ჯაშუში მაღალ ქუსლებზე ( ნაწილი ოცდამეერთე )
თანოსთვის ზედმეტად მძიმე აღმოჩნდა მოსმენილის გადახრშვა. ეგონა მხოლოდ სერიალებში ან ფილმებში ხდებოდა ასეთი საზარელი ამბები. ვერ წარმოიდგენდა მართლა თუ არსებობდნენ ბეგლარისნაირი და მისი შვილის მსგავსი ადამიანები. ყველაზე ცუდი ის იყო რომ მასთან დაიჭირა საქმე, ამით საკუთარ თავსაც და ნერსესაც უღალატა. ესიამოვნა, სახლში შესულს გამეფებული სითბო, მთელს სხეულს მოედო და გაათბო. ნერსემ ბუხარში შეშა შეაწყო რომ არ ჩამქრალიყო. თანანო ბუხრის წინ მდგომ სავარძელში მოთავსდა, მამაკაცი კი სამზარეულოში გავიდა. იქიდან ორი ფინჯნით ხელში დაბრუნდა. ცხვირსი სასიამოვნო თან ამავდროულად საყვარელი სურნელი მოელამუნა. ტუჩები საყვარლად ააცმაცუნა. - ცხელი შოკოლადი. - გახარებულმა წარმოსთქვა. - ჰო, ვიცოდი რომ გიყვარდა და ვიყიდე. - ღიმილით უთხრა და თვალი ჩაუკრა. - დიახ, ძალიან მიყვარს, თან ახლა ისეთი გარემოა ძალიან უხდება. - ლოყებზე სიწითლე შემოეპარა. - ნამდვილად. გარეთ ცივა, ბუხარში აგიზგიზებული ცეცხლი და ცხელი შოკოლადი, საოცარ კონტქესტს ქმნის. - ღიმილით ამოილაპარაკა. - ხევსურეთი, დედამიწაზე არსებული ლამაზი სამოთხეა ! - თვალებ აბრწყინებულმა გახედა, გვერდით სავარძელში მოთავსებულ მამაკაცს. - გეთანხები. კიდევ რა გიყვარს ? - ერთი დღე არ მეყოფა რომ ჩამოვთვალო. - გადაიკისკისა, მამაკაცი კი გამოაშტერა. - მაგალითად.. - ამოიბლუყუნა. - თურქული მზესუმზირა, ყველანაირი სახის შოკოლადები, ლახათლუხუმი და ძილი. - ოჰ, კარგი გემოვნება გქონია. ძილი კი ვის არ უყვარს. - გადაიხარხარა. - მართალი ხარ. - მასაც გაეცინა. - საყვარელ ადამიანს რას ვერ აპატიებდი ? - დაუფიქრებლად ამოილაპარაკა თანანომ, მისკენ არ გაუხედია ბუხარში აგიზგიზებულ ცეცხლს უყურებდა. - ტყუილს.. - თუ მდგომარეობა გამოუვალია და სხვა გზა არ აქვს? - დაგუდული ხმით ამოილაპარაკა. - როდესაც მიყვარს, ეს იმას ნიშნავს რომ მე მას ვენდობი. როდესაც თვალებში მიყურებს და მატყუებს ეს უპატიებელი საქციელია. მირჩევნია სიმართლე მითხრას რაც გინდა მწარე იყოს, ვიდრე დიდი ტყუილი რომელიც ორმაგად დამანგრევს. სიჩუმე ჩამოწვა, თანანოს საკუთარი გაორმაგებული გულის ცემა ჩაესმოდა ყურებში. ყელში გაჩხერილი ბურთის გადაყლაპვას ვერ ახერხებდა. - შენ აპატიებდი ? - კითხვა შეუბრუნა და გამჭოლი მზერა მიაპყრო. - არ ვიცი გააჩნია ტყუილსაც და რამდენად ძლიერი იქნება მისდამი ჩემი სიყვარული. - ტყუილი არის სიმართლის არ თქმა, დამალვა. არ აქვს მნიშვნელობა სასიკეთო იქნება თუ ცუდის მომტანი. - განაჩენივით ჟღერდა მისი სიტყვები თანოსთვის. - ჰო.. - ძლივს ამოილაპარაკა. - გინდა მონასტერში ავიდეთ ? - მინდა ! - ჰაერივით ესაჭიროებოდა სულიერი სიმშვიდე, რომელსაც ტაძარში მოიპოვებდა. - წავალ ცხენს მოვიყვან და სანამ შენ გაემზადე, რომ მოვალ შემოგძახებ.. - გაუღიმა და სახლი დატოვა. ,, ტყუილს ‘’ მისი სიტყვები უტრიალებდა გონებაში. დატკბებოდა ამ დღეებით, რომელსაც მასთან ერთად გაატარებდა. აუცილებლად ეტყოდა სიმართლეს, ოღონდ ჯერ ანაკონდას დაუბრუნდებდა ფულს. კიბეები აირბინა და ოთახში შევიდა. კოჭებამდე, შავი კაბა გადაიცვა, თავშალი აიღო და ქვემოთ ჩავიდა. მამაკაცის ძახილი შემოესმა, ქურთუკი მოიცვა და გარეთ გავიდა. მთის კაცივით, ბნელეთივით, შავ ბედაურზე შემომჯდარი რომ დაინახა რამოდენიმე წუთი თვალი გაუშტერდა. გაოგნებული იყო არ სჯეროდა, რომ შეძლებდა ცხენზე მჯდარიყო და ესეირნა თან ნერსესთან ერთად. ადვილი მოძრაობით დაისვა წინ და მკერდზე მიიკრა. ქარივით გააქროლა ბედაური. მონუსხული ათვალიერებდა გარემოს. ნერსეს გოგონას თმაში ჩაერგო სახე და ღრმად სუნთქავდა. განსხვავებული გრძნობები ეუფლებოდა, რომელიც ჯერ არავის მიმართ არ განუცდია. მისგან წამოსული სითბო, ტანში ჟრუანტელს ჰგვრიდა. მონასტერში რომ მივიდნენ, ცხენიდან ჩამოსვლაში დაეხმარა. გაოცებული იყურებოდა, თითქოს სამყაროს გამოეთიშა. ყველამ და ყველაფერმა შეწყვიტა მის გარშემო არსებობა. პრობლემებიც უკან მოიტოვა, რომლებიც სულს უხუთავდნენ. მაღალ ფერდობზე, აშენებული ქრისტიანული ეკლესია. წლების გასვლის მიუხედავან მაინც ამაყად იდგა და გადმოჰყურებდა ხევსურეთს. ულამაზესი სანახავი იყო. თავშალი გაშლილ, ხუჭუჭა თმებზე დაიფარა და ტაძრისკენ წავიდა. სულ გადაავიწყდა ნერსეს არსებობა იმ მომენტში. პირჯვარი გარდაისახა და შიგნით შევიდა. ინტერესით მოათვალიერა გარემო. სიძველე შეპარული ფრესკები, ხატები და მუხლებზე მდგარი ლოცვით გართული ბერები. ირგვლივ სიჩუმე და სიმშვიდე სუფევდა. იგრძნო მხრებიდან მძიმე ტვირთის მოხსნა. თავდახრილი მივიდა, იესო ქრისტეს ფრესკის წინ მუხლებზე დადგა და თვალები დახუჭა. ლოცულობდა გულით. გრძნობდა უფალთან ახლოს ყოფნას. ფეხზე წამოდგა და მეორე გასასვლელით გარეთ გავიდა. არ უნდოდა ნერსეს მისი ცრემლები შეემჩნია. ქვაზე ჩამოჯდა და ღრმად ამოისუნთქა. უსასრულობაში იხედებოდა, სამყაროს გამოეთიშა. თბილმა, ხავერდოვანმა ხმამ მოიყვანა გონს. - უფალი მუდამ ჩვენთან არის შვილო.. - მის გვერდით ჩამოჯდა მამაო. - მაშინაც როდესაც ვცოდავთ ? - სევდიანად ამოილაპარაკა. - დიახ, მუდამ.. - თბილად გაუღიმა. - მომიყევი და განთავისუფლდები.. - მხარზე ხელი დაადო თანაგრძნობის გამოსახატავად. - დის გადარჩენისთვის დიდი ფული ავიღე ერთი კაცისგან, რომელიც განსაცდელის დროს ფრთა შესხმულ ანგელოზად მომევლინა. მაგრამ არავინ აკეთებს სიკეთეს რაღაცის სანაცვლოდ. - ღრმად ამოიხვნეშა. - არ არსებობს უპატიებელი ცოდვა. - სანაცვლოდ ადამიანის გრძნობებზე თამაში მთხოვა, რომ ის მიიღოს რაც სურს. - შენ სხვა გზა არ გქონდა. შენ არ ხარ შვილო დამნაშავე, მთავარია ახლა გადადგა სწორი ნაბიჯები. - ის ძალიან ცუდი ადამიანია და მეშინია ჩემს საყვარელ ადამიანებს რამე არ დაუშავოს. - თვალებიდან ცრემლები სცვიოდა. - გულს მოუსმინე და აუცილებლად მიხვალ სწორ გადაწყვეტილებამდე. - მთავარი ის კი არ არის რამდენად მძიმე შეცდომას ვუშვებთ ადამიანები, მთავარი ის არის მის გასაკეთებლად რას ვაკეთებთ. ღმერთი აუცილებლად დაგეხმარება და გაგინათებს გზას. - ძლივს გაბედა შეეხედა თვალებში. მისი თვალები იმდენად სუფთა და რწფელი იყო, თვითონაც გათბა. ისეთი სუფთა გამოხედვა ჰქონდა, ირწმუნა მისი სიტყვები. - დიდი მადლობა.. - ოდნავ შესამჩნევად გაუღიმა. - დამლოცეთ მამაო.. - თავი დახარა. - უფალმა დაგლოცოს შვილო, შენი მფარველი და შემწე იყოს ცხოვრების სავალ გზაზე. - ნახვამდის.. - დაემშვიდობა. ცრემლები შეიმშრალა და ტაძარში შევიდა. სალოცავ ხატებთან სანთლები დაანთო და შემწეობა სთხოვათ. ნერსე კი კუთხეში იდგა და თვალმოუშორებლად უყურებდა გოგონას. აოცებდა მისი უბრალოება და გულწფელობა. ანგელოზი ეგონა, მისთვის გამოგზავნილი ანგელოზი, რომელიც სულს და გულს ბედნიერებით აავსებდა. - გავიდეთ ? - გოგონას ხავერდოვანმა ხმამ მოიყვანა გონს. - ჰო.. - დამოხებული ხმით ამოილაპარაკა. კიდევ ერთხელ გარდაისახეს პირჯვარი და გარეთ გავიდნენ. გარეთ გასულები, ამაღლებულ ადგილზე დადგნენ. უყურებდნენ ბუმბერაზ მთებს, ნაცნობ მდინარეს და მარადმწვანე ხეობებს. - უბრალოდ საოცრებაა ! - სანახაობით აღფრთოვანებულმა ამოილაპარაკა. თავი სამოთხეში ეგონა, იმასთან ერთად იყო ვინც გულს უნდოდა. გაღიმებული, ხელებ გაშლილი იდგა, თვალები დაეხუჭა და ბოლომდე შეიგრძნობდა ენით აღუწერელ სიამოვნებას. ნერსე გაღიმებული და ბედნიერი უყურებდა სიფრიფანა სხეულს, გოგონას ბედნიერ სახეს. ქარი ცეცხლისფერ თმებს უფრიალებდა. ეგონა ანგელოზივით ფრთებს გაშლიდა და გაფრინდებოდა. საკუთარ ფიქრებზე გაეღიმა. რას მართებდა ეს ჭინკა გოგო. ორივე თავისუფლებას გრძნობდა, და რაღაც კიდევ ამოუხსნელს და ამაღელვებელს. სიტყვით აღუწერელს და არაამქვეყნიურს. მხოლოდ მათ სხეულში მფეთქავი ორგანო გრძნობდა ყველაფერს. თვალები რომ გაახილა ჩაიკარგა მამაკაცის ღამესავით ბნელ თვალებში, რომელიც ბრწყინავდა. სახე კი უღიმოდა. - დიდი მადლობა აქ წამოყვანისთვის და ამ სილამაზის ზიარებისთვის. - ბედნიერმა გაუღიმა. - მიხარია რომ შევძელი შენი გახარება ! - მასთან ახლოს მივიდა და მისი სახე ხელებში მოიქცია. - შენი თვალები, ბედნიერებისას ვარსკვლავებს გვანან ! - თვალებში ჩახედა. - იმ ვარსკვლავებს, რომელიც ყველაზე ცივ ღამეს ჩნდებიან და სითბოს ასხივებენ ! მზერით გათბობენ და გაბედნიერებენ ! ვარსკვლავები, კაშკაშა ვარსკვლავები ! რომელიც ასე ალამაზებენ ლურჯ ცას ! - თანანო ცხოვრებას გამოეთიშა, მხოლოდ მისი სიტყვებს და სახეზე თბილ ჰაერს გრძნობდა. სისხლმა შეწყვიტა მოძრაობა. ეგონა აკოცებდა, გულით სურდა მისი ფაფუკი ტუჩების შეგრძნება, მაგრამ ღიმილით მოშორდა მამაკაცი და უსასრულობაში გაიხედა. - გჯერა სიყვარულის ? - რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ ცდება მის ტუჩებს უნებლიედ ეს სიტყვები. - მჯერა. - ღიმილით ეთანხმება და ქვაზე ჯდება. - შენ ? - მინდა რომ მჯეროდეს, რწფელი, უანგარო სიყვარულის. - ხელები ჯინსის შარვლის ჯიბეებში ჩააცურა. - არ გყვარებია ? - რას ნიშნავს არ გყვარებია ?! როგორ არის შესაძლებელი, გიყვარდეს და მერე უცბად გადაგიყვარდეს? - მხრები აიჩეჩა. - არ მყვარებია. - მართალი ხარ.. - მისკენ ბრუნდება, თვალს უკრავს და მარჯვენა ტუჩის კუთხეს ტეხს. - ჰო.. - ლოყები ვარდისფრად უფორაჯდება. - წავიდეთ ? საშინლად მომშივდა. - მუცელზე სიცილით ხელს იტარებს. - წავიდეთ ჰო.. - მასაც ეცინება. სახლში მისულებმა ერთად მოამზადეს ვახშამი. ბუხრის წინ ორი ჭიქა, წითელი ღვინის თანხლებით საუბრობდნენ. ტელეფონი აწკრიალდა. გაღიმებულმა დახედა ტელეფონს. ეკრანზე გამოსახული მეგობრის სურათი რომ დაინახა, გაბედნიერდა. - ჰო, სესილი. - მხიარულად ჩასძახა. - თანანო.. - გოგონამ ამოიფსლუკუნა. - რა ხდება ? - სახე უმალ დაუსერიოზულდა, მიხვდა მეგობარს რომ უჭირდა. - მე.. მე.. ძალიან ცუდათ ვარ, გული მტკივა. - სხეული დაეძაბა, როგო უნდოდა ახლა მასთან ერთად ყოფილიყო. - ცუდათ ხარ ?რა მოხდა მომიყევი. - ფეხზე წამოდგა და წინ და უკან დაიწყო სიარული. ნერსე გაკვირვებული და კითხვისნიშნების გამომეტყველებით შესცქეროდა. - ირაკლი.. - ნამტირალევმა ამოილაპარაკა. - რა დაემართა ?! სესილი მორჩი ტირილს და ნორმალურად ამიხსენი რა ხდება. თორემ გავიჟდები იცოდე. - გული მტკივა, აღარ შემიძლია ატანა. ცეცხლი მიკიდია შიგნიდან, რომელიც მანადგურებს. თითქოს სისხლის მაგივრად გულს ცხელ-ცხელი ლავრა მიეწოდება, რომელიც გულს მიხუთავს. მის გვერდით ყოფნა ჯოჯოხეთის მსგავსია ჩემთვის. ირაკლი მშვენივრადაა, ან ცუდათ რატომ უნდა იყოს გულაობს სხვადასხვა გოგონებთან. - სიმწრის სიცილით ჩაიცინა. - გამისკდა გული ! - შეუღრინა. გაეღიმა, საკუთარი თავით და იდეით კმაყოფილს, რომელიც ამ წუთას ამოუტივტივდა გონებაში. - ახლა კარგად მომისმინე, ზუსტად იმას გააკეთებ რასაც მე გეტყვი ! გასაგებია ?! - კარგი რაა, არაფრის ხასიათზე ვარ. - ჩაიბურტყუნა. - ტუჩებს შეეშვი ! - წარმოიდგინა, როგორ დაბრიცა ტუჩები და როგორ იკვნეტს. - ახლა კიდე ასწიე შენი ლამაზი საჯდომი და სააბაზანოში შებრძანდი. ისე უნდა გამოეწყო რომ მზის სხივებივით მოსჭრა ბატონ ირაკლის თვალი. ღვთაებასავით უნდა გამოიყურებოდე, ყველაფერი შენზეა დამოკიდებული გახსოვდეს. ჩემი მეგობარი გამოგივლის და იმ კლუბში წახვალთ სადაც ირაკლი ხშირად დადის. დარწმუნებული ვარ იქ იქნება გოგოებზე სანადიროდ წასული. ისე უნდა აეჭვიანო, რომ გაგიჟდეს. - სიცილით დაამთავრა საუბარი. - გაგიჟდი ?! - გაოცებულს აღმოხდა და თვალები დააკვესა. - ჭკვიანი როდის ვიყავი ?! - ხმას იწვრილებს და ინაზება. - უბრალოდ შეუდარებელი ვარ გოგონი. ჰო, მართლა ცოლიანი ეს ვაჟბატონი და იცოდე. დაგირეკავს როცა მოვა შენთან. აბა ჩაო ! - ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და გაუთიშა. - რა ხდება ?! - ვეღარ მოითმინა და გაოცებულმა ჰკითხა, თან გოგონას ქცევებზე მთლიანი სახით იღიმოდა. - ოჰ, სასიყვარულო დრამაა, რომლის რეჟისორიც მე ვარ. - სიცილით ამოილაპარაკა. - ჩემზე არის დამოკიდებული ნახევრად, ერთად იქნებიან თუ არა. ბავშობიდან უყვართ ერთმანეთი, ჩემს სულელ ბავშვებს, მაგრამ როგორც ავღნიშნე სულელები არიან და ცალ-ცალკე იტანჯებიან. ირაკლის ქართული მენტალიტეტი კლავს ალბათ, როგორ შეუძლია მეგობარი უყვარდეს ან უბრალოდ ეშინია პასუხის. - ჩამოარაკრაკა და გაიცინა. - ხოდა ახლა ვაპირებ კუბიდონის ისრით დავჭრა ორივე და მერე ქორწილში მეჯვარედ. - და შენმა გეგმამ შედეგი რომ არ გამოიღოს ? - ღიმილით ჰკითხა. - ფუ, ფუ, ფუ, ფუი ეშმაკს, სამჯერ დააკაკუნე მაგიდაზე. - სიცილით თქვა და თვითონაც დააკაკუნა. - გეგმა ბ - ც მაქვს მოფიქრებული. - სიცილით ამოილაპარაკა. - მაგრამ იმედია არ დამჭირდება. - თვალები აატრიალა. - ახლა კი დავურეკავ ჩემი გეგმის ნაწილს. - ტელეფონში სასურველი ნომერი აკრიფა, დარეკვის ღილაკს დააჭირა და ყურმილი ყურთან მიიტანა. - ალექსანდრე, როგორ ხარ ? - ნერსეს გაკვირვებული გამოხედვა დააიგნორა, ნაცნობი სახელის გაგონებისას. - კარგად თანო, შენ ? - მამაკაცის მხიარული ხმა გაისმა. - მეც კარგად, რას შვები გცალია? - კნუტივით, საყვარელი ხმით ამოილაპარაკა. - არაფერს, რა მოხდა მშვიდობაა ?! - ანერვიულებულმა ამოიალაპარაკა. - კი, კი, ნუ ღელავ, უბრალოდ შენი დახმარება მჭირდება ერთ აუცილებელ საქმეში. - მორიდებულად ამოილაპარაკა. - კარგი. - გაეცინა.- შენს დაქვემდებარებაში მიგულე. - აბა, რა ხდება ? რითი შემიძლია დაგეხმარო? - ძალიან რომ არ მჭირდებოდეს არ გთხოვდი, წინასწარ ქეთის ბოდიში მოუხადე. - კნუტის გამომეტყველება მიიღო, თითქოს დაინახავდა. - ვაჰ, საინტერესოა. მიდი, გისმენ მომიყევი. - ყველაფერი დაწვრილებით აუხსნა და გაირინდა. - მეკაიფებით შენ და დეგენერატი ნერსე ხომ ? - არა, მართლა. - კარგი, სანაცვლოდ რას იკისრებ ? - წარმოიდგინა მისი ეშმაკური გამომეტყველება და გაეცინა. - რასაც მეტყვი. - მხიარულად ჩასძახა. - შევთანხმდით.. სიტყვაა, სიტყვაა იცოდე. - იმედია ქეთი არ გაბრაზდება. - არა, პირიქით, სპიკერზე მქონდა ჩართული და უკვე ტანსაცმელს მიმზადებს. - სიცილით უთხრა. - მომიკითხე და ორივე დამიკოცნე. - სიყვარულით ამოილაპარაკა. - მართლა კალიცოს მოხსნა არ დაგავიწყდეს. - სიცილით უთხრა და გაუთიშა. - ესეც ასე, ყველაფერი მოგვარებულია. - მისამართი და ნომერი მიწერა. - ძილი ნებისა. - გაუღიმა. - ძილი ნებისა. ოთახში ავიდა, პიჟამოები ჩაიცვა და ლოგინში შეწვა. გადაღლილს მალე ჩაეძინა. ****** - მამა, მეც ვიპოვე ჩემი სიყვარული ! - ღიმილით ამოილაპარაკა და მოტკბო, მომწარო სითხე ყელში გადაუსვა. ერთი თვე არც არის რაც მის ცხოვრებაში, სიფრიფანა, ჟღალ თმიანი გოგონა გამოჩნდა და ცხოვრება აურია. საკუთარ თავს ყოველთვის არწმუნებდა რომ სიყვარული არ არსებობდა. არც არავისთან იჭერდა დიდი ხანი ურთიერთობას. ერთი ღამით შემოიფარგლებოდა ქალთან მისი ყოფა. არავის უგებდა კოშკებს და არც არავის სტკენდა გულს. ქალებიც არ იყვნენ წინააღმდეგი, მთავარია ერთი ღამე გაეტარებინათ ნერსე ამაღლობელის გვერდით ესეც საკმარისი იყო.. გრძნობდა, შინაგანად გრძნობდა რომ მის სიყვარულს საშინელი ქარიშხალი ახლდა თან. იცოდა რომ გაანადგურებდა, მაგრამ მზად იყო, უღირდა მასთან ურთიერთობა. ფეხზე წამოდგა, თავის ოთახთან შეჩერდა, სხეული და გული მისკენ ექაჩებოდა. ჩუმად ჩამოსწია სახელური და შიგნით შევიდა. სუნთქვა შეკრული დასცქეროდა მძინარე თანანოს. რომელსაც ტუჩები საყვარლად დაებრიცა და ცხვირი შეეჭმუხნა. მოკვდებოდა.. ნამდვილად მოკვდებოდა, ახლა ამ წუთას მის ჟოლოს არომატით გაჯერებულ ბაგეებს რომ არ შეხებოდა. ფრთხილად დაიხარა და ფაფუკ, ღვინისფერ ბაგეებს თავისი შეახო. ფეხზე წამოდგა და ჩუმი ნაბიჯებით დატოვა ოთახი. სპორტულები ჩაიცვა და ლოგინში შეწვა. **** ღამის უკუნეთი სიბნელე, საშინელმა ხმაურმა დაარღვია. ოთახში გამეფებულ სიბნელეს, ჭექა ქუხილისგან გამოწვეული სინათლე არღვევდა. შეშინებულს ეღვიძება, თვალებს აქეთ-იქით აცეცებს. ცდილობს ხელით გვერდით ტუმბოზე მდგარი ღამის ნათურა აანთოს მაგრამ ამაოდ, შუქები არ არის. ხელების ფათურით ტელეფონს ეძებს მაგრამ ვერ შოულობს. საშინელი წვიმა და ჭექა-ქუხილიც მისდა საუბედუროდ არ აპირებდნენ გაჩერებას. თვალები მლაშე სითხით აევსო და დაებინდა. ფეხზე წამოდგა, შიშისგან აცახცახებულ ფეხებს და სხეულს ძლივს იმორჩილებდა. ხელების ცეცებით მივიდა კარებამდე და კალიდორში გავიდა. ნერსეს კარებზე დაკაკუნებას აპირებდა, როდესაც გაიხსნა და თანანო სახით გულ-მკერდზე მიეჯახა. - აჰ.. - შეშინებულმა წამოიყვირა. - ნუ გეშინია, შენთან მოვდიოდი. ცუდი ამინდის გამო ენერგიის მოწოდება შეგვეწყვიტა. - ჰო.. ცა კიდევ ერთხელ გაჰკვეთა ელვამ და დაიგრუხუნა. შეშინებულმა გაუცნობიერებლად მოხვია ხელები მამაკაცს და სახე მის ყელში ჩარგო. მთელი ძალით უჭერდა ხელებს. ნერსემ იგრძნო სისველე, რაღაც თბილი მიიკვლევდა კისერზე, ფეთქავ არტერიაზე გზას და მკერდისკენ მიმავალი, უჩინარდებოდა. სხეულში ჟრუანტელმა დაუარა. არ ელოდა თანოსგან ასეთ საქციელს. - ჩშ, ნუ გეშინია, მე შენთან ვარ. - ყურთან ეჩურჩულებოდა და თან უღმერთოდ, ძლიერ ხვევდა ხელებს. გოგონას თმაში ჩარგო სახე და იასამნის მათრობელა სურნელს ღრმად ისუნთქავდა. თმაზე, ნელი, ფრთხილი მოძრაობით უსვამდა გრძელ თითებს. უნდოდა ეგრძნო რომ მის გვერდით იყო და მუდამ ასე გაგრძელდებოდა. - თანო, გთხოვ, არ უნდა გეშინოდეს, ჩემთან ერთად არაფრის უნდა გეშინოდეს. - თბილი ხმით, ხმადაბლა ეჩურჩულებდა. მამაკაცისგან წამოსულმა სითბობ, მოადუნა და დაამშვიდა. შერცხვა კიდევ საკუთარი თავის, ასე ბავშურად რომ მოიქცა. მაგრამ რა ქნას ასე ძალიან რომ აშინებს, ბავშობიდან ასეთი ამინდი. ხელები მოადუნა და შეუშვა მამაკაცს. - კარგად ხარ ? - კი.. - ჩურჩულით ამოილაპარაკა. - წამოდი ქვემოთ ჩავიდეთ, არამგონია დაძინება შეძლო. - ღიმილით უთხრა. - ვისაუბროთ მაინც. -კარგი. -პლედს გამოვიტან და მოვალ. - ოთახში შებრუნდა და პლედით ხელში დაბრუნდა. ტელეფონის ფანრის განათებით, ჩავიდნენ ქვემოთ. - მოდი, პლედს გაგინაწილებ, თორემ ცივა, გამათბობელიც არ იმუშავებს სანამ შუქები არ მოვა. - ჰო.. - დაბნეულმა ამოიბლუყუნა. ბუხრის წინ ბალიშები დაალაგეს. თანო გვერდით მიუჯდა, ცდილობდა დისტანცია დაეცვა. მამაკაცის საბედნიეროდ, კვლავ გაისმა ჭექა-ქუხილის საზარელი ხმა. გოგონა ადგილზე შეხტა და გვერდიდან მიიხუტა. - მოდი, მოდი, ასე უფრო კარგად ვიქნებით. - ერთი ხელის მოძრაობით ჩაისვა კალთაში, აკანკალებული და პლედი კარგად მოაფარა. დბნეულმა ახედა ნერსეს, ლოყები კი უმალ აუფორაჯდა. დარცხვენილმა მამაკაცის ყელში ჩარგო სახე. ნერვები ეშლებოდა საკუთარ თავზე, ასე რომ აშინებდა უბრალოდ ჭექა-ქუხილი და ამის გამო ასეთ მდგომარეობაში ვარდებოდა. ,, რასამბობ სულ არ გსიამოვნებს’’ . - გამოეხმაურა ალტერეგო. თვალები დახუჭა და გაირინდა. ნაზ, ყველაზე სასურველ, დამამშვიდებელ მელოდიად ჩაესმოდა ნერსეს აჩქარებული გულის ცემა ყურებში. სიამოვნებდა კიდეც რომ შეეძლო მამაკაცის გრძნობებზე მოქმედება. სასწაულ სურნელს იყნოსავდა, თითქოს სურდა შეესრუტა რომ დიდხანს მთელი ცხოვრება გაჰყოლოდა, არ დავიწყებოდა. ეს სურნელი არ ჰგავდა, რომელიმე ტანის გელის სუნს ან ძვირადღირებული სუნამოს სუნს. ეს რაღაც განსხვავებული, მისეული, დამახასიათებელი მწარე შოკოლადის არომატის მსგავსი იყო. მომწარო, ამავდროულად მოტკბო, ცივი, მაგრამ სითბოთი გაჟღერებული, მთელ სხეულს მეტასტაზებით რომ ედებოდა, ისეთი. ტუჩებით გრძნობდა, კისერზე მფეთქავ არტერიას. იმდენად უნდოდა ტუჩებით შეხებოდა, გაბრუებულმა თავი ვერ გააკონტროლა და გავარვარებული ტუჩები მიაწება. იგრძნო მამაკაცის სხეულის გამოძახილი, ხელები წელზე საგრძნობლად დაეჭიმა. ესიამოვნა, სიგიჟებდე ესიამოვნა, მისი რეაქცია. ნერსე, წამიერად, გაქვავდა, გაცივდა და გალღვა. მისი ცხელი ტუჩების შეგრძნებისას, სხეულში სისხლის მოძრაობა შეწყდა. გულმა ფეთქვა შეანელა, შემდეგ კი გაორმაგებულად ეხეთქებუდა კედელს - თანანო.. - დაბოხებული ხმით ამოილაპარაკა. - ჰო.. - დაბნეულმა ამოილაპარაკა, ოდნავ მოშორდა და წამოიწია. მის თვალებში ჩაიკარგა და სუნთქვა შეწყვიტა. - ახლა, ამ წუთას რა ლამაზი ხარ რომ იცოდე ! - ხრიწიანი, აღელვებული ხმით ამოილაპარაკა. - რას მმართებ ?! ასეთი ნაზი, გულუბტყვილო და სუფთა როგორ ხარ ?! თანანომ ვერაფერის თქმა მოახერხა, უბრალოდ სუნთქვა შეკრული და გაყუსული უსმენდა თითოეულ სიტყვას და გონებაში იბეჭდავდა. - ნერსე.. - თავი დახარა და აკანკალებული ხმით ამოთქვა. - შემომხედე გთხოვ.. - სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩახედა. გრძნობდა თანანოს როგორ უთრთოდა სხეული და ეღიმებოდა. არ შეეძლო, ეს მომენტი რომ არ გამოეყენებინა და ის არ ეთქვა რაც მას ასე ძალიან აფორიაქებდა. - ყველაზე გულწფელი, უღმერთო გრძნობით მიყვარხარ თანანო ! - ტუჩებთან დაიჩურჩულა, ძნელი იყო ამ სიტყვების ამოთქმა მისთვის. თვალებში უყურებდა, უნდოდა მისი ემოციები შეესწავლა. თანანო, გაქვავდა, თვალებში ცრემლები აუკიაფდნენ. ბედნიერების მეტასტაზები მოედო მთელს სხეულში. გაიღიმა, გაეცინა, იცონოდა და თან თვალებიდან ცრემლები სდიოდა. - რა მითხარი ? - თვალების ფახულით ჰკითხა, უნდოდა კიდევ ერთხელ გაეგონა ეს ჟადოსნური რამოდენიმე სიტყვა, უნდოდა დარწმუნებულყო რომ არ მოეჩვენა. - მიყვარხარ, უსასრულოდ, საზღვრების გარეშე ! - ღიმილით ამოილაპარაკა. - მეც, მეც მიყვარხარ, სექსუალურო ანტილოპავ ! - გაკრეჭილმა წარმოსთქვა. - ჩემი ჭინკა გოგო ! - გახარებულმა წამოიძახა. ხელები მოხვია და გულში ჩაიკრა. ფრთხილი მოძრაობით ეფერებოდა თმებზე და თან ბედნიერებისგან ხარხარებდა. გრძნობდა თანანოს აჩქარებულ გულის ცემას და ორმაგად ბედნიერდებოდა. ხელები შეუშვა გოგონამ და ღიმილით შესცქეროდა. ნერსე თანანოს სახე ხელებში მოიქცია და შუბლზე მიაკრა ტუჩები. მერე საფეთქელზე, თვალებზე, პატარა ცხვირზე, ლოყებზე და ბოლოს.. ტუჩებზე რაღაც ფაფუკს გრძნობდა. რბილს.. რომელიც აქამდეც უგრძვნია, მაგრამ ეს განსხვავებული, სამოთხეულ გრძნობას ჰგავს. თვალები ეხუჭება და წელზე მოხვეულ ხელს მთელი ძალით უჭერს თითებს. თვალებს ახელს და ტუჩებზე მოკრობილს უყურებს. უნდა დაიმახსოვროს, თითოეული ფრაგმენტი ჩაიბეჭდოს გონებაში. იცის დასრულდება, ეს ბედნიერება არ გასტანს დიდ ხანს. თითებს სახეზე ჰკიდებს და მამაკაცის მხურვალებას შეიგრძნობს. ჰაერის ამოწურვის გამო ოდნავ სცილდება და ღრმად სუნთქავენ. ერთმანეთის თბილი ჰაერი ელამუნებათ სახეზე და ჟრუანტელს ჰგვრით. თვალებში შესცქერის გოგონას, რომელსაც საშინლად აბნევს. სამყაროს ეთიშება, სხვა განზომილებაში გადადის. - მინდიხარ ! - ვნებისგან დახშული ხმა არღვევს ჰაერს. ბოხი, საშინლად სასიამოვნო და მიმზიდველი. რომელშიც არ იგრძნობა არაფერი ზედმეტი, პირიქით სიყვარულით დასცქერის ლოყებ აფორაჯებულ საყვარელ ქალს. გრძელ, საოცრად თბილი თითების შეხებას გრძნობს წელზე და მთელი ძალით იკრავს სხეულზე. ოთახი ნათდება, რაც გოგონას ლოყების აფორაჯებას იწვევს წამიერად. მასში ქალი იღვიძებს, რომელსაც მისი სიყვარული სწადია. თანანო, მამაკაცის ვნებისგან, სურვილისგან, სიყვარულისგან ანთებული, თვალების შავ სფეროებში იკარგება. ვნება თმის ღერიდან ტერფავდე უვლის და უნებურად, თხელ თითებს კისერზე ხვევს. ხედავს და გრძნობს მის სხეულში დავლილ ჟრუანტელს და მაზოხისტურად სიამოვნებს. დაბუსუსებულ კანზე ატარებს ფრჩხილებს და ეღიმება. ტუჩებზე, მის გავარვარებულ მსუყე ტუჩებს გრძნობს და სიამოვნების კვნესას უშვებს. კბილებს ანაცვლებს რბილ კანს და კოცნას უფრო მომთხოვნს ხდის. ხელებს თეძოებზე ხვევს და ნაზი მოძრაობით მიემართება ფეხებისკენ. ადვილი მოძრაობით ფეხზე დგება და მის ფეხებს წელზე ილაგებს. რაც თანანოს წამოკივლებას იწვევს. ხელებს მთელი ძალით ხვევს კისერზე და კოცნაში ჰყვება. ბაგეებიდან ყბის ძვლის გავლით, სველ კოცნას უტოვებს ყურამდე. თანანო, ახალი გრძნობებით ავსებული, სამყაროს ეთიშება. ორი სურვილისგან გაგიჟებული ადამიანი, ერთმანეთის ვნებაში და სიყვარულში იკარგებიან. ფეხის კვრით აღებს საძინებლის კარებს. ნელი მოძრაობით აწვენს საწოლზე და ზევიდან ექცევა. ხელებს მაისურის ქვეშ უცურებს და მისგან ანთავისუფლებს. ლიფის ამარა რჩება და სიმორცხვისგან არ იცის საით გაიხედოს. ამაზე მამაკაცს ტუჩის კუთხე უტყდება. ნაზი მოძრაობით თავს ზემოთ აწევინებს, მილიმეტრებით სახისგან დაშორებული, თაფლისფერ თვალებში გამჭოლი მზერით უყურებს. უნდა კიდევ ერთხელ დარწმუნდეს რომ მზად არის. თვალებში უყურებს და მძიმედ სუნთქავს. თანანო, ხვდება მამაკაცის ჩანაფიქრს და მისი ტუჩებისკენ მიიწევს, ნაზად კოცნის და ამით ახვედრებს ყველაფერს. მისკენ იხრება, მუცელზე ტუჩებს აკრობს. სასიამოვნო ჟრუანტელი უვლის და მუცელი ეკუმშება. მისი ტუჩებიდან წამოსული სიმხურვალე და სისველე იმდენად სიამოვნებს, სხეული უდონდება, ხელების კანკალით მამაკაცს პერანგისგან ათავისუფლებს. გაშეშებული უყურებს მის შოკოლადისფერ კანს, ნავარჯიშევ სხეულს. ყელზე მომდგარი ნერწყვის გორგალის გადაყლაპვას ძლივს ახერხებს. ხელის გულებს დაკუნთულ მკლავებზე ატარებს და ეღიმება დახოკლილი კანის დანახვისას. ბედნიერდება, აბედნიერებს იმის გააზრება რომ მამაკაცზე ისიც ახარხებს ზემოქმედებას. ტუჩებს ნიკაპზე აწებებს, ლავიწის ძვალზე ინაცვლებს და სველ კოცნას უტოვებს, რაზეც კვნესას ვერ იკავებს. საოცარი ვნებით უყურებს ბიუსალტერიდან მომღიმარ მკერდს, ხელებს ნაზი მოძრაობით უცურებს წელს ქვემოთ და მისგან ანთავისუფლებს. ძალიან ნაზად ეხება მკერდს და საჩვენებელი თითით წრეს ხაზავს. სიამოვნებს გოგონას განცდები. მის თვალებში აკიაფებული ვნება. ხელს შარვალზე ჰკიდებს თან თვალებში უყურებს, უნდოდა წაიკითხოს მის სახეზე აღბეჭდილი ემოცია. ნაზი მოძრაობით, ხდის, თან თითის ბალიშებით მიუყვება ბარძაყიდან კოჭებამდე. ადვილი მოძრაობით ბოლო მატერიისგანაც თავისუფლდებიან. მთელი ტანით ეკვრებიან, ცდილობენ გაუნაწილონ მათ სხეულებში არსებული სითბო ერთმანეთს. სახეს მის ყელში რგავს და კიდევ ერთხელ ივსება მისებური სურნელით. კოცნას უტოვებს ყელში და ცხვირს ოდნავ უხახუნებს. საშინლად სიამოვნებს მამაკაცის ძლიერი სხეულის შეგრძნება. მაქსიმალურად ცდილობს სიამოვნება მიიღოს. ტუჩეებს უმისამართოდ დააცოცებს, გოგონას სხეულზე. ნელ-ნელა გრძნობს, შეიგრძნობს მათ ერთ არსებად გაერთიანებას. ენით აღუწერელი სიამოვნებას, ყრუ ტკივილიც ახლავს თან, ცრემლებითთ ენამება სახე. ტუჩებით ცდილობს ცრემლების ამოშრობას, კოცნას უფრო ნაზს და ამაღელვებელს ხდის. მამაკაცის ოხვრა და მისი კვნესა ერთად ჰკვეთს ჰაერს. დაცვარული სხეულით მკერდზე ეცემა და სახეს მის თმებში რგავს. ცდილობენ სუნთქვა დაირეგულირონ. კისერში კოცნის და მის გვერდით წვება. თანანო ჭერს უშტერებს თვალს და ღიმილი უპობს მარჯვენა ტუჩის კუთხეს. ჯერ კიდევ სიზმარში ჰგონია თავი. იწევა და მამაკაცის გულ-მკერდზე დებს თავს და თვალებს ხუჭავს. იავნანასავით ჩაესმის მისი გულის ცემა. ძილში გრძნობს შუბლზე ტუჩების მოკრობას. დილით ტელეფონის ხმა აღვიძებს. თვალების გახელა არ უნდა, ეძინება. გადატრიალებას ცდილობს მაგრამ არ გამოსდის. თვალებს ზანტად ახელს და წელზე შემოხვეულ ძლიერ მკლავებს ეჩეხება. აკვირდება საოცარ გრძელ და ლამაზ ხორბლისფერ თითებს და ახსენდება, თუ როგორ დათარეშობდნენ მის სხეულზე და წამიერად ბედნიერს ეღიმება. როგორც ყოველთვის ლოყებით წითლად უფერადდება. ხელებისგან გათავისუფლებას ახერხებს, წამოდგომას აპირებს მაგრამ მამაკაცი იშმუშნება და კვლავ ხელებს ხვევს. ეღიმება და გვერდებზე უღიტინებს. - უნდა ვუპასუხო, ნერსე.. - სიცილით ამოილაპარაკა. - კარგი რა.. - ძილისგან დაბოხებული ხმით ამოილაპარაკა. ტელეფონს იღებს და ნაცნობი ნომრის დანახვისას შიში იპყრობს. საწოლიდან სწრაფად დგება, მამაკაცის პერანგს იცვამს. - ქვემოთ ჩავალ, საუზმეს მოვამზადებ. - ცდილობს გაიღიმოს, კოცნას უგზავნის და ზურგს უკან კეტავს კარებს. ხელის კანკალით, მწვანე ღილაკს აჭერს და ყურთან მიაქვს ტელეფონი. - გისმენთ.. - ცდილობს აღელვება არ შეიტყოს. - როგორ ბრძანდებით ქალბატონო თანანო ? - მამაკაცის მზაკვრული ხმა გაისმა. - კარგად, თქვენ ? - ემოციების მოთოკვას ძლივს ახერხებს. კიბეებზე ფეხების კანკალით ჩადის და სამზარეულოს კარებს კეტავს. - არაჩვეულებრივად. გავიგე ხევსურეთში, ნერსეს დედიკოს და მამიკოს სახლში იმყოფებით. - ზიზღით სავსე ხმით წარმოსთქვა. - იმედია ყველაფერი ისე მიდის როგორც საჭიროა. - ირონიით იყო მისი ხმა გაჟღენთილი. - კი, სულ მალე ხელთ მექნება საბუთები. - ხმის კანკალით ამოილაპარაკა. - ძალიან კარგი. აბა შენ იცი, დროებით და ჭკვიანად. - ჩაიცინა და ტელეფონი გაუთიშა. სკამზე მოწყვეტით ჩამოჯდა. სახე ხელებში ჩარგო და ღრმად ამოიოხრა. თვალებზე ცრემლები მოადგა მაგრამ უკუაგდო, არ უნდოდა ნერსეს რამე შეემჩნია. ტელეფონში მუსიკები ჩართო და ტანის რხევით შეუდგა ომლეტის გაკეთებას. Massari - Done Da Da მელოდიას ღიღინებდა და თან კურტუმს აქნევდა. არავის მისცემდა უფლებას ამ წუთების ჩაშხამების, ბოლომდე შეიგრძნობდა ბედნიერებას რომელიც მამაკაცს მისთვის მოჰქონდა. გაზქურაზე ჩაიდანი შემოდგა. ჩიქებში ყავის და შაქრის განაწილებას შეუდგა. - ზედმეტად სექსუალური ხარ ჩემს პერანგში და მინდება, კიდევ ერთხელ დავტკბე შენით. - ბოხი, ვნებით გაჟღენთილი ხმით ამოილაპარაკა კარებზე მიყრდნობილმა. - და რა გიშლის ხელს ?! - მისკენ მიტრიალდა და ეშმაკური ღიმილით გახედა. - მმ, როგორ ცელქობ. - სიცილით წავიდა გოგონასკენ. ხელი წელზე შეუცურა და ზედ აიკრა. ნაზად შეეხო ბაგეებზე. - რატომ ხარ ასეთი ტკბილი ?! - საჩვენებელი თითი ტუჩებზე გადაატარა. - ფრთხილად დიაბეტი არ დაგემართოს. - სიცილით ეუბნება, კოცნის და თავს ინთავისუფლებს. კერძს თეფშებზე ანაწილებს და მაგიდაზე აწყობს. ფინჯნებში სითხეს ანაწილებს. მაგიდაზე ნერსეს წინ ჯდება და ღიმილით უყურებს. - ვინ იყო ? - ისეთი არავინ.. - უადარდელად აიჩეჩა მხრები, თვალები კი კერძს მიაპყრო. - გასაგებია, უბრალოდ მომეჩვენა რომ დაიძაბე. - ნამდვილად მოგეჩვენა. - ყალბმა ღიმილმა გაუყო ბაგეები. - ხვალ თბილიში ვბრუნდებით, ზეგ კი თურქეთში წავალთ საქმიან შეხვედრაზე. - აუცილებელია ჩემი წამოსვლაც? - არა, მე მესაჭიროები გვერდით. - თვალს უკრავს და ვნებიანად იტარებს ტუჩებზე ენის წვერს. - აჰ.. - ტუჩებს თვალს ვერ წყვეტს ისე იძახის. მოვცუნცულდი :დ იმედია მოგეწონებათ. მომდევნო თავი მიეძღვნებათ ირაკლის და სესილის. მიყვარხართ. ^____^ გამიზიარეთ თქვენი აზრი, ჩემთვის მნიშვნელოვანია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.