე პოსტზე დგას ცოლ-ქმარი. _ სიცილით ჩაილაპარაკა და ტუჩებზე მოწყვეტით მაკოცა. _ ნატაშ, ყავას გაგვიკეთებ?_ ყოველგვარი შესავლის გარეთ აჯახა გოგრელიანმა. მისი უტაქტობით გაგულისებულმა წარბი მაღლა ავწიე და ამოვიხვნეშე. აშკარად მიმიხვდა ქცევას და ღიმილით გადმოიხარა ჩემსკენ. ქვედა ტუჩზე ღიმილით მომადო ბააგეები და თვალი ჩამიკრა. _ ორი ჭიქა, მე რომ მიყვარს ისეთი. მზად რომ იქნება შემეხმიანე. _ მისცა შეკვეთა და ტელეფონი გათიშა. _ ჩემს ყავას, ნატას გარდა ვერავინ ვერ ამზადებს. _ უფრო დეტალურად ამიხსნა რატომ შეაწუხა ნატა და არა სხვა.

-რა იცი, იქნებ მე უკეთესად ვამზადებ?_ ეჭვიანი ქალივით წავიწიკვინე და ნაწყენმა გადავხედე. გოგორელიანმა გაშლილ თმებზე, როგორც იცის ხოლმე ისე ჩამომისვა თითები და ოდნავ მომქაჩა.

-შენ ყავას მარტო მაშინ გამიკეთებ, როდესაც ერთად ვიცხოვრებთ. ნუ თუ ჯერ მანდამდე მივედით და ხელი არაფერმა შეგვიშალა.

თავიდან ისე კარგად დაიწყო, მეთქი მეშველა და ბედი გამხესნა მეთქი... მაგრამ მერე რომ დააყოლა თავდაცვის მიზნით სიტყვები, მომინდა ადგილზე მიმეგუდა და ის ირონიულად მომღიმარი სახე ჩემი შვილივით მოვლილი ფრთხილებით დამეხოკა.

-რა თქმა იყო ახლა ეგ? იქნებ მე საერთოდ არ ვაპირებ შენთან მომავალში ურთიერთობის გაგრძელებას?_ აშკარად ნაწყენი ვსაუბრობდი და ეს ხმაზეც დამტყო. გოგორელიანმა სახე დაისერიოზულა და ისე გადმოიხარა ჩემსკენ რაღაცის სათქმელად.

-არასდროს არ მყავრებია, გრძელი და სერიოზული სახის ურთიერთობები. მაგრამ არ გეგონოს რომ ამით ვინმეს ან გული ვატკინე ან რამე მსგავსი. ახლა ჩემი ურთიერთობების რიცხვის ჩამოთვალს არანაირი აზრი აქვს, ამიტომ ამას არ განვავრცობ. არც იმას გეტყვი რომ მსგავი რამ რაც შენთან ვიგრძენი არავისთან მიგვრძვნია. მარტო იმიტომ არ გეტყვი რომ ჩემი აზრით ეს ფრაზა იმდენად მოძველებული და გახუნებულია რომ ფასი აღარ აქვს... მე კი ვთვლი რომ იაფასიანი არაფერი არ ვარგა!
შენთან მე მართლა ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. ვფიქრობ რომ შენთან ყოფნის დროს არ მიწევს იმ სახის გამოჩენა რასაც მაგალითად საზოგადოებაში, ან თუნდაც სამსახურში ვიჭერ. შენთან მე ვარ ისეთი, როგორიც წესით უნდა იყო შენს პარტნიორთან, თავისუფალი და გულახდილი. მაგრამ ვარ ძალიან ეჭვიანი და ძალიან ფიცხი, თუმცა ამ ყველაფერს გააჩნია დრო და ადგილი. ვარ ცოტა აზიატი, მაგრამ ნორმის და ზომის ფარგლებში. იმის გამო რომ ძველი მეგობარი ნახე არ «გაჭედავ» თუმცა შეიძლება, შენი მეგობარი ამოვითვალწუნო და მომავალში ცოტა სხვანაირად შევხედო. მაგრამ დამიჯერე ეს არანაირად არ აისახება ჩვენს ურთიერთობაზე. მაგრამ ჯერ ურთიერთობა უნდა აეწყოს! _ ღიმილით ჩაილაპარაკა და ცას გახედა. _ მოიმარჯვე ფოტოაპარატი თორემ ხვლაც მომიწევს ოთხზე ადგომა.

სიცილით ჩაილაპარაკა და ოდნავ ამოწვერილ მზეს გახედა. გახარებულმა ავაჩხაკუნე აპარატი. გახარებული ვიყავი იმით რომ მზის ამოსვლას მოვესწარი, ასევე იმით რომ ძალიან გულახდილი საუბარი გვქონდა მე და გოგორელიანს, რომელიც სავარაუდოდ გაგრძელდება და რომელიც ჩემი აზრით იმ შედეგამდე მივა რომ რაღაცა აზრზე ჩამოვყალიბდებით, რა გავაკეთოთ მომავალში. არ მინდა, იძულებული გავხადო სამომავლოდაც იკონტაქტოს ჩემთან. მაგრამ თბილისში დაბრუნების მერე რომ გიგიშა ვეღარ ვნახო, ალბათ ძალიან დიდი დანაკლისი იქნება ეს ჩემთვის. დანაკლისი ჩემთვის და ჩემი მომავალი ზაფხულებისთვის. სურათების გადაღებას რომ მოვრჩი აპარატი გვერდით გადავდე და ხელები მუხლებზე დავიწყე.

-მიხარია მატყუარასთან ერთად, ასეთი გულახდილიც რომ ხარ. მე ამას მართლა ვაფასებ ადამიანში. _ ჩავილაპარაკე დამთბარი ხმით და მხარზე მხარი მივადე. _ არც მე ვამყარებ ჩვენს ურთიერთობაზე ცათამბრჯენ იმედებს, მაგრამ რატომღაც ვფიქრობ რომ ეს ყოფა ბევრად უკეთესია. _თავი მაღლა ავწიე და ჩემზე დაჩერებულ გიგიშას გავუღიმე.

-აი ზუსტად ამიტომ ვარ შენთან ასეთი, შენთანაც და იმ ადამიანებთანაც რომლებსაც ჩემი ბოლომდე ესმით. ვერ მოგატყუებ და ვერ გეტყვი, რომ თბილისში ჩასვლის მერეც ასე შეიძლება გაგრძელდეს, რადგან იქ მოგვიწევს საზოგადოებაში გამოჩენა, საზოგადოებაში კი მე ძალიან მესაკუთრე ვარ!_ კატეგორიული ხმით ჩაილაპარაკა და წელზე თითები მაგრად მომიჭირა. _ რაც ჩემია უნდა იყოს მარტო ჩემი, ყველანაირი გამრავლების და განტოლებების გარეშე!_ სერიოზული სახით დამიქნია თავი ჩემმა დილის პარტნიორმა და საფეთქელზე მაკოცა. _ისე ჩვენში დარჩეს და როგორი წარმოგიდგენია, ჩვენი ხვალინდელი დღე? _ მოულოდნელად ჩაილაპარაკა და ოდნავ შემარხია.

-არ მიფიქრია. _ ჩავილაპარაკე დაეჭვებულმა და გონებაში იმის წარმოდგენა დავიწყე რა შეიძლება იყოს ხვალ.

-არ გაბედო და არ დაფიქრდე!ზედმიწევნით არაფერი არ მოხდება შენი გეგმის მიხედვით. ჩვენი ურთიერთობა უნდა გაგრძელდეს ასეთი ფორმით, ყველაფერი ექსპრომტათ. კოცნაც... ჩახუტებაც... მოეფერაბაც!_ თან საუბრობდა თან ჩემს სახეზე ტუჩებს დააცოცებდა.

-დაფიქრებას არც ვაპირებ, მე იდუმალი გიგიშა უფრო მომწონს. _ გამომწვევად ამოვილაპარაკე და გოგორელიანს ხელები განიერ წელზე მოვხვიე.


ცოტახანში ნატასთან გადავიდა და ჩვენი ყავა გადმოიტანა. სიცილით გამოვართვი ფინჯანი და ცივ თითებში მოვიქციე. კიდევ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ. რამოდენიმე სურათი გადავიღე, ერთი ორი ჩუმად გიგიშასაც გადავუღე სამახსოვროდ. ერთადერთი რაზეც ცოტას ვღელავდი იყო ის ფაქტი რომ ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით, მართლაც რომ ძალიან ჩუმად არის. მაგრამ თავიდანვე ავღნიშნეთ რომ ეს გადამწყვეტ როლს არ თამაშობს.
შვიდი საათისთვის დავიშალეთ და ჩვენს ჩვენ კოტეჯებში დავნაწილდით. გოგორელიანმა ღიმილით შემაჩერა ჩემს კარებთან და ხელზე ხელი ძალიან მაგრად მომიჭირა. ცოტა მეუცნაურა მისი საქციელი, მაგრამ მისგან მსგავს უცნაურობებს მიჩვეული ვარ.

-დღეს თბილისში ვბრუნდებით. _ ჩაილაპარაკა ჩემთვის ყველაზე საზიზღარი სიტყვები და ტუჩის კუთხეში გამიღიმა. _ დარჩენა ფიზიკურად არ შემიძლია, თორემ აუცილებლად დავრჩებოდი დანარჩენი დღეებიც აქ და გაგილამაზებდი... მაგრამ გაითვალისწინე რომ მე თბილისში გელოდები და სულ რაღაც ოთხს დღეში ამ ნომერზე მოგწერ და აუცილებლად გნახავ!

ლოყაზე ორივე ხელი მაგრად მომიჭირა და შუბლზე მაკოცა. არ ვიცი რა მჭირდა ასეთი სენტიმენტალური არასდროს არ ვყოფილვარ, ალბათ გულმა მიგრძნო ზედმეტად ბევრის უფლება რომ მივეცი ჩემს გულს... ძლივს შევიკავე ცრემლები და თავი ოდნავ მაღლა ავწიე. ჰაერი ხარბად შევისუნთქე და მოჩვენებითი ბედნიერი ღიმილით ავხედე გიგიშას.

-ეგ არაფერი, მთავარია რომ თბილისში გნახავ!_ ფეხის წვერებზე ავიწიე და ლოყაზე ხმაურით ვაკოცე. მერე დაბლა ჩამოვჩოჩდი და ახლა მე ვაჩუქე, ჩვენი ნაძლევის პირველი კოცნა.

-დაიმახსოვრე, კიდევ ბევრი კოცნაა გაქვს მოგებული. _ ჩაიცინა და თმებზე მომეფერა.

-დროებით!

კიბეებზე ჩასულს ხელი დავუქნიე და ჩემი ოთახის კარები მანამდე არ გამიღია სანამ გოგორელიანი თვალს არ მოეფარა. კარებთან ისიც შეჩერდა და ხელი დამიქნია. მერე მისი სილუეტი საერთოდ გაქრა ჩემი თვალთახედვიდან..
ის ორი დღე სრული კოშმარი იყო. გოგონებიც ვერ ერთობოდნენ და გადავწყვიტეთ ორი დღით ადრე დავბრუნებულიყავით ქალაქში. ჩვენი ხარჯები დავფარეთ და სოფლიდან სადგურისკენ დავუყევით გზას. მთელი გზა ტელეფონს ვათამაშებდი. სასაცილოა, მაგრამ სწორედ იმ საღამოს, სახლში მისულმა საწოლზე მიგდებულ ტელეფონს რომ დავხედე აღმოვაჩინე რომ გოგორელიანს ჩემს ტელეფონზე არ დაურეკია... და მე მისი ნომერი არ მაქვს.
თბილისში ჩასულმა ორი დღე დედა ვისიყვარულე. მესამე დღეს უკვე ლოდინის რეჟიმი ჩავრთე და სულ ტელეფონით დავდიოდი ყველგან. მეოთხე დღეს უკვე ძალიან ვღელავდი და ვფიქრობდი რომ გოგორელიანი დაიკარგა.

ზუსტად ერთი კვირის მერე მივხვდი რომ თავმოყვარე მატყუარა, თავმოყვარე მატყუარაა და მას ვერაფერი ვერ შეცვლის.... ვერც რაჭის და მთის ჰაერი. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ვერც ნაძლევში წაგებული კოცნები!

დასასრული.
~~~~~~~
კიდევ ერთი. <3
იმედია ისიამოვნეთ <3



№1 სტუმარი Nini

Vaimee es ra ikoo veli meore nawilss:-*

 


№2 სტუმარი Eleee

Es raaa damtavrda ??es ra iyioo meoree tavi aucileblad

 


№3  offline წევრი miyvarxar1992

Me moere nawilic maxsovs da cemi guli gaxarebuliaa chemo shaqaryinulooo.tkbilooo

 


№4 სტუმარი სტუმარი takko

Rogorc utas da natas istoriidan maxsovs gigishas colad moyavs gogona romelsac mia qvia????????gagtdzeleba iyos ra

 


№5  offline წევრი sofia25

მეორე თავი რომ არ დადო შეიძლება გავგიჟდე!
იმდენად დადებითია გიგიშა ყოველ წაკითხვაზე ცუდა ვხდებოდი :) თან წინა ისტორიაშიც რომ იყო და ეხლა აქ აღომავაჩIნე სიხარულისგან გავგიჟDი და ესე უბრალოდ ნუ მიატოვებ რაა

 


№6 სტუმარი Iia

Magari istoriaa.vgijdebi shen motxrobebze.kvela aseti kargi rom aris.
Vnaxot momdevno tavshi ra moxdeba.❤❤❤

 


№7 სტუმარი ..

რასიტყვებით ავხსნა არვიცი აი სასწაული იყო და იიძალიანმიხარია რო მეორენაწილიც ექნება აიიი სულმოუთქმენლადველი <3333333333

 


№8 სტუმარი Anna

სასწრაფოდ მესაჭიროება გაგრძელება

 


№9  offline წევრი Mariam Shengelia_3

საოცრებაა❤ ვგიჟდები ამ პერსონაჟების ისტორიებზე❤❤❤აიიიი საოცარი საძმაკაცოა და მინდა ერთი ეგეთი რა???? ამის გაგრძელებას ველი სასწრაფოდ!!!❤❤❤

 


№10  offline მოდერი მე♥

Nini
Vaimee es ra ikoo veli meore nawilss:-*

ნინი, მადლობა საყავრელო <3
Eleee
Es raaa damtavrda ??es ra iyioo meoree tavi aucileblad

რა თქმა უნდა, მეორე ნაწილი არის. <3 დავდე უკვე <3
miyvarxar1992
Me moere nawilic maxsovs da cemi guli gaxarebuliaa chemo shaqaryinulooo.tkbilooo

რეალურად გიგიშას პირველი ნაწილი უფრო უხდება, მაგრამ ჩემს კეთილ გულს რა ვუთხარი მეორე ნაწილით რომ დავწერე... სიყვარულიკო ხარ შენ! <3
სტუმარი takko
Rogorc utas da natas istoriidan maxsovs gigishas colad moyavs gogona romelsac mia qvia????????gagtdzeleba iyos ra

თაკო, აი, რას ნიშნავს დაკვირვებული მკითხველი. მართალი ხარ <3
sofia25
მეორე თავი რომ არ დადო შეიძლება გავგიჟდე!
იმდენად დადებითია გიგიშა ყოველ წაკითხვაზე ცუდა ვხდებოდი :) თან წინა ისტორიაშიც რომ იყო და ეხლა აქ აღომავაჩIნე სიხარულისგან გავგიჟDი და ესე უბრალოდ ნუ მიატოვებ რაა

სოფია, მეორე ნაწლიც დავდე სრულად. <3საყვარელი ხარ შენ ძალიან დიდი, დიდი მადლობა აზრის გამოთქმისთვის. <3
Iia
Magari istoriaa.vgijdebi shen motxrobebze.kvela aseti kargi rom aris.
Vnaxot momdevno tavshi ra moxdeba.❤❤❤

როგორ მიხარია რომ მოგწონთ... მადლობა, მადლობა, და კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა! <3
..
რასიტყვებით ავხსნა არვიცი აი სასწაული იყო და იიძალიანმიხარია რო მეორენაწილიც ექნება აიიი სულმოუთქმენლადველი <3333333333

უხმე! საოცრად დიდი მადლობა, საყვარელო!<3
ძალიან გამახარე <3
Anna
სასწრაფოდ მესაჭიროება გაგრძელება

და გაგრძელება არის. :დდ <3 მადლობები <3
Mariam Shengelia_3
საოცრებაა❤ ვგიჟდები ამ პერსონაჟების ისტორიებზე❤❤❤აიიიი საოცარი საძმაკაცოა და მინდა ერთი ეგეთი რა???? ამის გაგრძელებას ველი სასწრაფოდ!!!❤❤❤

დარწმუნებული ვარ სადღაც აუცილებლად იქნება ასეთი საძმაკაცო და შენ რომ გინდა ისეთი ბიჭიც... მჯერა მე მაგ ამბავის. <3
გრაფინია
მმმ,წინა ამბები რომ მომეწონა გავგიჟდი და გადავირიე უამრავჯერ აღვნიშნე,მაგრამ საოცრება ყოფილა მხოოოოდ გიგიშას ამბავი ❤️
ღმერთო,ერთი გიგიშა გაიმეტე ჩემთვისაც

აუჰ! როგორ გამაჟრიალებს ხოლმე! <3 მადლობა ტკბილო. <3
ერთ გიგიშას შეგიფუთავ და გამოგიგზავნი. :დდდ <3
--------------------
ა.ა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent