შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შურისძიების დროა (ნაწილი 1)


15-10-2017, 15:47
ავტორი aNuGi
ნანახია 7 541

- მამიკო სად არის დე? - ტკივილისგან შეწუხებულ სხეულს, პატარას სიტყვებმა კიდევ უფრო შემიკუმშა გული და ღრმად ამოვისუნთქე. მისი თბილი თითები ხელებში მოვიქციე და ცრემლიანი თვალებით მივაშტერდი.
- დე, შენ ხომ ჩემი ჭკვიანი ბიჭი ხარ? - გავუღიმე და შუბლზე ვაკოცე - მე წავალ ახლა და ვეცდები რომ მამიკო მოვიყვანო ისევ ხო?
- ხო მოიყვან? - იმედიანი თვალებით შემომხედა და კიდევ ერთხელ გამკრა გულში რაღაცამ ძალიან მწარედ.
- მოვიყვან, გპირდები რომ მაქსიმალურად ვეცდები! - ფეხზე წამოვდექი, პატარა ნინელის ჩავაბარე და პალტო მოვიცვი.
ისე მქონდა გახშირებული სუნთქა, ასე მეგონა მალე ფილტვები დამისკდებოდა, მივდიოდი მაგრამ მეც არ ვიცოდი სად, რა მინდოდა, როგორ ვდგამდი ნაბიჯებს ან საერთოდ როგორ ვცოცხლობდი.
იმ წამს ყვირილზე მეტად არაფერი მინდოდა,
მინდოდა ბოლო ხმაზე მეკივლა და მთელ დედამიწას გაეგო ჩემი ტკივილი, როგორმე ეს სიმწარე სულიდან ამომეგლიჯა და გადამეგდო, ფეხქვეშ გამეთელა, მაგრამ ამის მაგივრად ტკივილიანად ვადგამდი ნაბიჯებს.
ზიზღით ჩავუარე ჩემთვის გამოგზავნილ მანქანას და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ავედი.
რამდენიმე დღის უკან როგორი ბედნიერი ვიყავი, ვიხსენებ მის სახეს, თვალებს, სიყვარულით სავსე გამოხედვას და ახლაც ჟრუანტელი მივლის.
ცრემლები ისე მაწვება თვალებზე სული მეწვის, რამდენჯერმე ვახამხამებ რომ უკუვაგდო მაგრამ არაფერი გამომდის, ნუთუ ასეთი რთულია ბედნიერები ვიყოთ?! განა ბევრს ვითხოვდით?!
ცრემლები ხელის გულებით მოვიშორე და მძღოლს გაჩერება ვთხოვე, როგორც კი თანხა გადავიხადე ჩემს წინ აღმართულ უზარმაზარ შენობას თვალი შევავლე და დინჯი ნაბიჯებით გავემართე შესასვლელისკენ.
ეს შენობა ერთი კვირის წინ ჩემს ქმარს ეკუთვნოდა, აქ უამრავი ბედნიერი და წარმატებული დღე გვაქვს გატარებული, ჩვენი შვიდწლიანი თანაცხოვრების განმავლობაში ყველაფერი გამოგვიცდია და გაგვიზიარებია ერთმანეთისთვის.
ლიფტში შევედი და ბოლო სართულს დავაჭირე, მძიმედ დაიძრა, რაც უფრო ვუახლოვდებოდი მეათე სართულს, მით უფრო მაწვებოდა ბრაზი, სისხლი მიდუღდა ისე მინდოდა ჩემი ხელით მიმეხრჩო ეს ადამიანი.
მაგრამ გარეგნულად არაფერს ვიმჩნევდი, ისეთი გამომეტყველება მქონდა თითქოს ძალიან მიხაროდა მასთან შეხვედრა, ლიფტი რომ გაიღო, პირდაპირ მის კარებს შევეჩეხე, ღრმად ამოვისუნთქე და შესასვლელად მოვემზადე.
თითოეული ნაბიჯის გადადგმა ისე მიჭირდა ასე მეგონა ყველა ჭრილობაზე მარილს მაყრიდნენ, მწვავდნენ, მაწამებდნენ და ცდილობდნენ როგორმე ჩემთვის ყველაფერი გამოეგლიჯათ.
შესვლამდე კიდევ ერთხელ შევავლე წერილს თვალი.
“თუ გინდა ქმარი გადაარჩინო “თქვენს” სასტუმროში მოდი, 5 საათზე”
საათი ზუსტად 16:55 ანახებდა, ზიზღით ტუჩები დამებრიცა, თვალები ამიწყლიანდა და ხელები ამიკანკალდა.
აქ მოსვლაზე უნდა ყოფილიყო მიშო დადიანის სიცოცხლე დამოკიდებული? საქართველოში ყველაზე გავლენიანი პიროვნების?!
სიმწრით ჩამეცინა, ღრმად ამოვისუნთქე და ისე შევაღე კაბინეტის კარები.
სოსო სიამოვნებით სავსე გამომეტყველებით შემომეგება, ხელები გაშალა და ჩემკენ წამოვიდა.
უღიმღამოდ გადავკოცნე და თვალი გავუსწორე, რამდენად მლიქვნელი შეიძლება იყოს ადამიანი?! როგორ შეიძლება თვალებში გიყურებდეს და გატყუებდეს? გიცინოდეს და იცოდე ამ სიცილის უკან რაც დგას.
სიძულვილის ტალღამ თავიდან ფეხებამდე დამიარა, მაგრამ როგორც შემეძლო თავი მოვთოკე და ღიმილით ჩამოვჯექი მის წინ.
- როგორ გამიხარდა რომ მოხვედი რუსუდან! - ოფიციალურად მომმართა და სკამზე გასწორდა.
- რუსო! - მკაცრად ვუთხარი და მზერა გავუსწორე, იმდენად კმაყოფილი სახე ჰქონდა, სიტყვებითაც კი შეუძლებელია ამ ყველაფრის აღწერა, ირონიულად გამეღიმა.
- ჰო, რუსო! - დაიბნა ოდნავ, მაგრამ მალევე გამოფხიზლდა - როგორც მოგეხსენება საკმაოდ დიდი თანხა არის თქვენი ქონების გამოსასყიდად ბატონი ნოდარისგან, მე დიდი სურვილი მაქვს დაგეხმაროთ..
- რა მაინტერესებს, უკაცრავად რომ გაწყვეტინებთ - ნაზად გავუღიმე და ხელები მუხლებზე დავიწყვე - თქვენ აქ რატომ ზიხართ? ჩემი ქმრის კაბინეტში?
- ყოფილ კაბინეტში - პერანგი შეისწორა და მაგიდას დაეყრდნო - ყოფილ, ქალბატონო რუსო!
- და თქვენ იმის უფლება საიდან გაქვთ ჰაერში მყოფ შენობაში, გენერალური დირექტორის თანამდებობაზე იჯდეთ და ამუშავოთ ამხელა სასტუმრო?! - გავიკვირდე და ოდნავ წინ გადავიწიე - თქვენი ხელი ხომ არ ურევია, შემთხვევით, ამ ყველაფერში?
- რას ბრძანებთ! - ეგრევე წამოხტა ფეხზე და ნერვიულად გაისწორა თმები - ჩვენ დიდი ხნის მეგობრები ვართ, ამას როგორ გავუკეთებდი მიშოს?
- მაშინ რა მოხდა? აქ რატომ ხართ?
- ბატონმა ნოდარმა დამავალა რომ დაგლაპარაკებოდით ამ საკითხზე, გამოსავალი უნდა ვიპოვოთ..
- თქვენ გაქვთ რაიმე იდეა? იქნებ არსებობდეს საშუალება მთელი ქონების დაბრუნების? - თავი გვერდზე გადავხარე და ისე ავხედე, ზუსტად ვიცოდი მისი ნერვიულობიდან გამომდინარე, რაღაც ისეთს შემომთავაზებდა რაც წყობიდან გამომიყვანდა, ფსიქოლოგიურად წინასწარ ვემზადებოდი ამ ყველაფრისთვის.
- იცით, მე არ ვიცი როგორ გითხრათ ჩემი შემოთავაზება… - კიდევ უფრო ანერვიულდა, სკამზე მოწყვეტით დაეშვა და სახე ხელებში ჩარგო - მოკლედ, მე მზად ვარ თქვენი ქმარი, რომელიც ახლა ნოდარის ჰყავს თავისთან, გავანთავისუფლებინო და ბიზნესი დაგიბრუნოთ, ყველაფერი ისევ ისე იქნება როგორც იყო, მე გადავიხდი ამას..
- სანაცვლოდ რას ითხოვთ? - დავუმარცვლე და ირონიულად გავუღიმე, პირდაპირ თვალებში ვუყურებდი და მის ამაზრზენ პასუხს ველოდებოდი.
- მერიდება, მაგრამ…
- რომ გაიფიქრეთ, ეს უკვე საკმარისია იმისთვის რომ არ გერიდებოდეთ!
- შენ ხომ იცი რომ წლებია მიყვარხარ? - სევდიანი თვალებით ამომხედა - ვგიჟდები შენზე, ცხოვრებაში შენს იქეთ ქალს ვერ ვხედავ, ჩემთვის პირადად სასწაული ხარ..
- და? - ურეაქციოდ დავაკვირდი საკუთარ თითებს, რამდენჯერმე შევკარი და გავშალე.
- ჩემთან უნდა დაწვე სანაცვლოდ რუსო!
მთელ ტანში სათითაოდ დამიარა ამ სიტყვებმა, თითები ისე შევკარი რომ სისხლი გამეყინა, კიდევ კარგი რომ ვიჯექი თორემ აუცილებლად წავიქცეოდი.
ისეთი თვალებით შევხედე ოდნავ უკან დაიხია.
- მხოლოდ ერთი ღამე რუსო ჩემთვის გაიმეტე, გპირდები მთელი ცხოვრება არაფერს მოგთხოვთ, უბრალოდ ერთი ღამე უნდა გიგულო ჩემად!
- უარი რომ გითხრა? - კბილებს შორის გამოვცერი და მზერა შევავლე.
- მოვკლავთ - ღრმად ამოისუნთქა და თავი დახარა.
რამდენიმე წუთი თავჩახრილი ვიჯექი, ყველაფერს ვაკავშირებდი გონებაში ერთმანეთთან და ვხვდებოდი სანამდე მიმიყვანეს.
გამოსავალი არ დამიტოვეს, კუთხეში მომიმწყვდიეს და მზად იყვნენ ჩემს დასახვრეტად, სისხლი ისე ცივად მიმოდიოდა სხეულში ყველაფერს მიყინავდა, თითქოს გულმაც და გონებამაც უარი თქვა ფიქრზე, ისე მექაჩებოდა რაღაც შიგნიდან, საკუთარი სიყვარულის სიცოცხლე მექაჩებოდა, მისი სუნთქვა, მისი გულის ფეთქვა ჩემს არჩევანზე იყო დამოკიდებული, იმ წამს ნაჯიჯგნ სხეულს ვგავდი, სვავები ისე იყვნენ ირგვლივ, ოდნავ დავეცემოდი და ეგრევე დამესეოდნენ.
ისეთი საკითხი იდგა, რომლის ზღვარიც ჩემს თავმოყვარეობასა და საყვარელი ადამიანის სიცოცხლეს შორის გადიოდა.
იმ წამს ყველაზე სამართლიანი რაც მეჩვენა, ყველაზე სწორი და მნიშვნელოვანი ის ავირჩიე.
- ხოდა… - ღრმად ამოვისუნთქე და ჩასისხლიანებული თვალები მივანათე - მოკალით!
ჩემი ხმა მე თვითონვე მეუცხოვა, სოსომ შეშლილი და ფერწასული სახით ამომხედა, თვალები გაუფართოვდა და ისეთი სიხშირით დაიწყო სუნთქვა, გეგონებათ მოჩვენება დაინახაო.
ირონიულად გავუღიმე და ისეთი სახით ავხედე, ნორმალურის შთაბეჭდილებას ნამდვილად არ დავტოვებდი.
- რა თქვით? - ძლივს ამოიდგა ენა და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა.
- ხოდა მ ო კ ა ლ ი თ მეთქი! - ხმამაღლა გავიცინე და ფეხზე წამოვდექი - თავისუფალი ვარ?
- ნამდვილად? რუსო შენ გინდა რომ მიშო მოვკლათ?
- ჰო, მინდა! თავისუფალი ვარ?
- ხარ, უბრალოდ კარგად დაფიქრდი, ის ხომ შენი სიყვარულია? იმეტებ იმისთვის რომ მოკვდეს? ნუთუ ასე მარტივად ნებდები? რუსო - მკლავში ხელი ჩამავლო და მისკენ შემატრიალა, ზიზღით ჩავიცინე.
- როდის მოგეცი უფლება შემხებოდი? - თითები ჩანთაში ჩავაცურე და დანა ამოვიღე - აბა შემახსენე? - მისკენ გავიწიე და მზერით გავბურღე ლამის.
- მაპატიე მე - უკან დაიხია შეშინებულმა - უბრალოდ გკითხე რუსო!
- ქალბატონო რუსო - შევახსენე და თმები შევისწორე.
- ანუ მოვკლათ? - კიდევ ერთხელ გამიმეორა და ქვემოდან ამომხედა გაოცებული სახით.
- მოკალით! - დანა ისევ ჩანთაში ჩავაბრუნე და მშვიდი გამომეტყველებით შევტრიალდი კარებისკენ.
ხელიც არ ამკანკალებია ისე გამოვაღე და გასვლას ვაპირებდი მისმა სიტყვებმა რომ შემაჩერა.
- ქალბატონო რუსუდან! - ცივი და საშინლად უკმაყოფილო ხმა ჰქონდა.
- გისმენ - ისე ვუთხარი არც კი შემიხედავს.
- ვიდეოს საღამოს გამოგიგზავნით, იმედია ისიამოვნებთ საკუთარი მეუღლის მკვლელობის ყურებით!
- სიამოვნებით დაველოდები, იმედი მაქვს უფლება მექნება მისი ცხედარი მოვითხოვო ჰო? - კედელს ვიყავი მიშტერებული ისე ვეკითხებოდი.
- რა თქმა უნდა, სიამოვნებით გამოგიგზავნით, რაც შეეხება ბიზნესს…
- შეგიძლიათ გაიყოთ და ისე გაით*აროთ! - ირონიული გამომეტყველებით ავხედე, ფერი დაეკარგა და აშკარად ცივმა ოფლმა დაასხა - მთავარია ცუდად არ გახდეთ მერე! - ხმით ჩავიცინე და კარები მოვაჯახუნე.

***

ალბათ წარმოუდგენელია ის გრძნობა რაც მე იმ მომენტში განვიცადე, როგორც კი კარები მიიხურა და ამხელა სივრცეში მარტო დავრჩი, თითქოს ჰაერში ვიყავი გამოკიდებული მთელი სხეული ამომიტრიალდა, ისე ამეწვა კანი ტკივილისგან ვერაფრით გადავდგი ნაბიჯი, როგორ მინდოდა იქაურობა დამემტვრია, როგორ მინდოდა თითოეულისთვის ის ტკივილი მიმეყენებინა რაც მე მომაყენეს, როგორც მომექცნენ და არ დამინდეს, ღრმად ამოვისუნთქე და ლიფტამდე ძლივს მივედი.
მუხლები მეკვეთებოდა ამდენი ემოციებისგან, ჯერ კიდევ არ ვიაზრებდი, არ ვფიქრობდი იმაზე თუ რა ხდებოდა, რა გადაწყვეტილება მივიღე, როგორ გავწირე და როგორ ავირჩიე თავმოყვარეობა, არ მივეცი უფლება რომ ჩვენი სიყვარული შეელახათ, ჩვენი ნდობა და ერთმანეთის პატივისცემა ფეხქვეშ გაეთელათ.
ხალხმა ჩვენი ბედნიერება ვერ აიტანა, ვერ გვაპატიეს გაბრწყინებული თვალები და წარმატებული ცხოვრება.
სიმწრით მივედი ტაქსამდე და მოწყვეტით დავჯექი.
მხოლოდ მაშინ გამოვფხიზლდი ვიღაცამ წყალი რომ შემასხა, დაბნეულმა მიმოვიხედე და ჩემს წინ ახალგაზრდა მამაკაცი დავინახე, კარები ჰქონდა გამოღებული და როგორღაც ცდილობდა ჩემს გამოფხიზლებას.
- კარგად ხართ? - სანდომიანად გამიღიმა და წყალი მომაწოდა - მისამართი არ გითქვამთ და შემდეგ ისეთი სახე გქონდათ, ძალიან შემეშინდა!
- დიახ, მე, დიახ კარგად ვარ - ცრემლები შევიმშრალე და წყალი მოვსვი - დიდი მადლობა! - კარები მომიხურა, მანქანას მოუარა და მძღოლის ადგილი დაიკავა.
- ნამდვილად კარგად ხართ? - კიდევ ერთხელ გადმომხედა.
- დიახ, კარგად ვარ, მადლობა დიდი, მადლობა - ამოვილუღლუღე და ფანჯარას თავი მივადე.


***

“- აი როგორ ვგიჟდები ჩვენს ორიგინალურ მენეჯერზე რა რუსკა - გადაიკისკისა ლინდამ და ხელი გადამხვია - ხო იცეკვებ დღეს?
- რა ხდება? - ისეთი გამომეტყველება მიიღო ჩემს კითხვაზე აშკარად ძალიან გაუკვირდა რომ არ ვიცოდი.
- გოგო გაგიჟდი? მთელი უნივერსიტეტი ამაზე ლაპარაკობდა, შენ კიდევ არაფერი იცი - მხარი გამკრა - მოკლედ ათ გოგოს აარჩევენ და ათ ბიჭს, ვიცეკვებთ და პარტნიორებს გავცვლით იქამდე სანამ რომელიმე არ მიხვდება რომ ნამდვილი პარტნიორები არიან, ოღონდ ორივემ უნდა მიხვდეთ, თუ რომელიმე ხელს გაუშვებს აუცილებლად უნდა შეიცვალოს პარტნიორი! ლაპარაკი დაუშვებელია და შეთანხმებები! პირველი სამნი გამარჯვებულები იქნებიან! - ტაში შემოკრა აღფრთოვანებულმა - იქნებ ვიპოვო ჩემი მეწყვილე აქ მაინც?
- კარგი რა ლინდა, მთელ უნივერსიტეტს იცნობ და აქამდე იპოვიდი თუ არ მიეტმასნე ახლა!
- მაშინ იქნებ შენ გეშველოს დედაბერო! - ენა გამომიყო და სცენისკენ წამათრია - აი იწყება! - სცენაზე პირველი ავარდა და მეც თან გამიყოლა, ხელს არაფრით მიშვებდა.
- ღმერთო! რა სიმპატიური ბიჭები არიან, ამათ აქამდე ვერ ვხედავდი თუ დაიქირავეს? - ჩაიცინა და მეც გამეღიმა.
- გეყოფა ლინდუ, თორემ ყველა ჩვენ გვიყურებს!
- ვაიმე, რატომ არ გ კიდია? - თვალები აატრიალა და პირველი პარტნიორისკენ გაემართა.
მეც მომკიდა ვიღაცამ ხელი და შუაგულ სცენისკენ გამიყვანა, ნელ მუსიკას ავაყოლეთ ტანი და ჩემს მეწყვილეს ავხედე, სანდომიანი ღიმილით მიღიმოდა, ლოყები ამიხურდა და თავი დავხარე, სულ რამდენიმე წამი ვცეკვავდით, შემდეგ ხელი გამიშვა და ის ბიჭი სულ სხვამ ჩაანაცვლა, ავფორიაქდი, ბიჭების ასეთი სიახლოვე საერთოდ არ მხიბლავდა, პირიქით, რაც უფრო მეტად მიახლოვდებოდა, მით უფრო მეუფლებოდა უსიამოვნო შეგრძნება.
ამ ბიჭმაც შემიშვა ხელი და სრულიად უცხო მკლავებში გავეხვიე, ზედმეტმა სუნამომ ეგრევე ამიწვა ნესტოები და ოდნავ უკან დავიხიე, სასტიკად არ მომეწონა მისი სიახლოვე.
სანამ მე იმას ვარკვევდი ამ საშინელი სუნამოს სახელი რა იყო, არასდროს რომ არ მეყიდა, იქამდე უკვე გამოცხადდა ერთი წყვილი, შუაში გადაინაცვლეს და ისე დაიწყეს ცეკვა, აღფრთოვანებულებმა.
რამდენჯერ დავტრიალდი არ დამითვლია, მეორე წყვილიც რომ გამოავლინეს, მხოლოდ მაშინ ვიყავი მიშტერებული მათზე, უკნიდან ვიღაც რომ მომეხვია, მუცელზე თითები შემიცურა და სწრაფად შემატრიალა მისკენ.
გაოცებულმა ავხედე ჩემზე ერთი თავით მაღალ სხეულს და მთელ სხეულში ჟრუანტელმა დამიარა.
შიგადაშიგ განათება სახეს უნათებდა და მისი მწვანე თვალები საოცრად მიზიდავდა.
გაოცებული ვუყურებდი ყოველ მის მოძრაობას, თითებს ისე დაატარებდა ჩემი ხელიდან მხრებისკენ, ისე მატრიალებდა და ისე მიკრავდა გულმკერდზე გააზრებასაც ვერ ვახერხებდი, თითოეულ მის ნაბიჯს ვყვებოდი და სასიამოვნო სურნელში გახვეულს ლამის მთელი გონება მებინდებოდა.
ტუჩის კუთხეში ოდნავ გაიცინა, დამატრიალა და ზურგით ამეკრა, მისი სუნთქვა პირდაპირ კისერში მეცემოდა და ვგრძნობდი როგორ მიხშირდებოდა სუნთქვა.
ისე გამიყვანა სცენის კუთხეში და წყვილებიდან შორს დამაყენა გააზრებაც ვერ მოვასწარი, ისე მეკვროდა მისკენ შებრუნების საშუალებას არ მაძლევდა, შორიდან ვაკვირდებოდით წყვილებს და ნელნელა იხევდა უკან.
უეცრად ყველაფერი გაქრა ჩემი თვალთახედვიდან, მისი ტუჩები კისერში ჩასრიალდა და მთელი სხეული ამიწვა სიამოვნებისგან.
- რას აკე…
- ჩშშ - ყურში ჩამჩურჩულა და ცხვირის წვერი გამისვა, ღრმად შეისუნთქა ჰაერი და კმაყოფილმა ჩაიცინა.
- ვინ ხარ? - ოდნავ გამოფხიზლებულმა გავიფართხალე და როგორღაც მისკენ შევბრუნდი, ისევ მწვანეებს შევეჩეხე და გამეღიმა.
- მიშო! - ლოყაზე ნაზად მაკოცა რამდენჯერმე - მიშო დადიანი
- ბატონო მიხეილ! - გულმკერდზე ხელი მივადე და ოდნავ უკან გავწიე - ძალიან გთხოვთ დისტანცია დაიცავით და უკან დაიხიეთ! - მკაცრი ტონით ვუთხარი და წარბები შევკარი.
- ჩემით რომ იყავი გაბრუებული აშკარად უფრო მომწონდი - გამიცინა და უფრო ახლოს მიმიკრა, გული ამიჩქარდა და თითები თითქოს დაუმორჩილებელი გახდა, ისე მინდოდა მის მკლავებში ყოფნა, აღარაფერი მემორჩილებოდა - თქვენი სახელი?
- რუსკა!
- სასიამოვნოა რუსკა, მე შენ მოგიტაცე! - გამიცინა, ხელში ამიყვანა და შენობიდან სწრაფად გავარდა.
- რა მომიტაცე გაგიჟდი?
- არა, ცოლად კი არ მოგიყვანე ამ უაზრო წვეულებიდან მოგიტაცე და ჩემთან მიმყავხარ!
- ცოლად არ მოგიყვანივარ? - ვითომ გულდაწყვეტილმა მივუგე და გავიბუსხე.
- ასე თუ გააგრძელებ შეიძლება ცოლად მოგიყვანო და ამსაღამოსვე ვიმუშავოთ შენნაირ პატარაზე - ისეთი სახით მომიგო სახე გავასწორე და მოწოლილი ემოციებისგან ძლივს ამოვისუნთქე.”

- მოვედით ქალბატონო - ფიქრებიდან ტაქსის მძღოლმა გამომაფხიზლა, გავუღიმე და თანხა მივაწოდე.
სანამ ბინაში ავიდოდი იქამდე გული გამალებით მიცემდა, რა უნდა მეთქვა ჩემი 6 წლის ბიჭისთვის? როგორ უნდა ამეხსნა ეს სიტუაცია?!
ღრმად ამოვისუნთქე და ცივ კიბეზე ჩამოვჯექი.
იმის გააზრებისას რომ მიშოს ვეღარასდროს ვნახავდი ყველაფერი შემიტოკდა, ისე მომინდა იმ წამს ჩემს მკლავებში მომექცია და მთელი ძალით ჩავხუტებოდი, ჩვენი დარდი გაგვენაწილებინა და შეგვევსო ერთმანეთი, ცრემლები წამსკდა.
მუხლები მოვხარე და ხელები მოვხვიე.
სამუდამოდ უიმისობა მკლავდა, ჩემი თავის გამეტება და ყველაფრის დანგრევა მკლავდა, რაღაც საშინელი გრძნობა მივლიდა სხეულში და მაგიჟებდა.
გამუდმებით მისდამი სიყვარული მიტოკავდა გულს და მონატრება მაგიჟებდა.
ცივ კედელს მივეყრდენი და თვალები დავხუჭე, მინდოდა წარმომედგინა რომ ჩემთან იყო, მეხებოდა და მეხუტებოდა.
მისი თბილი ტუჩებით მამშვიდებდა და თითებით მეფერებოდა.

“- მართლა შენთან მივდივართ?
- დიახ, უნდა დაგათრო და შეგაცდინო - სიცილით მომიგო და ტრასაზე უფრო დიდი სიჩქარით გავიდა, სიო სასიამოვნოდ მიბერავდა ფანჯრიდან და ბოლო ხმაზე აწეული მუსიკა კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდიდა ამ გარემოს - ძალიან ლამაზი რომ ხარ უთქვამთ შენთვის?
- არა, არასდროს - მხრები ავიჩეჩე და ღიმილით გადავხედე.
- პირველი ვარ მაშინ, ისეთი ლამაზი ხარ სუნთქვას მიკრავ!
- კარგი რა - გამეცინა - მთვრალი ხარ!
- მთვრალზე კიდევ კარგად ვერ აღვიქვამ შენს სილამაზეს, დარწმუნებული ვარ რომ გამოვფხიზლდები შევიშლები შენით!
- რა რომანტიული ბიჭი ყოფილხარ, აქამდე რატომ არ გიცნობდი? - ინტერესით გადავხედე.
- იმიტომ რომ შემოპარული ვარ - ტუჩებზე თითი აიფარა “არ გამთქვაო” - ძმაკაცს გამოვყევი და საბედისწერო აღმოჩნდა ეს ვიზიტი.
არაფერი მიპასუხია, გამეცინა და მუსიკას კიდევ უფრო ავუწიე.
მის სახლთან რომ მივედით, სწრაფად გადავიდა, მანქანას მოუარა და კარები გამიღო.
- გთხოვთ ქალბატონო!
- საქალბატონე! - გავუცინე და გადავედი - არც კი მჯერა რომ უცხო ბიჭს მივყვები ბინაში - ღრმად ამოვისუნთქე და უკან ავედევნე.
- უცხო? - გაიკვირვა - რას მკადრებთ საქალბატონევ? - გაიცინე - თქვენს მომავალ ქმარს, დამიჯერეთ ეს ჩვეულებრივი მომენტია!
- უკვე გათვალე ხომ მთელი ცხოვრება? რამდენი შვილი უნდა გაგიჩინო? - გადავიკისკისე და კიბეებზე მასთან ერთად ავირბინე.
- გოგო მინდა ძალიან, იმედი მაქვს შენ დაგემსგავსება და ყოველ დილით თქვენით დავტკბები! - წამით შეჩერდა, ისეთი ბედნიერი და გაბრწყინებული თვალებით გადმომხედა შევცბი, დავიჯერე კიდეც რომ ოდესმე მისი ცოლი ვიქნებოდი და გოგოს გავუჩენდი.
ჩამეღიმა, თვითონაც მიხვდა ჩემს ფიქრებს და ისე ძლიერად მომეხვია სუნთქვა შემეკვრა.
- ავიდეთ თორემ გაცივდები - მშვიდად მომშორდა, ხელი ჩამკიდა და ბინაში ამიყვანა.
მყუდრო და პატარა ბინა ჰქონდა, ღიმილით დავათვალიერე და მისაღებში ჩამოვჯექი.
- რას დალევ?
- რაც გაქვს!
- მე ყავას ან ჩაის შემოთავაზებას ვაპირებდი, მაგრამ შენ ისე მიყურებ ვისკსაც გადაკრავ! - გაიცინა და ხელები ერთმანეთს გაუხახუნა.
- არაყი ხო არ გაქვს?
- მაქვს, აბა არ მაქვს?
- ხოდა ეს ვისკობები და სვეცკობები დ ავიკიდოთ ოქეი? - თვალი ჩავუკარი და ფეხები მაგიდაზე შემოვაწყვე.
- აი გეუბნები ჩემი მომავალი ცოლი ხარ მეთქი და არ გჯერა რა! - სწრაფად გავიდა და არყის ჭიქებით დაბრუნდა.
- რას გაუმარჯოს?
- ჩვენს შეხვედრას - გავუცინე და სწრაფად გადავკარი.
იმ საღამოს იმდენი დავლიეთ, იმდენი ვიცინეთ და იმდენი ვიცეკვეთ, ფეხზე ვეღარ ვიდექი, ბოლოს მხოლოდ ის მახსოვს როგორ იწვა მიშო დივანზე და მე მის გვერდით, რაღაცას ვითვლიდით,
ზუსტად არ მახსოვს რას მაგრამ ძალიან ძალიან ბედნიერები ვიყავით.”

- აქ რატომ ზიხარ? - მეზობელმა ხელით შემანჯღრია და გამომაფხიზლა - ხომ მშვიდობაა ჩემო ლამაზო?
- დიახ, მშვიდობაა - გავუღიმე და ფეხზე წამოვდექი - უკაცრავად!
- ყველაფერი კარგად იქნება ღვთის წყალობით შვილო - ამოისუნთქა და კიბეებზე ავიდა - აგერ ჩემი ბიჭი სამსახურიდან დაითხოვეს, დავრჩით ისე საჭმლის გარეშე, მაგრამ რას ვიზამთ? ნელნელა დალაგდება ყველაფერი იმედია - სევდიანად გამიღიმა და ზუსტად ჩვენს გვერდით ბინაში შევიდა.
თავი დავხარე და ლასლასით მივუახლოვდი კარებს.

***

- დე მოხვედი? - შვილის იმედიან თვალებს ვერ გავუძელი, მუხლებზე დავეცი და მთელი ძალით მოვეხვიე, თითქმის მისნაირი სურნელი ჰქონდა, მაგრამ მაინც განსხვავებული, მიშოსგან მხოლოდ პატარა გეგა დამრჩა, ერთადერთი სიხარული და ნათელი წერტილი ჩემს ცხოვრებაში - მამიკო სად არის დე? - ჩემი ცრემლიანი თვალების დანახვისას შეშინდა და თითებზე მომეჭიდა - მამიკო სად არის დე? - კითხვა გამიმეორა და თვითონაც აუწყლიანდა თვალები.
- მაპატიე ჩემო პატარა, მაპატიე გთხოვ, პირობა ვერ აგისრულე - მის წინ ჩავხარე თავი და ავქვითინდი, ვერ ვუძლებდი კიდევ ერთ იმედგაცრუებულ თვალებს, ვერ ვუყურებდი როგორ ქრებოდა მასში სიხარულის ნაპერწკლები.
- არ იტირო გთხოვ - თავი ამაწევინა და ცრემლები შემიმშრალა, გამეღიმა, თვითონ ცრემლიანი ჰქონდა თვალები და ჩემზე ზრუნავდა.
თითებზე ვაკოცე და ფეხზე წამოვდექი.
- დე, ლინდა დეიდა წაგიყვანს მასთან ხო? წაყვები?
- ნინელი? - თავის ძიძას ახედა და შემდეგ მე გადმომხედა.
- ნინელის სახლში ელოდებიან, ხვალ აუცილებლად მოვა - როგორც შემეძლო ისე გავუღიმე და ძიძას დავემშვიდობე.
- შენ ხომ აღარ იტირებ დე?
- არა, აღარ ვიტირებ გეგა, აღარ! - რაც შემეძლო ძლიერად ჩავეხუტე და ლინდას წერილი მივწერე.
წესით შენს მოლოდინში უნდა ვყოფილიყავით ამ წამს, მაგრამ ჩვენთან ფეხაკრეფით იყო შემოპარული დაუამებელი ტკივილი და მარტოობის საშინელ კლანჭებში ნელნელა ცდილობდა ჩვენს მოქცევას.
ლინდამ შეშლილი სახით შემოგლიჯა კარები, სწრაფად მოგვიახლოვდა და უთქმელად მოგვეხვია.
- გამაგრდი გეხვეწები, რაც არ უნდა იყოს რუსო, გთხოვ გამაგრდი გემუდარები! - ამოიტირა და თმებზე მომეფერა.
- წაიყვან გეგას?
- წავიყვან, მაგრამ შენ როგორ დაგტოვო მარტო? - სახე შეეცვალა და მხრებზე მომეჭიდა - სისულელეს ხომ არ გააკეთებ რუსო? ბავშვზე იფიქრე იცოდე!
- რას მეუბნები ლინდა? - ცარიელი თვალებით შევხედე და სასოწარკვეთილებამ მომიცვა, იმის გააზრებამ რომ ლინდას ეგონა თავს რამეს დავუშავებდი ბოლო მომიღო.
- მაპატიე გეხვეწები, უბრალოდ მეშინია, შენ, შენ ვერ ხედავ შენს თავს! - ხელები აუკანკალდა და სახეზე ჩამოისვა - წაშლილი ხარ გესმის, უბრალოდ ნახე რა დღეში ხარ გთხოვ - სარკე მომიტანა და ჩამახედა.
იქედან სრულიად განადგურებული ქალი მიყურებდა.
გულიც არ შემტოკებია, ისევ არაფრის მთქმელი მზერით შევხედე, წამოვდექი და კარებისკენ დავიძარი.
- გთხოვ, მე თვითონ დაგირეკავ და წავიყვან, კარგი? - მშვიდად მივუგე და კარები მივკეტე.
წუთიც არ იყო გასული ისტერიული ხარხარი რომ ამივარდა, მოწყვეტით დავეცი იატაკზე და ოთხად მოვიკეცე.
რაღაცეებს ვხატავდი, ცრემლები ერთმანეთის მიყოლებით მცვიოდა, ხან ვიცინოდი, ხანაც ვტიროდი, შიგნიდან რაღაც დროდადრო მტოკავდა, კრუნჩხვებში მაგდებდა და მაგიჟებდა.
ხან იქეთ გადავბრუნდებოდი, ხან აქეთ და გიჟივით ვიქნევდი ხელ-ფეხს.
არც კი ვიცი რას ვაკეთებდი, უბრალოდ ვუყურებდი ჭერს და მის თვალებს ვიგონებდი.

“- საქალბატონე რუსკა, შეგიძლიათ დრო დამითმოთ და შემხვდეთ? - როგორც კი ტელეფონი ავიღე ეგრევე მომაყარა და გაიცინა, მეც გამეღიმა და ლინდას თვალი ჩავუკარი.
- ბატონო მიშო, ხომ ვერ მეტყვით აქამდე სად ბრძანდებოდით? - სერიოზული ტონით ვუპასუხე.
- მოგატყუებ და გეტყვი რომ მთელი დედამიწა შევძარი შენი ნომრის გასაგებად!
- რა ირონიაა, მოდი ახლა სიმართლე გამიმხილე - გავიცინე და ყავა მოვსვი.
- კარგი ჰო, პრობლემები მქონდა და ვაგვარებდი, შევძლებ თქვენს ნახვას?
- კიდევ ერთ კვირაში დამირეკეთ და პასუხს მოგახსენებთ!
- საქალბატონე რუსკა, მე არაფერი შემიშლის ხელს თუ კიდევ ერთხელ მოგიტაცებთ, ბინასთან გელოდებით 15 წუთში, ლინდას მოკითხვა გადაეცით - კოცნის იმიტაცია გააკეთა და გამითიშა.
თვალებდაქაჩულმა გადავხედე ლინდას და მისი გამომეტყველებიდან მივხვდი ვინ გაუმხილა ბატონ მიშოს ნომერი.
- არ მჯერა რომ ეს გააკეთე!
- შენი ბედია, რატომ არ გჯერა? - გაიკვირვა და ფეხზე წამოდგა - გადავედი მე სახლში, ჭკვიანად იყავი გკოცნი - გაიცინა და კარები გაიჯახუნა.
დაბნეული ვიყურებოდი მთელი 10 წუთი, ბოლო ხუთ წუთში კი ქარბორბალასავით დავტრიალდი და ისე სწრაფად ჩავიცვი საკუთარი თავის გამიკვირდა.
მსუბუქი მაკიაჟი და ზუსტად ჩავედი ქვემოთ.
- ვიფიქრე დავაგვიანებ მეთქი, მაგრამ მერე მივხვდი რომ სხვებს არ გავხარ და ადრე მოვედი - ხელებგაშლილი წამოვიდა და მთელი ძალით მომეხვია, ოდნავ მეუცხოვა მისგან ასეთი საქციელი, მთვრალს ნამდვილად არ ჰგავდა - აბა როგორ ხარ? - გამომაფხიზლა და მანქანის კარები გამიღო.
- კარგად თავად? - ცალი წარბი ავუწიე და ისე ჩავჯექი.
- გამოვისყიდი დანაშაულს გპირდები - გაიცინა და სწრაფად დაჯდა საჭესთან.
- სად მივდივართ? ისევ შენთან სახლში? - სიცილით გადავხედე, მაგრამ ეგრევე გამახსენდა რომ გაბრაზებული ვიყავი და სახე დავასერიოზულე.
- ბლინები ვჭამოთ? - ბლინების ხსენებაზე თვალები გამინათდა - კარგი ვიცი რომ გიყვარს, აქვე კაფეში შევიდეთ, ნუტელით და ბანანით, ძალიან გემრიელი იქნება?
- აუ კი რა, მალე მივიდეთ გთხოვ! - ბედნიერმა შევხედე და თვითონაც გაეცინა.
კაფის წინ გააჩერა მანქანა, სწრაფად გადავიდა და მეც უკან მივყევი.
როგორც ჩანს მანქანის კარების გაღებას აპირებდა ჩემთვის და შუა გზაზე გაჩერდა.
- ეე, კაი რა! კულტურისა და ჯენტლმენობის კურსებს მირღვევ!
- ნუთუ დადიხარ? - გავიოცე და კაფისკენ ავიღე გეზი.
- თავი უნდა მოგაწონო - გაიცინა და შესასვლელი კარი მაინც გამიღო - მხოლოდ თქვენს შემდეგ!
- კარგი რა, გეყოს - თავი გავაქნიე და პირველი თვითონ შევატარე.”

იატაკზე ვიწექი და მოგონებებს ვუღიმოდი, ყოველ მის გამოხედვას ვიხსენებდი და ხელები მხრებზე მქონდა შემოხვეული, ვცდილობდი ცარიელი ადგილი შემევსო მაგრამ არაფერი გამომდიოდა.


“რუსკა ტუჩები მოიწმინდე რა გთხოვ”
“რა ლამაზი ხარ”
“რა სასიამოვნოა შენს გვერდით ყოფნა”
“დღეს მინათებ რუსკა!”
“შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორ არ მინდოდა იქ წამოსვლა, მაგრამ მაინც არ მიშვებდა რაღაც, ოდესმე ხომ მაინც შევხვდებოდით ერთმანეთს?”
“ალბათ როგორი სუსტი, რომანტიკოსი ვარ ახლა შენს თვალში არა? უბრალოდ ემოციებს ვერ ვიკავებ მაპატიე რა, ასე ხდება როდესაც რაღაც ახალს და უცხოს ვეჯახები, უბრალოდ ძალიან ძალიან სხვანაირი ხარ რუსო”


ფეხზე წამოვდექი, მისი თბილი ფრაზები ტვინში მიტრიალებდა, ცარიელი კედლები და კუთხეები განუწყვეტლივ მეჯახებოდა, ფილტვებს ისე მიქოლავდა თითოეული ამოსუნთქვა ვერ ვმოძრაობდი, აბაზანაში შევედი და ცივი წყალი მოვუშვი.
შიგნით ჩავჯექი და ვცდილობდი როგორმე ემოციები შემეცვალა, სიცივეს ყველაფერი გაეყინა და აღარ მეგრძნო.
არ მინდა ამას ვგრძნობდე, არ მინდა ასე ცუდად ვიყო, ოდესმე ხომ გაივლის?!
ოდესმე ხომ შემისმუბუქდება დანაშაულის გრძნობა?!
ტკივილისგან პირს ვაღებ მინდა როგორმე ჰაერი ჩავისუნთქო, სითბოთი და სიყვარულით გაჟღენთილი, მინდა ისევ შენი სურნელი ტრიალებდეს ირგვლივ, მინდა ახლა კარი გაიღოს და შემოხვიდე, გთხოვ.
სად ხარ?!
ტკივილი მანაწევრებს შენ კიდევ არ ჩანხარ!
შემიცოდე გთხოვ,
მოდი და მომეხვიე გემუდარები მიშო, მენატრები.
იმდენად მანადგურებდა ჩემი მდგომარეობა, მომენტებში იმასაც კი ვფიქრობდი რომ არასწორი გადაწყვეტილება მივიღე, იქნებ უნდა მიმეცა მისთვის სიცოცხლის საშუალება?!
იმ წამს როდესაც მზად ვიყავი ფეხშიშველი გამერბინა გზა მის გადასარჩენად, ეგრევე მიშოს სიტყვები მიტივტივდებოდა და ყველაფერი ცხრებოდა ირგვლივ.

“- აი ისეთი ხარ რა რუს!
- როგორი?
- ზუსტად ვიცი არასდროს ვინანებ შენთან ყოფნას და ვიცი არასდროს გამიცრუებ იმედებს!
- ეს რას ნიშნავს?
- შენი გადაწყვეტილება ყოველთვის სწორი იქნება, რაც არ უნდა მოხდეს იმიტომ რომ ყველაზე მაგარი გოგო ხარ და ყველაზე მართალი!
- კარგი რა მიშო, შენთვის ყველანაირ საზღვარს გადავალ - თითებზე ვაკოცე და ოდნავ მივეხუტე - შენთვის ყველაფერს შევძლებ ხომ იცი არა?!
- ჩვენს სიყვარულს ნუ გათელავ ოღონდ რუს, ყველა საზღვარს გადადი ჩვენი სიყვარულის გარდა, არ გვაპატიებს, ხომ იცი რომ არ გვაპატიებს ერთმანეთის დანგრევას, არასდროს დაივიწყო ეს სიყვარული! - შუბლზე მკოცნის და უფრო ძლიერად მიხუტებს”

თითქოს ახლაც ვგრძნობ მის ტუჩებს შუბლზე და მეღიმება, შემდეგ ისევ ცივ წყალს ვგრძნობ და ზიზღის გრძნობა მიტანს.
სიმწრით გადმოვდივარ კაბინიდან და იქვე ვჯდები, მთელი სხეული მიკანკალებს მაგრამ არაფერი მაინტერესებს, საერთოდ არაფერი მადარდებს.
ის ისაა უნდა გავითიშო, სიამოვნებისგან მეღიმება, ლინდას კივილი რომ მესმის, გიჟივით დარბის აქეთ იქეთ და ცდილობს გონზე მომიყვანოს.

“- რუუს! რუუს - ბოლო ხმაზე ყვირის მიშო და თან იცინის, ღამის ორი საათია გაბრაზებული ვუყურებ ფანჯრიდან.
- რამ გადაგრია ბიჭო? - გადავძახე და გამეცინა მის მდგომარეობაზე.
- აი მთელმა შენმა სამეზობლომ და საერთოდ საბურთალომ იცოდეს რომ სიგიჟემდე მიყვარხარ! - ბოლო ხმაზე დაიყვირა და იქვე ჩამოჯდა - ჩემი სასწაული ხარ რუს მხოლოდ ჩემი!
ისე გაუაზრებლად გამოვაღე კარები და ჩავირბინე კიბეები, იქვე ჩამომჯდარს პირდაპირ შევახტი და ბედნიერი ჩავეხუტე.
- მეც მიყვარხარ მიშო, სიგიჟემდე მიყვარხარ - ჩავჩურჩულე და იმ დღეს პირველად ვიგრძენი მისი ტუჩების სითბო, მისი გემო და მთელი სხეულით შევიგრძენი ჩვენი სიყვარული.”

- გამოფხიზლდი რა რუსო გთხოვ რა - ლინდა მირტყამდა, მაგრამ რეაქცია არ მქონდა იმიტომ კი არა რომ ვერ ვგრძნობდი, არამედ იმიტომ რომ არ მინდოდა! არ მინდოდა ამ მოგონებებიდან გამოსვლა და რეალობასთან შეჯახება.
ვერ ვიტანდი ამ ყველაფერს ირგვლივ, არ მიხაროდა არაფერი, იმ მომენტში არავინ მინდოდა მიშოს გარდა.
როგორ მინდოდა წამით მაინც მოსულიყო და ეთქვა გამოფხიზლდიო, ძლიერი იყავიო, თუნდაც ბოლოჯერ ოღონდ ჩავხუტებოდი, ოღონდ მისი თითები შემეგრძნო იმ წამს.
- გამოფხიზლდი მეთქი რუსო! - ბოლო ხმაზე დაიკივლა ლინდამ და უფრო ძლიერად გამარტყა, თავი გადავაგდე და ლოყა საშინლად ამეწვა, მაგრამ ჩემს ტკივილთან შედარებით ეს მალამოსავით იყო.
- გამოვფხიზლდი - ამოვიბურტყუნე და არც მიფიქრია რომ გავსწორებულიყავი, ისე ვიწექი და ისე მქონდა თავი გადაგდებული, როგორც იქამდე ვიყავი.
- რუსო მოდი აზრზე, რანაირად იქცევი? რა მოხდა თქვი!
- მოკლავენ მიშოს
- რას იზამენ? რას ამბობ? საიდან მოიტანე?
- მე ავირჩიე ასე!
- რატომ აირჩიე ასე რუსო რატომ? არ გქონდა სხვა არჩევანი მიშოს სიკვდილის გარდა? - მაიძულა რომ წესიერად დავმჯდარიყავი და თვალებში შემეხედა.
- კი, როგორ არა სოსოსთან უნდა დავწოლილიყავი - ირონიუალად გავიცინე და მერე გადავიხარხარე - გესმის? იმ ნაგავთან და ამით უნდა შემელახა მიშოს თავმოყვარეობა - ლინდამ თავი დახარა და ვერაფერი მითხრა, ღრმად სუნთქავდა და ზუსტად ვიცი ფიქრობდა რომ ჩემს ადგილზე ალბათ იმ ნაბიჯს გადადგამდა - მე ვერ ვიზამდი, ვერ გავაკეთებდი, ამას მიშოს ვერ ვაკადრებდი, იმედი მაქვს რომ მაპატიებს გამიგებს, სიკვდილის წინ მაინც არ გამიხსენებს ზიზღით, არ იფიქრებს რომ გავწირე და მის გამო ამის გაკეთება არ შემეძლო! - საწოლის თავს თავი ჩამოვადე და ამოვისუნთქე - ჩემი მიშო! - ცრემლები ერთი მეორის მიყოლებით ჩამომიგორდა თვალებიდან და ადვილად გაიკვლია გზა ყელისკენ.
იმ ადგილებისკენ სადაც ყოველ დილით მეხებოდა ჩემი სიცოცხლე, მიკოცნიდა და ცდილობდა ჩემი ღიმილი გამოეწვია.
- ყველაფერი კარგად იქნება! - ისე ძლიერად მომეხვია, თითქოს ოდნავ ვიგრძენი შვება, მაგრამ ჩემი ტვირთი იმდენად დიდი იყო, ვერავის გავუნაწილებდი, მარტო უნდა მეთრია და გამეძლო.
- შენი ტელეფონია მგონი - თავი წამოწია ლინდამ და მისაღებში გავიდა - რაღაც მოგივიდა, ვიდეოა!
როგორც კი ეს გავიგე მთელი სხეული ამიკანკალდა, საწოლიდან კედლისკენ გადავხოხდი და კუთხეში მივიყუჟე.
- არ გახსნა, არ გახსნა არაა! - დავიკივლე და ყურებზე ხელები ავიფარე - არ გახსნა ლინდა არ გამწირო გემუდარები, არ გახსნა გთხოვ! - ბოლო ხმაზე ვკიდოდი და აქეთ იქეთ ვირწეოდი - ხომ არ გამწირავ? არ გახსნა რა გთხოვ გემუდარები - ცრემლიანი თვალებით ვემუდარებოდი და ხელებზე ვეკიდებოდი.
- არ გავხსნი რუსო, გპირდები არ გავხსნი, მოდი დამშვიდდი, აი ეს დალიე გთხოვ, კარგი? - რაღაც წამალი დამალევინა ძალით და მომეხვია.
ნელნელა მოვდუნდი, თითქოს ჩემი ტკივილი ჩაცხრა და ბურუსში გაეხვია, შემდეგ კი საერთოდ გაშავდა ყველაფერი და ჩამეძინა.

***

გამოფხიზლებას ვიწყებდი, ნელნელა მიბრუნდებოდა მგრძნობელობა, უეცრად გასროლის ხმა რომ ჩამესმა და ლინდას სასოწარკვეთილი ქვითინი. 
ჩემმა გონებამ ეგრევე აღიქვა თუ რისი ხმა გაიგო და ისეთი საპასუხო დარტყმა მომაყენა, მთელი სხეული შემიტოკდა.
ოდნავ წამოვიწიე და ისე დავაღე პირი თითქოს ვიხრჩობოდი, ვერაფრით ამოვისუნთქე, ვერაფრით დავიმორჩილე კიდურები.
თვალებიდან განუწყვეტლივ მცვიოდა ცრემლები და მთელი სხეულით ვცახცახებდი.
- რუსო, რუსო, რუსო - ლინდა მომვვარდა და მამშვიდებდა, მაგრამ არაფერი მშველოდა, შეშლილი მიყურებდა და ცდილობდა ჩემს დამშვიდებას, ბოლოს გაიქცა და ისევ რაღაც მოიტანა, რაღაც ძალით დამალევინა წვეთები, ყველაფერს აღვიქვამდი მაგრამ ვერ ვინძრეოდი, გიჟივით ვაღებდი პირს და ვხურავდი, ჩემი სხეული სრულიად არაადეკვატური იყო იმ მომენტში.
- ჩშშ ჩემო პატარა, ყველაფერი კარგად იქნება გპირდები, ძლიერი უნდა იყო რუსო გთხოვ - თმებზე მეფერებოდა, თავი მუხლებზე მომეთავსებინა და ფრთხილად მისვამდა თითებს - მე შენთან ვარ რუსო, ყველა შენთან ვართ!
- მორჩა? - დამშვიდებულმა ცრემლიანი თვალებით ავხედე და ამოვისუნთქე.
უხმოდ დამიქნია თავი და ცრემლები წასკდა.
თვითონაც კანკალებდა, მე კი ძლიერი გამაყუჩებლის ქვეშ ვერაფერს ვგრძნობდი, ვხვდებოდი როგორ ებრძოდა ტკივილი წამალს, როგორ მიბრუნდებოდა მთელი შიგნეულობა, როგორ ბუყბუყებდა ბრაზი მაგრამ ვერაფერს ვაკეთებდი.
ტელეფონზე ზარი გაისმა, ლინდამ სწრაფად უპასუხა, შემდეგ გაფითრდა, ტელეფონი ჩამოიღო და ხმამაღალზე ჩართო.
- როგორ ხარ რუსო? იმედი მაქვს ვიდეო მოგივიდა და უყურე, შენი არჩევანი იყო - სოსოს საშინლად კმაყოფილი ხმა გაისმა და ამაზრზენი სიცილი - როდის გადმოგისვენოთ თქვენი ქმარი?
- ამ საღამოსვე! - მშვიდი ხმით ვუპასუხე, აშკარად არ ესიამოვნა ასე რომ ვიყავი და ნერვიულად ჩაახველა.
- ასე მშვიდად ხარ?
- ჰო, რა აზრი აქვს კივილს და წივილს? რა შეიცვლება - უდარდელად ვუპასუხე და ღრმად ამოვისუნთქე.
- ამ საღამოს ვერ მოხერხდება, მაგრამ ხვალ დილით აუცილებლად გველოდე!
- შენი ფეხი არ დავინახო აქ მოდგმული, თორემ გეფიცები დანით მოგაჭრი ორივეს! - კბილებს შორის გამოვცერი და ტელეფონი გავუთიშე.

***

ის დილა არ მახსოვს,
ის დღეები ისე არის ჩემი გონებიდან ამოშლილი ჩემი ქვეცნობიერი არ მაძლევს უფლებას რომ გავიხსენო.
ჩემი ქმრის სხეული ისეთ მდგომარეობაში მოიტანეს ვერავინ უყურებდა, საშინლად გამოიყურებოდა, მთელი დედამიწა შევძარი კივილით, მხოლოდ ეს მახსოვს როგორ დავემხე და ვქვითინებდი, მერე ყველაფერი შავი იყო, ჩემი ბინა, ჩემი ოთახი, ჩემი დღეც შავი იყო და ღამე ხო საერთოდ.
ვინ იცის მერამდენე ღამეს ვათენებდი, ვინ იცის მერამდენედ ვატრიალებდი ჩვენს მოგონებებს.

“- შენი თითები ჩემი წამალია რუსო, თუ გინდა რომ ვიცოცხლო შემეხე და ესეც საკმარისი იქნება - თითებზე მკოცნის და მთელი გულით მიღიმის.
- მპირდები რომ ეს გიშველის მიშო? - ცრემლიანი თვალებით ვუყურებ და ძლიერად ვეხუტები.
- რისი გეშინია? ჩვენი სიყვარულის ყველაფერს მოერევა, მე თუ არა ჩვენი გრძნობა იქნება შენთან და ის მოგცემს ძალას, ყველაზე ძლიერი ხარ შენ და არ დაივიწყო, შენი იმედი მაქვს!”

შეგეხე,
მაგრამ ამან არ გიშველა მიშო, მთელი ღამე გეფერებოდი და არც კი შერხეულხარ!

***

- მიდიხარ?
- მივდივარ ლინდა!
- როდის დაბრუნდები?
- როდესაც მზად ვიქნები შურისძიებისთვის, გპირდები, დავბრუნდები და ყველას სისხლად ვადენინებ ჩემი ცხოვრების დანგრევას, იმ ნანგრევებში მოვაყოლებ და შორიდან დავტკბები..
- მაშინებ რუსო!
- შურისძიების დროა ლინდა, შურისძიების დროა! - ორაზროვნად ჩავილაპარაკე, გეგას ხელი მოვკიდე და აეროპორტისკენ დავიძარი.
კანადაში მიშოს ნათლია მელოდება ჩემი იმედი, მეორე იმედის თითები კი ხელებში მაქვს მოქცეული და გამუდმებით ვეფერები,
ძლიერი უნდა ვიყო და ძალიან მალე დავბრუნდე.

დავბრუნდი..
ველოდები თქვენს შეფასებას და ბოდიში შეცდომებისთვის...



№1  offline წევრი Kalina

მგონი, ამდენ ხანს სუნთქვა არასდროს არ შემიკავებია.
რა გააკეთე??
ვა ი მეე.
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№2  offline წევრი An_Gel

"რა ვიცი, ნახე თუ მოგეწონებაო" - ამაზე მითხარი?! unamused
უნამუსობაცაა და უნამუსობაც!
აქ აე დაგიწყებ ახლა ახსნას,რა მომეწონა,რატომ მომეწონა და როგორ. მარტო ის იცოდე,რომ სიგიჟემდე მიხარია შენი ასეთი უეცარი დაბრუნება. ( რა ინტრიგანი მუზა გყავს მოკლედ, ჩვენ შორის ჩორტის ჩაგდება უნდა joy joy )
მიყვარხარ ძალიან. გეცოდინება ეს, ჩემი ჭკვიანი ციკო ხარ შენ joy
დანარჩენი პირადში heart_eyes

 


№3  offline მოდერი Maiaabuladze

მგონი ასე დაძაბულს დიდი ხანია არაფერი წამიკითხავს..
უმაგრესი გოგო ხარ და მომნატრებიხარ ❤

 


№4 სტუმარი Ni

Ar datovo ese gaagrdzele dzalian kargia

 


№5  offline წევრი aNuGi

ელპინი
გავიღვიძე ახლა და ვიფიქრე,სად არიან ეს ახალბედები,დაიკარგნენ-მეთქი და ამ დროს შემოვდივარ საიტზე.
აი,თუ არ არსებობს რაღაც,რა.
შენ საოცრება ხარ,ანა.
ძლივს დაბრუნდი.
როგორ მიხარია.
ემოციებს თავს ვერ ვუყრი.
ძალიან,ძალიან მომეწონა!
იცოდე,არ დააგვიანო :დდდ
სიყვარულით ელპინი(ანა).

ძალიან ძალიან დიდი მადლობა ჩემო საყვარელო ასეთი კომენტარისთვის, ვერც კი წარმოიდგენ როგორ გამახარე <3 ვეცდები არ დავაგვიანო <3

მარიკუნაა♥️
მგონი, ამდენ ხანს სუნთქვა არასდროს არ შემიკავებია.
რა გააკეთე??
ვა ი მეე.

<3 ძალიან დიდი მადლობა მარიკუნა არვიცი რა გავაკეთე :დ

An_Gel
"რა ვიცი, ნახე თუ მოგეწონებაო" - ამაზე მითხარი?! unamused
უნამუსობაცაა და უნამუსობაც!
აქ აე დაგიწყებ ახლა ახსნას,რა მომეწონა,რატომ მომეწონა და როგორ. მარტო ის იცოდე,რომ სიგიჟემდე მიხარია შენი ასეთი უეცარი დაბრუნება. ( რა ინტრიგანი მუზა გყავს მოკლედ, ჩვენ შორის ჩორტის ჩაგდება უნდა joy joy )
მიყვარხარ ძალიან. გეცოდინება ეს, ჩემი ჭკვიანი ციკო ხარ შენ joy
დანარჩენი პირადში heart_eyes

ჰმ, ციკუნაა, რა ვქნა რა ჩემი ბრალია ასე მოვარდა ქარბორბალასავით და გადამიარაა <3
მეც ძალიან ძალიან ჩემო სიხარულო <3

Maiaabuladze
მგონი ასე დაძაბულს დიდი ხანია არაფერი წამიკითხავს..
უმაგრესი გოგო ხარ და მომნატრებიხარ ❤

ძალიან დიდი მადლობა, მეც ძალიან მომენტრეთ მაი <3 <3 <3

Ni
Ar datovo ese gaagrdzele dzalian kargia

ძალიან დიდი მადლობა <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№6  offline წევრი Indigo

იმასაც ძლივს ვახერხებ, გითხრა დამამუნჯე.
ისე ცუდად ვარ, ვეღარ ვსუნთქავ.
მემგონი კითხვის დაწყებისას რო ჩავისუნთქე აღარც ამომისუნთქია.
ესე არ შეიძლება!
როგორ?
რატომ?
რისთვის?
უბრალოდ არ შეიძლება!
მართლა ვერ ვხვდები რა უნდა გითხრა.
ცარიელი ვარ.
დაცლილი!
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№7  offline წევრი aNuGi

Indigo
იმასაც ძლივს ვახერხებ, გითხრა დამამუნჯე.
ისე ცუდად ვარ, ვეღარ ვსუნთქავ.
მემგონი კითხვის დაწყებისას რო ჩავისუნთქე აღარც ამომისუნთქია.
ესე არ შეიძლება!
როგორ?
რატომ?
რისთვის?
უბრალოდ არ შეიძლება!
მართლა ვერ ვხვდები რა უნდა გითხრა.
ცარიელი ვარ.
დაცლილი!

ვაიმე ჩემო საყვარელო, არც კი ვიცი რა გითხრა :( <3 სიტყვები არ მყოფნის რომ პასუხი გაგცე, ჩემთვისაც ძალიან მძიმეა, მეც არ ვსუნთქავ მგონი, როდესაც ვწერ :\ <3 <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№8  offline წევრი Mariam Shengelia_3

ეს რაიყო! სინთქვაშეკრული ვკითხულობდი სულ! გავგიჟდი გადავირიე! ზოგადად პირველი თავით არასდროს ვაფასებ არაფერს მაგრამ ეს რაღაც საოცრება იყო.
სულ ნუ გამაფრენინებ! გააგრძელე და მალე დადე!
არაჩვეულებრივია და უმაგრესი ხარ შენ!!!

 


№9  offline წევრი mimimimo

ეს ვინ/რა ნახა ჩემმა თვალებმა.
როგორ გამიხარდ(ი)ა.
ეს რა წავიკითხე.
სასწაული, რომ ხარ
ეგ იცი
მაგრამ
სასწაულზე სასწაული, რომ ხარ?
ვგიჟდები შენზე.
ბოლომდე მეგონა, რომ არ მოკლავდნენ
ან
აი, როგორც ფილმებშია
ვინმე უშველიდა
ან რაღაც
გადარჩებოდა, რა
მაგრამ
(ჩვენ ფილმებს არ ვუყურებთ ახლა)
შევცდი
თუმცა
მჯერა
რომ
უკეთესი წინ მ(გვ)ელოდება.
წარმატებები!

 


№10  offline წევრი londoni

ძალიან კარგიაა... ველოდები შემდეგს

 


№11  offline მოდერი sopiko

ესეც შენი პირველი ისტორია, რომელსაც წავიკითხავ.
საინტერესო დასაწყისია და თან სასწაულია, რომ ამ გოგომ ქმრის გამო იმ საშინელ წინადადებაზე თანხმობა არ განაცხადა ;დდ ფორლავის საზღვრებს გადააბიჯე, ანა :დდ
რაღაც საკუთარი მოსაზრებები მაქვს, მაგრამ ჯერ ხმამაღლა არ ვიტყვი :დდ
წარმატებები
და
გელი!

 


№12  offline წევრი aNuGi

Mariam Shengelia_3
ეს რაიყო! სინთქვაშეკრული ვკითხულობდი სულ! გავგიჟდი გადავირიე! ზოგადად პირველი თავით არასდროს ვაფასებ არაფერს მაგრამ ეს რაღაც საოცრება იყო.
სულ ნუ გამაფრენინებ! გააგრძელე და მალე დადე!
არაჩვეულებრივია და უმაგრესი ხარ შენ!!!

ძალიან ძალიან დიდი მადლობა, ვერც კი წარმოიდგენ როგორ გამიხარდა შენი შეფასება <3 <3 <3

mimimimo
ეს ვინ/რა ნახა ჩემმა თვალებმა.
როგორ გამიხარდ(ი)ა.
ეს რა წავიკითხე.
სასწაული, რომ ხარ
ეგ იცი
მაგრამ
სასწაულზე სასწაული, რომ ხარ?
ვგიჟდები შენზე.
ბოლომდე მეგონა, რომ არ მოკლავდნენ
ან
აი, როგორც ფილმებშია
ვინმე უშველიდა
ან რაღაც
გადარჩებოდა, რა
მაგრამ
(ჩვენ ფილმებს არ ვუყურებთ ახლა)
შევცდი
თუმცა
მჯერა
რომ
უკეთესი წინ მ(გვ)ელოდება.
წარმატებები!

ძალიან დიდი მადლობა, გამაბედნიერება შენმა კომენტარმა, მაქსიმალურად ვეცდები რომ იმედები არ გაგიცრუო(თ) <3 <3 <3

londoni
ძალიან კარგიაა... ველოდები შემდეგს

დიდი მადლობა <3

sopiko
ესეც შენი პირველი ისტორია, რომელსაც წავიკითხავ.
საინტერესო დასაწყისია და თან სასწაულია, რომ ამ გოგომ ქმრის გამო იმ საშინელ წინადადებაზე თანხმობა არ განაცხადა ;დდ ფორლავის საზღვრებს გადააბიჯე, ანა :დდ
რაღაც საკუთარი მოსაზრებები მაქვს, მაგრამ ჯერ ხმამაღლა არ ვიტყვი :დდ
წარმატებები
და
გელი!

სოფ, ძალიან გამიხარდა შენი დანახვა <3 ძალიან დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის და ვეცდები რომ იმედები არ გაგიცრუოთ <3 <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№13  offline წევრი Chasing liberty

ძალიან ძალიან იშვიათად მეტირება სტორიის კითხვია დროს მაგრამ ეს იმ იშვიათ შემთხვდვას მიეკუთვნება როცა რუსას განცდებს სრულიად ვიზიარებ და მტკივა,

 


№14 სტუმარი ნიო

რატომ მატირე ამდენიი არადა რა კარგ ხასიათზე ვიყავი

 


№15  offline აქტიური მკითხველი terooo

იმდენად მტკიოდა თითქოს შემუსისხირცდა ეს ტკივილი... ისე მძაფრად გაფმოეცი რომ ვიგრძენი თითოეული სიტყვის ტკივილი

 


№16 სტუმარი მადონა ხაჭაპურიძე-კიკვიძე

არ მეგონა თუ მოკლავდენ.ყოჩაღ რუსო.მაგრა არ ველოდი ასეთ დასასრულს.უნდა გვენახა რუსო როგორ იძიებდა შურს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent