შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მორაგბე გოგონა (მეორე თავი)


18-10-2017, 19:20
ავტორი Another gurl
ნანახია 1 450

-არ გეძინა?- ნერვიულად მისმევს სახეზე ხელებს,ხელებს რომლებსაც უკვე ასაკი ეტყობათ, არც ისე დიდია უბრალოდ მე დავაბერე????
-ვცადე, მაგრამ ვერ დავიძინე
-ვარჯიში, რომ გაქვს დღეს?
-არაუშავს ნაი ხომ იცი მე სუპერ ენერგიებს ვფლობ- გავეკრიჭე, ჩემ ყავას ხელი დავტაცე და მალევე შევირბინე ჩემ ოთახში სანამ ქოთქოთს დაიწყებდა.
-ვერსად გამეპარები ქაჯანა
-კარგი რა ნაი
-ტელეფონი დაგრჩა- ტელეფონი გამომიწოდა და რა თქმა უნდა ჩემი ძმად ნაფიცი ზუკა რეკავს.
-ალიოოო- ხმა ისე გავინაზე, რამის სახლში გავიგე კვარაცხელიას სიცილი.
-რას ცანცარებ გოგო, მალე ჩამოდი 10წუთია აქ ვდგავარ
-მოვდივაარ- გავთიშე ტელეფონი, ყავის ჭიქაც უცებ ჩავცალე, ჩანთა მოვიმარჯვე და იქამდე გავიქეცი სახიდან სანამ ბატონი კვარაცხელია კიდევ დარეკავდა წუწუნით. ლიფტს ველოდებოდი როცა ნაინამ სტაფილო და მწვანე ბეიზბოლკა გამომაწოდა-
-არა რა ნაი, შენ ხარ ქალი პიროვნება
-გაჩერდი გოგო რას ცანცარებ წადი, დროზე მერე დედაშენსაც უნდა გავუარო
-მომიკითხე ეკატერინა და გადაეცი, რომ შვილი ყავს და მას ალექსანდრა ჰქვია და არა "სამსახური". ოჰ როგორ მაღიზიანებდა საკუთარი დედა, რომ ვერც წარმოიდგენთ. აბა როგორია დედა გყავდეს და თან არ გყავდეს... ისე არის სამახურით გართული დღეში ერთხელ თუ მოვასწარი ნახვა სახლში და პრინციპში მეტჯერ სახლში ვერც მე ვასწრებ სახლში მისვლას, მაგრამ რა მნიშვენლობა აქვს, მე მეპატიება მეთერთმეტე კლასელი და შვიდქალას წევრი ვარ და არც შვილი მყავს...
-ისევ ნუ დაიწყებ ახლა, შენთვის აკეთებს რასაც აკეთებს- ნაწყენი ხმით მიპასუა ნაინამ მე კი უტიფრად შევედი ლიფტში ისე, რომ ზედაც არ შევხედე ვითომ არაფერი უთქვამს. ძლივს ჩავაღწიე პირველ სართულზე და აი ისიც სადარბაზოს კართან ატუხული კვარაცხელია, თავის სიყვარულს ეყრდნობოდა.( თავის სიყვარულში, მისი რაში ანუ მანქანა ვიგულისხმე, გოგო არ გეგონოთ).
ჩვეული ჟესტით შევხვდით ერთმანეთს, მე შევახტი მან კი ჰაერში მაბზრიალა. შემდეგ ორივემ წყნარად დავიკავეთ ადგილები, დიახ მე ჩემი ადგილი მაქვს, მის გვერდით სულ მე ვზივარ და მგონი დედამისის გარდა სხვას არც სვავს როცა მე არ ვარ მასთან..
მანქანა დაძრა, ბიაიჯის სიმღერა ჩავრთეთ, ბოლო ხმაზე ავუწიეთ და ჩემი სკოლის გზას გავუდექით. გამწარებული ვრეპავდი, ბიგი ალბათ საფლავში ტრიელებდა, მაგრამ მე და ზუკას ეს სულ არ გვაწუხებდა. სარკეში ჩავიხედე,თმის გასასწორებლად დაა
-ზუკაააააა- ბოლო ხმაზე ვიღრიალე.
-რა გაყვირებს გოგო თავი გამისკდა
-მეტის ღირსი ხარ, უკანა სკამზე დათვი გყავს დაბმული და არც გამაფრთხილე
-ბიაიჯს აუპატიურებ, თან მაღვიძებ და ახლა დათვსაც მეძახი?- უცნობმა გაცეცხლებულმა გახედა თავისი მუქი მწვანე თვალებით და მზერას არ აშორებდა.
-ა, ჰო სულ დამავიწყდა ეს ჩემი რაგბისტი ძმაკაცია, ხო გახსოვს რომ გიყვებოდი, ალექსანდრე ჰქვია გაიცანი...
-ალექსანდრე დადიანი! U20ის ნაკრების კაპიტანი, ეს ვინ არ იცი...
- გემოვნება ჰქონია, მეც მოვწონვარ და ბიაიჯიც, მაგრამ სხვა არაფერი არ უვარგა ბოდიში ზუკა შენ გემოვნება საერთოდ არ გაქვს
-უკაცრავად?
- რა უკაცრავად? ჩემი სახელი და გვარი სულ ტუჩების კმნეტით წარმოთქვი, ისიც იცი ვინ ვარ სავარაუდოდ ჩემი არცერთი თამაში არ გაქვს გამოტოვებული... მოიცა მანიაკი ხომ არ ხარ?
- კიიი, მანიაკი ვარ არ იცოდი? შენი პლაკატები მაქვს ოთახში გაკრული! მთელი ალბომი მაქვს, ღამე დაგყვები ხოლმე, შენს სახლში ვიპარები და გიყურებ როგორ გძინავს და ველოდები სათანადო მომენტს,რომ მოგიტაცო და მერე ჩემი მზაკვრული გეგმები განვახორციელო, მაგრამ ყველაფერს ხომ არ გეტყვი არა?!
- ღმერთო გაჩუმდით გეხვეწებით!
- ეს მაშინ გეფიქრა მოზვინული არსება რომ მოგყავდა. ისე გაგეფრთხილებინე მაინც ხასიათი უნდა გაგიფუჭო დილიდანო... ბატონო ზუკა ამას ვერ გამოისყიდით ვერასდროს.
ტასია გაბოროტებული უყურებდა ზუკას და თავის ნაცრისფერ თვალებს არ აშორებდა.
- კარგი რა ანასტასია რა დაგემართა ორი წლის ხომ არ ხარ?
- არა ზუკა არაა ორი წლის უბრალოდ მანიაკია. ნახე როგორი სახით იყურება ახლა ალბათ ფიქრობს როგორ დაგვკუწოს და ნაგვში როგორ ჩაგვყაროს...
- ცუდი ფანტაზია გაქვთ კაპიტანო, თუ გუნდის სირცხვილო? როგორ ჯობია? მთელი გუნდი შენს იმედზე იყო და ის ბოლო ლელო როგორ ვერ დადე... ღმერთო ამას ხომ კვარააცხელიაც კი შეძლებდა რომელიც საერთოდ ვერ თამაშობს რაგბს...
- შენ რამდენს ლაპარაკობ პატარა მანიაკოო
- ტასიაც რაგბისტია ალექსანდრე
- ჰოო? რაარის? ჰა ჰა ჰა კარგი ხუმრობა იყო...
- და რა არის სასაცილო? თვალებში რაზვალი არ გქონდეს გეცოდინებოდა რომ მართლა მორაგბე ვარ- გაცოფებული ტასია ერისთავი, ღმერთო როგორ უნდოდა, რომ ალექსანდრე იქვე დაეხრჩო. ისეთი არც არაფერი მომხდარა, მაგრამ ძალიან უნდოდა რომ იქვე დაეხრჩო და შემდდეგ ბედნიერს გაეგრძელებინა გზა.
- პატარა მანიაკო რომელ სტადიონზე ვარჯიშობ?
- სადაც შენ მოზვინულო კაცო
- და მე მართლა არასდროს დამინახიხარ...
- რას დამინახავდი სად გცალია შენ იმისითვის რომ ირგვლივ მიმოიხედო, ამ სეზონზე მითუმეტეს, მხოლოდ 'ნაშები' და სასმელი, არა და რა კარგი მოთამაშე ფუჭდები, ეხ რა ბიჭი იყავი ალექსანდრე. იყო დრო ჩემი კუმი... მოკლედ რა მნიშვნელობა აქ მაინც აღარ ვარგიხარ- ბედნიერი ტასია თვალებში მიაშტერდა და თავი მსოფლიოში ყველაზე მაგარი ეგონა, ახლა ხომ თვით ალექსანდრე დაამცირა*
წამებში ისე, რომ ტასია გონზეც ვერ მოვიდა ალექანდემ უკნიდან კისერზე ხელები მოხვია....- ახლა ან გაჩუმდები ან დაგახრჩობ!
ტასია შეშნებული და დაბნეული იყურებოდა, მთელი სხეული ეწვოდა, ვეღარ სუნთქავდა, ცუდად იყო, თითქოს მიწა ეცლებოდა ფეხქვეშ.
-გაგიჟდი შე*ემააა??? გაუშვი დროზე ხელი, თორე მოგკლავ! ალექსანდრე ჩემი ხელით მოგკლავ გაუშვი.
- ხოდა ასწავლე ამ ლაწირაკს ვის როგორ უნდა ელაპარაკოს!
- ამან რა იცის რის გამო დაიწყე დალევა ? ამან რა იცის? მანიაკი შენ ხარ სულ გაგიჟდი!
ზუკამ იმდენად სწრაფად დაატორმუზა, რომ ტასია ალექსანდრეს ძლიერმა ხელებმა კი არა ღვედმაც ვერ დაიჭირა და პირდაპირ წინა მინას დაეჯახა თავით... სისხლი... მისი ძმის გარდაცვლების დღე და ახლა მისიც?


მოკლეედ საკმაოდ პატარა თავია მეტს ფიზიკურად ვერ ვასწრებ... მინდა, რომ ყველამ წაიკითხოთ და რჩევები მომცეთ... ნელნელა დავიხვეწები პირობას გაძლევთ. რაც შეეხება ისტორიას მინდა იცოდეთ, რომ მთლიანად თუ არა ნაწილობრივ რეალური მომენტებია, სხვისი ისტორიები, ასევე ჩემიც, ოცნებებიც და კიდევ ბევრი წვრილმანი...
პ.ს არ მახსოვს შენიშვნა ვინ მომცა 'რაგბისტზე', მაგრამ მინდა იცოდე,რომ შეჩვეული 'რაგბისტზე' ვარ და არა 'მორაგბეზე', მაგრამ ცოტა დრო მინდა და ამასაც გამოვასწორებ.



№1 სტუმარი elene

dzaan magaria shemdegs rodis dadebb?

 


№2  offline წევრი mia15

ძალიან მომწონს..კარგად წერ .ველოდები შემდეგ თავს.იმედია მალე დადებ♡♡♡♡

 


№3  offline წევრი crazy girl sofi

ახლა დავიწყე ამ ისტორიის წაკითხვა და მომეწონა კარგია თან რაგბისტი გოგონაც განსხვავებულად მომხვდა თავებს იმედია გაზრდი თორე არ მყოფნის წარმატებებიი

 


№4  offline წევრი Another gurl

აუ ძალიან გამახარეთ ყველამ, უღრმესი მადლობა ^^ რაც შეეხება შემდეგ თავს მინდა,რომ უფრო დიდი და "ნოყიერი" თავი დავდო ასე რომ ან ხვალ ღამით დავდებ ან ზეგ❣

 


№5  offline მოდერი bla.ell

კარგი იყო საყვარელო წარმატებას გისურვებ❤ველი შმდეგ თავსkissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent