ბიზნეს გარიგება [3]
"პირველი ღამე" -რა უნდა ვქნა?_გაკვირვებულმა დაქაჩა თვალები და მამაკაცისკენ გადაიხარა. -ცოლად უნდა გამომყვე, გუშინდელი თარიღით. -და ეგ რაში გამოგვადგება? -კონტრაქტს შეადგენ სადაც გარკვევით ეწერება რომ გადარიცხვების განხორციელება ჩემს გარეშე შეუძლებელია. -ხო, მაგრამ მაგ ზღაპარს ვინ დაიჯერებს? თანაც გუშინდელი თარიღით ხელს არავინ მოგვიწვეს. -არსებობს სიტუციები როცა ერთი მწვანე კუპიურას შეუძლია ღრუბლები გაფანტოს. _თვალი ჩაურკა და ფეხზე წამოდგა. _წავედით. -სად? -ინა. _გაღიზიანებულმა ჩაილაპარაკა ქალის სახელი. _ცოლას უნდა გამომყვე-თქო! -მაშინ კონტრაქტში ისიც უნდა მივუთითოთ რომ გაყრის შემთხვევაში ქონება არ იყოფა!_ხელები დაზღვევის მიზნით ასწია და შუბლშეჭმუხნულ დუდას დააკვირდა._რა? -ჩემი ერთი თვის შემოსავლით შენ და შენს კომპანიას გიყიდით და გაგაჩუქებთ. _შეახსენა თუ რამხელა ძალას ფლობს დუდა დადვანი და მისი საფულე. -თუ მიყიდი ვეღარ გამაჩუქებ. _ქალური ეშმაკობით ჩაილაპარაკა, ქვედა ტუჩზე კბილები დაისვა და ტანის ნაზრი რხევით გავიდა კაბინეტიდან. -ტყუილად აქნევ მაგ საჯდომს, გაკრვევით გითხარი რომ როგორც ქალი არ მიზიდავ! -არც მე ვაქნევ შენთვის საჯდომს და არც მე მიზიდავს შენნაირი უტაქტო მამაკაცები! -არადა ერთი სული გაქვს როდის შემოგაცლი მაგ ნაჭერს, ვითომ კაბის მოვალეობას რომ ასრულებს. >>> ორივე მხარემ თავისი ადვოკატის თანდასწრებით შეადგინა კონტრაქტის წესები. ერთად ცხოვრებას არცერთი არ აპირებს, უბრალოდ ხელს მოაწერენ, მერე ამ საბუთს განყოფილებაში და სასამართლოში წარადგენენ და ყველაფერი დასრულდება. განცხადების შეტანამდე ეს დეტალები უნდა მოგვარდეს, ჯერ ისედაც ძალიან დიდ რისკზე მიდიან, წარმოდგენაც კი არ მინდა რა შეიძლება მოხდეს თუ სასამართლომ ქორწილების ნამდვილი თარიღი ამოქექა. -ინა, არ ჯობია ყველაფერი კანონიერი გზით მოაგვარო, ვიცი რომ ეს ძალიან ძნელი იქნება, შეიძლება ამ საკითხს წლებიც კი დასჭირდეს, მაგრამ კანონიერი გზით ბრძოლა ყოველთვის უკეთესია! -დავით, სანამ მე კანონიერი გზებით ჩემი კუთვნილი 1 მილიონის დაბრუნებას ვეცდები, მანამდე მთელ კომპანიას ჩამიძირავენ და სახელიც ძალიან შეგველახება... მე კიდევ მინდა რომ ეს ყველაფერი მშვიდად და წყნარად მოვაგვარო, ყოველგვარი გაწელვების გარეშე. -და შენ გგონია რომ ეს ქორწინება 1 საათში მოგიგვარებს ამხელა პრობლემას? -არა, მაგრამ 1 წელი არ დასჭირდება. ბაზარზე გაყიდვების რაოდენობით უკან თუ წავედით ჩათვალეთ რომ ის ერთი მილიონი აღარაფერს ნიშნავს ჩვენთვის. -იცოდე რომ ძალიან დიდ შარში ყოფ თავს და მე ყველანაირად ვეცადე შენთვის თვალები ამეხილა. -ნუ ნერვიულობ, შენ ძალიან კარგად იცი რომ დაუფიქრებელ ნაბიჯს არ გადავდგამდი... ახლა რომელიმე მყუდრო ქორწინების სახლი მითხარი სადაც ყველაფერი გაცილებით მარტივად იქნება. >>> -ასე აპირებ ხელის მოწერას?_გაკვირვებულმა იკითხა დუდამ და კლასიკურ ფორმაში გამოწყობილ საცოლეს დააკვირდა. ინამ გაკვირვებულმა ჭყიტა თვალები და საკუთარი თვალი შეათვალიერა. -მე მგონი..._ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და მხრები აიჩეჩა. -სურათები დაგვჭირდება და მეეჭვება შავ შარვალსა და ნაცრისფერ პერანგში გამოწყობილი პატარძალი ვინმემ “იწამოს.”_ცინიკურად ჩაისისნა და შუბლი შეკრა. ინამ ხვნეშით მოისრისა თითები და მარჯვენა ფეხი ააბაკუნა. -რა ვქნა, “ყოველი შემთხვევისთვის” გარდერობში საქორწინო კაბას არ ვინახავ. -ხოდა იყიდე. _სწრაფად იპოვა გამოსავალი. -სხვათაშორის საქორწინო კაბას სიძე ყიდულობს. _ირონიულად ჩაილაპარაკა და ტუჩები ოდნავ წინ გამოსწია. -როცა შენი ბიზნესის გადასარჩენად თხოვდები სიძეს მარტო ხელისმოწერა ევალება, ისიც საკუთარი სურვილით. ასე რომ სწრაფად იმოქმედე, ბევრი დრო არ მაქვს! >>> -ნინო, შენი საქორწინო კაბა სად არის?_მშვიდი ტონით ჩაილაპარაკა და დის პასუხს დაელოდა. -ს...ა...ხლში._გაწელილად უპასუხა დაბნეულმა ნინომ. -გაამზადე მოვალ და დამახვედრე, შენც გაემზადე დამჭირდები. _სწრაფად მიაყარა და ტელეფონი გათიშა, მერე კი ნაცნობ ნომერზე გადარეკა. -დედა, კედელს ნახშირი ჩამოუსვი ინამ გვიკადრა._მშვიდი, ნარნარა ხმის მაგივრად ტელეფონის მეორე მხრიდან ქალის ჩხავილი გაისმა. _რა გნებავთ?_ცინიკურობას არ ეშვებოდა მირანდა. -მთელი ცხოვრებაა ოცნებობ ინას მეჯვარე ვიყოო და სურვილს გისრულებ. რამე ლამაზი კაბა ჩაიცვი და 1 სააათში იქ იყავი სადაც გეტყვი. ყოველგვარი შესავლის და ახსნების გარეშე ჩაილაპარაკა, პასუხს არც დალოდებია ისე გათიშა ტელეფონი. რაც მთავარი იყო უთხრა, მიახვედრა რომ ქორწილზე ეპატიჟებოდა, თანაც საკუთარზე და ტანსაცმელსაც ბუნერივია ლოგიკურად შეარჩევს მირანდა. ალბათ ვერასოდეს წარმოიდგენდა, ყველაზე აფსურდულ სიზმარშიც კი ვერ ნახავდა იმას რაც ახლა მის თავს ხდება. მართალია ყველაფერზე ძალიან კარგად აქვს ნაფიქრი და ყველაფერი გაანალიზებული აქვს, მაგრამ ასეთმა დაჩქარებულმა გადაწყვეტილებამ ბოლო მომენტში მაინც არასასიამოვნოდ იმოქმედა ინაზე. ზუსტად იცის რომ ეს ქორწინება მისთვის და დუდასთვის არაფერს ნიშნავს და არც მათ ცხოვრებაში შეცვლის რამეს, უბრალოდ ახლა ასეა საჭირო და იზამს კიდევაც, მაგრამ სიტყვა გათხოვება და ქორწილი მაინც უხეშად ხვდება ყურში, თანაც როცა წარმოიდგენს რომ თავისი დის თეთრი კაბა უნდა ჩაიცვას რომელმაც ვერანაირი წარმატება ვერ მოუტანა ნინოს, თუ არ ჩავთვლით ორ მავნეს რომელის სახლში ყავს. მაგრამ ინა მაინც თვლის რომ ნინოს იმაზე დიდი წარმატება მოუტანა ამ კაბამ ვიდრე ეს თავად მას ჰგონია. სახლში მისვლისთავე ტანსაცმლის ჰაერში გახდა დაიწყო, ნინომ გაოგნებულმა გახედა დას და სწრაფი ნაბიჯებით მიყვა უკან. -შეგიძლია ამიხსნა რას აკეთებ?_ხმადაბლა კითხა და ოთახის კარი ზურგს უკან დაკეტა. -ვთხოვდები. _მხრები აიჩეჩა და საწოლზე გადაფენილი კაბა სასწრაფო წესით გადაიცვა თავზე. _დამეხამრე. კაბაში გაჭედილმა შეწუხებული ხმით ამოიღმუილა და ხელები მაღლა ასწია. ნინომ ოდნავ დაქაჩა კაბა დაბლა და ტანზე ჩამოაცვა, მერე კი ინსტიქტურად მისი შესწორება დაიწყო. -რას შვები?_უცებ მოეგო გონს და ორი ნაბიჯით უკან დაიხია. -ღმერთო ჩემო, რამდენ კითხვას სვამ... გაემზადე-მეთქი რომ გითხარი ყურებში გაგვარდა?! სწრაფად გადი და ლამაზად ჩაიცვი!_კატეგორიული ტონით მოსთხოვა დას და ოთახიდან გააგდო. თითქმის გამზადებული იყო შემოსასვლელიდან ნაცნობი ხმა და წივილ-კივილი რომ გაიგონა. შეწუხებულმა ხმამაღლა ამოიხვნეშა და საწოლზე ჩამოჯდა. -აბა გისმენ._როგორც კი ოთახის კარი გაიღო სილუეტის გამოჩენას არ დალოდებია ისე ჩაილაპარაკა და მირანდას საყვედურების მოსასმენად მოემზადა. -ყველაზე დეგენერატი ქალი ხარ დედამიწის ზურგზე!_ომახიანად შესძახა და ნინოსთან ერთად გვერდით მიუჯდა. -ლამაზი კაბაა. _ცინიკური ღიმილით შეუფასა მეჯვარეს კაბა და გოგონებისკენ მიტრიალდა. _კომპანიაში ძალიან დიდი პრობლემები მაქვს და გათხოვება ახლა ყველაზე კარგი გამოსავალია... ბიჭს ვიცნობ და ყველაფერი წინასწარ მაქვს გათვლილი, თავი და კომპანია უკვე დავაზღვიე ახლა ისღა დამრჩენია როგორმე სახლიდან გაგატიოთ, თორემ საკუთარ ქორწილზე დავაგვიანებ!_ფეხზე წამოდგა და ჩქარი ნაბიჯებით გავიდა ოთახიდან. >>> -ჩემთვის მონიჭებული უფლებით კანონიერ ცოლ-ქმრად გაცხადებთ._დამუშავებული ღიმილით და გაწელილი ხმით ჩაილაპარაკა წითელპომადიანმა ქალმა და წყვილს ქორწინების მოწმობა გაუწოდა. -პირველი კოცნა აქ დავაფიქსიროთ თუ ღია ცის ქვეშ?_ყურთან ახლოს ჩასჩურჩულა დუდამ და ქალის რეაქციას დალოდა, მაგრამ რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს მამაკაცის ირონას ღიმილით შეხვდა ინა. -აქ მირჩევნია!_ვნებიანი ხმით ჩაილაპარაკა და ნინოს ხელით ანიშნა სურათის გადასაღებად მოემზადეო. უმცროსმა დადიამნა შუბლზე გაშლილი ხელისგული მიიდო და აპარატი მოამზადა. დუდამ ცალი ხელი წელზე მოხვია, ცალით სახე დაუჭირა და ტუჩები ქალის ვნებიან ბაგეებს შეახო. დადინმაც არ დააყოვნა და ორივე ხელი კისერზე მსუბუქად მოხვია ქმარს, შემდეგ კი წამიერ “სიამოვნებაში” აჰყვა. როცა დარწმუნდნენ რომ ნინომ ჩიტი გააფრინა დაუყოვნებლივ მოშორდნენ ერთმანეთს და საწყისი პოზიციები დაუბრუნდნენ. -ვიცი რომ ხელის მოწერის მერე რესტორანში მიდიან, მაგრამ ახლა ამისი დრო არ გვაქვს..._გამწარებულმა მოიგლიჯა ფატა, ნინოს გადაულოცა და დუდასთან ერთად გასასვლელისკენ წავიდა. >>> -სასამართლო პროცესის დასრულებისთანავე გავაწერთ ხელს. _როგორც კი კაბინეტში განმარტოვდნენ ხმადაბლა ჩაილაპარაკა ინამ და სავარძელში მოკალათდა. _ხომ ვიცი რომ ეს ქორწინება მარტო საბუთებითაა ოფიციალური, მაგრამ მაინც არაკომფორტულად ვარ, თითქოს ვიღაცამ გამკოჭა. -ამ ეტაპზე გაკოჭვებს და საწოლზე მიბმებს არ ვართ!_წარბწეულმა, მოჩვენებითი სერიოზულობით ჩაილაპარაკა და ინას დააკვირდა. -ფუმფულა ხელბორკილები გირჩევნია თუ სიყვარულისგან გაუბედურებულები თავს რომ იხჩობენ ხოლმე ის თოკი?_არანაკლებ ირონიულად იკითხა ქალმა და ფეხი ფეხზე გადადებული მიაჩერდა ტუჩის კუთხეში მომღიმარ ქმარს. -ქვედა საცვლით მირჩევნია._თვალი ჩაუკრა და მაგიდისკენ წავიდა. -და მერე ორი ქვედა საცვალი რომ არ მაცვია არ იცი?!_ორივე ხელი ჰაერში ასწია და შეათამაშა. -ცადე, იქნებ ერთითაც მაბამ. _სავარძლის სახელურებს თითები მაგრად ჩასჭიდა და ინასკენ დაიხარა. დადიანმა შუბლშეკრულმა დახედა მამაკაცის ხელებს და შემდეგ დუდას ცინიკურ სახეს დააკვირდა. -ამ ვითომ სექსუალური ხრიკებით ჩემი მოგერიება ძალიან ძნელია, რამე უფრო რთული და საინტერესო მოიფიქრე, თორემ ცდა გამიჭირდება. _მამაკაცისკენ აიწია, ტუჩთან ახლოს ლოყაზე აკოცა და ფეხზე წამოდგა. _დროებით, ქმარო! >>> -პირველი ღამე ერთ საწოლში და ოთახში თუ არა ერთ სახლში მაინც უნდა გავატაროთ!_სამსახურიდან გასვლისას ჩაილაპარაკა დუდამ და გაკვირვებულ, თვალებდაჭყეტილ ინას მინის კარი გაუღო. -ჩვენ შევთანხმდით რომ მსგავსი... -მე კიდევ მინდა რომ პირველი ღამე ერთად გავატაროთ!_აშკარად ქალის ნერვებზე თამაში ჰქონდა გადაწყვეტილი. -ცოტა არ იყოს და პირველი ღამე ყურში ცუდად მხვდება! -კარგი, სახლში მიგიყვან. მოულოდნელად, წამებში გადაიფიქრა ინას თავისთან წაყვანა და სადგომისკენ უკანმოუხედავად წავიდა. ვინაიდან და რადგანაც მძღოლი საქმეზე გაუშვა იძულებულია დუდას მანქანით წავიდეს სახლში, თუმცა ამას ინასთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. გზაში ხმა არცერთს არ მოუღია, ინა მუსიკის ფონზე საკუთარ ქმედებებზე ფიქრობდა, ალბათ დუდაც, ყოველ შემთხვევაში ახლა ორივე დაკავებულია. -შენი ქალები რომ ამ ამბავს გაიგებენ მერე რას იზამ?_ხმადაბლა იკითხა ინამ და მამაკაცისკენ მიატრიალა თავი. დუდამ წამით გადახედა მის გვერდით მჯდომ ქალს და მერე ისევ გზას მიუბრუნდა. -ვეტყვი რომ ვითომ ვითომ ცოლი ხარ. _მოკლედ მოუჭრა და თვალი ჩაუკრა. დადიანმა სიცილით გააქნია თავი და მუსიკას ოდნავ აუწია. -სულ მიკვირდა ქალების რომლებიც ახლად დასრულებულ ურთიერთობას ორმოცის გასვლასაც კი არ აცდიდნენ და ისე თხოვდებოდნენ..._სარკასტული ღიმილით დასცინა საკუთარ თავს. -შენ შემთხვევაში ჩემნაირი კაცის პოვნა ძნელია და ალბათ იმიტომ დათანხმდი შემოთავაზებას ასე ადვილად. -მე მგონი შენ გავიწყდება რომ კონტრაქტი გვაქვს შედგენილი. -მე მგონი შენ გავიწყდება რომ ჩემს შემოთავაზებას მართლა დათანხმდი! მანქანა დადიანების სახლის წინ გააჩერა, ინამ ღვედი შეიხსნა და ერთ ადგილზე გახევებულმა გადახედა ქმარს, რომელიც რატომღაც ზედაც არ უყურებდა. -გამოგიტყუდები და გეტყვი რომ დიდად გულზე არც შენი კომპანია მეხატება და არც შენზე ვგიჟდები, მაგრამ მაინც ძალიან დიდი მადლობა. არ აქვს მნიშვნელობა მოვიგებ თუ არა ამ პროცესს, მართალია მე მჯერა რომ მოვიგებ, მაგრამ მაინც... იმას რასაც ახლა შენ აკეთებ ბევრი არ გააკეთებდა და თავს საფრთხეში არ ჩაიგდებდა. -ჩემი კომპანია რომ არ გეხატება გულზე ეგ კარგი ამბავია და ჩემ შემთხვევას ძალიან მალე და ძალიან მარტივად მოვაგვარებ!_ინას გამოსვლიდან მხოლოდ ერთ წინადადებაზე გასცა პასუხი და გაღიზიანებულ ქალს თვალი ჩაუკრა. _ახლა გადადი, საქმეზე მაგვანდება. _მოკლედ მოუჭრა, მისკენ გადაიხარა და მანქანის კარი გაუღო. სახესთან ახლოს მყოფ დადვანს შუბლშეკრული დააკვირდა და მანქანის კარს ცალი ხელი მოკიდა. -30 წუთის წინ შენ სახლში მეპატიჟებოდი და ახლა გაქვს საქმე?_ეჭვით იკითხა და მანქანიდან გადავიდა. დადვანი წელში გასწორდა, საჭეს თითები მოკიდა და მანქანა დაქოქა. -რომ გეპატიჟებო-დი იმიტომაც მაქვს ახლა სხვაგან საქმე. წარსული ფორმა კარგად გამოყო და მზერით ანიშნა დიალოგი დასრულებულია. ინამ ხმამღლა ჩაიცინა და მანქანის კარი ნაზად მიკეტა, შემდეგ კი ნელი ნაბიჯებით წავიდა სახლისკენ. "პაემანი" -3 საათზე გიორგი ლიპარტელიანთან გაქვთ შეხვედრა დანიშნული, 4 საათზე ბატონ ვახტანს ხვდებით და 6_ის ნახევარზე თათბირი გაქვთ. გიორგის ხსენებისას ტუჩის კუთხეში უცნაურად ჩაეღიმა, უკვე თვეებია ამ კაცის მიმართ სიმპათიებს გრძნობს, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც დაკავებული ქალი იყო საკუთარ თავს უფლებას არ აძლევდა მამაკაცის მიმართ გაჩენილი სიმპათია საკუთარ თავთან ხმამაღლა დაეფიქსირებინა, თანაც იცოდა რომ გვერდით მდგარი კაცი უყვარდა. ჩამოშლილ თმებზე თითები ეშხიანი ღიმილით დაისვა და მდივანს თვალებით ანიშნა კაბინეტი დატოვეო, ისიც უკანმოუხედავად გატრიალდა. -ეს გოგო დროებს ვერ ანაწილებს, გიორგისთან მაქსიმუმ 45 წუთიანი შეხვედრა დამინიშნა და ვახტანგთან უსასრულო. _უკმაყოფილო სახით ჩახედა შუა დღის განრიგს. 3_ის ნახევარზე სამსახურიდან გასვლა დაგეგმა, მანამდე ოფიციალურად დასაკუთრებული ქმრის მონახულება გადაწყვიტა, მაგრამ დუდა კაბინეტში არ დახვდა და როგორც მდივნისგან გაიგო დღეს არც კი გამოჩენილა. გაკვირვებულმა დახედა ტელეფონის ეკრანს, როგორც წესი ასეთ დროს უნდა დაურეკოს და უთხრას რომ არ იქნება, მართალია დუდა საკუთარი სურვილით ზის იმ კაბინეტში და საკუთარი საქმეც ძალიან ბევრი აქვს, თავის კომპანიას პარალელურ რეჟიმში მართავს და ბუნებრივია რომ ყოველ დღე ვერ გამოცხადდება, მაგრამ ელემენტარული დარეკვა და თქმა თავისუფლად შეეძლო. -მინდოდა ორივესთვის ერთად მომელოცა, მაგრამ ბატონი დუდა არ მოვიდა დღეს... ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. ხმადანლა ჩაილაპარაკა მარიამმა და უფროსს მორიდებით გაუღიმა. თავიდან გაუჭირდა მდივნის სიტყვების გაანალიზება, ვერ მიხვდა ვინ ორს გულისხმობდა, ან რატომ, მაგრამ როგორც კი გაყიდული მილიონი გაიხსენა მერე ყველაფერი თავისდაუნებურად ამოუტივტივდა და ღიმილით მოუხადა მადლობა. -მადლობა, დუდასაც აუცილებლად გადავცემ. >>> -სულ უფრო და უფრო მშვენიერდები. როგორც კი ადგილები დაიკავეს ვნებიანი ხმით ჩაილაპარაკა გიორგიმ. ინამ მოულოდნელობისგან ცალი წარბი შეათამაშა და მამაკაცს ალმაცერად გადახედა. მართალია კომპლიმენტებს მიჩვეულია, მაგრამ გიორგი ამ მხრივ ყოველთვს თავშეკავებული იყო ხოლმე და ზუსტად ამიტომ გრძნობდა მის მიმართ სიმპათიას, მაგრამ როგორც სჩანს მისი პირადი ცხოვრების შესახებ ხმები გავრდა და ამბავს გიორგისთანაც მიუღწევია. -გმადლობ. _ხმადაბლა ჩაიცინა და ჩანთა მეორე სკამზე გადადო. -სანამ საქმეზე გადავალთ მინდა გითხრა რომ შენი და შენი ყოფილის ახალმა ამბავმა ძალიან გამახარა. თვალებდაქაჩულს იმ წამს მოსმული წყალი გადასცდა და ხმამაღალი ხველა აუტყდა, სასწრაფო წესით მიაყოლა მეორე ყლუპიც და ოდნავ ჩაწყნარებულმა აწითლებულ თვალებზე მიიდო თითები. ქალაქში არასოდეს არაფერი არ იმალება, მითუმეტეს მაშინ თუ ჟურნალისტების და ზოგადად საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხარ, არც ინას და გიორგის ურთიერთობა იქნებოდა გამონაკლისი, მაგრამ ლიპარტელიანის სითამამე მაინც აკვირვებს. -ჩემი და შენი მოსახელის ურთიერთობაზე სასაუბროდ არ მოვსულვარ. 45 ხუთი წუთი გვაქვს გაწერილი და მინდა რომ ამ დროში ჩავეტიოთ. -და იქნებ ეს 45 წუთი ჩვენზე საუბარს დავუთმოთ და სხვა დროს ვისაუბროთ საქმეზე?_მაცდური წინადადებით შეიჭრა გიორგი. -მირჩევნია სხვა დროს ვისაუბროთ ჩვენზე და ახლა საქმეზე გადავიდეთ!_კატეგორიულობას არ კარგავდა ინა. კაფეში ახლადშემოსული წყვილის დანახვისას თავი ოდნავ მარჯვნივ გადახარა და დუდას გვერდით მდგარ მაღალ, შავგვრემან, მეტად სექსუალურ ქალს დააკვირდა. ცოტა არ იყოს და მის გვერდით ასეთი მომხიბლავი ქალის დანახვა არ ესიამოვნა, ალბათ ესეც ერთგვარი ქალური წიკია მაშინ როდესაც გათხოვილი ხარ და შენი ქმრის გვერდით სხვა სქესის ადამიანს ხედავ. არც დუდასთვის ყოფილა მაგიდასთან მყოფი ორი სიულიეტის შემჩნევა ძნელი. მათი დანახვისას სახეზე ცინიკური ხაზები აუთამაშდა, შავგვრემან ქალს რაღაცა გადაულაპარაკა და წყვილისკენ წამოვიდა. -გამარჯობა. ხმადაბლა, ცივი ბარიტონით ჩაილაპარაკა და გიორგის დააკვირდა. ლიპარტელიანი თავის დაკვრით წამოდგა ფეხზე და გამოწვდილ ხელზე ხელი ჩამოართვა. აშკარად გაოცებული იყო დუდას იქ ყოფნით და მითუმეტეს ასეთი თავისუფალი ტონით. დადვანი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა ბიზნესმენებისთვის და ყველა ყოველთვის ცდილობს მასთან დაკავშირებას, ზუსტად ამან განაპრობა გიორგის ნაუცბათევი გამომეტყველება და გაბადრული სახე. მამაკაცს მისალმებაც არ ჰქონდა დამთავრებული დუდამ მზერა ინასკენ რომ გადაიტანა. -ახლა შეხვედრაზე ვარ, როგორც ვხედავ არც შენ გცალია... რომ მორჩები ერთად გავიდეთ!_ქალის პასუხს არც დალოდებია ისე გაშორდა წყვილის მაგიდას და შავგვრემანისკენ წავიდა, შემდეგ კი კუთხეში მდგარი მაგიდისკენ დაიძრა ორივე. >>> -იცის ქმარი რომ გყავს?_როგორც კი კაფის ტერიტორიას გამოცილდნენ ირონიულად იკითხა. -და იმან იცის ცოლი რომ გყავს?_არანაკლები ირონიით დაუბრუნა კითხვა. -კი, იმას ცოლიანი კაცები მოსწონს. _დუდას ცინიზმს საზღვარი არ აქვს, ისევე როგორც მის სექსუალურობას. -ამასაც ქმრიანი ქალები მოსწონს. _ახლა უკვე ჯიბრით საუბრობდა. -და ცოლიანი კაცებს აგრესიაზე რა აზრის არის?!_ხმის ტემბრითაც შეატყობდით რომ ინას პირადი ურთიერთობები დიდად არ აჯავრებს, უბრალოდ ქალის წყობიდან გამოყვანა უნდა. -შევთანხმდეთ რომ ერთმანეთის ცხოვრებას არ ვეხებით!_კატეგორიული ტონით მოითხოვა და მანქანასთან გაჩერდა. -ვერ შევთანხმდებით, იმიტომ რომ მომავალი 1 თვე ზუსტად ეგ უნდა ვაკეთო. _ნიკაპზე ორი თითი მოუჭირა, თვალი ჩაუკრა და თავისი მანქანისკენ წავიდა. მანქანის კარი გამოაღი ისე რომ მამაკაცისთვის მზერა არ მოუშორებია და ჩანთა მეორე მხარეს ისროლა. მანაქანი ჩაჯდომისთანავე ტელეფონი შეამოწმა და როცა ნაცნობი ნომერი ამოიკითხა გაღიზიანებულმა ქვედა ტუჩზე კბილები დაისვა. -მე მგონი ამას დავუგვიანე. _თავისთვის ჩაიბურტუნა და მანქანა დაქოქა. >>> -ერთი ლიმონიანი წყალი. _ღიმილით ახედა მიმტანს და თითები ერთმანეთში ახლართა. -ამერიკანო. -დღეს ჩემმა ადვოკატმა შეხვედრა დამინიშნა. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა და დუდას მოსაზრებას დაელოდა. -სავარაუდო შანსებს გეტყვის. -ოდესმე შენთვის იმედი გაუცრუებით?_სწრაფად შეცვალა თემა და ჩაფიქრებულმა კითხა. დუდამ ქალის მოულოდნელ კითხვას წარბის აწევით უპასუხა და დაფიქრებულმა მოსვა ყავა. -ადამიანებზე იმედებს არ ვამყარებ! -ხო, მაგრამ ხომ შეიძლება ვიღაცას იმდენად ენდობოდე და გჯეროდეს მისი რომ იმედიც ჩაგესახოს. -საკუთარი თავის გარდა არავის უნდა ენდო ისე რომ მისმა გამიზნულად გადადგმულმა არასწორმა ნაბიჯმა გული გატკინოს. -დუდა, ეგ მარტივია, მაგრამ ძნელი!_ღიმილნარევი ხმით ჩაილაპარაკა და ლიმონიანი წვენი მოსვა. _მეც მეგონა რომ ადამიანებზე იმედებს არ ვამყარებდი, მაგრამ ჩემმა ყოფილმა რომ გამასულელა მერე მივხვდი თუ რამდენი რაღაცა დამიკავშირებია მასთან, ჩემდა უნებურად, სულ შემთხვევით. -და ახლა ამ თემაზე მე მესაუბრები, არა იმიტომ რომ გულის გადაშლა გინდა, ან უბრალოდ კარგ მსმენელს ეძებ, უბრალოდ შენი ყოფილი შენთვის აღარაფერია და ამ თემაზე საუბარსაც თავისუფლად, ყოველგვარი ტკივილის გარეშე ახერხებ. იმ წამს დაფიქრდა და მიხვდა რომ დადვანი იმაზე დიდ სიმართლეს ეუბნებოდა ვიდრე ეს მას წარმოედგინა. მიუხედავად იმისა რომ გიორგის მიმართ ზედმეტად დიდ სიყვარულს გრძნობდა, ახლა მის მიმართ მხოლოდ სიბრალულს და უზარმაზარ ზიზღს განიცდის. იმდენად არაკაცური აღმოჩნდა მისი საქციელი ყველანაირი პატივისცემა და გრძნობა ერთ წამში დაეკარგა, მიხვდა რომ კაცის რომელმაც ფულის გამო ყველაფერი იკადრა არცერთი წამით სიყვარულის და სხვა მსგავსი გრძნობის ღირსი არ არის.ინასთვის ადამიანებზე წარმოდგენის და გრძნობების დაკრგვა ძალიან ადვილია, თუ შეატყო რომ ის ადამიანი მისთვის ცუდის მომტანია იმ წამსვე ივიწყებს და წარსულს აბარებს, არც მისტირის და არც დარდებით იკლავს თავს. -შენ არავინ არ გიყვარდა, ან გიყვარს, ის შავგვრემანი ქალი ვინ იყო?_ინტერესით იკითხა და პასუხს დაელოდა. -ზედმეტად მეგობრული ტონით მეკითხები და არ მომწონს!_შუბლშეკრულმა ჩაილაპარაკა და ყბები დაჭიმა. ინამ გაკვირვებულმა შეჭმუხნა წარბები და წელში გასწორდა. -შენ არ იყავი შენნაირი ქალები არ მიზიდავსო რომ მიმტკიცებდი?_საკუთარი სიტყვები გაახსენა და ნიშნის მოგებით გაუღიმა. -არ მიზიდავს ერთია და მემეგობრება მეორე!_აგრესიულად აუხსნა და ფინჯანი თეფშზე დადო. ინამ ცინიკურად შეათამაშა წარბები და ქვედა ტუჩი კბილბით ოდნავ მოიკნიტა, შემდეგ კი აწკრიალებულ ტელეფონს დახედა. -უკაცრავად. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა ფეხზე წამოდგა და ტელეფონს უპასუხა. _გიორგი. _ზედმეტად ვნებიანი ხმით წარმოსთქვა მამაკაცის სახელი, თან ცალი თვალით ურეაქციოდ მჯდარ დუდას უყურებდა, რომლისთვისაც სულ ერთი იყო ვის ესაუბრებოდა ინა. -როგორ ხარ?_ღიმილნარევი ხმით მოიკითხა მამაკაცმა ქალი. -გმადლობ კარგად, შენ როგორ ხარ? -დღეს თუ შემხვდები უკეთესად ვიქნები. _პირდაპირ საქმეზე გადავიდა და ბოლოს ჩუმი სიცილიც დააყოლა. -დღეს? რომელ საათზე? -9 საათისთვის შევხვდეთ თუ გინდა გამოგილვი. -არა ჩემით მირჩევნია მოსვლა, შენ მითხარი სად მოვიდე. _სწრაფად უპასუხა და პასუხს დაელოდა. -მოგწერ. -კარგი, დროებით. ტელეფონის ეკრანს დახედა, ჩააქრო და მაგიდისკენ წავიდა. დუდამ ცალი თვალით გადახედა ქალს და ცინიკური ღიმილით დაუწყო დაკვირვება. -აღარ გავდივართ?_მაჯის საათს დახედა და შესვენების დრო შეამოწმა. -დღეს 8 საათზე შეხვედრა დავნიშნე. _ირონიული გამომეტყველებით ჩაილაპარაკა, ფეხზე წამოდგა და გასასვლელისკენ წავიდა. ინამ მამაკაცის ცარიელ სკამს გადახედა, მერე კარებთან მისულ დუდას და ბოლოს აჩქარებული ნაბიჯებით მიყვა უკან. -რა შეხვედრა, ან ვის ვხვდებით? მე რატომ არ მითანხმდები?_აგრესიული ტონით იკითხა და წინ გადაუდგა. _დუდა, შენ გეკითხები!_გახევებულს ხმადაბლა მიაძახა და წარბები შეჭმუხნა. _დღევანდელ შეხვედრაზე არ მოვდივარ და ძალიან გთხოვ შემდეგში მეც შემითანხმდი!_გაბრაზებულმა ხმადაბლა ჩაილაპარაკა და თავისი მანქანისკენ დაიძრა. დუდას არაფერი არ უპასუხა, შუბლშეკრული იდგა და მიმავალ ქალს აკვირდებოდა, მერე თავი ოდნავ გააქნია და მანქანაში ჩაჯდა. >>> მარიამს ყველაფერი გამოკითხა 8 საათზე დანიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით, მაგრამ რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს მარიამისთვისაც გაურკვეველი აღმოჩნდა დანიშნული შეხვედრის ისტორია, ჩანიშნული არაფერი არ ქონდა მითუმეტეს ამ დროისთვის და მითუმეტეს საქმიანი. როცა დარწმუნდა რომ ამით საკუთარ საქმეს არ აფუჭებდა უფრო ამაყად წამოსწია თავი და შენობა გაბადრულმა დატოვა, გიორგისთან შეხვედრის გადადებაც არ მოუწია და რაც მთავარია საგანგაშო სიტუაციაც არ შექმნილა. საინტერესოა რა შეხვედრას გულისხმობდა დუდა, პასუხის გაცემა არც კი დააცადა, არც დადვანს გამოუდია დიდად თავი, მაგრამ ინამ უნდა ისწავლოს რომ მისი ფეთქებადი ხასიათი ზოგჯერ კითხვებს პასუხგაუცემელს ტოვებს. 9 საათზე დათქმულ ადგილზე იყო გიორგი უკვე შესასვლელთან იდგა და ღიმილით ელოდებდა ქალის გამოჩენას. ინას დანახვისას კმაყოფილმა შეათამაშა ტუჩები და მოწყვეტით გადაკოცნა. -ძალიან ლამაზი ხარ. _ხარბად შეათვალიერა ქალის მომხიბლავი სხეული და ვნებიანი ხმით ჩაილაპარაკა. -გმადლობ, შენც კარგად გამოიყურ..._წინადადების დასრულება ვერ მოახერხა როცა მათკენ წამოსული ნაცნობი სილუეტი შენიშნა. გაოგნებულმა დაქაჩა თვალები და გაციებულ დუდას დააკვირდა. ~~~~~~~~~~ გავითვალისწინე თქვენი თხოვნა და ორი თავი გავაერთიანე...ძალიან დიდი მადლო, ტკბილებო და თბილებო. <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.