მეტი ვიდრე სიყვარული 26
უკვე 20დღეა აქ ვმუშაობ.ამ ყველაფერს თავს ისე ვართმევ,თითქოს აქ დავიბადე.ეს ჩემი საქმიანობა ყოფილა.და თან როგორ მომწონს ეს რბილი და მოძრავი სავარძელი...პატარა ბავშვივით რამდენჯერმე წრეს ვარტყამ და,ვხედავ კარებში ბატონი გიორგი როგორ მიღიმის. -ერთობი არა,ეგრე თავბრუდაგეხვევა. ვსწორდები ვცდილობ სირცხვილისგან აჩქარებული სუნთქვა დავირეგულირო. -უკაცრავად...რამე გნებავთ? -ჰო.მინდა ინტერვიუ გამიუქმო.არ მცალია სასწრაფო საქმე გამომიჩნდა.ისე მოაგვარე როგორც გჩვევია კაი,არ მინდა ნაწყენი დარრჩნენ და რამე ცუდი დაწერონ. -რათქმაუნდა არ ინერვიულოთ ამაზე.(განრიგს საჩქაროდ თვალს ვავლებ)კარგით მაშინ,ზეგ ჩავსვავ ოღონდ მოგიწევთ შესვენებაზე უარი თქვათ. ის ოხრავს და უსიტყოდ თავს მიქნევს. -ოღონდ ხვალაც შემახსენე კაი.კაი აბა მე წავედი სასიამოვნო მუშაობას გისურვებ. მისი გასვლა და ლილუს შემოსვლა ერთია..ეს გოგო აქ გავიცანი ვერ ვიტყვი რომ მეგობრები ვართ,მაგრამ ცუდი ურთიერთობა არ მაქვს.ყავას ერთად ვსვამთ,შესვენებებზე და რაც მთავარია რამე ახალ ჭორს თუ გაიგებს,პირველი ჩემთან მოდის რომ შემატყობინოს.ზუსტად ვიცი ახლაც რაღაც გაიგო და უნდა მითხრას. -წავიდა ხომ. -მოდი მოდი წავიდა ჰო.ხელში რა გაქვს? -დავისვენებთ ცოტას.აა ეს ორცხობილებია ნახე გასინჯე რა გემრიელია. მაწვდის და მართლაც უგემრიელესია. -ჰა ამოღერღე. -შენც გაიგე? -არა და გელოდები. -ის ზეგ ჩამოდის. -ვინ ის ლილუ. -რა მიუხვედრებელი ხარ ჩვენი უფროსი.მეც არამყავს ნანახი ამბობენ შეუდარებლად სიმპატიურიაოო. -გოგო მე რომ მოვედი გამაფრთხილეს არ გაეპრანჭოო თორემ სამსახურს დაკარგავო.თავიდან გიორგიზე მეგონა მაგრამ მერე მივხვდი ის იქნება რადგან გიორგი ყველას ეპრანჭება აქ.ჰო ფრთხილად იყავი არ გაეპრანჭო ამდენი მიტომ ვილაპარაკე. -ჰო ამბობენ შეყვარებულმა მიატოვაო და მაგიტომაა ასე მკაცრი გოგოების მიმართო. -ოო კაი რა.სერიალს ხომ არ უყურებ. -მართლა გეფიცები ნუ ასე ამბობენ მე არ ვიცი ზუსტად. -სიმართლე თუ გინდა არც მაინტერესებს.ნეტა სულ არ ჩამოვიდეს. -რას ამბობ გოგო ახალ მოდელს ქმნიან აქ მთავარი ისაა ასე რომ მოგვიწევს ატანა. გათამაშებული სინანულით მეუბნება და ოხრავს.არ მაინტერესებს არც მეშინია მისი. ის ხომ ჩვეულებრივი ადამიანია ტკივილებით და ოცნებებით სავსე. ლილუ კიდევ აგრძელებს ჭორების მოყოლას ამჯერად კადრების განყოფილებიდან ნინოს და მეორე სართულის ლაშას ერთმანეთი ჰყვარებია აქ გასაკვირი არც არაფერია,მაგრამ თურმე ლაშას ცოლი ჰყოლია.ლილუ კიცხავს ნინოს მე კიდევ საერთოდ არ მადარდებს მათი სიყვარულის ისტორიას.ჩემს გვერძზე შევდივარ რომ ჟურნალისტს მივწერო მაგრამ კომპიუტერი რატომღაც მიჭედავს.სასწრაფოდ ვრეკავ 5ნომერზე. -გისმენთ სანდრა! -გელა ჩემს კომპიუტერს რაღაც სჭირს შეგიძლია დამეხმარო? -ხაზზე დარჩი პროგრამისტს გადავცემ. მე პასუხს ველოდები თან შიგადა შიგ ლილუს ჭორს ვუსმენ. -...მას მგონი დიტო ჰქვია ხომ? ჯანდაბა ამ სახელის გახსენებაზე ყოველთვის ერთდაიგივე რეაქცია რატომ მაქვს?!გიყვარს გიყვარს.ცინიკურად დამყვირის ჩემი ეგო.მოიცა ამან ჩემზეც ხომ არ გაიგო?ხომ არ იცის დანიშნული რომ ვიყავი?! -ვინ მას ლილუ? -შენ რა არ მისმენ? -სანდრა აქახარ?პროგრამისტი რამდენიმე წუთში მანდ იქნება -დიახ.მადლობა. ყურმილს ვკიდებ და გაფაციცებით ვაკვირდები -აბა გისმენ ლილუ ვის ქვია დიტო? -კაიფობ?!არ იცი?!უფროსს! ოჰოო.უფროსი დიტო წამიერად ღიმილი მეფინება სახეზე რა ნაცნობი ფრაზაა.რა ახლა ყველა დიტო უფროსად,მბრძანებლად უნდა მომევლინოს?!ის ისაა უნდა ვკითხო რა გვარისაა ჩვენი უფროსი დიტო რომ კარებში ალექსი შემოდის და მოულოდნელობისგან პირი ეღება. -ალექს?! -მე კიარა შენ რა გინდა აქ? გასაგებია ჯერ კიდევ გაბრაზებულია რესტორანში მარტო რომ დავტოვე. -კიდევ ბრაზობ?ხომ აგიხსენი? -ჰო მაგრამ მაინც ნაწყენივარ.მაგრამ ეგ არაფერი აქ საიდან? -მე აქ ვმუშაობ.კაი მოდი დროზე გამიკეთე სასწრაფო საქმემაქვს და თან ვილაპარაკოთ კაი. ..... დღეს სამსახურში წასვლა მეზარბა საშინლად მტკივა თავი რა მიკვირს აკოს და გაგას გადამკიდე ის ფიალა ბოლომდე ჩამაცლევინეს.სიყვარულის სადღეგრძელო...საერთოდ ისიც კიარ ვიცი მეკუთვნოდა თუ არა მე დალევა მსგრამ რას გაიგებ საკმაოდ კი შევზარხოცდი და...ერთ აბ გამაყუჩებელს ვსვამ და თავს ვაიძულებ რომ წამოვდგე.ღმერთო გუშინწინ მაინც დაგველია.გუშინ ხომ დასვენება მქონდა. შხაპს ვიღებ...თეთრ ნახევარ მკლავზე ბულზას შავ განიერ შარვსლს და წვრილქუსლიან ფეხსაცმელს ვირგებ.თმას ცხენის კუდად ვიწევ ზევით და თავპირისმტვრევით გავრბივარ...ჯანდავა 10წუთით მაგრამ მაინც დავაგვიდნე.სასწრაფოდ ვდებ კაბინეტში ჩანთას.პლანშეტს და საბუთებს ვიღებ და გიორგის კაბინეტისკენ გავრბივარ...კართან ვჩერდები რომ, ამოვარდნილი გული როგორმე დავაწყნარო.ის ისაა კარები,უნდა შევაღო რომ,გიორგის ხმა მესმის. -...გასაგებია მაგრამ მან პირველად დააგვიანა რა გჭირს.აი ნახავ რომ,ნახავ გასასამართებელი მიზეზი თუ არ ჰქონდეს.მენდე მართლაც მაგრად ასრულებს თავის მოვსლეობას ტო. ჯანდაბა!საღამოს რომ გნახავთ ვერ გადამირჩებით ბიჭებო.თითქოს ძალით გამიკეთეს დამალევინეს და თან მაღვიძარაც გაუთიშიათ...ჰოო გასასამართლებელი მიზეზი ნამდვილად მაქვს ნაბახუსევზე ვარ ბატონო გიორგი.რავქნა?შედი!გაღიზიანებული ჩამძახის ყურებში ჩემი ქვეცნობიერი,მეც, მას ვუჯრერებ ღრმად,ვისუნთქავ ისე რომ ფილტვები ერთიანად მევსება და კარზე ვუკაკუნებ. -შემოდი. ღმერთო არ იმჩნევს მაგრამ გსბრაზებულის. -შეიძლება? კაბინეტში შევდივარ,პირს ვაღებ, ბოდიშის მოსახდრლად რომ,უცბათ ნანახისგან თვალებში მიბნელდება...ნესტოები მისი სურნელის სუნით მეწვება და ფილტვები ნანატრი სურნელით მევსება.არ გაითიშო სანდრა!არ გაითიშო სანდრა!თავს ვიკავებ,ვუბრძანებ რომ გონება არ დაკარგოს და რამენაირად ვისუნთქო.ის!ღმერთო ის,აქაა ჩემს წინ დგას და ჩემსავით არანაკლებ გაკვირვებული,გაოცებული მომჩერებია.თვალებს ხუჭავს...უნდა...აშკარად უნდა სიმშვიდე შეინარჩუნოს...ჯანდაბა ის ჩემზე ბრაზობს?ვეღარ ვხვდები ალბათ ამდენი ხნის განშორების ბრალია?თვალებს ახელს და საშინელი ტკივილი ესახება შიგ.ღმერთო ნაწყენია?ვერ ვგებულობ ვეღარ ვხვდები რა სჭირს! როგორ მინდა მივიდე და ჩავეხუტო მაგრამ ფეხებს,ფეხებს კიარა საერთოდ სხეულს ვერ ვგრძნობ.ისუნთქე სანდრა!დამშვიდდი!ჩამძახის ჩემი ეგო.მიყვარს ჰო ისევ.უარესად მიყვარს საშინლად ტკივილამდე მიყვარს.მე კარებთან გაყინული ის სავარძელთან გაშეშებული დგას და ჩვენ უბრალოთ ვუყურებთ...ვამჩნევ ხარბი მზერით როგორ მაჩერდება.ვცნობ ამ გამოხედვას ჰო ის ნამდვილად აქაა.ჩემდა უნებურად მეც იგივეს ვაკეთებ...ჯანდაბა!მე კი გავილიე მაგრამ.ის.ის ისევ საშინლად ლამაზი და სექსუალირია.ნერწყვს გაჭირვებით ვყლაპავ და თვსლს კიდევ ერთხელ ვავლებ.ჯანდაბა !რა უხერხული მომენტია.რა გავაკეთო?საბუთები მივუტანო და ავუხსნა თათბირი რომელზე გვაქვს და რა თემით?თუ იქნებ საერთოდ წავიდე?ჩვენ ვდუნვართ მაგრამ უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის ის ჩემზე აშკარად გაბრაზებულია თუმცა რატომ? -სანდრა!გესმის? ჩემს გამოუცნობ ფიქრებში ჩამესმის გიორგის ხმა.თავს მისკენ ვაბრუნებ და დაბნეული თვალებს ვახამხამებ. -ბატონო? -იქნებ აგვიხსნა და გაგვაგებინო რატომ დააგვიანე? აგიხსნა.აგიხსნა.რა აგიხსნა რომ დავთვერი? -მაპატიეთ...საცობში მოვყევი. ისე მოულოდნელად ვიტყუები მეც კი მიკვირს და სირცხვილისგან ლოყები მიხურდება და ზუსტად ვიცი მიწითლდება კიდეც. -ნაბახუსევზეა. ჩუმი თავისთვის ჩალაპარაკებული მონატრებული ბარიტონი აღწევს ჩემამდე.მეც და გიორგიც ერთდროულად ვაკვირდებით დიტოს.თუმცა გიორგი საეჭვოს რომ ვერაფერს ხედავს ლაპარაკს აგრძელებს...ვიცი ჯერ კიდევ მიცნობს.ჯერ კიდევ ვახსოვარ...მიხვდა რომ გუშინ დავლიე.დავლიე?!ჯანდაბა მათ იცოდნენ?!იცოდნენ რომ მის კომპანიაში ვმუშაობდი...როგორ ვერ მივხვდი?როგორ!მან ხომ მითხრა ან მანქანები ან ფეხსაცმლებოი.მაგრამ...რას წარმოვიდგენდი 1 წელში ამხელა კომპანიას თუ ააყვავებდა?ღმერთო ლილუმაც ხომ მითხრა უფროს დიტო ჰქვიაო...რა იდიოტი ვარ როგორ ვერ მივხვდი...მარიამ სჯობს აღარ დამენახო თორემ ახლა ისევარ ალბათ გაგბრდღვნი. ჩემი ქვეცნობიერიც ისეთი სახით უბღვერს როგორც მე აჰა ესეც მხარში მიდგება. -სანდრა!რა ჯანდაბა გჭირს მაინცდამაინს დღეს როცა აქ დირექტორია?გაქებ მთელი დღეა შენ კიდე გაფანტული ხარ...კარგათ ხარ? შეუმჩნევლად მეჩურჩულება გიორგი მაგრამ...ვგრძნობ მას ეღიმება ისევ ის ირონიული ღიმილი.არა...არა რა გთხოვ ასე ნუ იღიმი თორემ ჩემგან აღარაგერი დარჩება ავორთქლდები...თვალებს მაგრად ვხუჭავ რომ რამენაირად გამბედაობა მოვიკრიფო და როცა ვახელ...ნერვიულობისგან ამ ყველაფრისგან ჩახლეჩილი ხმით ვცდილობ როგორმე ვილაპარაკო. -დღეს თათბირი გაქვთ... (ჯანდაბა ეს კნავილს უფრო ჰგავს...ერთი ორჯერ ჩავახველე და როგორღაც ხმა მიბრუნდება...ის ისევ დამცინის.)თათბირი...ძრავასთან დაკავშირებით.კიდევ ინტერვიუ შესვენებაზე...3მი საათისთვის.აი ამ საბუთებზეც ხელი გაქვთ მოსაწერი. (მაგიდასთან მივდივარ და საბუთებს ვულაგებ წინ...მისი სურნელი მაბრუებს...ღმერთო როგორ მომნატრებია...თვალზე მომდგარ ცრემლებს როგორღაც ვერევი ვყლაპავ და სიმწრით ნესტოები მეწვის...ბუნდოვნად ვხედავ ის კალამს იღებს და თვალს ავლებს საბუთებს.ჯანდაბა ხელს აწერს?არა. -არა!უკაცრავად საბუთები ბატონ გიორგის სახელზეა...მე..მე არ ვიცოდი თქვენ თუ... -კარგი კარგი დღეს მე მოვაწერ მაგრამ ხვალიდან ბატონ დიტოზე შეადგინე კაი. ის მაგიდისკენ მიდის რომ ხელი მოაწეროს მაგრამ დიტოს მკაცრი ბარიტონი აჩერებს...ჯანდაბა გული ახლა გამისკდება. -წადი და ჩემს სახელზე შეადგინე! ახალად?!ამას ხომ დრო უნდა...ჩვენ კი დრო არ გავაქვს.საათს ვაკვირდები სულ რაღაც საათი და ორმოცი წუთი დარჩა სანამ ფაქსით გადავუგზავნი ძრავის კომპანიას.ის რა მე მეჯინავება?! გიორგიც გაოცებული უყურებს. -დიტო დრო აღარაა ამ საბუთებს თუ ვერ გადავგზავნით ხომ იცი რაც მოხდება! -ვიცი!შენ ხომ ამბობ ძლიერი ასისტენდიაო...ხოდა შესაძლებლობა გეძლევათ დაამტკიცოთ. ის სათქმელს ამთავრებს და თავს კომპიუტერში ყოფს.ვსო აქ საუბარი ზედმეტია მას ხომ კარგათ ვიცნობ.გაურკვევლობა აწერია გიორგის და თვალებით მეხვეწება იქნებ შეძლოო და მეც თანხმობის ნიშნად თავს ვუკრავ.მაგრამ გასვლისას მინდა ამ ტუტუცური საქციელის გამო წავკმინო.პატარა ჯიუტი ბავშვივით რომ იქცევა ეს სამსახურია უჟმურო!ბოლო ხმამდე უყვირის ჩემი ეგოც! -კარგით რა გაეწყობა.გავაკეთებ აუცილებლად მოვასწრებ და დაგიმტკიცებთ რომ ძლიერი ვარ...თუმცა ეს ისედაც უნდა იცოდეთ მე ჯერ კიდევ ფეღზე ვდგავარ! (გიორგი ისევ გაოცებულია.ის კომპიუტერიდან თავს ყოფს და მიყურებს..ჰო დიტო ჰო!და ეს მშვენივრად იცი.ზუსტად რომ გავაგებინო ვუკონკრეტებ.გიორგის უკვე ვეღარ ვამჩნევ ნერვები ტვინზე მაწვება )ჩემი ცხოვრების გადამკიდე! სათქმელს ვუკონკრეტებ მაგიდასთან მივდივარ საბუთების დასტას ვიღებ მოვდივარ და ჯერ კიდევ ვგრძნობ მის ჯერ გაიცებულ შემდეგ გაცოფებულ მზერად.ხოდა ეგრე.კაბინეტში შევდივარ კარებს ვხურავ და ზედ ვეყრდნობი.ჯანდაბა ადრენალინის შეგრძნება ნელდება და სხეული ცახცახს იწყებს.ეს რა ქენი სანდრა?!ის მე გავაცოფე?!ხოდა ეგრე.მოუხდება.გადახარხარება მინდება თუმცა შემდეგ მახსენდება რომ საბუთები მოსამზადებელი მაქვს და თავპირის მტვრევით ვიწყებ მუშაობას. ... ზუსტად საათსა და 10 წუთს ვანდომებ ყველა საბუთს ვაგროვებ და მივდივარ...ჩემი თავის მეთვითონ მიკვირს მაგრამ...როგორც მე ასევე ჩემი ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე.კაბინეტთან ვდგავს და კარზე უნდა დავუკაკუნო ვაჟბატონს რომ მისი გაშმაგებური ხმა ყურებში ექოსავით ჩანესმის.ღმერთო. -მე გაგაფრთხილეთ!ფულიც გადაგიხადეთ! -... -არ მაინტერესებს.ხვალ დღის ბოლომდე მომიტანთ... ჯანდაბას მეც ვაგვიანებ და იგივე რისხვა დამატყდება ახლა თუ არ შევალ კარზე გაუბედავად ვაკაკუნებ და შევდივარ.ის ზურგით დგას.ხმაურზე ბრუნდება,მაჩერდება მე კიდევ ოდნავ ზევით ვწევ ხელებს და საბუთებზე მივანიშნებ.ის თავს მიკრავს რაღაცას კიდევ ჩაყვირის ყურმილში და უთუშავს...სავარძელში ეშვება და წეღანდელი გაცოფებული დიტოსგან აღარაფერია დარჩენილი.ახლა ირონიული ღიმილით მიყურებს და ხელს მიწვდის.შემდეგ გიორგის უბრუნდება. -ვხედავ ბატონო გიორგი...ტყუილად არ გიქიათ ქალბატონი სანდრა. (ქალბატონს ისე ხაზგასმით ამბობს და მიყურებს...ჯანდაბა მე ისევ ვწითლდები) -კარგით მე დაგტოვებთ საქმეები მაქვს და სანდრა 3მზე ხომ?...ინტერვიუ! -დიახ 3მზე. -კარგით უჩემოდ გადით ლანჩზე და მეც მალე შემოგიერთდებით და ერთად მოვაგვაროთ საბურავების საქმე თორემ ვგრძნობ ეგენი ხვალ დღისბოლომდე მომტანები არ არიან. (ლანჩზე?!არა არ წახვიდე არც ლანჩზე და არც ამ კაბინეტში ამ უჟმურთან მარტო არ მინდა დარჩენა. ალბათ ჩემი გამომეტყველებით ხვდება რას ვფიქრობ)აბა სანდრა შენ იცი გამძლეობას გისურვებ. ის გადის და რატომღაც ჯერ კიდევ კარს ვუყურებ საიდანაც ჩემი ერთადერთი მხსნელი გავიდა.ვერ ვხვდები როდის...მაგრამ ის თურმე ჩემს გვერდით დგას მკლავზე მკიდებს ხელს და მისკენ მატრიალებს.და საშინლად არეული ვარიტონით მეუბნევა. -არ გაბედო და წეღანდელივით, აღარ გამეთამაშო! მტკენ იდიოტო! -გაგეთამაშოთ?!მე ცოლშვილიან კაცებთან არ ვთამაშობ. კბილს კუდევ ერთხელ ვკრავ და თვალებში ჯიუტად ვაკვირდები.თუმცა ამხელა გამბედაობა საიდან არცკი ვიცი. ის უფრო მაგრად მიჭერს ხელზე. -ცოლშვილიანს?!მე ის არ მომიყვანია მე შენ გითხარი შენი უარყოფით მასთან არ გავიქცევი მეთქი...თან ის ორსულად საერთოდ არც ყოფილა მომატყუა. არ ყოფილაა?!რასქვია არ ყოფილა?!როგორ არ ყოფილა?!რანაირად მან ხომ თქვა?! -მან...მე მშვტენივრად გავიგონე. -ჰო!ვიცი. მეც ასე მითხრა მაგრამ მომატყუა. -ეს...როგორ...რატომ?! -იმიტომ რომ ვუყვარდი სანდრა!და ყველანაირად ცდილობდა შევენარჩუნებინე...მას ვპატიობ მაგრამ შენ?!შენ ვერ გაპატიებ ასე ადვილად რომ დამთმე. (ცრემლებს უკვე ვეღარ ვერევი.მე დავთმე ადვილად?!მე?!არ მაპატიებს და ნუ მაპატიებს.გამიშვი.ხელი გამიშვი გაქცევა მინდა მინდა ამ სამყაროდან გავქრე საერთოდ.მისი ზიზღნარევი ხმა მაიძულებს კიდევ ვუსმინო)აქ შეგნებულად მოხვედი... -არა!გეფიცები...გეფიცები არ ვიცოდი ეს შენი კომპანია თუ იყო თორემ ისევ შიმშილი მერჩივნა აქ მოსვლას.(ცრემლებს ვიწმენდ და თვალებში ვუყურებ.)მაგრამ.ნუ ღელავ წავალ.აუცილებლად დავტოვებ აქაურობას ოღონდ ამ საბუთებს რომ მოაწერ ხელს და გადავგზავნი... ხელზე ვკიდებ ხელს ვაშვებინებ და გასვლას ვაპირებ ის რომ მითრევს და მასზე ვეკვრები. -ნუ ბავშვობ! არ... -საკმარისად მლანძღე დიტო აღარაფერი მითხრა...გთხოვ ხელი გამიშვი უნდა წავიდე. -შენ კონტრაქტზე გაქვს ხელი მოწერილი.ხომ გახსოვს! ცინიკურად დამყურებს.ჰო მახოს...ჯანდაბა იქ ხომ ეწერა ადმინისტრაციული ჯარიმა დამეკისრება ...საკმაოდ დიდი თანხა.მაგრამ არ დამაკისრებს...ვუყურებ...როგორი თვითკმაყოფილი მიყურებს...იდიოტი...თუ დამაკისრებს? -შენ ამას არ იზავ. უფრო ახლოს მიზიდავს შუბლს შუბლზე მადებს და მკაცრი ბარიტონით მეუბნევა. -შენ წარმოიდგინე სიამოვნებითსც კი! კარგი.მოდი პირველ რიგში ამ ცრემლებს მოვერიო რომელიც უკვე მაღიზიანებს...როგორც იქნა თავს ვერევი და აუღელვებელი ტონით ვეუბნევი. -კარგით.ბატონო დიტო ხელი მოაწერეთ ამ საბუთებს.იქნებ დაუჩქაროთ რომ ვაგვიანებთ. ბატონოს.ისე ხაზგასმით ვეუბნევი რომ მიხვდეს მაღიზიანებს და თვალებს მეამიტურად ვუხამხსმებ.ის მშორდება იღიმის და მაგიდასთან ჯდება... საუკუნედ იწელება ის წუთები რაც მას ხელის მისაწერად და იქიდან გამოსასვლელად დამჭირდა.რა დამცირებულად ვგრძნობ თავს...შენი ბრალია!გაღიზიანებული დამძახის ჩემი ეგო.და მე უკვე ცრემლების გადამკიდე ძლივს ვარჩევ ფაილებს რომელიც უნდა გადავგზავნო. მძულს...ვერ ვიტან...ვერც მას და ვერც,ჩემს თავს...ვერც იმ ნაგავს!როგორ შეეძლო და ამხელა ტყუილი...ღმერთო რა აბსურფია ეს ყველაფერი.ვერ მიტანს!ეს მეს თვალებში ამოვიკითხე ნათლად მიმახვედრა...არა მაინც რა ეგონა რომ...ღმერთო აღარ ვიცი რა ვქნა...ვეღარ ავიტან ამდენს.კაბინეტში უაზროთ ბოლთას ვცემ და არარსებულ გამოსავალისძებანზე ვფიქრობ.რომ უცებ კარზე კაკუნის ხმა მაკრთობს.ჯანდაბა ცრემლებს ნაჩქარევად კი ვიწმენდ მაგრამ ამ ჩაწითლებულ თვალებს რას ვუზამ.სანამ ბობრძანდით!ვამბობ მანამ იღება კარი და დიტო შემოდის.ის ჩემს აწითლებულ თვალებს,ტირილისგან აჭრელებულ სახეზე მაკვირდება.თვალებს ხუჭავს და რომ ახელს თითქოს ტკივილი ესახება თუმცა ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ. -ტირილს თუ მორჩი წამოდი!წავიდეთ რესტორანში და იქ გიორგიც შემოგვიერთდება! ამჯერად მკაცრად მაგრამ ყოველგვარი ზიზღის და ცინიზმისგარეშე მეუბნეცა.მეც სხვა გზა არამაქვს პლაშს ვიღებ ჩანთას და უკან დასჯილი ბავშვივით მივყვები. არც მანქანაში და არც რესტორანში ხმა არ გაგვიცია ერთმანეთისთვის...ღმერთო ერთმანეთისთვის რა უცხოებივით ვართ.განა შეიძლება?!ეს შესაძლებელია?! ის სამ კაცზე შეკვეთას აძლევს ისე რომ მე არცკი მეკითხება....კიდევ კაი გიორგი მოვიდა თორემ უკვე აუტანელია ეს სიტვაცია. -აბა ხომ არ დავაგვიანე? -არა ბატონო გიორგი.როგორ ჩაიარა ინტერვიუმ? -მშვენივრად. -კარგით.მე მოვიძიე სხვადასხვა ფირმები და გადაამოწმეთ რომელიც მოგეწონებათ შემდეგ დავუკავშირდები. -მოდი ჯერ ვჭამოთ და შემდეგ სამსახური კაი.რას იტყვი დიტო,სადაა აქამდე კერძები რატომ არ მოაქვთ. -ჯერ ვჭამოთ მართალია. ჭამეთ თქვენ.მეეჭვება მე იდესმე ყელში ლუკმა გადამივიდეს.ჩემს ფიქრებში ვარ წასული რომ პერსონალი ლანგარს ანთავისუფლებს და წინ თეფშს მიდგამს.მე გაოგნებული დავყურებ თებშს.ჩემი უსაყვარლესი საჭმელი დაბრაწული წიწილა ცხარე სოუსით.თან ზუსტად ისე დაბრაწული როგორც მიყვარს.გაოცებული ისევ თეფშს და შემდეგ დიტოს ვუყურებ.ის თვალს მიკრავს და ოდნავ მაგრამ მე მაინც ვამჩნევ ღიმილით ტუჩის კუთხე უტყდება და მე გაოგნებისგან პირი მეღბა.ჰო მას ჯერ კიდევ ახსოვს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.