შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე არ დამისრულებია..(XIV თავი)


13-10-2017, 23:58
ავტორი nina.d.
ნანახია 2 973

ნუცას ყველაფერი ვუთხარი, სულ ყველაფერი. გაბრიელის სახლში შემოსვლიდან წასვლამდე. პირდაღებული მიყურებდა და თვალები უბრწყინავდა.
-ხვდები, რომ სხვანაირად გიყურებს?_მითხრა ღიმილით.
-მივხვდი უკვე.
-აზრზე ხარ? ტიპი რა დონის მექალთანეა და შენთან ჩახუტებულს ეძინა._მითხრა აღშფოთებულმა.
-მენატრება უკვე.
-ჩემო გოგო, მოგაჯადოვა გაბრიელმა.
-მაგრამ არ მიყვარს.
-ჯერ არ გიყვარს._მითხრა ღიმილით და ჩამეხუტა.

***
თვითონაც უკვირდა გაბრიელს დიზაინერს, რომ უარი უთხრა. ქეთას სახის დანახვისას სულ სხვა ემოციები იბადებოდა მასში. თუნდაც მთელი დღე იჯდებოდა და უყურებდა მის ყავისფერ თვალებს, ფერმკრთალ ტუჩებს და ნატიფ თითებს. ღამე კი რაღაც საოცარი იყო, იმდენად სიამოვნებდა მასთან ყოფნა, რომ სულ არ წამოვიდოდა იქიდან. ქეთას ყოველი შეხება სხვა გრძნობებს უჩენდა, სიგიჟემდე მოსწონდა ქეთევანი და მისი აჩქარებული პულსიც. სახლში დაბრუნებისთანავე ლექსოს დაურეკა, ძმაკაციც მალევე დაადგა თავს.
-აბა რა ხდება? ეე მოიცა თვალები რატომ გიბრწყინავს?_ეშმაკურად ჰკითხა ლექსომ და სავარძელში ჩაჯდა.
-წუხელ ქეთასთან ვიყავი.
-შენ შ*გ ხომ არ გაქვს?
-არაფერი არ მომხდარა შე**მა, უბრალოდ ჩახუტებულებს გვეძინა.
-ქეთევანმა მოგიხაზა._სიცილით თქვა ლექსომ და ვისკი მოსვა.
-მგონი მართლა მომიხაზა, ახლაც კი მენატრება. თან იცი ტატუ აქვს.
-კი ვიცი, 2 წელია რაც ვიცნობ.
-თვითონ გითხრა?
-ერთად ვიყავით ტატუს გასაკეთებლად. ასეთი სახით ნუ მიყურებ თორემ თავს მოვიკლავ._ისევ სიცილი აუტყდა ლექსოს.
-მე სხვაგან წავედი._გაეღიმა გაბრიელსაც.
-არ გირჩევ სხვაგან წასვლას, ქეთაზე მასეთის გაფიქრება სიკვდილის ტოლფასია.
-ისეთი სხვანაირია, რომ ჭკუიდან გადავყავარ. ისეთი ლამაზია, ყველანაირად, რომ ვეხები გული გასკდომის პირას მიდის._გულწრფელობაში საღოლ ძმა, მართალი თქვა და ვერ დავუკარგავ.
-მოიცა, მოიცა ხომ ხვდები, რომ უკვე ავადმყოფურად მოგწონს ქეთა?
-ვხვდები.
-პირველივე შეხვედრისას მოგსვა შენ ადგილზე ქეთუსიმ, აუ რა ჯიგარი გოგოა._ჩაიხითხითა ლექსომ.
-პირველად მიხარია, რომ საქართველოში ჩამოვედი.
-ჩემ გამო გიხარია ხო?
-კიი ძმა, ხო იცი როგორ მიყვარხარ._თვალი ჩაუკრა გაბრიელმა.
-ჩაქრი შენა.
-დღეს, რომ არ ვნახო ქეთა ჭკუიდან გადავალ.
-დაპატიჟე მერე სადმე.
-მინდა, რომ მარტოები ვიყოთ.
-აქ დაპატიჟე, ვახშამი მოამზადე და ეგაა.
-მე რა უნდა მოვამზადო ბიჭო.
-მართალი ხარ._ჩაიხითხითა ლექსომ და ჯიბიდან მობილური ამოიღო. ნომერი აკრიფა და დარეკა. რამდენიმე წუთიანი საუბრის შემდეგ ყურმილი დაკიდა და გაბრიელს მიაშტერდა.
-ცოტახანში შეფი მოვა და მოამზადებს რასაც ეტყვი, კარგად ამზადებს.
-მადლობა შე**მა.
-არაფერს. წავალ ეხლა მე და დაურეკე შენ ქეთას.
ლექსო წავიდა, გაბრიელმა კი ქეთას ნომერი აკრიფა.
-გისმენ გაბრიელ._გაისმა მისი ნაზი ხმა.
-დღეს ჩემთან სტუმრები უნდა მოვიდნენ და შეგიძლია მოხვიდე?_აფერისტი.
-რომელ საათზე?_ზუსტად ის კითხვაა, რომელიც გაბრიელს გაუხარდა და გაეცინა.
-6-ზე.
-კარგი მოვალ.
-მომენატრე._გულწრფელად უთხრა გაბრიელმა და პასუხის მოლოდინში გაისუსა.
-მეც მომენატრე._აშკარად გაეღიმა ქეთას.
-რომ მოხვალ მერე მივხედოთ მაგას._გაეღიმა გაბრიელს.
-დროებით._ყურმილი დაკიდა ქეთამ.
შეფი მალე მივიდა გაბრიელთან, საღამოსთვის ყველაფერი მზად იყო, ახლა მხოლოდ ქეთას სიახლოვე იყო საჭირო.
აი ქეთაც მოვიდა.

