შეგიყვარე და ვერ დაგივიწყე (თავი 4)
სიჩუმე გაუსაძლისი ხდება. ინა რამდენიმე წუთს უყურებს მის წინ ზურგით მდგომ ბიჭს, ჰაერს ღმად ისუნთქვს და სწრაფი ნაბიჯებით ცილდება გარემოს. გეგა მალულად აპარებს თვალს მიმავალი სილვეტისკენ. თვალებს მაგრად ხუჭავს და გონებას ისევ წარსულში აბრუნებს. *** ბიჭისთვის და არა მარტო ბიჭისთვის, ყველაფერი ჩვეულებრივი , არაჩვეულებრივად იქცა. უყვარდათ, მაგრამ არ იძახდნენ. ოთხი თვის განმავლობაში თავისდა უნებურად იქცნენ წყვილად. ურთიერთობა ნელი დინებით მიუყვებოდა გზას. არცერთი ჩქარობდა მოვლენების განვითარებას. სექტემბერი მიილია.. ოქტომბერმა სევდა მოიტანა. წყვილის განშორების და მონატრების სევდა. კაფიდან გამოსულს, როგორც ყოველთვის ახლაც გაღიმებული გეგა ელოდებოდა კარებთან. ბედნიერებით აღვსილი სირბილით მიდის ბიჭთან და მთელი დღის მონატრებას ერთ ჩახუტებაში ატევს. მამაკაცი თავზე კოცნის მის მკლავებში განაბულ გოგოს. -რა მეშველება უშენოდ? ინას დასევდიანებული ეკითხება.. -ხვალიდან ისევ იმ რეჟიმით უნდა განვაგრძო ცხოვრება რა რეჟიმითაც ოთხი თვის წინ ვიყავი. -არც მე მინდა წასვლა. ბიჭს ცილდება. -ხო და დარჩი. უცინის ინას, ხელს წელზე ხვევს და სანაპიროსკენ მიდიან. -ხომ იცი რო... -ვიცი. აწყვეტინებს უცებ. -ხვალ რომელზე მიდიხარ? -12ზე. -გასაგებია. -გეგუშ. უკნიდან მოესმათ გეგასთვის ნაცნობი, მაგრამ ინასთვის უცნობი ხმა. -ოღონდ ეს არა. ჩუმად თავისთვის თქვა გეგამ და ნელი მოძრაობით მიტრიალდა უკან. უკმაყოფილოდ შეხედა წინ მდგომ ორ სილვეტს. -გამარჯობა რძალო, მე ლუკა ვარ ეს კიდე ბექაა ამ ახმახის მეგობრები, ძმაკაცები და ძმები. ინას, ლუკას ნათქვამიდან გაგონილი "რძალო" სასიამოვნოდ მოხვდა ყურში, რომელმაც გული აუჩქარა. უხერხულად გაუღიმა ბიჭებს და გეგას გახედა. -აქ რა გინდათ? ბრაზით აღვსილმა გახედა ორ მომცინარ მამაკაცს. -რა და.. ალაპარაკდა ლუკა მარა ვინ აცადა. -უკან გამოგყევით. წამში ჩაუშვა ბექამ. -ყოჩაღ. ხელები მაღლა აღმართა და ჩამშვებ ძმაკაცს მკვლელის მზერით შეხედა. -სადაც არ გეკითხებიან რას იღებ საერთოდ ხმას? შეუღრინა ბექას. -სიმართლე ვთქვი. ვითომაც არაფერი ისე აიჩეჩა მხრები. -ხო და ნუ იტყოდი მერე. ხელები ბუზღუნით გადააჯვარედინა. ინას გულიანად გაეცინა. -აქ საკამათოდ მოხვედით. თვალები გადაატრიალა გეგამ. -აუ ერთი შენახარ რა. ხელი აიქნია ლუკამ. -ცხრაათასჯერ გითხარით გაგვაცანი რძალითქო და რახან შენ არ მოინდომე ჩვენითვე გავიცანით.თვალი ჩაუკრა მომცინარ გოგოს. -წამო ავიდეთ შენთან და დავასველოთ ჩვენი გაცნობა . -მე და ინას არ გვცალია. ხელი წელზე მოხვია გოგოს. -როგორ არ გცალიათ? გულუბრყვილოდ იკითხა ლუკამ და გოგოს მიუბრუნდა -ხო გცალია რძალო? -კი მცალია. ღიმილით დაუქნია თავი. -ხო და გეგა არც გვჭირდება. ცხვირი აიბზუა გეგას, რომ გახედა. -ეხლა მიგბეგვავ აქვე. ამოიღრინა განრისხებულმა. გეგას უარისა და ჩვენ საქმე გვაქვს ლუკამ ყურიც არ ათხოვა. მაინც თავისი გაიტანა და გეგას სახლის გზას დაადგნენ. -ყველაფერი არეული მაქვს სახლში ეს რა გამიჩალიჩე? ლუკას უჩურჩულა გამწარებულმა. -არაუშავს. თუ უყვარხარ შენი თავზე დამხობილი სახლიანად ეყვარები. გაეკრიჭა ბიჭი და წინ მიმავალ ბექასა და ინას გვერდით ამოუდგა. -ინა თბილისში სად ცხოვრობ? კითხა ბექამ. -დიღმის მასივში. -მანდ ცხოვრობს ჩემი დეიდაშვილი ლაშა ბიბილეიშვილი იცნობ? -კი ჩემი კლასელი იყო. -რა პაწუკა ყოფილა ტო თბილისი. ჩაფიქრებულმა ლუკამ დაასკვნა. -შენ მაგის დაც გეცოდინება. -სესო? -ჰო ეგ წუნკალი. -ლუკა. დაუყვირა ბექამ -რა გინდა ე? წარბები შეკრა ბიჭმა -წესიერად ილაპარაკე ჩემ დეიდაშვილზე. ბექამ მალულად თვალი ჩაუკრა გეგას -ქაჯია. თავისას აგძელებდა ისევ -ხო და ეგ ქაჯია ყოველ ზაფხულს რო გაგიჟებს. ახარხარდა გეგა. -მოიცა სესო გიყვარს? ინამ კითხა თავჩაღუნულ ლუკას. -არა . იმხელაზე იყვირა ინას ლამის გული გაუსკდა. -მაგას იდიოტი თუ შეიყვარებს. ნერწყვი მძიმედ გადააგორა სასულეში. -ის იდიოტი კი შენ ხარ. სიცილით უჩურცულა გეგამ და მხარზე ხელი დაარტყა. სიცილ ხარხარში განვლეს დარჩენილი გზა. სადარბაზოში შესვლა და გეგას ანერვიულება ერთი იყო. ბინის გასაღები ხელის კანკალით ამოიღო ჯიბიდან და კარებს მოარგო. -ვით ვერ გააღე ბიჭო ეგ დედააფეთქებული კარი. ლოდინით დაღლილი ლუკა კედელს მიეყრდნო. -შეეთრიე. ბრაზმორეულმა მიმართა ძმაკაცს და ხელით ანიშნა გაღებულ კარში შებრძანებულიყო. ლუკამაც მაშინვე შეაბიჯა, უკან კი ბექა მიყვა. ინამ მორიდებით გადაადგა ფეხი და გეგას გაუღიმა. ბიჭმა ლოყაზე აკოცა, წელზე ხელი მოხვია და ასე შეუძღვა თავის სახლში. ოროთახიანი ძველი რემონტის, სადად მოწყობილი ბინა იყო. კედლებზე ნახატები ეკიდა. მისაღებში, ფანჯარასთან მგვალი მაგიდა იდგა სადაც, რამდენიმე წიგნი იდო. ფანჯრისგან ცოტა მოცილებით ტყავის მუქი ყავისფერი დივანი იდგა, მის წინ შავი ჟურნალების მაგიდა, რომელზეც პივის ბოთლები, ჩიფსები და სიგარეტის კოლოფები ეყარა. თვალი მოავლო გარემოს და ძირს დაგდებული შარვლის დანახვაზე გეგას გახედა. ბიჭმა სწრაფად აიღო შარვალი, მის გვერდით დაგდებული მაიკაც აიტაცა ხელში და ოთახში შეიტანა. იქედან გამოსვლისას კარი მიხურა და გოგოს გვერდით დივანზე მოთავსდა. ბექამ მაგიდა აალაგა, ლუკამ ჭიქები ჩამოარიგა და თაროდან გამოღებული არაყი ჩამოასხა. -არა მე არ ვსვამ. ინამ ხელი დააფარა ჭიქას -ინა წვენს დალევს. გაეღიმა გეგას, სამზარეულოში შევიდა ატმის წვენი გამოიღო და გოგოს ჭიქაში დაუსხა. ყველა თემას მიედ მოედნენ. ლაპარაკობდნენ მათ მომავალზე, გეგმებზე, ოცნებებზე. გოგოს შემხედვარე გეგას ბედნიერება ედებოდა სხეულზე და იმ წუთას შეეძლო ეთქვა, რომ პირველად იგძნო სიცოცხლის არსი და იმ არსს უწოდა ინა. ის გრძნობა რაც თავბრუს ახვევდა , თავს აკარგვინებდა და გონებას უკარგავდა სიყვარული იყო. გააზრებულიც ქონდა, რომ ეს ფერია უყვარდა. მთელი სულითა და გულით შეუყვარდა თავისად წოდებული ანგელოზი. -გეგა იმ ნახატზე შენ ხარ? გაკვირვებულმა კითხა გვერდით მჯდომს და თითი ტელევიზორის ზევით დაკიდებული ნახატისკენ გაიშვირა. -კი. დედაჩემი მხატვარია. სურათს ღიმილით გახედა. -18 წლის ვიყავი პირველად რო დამხატა. -ვსო გვეყო ჩვენ. ხელი დანებების ნიშნად ასწია ლუკამ . -წავალთ ეხლა მე და ბექა თორე წასვლის თავი აღარ მექნება, რამდენიმე ჭიქაში. ფეხზე წამოდგნენ ბიჭები. -დროებით რძალო. -მეც წამოვალ ბარემ. ჩანთას დასწვლა ინა -დარჩი. მკლავზე დაქაჩა გეგამ. -ცოტახნით მაინც. შეევედრა გოგოს. ინამ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად. გეგამ ბიჭები გააცილა და ისევ მისაღებში გავიდა. -თუ გინდა გაჩუქებ. მიმართა ინას , რომელიც გეგას ნახატს უყურებდა. -მართლა? თვალებ გაბრწყინებულმა კითხა -ხო. ლოყაზე უჩქმიტა და გაუცინა. -მჩუქნი? თვალები დაჭყიტა -არ გინდა? -მინდა. სიხარული ვერ დამალა -ხო და გჩუქნი. გოგოსთან მივიდა და ჩაეხუტა. -გეგა -ხო -ხო არ დამივიწყებ? თვალებში ცრემლი ჩაუდგა -რანაირად? შენ ხომ დაუვიწყარი ხარ. გაუღიმა თავის ფერიას. -მეც არ დაგივიწყებ. ცხვირი გეგას ყელში ჩარგო და მისი მენთოლისა და ალკოჰოლის სურნელი ჩაისუნთქა. -ვიცი. თავზე აკოცა ინას. -მეძინება. -დავიძინოთ. -კი მაგრამ.. -არავითარი მაგრამ.. გოგო ხელში აიყვანა, თავის ოთახში, ლოგინზე დააწყვინა და ფეხსაცმელი გახადა. თავადაც გაიხადა კეტები, გოგოს გვერდით მიუწვა და ფუმფულა პლედი ჯერ ინას გადააფარა მერე თავად მიიფარა. გოგოს თავი ბიჭის გულზე ედო და მის გულისცემას განაბული უსმენდა. გეგა კი გოგოს თმაში ხლართავდა თითებს. უცნაური იყო ყველაფერი. აქამდე არავიზე უდარდი. არც არავიზე უზრუნია. არც არავინ ჰყვარებია. ბავშვობიდან მხოლოდ ერთ ქალს აღმერთებდა და ეგეც დედა იყო. ახლა კი გამოჩდა ის ერთი, რომლის გაშვებაც არ უნდოდა. -შემიყვარდი ინა. ჩუმად ჩასჩურჩულა ჩაძინებულ გოგოს და თვალები ბედნიერებით ავსებულმა დახუჭა. დილით გაღვიძებულმა მძინარე ინა, რომ დაინახა გაეღიმა. გოგოს ლოყაზე აკოცა და საათს გახედა. არ უნდოდა გაეღვიძებინა, მაგრამ სხვა გზა არ ქონდა. ფრთხილად შეარხია თავისი ფერია. -რომელი საათია? გამოფხიზლებისთანავე კითხა. -ცხრა არის ზუსტად. -ნამდვილად დამაგვიანდება. სწრაფად წამოხტა ფეხზე და იქვე დადებული ფეხსაცმელი ამოიცვა. უკვე სახლიდან აპირებდნენ გასვლას ინამ რო იყვირა დამჩაო. -რა დაგჩა? გეგამ გაკვირვებულმა კითხა -ნახატი გეგა. ბიჭს გაეცინა, კედლიდან ნახატი ჩამოხსნა და გოგოს გაუწოდა. -ლამის დამჩა. -მერე ფეხით ჩამოვიდოდი და ჩამოგიტანდი ამ ნახატს. გაუცინა და ცხვირზე აკოცა დანაღვლიანებულს. -წამო ეხლა თორე მართლა დაგაგვიანდება. ინას ნაქირავებ ბინაში ავიდნენ, ბარგი უკვე ჩალაგებული ქონდა, ამიტომ დრო არ დაუკარგია. მაშინვე აიღეს ჩემოდანი და დათქმულ დროზე ადრე მივიდნენ სამარშუტო ტაქსების გაჩერებაზე . -ყოველდღე დაგირეკავ. გაუღიმა ატირებულ ინას და საფეთქელზე აკოცა. წავიდა. ადგა და წავიდა. დატოვა ბათუმი და არა მარტო ბათუმი. ცას შავი ღრუბელი მოედო. წვიმას აპირებდა. ზღვა ისევ ღელავდა . გეგას უკვე მონატრება იპყრობდა. თბილისი და ბათუმი უკვე ვეღარ დაცილდებოდნენ ეს კი გეგამ ძალიან კარგად იცოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.