მეზობელი, ქმარი და საყვარელი (15)
***ქორწინებიდან 3 თვის შემდეგ ** სუფთა ჰაერზე ,სიგრილეში გიორგისთან ერთად ყოფნაზე მეტად რა მოუხდებოდა ქალბატონ ელიზაბეტს? არც არაფერი. ხოდა ადგა და წავიდა თავისი დაბადებისდღის საჩუქრით დაბადებისდღის საჩუქარში . მანქანაში ისევ ცეკვავდა, მღეროდა ,მაგრამ გიორგის არ აიძულებდა სიარულის ნაცვლად ეფრინა .დანიშნულების ადგილს რომ მიაღწიეს მანქანიდან გადავიდა და გარემოთი ტკბობა დაიწყო.რამდენიმე წუთი ტრიალებდა შუაგულ ეზოში ,მთებს შორის ჩაკარგულს უფრო პატარა ეგონა თავი . მერე თავბრუ რომ დაეხვა გიორგის დაეყრდნო -შეგაქანა? -ხოო -მარჯვნივ შეგაქანა თუ მარცხნივ? -ოოო შენი ჭირიმე რას მეკრიჭები შენ შეგაქანებ ახლა - თვალები დახუჭა და თავი მხარზე დაადო -ცუდად ხარ? -ნწ გამივლის მალეე- ხელები წელზე მოხვია და გაიტრუნა - სახლი უნდა დავალაგოთ... მერე დავფიქრდე რაა შესაძენი რომ კომფორტული გახდეს და ვაიმე გული მერევა - ამოიკნავლა და პირზე ხელი აიფარა -ლიზა...ლიზა კარგად ხარ ? ამდენი არ უნდა გეტრიალა რაა ისედაც მგზავრობისას ფერი დაკარგე -არაფერია..გადამიარა. სახლში შევიდეთ დავჯდები და მერე მივხედოთ საქმეებს -მოდი ჩემთან - ხელი მოხვია და ლოყაზე აკოცა- გიდნა აგიყვან -ავადმყოფივით მოქცევას იწყებ? -არაა არ ვიწყებ...უბრალოდ გკითხე-ყელში აკოცა და თითები გამობურცულ მუცელზე აათამაშა-ჩვენი პატარა გოგო უკვე დიდი გოგოა ახლა აღარ უნდა გაწუხებდეს გულისრევები -ჯერ არ ვიცით რომ გოგოა ზურგით იჯდა და ბარძაყის ფორმით ვერ გვეტყოდა -აპრეხილი ცხვირი აქვს ანუ შენ დაგემსგავსება -მე აპრეხილი ცხვირი არ მაქვს ! -მერე რა ბიჭი არ იქნება კარგი რაა გოგო მინდა პატარა და საყავრელი -რათ გინდა გოგო/ გაიზრდება უნდა ჰყავდეს შეყვარებული,მერე ბოიფრენდი უნდა უყურო როგორ ეფლირტავებიან ბიჭები, მოკლე კაბას რომ ჩაიცვამს როგორ გააყოლებენ თვალს მერე მის ქმარს უნდა უყურო სახლში ჩვენთან რომ დარჩებიან შეიძლება კვნესის ხმაც კი გაიგო -აღარ მინდა გოგო იყოს ბიჭი... შენ ხო სულ მართალი ხარ რაღა ახლა ვიქნები სწორი? იყოს ყველა ბიჭი...საერთოდ არ მინდა გოგო -უკაცრავად? მომდევნო გოგო უნდა იყოს არ გააკეთებ და შენი აჯობებს ...დივანი მტრიანია ახლა დამაცემინებს თუმცა არ რაღაც სასიამოვნო სურნელია _შენ ახლა გეწყება ტოქსიკოზი? -გამორიცხულია ... -დივანზე წამოწვა და მუცელზ ეგადაისვა ხელი - ზამთარში აქ ვეღარ ამოვალთ . მე სამუშაოც საკმაოდ წამართმევს ენერგიას . აქ რომ ჩავიკეტოთ და მშობიარობა დამეწყოს დავიღუპებით ...ასე რომ ბოლოჯერ ვართ მარტები ამ სახლში. შემდეგ ჯერზე ბავსვთან ერთად ამოვალთ- ყველაფერს უყურებდა და მუცელზე დაატარებდა თითებს- გესმის ჩემო პატარავ? მართლა გოგო თუ ხარ მამიკოს არ მოუსმინო ... შენ შეყვარებულებს მე დავიცავ -ტყუილია მამა შეყვარებული რა საჭიროა ? ცეკვაზე,პალეტზე ,მატვრულ ტანვარჯიშზე შეგიყვან რა ვიცი კიდე რამეს მოვიფიქრებთ იქნემ სიმღერის ნიჭი გაქვს ან ხატვის რა საჭიროა შეყვარებული?- სამზარუელოში იყო და იქედან ელაპარაკებოდა .ელზიაბეტი ჯერ უსმენდა მერე ხარხარებდა ბოლოს ვეღარ სუნთქვადა და უბრალოდ ცრემლებს იმშრალებდა -რას დამცინი ქალბატონო? ვაშლი გინდა?-თავზე დაადგა მწვანე ვაშლით ხელში და თან თვალებს უბრიალებდა -აბა რაებს იძახი? ჯერ მაქედან რას გაიგონებს, მერე რა მხატვრული ტანვარჯიში ბალეტი და ცეკვა ... იკლავდი თავს შენ უნდა გგავდესო და მე არაფერზე დავდიოდი ბიჭები მყავდა მხოლოდ -ნერვებს ნუ მომიშლი ახლა არ მინდა ბავშვს გავაგონო ჩვენი ჩხუბი -და არ გინდა კოცნა მაჩუქო და ბავშვს დადებითი ემოციები გადასცე? -დავფიქრდები... ვიფიქრებ და მერე შეგატყობინებ ,წავალ მივალაგებ ელიზაბეტმა ნაპერწკლები გყარა თვალებიდან,სამაგიეროდ გიორგი იყო კმაყოფილი ლიზა რომ უკან გაჰყვა. ყველაფერი მიაალგეს, ნუ ქალბატონი მძიმეებს არ სწევდა, იატაკის გიორგიმ მოაპრიალა და თეთრეულიც მან გადააგო საწოლზე. შემდეგ ერთად მოამზადეს სადილი და რომ დანაყრდნენ დაღლილები დაწვნენ საწოლზე -ბექა მართლა მიდის? -რაზე გაგახსენდა ახლა ბექა -მინდოდა მეკითხა აქამდეც და სულ მავიწყდება.ბარბარემ მითხრა მიდისო და -ბარბარე სად ნახე? -კატოსთან იყვნენ ეგ და ტასუნა ... ბაბრის მოატყუა თუ ნამდვილად მიდის? -აპირებს რამ წამოუარა არ ვიცი რაც ერეკლეს რესტორანში აღარაა სამედიცინოს წიგნები გადმოაწყო ბიბლიოთეკიდან და ჩაუჯდა -ეგ რომ მითხარი მეგონა მაღაავებდი აბა მაშნ რომ მიხვედი მართლა კითხულობდა? ვინ ბექა? ჩვენი ბექა? -იცი რა კარგ ქულებს იღებდა? -როგორ მიდიოდა გამოცდამე -მიდიოდა რა მიმყავდა და გამოცდების წინ მმე ვუდებდი მასალებს და სანამ მე ვმეცადინეობდი ეგეც მიბმული მყავდა სკამზე და არაფერი რომ ა რჰქონდა საქმე იძულებული იყო წაეკითხა ...შოკში ჰყავდა ყველა. მერე კლინიკაში ისე დადიოდა რას ჩალიჩობდა იქ ღმერთმა უწყის მაგრამ ესწრებოდა პრაქტიკებს -როგორ აიძულებდი ნუ გამაგიჟე ...მშობლები ევრ აიძლებენ სწავლას შილებს -უკან ევრ დაყვებიან და იმიტო...ჩემთან ვალში იყო ვერ მიტეხავდა და ხომ იცი როგორ აწუხებს ხოლმე სინდისი ჩემს მიმართ .კი აიღო ამ გლახავში დიპლომი -არ მითხრა ახლა წითელი დიპლომიო -არა რა წითელი ...მარა ბევრი საგნის გადაბარება დასჭირდა -ისე წავა ბავშვს არ ნახავს ? ყელში ამომიყვანა იმდენჯერ ელაპარაკა ბავშვს ეგ შენზე მეტად აფრენს მგონი.. რომ ვეჭვიანობ კი იცი -რას ეჭვიანობ ეგ არ უთხრა ბექას თორე შეიშლება -ყველაზე და ყველაფერზე მეტად შენ უყვარხარ,შენ გაფასებს, შენ გამო ყველაფერის გამკეთებელია და მეტი კი არაფერი შეუძლია ჩემ სიყვარულს -აფრენ შენ! გეუბნები ეგ ბექას არ უთხრა თორე აგვწევს ჰაერში ... -რუსეთში მიდის? -მგონი ხო ... გერმანული არ იცის კარგად.ვითომ სწავლობდა მარა მე ხო ვიცი აზრზე არაა... -ცხენზე დაჯდომა მინდა ვერ ვაჭენებ ახლა და ისე მაინც გავისერინებ რა დაშავდება?-უცებ წამოჯდა და თვალების ციმციმით შეხედა გიორგის -უცებ რომ მოგინდეს და გააქროლო მერე? -ოოო კაი რაა გიჟი კი ვარ მაგრამ გიჟი ხო არ ვარ?- უცებ თქვა და საწოლიდან წამოფრინდა. თბილი ჟაკეტი მოიცვა ,თმები შეიკრა და გიორგის გახედა- წამოოდიი გთხოოოვ გინდა მე დავჯდები და შენ მასეირნე ან შენ დაჯექი ჩემს უკან -ასეთი თვალებით ნუ მიყურებ და ასე ნუ მეტიტინები - ხელი მოხვია გიორგიმ და საწოლზე დააგდო-შემომეჭმებიი - ხმაურით დაუკოცნა მთელი სახე და ლიზიკოც კისკისებდა -წამოდი და ხინკალს გაგიკეთებ-სიცილით წამოიკივლა და ხელები ააფართხალა -გიორგიი არ გინდა ჩემი გაკეთებული ხინკალი? -აქ გააკეთებ? მაგისთვის ვერ გაგაწვალებ -ოოო გიორგიი აბა რა გინდა. ტყუილი ყოფილა კაცის გულამდე გზა კუჭზე გადისოოო -ნუ ბურცავ ტუჩებს საზოზღარო გოგო იცოდე მაქსიმუმ ჩემზე დაჯდე ... -უზრდელო ტუტუცოოო ფუიი ფუიიი ფუიიი ღვთის პირიდან გადავარდნილო შენ - სერიოზული სახე მიიღო როგორც შეეძლო და ისევ აფართხალდა- აუუ ახლა მე ჩაგყლაპავ-კისერზე შემოხვია ხელები და საწოლზე დააგდო,ზემოდან მოექცა და ტუჩებზე დააცხრა -წავიდეთ რაა წავიდეეეთ ... -წავიდეთ ...ოღონდ ერთად დავჯდებით! ციოდა ,მაგრამ გიორგის გულმკერდს ეკვროდა და თბებოდა. ხედებით კბობა არ ბეზრდებოდა,თითქოს ერთი და იგივე იყო ,მაგრამ მაინც როგორ განსხვავდებოდა დღის სხვადასხვა მონაკვეთში . მთელი გზა არ გაჩუმებულა, გეგმებს აწყობდნენ, იბუტებოდა ,ანჩხლობდა და ბოლოს რაღაც გადაწყვეტილებამდე მიდიოდნენ. სახლში დაბრუნებულმა განაგცხადა მთის ცხოვრება მომწონსო , სახელოები აიკეცა და ხინკლის მზადება დაიწყო.რამდენნაოჭიანი გააკეთა ვერ გეტყვით,მაგრამ ნამდვილად ვიცი გიორგი რომ მიიჯინა ბოლოს და მასაც გააკეთებინა რამდენიმე. შუა მზადების დროს რაღაცამ წამოუარა და ფქვილი შეაყარა ბიჭს, მანაც არ დაინდო და ბოლოს გადათეთრებულები ასწრებდნენ ერთმანეთშ ხინკლის დაგემოვნებას. ბოლოს საწოლზე დაეცნენ ,ვეღარ სუნთქავდნენ იმდენი ჭამეს და ისულელეს ერთად-ასეთია დღე არანორმალურების ოჯახში ... ................. ეკატერინე გარდერობთან იდგა ,ტანსაცმელს იღებდა და საწოლზე გადაშილილ უზარმაზარ ჩემდოანში აწყობდა. სწრაფად მოქმედებდა და თან ფიქრობდა კიდევ რისი წაღება სურდა. თან მობილურით საუბრობდა , რამდნეიმე ზარი განახორციელა და ყველა სხვადასხვა ენაზე. შემდეეგ ისევ ბაღათურიას დაურეკა ,მაგრამ არაფერი გამოუვიდა . ბოლოს მობილური საწოლზე დააგდო და აბარგება განაგრძო. სააბაზანოში შევიდა შხაპი მიიღო თავი მოიწესრიგა და შავ შარვალსა და იისფერ უმკლაო ზედაში გამოწყობილი დადგა სარკის წინ. მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა, კოსმეტიკის ჩანთაც ჩემოდანში ჩადო და სავარძელში დაჯდა ფეხსაცმელი რომ ჩაეცვა. -კატუშაა მოემზადე გავდივა... ეს ჩემოდანი რაში გჭირდება? ტასოს სვანეთში აყვანას ვაპირებ ერთი კვირით, ერთი წლით კი არა! -როგორც იქნა დაბრუნდი...მობილური სად გაქვს? იცი რამდენი ხანია გირეკავ?- არ მოუსმენია ბათუსთვის ისე მივიდა და ხელები მოხვია გარიმებულმა -მე სად მაქ მობილური თუ შენ ბოლო ერთი საათია 20 ჯერ მაინც დაგირეკე -სააბაზანოში ვიყავი და... -რატო მირეკავდი? საიდან გაიგე რო ტასო მიგვყავს? დაგრიეკა იმ მაიმუნმა ბავშვმა ეგრევე? -ტასო სად მიგყავთ მე რა ვიცი...საქმე გამომიჩნდა სასწრაფოდ უნდა წავიდე აბუ-დაბიში ..უფრო სწორად ჯერ სტამბოლში უნდა ჩავფრინდე იქ მაქ შეხვედრა ორი დღე იქ უნდა დავრჩე და შემდეგ გავფრინდები მაქსიმუმ ორი თვე დამჭირდება ყველაზე რთულ სიტუაციაში -უკაცრავად სად მიდიხარ და რამდენი ხანი დაგჭირდება? -დათა საქმე მაქვს თანაც ძალიან მნიშნელოვანი... მილიონში ერთს ეძლევა ამ შეხვედრაზე წასვლის საშუალება და მე ვერ გავუშვებ შანსს ხელიდან. მთელი ორი წელია ველი შემოთავაზებას. ჩემს კარიერაში მნიშნელოვანი სვლაა და იცოდე თუ აპირებ რომ მეკამათო ახლავე გადაიფიქრე... -ორი თვით მიდიხარ ქვეყანაში სადაც რა მოხდება არავინ იცის...მე უნდა დავრჩე აქ და გელოდო მთელი ორი თვე . საქმე გაქვს გასაგებია რომ დიდხანს ელოდი მაგრამ ფრენამდე ერთი დღით ადრე რატომ უნდა ვიგებდე ამ ამბავს ხომ ვერ მეტყვი ,მგონი უფლება მქონდა მცოდნოდა რომ ჩემი ცოლი სადღაც გადაკარგულში აპირებდა გაფრენას... არაბეთის ნახევარკუნძულზე მუსლიმებთან უდაბნოში სეირნობასაც ხომ არ აპირებთ აქლემებით -საშუალება თუ მექნება აუცილებლად... დაბის ნახვა ძალიან მინდოდა კიდევ ერთხელ.წინა ვიზიტის დროს სხვა ქალაქში ვიყავით და ვერ მოვახერხე დათვალიერება ! -გადადება არ შეიძლება? -არა...ორ საათში აეროპორტში უნდა ვიყო -ასე მალე დოკუმენტები როგორ გააკეთე -მქონდა წინასწარ გამზადებული... -ორ საათში მიფრინავ? -ასეთი სახით ნუ მიყურებ, მეც არ ვიცოდი თორემ გეტყოდი. დილიდან გირეკავ რომ მითხრეს იმ წამიდან და არ მპასუხობ -მაშნ უნდა გეთქვა როცა ვიზას ამზადებდი...როცა განცხადებას წერდი თუ რაც არის არ ვიცი რომ დღეს თუ ხვალ წასვლა მომიწევს არაბეთში და მზად იყავი საყვარელოო -გთხოვ ნუ ბრაზდები რა...ვერ ვიტან ასე რომ მელაპარაკები. ვიცი რომ რთულია ,მაგრამ მართლა არ ველოდი თუ -არ აქვს მნიშვნელობა რას ელოდი და რას არა! მე შენი ქმარი ვარ და მინიმუმ ის უნდა ვიცოდე სად აპირებ წასვლას ! ნებართვა მთხოვე-თქო ხომ არ გეუბნები ... -ახლა რა აზრი აქვს ამაზე დავას? გინდა ასე გამიშვა? -არ მინდა მაგრამ ასე წახვალ...შენს საქმეს გააკეთებ .რა მნიშვნელობა აქვს მე რას ვიფქრობ, მე როგორ მექცევი და საერთოდ ჩემს აზრს და დამოკიდებულებას. მე ტასოსთან ერთად წავალშაბათ კვირას მთაში, შემდეგ სამქეებს მივხედავ შენ კი იმედია ახალ-წელს ჩამოხვალ ! -რას აკეთებ -ტანსაცმელს ვალაგებ... რომ წავიდე, დარწმუნებული ვარ აეროპორტში ბუშტებით გაცილება არ გინდა- ირონიით იყო გაჟღენთილი ბაღათურიას სიტყვები, ბრაზისგან ძარღვებდაბერილი საუბრობდა და როგორც ყოველტვის მისი სიტყვები ღრიალს უტოლდებოდა. სპორტულ ჩანთაში ჩააგდო ტანსაცმელი სწრაფად შეკრა და იატაკზე დააგდო -დათაა -დათას ნუ მეძახი ! არ მინდა ისე მეძახდე როგორც ანდრო მეძახდა, უფლება არ გაქვს! - ეკატერინეს ლუღლუღით ნათქვამ დათას ღრიალით უპასუხა და ისე უცებ შეუბრუნდა ქალი შიშისგან შეხტა, თვალებგაფართოებული, ათრთოლებული უყურებდა გამძვინვარებულ ბაღათურიას - ასე ნუ მიყურებ... ისე ნუ მიყურებ თითქოს ურჩხული ვიყო რომელიც ახლა ხელს მოგიქნევს გცემს და სახლში გამოგკეტავს ! ისე ნუ მიყურებ თითქოს ვერ ხვდებოდე რა დედისტყვნ**** მაგიჟებს - ხელში რაც მოჰყვა ყველაფერი ააყირავა .ეკატერინე კი ისევ იდგა და უყურებდა -ორი თვე როგორ გავძლო ტო ...მთელი ორი თვე რა ჩემი ყ*ე ვქნა . ნახევრად ვერ დაგიკავშირდები და იმაზე ვიფიქრო ვინმე დედა მოტყნ*** ჰაერში ხო არ აგწიათ შენ და შენი ტალანტი ხალხი? მეტი ადგილი ვერ იპოვეთ? -არ მითხრა რომ მოგენატრები და იმიტომ ხარ ასე... -ვაფშე არ მინდა ცოლი ვიღაც გიჟმა დამიბრიდოს -შენ აბუდაბიზე წარმოდეგანა გაქვს? იცი როგორი განვიტარებულია? სადღაც უდაბნოში კი არ მივდივარ ქვიშაში რომ დავიმარხო და რომელიმე აქლემზე ამხედრებულმა ბედნუინმა გამიტაცოს ... დაგელაპარაკები სასტუმროდან ორი თვე რა დიდი დროა ვერ ვხვდები . შენც ხომ იყავი წასული სადღაც . დრემდე არ მაქვს წარმოდგეან სად წახვედი ან როდის წახვედი. დამირეკე და მითხარი საქართველოში არ ვარ გაფრენა მომიხდა და ვერ აგიკავშირდბეი რამდნეიმე დღეო...რამე გითხარი? -შენ რადგან გკიდივარ და არაფერი მკითხე იმას არ ნიშნავს რომ მეც ასე უნდ ამოვიქცე...მე ერთი კვირაც არ წავსულვარ -საერთოდ ევრ დაგიკავშირდი...ნომერიც კი ვერ გავიგე საერთოდ რომელი ქვეყნიდან მირეკავდი ! -ახლა მიხსენებ ტო? ასე თუ ნევრიულობდი მაშინ გეთქვა ორ სიტყავს რო მესროდი დამადლებულს და მითიშავდი ! -არ მინდოდა მოთმინება დამეკარგა და გამომელანძღე! -საქმე გქონდა უნივერსიტეტში იყავი და ვაფშე საღამოს მოდიხარ სახლსი ერთი კვირა არ დაგხვდი რა იყო ასეთი -ხოდა ახლა 8 კვირა არ დაგხვდები და ის იქნება... -აბაროტს მიღებ? -მე შენს საქმეში არ ვერევი...საერთოდ არ გაწუხებ და გთხოვ ნუ შეუშლი ჩემს სამუშაოს ხელს. -უნივერსიტეტს რას უშვები? -სხვა ჩაატარებს ლექციებს ჩემს ნაცვლად... გაასწორე ეს სავარძელი მე ვერ მოვერევი- რაღაცები რომ გაასწორა სავარძელს გახედა. ბაღათურიამ ერთი ხელი მოსდო და ისევ დადგა სავარძელი . მერე თავზე გადაისვა ხელები და ნერვიულად აიჩეჩა კეფაზე თმა რაღაცის თქმას აპირებდა ეკატერინემ მობილურს რომ უპასუხა და ბათუსთვის არაბულ ენაზე დაიწყო საუბარი,თან რაღაცას ინიშნავდა ბლოკნოტში . ბაღათურია სავარძელში ჩაეშვა და უყურებდა. საუბარი დიდხანს გაუგრძელდა კატოს ,ბოლ ოს როგორც იქნა დაემშვიდობა და ბათუს მიუბრუნდა. -მაპატიე ... იქაური დელეგაციის წევრი იყო უფრო სწორად ჩვენი მასპინძელი ! -შეიხი რომელიც დაგხვდებათ სასტუმროში? -ხო დაახლოებით... საიდან მიხვდი? -კაიი? მართლა შეიხი გხვდება? იქნებ გამითხოვდეს კიდეც ცოლი...შეიხის მეოცე ან მესამოცე ცოლი რომ გახდე კაკრაზ შენთვის იქნება მოსახერხებელი...შენ შენთვის იცხოვრებ და ის თავისთვის -ეჭვიანობაღა გაკლია ბაღათურია... -ღმერთმა დამიფაროს...მე მივდივარ! მშვიდობიან მგზავრობას გისურვებ- იატაკზე დადებულ ჩანთას მოკიდა ხელი და კარისკენ დაიძრა . კატო უყურებდა,ელოდა ერთხელ მაინც ჩამეხუტება წასვლამდეო ,მაგრამ სულ ტყუილად ბარათურია ასე უფრო გამოხატავდა გაბრაზებას . ისე წავიდა უკანაც არ მოუხედავს. თვითმფრინავში ჩაჯდომისთანავე წამალი დალია და მტელი გზა ეძინა, სტამბოლის აეროპორტში მანქანა დახვდა და პირდაპირ სასტუმროსი წაიყვანეს. შეხვედრა მეორე დღეს იყო და დრო ჰქონდა დასასვენებლად. მოწესრიგდა და მაშინვე დაურეკა ნელის და ლიზიკოს. ბაღათურიას ვერ დაუკავშირდა, მოწყენილმა გაუგზავნა ერთ სიტყვიანი შეტყობინება „ჩავფრინდი“ და ისევ დაიძინა. საღამოს ქალაქში გაისეირნა, ბაღათურიასგან არაფერი გაუგია ისე დაასრულა თურქეთში შეხვედრები . ეიფორია მაინც არ ჩაუქრა, იმდენად სურდა ამდენი ხნის სურვილის შესრულება რომ ვერაფერი იმოქმედებდა . მართალია ისეთი ბედნიერიც არ იყო და როდესაც მარტო რჩებოდა ბაღათურიაზე ეფიქრებოდა,ალბათ რომ დაერეკა და ისე ესაუბრა როგორც ლიიზკო აკეთებდა ამას არც მოენატრებდოა ასე ძალიან. ან უბრალოდ ამით იმშვიდებდა თავს და უკვე ჰყავდა ადამიანი ვისი მონატრებაც სულს უხუთავდა. თავისუფალ დროს ქალაქში დადიოდა , ძირითადად მარტო დახეტიალებდა სასტუმროში დაბრუნების შემდეგ ყველანი ერთად ვახშმობდნენ ხოლმე. შეხვედრის მასპინძელს კარგად იცნობდა და ისიც ყოველდღე სასტუმროში იყო , შანსს არ უშვებდა ეკატერინესთან იყო იმ წამსვე როგორც კი საჭირო დროს დაიჭერდა. აკტერინა რა თქმა უნდა ჩვეულებისამებრ უემოციო,მშვიდი და გაწონასწორებული იყო .ისე ესაუბრებოდა თემიდან გადახვევის საშუალებასაც კი არ აძლევდა . რა თქმა უნდა იცოდა რომ კაცი აღფრთოვანებული იყო და უკვე ღიადაც კი ეტრფოდა ,მაგრამ საერთოდ არ ადარდებდა ეს ფაქტი, აქამდე უბრალოდ სიამოვნებას მაინც იგრძნობდა ახლა კი რეაქცია არ ჰქონდა. ექსკურსიაზე უარი ნამდვილად არ უთქვამს, დაეზარა გიდის დაქირავება ნამდვილად ერჩივნა ზეგანატლებულ შეიხს გაეწია გიდობა .ფაქტობრივად გაუჩენელს უჩენდა ,ნამდვილად საოცარი გასეირნება გამოუვიდა და კმაყოფილიც დარჩა სანახაობით. ღამით რესტორანში ივახშმა უმშვენიერესი ხედით ტკბებოდა და წითელ ღვინოს აგემოვნებდა შავთვალება კაცის კომპანიონობით. ვის ახსოვდა საერთოდ ბაღათურია, რომელმაც ერთი წუთიც არ გაიმეტა ეკატერინეს მოსაკითხად. .......... დადვანებთან სრული ქაოსი იყო , ანასტასია ორივეს თავის ნებაზე დაატარებდა. არც მანამდე აკლდა ფუფუნება ,მაგრამ განქორწინების შემდეგ ნამდვილი დედოფალივით იქცეოდა. ყველა სიკეთესთან ერთად ერეკლეს ბინაში დარჩენაზე უარს აცხადებდა მხოლოდ დღისით მიდიოდა და შემდეგ სახლში დაბრუნებას ითხოვდა ანდაც პირდაპირ დადვანს იბარებდა თავისთან და მანამ არ ისვენებდა სანამ ერეკლე დაძინებამდე მის გვერდით არ იქნებოდა. ბარბარესგან დასვენებული დადვანი ისეთი სხვანაირი ჩანდა თითქოს ცხოვრების 10 წელი მოაკლდა და ისევ თინეიჯერი ბიჭი იყო. ბარბარემ ეკონომისტად დაიწყო მუშაობა და ერეკლეს ყურადღებასაც არ აქცევდა. იმდენად იღლებოდა სამსახურში ლაპარაკის ძალაც არ ჰქონდა სახლში რომ ბრუნდებოდა . ტასოსთან ერთად ავხშმობდა მერე მოაწესრიგებდა და მასთან ერთად იძინებდა. თავადაც ვერ ხვდებოდა თავიდან რატო არ რჩებოდა თავის საძნებელში და რას აწუხებდა ბავშვს,მაგრამ ფაქტია რომ არცერთი ღამე გაუტარებია თავის საძნებელში, ტასოსთან იყო ან ერეკლეს საძინებელში შედიოდა“ოთახი ეშლებოდა“ და შემდეგ უკან აღარ გადიოდა ჩაეხუტებოდა დადვანის ბალიშს და გათიშული იძინებდა. ერთ დილასაც დღე აერია , ტასოს მამიკოსთან წასვლის დრო იყო და დადვანი როგორც ყოველთვის დილაადრიან მივიდა . ბარბარე რომ დაინახა ჯერ გაეცინა მერე სერიოზული სახე მიიღო და ძალიან მშვიდად დაურღვია ძილი ქალბატონს. რა თქმა უნდა დაიბნა თავიდან,მაგრამ როგორ შეიმჩნევდა, ისე გავიდა ოთახიდან თითქოს ვინმე მისდევდა. ბავშვს ჩააცვა და დადვანთან გაუშვა. შემდეგ კი სამსახურში წავიდა, საღამოს ტასოს ელოდა მაგრამ ქალბატონი არ დაბრუნებულა და დაურეკა დადვანს. იმ ღამით მარტო იყო სახლში , როგორ არ ეცადა ,მაგრამ თვალი ვერ მოხუჭა მოჩვენებასავით დადიოდა მთელს სახლში. შემდეგ ის ჩაიცვა ხელში რაც მოჰყვა და წავიდა. კართან რომ გაჩერდა და დააკაკუნა შემდეგ მოვიდა გონს ,მაგრამ აზრი არ ჰქონდა ნახევრად მძინარე ბექა უკვე ზღურბლზე იდგა და გაოცებული უყურებდა -შემომიშვი ცივა გარეთ -ეგ ჟაკეტი უნდა მოგეხვია ტანზე და აღარ გაიყინებოდი - გაიწია და სახლში შეუშვა -მარტო ხარ? -ხო -ასე ნუ მიყურებ კარგად ვარ -ღამის ორ საათზე გაგახსენდა რომ ჩემთან საუბარი გინდოდა და მოხვედი ხო? -ხო რა იყო -რა თქმა უნდა აბა ხომ არ მეტყვი ღამე ვერ დავიძინე და გამოვვარდიო... ტასო დადვანთანაა? -ხო ...იქ დარჩა. აქამდე არ რჩებოდა და ახლა რა დაემართა არ ვიცი ჩემი ბასასო მომენატრა და ვერ დავიძნე -თუ მიხვდი რომ მარტო ეგდე საცოდავად და ვერ დაიძინე...იმასაც ხომ ვერ მიხვდი რომ ყველაფერი დაკარგე -შენ ჭკუას მარიგებ მე და მეუბნები რო ყველა დავკარგე? -ვინ უფრო ჭკვიანი ვართ ვერ გეტყვი... -როდის მიდიხარ? -ორ დღეში! -როდის დაბრუნდები? -არ ვიცი ...თუ მომენატრები დაგირეკავ -მე რო დაგირეკო? რო ჩაფრინდები მომწერე -არ დავკარგები პატარა ეკონომისტო -რა საშინელება ყოფილა მუშაობა... -ჰა კაი ყოფილა ხო სხვის ხარჯზე ცხოვრება -ამდენს რომ მუშაობ და კოშარული ხელფასი გაქვს აი ეგაა კოშმარი ... სხვაგან უნდა გადავიდე . შემოთავაზება მაქვს უკვე -ეგ ცოლობას გთავაზობს,საყვარლობას თუ ეკონომისტობას -შენ რა იცი... -ეს ღვინო გინდა რომ დალიო?რამდენიმე საათში სამსახურში უნდა იყო-თვალი გააყოლა ბარბარეს და უკეთ მოკალათდდა სავარძელში- არ გადახვიდე ! -ყოველთვის მომწონდა ეგ ბიჭი არ გახსოვს? მერე ის შემიყავრდა თორემ ლუკას ცოლი ვიქნებოდი ახლა -სამი თვეა რაც დადვანს გაშორდი და უკვე გათხოვებაზე ფიქრობ? ყოჩაღ შენ -დადვანს ნუ მიხსენებ ჯერ ეს ერთი და მეორეც...არ მაქვს უფლება ვიცხოვრო როგორც ქალმა? ლუკას გუშინაც შევხვდი ლანჩზე აბა მეტი დრო არ მქონდა . როგორი საყვარელი ბიჭია -შენ მე ვინმეში ხო არ გეშლები? -არ დაიწყო ახლა..აბა სად წავსულიყავი ვინმესთან ლაპარაკი მინდოდა -ახლა გავხდი შენი მესაიდუმლე? -ნუ მეცინიკოსები რააა ...ხო შევრიგდით . ორივემ მივქარეთ არა? -კაგრი შევრიგდეთ ასე მშვიდად და თავისუფლად,მაგრამ მაინც არ ვაპირებ შენი სასიყვარულო ისტორიების მოსმენას ჭკუა კი ვისწავლე და ცხოვრებაში აღარასდროს ჩავერევი შენს ამბავში თუ გინდა ვაფშე უკანასკნელს გაყევი ,მაგრამ მოსმენასაც არ ვაპირებ. ელაპარაკე იმ შენს დაქალებს ტატუკა ნატუკა პასკუნა ვინც არიან მე რა ვიცი -თუ ღმერთი გწამს რა დაქალები -აი ხედავ? დაქალიც კი არ გყავს -არ არსბეობს ადამიანი რომელსაც მე ავიტან და თან კარგი ადამიანი იქნება ერთგული მეგობარი და ისეთი რო ჩემი მოსმენაც შეეძლოს ! -ნუ სვამ ამდენს გოგო -ნუ მიჭედავ რა 17 წლის აღარ ვარ და ვაფშე შენ გაქ ჭკუის დარიგების უფლება ან მაშინ გქონდა? -შევრიგდითო და ახლა ყოველ მეორე სიტყვაში მკბენ . -მშვენიერი ბიჭია ლუკა ... ჩემზე ერთი წლითაა დიდი . ჭკვიანია,განათლებული, სიმპათიური ,მოვწონვარ და მეტი რა სჭირდება? ცოლად კი არ გავყვები მართლა -აუცილებლად სამსახურეობრივი რომანი უნა გააჩაღო? ბარემ მდივნად დაუჯექი მოკლე კაბით -არაა არ მომწონს ეგ იდეა...საერთოდაც ლუკას ცისფერი თვალები აქვს - რამდნეიმე ჭიქა რომ დაცალა და დივანზე გაწვა მერე ამოღერღა . ბექამ წარბშეკრულმა გადახედა- რა შუაშია? მე რა ვიცი შავი თვალები თუ არა თაფლისფერი მაინც უნდა ჰქონდეს... ეგეთი თვალები -დადვანის შემცვლელს ეძებ შენ? -რა სისულელეა საიდან დაასკვენი.... შემცვლელი თუ ვიპოვე ე.ი ისევ არ მეღირსება ქმარი -ნეტავ შავი თვალები ვის აქვს -ამ ბოლო დროს შეხვდი ერეკლეს? -კი შევხვდი... ლიზიკოსთან და გიოსთან იყო მოსული -ბედნიერი მე მეჩვენება თუ მართლა ბედნიერია? -იმდენი ხანი წერდა ვიღაც გოგოს ბათუმ რაღაც ჩაარტყა,მაგით თუ ვიმსჯელებთ -მოიცა რა? ვიღაცას წერდა? ეგ თინეიჯერობაში არ წერდა გოგოებს მაგდენ ხანს და ახლა რამ ატეხა? გამორიცხულია მანამ უნდ აგაიჩინოს ვინმე სანამ მე ვიპოვი შესაფერის კანდიდატს მის ჩასანაცვლებლად?- ისე წამოფრინდა თითქოს ბექა იყო დამნაშავე- ხომ ვამბობდი არა? ხომ ვიცოდი განქორწინებამდე ჰყავდა ვიღაც...არა ვირაც სულ კი ჰყავდა ,მაგრამ ის გოგოც ის დიდძუძუებიანი მაშოც ისე გამოჩნდა რომ დვაიანხე ეგრევე დამარტყა ტვინში ერეკლეს შეუჩნდება-თქო და აჰააა ! ხომ ვიცი ერთად იქნებიან მე რას გამომაპარებს ეგ იდიოტი - ჭიქა მოიფრიალა და ბოთლი მიიყუდა- იმდენი ხანია არ დამილევია მგონი ინტოქსიკაცია დამემართება . შენ არ მომეკარო შენი ექიმობის მე არ მჯერა...ეგრევე სასწრაფო გამოიძახე რომ შევწუხდე .თუმცა ინტოქსიკაციაში კი ხარ დამხეცებული ჯერ თვითონ რამდენჯერ იქნები მსგავს მდგომარეობაშ მერე შენი ძმაკაცები ...სიგარეტი არ გაქვს? -ნეტა საკუთარი თავი დაგანახა რას დაემსგავსე... -გავხდი ხო? რას ამოვიცემე ეს მუშაობა...მარა რისთვის ვსწავლობდი ამდენ ხანს? რა მინდოდა რამე სხვაზე ვერ ჩავაბარე? უთვალე ახლა ვღაცას შემოსავალი -როგორი საყავრელი ხარ ვგიჟდები...ადრეც ხომ იყავი მაგრამ ახლაა -მოკეტე რა შენ! -დაჯექი ნუ დაქანაობ წინ და უკან რამეს გამოედები და დაეცემი -როდის გავხდი ასეთი? ადრე ხო სხვანაირი ვიყავი.ლაღი ,საყავრელი, თავისუფალი მწარე ენით მაგრამ მაინც საყვარელი თინეიჯერი ვიყავი. რა დამემართა რატომ არ მომაშორე ის იდიოტი ნიკა ...როგორ მეზიზღება ! ღმერთო საერთოდ მიყვარდა კი? მგონი არც მიყვარდა უბრალოდ იმდენად იდეალურს ჰგავდა მდიდარი,ჭკვიანი,ზრდილობიანი ბიჭი ოქროსფერი თმით და ცისფერი თვალებით...ისე საერთოდ არ ჰყავდა ერეკლეს .ერეკლე უფრო რატომ მომწონდა ყოველთვის ვერ მეტყვი? -ღმერთო გააჩუმე სანამ ისევ გავჭედავ....ამას დიდხანს თუ ვუსმინე ისევ რამეს ვიპოვი და მოვწევ ან გავიკეთებ ხო იცი არა? არ შემიძლია -ჩუ რა შენ ... წავედი მე ვაფშე. არ მიყვარს ეს სახლი ! ჩემი მირჩევნია - ირგვლივ მიმოიხედა უზარმაზარი ჟაკეტი აიღო ისევ გაუყარა გაჩხიკული ხელები და სხეულზე შემოიხვია , კაპიუშონიც წამოიფარა და სულ მთლად ჩაეფლო დადვანის სურნელში. -ასე სად მიდიხარ...გალეშილი ხარ -ნუ ღელავ...ხშირად ვმჯდარვარ ასე .არ გამიტრაკო ახლა რა - დაიხარა ხმაურით აკოცა ლოყაზე და გაუღიმა- აეროპორტში გნახავ...გაგაცილებ -მანამდე არა? -არააა ....არ ვიცი თუ გამომიშვეს სამსახურიდან მოვალ! შენ გამოდი ჩვენთან ტასო ხვალ საღამოს მოვა,იემდია -მე წაგიყვან გინდა? -არ მინდა ვაახ...ასე მალე რო ვთვრებოდე რა მიჭირს- გაიცინა და ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა. სახლში არ დაბრუნებულა მანქანით დახეტიალებდა,მერე სადღაც გააჩერა და ისე ჩაეძინა ვერც კი გაიგო. დილას მზის ამოსვლისას გაეღვიძა, ძლივს ამოძრავდა ისე ტკიოდა მთელი ხერხემალი. სახლში დაბრუნდა, შხაპი მიიღო გამოფხიზლდა სწრაფად ჩაიცვა და სამსახურში გაიქცა. მაღალქუსლიანებზე სირბილმა ხომ საერთოდ გადაიყვანა ჭკუიდან აქამდე მხოლოდ წვეულებებზე იცვამდა და ახლა ყოველდღე კლასიკურად უდნა ჩაეცვა და ამ მაღლებით ეკაკუნა. მაკიაჟსაც არ ივიწყებდა ვის ეპრანჭებოდა რა უნდოდა თვითონაც არ იცოდა,მაგრამ ფაქტი იყო იმ დღეს ისე ამოუვიდა ყელში ქალბატონი მანანას გამოხტომები რომ ფურცლები პირდაპირ მაგიდაზე დაუყარა და სამსახურიდან წავიდა. ტასოს ბაღში გაუარა და ქალბატონის დანახვისას ისე გაბედნიერდა თითქოს წლების უნახავი ჰყავდა. მაგრად ჩაეხუტა და მთელის ახე დაუკოცნა -დედას გემრიელი გოგო...როგორ ჩაიარა დღემ ? -კარგად...მოგენატრე? -ძალიან...გინდა შოკოლადები ვიყიდოთ? -არ მინდა... ბევრი ვჭამე გუშინ -კარგიი მაშინ მომიყევი დღეს რა მოხდა -შენ ამ დლოს რატომ ხარ თავისუფალი? -სამსახურიდან წამოვედი...სხვაგან გადავდივარ. -სად გადადიიქალ? -უკეთეს ადგილას... -ლუკასთან? -არაა ...სხვაგან. დავფიქრდი და ლუკასთან მუშაობა არ მინდა. რა მოგიმზადო დეე -ყველიანი მაკანონი ჩეიძლება? -რა თქმა უნდა შეიძლება... კიდევ რამე ხომ არ გინდა?-ეზოში შეიყვანა მანქანა და ქალბატონს ღვედი შეუხსნა. მანქანიდან ჩამოსვა და კაბა გაუსწორა- ლამაზი მოსაცმელია მამაშენმა გიყიდა? -იქ ხო მაქ ტანსაცმელები და იქედანაა -ხო დამავიწყდა...შენი ცანთა გავიწყდება- პატარა ჩანთა მიაწოდა და შემდეგ თავისი ნივთები აიღო. გამოიცვალეს და ერთად ჩავიდნენ ქვემოთ. ტასო სამზარეულოს მაგიდაზე დასვა და ისე დაიწყო მზადება,ხვდებოდა რომ რაღაცის თქმა უნდოდა ბავშვს,მაგრამ ვერა და ვერ გაბედა. -წვენს დალევ? -კი გააკეთე -აბა არ მომიყვები როგორ გაატარე გუშინ დღე? -კარგად... ბაღიდან რომ გამომიყვანა მამიკომ ვენდიჩში წავედით გემლიელობები ვჭამეთ მერე გავისეირნეთ. სახლში რომ მივედით ვითამაშეთ, მერე სამეცადინო მქონდა მეზალებოდა და მაშომ მამეცადინა. ყველაფერი ვისწავლე და დღეს მასწავლებელმა შემაქო . შოკოლადის ტოლტი გამიკეთა შენ რო მიკეტებ ისეთი ალა უფო გემლიელი იკო ...ცოტათი ბევრით კი არა . ვაკვლდებოდი მალა ველ გავიგე ლა გაუკეთა მგონი ჯადოქალია . მერე მულტფილმს ვუკულეთ ელთად და ჩამეძინა...მამიკოცთან მე ვიწექი - უცებ ჩამოასხაპუნა და დასჯილი ბავშვივით დახარა თავი თითქოს დანაშაული ჩაიდინა -მაშოოო... აქამდე რატომ არ გიხსენებია? პირველად არ იყო ხო გუშინ-ყელში რაღაცამ მოუჭირა თითქოს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა, შებრუნდა და ისე განაგრძო საქმე -ხოო ლა მნიჩვნელობა აქვს -რომ გეკითხები მიპასუხე...აქამდე რატომ არ მითხარი ის ქალი თუ გაგაცნო მამაშენმა? მასთან ერთად ატარებ დროს და მე არ ვიცი ! -ვიცოდი გაბლაზდებოდი -მამაშენმა გითხრა? -ალაა ალაფელი უთქვამს მე ვიფიქლე -აბა ახლა რატომ მითხარი? ახლა რამ გადაგაწყვეტინა რომ უნდა მცოდნოდა? -აქამდე ოლჯელ ვნაქე სულ და თან ცოტა ქნით...უბლალოდ ნაცნობი მეგონა -აბა გუშინ რა მოხდა...რა მნიშვნელობა აქვს! ბევრი ყველით გინდა ხო? -ხოო ... -ასე ნუ ზიხარ...არაფერი დაგიშავებია. მამაშენმა გაგაცნო ვიღაც ქალი მერე რა მოხდა. მარა არ არის საჭირო შეაწუხო და გამეცადინოს ან რაღაცები გიცხოს. ეგ ჩემი საქმეა მხოლოდ -არ გინდა რო გავაბრაზო? -არ მითხრა რომ გუშინ რაღაცები მოუწყვე -მამამ გამაფრთხილა მაშო მოვა დღეს და არ გააბრაზო იცოდეო თორემ არ გიყიდი სახატავებსო -სახატავებს მე ვერ გიყიდდი? -ანუ უნდა გამებაზებინა? -მაგას ა რგეუბნები და ნუ მისწორებ სიტყვებს...რა თქმა უნდა უნდა გაგებრაზებინა ...არა არ უნდა გაგებრაზებინა რა წესია?შენ ხომ კარგი აღზრდილი გოგო ხარ ჩემი შვილი ხარ და ტუტუცი ბავშივით ხომ არ მოიქცევი არა? -ვერ გავიგე ნებას მაძლევ თუ ალააა -არა ! -თუ კი? -გინდა რომ გააბრაზო ? არ მოგწონს? სიმართლე მითხარი -ცოტათი მომწონს... ლა ვიცი ალაა წიწკინა და ბლაზიანი გოგო. საყავრელი სიცილი აქვს და მამას ისე უკულებს ჩენ ლო ალ უკულებ ხოლმე.მგონი უყვარს -გადასარევია...უყვარდეს ვინ უშლის.მამაშენიც ხომ უნდ აუყვარდეს ვინმეს არა? მაგრამ არ არის აუცილებელ შენც ძალიან გიყვარდეს - ბოლოს მაინც დააყოლა და თეფშები მაგიდაზე დადო- ჩამოხტი და ხელები დაიბანე -ხომ დავიბანე უკე? -დამავიწყდა... აბა ჩამოხტი და ჭამე -წვენი ლო ალ გაგიკეთებია? -გავაკეთებ...დაიწყე შენ ჭამა თორემ გვიანია უკვე და შეწუხდები. -მწვანილებს კლი მანდ?- მაცივრიდან მწვანილები რომ გამოიღო ტასომ გაკვირვებულმა გახედა. მერე დახედა თვითონაც და უკან დააბრუნა -ისე გამოვიღე...გაცუმდი და ისე ჭამეარ შეიძლება ლაპარაკი ჭამის დროს ხომ იცი არა? -ხელი ალ გაიჭლა ... მამიკო ალ უკულებდა იცე ჩენ ლო გიკულებს ხოლმე- ტასომ ჩუმად უთხრა და ჩაიცინა -შენი აზრით მაინტერესებს შენი ველური მამა ვის როგორ უყურებს? ხელს არ გავიჭრი კიდე ნუ ღელავ -ქო ლა ვიცი სულ იჭლი ქოლმე და აქლა მამიკო ალაა და ვინ ჩეგიქვევს -მივხედავ საკუთარ თავს პატარა მაიმუნო...- გაიცინა და ყელსი აკოცა- ჭამე თორემ მე შეგჭამ იცოდე -ვჭამ -გემრიელია? -კი უბრალოდ მგონი მალილი ალ აქვს -ჩავყარე -ტკბილია დედა -რაა? შაქარი ცავყარე? ნუ მატყუებ იცოდე არ ვიცი რას გიზამ - უცებ გასინჯა და მართლა ტკბილი რომ იყო ლამის თეფში მოიფრიალა- ჯანდაბა თავიდნა გავაკეთებ- ყველაფერი აიღო და გადაყარა. მერე ისევ დაიწყო მზადება -მშია -ტოსტებს გაგიკეთებ უცებ და მერე ესეც მზად იქნება -კაი როგორც იქნა დაჯდა და ნორმალურად ისადილა. შემდეგ ტასოსთან ერთად აალაგა და მისაღებში გავიდა. ქალბატონს სამეცადინო ჰქონდა და მასთან ერთად დაჯდა მაგიდასთან. ის იყო უნდა დაესრულებინათ მეცადინეობა რომელიც ტასოს თამაშსა და ანცობაშ გავიდა ,ერეკლე მიბრძანდა -გამარჯობა... პირნცესა როგორ ხარ?- ბარბარეს მიესალმა და ბავშვი ხელში აიყვანა. აკოცა და გაუღიმა. ბარბარე რატომ უყურებდა ასე გაშტერებული ვერ გეტყვით,იქნებ იმიტომ რომ ბოლოს ერთი კვირის წინ ნახა და იმის შემდეგ ბარიდან დაჰყავდა ბავშვი . ვერ გეტყვით ფაქტია მანამ არ ამოუღია ხმა სანამ არ გაიაზრა მონასმენი -სად მიგყავს...გუშინ არ გყავდა ? -გავისეირნებთ და მოვიყვან ისევ.ხო იმეცადინა უკვე? -იმეცადინა კი... ტასო მოსაცმელი ჩაიცვი და ქუდი დაიფარე ცივა უკვე გარეთ- მაგიდიდან ყველაფერი აალაგა ჩანთაში ჩააწყო და შემეგ ტასოს სათამაშოების ალაგება დაიწყო- დაჯექი რას დგეხარ -ასე მარტივად უშვებ? -იმედია ნაყინს არ აჭმევ და მდიანრეში არ აბანავებ...ვერ გავიგე რატომ არ უნდა გამოუშვა. გაერთობა , დიდხანს ნუ იქნებით მაინც გარეთ არ გაცივდეს...ისედაც ყველას ვირუსი აქვს ბაღში -მზად ვაარ- ჩამოცქრიალდა ქალბატონი და მამიკოს მიაჩეჩა მოსაცმელი-ჩამაცი რა -თმებს არ შეიკრავ მა? ქარია გარეთ -ოოო ფექით ქო არ ვივლით? ასე ლამაზი ვარ ,დედიკოს ხო ვგავარ?- უცებ გავარდა ბარბარესთან მივიდა და ლოყა ლოყაზე მიადო. ერეკლემაც ინსტიქტურად გახედა დედა შვილს -არა ...შენ მე მგავხარ -ჩემი წარბები,წამწამები, ყვრიმალები და ყბები აქვს . შენი ცხვირი და თვალების ფერი არაფერს ცვლის ...თმებიც ჩემნაირი აქვს -ვერ შეგედავები ...ბუჩქია ნამდვილად -არ ვარ ბუჩქი- წამსვე გაიბუტა და წარბები შეკრა- ორივეს შვილი ვალ და ოლივეც ვგავალ იმიტო ვარ ლამაზი -მართალია ... ლამაზი ხარ თან ძალიან.წავედით? -წავედით - ბარბარეს აკოცა და მერე მამიკოსკენ წავიდა. პაწაწინა ხელი დადვანის ტორს მოხვია და ისე წავიდა. ბარბარე უყურებდა მიმავალ მამა შვილს და ეღიმებოდა ტასოს შემხვედვარე, დინჯად რომ მიაბიჯებდა დიდი ქალივით თან ასეთი პატარა რომ ჩანდა ერეკლეს გვერდით უფროსი დადვანის თიტებს ააყოლა თვალი შემდეგ მკლავებს და ბოლოს მხრებზე გააჩერა მზერა. მობილურმა დაურღვია ხედით ტკბობის წამები რომ უპასუხა მამა-შვილი უკვე აღარ ჩნდა -საღამომშვიდობისა ულამაზესო ასულო -საღამომშვიდობისა ლუკა- ინსტიქტურად გაეღიმა და რაღაცნაირად კარგ განწყობაზე დადგა -მინდოდა გამერკვია შეიცვალა თუ არა შენი გეგმები...იქნებ გამოგიჩნდა დრო შენი გულმოკლული მიჯნურისთვის -როდის მოგიკალი გული ერთი შემახსენე რა -ბოლო ერთი თვეა მკლავს შენი მზერა და მაინც როგორ ვიბრძვი საწყალი ბიჭი -ღმერთო რა გეშველება ...- გადაიკისკისა და სწრაფად წამოდგა- ჩემო გულდადაღულო მიჯნურო სამ საათში თუ მოიცლით შეგიძლიათ მომაკითხოთ და სადმე დამპატიჟოთ -მართლა? აბა არ მცალიაო? -მოხვალ თუ გადავიფიქრო? -მოვალ რა თქმა უნდა სამ საათში მანდ ვიქნები შენი სახლის კართან...თუ გინდა მეტი რომანტიკისთვის პირდაპირ საძინებელში ამოვალ კედელს ამოვყვები -სპაიდერმენი თუ იყავი აქამდე ვერ მიტხარი? ტასოს გაგაცნობდი -გოგონებს რომ არ უყვართ სუპერმენები? პრინცი რომ ვარ ოღონდ თეთრი რაშის გარეშე ეგ არ გამოდგება? -არაა ტასუნაას ჰყავს თავისი პრინცები უკვე -ვინ დამასწრო? -ერთმა მწვანეთვალება პრინცმა ჩამოუქროლა თან ცხენიც მოუყვანა და დაიპყრო ჩემი გოგონას გული ბათუ ბაღათურია ჰქვია და მეორე მთავარი უფლისწული ჩემ... მეორე ერეკლეა -მე გულს არ გავიტეხ... -აბა თუ დმაცადო ახლა მომზადება რომ შესაფერისად წარვსდგე შენს წინაშე და დაგიბრმავო თვალები -უნდა გამწირო საბოლოოდ ხო? იცოდე ბევრი ტონალური არ წაისვა ლოყას მაინც ვერ ვშორდები და მომეცი უფლება შენი კანის გემო ასე მაინც გავიგო -ღმერთო ჩემო-ბიჭს იმდენად დადარდიანებული ხმა ჰქონდა ბარბარემ კისკისი დაიწყო ისევ -მე ვიწვი თქვენი ტრფობით თქვენ კიდვე როგორი გულქვა ხართ ქალბატონო ბარბარე -გეყოფა ,წავედი მე და იცოდე რომ დიაგვიანო შაქრიან მაკარონს აგდმოგაყრი თავზე სპაიდერმენო -ერთ წუთსაც კი არ გადავაცილებ -ვნახოთ- მობილური გათიშა და საწოლზე დააგდო. გგონიათ მზადება დაიწყო? გაკრეჭილი დავარდა საწოლზე და კიდე ლუკას სიტყვებზე იცინოდა. მერე მეორე დღისთვის წარსადგენ დოკუმენტებს გადახედა და დაახლოებით ორმოცი წუთით ადრე დაიწყო მზადება. სამი საათი რომ გავიდა ტუჩსაცხის წასმის პროცესში იყო. ლუკამ კარზე რომ დაუკაკუნა არც კი შერხეულა. მშვიდად განაგრძო საქმიანობა, წამწამებს იპრეხდა ზურგს უკან ბიჭის ხმა რომ გაიგო -დარწმუნებული ვიყავი რომ მალოდინებდი ,მაგრამ ასეც თუ დამხვდბეოდი რას ვიფიქრებდი -ლუკა? უი უკვე მოხვედი? და აქ ვინ დაგპატიჟა ლუკანორ?- ცოტა გაბრაზდა, ცოტა ეწყინა, ცოტაც გაუკვირდა არ ეგონა პირდაპირ საძინებელში თუ დააგდებოდა ეს თავხედი ბიჭი. თან ასეთი მოციმციმე თვალებით და მომღიმარი გამომეტყველებით. -გარეთ ციოდა იცი? მე კიდე მივხვდი რომ არც ისეთი ძლიერი პრინცი ვარ და ვიფიქრე ავალ გავიგებ რა ხდება ჩემი პრინცესა ვინმემ ხომ არ მომტაცა-თქო -კაი რას ამბობ და მერე გზაში გველეშაპი მოკალი თუ შემოიპარე აქ და ახლა მე უნდა ჩავარტყა ხმალი ვითომ უფლისწულო -ხმალივით ბასრი ენა რომ გაქვს გავიგე უკვე რატომ მშხამავ ბარბარიტა? -რას ჩამომიჯექი აქ ვერ გავიგე...რა წესია? -გელოდები ... შენ კიდე როგორი მასპინძელი ხარ მოკლე ხალათით მხვდები ჭიქა ყავის მაგიერ ნწ ნწ ნწ არ ველოდი ამას -რა არანორმალური ხარ ღმერთო ჩემო ...ახლა სააბაზანოში უნდ აგამოვიცვალო შენს გამო? აორთქლდი აქედან -იყოოს მე არ შევწუხდები შეგიძლია აქვე გამოიცვალო რა საჭიროა სააბაზანო... უჩინმაჩინად ვიქცევი თქო ვერ გეტყვი,პირიქით შემიძლია დაგეხმარო -ხო არა? -როგორ მიქვეითებ თვითშეფასებას რაა - უცებ დაიხია უკან და წარბები შეკრა- საერთოდ არ ვმოქმედებ ხომ შენზე -თუ იმოქმედებ და მოხდება სასწაული შეგატყობინებ როგორმე ...გული არ გაიტეხო ბაჩუკი - ლოყაზე მოუთათუნა ხელი და კარისკენ გზა აჩვენა-გთხოვთ დამელოდოთ პირველ სართულზე -გთხოვთ დიდხანს ნუ მალოდინებთ ვაი თუ ზუსტად იმ დროს გამიწყდეს მოთმინების ძაფი როდესაც თქვენი აღმატებულება კაბის ჩაცმის პროცესში იქნება -შარვალს ჩავიცვამ შენ არ იდარდო -კარგიი რაა ბარბარეე -ლუკააა რამდენს ტლიკინებ გასწი აქედან თორე შენს ცხენს მოვკლავ ჭიშკართან რომ გყავს მიბმული უფლისწულო და მერე დრაკონს დავავალებ დაგწვას -მე თუ კიდე დაწვა მინდა ამივიდა ბოლი...ვერ ხედავ? -ვხედავ კი ...ბოლია ეგ? -ღმერთო ჩემო..მართლაც როომ ღმერთო ჩემო- ოთახიდან გავიდა როგორც იქნა და ქალბატონმაც ჩაიცვა. ისე ჩავიდა ქვემოთ ვითომც არაფერი შავი შარვალი ეცვა,ლამაზი ზედა და ტყავის ქურთუკი.თმები გაშლილი ჰქონდა როგორც ყოველთვის და წითელი ტუჩსაცხი უმშვენებდა ლამაზ ბაგეებს. ლუკა გაბრწყინებული თვალებით უყურებდა ხელზე ეამბორა და ისე გაუძღვა მანქანისკენ. ბარბარეც გაღიმებული მიაბიჯებდა და მთელი გზა ტუჩები არ მოუკუმავს ან ლაპარაკობდა ან იცინოდა. საუბარში ისე გაერთო დროის შეგრძნება დაკარგა, ერეკლეს სახე რომ დაიანხა ეკრანზე გაუკვირდა კიდეც -რა ხდება? ტასოს რამე დაემართა? -სად ხარ? -გასული ვარ -ვიცი რომ გასული ხარ...სახლში ვართ უკვე. მალე დაბრუნდები თუ წავიყვანო ტასო -დამელოდე -როდის მოხვალ? -რამდენიმე წუთით ვერ დამელოდები? სად გეჩქარება -რადგან არ მეჩქარება უნდა ველოდო როდის დაასრულებ გართობას და გაიხსენებ რომ შვილი გყავს? -ამ სიტყვებისთვის დაბრუნების შემდეგ მოგთხოვ პასუხს! - მობილური გათიშა და მაგიდასთან დაბრუნდა- ლუკანორ სამწუხარო დედებს ბევრი დრო არ გვაქვს ... ჩვენი საღამო უნდა დავასრულოთ -მაპატიე მეც გავერთე... მეგონა ერეკლესთან რჩებოდა დღეს ტასო და იმიტომ გქონდა დრო -არა უბრალოდ გაისეირნეს...მეგონა გვიან მოიყვანდა ,ძირითადად ძილის დრო რომ აქვს მაშინ მოჰყავს სახლში -იმიტომ თუ ღელავ რომ ადრე დავასრულეთ შეხვედრა შემიძლია სახლშიც გესტუმრო ... ბავშვებს ვუყვარვარ და თან შენს ტასუნას დიდი სიამოვნებით გავიცნობ ...თუ იმიტომ ბრაზობ რომ ჩემთან საუბარში დრო გაგექცა და ახლა შენი ქმარი ,რამდენიმე წუთს უნდა გელოდოს, სისულელეა...გთხოოვთ ქალბატონო- მანქანის კარი გაუღო -არ ვღელავ დამიჯერე რომ ავღელდები მაშნვე მიხვდები -თვალი ჩაუკრა და კომფორტულად მოკალათდდა.მას მხოლოდ დადვანის ირონიული სიტყვები აგიჟებდა . მალევე მივიდნენ სახლთან ,მანქანა რომ გააჩერა ღვედი შეიხსნა და ლუკას გადახედა -იმედი მაქვს კიდევ გამონახავ ჩემთვის დროს და ჩემთან მუშაობაზეც დაფიქრდები -გადმოხვალ და განაგრძობ ჩემს დარწმუნებას თუ წავიდე ხვალ შენს კონკურენტებთან -ბარბარეტა კარგი რაა ბავშვთან ასე მივიდე? ეგრევე გადამემტერება -ნუ ღელავ უთხარი რომ თავად გთხრას რაც უნდა და იმას გამოუგზავნი ... -მოვიფიქრებ რამეს.. -დამელოდე პრინცო სახლში მასწრებ? -კარგი რა ბარბარეე -კარგიი რაა ბარბარეე...წუწუნა სახლის კარის გაღება ვერ მოასწრო დადვანმა ისე გამოხსნა კარი ლამის შევარდა შიგნით და ერეკლეც გაიტანა -გამარჯობა ერეკლე -გამარჯობა- დადვანმა შეკრული წარბებთ გადახედა წყვილს და შემდეგ ბარბარეზე შეაჩერა მზერა- სხვა დროს დამიკავშირდი და ბავშვს დავიტოვებ! - გვერდი აუარა და მანქანისკენ წავიდა. მშვიდად ჩაჯდა და იქედან აორთქლდა. ბარბარემ ლუკა სახლში შეიყვანა და მისაღებისკენ დაიძრა -ტასოოო დე სად ხარ?-სანამ კიბისკენ იხედებოდა პატარა ქალბატონი ლუკას მიეპარა -შენ ვინ ხარ?- ლუკამ უკან მიიხედა და პატარა ქალბატონს ღიმილით შეხედა -მე ლუკა ვარ შენ ტასო ხომ? -პატარა ბავშივით ნუ მელაპარაკები თორემ მგონია რომ მალე კამფეტს ამოიღებ ჯიბიდან...ისე შოკოლადის მოტანა მაინც შეიძლებოდა ბოლოს და ბოლოს ჩემი მოთაფვლა უნდა გინდოდეს -იქნებ ვიცოდი რომ ასე მარტივი არ იქნებოდა -მეეჭვება მაგდენი ფიქრი შეგეძლოს ზედმეტად ბევრს მიცინი... -ანასტასია დღეს რაზე ვისაუბრეთ? -მე მაშო მომწონს ეს კიდე ისე არ გიყურებს როგორც მამა- უცებ ჩასჩურჩულა და თან ლუკას არ აშორებდა თვას- რატომ იცინის ამდენს? მე დამცინი? -ძალიან საყვარელი ხარ -შენ არა...ეს ბიჭი არ მომწონს დედა ! ამას ისევ ლექსო სჯობს ან კახა ან -ანასტასია რეებს იგონებ? -დამშვიდდი ბარბარე არ გაუბრაზდე... იცი პატარა ქალბატონო მე საერთოდ -შენთან საუბარი არ მინდა...ჩემი ძილის დროა და შენი წასვლის -რაღაც არ ჰგავხარ იმ გოგოს ასე ადრე რომ იძნებს -ეს ვინაა? რატომ არ ეჩლება ნერვები? -ისევ ბარბარეს მიუბრუნდა და ჩუმად უთხრა -ტასო უკვე მაბრაზებ და ნერვებს მე მიშლი ... -ბარბარემაც ჩუმად უთხრა და სავარძელში ჩასვა- ლუკა რას დალევ? -ყავას თუ არ გეზარება -ეზალება...ვერ იტანს კავის მოდუგებას -ხოო აშკარად ცუდად დავიწყეთ პატარა ქალბატონო ...არადა როგორ არ მინდოდა შენთან გადამტერება -დედაააააააააააააააა ეს კაცი მემუქრებაააააააა -ტასო მესმის ყველაფერი და ლუკას სიცილის ხმაც მესმის გეყოფა ანასტასია ! -ჩენ გეკოფა ...ის რა ჩემი მამა უნდა გახდეს? არ უკვალქალ -მართალია ჯერ არ მიყვარს ,მაგრამ ძალიან მომწონს და -აქლა უნდა მითქლა ალ გავაბლაზებ დედაჩენსო? მაგას მეც მეუბნება ბაგჩი თოკუნა მიკვალქალ და ალაცდლოც გაგაბლაზებო ,მაგრამ თმები დამაწიწკნა გუჩინ და სუპი გადავასქი -თორნიკე მოგწონს? -ლამაზია და საყავრელი...მაგლამ ალ მიკვალც -მაგრამ მაინც შენი შეყვარებულია ხომ? -ხო აბა აცე უცებ ქო არ შემიკვარდება? თან მამაჩემს არ მოსწონს არადა იცი რა საკვარელია? -მამაჩემსაც არ მოსწონდა ჩემი დის პირველი შეყვარებული -ნუ მეჭოლავები ... ალ გელაპალაკები მე ჩენ - უცებ მოვიდა გონს და მოშორდა ლუკას -აი ყავაც... კოვზნახევარი შაქრით- ფინჯანი მაგიდაზე დადო და ტკბილეულიც მოიტანა - შენ არ შეჭამ!- ტასოს მაგიდისკენ გაცოცებული ხელი უკან გასწია და თვალები დაუბრიალა -გინდა ჩუმად მოგცე შოკოლადი? -მინდა- თავი დაუქნია და მიეხუტა ლუკას. შოკოლადი რომ გამოართვა მერე მოშორდა-მაინც ალ მომწონქალ -სამაგიეროდ მე მომწონხარ -შენ დედაჩემი მოგწონს თუ მე -დედაშენი უფრო მომწონს , ვხვდები რომ საოცარი შვილი ჰყავს -მამას ვგავარ ... შენ არ გაგიჩენს ჩემნაირს ! -ანასტასია იქნებ ცოტა ხნით მოდუნდე და შეეშვა ჩხუბს ხომ ხედავ რომ არაფერი გამოგდის -მაინც არ დავნებდები - ენა გამოუყო ლუკას და შოკოლადი მანამ ჩაკბიჩა სანამ ბარბარე გამოართმევდა. ბოლოს მობეზრდა და გაჩუმდა... ლუკა დიდხანს არ დარჩენილა მალევე წავიდა ,ქალბატონმა არ აკოცა,სამაგიეროდ მან დაუკოცნა ლოყები და გაბუტულმა გააცილა -ლოყები ამიწითლა ფუუუ ეს ლოგოლ მოგწონს -მაშო მოგწონს და ლუკას რას უწუნებ?და საერთოდ რას გელაპარაკები ღმერთო რა მდგომარეობაში ვარ - მაგიდის ალაგება დაიწყო ყველაფერი მაცივარშ შეალაგა ფინჯნები გარეცხა ტასო ხელში აიყვანა და საძინებლისკენ წავიდა -მაშოც ალ მომწონს...უბრალო ვთვქი რომ საყავრელია.ეგრე სხვისთვის ლუკაც კარგია შენთვის მხოლოდ მამაა კარგი -ანასტასია მაჭანკლობას შეეშვი ! სააბზანოში შეიყვანა და აბანავა,შემდეგ თმები გაუშრო აწითლებული ლოყები დაუკოცნა პიჟამა ჩააცვა და რამდნეიმე წუთში გვერდით მიუწვა. -გაგაბაზე? -მეორედ თუ არ მოიქცევი ასე გადამივლის -ველ დაგპილდები...მიკვალქალ დეე- ლოყაზე აკოცა და ხელები მოხვია-ტკბილი ძლი -ტკბილი ძილი ჩემო ფერია დადვანი იმ ღამეს თეთრად ათენებდა, ქლაბატონებს კი მშვიდად ეძინათ. .......... კარი გააღო და ოთახში შევიდა. თავზე თავშალი ჰქონდა მოხვეული ,ერთი ხელით კარი მიხურა მეორე თავისკენ წაიღო უკნიდან ვიღაცამ რომ ააფარა პირზე ხელი . პანიკაში ჩავარდა, ინსტიქტურად დაუვარდა ხელიდან ჩანთა და გაორმაგებული ძალით მოუქნია ხელი უკან მდგომს თანვე შებრუნდა და ნაცნობი სახე რომ დაინახა თვალები გაუფართოვდა -რა ძალა გქონია ქალბატონო კატერინა...მგონი ქვედაყბა გამიტეხე ასე უნდა დახვედრა? -ბათუ ? -რა კარგია ღმერთოოო მიცნოოო ესე იგი ისევ ვახსოვარ ...ყბა მტკივა და იქნებ როგორმე განმკურნოთ? - ისევ მოხვია ხელი წელზე და თავისკენ მიიზიდა მეორე ხელით სახიდან ნაჭერი მოაშორა და იატაკზე დაშუვა ,თითები შეკრული თმისკენ წაიღო და წამსვე მოაშორა სარჭი -ჩამოხვედი... -როგორც ხედავ -მართლა ჩამოხვედი -ჯერ ვიფიქრე თავისუფლებას მივანიჭებ-თქო მერე დავფიქრდი და არ ვაპირებ ვიღაც შეიხს ჩავუგდო ხელში ჩემი ცოლი - ელაპარაკებოდა და თან მის სურნელს იყნოსავდა, ჯერ თმა მოიქცია მუჭში შემდეგ კანზე გადავიდა ეკატერინეს თხელი თითები სახეზე ეხებოდა, წვერზე და უფრო მეტად დამტკბარი უყურებდა ქალს -ამის გამო ჩამოსვლა არ ღირდა...ისედაც იცოდი რომ არავისთან დავრჩებოდი - ამოიჩურჩულა გაღიმებულმა ისე თითქოს უბრალოდ საუბრობდა -მეორე მიზეზიც მაქვს რა თქმა უნდა -რა მიზეზი? - ტუჩები ჯერ ლოყაზე შეახო ,შემდეგ ნიკაპზე და თან თითებით ისევ ეფერებოდა სახეზე -მივხვდი ორი თვე ვერ ვუერთგულებ-თქო და გადავწყვიტე ჩამოვსულიყავი -საშინელი კაცი ხარ...ბოროტი - ისევ იგივე ტონალობაში განაგრძო საუბარი - მატყუებ -არ გატყუებ - მის თიტებს თავისი შეახო ქალის ქათქათა ხელი თავის ტორში მოიქცია და სათითაოდ დაუკოცნა ტუჩები -მატყუებ - კვნესას ჰგავდ აუკვე მისი ხმა -აბა რა არის მიზეზი? -არ ვიცი ... -შენც ცუდი ხარ...ძალიან ცუდი ქალი ხარ - თვალები აენთო უცებ და ტუჩებზე დააცხრა, თითქოს პირველად კოცნიდა ისე ნელა დაიწყო,მაგრამ მერე სისხლი ისე აუჩქროლდა ვნებიანად დაუკოცნა ტუჩები და რამდენიმე კვირიანი მონატრება თითქოს აინაზღაურა. -მითხარი ... -შენ ჩამოხვედი ...მე არ დავბრუნებულვარ -სწორია მე ჩამოვედი...არა რატო ჩამოვედი რა მინდოდა?- უცებ მოშორდა და უკან დაიხია.ზურგი აქცია და სავარძელში ჩაჯდა. ეკატერინე მაშინვე მსიკენ დაიძრა გრძელი კაბა ეცვა, ისეთი ლამაზი იყო ქალღმერთს ჰგავდა. ბათუ ბინდგადაკრული მზერით უყურებდა და თავის გაკონტროლებას ცდილობდა. ეკატერინემ ხელი რომ გაუწოდა ჯერ უყურებდა მის თხელ თითებს შემდეგ წამოდგა და ძლიერად მოეხვია, მის ყელში ჩარგო სახე და სურნელი შეიგრძნო -მომენატრე ...თურმე ძალიან მომენატრე ! არ შეიძლება ასეთი მონატრება...საშინელებაა ასეთი მონატრება ...დათააა - თავზე უსვამდა თითებს ბაღათურიას და კოცნიდა სადაც კი შეეძლო ისე რომ მისი მკლავებიდან არ დაეხსნა თავი .იგრძNო როგორ გაეღიმა ბაღათურიას-შენც ხომ მაგიტომ ჩამოხვედი მაინც არ მირალატებდი, არც იეჭვიანებდი ხომ არ მიღალატებდი დათა? ჩემი დათააა ... ჩემი დათაა ბაღათურიას სიტყვაც არ უთქვამს,კმაყოფილი იღიმოდა და ქალის სურნელს ისრუტავდა.მის მონატრებულ სითბოს შეიგრძნობდა და წვრილი წელიდან ხელებს არ აშორებდა ნახევარი დღეა ვწერ იმდენი ვიბოდიალე ძლივს მოვახერხე დასრულება . როგორც იქნაა დავდეეე და იმედი მაქვს მოგეწონებათ ემოციური და დასამახსოვრებელი თავი მინდა იყოს თქვენთვის |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.