***
გაბრიელთან მივედი, რამდენიმე წამში კარი ღიმილით გამიღო და სახლში შემიპატიჟა. აქეთ იქით ვიყურებოდი და სტუმრებს ვეძებდი.
მოულოდნელად გაბრიელი ზურგიდან მომეხუტა და ყელში მაკოცა.
-გაბრიელ.
-მომენატრე პატარავ._მითხრა ჩურჩულით და უფრო მაგრად ჩამეხუტა. მისკენ მივბრუნდი, ხელები წელიდან ზემოთ ააცურა, ხელები კისერზე მოვხვიე და ჩავეხუტე.
-მეც მომენატრე გაბრიელ._ვუთხარი თბილი ხმით და ყელში ვაკოცე. მაშინვე დაუბუსუსდა კანი, გამეღიმა და თვალებში შევხედე.
-მხოლოდ მე და შენ ვართ ახლა აქ.
-მომატყუე?
-კი. არ მინდოდა გცოდნოდა, რომ შენთვის ვახშამს ვამზადებდი.
-შენ მოამზადე?
-არა, მაგრამ ყველაფერი ძალიან გემრიელია.
-მე მეგონა შენ მოამზადე.
-ჩემი მომზადებულის გასინჯვას არ გირჩევ._მითხრა სიცილით და ხელი ცხვირზე დამკრა.
-ჭამა, რომ არ მინდა რა ვქნა?
-სულ ცოტა._მითხრა შველის თვალებიც.
-დესერტი არის?
-კი.
-მაშინ ვივახშმოთ.
მაგიდა გაწყობილი დამხვდა, გაბრიელმა სკამი გამოწია, რომ დავმჯდარიყავი. თვითონაც გვერდით მომიჯდა და ბოკლებში ღვინო დაასხა. ვივახშმეთ და თან იმდენ უაზრობაზე ვისაუბრეთ გამოშტერდებოდა კაცი და აი საქმე, რომ დესერტზე მივიდა მე გავქრი დედამიწიდან. ბრაუნი ისეთი გემრიელი იყო და თან მდნარი შოკოლადით.
-შავი შოკოლადი შენ უთხარი ხო?
-კიი. ხო ვიცი როგორ გიყვარს._მითხრა ღიმილით და ხელზე მაკოცა.
-ძალიან გემრიელია.
-კი, ნამდვილად. დარჩები დღეს ჩემთან?
-მაგრამ ნია?
-გთხოოვ.
-შენ წამოდი ჩემთან.
-გინდა, რომ წამოვიდე?
-კი, მინდა.
-მეც მინდა. ცოტახანი ვიყოთ და მერე წავიდეთ.
-კარგი.
ვახშამს, რომ მოვრჩით მაგიდა ავალაგეთ და მისაღებში დივანზე დავსხედით. ხელები მხრებზე მომხვია, უკან გადაწვა და ზემოდან დამიწვინა. თავი მის კისერში ჩავმალე და ხელები მოვხვიე. ზურგზე ნაზად და რიტმულად მისმევდა ხელს.
-იცი? ასე პირველად ვარ.
-ასე როგორ?
-პირველად ვეხუტები გოგოს ასე უბრალოდ.
-ნეტავ რატომ არ მიკვირს?_ვთქვი სიცილით და თავი წამოვწიე.
-ჩემო მარწყვის ტუჩებიანო._მითხრა ღიმილით და ტუჩებზე მაკოცა.



***
ესეც ახალი თავი, იმედია მოგეწონებათ.



№1  offline წევრი miyvarxar1992

Kargiaa dzaannnn.cota rom gazardoo sheidzlebaa?erti amosuntqvit wavikitxe da ar meyo iseti kargia

 


№2 სტუმარი Tako

eeees rom ar daamtavro gavgijdebiiii

 


№3  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

თავები გაზარდე რაა. თითო თავში ერთ დღიან ამბავსაც კი არ აღწერ, ცოტა მომაბეზრებელი ხდება და ინტერესი იკარგება. არადა ეს ისტორია სასწაულად მომწონს და ველი ხოლმე ახალ თავს. იმედი მაქვს მკითხველის თხოვნას გაითვალისწინებ, თანაც ამ ორს შორის ნელ-ნელლა თბება და ღრმავდება ურთიერთობა

 


№4 სტუმარი სტუმარი Lia

Patara tavia zalian.gazarde. bolomde miikvane erti dge.
Sainteresod wer momwons.❤❤❤

 


№5 სტუმარი სტუმარი მარიამი

გეხვეწები მალე დადე რა ძაან მინდა ძაან მაგარია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent