შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დავიწყებული ღამეები [სრულად]


17-10-2017, 04:04
ავტორი მე♥
ნანახია 19 776

-უნდა წავიყვანოთ._ცრემლიანი თვალებით მიაჩერდა ქალი საწოლის თავთან მდგარ მამაკაცს.

-რას ნიშნავს უნდა წაიყვანოთ?_სიმწრის სიცილით გადახედა ქალს და მერე ისევ საწოლზე უგონო მდგომარეობაში მწოლიარე ახალგაზრდა ქალს.

-ასე არაფერი გამოვა, ბაჩო. ხომ იცი, რომ ახლა მისთვის მთავარია მშვიდ გარემოში იყოს. ხომ გაიგონე ექიმმა რა თქვა, ძალდატანებით ვერაფერს ვერ გახდებითო. _მშვიდად ცდილობდა უკვე მეასედ აეხსნა მამაკაცისთვის ის რაც მათ თავს ხდებოდა.

-თქვენი აზრით ამ სახლიდან წასვლა გამოსავალია?!_გაღიზიანებული მიტრიალდა მისკენ. _თქვენი აზრით, საკუთარი სახლიდან წასვლა გამოსავალია?_ოდნავ აუწია ტონს.

გამოსავალი? გამოსავალი ალბათ ყველაფრის თავიდან დაწყებაა, მაგრამ ამასაც ძალიან დიდი გამბედაობა სჭირდება. ყველაფერთან ერთად იმედი, რომ მომავალი ისევ იარსებებს და ერთი ადგილის ტკეპნა არ მოგიწევს მთელი ცხვორება. იმის გააზრება რომ შენს საყვარელ ქალს არ ახსოვხარ წარმოუდგენლად ძნელი და გაუაზრებელია. როცა ხვდები რომ სახლში მისულს, თბილი ღიმილით, კოცნით და უგემრიელესი ვახშმით არავინ არ დაგხვდება. პირიქით ცივი გამომეტყველებით მჯდომი ქალი, რომელმაც გადმოცემით იცის რომ მისი ქმარი ხარ და რეალურად დაჯერებაც კი უჭირს. ეს ყველაფერი ერთ დიდი უაზრო რუტინას გავს, რომელიც გამუდმებით ერთ ადგილას ტრიალებს და სურვილი არ აქვს სადმე სხვაგან, უფრო საინტერესო ადგილას გადაინაცვლოს.
შეიძლება ზედმეტად ძნელად აღიქვამს ვითარებას... ან როგორ შეიძლება, ის რაც მის თავს ხდება ადვილად აღიქვას და გაიაზროს. დაუჯერებელი რამ მოხდა, ქორწილიდან ერთი თვის გასვლა უნდა აღენიშნათ ბაჩოს შერჩეულ რესტორანში, მაგრამ სამსახურის გამო ერთად მისვლას ვერცერთი ვერ ახერხებდა. პირველი ბაჩო მივიდა და ზუსტად ერთი საათი ელოდებოდა ცოლს, მაგრამ არ გამოჩნდა. ამ დროის განმავობაში უამრავჯერ სცადა მის ნომერზე დარეკვა, თუმცა არავინ არ პასუხობდა. მსგავსი რამ არასდროს არ მომხდარა, ქეთი ყოველთვის ძალიან დიდი ყურადღებას აქცევდა ტელეფონს.
ათი წუთის მერე კი ურეკავენ და ეუბნებიან, რომ მისი ცოლი ავარიაში მოყვა და სასწრაფოდ საავადმყოფშია გადაყვანილი. წარმოდიგინეთ რა დაემართებოდა, ლამაზად გაფორმებული მაგიდა, სანთლის შუქი და რესტორანი სადაც მხოლოდ ერთი მაგიდა ანათებდა. დაფეთებული წამოხტა ფეხზე და ჩქარი ნაბიჯებით დატოვა იაქურობა.
საავადმყოფოში მისული ზუსტად სამი საათი ელოდებოდა ექიმის პასუხს. ანერვიუელბულმა ვერავსითან დარეკვა ვერ მოახერხა, თან იმედს ებღაუჭებოდა, რომ ყველაფერი კარგად იყო და საშიშიც არაფერიაო.
სამი საათის შემდეგ კი ყველაფერი ძალიან ცუდად იყო.!
დერეფანში გათიშული იჯდა და ექიმის სიტყვებს იაზრებდა, თან ხმამაღალი სიცილის სურვილი ბოჭავდა... მაგრამ მონასმენისგან იმდენად შოკირებული იყო სიცილისთვის ბგერებსაც ვერ უყრიდა თავს. ერთ წერტილს მისჩერებოდა იატაკზე უაზროდ და ფიქრობდა რა იქნებოდა მომავალში, ან როგორ უნდა გაეგრძელებინა ცხოვრება.
მესამე დღეს გადაიყვანეს ქეთი პალატაში, ხოლო შესვლის უფლება მეოთხე დღეს მისცეს, ისიც სულ ხუთი წუთით. ოღონდ მისი სახე ენახა და ყველაფერი თანახმა იყო. უძილობისგან დასიებული თვალები შეავლო დერეფანში მსხდომ ახლობლებს და პალატის კარები შეაღო.
ცოლის იმ მდგომარეობაში დანახვამ, რამ მდგომარეობაშიც ქეთი იყო კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა ბაჩოს. სახის ულამაზეს ნაკვთებზე სილურჯეები, ნაკაწრები და სისხლჩაქცევები... რომელბიც მაინც ვერას აკლებდნენ ქეთის მომხიბვლელ ნაკვთებს. სიმწრის ღიმილით მიუახლოვდა ცოლის საწოლს და აპარატზე შეერთებულ თითებზე მოეფერა.

-ვიცი რომ გახსოვარ!_კატეგორიული ტონით ჩაილაპარაკა და იქვე მდგარ სავარძელში ჩაეშვა ემოციებისგან დაღლილი. _უბრალოდ ახლა შენში ღრმად ვარ დალექილი და გაგიჭირდება აღმიდგინო, მაგრამ არაუშავს, მაგასაც მოვუვლით. _საკუთარ სიტყვებში დარწმუნებულმა ჩაიჩურჩულა და თვალებდახუჭულ ცოლს თვალი ჩაუკრა.

ერთი კვირის განმავლობაში ხუთი წუთით შედიოდა, მაგრამ ქეთის ყოველთვის ეძინა, როცა ფხიზლად იყო ანერვიუებული ერთსა და იმავეს იმეორებდა და ლოგიკურია ექიმები მასთან მიკარების უფლებას არავის არ აძლევდნენ. თავიდან იფიქრა, რომ შევიდე იქნებ დამშვიდდესო, მაგრამ როგორც კი პალატის კარებს მიეკარა ჭაღარა მამაკაცმა იმედგადაწურულმა გაუქნია თავი. ამაზე უარესად გადაირია, ისეთი რეაქცია ქონდა როგორიც მოშიებულ მგელს, ნადავლს რომ დაინახავს ხოლმე.

ახლა კი, ორი კვირის მერე ცოლის წართმევას უპირებენ და თანაც ამ ყველაფერს მშვიდად ეუბნებიან. ძლივს მოახერხა ქეთის სახლში გადმოყვანა, ისედაც წინააღმდეგი იყო საავადმყოფოს კედლების დატოვებაზე. საუკეთესო დამხმარე ექთანი აუყვანა, რომელიც თითქმის ყველაფერს უკეთებს რასაც საავადმყოფოში გაუკეთებდნენ. სახლში გადმოყვანაც ექიმის რჩევით დააჩქარა. ნაცნობი ნივთები და გარემო ძალიან დაეხმარება ყველაფრის აღდგენაშიო. ბაჩოც გადარეული თითვეული ნივთის ისტორიას უყვებოდა.
ზოგჯერ საკუთარი თავი აკვირვებდა, როგორ შეძლო ამდენი დეტალის დამახსოვრება. არასდროს უყვარდა წვრილმანებზე ყურადღების გამახვილება, მაგრამ თურმე გონებაში ყველაფერს ინახავდა... ალბათ ამ დღისთვის. ქეთი გაოცებული უყურებდა მისთვის სრულიად უცხო კაცს და ნივთებს. ბოლოს იმედგადაწურული სიმწრით ჩაიცინებდა და ნივთებს თავის ადგილას აბრუნებდა.

-ბაჩო._ქეთის ოთახიდან ჩურჩულით გამოვიდა ქალბატონი თამარი. ფრთხილად მიატრიალა თავი უკან და ინტერესით მიაჩერდა ქალს. _გაგვატანე... ხომ იცი რომ მისთვის უკეთესია. _მუდარით ჩაიჩურჩულა და ჩაფიქრებულ კაცს ცრემლიანი თვალებით მიაჩერდა.

-წაიყვანეთ!_ხმადაბლა ჩაილაპარაკა, ფეხზე წამოდგა და თავისი საძინებლისკენ წავიდა ჩქარი ნაბიჯებით.

წინააღმდეგობის გაწევას აღაარანაირი აზრი არ ქონდა. როდემე უნდა იმეოროს რომ ქეთისთვის ეს სახლი უფრო ძვირასია და აქ ყვეალფერს აღიდგენს... ხვდება რომ ასე არ არის და ცოლს უჭირს ამ ყველაფრის გახსენება. ჯობია თავის ბავშვობაში დააბრუნონ, იქ შედარებით მეტი მოგონება აქვს და იქნებ როგორმე გაიხსენოს წარსული. ცოლის მშობელბთან ჯიბრში ჩადგომა ძალიან დიდი შეცომა იქნება და ვინ იცის, ქეთისაც დაუნგრიოს ცხოვრება ამით.

დროებით საძინებელში ქეთის სახლში დაბრუნების მერე გადასახლდა. ამ ოთახში ყველაფერი სძულს რასაც ხედავს, ვერ იტანს კედელს რომელიც ცოლთან ჰყოფს, საწოლს რომელზეც ქეთის სუსტი სხეული არ ეგულება. იატაკი სადაც მისი ცოლი ფეხს არ ადგამს და საერთოდ ყველაფერი რასთანაც ქეთის კავშირი აღსრ აქვს. საწოლზე დაღლილი გულაღმა გაიშოტა და თვალები მაგრად დახუჭა.

^?^?^

დილი ექვს საათზე უკვე ეღვიძა, მაგრამ ადგომის სურვული არ ქონდა. ხელები თავქვეშ ამოედო და თვალებგაშტერებული უყურებდა ჭერს. ნაბიჯების ხმაზე სწრაფად მიატრიალა თავი კარებისკენ, საწოლის ბოლოში მიგდებულ შარვალს დასწვდა და კარებისკენ დაიძრა. დერეფანში მოჩვენებასავით დადიოდა ქეთი და ინტერესით აკვირდებოდა თითვეულ დეტალს. კარების ხმაზე თავი უკან მიატრიალა და ერთ ადგილზე გახევებულ ბაჩოს გადახედა.

-წყალი მინდოდა..._ცოლის სიტყვებზე ხმამაღლა გაცინა, რამაც ქეთის გაოცება გამოიწვია.

მიხვდა რომ ქეთი თავს იმართლება ბაჩოს წინაშე და ბუნებრივია გაეცინა. ქალი რომელიც ამ სახლის დიასახლისია დგას და თავს იმართლებს.

-სასაცილო ვთქვი რამე?_გაღიზიანებულმა გადახედა მამაკაცს და ჩქარი ნაბიჯებით წავიდა თავისი საძინებლისაკენ. _თავხედი!_თავისთვის ბურტყუნებდა და თან გამწარებული ქოშინებდა.

-მეხსიერების ჩავარდნა თვისებებზე არ მოქმედებს?_ბაჩომ ინტერესით დაუსვა კითხვა საკუთარ თავს და მხრები აიჩეჩა.

^?^?^
ნაბიჯების ხმაზე უკან მიტრიალდა და ყავის ფინჯანი მაგიდაზე დადგა.

-მიდიხართ?_სხვათაშორის კითხა სიდედრს და მის უკან ცივი გამომეტყველებით მდგარ ცოლს გადახედა. თამარმა დასტურის ნიშნად თავი დაუქნია და ჩანთა კარებისკენ გააგორიალა.

-მე გაგიყვანთ. _მაგიდაზე მიგდებულ გასაღებს დასწვდა და კარებისკენ წავიდა.

-მამაჩემი მოგვაკითხავს და ის წაგვიყვანს!_უხეშად გასცა პასუხი ქეთიმ და თვალებით დაუღრინა. ცოლის საქციელზე ღიმილი ვერ შეიკავა ბაჩომ, გასაღები მაგიდაზე დააბრუნა და გაშლილი ხელები მაღლა ასწია.

-როგორც შენ გინდა. _თვალი ჩაუკრა და ხელები ჯიბეებში ჩაიწყო.

^?^?^
-რატომ გაუშვი?_დაბნეული უსვამდა კითხვებს თომა.

-იმიტომ, რომ მისთვის ასე უკეთესია._მოკლედ გასცა პასუხი და მაგიდაზე შემოწყობილი ფეხები დაბლა დააწყო.

-ბაჩო, დარწმუნებული ხარ რომ ის რასაც გეგმავ გაამართლებს?_დაეჭვებით კითხა ძმაკაცს მამაკაცმა და თვალები მოჭუტა.

-აუცილებლად გაამართლებს. შეიძლება ქეთიმ მეხსიერება დაკარგა, მაგრამ ხასიათები ისევ ისეთი აქვს. ზუსტად ვიცი როგორ უნდა ვიმოქმედო!_მხიარულად ჩაუკრა თვალი და ტელევიზორი სხვა არხზე გადართო.

-ორი დღის წინ რომ გიყურებდი ასე მეგონა ძმაკაცი დავკარგე-მეთქი და დღეს სულ შეცვლილი ხარ... მემგონი მართლა დაგკარგე._სიცილით ჩაილაპარაკა თომამ და მხარზე ხელი დაკრა.

^?^?^

მამა ძალიან პატარას დაეღუპა, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს. ამ თემაზე არასდროს არ საუბრობს, უფრო სწორად ვერ საუბრობს იმიტომ, რომ ძალიან პატარა იყო და ბევრი დეტალი არ ახსოვს. უბრალოდ იცის რომ საუკეთესო მამა ყავდა, კაცი რომელიც ოჯახის გამო ყვეალფერს აკეთებდა. დედა კი რვა წლის წინ საშინელმა სენმა იმსხვერპლა. ორი წელი ცდილობდნენ ავადმყოფობის დამარცხებას, მაგრამ ვერაფერი ვერ გააკეთეს, გარდა იმისა, რომ დრო გაწელეს შეძლებისდაგვარად.

^?^?^
ქეთი მეგობარის დაბადების დღეზე გაიცნო, მაშინ 25 წლის იყო, რომ იტყვიან ცხოვრებას ახალი თვალით უყურებდა და ყველაფერს თავიდან სწავლობდა. პირველი ნახვისთანავე არა, მაგრამ მეორე შეხვედრსას მოიხიბლა ქეთით. რატომღაც იზას დაბადების დღეზე ძალიან გააღიზიანა გოგონას საქციელმა, ზედმეტად ამპარტავანი და ცინიკოსი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. რაც ბაჩოსთვის ყოვლად მიუღებელია. არც თვითონ არის ფანქრით დახატული ანგელოზი, მაგრამ ამპარტავანი ადამიანების მიმართ უარყოფითის მეტს არაფერს არ გრძნობს.
მეორედ შემთხვევით შეხვდა უნივერსიტეტთან, იზას მიაკითხა და ქეთი დახვდა. გოგონამ თვალებმოჭუტულმა აათვალიერ-ჩაათვალიერა შუბლშეკრული ბიჭი და ღიმილით წავიდა მისკენ.

-მე შენ გიცნობ!_თამამად ჩაილაპარაკა და ხელები ზურგჩანთის სახელურებს მოკიდა. ბაჩომ ირონიული ღიმილით დახედა გოგონას, მერე კი კიბეებზე მდგარ იზას გადახედა. _ა-ა, რა უზრდელობაა._ქეთიმ შუბლშეჭმუხნულმა ჩაიქირქილა და ცხვირი აიბზუა._გიცანი, გამახსენდი, მოვედი გამოგელაპარაკე და შენ... უტაქტობაა!_გაღიაინებული არ წყვეტდა საუბარს.

-კიდევ დიდიხანი უნდა იკითხო ლექცია ზრდილობაზე?_გოგონას უაზრო ტიტინით გაღიზიანებულმა დახედა და შუბლი შეკრა.

-არა! ლექცია როცა დრო იყო მაშინ უნდა წაეხითათ შენთვის!_ჩაილაპარაკა გაბრაზებულმა და ჩქარი ნაბიჯებით წავიდა შენობისკენ.

-რა უთხარი?_სიცილით ამოუდგა გვერდით იზა და გაბრაზებულ ქეთის გადახედა. ბაჩომ მხრები აიჩეჩა და ძმაკაცის დას გაუღიმა. _დღეს ჩემთან უნდა წამოვიდეს, დავუძახებ და მოვალ ახლავე. _სიცილნარევი ხმით მიკრა მხარზე ხელი და მეგობრისკენ წავიდა.

ბაჩოც გიორგისთან აპირებდა ასვლას და ზრდილობიანად ჩაისვა გოგონები მანქანაში. ქეთი უკანა სავარძელზე დაჯდა, ჩანთა კუთხეში მიაგდო და ყურსასმენები გაირჭო ყურებში. ბაჩომ წარბწეულმა გადახედა გოგონას, უკმაყოფილომ გააქნია თავი და მანქანა დაძრა.

იმ საღამოს ბევრი გაკრეჭილი, “ყალთაბანდი” ეპრანჭებოდა ქეთის. გოგონაც შეძლებისდაგვარად ზრდილობიანად იშორებდა თითოეულ მათგანს, ბოლოს შეუძლებელი რომ გახდა გიორგის მეგორების ატანა იზასთან ერთად ოთახში შეიკეტა და მანამდე არ გავიდა სანამ ბიჭები არ წავიდნენ. მარტო ბაჩო დარჩა მეგობართან... დარჩა და იმ დღეს გამოასწორა ქეთისთან ურთიერთობა, მიუხედავად იმისა რომ ქორწილის დღემდე მწარედ კბენდნენ ერთმანეთს.

^?^?^
ოთახში შესულს ცოლის არცერთი ნივთი რომ არ დახვდა თავი ისევ წარსულში წარმოიდგინა. დროში როცა ქეთი ამ სახლის დიასახლისი არ იყო, როცა მისი გულის მოგებას ცდილობდა. ტრილიაჟზე ოქროსფერ რგოლს მოკრა თვალი, როცა წარმოიდგინა როგორი სახით მოიხსნა ბეჭედი ქეთიმ ღიმილი ვერ შეიკავა. ბეჭედი ტრილიაჟის პირველ უჯრაში ჩადო და ოთახიდან გამოვიდა.

>>>

-ქეთი, გინდა ჩაის მოგიდუღებ?_შეფარვით კითხა მისაღებში ტელევიზორთან მჯდარ შვილს ქალმა.

-ყავა მირჩევნია. _ღიმილით გადახედა დედას და თითები ერთმანეთში ახლართა. თამარმა გაოცებულმა გადახედა მომღიმარ შვილს.

-ყავა?_დაბნეულმა კითხა და დაბალი მაგიდიდან წვენის ცარიელი ჭიქა აიღო. ქეთიმ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ჭიქას თვალი გააყოლა. _ყავა... შენ ყავა არ გიყვარს... უფრო სწორად არ გიყვარდა._კიდევ უფრო დაბნეულმა დაიჩურჩულა და სამზარეულოს კარებს გადახედა.

-მე წარმოდგენაც არ მაქვს რა მიყვარდა რამდენიმე კვირის წინ... ფაქტია რომ ახლა ყავა მინდა._მხრები აიჩეჩა, ფეხზე წამოდგა და აჩაჩული კაბა გაისწორა. ქალმა თანხმობის ნიშნად თავი დააქნია და უსიტყვოდ გატრიალდა.

^?^?^
ყველაზე საშინელი შეგრძნება რაცა ქვეცნობიერმა იცის რომ ნივთები რომელსაც ხედავ შენს წარსულთან არის კავშირში, მაგრამ რეალურად ვერაფერს ვერ იხსენებს. დედის ღიმილსაც კი, რომელიც ქეთის საოცრად ათბობს. ოთახში შესვლისთანავე იგრძნო რომ ნაცნობ გარემოში აღმოჩნდა, მაგრამ ვერაფერი ვერ გაიხსენა... ვერცერთი დეტალი რაც წარსულთან ოდნავ მაინც აახლოვებს.
მიუხედავად ამისა, მაინც არ აქვს შეგრძნება რომ უბედურია, პირიქით თითქოს მოსწონს ახალ-ახალი აღმოჩენების გაკეთება. მოსწონს როცა მამა ეუბნება, რომ დათვი რომელიც კედელზეა ჩამოკიდებული მისი ბავშვობის მეგობარია... კაბინეტის ერთი კედელი რომელცი კუთხეში ფერადი ფანქრებით არის მოხატული, მისი შემოქმებაა. ამ ყველაფრის დანახვა სიამოვნებს, იმიტომ რომ იცის ყველაფერის თავი და თავი თვითონ არის.
ერთადერთი რაზე ფიქრიც არ ასვენებს მისი ქმარია, კაცი რომელსაც ვერ იხსენებს და საერთოდაც, კაცი რომელიც გულზე არ ეხატება. ზოგჯერ ეჭვი ეპარება რომ ბაჩო ნამდვილად მისი ქმარია, როგორ შეიძლება იმ კაცის მიმართ არაფერი იგრძნო ვისზეც ერთ დროს გიჟდებოდი. ქეთისთვის ეს ყველაფერი ცოტა წარმოუდგენელია.

ნელი ნაბიჯებით მივიდა აივნის კარებთან და დახარბებულმა გამოაღო. გაზაფხულის სუფთა და სიცოცხლით სავსე ჰაერი ესიამოვნა, ღიმილით დაუსვა თითები ერთმანეთს და აივნის მოაჯირს დაეყრდნო. გარემოს ჩიტების ჭიკჭიკი და ბავშვების ყიჟინი აყრუებდა, მაგრამ ქეთის საშინლად სიამოვნებდა ხმაური.

-ქეთი..._საიდანღაც მოესმა ხმა. ინტერესით მიატრიალა თავი მარჯვნივ, მერე მარცხნივ და გვერდით აივანზე წელს ზევით შიშველი მომღიმარ მამაკაცს წარბწეულმა გადახედა. _მე ლექსო ვარ, შენი ბავშვობის მეგობარი. _ღიმილით ჩაილაპარაკა კაცმა და თვალი ჩაუკრა.

-ლექსო..._ხმადაბლა გაიმეორა მამაკაცის სახელი, თითქოს იმახსოვრებს და ამასთანავე რაღაცას იხსენებსო. _არ მახსენდები. _მხრები აიჩეჩა და ისევ მოაჯირს დაეყრდნო.

-არაუშავს, ყველაფერს ეშველება._დამაიმედებლად ჩაილაპარაკა კაცმა და ისიც ქეთის მსგავსად რკინის მოაჯირს დაეყრდნო. _პატარები რომ ვიყავით, აი, იმ ხის ძირში ვისხედით და მეზობლის ბაღიდან მოპარულ ვაშლს ვჭამდით. _სასიამოვნო წარსული გაიხსენა კაცმა.

ქეთი ოდნავ გადაიხარა და ხეს დიდი ინტერესით მიაშტერდა, მაგრამ საინტერესო ვერაფერი აღიდგინა.

-მაშინ შეყვარებულები ვიყავით. _მოულოდენალდ დაარღვია დუმილი ლექსომ. ქეთის ტუჩის კუთხეში ჩაეცინა, საჩვენებლი თითი გულზე მიიდო და მერე ლექსოსკენ გაიშვირა. _ხო, მე და შენ!_სიცილით დაუდასტურა ყოფილმა შეყვარებულმა.

-ძალიან საინტერესოა..._ვერც ქეთიმ შეიკავა გულწრფელი სიცილი. ცნობისმოყვარედ დაქაჩა თვალები და მამაკაცისკენ მიტრიალდა მთელი ტანით. _მერე, რა მოხდა?

-მერე შენ აღმოაჩინე, რომ თურმე არ გიყვარვარ და დავშორდით._აშკარად უკმაყოფილო იყო ლექსო.

ქეთიმ ოდნავ გააქნია თავი, ეზოში მოთამაშე ბავშვებს ჩახედა და პირდაპირ ქმრის განრისხებულ მზერას წააწყდა. მიხვდა რომ რაღაცა დააშავა!

ზუსტად ორი წამი დასჭირდა იმის გასაანალიზებლად რომ ეზოში ბაჩო იდგა და მათ უყურებდა. უკმაყოფილოდ გააქნია თავი და შეწუხებული ღიმილით გადახედა აივანზე მდგარ მამაკაცს. მზერა ისევ ბაჩოზე გადაიტანა, მაგრამ ქმარი იქ არ დახვდა. ტუჩები ოდნავ გაამოძრავა და ყოფილ შეყვარებულს მიუტრიალდა.

-მე უნდა შევიდე, სასიამოვნო იყო წარსულის გახსენება. _ღიმილით დაუქნია ხელი და აივნის კარები დახურა.

კარების დახურვა და რკინის კარებზე ზარი ერთი იყო, ჩუსტების ფართხუნით წავიდა კარებისკენ და ცალი ხელით კედელზე მიყრდნობილ ბაჩოს წარბწეულმა გადახედა. რატომღაც ეგონა რომ მამაკაცი დაკითხვას მოუწყობდა. ისეთი მზერით უყურებდა ლექსოს არ არის გამორიცხული ემტერებოდეს, თანაც მეზობელმა ხომ თქვა რომ ბავშვობაში ერთმანეთს ეტრფოდნენ. ხოდა სავსებით ლოგიკური იქნება ქმარმა იეჭვიანოს და სცენები მოუწყოს.

-როგორ ხარ?_მშვიდი ხმით ჩაილაპარაკა ბაჩომ და სახლში უბოდიშოთ შეაბიჯა. ქეთიმ ორივე წარბი მაღლა აზიდა და რკინის კარები ხმაურით დაკეტა.

-კარგად, შენ?_ზრდილობიანად მოიკითხა და წინ გადაუსწრო. ბაჩო ერთ ადგილზე გახევდა და სამზარეულოს კარებთან მდგარ სიდედრს ოდნავ გაუღიმა. ქალმა თბილი ღიმილით გადახედა მამაკაცს და ყავის ფინჯანი სარკის თაროზე დადო.

-რა კარგია რომ მოხვედი, წეღან ვაპირებდი შენთვის დამერეკა და მეთქვა რომ შენს საყვარელ ორცხობილას ვაცხობ. _ღიმილით გადაეხვია და თან ეშმაკური ღიმილით ჩაუკრა თვალი.

-გულმა მიგრძნო და მოვედი. _არანაკლებ ეშმაკური ბარიტონით გასცა პასუხი ბაჩომ. ქეთიმ ეჭვისთვალით გადახედა ჯერ დედას და მერე ქმარს, რომელიც ღიმილნარევ მზერას არ აშორებდა ლამაზ ცოლს.

-თამარ, ლექსოს იცნობ?_ცინიკური ღიმილით გადახედა ქმარს. ბაჩომ ლექსოს ხსენებისას უფრო ფართედ ჩაიცინა და დივანზე ჩამოჯდა.

-როგორ არ ვიცნობ, ჩემს ხელში გაიზარდა ეგეც და მაგის დაც. _შეიცხადა ქალმა.

-წეღან ველაპარაკებოდი და მითხრა, რომ ბავშვობაში ჩემი შეყვარებული იყავიო. _ჯიუტად არ დუმდებოდა, არადა ზუსტად იცოდა რომ თამარმა ყველაფერი იცოდა, მაგრამ ბაჩოს ჯინაზე ვერ მშვიდდებოდა.

-გინდა მოგიყვე რატომ დაშორდით შენ და ლექსო?_ზურგს უკან ბაჩოს დამცინავი ხმა მოესმა.

-შენ რა იცი?_გაკვირვებული მიტრიალდა ქმრისკენ და დოინჯი შემოიდო.

-მე სამზარეულოში ვიქნები. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა ქალმა. _ქეთი, დე, შენი ყავა სარკესთან დევს._ბოლოს მიაძახა შვილს და საზარეულოს კარები დაკეტა. ბაჩომ სამზარეულოს კარებს გადახედა და ოდნავ წამოიწია.

-შენ მომიყევი!_მხრები აიჩეჩა მამაკაცმა და ტელევიზორის გადამრთველს გადასწვდა.

-არ მინდა, ლექსო უკეთ მომიყვება. _გაღიზიანებულმა გასცა პასუხი და ყავის ფინჯანი აიღო.

-ლექსო იმასაც მოგიყვება როგორ ცდილობდა შენი გულის მოგებას, ჩემი ცოლი რომ იყავი. _ირონიული ღიმილს არ იშორებდა ბაჩო. ქმრის სიტყვების მოსმენისას ელდამაკრავივით გაჩერდა ერთ ადგილზე და აივნის აკრებს გახედა, თითქოს იქ ლექსოს დაინახავდა. _ წარსულის სიახლეებს ასეთი დაბნეული და შეშინებული თუ შეხვდი ბევრ დეტალს ვერ გაიხსენებ და ლექსოს ტყუილ უბრალოდ დაღლი. _ქალის ნერვებზე თამაშ არ წყევტდა ბაჩო.

-რატომ არ ჩერდები?_გაღიზიაებულმა დაუკივლა ბოლო ხმაზე და ფინჯანი იატაკზე დაახეთქა. ბაჩომ შუბლშეკრულმა გადახედა აყვირებულ ცოლს და იატაჯზე დასხმულ შავ სითხეს.

-შენ ხომ გაინტერესებდა საიდან ვიცოდი შენი და ლექსოს სასიყვარული თავგადასავალის შესახებ..._მხრები აიჩეჩა მამაკაცმა და სამზარეულოს კარებთან მდგარ ანერვიუელულ თამარს თვალი ჩაუკრა. _ყველაფერი კარგად არის. _ღიმილით დაამშვიდა და ანიშნა უკან შედიო.

-არა!_ ბოლო ხმაზე იღრიალა ქეთიმ. _არაფერი არ არის კარგად._გაშლილი თითები თავზე მაგრად მიიჭირა და ოდნავ მოიკუნტა. _საერთოდ არ ვიცი ვინ ხარ... რა გინდა..._ლუღლუღებდა თავისთვის და მოწოლილ ცრემლებს ძლივს იკავებდა. თამარმა მუდარით გადახედა დივანთან მშვიდად მდგარ ბაჩოს და შვილსიკენ წავიდა.

-დამიჯერე ჯობია ყველაფერს საკუთარი ძალებით გაუმკლავდეს. _შვილთან ახლოს მისული ბაჩოს ხმამ შეაჩერა. ერთხანს, უხმოდ უყურა შვილს და ისევ სამზარეულოსკენ აიღო გეზი.

-ხო..._ირონიული ღიმილით წამოყო თავი ქეთიმ და დედას გადახედა._რა თქმა უნდა! _თავისთვის ბუტბუტებდა რაღაცას._ამ კაცის ყველაფერი გესმის, ყველაფერს უჯერებ!_ცინიკური ღიმილით აგრძელებდა სისინს.

-ქეთი, ახლა ანერვიუელბული ხარ._მშვიდად სცადა შვილის დაწყანრება. _ბაჩო მართალია, შენ ახლა შენში უნდა იპოვო ძალა რომ ყველაფერი გაიხსენო._მხარი აუბა სიძეს და შვილს შიშველ მხარზე ხელი მოუთათუნა.

-ჰო, აბა რა, ბაჩოა მართალი...

სიმწრის სიცილით გადახედა დედას და აგრესიული ნაბიჯებით წავიდა დივნისკენ, ბაჩოს ღრენით გაკრა მხარი და დივანზე მოწყვეტით დაეშვა. მამაკაცი ცოლის საქციელს ცინიკური სიცილით შეხვდა.

-გინდა აივანზე გავიდეთ..._ხმადაბლა შეაპარა ბაჩომ და აივნის კარებს გახედა ცალი თვალით.

-არა, არ მინდა!_გაბრაზებულმა დაუღრინა და ცხვირი აიბზუა. ბაჩომ სხვათაშორის აიჩეჩა მხრები და გვერდით მიუჯდა.

-სულ პირველად რომ გნახე მაშინც ასე იღრინებოდი. _ღიმილით გაიხსენა წარსული და თვალებდაქაჩულ ცოლს ლოყაზე უჩქმიტა. ქეთიმ უხეშად გასწია თავი უკან და თვალებმოჭუტულმა გადახედა ქმარს.

-ანუ გამოდის რომ არც მაშინ ვიღვენთებოდი შენით!_ნიშნის მოგებით ჩაილაპარაკა და თავი მაღლა ასწია.

-არა, მაშინ ტუტუცი და გათამამებული გოგო იყავი!_წამებში მოუშხამა ნერვები და ირონიული ღიმილით გადაიხარა მისკენ. ქეთი კიდევ უფრო უკან დაიწია.

-რას აკეთებ> დედაჩემი დგას._ამოიკრუსუნა საცოდავად და ხელისგულები მკერდზე მიადო.

-მერე რა, ჩემმა სიდედრმა ძალიან კარგად იცის ყველაფერი.

-მომშორდი ახლავე!

გაბრაზებულმა დაჭექა და ქმრის მოშორება კვლავ სცადა, მაგრამ უშედეგოდ. ბაჩომ რამდენიმე წამი უყურა დაკვესებულ თვალებში და მერე ირონიული ღიმილით მოშორდა ცოლის სხეულს. ნელა წამოდგა ფეხზე და გასასვლელისკენ წავიდა უსიტყვოდ, რამაც კიდევ უფრო გააღიზიანა ქეთი. გამწარებული წამოხტა ფეხზე და მუშტები შეკრა, მერე დაბალ მაგიდაზე მდგარ ვაზას დაავლო ხელი და ბაჩოსკენ წავიდა. თამარამ გაგიჟებულმა დაიჭირა ქმრის მოსაკლავად გაწეული შვილი და ხმამაღლა წამოიკივლა. ქალის ხმაზე ბაჩო ინტერესით მოტრალდა და ვაზით ხელდამშვენებულ ცოლს წარბი ინტერესით აუწია.

-ეგ უნდა ჩაგერტყა ჩემთვის..._ხმადაბლა ჩაილაპარაკა და ვაზისკენ გაიშვირა საჩვენებელი თითი. _მაგრამ დარწმუნებული ვარ გამბედაობა არ გეყოფოდა!

ცინიკური ღიმილით ჩაუკრა თვალი ცოლს და რკინის კარები გააღო. ქეთიმ კიდევ ერთხელ გაიბრძოლა და ბაჩოსკენ გაიწია, მაგრამ თამარმა თვალები დაუბრიალა და ადგილზე მიყინა. როგორც კი ბაჩო სახლიდან გავიდა გამწარებულმა ქშინვით მოიშორა დედის თბილი ხელები და ვაზა თავის ადგილზე დააბრუნა.

-რატომ იცავ ასე... ის არის შენი შვილი თუ მე?_გაჯავრებულმა დედაზე სცადა ჯავრების ამოყრა. თამარმა მხრები აიჩეჩა და საათის ისრებს ახედა.

-ერთი თვის წინ მარტო შენ იყავი, მაგრამ ახლა ბაჩოც არის და ნუ გავიწყდება, რომ ეს შენი დამსახურებაა!_წამებში დაანამუსა შვილი და სამზარეულოს კარებისკენ მიტრიალდა. _ექვსზე მამაშენი მოვა და შეეცადე შენი ხასიათით არ ანერვიულო!_კატეგორიული ტონით მოსთხოვა შვილს და კარები დაკეტა.

-შეეცადე არ ანერვიულო... შენი ქმარი ჩემი შვილია.... ბლა ბლა ბლა!_პატარა გაბუტული ბავშვივით ატლიკინდა. _აივანზე ხომ არ გავიდე?_თავისთვის წაიფრუტუნა და აივნის კარებს ეშმაკურად გახედა._არა! ჯერ ის გორილა არ იქნება წასული!_სწრაფად უკუაგდო ფიქრი და ქმარი გაიხსენა რომელიც სავარაუდოდ ახლა პირველ სართულზე უნდა იყოს.

რა თქმა უნდა აივანზე გასვლის ერთი მიზეზი აქვს -კიდევ ერთხელ ნახოს და გამოელაპარაკოს ლექსოს. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წუთით ისაუბრეს, მაინც საოცრად დადებითი შთაბეჭდილებები დაუტოვა მამაკაცმა. აშკარაა, რომ მის გვერდით ყოფნა ესიამოვნა და ამის უარყოფას არც აპირებს. თუმცა რჩება ერთი ფაქტი, რომელსაც ალბათ ვერასდროს ამოიგდებს თავიდან, თუ ყველაფერ არ გაახსენდა, ან უბრალოდ განქორწინების საბუთს თუ არ მოაწერა ხელი. ბაჩო, რომელთან ყოფნის დროსაც უკმაყოფილო შეგრძენებების გარდა არაფერი არ ეუფლოება.

^?^?^

ქეთისგან რაღაცნაირად გამხიარულებული წამოვიდა, თითქოს მეხსიერება დაკარგულ ქეთიში, ძველი ქეთი ამოიცნო, რომელიც გამუდმებით ებრძოდა ბაჩოს. ყველაფერი ძველ დროს ახსეენებს, ცოლის დაბრიალებული და დაქაჩული თვალები, მისი უკმაყოფილო გამოხედვა და რა თქმა უნდა ცივი ემოციები. ეს ბაჩოსთვის სულაც არ არის უცხო და ამის გამო დანებებას არ აპირებს! ბორძიკულმა იცის რომ ქეთი ადვილად მოსაპოვებელი არასდროს არ ყოფილა და არც ეს პერიოდი იქნება გამონაკლისი. უბრალოდ ერთადერთი ფაქტი რაც ანერვიულებს ლექსოა. იცის რომ ეს კაცი ქეთის ამ მდგომარეობას თავის სასარგებლოდ გამოიყენებს. რამდენჯერმ უკამათიათ მას და ლექსოს იმის გამო, რომ ქეთი უკვე ბორძიკულის ცოლია და უნდა შეეშვას! ერთი ორჯერ ერთმანეთიც გაალამაზეს, თანაც ისე რომ ქეთიმ არაფერი არ იცოდა.

-ბაჩო, ცოტა არ იყოს ქეთის ასეთი დამოკიდებულება მაშინებს. _ხმადალა ჩაილააპრაკა ლიკამ და ძმას გვერდით მიუჯდა. მამაკაცმა ინტერესით გადახედა დას და მხრები აიჩეჩა. _რატომ და... როგროც წესი ელემენტარულ რაღაცას მაინც უნდა გრძნობდენ, მითუმეტეს როცა ასეთი ურთიერთობა გქონდათ._დაბნეულმა ჩაილაპარაკა და ყავა მოსვა.

-ქეთის ასეთი ხასიათი აქვს, აქ გასაკვირი არაფერი არ არის... უბრალოდ მას უნდა რომ ყურადღების ცენტრში იყოს, თანაც ისე რომ თვალებში არ მოედო!_ღიმილით ჩაილაპარაკა და ფეხები პატარა სკამზე დააწყო.

ძნელია როცა ძლივს მოპოვებულ და მიჩვეულ ბედნირებაზე გიწევს უარის თქმა. ბაჩოსთვისაც საშინლად ძნელი იყო, იმ ოთახში შესვლა და იმ საწოლზე დაწოლა სადაც რამდენიმე საათის უკან მისი ცოლი იწვა, ქალი რომელსაც არცერთი აქ გატარებული ღამე არ ახსოვს. არ ახსოვს, როგორ იყო ბაჩოს სხეულზე მიწებებული, როგორ ხატავდა გამოგონილ ფიგურებს მამაკაცის შიშველ გულ-მკერდზე... ქმართან გატარებული არცერთი წამი არ ახსოვს და მიუხედავად იმისა, რომ ბაჩოს იმედი აქვს, მისთვის მაინც ძნელია ამის გააზრება.
ოთახის კარები ხმაურით გამოკეტა და მოპირდაპირე საძინებლისკენ აიღო გეზი.

დილით ტელეფონის ზარმა გამოაღვიძა, ნელა გადაყო ხელი პატარა ტუმბოსკენ და თვალებდახუჭულმა, თითების ფათურით მოძებნა აპარატი.

-სად ხარ, საათი რომელია იცი?_მეორე მხრიდან თომას განრისხებული ხმა მოესმა. ცალი თვალი ნელა გაახილა და კედელზე ჩამოკიდებულ საათს გახედა.

-ათის ნახევარია. _არხეინად აიჩეჩა მხრები და თვალები ისევ დახუჭა.

-ბაჩო, თერთმეტ საათზე აზერ ინვესტორებთან გვაქვს შეხვედრა დათქმული. _ხმა დაიმშვიდა თომამ. ბორძიკულმა ორივე თვალი სწრაფად გაახილა და სწოლზე წამოჯდა.

-აბა პირველ საათზე გადაიტანესო?_ეჭვნარევი ხმით იკითხა და სწრაფად წამოდგა ფეხზე.

-ხო, მაგრამ დარეკეს და ისევ უკან გადმოაწევინეს დრო. _აშკარად უკმაყოფილო იყო თომა.

-კარგი, გავემზადები და წამოვალ. _ხმამაღლა მიაყარა და ტელეფონი აბურდულ საწოლზე ისროლა.

^?^?^

-ქეთი, დღეს ჩემი მეგობრები აპირებენ მოსვლას..._ხმადაბლა ჩაილაპარაკა თამარმა და შვილს ღიმილით გადახედა.

-მერე რა?_გაკვირვებულმა აიჩეჩა მხრები და ჩაი მოსვა.

-მინდა რომ ქალაქში გავიდეთ და პროდუქტები ვიყიდოთ. _შეპარვით გაუმხილა სურვილი შვილს. ქეთიმ მოღეღილ გულ-მკერდს დახედა და ლამაზად ამობურცულ ორ ბურთულას გაუღიმა.

-წავიდეთ. _მხრები აიჩეჩა და აივნის კარებს გახედა._ლექსო მუშაობს?_მეზობლის საქმიანობით დაინტერესდა ქალი.

-ქეთი, შენ ქმარი გყავს!_შვილის ჩანაფიქრს მიხვდა თამარი.

-ქმარი რომელიც არ მახსოვს, ქმარი რომელიც არანაირი ემოციას იწვევს ჩემში... და საერთოდ დარწმუნებული ხარ, რომ სიყვარულით გავყევი?_დამცინავი ღიმილით გადახედა დედას.

-მე დარწმუნებული ვარ, მაგრამ თუ შენ შენს წარსულში ეჭვი გეპარება, ეგ შენი პრობლემაა! _არანაკლებ ცინიკური ტონით გასცა პასუხი და ფეხზე წამოდგა.

-რომელ წარსულში, წარმოდგენა რომ არ მაქვს რა ხდებოდა?_ირონიულად საუბარს არ წყვეტდა დადეშქელიანი

-წარსულში სადაც ფეხმოტეხილ საქმროს ღამეებს უთენებდი!

დედის სიტყვების მოსმენისას ენის წვერზე დაგროვილი ყველა ბგერა სადღაც დაიფანტა. დაბნეულმა დაკუმა პირი და ჩაის ფინჯანს თვალებ ამღვრეული დააჩერდა. ნუთუ მართლა არანაირ ემოციას არ იწვევს ქეთიში ბაჩო, იქნებ იმდენად არის გადართული იმაზე, რომ ეს მამაკაცი მისი ქმარი არ არის, საკუთარი ნებით არ აღიარებს რაღაცებს.
თუმცა სულაც არა, ქეთიში ბაჩო ნამდივლად იწვევს გარკვეულ ემოციებს, მაგალითად გუშინ ისე გააღიზიანმა მისმა საქციელმა და ისე დააბნია მისმა სიახლოვემ... იქნებ ეს ნიშანია იმის, რომ გულის სიღრმეში მართლაც განიცდის მის მიმართ სიყვარულს.
მაგრამ ლექსო? ლექსოზე რატომ ფიქრობს ამდენს, განა მამაკაცმა თავად არ უთხრა რომ სხივისი სიყავრულის გამო დაშორდნენ ერთმანეთს. თანაც ბაჩომ როგორ მოახსენა ლექსო უნამუსოდ არ განებებდა თავსო.

-”მალე გავრეკავ.”

ფიქრისგან გადაღლილმა დაიჩურჩულა და თვალები მაგრად დაახუჭა.

-ნახევარ საათში მზად იყავი. _გაბრაზებულმა დაუღრინა შვილს და თავისი ოთახისკენ აიღო გეზი.

^?^?^
-ცოტაც და ალბათ ნერვიულობისგან სული გამძვრებოდა. _სიცილით ჩაილაპარაკა ქალმა და ბიჭებს გადახედა.

-ძალიან ნაყოფიერი გამოსვლა გქონდა. _გულწრფელად შეაქო თანამშრომელი ბაჩომ და მანქანისკენ წასულ ძმაკაცს გახედა. _შენ არ მოდიხარ?

-არა, მარიამმა დამირეკა მათე ჭირვეულობს და მოდიო. _მხრები აიჩეჩა მამაკაცმა და მანქანის კარები გამოაღო.

-გინდა ჩვენ სადმე კაფეში დავსხდეთ. _ხმადაბლა გადაულაპარაკა ქალმა და მხარზე ოდნავ მიკრა ხელი. ბაჩომ ოდნავ წამოზრდილ წვერზე თითები მოისვა და სამსახურის შენობას ახედა.

-დავსხდეთ. _ღიმილით ჩაუკრა თვალი ლელას და მანქანისკენ წავიდა.

-დაიღალე?_ღიმილით გადახედა პარკებით დატვირთულ შვილს თამარმა.

-ძალიან._დაიწუწუნა და კოპები შეკრა.

-თუ გინდა სადმე დავსხდეთ, შენთვისაც კარგი იქნება.

-ყავა მინდა._ჩაილაპარაკა ხმადაბლა და წარბები შეათამაშა.

-ხოდა დავლიოთ ყავა. _სიცილით ჩაუკრა თვალი და გზის მეორე მხარეს გაიხედა._მეჩვენება თუ ის ბაჩოს მანქანაა?_თვალებდაწვრილებულმა გაიშვირა პარკებიანი ხელის საშვენებელი თითი მანქანისკენ.

-არა, არ გეჩვენება, ბაჩოსია..._აგრესიულად ჩაილაპარაკა და დედამისს ღრენით გადახედა.

-რა?_გაკვირვებულმა აიჩეჩა მხრები._ძალიან ცდები თუ გგონია, რომ ბაჩო შენ დაგსდევს და ამაში მე ვეხმარები. _ეჭვებს მიუხვდა და თავი გააქნია. _მემგონი მიხვდა რომ შენნაირი ჭირვეული ცოლის ყოლას, მშვიდი, მომხიბვლავი და საოცრად ლამაზი ღიმილის პატრონი ქალი მოძებნოს. _ეშმაკურად დასძინა და თვალებდაჭყეტილ შვილს გადახედა._კაფეშია ვიღაცა ქალთან ერთად._თვალი ჩაუკრა და კაფისკენ დაიძრა.

-მე მანდ არ შემოვალ!_გაღიზიანებულმა კატეგორიული ტონით ჩაილაპარაკა და პარკებს თითები უფრო მაგრად მოუჭირა.

ძალიან არ ესიამოვნა დედამისის სიტყვები, შეიძლება იმიტომ, რომ თამარმა შვილზე უკეთესი ქალის წარმოდგენა შეძლო... ან, ან იქნებ ბაჩოს ცხოვრებაში ისეთი ქალის გამოჩენა არ ესიამოვნა, როგორიც დედამისმა აღწერა, მაგრამ რატომ? ქეთიმ ხომ იცის რომ ეს კაცი მისთვის არაფერს არ ნიშნავს და რატომ ღელავს იმაზე, თუ ვინ იჯდება კაფეში ბაჩოსთან ერთად. მაგრამ რა ქნას, ქალია და თავისებურად არ სიამოვნებს ის რაც მისი ქმრის თავს ხდება.

-კი, მაგრამ რატომ?_გაკვირვება ვერ დამალა თამარმა და შვილს ისევ გვერდში ამოუდგა.

-იმიტომ, რომ იფიქრებს მე დამსდევსო._ამოილუღლუღა და სხვა მხარეს გაიხედა.

-ჩვენც ისე შევიდეთ რომ ვერ შეგვამჩნიოს._ეშმაკურად ჩაუცინა შვილს.

-რაა, იქ შევიდე და არ გავლანძღო?_ოდნავ ხმამაღლა მოუვიდა. _შენ არ იყავი გუშინ ბაჩოს ერთგულებაში რომ მარწმუნებდი, დღეს კიდევ... ვიღაცა ქალთან ერთად ზის და კაცმა არ იცის რაზე საუბრობს. _დაბოღმილმა ჩაილაპარაკა.

-შენ თუ ბაჩოს მიმართ არაფერს გრძნობ სავსებით ლოგიკურია მისი ახალი ცხოვრება და ახალი ქალი მოვიწონო.

-თამარ!_დედის სიტყვები აშკარად გულზე მოხვდა ქეთის.

-ვხუმრობ, ქეთი, მე ვიცი რომ ბაჩო არ გავს სხვებს და სანერვიულოც არაფერია. ახლა კიდევ წამოდი, თორემ წამივიდა გული._თბილად დაუყვავა და მხარი გაკრა.

ცოტა არ იყოს და ესიამოვნა, ძალიან მოეწონა იმის გააზრება, რომ საეჭვიანო არაფერი არ აქვს. მაგრამ ქეთი არც ისე ეჭვიანობდა, რა სისულელეა, უბრალოდ გუშინდელი დიალოგის მერე, ქმრის გვერდით სხვა ქალის ხილვა აშკარად ეჭვს ბადებს, თანაც ძალიან არასასიამოვნოს.
მიუხედავად იმისა, რომ დედის სიტყვებმა ქალური ეგოისტობა ცოტა დაამშვიდა, მაინც ვერ ისვენებს და სურვილი ჭამს ბაჩო იმ უცნობი ქალის თვალწინ მიწასთან გაასწოროს. თუმცა ხელს უშლის ის ფაქტორი რომ ამ კონკრეტული ადამიანის მიმართ არაფერს არ განიცდის, თანაც ბაჩოს თავად არ ესაუბრა სხვა მამაკაცზე, ხოდა ხმა გაიკმინდოს და დალიოს ყავა!

როგორც კი თამარმა მინის კარები შეაღო უკან გამოტრიალება სცადა, მაგრამ დედამისმა თვალები დაუბრიალა და დასჯილი ბავშვივით აედევნა უკან. დიდი სამბით სცადა ბაჩოსთვის შეუმჩნევლად შეპარულიყო, მაგრამ რა თქმა უნდა არ გამოუვიდა. რა აფსურდია, ასეთ ვიწრო სივრცეში, თანაც სულ ცარიელ კაფეში ადამიანს დაემალო, მითუმეტეს როცა ცხვირწინ უნდა ჩაუარო. ცოლის დანახვისას ირონიულმა ღიმილმა გადაურბინა ბაჩოს სახეზე, ქეთიმ ცინიკურად დამანჭა სახე და აფერისტული ღიმილით გადახედა ქალს და მამაკაცს.

-სუფთა ჰაერზე გამოსულხარ, ეს უკვე კარგია.

გულწრფელი სიხარულით ჩაილაპარაკა ბაჩომ და ფეხზე წამოდგა. არადა რა იმედი ქონდა, რომ ბორძიკული თავის მართლებას დაიწყებდა, მაგრამ ასე არ მოხდა და იმედებიც გაუცრუვდა. გამოდის რომ ვერ გალანძღავს.

-ხო, გადავწყვიტე გარეთ გამოვსულიყავი, მაგრამ როგორც სჩანს მთლად ჩემი დღე არ ყოფილა.

როგორც ყოველთვის აგრესიულობდა სვანების ქალიშვილი. ბაჩომ ღიმილით გადახედა იქვე დაყუდებულ თამარს, რომელიც დაკვირვებით ათვალირებდა სიძის პარტნიორს და თვალებს ცნობისმოყვარეთ ჭუტავდა.

-დიდიხანი არ გააჩერო გარეთ, თორემ შეიძლება აწყინოს. _ცინიკური ღიმილით ჩაილაპარაკა ბაჩომ და ლამაზ ქალს გადახედა._გაიცანით ეს ჩემი თამაშრომელია ლელა. ლელა, ჩემი ცოლი და ჩემი სიდედრი, ქალბატონი თამარი. _ღიმილით გააცნო ქალებს ერთმანეთი და თავისი ადგილი დაიკავა.

-შენს ცოლს სახელი აქვს!_თვალების ბრიალით ჩაილაპარაკა ქეთიმ და ტუჩებგაწელილმა გაუღიმა უღიმღამოდ მომღიმარ ქალს. _ქეთი._ზრდილობიანად ჩაიჩურჩულა და კაფე მოათვალიერა._მე დავჯდები და შენ შეუკვეთე. _ხმადაბლა გადაულაპარაკა დედამისს და ცარიელი მაგიდისკენ წავიდა.

-სად მიდიხარ?_ბაჩომ გაკვირვებულმა გადახედა ცოლს და მაგიდისკენ წასულს მაჯაში ჩაავლო ხელი. ქეთიმ ალმაცერად დახედა ქმრის მოვლილ, ლამაზ, გრძელ თითებს და წარბწეულმა ახედა გაკვირვებულს.

-მე აქ დედაჩემთან ერთად შემოვედი და მინდა რომ მასთან ერთად განცალკევებით დავჯდე... თანაც ხელს ხომ არ შეგიშლით, ისე კარგად ბაასობდით. _მოწოლილი ბოღმა მაინც ვერ დაფარა და აგრესიულად დაუღრინა ქალს, რომელიც დაუფარავად ეკეკლუცებოდა მის ქმარს.

ქალია და შეამჩნია, ისიც შეამჩნია როგორ არ ესიამოვნა ამ ფაქტის აღმოჩენა. მერე რა ბაჩოს მიმართ არაფერს რომ არ გრძნობს... კი, როგორ არა, არაფერს. ნეტავ თავად თუ მაინც ჯერა იმის რასაც გონებას და გულს აჯერებს. უბრალოდ სურვილი აქვს რომ საკუთარი თავი დაარწმუნოს იმაში, რაც თავად სურს. ყოველთვის ასე იყო, ვერ იტანდა განსხვავებულ აზრებს, ბაჩოც ზუსტად ამიტომ აითვალწუნა თავის დროზე. ყოველთვის განსხვავებულად აზროვნებდა, არასდროს ეთანმხებოდა ქეთის აზრს და ამას არც ფარავდა. მიუხედავად იმისა რომ ერთმანეთოი მოსწონდათ, გამუდმებით ერთმანეთის ბრწკენა-კბენაში ატარებდნენ დროს. ხშირად მეგობრებთან ერთად ქალაქიდან გასვლითი ვიზიტებიც ჩაუშლიათ, ხანდახან ბაჩოს სახეზე ლამაზ, წითელი შეფერილობის ზოლებსაც აღმოაჩენდით, ქეთის შემოქმედებით.

-კარგი, როგორც გინდა. _ღიმილით დაჰყვა მის ნებას ბორძიკული და ქეთის მაჯას თითები სწრაფად მოაშორა, მერე კი ლელას მიუბრუნდა ღიმილით. გაბრაზებულმა დუდღუნით გადახედა დედამის და მაგიდისკენ დაიძრა.

-ქეთი, ვფიქრობ ძალიან დავაგვიანებთ... ჯობია სახლში წავიდეთ და ყავა იქ დავლიოთ. _მოულოდნელად ჩაილაპარაკა თამარმა და მაჯაზე მორგებულ საათს დააჩერდა.

-კი, მაგრამ შენ არ თქვი..._დაბნეული ალუღლუღდა, საშინლად არ უნდოდა კაფიდან გასვლა.

-გოგონები მოვლენ და მოუწევთ სადარბაზოში ყურყუტი, მირჩევნია წავიდეთ. _აუხსნა სიტუაცია და პარკები მარჯვენა ხელში გადაიტანა.

^^^
ბაჩოზე უკეთ მემგონი ქეთის შინაგანი სამყარო და ზოგადად მისი ხასიათი არავინ არ იცის, იმასაც ძალიან კარგად მიხვდა როგორი რეაქცია ქონდა როცა სხვა ქალთან დაინახა. ძალიან კარგად იცის რომ სადღან, სულ დაბლა ქეთი მისდამი ისევ გრძნობს რაღაცას და ზუსტად ეს რაღაცა ბაჩოს დანებების უფლებას რომ არ აძლევს. მითუმეტეს კაფეში მომხდარი პატარა ინციდენტის შემდეგ, ახლა უკვე 100% დარწმუნებულია, რომ შანსები აქვს და ლოგიკურია ბრძოლის სურვილიც უფრო დიდია. ერთადერთი რაც არ ასვენებს ლექსოა, ზუსტად იცის ქეთის მეზობელი არ მოისვენებს და მანამდე ეცდება მისი გულის მოგებას სანამ ამის შესაძლებლობა ექნება.

-ძალიან ლამაზი ცოლი გყავს._ღიმილით ჩაილაპარაკა ლელამ როგორც კი მანქანაში ჩასხდნენ. ესიამოვნა და მერე როგორ, ქალისგან იმის მოსმენა რომ ლამაზი ცოლი გყავს ძალიან სასიამოვნოა. ღიმილით გადახედა და მადლობის ნიშნად თვალი ჩაუკრა, მერე კი მანქანა დაქოქა და გზაზე გავიდა.

^^^
საშინლად გაღიზიანებული და ნერვებმოშლილი დააბოტებდა სახლში, თვითონაც არ იცის რატომ გააბრაზა ბაჩოს და ვიღაცა ქალის ერთად ნახვამ, თანაც კაფეში. ქეთი არ იყო ლექსოზე რომ ეკეტებოდა ჭკუა და მასთან ურთიერთობის სამომავლო გეგმებს რომ აწყობდა შუაღამისას. მართალია ქმარზეც ფიქრობდა რომელთან ურთიერთობის ერთ დღესაც ვერ იხსენებს, მაგრამ მაინც ფიქრობდა, სინდისის მომენტია სხვა თუ არაფერი.
თამარი ღიმილით ადევნებდა თვალს აფორიაქებულ შვილს და ჩუმად იცონოდა.

-რატომ იცინიხარ?_ხელები ერთმანეთზე გადაიჯვარედინა და დედისკენ მიტრიალდა.

-შენი თავი რომ დაგანახა, რა მდოგმარეობაში ხარ ახლა, შენც გაგეცინებოდა. _გულწეფელად უთხრა და ნემსის ყუნწში ძაფი გაუყარა.

-რა მდგოამრეობაში ვარ... არანაირ მდგოამრეობაშიც არ ვარ, უბრალოდ ემოციური ფონი იყო ეგაა და ეგ... თორემ შენ რა გგონია რომ მე ბაჩოზე ვიეჭვიანე?_სიმწრის სიცილით მაიაყრა და უარესად აკისკისებულ დედას თვალები დაუქაჩა.

-როგორ ფიქრობ ლექციების ჩატარებას შეძლებ?_სულ სხვა თემაზე გადაიტანა საუაბრი თამარმა.

-ლექციების..._დაბნეულმა გაიმეორა და დივნის სახლეურზე ჩამოჯდა. _არ ვიცი, მართალია ყველაფერი მახსოვს, მაგრამ მაინც მეშინია სტუდენტები არ შევაშინო ჩემი დაბნეულობით. _დაშინებულმა ჩაიჩურჩულა და თითები ერთმანეთში ახლართა.

-ქეთი, დე, ხომ იცი ადრე თუ გვიან მაინც მოგიწევს სამსახურში გასვლა და არ ჯობია ახლავე სცადო, იქნებ ნაცნობმა გარემომ და ადამიანებმა გიშვეოს. _შეპარვით ჩაილაპარაკა ქალმა, სვიტერი გვერდზე გადადო და ფეხზე წამოდგა.

-სტუდენტებს რომ ვერ ვიცნობ.

-ქმარს ვერ ცნობ და დიდი ამბავი სტუდენტები ვერ იცნო. _თავი გააქნია თამარმა.

-დედა!_გაბრაზებულმა დაუღრინა და ფეხზე წამოდგა. _აივანზე გავალ.

მოსასხამი აიღო და აივანზე გავიდა. ლექსოს აივანი ცარიელი იყო, გული დასწდა, მაგრამ დიდად არ უჯავრია იცის რომ სამსახურს 8 საათზე ამთავრებს. მამამისის გაკეთებულ სავაძელზე მოკალათდა, ფეხები მაღლა აიკეცა და თხელი პლედი დაიფარა მუხლებზე.
“ნეტავ დიდიხანია ერთმანეთს ხვდებიან?” მაინც ვერ ისვენებდა და ბაჩოზე ფიქრები ჭამდა. “ხვდებოდნენ რა, შენ რაში გაინტერესებს.” საკუთარ თავს თვითონვე გასცა პასუხი და თვალები დახუჭა.

-დიდიხანია აქ ხარ?_ძილბურანში წასული ნაცნობმა ხმამ გამოაფხიზლა, დაფეთებულმა ჭყიტა თვალები და ლექსოს გადახედა. უხერხულად შეისწორა აბურდული თმები და წელში გასწორდა.

-მემგონი არც ისე. _დაბნეულმა, სიცილით გასცა პასუხი.

ცოტახანი კიდევ ისაუბრეს ლექსო სამსახურის ამბებს უყვებოდა და აცინებდა, ქეთი გაშტერებული იჯდა და გონება გაფანტული “უსმენდა. არადა რეალურად ფიქრებით და გონებით სულ ბაჩოსთან იყო. საშინლად აინტერესებდა იმ წამს რას აკეთებდა, ისევ იმ ქალთან ერთად იყო თუ მარტო.

-დიდი ბოდიში, ლექსო, ცოტა ვერ ვარ კარგად და უნდა შევიდე. _სწრაფად წამოიძახა, ფეხზე წამოდგა და სახლში შევიდა, ისე რომ მამაკაცს სიტყვის თქმაც არ დააცადა.

>>>
-რა გჭირს, მთელი დღეა გათიშული დადიხარ. _მხარზე ხელი მიკრა თომამ და საბუთების დასტა დაუდო მაგიდაზე. ბაჩომ ამრეზიით ააყოლა თვალი თეთრ ფურცლებს და შუბლი შეჭმუხნა.

-გუშინ ლელასთან ერთად ვიყავი კაფეში და ქეთი დამადგა. _ღიმილნარევი ხმით ჩაილაპარაკა და წელში გასწორდა.

-მერე რა?_მხრები აიჩეჩა თომამ.

-იეჭვიანა. _თვალი ჩაუკრა ძმაკაცს და საბუთებს ზერელედ გადახედა.

-ბაჩო, ქეთის მეხსიერება აქვს დაკარგული მგრძნობელობა კი არა!_შუბლშეყრილმა გაამოაჯავრა ძმაკაცი.

-ხო, მაგრამ ქალი რომელსაც შენი დანახვა არ უნდა და იძახის რომ ეზიზღები რატომ უნდა ეჭვიანობდეს სხვა ქალზე?

-იმიტომ რომ ახლა ყველაფერი არეული აქვს და ემოცების გარჩევა ძალიან უჭირს.

-ხო, ეგეც არის. _ხმადაბლა დანებდა და საბუთების დახარისკხებას შეუდგა.

მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა, სულ ქეთი ანთებულ და აწითლებულ თვალებზე ფიქრობდა, მართალია ერთი მომენტი ისიც იფიქრა ჩემი ქმედებით მის მდგოამრეობაზე არ ვიმომქედო და ყველაფერი უარესად არ დავამძიმოო, მაგრამ მიხვდა რომ ქეთისთვის ეს ჭკუის სასწავლებელი კი არა, ერთადერთი გზაა ძველ ცხოვრებას დაუბრუნდეს. ლელას გამოყენებაზე წამითაც არ უფიქრია, მასთან ერთად კაფეში უბრალოდ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების შემდეგ განსატვირთად წავიდა, როგორც თანამშრომელი! თანაც ლელა არ გავს იმ ქალებს ცოლიან მამაკაცებს რომ ეკიდებიან კისერზე, უბრალოდ იმ დღეს რაღაცა სცადა, მაგრამ მიხვდა რომ ბაჩოსთან არაფერი არ გამოუვიდოდა და იქვე დაასტოპა!

-დღეს ბარში ვაპირებთ წასვლას და ხომ წამოხვალ?_კაბინეტის კარები ლაშამ შეაღო. თომამ წარბწეულმა ახედა ძმაკაცს და ცალი თვალი მოჭუტა.

-შეხვდი შენ აზერ ინვესტორებს?

-შევხვდი და 1 კვირაში თამაზი მიდის სტუმრათ მაგათთან. _სიცილით ჩაილაპარაკა და დივანზე გაწვა. _ჰა, რა ვქნათ წამოხვალთ თუ ისევ მარტო ვიყიალო?

-მე მოვდივარ, თან ბოლო რამდენიმე დღეა განტვირთვა ძალიან მჭირდება. _ღიმილით ჩაილაპარაკა თომამ. ორივემ საბუთებში თავჩარგულ ბაჩოს გადახედა, მამაკაცმა ცალი თვალით ამოხედა ძმაკაცებს და თავი ოდნავ დაუქნია.

>>>
ბევრი ფიქრის, ტვინის წვალების და დაზიანების შემდეგ მიხვდა რომ ბაჩოსთან ცივილურად საუბარი სჭირდებოდა. უნდოდა მასთან საუბრის დროს ბევრი ისეთი დეტალი განეხილა რაც მის მდგომარეობის გამოსწორებას ძალიან შეუწყობდა ხელს. თამარს უთხრა რომ ბაჩოსთან მიდიოდა სასაუბროდ და სახლიდან გავიდა. კიბეებზე სამსახურიდან დაბრუნებული ლექსო შეხვდა, ღიმილით მიესალმა და გზის გაგრძელაბს სცადა, თუმცა მამაკაცმა არ გაუშვა. მკლავზე ოდნავ მოუჭირა ხელი და თავისკენ შეატრიალა საკოცნელად, მაგრამ ქეთიმ სწრაფად გაიაზრა სიტუაცია და თავი უკან გადასწია.

-რას აკეთებ?_გაბრაზებულმა დაუღრინა და მკლავი გამოგილიჯა. ლექსომ გაკვირვებულმა აათვალიერ-ჩაათვალიერა ქალი და მხრები აიჩეცა.

-რას ვაკეთებ?_ისეთი სახე ქონდა “არ ელოდებოდიო?.” ქეთიმ თავი გააქნია და სწრაფი ნაბიჯებით დაუყვა კიბეებს.

გარეთ გასულმა სუფთა ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა და ტაქსების გაჩერებისკენ წავიდა.
ფურცელზე დაწერილი მისამართი მიაწოდა მძღოლს და უკანა სავარძელზე კომფროტულად მოკალათდა.
დაბნეულმა მიაჭირა ლიფტის ღილაკს თითი და კარების დაკეტვას დაელოდა. ძალიან ნერვიულობდა, წარმოდგენა არ ქონდა როგორ უნდა დაეწყო ქმართან საუბარი რომელთან ურთიერთობის არც ერთი დღე და არც ერთი ღამე არ ახსოვს. რკინის შავ კარებზე გაბმულად დააკაკუნა და შეკრული მუშტი დაბლა ჩამოუშვა. კარები არავინ არ გაუღო, სახლიდან გაფაჩუნების ხმაც არ ისმოდა. რამდენჯერმე გაბრაზებულმა გაამეორა კაკუნი, მაგრამ ისევ სიჩუმე და ისევ დაკეტილი რკინის კარი.

-მემგონი სახლში არ არის. _ტუჩები გაბზიკა და კიბეებისკენ მიტრიალდა. _ალბათ სამსახურშია. _უკმაყოფილო სახით ჩაიკაპარაკა და კიბის საფეხურზე ჩამოჯდა. _ან, ან იქნებ იმ ქალთანაა?

მოულოდნელად ამოუტივტივდა უსიამოვნო ფიქრები და შეაკანკალა. ათი წუთი დაქაჩული თვალებით ელოდებოდა ბაჩოს გამოჩენას. საკუთარ გაფაჩუნებაზეც კი ეგონა რომ ბაჩო დაბრუნდა და მასთან საუბარს შეძლებდა. ბოლოს ლოდინით დაღლილი ფეხზე წამოდგა და კიბეებს მობუზული დუაყვა.
როგორც კი სახლის კარები შეარო თამარმა ცნობის მოყვარე თვალები შეანათა შვილს და მის პასუხს დაელოდა. ქეთიმ ჩანთა შესასვლელშივე მიაგდო და მხრების ჩეჩვით წავიდა თავისი ოთახისკენ. თამარმა ქმარს გაკვირვებულმა გადახედა, თავი ონდავ გააქნია და შვილს აედევნა.

-რა მოხდა, დე?_საწოლზე წამოწოლილ შვილს გვერდით მიუწვა და თმებზე მოეფერა.

-სახლში არ დამხვდა. _ცრემლმორეულმა ჩაიჩურჩულა და ცხვირზე ორი თითი მოიჭირა.

-ალბათ სამსახურში ბევრი საქმე ქონდა და გამოსვლა ვერ მოახერხა, ან სადმე იყო გასული. _შვილის დამშვიდება სცადა ქალმა.

-ეგ მეც ვიცი სადღაც რომ იყო, მაგრამ..._სრუტუნით ჩაილაპარაკა და თვალები დახუჭა.

-რა მაგრამ?

-მაგრამ ხომ შეიძლება იმ ქალთან იყოს?

-ვინ ქალთან, ქეთი?_დაფეთებულმა წამოსწია თავი და თვალებდაჭყეტილ შვილს წარბწეული მიაჩერდა.

-კაფეში ვისთან ერთადაც იყო.

-შენ რა ეჭვიანობ?_სიცილი შეერია ხმაში.

-არა, უბრალოდ არ მესიამოვნა რომ მივედი და სახლში არ დამხვდა.

სწრაფად დაიხია უკან. თვითონაც ვერ ხვდება რა უნდა, ან ბაჩოსგან რას მოითხოვს. იმასაც არ აღიარებს რომ ცოტაც და ეჭვიანობისგან ბუშტებს გაუშვებს. არც ის უნდა თამარმა იფიქროს, რომ მის შვილს არავინ და არაფერი არ აინტერესებს.

-არ ვიცი, არა მგონია ბაჩო იმ ქალთან იყოს. _ბოლოდე არა არ უთქვამს, მაინც დაუტოვა შვილს ეჭვების და წვალების საბაბი.

>>>
ბარში გამოწვეულმა ხმაურმა სურვილი გაუჩინა სახლში დაბრუნებული, მაგრამ მეგობრების მარტო დატოვება არ უნდოდა, თანაც სახლში რა უნდა აკეთოს. დაწვება ქეთის ამნეზიაზე მოუწევს ფიქრი, დაჯდება მაინც მის მდგომარეობაზე უნდა იფიქროს და ბარი ერთადერთი ადგილია სადაც ფიქრებს ცოტახნით ახლოსაც არ იკარებს. თორმეტი საათისთვის დაიშალნენ, ბიჭებთან ერთად ტაქსით გადაწყვიტა სახლში დაბრუნება, სიფრთხილეს თავი არ სტკივა. რკისნის კარებთან მისულს ქეთის სურნელი ეცა, თავიდან იფიქრა იმდენად მომენატრა მასტთან სიახლოვე მოჩვენებები დამეწყოო, მაგრამ უფრო ღრმად რომ შეისუნთქა სადარბაზოში დაგუბებული ჰაერი დარწმუნდა, რომ ქეთიმ მიაკითხა და ცოტახანი გაჩერდა კიდევაც, სხვა შემთხევაში მისი სუნამოს სუნი ასე არ იტრიალებდა. სასწრაფო წესით ამოიღო ტელეფონი ჯიბიდან და სიდედრის ნომერზე გადარეკა.

-ბაჩო. _ხმადაბლა ჩაიჩურჩულა ქალმა მამაკაცის სახელი.

-დღეს ქეთი ჩემთან იყო?_მიხვდა რომ ქალი ქეთისთან ერთად იყო და ყოველგვარი გაწელილი ტექსტების გარეშე კითხა ის რაც აინტერესებდა. თამარა ცოტახანი ხმას არ იღებდა, მერე ღრმად ამოისუნთქა და მსუბუქად დაახველა.

-კი._მოკლე პასუხი გასცა.

-გასაგებია. _გამაჯრვებული ღიმილი აიკრა ბაჩომ და სახლის კარები შეაღო. _შენ როგორ ხარ, ხომ არ გაბრაზებს?_სიცილ ნარევი ხმით კითხა.

-არა, ჭკვიანად იქცევა. _სიცილით გასცა პასხი თამარამ.

-ხვალ გამოგივლით, ოღონდ არ უთხრა რომ მოსვლას ვაპირებ!_კატეოგრიული ტონით გააფრთხილა.

-ხმას არ ამოვიღებ!

-ახლა რას შვება?

-შენგან რომ მოვიდა დაწვა და ახლა ძინავს.

თბილი ხმით ჩაილაპარაკა ქალმა. ბაჩოს მონატრების, ვნების და სიყვარულის ღიმილმა გაუპო ბაგეები.

-დილა მშვიდობისა.

თმა აბურძგნულ და ძილბურანში მყოფ ცოლს მიესალმა ბაჩო და დაუპატიჟებლად შეაბიჯა სახლში. ქეთიმ თვალებმოჭუტულმა გააყოლა მზერა და რკინის კარები გაკვირვებულმა დახურა. მთქნარებით აედევნა ჯერ კიდევ ვერ გახსენებულ და არსებულ ქმარს და მის ზურგს უკან გაჩერდა, ტომი ჯერის პიჟამაში გამოწყობილი. ბაჩო ნელა მიტრიალდა მისკენ, კიდევ ერთხელ დაკვირვებით აათვალიერ-ჩაათვალიერა ქეთი, ვნებამოწოლილი თვალები ორჯერ ზედიზედ დაახამხამა და ღრმად ამოისუნთქა.

-ამ დილა უთენია განგაშია თუ რამ შეგაწუხა?_გუშინდელი ღამის შემდეგ ბაჩოზე საშინლად არის გაბრაზებული. _ან ასე ადრე როგორ ადექი._მაინც წაკბინა და სამზარეულოსკენ წავიდა.

-მე დილით ადგომა არასდროს მიჭირდა!_ცინიკური ხმით გასცა პასუხი და დივანზე ჩამოჯდა.

-ხო, მაგრმა გვიან რომ იძინებ, მერე ხომ გიჭირს ხოლმე?

-და რა იცი რომ გვიან დავიძინე?

-აა, ანუ საერთოდ არ გეძინა?

გაღიზიანებულმა ჩაისისინა და წყლის ჭიქას თითები ისე მაგრად მოუჭირა ლამის შემოატყდა. ბაჩოს ხმით ჩაეღიმა, თავი უკან გადააგდო და თვალები დახუჭა. ქეთი უპასუხოდ დატოვებულმა შეკითხვამ უარესად გააგიჟა და გაბრაზებული გავარდა მისაღებში.

-მოიცადე შენ აქ გამოსაძინებლად მოხვედი?_ღრენით კითხა და ფინჯანი დაბალ მაგიდაზე დაახეთქა. ბაჩომ სწრაფად დაქაჩა თვალები და აფთარივით წამოფრენილ ცოლს ახედა.

-ქეთი, რამეზე ნერვიულობ?_მშვიდი ხმით კითხა, მამაკაცის კითხვას არ ელოდა და ცოტა დაიბნა.

-ა-ა-არა, რაზე უნდა ვნერვიულობდე?_ლუღლუღით უპასუხა და წარბები გაკვირვებულმა აქაჩა მაღლა.

-უბრალოდ ძალიან ცუდად გამოიყურები, გუშინ ცუდად გეძინა?_აშკარად ქალის ნერვებზე თამაში აქვს გადაწყვეტილი.

-მე შესანიშნავად მეძინა, ეგ შენ უნდა გკითხო.

-მეც შესანიშნავად მეძინა. _ნეტარე სახე მიიღო და ხმადაბლა ჩაიჩურჩულა.

ქეთიმ კიდევ ერთხელ აქცია ზურგი და სამზარეულოსკენ წავიდა ჩქარი ნაბიჯებით. ყავის მადუღარაში ორი კოვზი ყავა და ერთი კოვზი შაქარი ჩაყარა და გაზქურა აანთო.

-რამდენი კოვზი ყავა და შაქარი ჩაყარე?_მოულოდნელად ბაჩოს ხმამაღალმა წამოძახილმა დააფეთა. შეშინებული მიტრიალდა მამაკაცისკენ და წარბები მაღლა აწკიპა.

-გული გამისკდა..._თვალები დააბრიალა და პატარა ფინჯანით მადუღარაში წყალი ჩაასხა._ორი კოვზი ყავა და ერთი კოვზი შაქარი.

-რატომ?

-რას ნიშნავს რატომ? ყავას ვიკეთებ და ჩავყარე...._დაბენულმა აიჩეჩა მხრები.

-ქეთი, გახსოვდა თუ თამარმა გითხრა რომ მარტო ეგეთ ყავას სვამ?_ბაჩოს ხმა აუკანკალდა.

-თამარს ჩემთვის არაფერი უთქვამს. პირიქით მითხრა ყავა არასოდეს არ გიყვარდაო_ქეთიც მიხვდა რატომ უსვამდა მამაკაცი ამდენ უცნაურ კითხვას და ნერწყვი ხმაურიანად გადაუშვა სასულეში. _ანუ...

-ანუ წვრილმანებს იღდგენ. ყავას იშვიათად სვამდი, მაგრამ სვამდი. _გახარებულმა წამოიძახა და სახეზე ხელისგულები მოისვა.

-ხო, მაგრამ...

-აქამდე შენით გაგიკეთებია ყავა?

-არა, სულ დედა მიდუღებს ხოლმე.

-კარგია, ძალიან კარგი!

ღიმილნარევი ხმით ჩაილაპარაკა და სამზარეულო დატოვა. ქეთის მხრები და ფეხები აუკანკალდა, თან ცოტა უჭირდა ბაჩოს ქცევის ბოლომდე გააზრება, ალბათ იმიტომ რომ ქმარი ჯერ კიდევ ვერ გაიხსენა. ტუჩები ოდნავ წინ გამოსწია, ქვედა ტუჩი დაბრიცა და მადუღარას დახედა.

-შენ არ გინდა ყავა?_გაახსენდა რომ მამაკაცისთვის არ უკითხავს.

-კი მინდა. _თავი დაუქნია და ინტერესით მიაჩერდა. ქეთი ერთ ადგილზე გახევებული იდგა და მამაკაცს უყურებდა.

-ჰა, ახლა არ მეტყვი რომელი ყავა გინდა და შაქარი რამდენი ჩაგიყარო?_ხელები მაღლა ასწია და სიცილით კითხა. ბაჩომ იმედგაცურბეულმა გააქნია თავი და სამზარეულოში შეტრიალდა.

-მე გავიკეთებ!

-კარგი, ჰო, რას იბუსხები. _ღიმილით მიკრა მხარზე ხელი და ადუღებული ყავა გადმოდგა.
>>>
დაკვირვებით უყურებდა მამაკაცს და ცდილობდა მის ქცევებში რაღაცა საინტერესო დაეფიქსირებინა, მაგრამ მაინც ვერაფერი ვერ გაიხსენა. აივანი საერთოდ არ გახსენებია, გაგიკვირდებათ და არც ლექსოზე ფიქრით მოუკლავს თავი. ეგ კი არა იმ დღის შემდეგ მამაკაცზე წარმოდგენა სულ შეეცვალა, ნუ ბუნებრივია ლექსომ იფიქრა რომ ქეთიც თანახმა იყო... ბოლო პერიოდში ზედმეტად დაუახლოვდა, მაგრამ მაინც არ მოეწონა კაცის ქცევა!

-რაც აქ ვარ არცერთხელ არ გასულხარ აივანზე და ხომ ყველაფერი კარგად არის?_ცინიკური ღიმილით იკითხა ბაჩომ და ყავის ცარიელი ფინჯანი მაგიდაზე დადო. ქეთიმ ტუჩები მოკუმა, ოდნავ წინ გამოსწია და ცალი წარბი მაღლა აზიდა.

-და ცუდად რატომ უნდა იყოს, უბრალოდ ამ დროს ლექსო სამსახურშია ხოლმე..._ბაჩოს ხმამაღლა ჩაეცინა და თავი გააქნია.

-ცდილობ მაეჭვიანო და წყობიდან გამომიყვანო._ჩანაფიქრს მიუხვდა.

-რა სისულელეა, რატომ უნდა მინდოდეს შენი ეჭვიანობა?_არადამაჯერებელი სიცილით აიქნია ხელი და ფეხი ფეხზე გადაიდო.

-იმიტომ რომ ჩემზე უგონოდ ხარ შეყვარებული!_საკუთარ სიტყვებში და თავში დარწმუნებულმა ჩაილაპარაკა და თვალი ჩაუკრა.

ქეთიმ დაბნეულმა გადააგორა სასულეში გაჩხერილი ბურთულა და რამდენჯერმე ზედიზედ ჩაახველა. მისი ქცევით გახალისებულმა ბაჩომ თავი გააქნია და ჭერს ახედა, მერე კი ისევ ლოყებაწითლებულ ქეთის გაუსწორა მზერა.

-აი, ქეთი, ქეთი. _ცინიკური ხმით წაიღიღინა და ფეხზე წამოდგა. _ცუდია არა ქმარისთვის გამჭვირვალე რომ ხარ?!_აფარკლულ ლოყაზე უჩქმიტა და ოდნავ დაიხარა.

-ყოველთვის ასეთი თავდაჯერებული ხარ ხოლმე?_წარბწეულმა კითხა, თვითონაც ვერ იცნო საკუთარი, სადღაც გაპარული ხმა.

-გინდა ერთი რაღაცა გითხრა?_კიდევ უფრო დაიხარა ქალისკენ. ქეთიმ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და თავი დაბლა დახარა.

-კარგი გეტყვი... ხმა მარტო მაშინ მიგდის როდესაც სიმართლეს გეუბნებიან და შენ ცდილობ ტყუილი თქვა... და მოდი ბარემ მეორესაც გეტყვი, თავს მარტო მაშინ ხრი როცა ჩემი მზერისგან გაქცევა გინდა, იმიტომ რომ იცი ის აუცილებლად დაგიჭერს!

-მარჯვენა ხელზე ტატუ გაქვს?_მოულდოენლად იკითხა და ქმრის მარჯვენა ხელს გახედა. ბაჩო სწრაფად გასწორდა წელში და თვალებდაქაჩული მიაჩერდა ცოლს. ოდნავ აკეცილი პერანგის ღილები შეხსნა და მკლავები საკმაოდ აიკეცა. _რქები. _სიცილით ჩაილაპარაკა და ტატუზე თითები დაუსვა.

-ამ რქების ისტორია თუ გახსოვს?_ბედნიერმა კითხა და ქეთის ამოძრავებულ თითებს დახედა.

-ნტ. _მოღუშულმა გააქნია თავი და ცრემლიანი თვალებით ახედა დავიწყებულ ქმარს. _მომიყევი. _მუდარამ გაიჟღერა ხმაში.

-არა, მოვა დრო და ამასაც გაიხსენებ. _თვალი ჩაუკრა, შუბლზე აკოცა და კარებისკენ წავიდა. _აუცილებლად გაიხსენებ!
>>>
-5 წუთში მზად იყავი!_დილის რვა საათზე ბაჩოს ზარმა გამოაღვიძა. ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფი ისმენდა ქმრის ხმამაღლა საუბარს.

-ბაჩო, შენ კიდევ გძინავს?_ზმუილით კითხა და თვალების გამოძრავება სცადა.

-5 წუთს გაძლევ, ჩაიცვი და დაბლა ჩამოდი!_უბრძანა და ტელეფონი გაუთიშა.

ქეთიმ შუბლშეკრულმა მოჭუტა ცალი თვალი და ფანჯარას გახედა. უკმაყოფილო სახით გაშალა ხელ-ფეხი, საწოლზე ვარსკვლავის ფორმით გაწვა და ხმამაღლა ამოიზმუილა. ზუსტად 1 წუთი გაუნძრევლად იწვა და ფანაჯრას უყურებდა, მერე სწრაფად წამოდგა ფეხზე და გარდერობს მივარდა. სპრტულები ამოიცვა, ფეხზე კედები და თმა უბრალოდ აიწია.

-ბაჩომ დამირეკა და სადღაც მივდივართ._გაკვირვებული მშობლების მზერა დააკმაყოფილა და ტელეფონი შარვლის ჯიბეში ჩაიდო.

-ჭკვიანად იყავით!_ღიმილით დაარიგა თამარმა და კარებამდე მიაცილა.

სადარბაზოში სამსახურისკენ მიმავალი ლექსო შეეჩეხა, უხერხულად შეიშმუშნა. არ უნდა თავხედურად გამოსვლოდა და გამარჯობის სათმქელად ოდნავ დააშორა ტუჩები ერთმანეთს.

-დილა მშვიდობისა. _მომღიმარმა ლექსომ დაასწრო და ქეთისკენ ერთი ნაბიჯი გადადგა.

-დილა მშვიდობისა. _ცივად უპასუხა და კიბეებზე დაეშვა.

-რატომ ასე ცივად?_სწრაფი ნაბიჯებით დაეწია ლექსო და სადარბაზოდან გასვლამდე გვერდით ამოუდგა. ქეთიმ იქვე მდგარი ბაჩოს მანქანა დაინახა თუ არა უსიამოვნოდ გაკრა გულზე. ლექსოს ერთხელ ახედა, თავი გააქნია და ქმრისკენ წავიდა ნელი ნაბიჯებით. ბაჩო ანერვიულებული ქეთის დანახვისას სწრაფი მოქმედებით გადავიდა მანქნიდან და რამდენიმე ნაბიჯით წინ წაიწია. ქეთის უკან ლექსო რომ დალანდა ცინიკურად ჩაიცინა, ყბები დაჭიმა და მათკენ წავიდა.

-აქ რა გვინდა?_გაკვირვებულმა გადახედა ქმარს და უნივერსიტეტის ეზო შეათვალიერა.

-მეორედ აქ გნახე. _მშვიდი ხმით ჩაილაპარაკა ბაჩომ და მანქანის კარებს მიეყრდნო.

-და გგონია რომ ამით რაიმეს გავიხსენებ?_სიცილით მიუტრიალდა ქმარს და გვერდით ამოუდგა.

-არა, არ მგონია, რომ ეს ადგილი შენს ყველა მოგონებას ზედაპირზე ამოყრის, მაგრამ გონების გახსნაში დაგვეხმარება. _თვალი ჩაუკრა და მანქანის კარი გაუღო.

-სულ ეს იყო?_გაკვირვებულმა კითხა და ცალი წარბი ასწია.

-აქ სხვა საინტერესო არაფერი არ მომხდარა.

-და პირველად სად მნახე?_ინტერესით იკითხა და მანქანაში მოკალათდა.

-პირველად მეგობრის დაბადების დღეზე, ძალიან გატუტუცებული და თავხედი გოგოს შთაბეჭდილება დატოვე.

-არც შენით მოვიხიბლებოდი დიდად. _გაბრაზებულმა დაუბრიალა თვალები. _და ამისთვის ამაყენე დილის რვა საათზე? შენ გინდა რომ მოგონებები აღვიდგინო თუ პირიქით? ძილს მიფრთხობ და თანაც რის გამო..._დუდღინს არ ეშვებოდა ქეთი.

-არა, მესმის რომ ლექტორი ხარ და შენი ენა 24 საათიან რეჟიმზეა, მაგრამ ხანდახან რომ გაჩუმდე დამიჯერე ამით არაფერი დაშავდება!_უკმაყოფილო სახით ჩაილაპარაკა ბაჩომ და მანქანა დაქოქა.

-მოიცადე, ანუ გინდა თქვა რომ ბევრს ვლაპარაკობ? შენ მე ვინ გგონივარ?!_გაბრაზებულმა, აღრენილმა და ცოფებგადმოსულმა იკითხა და ჩანთა უკანა სავარძელზე ისეთი მზერით მოისროლა ეგ არის და ბაჩოს მოკლავსო.

~~~
მთელი დღე აქეთ-იქით დაატარებდა იქნებ რაიმე აღიდგინოს და ძველმა ადგილებმა მოგონებები გამოუცოცხლოსო, მაგრამ უშედეგოდ. მე მგონი ქეთი ჯიუტად არ ცდილობდა დეტალების გახსენებას, ყველაფერზე თავს აკანტურებდა და ბაჩოს აღრენილი უყურებდა. დღის ბოლოს ბაჩოს ტელეფონზე ლელას ნომერი დაფიქსირდა, ეს ბუნებრივია ისინი ხშირად ეკონტაქტებიან ერთმანეთს, ვინაიდან და რადგანაც ამ ეტაპზე ერთ პროექტში იღებენ მონაწილეობას.

-ბოდიში ბაჩო, ასეთ დროს რომ გაწუხებ._პირდაპირ დამფრთხალმა დაიწყო. _ჯერ გამარჯობა. _სიცილით გააგრძელა.

-გამარჯობა, არა, არ მაწუხებ.

-ჩვენს პროექტს პატარა პრობლემა აქვს და სამსახურში შემოვლას მოახერხებ?_შეპარვით კითხა და სავარაუდოდ როგორც იცის ხოლმე დამორცხვილმა მოჭუტა ცალი თვალი. ბაჩომ ცნობისმოყვარეთ დაქაჩულ თვალებიან ცოლს გადახედა, მერე ისევ გზას და ბოლოს ღრმად ამოისუნთქა.

-რა თქმა უნდა მოვალ. 1 საათში მანდ ვიქნები.

-კარგი, დროებით და კიდევ ერთხელ ბოდიში.

ტელეფონი მანქანის სალონში დადო და ეჭვის თვალით მომზირალ ცოლს გადახედა.

-ვინ იყო და სად მიდიხარ?

-მეჩვენება თუ ზედმეტად ინტერესდები?_ცინიკურად ჩაილაპარაკა ბაჩომ და მანქანა დაძრა.

-რა შუაშია ზედმეტი ინტერესი. შენი ცოლი ვარ და ბუნებრივია მაინტერესებს ვისთან იქნები ერთ საათში. _წარბი ასწია და გაბრაზებულმა მოკუმა ტუჩები.

-ლელასთან, სხვათაშორის შენ იცნობ ლელას. _ეშმაკური ხმით ჩაილაპარაკა და მომხიბლავად გაიღიმა, როგორც ჩვევია ხოლმე.

ქეთას უცნაურად გაკრა გულზე, მართალია წარმოდგენა არ აქვს რატომ მიდის ლელასთან. ამრეზიით აიბზუა ცხვირი და ეჭვიანი ქალის წიკით გაიხედა ფანჯრიდან. საშილად უნდოდა რაღაცა ისეთი ეთქვა რაც ბაჩოს წყობიდან გამოიყვანდა, მაგრამ ბოლო პერიოდში იმდენად კარგად შეისწავლა მამაკაცის მშვიდი ხასიათი გამორიცხულია ეს შეძლოს. “ლექსო რომ უხსენოს?” თუმცა რა აზრი აქვს იმდენჯერ ყავს ლექსო ნახსენები, თანაც დილის ინციდენტის მერე დიდი სისულელე იქნება. სახეზე ეწერა რომ მამაკაცის მიმართ უარყოფითი ემოციებით არის განსჭუალული. თურმე რა მალე შეიძლება შეეცვალოს წარმოდგენა, მაგრამ არ არის გამორიცხული ეს ყველაფერ წარსულიდან ეხმარებოდეს. შინაგანად ხომ მაინც იცის ვისთან როგორი დამოკიდებულება ქონდა და როგორი უნდა ქონდეს, ბაჩოს მიმართაც იმიტომ მოლბა ასე მალე.

~~~
ერთი თვის განმავლობაში თითქმის ყოველდღე დაყავდა ბაჩოს სხვადასხვა ადგილებში, ხშირად ერთი და იგივე ადგილსაც ამეორებდა. რამდენჯერმე თითქოს გონებაში რაღაცა გაუნათდა და სიტუაციებიც იცნო, მაგრამ ისე არა როგორც რეალურ ცხოვრებაში ხდება... დე ჟავუს მსგავსად დაემართა, რაღაცას რომ ხედავ და გგონია რომ აქ უკვე იყავი, არადა ზუსტად იცის რომ არასოდეს არ ყოფილხარ, არც წინა ცხოვრებაში, იმიტომ რომ ამის არ გჯერა... თუმცა ქეთას შემთხვევაში პირიქით არის, მას ნამდივლად აქვს წინა ცხოვრება სადაც ყავდა ქმარი რომელიც ახსოვდა და იყო ლექტორი, რომელიც სტუდენტებს 2 საათიან ლექციას დაუღალავად უკითხავდა.
ზოგჯერ საშინლად ითრგუნება, ძალიან უნდა ერთ მშვენიერ დღეს გაიღვიძოს და მიხვდეს რომ ყველაფერი დამთავრდა. უბრალოდ ახსოვდეს ის რაც მისთვის და ბაჩოსთვის ასეთი მნიშვნელოვანია. დაიღალა იმის გააზრებით რომ კაცი რომლის გევრდითაც ზის მისი ქმარია, გრძნობს რომ უყვარს, ენატრება, მაგრამ ვერ იხსენებს და ეს არანორმალური სურვილი უარესად ბოჭავს და აგიჟებს. ექიმთან ვიზიტებიც ერთი დიდი უაზრობაა, რომელსაც შედეგი არა და არ მოაქვს.

-ქეთა, შენთან არიან. _ოთახის კარები ღიმილით შეაღო თამარმა და საწოლზე წამომჯდარ შვილს დაუძახა.

-ვინ არის?_გაკვირვებულმა იკითხა და ფეხზე წამოდგა.

-შენი ორი თანამშრომელია. _თვალი ჩაუკრა და ოთახიდან გავიდა.

ანერვიულებულმა შეისწორა მაისური, ჯინსის შარვლის ჯიბეები ოთხი თითით გაისწორა და მისაღებისკენ ნელი ნაბიჯებით წავიდა. რა თქმა უნდა ვერცერთი მათგანი ვერ იცნო, თუმცა იცის რომ სადღაც ეს ადამიანებიც დალექილი ყავს.

-გამარჯობა. _დაბნეულმა ჩაილაპარაკა და დივანზე ჩამოჯდა.

-მე ირინა ვარ, ეს ელზაა._ღიმილით ჩაილაპარაკა ერთ-ერთმა მათგანმა და თამარს ყავის ფინჯანი გამოართვა.

-სასიამოვნოა-თქო რომ გითხრათ მეუხერხულება. _შეფარული სიცილით ჩაილაპარაკა და თითები მუხლებზე სიმწრით მოიჭირა.

-არაუშავს, შენ ის გვითხარი როგორ ხარ?_ძალიან შინაურულად, დაბრკოლებების გარეშე მოიკითხეს ქეთი, რამაც ქალი უფრო გაახალისა და გაათამამა.

-არამიშავს, ვცდილობ ძველ ცხოვრებას დავუბრუნდე და დეტალების აღდგენა შევძლო.

-ძალიან კარგი. მოკლედ, აქ იმისთვის ვართ რომ უნივერსიტეტში დაბრუნება შემოგთავაზოთ, ვიცით რომ შენთვის ძნელია... ერთგვარი დაბრკოლებასავითაა, რთულია, მტკივნეული, მაგრამ დამიჯერე სახლში ჯდომით უფრო ჩაიკეტები და შეიძლება მთელი ცხოვრება ვერაფერი ვერ გაიხსენო. თანაც სტუდენტები გელოდებიან.

-მე მათი ცნობა არ შემიძლია.

-დავიჯერო 500 სტუდენტს ცნობდი?_სიცილით იკითხა ელზამ.

-ეს ისეთია ცნობდა, მაგრამ ახლა მაგას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია შენი საგანი გახსოვს და ყველაფერს გაუმკლავდები, დამიჯერე უკეთესია!

-არ ვიცი, უნდა დავფიქრდე... მეც ძალიან მინდა ვცადო, მაგრამ... დიდი მადლობა თქვენ._ღიმილით ჩაილაპარაკა და ქვედა ტუჩი მოიკვნიტა.
~~~
-როგორ ფიქრობ გამოვა რამე?_ინტერესით იკითხა ლაშამ და ძმაკაცს გახედა. ბაჩო ჩაფიქრებული ათამაშებდა ტელეფონს და კომპიუტერის ეკრანს უაზროდ მიშტერებოდა.

-არ ვიცი, შეიძლება არ გამოვიდეს და ვერაფერი ვერ გაიხსენოს, მაგრამ თავიდან დავიწყებთ. რაც მთავარია ჩემი აღარ ეშინია, აღარ გამირბის და თუ საჭირო გახდა თავიდან შევაყვარებ თავს, თავიდან მოვიყვან ცოლად და ყველაფერს თავიდან დავიწყებთ. _დაიმედებულმა ჩაუკრა თვალი ძმაკაცებს და ფეხზე წამოდგა. _შეხვედრაზე გავდივარ და თუ რამე დაგჭირდებათ დამირეკეთ.

ერთი თვეა დაუღალავად ცდილობს ქეთასთვის რაღაცის გახსენებას, ზოგჯერ ძალიან ღიზიანდება ჯიბრში ჩამდგარ ცოლს რომ ხედავს. სურვილი უჩნდება მივარდეს და ის გაბუსხული ტუჩები დაუღალავად დაუკოცნოს. როგორ მოენატრა ქალის სიახლოვე, სურნელი, პრიალა და ნაზი კანი. მისი ვნებიანი გამოხედვა, მინაბული თვალები როცა ბაჩო ეხება და მისით ივსება. ეს ყველაფერი სულის ამოცლამდე ენატრება, თვითონაც არ იცის როგორ იკავებს თავს და როგორ არ იხუტებს. არ უნდა რომ დააფრთხოს, შეაშინოს და გააქციოს, ეს სიტუაციას უფრო დაძაბავს. თუ უნდა რომ ქეთამ ყველაფრის გახსენება შეძლოს იმ ეტაპიდან უნდა დაიწყოს საიდანაც ერთი წლის წინ.

სახლში ძალაგამოცლილი და დაღლილი დაბრუნდა. როგორც კი რკინის კარები დახურა ემოციები ისევ თავიდან მოაწვა. მთავარ საძინებელს ისევ არ ეკარება და მანამ არ გაეკარება, სანამ ამ სახლში ქეთას ჩემოდანი არ შემოგორიალდება.

~~~
-ეს კაბა კარგია?_ანერვიუელბული ტრიალებდა სარკის წინ და უნივერსიტეტში წასასვლელად სტუდენტი გოგონასავით ემზადებოდა.

-კი დედი, კარგია და ძალიანაც გიხდება. _ღიმილით ჩაილაპარაკა თამარმა და კარებისკენ წავიდა.

-მზად არის?_ღიმილით იკითხა ბაჩომ და საძინებლისკენ გააპარა თვალი.

-დილის შვიდი საათიდან ფეხზეა, სული გამაძრო. _ჩაიცინა და ოთახიდან გამოსულ შვილს გახედა. _ძალიან გიხდება!_კიდევ ერთხელ შეაქო, თვალი ჩაუკრა და სამზარეულოში შევიდა.

-შენ როგორ ფიქრობ?_ტუჩმობრეცილმა გახედა ქმარს. ბაჩოს ხმით ჩაეცინა წარბაწეულმა, ვნებიანად აათვალიერ-ჩაათვალიერა საოცრად მიმზიდველი და სექსუალური ცოლი და ქვედა ტუჩი მოიკვნიტა.

-ურიგო არ უნდა იყოს. _მხრები აიჩეჩა და ლოყებაწითლებულ ქალს დააკვირდა.

-ურიგო არ უნდა იყოს?!_ცეცხლებს აფრქვევდა ქეთი. _იცი რამდენიხანი ვარჩევდი? 10 კაბა მაინც მოვიზომე და ძლივს ავარჩიე საუკეთესო, შენ კიდევ მეუბნები, რომ ურიგო არ უნდა იყოს._ენად გაითქვიფა ქალი.

-ქეთა, დამშვიდდი და წამოდი, თორემ დააგვიანებ. _ცოლის “ისტერიკას” როგორც ყოველთვის ახლაც მშვიდად და ღიმილით შეხვდა ბაჩო.

-რატომ ხარ ასეთი მშვიდი, რატომ, რატომ?_თავისთვის ბურტყუნებდა და გასასვლელისკენ მიკაკუნობდა.

სანამ აუდიტორიამდე მივიდოდა ათასი უცნობი ადამიანი გადაუხტა წინ, ზოგმა ის ვარო, ზოგმა ესო, საშინლად გადაღალეს... კიდევ ეს უდნოდა? ნერვიულობისგან ისედაც სულ ღაფავდა საბრალო, აკანკალებული თითებით შეაღო აუდიტორიის კარი და გადავსებულ დარბაზს თვალებდაქაჩულმა გადახედა. იმდენად იმოქმედა სტუდენტების რაოდენობამ მასზე, ისიც კი იფიქრა დავკრავ ფეხს და სახლში წავალო, მაგრამ ასე არაფერი არ გამოვა, უნდა იბრძოლოს! საინტერესოა ყოველთვის ამდენი სტუდენტი ესწრება ლექციას თუ უბრალოდ ცნობისმოყვარეობამ შეკრიბა ყველა ერთად და ერთ მუშტად. ღიმილით დადო ჩანთა მაგიდაზე ხელები წინ გამოსწია, მუცელზე მიიდო და ერთმანეთში ახლართა.
500 წყვილი თვალი ინტერესით მისჩერებოდა დადუმებულ და დაშინებულ ლექტორს, ყველა ოლოდებოდა როდის აამოძრავებდა ქეთი ბაგეებს. დადეშქელიანმა ღრმად ამოისუნთქა და დაიწყო!

-რა ქენი?_ოდნავ შეპარული და მხიარული ხმა ქონდა თამარს.

-არ ვიცი, ბოლოს გაკრეჭილები მიკრავდნენ ტაშს და მე მგონი მოეწონათ._სიცილით ჩაილაპარაკა და აუდიტორიიდან გამოსულმა ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელიც გაბადრული სახით უღიმოდა თავი დაუკრა.

-ძალიან კარგი, ე.ი. ჩვეულებრივად ჩაატარებ ლექციებს.

-ვფიქრობ რომ ხო. ახლა უნდა გავიდე ბაჩომ 2 საათისთვის მოვალო და ალბათ გარეთ მელოდება. _ღიმილით ჩაილაპარაკა და გასასვლელისკენ წავიდა ჩქარი ნაბიჯებით წავიდა.

-კარგი მე გელოდებით, კარტოფილს შეგიწვავთ.
~~~
-მოხდა რამე?_დადუმებულ ქმარს ინტერესით გადახედა და შეფარვით კითხა. ბაჩომ ოდნავ გამოაპარა თვალი ქალისკენ, უარყოფითი პასუხის ნიშნად თავი გააქნია და ისევ გზას გახედა._აბა რატომ გაქვს ეგეთი სახე?_არ ეშვებოდა და ინტერესის დაკმაყოფილებას ბოლომდე ცდილობდა. თანაც ასეთ უცნაურ ბაჩოს პირველად ხედავს და ბუნებრივია რომ რაღაცა ხდება.

-არაფერი, უბრალოდ სამსახურმა გადამღალა. _მოკლედ პასუხით შემოიფარგლა და მანქანა შუქნიშანზე გააჩერა.

-მართალია არ მახსოვხარ, მაგრამ ვიცი რომ იტყუები!_წარბები შეკრა და კუშტად გახედა ქმარს. ბაჩოს ტუჩის კუთხეში ჩაეცინა.

-გახსოვარ!_კატეგორიული ტონით ჩაილაპარაკა და მანქანა დაძრა.

-მოიცადე ანუ... გატყუებთ?_გაოგნებულმა დააღო პირი. ბაჩომ ღრმად ამოიხნვეშა და კოპებშეყრილ ცოლს გადახედა. _რას ხვნეში?_გაბრაზებულმა დაუბღვირა და ჩანთას ჩააფრინდა.

~~~
-ეს რა ჩემოდნებია?_თამარმა გაკვირვებულმა გადახედა შვილს.

-გადავწყვიტე ბაჩოსთან გადავიდე საცხოვრებლად. ასე ყოფნა და ყველაფრის ამ სახლიდან გახსენება მომბეზრდა! თუ არაფერი გამოვა, ის მაინც მეცოდინება რომ მე ბოლომდე ვცადე, ჩემი წარსულის უკან დაბრუნება და ქმართან ბედნიერად ცხოვრება!

-მარტო მაგიტომ?_წარბწეულმა კითხა შვილს.

-არა, მარტო მაგიტომ არა. გულის სიღრმეში, მინდა რომ ბაჩოსთან ერთად ვიცხოვრო და საკუთარ თავს ამას ვერ ავუკრძალავ!_ღიმილით ჩაილაპარაკა და სამზარეულოს სკამზე ჩამოჯდა.

გადაწყვეტილება გუშინ გვიან ღამით მიიიღო, ბევრი არ უფიქრია, ხომ გითხარით... წარსული ეხმარება გადაწყვეტილებების მიღება-სისრულეში მოყვანაში-მეთქი, მართლაც ასეა. ახალ კაბას რომ ნახავ კვირა დღეა და იცი რომ ერთი საათი გაქვს დრო მაღაზიაში გასასვლელად, მაგრამ ისიც იცი რომ ორშაბათსაც მშვენივრად შეძლებ ყიდვას, თუმცა გული მოსვენებას არ გაძლევს, იცვამ და კვირა დღეს მიდიხარ სურვილის დასახშობას. ზუსტად ეგრე აფორიაქდა, სურვილმა ყელში თითები წაუჭირა. ბაჩოსთვის არაფერი უთქვამს, დღეს კვირა დღეა და როგორც ყოველთვის წესით სახლში უნდა იყოს.

ჩემოდანი ბაჩოს კარებთან მიაგორიალა, ხელჩანთა მხარზე შეისწორა და სახლის გასაღები მოჩხრიკა, რომელიც წარმოსვლამდე მისცა თამარმა. ცდილობდა ხმადაბლა ემოქმედა, არ უნდოდა ბაჩო შემოსასვლელშივე წაწყდომოდა ჩემოდნებით დატვირთულ ცოლს. კარები ფრთხილად შეაღო და ერთი ჩანთა ძალიან ნაზად, ტუჩებდამანჭულმა შეაგორიალა სახლში.
ფეხის ხმა მაინც არ გამოპარვია ბორძიკულს და სწრაფი ნაბიჯებით გამოვიდა შემოსასვლელისკენ. სასაცილოდ ატუზულ, ბარგზე ჩაბღაუჭებულ და სახედამანჭული ცოლის დანახვისას სიცილი ვერ შეიკავა.

-კარგად ხარ?_ღიმილით კითხა და ბარგს დახედა._რა ხდება? გადაწყვიტე ქონება გავიყოთ და ჩემი სახლის დასასაკუთრებლად მოხვედი? მერე მე რას მიპირებ, გამაგდებ?_ცინიკურას აფრქვევდა იუმორს.

-ჰა, ჰა, ჰა როგორი სასაცილოა!_ენა გამოიყო ქეთამ და კარები დახურა. _არა, გადავწყვიტე ჩემთან ერთად გაცხოვრო და დაგტანჯო, კმაყოფილი ხარ?_წარბი ასწია და ნიშნის მოგებით გამოაჯავრა.

-საკითხავია ვინ ვის დატანჯავს._თვალი ჩაუკრა და მისაღებისკენ წავიდა.

-შენ რა მართლა არ გაინტერესებს რატომ მოგადექი ჩემოდნებით?!_ჩანთები იქვე დაყარა და ბაჩოს აედევნა. ბორძიკულმა მხრები აიჩეჩა, ბარზე შემოდებულ ყავის ფინჯანს დასწვდა და დივანზე მოკალათდა. _იმიტომ რომ ჩემი ქმარი ხარ და არ მინდა მარტო იყო!_ლელა გაახსენდა და გესლიანად ჩაილაპარაკა. ბაჩოს კიდევ ერთხელ ჩაეცინა.

-ისტერიკა._თავისთვის ჩაილაპარაკა და ტელევიზორს გახედა.

-აი, დახვედრაც ასეთი უნდა. აბა კი არა, ბარგი მძიმეა და ოთახამდე წაგ... ხო მართლა მე რომელ ოთახში უნდა დავიძინო?_ორ ერთმანეთის გვერდით მოთავსებულ კარს გახედა ქეთამ.

-მარჯვენაში.

-მარჯვენაში რატომ?_ოთახისკენ წასულმა ხმადაბლა ჩაილაპარაკა.

-მარცხენაში მე ვარ და სხვაგან ადგილი აღარ არის, თუ გინდა დივანზე გაგიშლი.

-ნუ ხუმრობ!_გაბრაზებული მიუტრიალდა და ოთახის კარი შეაღო. _ჩვენი საძინებელი მახსოვს, აქედან წავედი ორი თვის წინ. _გაბადრულმა, ღიმილით ჩაილაპარაკა და თვალები ააფახუნა.

-კარგი მახსოვრობა გქონია. _სერიოზული გამომეტყველებით დააყოლა ბაჩომ და ფეხზე წამოდგა. _საჭმელი მშია და არაფერია, რადგან გადაწყვიტე აქ გადმოსვლა და კარგი ცოლის როლის თამაში, სამზარეულოში შედი და რაიმე მომიმზადე!_ბრძანება გასცა და ყავის ფინჯანი მიაწოდა. _ეს გარეცხე!_ეტყობოდა რომ სიცილს ძლივს იკავებდა. ქეთამ ინსტიქტურად გამოართვა ფინჯანი და პირდაღებულმა გააყოლა თვალი ოთახისკენ წასულ ქმარს, გონს რომ მოვიდა ბაჩო მისაღებში აღარ იყო.

-ეგრე არა?! მე შენ გაჩვენებ როგორია კარგი მახსოვორბა, მოიცადე! დამაცადე!

~~~
-თუ გშია გამოდი!_ოთახის კარებზე ნაზად მიუკაკუნა და წინსაფარი მოიხსნა.

-ასე მალე გაამზადე?_გაკვირვებულმა კითხა ცოლს და ოთხის კარები დახურა.

-კვერცხის შეწვას რა დიდი ვაი-ვიში უნდოდა?_მხრები აიჩეჩა ყავის ფინჯანს თითები შემოაჭდო და დივანზე ჩამოჯდა.

-კვერცხი შემიწვი?_წარბწეულმა გადახედა ცოლს და მერე ბარზე შემოდებულ თეფშს.

-მარტო კვერცხი არა! რძეში შეგიწვი, პომიდორი და ყველიც აქვს... პილპილიც!_როგორ მაკადრეო ტონით ჩაილაპარაკა და ყავა მოსვა.

~~~
ქეთას ნაუცბათევმა გადაწყვეტილებამ ზედმეტად გააკვირვა, საერთოდ ეს გოგო ყოველთვის ასეთი იყო, ყველაფერს ისე აკეთებდა როგორც უნდოდა და ზედმეტი ფიქრით თავს არასოდეს იტკიებდა, მაგრამ ამ შემთხვევაში მოეჩვენა რომ დადეშქელიანი რაღაცა სხვა განზრახვით არის ბაჩოს სახლში ჩასახლებული. რა თქმა უნდა გაუხარდა, გაუხარდა კი არა ემოციების შეკავება ძლივს შეძლო, თორემ მძლავრი ჩახუტებით უეჭველად შემოატყდებოდა. ცდილობს ქეთასთან გრძნობების ნაწილი გამოამჟღავნოს და თავს უფლება მისცეს ყველაფერი ისე მოხდეს როგორც ერთი წლის წინ, უგრძნობი და ქეთაზე ნაწილობრივ შეყვარებული ბაჩოს შემთხვევაში იყო. გონია რომ ქალი ასე უფრო ადვილად და მარტივად შეძლებს ყველაფრის აღდგენას. მათი კონფლიქტები და მუდმივი დავა აუცილებლად იჩენს სადღაც თავს და მოსახდენს მოახდენს. რაც შეეხება ქეთას ბარგს ამ ყველაფერში ნაწილობრივ ლელას “გავლენაც” იგრძნობა და ხვდება რომ ცოლი საშინლად ეჭვიანობს.

-დღეს გვიან დავბრუნდები, გინდა მაღაზიიდან რაიმეს ამოგიტან, მერე რომ არ ირბინო. _მანქანის გასაღებს დასწვდა და დივანზე მოკალათებულ ცოლს გადახედა.

-ნტ, არაფერი არ მინდა... გვიან რატომ მოხვალ?_ინტერესით დააკვესა თვალები და ფრჩხილებზე ახლადწასმულ ლაქს სული შეუბერა. ბაჩომ ღიმილით გააქნია თავი, ცოლის ლამაზ და მოვლილ თითებს შეავლო მზერა და ქვედა ტუჩი მოიკვნიტა.

-საქმეები მაქვს, გინდა რამე?_ბოლომდე მაინც არ გაუმხილა ბიჭებთან ერთად ფეხბურთის ყურებას, რომ აპირებს, ცოტა იეჭვიანოს, არაფერი მოუვა.

-ჰმ._ეჭვით ჩაიქირქილა და წარბები შეათამაშა. _წითელი ლაქი მიხდება თუ შავი წავისვა?_ათი თითი ბაჩოსკენ მიატრიალა და ლამაზად აათამაშა. ბორძიკულმა გაკვირვებულმა შეჭმუხნა შუბლი და თემა გადატანილ ცოლს წარბაწეულმა გადახედა._უი მე, რანაირად მიყურებ...

ამოიქირქილა და ხელები დაბლა დაუშვა. ბორძიკულმა უკმაყოფილო სახით გააქნია თავი და გასასვლელისკენ წავიდა. მოულოდნელად სამზარეულოში, ნიჟარასთან დახვავებულ ჭურჭელს “გადააწყდა და გაკვირვებულმა გადახედა ქეთას. როგორც წესი დადეშქელიანი სისუფთავით კი არ გამოირჩევა, მე მგონი სამყაროში ნომერ პირველი ქალია, რომელიც ბაჩოს ლეპტოპზე მტვერს კილომეტრებიდან ამჩენვდა.

-წყალი არ მოდის?

-არ ვიცი, წეღან მოდიოდა. _მხრები აიჩეჩა ქეთამ და ფეხზე წამოდგა._მაცივარშია და ის დალიე, ონკანის წყალს ნუ სვამ!_კატეგორიულად გააფრთხილა და ოთახისკენ წავიდა.

-ჭურჭელს მე დავრეცხავ თუ გგონია რომ ჩემი შემოსავალი მეორე და არაოფიციალურ დიასახლის ეყოფა?_შუბლი შეკრა ბაჩომ და აბუზულ ცოლს გადახედა.

-გუშინ თავი მტკიოდა და ვერ დავრეცხე, დღეს დილით სააბაზანოში ვიყავი და ვერ მოვიცალე, გამოვიცვლი და დავრეცხავ... რა იყო, შენ რამეს გიშლის? წადი შენს გზაზე, როგორმე მარტო მივხედავ სახლს!

ქმრის შენიშნა არ ესიამოვნა, უფრო სწორად ესიამოვნა, იმიტომ რომ ჭურჭელი სპეციალურად დატოვა გვიან ღამით. არადა როგორ აწვალებდა შიანაგანათ რაღაცა, ძილშიც კი ბორგავდა და ლამის მძინარე გამოვარდა მათ დასარეცხად.
ბაჩომ მხრები აიჩეჩა, ღრმად ამოისუნთქა და სახლი დატოვა. ქეთამ ტუჩის კუთხეში ირონიულად ჩაიღიმა და საჯდომის ქნევით წავიდა სამზარეულოსკენ.

-დღეს ლექცია არ გაქვს?

-არა, დღეს და ხვალ თავისუფალი ვარ.

-ბაჩომ რაო რა გითხრა?_ინტერესით მოიკითხა თამარმა წინა დღის ამბები.

-არ ვიცი, მე მგონი არ ესიამოვნა... საერთოდ არ გამოუხატავს სიხარული. იქნებ ლელასთან ერთად იყო ხოლმე აქ და მე რომ გადმოვედი...

-ქეთა!_დედის კატეგორიულმა ტონმა შეაწყვეტინა საუბარი.

-რა ქეთა, რა ქეთა?! გეუბნები მაგათ შორის რაღაცა ხდება!

დალაგებულ სახლს კმაყოფილმა მოავლო მზერა და დაღლილ დაქანცული ჩაესვენა სავარძელში. საჩვენებელი თითით მარჯვენა წამწამი ნაზად, მარაოს მსგავსად დაანიავა და მერე მარცხენაზე გადავიდა. კარების ხმაზე გაკვირვებულმა მიატრიალა თავი უკან, როგორც წესი ბაჩო გვიან უნდა დაბრუნებულიყო.

-ასე მალე რატომ დაბრუნდი?_ცნობისმოყვარე მზერით გადახედა ქმარს და დაკვირვებით აათვალიერ-ჩაათვალიერა.

-საბუთებს დავტოვებ და წავალ. _ღიმილით ჩაუკრა თვალი და სახლი მოათვალიერა._აი, ეს მესმის. _ცინიკური ხმით “შეაქო” ცოლი და მისკენ წავიდა. სავარძელში წამომჯდარს ზემოდან დააჩერდა, მერე ოდნავ დაიხარა მისკენ და სახე პირდაპირ გაუსწორა. ქეთამ თავი ოდნავ უკან გადასწია და სავარძელზე გადაკიდებული უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა.

-რას აკეთებ? მეტკინა წელი. _დაიწუწუნა, ხელისგულები გულ-მკერდზე მიადო და მისი უკან დაწევა სცადა, თუმცა უშედეგოდ ამხელა წონასთან რას გახდებოდა.

-დაგცხა?_ირინიული ხმით კითხა და თითები მოშიშვლებულ მუხლებზე ააცოცა. ქეთამ გაკვირვებულმა დაჭყიტა თვალები, ქმრის ამ მოქმედებას ნამდივლად არ ელოდა.

-დამცხა?... რა...რატომ უნდა დამცხეს?_ლუღლუღით ჩაილაპარაკა, შეეცადა ყველანაირად დაეფარა ის განცდები და ემოციები რაც ბაჩოს შეხებამ გამოიწვია. ბორძიკულმა თითები ბარძაყებისკენ აასრიალა, მართალია ახლა უკვე მოკლე ჯინსის შორტი უფარავდა სიშიშვლეს ქეთას, მაგრამ ბაჩო მაინც ვერ დააბრკოლა.

-რატომ ცახაცახე?

მოჩვენებითი გაკვირვებით იკითხა ბაჩომ და ქალის ტუჩებისკენ წაიწია. ქეთამ მონატრებული ქმრის სურნელი რომ იგრძნო, ბაგეები სასაცილოდ ააცმაცუნა, თვალები დახუჭა და “პირველ” ამბორს დაელოდა, მაგრამ არა! ბაჩოს მისთვის ტუჩებში არ უკოცნია, ბორძიკული ბაგეებიდან ოდნავ მარცხნივ, დაბლა გადაიხარა და ტუჩები ქეთას გავარვარებულ ყელს მიაწება. ორჯერ ზედიზედ ხმაურით აკოცა, მერე წელში გასწორდა და კმაყოფილი მზერით წავიდა გასასვლელისკენ, დადეშქელიანი კი დატოვა გახევებული და აცახცახებული. კარების ხმაზე მოეგო გონს, აკანკალებული თითები ერთმანეთში ახლართა და ცარიელ სივრცეს გაუსწორა მზერა. სიტყვებით ვერ ავღწერ რამდენმა ნაცნობმა და უცნობმა ემოციამ იყარა ქალში თავი, იმდენად მოულოდნელი იყო ყელში კოცნა, “ტუჩებზე დაძგერებას ელოდებოდი და ყელში კოცნას არა ხომ?!” წარბწეულმა გამოაჯავრა საკუთარ თავს და ფეხები იატაკზე ჩამოაწყო. ნაკოცნ და ორმაგად ახურებულ ადგილას თითები ნაზად მიიდო და შეფარული ღიმილით გაუღიმა დალაგებულ სახლს.

-რა იყოს ეს? იქნებ... იქნებ კოცნის საშუალებით შევძლო ყველაფრის აღდგენა.

ხავსზე ჩაბღაუჭებულივით გამოვუიდა ნათქვამი. უკვე იმდენად არის დაღლილი ამ შავი სამყაროთი, ზოგჯერ ფიქრობს ფანჯარას გამოვაღებ, გადავხტები და ეგ არისო, მაგრამ თვითმკვლელობა ყველაზე მეტად აშინებს და ზარავს... საკუთარი სიკვდილის კი არ ეშინია, არც იმის ასე ნაადრევად რომ მოისპობს სიცოცხლეს, არც იმის ცხოვრებას საგრძნობლად რომ შეიმოკლებს და არც იმის დილაობით წვიმა და მზე რომ ვეღარ გააღვიძებს. მიუხედავად დაბინდული გონებისა საყვარელი ადამიანების ტკივილით ვერ ბედავს ვერაფერს ისეთს, რაც მათ ზიანს მიაყენებს, ვერ ბედავს იმიტომ რომ იცის... ბევრს ეტყინება, გაუსაძლისად ეტკინება ქეთის სულელური და ბანალური ნაბიჯი, მაგრამ ყველა მათგანი გააგრძელებს ცხოვრებას, დიახ უქეთოდ! არავინ არ გაყვება იქ სადაც არაფერი არ ეგულებათ, გარდა უარესი სიბნელისა! სამყარო ისევ ისე გააგრძელებს ტრიალს და მერე რა?! ერთით ნაკლები ადამიანი ეყოლება დედამიწას! განსაკუთრებული არაფერი მოხდება, ზუსტად ამ ეგოისტური გრძნობების გამო არ აღებს ფანჯარას და ხტება, იმიტომ რომ იცის ყოველი წამი ყველასთვის ძალიან ძვირფასია!

-ნეტავ სად წავიდა?_დაპროგრამებულივით წამოდგა ფეხზე, გასასვლელი კარებისკენ წავიდა და ჩაფიქრებული დააკვირდა, თითქოს იქ იპოვის პასუხსო. _იქნებ ლელასთან... ან ვინმე სხვასთან, მაგრამ მე რატომ მაკოცებდა?_ეჭვებშეჩენილი საკუთარ თავს მოსვენებას არ აძლევდა. _შენი გრძნობების აშლა უნდოდა, ქეთა, ეგ არის და ეგ.

~~~
როგორც კი სახლიდან გავიდა ხმადაბლა ჩაიფხუკუნა და ლიფტის ღილაკს მიაჭირა თითი. ქეთის აფორიაქებული სახე და ნეტარედ მიანბული თვალები არასოდეს არ დაავიწყდება, ასეთი რეაქცია პირველი კოცნის დროსაც კი არ ქონია დადეშქელიანს. მაშინ ბაჩოსთან ძალიან გახსნილი იყო და არაფრის ერიდებოდა, არც ლოყები უფერადდებოდა გამოუცდელობის მიუხედავად. სვანია და თავისებური! ბაჩოსთვის საშინლად რთული იყო ქეთას კანთან შეხება, მერე ასე უბრალოდ გამოცლა და სახლიდან გამოსვლა. იმედნად მონატრებული იყო ცოლის სურნელს, კოცნას ეგონა რომ თავს ვერ შეიკავებდა და ყველაფერს ნაწილ-ნაწილ ათასჯერ მაინც დაუკოცნიდა.
სადარბაზოდან გასულმა სახლის განათებულ ფანჯრებს ახედა და ტუჩის კუთხეში რაღაცნაირად კმაყოფილმა ჩაიღიმა.

-ცოტაც მაცადე და ისევ ისე აგიკანკალდება მუხლები ჩემი მოსვლისას!

~~~
-ჩემი გაკეთებული ტოლმა და ალივიე მოგიტანთ, ბაჩოს უყარს ძალიან._ღიმილით ჩაილაპარაკა თამარმა და პარკები სამზარეულოში დააწყო.

-მამა რატომ არ წამოვიდა?_ღიმილით კითხა დედას და პარკებში ჩაძვრა.

-წნევა ქონდა და სახლში დარჩენა ამჯობინა, თქვენ რას შვებით, ბაჩო სად არის?_ინტერესით მოიკითხა სიძე და კედლის საათს ახედა.

-ბაჩო საქმეებზეა და გვიან მოვა.

-ძალიან კარგი, მშვიდად შევეცდებით შენი უსაფუძვლო ეჭვების განდევნას!_სიცილით ჩაუკრა შვილს თვალი და წყლის მადუღარას დაკრა თითი.

-უსაფუძვლო?!_ცინიკურად ჩაიქირქილა და სკამზე ნახევარი ტანით ჩამოჯდა. _უსაფუძვლო ეჭვები არაფერ შუაშია... შენ გგონია მართლა საქმეზეა წასული? საბუთები მოიტანა დატოვა და წავიდა, თუ მატყუებს ისე მაინც მომატყუოს რომ ვერ მივხვდე._ნაწყენმა ამოიბუზღუნა და მოწოლილი ცრემლების შესაკავებლად თავი უკან გადააგდო.

-შენ თვითონ იძახი რომ ბაჩომ შენს დასანახად მოიტანა საბუთები და ისევ წავიდა. შენი აზრით კაცი რომელიც ქალს ღალატობს ასეთი გამჭვირვალე შეიძლება იყოს?

-არა!_სლუკუნით უპასუხა და მწვანე ვაშლი გამწარებულმა ჩაკბიჩა.

~~~
-მარიამ, ბავშვი ტირის._ტელევიზორის ეკრანზე მიშტერებულმა თომამ ხელის აქნევით დაუძახა ცოლს და ოთახის კარებისკენ თვალი სწრაფად გააპარა.

-ხო, თქვენ ერთი წამით არ მოაცილოთ თვალი ეკრანს. _სიცილით ჩაილაპარაკა მარიამმა და ოთახისკენ აჩქარებული ნაბიჯებით წავიდა. _ჩიფსი სამზარეულოს მაგიდაზე დავდე და აიღეთ.

-რძალი ხარ!_ლაშამ სიცილით მიიტანა სამი თითი ტუჩებთან და ხმაურიანი კოცნა გაუგზავნა ქალს.

-შენ რას შვები?_სამზარეულოსკენ წასულმა თომამ გაშტერებულ ბაჩოს მხარზე მისცხო ხელი.

-ვცდილობ ვაეჭვიანო. _ბოროტულად ჩაიცინა და მაჯა მოისრისა.

-კაი რა, რა აეჭვიანო. _კოპები შეკრა ლაშამ.

-იცი როგორ ჭრის?_კმაყოფილი ხმით ჩაილაპარაკა ბაჩომ.

-ეგ კარგი და ვერაფერი გაიხსენა?_ბაჩომ უარყოფითი პასუხის ნიშნად თავი გაქნია და ოთახიდან გამოტანტალებულ მათეს ღიმილით გახედა.

-ნათლი. _ომახიანად შესძახა ბავშვმა და ნათლიასკენ სირბილით წავიდა. ბორძიკულმა სიცილით აიტაცა ბავშვი ხელში და გაბუშტული ლოყები დაუკოცნა.

-გამომექცა. _დაღლილი ხმით ჩაილაპარაკა მარიამმა და მათეს ქვედა პიჟამა სკამზე გადაკიდა.

-არაუშავს ცოტახანი იყოს და მერე მე დავაძინებ. _სიყვარულით აგიზგიზებული მზერით გადახედა თომამ ცოლს და დაღლილს შუბლზე აკოცა. _დაღლილი ხარ და მიდი წამოწექი, ბავშვს ჩვენ მივხედავთ.

-არა იყოს...

-მიდი წამოწექი-მეთქი!_თვალები დაუბრიალა ცოლს და ბიჭებისკენ წავიდა.

~~~
-რომ დავურეკო მიხვდება?_წუწუნით ახედა დედას და ტუჩები სასაცილოდ დაბრიცა.

-ქეთა, დამშვიდდი და დაელოდე!_თვალები დააბრიალა თამარმა და შვილის სრიალა თმებზე თამაში განაგრძო. _აი, მოვიდა. _კარების ხმაზე გახარებულ შვილს მხარზე ხელი მისცხო და ფეხზე წამოაგდო.

-არაფერს ვიმჩნევთ!_თითის ქნევით გააფრთხილა და ტელევიზორის ეკრანს მიაჩერდა “ინტერესით.”

-როგორი სტუმარი გვყოლია და მე სახლში არ ვიყავი. _ღიმილით ჩაილაპარაკა ბაჩომ და სიდედრი გადაკოცნა.

-კარგია რომ მოხვედი, ტოლმა და ალივიე მოგიტანე. _გახარბეული წამოდგა ფეხზე და სამზარეულოსკენ წავიდა. _მე სუფრას გავშლი თქვენ მანამდე ხელები დაიბანეთ. ქეთი!_ურეაქციოთ მჯდარ შვილს დაუბღვირა.

-ჰაუ?!

-ხელები დაიბანე-მეთქი და მოდი ჭამე.

გაბრაზებული უქშენდა მაგიდასთან მჯდარ ბაჩოს, რომელიც ყურადღებას საერთოდ არ აქცევდა ცოლს, ისე იყო თამართან საუბრით გართული. მომენტებში გადახედავდა, ირონიულად დაუპაჭუნებდა თვალებს და ეგ იყო. გაბუსხულმა გაახრიგინა სკამი, თეფში ნიჟარაში ჩადო და თავისი საძინებლისკენ წავიდა.

-ქეთა, ეს იყოს სულ?

-არ მშია!_ოდნავ ხმამაღლა მოუვიდა განცხადების გაკეთება.

საწოლზე ოთხად მოკუნტული დაწვა, შუბლი მუხლებს მიადო და ღრმად ამოიხვნეშა. საშინლად არ მოსწონს ბაჩოს უყურადღებობა და მისი არაფრის მთქმელი გამომეტყველება. გონია რომ ზედმეტია, გონია რომ ამ სახლშიც ნაძალადევად ჩაუსახლდა და ბორძიკულს ეს საერთოდ არ სიამოვნებს. ცოტაც და ალბათ ცრემლები დაახრჩობს, მაგრამ ჯიუტად არ უნდა რომ იტიროს, “ეგღა აკლია ბაჩოს გამო ღვაროს ცრემლები.” მაგას ჯობია იმაზე იფიქროს როგორ იძიოს უემოციო ქმარზე შური.

~~~
-საით?_გაკვირვებულმა გადახედა გამოპრანჭულ ცოლს.

-სასეირნოთ მივდივარ._მხრებზე დაყრილი თმები შეათამაშა და ყელი მოიღერა.

-მერე გახსოვს სად უნდა ისერინო?_ირონიული ღიმილით კითხა ბაჩომ და დივანზე წამოჯდა.

-როგორმე არ დავიკარგები. _შეუღრინა და კარებისკენ წავიდა.

-გინდა გამოგყვები._ხმა დაისერიოზულა ბორძიკულმა.

-არა არ მინდა, დღეს შაბათია და ლექსო გამყვება!_ნიშნის მოგებით ჩაუკრა თვალი და კურტუმის ქნევით გავიდა სახლიდან.

100%_ით დარწმუნებულია რომ ლექსოსთან შეხება არ აქვს, სეირნობაც ბაჩოს საეჭვიანოდ და გასაბრაზებლად მოიგონა. ქეთას გონია რომ ბორძიკული არ იცნობს, ან ცუდად იცნობს და მის ბავშვურ ტყუილებში ადვილად გაახვევს. ცოლს საკუთარი ხუთი თითივით იცნობს, იცის რომელი თითი რა დროს რა მოქმედებას აკეთებს, ზუსტად ასეა ქეთისთანაც.
არ განძრეულა, მშვიდი გამომეტყველებით მიტრიალდა ტელევიზორისკენ და გადაცემის ყურება განაგრძო.
ქეთის ფეთქებადი ხასიათი საშუალებას არ აძლევს მოდუნდეს, სულ უნდა რომ გაამწაროს, წყობიდან გამოიყვანოს, თვალებიდან ცეცხლები აფრქვევინოს. ამ დროს ისეთი მომხიბვლელი, მიმზიდველი და ძველი ქეთისებურია, უბრალოდ იძულებულია ცოლი ააფორიაქოს და შემდეგ ამით გულიანად იხალისოს.
კარების ხმაზე გვერდულად ჩაიცინა, დივანზე უფრო კომფორტულად მოკალათა და პლედი მიიფარა.

-როგორი დრო გაატარე’თ?_საძინებლისკენ წასულს ირონიული ხმით დააწია კითხვა, თანაც ისე რომ ქეთასთვის ზედაც არ შეუხედავს. ქალმა გაბრაზებულმა შეკრა მუშტები და ქმარს ძარღვებდაჭიმულმა გადახედა.

-შესანიშნავი! (არ გეღირსოს უკეთესი.)_თავისთვის ჩაიქირქილა და ჩანთა სკამზე დადო. _შენ რას აკეთებდი ჩემს არ ყოფნაში?

-შენი აქ გადმოსვლის მიზეზები განვიხილე. ვერ ვხვდები რატომ გადმოხვედი აქ, როცა ლექსო ორ ნაბიჯზე გყავდა?_ცინიკური სახით ახედა დივნის საზურგეზე დაყრდნობილ ცოლს. ქეთამ დაძაბულმა დაქაჩა თვალები და ყელში გაჩხერილი ბურთულა ხმაურით გადაუშვა სასულეში.

-არ გშია?_კითხვას თავი აარიდა და სამზარეულოსკენ წავიდა არეული ნაბიჯებით. ბაჩოს ხმამაღლა ჩაეღიმა.

-მშია._თავი გააქნია და ფეხზე წამოდგა._მშივხარ!

-რა?

-არ გინდა ჩემი ნათლული და მისი და გაგაცნო?_მოულოდნელად სულ სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი.

-შენ ნათლულიც გყავს?_ღიმილით იკითხა და ქმრისკენ მიტრიალდა. _მინდა, როგორ არ მინდა. რა ქვია?

-მათე და ანასტასია.

-ორი გყავს?

-არა, მათეა ჩემი ნათლული ანასტასია მათეს ტყუპია.

-ტყუპები, რა მაგარია.

მორიდებით უღიმოდა მოპირდაპირე სავარძელში მჯდარ მარიამს და თითებს დაბნეული ხლართავდა ერთმანეთში. მარიამი ღიმილით უყურებდა ახლო მეგობარს და ცილობდა როგორმე ქეთისთვის დისკომფორტი მოეხსნა.

-ე.ი. არ გახსოვარ._სიცილნარევი ხმით ჩაილაპარაკა და ფეხი ფეხზე გადაიდო. ქეთიმ უარყოფითი პასუხის ნიშნად თავი გააქნია და სათამაშოების კალათაში მოთავსებულ ტყუპებს ღიმილით გადახედა._ცუდია, მაგრამ არაუშავს. _გამამხნევებლად ჩაუკრა თვალი, ფეხზე წამოდგა და ზემოთ ამოფოფხლებული შვილი ისევ უკან ჩასვა.

-აქამდე რატომ არ შევხვდით ერთმანეთს?_ცნობისმოყავრე მზერით გადახედა მარიამს, თუ ასეთი ახლო მეგობრები არიან.

-შევხვდით უბრალოდ შენ არ გახსოვარ, მერე ბავშვების გადამკიდე ვერცერთი წამით მოვიცალე და ბაჩოს ვთხოვე შენ მოეყვანე აქ... თანაც ხალხის ეშინიაო და თავი შევიკავე.

-ვინ გითხრა ხალხის ეშინიაო?_გაოცებულმა დააღო პირი.

-ბაჩომ, მარტო მე მეკარებაო. _სიცილით ჩაილაპარაკა მარიამმა.

-ღმერთო ჩემო, რა საძაგელი კაცია. _ვერც ქეთამ შეიაკვა სიცილი.

-ბანანის მილქშეიქი უნდა გავაკეთო და ხომ დალევ?

-დავლევ._თავი დაუქნია და ბავშვებისკენ გადაიხარა. ანასტასია გასუსული იჯდა კუთხეში და მათეს მანქანას ეჯაჯგურებოდა. მათე ანასტასიას დასჩერებოდა ზემოდან და სასაცილოდ კრავდა კოპებს. ბოლოს ვეღარ მოითმინა და გაბრაზებულმა გამოგლიჯა დას მანქანა ხელიდან.

-ნუ ნუ!

თვალებდაქაჩული მათე ადუდღუნდა და საჩვენებელი თითი დაუქნია. ანასტასიამ ცოტახანი გაოგნებული უყურა ძმას, მერე გარემო მოათვალიერა და ტუჩები სატირლად დაბრიცა. ქეთა დაფეთებული წამოხტა ფეზე, ბავშვს იღლიებში ამოსდო ორივე ხელი და ჰაერში ააფრიალა. ანასტასიამ გაოცებულმა დახედა გაკრეჭილ დეიდას “ხოა ეს ქალი ნორმაზე?!” მზერით აკვირდებოდა და თან წარბებს ათამაშებდა. მათემ ჰაერში აფრიალებული და რომ დაინახა ჩათვალა რომ ქეთა ბალერინაა და ხელები გაუწოდა.

-არაა. ორივეს ერთად ვერ მოგერევით. _სიცილით გააქნია თავი. ანასტასია ისევ უკან ჩასვა და ამჯერად მათეს გართობა გადაწყვიტა.

-ერთობი?_ზურგიდან ნაცნობი ხმა მოესმა. მათე გულზე მიიხუტა და ქმრისკენ წარბწეული მიტრიალდა.

-რაო, როგორ იყო?! მარტო მე მეკარებაო!?_შეეცადა სერიოზული ყოფილიყო, მაგრამ ღიმილი მაინც ვერ შეიკავა.

-რა, ტყუილია?!_შუბლშეკრული გადიახარა ცოლისკენ.

-რა თქმა უნდა!_თავისუფალი მხარი აიჩეჩა და თვალებდაქაჩულ მათეს გაუღიმა, რომელიც ნათლიასკენ იწევდა. ბაჩომ უსიტყვოდ გამოართვა ბავშვი, ქეთა არ დაბნეულა სწრაფად დაიხარა და მოწყენილი, ტუჩებდაბრეცილი ანასტასია მიიხუტა გულ-მკერდზე.

-შენი მილქ... როდის შემოხვედი?_მარიამმა გაკვირვებულმა გადახედა ბაჩოს.

-მეტი ყურადღება გმართებს, რძალო.

-თომა და ლაშა სად არიან?

-ლაშას მანქანას აჩხაკუნებენ.

-როდის უნდა მიხვდეს ეგ ბიჭი რომ მანქანა ნაგავსაყრელზეა წასაღები._უკმაყოფილო სახით ჩაილაპარაკა მარიამმა.

~~~
-დილა მშვიდობისა. _ღიმილით შეაღო სახლის კარები ლიკამ და პარკებით დატივრთული პირდაპირ სამზარეულოსკენ წავიდა. ქეთამ გაკვირვებულმა აქაჩა წარბი მაღლა და ბაჩოს გადახედა, მამაკაცმა მხრები აიჩეჩა და ფეხზე წამოდგა.

-ინგრედიენტები მოვიტანე და ნამცხვარი გამოვაცხოთ. _ღიმილით აუხსნა მულმა რძალს.

-ნამცხვარი? რა ნამცხვარი?_ტუჩი სასაცილოდ დაბრიცა და პარკებს გადახედა.

-რა ვიცი, მე მგონი ყველანაირი ნამცხვარი გამოგვივა. შენ რას იტყვი, ბაჩო?

-მე ზებრა მინდა.

-ეგ ხომ ყველაზე ადვილია?_უკმაყოფილო სახით გადახედა ქმარს.

-ძნელის გაკეთება თუ გინდა მაშინ ნაპოლეონი სცადე, არასოდეს გამოგდიოდა ფირფიტები. _ირონიულად ჩაუკრა თვალი და ზურგიდან ამოუდგა.

-შენ ამ იუმორის ფრქვევას გირჩევნია აივანზე გახვიდე და სარეცხის თოკი გამიჭიმო!_მხარზე ხელი ოდნავ მიკრა და აივნისკენ უბიძგა._ჩვენ ნაპოლენი ვცადოთ. _ღიმილით ჩაუკრა თვალი მოცინარ მულს და სამზარეულოსკენ წაკუსკუსდა.

~~~
-ბაჩო!

გულამოვარდნილმა დაქაჩა ორივე თვალი და საწოლზე წამოჯდა. ოფლით დაცვარულ ყელზე აკანკალებული თითები მოისვა და მოწოლილი ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა. ყვირილზე არც ბაჩოს პასუხმა დააგვიანა, მამაკაცმა ოთახის კარები კი არ შეაღო შეანგრია. წელს ზემოთ შიშველი და აშკარად ნამძინარევი იყო.

-ქეთა, რა მოხდა?_აფორიქებულ ცოლს გვერდით მიუჯდა და აკანკალებულ მხრებზე თითები მოუჭირა.

-სიზმარში გნახე._ამოილუღლუღა და სიზმრის აღდგენა სცადა.

-ხედავ უკვე ღამეც არ მასვენებ._ეშმაკურად შეათამაშა წარბები და ცოლისკენ მაცდური მზერით გადაიხარა.

-ნუ მაიმუნობ და მომისმინე!_სიმკაცრე გაურია ხმაში. ბაჩომ ხელები მაღლა ასწია და უკან დაიხია. _ჩვენ სოფელში სახლი გვაქვს? ან სოფელი გვაქვს?_ინტერესით იკითხა და თვალებში ჩააჩერდა. ბაჩოს წამებში შეეცვალა გამომეტყველება, მზერა უფრო იმედიანი და ნათელი გაუხდა.

-ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ ზამთარ-ზაფხულ ვქირაობთ და იქ ვისვენებთ.

-ხის ძველებური და ლურჯი სახლია?

-ქეთა.

-გარეთ ორი დიდი მსხლის ხე დგას.

ბაჩო სიხარულისგან ენა ჩავარდნილი უყურებდა მომღიმარ ცოლს და ხმას ვერ იღებდა. მართალია ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ ქეთამ ყველაფრის გახსენება შეძლო, მაგრამ სიზმარში სოფლის და მსხლის ხეების ნახვა, ეს უკვე არის წინ გადადგმული და იმედისმომცემი ნაბიჯი. ამის მერე გაასმაგებული ძალებით ეცდებიან ყველაფრის დეტალურად აღდგენას. დღესვე ჩაალაგებინებს ბარგს და რამდენიმე დღით სოფელში აიყვანს, ვინ იცის იქაურმა ჰაერმა უშველოს და ყველაფერი სხვანაირად გადაუტრიალოს თავში.

-რომ გათენდება ბარგი ჩაალაგე!_ხმადაბლა ჩაილაპარაკა, ქეთასკენ გადაიხარა და შუბლზე აკოცა.

-რატომ?

-სოფელში უნდა წავიდეთ.

-იმ სოფელში? ლურჯ სახლში?_გახარებულმა ჩაილაპარაკა და ქმრისკენ ჩასახუტებლად გაიწია. ბორძიკულს ხელები აუკანკალდა, ცოლი ფრთხილად მიიკრა სხეულზე და ტუჩების ნელი მოძრაობით დაუდასტურა სოფელში ვიზიტი.

ვერ გამოხატავს გრძნობებს, თუმცა ქეთისთან მისი დამოკიდებულება ყველაფრისგან განსხვავდება. ზოგჯერ გონია რომ ეს ქალი იმდენად გადაჭარბებული დოზით უყვარს რომ საკუთარ თავში აღწერის უნარსაც კი კარგავს, ზუსტად იცის რომ ეს ყველაფერი აღარ ჯება იმ საზღვრებში რასაც სიტყვა “მიყვარხარ” იტევს, უბრალოდ ძალიან დიდი ხანია გასცდა! ქეთას თითოეული შეხება ბაჩოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როცა იცის რომ ცოლი მის გვერდით არის და ამას ვერავინ და ვერაფერი შეცვლის ყველაფერს უფრო მონდომებული აკეთებს. პასუხისმგებლობის გრძობა ისედაც არ აკლია, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველა დეტალი ორმაგდება. პერიოდი როცა იაზრებდა რომ ქეთისთან ჩახუტება კი არა, მიახლოვებაც კი არ შეეძლო ფსიქოლოგიურად ყველაზე დამნაგრეველი აღმოჩნდა მისთვის. ეგონა რომ ყველა გავლილი ეტაპი ერთმა საბედისწერო ავარიამ ჩაითრია, რომელსაც აღარაფერი ეშველება! მაგრამ მიუხედავად ამისა იმედი არ დაუკარგავს. გადაწყვიტა თავიდან მოეგო ცოლის გული, თავიდან განეცადა ყველა ის ემოცია რასაც ამდენი ხანი ნატრობდა. და ახლა როცა ქეთის სუსტ და ფარატინა სხეულს ეხურება, გონია რომ ყველაფრის გადალახვას შეძლებენ, რაც არ უნდა მოხდეს, როგორმა სირთულემაც არ უნდა იჩინოს თავი! დადეშქელიანის ნაზი სურნელი ღრმად შეისუნთა და მკლავები მძლავრად მოხვია, არ უნდოდა წამები დასრულებულიყო, უნდოდა უსასრულოდ თუ არა ნახევარი საათით მაინც გაგრძელებულიყო, ამდენი ხნის მონატრება ნაწილობრივ მაინც რომ ჩაეხშო. ზედმეტად რომანტიკოსის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ასე არ არის... უბრალოდ ძნელია მონატრებული სხეული ასე ადვიალდ დათმო, ასე ადვილად და უემოციოდ!

-მე მზად ვარ!_მხიარულად შესძახა და შავ ჩემოდანზე დასკუპდა.

-კომპიუტერი გინდა?_ღიმილით გადახედა ცოლს.

-რა ვიცი, წამოიღე იქნებ რაიმეს ყურება მოგვინდეს. ინტერნეტი არის რო?_უცებ გაახსენდა სადაც მიდიოდა.

-წამოვიღებ. _თვალი ჩაუკრა და კომპიუტერის ჩანთა მხარზე მოიკიდა._ყველაფერი მოგაქვს?_ეჭვით გადახედა ცოლს, რომელსაც ყოველთვის რაღაცა რჩებოდა და ქალაქიდან გასულს ახსენებოდა მხოლოდ.

-მმმ, მე მგონი კი.

-იცოდე უკან არ მოვტრიალდებით!_გააფრთხილა და კარებისკენ წავიდა.

-ნუ მოვტრიალდებით. _არხეინად აიჩეჩა მხრები და ჩემოდანი გააგორიალა.

-ჩადი და ჩამოვალ. _კარებთან მისულს ჩემოდანი გამოართვა და მანქანის გასაღები გაუწოდა.

ხელჩანთა უკანა სავარძელზე დადო, თვითონ კი გაჯგიმული მოკალათდა წინ.
აჟიტირებული და გახარებული იყო, თითქოს კიდევ ერთხელ, თავიდან აღმოაჩინა სამყარო. ახლა უკვე ზუსტად იცის რომ ბაჩოს ჯიბრში აღარ ჩაუდგება და ძალიან შეეცდება წარსულის ბოლომდე აღდგენას. რადაც არ უნდა დაუჯდეს, ქმართან გატარებულ ყველა წამს და წუთს აღიდგენს, მერე სხვა დანარჩენს. ბაჩო მასზე დადებითად მოქმედებს, სხვა შემთხვევაში პირველი სოფლის ლურჯ სახლს არ ნახავდა სიზმრად. სადარბაზოდან გამოსულ ქმარს ღიმილით გადახედა და ინსტიქტურად აიფარა ტუჩებზე ხელისგული, მერე კი თავი მარჯვნივ გაატრიალა.

გზაში ორივე დუმდა, ქეთა გარშემო ყველაფრის დათვალიერას ცდილობდა, ბაჩო უბრალოდ ხელს არ უშლიდა და ჩუმად მართავდა მანქანას. თბილისიდან რომ გავიდნენ ქეთამ მოულოდნელად წამოიყვირა. ბორძიკული იმდენად გადაჩვეული იყო ცოლის ამ საქციელს მანქანა დაატორმუზა და გზის მეორე მხარეს გადაიყავნა.

-რა მოხდა?

-მოსასხამი დამრჩა. _ამოიკრუსუნა და ქმარს საცოდავი თვალებით მიაჩერდა.

-ისევ!_ღიმილით ჩაილაპარაკა ბაჩომ და მანქანა გზატკეცილზე დააბრუნა.

~~~
-რატომ ლურჯი?_მანქანიდან გადასულმა ინტერესით კითხა ქმარს და ლურჯს სახლს დაკვირვებით გახედა.

-არ ვიცი, პატრონს კითხე._მხრები აიჩეჩა ბაჩომ და ბარგი გადმოიღო.

-როგორ, არცერთხელ დაინტერესებულხარ, ამდენს უფერულ სახლში რატომ არის ეს სახლი ლურჯი?!_ყბა მიწაზე დააგდო ქეთამ.

-მე არა და შენ მახსოვს, რომ დაინტერესდი და ისტორიაც მოისმინე. _თვალი ჩაუკრა და სახლისკენ წავიდა.

-ანუ ეგეც აღსადგენი მაქვს. _სასაცილოდ გააწკლაპუნა ტუჩები და ქმარს მიყვა. _პატრონი არ არის?

-არა, გასაღები დღეს დილით გამოვართვი.

-სად გამოართვი?_უარესად დააბნია.

-თბილისში.

-პატრონი თბილისში ცხოვრობს?_თვალებდაქაჩულმა ჩაილაპარაკა და ღია კარგში პირველი შევიდა. ბაჩომ დასტურის ნიშნად თავი ოდნავ დაუქნია და ბარგი კიბეებთან ააყუდა. _კარგი, სანამ ამოვბარგდებით, რამეს მოვამზადებ, თორემ შიმშილისგან სული გამძვრება. _მუცელზე ხელისგული მიიდო და თვალები დაატრიალა.

-პროდუქტები მანქანაშია, ამოვალაგებ მანამდე შენ სამზარეულო აღიდგინე. _თვალი ჩაუკრა და ეზოში გავიდა.

აქაურობამ მასზე დადებითად იმოქმედა, როგორც კი სახლში შეადგა ფეხი, თითქოს უარყოფითი ემოციებისგან განიწმინდა. ხომ დაუჯერებელია, არაფერი ახსოვს და ეს სახლი მასზე ასე დადებითად მოქმედებს, მაგრამ ასეა! პროდუქტები ამოალაგა და ძველებულ აქა-იქ ჟანგმოკიდებულ მაცივარში გაანაწილა. ყველაფერი ძველებური იყო, გაზქურაც კი, რომელსაც გაზქურასაც ვერ უწოდებ. გაზის ბალონი და პატარა “პლიტას” მსგავსი რაღაც, რომელზეც როგორც წესი საჭმელი უნდა შეწვა და მოთუშო.

-კარტოფილი შევწვა თუ კვერცხი?_ღიმილით კითხა ეზოდან შემოსულ ქმარს.

-ქათამი. _მოკლედ გასცა პასუხი და კიბეებისკენ წავიდა. _ბარგს ოთახთან დაგიდებ.

-ბაჩო, რქები ჩემ გამო დაიხატე?

ბორძიკული კიებსთან გაშეშდა! ქეთასკენ მიტიალდა და სწრაფი ნაბიჯებით დაიძრა. დადეშქელიანი ინსტიქტურად გახტა უკან და თვალებაწითლებულ ქმარს მიაჩერდა.

-გაგახსენდა?

-გამახსენდა ის რომ რქები ჩემს გამო გახატია._მხრები აიჩეჩა და ქვედა ტუჩი მოიკვნიტა.

-და რატომ?

-იმიტომ...რომ... არ ვიცი. _უკმაყოფილო სახით გააქნია თავი და მწვანილებით სავსე ჯამს გადახედა. _მოიცადე! თუ ლოგიკურად ვიმსჯელებთ რქები ჩემს გამო გახატია, ე.ი. მე და ეშმაკს გვაიგივებ?_პირდაღებულმა ჩაილაპარაკა და წარბები მაღლა აქაჩა. ბაჩომ ღრმად ამოიხვნეშა, თავი გააქნია და უკან მიტრიალდა.

~~~
-მანდ იწექი ვაშლი რომ დაგეცა!

-ეს მსხლის ხეა ქეთა!_სიცილით ჩაილაპარაკა ბაჩომ და ჰამაკში წამოკოტრიალებულ ცოლს ქვემოდან ახედა.

-მე აქ ვიწექი, ვშლს ვჭამდი, შენ მანდ იწექი და ვაშლი დაგეცა!_დუდღუნით განუმარტა და შუბლშეჭმუხნულ ქმარს გაბრაზებულმა დაუქაჩა თვალები. _მოიცადე, შენ რა ეს არ გახსოვდა?_ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს ბაჩოს მსოფლიოში ყველაზე საშინელი დანაშაული ჩაედინოს. ბორძიკულმა უარყოფითი პასუხის ნიშნად ცალი მხარი აიქნია და თავიც გააქნია. _და მე მაქვს მეხსიერებასთან პრობლემა. _სარკასტულად აღნიშნა და ისევ ჰამაკზე გაწვა.

~~~
რაღაც დეტალებს იხსენებდა, მაგრამ ბოლომდე ვერაფერს. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მე მგონი ჰაერმა შესანიშნავად იმოქმედა,. 2 დღეა ჩამოსულები არიან და ქეთამ იმდენი წვრილმანის აღდგენა შეძლო. როგორც ექიმმა თქვა დროებითი ამნეზია გადაუვლის, მაგრამ რაღაცა კვლას აუცილებლად დაუტოვებს, შეიძლება ეს თქვენი ქორწილის დღის ვერგახსენებაც იყოსო.
მთავარი რაღაცა დეტალები მაინც აღიდგინოს, თუნდაც ბაჩოს სიყვარული და ცოლ-ქმრობა, ქორწილს მეორედ გადაიხდის, არ არის პორბელმა!

სოფელში დიდხანს დარჩენა ვერ მოახერხებს, ბაჩოს 3 დღიანი შვებულება ქონდა სამსახურიდან, ქეთას ისედაც იმდენი ლექცია გაუცდა და ახლა კიდევ დღეების აღება უხერხული იქნებოდა, ამიტომაც მესამე დღეს ჩაბარგდნენ და თბილისში დაბრუნდნენ.
სახლში შესვლაც ეუცნაურა, თითქოს ყველაფერს სხვანაირად განიცდიდა და აღიქვამდა.
“ნუთუ სოფელში 2 დღიანმა ვიზიტმა ასე იმოქმედა?” გაკვირვებული უსვამდა საკუთარ თავს კითხვებს და ბარგს ალაგებდა.
ბაჩოს დაბრუნებისთანავე სასმახურში გამოცხადება მოუწია. იფიქრა იქიდან დაღლილი მოვა და ტანსაცმლის ამოლაგების თავი არ ექნება, მე ამოვულაგებო, თანაც იქ ტანსაცმლის გარეცხვა ვერ მოახერხა და იმდენი სარეცხი დაუგროვდა. მართალია როგორც წესი საერთო საძინებელში ორივეს გარდერობი დგას, მაგრამ ქეთამ გადაწყვიტა ტანსაცმელი ბაჩოს დროებით ოთახში დაეხარისხებინა.
ბევრი არც არაფერი ქონდა, ერთი სპორტული ჩანთა, მაგრამ როგორც ბაჩოს წიკიან ქცევებს შეეფერება ყველაფერი ზუსტად ხაზებში ქონდა ჩაკეცილი.

-სუფთა კაცი და მერე ასეთი?!_თავისთვის ბურტყუნებდა და სარეცხის კალათაში ტანსაცმელს ყრიდა.

-ქეთა!_რკინის კარების ხმას ბაჩოს ბოხი ბარიტონი შეუერთდა.

-შენს ოთახში ვარ. _ჩამუხლულმა გასძახა და ზმუილით წამოდგა ფეხზე, კალათა ბავშვივით შემოიდო თეძოზე და ოთახში შესულ ქმარს ღიმილით გახედა._შენი ტანსაცმელი ამოვალაგე და ახლა გავრეცხავ. შენ რა ქენი მოაგვარე საქმეები?_ინტერესით კითხა და კარებში გახევებულს გვერდი აურა. ბაჩომ წარბწეულმა მოათვალირა ოთახი და ცოლს უკან მიჰყვა.

-მოვაგვარე, მაგრამ შენ როდის აქეთ ახარისხებ ჩემს ტანსაცმელს?

-ეს არასოდეს გამიკეთებია?_რაღაცნაირად ჩასწყდა გული.

-როგორ არა, როცა ყველაფერი გახსოვდა, მაგრამ ამ ერთი თვის განმავლობაში არა!

-ბაჩო, 2 დღის წინ წარმოდგენა არ მქონდა რას ნიშნავს ეგ შენი რქები, მაგრამ დღეს ვიცი. _გულდაწყვეტილმა გადახედა ქმარს, თვალები მაგრად დაახამხამა მოწოლილი ცრემლები რომ შეეკავებინა და სააბაზანოში შეიკერა.

ბორძიკულმა უკმაყოფილო სახით მომუშტა მარჯვენა ხელი და ოთახის კარებს მთელი ძალით დასცხო, იმდენად ძლიერად რომ ძვლებზე კანიც კი გადაიტყავა.

~~~
-მე მგონი ეს წამლები არაფერზე მოქმედებს._გაღიზიანებულმა გადახედა ექიმს.

-ქეთა, მესმის რომ შენთვის ძალიან რთულია წყვდიადში ცხოვრება და ყველაფრის თავიდან აღმოჩენა, მაგრამ შენ შემთხვევაში, ხედავ რომ ეს 2 დღეში არ ხდება! ამ ყველაფერს დრო სჭირდება! ბაჩომ მითხრა რომ რამდენიმე დეტალი აღიდგინე...

-და გინდათ თქვათ რომ ეს ამ წამლების დამსახურებაა? არა! ეგ ჩემი და ბაჩოს დამსახურება და კიდევ ჩემი სიზმრების!

-ეს წამალი შენზე დადებითად რომ არ მოქმედებდეს მაგ სიზმარსაც ვერ ნახავდი!_ნიშნის მოგებით ჩაუკრა თვალი და ახალი რეცეპტი მიაწოდა. _დამიჯერე და შენც გეშველება და მეც!

-იმედია!

პირდაპირ სახლში არ წასულა, არც ტაქსი გაუჩერებია საავადმყოფოდან გამოვიდა თუ არა იქვე მდებარე სკვერზე გადაჭრა და ხის გადაცვეთილ სკამზე მოკალათდა. ბაჩოს სპეციალურად არ უთხრა რომ ექიმთან მისვლას აპირებდა, უნდოდა ანალიზების პასუხებით გაეხარებინა, მაგრამ თავში ყველაფერი ისე კარგად არ არის როგორც უნდა იყოსო ექიმმა და კიდევ ერთი დანიშნულება მისცა. აცრემლებულ თვალებზე თითის ბალიშები ამოისვა და ტუჩები ერთმანეთს მაგრად დააჭირა.

-არაუშავს, ქეთა, დრო... ყველაფერს დრო სჭირდება!_თავისთვის, ხმადაბლა ჩაილაპარაკა და ფეხზე წამოდგა.

~~~
-წვიმს. _უკმაყოფილო სახით ჩაილაპარაკა და ფეხები იატაკს შეახო.

-ქეთა, ჩემი ნაცრისფერი პერანგი სად წაიღე?_ოთახის კარები დაუკითხავად შეაღო ბაჩომ და გამომწვევ პენურაში გამოწყობილი ცოლი აქაჩული წარბებით შეათვალიერა. _აი, ეს მესმის. _სიცილნარევი ხმით მოიკვნიტა ქვედა ტუჩი და წარბები ეშმაკურად შეათამაშა. _სამსახურში ხომ არ დავაგვიანო, პატარავ?_წელს ზემოთ შიშველი ნელი ნაბიჯებით დაიძრა სასაცილოდ შეუბლშეჭმუხნული ქეთასკენ

თვალებანთებული და სხვანაირი ქმრის დანახვისას კოპებშეკრულმა მოათვალიერა ჯერ ოთახი და მერე ისევ ბაჩო. მომღიმარი ინსტიქტურად დასწვდა თხელ საბანს და სხეულზე მჭიდროდ მიიფარა. ბორძიკულმა შეფუთნული ცოლი უკმაყოფილო სახით აათვალიერ-ჩაათვალიერა და მის პირდაპირ გაჩერდა.

-რას მაიმუნობ ახლა..._სიცილით ჩაიჩურჩულა ქეთამ.

-არ ვმაუმუნობ, ვცუღლუტობ!_შეუსწორა და მისკენ გადაიხარა. _გინდა შეეხო?_ათამაშებული წარბებით დაჭიმა სხეული და მარჯვენა მკლავი გაუწოდა.

-ბაჩო!_ხმამაღალი სიცილი ვერ შეიკავა.

-აღიარე რომ სურვილი გკლავს. _არ ეშვებოდა და უფრო და უფრო უახლოვდებოდა.

-ნაცრისფერი პერანგი მისაღებში სკამზეა გადაკიდებული, სამსახურში დაგაგვიანდება! _ირონიული ღიმილით ჩაუკრა თვალი, საბანი სწრაფი მოძრაობით მოიხსნა და ტანის ნაზი რხევით დატოვა ოთახი. _ეგრე არ დარჩე. _სიცილით გამოუყო ენა და სირბილით წავიდა სააბაზანოსკენ.

ლექციებმა წარმატებით ჩაიარა, სულ უფრო და უფრო ეჩვევა ბავშვებს და აუდიტორიას. რომ ახსოვდეს როგორ იყო ადრე, იტყვის რომ ახლაც იგივენაირად არის. უნივერსიტეტიდან გამოსულმა გაკვირვებული სახით გახედა კარებთან აყუდებულ თამარს და ღიმილით წავიდა მისკენ.

-აქ რას აკეთებ?_მოანტრებული დედა მაგრად ჩაიკრა და ლოყები ხმაურით დაუკოცნა.

-აქვე ვიყავი, მერე დრო შევამოწმე და ვიფიქრე გავუვლი-მეთქი. _გახარებული, ნაპერწკლებ ანთებული შვილის დანახვისას ცრემლომორეული ღიმილი ვერ შეიკავა ქალმა. _როგორი გალამაზებული ხარ.

-აქამდე ცუდი გოგო ვიყავი?!_გაიბუსხა.

-არა, მაგრამ ახლა ანათებ, ზუსტად ისე როგორც 4 თვის წინ.

-ახლა ბედნიერიც ვარ. _გულახდილად გაუმხილა დედას საიდუმლო და ჩანთა მხარზე მოიკიდა. _ვხვდები რომ ბაჩო მიყვარს.

-რომ იცოდე როგორ გიყვარს შენ ბაჩო. _ლოყაზე მოეფერა და თვალები ნელა დაახამხამა.

-წამოდი სადმე დავსხდეთ ყავა დავლიოთ და ვიჭორაოთ. _ხელი ჩაკიდა და უნივერსიტეტთან ახლო მდებარე კაფისკენ დაიძრა.

-ადრე არასოდეს დავდიოდით კააფეებში.

-რატომ?

-იმიტომ, რომ სტუდენტი იყავი და დრო არ გქონდა, მერე შეყვარებული იყავი, მერე გადაღლილი ლექტორი და ბოლოს ცოლი რომელსაც სულ ქმართან უნდოდა ყოფნა.

-სამაგიეროდ ახლა ვარ მოცლილი და მინდა რომ ყოველ შაბათ დღეს ასე გამოვმზეურდეთ ხოლმე!

-გამოვმზეურდეთ!_ღიმილით დასთანხმდა.

~~~
-პირველად სად მაკოცე?

-შენი სახლის კარების წინ, კედელთან.

-ჰმ, მერე არ შეგრცხვა?

-რისი, ან ვისი?_გაკვირვებულმა აიჩეჩა მხრები.

-მამაჩემის, დედაჩემის... და ლექსოსი.

-მამაშენმა და დედაშენმა ყველაფერი შესანიშნავად იცოდა. რაც შეეხება ლექსოს დიდი სიამოვნებით გავიმეორებდი იგივეს, ამჯერად ლექსოს კარებთან. _ნიშნის მოგებით ჩაუკრა თვალი და ფეხზე წამოდგა. ქეთამ სიცილით გააქნია თავი და ფეხზე წამომდგარ ქმარს უკნიდან მოახტა.

-რატომ ვგრძნობ რომ ძალიან მიყვარდები!?_გულიდან წამოსული კითხვა დაუსვა და ნიკაპი მხარზე ჩამოადო. ბაჩომ მარჯვენა ხელი უკან წაიღო და ზურგზე მომჯდარი ცოლი წინ გადმოასკუპა.

-იმიტომ რომ გიყვარდები, თანაც ძალიან!_თვალი ჩაუკრა და ქვედა ტუჩთან ახლოს, ნიკაპზე აკოცა.

-ჰო, ალბათ. _თავი დაუქნია და ტუჩები ყელში მიაწება.

-არ გინდა რომ დამაპურო?_ოდნა უკან დასწია, ორივე ხელი წელზე შემოხვია და თვალები აუთამაშა.

-დაგაპურებდი, მაგრამ პური არ გვაქვს, თუ ჩახვალ და ამოიტან..._ბორძიკულმა დაღლილი თვალებით, უკმაყოფილოდ დახედა ცოლს და იატაკზე დასვა, თვითონ კი კარებისკენ წავიდა. _საფულე გრჩება. _დაბალ მაგიდაზე დაგდებულ საფულეს გადახედა ქეთამ.

-შენს ხელში კიდევ კარგად ვარ. _თავი გააქნია ბაჩომ და საფულე წინ აუფრიალა.

~~~
-ე.ი. მე თუ ცოლად არ მოგყვებოდი აბა როგორ მომიყვანე?_გვიან ღამით დივანზე წამოწოლილი ქმრის გვერდით მოკალათებულმა ინტერესით იკითხა და ხელები მუცელზე მაგრად მოხვია, იატაკზე რომ არ აღმოჩენილიყო მისი ფარატინა სხეული.

-მარტივად!_ცალი მხარი აიქნი ბაჩომ.

-მარტივად როგორ?_მხარზე ხელი დაადო და თვალების ბრიალით ანიშნა მეორედ აღარ გაიმეორო, თორემ გადავარდებიო.

-თავი შეგაყვარე!_თვალი ჩაუკრა და საფეთქელზე აკოცა.

-ეგ მარტივად არ გამოდის, შენ არ მითხარი 1 წელი დაგსდევდიო?!_უნდობლად შეხედა და წარბი აუქაჩა.

-1 წლის მერე შეგაბი!

-შემაბი რა სიტყვაა, თავხედო!_სიცილით დასცხო მუცელზე მუშტი და ფეხზე წამოხტა. ჩიტივით აფრიალებული ცოლის დანახვისას არც ბაჩომ დააყოვნა, დივნის საზურგეს გადააფრინდა და საძინებლისკენ გაქცეულს აედევნა.

~~~
-ორი ბავშვის მოვლა არ გიჭირს?_ღიმილით დახედა ეტლში მოკალათებულ ტყუპებს ქეთამ.

-ზოგჯერ მგონია რომ ჭკუიდან გადავალ, მაგრამ როგორც კი ჩაძინებულებს დავიგულებ ვხვდები, რომ ასეთი აღარაფერი განმეორდება! თანაც თომა სულ მეხმარება, ხშირად მარტო თომას უწევს მათი მოვლა._ქმრის სიყვარული და პატივისცემა ყველა ბგერაში იგრძნობოდა.

-რაღაცაირად მეც მომინდა შვილი. _ტუჩები განზე გასწია და ანასტასიას ლამაზი, ყვავილებიანი კაბა გაუსწორა.

-მერე? რატომ არაფერს აკეთებთ?

-მარიამ, ბაჩოს და მე ურთიერთობაც კი არ გვაქვს... ნუ მართალია ბოლო პერიოდში, თითქოს ყველაფერი გამოსწორდა, მაგრამ არ ვიცი რა გვჭირს... ბაჩო ფიქრობს რომ მე ჯერ კიდევ არ ვარ რაღაცებისთვის მზად, მე კიდევ მერიდებასავით._პატარა, გამოუცდელი გოგოსავით ფრუტუნებდა და მხრებს იჩეჩავდა. მარიამმა მისი შემყურე სიცილი ვერ შეიკავა და ხმამაღლა აკისკისდა.

-შენ არაფერი არ შეგცვლის!_საკუთარ სიტყვებში დარწმუნებულმა ჩაილაპარაკა და ბავშვებს დახედა.

~~~
-ბუ-ჰუ!_ აივანზე გასულს უკნიდან მოულოდნელად მიეპარა ბაჩო. შეშინებულმა ვეღარ მოზომა, გასაფენად გატანილი მაისური აივნიდან გადააგდო და ბოლო ხმაზე დაიკივლა. _ქეთა, დამშვიდდი მე ვარ!_სიცილით მოხვია ხელები ბორძიკულმა და მაგრად მიიკრა.

-ბაჩო... ბაჩო!_ხმააკანკალებულმა ამოიკვნესა და მამაკაცისკენ მიტრიალდა. _გული გამისკდა. _ტირილის პირას მისულმა ორივე ხელი მაგრად მოხვია და პირ-სახე ქმრის ყელში ჩარგო.

-ბოდიში, არ მეგონა ასე თუ შეშინდებოდი. _შეწუხებული ხმით დასჩურჩულა და წელზე მოხვეული თითები ერთმანეთში ახლართა.

-არაუშავს, ახლა კარგად ვარ. _ხასიათზე მოსულმა ჩაილაპარაკა, სიცილით მიაყოლა, მაგრამ ქმარს არაფრის დიდებით მოშორდა. ცოლის ქცევაზე უნებურად ჩაეღიმა ბორძიკულს, ტუჩები ქეთას ყელისკენ ჩააცოცა და რამდენჯერმე ხმაურით აკოცა.

~~~
-ბაჩო, სამსახურში დაგაგვიანდება!_დილის რვის ნახევარზე წამომხტარი ქმრის საძინებლის კარებს მიადგა.

-ქეთა, ხომ იცი დილით, ასე უხეშად ვინც მაღვიძებ, მერე რა მოსდის?!_კარგს უკან ნამძინარევი ხმა გაისმა.

-გაგიკვირდება და არ მახსოვს. _სიცილით ჩაიალპარაკა დადეშქელიანმა და ოთახის კარები შეაღო. _ღმერთო ჩემო, არ გცივა?_გაფრიალებულ ფანჯრებს გახედა.

-რა მოსდით და ვსჯი!_ქალის კითხვა წარსულში ჩაკარგა და საწოლზე წამოჯდა. _გაინტერესებს როგორ?

-ვკვდები ისე..._ჩაიცინა და ქმრისკენ წავიდა.

-მოდი, დაჯექი და აგიხსნი... ჯერ დაჯექი და მერე უნდა დაწვე!_ძილისგან ახრიწინებული ხმა, ბოხი და ვნებამორეული გაუხდა.

-ნუ ცუღლუტობ, ადექი და სამსახურში წადი, ეგ გაკვეთილი გვიან მასწავლე!_თვალი ჩაუკრა, მისკენ ოდნავ დაიხარა და ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა. _უცებ უცებ!

ტუჩებიდან ლოყაზე გადავიდა. წელში გამართვა და ოთახიდან გატრიალება დააპირა, ბორძიკულმა ორივე ხელი მაგრად რომ მოხვია და საწოლზე წააგორიალა. ძალიან მაინტერესებს, ასე რომ უთამამდებოდა რა ეგონა, მითუმეტეს როცა კაცი რამდენიმე წამის წინ მასტერკლასების ჩატარებას პირდებოდა. ეს გოგოც დიდი ინტრიგანი ვინმეა! ბორძიკულმა ათამაშებული თითები ქეთას მუცლისკენ ააცურა და ნელი მოძრაობით შეუღიტინა.

-დილისთვის საკმარისია!_თვალებმინაბულს, კოცნის მოლოდინში გაბრუებულს ბაჩოს დამცინავი ხმა ჩაესმა. ორივე თვალი სწრაფად ჭყიტა და საწოლზე დაყრდნობილ ირონიულად მომღიმარ ქმარს ბოროტულად აელვარებული თვალები მიაპყრო.

~~~
ყოველი დილა სიახლეებით იწყებოდა, რამდენადაც დაუჯერებელი და წარმოუდგენელი არ უნდა იყოს საღამოობით ბაჩოს მოყოლილი ისტორიებს სიზმრათ ხედავდა და მერე დილით, ეს ყველაფერი უკვე ახსოვდა.. ახსოვდა ისე როგორც ძველ ქეთის. ექიმის დანიშნულებს ზედმიწევნით ასრულებდა, ბაჩოსთან, მარიამთან და დედასთან ერთად ძველ ადგილებსაც ხშირად სტუმრობდა და ამით ცდილობდა მოვლენების დაჩქარებას. ვეღარ ითმენდა, ყელში ბურთგაჩხერილს საშინლად უნდოდა დილით თვალის გახელვისთანავე ბაჩოს სახის დანახვა. უდოდა ქმართან სიახლოვე დაბრკოლება არ ყოფილიყო მისთვის. თამამია, მითუმეტეს ბოლო პერიოდში, მაგრამ რაღაც მაინც აბრკოლებს და ზუსტად ამ რაღაცის აღმოფხვრა და თავიდნა მოშორება უნდა.

~~~
-აბა, თუ გაიხსენებ მე როგორი ყავა მიყვარს. _ეშმაკური ხმით ჩაილაპარაკა ლაშამ.

-შენ კი არა მე როგორი მიყვარს ისიც არ ახსოვს. _საუბარში ჩაერთო ბორძიკული.

-გეგონოს, ძალიან კარგად მახსოვს ლაშას ტკბილი და მწარე ყავა რომ უყვარს. _ცინიკურად გაუღიმა ქმარს და ლაშას თვალი ჩაუკრა.

-ხედავ?! უნდა იცოდე როგორ დაამახსოვრო ადამიანს თავი... და შენი ყავა._გაჯგიმული ადგილს ვეღარ პოულობდა.

-შენ ახლა იმდენს ილაპარაკებ ისევ დაავიწყდება. _სიცილით წამოიძახა თომამ.

ბიჭებთან ურთიერთობაც შესანიშნავად გამოსდის, თავიდან რა თქმა უნდა მათიც ერიდებოდა, მაგრამ ისე გაუგო ორივეს. მითუმეტეს როცა ლაშაც და თომაც ნაწილობრივ ახსოვს. მათთან გატარებული დღეებიც გაიხსენა და ახლა უკვე ძალიან თავისუფლად, მეგობრულად და გულღიად ურთიერთობს ორივესთან. ლაშა მარტოხელაა, გოგონებთან სერიოზულ ურთიერთობებს ისე ვერ აღიქვამს და უკვე წლებია 1 დღიანი რომანებით შემოიფარგლება, უფრო სწორად ერთ ღამიანი.

~~~
თვალდახუჭულმა იგრძნო რომ ოთახში წამიერად დატრიალდა ბორძიკულის სუნამოს სუნი. გიჟდება ამ სუნზე, შეუძლია საათაბოთ ქონდეს ცხვირ-პირი ბაჩოს ყელში ჩარგული და მისი სურნელით გამოიკვებოს. ღაწვები ღიმილით შეერხა, ოდნავ გამოფხიზლდა და ახლა წამწამებიც შეათამაშა. იგრძნო როგორ მიუახლოვდა მაღალი სილუეტი მის საწოლს, კიდევ უფრო ნასიამოვნებს ჩაეღიმა. მერე იგრძნო რომ საწოლის ერთი მხარე ჩაიზნიქა და მის მაღლა სივრცე დაიხუთა. ახლა უკვე სრულიად გამოფხიზლებული ხვდებოდა რომ ბაჩო მომღიმარს ზემოდან დასჩერებოდა, ისე როგორც ადრე ახასიათებდა.

-ხომ იცი რომ ასე დიდხანს ვერ ვჩერდებით და მერე იძულებული ვარ ხელი დაგიმასაჟო. _ღიმილით ჩაილაპარაკა და საწოლზე დაყრდნობილ დაჭიმულ ხელს თითები ნაზად დაუსვა. ბაჩოს მარჯვენა ხელზე პრობლემა აქვს და მარცხენაზე შედარებით მალე ეღლება. ბავშვობის ტრამვაა, რომელიც ვარჯიშის დროსაც ახსენებს თავს.

-და შენ ის არ გახსოვს რატომ გიყურებ ყოველ დილით ასე?_ეშმაკური ხმით ჩაილაპარაკა მამაკაცმა და ტუჩებზე ნაზად შეეხო. სიამოვნებისგან გამოწვეული ხმები ვერაფრის დიდებით ვერ დააკავა და ოთახში მიმოფანტა.

-მახსოვს, იმიტომ რომ მერე მთელი ერთი საათი მეწუწუნო თუ როგორ გეტკინა ჩემი ყურებისას იდაყვი. _სიცილით გაახილა თვალები, მომღიმარს ახედა და საჩვენებელი თითის ზურგით მის ოდნავ წამოზრდილ წვერიან სახეს წაეთამაშა. _მიყვარხარ!_ბაჩოს ყველა ნაკვთი ერთდროულად შერხა, სხეული დაეძაბა, თვალები ოდნავ გაუფართოვდა და ტუჩები გაუშრა. _ნუ გაქვს ეგეთი სახე!_სიცილით დაქაჩა თავისკენ ქმარი, მოულოდნელობისგან ბაჩომ ხელის გამაგრება ვეღარ შეძლო და მთელი ძალით დაენარცხა ქეთას სუსტ სხეულს. _აუ._ზმუილით წამოიძახა დადეშქელიანმა და ზურგზე გაშლილი ხელი დრუზა ქმარს. ბაჩო არ განძრეულა, პირიქით მე მგონი რაღაცას აპირებს.

-ე.ი. გიყვარვარ და ჩემზე ჭკუა გეკეტება.

-მე ეგრე არ მითქვამს, ნუ აბუქებ!_უკმაყოფილო სახით დაიჭყანა ქეთა და ყელზე მიწებებული ქმრის ტუჩების დაიგნორებას შეეცადა.

-აბა როგორ თქვი?!_დახშული, ვნება მორეული ხმა ქონდა ბაჩოს.

-მიყვარხარ-მეთქი. _არანაკლებ ხრიწიანი და მინაბული ხმით უპასუხა.

-ეგ კარგია, ძალიან კარგი!_კმაყოფილმა ჩაიჩურჩულა და ტუჩები მკერდისკენ ჩააცოცა.

ბაჩოს სხეულზე ჩახუტებულს მშვიდად ეძინა, ასეთი მშვიდი და ლაღი ბოლოს როდის იყო მართლა არ ახსოვს. მიუხედავად იმისა რომ ყველა დეტალი აღიდგინა, მაინც... გონია რომ ქმართან ასე ახლოს არასოდეს ყოფილა, ახლა უკვე გაასმაგებული გრძნობით არის შეპყრობილი. იცის რომ ბაჩოზე უკეთესს ვერასოდეს ვერსად ვერ იპოვის და რა თქმა უნდა სხვის მოძებნას არ ეცდება. კიდევ ერთხელ დარწმუნდა რომ კაცი რომელიც ახლა მის გვერდით წევს და მშვიდად სუნთქავს, მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი და აღმოჩენაა! ბედნიერმა, გახარებულმა და სიყვარულით გაჟღენთილმა ღრმად ამოისუნთქა, თვალებიდან მარილიანი სითხე გადმოუშვა და ქვედა ტუჩზე კბილები დაისვა. ეს ყველაფერი ბედნიერი ქალის ქცევებია, ქალის რომელმაც საყვარელი მამაკაცის სიყვარული კიდევ ერთხელ დაიმსახურა.

~~~
-რა მოხდა?

მარიამის და თომას ზარმა ძალიან ააფორიაქა. სასმახურიდან პირდაპირ საავადმყოფოში წამვიდა. თავიდან უთხრეს თომამ ფეხი მოიტეხა და იქნებ მოხვიდეო, მაგრამ იქ შესულს თომა ფეხზე რომ დახვდა გონება დაუბინდდა. ჩაწითლებული თვალებით მოათვალიერა საავადმყოფოს დერეფანი, თვითონაც არ იცის რატომ დაუწყო მაინც და მაინც ქეთას ძებნა, როცა წესით ის ლექციაზე უნდა იყოს თავის სტუდენტებთან ერთად.

-სად არის?_დახშული ხმით იკითხა და მუშტი შეკრა.

-ახლა უკვე პალატაშია, მაგრამ ჯერ შესვლა არ შეიძლება. _ხმადაბლა ჩაიალპარაკა მარიამმა და თომას მკლავს ჩაეჭიდა.

-რას ნიშნავს შესვლა არ შეიძლება!? რა სჭირს?_მხრები აუკანკალდა.

-უნივერსიტეტის კიბეებიდან დაგორდა. _მარიამმ ჩურჩულით გასცა პასუხი და პალატიდან გამოსულ ექიმს გახედა._როგორ არის?_აჩქარებულმა დაუსვა კითხვა. ბაჩო ჯერ კიდევ მარიამის ნათქვამს იაზრებდა, ექიმი საერთოდ არ შეუმჩნევია, გაოგნებული უყურებდა ხან თომას და მარიამს, ხანაც თეთრ ხალათში გამოწყობილ კაცს რომელიც მაინცა და მაინც ვერ აღიქვა.

-ახლა უკეთესადაა, მაგრამ რამდენიმე სერიოზული დაზიანება აღენიშნება თავის არეში. ანალიზების პასუხებს უნდა დაველოდოთ. _მშვიდი ხმით ჩაილაპარაკა და ბაჩოს გახედა.

-დაზიანებები...

-შესაძლოა!_დაუსრულებელ კითხვას დაღონებულმა გასცა პასუხი და კედელთან ჩაკეცილ კაცს სევდიანმა გახედა. _თუმცა ჯერ ვერაფერს ვიტყვით, ანალიზების პასუხს და ქეთას გონზე მოსვლას უნდა დაველოდოთ.

~~~
-თვალს რომ გაახელ და ვერ გამიხსენო გეფიცები არ დავნებდები და კიდევ ერთხელ გაგახსენებ შენს ქმარს! გაგახსენებ ყველა წამს რომელიც ჩვენთვის ასეთი მნიშვნელოვანია! რამდენჯერაც არ უნდა დაკარგო მეხსიერება იმდენჯერ მოგკიდებ ხელს და ჩემთან წამოგიყვან, მიუხედავად იმისა რომ დედაშენი კარებთან დგას და ელოდება როდის გავატან შენს თავს. ვერ დაგპირდები რომ ყოველთვის კიბის ბოლოში დაგხვდები და გონების დაკარგვის უფელბას არ მოგცემ, მაგრამ გპირდები რომ ყოველთვის მოგცემ საშუალებას თქვა, რომ ყველაზე ყურადღებიანი ქმარი გყავს დედამიწის ზურგზე, თუმცა პურზე ჩასვლა მაინც დამეზარება.

ჩაწითლებული თვალებით გაუღიმა ცოლის ოდნავ ფერმკრთალ, მაგრამ საოცრად ლამაზ სახეს და თითებზე ხმაურით აკოცა. ქეთამ ოდნავ ამოიზმუილა, თვალები ზანტად გაახილა, თუმცა მალევე დაეხუჭა. მეორე მცდელობა შედარებით ნაყოფიერი გამოდგა, ბაჩოს დაკვირვებით შეხედა და შუბლი შეჭმუხნა.

-როგორ ხარ?_ხმადაბლა კითხა და აპარატს გახედა.

-უკაცრავად?!_გაკვირვებულმა ჩაიჩურჩულა და ფერწასულ ბაჩოს დააკვირდა. _თქვენ...

-მე... მე შენი ქმარი ვარ!

-ჰმ, არა, რაღაცა გეშლებათ!

საკუთარ სიტყვებში დარწმუნებულმა ჩაილაპარაკა და ხმადაბლა ჩაიხითხითა. ბაჩო ყბა სიმწრით გააქნია, ფეხზე წამოდგა და გასასვლელისკენ ნელი ნაბიჯებით წავიდა. მართალია დაპირდა რომ ისევ გაახსენებს ყვეალფერს, მაგრამ მაინც ძნელი აღმოჩნდა ისევ ასეთი ქეთის ნახვა.

-ჰო, კარგი, გეხუმრე! მახსოვხარ და ვიცი, რომ ჩემი ქმარი ხარ და ისიც ვიცი პურზე ჩასვლა რომ დაგეზარება ხოლმე, მაგრამ მე მაინც მიყვარხარ!


დასასრული
~~~~
ესეც მორიგი ძველი ისტორია... იმედია ისიამოვნეთ <3



№1 სტუმარი სტუმარი თათუ

ანასტასია,ეს იყო ყველაზე მაგარი რამ რაც კი ბოლო დროს წამიკითხავს ❤️❤️
შენს შემოქმედებაში კი,ვფიქრობ,საუკეთესო ❤️❤️
მადლობა ამ სიამოვნებისთვის

 


№2  offline წევრი miyvarxar1992

შაქარყინულო ვისიამოვნე და მეტი არააააა.ასე ვფიქრობ იმდენი ისტორია ვიცი ისეთებს მახსენებს გული რომ გამითბო მაშინ და ახლაც ჩემი გულის გათბობას აპირებსოო.სიტყვებით ვერ ავღწერ ისეთი კარგი ხარ.მაოცებ მე შენ kissing_heart kissing_heart heart_eyes heart_eyes

 


№3 სტუმარი სტუმარი Lia

Didi madloba kidev ertxel.saucxoo morxrobaa.
Ar gaherde,kovel dilit aseti gemrielobebi dagvaxvedre.❤❤❤

 


№4  offline წევრი ))♡

Saucxooo iyoo siyvarulooo mec am motxrobis gmiri megona taviii chemo tkbilo googoo ????????????????
--------------------
მიყვარხარზე მეტად მიყვარხარ

 


№5  offline წევრი Maria Dadiani

ძალიან ძალიან კარგი იყო

 


№6  offline მოდერი მე♥

სტუმარი თათუ
ანასტასია,ეს იყო ყველაზე მაგარი რამ რაც კი ბოლო დროს წამიკითხავს ❤️❤️
შენს შემოქმედებაში კი,ვფიქრობ,საუკეთესო ❤️❤️
მადლობა ამ სიამოვნებისთვის

თათუ, უღრმესი მადლობა. რომ იცოდე მსგავსი კომენტარები რამხელა პასუხისმგებლობას მმატებს.. ძალიან მიხარიხარ! >3
miyvarxar1992
შაქარყინულო ვისიამოვნე და მეტი არააააა.ასე ვფიქრობ იმდენი ისტორია ვიცი ისეთებს მახსენებს გული რომ გამითბო მაშინ და ახლაც ჩემი გულის გათბობას აპირებსოო.სიტყვებით ვერ ავღწერ ისეთი კარგი ხარ.მაოცებ მე შენ kissing_heart kissing_heart heart_eyes heart_eyes

ჩემი სიყვარული გოგო ხარ შენ!
ჩემი გახარება და ჩემი ბედნიერება!
რა კარგია რომ ხარ და რა კარგია რომ ჩემთან ხარ! <3
სტუმარი Lia
Didi madloba kidev ertxel.saucxoo morxrobaa.
Ar gaherde,kovel dilit aseti gemrielobebi dagvaxvedre.❤❤❤

ყველანაირად ვეცდები ყოველ დილით დაგახვედროთ ისტორიები... უღრმესი მადლობა <3
))♡
Saucxooo iyoo siyvarulooo mec am motxrobis gmiri megona taviii chemo tkbilo googoo ????????????????

ვააიჰ, რა კარგობაა ეგ! მადლობები სიხარულო ! <33
Maria Dadiani
ძალიან ძალიან კარგი იყო

ძალიან, ძალიან დიდი დიდი მადლობა შენ! <3
--------------------
ა.ა

 


№7  offline წევრი Salynho

როგორ მევასება შენიი ისტორიებიიი შენ ხო აზრზე არ ხარ პროსტააა... ყველაზეე მაგარიი გოგო ხაარრ ❤️❤️❤️❤️

 


№8  offline მოდერი მე♥

Salynho
როგორ მევასება შენიი ისტორიებიიი შენ ხო აზრზე არ ხარ პროსტააა... ყველაზეე მაგარიი გოგო ხაარრ ❤️❤️❤️❤️

ე, ძალიან დიდი მადლობა... უზომოდ გამახარე❤️❤️❤️
--------------------
ა.ა

 


№9  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

ძალიან კარგი იყო მომეწინააა შეუდარებელი

 


№10 სტუმარი წეფწეფგ

აუუუ ძალიან ძალიან მაგარი იყო ბოლოში ნერვიულობით მოვკვდი მეთქი მართლა კიდე დაკარაგ ემხსიერება და ემოციებში ჩავარდი აუ ძალიან მაგარი იყოოოოოოოოო ვერ აგიხსნი სიტყვებიიიიიით

 


№11  offline მოდერი მე♥

ნარჩიტა
ძალიან კარგი იყო მომეწინააა შეუდარებელი

მიხარია ძალიან.... დიდი მადლობა. <3
წეფწეფგ
აუუუ ძალიან ძალიან მაგარი იყო ბოლოში ნერვიულობით მოვკვდი მეთქი მართლა კიდე დაკარაგ ემხსიერება და ემოციებში ჩავარდი აუ ძალიან მაგარი იყოოოოოოოოო ვერ აგიხსნი სიტყვებიიიიიით

რა სასიამოვნო წასაკითხია...<3 კარგია რომ მოგეწონა და კარგია რომ ისიამოვნე, უ'ბედნიერესი ვარ მე! <3 მადლობა დიდი, დიდი <3
--------------------
ა.ა

 


№12 სტუმარი სტუმარი გვანცა

ძალიან კარგი ოყო

 


№13  offline მოდერი მე♥

სტუმარი გვანცა
ძალიან კარგი ოყო

დიდი მადლობა. <3 მიხარია რომ მოგეწონა. <3
--------------------
ა.ა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent