შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეგიყვარე და ვერ დაგივიწყე (თავი 3)


12-10-2017, 23:31
ავტორი tatiachelo
ნანახია 1 819

დახურულ კარს ბრაზით უყურებს. დასამშვიდებლად  სიგარეტის კოლოფს შარვლის უკანა ჯიბიდან იღებს,  ერთ ღერს აცურებს, სანთებელას უკიდებს და ნაპასს არტყამს. ზღვისკენ გახედვისას თვალებში ზიზღი ესახება. თავს უღონოდ ხრის, ხმადაბლა იკურთხება,  სიგარეტს აგდებს და კაფეში გიჟივით შედის.
-მე შენ განახებ ჩემი გაგიჟება, როგორ უნდა. მოკისკისე ინას დანახვისას ჩუმათ ამბობს და მასზე თვალმოუცილებლად იკავებს თავის ადგილს. ლიკას ხელით ანიშნებს მასთან მისვლას და სანამ ის კითხავს თუ რა უნდა მანამდე თავად ასწრებს. -ორმაგი ვისკი.. გოგო თავს თანხმობის ნიშნად აქნევს და ღიმილით მიემართება დიტოსკენ.
  ბიჭები ფეხბურთზე იწყებენ ლაპარაკს...
ინა თვალებს ატრიალებს, ვისკს სვავს და ფანჯრისკენ იყურება.
გეგას მის შემხედვარე ეცინება და ლიკას მოტანილ ვისკს ართმევს. გოგონას ღიმილით ათვალიერებს, დაჟინებულ მზერას არ აცილებს მის სახეს თითქოს მისი ყურებით მონატრებას იკლავს, სხეულში დამკვიდრებულ სიცარიელეს ავსებს დაბედნიერების განცდას იბრუნებს.
-ნუ დამღალეთ ამ ფეხბურთით. ბუზღუნით მიმართავს ბიჭებს.
-ოხ აბა მოდაზე მე არ ვაპირებ ლაპარაკს.. ხელს სასაცილოდ იქნევს ლუკა და სახეს მანჭავს.
-წამო მეცეკვე. გაკრეჭილი მიდის ბიჭთან და ფეხზე აყენწბს.
-აუუუ შენ უკვე კარგად დაგილევია.. იცინის ლუკა და გოგოს ხელს წელზე ხვევს.
გეგა დაწვრილებული თვალებით ადევნებს თვალს მოცეკვავე წყვილს.
ეღიმება - ინას სიცილზე.
ეცინება- გოგოს კისკისზე.
და ჭკუას კარგავს- მის ღიმილზე.
სუნთქვა შეკრული დგება ფეხზე, წყვილს უახლოვდება, ინას თავის მკლავებში იქცევს, ლუკას თვალს უკრავს და გაღიმებული ყვება მუსიკის ნელ ჰანგებს. ღრმად ისუნთქავს გოგოს ტკბილ სურნელს, რომელსაც როდესღაც თავისი ჟანგბადი უწოდა.
-იასამნის სუნი გაქვს, როგორც ყოველთვის. უფრო მეტად იკრავს გულზე.
-შენ მენთოლის. არც უყურებს ისე ეუბნება.
-ერთ დროს სხვა სურნელიც დაყვებოდა მენთოლის სუნს, მაგრამ მე გავაქრე ჩემში იასამნის ტკბილი სურნელი. სევდიანად დაცქერის თვალებ ამღვრეულს. -მინდა ისევ იასამანი იყოს ჩემი ჟანგბადი. თმას ყურს უკან უწევს და ყურში ჩასჩურჩულებს.
-ასე მარტივად?
-ხო აი ასე მარტივად.
-ყველაფერი შენ გაართულე.
-ახლა ვაადვილებ.
-მე აღარ მინდა .
-ხო იცი მე, რომ ვერ გამცდები? მოვკვდები მაგრამ სხვის გვერდით არ იქნები. თვალები უწითლდება, სისხლის მიმოქცევა უჩქარდება და მთლიანად ეთიშება გონება.
-სულ გაგიჟდი. სრული სერიოზულობით ამბობს, ბიჭს ცილდება მაგიდასთან მიდის, ჩანთას იღებს, ბიჭებს ემშვიდობება და კაფეს ტოვებს. გეგა უკან მისდევს და წინ უდგება.
-შეგიყვარე ინა. მე შენ შეგიყვარე. ყვირის ხმამაღლა და იცინის.
-შენ მართლა შეიშალე. თავისივე სიტყვაში დარწმუნებული თავს აქნევს და შიშით აკვირდება ბიჭის როხროხს.
-ხო შევიშალე.. ეთანხმება გაოცებულ გოგოს და ბაგეებზე სწრაფად ეწაფება. არც მოშორდებოდა მის ფერიას ტუჩზე, რომ არ ეკბინა. კმაყოფილი სახით მოცილდა და ნატკენ ტუჩზე ენა გადაისვა. გაცოფებულმა ინამ ხელი მოუქნია და კარგადაც დაამჩნია სახეზე ხუთი თითი.
-რა ველური გამხდარხარ. საწყლად ამოიჩურჩულა, ხელი ლოყაზე მიიდო და გაბრაზებული მზერა სტყორცნა თმაგაწეწილ გოგოს.
-სიველურე მერე ნახე თუ ასე გააგძელებ. შეუბღვირა და ზურგი აქცია.
-ინა მოიცა დავილაპარაკოთ. ისევ აედევნა სწრაფად მიმავალს.
-დამანებე თავი. სლუკუნით ძლივს ამბობს, თავს ძირს ხრის და ფეხს უფრო უჩქარებს.
-მოიცა ტირი? გაოცებული უყურებს. -გოგო გაკოცე ასეთი რა ვქენი? მკლავში ავლებს ხელს და მის წინ აჩერებს.
-ყველაფერს ასე ადვილად როგორ უყურებ ? ბრაზდება მის ფეხებზემკიდიობაზე. -ორი წელი გავიდა გეგა... ორი წელი რაც არ გამოჩენილხარ. შენ დაამთავრე მაშინ როცა ზღვა, გემი, და მოგზაურობა არჩიე. ახლა მოდიხარ და ისე იქცევი თითქოს არაფერი მომხდარა. ჩვენ აღარ ვართ ის წყვილი, რომელიც ოდესღაც ვიყავით. ყველაფერი დასრულდა . ზღვამ ჩაიტანა ის ყველაფერი რაც იყო. ახლა ბედნიერი ხარ? ყვირის გამწარებული და თავდახრილ ბიჭს ზიზღნარევ მზერას ავლებს. კმაყოფილად გძნობ თავს შენს გემზე? ახლა ხომ გემის კაპიტანი ხარ. ირონიულად იცინის.-გიღირდა ამად ჩემი მიტოვება? მითხარი.. რატომ ხარ ჩუმად? ცრემლს იწმენდს და გეგას თვალს არ აცილებს. თქვი რატომ დუმხარ?
-არ მიღირდა. თვალს ვერ უსწორებს ინას, ზღვისკენ სინანულით იყურება და ჩუმად ძლივს გასაგონად ამბობს. -ვერ დაგივიწყე.

****
პირველ შეხვედრას მეორე შეხვედრა მოყვა ისევ კაფეში, ამჯერად შეჯახების გარეშე. ინას დანახვაზე ისე დაიბნა შეკვეთაც ვერ მიცა. ბოლოს ძალა მოიკრიბა და გასეირნება შესთავაზა. არ ელოდა გოგოსგან უარს, მაგრამ მიიღო.
-არ შემიძლია ვმუშაობ. თვალით სინზე ანიშნებს და მოწყენილი უყურებს.
-ხო. ნირწამხდარი დგება მაგიდიდან .
-საღამოს, რომ იყოს? ჩუმად კითხულობს თითქოს ამით რაღაცას აშავებს.
-იყოს. მაშინვე ეცვლება სახე და ბედნიერი შეჰყურებს იმ ფერიას, რომლის მიმართაც რაღაც ამოუცნობი გრძნობა უჩნდება. -საღამოს გამოგივლი მაშინ. უღიმის მორცხვად მდგომ გოგოს და კაფიდან გაბედნიერებული გადის.
საათები სწრაფად გადის, ინას და გეგას შეხვედრის წამიც დგება და მათთვის ყველაფერი უფერულდება.
-ანუ საზღვაო აკადემია დაამთავრე? გაოცებული უყურებს სანაპიროზე, ქვებზე მჯდომ ჩაფიქრებულ ბიჭს.
-ხო. მეზღვაური ვარ. თაფლისფერ თვალებს ინტერესით უყურებს. -იცი რა ლამაზია ღამით გემში მყოფი ვარსკვლავებს, რომ უყურებ? იღიმის.. -პირველად როცა ნაოსნობაში წავედი და ღამის სილამაზე ვიხილე გავოცდი.. მეგონა, რომ ვარსკვლავები ცაზე კი არა ზღვაში იყო ჩაცვენილი.
-როგორია გემიდან დანახული ხმელეთი? ინტერესით უყურებს ბიჭს.
-მოსანატრებელი. ჩაიცინა და თვალი სივცეს გაუსწორა. -ზღვაში ყველაფერი სხვაგვარადაა. არაფერზე არ ფიქრობ, ერთი დინებით მიდიხარ და სრულიად ეთიშები პრობლემებს.
-მე მეშინია.
-რის?
-ზღვის.
-რატომ?
-ვერ ვიარსებებ იქ. თითს ზღვისკენ იშვერს. -მე ვერ გავძლებ მარტო.
-მგონი ვეღარც მე. ჩუმად ამბობს და გოგონასკენ აპარებს მზერას .

***
-არ მაპატიებ ხო? უკან არც იხედება ისე უსვამს კითხვას. -სიამაყე არ მოგცემს მაგის უფლებას, ხო მასეა? ნაძალადევად იღიმის. -ჩემს დასასჯელად გაიმეტებ შენს ბედნიერებასაც. ყველაფერს ხელს კრავ და მაგ სიამაყეს არ გადააბიჯებ.
-კარგად გაგიცნივარ. ირონიულ ღიმილს იკრავს სახეზე .
-ჩემს თავზე უკეთ. ინასკენ ბრუნდება და იმ თაფლისფერ თვალებში გამოსახულ ტკივილს, რომ ამჩნევს თვალს არიდებს.

***
შეხვედრებმა იმატა.
დრომ გაიარა.
შემოდგომაც მოვიდა და შიშიც მოიტანა.
მონატრებისა და განშორების შიშმა შეიპყრო გეგას გონება.
ღრმად დაიმკვიდრა ბიჭის გულში გოგომ ადგილი და არ უნდოდა სადმე გაეშვა მისი ფერია.
-შემიყვარდა. სიგარეტს საფერფლეში სრესს და პირდაღებულ ბიჭებს წინ უჯდება.
-მოიცა რა თქვი? ლუკა ფეხზე წამოხტა
-შემიყვარდათქო. ისევ ისე მშვიდი ტონით იმეორებს.
-ვინ ? ბექა ძლივს ახერხებს სიტყვის თქმას.
-ჩემი ფერია.. ეღიმება ინას წარმოდგენაზე
-აუ რა მოწიე მეც მომაწევინე ტო. ლუკა სერიოზული სახით გვერდით უჯდება შეყვარებულ ბიჭს.
-სიყვარული.. ხარხარს იწყებს გეგა.
-გვეკაიფები ე? ბექაც ლუკას დღეშია.
-არა. მართლა შემიყვარდა. თავს აქნევს და იღიმის. -შეყვარებული ვარ ტო. იცინის უაზროდ და წარბებს სასაცილოდ ათამასებს.
-სულ გააფრინა. ხელს იქნევს ლუკა და ბექას ხელის ჟეშტით ანიშნებს გაგიჟდაო.



№1 სტუმარი სტუმარი ქეთი

მომწოოონს ძალიან. ერთი თხოვნა მაქვს. წარსულ დროში წერე, უფრო კარგი წასაკითხია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent