შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყავა, სიგარეტი და ვიბლიანი (სრულად)


14-10-2017, 13:25
ავტორი ენემი
ნანახია 6 125

ფანჯრის რაფაზე იჯდა, ხელში სიგარეტით და ყავით, ოთახში გამეფებულ სიმშვიდეს დაბალ ხმაზე ჩართული Digital Daggers-The Devil Within-ი არღვევდა, ფანჯრიდან შემოპარული მთვარის შუქი გოგონას სახეზე ეცემოდა, და ნათლად დაინახავდით მის თვალებში აკიაფებულ ცრემლებს, რომელთაც გადმოსვლის უფლებას არ აძლევდა და ცდილობდა მყარად ყოფილიყო, მაგრამ გაუჭირდებოდა, როდესაც მის საყვარელ ადამიანს სხვა ქალთან ერთად ხედავდა, გოგონა ოცნებობდა დროის უკან დაბრუნებაზე, უნდოდა საერთოდ გამქრალიყო, მაგრამ ამას ვერ გაკაეთებდა, ვერ აფიქრებინებდა ვიბლიანს რომ ის ემისთვის კიდევ ნიშნავდა რაიმეს. მაინც რამდენად ძლიერი უნდა ყოფილიყო რომ ამხელა ტკივილისთვის გაეძლო.
* * *
უნივერსიტეტთან შავი BMW გაჩერდა, იქიდან კი საშუალო სიმაღლის, ქერა, ლურჯთვალება, გამხდარი გოგონა გადმოვიდა. რა თქმა უნდა ყველას ყურადღება მიიპყრო, მათ შორის ვიბლიანისაც რომელიც რამოდენიმე ბიჭთან ერთად იდგა. ენი ამაყი არ ყოფილა და არავის ზედმეტს არ ეუბნებოდა, პირიქით ყველას ადვილად უმეგობრდებოდა. უნივერსიტეტის პირველივე დღეს შეიძინა რამოდენიმე მეგობარი, მათ შორის მარიამ ვიბლიანი, საბა დევდარიანი, ნიკუშა ახვლედიანი და ანასტასია მეტრეველი, რომლნიც მისი ცხოვრების ნაწილნი გახდნენ.
* * *
სიმღერა სრულდებოდა როდესაც კარი საბამ შეაღო, მიხვდა ყველაფერს თუ როგორ უჭირდა ენს ამ ყველაფრის გაძლება და რად უჯდებოდა ცრემლების შეკავება, უსიტყვოდ დაიძრა მისკენ და ჩაიხუტა ისე თითქოს მისი ტკივილის განახევრება სურდა. ცოტა ხანს ასე იყვნენ შემდგომ კი დევდარიანმა გოგონას შუბლზე აკოცა და გასასვლელისკენ დაიძრა როდესა ენმა შეაჩერა.
-მჭირდები-ერთი სიტყვა თქვა მხოლოდ, კიდევ უნდოდა რაღაცის დამატება მაგრამ იცოდა კიდევ ერთი სიტყვა და პატარა ბავშვივით აქვითინდებოდა. გოგონას ცოტა ხანში მშვიდად დაეძინა დევდარიანის მკლავებში, ის კი თმაზე უსვამდა ხელს და შუბლზე კოცნიდა.
* * *
ერთ დღეს მარიამმა მეგობრებს თავისი ძმა გიორგი ვიბლიანი გააცნო, ბიჭი საკმაოდ სიმპატიური იყო, გამოკვეთილი ყბებით, შავი თმებით და ყავისფერი თვალებით ყველას ხიბლავდა, ამას ემატებოდა ნავარჯიშები სხეული და მომხიბვლელი ღიმილი. მარამმა ძმას მეგობრები წარუდგინა, ენის ჯერი რომ დადგა ბიჭის მკაცრი მზერა ღიმილმა ჩაანაცვლა, აბრჭყვიალებული თვალებით უყურებდა ენს.
* * *
დილას ენი მზის სხივებმა გააღვიძეს, სარკეში ჩახედვისას საკუთარი თავი ვერ იცნო, მისი ნათელი თვალები ახლა ჩამქრალიყვნენ, სახეზე სულ გაფითრებულიყო და ემოციები სადღაც გამქრალიყო, თითქოს ქვის იყო და ვერაფერს გრძნობდა.
* * *
ხშირად მიდიოდა ვიბლიანი თსუ-ში, დას იმიზეზებდა სინამდვილეში კი გოგონას ლურჯი თვალების დანახვა სურდა.
* * *
ენს გარეთ გასვლა არ სურდა, არავის დანახვის სურვილი არ ჰქონდა, ერთად ერთი ძველი დროის დაბრუება სურდა, იმ დროის რომელშიც ვიბლიანს არ იცნობდა.
* * *
ენს ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა, მაგრამ ვიბლიანი ისე აქრობდა მათ თითქოს არც ყოფილიყვნენ. რატომ? იმიტომ რომ მას ენი პირველივე დღეს მოეწონა და დაიფიცა რომ მხოლოდ მისი იქნებოდა, მაგრამ ვინ წარმოიდგენდა რომ სწორედ ის ატკენდა ასე ძლიერ მის ლურჯთვალება ფერიას.
* * *
რამოდენიმე დღეში ენმა სვანეთში წასვლა გადაწყვიტა, მეგობრები ძლივს დაითანხმა რომ ცოტა ხანს მათ გარეშე უნდა ყოფილიყო და ეფიქრა, აზრზე მოსულიყო და ისევ ისეთი ლაღი დაბრუნებულიყო როგორიც ადრე იყო.
* * *
რამოდენიმე თვეში ვიბლიანმა ამაღლობელს სიყვარული აუხსნა, არ ვიცი რამდენად გებანალურებად, მაგრამ მათთვის არ იყო მნიშვნელოვანი ის რომ ზღვაზე იყვნენ, ხოლო ცა კი ფეიერვერკებით იყო განათებული, არც ის აინტერესებდათ რომ თოვდა და ციოდა, ისინი ერთმანეთს ათბობდნენ, მათი თვალები სიყვარულს ასხივებდა, გულები კი ერთნაირ რიტმში ფეთქავდა.
* * *
სვანეთის გზაზე მიდიოდა თავისი BMW-თი, თბილი ტანსაცმელი და საკვები წაიღო რადგან არ იცოდა რამდენხანს დარჩებოდა. მოულოდნელად მანქანამ დიდი სისწრაფით ჩაუქროლა გერდზე, ისე რომ დანახვაც ვერ შეძლო მძღოლის.
* * *
მთელი სამი წელი საოცრება იყო ენისთვის, გიორგის გვერდით ყველაფერი ავიწყდებოდა, მხოლოდ ის და ვიბლიანი იყვნენ. ყველას უყვარდა ეს წყვილი და დიდ პატივს სცემდნენ. ბევრ ადგილას დადიოდნენ, ერთობოდნენ მეგობრებთან ერთად, ატარებდნენ არაჩვეულებრივ დროს და უფრო მეტად უყვარდებოდათ ერთმანეთი. ყოველ შემთხვევაში ასე ჩანდა, მანამ სანამ გიორგიმ ენს არ უთხრა "მაპატიე მაგრამ მე შენ არ მყვარებიხარ, ბოდიში რომ ტყუილში გაცხოვრე"-ო. არავინ იცოდა რა მოხდა, არავინ იცოდა რატომ თქვა ვიბლიანმა ასე, მაგრამ ერთი რამ ნათელი იყო, ვიბლიანი იტყუებოდა, მაგრამ რატომ დასჭირდა მას ასე.
* * *
სვანეთი,
კუთხე რომელზეც გიჟდება ენი,
ეს ის ადგილია რაც სიცოცხლეს ულამაზებს,
ყველაფერი რაც მას სჭირდება:
ბუნება,
ჩიტების ჭიკჭიკი,
ჰამაკი,
ყავა,
სიგარეტი,
და
როგორც ყოველთვის,
გიორგი.
ვიბლიანი?
ჰო, ჰო ისევ და ისევ,
2 წლის შემდეგაც,
ისევ ვიბლიანი სჭირდება.
* * *
გიორგი ვიბლიანი ენთან დაშორების შემდეგ არავის უნახავს,
არ იცოდნენ სად როგორ ან რატომ წავიდა,
ყველა ელოდა, იცოდნენ ვიბლიანი დაბრუნდებოდა,
მაგრამ როდის?
ნუთუ ახსნა ჰქონდა მის ასეთ ქცევას,
ნუთუ მართლა დაბრუნდებოდა?
* * *
ჰამაკში იწვა ენი და ისევ digital daggers უსმენდა,
თან იძახდა:
დაივიწყე ის,
დაივიწყე მისი სახელი,
დაივიწყე მისი კოცნა,
დაივიწყე მისი სურნელი,
დაივიწყე სიყვარული რომელიც მასთან გაგაჩნდა,
გახსოვდეს მას ყავს ვიღაც სხვა,
დაივიწყე ის როდესაც თქვენი თქვენი მუსიკა გაიჟღერებს,
გახსოვდეს როდესაც მთელი ღამე ტიროდი დიდხანს,
დაივიწყე რა ახლოს იყავი მასთან,
გახსოვდეს მან აირჩია სხვა,
დაივიწყე მისი საუბრის მანერა,
დაივიწყე რას ამბობდა მუდმივად,
გახსოვდეს ის წავიდა შორს,
დაივიწყე მისი ღიმილი, მისი მოწყენა,
დაივიწყე ყოველი საუბარში დამწვარი ღამე,
გახსოვდეს ამ ღამეს ის სხვასთანაა,
დაივიწყე ის დრო, ის ჩაბარდა წარსულს,
დაივიწყე ის სიყვარული მან გადაინაცვლა წარსულში,
დაივიწყე რომ ის შეგპირდა "არასოდეს მიგატოვებ"...
გახსოვდეს ის წავიდა სამუდამოდ."
-არა!-მოულოდნელად ენს ბოხი ბარიტონი მოესმა, თავი მიატრიალა და რას ხედავს, მის უკან თვით გიორგი ვიბლიანია,
ხმას ვერ იღებდა,
არ იცოდა რა ეთქვა,
2 წლის შემდეგ პირველად ხედავდა,
ცრმლები წამოუვიდა,
ერთ ადგილას მიეყინა,
უყურებდა შეცვლილ ვიბლიანს,
რომლის თვალები სევდას ასხივებდა.
-გიორგი?-ძლივს თქვა ერთი სიტყვა.
-ენი-თბილი ტონით წარმოთქვა ბიჭმა-მომისმინე რა, მხოლოდ 5 წუთი ენ-მუდარა შეერია ბიჭს ხმაში. ენმა თავი დაუქნია და ისევ ჰამაკში დაბრუნდა.
-2 წლის წინ ცუდად გავხდი, საავადმყოფოში მიმიყვანეს, ანალიზებმა სიმსივნე დაადასტურა, მითხრეს რომ შეუძლებელი იყო აქამდე ვერ შემენიშნა რომ უკვე მესამე სტადია იყო, მითხრეს შანსები მცირეაო, არ მინდოდა გენერვიულა, ამიტომ ტყუილი გითხარი, შემდეგ კი ამერიკაში წავედი და ერთ-ერთ კლინიკაში ვმკურნალობდი, ძალიან ძნელი იყო უშენოდ მაგრამ უნდა გამეძლო, სულ რაღაც ერთი კვირაა რაც საავადმყოფოდან გამომწერეს, ახლა თვაისუფლად შემიძლია გავაგრძელო ცოვრება, აღარ არებობს შანსი იმის რომ რამე დამემართოს, დღეს ბავშვები ვნახე და მითხრეს რომ აქ იყავი და მეც წამოვედ შენთან, მომენატრე ენ.
ენი ამ დროს ტიროდა, ვერ წარმოედგინა თუ გიორგის ამდენის გადატანა უწევდა, თითქოს ყველაფერი გაქრა, მხოლოდ ის და გიო, როგორც ადრე. მოულოდნელად ჩაეხუტა ბიჭს, მთელი გრძნობა ეტეოდა ერთ, ზოგისთვის უმნიშვნელო ჩახუტებაში.
* * *
ეკლესიის შესასვლელთან წყვილი იდგა, გოგონას თეთრი ლამაზი კაბა ეცვა, ბიჭს შარვალ-კოსტუმი, მათ შორიახლოს კი მათი მეგობრები და ახლობლები, ისე ბრწყინავდნენ როგორც ვარსკვლავნი ცაზე.
-მი სი მალატ ვიბლიანო.
-მი სი მალატ ამაღლობელო.

The End


დაგიბრუნდით პატარა ისტორიით ჩემო სიყვარულებო kissing_heart



№1  offline მოდერი ენემი

ელპინი
ველოდი დიდ ისტორიას.
დამხვდა პატარა,მოცუცქნული ისტორია.
მაგრამ ძალიან კარგი!
ემოციები იყო ბევრი!
ყველაფერი ვიგრძენი!
მე მომეწონა,სხვა არ ვიცი.
პატარა შეცდომები იყო,მაგრამ ეგ არაფერი.


დიდი ისტორიის მუზა არ მაქ, ჯერ ჯერობით, რაც შეეხება ემოციებს მიხარია რომ ის იგრძენი რისი გადმოცემაც მინდოდა, შეცდომები სისწრაფეში გამეპარა joy მადლობა რომ წაიკითხე სიღვარულო <3

 


№2 სტუმარი Shorena kiladze

Vuamee ra tbili da tkbili iko boloshi debilivit vigimodi guli gamitba .tavidan ki shemashine magram ...magari Iko

 


№3  offline წევრი Mtirala

არც ყავა მიყვარს, არც სიგარეტი, მითუმეტეს არც ვიბლიანი (:დდდდ), მაგრამ ისტორია კარგი იყო.
თუმცა
შენგან უფრო მეტს ველოდი...
ხო, ველოდი, მაგრამ ისევ იქ ხარ სადაც იყავი 1 დღის, 1 კვირის, 1 თვის წინ...
ველოდი უფრო მეტ ყავას, უფრო მეტ სიგარეტს...
ვიბლიანი იყო, მართლა იყო...
მომენტებში მებანალურა, გიორგის (გიორგის! და არა ვიბლიანის) გაუჩინარების ამბავი განსაკუთრებით...
უფრო მეტი შეგეძლო... შეგიძლია და მე მაქსიმუმს ვითხოვ შენგან...
რაც არ უნდა ვთქვა, მაინც ვაფასებ შენ შრომას❤
კიდე ერთი ადამიანის გვარი მომეწონა განსაკუთრებით :დდ❤
ხომ იცი, როგორ მიყვარხარ?! ❤❤
წარმატებები ❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№4  offline მოდერი ენემი

Shorena kiladze
Vuamee ra tbili da tkbili iko boloshi debilivit vigimodi guli gamitba .tavidan ki shemashine magram ...magari Iko


მიხარია რომ მოგეწონა <3

Mtirala
არც ყავა მიყვარს, არც სიგარეტი, მითუმეტეს არც ვიბლიანი (:დდდდ), მაგრამ ისტორია კარგი იყო.
თუმცა
შენგან უფრო მეტს ველოდი...
ხო, ველოდი, მაგრამ ისევ იქ ხარ სადაც იყავი 1 დღის, 1 კვირის, 1 თვის წინ...
ველოდი უფრო მეტ ყავას, უფრო მეტ სიგარეტს...
ვიბლიანი იყო, მართლა იყო...
მომენტებში მებანალურა, გიორგის (გიორგის! და არა ვიბლიანის) გაუჩინარების ამბავი განსაკუთრებით...
უფრო მეტი შეგეძლო... შეგიძლია და მე მაქსიმუმს ვითხოვ შენგან...
რაც არ უნდა ვთქვა, მაინც ვაფასებ შენ შრომას❤
კიდე ერთი ადამიანის გვარი მომეწონა განსაკუთრებით :დდ❤
ხომ იცი, როგორ მიყვარხარ?! ❤❤
წარმატებები ❤


ვწუხვარ, არ მინდოდა ისევ იქ ყოფნა სადაც ვიყავი, მაგრამ მუზა არაა, და ისტორიაც არ გამოვიდა ისეთი როგორიც მინდოდა. დიახ ვიბლიანი გვარით მივმართავ მე :დდ.
ვიცი რომ დევარიანი მოგწონს, ისიც ვიცი რატომ :დ კიდევ ისიც ვიცი რომ გიყვარვარ, მე ძალიან ძალიან <3 მადლობა წარმატება მჭირდება ნამდვილად :D

 


№5 სტუმარი არღვლიანი

ძაან მომეწონა<3 ისე სვანი ხარ?

 


№6  offline მოდერი ენემი

არღვლიანი
ძაან მომეწონა<3 ისე სვანი ხარ?

სვანი არა მაგრამ სვანებზე შეყვარებული კი joy

 


№7  offline წევრი lile-eli

ძალიან თბილი, ტკბილი, საყვარელი და რაც მთავარია გრძნობებით გადმოცემული ისტორიაა.
ყოჩაღი გოგო ხარ. წარმატებები!

 


№8 სტუმარი Nini

Ar mogatyueb ragac najgapns gavda ar momewona ver moitane grdznoba chemamde da vinc ambobs rom kargi iyo mikvirs mat ar waukitxat am saitis martla seriozuli motxrobebi ravici ragitxraa warmatebas gisurveb weris mxriv daxvewas me am saitis momxmarebeli var wlebia da gamixardeba tu shemogvtavazeb mkitxvels bevrad daxvewil grdznobit datvirtul azrian motxrobebs

 


№9  offline წევრი veroo

მომეწონა კარგი ისტორიაა მაგრამ არმეყო უფრო უნდა გაგევითარებინა ყველაფერი ????

 


№10  offline მოდერი ენემი

lile-eli
ძალიან თბილი, ტკბილი, საყვარელი და რაც მთავარია გრძნობებით გადმოცემული ისტორიაა.
ყოჩაღი გოგო ხარ. წარმატებები!

მადლობა მიხარია რომ მოგწონს <3

veroo
მომეწონა კარგი ისტორიაა მაგრამ არმეყო უფრო უნდა გაგევითარებინა ყველაფერი ????

ვიცი ვიცი რომ ბევრი შეცდომაა

 


№11  offline წევრი mimimimo

რამოდენიმე - არა, რამდენიმე.
სიმპატიური - არა, სიმპათიური.
ისტორია არ მომეწონა.
აკლდა ემოცია
და
აკლდა აღწერა'ც.
(ჩემი აზრით)
შენი წერის სტილი
არის დეტალური
და
არა ზედაპირული.
ეს ისტორია'ც მოითხოვდა "მეტ დეტალურობას".
დასასრული'ც ძალიან ბანალური იყო.
ყოველი მეორის ისტორიაში სიმსივნეა
იმას კი არ ვიძახი
რომ
აქ არ უნდა ყოფილიყო
არა,
უბრალოდ
მეტ აღწერას მოითხოვდა
არა - ასე მოკლედ
და
უფრო ვრცელ დასასრულს საჭიროებდა ეს ისტორია.
წარმატებები!

 


№12  offline მოდერი ენემი

mimimimo
რამოდენიმე - არა, რამდენიმე.
სიმპატიური - არა, სიმპათიური.
ისტორია არ მომეწონა.
აკლდა ემოცია
და
აკლდა აღწერა'ც.
(ჩემი აზრით)
შენი წერის სტილი
არის დეტალური
და
არა ზედაპირული.
ეს ისტორია'ც მოითხოვდა "მეტ დეტალურობას".
დასასრული'ც ძალიან ბანალური იყო.
ყოველი მეორის ისტორიაში სიმსივნეა
იმას კი არ ვიძახი
რომ
აქ არ უნდა ყოფილიყო
არა,
უბრალოდ
მეტ აღწერას მოითხოვდა
არა - ასე მოკლედ
და
უფრო ვრცელ დასასრულს საჭიროებდა ეს ისტორია.
წარმატებები!


გმადლობ შეფასებისთვის გავითვალისწინებ :)

 


№13  offline მოდერი bla.ell

ეე ჩემი ენი რა კარგი იყო მომეწონაheart_eyes კარგი გოგო ხარ შეეენ აუ საყვარლობა იყო❤

 


№14  offline მოდერი ენემი

bla.ell
ეე ჩემი ენი რა კარგი იყო მომეწონაheart_eyes კარგი გოგო ხარ შეეენ აუ საყვარლობა იყო❤

იი ჩემი ბეთი heart_eyes მიხარიხარ საყვარელო kissing_heart

 


№15  offline მოდერი Mathew

რატომ ვკითხულობ ისტორიებს ასე გვიან არ ვიცი,მაგრამ მიხარია,რომ წავიკითხე.
ყველაფერი ვიგრძენი!
მაგრამ უფრო მეტი მინდა ენ ^^
მინდა,რომ უფრო მეტი ვიგრძნო ^^
კიდევ მინდა ვიბლიანი ^^
არ მეყო !!

 


№16  offline მოდერი ენემი

Girl with pretty smile
რატომ ვკითხულობ ისტორიებს ასე გვიან არ ვიცი,მაგრამ მიხარია,რომ წავიკითხე.
ყველაფერი ვიგრძენი!
მაგრამ უფრო მეტი მინდა ენ ^^
მინდა,რომ უფრო მეტი ვიგრძნო ^^
კიდევ მინდა ვიბლიანი ^^
არ მეყო !!

გამახარე თუნდაც ახლა რომ წაიკითხე kissing_heart კარგია თუ იგრძენი heart_eyes და ჰო ვიბლიანი არც მე მეყო (მოთხრობაშიც და სინამდვილეშიც) pensive მიყვარხარ მე შენ პატარა kissing_heart

 


№17  offline წევრი Crazy dreamer

ძალიან ლამაზი და თბილი ისტორია იყო...
დასასრული? არამგონია ამ ისტორიას დასასრული ჰქონდეს...
მომეწონა თანაც როგორ...

 


№18  offline მოდერი ენემი

Crazy dreamer
ძალიან ლამაზი და თბილი ისტორია იყო...
დასასრული? არამგონია ამ ისტორიას დასასრული ჰქონდეს...
მომეწონა თანაც როგორ...

heart_eyes heart_eyes ჰოო სადასრული არ ვიცი შესაძლოა ჰქონდეს გაგრძელება (მაგრამ არა ნაწერს არამედ სინამდვილეში ამ ისტორიას <3 ) მიხარიხარ მე შენ heart_eyes kissing_heart kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent