ღირსება, ფული და სიყვარული(5)
თავი 5 მოლი შეეცადა სახლში უხმაუროდ შესულიყო თუმცა არ გამოუვიდა, ამას მას შემდეგ მიხვდა როცა მისაღებში სავარძელში მჯდომი ერიკი დაინახა -იმედია კარგი არგუმენტები გაქვს თავის გასამართლებლად -ერიკის ხმაში აშკარა სიბრაზე გამოკრთოდა -მხოლოთ ერთი არგუმენტი მაქვს, ვცდილობ ერთადერთ მეგობარს ბედნიერების მოპოვებაში დავეხმარო -მოლიმ შენიშნა როგორ გაიზარდა სიბრაზე მამამისის სახეზე -მოლი რა გემართება, ამ ბოლო დროს უცნაურად იქცევი. სულ შეიცვალე რაც ამ ხალხთან გაქვს ურთიერთობა, ახალი სოციალური გარემო შენზე გავლენას ახდენს -მამა მე არ შევცვლილვარ, უბრალოდ მინდა სელენას სდავეხმარო -საკმარისია მოლი-ხმას აუწია ერიკმა- არ მინდა იმ მდიდარი ბავშვების სახელის ჩემს სახლში ხსენება -რა ჯანდაბა დაგემართა?-მოლის სახეზე აშკარა აღშფოთება იკითხებოდა-უცხო ადამიანიც კი შენზე უკეთ მიგებს, დემიენისთვის რომ მომეყოლა მზგავსი რამ ნამდვილად მოიწონებდა ჩემს მცდელობას-ამ სიტყვების გაგონებაზე ერიკს ძარღვებში სისხლი გაეყინა -ამას როგორ მეუბნები, იმედია გული არ გწყდება რომ მე ვარ მამაშენი და არა ის -სინამდვილეში ამ მომენტში ნამდვილად არ მინდა მამაჩემი იყო-ერიკს ამ სიტყვებმა გული შეუკუმშა -ახლავე შენს ოთახში შედი სანამ კიდევ ისეთ რამეს ვიტყვით რაც ორივეს გულს გვატკენს -დაგაგვიანდა მამა, მე ყოველთვის ისეთი შვილი ვიყავი როგორზეც ყველა მშობელი ოცნებობს, მშრომელი, ბეჯითი და არც ერთხელ მომიწყვია შენთვის საცოდავი თინეიჯერული დრამა. აქამდე ჩემი მეგობარი წიგნები იყო ახლა კი როგორც იქნა ნამდვილი მეგობარი მყავს და შენ იმის ნაცვლად რომ ჩემს გამო გიხაროდეს მსაყვედურობ-მოლიმ მამას ზურგი აქცია, კიბეები სწრაფად აირბინა და ოთახში შევიდა, კარის დაკეტვის ხმაზე საძინებლიდან ნატალი გამოვიდა -ერიკ რა მოხდა? -მგონი ზედმეტი მომივიდა მასთან, მისი დაკარგვის შიშმა კონტროლი დამაკარგვინა -ასეთი რა მოხდა ძვირფასო? -მითხრა მირჩევნია დემიენ ჯონსი იყოს მამაჩემიო, ამან ლამის გამაგიჟა -ერიკ მან არაფერი იცის და ვერც გაიგებს სიმართლეს დემიენი ჯონსის შესახებ -ნატალი და ერიკი დასაძინებლად წავიდნენ, არც ერთ მათგანს არ უფიქრია რომ მოლი კარის უკან იდგა და მათ საუბარს ისმენდა, თვრამეტი წლის წინ დამარხული საიდუმლო გამოაშკარავებას ცდილობდა, არც ერთი საიდუმლო არ იმალება სამუდამოდ. მოლის ძალიან აინტერესებდა რა აკავშირებდა მის მშობლებს დემიენ ჯონსთან, მაგრამ ახლა ვერაფერს გაიგებდა ამიტომ დასაძინებლად დაწვა, თუმცა ძილი ნამდვილად არ მიჰკარებია. ის დილით ადრე ასდგა და უსიტყვოდ წავიდა უნვერსიტეტში, ნატალი მის წასვლას ვერც გაიგებდა რომ არა რაიანის მანქანის ხმა, რომელიც მოლის კართან ელოდა -დილამშვიდობისა კონკია -მოლი საშინლად გამოუძინებელი იყო რაც რაიანს შეუმჩნეველი არ დარჩენია- წუხელ საერთოდ არ გეძინა? -ვერ დავიძინე, რაღაც პრობლემები მაქვს მშობლებთან და მთელი ღამე ამაზე ვფიქრობდი -გეტყობა საშინლად გამოიყურები -მადლობა კომპლიმენტისთვის, მოდი სადმე ყავა ვიყიდოთ თორემ ლექციაზე დამეძინება -როგორც იტყვი კონკია -რაიანი კაფესთან გაჩერდა, ყავა იყიდა და სწრაფად დაბრუნდა მანქანაში -მადლობა, ჰო მართლა გუშინდელთან დაკავშირებით ჯეიმის დაელაპარაკე? -არა დღეს დაველაპარაკები, შენ კი სელენას დაელაპარაკე -კარგი დაველაპარაკები, ახლა კი ცოტას დავიძინებ სანამ უნივერსიტეტში მივალთ -მოლის ეძინა რაიანი კი გზის ნაცვლად, მის გვერდით მძინარე მშვენი ახალგაზრდა ქალს უყურებდა. უნივერსიტეტში მისულმა მოლი ფრთილად გააღვიძა -კონკია მოვედით დროა გაიღვიძო- მოლის ღრმად ეძინა და რაიანის ხმა არ ესმოდა -მოლი დროა გაიღვიძო ვაგვიანებთ -რაიანის მცდელობა უშედეგო იყო, ამიტომ მას კრეატიული იდეა მოუვიდა, მართალია თავიდან ყოყმანობდა თუმცა საბოლოოდ გაბედა და მოლის ტუჩებში აკოცა. მოლის უეცრად გაეღვიძა -სულ შეიშალე რა ჯანდაბას აკეთებ? -სხვანაირად ვერ გაგაღვიძე, ასე რომ დამნაშავე თავად ხარ -რაიანი სიცილს ვერ იკავებდა -სასაცილო სულაც არ არის, სიტუაციით ისარგებლე საძაგელო -მზად ვარ ამ დანაშაულის გამო სასამართლოს წინაშე წარვდგე -ნუ დამცინი -მანქანიდან გადმოვიდნენ და უნივერისტეტისაკენ გაემართნენ, მოლი მოულოდნელად წაბორძიკდა, რაიანმა სწრაფად მოხვია წელზე ხელი და დაცემას გადაარჩინა -ფრთხილად კონკია, არ მინდა აქ ყველას თვალწინ მიწაზე გაიშხლართო -არა ოფიციალურად ყველაზე საშინელი დილა მაქვს -მე კი პირიქით -ღიმილით თქვა რაიანმა -ამისთვის სამაგიეროს გადაგიხდი -მოლი ბრაზობდა და თან ძალიან ბედნიერი იყო ამ მოულოდნელი კოცნის გამო -კონკია ჩვენი შეთანხმება ხომ არ დაგავიწყდა დღეს ფსიქოლოგიის რეფერატის დაწერაში უნდა დამეხმარო -კარგი მაგრამ შეიძლება შენთან წავიდეთ, ჩემან დაძაბული სიტუაციაა -რა თქმა უნდა ლექციების შემდეგ წავიდეთ -რაიანმა მოლი აუდიტორიამდე მიაცილა-კონკია ახლა უნდა წავიდე, მაგრამ შესვენებაზე ლანჩი ერთად მივირთვათ -კარგი კაფეტერიაში გნახავ -რაიანი წავიდა მოლიმ კი თავისი ადგილი დაიკავა -როგორც ჩანს პრინცის გული მოიგე გილოცავ -მოლიმ გვერდით მიიხედა და ანდრეა დაინახა -მე კი მეგონა დილას უფრო ვერაფერი გამიფუჭებდა თურმე ვცდებოდი -მე მხოლოდ ის ვთქვი რაც დავინახე -ანდრეა მე და რაიანი ერთმანეთს არ ვხვდებით, ახლა კი გთხოვ ჩემი ცხოვრებიდან გაუჩინარდი, თუ რაიმე პრეტენზია გაქვს რაიანს მიმართე -არავითარი პრეტენზია ძვირფასო, უბრალოდ შენზე ვღელავ არ მინდა რაიანმა გული გაგიტეხოს, მას უამრავი გოგო ყოლია და არ მინდა მის კოლექციას შეემატო -მადლობა მზრუნველობისთვის ანდრეა, მაგრამ მე შენ არ გგავარ ჩემი გამოყენების უფლებას არავის მივცემ, ჩემს თავს შენგან განსხვავებით პატივს ვცემ -ამ სიტყვებმა ანდრეას კონტროლი დააკარგვინა და ის იყო მოლისთვის უნდა დაერტყა თუმცა ჯეიმიმ შეაჩერა -ანდრეა ახლავე შეწყვიტე არა მგონია ეს საქციელი შეგეფერებოდეს -ანდრეა ადგა და უსიტყვოდ გავიდა აუდიტორიიდან -აბა მოლი მომიყევი აქ რა მოხდა? -ისეთი არაფერი, შენ აქ საიდან გაჩნდი? -აქ ლექცია მაქ. არ მითხრა რომ რაიანის გამო გეჩხუბა? -დიახ ჰგონია რომ რაიანმა ჩემს გამო მიატოვა და პირველივე დღიდან ცხოვრებას მიმწარებს -ანდრეა ჩემი მეგობრის ყველაზე დიდი შეცდომაა, თუმცა ანდრეას უნდა სცოდნოდა რომ რაიანი მასთან დიდხანს არ დარჩებოდა -ვერ მიგიხვდი რას გულისხმობ? -არც ერთი ნორმალურ მამაკცს არ სურს ისეთ ქალთან ყოფნა რომელიც ადვილად მისაწვდომია, ანდრეა კი რაიანს პირველივე დღეს კისერზე ჩამოეკიდა -ჯეიმი კაცები ძალიან უცნაურები ხართ-მოლის გაეღიმა -რაიანს იმიტომ მოსწონხარ რომ მისი ნაცნობი გოგონებისგან განსხვავდები, პრინციპული, კეთილი და სამართლიანი ხარ და რაც მთავარია მისი ფული არ გაინტერესებს -ეს რაიანმა გითხრა? -შენი დანახვის წამიდან, გამუდმებით შენზე საუბრობს, მას შენ ნამდვილად მოსწონხარ. მე და რაიანი ერთად გავიზარდეთ, მას გამუდმებით ეხვეოდნენ გარს გოგონები თუმცა გოგოთი ასეთი აღტაცებული მე ის არასდროს მინახავს -ჯეიმის სიტვებმა მოლი დააფიქრა, თითქოს რაიანი სხვა თვალით დაინახა, თუმცა ამის აღიარების უფლება ვერ მისცემა თავს, რადგან უარყოფა უფრო მარტივი არჩევანი იყო, ის ყოველთვის გაურბოდა ისეთ რამეებს რისი გაკონტროლებაც არ შეეძლო, სანამ მისი თანატოლები სასიყვარულო დრამებით იყვნენ დაკავებული მოლი სამეცნიერო და სხვა სახის ნაშრომებს შეისწავლიდა, ყოველთვის იმის კეთება მოსწონდა რისი ახსნაც შეეძლო, სიყვარულის ახსნა კი ადვილი ნამდვილად არ არის. მოლის ლექციის დასრულებამდე ხმა არ ამოუღია ჯეიმის ნათქვამზე ფიქრობდა, თუმცა ლექციის დასრულების შემდეგ უსიტყვოდ გაემართა კაფეტერიისაკენ -აუდიტორიაში რატომ არ დამელოდე? -რაიანი მოლის დერეფანში შეხვდა -მაპატიე სულ დამავიწყდა რომ იქ უნდა შევხვედროდით -დაივიწყე, მოდი კაფეტერიაში წავიდეთ -ლანჩმა უჩვეულოდ ჩაიარა, მოლის ერთი სიტყვაც არ უთქვამს რაიანისთვის, ის ჩაფიქრებული მისჩერებოდა ერთ წერტილს. მთელი დღე ასე გაატარა მოლიმ, ფიქრებმა ისე აურიეს თავგზა რომ რაინისთვის მიცემული პირობაც კი დაავიწყდა, რაიანი მას უნივერსიტეტიდან გამოსვლისას შეხვდა -არ მითხრა კონკია რომ გაპარვას აპირებდი?! -სიცილით თქვა რაიანმა -არა რა სისულელეა, რატომ უნდა გავპარულიყავი -მოლის საუბრისას გაახსენდა რეფერატი -ჩვენ ხომ შენთან მივიდივართ -აღიარე რომ ეგ ახლა გაგახსენდა -მე არასდროს მავიწყდება მიცემული პირობა, ახლა კი წავიდეთ დასაკარგი დრო არ გვაქ -რაინის სახლმა მოლი ნამდვილად გააოცა -ასეთ სახლში რომ ვცხოვრობდე მეც შენსავით თვითკმაყოფილი ვიქნებოდი-სიცილით თქვა მოლიმ -ტყუილია კონკია, შენზე გავლენას ვერანაირი ქონება ვერ მოახდენს -ეგ არავინ იცის, ეს ვისი სახლია? -მოლიმ თითი მეზობლად მდგარი კიდევ ერთი შესანიშნავი და უზარმაზარი სახლისკენ გაიშვირა -ეს შენი უფროსის დემიენის სახლია -არ გითქვამს რომ მეზობლები ხართ -მოულოდნელად მოლიმ ბაღში გამოსული დემიენი დაინახა -თუ არ გეწყინება წავალ დემიენს მივესალმები და მეცადინეობა მერე დავიწყოთ -კარგი მე მანამდე მანქანას შევიყვან ფარეხში-მოლიმ ბაღი გაიარა, ეზოებს შორის არსებული ლამაზი ჭიშკარი გააღო და დემიენის ბაღში შევიდა, თავიდან ცოტა მოერიდა და უკან დაბრუნებაც კი დააპირა, თუმცა შემდეგ გადაიფიქრა -დემიენ როგორ ხართ? -მოლის დანახვამ დემიენი ძალიან გაახარა -ჩემო ძვირფასო აქ როგორ მოხვდი? -დემიენი მოლის მოეხვია -რაინთან სტუმრად მოვედი და ბაღში რომ დაგინახეთ თავი ვერ შევიკავ და მყუდროება დაგირღვიეთ -ძალიან მიხარია რომ ასე მოიქეცი -ამ დროს ბაღში მშვენიერი გარეგნობის შუახნის ქალბატონი გამოვიდა- მერი ძვირფასო აქ მოდი ვიღაც უნდა გაგაცნო-ქალი ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა უცნობ გოგოს რომელის დანახვაზეც მის ქმარს თვალები სიხარულით უციმციმებდა -ვინ არის ჩვენი სტუმარი დემიენ? -მერი ეს ჩემი თანამშრომელი მოლი კლარკია, ის ნამდვილი საგანძურია-მერიმ უცნაურად შეათვალიერა უცხო -მოლი ეს ჩემი ცოლი მერია -სასიამოვნოა თქვენი გაცნობა მისის ჯონს-მოლიმ მომღიმარი სახით გაუწოდა ხელი ქალბატონს -სასიამოვნო შენი გაცნობა მოლი -მერის სახეზე ეწერა რომ მოლის გაცნობამ არ გაახარა -დემიენ ახლა უნდა წავიდე თორემ რაიანის წუწუნს ვერ ავიტან, გამიხარდა თქვენი გაცნობა მისის ჯონს -სხვა დროსაც მესტუმრე ძვირფასო -მოლიმ დემიენს ხელი ჩამოართვა და ჯონსების სახლი დატოვა, რაინი მას სახლის კართან ელოდა -მეგონა ბიძია დემიენი აღარ გამოგიშვებდა -არ არის სასაცილო -რაინის მოლი სახლში შეუძღვია, მისღებში კი სახლის მომღიმარი დიასახლისი შემოეგება -რაიან ვინ არის ეს მშვენიერი ახლაგაზრდა ქალბატონი? -დედა ეს ჩემი მეგობარი მოლი კლარკია -მედისონ ადამსს სახეზე ფერი ეცვალა-მოლი ეს დედაჩემია მედისონი -სასიამოვნოა შენი გაცნობა ძვირფასო -ყალბი სიხარულით მოეხვია მედისონი მოლის -ჩემთვისაც მისის ადამს -მოლის აკვირვებდა მედისონის დაკვირვებული მზერა, ის თითქოს მის შესაწავლას ცდილობდა -ბავშვებო ალბათ გეშიებათ, რაიან სუფრა სად გავაშლევინო? -ჩვენ სამზარეულოში შევჭამთ -რაიანმა მოლის ხელი ჩაავლო და სამზარეულოსკენ წაიყვანა, სადაც რამდენიემ მოსამსახურე დახვდა -შეგიძლიათ წახვიდეთ -მოახლეები გააკვირვა რაიანის მოთხოვნამ, თუმცა პროტესტის გარეშე დატოვეს სამზარეულო-აბა კონკია რას მიირთმევ? -რაიანმა მაცივარი გამოაღო -იმას რისი მომზადებაც შეგიძია-მოლიმ სიცილი დააყარა რაიანს -მე მხოლოდ მზა საჭმილს გათბობა ვიცი, ასე რომ იმედია უკეთესი იდეა გაქ კონკია -მაკარონი გაქვს? -კი -რაიანმა უჯრები მოქექა და მკარონი იპოვნა -ძალიან კარგი, მე მაკარონს მოვამზადებ შენ კი რეფერატს დაწერ -როგორც იტყვი კონკია -მოლიმ ქურთუკი და ჩანთა სკამზე დადო და მაკარონის მზადებას შეუდგა თან რაიანს ეხმარებოდა რეფერატის წერაში, ცოტა ხანში მაკარონი მზად იყო, მაგარ იგივეს თქმა რეფერატზე ნამდვილად არ შეიძლებოდა -კონკია იმაზე რთულია ამ რეფერატის დაწერა ვიდრე მე მეგონა -რთული რა არის კლავიატურაზე სიტყვების აკრეფა?! ჩემი ნაკარნახევი რომ დაგეწერა ეხლა რეფერატი მანდ იქნებოდა -კარგი ნუ ბრაზობ კონკია, მოდი შენი მომზადებული მაკარონი მივირთვათ და მუშაობა შემდეგ განვაგრძოთ -მოლიმ და რაანმა მაკარონი მიირთვეს და მეცადინეობის გაგრძელება აუზთან გადაწყვიტეს. დიდი წუწუნისა და მოლის დარიგების შემდეგ, როგოციქნა რეფერატი მზად იყო. -ვერ ვიჯერებ რომ ეს მოვახერხეთ -რაიანის აღფრთოვანებას საზღვარი არ ჰქონდა -რადგან უკვე მოვრჩით მე წავალ -მოლიმ ნივთების შეგროვება დაიწყო -მოიცა კონკია მოდი ავღნიშნოთ, საქმის ბოლომდე მიყვანა, გინდა აუზში ვიცურაოდ -არა აჯობებს წავიდე, არ მინდა დედაშენის სტუმართმოყვარეობით ბოროტად ვისარგებლო -უარს არ მივიღებ კონკია -რაიანმა მოლის ხელი დაავლო და აუზში ჩააგდო -სულ გააფრინე?! ეს რატომ გააკეთე? -ცოტა გამხიარულდი კონკია, არ მითხრა რომ ცურვა არ გიყვარს -ცურვა მიყვარს, თუმცა აუზში ჩაგდება არა -რაიანი თანდათან მიუახლოვდა მოლის -მაშინ ბოდიში უნდა მოგიხადო ჩემი საქციელის გამო -რაიანი კიდევ უფრო მიუახლოვდა მოლის -აჯობებს წავიდე -მოლიმ წყლიდან ამოსვლა სცადა თუმცა რაიანმა ამის უფლება არ მისცა -შეწყვიტე ჩემგან გაქცევა, დროა ერთ ადგილას გაჩერდე მოლი, ამით ქვეყანა არ დაინგრევა -მე გადავწყვეტ როდის გავჩერდე-მოლიმ რაიანი მოიშორა და სასწრაფოდ ამოვიდა წყლიდან ეგონა ამით მისგან თავს დააღწევდა, თუმცა შეცდა -წასვლის უფლებას ვერ მოგცემ, მანამ არა სანამ მიზეზს არ მეტყვი -რა მიზეზზე მესაუბრები? -მითხარი რატომ იჭერ თავს ჩემგან შორს, რატომ მეთამაშები კონკია -სათქმელი არაფერია, მიზეზი არ არსებობს, უბრალოდ მე არ შემიძლია -არ შეგიძლია თავს მოდუნების უფლება მისცე-საუბარი გააწყვეტინა მოლის-არ შეგიძლია რომ წყეულ კონტროლზე უარი თქვა, კარგი რა კონკია მე ხომ ვიცი რომ ჩემს მიმართ გულგრილი არ ხარ -რაინმა მოლის წელზე მოხვია ხელი, მისკენ მიიზიდა და აკოცა, თუმცა მოლისგან საპასუხოდ სახეში სილა მიიღო. მოლიმ სასწრაფოდ აიღო თავისი ნივთები და ადამსების სახლი დატოვა, რაიანი კი იდგა აუზთან გაოგნებული. ადამსების ეზოდან გამოსულ მოლის გზად დემიენი შეხვდა -მოლი ძვირფასო კარგად ხარ?-ჰკითხა შეშფოთებულ გოგონას, რომელიც დაბნეული იხედებოდა გარშემო -არა კარგად ნამდვილად არ ვარ -მოდი აქ დავსხდეთ-ორივე იქვე მდგარ სკამზე დასხდნენ-ახლა კი მომიყევი რამ აგაფორიაქა -ეს რაიანს ეხება, ასე მგონია მისი გრძნობებით ვთამაშობ -ასე რატომ ფიქრობ ძვირფასო? -ის მზად არის ჩემთან ურთიერთობაში ნაბიჯის წინ გადასადგმელად, მე კი არ ვიცი საერთოდ ვიქნები თუ არა მზად ოდესმე -მის გვერდით რატომ ხარ? -მის გარეშე არ ვიცი რა გავაკეთო, როცა მასთან ერთად ვარ ის გამუდმებით მაცინებს. უნივერსიტეტში მისვლისთანავე თვალებით მას ვეძებ. როდესაც სახლში ვარ წუთებს ვითვლი ახალი დღის დაწყებამდე, რადგან ვიცი რომ ის დილით ჩემს სახლთან დამხვდება -მოლი შენი აზრით შენი გრძნობას რა ჰქვია?! ეს სიყვარულია ძვირფასო -არ ვიცი დემიენ არ მინდა ყველაფერი გავაფუჭო -თუ მის გვერდით ყოფნაზე უარს იტყვი გასაფუჭებელიც არაფერი იქნება. მოლი ასე ვერ მოექცევი რაიანს ან მის გრძნობას გრძნობითვე უნდა უპასუხო, ან მასთან ურთიერთობა საერთოდ უნდა გაწყვიტო, გადაწყვეტილება შენ უნდა მიიღო. მზად ხარ მის სამუდამოდ გასაშვებად? შეძლებ უყურო როგორ იქნება სხვა ადამიანთან ერთდ ბედნიერი?-მოლი ცოტახანს დადუმდა, დემიენის შეკითხვაზე ფიქრობდა. ცოტახნის შემდეგ სკამიდან წამოდგა და წასვლა დააპირა-სად მიდიხარე მოლი? -იმის გასაკეთებლად რაც აქამდე არ გამიკეთებია, თქვენ სიმართლე მითხარით ან ყველაფერი ან არაფერი-მოლიმ ადამსების სახლის ეზოში შეირბინა, იმედი ჰქონდა რომ რაიანი ისევ აუზთან დახვდებოდა და არც შემცდარა, ის ისევ აუზთან იდგა და მომხდარზე ფიქრობდა, ფიქრებიდან მოლის ფეხის ხმამ გამოარკვია -აქ რას აკეთებ? მეგონა უკვე წახვედი -თუ უკვე არ შემიძულე შეიძლება ვილაპარაკოთ? -კარგი რა კონკია, საკმარისია ჩემთან თამაში-რაიანი შებრუნდა, მოლის ზურგი აქცია და სახლისკენ გაემართა, თუმცა მოულოდნელამ მოლი ხელი ჩაავლო და წასვლის საშვალება არ მისცა-რას აკეთებ? -შენ მართალი ხარ სათქმელი არაფერია-მოლი რაიანს მიუახლოვდა და აკოცა, ეს რაიანისთვის ნამდვილად მოულოდნელი იყო-ახლაც არ დამელაპარაკები? -რაიანმა ორივე მკლავში ჩაავლო მოლის ხელი, მისკენ მიიზიდა და თვალებში ჩახედა -რის მიღწევას ცდილობ კონკია, ეს რაიმე ახალი თამაშია? -არავითარი თამაში მე გადმოვდგი ნაბიჯი შენკენ ახლა შენი ჯერია-რაინი მოლის მოეხვია -ვერ ვიჯერებ რომ ჩვენს ურთიერთობას შანსი მიეცი -ჰო ის გავაკეთე რაც არასდროს გამიკეთებია ასე რომ ეცადე არ ვინანო -ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი მომენტია -და რაიანი კვალვ მოეხვია მოლის, ამ დროს კი აუზთან მედისონი გამოვიდა, ის ნანახმა ნამდვიალდ არ გაახარა -რაიან აქ რა ხდება?-მედისონს ხმაში სიბრაზე დაეტყო -არაფერი უკვე მივდივართ დედა-რაიანმა მოლის ხელი ჩაჰკიდა და მანქანისკენ გაემართა. რგორც კი მოლი და რაიანი თვალს მიეფარნენ მედისონმა ტელეფონი აიღო და ქმარს დაურეკა -პიტერ იმედია ინფორმაცია მოიძიე მოლი კლარკის შესახებ -მოვიძიე ძვირფასო და სადაცაა სახლში მოვალ-რამდენიმე წუთში პიტერის მანქანა ეზოში გაჩერდა და თავად ჩქარი ნაბიჯით შევიდა სახლში. მისაღებ ოთახში მედისონი ადგილს ვერ პოულობდა-ძვირფასო მოვედი -სასწრაფოდ მითხარი რა გაიგე იმ გოგოს შესახებ?-პიტერს სახეზე ნერვიულობა დაეტყო -მედისონ შენ არ შემცდარხარ მოლი ის ბავშვია რომლის გაშვილებაშიც ჩვენ ვმონაწილეობდით-მედისონს სახე გაუფითრდა და მოწყვეტით ჩაეშვა ახლოს მდგარ სავარძელში -დარწმუნებული ხარ რომ ის არის? -სავსებით, მოლი კლარკი მშობლები ნატალი და ერიკ კლარკები, საცხოვრებელი ადგილიც იგივეა -დაუჯერებელია პიტერ, ახლა ამდენი წლის შემდეგ ის ჩვენს ცხოვრებაში მოულოდნელად გამოჩნდა და მნიშვნელოვანი ადგილიც დაიკავა -რა ადგილს გულისხმობ მედისონ?-პიტერი გააკვირვა ცოლის ნათქვამმა -რაიანს მოლი შეუყვარდა-ამ სიტყვების გაჟღერების შემდეგ საბოლოოდ დაირღვა სიმშვიდე ადამსების ოჯახში, სიმშვიდე რომლის მოსაპოვებლადაც ასე იბრძოდნენ, ერთ წამში ჰაერში გაუჩინარდა. წლების წინ საგულდაგულოდ დამალული სიმართლე გამოაშკარავებას მოუთმენლად ელოდა, სიმართლე რომელიც არაერთი ადამიანის ცხოვრებას შეცვლიდა. სიმართლე რომელიც ზოგს დაკარგულს დაუბრუნებს, ზოგს კი ყველაზე ძვირფასს წაართმევს. როდესაც ადამსების ოჯახი მღელვარებით იყო მოცული მოლი და რაიანი ბედნიერები იყვნენ, არც ერთმა მათგანმა არ იცოდა რა აკავშირებდა მათ ოჯახებს, ჯერ კიდევ არ ჰქონდათ წარმოდგენა იმაზე თუ რა შეუძლია ფულსა და ღირსებას მაშინ როცა სიყვარული ძალას კარგავს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.