ბიზნეს გარიგება [2]
"უკანონო ქორწინება" დადიანმა პირდაღებულმა ასწია ცალი წარბი და მის უკან მდგარ ჩუმად მომღიმარ მარიამს აღრენილმა დაუბრიალა თვალები. -ჩვენ უკვე გავამზადეთ შენთვის კაბინეტი ასე რომ... -როგორც მე ვიტყვი ისე იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში შენი კაბინეტის დათმობა მოგიწევს. _არანაკლებ კატეგორიული იყო დუდაც. -ბატონო!?_წყობიდან გამოსულმა ხმამაღლა იკითხა და მამაკაცისკენ ერთი ნაბიჯი გადადგა. _მე მგონი გავიწყდებათ ვის კომპანიაში ხართ. -მე მგონი შენ გავიწყდება ვის ესაუბრები. -ჩემს გვერდით კაბინეტი არ არის, პირდაპირ არის. _როცა მიხვდა რომ ამდენ ხალხში ამ თემის ასე ხმამაღლა განხილვა ძალიან დიდი სისულელე იყო უკან დაიხია და გაღიზიანებულმა მიუგდო ორი სიტყვა. -უკეთესი. _თვალი ჩაუკრა და ლიფტისკენ წავიდა. >>> -როგორი სიმპათიური და სექსუალურია. -რა ტანი აქვს. -და რა ტუჩები? ლიფტთან მდგარმა გარკვევით გაარჩია იქვე დაყუდებული გოგონების სიტყვები და შუბლშეკრული მიტრიალდა მათკენ. სამივე გაშტერებული უყურებდა რაღაცას, ინამ ნელა გააყოლა მათ მზერას თვალი და ყავის აპარატთან მდგარი დუდას დანახვისას თვალები ააფახუნა. მამაკაციდან მზერა ისევ გოგონებზე გადაიტანა და გაღიზიანებული მზერით დაიძრა მათკენ. -რამე საინტერესოს ხედავთ?_ცინიკურად იკითხა და მათ უკან დადგა. -ა.. ჩვენ... თინას ველოდებით შესვენებაზე უნდა გავიდეთ. _დაბნეულმა ლუღლუღით ჩაილაპარაკა და შუბლშეკრულ უფროს მორიდებით გაუღიმა. -კაცების თვალიერებას გირჩევნიათ სამუშაოს მიხედოთ!_საჩვენებელი თითი დაატრიალა და ლიფტისკენ წავიდა. შესვლამდე წარბწეულმა გადახედა ისევ იქ მდგარ დუდას და თავის ქნევით შევიდა ლიფტში. >>> -დუდა, ერთი წუთით. გასასვლელისკენ წასულ მამაკაცს ხმამაღლა დაუძახა და ფეხსაცმელების კაკუნით მისკენ წავიდა. დადვანი უსიტყვოდ გაჩერდა და ჯიბეებში ხელებჩაწყობილი დაელოდა ქალს. -სახლში მიდიხარ?_მასთან მისულმა პირდაპირ იკითხა და ჩანთა შეისწორა. დადვანმა წარბწეულმა შეათვალიერა ქალი. _იმისი თქმა მინდა რომ... კაფეში ხომ არ შევსულიყავით, რამდენიმე თემა მინდა რომ განვიხილოთ, სამსახურისგან მოშორებით. -დღეს არ მცალია. _მოკლედ მოუჭრა და კარისკენ მიტრიალდა. _ხვალ შესვენებაზე ერთად გავიდეთ. წამით შეყოვნდა, ქალის გასაგონად ჩაილპარაკა და გზა გააგრძელა. ინამ მამაკაცის უარით გაბრუებულმა რამდენჯერმე ფრჩხილები უხეშად დაისვა ხელისგულებზე და როცა დარწმუნდა რომ არაფერი ელანდებოდა სახეშეჭმუხნული წავიდა სადგომისკენ. კაცისგან ასეთი ცივი უარი პირველად მიიღო და ძალიან არ ესიამოვნა, მითუმეტეს როცა საქმეზე ეპატიჟება და არა საარშიყოდ. >>> -ინა, შეგიძლია დღეს ბავშვები დაიტოვო?_ცალი ფეხი ჰაერში ჰქონდა ნინოს და ისე სვამდა კითხვას. ინამ წარბწეულმა გადახედა დას და მერე მის ნახევრად შესაკრავ ფეხსაცმელს. -დავიტოვებ, მაგრამ შენ სად მიდიხარ? -ჯერ დედასთან უნდა გავიდე და მერე თიკომ მაღაზიებში გაყოლა მთხოვა. -კარგი. ჩვენ გავცურავთ. _წარბების თამაშით გადახდედა დისშვილებს და აუზისკენ მიანიშნა. ბავშვებმა აღტაცებულებმა გადახედეს ერთმანეთს და ოთახებისკენ გაქანდნენ გამოსაცვლელად. ნინომ ხელი დაუქნია და სახლიდან უკანმოუხედავად გავიდა. ინამ ჯერ სამზარეულო შეათვალიერა, მერე მუცელს დახედა და როცა მიხვდა რომ სათანადოდ არ შიოდა ოთახში შევიდა. აწკრიალებული ტელეფონის ხმაზე თვალები ზანტად გაახილა, სათვალე შუბლზე აიკოსა და ტელეფონის ეკრანს დახედა. -ინა, არ გამითიშო!_მამაკაცის ნაცნობის ხმის გაგონებისას მობეზრებულმა აატრიალა თვალები და შეზლონგზე წამოჯდა. -რა ჭირი გინდა?_ხვნეშით იკითხა და მარჯვენა ფეხს დააჩერდა. -უნდა ვილაპარაკოთ. -ვისაუბრებთ, ოღონდ მარტო მაშინ როცა ამას მე მოვინდომებ და როცა შენზე შურისძიების გეგმა შედგენილი მექნება, მანამდე შენი სახის დანახვაც კი არ მინდა. იცოდე ახლოს არ გამეკარო თორემ შთამომავლობის გარეშე მოგიწევს შენი ბინძური ცხოვრების გატარება!_მშვიდი, აუღელვებელი ხმით ჩაილაპარაკა და ტელეფონი გათიშა. ტელეფონი თავის ადგილზე დააბრუნა და შეზლონგზე გადაწოლა დააპირა მოულოდნელად ისევ რომ ამღერდა. ეკრანისთვის არც დაუხედავს ისე დაავლო ხელი და გაღიზიანებულმა გადაუსვა სენსროს თითი. -იცოდე ღირსებას მოგაჭრი და სახლახოდ გამოვკიდებ!_როცა დარწმუნა რომ არც ბავშვები უსმენდნენ და არც დაცვის წევრები ხმამაღლა დაიმუქრა და ფეხზე წამოდგა. -უკეთეს ვარიანტს შემოგთავაზებდი ჩემი ღირსება რომ არ მენანებოდეს. _სრულიად განსხვავებული ხმის გაგონებისას თვალებდაქაჩულმა დასწია ტელეფონი უკან და სახელის წაკითხვისას სახედამანჭულმა მიირტყა გაშლილი ხელი შუბლზე. -დუდა, სხვა მეგონე. _მორიდებულად ჩაიჩურჩულა და ქვედა ტუჩი მოიკნიტა. -თუ მე არაფერ შუაში ვარ, მაშინ თიხით გამოიყვანე და ოთახში დაიკიდე. _სერიოზული ბარიტონით გააგრძელა მამაკაცმა. ინამ დაბნეულმა სიცილი ვერ შეიკავა და ხმამაღლა ჩაიფხუკუნა. _რაზე გირეკავ... ხვალინდელი შეხვედრის გადმოწევა მინდა. _ყოველგვარი შესავლების გარეშე ჩაილაპარაკა და ქალის პასუხს დაელოდა. -დღეს? -კი დღეს, ჩემთან სახლში. -ბატონო?!_მოულოდნელობისგან დაბნეულმა ხმადაბლა იკითხა და აუზისკენ წავიდა. -8 საათზე ჩემთან სახლში გელოდები. ქალის პასუხს არც დალოდებია ისე გათიშა ტელეფონი. ინას მამაკაცის ქცევა დიდად არ ესიამოვნა და ეს მის გადაწითლებულ სახეზეც აშკარად აისახა. შუბლშეჭმუხნულმა ისროლა ტელეფონი შეზლონგზე და აუზისკენ მიტრიალდა. “მე შენ განახებ როგორია ლოდინი!”_თავისთვის ჩაიბურტყნა და თეძოებზე თითები ნაზად დაისვა. -ბავშვებო, სადილის დროა! >>> ჩაცმა ინას სუსტი წერტილია, ნებისმიერ სიტუციაშს არაჩვეულებრივად უნდა გრძნობდეს თავს იმ სამოსში რაც აცვია, გამორიცხულია ერთი საათი გარდერობთან არ გაატაროს, მერე მაკიაჟზე არ იზრუნოს ისე როგორც საჭიროა, თმაზე და ბოლოს 100%_ით არ დარწმუნდეს რომ იდეალურ ფორმაშია. შეიძლება ცოტა ნარცისი ქალის შთაბეჭდილება დატოვოს, მაგრამ ასეა, არ თვლის რომ ლამაზია და გადასარევი აღნაგობა აქვს, მაგრამ საკუთარი თავის გაუმჯობესებას არცერთი წამით არ წყვეტს და ყოველ დღე ახალ-ახალი აღმოჩენებით აოცებს ყველას. ვინაიდან და რადგანაც ნინო გასული იყო ზუსტად რვა საათზე სტუმრად წასვლა ვერ მოახერხა. არც ბავშვების დამლაგებელთან დატოვება იყო პრობლემა, მაგრამ საკუთარ თავს აჯერებდა რომ ეს უბრალო მიზეზია და წასვლას ვერანიარად ვერ მოახერხებს თუ ნინო არ დაბრუნდება, მაგრამ ყველაზე სასაცილო ამ ამბავში ის არის რომ ერთი საათით ადრე გაემზადა და გამოპრანჭული დაეკოსა მისაღებში. -მიდიხარ სადმე?_სახლში დაბრუნებულმა დამ გაკრივებულმა იკითხა და პარკები იატაკზე დააწყო. ინამ უსიტყვოდ დაუქნია თავი, ფეხზე წამოდგა და გასასვლელისკენ წავიდა. -არ დამელოდო, შეიძლება გვიან დავბრუნდე. _მაინც, ყოველი შემთხვევისთვის ჩაილაპარაკა და ეზოში გავიდა. -სად მივდივართ?_ღიმილით კითხა მძღოლმა და მანქანისკენ წავიდა. -მარტო წავალ. _ხელი გაუწოდა და მანქანის გასაღებს დაელოდა, მძღოლმაც უსიტყვოდ გაუწოდა გასაღები და გზიდან ჩამოეცალა. მისამართი მარიამის დახმარებით გაიგო, ბოლოს და ბოლოს დუდაც მათი კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელია, მართალია დროებით, მაგრამ მაინც და ვალდებულები არიან მის შესახებ ყველანაირ ინფორმაციას ფლობდნენ. მანქანა ჭიშკართან გააჩერა და ზარის დასარეკად გადავიდა. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს დადვანის სახლს არცერთი დაცვის წევრი არ იცავს და რაც ყველაზე გასაკვირია ეზოში კაცი შვილის ჭაჭანება არ არის... გაკივრვებულმა მიაჭირა ჭიშკართან დამონტაჟებულ პატარა ღილას თითი, რომლის ზემოთაც ფერადი ვიდეო კამერა იყო მოთავსებული. კარის გაჩხაკუნების ხმა გაისმა და ნელ-ნელა უზარმაზარმა რკინამაც დაიწყო მარჯვნიდან მარცხნივ გასვლა. ინამ კმაყოფილმა შეათამაშა წარბები და მანქანისკენ წავიდა. -დალევ რამეს?_სახლში შესვლისთანავე კითხა დუდამ და სამზარეულოსკენ დაიძრა. -მანქანით ვარ. -ალკოჰოლი არც შემომითავაზებია._ცინიკური ღიმილით ჩაილაპარაკა დადვანმა. ინამ შუბლშეკრულმა გადახედა მამაკაცს და საჩვენებელი თითი ცერა თითით დაატკაცუნა. -მაშინ ყავა. მე უშაქროს ვსვამ._ხმადაბლა ჩაილაპარაკა, სახლი შეათვალიერა და დივანზე ჩამოჯდა. დუდამ ყავის ფინჯანი მაგიდაზე დადო და ქალის წინ მოთავსდა. -ეს, ეს რა არის?! ინტერესით შეათვალიერა კედელზე ჩამოკიდებული დაფა, რომელზეც რამდენადაც გასაკრივი არ უნდა იყოს თიხისგან გამოყვანილი ქალის წინა ორი ნაწილი იწონებდა თავს. -მკერდია. _ურეაქციოდ ჩაილაპარაკა დადვანმა. -მაგას მეც ვხედავ და ვისია? -ყოფილის. -მართლა მისია?_პირდაღებულმა კითხა და ფეხზე წამოდგა რათა უკეთ შეეთვალიერებინა მამაკაცის უცნაური გატაცება. -პროფესიონალი არტისტი მყავს და შემიძლია შენი ყოფილისთვისაც ვთხოვო..._ირონიული ხმით ჩაისისინა და წარბწეულ ინას თვალი ჩაუკრა. -არა, გმადლობთ... ჩემი ყოფილის ღირსებებით დიდად მოხიბლული არასოდეს ვყოფილვარ და მეეჭვება მისი დანახვა დილაადრიან მესიამოვნოს. _პირდაპირ, ყოველგვარი მორიდების გარეშე აუხსნა დუდას სიტუაცია და ისევ დივანზე ჩამოჯდა. _ვფიქრობ აქ ყოფილებზე სასაუბროთ არ დაგიპატიჟებივარ._საქმეზე გადასვლა ისურვა. დადვანმა ყავის ფინჯანი მაგიდაზე დააბრუნა და წელში გასწორებულმა ხელისგულები მუხლებზე დაიდო. -აქ საქმეზე სასაუბროდ დაგიბარე. -კომპანიის?_ეჭვით იკითხა და ტუჩის კუთხეში ჩაიცინა. -ამ ეტაპზე შენით როგორც ქალით დაინტერესებული არ ვარ, შესამაბისად ხო, კომპანიის საქმეზე სასაუბროდ! ცივად ჩაილაპარაკა და დაბალი მაგიდიდან ლეპტოპი აიღო. ინამ ცინიკური ღიმილით დაქაჩა თვალები და გაშეშებული მზერით მიაშტერდა მამაკაცს. არა, დუდათი არც დადიანია გადარეული და სიყვარულის კოშკები არც მას აუგია, მაგრამ მამაკაცისგან მსგავსი უტაქტობა პირველად ესმის, თანაც დუდას დასაწუნი რა აქვს? ფეხი არ უვარგა თუ მკერდი, ან კიდევ საჯდომი?! დიახ, ძალიან უკმაყოფილო და შეურაცხყოფილია დადვანის გამოსვლით, მეტიც ცოტაც და შესაძლებელია მიახრჩოს კიდევაც. -გისმენ. გაწონასწორებული, აუღელვებელი ტონით ჩაილაპარაკა და ფეხი ფეხზე ლამაზად გადაიდო. დადვანმა ქალის ეშმაკური ქცევა იმ წამსვე დააფიქსირა და წარბაწეულმა ჯერ ინას პრიალა ფეხის კანს დასო მზერა, მერე კი ქალის გაციებულ სახეს, თუმცა ვერ გეტყვით რომ თვალებში ვნების ცეცხლები დასტრიალებდა. ვერაფერს იტყვის, გარდა საქმისა არაფერზე არ უსაუბრიათ, გადაკრულადაც კი არცერთ თემას არ შეხებიან. არც პოლიტიკას და პირადზე ხომ საუბარი ზედმეტია, მარტო ის საკითხები ამოწურეს რაც ინას კომპანიისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო. მერე ერთმანეთს დაემშვიდობნენ და ინამ დადვანის უზარმაზარი სახლი დატოვა. >>> -გამორიცხულია!_გაოგნებულმა ხმამაღლა წამოიძახა და ფეხზე წამოდგა. _მითხარი რომ ეს ყველაფერი უბრალოდ გაყალბებული ანგარიშებია და საერთოდ რა ხდება?! გუშინ ღამე შევამოწმე კომპანიის ანგარიში და თანხა ადგილზე იყო... დღეს დილით კიდევ მეუბნებით რომ დავალიანებების გამო 1 მილიონი აზერბაიჯანის სამშენებლო კომპანიამ მოხსნა?_ფიქრისგან ტვინადუღებულმა ჯავრის გადატანა მდივანზე და კომპანიის მთავარ ბუღალტერზე გადაწყვიტა. -რა ხდება, რა ხმაურია?_კარები გაკვირვებულმა დუდამ შეაღო. ინამ სწრაფად დაალაგა სახე და აწითლებულ ლოყებზე ხელისგულები აიფარა. -არაფერი განსაკუთრებული, კომპანიას პატარა პრობლემები აქვს. _დიალოგისთვის თავის არიდება სცადა, მაგრამ უშედეგოდ. დუდამ კაბინეტის კარი დაკეტა და სათითაოდ ყველას ეჭვით მოავლო მზერა. -დაგვტოვეთ!_გასცა ბრძანება და ინას პირდაპირ მდგარ ტყავის სავარძელში ჩაჯდა. _ნუ გავიწყდება რომ აქ შენი კომპანიის საკონტროლოდ და შენს დასახმარებლად ვარ, ასე რომ ყველაფერი დაწვრილებით მომიყევი!_კატეგორიული ტონით მოსთხოვა და მოსასმენად მოემზადა. -ერთ ღამეში 1 მილიონი დოლარი დავკარგეთ. _აფორიაქებულმა ამოიხვნეშა და ფეხზე წამოდგა. -და გგონია რომ ეს უბრალო გაუგებრობაა არა?!_ცინიკურად ჩაიცინა და მის წინ მდგარ ქალს ინტერესით დააკვირდა. -რა თქმა უნდა არა, ასე არ მგონია, მაგრამ ვერ ვხვდები ვის შეეძლო ამხელა თანხის ასე თავისუფლად მოხსნა... -იმას ვისაც ასე ადვილად მიუწვდება ხელი თქვენი ბანკის ანგარიშებზე. -ნონას და ვასოს?_თვალებდაქაჩულმა იკითხა და მამაკაცის პირდაპირ დაჯდა. _გამორიცხულია! მართალია შეეძლოთ, მაგრამ ვერ გაბედავდნენ. _თავი გააქნია და ჩაფიქრებული მიაჩერდა დუდას. _მაგრამ შეეძლოთ რომ იმისთვის მიეცათ ანგარიშები ვინც... -გაბედავდა. _ქალის დაწყებული წინადადება დაასრულა და სარკასტულად ჩაუკრა თვალი. -და ახლა რა უნდა ვქნა? -ყველაფერი კანონიერად არის გაკეთებული? -კი, ჩემი ხელმოწერით რომელიც გადარიცხვისას ყოველთვის თან ახლავს. -მაშინ მოგვიწვებ პატარა უკანონო საქმიანობებით ჩვენც დავკავდეთ. -ანუ, რას გულისხმობ? -ცოლად უნდა გამომყვე! ~~~~ ძალიან დიდი, დიდი მადლობა ყველას... უზომოდ მახარებთ და მაბედნიერებთ. <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.