ტკივილგამაყუჩებელი (სრულად)
თვალების გახელა მიჭირს. ნელ-ნელა ვაშორებ წამწამებს ერთმანეთს,თუმცა სინათლის აღქმისთანავე რეფლექსურად ისევ უწინდელ პოზიციას ვუბრუნდები. ასე ვიმეორებ რამოდენიმეჯერ და საბოლოოდ გვერდსაც ვიცვლი. ახლა პირდაპირ ფანჯარას ვუყურებ. ნათლად ვხედავ მუქ ფერში გაწყობილ ღრუბლებს და შეწუხებული ვკრავ შუბლს. დარწმუნებული ვარ ისევ საშინლად ცივა გარეთ, შემოდგომისთვის შეუფერებლად. ძლივს ვითრევ ტანს და სამზარეულოსკენ ფლარტუნით მივდივარ. გზაში საკუთარ თავს ვლანძღავ და ღმერთმა უწყის უკვე მერამდენედ ვდებ პირობას რომ თმას ხვალ შევიჭრი. არადა საქმე საქმეზე რომ მიდგება, მენანება ასე ნალოლიავები,შვილივით გაზრდილი თმის უცებ თავიდან მოშორება. მთელი ღამე არ ყოფნის გასაშრობად, არადა ძილის წინ მიყვარს აბაზანაში ნებივრობა. საშველს ვაყენებ და როგორღაც ვეტევი სახლიდან. დიდი იმედი მაქვს,რომ დღესაც სირბილით არ მომიწევს უნივერსიტეტამდე მისვლა. ჩემდა გასაკვირად, აუჩქარებლად ავუყევი კიბეებს და დროით შევედი აუდიტორიაში. წინ დარჩენილი რამოდენიმე ადგილიდან ერთ-ერთზე კომფორტულად მოვკალათდი და ზუსტად ამ დროს დაიკავა თავისი ადგილი ლექტორმაც.თუმცა თავიდან დაპირისპირებით დაიწყო ჩვენი ურთიერთობა,ახლა მე და ბატონი ზურაბი საკმაოდ კარგად ვუგებთ ერთმანეთს. ლექციის დასასრულსაც გამამხნევებლად ჩამიკრა თვალი და ნუ იბღვირებიო მანიშნა. არადა თითქმის ყოველ დღე მხედავს ასე და წესით უნდა მიჩვეოდა დღის ამ მონაკვეთში ჩემს არაადეკვატურად შეწუხებულ სახეს. მხოლოდ მაშინ ვხსნი შუბლს,როდესაც მახსენდება, რომ უკვე სახლში წასვლის დროა. გზად ორშაბათისთვის მოსამზადებელი კონსპექტები ამოვბეჭდე და შაბათ-კვირის სამყოფი საჭმელიც მოვიმარაგე. მთელი დღის უქმედ გატარების ნაცვლად კონსპექტებს ჩავუჯექი და საღამოსთვის ყველაფერი მომზადებული მქონდა უკვე. ახლა მთელი ორი დღე შემიძლია მხართეძოზე წამოგორებულმა გავატარო. ცხრა ხდებოდა უკვე ანამ,რომ დამირეკა ჩემთან გამოდიო. მე და ანამ ერთმანეთი საერთო ნაცნობისგან გავიცანით და უცებ ვიპოვეთ საერთო ენა. ამის მიუხედავად ახლა მასთან გასვლა მესიკვდილებოდა. ბევრი წუწუნის მიუხედავად მაინც დამითანხმა წასვლაზე.ზუსტად ვიცოდი რას გულისხმობდა ბავშვები ვიკრიბებითში და არანაირი სურვილი არ მქონდა ახლა ამ ყველაფრის ნაწილი ვყოფილიყავი. ხანში შესული ადამიანივით გამუდმებით მარტო, სიმშვიდეში ყოფნისკენ მიმიწევს გული ამ ბოლო დროს. ალბათ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობაც თამაშობს გარკვეეულ როლს ამაში. ალბათ არა, ზუსტად ვიცი, რომ მთვარი მიზეზი ეგაა. არავინ არ იცის და არც მინდა რომ გაიგონ, ჯერ-ჯერობით მაინც. ამ ყველაფერს დამატებული ნიკოლოზის სიახლოვეს ყოფნა ჩემს გონებაში განგაშის სიგნალს რთავდა. ადგილზე მისულს იმისგან რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია დამხვდა,რასაც თავდაპირველად ველოდი. მიუხედავად იმისა,რომ ამ სამეგობროში მარტოხელების რიცხვი ბედნიერი წყვილების რიცხვს რადიკალურად აჭარბებს, ეს საღამო ფაქტიურად მათ ეძღვნებოდათ. ალკოჰოლს დამატებული სასიამოვნო მუსიკა და საყვარელი ადამიანი შენს გვერდით სრული იდილეა იყო მათთვის, რასაც ვერ ვიტყვი შეკრებილთა დაუწყვილებელ ნაწილზე. და მაინც მე ღრმად მწამდა, რომ ყველაზე არაკომფორტული ახლა იქ ყოფნა ჩემთვის იყო. -არ მჯერა,რომ შენ და ნიკოლოზმა იჩხუბეთ.- შევცბი,როდესაც არსაიდან გამოჩენილი ანა ჩემს გვერდით აღმოჩნდა და რაც მთავარია ნიკოლოზზე წამოიწყო საუბარი. როგორც ჩანს ამ თემით დაინტერესებული პირების რაოდენობა საკმაოდ დიდი იყო, რადგან გარშემომყოფების ყურადღება მარტივად მივიქციეთ. ყოველივე ამას კი ნიკოლზი გარედან ადევნებდა თვალს. ამ საღამოს სულ 1-2-ჯერ გავხედე და მაშინვე ვარიდებდი მზერას, თუმცა ამჯერად ცოტა დიდ ხანს მოგვიწია ერთმანეთის შეთვალიერება. ნათლად ვხედავდი მის მზერაში ჯიბრს, სიამაყეს, სითბოს და დანაშაულსაც კი, არადა ღრმად მწამდა რომ ამ უკანასკნელის შესახებ მას წარმოდგენა არ ჰქონდა. ვეცადე საუბარს სერიოზული სახე არ მიეღო,ამიტომ სიცილით თავის კანტურს მოვყევი. ახლა ყველაზე ნაკლებად ვინმესთან იმის ახსნა მინდოდა, რაც მე თვითონაც არ ვიცოდი. -ხდება ხოლმე. თითქოს ჩემი პასუხი საკმარისად დამაკმაყოფილებელი არ იყო ახლა ბიჭებს გასძახა ანამ ეგეც მოიყვანეთ აქ, უნდა შევარიგოთო. ჩემი ელეთ-მელეთი მაშინ უნდა გენახათ გვერდზე რომ მომისვეს ჩემზე არანაკლებ შეწუხებული ნიკოლოზი. -ჰა ახლა, თქვით რა მოხდა?! - სიტუაციით გაღიზიანებულმა გადმოგვხედა ორივეს ნიკოს ერთ-ერთმა ძმაკაცმა კოკამ,რომელიც არანორმალურად მძაბავდა ყოველთვის თავისი არსებობით და გამონაკლისი არც ეს შემთხვევა იყო. გარდა ამისა, მის სიძულვილამდე არც თუ ისე ბევრი მაკლია და დაზუსტებით შემიძლია ვთქვა,რომ გრძნობა ორმხრივია. -რა გინდათ? -ნიკოს ტონის ცვლილებამ მაიძულა თავი მისკენ მიმეტრიალებინა. ყელზე გამოკვეთილი ძარღვი მიმანიშნებდა,რომ მოთმინების ფიალა ევსებოდა. როგორც ჩანს ბევრის მოთმენა მოუწია ბოლო რამოდენიმე დღის განმავლობაში. ამის გაფიქრებაზე ირონიული ღიმილი ვერსად დავმალე ამიტომ ისევ საპირისპირო მიმართულებით გავიხედე. -მოყევით რა მოხდა რაა. ფაქტია თქვენს შორის განხეთქილებაა და დეტალების ცოდნაზე მეტად თქვენი შერიგება გვინდა. არა, ისე ნუ გაიგებთ,რომ დეტალები არ გვაინტერესებს, პირიქით! მაგრამ თან შერიგდით რა- როგორც ყოველთვის სიტყვით გამოვიდა ანა. დეტალების ცოდნაზე გამოთქმულმა პრეტენზიამ თვით ჩემი გაღიზიანებაც კი შეძლო და ზუსტად ვიცი ჩემზე არანაკლებ გაბრაზდებოდა ნიკოლოზიც,ამიტომ ჩემდაუნებურად ისევ შევავლე მზერა მის სახეს. -ნიკო! - გამაფრთხილებლად დავუძახე გაღიმებულმა და თან მხარზე ხელი ჩამოვადე. შუბლშეკრულმა ჯერ მე გამომხედა და შემდეგ ისევ იქ მყოფთ მოავლო თვალი. -მე და მაშოს ერთმანეთთან დალაპარაკება,რომ მოგვინდება უთქვენოდაც ვიზამთ რამეს. -არ შვრებით! - ფარ-ხმალს არ ყრიდა ანა და მე უფრო უხერხულ მდგომარეობაში მაყენებდა. -ვიზამთ თუ დაგვაცდით! - შუბლს არაფრის დიდებით არ ხსნიდა და აშკარა იყო,რომ არც ტონის შერბილებაზე ფიქრობდა. -რაც გინდათ ის ქენით! -ვერ განხორციელებული გეგმით ნირწამხდარმა ანამ აქეთ შემოგვიტია- მე თქვენთვის გეუბნებით, კი არ მეხალისება.- მეც ღიმილად დავიღვარე მის შემოსარიგებლად და როგორც კი ყველასგან გაფანტული ყურადღება ვიგრძენი ჩუმად ვანიშნე ვიცი მეთქი. მანაც თითქოს არაფერი ყოფილიყოს ისევ ბავშვებთან ერთად ჭორაობა განაგრძო. საშინლად მძაბავდა ის ფაქტი,რომ ნიკო უცვლელად იკავებდა ჩემს გვერდით ადგილს, მე კი ახლა ამაზე ფიქრი არ მინდოდა. წუთი-წუთზე უნდა გადმოეგზავნათ ანალიზის პასუხი და ეს ამბავი ნიკოსთან არსებულ პრობლემებზე მეტ ყურადღებას იმსახურებდა ჩემგან. ჩემს ცქმუტვას ალბათ ნიკოლოზიც გრძნობდა და თავს დავდებ ინტერესით კვდებოდა,რომ გაეგო რა ხდებოდა. ან შეიძლება ვცდები და ჩემი მდგომარეობა ჩვენ შორის მომხდარი ამბების შედეგი ეგონა. ძალიან ძნელია,როდესაც ადამიანის მიმართ ნდობა გიქრება. მიუხედავად იმისა,რომ ნიკოს საკუთარი ხელის ხუთი თითივით ვიცნობდი, ახლა მის ნებისმიერ ქცევას ეჭვის თვალით ვუყურებდი და ეს ჩემგან დამოუკიდებლად ხდებოდა. მისი ჩემიანობა ყველაზე მეტად მინდოდა ცხოვრების ამ ეტაპზე, მაგრამ ზემოთხსენებული უნდობლობა მასთან ბოლომდე გახსნის საშუალებას არ მაძლევდა. ვიგრძენი ჩემი პულსაციის უეცარი ცვლილება ტელეფონის ხმაზე და როგორც კი დავრწმუნდი იმაში,რომ ეს ის იყო,რასაც ამდენ ხანს ველოდი, მზერა ისევ ნიკოსკენ გამექცა. შეიძლება ესეც ჩემი ფანტაზიის ნაყოფია,მაგრამ იმ მომენტში მომეჩვენა,რომ ნიკო ჩემზე არანაკლებ აანერვიულა ამ შეტყობინებამ. ხელის კანკალს ვერაფერს ვუხერხებდი და ვერც ძალას ვიკრებდი საბოლოო პასუხის გასაგებად. -მაშო, რა ხდება? -მაინც არ მეგონა ჩემთან დალაპარაკებას თუ მოინდომებდა და შეცბუნებულ-გაოცებულმა გავხედე- მშვიდობაა? -კი- ათასნაირი ჟესტის,მიმიკისა და რაც მთავარია ტრადიციული ღიმილის თანხლებით ვუთხარი და ნერვიული სიცილით დავაგვირგვინე. -მაშკა! - გამაფრთხილებლად გამომხედა წარბაწევით.მოუთმენლად გადავიხარე მისკენ და როგორც მჩვეოდა ხმაურიანად ვაკოცე ლოყაზე. ორივეს ერთნაირად დაგვიარა ჟრუანტელმა და ორივეს ერთნაირად ჩაგვეცინა. მერე მე უცებ წამოვფრინდი და სახლში მეჩქარება-მეთქი გამოვაცხადე. *** მეგონა უფრო მძიმედ გადავიტანდი ამ ამბავს. ახლა კი თითქოს იმუნიტეტი გამომიმუშავდა ისეთ ურეაქციოდ ვზივარ და დავყურებ ჩაის ჭიქას,რომელშიც ჩემი საყვარელი ლიმნიანი ჩაი დიდი ხანია გაცივდა. მაინც მოვსვი სულ ცოტა და რაკი დავრწმუნდი მის უგემურობაში, სამზარეულოსკენ წავედი. ახლის გაკეთება მეზარება, ჭიქის გარეცხვაც მეზარება, ჩემ ოთახამდე მისვლა და მოწესრიგებაც მეზარება და მერე ლოგინში ჩაწოლაც. ვიცი,რომ ჩემ გარდა ვერავინ გააკეთებს ამ ყველაფერს,ხოდა მეც ჯერ ჭიქას ვრეცხავ, მერე ვწესრიგდები და ბოლოს ლოგინამდეც ვაღწევ. ტელეფონის ტვინისწამღები ზუზუნი იძულებულს მხდის ისევ წამოვდგე. ნიკოლოზის ნომრის დანახვაზე გული გამალებით მიცემს, არადა სხვა მხრივ არაფერი მეტყობა. არ ვიცი როგორ უნდა ვუპასუხო. ამის გაფიქრებაზეც კი დანანებით მეცინება და თავს ვაქნევ. -ხო ნიკო- ვიღიმი და ომახიანად ვპასუხობ. ასე ზედმეტ კითხვებს თავიდან ავიცილებ. -მაშკა, როგორ ხარ? -მეჩვენება,რომ დაბნეულია და ეს საშინლად მახალისებს. -კარგად, შენ? -არა მაშკა, მართლა როგორ ხარ. რა მოხდა არ მეტყვი? -არაფერი არ მოხდა.- წეღანდელ ჩემს ფიქრს ძალიან დიდ წითელ იქსს ვუსვამ გონებაში. -მაშკა, ვერ მატყუებ. -არ გატყუებ. -ვერ,მაშკა. ცდილობ,მაგრამ ვერ! მითხარი რა ხდება - ბოლოს თითქოს მუდარა ერევა ხმაში და მე, ისე, როგორც არასდროს მინდა რომ ყველაფერი მოვუყვე. -ნიკო, მე შენ ვეღარ მოგიყვები ამბებს. -მაშკაა -ნიკო -ამოვალ შენთან და ისე მოგვიწევს იცოდე ლაპარაკი! - ისევ ისე მემუქრება,როგორც ადრე. -ნიკო,გთხოვ არ გინდა. არაფერი არ ხდება, უბრალოდ გადაღლილი ვარ და დასვენება მჭირდება. -ნუ მატყუებ, მაშკა! -ნიკო, უნდა დავიძინო. ძალიან ვარ გადაღლილი მართლა. -მესმის როგორ ოხრავს ყურმილის მეორე მხარეს და მისი შეკრული შუბლის წარმოდგენისას ისევ უნებლიედ მეღიმება.გაბრაზებული მითიშავს ისე,რომ ტკბილ ძილსაც არ მისურვებს. ამაზე უფრო გაბრაზებული სწრფად ვფარავ მანძილს ლოგინამდე და საბანს ცხვირამდე ვიფარებ. მეფიქრება ნიკოზე, მეფიქრება ჩემს ჯანმრთელობაზე, ძალიან, ძალიან ბევრი მეფიქრება. არ ვიცი უნდა ვთქვა თუ არა ვინმესთან, უფრო სწორად უკვე უნდა ვთქვა თუ არა. ურთიერთობებში ყოველთვის მე ვარ ის ადამიანი,რომელიც სხვებს ამშვიდებს და ეუბნება, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ახლა კი, ახლა არ ვიცი რა უნდა ვქნა. ვიცი მე მომიწევს სხვების დამშვიდება ისევ, არადა "დაზარალებული" მე ვარ. სხვა დროსაც ვყოფილვარ ამ როლში, მაგრამ მაშინ ასეთი ძნელი არ იყო, მაშინ ასე არ მეშინოდა. ვხვდები,რომ გადაწყვეტილება უნდა მივიღო, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება,მაგრამ არ ვჩქარობ. ამიტომაც არ მინდა არავისთვის თქმა. ვიცი ჩემთვის მეტყვიან ყველაფერს, თუმცა გამუდმებით ყურადღების ცენტრში სიბრალულის ობიექტად ყოფნა არ მინდა. ამის გადატანაც მომიწევს. ვიცი მართლა ეწყინება ბევრს და მაგიტომ გადავიტან. ამდენი ფიქრისგან თავი მტკივდება უკვე და ექიმის რჩევა მახსენდება. "არ ინერვიულო არავითარ შემთხვევაში! კარგად იკვებე იცოდე და ძილი არ მოიკლო! შემდეგ კონსულტაციაზე მაინც გამოგტეხავ!" თითის ქნევით გამაფრთხილა. მეღიმება დათო ექიმის გახსენებისას. ქუთუთებს ერთმანეთს მაგრად ვაჭერ თითქოს ასე უფრო მალე დამეძინება. საკმაოდ გვიან მესიჯის ხმა მესმის,მაგრამ ახლა მამა ზეციერიც,რომ მწერდეს ამ ლოგინიდან მაინც არ ავდგები. ------- პირველი,როგორც ყოველთვის ტელეფონი შევამოწმე და ნიკოლოზის მესიჯის წაკითხვისას დანანებით ჩამეღიმა. ტრადიცია მაინც არ დაარღვია. სინანულის ღიმილთან ერთად გაბრაზებამაც შემომიტია და უცებვე დავაბრუნე ტელეფონი თავის ადგილას. გვერდების ატკიებამდე ვინებივრე ლოგინში. საქმე მე არ მქონდა მაგის გამო რომ ავმდგარიყავი და არც არსად მეჩქარებოდა. შხაპი მივიღე და სამზარეულოში გავცუნცულდი დასანაყრებლად. ჩემ ოთახში გამოვიტანე ყველაფერი,რაც შეიძლება უახლოესი 1 საათის განმავლობაში მომდომებოდა და თბილად მოვკალათდი საწოლში. ის-ის იყო ლეპტოპი ჩავრთე ჩემი მობილური რომ აწკრიალდა. ძლივს ავეგდე ლოგინიდან და სირბილით მივედი მაგიდამდე,რომ დროით მეპასუხა. დათო ექიმის სახელის ამოკითხვამ მომენტალურად ამაფორიაქა. საავადმყოფოში გასვლა მთხოვა საჩქაროდ. მეც ფაცი-ფუცით ჩავიცვი და გულამოვარდნილი მივედი დანიშნულების ადგილამდე. -გამარჯობა, ბატონო დავით- მორიდებით ჩამოვართვი ხელი და, როგორც მიმითითა მის წინ დავჯექი. -როგორ არის ჩემი საყვარელი პაციენტი? რამე ხომ არ გაწუხებს? -არა -თავი ღიმლით გავაქნიე- ნახეთ თქვენც გუშინდელი ანალიზის პასუხები? -კი, ვნახე და ძალიან გახარებული ვარ. არ ვცდებოდით და რაც მთავარია დროით გავიგეთ ყველაფერი. მინდა მომავალ ნაბიჯებზე გელაპარაკო. მკურნალობის სხავდასხვა მეთოდის შემოთავაზება მინდოდა დღეს, ასე საჩქაროდ ამიტომ მოგიყვანე. - როგორც სჩვევია დინჯად საუბრობდა ექიმი და მეც გულდასმით ვუსმენდი. რაც არ უნდა სასაცილოდ ჟღერდეს მკურნალობაზე მხოლოდ ახლაღა დავფიქრდი. არც ერთმა ჩემიანმა არ იცის, მე კი უკვრ მკურნალობის მეთოდი უნდა ავირჩიო. ალბათ დროს მომცემს დათო ექიმი დასაფიქრებლად. კი,კი უნდა მომცეს დრო! ახლა, ამ წუთას მე ვერაფერს გადავწყვეტ. -დრო ხომ მექნება მოსაფიქრებლად თუ ახლავე უნდა გითხრათ პასუხი? -რა თქმა უნდა დრო გაქვს, ოღონდ, ბევრი არა. რაც შეიძლება მალე უნდა იმკურნალო. ასეთი შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლება. -კი,კი მალე მოვიფიქრებ. - სასწრაფოდ დავუქნიე თავი მეტი დამაჯერებლობისთვის. -მაგრამ მანამ ამ მეთოდებზე გაგესაუბრები მინდა სხვა საკითხიც განვიხილოთ. -წარბაწეულმა გამომხედა და მივხვდი საითაც მიყავდა საუბარი- წინა ვიზიტისას მითხარი,რომ შენი ოჯახის წევრებმა არ იციან არაფერი შენი ჯანმრთელობის შესახებ, ახლა მაინც თუ ჩააყენე საქმის კურსში? - უარის ნიშნად თავი ორჯერ გადავაქნიე- მეგობრებმა მაინც თუ იციან? -პასუხი იგივე იყო,რამაც რამოდენიმე წამიანი დუმილი გამოიწვია. - არავინ იცის? -არა- უკვე ხმაგაბზარულმა ვუთხარი და თვალების სწრაფად დახამხამებით ვეცადე ცრემლების უკუგდებას. გაოცებუი, ტკივილიანი თვალებით გადმომხედა და მივხვდი,რომ ძალიან შევეცოდე. მეც ძალიან,ძალიან შემეცოდა საკუთარი თავი. -კი, მაგრამ მარტო როგორ უძლებ ამდენ ხანს? ვინმეს უნდა უთხრა. განსაკუთრებით მკურნალობის პერიოდში დაგჭირდება გვერდში დგომა. ეს არაა ძალიან რთული ფორმა, თუმცა არც ისეთი მარტივი გამოვლინებაა,რასაც ჩვენ 0 სტადიას ვეძახით სამედიცინო ენაზე. -მესმის, უბრალოდ, არ ვიცოდი როგორ მეთქვა. მარტივი არაა. -მეც მესმის,მაგრამ ჩვენ ახლა შენს ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ და არა სკოლაში მიღებულ დაბალ ნიშანზე,რომელსაც გამწარებული უმალავ მშობელბს,რომ არ გეჩხუბონ. -სიმკაცრე შეეპარა ხმაში. -ჩემი მშობლები ნიშნის გამო არ მეჩხუბებოდნენ ხოლმე- ღიმილით მოვახსენე მისი გულის მოსალბობად. -მით უმეტეს! -მაგის გამოც კი რომ არ მეხუბებოდნენ სწორედ მაგიტომ მიჭირს თქმა.- ისევ სინანულის ღიმილმა გამიპო ბაგეები. -მესმის,მაგრამ დროა გაიგონ. ამ მომენტიდან მარტო ვეღარ იმოქმედებ.-თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და გულდასმით დავიწყე მკურნალობის სხვადასხვა მეთოდთან დაკავშირებით მისი რჩევების მოსმენა. *** ტვინი მტკიოდა სახლში რომ მივედი. ბატონი დავითის თითოეული სიტყვა მეასედ მეორდებოდა გონებაში და ეს უკვე საშინლად დამღლელი იყო. მთელი ენერგია გამოცლილი მქონდა,არადა არაფერი გამიკეთებია განსაკუთრებული. გადაწყვეტილება იმის შესახებ,რომ ოჯახს ჩემს ჯანმრთელობაზე უნდა ვუთხრა უკვე მივიღე, თუმცა ის ჯერ არ გადამიწყვეტია ამას როდის და როგორ ვიზამ. ვფიქრობ დღესვე მოვითავო ეს თავის ტკივილი,მაგრამ არც ისეთი მარტივი გასაკეთებელია,როგორც სათქმელი. ისე მინდა ახლა ნიკო აქ მყავდეს, ისე მინდა... ასე ყველაზე მეტად ნიკოსთვის თქმა არ გამიჭირდება უკვე მრავალი მიზეზის გამო, მაგრამ ჯერ მირჩევნია დედამ გაიგოს. ხელის კანკალით მოვძებნე მისი ნომერი შემოსულ ზარებში და გატრუნული დაველოდე როდის მიპასუხებდა. -რაო დედიკო- დედაჩემის შეშფოთებული ხმის გაგებისას ღიმილი ვერ შევიკავე.ხმის ამოღებაც კი არ მაცადა, არადა მე ვურეკავდი - ხო კარგად ხარ? -კი,დე, კარგად ვარ. შენ ის მითხარი შენ როგორ ხარ და სახლში თუ ხართ შენ და მამა? -კი,დედიკო სახლში ვართ. -კიდევ უფრო შეაშფოთა ამ შეკითხვამ და რატომღაც დედის ინსტიქტს დავაბრალე მისი ღელვა.- რამე მოხდა,მაშო? -არა,დე. გამოსვლა მინდა და ტყუილად არ ვიტანტალო მეთქი. უცებ გადმოვალ კარგი? -კი,დედიკო, რა კითხვებია. მიდი აბა, გიცდით.- ღიმილი შეეპარა ხმაში და თავს დავდებ,როგორც კი ყურმილი დადო მაშინვე სიხარულისგან ტაში შემოკრა. ძლივს ავითრიე ტანი და სახლიდან გავედი. გზაში ვიყავი ისევ ანამ,რომ დამირეკა და ბარში გასვლა შემომთავაზა. თავიდან ვიუარე, მერე დავაიმედე თუ დროით გამოვალ ჩემებისგან გამოგივლით-მეთქი. წინა შემთხვევისგან განსხვავებით ახლა არ ვიცი რამდენად მინდოდა ნიკოლოზის ნახვა. სახლში მისულს არეულობა დამხვდა. წინა ღამის სუფრას დღეს აგრძელებდნენ მამა და მისი ძმაკაცები,ხოდა იყო ერთი ამბავი. თავი ყველაზე საშინელი ადამიანი მეგონა მამას რომ ვთხოვე ამ ერთ დღით ძმაკაცების „დაღალატება“ და მთლიანად ჩემთვის დათმობა. რეალურად მე ერთი საათი არც კი დამჭირდებოდა ყველაფრის სათქმელად,მაგრამ ჯობდა მერე არ დასჭირვებოდა მამას ახსნა-განმარტებები იმასთან დაკავშირებით თუ რა მოხდა. გამორიცხული არაა სასწრაფო ან სასწრაფოები დაგვჭირვებოდა და ახლა ყველაზე მეტად უცხო ადამიანების იქ ყოფნა მინდოდა, მიუხედავად იმისა,რომ მამას ძმაკაცები ჩემთვის უცხოები სულ არ იყვნენ. როდესაც სახლში მხოლოდ ჩემი მშობლები დავიგულე მაშინღა ვიგრძენი რამდენად რთულ დავალებას შევეჭიდე. რაც არუნდა გასაკვირი იყოს, ძალიან არ მინერვიულია. უზომოდ მშვიდად ვიჯექი და ვცდილობდი ჩემი მშობლებისთვის ყველაფრის ასახსნელად საჭირო სიტყვები მეპოვნა. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს დიდი დოზით დამამშვიდებლები მიმეღოს აქ მოსვლამდე, თუმცა მერე გამახსენდა,რომ ასეთ ტიტანურ სიმშვიდეს უკვე დიდი ხანია ვინარჩუნებ. *** სიტუაცია ჩემ სახლში იყო იმაზე ბევრად უარესი, ვიდრე მე ამის წარმოდგენას შევძლებდი. იყო ჩემი მშობლების წაშლილი სახეები, ცრემლები, სასწრაფო და ბევრი,ბევრიი დამამშვიდებელი სიტყვა ჩემი მხრიდან სხვების მიმართ. ზუსტად ისე,როგორც ვფიქრობდი რომ მოხდებოდა. და ვიყავი მე ყველანაირი ემოციისგან დაცლილი. ათიათასჯერ გავიმეორე ერთი და იგივე, ათიათასჯერ ავხსენი ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა და განვმარტე მისი სიმარტივე, თუმცა ძალიან გვიან შეძლეს მათ ამ ყველაფრის აღქმა. მგონია რაღაც პერიოდი ვერც იგებდნენ რას ვეუბნებოდი იმდენად იყვნენ შოკირებული თავდაპირველად მოსმენილით. მათიც მესმის... მშობლები არიან. მშობლები, რომლებსაც ხშირად არ უწევთ შვილისგან მსგავსი სიახლის გაგება. მეტიც, იმედი მაქვს, ეს პირველი და უკანასკნელი იქნება. იმ ყველაფერში დასარწმუნებლად, რასაც მე მათთნ ყოფნის პირველივე წუთებიდან ვღაღადებდი ჩემ ექიმთან დაკავშირება მოინდომეს და მეც სიხარულით დავთანხმდი ორშაბათს დანიშნულ შეხვედრაზე წამომყოლოდნენ, რომელიც რეალურად მათი ინფორმირებისთვის უფრო დაიგეგმა ვიდრე ჩემ შესახებ რაიმე სიახლის შესატყობად. საკმაოდ გვიანი იყო მათი სახლიდან რომ გამოვედი. მაინც ვერაფრით დამითანხმეს იქ დარჩენაზე. დავრწმუნდი თუ არა,რომ კარგად იყვნენ წამოვედი. მთელი ამ დროის განმავლობაში ჩემი მშობლების მსგავსად არ ჩუმდებოდა არც ჩემი ტელეფონი. სადარბაზოდან გამოსვლისთანავე გადავურეკე ანას და საყვედურების კორიანტელიც მივიღე. -ან, არ მეცალა - ვიმართლებდი თავს უშედეგოდ და შეშინებული ველოდი მის კიდევ ერთ აფეთქებას. -რას ქვია არ გეცალა?! გავხეთქე ტელეფონი!!! გვეგონა რაღაც მოგივიდა, გავგიჟდიიით! - ჩამყვიროდა განწირული ხმით ყურმილში. -გავიგე ეგ ყველაფერი, ბოდიში, ვთქვი უკვე რომ აგიხსნით. -აგვიხსნის გოგო- ის კი არ ცხრებოდა და ხან მესამე პირში ჩხუბობდა ჩემზე და ხანაც პირადად მომდგებოდა. -შენ მარტო ის მითხარი ისევ მანდ ხართ?- უკვე ძალიან ვწუხდებოდი მეც და სიმართლე ვთქვა არც ვიცი რატომ გამოვიჩინე ახლა იქ გასვლის ინიციატივა. როგორღაც გავაგდებინე ქალბატონს ყურმილი ხელიდან და რაც მთავარია მანამდე მათი ადგილსამყოფელიც დავადგინე. ადგილზე მისულს დამხვდა ბევრი მთვრალი და ჩემზე გაბრაზებული ადამიანი. დავპირდი რომ გამოფხიზლდებით ყველაფერს მოგიყვებით მეთქი და მეგონა თავიდან მოვიშორე. ის-ის იყო გამარჯვება უნდა მეზეიმა რიგ-რიგობით რომ დაიწყეს ჩემთან მოსვლა და იმის მტკიცება რომ გამოფხიზლდნენ. თავიდან გაოცებული ვუყურებდი და შემდეგ სიცილი რომ ამმიტყდა ვეღარაფრით ვეღარ ვჩერდებოდი. საინტერესო სანახავები იყვნენ ამ მდგომარეობაში. არადა ეჭვი მაქვს სიახლის მოსმენით ისეთი აღფრთოვანებულები არ იქნებიან,როგორი მოლოდინიც აქვვთ. წამდაუწუმ გამირბოდა კუთხეში მჯდომი ნიკოლოზისკენ თვალი და იმაზე ცალკე მეცინებოდა მის დაჟინებულ მზერას რომ ვგრძნობდი. მივხვდი ბოლო ფიქრი როგორც კი დაფიქსირდა ჩემს გონებაში, ნიკომ ჩემი სინანულის ღიმილი შენიშნა და ახლა უკვე დაეჭვებულმა გამომხედა. ზუსტად არ ვიცი ასეთი უჭკუო როდიდან ან რატომ ვარ, მაგრამ ფაქტია ხელით ვანიშნე გამომყევი მეთქი და აივანისკენ გავუძეხი. -კარგია,რომ მოგაფიქრდა ცალკე გამოსვლა, მეც მინდა შენთან ლაპარაკი- როგორც ყოველთვის ახლაც გაბრაზებულზე ხმა უფრო დაბოხებული ჰქონდა და წარბებს ქვევიდან მიყურებდა. -ნიკო, რაღაც უნდა გთხოვო კაი? - დავაფიქსირე ჩემ მორიდებულ ტონზე როგორ შეეცვალა სახის გამომეტყველება და როგორც კი თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია ნერვიულად ჩამეღიმა. -დღეს ჩემთან დარჩები? მინდა,რომ ვილაპარაკოთ, თან ძალიან ბევრ რამეზე უნდა ვილაპარაკოთ და მირჩევნია ჩემთან სახლში ვიყოთ მშვიდად. -მაშინებ, მაშკა- ნერვიულობა შეპარულ ხმაზე ფართედ გავუღიმე და ძალიან მაგრად მოვხვიე კისერზე ხელები. -ჯერ სად ხარ ნიკო, ჯერ სად ხარ! - ნერვიული სიცილით ჩავილაპარაკე და გემრიელად ვაკოცე ყელში. მეგონა, მთელი დღის დარდი მხრებიდან ჩამომხსნა თვითოანაც ასეთივე მაგრად რომ მომხვია ხელები და მე რომ მიყვარდა ზუსტად ისე დამისვა თმებზე ხელი. --- ნიკოლოზის ჩასისხლიანებული თვალები არ ამომდის გონებიდან. არც მისი დაძარღული ხელები რამოდენიმეჯერ,რომ აწია ჩემს იქ ყოფნაში დასარწმუნებლად და არც ის ბგერები მოულოდნელი ამბის გაგების შედეგად რომ აღმოხდა. არ გამკვირვებია ხუმრობა,რომ ეგონა თავიდან, მეც ანალოგიურად ვიფიქრებდი. ვამჯობინებდი ვიღაცას ასე ცუდად ეხუმრა, ვიდრე ჩემთვის ახლობელი ადამიანი დამეკარგა. კალთაში ჩამიდო თავი და თვალები დახუჭა,თითქოს გარშემო ყველაფერს აქრობდა ასე. ვიგრძენი როგორ ამევსო თვალები ცრემლებით და მაშინვე მაგრად დავაჭირე ერთმანეთს ქუთუთოები. არ მინდოდა ტირილი.. მეგონა ერთხელ თუ ვიტირებდი ვეღარ გავჩერდებოდი. არ მინდოდა ტირილი ვინმესთან ერთად მაინც. მაინც მივიქციე ნიკოლოზის ყურადღება. გაფაციცებით მაკვირდებოდა სახეზე, ზუსტად ვიცი, ელოდა როდის დავიწყებდი ტირილს. -ცრემლიანი თვალებით ღიმილი შენი სავიზიტო ბარათია ხო?-უცებ შეკრა შუბლი და გაბრაზებული გადმოვიდა შეტევაზე. -არა, რატო?- მეც ისე გავიკვირვე თითქოს ვერ ვხვდებოდი რას ამბობდა. -ყოველთვის,როცა რთულ სიტუაციაში აღმოჩნდები ემოციების დამალვას ვერ შეძლებ. -არ ვცდილობ ემოციების დამალვას. -ცდილობ! შენში იგროვებ ყველაფერს: ყველა ემოციას, ყველა სიტყვას, რასაც კი გეუბნებიან. ცდილობ მაქსიმალურად იზოლირებული იყო გარესამყაროსგან. -ნიკო- მე თვითონ ვერ ვიცანი ჩემი მუდარაჩამდგარი ხმა. -რა ნიკო, მაშო, რა ნიკო?- ნელ-ნელა უწევდა ტონს ნიკოლოზი.- ჩემთანაც კი აღარ ხარ ბოლომდე გახსნილი! ხვდები რას ვამბობ? მეც კი აღარ მენდობი ბოლომდე. -იცი შენ რატოც. მაგაზე მაინც ნუღა ვილაპარაკებთ რა! - ახლა მე გავბრაზდი და ისე წამოვდექი ფეხზე თითქოს შემდეგი შეტევისთვის ვემზადებოდი. -შენი ფანტაზიის ნაწილია,რომ მე შენთან სექსი უაზრო სანანძლეოს გამო მქონდა! ისევ შეურაცყოფას მაყენებ და ვერც კი ხვდები მაგას! -ნიკოლოზ, გავიგე,რასაც ეუბნებოდა კოკა ბიჭებს და ზედმეტად უცნაურად დაემთხვა შენი გაქრობა იმ საღამოს მერე. -თავს დამნაშავედ ვგრძნობდი და მაგიტომ არ გნახულობდი! ჯერ კოკას ს*რულმა საქციელმა გამაგიჟა და მერე იმის გააზრებამ,რომ შენ ეგ ყველაფერი დაიჯერე! საიდან სად წავედით საერთოდ- გაბრაზებულმა შეიკურთხა და ხელები თავზე შემოიწყო. არ ვიცი ახსოვდა თუ არა,რომ მე მის ამ შესტზე ვგიჟდებოდი, მაგრამ ფაქტია გააკეთა და წამიერად მომგვარა ამან ღიმილი. მომენტალურად გავიაზრე,რაც თქვა და გაოცებული მივაშტერდი. -ერთი წუთით, რატომ გრძნობდი თავს დამნაშავედ? -ჩავთვალე,რომ შენი ნდობით ვისარგებლე. -ნიკო, თავისუფალ სექსზე ხშირად გვილაპარაკია და თუ სწორად მკ2ახსოვს ადრე ამას საუკუნო ცოდვად არ მიიჩნევდი!-ისევ შეტევაზე გადავედი,როცა ჩვენი განვლილი საუბრები გამახსენდა. -არც ახლა მივიჩნევ!- შუბლშეკრულმა და აშკარად ბევრად უფრო დამშვიდებულმა გადმომხედა.-ზუსტად ისევე ვფიქრობ, როგორც ადრე. არ ხარ შენ ჩემთვის ერთი ღამის გოგო,როგორებიც თავზესაყრლად მყავდა მანამდე. არ მქონია არავისთან ისეთი ურთიერთობა,როგორიც შენთან.- საუბრისას ხანგრძლივი პაუზები აშკარად მიანიშნებდა იმაზე,რომ სწორი სიტყვების შერჩევა უჭირდა თავისი დამოკიდებულების ჩამოსაყალიბებლად.- არავისთან არ მქონია მოლოდინი,რომ რაღაც გამოვიდოდა. შენ კიდევ, შენ სხვანაირი ხარ მაშო! თავისუფალი, მაგრამ მაინც სხვანაირი! ველოდი,რომ უფრო მძაფრად აღიქვამდი ამ ყველაფერს. იდეაში უნდა აღგექვა კიდეც. ჯანდაბა, მაშკა, რატო მალაპარაკებ ამდენს? -იმიტომ,რომ თუ არ ილაპარაკებ ისე ვერ გავიგებ რას ფიქორბ და ისევ მეგონება,რომ ჩვენი ურთიერთობამხოლოდ სანანძლეოს მოგების მიზნით შექმნილი ილუზია იყო. -მაშო, ძალიან ჩამოუყალიბებელი ხარ იცი? -ვერ გავიგე?- დამაბნია მისმა ასეთმა ტონმა და თემის უეცარმა ცვლილებამ. -ამბობ,რომ ნაწყენი და გაბრაზებული ხარ. მესმის,რასაც გულისხმობ, გავგიჟდებოდი ალბათ შენ ადგილას რომ ვყოფილიყავი, მაგრამ თან მაინც გეიმედები. ამბობ,რომ იმედი გაგიცრუე და მაინც არ გავიწყდება,რომ რაშიც არ უნდა დაგჭირდე სულ შენ გვერდით ვიქნები. გახსოვს,რომ ერთმანეთის სხვანაირად გვესმის მე და შენ, განსაკუთრებულად გვეიმედება ერთმანეთი და მაინც გამწარებული მაგდებ შენგან შორს,ოღონდ, მხოლოდ გარკვეულ მომენტებში. თითქოს უცებ გახსენდება ნაწყენი,რომ ხარ და დისტანციის დაცვას ცდილობ,მაგრამ არ გამოგდის. ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები უნდა მიმღერო რა- სიცილით დაამთავრა და ნერვიულად გადაისვა თმაზე ხელი. მე ვერ გავიცინე, არ მეცინებოდა საერთოდ, ნერვიულადაც კი. კუთხეში მომიმწყვდია... იმ ერთადერთ ხერხს მიმართა,რომელიც აუცილებლად ამალაპარაკებდა და ნიკოლოზმა ეს ყველაზე უკეთ იცოდა. გულის სიღრმეში მიხაროდა,ემოციებისგან დაცლას შევძლებდი ყველაფრის თქმით,მაგრამ თან რაღაც უკან მექაჩებოდა. ნაწილობრივ დაკარგული ნდობა ხმამაღლა გაჰკიოდა გონებაში,რომ ყველაფრის გულახდილად თქმა საჭირო არ იყო. -ნიკო, იცი რა ცუდია ვინმეს რომ ენდობი და უცებ, ფაფუ და აღარ ენდობი?- საოცრად დამშვიდებულმა ვკითხე.სინანულის ღიმილმა გადამირბინა ტუჩებზე, ვერ შევიკავე თავი.- თვითინ თქვი როგორც გენდობოდი. იმდენად გენდობოდი და იმდენად დაგიჩემე არც კი გამივლია თავში აზრად,რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებდი, რაღაც მომენტში უნდა გავჩერებულიყავი. შენთან ურთიერთობაში საზღვრები არ არსებობდა, გესმის? კოკას სიტყვები როგორ მეწყინა,იცი? შოკში ვიყავი! ვერ დავუშვი,რომ შენ მე გამომიყენებდი. დავცინე კოკას, რაებს ამბობ-მეთქი. მთელი არსებით გიცავდი და ვეჩხუბებოდი, ნუ აბრალებ ნიკოს რაღაცებს-მეთქი. მარტო დარჩენილმა დავიწყე ყველაფრის გააზრება და თავში იმდენი სისულელე მომივიდა, ღმერთო, ახლაც ვერ ვხვდები საიდან შევძელი მაგდენი. ვერც გავიაზრე ისე დავკარგე ნდობა შენ მიმართ და შენზე არანაკლებ მეტკინა ეგ მე, უფრო მეტად თუ არა. გეთანხმები, ჩამოუყალიბებელი ვარ. ეგეც მარტო იმიტომ,რომ როგორც უკვე ავღნიშნე, შენთან ურთიერთობაში საზღვრები არ მქონია და დღემდე ვერ ვეგუები იმ ფაქტს,რომ ეს საზღვრები უნდა დავაწესო. -ამდენ ხანს ნაგროვებ ემოციებს ვერ გავუძელი... ყელში ბურთი ისე გამეჩხირა თითქოს შუა გზაზე გადაუდგა ცრემლებს უკან დახევის უფლებას არ მოგცემთო. ნიკოს თვალებში ვეღარ ვუყურებდი. იმხელა დარდი გამოესახა სახეზე,რომ თვალი ვეღარ გავუსწორე. -როგორ განერვიულებ, შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება მე კიდე განერვიულებ.-ასე მეგონა თავის თავს ელაპარაკებოდა. ერთსა და იმავეს იმეორებდა განუწყვეტლივ. -ნიკო, შემომხედე! - მისი სახე ხელებში მოვიქციე და ვეცადე თვალებში ჩამეხედა- კარგად ვარ მე! არ მანერვიულებ, პირიქით! მიხარია ამ ყველაფერზე,რომ ვლაპარაკობთ. ემოციებისგან ვიცლები და ეს მეხმარება გესმის?- მინდოდა მის თვალებში ამომეკითხა სიმშვიდე,მაგრამ ცრმელებით დაბინდულმა მზერამ ხელი შემიშალა. ხელები უღონოდ ჩამოვყარე და შუბლი მხარზე ჩამოვადე. უეცარი თავბრუსხვევის შეგრძნებამ საშინლად იმოქმედა ჩემზე. ნიკოლოზის ხელებმა,რომლებიც ჩემ წელს მოულოდნელად შემოეხვივნენ უფრო გამაბრუა, ან ესეც ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო. მთელი სხეულით ამიკრა და მონოტონურად დამიწყო თმაზე ფერება. -ვიცი,რომ არ ხარ კარგად და შემდეგში ცუდად რომ გახდები შენი პირით მეტყვი იცოდე, მარჩიელობა აღარ უნდა დამჭირდეს- მკაცრად და მაინც სითბო შეპარული ხმით მითხრა და ყურის ნიჟარაზე მომაკრა ტუჩები. ეიფორიაში მყოფმა მაგრად მოვხვიე ხელები და ტრადიციული კოცნა დავუტოვე ყელში. ტუჩებით ვიგრძენი მისი დახორკლილი კანი და ეშმაკურად ჩამეცინა. -ეშმაკობ!- გამაფრთხილებელ ჩაცინებას ვნებიანი კოცნა მოყვა ლავიწთან. გამახსენდა ბოლოს ასე,რომ ვიეშმაკე რა მოხდა და დანაშაულზე რომ წაასწრებენ იმ ბავშვივით ამიწითლდა ლოყები. ჩემი სიჩუმით გაკვირვებულმა ნიკომ ოდნავ უკან გამწია სახეზე რომ დამკვირვებოდა და სიცილი ვერ შეიკავა ჩემი აფოჟრებული ლოყების დანახვისას. და მე მაინც ვერ მივხვდი ამ სიცილს რატო მოყვა უეცარი დასერიოზულება. წარმოდგენა არ მაქვს რა გადაუტრიალდა თავში მაგ მომენტში, მაგრამ მისი ხასიათის უეცარი ცვლილებით გაოცებულმა ვერც კი შევამჩნიე როგორ ხარბად ავლებდა მზერას ჩემ ტუჩებს. თაგვმა თხარა თხარაო გაგონილი გექნებათ... პირველი სწორედ ეს გამახსენდა შუაღამეს ნიკოლოზის გვერდით რომ გამეღვიძა. ფეხები ჩემ ფეხებში ჰქონდა ახლართული და დაძარღვული ხელები ძალიან მაგრად ჰქონდა შემოხვეული წელზე, იმდენად მაგრად რომ უკვე სუნთქვა მიჭირდა. თავი ვერაფრით რომ ვერ გავითავისუფლე, მისი გაღვიძება მომიხდა. შოკში ჩამაგდო მისმა რეაქციამ და მხოლოდ მაშინ გავიაზრე,რომ ჩემი საყრდენი ნიკო, უზომოდ ძლიერი და უშიშარი ნიკო მე რომ ასეთი გაგიჟებით მიყვარდა იმ საღამოს გავანადგურე. მონოტონურად მიმეორებდა კითხვას როგორ ვიყავი და ჩემი სხეულის ყველა კუთხე-კუნჭულს იკვლევდა იმის შიშით,რომ რაღაც რიგზე არ მექნებოდა. -ნიკო, კარგად ვარ! უბრალოდ იმდნეად ძლიერად გქონდა ხელები შემოხვეული, რომ სუნთქვა გამიჭირდა. არაფერი ცუდი არ მომხდარა. სიყვარულისგან კინაღამ გამჭყუნე- უშედეგოდ ვეცადე მის გამხიარულებას.თუმცა ჯერ ყელში და შემდეგ ტუჩებზე ვნებიანი კოცნით მისი ხასიათის ოდნავ გამოკეთება მაინც შევძელი. ***** საწოლში მოტანილი უგემრიელესი საუზმით დაწყებული რომანტიული დილის ოცნებას ორივე მონდომებით ვახმოვანებდით ხმამაღლა იმ იმედით,რომ რომელიმეს მაინც შეგვაწუხებდა ნამუსი და უბრალოდ ჩაის ასადუღებლად მაინც ავდგებოდით. სიცილისგან უკვე მუცელი მტკიოდა და ამდენი ლაპარაკის მერე მაინც მე მომიწია პირველს ადგომა და უგემრიელესი ვერა,მაგრამ საუზმის გაკეთება. თავს უჩვეულოდ კომფორტულად ვგრძნობდი, ისე როგორც ჩემი და ნიკოს ურთიერთობის არევამდე და ჩემი ავადმყოფობის გაგებამდე ვიყავი, რაც მთელი დღის განმავლობაში ღიმილით სიარულის გარანტი იყო ჩემთვის. ნიკოლოზიც განვლილ ინციდენტთან შედარებით მშვიდად იყო, ეს კი კიდევ უფრო მახარებდა. თუმცა რაღაც მომენტში მაინც დავიჭირე ჩემი თავი ყალბ ღიმილში, ყალბ კარგად ყოფნაში. იმის ცოდნა,რომ ნიკოს ჩემი ავადმყოფობით ჩემზე უფრო მეტად ვანადგურებდი შიგნიდან მჭამდა. **** გაიგეს ბავშვებმა, გაიგო ყველამ ჩემ გარშემო და თამამად შემიძლია ვთქვა,რომ ჩემ ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი დაიწყო ამით. არა იმიტომ რომ ავად ვიყავი, არამედ იმიტომ,რომ მიწევდა ვყოფილიყავი კარგად, ამეტანა ათობით ადამიანის სიბრაულილით სავსე მზერა და მეთქვა ყველასთვის,რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა,მაშინ,როცა მე თვითონ არ მჯეროდა ამის. ბატონ დავითთან ვიზიტიდან ერთი კვირა იყო გასული და მე ისევ არ მქონდა არჩეული მკურნალობის კურსი. უამრავი ადამიანის საქმის კურსში ყოფნა ჩემ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით კი საქმეს აუარესებდა. ერთი სული მქონდა სადმე შორს წავსულიყავი მარტო და თავისუფლად მეფიქრა იმ ყველაფერზე, რაც ჩემ თავს ხდებოდა. ამდენი კითხვა და ზრუნვა თითქოს აზროვნების უნარს მიქვეითებდა. დღის ბოლოს ისეთი დაღლილი ვიყავი მხოლოდ ძილიღა მინდოდა. საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი, რაც მხოლოდ და მხოლოდ ძილის წინ ხდებოდა იმ შემთხვევაში თუ ნიკო ჩემთან არ რჩებოდა ან მე მასთან, ვეღარაფერზე ვეღარ ვფიქრობდი ისე მეძინებოდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე 1-2 დღით თუშეთში წასვლა. ჩემებს გარკვეული წარმოდგენა შევუქმენი ჩემ არყოფნასთან დაკავშირებით და ამდენი ფიქრისგან თავატკიებული დავადექი თუშეთის გზას. აბსოლუტურად ყველაფერს ველოდი სასტუმროში მისული,გარდა სახლის წინ გაჩერებული ნიკოლოზის მანქანისა და მასზე აყუდებული, აშკარად საკმაოდ გაბრაზებული ნიკოლოზის ნახვისა. --- მთელი სხეულით ნიკოლოზზე ვარ გაწოლილი, თავი მის ყელში მაქვს ჩარგული და შიგადაშიგ ნაზად ვახებ ტუჩებს ყელზე. ისევ ვერ ვმალავ მისი დახორკლილი კანით გამოწვეულ ღიმილს. როგორც უკვე ვთქვი, აქ მარტო ყოფნა მინდოდა და ამტომ წამოვედი გაუფრთხილებლად,მაგრამ ნიკოლოზთან ერთად ყოფნით გამოწვეულ კომფორტის შეგრძნებას მანც ვერსად გავურბიარ. ის ფაქტი,რომ ნიკო გვერდში მიდგას უზომოდ მახარებს, თუმცა მომენტებში მაშინებს კიდეც. აი ახლაც რომ ვფიქრდები, მე აქ წესით მარტო უნდა ვყოფილიყავი და მეფიქრა. მეფიქრა ყველაფერზე. მეფიქრა ძალიან დიდ ხანს და მივსულიყავი დასკვნებამდე. თუნდაც უხეირო, მაგრამ მაინც დასკვნებამდე. ამის ნაცვლად კი ნიკოლოზთან ერთად ვარ და მასზე ვფიქრობ. მესმის მარტოს რატომაც არ მტოვებს, მაგრამ პირადი სივრცის უქონლობის შეგრძნება არ მასვენებს. ნიკოლოზი იმდენად არ წარმოადგენს პრობლემას რამდენადაც სხვა გარშემომყოფები. არადა,როდესაც ვცდილობ სხვებს გავექცე ნიკოც როგორღაც უკან მრჩება. ყველა ცდილობს არც ერთი წამით არ დამტოვოს მარტო და ყველანაირ თემაზე საუბროთ გამართოს, ოღონდ ამდენ ხანს ერთად ყოფნისას ჩამოვარდნილი უხერხული სიჩუმე გაფანტონ. მე კი ვხვდები ამას, ვხვდები და მათი უხერხულობის მოხსნით მე ვვარდები უხერხულ მდგომარეობაში. თავს ვაჩვენებ თითქოს კარგადაა ყველაფერი, მსიამოვნებს იქ, იმ გარემოში ყოფნა არადა გამოქცევის სურვილი მკლავს. მათ ეს არ ესმით, ვერც გაიგებენ. ისინი თვლიან, რომ სწორად იქცევიან, მე მეხმარებიან და ეს უხარიათ. მე ვერ ვეტყვი,რომ მათი გადამეტებული ყურაღება მღლის, მაღიზიანებს და სწორედ ამიტომ უთქნელად ვეცლები. აქაც ასე საიდუმლოდ მაგიტომ წამოვედი. ნიკომ არ დამაცადა მარტო ყოფნა, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით ნიკოს ესმის ჩემი. ნიკო ხვდება როდის მინდა ჩუმად ყოფნა და ფიქრი და ყოველთვის,როცა ამის საჭიროებას გრძნობს, ჩემთან ერთად ჩუმდება. შეიძლება არც იცის ამით როგორ მაბედნიერებს იმიტომ,რომ მე ამას სიტყვებით არასდროს არ გამოვხატავ. მაგრამ მაინც მჯერა, რომ მას ესეც ესმის. გამორიცხულია ვერ ხვდებოდეს ის თავის ადგილს ჩემ ცხოვრებაში, მთლიანად ჩემში. ზოგჯერ ძალიან ცუდი აზრები მაწუხებს; მგონია, რომ ნიკო ჩემთან სიბრალულის გამოა. და მხოლოდ მაშინ მიპყრობს სინანულის გრძნობა, როცა მას თვალებში ვუყურებ. შეიძლება დიდი ხნის დავიწყებული მქონდეს ეგ ფიქრები, მაგრამ მაინც, შევხედავ თუ არა მახსენდება და არ ვიცი სად დავიმალო, რა ვუყო ჩემს უსამართლო დამოკიდებულებას ამ ადამიანის მიმართ. და მაინც ისე მეამაყება ნიკო, ისე მეჩემება და ისე მიყვარს... იკარგები ჩემი სულის მორევში. (ა.თ.) *** -მარტო რატო წამოხვედი? -მაინც შევძელი ღიმილით შეფარული წყენის ამოცნობა მის ხმაში და ახლა კიდევ უფრო დარწმუნებით შევრაცხე საკუთარი თავი ყველაზე საშინელ გოგოდ. -ცოტა ხანს მარტო ყოფნა მინდოდა. ვეღარ ვუძლებ ამდენი ადამიანის ზრუნვას, სინანულით და მოლოდინით სავსე მზერს ყოველ დღე.-ღრმა ოხვრას დიდი ხნის დარდი ამოვაყოლე და მზერა ფანჯარაზე გადავიტანე,საიდანაც ნისლისგან ჩამოწოლილი სიბნელე შემოდიოდა. თმაზე ნაზად გადამისვა ხელი და მანაც ჩემთან ერთად ამოიოხრა. -მე არ გაცდი მარტო ყოფნას ხო?- მაინც ღიმილით დამკრა ცხვირზე თითი და მერე ვიგრძენი თმაში როგორ გადაინაცვლა. -შენ არ იცი როგორ მიხარია,რომ შენ არ მაცდი და არა ვინმე სხვა.- მის ყელში ჩავრგე ცხვირი და ღრმად შევისუნთე ასე საყვარელი სურნელი. -არ მინდა,რომ...ჯანდაბა! მინდა იცოდე,რომ მე სულ შენთან ვარ...ყოველთვის. მაშინაც კი, როდესაც ფიზიკურად შენ გვერდით ყოფნა არ შემიძლია. -შენ ფიზიკურადაც სულ ჩემთან ხარ და სულ რომ არ გინდოდეს ან არ შეგეძლოს ჩემთან მოსვლა, მაინც აი აქ იქნები. -პატარა ბავაშვივით გულზე მივიდე საჩვენებელი თითი.თან საკუთარ ბურდღუნზე მე თვითონ მეღიმებოდა. ნიკოსაც გაეღიმა-კანით ვიგრძენი. დაუოკებელი სურვილი გამიჩნდა აი იმ ღიმილგადაკრული ბაგეების დაკოცნისა, ასე რომ მიყვარდა. წამით მოვკარი თვალი მის გაოცებულ მზერს გულ-მკერდიდან ასე ნაჩქარევად რომ მოვშორდი და მოწყვეტით ვაკოცე ბაგეებზე. ბედნიერებისგან გაგცინებიათ? უცებ რაღაც ძალიან სასიამოვნო რომ ხდება და ბედნიერების სიცილს უბრალოდ ვერ იკავებ. აი ასე გაეცინა ნიკოს და მეც მისი ბედნიერებით ავივსე. ცხადად ვიგრძენი თხემით ტერფამდე როგორ დამიარა ბედნიერების ტალღამ. მგონი წამის დაჭერას ეძახიან ამას ხო? ხოდა მე დავიჭირე წამი! ძალიან ფერადი, ძალიან ბედნიერი და სანუკვარი წამი! *** მე ძალიან დიდი ხნის შემდეგ მივხვდი,რომ თვითონ ნიკო იყო ჩემი ბედნიერება. *** თუშეთში ყოფნის მესამე დღეა. გუშინ უჩვეულოდ უხასიათოდ ვიყავი. აი ისეთი უხასიათოდ სხვებისთვისაც გადამდები რომ ხდება. ნიკოლოზი მთელი დღე მამაცურად იტანდა ჩემ განწყობას. როგორც ყოველთვის,როცა ასეთი უხასიათო დღე მაქვს, გუშინაც საღამო ტირილით დავაგვირგვინე. ნიკო სავარძელში იჯდა, მე მის კალთაში და გულამოსკვნილი ვტიროდი. კონკრეტული მიზეზი არ მქონდა. მგონი ცხოვრების ამაოებას მივტიროდი. რაზეც არ უნდა მეტირა, ნიკო იქ იყო, თავზე ხელს მისვამდა და ელოდა როდის დავმშვიდდებოდი. ვგრძნობდი როგორი მაგრად მიჭერდა ხელებს ყოველი ამოოხვრის შემდეგ და საოცრად მიხაროდა მისი არსებობა. ბოლოს სიყვარულის ბუშტი გამისკდა და სულ გავაგიჟე ნიკო. -ნიკოო -ნაზად მაკოცა თავზე და ამით მანიშნა,რომ მისმენდა. მეც ხმაურით ვაკოცე ყელში. -იცი რა ტკბილი ხარ,ნიკო? უუუტკბესი! -როგორც მანამდე ვთქვი, ახლაც ბედნიერებისგან გაეცინა და მე სერიოზულად დავფიქრდი რით დავიმსახურე ეს ადამიანი. ვგიჟდებოდი ნიკოს სიცილზე და არაამქვეყნიურად მომხიბვლელ ღიმილზე. მინდოდა სულ,სულ გაღიმებული ყოფილიყო. მაგრამ თან სერიოზულიც ძალიან მესიმპათიურებოდა და იმის გააზრებაზე, რომ საკუთარ თავთან მქონდა გაჩაღებული დისკუსია: სერიოზული ნიკო ჯობია თუ მხიარული, სიცილი ვერ შევიკავე. -რა გაცინებს? -აშკარად ესიამოვნა ნიკოს ჩემი გამხიარულება. -ახლა ვფიქრობდი სერიოზული ჯობიხარ თუ მხიარული. -პატარა ბავშვივით სხარტად ვუპასუხე,არადა ზუსტად ვიცოდი როგორ მექნებოდა ლოყები აწითლებული. ნიკოსაც ჩემსავით გაეცინა,რომ მიხვდა რა ვუთხარი. -მერე რა დაასკვენი? -ვერაფერი -ახლა უფრო გაბუტული ბავშვის ტონალობაში გავეცი პასუხი- ორივე კარგი ხარ. ისევ ხმაურიანი კოცნა დავუტოვე ყელში, რასაც მისი მხრიდან ასევე ხმაურიანი კოცნა მოყვა ჩემს ტუჩებზე. *** დღეს მთელი დღეა სუფთა ჰაერზე დავდივარ და აშკარად უკეთეს ხასიათზე ვარ. ნიკოლოზი ჩემი ხასიათის ცვლილბას თავის ღამის თერაპიას მიაწერს და რეკომენდციას უწევს მის რაც შეიძლება ხშირად გავლას. ხასიათს მარტო იმაზე ფიქრი მიფუჭებს,რომ ხვალ დილით უკვე ვბრუნდებით. აივანზე ვდგავარ და აშკარად ვგრძნობ ზურგზე მოშტერებულ მზერას მე კი ჯიუტად არ ვბრუნდები. მოთმინება არც თუ ისე დიდხანს მეყო და შემობრუნებული პირდაპირ ცხვირით შევასკდი ნიკოლოზის სხეულს. -შენ არ იცი, წარმოდგენა არ გაქვს რა ლამაზი ხარ! -მონუსხულივით მიყურებდა თვალებში და ისე მეუბნებოდა. ძალიან ნაზად შემეხო ტუჩებზე და იმ მომენტში მე მართლა მეგონა,რომ ქვეყანაზე ჩემზე ლამაზი გოგო არ არსებობდა იმიტომ,რომ ნიკომ მითხრა ეს...იმიტომ,რომ ნიკოსი მთელი გულით მწამდა. *** სახლში დაბრუნებულმა აქტიურად დავიწყე ჩემს ჯანმრთელობაზე ზრუნვა ახლობლებთან, ნათესავებთან და მეგობრებთან ერთად. მკურნალობის რაღაც ეტაპზე ჩემი გერმანიაში წასვლა გახდა საჭირო და მახსოვს რა რთულად გადასატანი იყო ეს ყველასთვის. ჩემი მშობლები კინაღამ გაგიჟდნენ,როცა მარტო წასვლის სურვილი გამოვთქვი. სასტიკი წინააღმდეგი იყო ნიკოც, რომელსაც სამსხურიდან არ ათავისუფლებდნენ და ვერ მომყვებოდა დიდი სურვილის მიუხედავად. მაგრამ იმ ეტაპზე არც ნიკოს გამოყოლა მინდოდა,არც ჩემი მშობლების და მით უმეტეს არც სხვა არავისი. ქიმიოთერაპია საკმაოდ შედეგიანად მიდიოდა,თუმცა შინაგანად მთლიანად მშლიდა ეს პროცესი. ყოველდღიურად მნახველების დაუსრულებელი რაოდენობას კი კომფორტის ზონიდან გამოვყავდი. ახლა ასმაგად მიწევდა ძალების დახარჯვა თავის კარგად მოჩვენებისთვის,რაც ემოციურად უუნაროს მხდიდა დღის ბოლოს. იმდენად რამდენადაც მახარებდა ამდენი ადამიანის გვერდში დგომა და ზრუნვა,მომენტებში გამაღიზიანებელიც კი მეჩვენებოდა. დიდი პატივისცემა და მადლირების გრძნობა რომ არა ალბათ დიდხანს ვერ გავძლებდი ასე. ნიკოლოზის მუდმივად საჭირო დროს საჭირო ადგილას ყოფნა მაოცებდა. და ზუსტად ვიცი სწორედ იმიტომ,რომ მთელი ეს პერიოდი გვერდიდან არ მშორდებოდა ახლა წარმოუდგენლად ეჩვენებოდა ჩემი მარტო გაშვება. საბოლოოდ მე და დედა წავედით. ჩემი და ნიკოს გამომშვიდობებას მთელი აეროპორტი თვალცრემლიანი უყურებდა. ალბათ მეც ავტირდებოდი გარეშე პირი რ ვყოფილიყავი და ის მენახა,რაც იქ ხდებოდა. ნიკო მთელი ძალით მიკრავდა გულში და მიმეორებდა როგორ ვუყვარდი. მეც უხმოდ ვტიროდი და შიგადაშიგ ყელში ვკოცნიდი საპასუხო გრძნობის გამოსახატად. ხმის ამოღების საშუალებას ყელში გაჩხერილი ბურთი არ მაძლევდა. ბოლო კოცნა მახსოვს ძალიან კარგად. მთელი ოთხი თვე მახსოვდა და სულ მემახსოვრება. იმ დროს ყველაზე ტკბილად მეჩვენებოდა და არც მიკვირს, იყო კიდეც ალბათ ყველაზე ტკბილი. --- ახლაც მთელი აეროპორტის ყურადღება მივიქციეთ. ბედნიერებისგან გაცისკროვნებული სახე ნიკოს ყელში მქონდა ჩამალული და დაუღალავად ვკოცნიდი. მისი მოზრდილი წვერის შეხებაც კი მსიამოვნებდა და ჩემი ასე საყვარელი სუნამო კიდევ უფრო მიმძაფრებდა გრძნობებს. გაცვენილი თმით გამოწვეულ კომპლექსს აღარც კი დავეძებდი. არ მახსოვდა არაფერი ჩემს წელზე შემოხვეული ნიკოს ხელების გარდა. *** ჩამოსვლის შემდეგ ისევ დაიწყო სტუმრების ხშირი მიმოსვლა ჩემს ოჯახში. 1-2 კვირით მშობლებთან დარჩენას დავთანხმდი და საქმეს ეს კიდევ უფრი მირთულებდა. ვნახე ბევრი მონატრებული ადამიანი, ისევ ვიცანცარე უსაზღვროდ მონატრებულ მეგობრებთან ერთად, მაგრამ რაღაც მომენტში მივხვდი,რომ ამ ყველაფერმა უფრო დამამძიმა. თავშალზე წამით გაჩერებული მზერის, ძირს დახრილი თვალებისა და მოთმინებით შეკოწიწებული ღიმილის ამოცნობა უკვე ჩვევად მექცა. ნელ-ნელა ვეჩვევი, მაგრამ გარეგნული უემოციობა შინაგანად მანადგურებს. გაჩენილი კომოლექსები იმდენად მაღიზიანებს ზოგჯერ თავი ყველაზე საშინელი ადამიანი მგონია. არ მინდა ქუჩაში გასვლა, კაფე-ბარებში სიარული, მანქანით სეირნობაზეც კი მკაცრი უარი გამოვუცხადე ყველას. ჩემ სახლში დაბრუნება ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იყო ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში. სავარძელში ოთხად მოკეცილი ვიყურები ფანჯრიდან, დათოვლილ ხეებს და ფერად-ფერად შენობებს სევდანარევ ღიმილს ვუშტერებ და გვიან ვიაზრებ, რომ აღარც დათოვლილი ხეები ჩანს და აღარც ფერად-ფერადი შენობები, კონტურებს აღვიქვამ მხოლოდ. ერთ ღრმა ამოოხრებას მოყვება ძალიან, ძალიან ბევრი ცრემლი და ამდენივე არასასურველი ფიქრი. ბოლო დროს დაჩემებულ "ნიკოსთვის შეუფერებლობას" ვერსად გავურბივარ. იმდენ რამეზე ვცდილობ ყურადღების გადატანას და ისევ ამ თემას ვუბრუნდები. ნიკოლოზი წარმატებული ბიჭია, საკმაოდ პერსპექტიული მომავლით, არაჩვეულებრივი გარეგნობით...და მე ყოველ ჯერზე, როცა სარკეში ვიხედები ჩემს გვერდით ნიკოს წარმოვიდგენ და მრცხვენია. იმდენად შეუფერებლად მეჩვენება ჩემი თავი მის გვერდით, რომ მაშინვე თვალს ვარდიებ სარკეში ჩემ ანარეკლს. მოგვიანებით ამ გრძნობისაც მრცხვენია, თუმცა მხოლოდ მოგვიანებით. არადა, ნიკოლოზმა რომ გაიგოს გაბრაზდება. ვზივარ ასე მანამ წელის ტკივილი არ მაწუხებს. სააბაზანოში წყლის გადასავლებად შესულს სიმწრით მეცინება ჩემი შამპუნების კოლექციის დანახვაზე. არადა, უკვე ამომდის თმა. იმაზე უფრო სწრაფად ვიდრე ამას ველოდი. მიხარია, მაგრამ ჩემი გარეგნული ცვლილება იმდენად არ მომწონს, მაინც კრიტიკულად ვუყურებ ახლა ყველაფერს. ამ იდეაში უკვე წამოზრდილ ღინღლსაც კი. *** ვანიდან გამოსული თავს კარგად ვერ ვგრძნობ. ამას ემატება უამრავი გამოტოვებული ზარი და მესიჯი ნიკოლოზისგან. მოსალოდნელი ჩხუბი წინასწარ მაშინებს. ზუმერის შემდეგ მისი საოცრად გადაღლილი ხმა მესმის -რა ხდება ნიკოლოზ,სად ხარ? -კარი გამიღე რა.- გაოცებას ვერ ვმალავ კარებთან შარვლის წმენდით მოსულს რომ ვხედავ. კიბეებზე საწყლად იჯდა და მელოდებოდა, როცა მე ვანაში ვნებივრობდი. თითქოს ისე არ ეკლდა ჩემგან სანერვიულო ესეც რომ არ დამემატებინა. სახლში შემოსული როგორც ყოველთვის ხელებს მაგრად მხვევს და თავზე მკოცნის. მეც შეძლებისდაგვარად მაგრად ვხვევ ხელებს და ძალიან ნაზად ვკოცნი ტუჩებზე. ღიმილი ეპარება ჩემს ეშმაკობაზე და თვითონ უფრო მომთხოვნად მიბრუნებს საპასუხო კოცნას. მერე აუჩქარებლად მივიწევთ ჩემი ოთახისკენ და ფეხდაფეხ ვტოვებთ ახლადშემოძარცვულ ტანისამოსს.ნაზად და ბევრჯერ მკოცნის ყელში, ლავიწის ძვალს მიუყვება და სველ კოცნას მიტოვებს მკერდთან ნიკოლოზი უზომოდ ფრთხილია და თან მომთხოვნი. აშკარად ეტყობა როგორ არ უნდა რომ მატკინოს, მაგრამ ვერც ჩემთან სიახლოვის სურვილს მალავს. .მგონი რაღაც მომენტში ორივემ შევწყვიტეთ აზროვნება, გარეშე ფაქტორები დავივიწყეთ და მოცემული მომენტით ბოლომდე სიამოვნება ვარჩიეთ. და მაინც, ვერ ვხვდები ოთხი თვე მის გარეშე როგორ გავძელი. *** მონუსხულივით ვუყურებ ნიკოლოზის სახეს და დეტალებში ვიმახსოვრებ თითოეულ კონტურს. იმდენად კარგია დაუძლეველი სურვილი მიპყრობს,რომ ბევრჯერ ვაკოცო. მერე მახსენდება მთელი დღის ნამუშევარი და გადაღლილი რომაა, ხოდა თავს ვერევი. მხოლოდ ერთხელ ვკოცნი ტუჩის კუთხეში და ძილს ვაცდი. ოთახში შემოსული ლამპიონის განათება პირდაპირ თვალებში მანათებს და მარტივად მეღვიძება. ნიკოლოზს ისევ სძინავს, ახლა იმ განსხვავებით რომ გულზე ვყავარ ახუტებული ისე,როგორც პატარა ბავშვი იხუტებს თავის საყვარელ სათამაშოს ძილის დროს და აშკარაა,რომ არაფრის დიდებით არ აპირებს ჩემ გაშვებას. კოცნით მივუყვები ხელებიდან მხრებამდე, იქიდან ყელამდე და ბოლოს ყელიდან ტუჩებამდე. გაღვიძების ეს ხერხი დადებითად მოქმედებს ბატონ ნიკოლოზზე. ამაზე მისი გაღიმებული ტუჩები და ძლივს გახელილ თვალებში ათამაშებული ჭინკები მეტყველებენ. ვნებიანი კოცნის კვალს მიტოვებს ბაგეებზე და ისიც ნელ-ნელა ტუჩებით იკვლევს გზას ყელამდე, მკერდამდე და ისევ უკან. *** ბედნიერებაა ნიკოლოზი. ჩემი საკუთარი ბედნიერება! *** ნიკოლოზი დივანზე წევს მე მასზე და ნაზად მეფერება ზურგზე. -ნიკო, ჩაი არ გაცივდებოდა? -ბოლო ორ წუთში მეათასედ ვეკითხები. -დალიე, მაგრამ პირი დაგეწვება, მაშკა. -შენ რომ სვამ ხოლმე ძალიან ცხელს?- გაბუსხული ვუბრუნებ კითხვას და გაფაციცებით ვუსმენ მის გულისცემას. -მე ძალიან ცხელი მიყვარს, შენ-უფრო თბილი. პირი დაგეწვება და ცოდო ხარ. -კაი. -ისევ გაბუსხული ვბუტბუტებ და მკერდზე ვუტოვებ კოცნის კვალს. -როგორი საყვარელი ხარ, მაშკა, შენ წარმოდგენაც კი არ გაქვს! -დაბეჯითებით მეუბნება და ნაზად მისვამს ტუჩებს ყელში. მე მისი სიახლოვითა და მოფერებით ნასიამოვნები უფრო კომფორტულად ვდებ თავს და სულ აღარ მაინტერესებს როდის გაცივდება ჩემი ჩაი. *** ნიკოლოზს ვირუსი აქვს მაღალი სიცხეებით და გადაწყვიტა,რო ჩემთვის მისი ნახვა არ შეიძლებ. მეოთხე დღეა ვერ ვნახულობ და უცნაურ დანაკლისს ვგრძნობ. ისეთს დიდი ხანი რომაა, რაც არ განმიცდია. მისი სუნთქვის შეკვრამდე მოხვეული ხელები და ვნებიანი კოცნა მომენატრა, საღამოს გულახდილი საუბრებიც მომენატრა, ფილმების ყურებაც და დაძინებამდე მისი სახის თითოეული ნაკვთის შესწავლაც. *** ბოლო დროს თითქოს ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდება. ექიმები სიამაყოთ აღნიშნავენ ყოველდღიურ წინსვლას და ზოგჯერ მგონია,რომ ჩემზე მეტად უხარიათ ჩემი სიცოცხლის გადარჩენა. არც მიკვირს, ყველა ისეთი მონდომებულია, ისე გიდგანან გვერდში. სულ რომ არავინ გყავდეს, ესენი მარტოს არ დაგტოვებენ. მთელ ენერგიას იმისკენ მომართავენ,რომ თავი საზოგადოების სრულყოფილ წევრად იგრძნო და ამით ისე გაგაბედნიერებენ ვერც კი მიხვდებიან. უანგაროდ, უდიდესი სიყვარულით გადადგამენ ყველა საშიშ ნაბიჯს შენთან ერთად და შენთან ერთადვე გაუხარდებათ თმის თითოეული ახალი ღერის ამოსვლა, ანალიზებში აღმოჩენილი თითოეული დადებითი შედეგი. სასწაულები არიან ეს ადამიანები, ძალიან საჭირო დროს, საჭირო ადგილას არსებული სასწაულები. ჯანმრთელობის გაუმჯობესებასთან ერთად აშკარა ცვლილებები შეინიშნება ჩემ ხასიათში. მგონია, რომ ნელ-ნელა ძველი მაშკა ბრუნდება. ოღონდ, თან არაფრით გავს ეს მაშკა ძველს. ძნელი ასახსნელია... იმდენი რამ გავაანალიზე ამ პერიოდში შეუძლებელია ისევ ძველებური მაშკა ვიყო,მაგრამ მეგობრებთან ერთად ყოფნის სურვილი უფრო და უფრო მატულობს. გარეთაც შედარებით ხშირად გავდივარ. არ მახსოვს ბოლოს ჩემ მშობლებს ჩემი გვიან სახლში მისვლა ასე როდის უხაროდათ, ან უხაროდათ თუ არა ოდესმე საერთოდ. გადაღლით მაინც ვიღლები. ფიზიკური სისუსტეს, თავბრუსხვევებს ისევ ვგრძნობ, ზოგჯერ უფრო ხშირადაც კი. არავისთვის მითქვამს ექიმის გარდა. მეც და ბატონი დავითიც ბოლო ანალიზის პასუხებს მოუთმენლად ველით. უკვე პანიკური შიშები მაქვს, რომ ასე ნაზეიმები გამოჯანმრთელება ნაადრევი იყო. *** მოუთმენლობის ზუსტი მნიშვნელონა მხოლოდ ახლაღა გავიგე და მთელი სიცხადით შევიგრძენი. სახლში მოსვლისთანავე კომფორტულად მოვკალათდი სავარძელში და იმის მიუხედავად,რომ ვიცოდი ჯერ ადრე იყო, მაინც მოუთმენლად დავიწყე ლოდინი. მთელი დღე საოცრად ვცქმუტავდი. ფიქრისთვის მქონდა დრო თავზე საყრელად. არც ერთი წამით არ დამიშვია,რომ ნიკოლოზს არ გაუხარდებოდა,მაგრამ მაინც ვერაფრით ვერ ვისვენებდი. ათჯერ მაინც მოვიკითხე მანამ სახლში მოვიდოდა. ბოლოს,რომ დავურეკე ისეთი გადაღლილი ხმა ჰქონდა ვინანე კიდეც ასე საჩქაროდ რომ ვთხოვე სამსახურიდან პირდაპირ ჩემთან გამოსვლა. ალბათ პირველ ღამეს არ მინერვიულია ისე,როგორც ახლა ვნერვიულობდი. კარებზე კაკუნის ხმის გაგება და ჩემი გულისცემის სასწაულად აჩქარება ერთი იყო. მუხლების კანკალით მივედი კარებამდე. პირველი სიხარულისგან გამოწვეულ ღიმილს მაინც ვერაფერს ვერ ვუშვრებოდი და მგონი საავადმყოფოდან როგორც გამოვედი იმავე სახით ვიყავი ახლაც. სასიამოვნო გაოცება ვერ დამალა ნიკოლოზმა შემოსვლისთანავე მის ყელში რომ ჩავძვერი და უამრავჯერ ვაკოცე. -მოგენატრე, მაშკა?- სიცილით დამისვა უკვე კარგად წამოზრდილ თმაზე ხელი და თვითონაც ძალიან მაგრად მომხვია ხელები. -და თან როგორ. საქმე მაქვს მე შენთან- წამიერი დუმილის შემდეგ მოვშორდი და პატარა ბავშვივით დავიწყე მის წინ რწევა. სიცილს ვერ იკავებდა და თავით მანიშნა გისმენო. თან ქურთუკს იხდიდა და მისაღებისკენ ინაცვლებდა. -მაშკა, რა განერვიულებს მითხარი.- შუბლზე მაკოცა და ისე შემომხედა თვალებში უცებ ვიფიქრე,რომ უკვე იცოდა. განსაკუთრებული ტექსტიც არ მქონდა დალაგებული და ვერ ვხვდებოდი როგორ უნდა მეთქვა საერთოდ. -ნიკო, ორსულად ვარ- გაპარული ხმით ამოვთქვი და კუნწულა ცრემლები გადმომცვივდა. რეაქცია ჰქონდა ისეთი,რომ ვერც კი ვიოცნებდი. მე რომ მიყვარდა აი ისე, ბედნიერებისგან გაეცინა რამოდენიმეწამიანი დუმილის შემდეგ. ისე მაგრად ჩამიკრა გულში მეგონა ჩემში შემოღწევას ცდილობდა. ემოციებით გულაჩუყებულმა კიდევ უფრო მოვუმატე ტირილს. და მგონი ამით ძალიან გავაბრაზე. მომენტალურად გამწია უკან და დაკვირვებით დაიწყო ჩემი შესწავლა. -არ თქვა,რომ აბორტის გაკეთება გინდა!- ხმაჩავარდნილმა,მაგრამ მაინც ძალიან კატეგორიულად გამაფრთხილა. -მე უბრალოდ არ ვიცოდი, არ მეგონა რომ ესე მიიღებდი...-სათქმელს ისევ ვერ ვუყრიდი თავს.- გაგიხარდა, შენ გაგიხარდა და მე ეგ გამიხარდა. მაგიტომ ვტირი.- ალბათ დიდხანს ვერ მოვრჩებოდი თავის მართლებას ნიკოს ძალიან რბილი და გემრიელი ტუჩები რომ არ მეგრძნო ჩემ ტუჩებზე. ტუჩებს როგორც კი მოსწყდა, სახის თითოეული ნაკვთი დამიკოცნა, თან არაფრის დიდებით არ მაშორებდა მუცლიდან ხელს. *** არაორდინალურად კარგად შეხვდნენ ამ ამბავს ჩემი მშობლები იმის გათვალისწინებით,რომ ნიკოლოზი ჩემი მეუღლის სტატუსს არ ატარებდა და ისე ვაჩენდი მე მისგან ბავშვს. ასეთი ბედნიერი მამაჩემი ბოლოს როდის ვნახე აღარც კი მახსოვდა. ყველას სიამაყით ეუბნებოდა მე მალე პაპა უნდა გავხდეო. წარმოდგენაც არ ჰქონდა,რომ ამით მე კიდევ უფრო მეტად მაბედნიერბდა. დედა,როგორც ყოველთვის, თვალცრემლიანი მეფერებოდა და ახლა ახსენდებოდა ჩემზე ორსულობის დროს განცდილი თითოეული ემოცია. მეც ისე გულდასმით ვუსმენდი და ისე მაინტერესებდა როგორ ჩაივლიდა ჩემი ორსულობა, ერთ ადგილას ვეღარ ვჩერდებოდი. ახლა უკვე განსხვავებული მიზეზით მოვექეცი ყურადღების ცენტრში. *** ნიკო იყო წარმოუდგენლად თბილი, ტკბილი, ფრთხილი და მზრუნველი. არ მახსოვს ოდესმე ასე გამოეხატოს სიყვარული. მე არ ვაქცევდი საკუთარ თავს იმდენ ყურადღებას,რამდნსაც ის. ყურადღებას აქცევდა რას ვჭამდი, რას ვიცვამდი, როგორ დავდიოდი...ყოველი დეტალი აინტერესებდა. ემოციებისგან გაბერილი ვიყავი ჩემ დაბადების დღეზე. სასაჩუქრე ყუთში ყველაფრის აღმოჩენას ველოდი ბავშვის ტანსაცმლის გარდა. საჩუქრის გახსნისასაც ისე იცინოდა მე, რომ ვგიჟდები-ბედნიერებისგან. საღამოს ტრადიციულად დივანზე ვიწექით. ახლა იმ განსხვავებით,რომ წამოზრდილი მუცლის გამო გვერდზე მიწევდა წოლა. წვერზე ვეფერებოდი და წამდაუწუმ ყელში ვკოცნიდი. ბოლოს უკვე დამცინოდა რა ნახე ამისთანა ჩემ ყელში ტუჩებს რომ გირჩევნიაო. მეც გაწითლებული ვიჩეჩავდი მხრებს არცოდნის ნიშნად. ჩემ დაბადების დღეზე მეტად ნიკოლოზის დაბადების დღის მოახლოვება მიხაროდა და 1 თვით ადრე ვგეგმავდი ყველაფერს. -ნიკო, დაბადების დღეზე რა გაჩუქო? -არაფერი, შენც მეყოფი- სიცილით მითხრა და შუბლზე მომაკრო ტუჩები. -არა, ვიცი მეც რომ საჩუქარი ვარ, მაგრამ რამე უფრო ეფექტური მინდა! -უფრო ეფექტური მუცელში გიზის.- დავინახე როგორ დაიწყეს ჭინკებმა მის თვალებში თამაში, ჩემი თვალების ცრემლებით ავსების პარალელურად. მე ვებუზღუნებოდი,რომ ასეთო რაღაცები გულს მიჩუყებდა, ის კიდევ დამცინოდა ძალიან სენტიმენტალური გახდიო. ბოლოს ვთანხმდებოდით,რომ ეს ყველაფერი იმ "უფრო ეფექტურის" ბრალი იყო და ორივე ძალიან ბევრს ვიცინოდით. *** მუცლის საბოლოოდ გაზრდას ჩემზე მეტად მგონი ნიკოლოზი ელოდა. ბავშვის პირველი მოძრაობა იყო საოცრება. თავიდან შემეშინა, მეგონა რაღაც მოხდა. მერე უცებ მივხვდი ზუსტად რა მოხდა და სასაცილოდ ვეხვეწებოდი მუცელს დე,კიდევ ქენი რამე-მეთქი. სიცილნარევი ტირილით მივაკითხე სამსახურში ნიკოლოზს. ჯერ ყველა თანამშრომელი შევაშფოთე ჩემი არაადეკვატური საქციელით მანამ ნიკოლოზამდე მივაღწევდი და მერე თვითონ ნიკოლოზიც. ემოციებისგან გადაღლილმა შეძლებისდაგვარად მოვხვიე ხელები და ვახარე ბავშვი გაინძრა-მეთქი. ჩემზე მეტად ახლა მისმა არაადეკვატურმა საქციელმა შეაშფოთა თანამშრომლები. სასაცილოდ იყო დახრილი მუცელთან და ბავშვს ელაპარაკებოდა: -მა, მე რატო დამჩაგრე. ახლა მარტო დედამ იცის როგორ მოძრაობა. კიდე ქენი რა რამე, მა! -სიცილის ვერ ვიკავები მისი შემხედვარე. უფროსმა საპატიო მიზეზი გაქვსო და დროზე ადრე გამოუშვა სახლში. საახალწლოდ გალამაზებულ ქალაქში დავდიოდით ძალიან ბევრს. ჩემი პირველი არაორდინალური სურვილი საჭმელს არ უკავდირდებოდა. 5 დეკემბერს მოვინდომე ნაძვის ხის დადგმა. ჯერ ნიკოლოზმა დამცინა, მერე ჩემმა მშობლებმა და ბოლოს მეგობრებმა. მეორე საღამოს მაინც ბედნიერები დაწრიალებდნენ ჩემი და ნიკოს ახლადმორთულ ნაძვის ხეს. ახალ წლამდე 1-2დღით ადრე თუშეთში ასვლა მოვინდომეთ მე და ნიკოლოზმა, მაგრამ ექიმმა უარი მითხრა. ცოტა სუსტად ვგრძნობდი თავს და წოლითი რეჟიმიც გამომიწერა. ახალი წლის მოახლოებით გამოწვეული აღფრფოვნება წამში ჩამშხამდა. როგორც ყოველთვის, ახლაც სასაცილოდ ვებუზღუნებოდი მუცელს ჩემ საყვარელ დღესასწაულს ვტოვებ-მეთქი. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ახალ წელს მარტოები შევხვდით მე და ნიკოლოზი. მაშინ მივხვდი რა ბედნიერება იყო მარტო ნიკოლოზთან ერთად ჩემი საყვარელი დღესასწაულის აღნიშვნა. ბავშვობიდან ჩვევა მქონდა 12 საათს როგორც კი გადასცილდებოდა, საჩუქრების გახსნას ვიწყებდი. ჩემ საჩუქრებზე მეტად ყოველთვის ჩემი მშობლების რეაქცია მახარებდა, თავიანთ საჩუქრებს რომ ხსნიდნენ. ახლაც ისე ვცქმუტავდი, ერთი სული მქონდა როდის გახანიდა ნიკოლოზი საჩუქარს. იდეა მოვპარე და მეც ბავშვის ტანსაცმელი ვაჩუქე. ერთი განსხვავებით- მე სქესს ვატყობინებდი ამ საჩუქრით. საჩუქრების გახსნა დამთავრებული არ გვქონდა კარებზე კაკუნი რომ ატყდა. ჩემგან განსხვავებით გაოცება არ გამოუხატავს ნიკოლოზს, პირიქით, ძალიან გახარებულიც კი მეჩვენა. და,როცა მივხვდი რა უხაროდა, ორსულობა რომ არა ალბათ სიხარულისგან ხტუნაობას დავიწყებდი. რიგ-რიგობით შემოლაგდნენ ბავშვები ოთახში. ჯერ ნაძვის ხესთან მიდიოდნენ საჩუქრების დასალაგებლად და მერე მე მეხვეოდნენ და მილოცავდნენ ახალ წელს. ამაყად გამომიცხადეს თუ მუჰამედი არ მიდის მთასთან, მთა მიდის მუჰამედთანო და სასაცილოდ ჩაუკრეს ნიკოლოზს თვალი. *** იყო პირველი ამოტირება,რომელმაც მთელი სხეული გამითბო და ისე გამაბედნიერა ჯერ რომ არ მახსოვს მსგავსი არაფერი. მერე იყო ჩემს გულზე დაწვენილი ძალიან,ძალიან პატარა არსება და ამქვეყნიურ სიკეთეში საბოლოოდ დარწუნებული მე. ისეთი პატარა იყო მეგონა უბრალო ხელის შეხებითაც კი რამე ეტკინებოდა. არადა, ჩემგან დამოუკიდებლად გამირბოდა ხელები მოსაფერებლად. პირველად ჩვენ სანახავად შემოსული ნიკოს ცრემლიანი თვალები არ დამავიწყდება. ხელები უკანკალებდა და როგორც კი მიხვდა მე ეს შევამჩნიე, პატარა ბავშვივით ზურგს უკან დამალა. ნერვიულობისგან გაყინული ტუჩები შუბლზე მომაკრო და ცრემლნარევი ღიმილით მოეფერა აკანკალებული ხელით პატარა ალექსანდრეს. მეც ამის შემხედვარე კუნწულა ცრემლებს ვყრიდი და სულელივით ვიღიმოდი, მაინც მთელი არსებით ვიღიმოდი. ბედნიერების ცალკე განზომილება იყო სიხარულისგან ატირებული მამაჩემის და უკვე ბებიის როლში შეჭრილი დედაჩემის ნახვა. და მიუხედავად იმ ყველაფრისა, რაც მანამდე გამოვიარე, ვერაფრით ვიგებდი რით დავიმსახურე ამხელა სასწაული. **** სამშობიაროდან 1 კვირის შემდეგ გამოგვწერეს. დედიკო სულ ოდნავ სუსტად გრძნობდა თავს და ექიმების რჩევით ადგილზე მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა არჩია. ოჯახური გარემოს არსებობა ცოტა მოგვიანებით ვიგრძენი. მას შემდეგ,რაც უამრავი მეგობარი და ოჯახის ახლობელი გავუშვით სახლიდან და დავრჩით მხოლოდ მე, ნიკოლოზი და ალექსანდრე. მთელი გულით მეცინებოდა ნიკოლოზის მზრუნველობაზე. როგორც კი ალექსანდრეს გამომართმევდა, სახლის მოწესრიგებას ვიწყებდი და ისიც დაბარებულივით ჩნდებოდა ყველგან ბავშვით ხელში და ცდილობდა ყველაფერში დამხმარბოდა. არადა ძალიან სასაცილო იყო წინსაფარაფარებული, ჭურჭლის გასარეცხად ხელებდაკაპიწებული ნიკოლოზის ყურება,რომელიც ჩემ სიცილს შეკრული შუბლით ხვდებოდა და თან ალექსანდრეს ეჭორავებოდა იმაზე თუ როგორ დავცინოდი. დროთა განმავლობაში ყველაფერი დავალაგეთ, გადავინაწილეთ. ნიკოლოზის შესამჩნევად გაბუტულ სახეზე სიცილს ვერ ვწყვეტდი ალექსანდრეს სახლში მოყვანის შემდეგ პირველად რომ გავიდა სამსახურში. ბევრი,ბევრი კოცნით გავაცილე და დავპირდი,რომ მოხვალ ისევ აქ დაგხვდებით-მეთქი. არადა, კარები მიხურული არმქონდა ალექსანდრესავით რომ დავიწყე ფსლუკუნი და ისიც ავიყოლიე. მერე ნელ-ნელა დავმშვიდდით ორივე. ჯიუტად არც ვურეკავდი და არც ვწერდი პირველი. ვიცოდი ახლა რამე რომ წამომცდენოდა, სირბილით წამოვიდოდა სამსახურიდან. გულის ფრიალს ვერაფერი მოვუხერხე თვითონ რომ მომწერა და თხოვნაზე ალექსანდრეს სურათები ჩამეყარა ათობით ფოტოთი ვუპასუხე. შეშლილივით მივშტერებოდი საათს და ტიტანური სიმშვიდით ველოდი შვიდი საათის მოსვლას. რვის ნახევარზე კარები რომ არ გაიღო და გაღიმებული ნიკოლოზი არ შემოვიდა ისევ დავბრიცე ტუჩები პატარა ბავშვივით და სატირლად მოვემზადე. მერე გამახსენდა ჩემ დილანდელ ტირილს რა მოყვა და შეცბუნებულმა გადავხედე მძინარე ალექსანდრეს. ფეხაკრეფით გამოვედი ოთახიდან და თინეიჯერი გოგოსავით დავიწყე ტელეფონის წვალება. მილიონჯერ წავშალე მალე მოხვალის შინაარსის შემცველი ტექსტი და ბოლოს მაღაზიიდან ჩაის ამოტანა ვთხოვე. მესიჯი მისული არ იყო კარები რომ შემოაღო ძალიან შეწუხებული სახით. -აი ამეებს დავალაგებ და ახლავე ჩავალ მაღაზიაში- პარკებით და სამსახურის საბუთებით დატვირთულმა სააწრაფოდ მიირბინა მაგიდასთან და მე მაპატიე სახით ისევ კარებისკენ მიბრუნდა. გააზრება ვერ მოასწრო ისე მოვეხვიე ზურგიდან და განძრევის საშუალება არ მივეცი. ან მე მეგონა მასე. გააზრება ვერ მოვახერხე ისე დატრიალდა და წამებში ძალიან, ძალიან მაგრად მომხვია ხელები. -აი ახლავე ჩავალ და ამოგიტან ჩაის. ბოდიში რა, გეფიცები მეგონა კიდე იყო. -მე შენ მომენატრე- დამნაშავესავით ჩავიჩურჩულე და ღრმად შევისუნთქე ჩემი საყვარელი სურნელი. კანით ვიგრძენი როგორ გაეღიმა და მეც უნებურად გამექცა ტუჩის კუთხეები საპირისპირო მხარეს. -შენ მე მკითხე როგორ მომენატრეთ, აი ასე ძალიან მომენატრეთ, არა, კიდე უფრო ძალიან. - თან მელაპარაკებოდა და თან მთელ ყელს მიკოცნიდა. ლოყებაღაჟღაჟებულმა ძლივს ავუხსენი,რომ ჩაი გვქონდა და არსად წასვლა აღარ იყო საჭირო. ცოტა დამცინა პირდაპირ გეკითხა სად ვიყავიო და მერე ისევ კოცნით დამახრჩო. მანამ მე პარკებიდან პროდუქტებს კარადებსა და მაცივარში ვანაწილებდი ნიკოლოზი სადღაც გაქრა. ალექსანდრეს ოთახში შესული ღიმილს ვერ ვიშორებდი. ფეხმორთხმით იჯდა ნიკოლოზი, იდაყვებით საკუთარ მუხლებს ეყრდნობოდა, თავი ოდნავ გადაეხარა და მონუსხული უყურებდა მძინარე ალექსანდრეს. მეც ზუსტად მისნაირად დავუჯექი გვერდით და მონუსხულივით დავუწყე საწყალ ბავშვს ყურება, რომელსაც სავარაუდოდ მალე გავაღვიძებდით ასეთი დაჟინებული მზერით. საოცრად შეწუხებული სახით გადმომხედა ნიკოლოზმა და ბუზღუნით ჩაიბუტბუტა მომენატრეთო. ღიმილმა გადამკრა სახეზე და უცებ ისეთი ხმაურით ვაკოცე ყელში, მართლა შემეშინდა ალექსანრეს არ გაღვიძებოდა. *** უკვე ორი თვე იყო,რაც სახლში მატება გვქონდა და ნიკოლოზი ისევ ყოველდღე ბუზღუნით ტოვებდა სახლს და ფრენა-ფრენით ბრუნდებოდა სამსახურიდან. მიუხედავად იმისა,რომ ვერ წარმომედგინა როგორ უნდა შევლეოდი ამ საოცარ არსებას, მეც ნელ-ნელა დავიწყე სამსახურის დაწყებაზე ფიქრი. უკვე დიდი ხანი იყო ვერაფერს ვაკეთებდი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და არ მინდოდა მთელი ცხოვრება ასე გაგრძელებულიყო. ნიკოლოზმა ისიც კი შემომთავაზა თუ ახლავე იპოვი რამეს, მე დეკრეტს ავიღებ და ალექსანდრეს მოვუვლი მანამ სახლში არ იქნებიო. ვერ ავღწერ ისე მახარებდა მისი გვერდში დგომა. სულ იქ იყო, სადაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა. ზოგჯერ მის ძალიან უცნაურ გამოხედვას ვიჭერდი. ისეთს, რაღაც დაუჯერებელს რომ ხედავ და ვერ გადაგიწყვეტია ნამდვილია თუ არა. ნიკოლოზის შემთხვევაში განუსაზღვრელ სევდასაც ვამჩნევდი და საკუთარი თავი მძულდა იმ ყველაფრის გამო, რისი გადატანაც მას ჩემი ავადმყოფობის შედეგად მოუწია. ამაზე მხოლოდ ერთხელ ვილაპარაკეთ და მაშინაც ძალიან გაბრაზდა. ვერასდროს ვერ იტანდა ზურგზე ამხელა პასუხისმგებლობას რომ ვიკიდებდი და უგზო-უკვლოდ დავეხეტებოდი. *** ნიკოლოზი იყო ნომერი პირველი მამა. ხო არსებობენ ადამიანები, რომლებიც შენ წარმოსახვაში აუცილებლად იქნებიან ძალიან კარგი დედები ან მამები. ჩემთვის ასეთი იყო ნიკოლოზი და ეს ორსულობამდე დიდი ხნით ადრე ვიცოდი, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი და ალექსანდრეს ურთიერთობა მოლოდინს აჭარბებდა. ნიკოლოზი სამსახურიდან ყოველთვის რვის თხუთმეტ წუთზე ბრუნდებოდა, გამონაკლისი შემთხვევების გარდა და ალექსანდრე ყოველთვის ამავე დროს იღვიძებდა. სახლში შემოსული თავის ნივთებს დაალაგებდა თუ არა, ალექსანდრე დაბარებულივით იწყებდა ტირილს და მამამისის გარდა არავის ხელში არ მშვიდდებოდა. ცალკე საოცრება იყო მისი დამოკიდებულება ალკოჰოლთან მიმართებაში. ერთადერთხელ მოეფერა ალექსანდრეს ნასვამი და ისე აიბზუა ამ ციცქნა არსებამ ლუდის სუნზე ცხვირი, ნიკოლოზმა კინაღამ ტირილი დაიწყო არ ვუყვარვარო. მეც სიცილით ვამშვიდებდი ლუდის სუნი გაქვს და ალბათ ეგ არ მოსწონს მეთქი. კიდევ უფრო ძალიან გამეცინა მაგ ამბის შემდეგ ჩვენთან სტუმრად ამოსულ ბავშვებს უარი რომ განუცხადა დალევაზე, ალექსანდრეს არ მოსწონს სუნიო. ისეთი სხვანაირი იყო, ისეთი თბილი. ზოგჯერ მეგონა,რომ ის იყო დედა და მე მამა. *** პირველი "აღუ" იყო საოცრება. ისეთი აჟიტირებულები ვიყავით, მე და ნიკოლოზს ერთმანეთის რეაქციებზე გვეცინებოდა. და ჩვენზე იცინოდა ყველა ვინც გვიცნობდა. თქვენ მერე ნახეთ აჟიტირება პირველ სიტყვას რომ იტყვის ან გაივლისო. ერთ-ერთ საღამოს ახალი დაძინებული გვყავდა ალექსანდრე და სიმშვიდით ვტკბებოდით უცნაურად რომ მოიწყინა ნიკოლოზმა. არაფერი არ უთქვამს, მაგრამ მე შევამჩნიე. ცოტა ხანს ვაცადე იქნებ თვითონ მოიფიქროს ლაპარაკი-მეთქი და ბოლოს ისევ მე ვკითხე რა სჭირდა. -მაშკა, უჩემოდ რომ გაიაროს პირველად რა უნდა ვქნა? ან აი,წარმოიდგინე, პირველი სიტყვა მაშინ რომ თქვას, როცა მე სამსახურში ვიქნები. მერე რა ვქნა? გული შემეკუმშა ისეთი მოწყენილი ხმით მეკითხებოდა. მეც კი ვერ გავიაზრე ისე უცებ აღმოვჩნდი მის კალთაში და ძალიან, ძალიან ბევრი კოცნა დავუტოვე ზოგი ყელში, ზოგიც ტუჩებზე და ზოგიც იმ მოწყენილ თვალებზე ასე ძალიან რომ მიყვარდა. ისიც გატრუნული მიშვერდა ტუჩებს კიდე მაკოცეო, მაგრამ მაინც მოწყენილი თვალები ჰქონდა. -უშენოდ არაფერს არ იზამს. ვერ ხედავ, სუნით ხვდება სახლში როდის მოდიხარ და მაშინ იღვიძებს, ეს უშენოდ გამვლელი ან დამლაპარაკებელია? -სიამაყით ჩაეცინა, მაგრამ მაინც მოწყენილმა მომხვია ხელები. -და მაინც? -და მაინც თუ რამე მსგავსი გაბედა- თითის ქნევით ვუხსნიდი ღიმილშეპარული -პირველ რიგში ყველაფერს გადავიღებ რომ გაჩვენო და მერე, დაგირეკავ და სასწრაფოდ სახლში მოსვლას გთხოვ და შენი თვალითაც ნახავ მაგ ყველაფერს. -ჩემი ჰაერში მოფრიალე თითი უცებ ნიკოლოზის ხელში აღმოჩნდა. ვერაფერი ვერ მოვუხერხე წამიერად დავლილ ჟრუანტელს მისი ცხელი ტუჩები რომ ვიგრძენი ხელის გულზე. ვერც კი გავიაზრე როდის გადმოინაცვლეს მისმა ტუჩებმა ჩემი ხელის გულიდან ტუჩებზე. მერე მახსოვს ძალიან მხურვალე კოცნებს მიტოვებდა ყველგან, უპარდონოდ დათარეშობდნენ მისი ხელები მთელ ჩემ სხეულზე და მეც სიამოვნების ამოძახილს ვერაფერს ვერ ვუხერხებდი. ძილის წინ მხოლოდ იმაზე მეფიქრებოდა როგორი ტკბილი იყო ნიკოლოზი. ისეთი ტკბილი, ისეთი ტკბილი მინდოდა სულ,სულ მეკოცნა. *** სასწაულების იცით კიდე როდის დავიჯერე? ერთ-ერთ საღამოს სამსახურიდან მოსული ნიკოლოზი ალექსანდრეს ოთახში რომ შემოვიდა და ტრადიციულად ჭორაობა დაიწყო მასთან. სათამაშოებში ჩაფლული ალექსანდრე ხან რას მოისროდა გვერდით ხან რას და მერე ჩვენ გველოდებოდა როდის მივაწვდიდით. თან სასაცილოდ ცდილობდა ხან ჩემი და ხან ნიკოლოზის ხელზე ჩაბღაუჭებული თვითონვე მისწვდომოდა რომელიმე გადაგდებულ სათამაშოს. მეც და ნიკოლოზიც, როგორც გამოუცდელი მშობლები შიშით ვუყურებდით მის თითოეულ მიხვრა-მოხვრას რომ რამე არ ეტკინა. ალექსანდრე კი ძალიან მოუსვენარი იყო. სულ რაღაცას აკეთებდა, ერთ ადგილას უკვე დიდი ხანი იყო რაც აღარ ჩერდებოდა. ახლაც ასე არსაიდან გაუშვა მამამისს ხელი და გამობერილი პაპერსის ქნევით მიბაჯბაჯდა თავის სათამაშოსთან. მერე უცებ გამოგვხედა, ეშმაკურად გაიცინა და ძირს დასკუპდა. მე და ნიკოლოზს ერთმანეთის ხელები გვეჭირა და როგორც თვეების წინ მძინარეს ვუყურებდით მონუსხულები, ახლაც ცრემლნარევი ღიმილით მივშტერებოდით საკუთარი თავით ამაყ, მოკისკისე ალექსანდრეს. *** ზუსტად ნიკოლოზის განცდები მხოლოდ მას შემდეგ გავიგე, რაც ალექსანდრე ერთი წლის გახდა. მისი დაბადების დღიდან ზუსტად 1 კვირაში გავედი პირველად სამსახურში. ალექსანდრე უდარდელად ეთამაშებოდა ბებოს და პაპას, მე კიდე ტუჩებგადმობრუნებული გამოვედი სახლიდან ნიკოლოზთან ერთად. კიბეებზე ჩავდიოდით ნიკოლოზმა მაგრად რომ ჩამიკრა გულში და მითხრა სამსახურში წახვალ, ყველაფერს ძალიან მაგრად გააკეთებ, მუშაობაში გაიყვან დროს და ვერც კი გაიაზრებ ისე მალე დაბრუნდები სანდრიკოსთანო. მეც დაჰიპნოზებულივით დავუქნიე თავი და სასწრაფოდ მოვიწმინდე ახლად გადმოვარდნილი კუნწულა ცრემლი. სამსახურიდან გამოსული ადამიანები ხომ ბედნიერები არიან, მაგრამ მეგონა,რომ იმ წამს ჩემზე ბედნიერი არავინ არ იყო. უფროსისგან შექება დავიმსახურე პირველი დღის წარმატებით დასრულებისთვის, თანამშრომლები თბილად შეხვდნენ თავიანთ ახალ უფროსს ანუ მე, და,რაც მთავარია, ალექსანდრე და ნიკოლოზი მიცდიენენ სახლში. სიხარულისგან გაპობილ ბაგეებს ვერაფერი მოვუხერხე სამსახურის წინ ნიკოლოზის მანქანა რომ დავინახე. არადა აქამდე, მთელი ერთი წლის განმავლობაში ყოველთვის სამსახურიდან პირდაპირ სახლში მიდიოდა ალექსანდრეს სანახავად და თუ სადმე იყო წასასვლელი მხოლოდ მასთან თამაშის შემდეგ მიდიოდა. ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი ამ რუტინას ჩემ გამო თუ დაარღვევდა და სიხარულისგან გაპობილ ბაგეებს ვერაფერი მოვუხერხე. ისე ეგოისტურად გამიხარდა, რომ ჩემი თავის მე თვითონ შემრცხვა. მანქანიდან გადმოსულს ისე ჩავეხუტე გულწრფელად მეგონა რაღაცას ვატკენდი. -მაშკა, ასე თუ უნდა ჩამხუტებოდი აქამდე დაგეწყო მუშაობა. -ნერვიულად გამეცინა და თან შერცხვენილმა თავი დავხარე. მერე უცებ გავუსწორე მატრაკვეცა ბავშვივით თვალი და ერთი ამოსუნთქვით ჩამოვურაკრაკე ჩემი სათქმელი. -აქამდე ყოველთვის სახლში მიდოდი ხოლმე ალექსანდრეს სანახავად და დღეს ჯერ ჩემ სანახავად მოხვედი, ხოდა გამიხარდა. ეგოისტურად გამიხარდა. -და თან გრცხვენია რომ გაგიხარდა? - დამაჯავრა და ჩემსავით დაიწყო წინ და უკან რწევა. -ხოო და ნუ დამცინი. - თითის ქნევით გავაფრთხილე, რასაც ტრადიციულად ჩემ ხელის გულზე ძალიან მხურვალე კოცნა მოყვა და ბევრი, ბევრი ჟრუანტელები. -რა ნამუსით უნდა მითხრა ჩემი ეგოისტობის მრცხვენიაო, იმდენი ხანია მე შენ ეგოიტურად მიხარიხარ. -ჯერ გაოცებულმა ავხედე, მერე უცებ ტუჩებზე წავეტანე და ბოლოს მისი ტრადიციული, ბედნიერი სიცილი რომ დავინახე, მეგონა ჩემზე ბედნიერი ქალი არ არსებობდა მთელ დედამიწაზე. *** ალექსანდრეს უკვე მთელი სახლი აკლებული ჰქონდა. ყველაფერი მსხვრევადი მისი თვალსაწიერიდან მოვაშორეთ, რასაც პირველად რომ შეამჩნია შეკრული წარბებით და ჯუჯღუნით შეხვდა, მაგრამ ნელ-ნელა მიეჩვია. საღამოობით სამსახურიდან მოსულები ვერაფრით ვერ ველეოდით მე და ნიკოლოზი ამ საოცარ არსებას. მთელი დღე ბებია-პაპასთან თამაშით დაღლილს მალევე ეძინებოდა და ჩვენთან თამაშის დრო დიდად აღარ რჩებოდა. სამაგიეროდ ჩვენ ზღაპრებს ვკითხულობდით ერთად, მამიკო ძილის წინ გვიმღეროდა და თითქმის დედიკოსაც იქვე აძინებდა. ამ საღამოსაც ნახევრად მძინარე გამოვედი ალექსანდრეს ოთახიდან და შევეცადე სახლი შეძლებისდაგვარად მიმელაგებინა. ის იყო ვიფიქრებდი მოვრჩი-მეთქი, ალექსანდრეს რომელიმე სათამაშოს ფეხს წამოვკრავდი და თავიდან ვიწყებდი ყველაფრის ალაგებას. თან ხმამაღლა ვჩხუბობდი ჩემ თავზე, მიუხედავად დიდხნიანი გამოცდილებისა, მაინც რომ ვერ დავიმახსოვრე ნიკოლოზის ნამღერს რომ არ უნდა მოვუსმინო. ბოლო სათამაშო ჩავაგდე კალათაში და კმაყოფილმა შემოვირტყი დოინჯი. ჩემი სუპერმენის პოზაში დადგომა და ნიკოლოზის სიცილი ერთი იყო. -სხვათაშორის შენ დაძინებულ ბავშვს გააღვიძებ. - ნიშნის მოგებით ვუთხარი და ბოლოს მეც გამეცინა. -ვუმღერებ და კიდე დაეძინება. -ეშმაკური სიცილით მივხვდი,რომ მთელი ამ დროის განმავლობაში აქ იყო და ჩემი ბუზღუნი ესმოდა. -ნიკო, ნუ დამცინი. -არდაგცინი. - ისევ სიცილი აუტყდა და დივანზე გადაწვა. -კაი მორჩი მაგეების დალაგებას და მოდი ჩემთან რა. -ახლოდან უნდა დამცინო? -გაბუტული ველაპარაკებოდი და თან ერთი სული მქონდა როდის ჩავეხუტებოდი. -ხო,ხო მოდი აქ. თვალისდახამხამებაში მივუწექი გვერდით და მთელი ყელი დავუკოცნე. ისეთი სასიამოვნო იყო ასე ყოფნა. მარტო მე და ნიკოლოზი. და ნუ გვერდით ოთახში ალექსანდრეც, რომელიც ჯერ-ჯერობით დედიკოს და მამიკოს ერთმანეთით ტკბობას აცდიდა. ნაზად დაასრიალებდა ნიკოლოზი ჩემ აბურდულ თმაში თითებს და წამდაუწუმ თავზე მკოცნიდა. წამიერად შევხედეთ ერთმანეთს და ერთდროულად ავღნიშნეთ როგორ გამეზარდა თმა. უკვე ბევრჯერ განახლებაც მოვასწარი, მაგრამ ამხელა შედეგის დანახვა ძალიან უცნაურ ემოციებს იწვევდა ჩემში. არ ვიცი რისი ბრალი იყო, იმის,რომ ძალიან კომფორტულად ვიყავით დივანზე თუ იმის,რომ წარსული გაგვახსენდა და ერთმანეთი არ გვეთმობოდა, ფაქტია მეორე დილით დივანზე გაგვეღვიძა ერთმანეთზე ისე ჩახუტებულებს მამაზეციერი ვერ გაგვაცალკევებდა ალბათ ჩვენგან უნებართვოდ. ხანდახან გვქონდა ხოლმე ასეთი დღეები. ცოტა დაუჯერებლობის შეგრძნება გვიტევდა და ვერაფრით ვშორდებოდით ერთმანეთს. მთელი ჩემი ცუდად ყოფნის განმავლობაში ნიკოლოზი მყავდა ხოლმე გვერდით და ზუსტად ასე მაგრამ მიკრავდა გულში, თითქოს უნდოდა ნაწილი ტკივილი თან წაეღო ამ ჩახუტებით. ნიკოლოზის შემდეგ ამ სამყაროს რეალურობაში ალექსანდრემ დამარწმუნა. თუ ნიკოლოზი იმ მომენტში, როცა ცუდი ფიქრები შემომიტევდა იქ არ იყო, ალექსანდრე მანეიტრალებდა. უცებ არსაიდან გაჩნდებოდა, ზუსტად ისე, როგორც მამამისმა იცოდა და ან სათამაშოს მაწვდიდა, ან ხელში აყვანას მთხოვდა და დაუსრულებლად მეტიტინებოდა. *** ნიკოლოზი ჩემი ტკივილგამაყუჩებელი იყო გაცნობის პირველივე დღიდან. მერე დოზა გავიორმაგე ალექსანდრეს სახით. წლების შემდეგ მე და ნიკოლოზი შევთანხმდით,რომ დოზის გასამმაგება იყო საჭირო, მაგრამ სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინეთ,რომ დოზა გაგვეოთხმაგა პატარა ბარბარეს და ქეთოს სახით. ________________ პირველ რიგში, ძალიან დიდი ბოდიში ისტორიის ასე გაწყვეტისთვის, მაგრამ სხვანაირად არ გამოდიოდა. მუზები გამექცნენ და ძალიან დიდხანს არ დაბრუნბულან უკან. :დ ახლა დაბრუნდნენ, მაგრამ სხვა ისტორიისთვის. საჭიროდ ჩავთვალე ჯერ ეს დამემთავრებინა და მართლა დიდი იმედი მაქვს მოგეწონებათ. ვიცი მილიონნაირად შეიძლებოდა ამ ისტორიის დასრულება და არა მარტო დასრულება, ზოგადად მოვლენათა განვითარებაც, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე მუზებმა დამტოვეს და საბოლოოდ ეს გამოვიდა. მადლობა მათ, ვინც მუდმივად მამხნევებდით და ელოდით ახალ თავს. წესით მალე უნდა დაგიბრუნდეთ ახალი ისტორიით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.