შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სული ტალახისთვის ცოდვაა ციციკორე (სრულად)


12-10-2017, 16:45
ავტორი tasusuna
ნანახია 3 153

ტალახს ნუ შეაყრი ანგელოზს ციციკორე,
ყველას ხელები გვაქვს ცოდვიანი...
ბედი ცაში წყდება, ბედი... თორე
უცოლოც კაცია და ცოლიანიც....
ფუფალა თუ მიარღვევს ოღრო-ჩოღროს,
წუმპეს აიტაცებს კაბის კალთა.....
შიოლა...ყველასია...
ყველა გოგოს უნდა კაცი სწორედ მაგისთანა...
გთხოვ, ნუ შეაფურთხებ ანგელოზს ციციკორე,
შენც ხომ ხელები გაქვს ცოდვიანი...
ბედი ცაში წყდება...ბედი თორე...
უცოლოს ერქმეოდა ცოლიანი......
ლოდებთან დაჩოქილს...ნანგრევთან სიკვდილი...
ჩაქოლილ ანგელოზს დასტირის ქვა ყორე...
ერთადერთს..ერთადერთს დაკარგულს მივტირი...
სული ტალახისთვის.....ცოდვაა....ციციკორე...

(ნინო მოდრეკილაძე)
___________
ის პატარა გოგო ღმერთს არ მოუკლავს, ბედისწერას არ დაუჩეხავს და ძაღლებისთვის განგებას არ უჭმევია, თუ ღმერთი ხედავდა იმ ღამეს ორივემ რა გავაკეთეთ, როგორც ჩანს წინააღმდეგი არ იყო, მას მერე ერთი რამ ვიცი, ღმერთს სამყარო ასეთი არ შეუქმნია...ამას ჩვენ ვაკეთებთ.
___________
უძილობა..
უძილობა და თან,
მესამე თვეა..
დეკემბრის დილაა
ან იქნებ,
შუადღეც
ან სულაც
საღამო...
გადათეთრებულია გარშემო ყველაფერი და დროის აღქმაც დავკარგე..
დასუსტებულ თითებს ამოღამებული თვალებით დავყურებ..
თითები..
ღმერთო,დამეფიცება,მონატრებისგან გული გამიჩერდა...
როგორი თხელი
ნაზი
თოვლივით სუფთა და ქათქათა თითები ჰქონდა..
გეფიცებით ყველაზე წმინდას,არაფერი
დედამიწის ზურგზე,არაფერი არ მირჩევნოდა მის ლამაზ თითებს..
როგორი იყო..
როგორი სასიამოვნო
ფარფატა
ჰაეროვანი
ჰარმონიული
აფსოლუტურად დადებითი
თავიდან ბოლომდე
ა-დან ჰ-მდე..
თბილი
ტკბილი
უნაკლო..
ღმერთო,როგორი ლამაზი იყო.
ანგელოზივით ლამაზი.
სათუთი სახე
ლამაზი ნაკვთები
პატარა ცხვირი
მრგვალი,შაქარივით ტკბილი ტუჩები
და
თვალები
ღმერთო!
მისი თ ვ ა ლ ე ბ ი!
ღრმა
სევდიანი
უძირო
ცასავით ლურჯი
და ზღვასავით კამკამა..
მთელ დედამიწას რომ ამოიკითხავ შიგნით...
ის რომ მომიკლეს და თვალები ჩაუქრა..
მაშინ მოვკვდი მეც..
სამი თვე გავიდა და ეხლა,სული მეგუდება,მის თვალებში რომ არ შემიძლია საათობით ცქერა..
რომ წავიდა,გულიც გავაყოლე.
სიცოცხლეც გავატანე.
ჩემი,
მისი
და
ჩვენი სიყვარულიც...
ღიმილი მომეწამლა..
ის ღიმილი,მისი დანახვისას მომენტალურად რომ მესახებოდა..
რატომ?
რატომ-მომიკლეს?
რატომ-მიწამეს?
რატომ-მომისპეს?
ან მე
ან მას
ან სხვას
რას გვერჩოდნენ??
____
რამდენი ადამიანია,იმდენი ისტორია-ო ამბობენ..
გავკადნიერდები
და გეტყვით
ჩვენი სულ ყველას სჯობდა..
ჩვენ რო ისტორია გვქონდა და ჩაგვფარცხეს ისე უნდა..
ისე უფებ,მოულოდნელად მოგვისპეს ერთმანეთისკენ სავალი გზა რომ...
ბედიათქო,ხანდახან ამით ვიმშვიდებ თავს..
______
მშვიდი იყო.
მშვიდი და უშფოთველი.
აუღელვებელი და წყნარი.
წყნარი და თავისუფალი.
რაღაცნაირად არამიწიერი იყო...
იმდენად რომ ხანდახან სიგიჟის ზღვარს ვცდებოდი.
ანდა,რა ზღვარზეა ლაპარაკი
როცა
გაგიჟებამდე
არა და
ჰორიზონტს იქით გვიყვარდა.
____
-სულამდე მიყვარხარ
გულამდე
ვერ გადმოვცემ,
არ შემიძლია მარიტა,ხომ ხვდები არა?!
რომ შემეძლოს ლექსს დაგიწერდი,
პოემას
არვიცი ვერც შავს და ვერც თეთრს ვწერ
მაპატიე მარი რა,სულელი შეგიყვარდა..-ხშირად ვიმართლებდი თავს მასთან..
მერე დარცხვენილს ისე ჩამეხუტებოდა
ისე ტკბილად მომხვევდა მკლავებს რომ
ჩემი უსუსურობაც მავიწყდებოდა.
მარიტა იყო თვითონ ასეთი
უნაკლო და
ისეთი
რაღაცნაირად
არაამქვეყნიური.
_____
მარიტა მოგიკლეს-
დედამ შემომიღო განადგურებული სახით ოთახის კარები...
ქალს რომ შევხედე,მანამდე გამიჯდა სულში ისტერია,სანამ ნათქვამს გავიაზრებდი.
მერე?
მერე და მას შემდეგ
დღემდე
დეკემბრის
დილამდე
ან იქნებ,
შუადღემდე არ მახსოვს,
რა როგორ
რა სისწრაფით
რა გრძნობით
რა სიმწარით
შეველიე
თუ შევეგუე
თუ შევეყინე
უ მ ი ს ო ბ ა ს!
__________
სცხელოდა და იგმირებოდა. ალბათ, ენატრებოდა სიკვდილი, მაგრამ სიკვდილი არსად ჩანდა და მისი ტანჯვა კი ძნელი იყო, ვითარცა სიკვდილი! იმწამს იგი ათჯერ მოკვდა და ისევ ათჯერ ძალით აცოცხლებდნენ!
__________
მოგესალმებით..
არვიცი
რა
როგორ
რისთვის
მაგრამ
სხვა ვერაფერი
ვეღარ დავწერე
და საერთოდ,ისიც არ ვიცი,არის თუარა ღირრბული....
ძალიან,ძალიან მეტკინა
მიყხედავად იმისა,რომ არ ვიცოდი
არ ვიცნობდი
ლიკა,მარიტა,იყო
არის და
იქნება
სამუდამოდ
გული ჩამწყდა..
მეტკინა..
ვერცერთი სიტყვა ვერ მივამატე..
მაპატიეთ,იმედია,ოდნავ მაინც დამსახურებს მოწონებას.
თქვენი:ანასტასია



№1 სტუმარი Qeti qimucadze

Iseti iyo ametiraa. Tan stilia arachveulebrivi. Tevadi da sulisshemzvreliiii. Kargi gogo xarr

 


№2 ახალბედა მწერალი tasusuna

Qeti qimucadze
Iseti iyo ametiraa. Tan stilia arachveulebrivi. Tevadi da sulisshemzvreliiii. Kargi gogo xarr

ქეთი,უდიდესი მადლობა ❤️❤️

 


№3  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ვერ ვიტან ვერა სევდიიან ისტორიებ მოთხრობებს ლექსებს ვერაფერს ვერ ვიტან სევდიანს....
მაგრამ წერ თავისუფლად უაზრო დეტალების გარეშე და ეს მომწონს ძალიან ძალიან მომწონს ასეთი წერის სტილი რომელიც "მაიძულებს" ის წავიკითხო რაც არ მიყვარს და თავი მაინც შემაყვაროს.
კარგი იყო ასეთი სტილის დაწერე ისტორიწბი...
ერთ სიტყვაზეც რო აგეტირება ისეთია.

"....ლოდებთან დაჩოქილს...ნანგრევთან სიკვდილი...
ჩაქოლილ ანგელოზს დასტირის ქვა ყორე...
ერთადერთს..ერთადერთს დაკარგულს მივტირი...
სული ტალახისთვის.....ცოდვაა....ციციკორე..."
♡♡♡♡

 


№4 ახალბედა მწერალი tasusuna

ანი ანი
ვერ ვიტან ვერა სევდიიან ისტორიებ მოთხრობებს ლექსებს ვერაფერს ვერ ვიტან სევდიანს....
მაგრამ წერ თავისუფლად უაზრო დეტალების გარეშე და ეს მომწონს ძალიან ძალიან მომწონს ასეთი წერის სტილი რომელიც "მაიძულებს" ის წავიკითხო რაც არ მიყვარს და თავი მაინც შემაყვაროს.
კარგი იყო ასეთი სტილის დაწერე ისტორიწბი...
ერთ სიტყვაზეც რო აგეტირება ისეთია.

"....ლოდებთან დაჩოქილს...ნანგრევთან სიკვდილი...
ჩაქოლილ ანგელოზს დასტირის ქვა ყორე...
ერთადერთს..ერთადერთს დაკარგულს მივტირი...
სული ტალახისთვის.....ცოდვაა....ციციკორე..."
♡♡♡♡

ძალიან,ძალიან სასიამოვნოა ამის წაკითხვა ❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent