წითელი მომავალი [სრულად]
მარჯვენა ხელი შუბლზე მიიდო და ოდნავ მოხარა. სამსართულიან მიტოვებულ სახლს გახედა და თვალები დააწვრილა. სახლი გარედან შავად შეღებილი აგურებით არის ნაშენები. ფანჯრებიც შავია. ზუსტად ისეთი საშინელებათა ფილმებში, რომ აქვს ნანახი. კიდევ უფრო კარგად დააკვირდა სახლს, შესასვლელ კარებს თვალი ვერ მოკრა. გაკვირვებულმა რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა სახლისკენ. ბავშვების ძახილისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ისე დადგა სახლის კიბეებთან. გვერდით ცხვირაწითლებული ლუკა დაუდგა და სახლს ახედა, მერე კი წითელთმიან ანოს შეხედა და ხელი მხარზე გაკრა. ფიქრებში წასული, სწრაფად მოიყვანა გონს და თვალებით ანიშნა რა ვქნათო. ანომ რა იცის რა ქნას? გაკვირვებული უყურებს მისთვის სასურველ სახლს. საშინელებათა ფილმებს, რომ უყურებდა მაშინ ჩაიფიქრა, ასეთი სახლი... ძველ ისტორიებს, რომ ინახავს. ღამთამობით კი ხმებს, გამოსცემს. ბავშვურ ფიქრებზე გაეღიმა და შუბლიდან ხელი მოიცილა. ნელა მოატრიალა ტანი და რიგად ჩამწკრივებულ ბავშვებს გახედა. << რამ მოაფიქრათ ამ სიცხეში შარვლის ჩაცმა.>> წარბები მაღლა წკიპა და მათკენ წავიდა. ზოგი გადაღლილი მინდორზე გაწოლილიყო და თავზე ჩანთები ელაგათ. მზისგან აწითლებული სახებიი მხოლოდ უკმაყოფილებას გამოხატავდნენ. ლუკასთან ერთად მანჩოს გვერდით დადგა და ხელი მხარზე დაადო. ზაფხულის ტური მოიწყო სამეგობრომ. მთელი ზაფხული უნდა იარონ და რის ნახვასაც მოასწრებენ ნახონ. სამი წელი ემზადებოდნენ, ყველანაირად ამისათვის. კარგი მოქცევისთვის მამამ ჯიბე გაუსქელა, კაჭარავას! იმდენი იხტუნავა სახლში, რომ სხვა გზაც არ დაუტოვა. განებივრებული შვილია, მიუხედავად იმისა, რომ და ყავს მასზე ხუთი წლით უფროსი. ალბათ ზუსტად ეს არის მიზეზი, ასეთი ნებიერა, რომ არის. აბა რამე არ შეუსრულონ, პატარა ბავშვით გაწვება იატაკზე. დედამისი საოცრად მკაცრი ქალია, მაგრამ რად გინდა? ეს თავგასული გოგო, მამამ გაათამამა და ახლა ხმის ამოღებასაც ვერ უბედავს. თმები, რომ შეიღება სახლში, ერთი ამბავი ატყდა. თან რა ფრად?! წითლად! იმ დღეს იცოცხლე ნუგზარიც გაბრაზდა, მთელი ორი კვირა ხმას არ ცემდა შვილს. მამის დაცვას, რომ ვერ გრძნობდა, დედამისთანაც აღარ ქონდა, დიდი გული და ჩუმად დაიძურწებოდა სახლში. მერე მიეჩვია თვალი წითელ ფერს და ხმას აღარცერთი იღებდა. გასასამართლებელი საბუთი სულ აქვს, სრულწლოვანი ვარ და ჩემს უფლებებს ნუ არღვევთო. ჟურნალისტობა უნდოდა სულ, ოღონდ ისეთი სამოგზაუროდ რომ დადიან. ნაწილობრივ ამ მიზნით ესტუმრა საქართველოს კუთხეებს წელს. ინტერვიუები უნდა აიღოს და მერე კრებული გააკეთოს. რა იცის რა დროს დაჭირდეს და მომზადებული იქნება! მანჩოსთან ერთად მინდორზე გაწვა და შარფი სახეზე დაიფარა. კარვების გაშლას აპირებდნენ ამ ტრიალ მინდორზე ის სახლი, რომ შეამჩნია ანომ. იდეად ქონდა იქ გაეთია ღამე, მაგრამ კარები არ აქვს და ფანჯრიდან ხომ არ გადაძვრება? თან ძალიან მაღალზეა და რამეს მოიტეხს. ლუკას თავისი კარავი მიუგდო და გაშლა თხოვა. ძალაგამოცლილმა გამაოძვრინა ჩანთიდან კარავი და ჰაერში ააფრიალა. -რა გაშლის ამდენ კარავს ტო. _ დაიწუწუნა და კარავი ძირს დააგდო. -მიდი, მიდი ნუ გწყდებათ წელი._ თვალებდახუჭულმა დაკრა ხელი მინდორს მანჩომ. _ დღევანდელი დღეც გავიდა რა! -ლუკა დანა ხომ წამოვიღეთ? _ გაღიმებულმა მოიძრო შარფი და ეშმაკურად გახედა მეგობარს. -კი წამოვიღეთ. რა რო?! _ ანოსთვის ყურადღება არ მიუქცევია ისე გასცა პასუხი. -აიღე და წამომყე რა! _ ფეხზე წამოხტა და ზურგჩანთა ცალმხარეს მოიგდო. შავი სახლისკენ სირბილით წავიდა და ისევ კიბებთან გაჩერდა. -კარები არ აქვს და რა გავაღო ამით? _ მხრები აიღეღა მენაბდემ და სახლი შეათვალიერა. _ წამო უკან აბა. _ ხელი მკლავზე მიკრა, ანოს და უკანა მხარეს გაიქცა. -ანო! სად მიდიხართ?_ განწირულმა იკივლა მანჩომ და ფეხზე წამოფრინდა. _ ჩემს გარეშე არაფერი გააფუჭოთ. _ ჩანთას ხელი დაავლო და მეგობრებისკენ სირბილით წამოვიდა თან უკან გაკვირვებულ ბავშვებ მიაძახა. _ მოვალთ! სახლის უკანა მხარეც ისეთივე შავი იყო როგორც წინა. აქა იქ მოდებოდა ობიბის ქსელები სახლის კუთხეებს. ლუკამ უკანა კედელის მთლიან ჩაყოლებაზე გაუსვა ხელი და კუთხის ბოლოში გაღიმებულმა შემოკრა ტაში. -ჩაშენებული კარებია! ჩანთიდან დანა ამოძვრინა და თვალებით სავარაუდოდ საკეტი მონახა. ყველაფერი ისე შავად იყო შეღებილი, ერთმანეთისგან გარჩევა უჭირდა. ნელა გადაატრიალა დანის წვერი დაძველებულ საკეტში და ტკაცანიც გაისმა. ფეხის წვერი მიკრა კარებს და სახლი შინგიდანაც შეათვალიერა. გახარებულმა აკოცა მეგობარს ლოყაზე კაჭარავამ და სახლში შევიდა. ერთი შეხედვითაც ეტყობოდა ძველი, რომ იყო. ყველაფერი დაობებული და გაუბედურებულია. დამტვერილ დივანს თითი გადაუსვა და თვალები სახლის მისაღებ ოთახს მოავლო. მართალია სახლი შავია და ოდნავ საშიში შთაბეჭდილება უნდა დატოვოს, მაგრამ არა! ყველაფერი ძალიან მშვიდთან ასოცირდება. ზედმეტად უბრალო სახლია შესახედავად. მისაღები ოთახი ძველი დიზაინით არის მოწყობილი. კუთხეში ჩაშენებული ბუხარი, მის თავზე კი შანდლებია განლაგებული. კედლებზე უბრალო ნახატები. დივანი და სავარძლები, შუაში კი ხის მაგიდა. სამზარეულოც ასეთივე უბრალოა, მაგრამ ძალიან მოვლილი. გაკვირვებულმა გამოაღო შკაფები და ჭურჭელი შეათვალიერა. ერთი შკაფი იყო მხოლოდ სავსე.დანარჩენები ცარიელები და დამტვერილები. ხის კიბებისკენ წავიდა, პირველი ორი კიბე ყურისგამაწვირლებლად ჭრიალებდა. ჭერის სიდაბლის გამო მეორე სართული ძალიან დაბალზე იყო. აქ მხოლოდ ოთახები იყო, ყველა ოთახში ღიმილით შეხიდა. ამ სართულზე, მარტო სამ ოთახში იდგა საძინებელი, დანარჩენი სამი ოთახი სულ ცარიელი იყო. იმ ორი ოთახისგან განსხვავებით მესამე, ოთახი მოვლილი და მოწესრიგებული იყო. მესამე სართულზე ყველა ოთახი გამოცარიელებული დახვდა, მხოლოდ იატაკი და კედლები. პირველი სართულიდან ხმარი მოესმა, როგორც ჩანს ყველა შემოკრიბა. კიბები სწრაფად ჩაირბინა და მეგობრების წინ ოდნავ შეშინებული აიტუზა. -ვიღაცა ცხოვრობს აქ! _ დაასკვნა და ისევ სამზარეულოს გახედა. -მანიაკი რომ იყოს?_ შიშისგა ხმაგაპარული ალაპარაკდა მაგდა. -ხოდა მერე უფრთხილდი თორემ წაგაჭამს მაგ ლამაზ ცხივრს. _ ცხვირზე ხელი გაკრა გუკამ და გაიცინა. -ნუ სულელობთ რაღაცას! _ ხმა დაუსერიოზულდა ანკას. _ სახლში შემოვუვარდით ვიღაცას, წარმოდიგინეთ რომ დაბრუნდება და ამდენი დავხვდებით... გავიკრიფეთ ახლა ყველა! გასცა ბრძანება და მის გვერდით მდგარ მეგობრებს კარებისკენ უბიძგა. ლუკამ ისევ ისე ჩაკეტა კარები და სახლის წინა მხარეს გავიდნენ. გაუშლელი კარვები ისევ ისე ეყარა. ბიჭებმა კარვების გაშლა დაიწყეს გოგნებმა საჭმლის მომზადება. იმედგაცრუებულმა გახედა სახლს და ტუჩები ერთმანეთზე მაგრად მიატყუპა. -ისე იმ სახლში როგორ შეიძლება ადამიანი გაჩერდე? -რატომ? სულაც არ არის ცუდი! ძალიან მშვიდი სახლია. _ კიდევ ერხელ შეავლო ანომ, სახლს თვალი და მეგობრებს მიუტრიალდა. -ხო, არ ტოვებს ისეთ შთაბეჭდილებას, რომ შეგეშინდეს. _ კიტრი მიაწოდა ნატალიმ და მინდროზე დაჯდა. -ჩვეულებრივი სახლია, პროსტა შავია რა! თან რა სამეული ედგა მისაღებში. _ გაიცინა ნუცამ. -შეიძლება ჩვენსავით ვინმე მოგზაურობს და თავი შეაფარა. _ მინდორზე გაწვა მანჩო და თვალები ცას გაუსწორა, თან სასაცილოდ აფახუნებდა. -ქალაქი რამდე კილომეტრშია?_ თვალებმოჭუტულმა იკითხა მაგდამ. -ათში. _ კარვიდან გამოსძახა მახომ და ისევ უკან შეტრიალდა. -უეჭველი იქ არის წასული და დღეს მოვა._ დაასკვნა მანჩომ. -რომ ვთხვოთ შეგვიფაროს?_ მაინც არ ეთმობა ის სახლი კაჭარავს. -გაგიჟდი გოგო შენ? ამდენი სად დავეტევით?_ შეიცხადა მაგდამ და სალათის დაჭრა განაგრძო. -მე დავეტევი!_ თვალები აციმციმა კაჭარავამ და სახლს გახედა. გვიანობდამდე ისხდნენ ცეცხლის გარშემო და იცინოდნენ. გუკას და ლუკას შესრულებული რამოდენიმე სიმღერაც მოისმინეს. სამი დღეც და დაბრუნდებიან ძველ ცხოვრებას. ერთმა თვემ ისე სწრაფად გაირბინა, როგორც არაფერი! ბევრი რამის ნახვა, ვერც მოასწრეს, მაგრამ არაუშავს. მთავარია სურვილი აისრულეს და ეს დრო ერთად გაატარეს ბედნირებმა. კაჭარავა მთელი საღამო ვერ ისვენებდა, სახლს უყურებდა და სურვილი კლავდა, შიგნით კიდევ ერთხელ მოხვედრილიყო. სინათლეც არ ანთილა მთელი ღამის განმავლობაში. ანეგდოტებითაც გაიმხიარულეს გულები და კარვებში შეძვრენ. მანჩოს გვერდით წოლა ძალიან უყვარს, მთელი ღამე საუბრობენ და არ იღლებიან. კაჭარავას კიდევ ლაპარაკი ძალიან უყვარს, თან მოსაუბრე თუ მისთვის საყვარელი პიროვნებაა. მანჩო და ლუკა მისი ბავშვობის განუყოფელი ნაწილია. სამივე ერთ კორპუსში, ერთ სადარბაზოში ცხოვრობს. ყველაფერი ერთად დაამთავრეს. ერთ სასწავლებელში მოხვდნენ, მაგრამ სხვადასხვა განხრით. ლუკას ბიზნესმენობა უნდა და ისრულევს ოცნებას. გოგონები კი ჟურნალისტურზე სწავლობენ. კარვის ელვა ჭამოწია და სახლს გახედა. ისევ სიჩუმე იყო! მანჩოს გახედა და თავის ადგილზე დაწვა. -ხვალ სანამ წავალთ კიდევ ერთხელ შევიდეთ რა! _ მუდარით ჩაიჩურჩულა ანომ და მანჩოს ხელები მოხვია. -შევიდეთ რა ჩვენი რა მიდის. _ მხრები აიჩეჩა მანჩომ და ისიც მოეხვია ანოს. დილით კარავში შემომძვრალმა ლუკამ გააჟვიძა ორივე. მათ შუაში ოდნავ განთავისუფლებულ ადგილას ჩაწვა და სიმღერა დაიწყო. თვალები მაგრად დახუჭა კაჭარავამ და მერე თვალებმოჭუტული მეგობარს მიაჩერდა. -ჩაიგდე მუცელში ეგ ენა და დაგვაძინე! -შენ თავი ბებიაშენის << პლაშატკაზე>> კი ნუ გგონია. აეყარენით და წავედით, დაგვაღამდება და რაც სანახავი დაგვრჩა იმათ ნახვასაც ვერ მოვასწრებ. _ ორივე ხელი მაგრად დასცხო მეგობრებს და ჩაცუცქული გაიქცა კარვიდამ.. -დაგბრიდავ მენაბდე! _ იყვირა მანჩომ და მეგობარს უკან დაედევნა. ნელა წამოწია სხეული და წამოჯდა. ხელებით ჯერ ზურგი დაიზილა მერე კისერი. რამოდენიმეჯერ დაატკაცუნა კიდეც და იქვე მიგდებულ მოსასხამს დაავლო ხელი. გარეთ გასულს კარვები აშლილი დახვდა, ლუკამ სწრაფად აშალა გოგონების კარავი და ჩანტაში ჩატენა. დილისთვის გოგონებს მინდორზე სუფრა გაუშლიათ. გემრიელად ისაუზმეს და ბურთით ტრიალ მინდორზე ბავშვობა გაიხსენეს. წასვლას აღარ ჩქარობდნენ იმდენად შევიდნენ აზარტში. გოგონები ბიჭებზე, წრეშიბრუთს. წვრილი ხმით წამოკივლებული << გოგონებს მაგრად არ გვესროლოთ.>> რათქმაუნდა მაგდა. ამიტომაც მოისროლეს პირველი, თან ისე მწარედ გაუქანა ლუკამ მარჯენა ფეხში ბურთი რომ საწყალს ფეხი აუწითლა. სლუკუნით დაჯდა მინდორზე და ლუკა გალანძღა. მალე უკან ანო და ნატალიც მიყვენენ. ერთ ადგილას დასხდნენ ყველა და წრეში მოხტუნავე გოგონებს გახედეს. უკნიდან საოცრად მხაირული ბარიტონი მოესმათ გოგონებს და თავები ერთ დროულად მიატრიალეს. ზედმეტად მაღალი აყლაყი, ზევიდან უყურებდა, სახეაწითლებულ სამეულს და იღიმოდა. -სტუმრები მყოლია. სალამი ხალხნო! ზუკა! თვალებმოჭუტულმა ახედა მამაკაცს კაჭარავამ და ეშმაკურად გაიღიმა. მასზე აშკარად ორი თავით მაღალი მამაკაცი, ძალიან სიმპათირი იყო. თან როგორი ლამაზი და მომაჯადოვებელი ღიმილი აქვს. თვალები კუპრივით შავი და ეშმაკური. << ე.ი. შენ ხარ ჩვენი მასპინძელი.>> გაიფიქრა წითელთმიანმა და ფეხზე სწრაფად წამოხტა. დანარჩენებიც მათთან ერთად იდგნენ უკვე და ახალმოსულს აკვირდებოდნენ. ანო ოდნავ წინ წამოიწია და მამაკაცს ახლოს დაუდგა. -შენი სახლია?_ თავით შავი სახლისკენ ანიშნა მამაკაცს და გაუღიმა. -ჩემი არ არის, მაგრამ შენ თუ გინდა იქნება! _ გაიცინა და დანარჩენებს მიესალმა. _ მიდიხართ უკვე?_ გაკვირვებულმა ჩაილაპრაკა და ანოს გახედა. -სახლს დამათვალიერებინებ?_ მაინც ვერ აჩერებდა ენას კაჭარავა. ზუკამ გოგონა ცალი თვალით შეათვალიერა და გაიღიმა. ლუკამ ანოს ხელზე უჩქმიტა და მკაცრად ჩაილაპარაკა. -მივდივართ უკვე კაჭარავა! -უიმე რა გველი ხარ! _ ჩაისისინა მანჩომ და ზუკას ხელი გაუწოდა. _ უზრდელები არინ არ მიაქციო ყურადღება. მე მანჩო ვარ! _ გაიღიმა და გოგონას გამოწვდილ ხელს თავისი დაუხვედრა. -მე ანო კაჭარავა ვარ და ის სახლი ძალიან მაინტერესებს. _ ენად გაიკრიფა ეს მოუსვენარი არსება. ზუკას გაეცინა და გოგონასაც ჩამორთვა ხელი. -თქვენი მონა მორჩილი ზუკა ნაჭყებია. გაიცინა მამაკაცმა და ყველას სათითაოდ გამოკითხა სახელები. ანოს წითელ თმებს თვალს ვერ აცილებდა. აშკარად მოეწონა გოგონას ფერის თმა, ან უბრალოდ კრიტიკის თვალით უყურებს. უხერხულში ჩავარდნილი კაჭარავა ლუკას ამოუდგა უკან და გაისუსა. სახლზე კრინტი აღარ დაუძრავს მეტად. -წითელთმიანო რა თქვი რა მქვიაო?_ ღიმილით კითხა ანოს და თვალი ჩაუკრა. -ანო! -წამო განახო სახლი. _ ხელი აიქნია ზუკამ._ თქვენც წამოდით არ გინდათ?_ მოუბრუნდა ცხვირჩამოშვებულ ბავშვებს. -მე და ანოს გვინდა! _ განაცხადა მანჩომ და მეგობარს წინ უბიძგა. ზუკას მიყვა ორივე უკან. -ეე მოიცადეთ ჩემს გარეშე სად მიდიხართ?_ ყვირილით გასძახა ლუკამ და სამეულს დაეწია. მიუტრიალდა ზუკას. თვალებს სასაცილოდ ათამაშებდა ზუკა და ანოს თმებს თვალს არ აშორებდა. კიდევ ერთხელ დააბნია ჩვენი თავგასული კაჭარავა. -არა! ჩემი სახლი არ არის. უბრალოდ დასასვენებლად ვარ წამოსული. უფრო საწანწალოდ! _ წეღანდელ კითხვას მოულოდნელად გასვა პასუხი მამაკაცმა. -მარტო ხარ?_ ღიმილით შევიდა ანო სახლში და ზუკას შეხედა. -პირადში თუ აქ?_ ისევ ეშმაკურად აათამაშა წარბები ზუკამ. -აქ! _ მკაცრად შეკრა შუბლი კაჭარავამ. -აქაც და ისეც მარტო ვარ. -ეს სახლი როგორ ნახე? -წანწალისას გადავწყდი. დივანზე ჩამოჯდა ნაჭყებია და სახლის კედლებიდან მზერა ანოზე გადაიტანა. როგორ აკომპლექსებს ეს კაცი! რას გადაეკიდა, არ შეჭამა თვალებით... << სიმპათიური კი ხარ!>> ღიმილით გაიფიქრა და ზუკას შეხედა, რომელიც ისევ უყურებდა. კაჭარავა მეორე სართულისკენ წავიდა, ისევ ნახა ოთახები ახლა უკვე შიგნიდანაც. კედლებს სიძველისგან შავი ფერი აქვთ მოდებული. ხელი ნელა დაუსვა დამტვერილს საწოლს. არც საწოლია უკეთეს დღეში. გაკვირვებულმა მოავლო თვალი ოთახს. << აქ როგორ ცხოვრობს?>> ხელები ჩამოყარა და მეორე ოთახის დასათვალიერებლად წავიდა, ამ სართულზე ყველაფერი ერთმანეთის მსგავსია. ზუკას ოთახში არ შესულა, რაც არ უნდა იყოს სხვისი საკუთრებაა. მესამე სართულზე საინტერესო არაფერი არ იყო გუშინდელივით, უბრალოდ ეს ყველაფერი ძალიან ხიბლავდა ანოს. უკან მოტრიალებისას მაღალ სხეულს შეეჯახა ცხვირით. მამაკაცის სუნამოს სუნით გაბრუებული ადგილიდან ვერ დაიძრა. თავი ოდნავ მაღლა აწია და კაცს შეხედა. <<რამსიმაღლე ხარ!>> ჩაიფრუტუნა თავისთვის გულში და უფრო უკან გადაწია თავი. ზუკას მის ქცევაზე გაეცინა და ხელი ცხვირზე მიკრა. თვითონ დაიწია უკან და იგივე პოზაში გაშეშებულ ანოს დააკვირდა. რას უშვება ეს საძაგელი კაცი, ასე რომ აბნევს ყოველწუთას. პირველივე ნახვისას კარგი შთაბეჭდილება დატოვა ანოზე და გოგონასაც მოეწონა. თანაც ძალიან მოეწონა. იყო მასში, რაღაც ისეთი, რაც კაჭარავას ძალიან იზიდავდა. მამაკაცის თვალებში, ხედავს ძალიან ბევრ ისეთ რაღაცას რაც მასთანაც არის კავშირში. წელში გასწორდა და მაცდურად გაუღიმა ოთახში მყოფს. -სიმპათიური ბიჭი ხარ! თამამად ალაპარაკდა და ხელები ერთმანეთზე გადააჯვარდენა. საერთოდ არ გაკვრვებია, ნაჭყებიას გოგონას სიტყევი. იცის ალბათ სიმპათიური, რომ არის და იმიტომ. ან ანოსგან არ გაუკვრდა! -მე შენში მარტო ეგ წითელი თმები მომწონს. _ ანოს წინ დადგა და თითები თმებზე ნელა დაუსვა. -სხვა არაფერი?_ მოწყენილმა აწია თავი და კისერმოღრეცილმა შეხედა მამაკაცს. -მთლიანობაში რომ შემოგხედოს კაცმა არ ხარ ცუდი გოგო, მაგრამ ბავშვი ხარ რა. _ ტუჩის კუთხე ირონიულად აწია ნაჭყებიამ და გოგონას თვალებში ჩახედა. - ეს ბავშვია, თვალს რომ ვერ აცილებ! _ ენა გამოუყო და ოთახიდან გაიქცა. კიბეებზე ჩქარა ჩაიბინა და მისაღებში მდგარ მეგობრებს მკლავები შემოხვია. _ წავედით ახლა! _ გასცა ბრძანება და კიბებიდან ნელი ნაბიჯებით ჩამომავალ მომღიმარ ზუკას გახედა. _ კეთილი იყო შენი გაცნობა ზუკა, ჩვენ წავედით. მასპინძელს ხელი აუწია ანომ და სახლიდან გავიდა. ბავშვებიც მალე გამოყვნენ უკან. ზუკამ კარებამდე გამოაცილა და მერე უკან შეტრიალდა. რაღანცაირად დაწყდა გული ანოს. მოეწონა ის კაცი და ამის მერე, რომ ვერ ნახავს რა ქნას? ეგ არაფერი, ზუკას ადგილას მალე დაიკავებს ვინმე, ალბათ და საერთოდ გადაავიწყდება. ამ სახლს ვერ დაივიწყებს ერთი ეგ არის... და ამ სახლს თუ ვერ დიავიწყებს, თავისთავაც ზუკაც გაახსენდება. საკმაოდ გაცილებულები იყვნენ შავ სახლს, ანო უკან რომ მიტრიალდა და პატარა სილუეტს კარგად დააკვირდა. თითქის გონებაში იმახსოვრებს ზუსტად როგორი სახლია. ტყეში დაყენებულ მანქანებში ჩასხდნენ და ქალაქისკენ წავიდნენ. თელავსაც მოივლიან და მერე წავლენ თბილისში. რა მალე დამთავრდა არდადეგები. შორტის პატარა ჯიბიდან ტელეფონი ამოაცურა და მამამისის ნომერი აკრიფა. -მამიჯან როგორ ხარ?_ მხიარულად ჩასძახა და გაიცინა. -მამას ტარაკანა გოგო, შენ რავა ხარ მამი?_ ნუგზარიმაც მხიარულ ნოტაზე უპასუხა. -მაგრად მომენტარე მამიკო. _ ოდნავ დაუსევდიანდა ხმა კაჭარავას. -ორი დღეც მამას ტარაკანა და ჩამხოვალ. _ გაამხნევა შვილი. _ დედაშენმა ერთი არ დამირეკო შე ტუტუცოო. -რა უნდა მაგ ქალს რას გამიმწარა ახალგაზრდობა?_ მოჩვენებით დაისერიოზულა ხმა და ბოლოს გაიცინა. -თავისას მიერეკება. _ ჩაიჩურჩულა ნუგზარიმ. _ ეგ გავიგონე და გაგრეკავთ მე თქვენ ერთ დღესაც! _ დედის ხმა მოესმა იქიდან და ტანში ჟრუანტელმა დაუარა. როგორ მონატრებია თურმე საყვარელი დედიკოს ხმის გაგონება. -მა მიეცი რა ტელეფონი. -მოდი ქალო ბავშვს დაელაპარაკე. _ ოდნავ მოშორებით გაისმა ნუგზარის ხმა და მერე სიჩუმემ დაისადგურა. ცოტახანში წყაპანის ხმა გაისმა და სანატრელი ხმა. _ როგორ ხარ დედი?_ მაინც რომ ვერ უბრაზდება ამ თავნება შვილს. -შენ წარმოიდგინე და მაგრად მომენატრე. _ არ წყვეტდა მასხარაობას ანო. -რანაირი გოგო ხარ მოკლედ ვერ დასერიოზულდი. ამ მამაშენმა სულ გაგიშვა ხელიდან! _ ისევ დაიწყო ტრადიციული ლექციები დედამ. მობეზრებულმა გაწია ყურმილი მოშორებით და თავი აქეთ იქით გააქანავა. ეკა თავისთვი რაღაცას ლაპარაკობდა, იმედით რომ საყვარელი შვილი უსმენდა. ბოლოს დედის ხმა, რომ ვეღარ გაიგო ტელეფონი ისევ ყურზე მიიდო. -მორჩი? -არ მისმენდი ხომ?_ გაბრაზებული ხმა ქონდა ეკას. _ ჩამოხვალ შენ აქ და ვნახავ როგორ გიშველის მამაშენი. ერთი გემოზე უნდა გაგწეწო. _ დაემქურა შვილს და ტელეფონი ისევ ქმარს დაუბრუნა. _ არ უსმინო შვილო შენ ამას, ასე იმუქრება წლებია! -შენ რომ არ მყავდე მამიკო დიდიხანია გამწეწავდა._ შრომა არ დაუკარგა მამას და წლები შეახსენა. _ კარგი მამიკო წავედი ანგარიშზე მითავდება, ჩავრციხავ და დაგირეკავთ ისევ. _ ეშმაკობას მოუხმო ანომ და მეგობარს ჩუმი სიცილით გადახედა. -არ დაიხარჯო მამი შენ. მე ჩაგირიცხვა! _ შეკრული მუშტი დაბლა გააქანა და გახარებულმა გაიცინა. ტელეფონი როგორც კი გათიშა თავი მინას მიადო და გაისუსა. კარავში ძილი საერთოდ არ არის კომფორტული, დაელეწა გვერდები უკვე ერთი თვეა. მანქნაში თუ დაიძინებს ცოტა რბილად. თვალები დახუჭა და ბავშვებს ხელით ანიშნა გაჩუმდითო. ყურსასმენები მორიგო და თელავამდე არ განძრელა. თელავში როგორც კი შევიდნენ მანჩომ გააღვიძა. თვალები მოისრისა და ფანჯრიდან გაიხედა, ნაცნობმა გარემომ წარსულის მოგონებები აუშალა. პატარა, რომ იყო მამას ყავდა ის და კესო თელავში დასასვენებლად წაყვანილი. ლამაზი წლები აქვს გატარებული მათთან ერთად. ორი წლის წინ კესო გათხოვდა და ახლა ულამაზესი ტყუპები ყავს. ანო მათთან ყოფნამ უფრო გააბავშვა. სულ ცდილობს, რომ წლები არ დაკარგოს. იცის, რომ ეს დრო ყველაზე მეტად მოენატება, ამ ასაკს ვეღარადროს დაუბრუნდება და არ უნდა მოგონებები ეცოტავოს მერე. ამიტომაც ყველაფერს აკეთებს რისი გაკეთებაც შეიძლება და არ შეიძლება. ამაში ხელს ორი გადარეული უწყობს, მანჩოს და ლუკას გარეშე არაფერს არ ჩადის. მათთან ერთად აგროვებს მოგონებების დიდ კრებულს. ყველაზე სასაცილო მოგნებად მაინც ლუკას გამწარებული სახე ახსენდება, გოგონებს რომ უფრთხობდნენ ხოლმე ის და მანჩო. ხან რომელი გამოეცხადებოდა შეყვარებულის როლში, ხან რომელი, გადარეული ბიჭი ბოლოს პაემნებს ძმაკაცების სახლში უნიშნავდა გოგონებს. აქ ვერ მომაგნებენო! ლამაზი წლები აქვს მათთან ერთად გამოვლილი და იმედია კიდევ იქნება ასეთი წლები, ჯერ ახალგაზრდები არიან. ოცი წლისები არიან და უკვე რამდენი რამ, გადახდათ თავს ერთად. ფანჯარაზე ორივე ხელი ნელა დასცხო ლუკამ და ფიქრებში წასული ანო შეაშინა. თვალების ბრიალით გადავიდა მანქანიდან კაჭარავა და ლუკას გაყვა. დანარჩენებიც ჩამოსულან! ეს ყველაფერი უკვე ნანახი აქვს, მაგრამ თითოეული ადგილის დათვალიერება იგივე გრძნობებს უღვიძებს. თელავის სამხატვრო სკოლა ყველაზე მეტად მოსწონს. შეუძლია საათობით იჯდეს და უყუროს, შედევრებს. როგორ უნდა ხატვის ნიჭი ქონდეს, მაგრამ ერთ ფიგურასაც ვერ ხატავს სწორად. დაღლილები საკვებ ობიექტს მიედგნენ და ცოტა წაიხემსეს. იქვე ქუჩის მოპირდაპირე მხარეს სკვერში დასხდნენ. -არ მინდა თბილისში დაბრუნება! _ დაიწუწუნა ანკამ და კოკაკოლის ბოთლი ხელებში აათამაშა. -მე ისევ იმ შავ სახლში მინდა. _ თვალები ააციმციმა ანომ და სივრცეს გახედა. -სახლი თუ ზუკა?_ გაიცინა გუკამ და ხელი მოხვია. -არც ზუკაა ურიგო. _ თვალი ჩაუკრა მეგობარს და ფეხი ფეხზე გადაიდო. _ ისე რამდენი წლის იქნება? -სადღაც 27_დამდე იქნება. _ დაასკვნა მანჩომ და ჩანთაში რაღაცის ძებნა განაგრძო. -ხოდა მითუმეტეს საჩემოა. _ გადაიკისკისა კაჭარავამ და ლუკას დაქაჩულ თვალებს მზერა აარიდა. -დღეს რა გეგმები გვაქვს კიდევ? -აღარაფერი. სასტუმრო ვნახოთ და დავბინავდეთ რა, თორემ მე ფეხები აღარ მაქვს. _ დაიწუწუნა ნატალიმ და ფეხზე წამოდგა. -რბილი საწოლი რომ წარმოვიდგინე სხეული შემითამაშდა. _ გაიცინა მანჩომ და ისიც ნატალის მიყვა. ახლომდებარე იაფიან, სასტუმროში ოთხი ნომერი აიღეს და დაბინავდნენ. მანჩო და ანო ერთთად დასახლდნენ. საწოლისკენ სირბილით გაიქცა კაჭარავა და ჰაერში იხტუნა. რბილი მატერიის შეგრძნებამ სულ განაბა. თვალები დახუჭა და ნასიამოვნებმა გაიღიმა. ჩანთიდან ყველ საჭირო ნივთი ამოალაგა და სააბაზანოში შევიდა. წყლის ჭავლის ქვეშ ნახევარი საათი გაატარა. ამ ნახევარ საათში ზუკას გახსენებაც მოასწრო და მასზე ოცნებაც. წარმოდიგინა როგორი წყვილი იქნებოდნე უახლოეს მომავალში. შესანიშნავი! ერთმანეთისთვის გაჩენილები! ოცნებაშიც ხელს უშლის რეალობა, კარების უკნიდან მანჩოს, განწირულმა კივილმა, დაუფრთხო ოცნება და წყალი მოკეტა. ვანიდან ფრთხილად გადმოვიდა და თავისი პირსახოცი მოიხვია. -რა გაწივლებს? არ იცი, რომ ერთი საათით მაინც უნდა ვიყო სააბაზანოში?_ გაუწყრა მეგობარს და სარკესთან დადგა. -ნუ მეტლიკინები! ჭუჭყის სუნი ამდის უკვე, რას ქვია ერთი საათი გაცადო?!_ შუბლი შეკრა სუხიშვილმა და სააბაზანოს კარები ჩაკეტა. -მახო გივარდება რას ამბობ რა! _ ჩაიცინა ანომ და პირსახოცი საწოლზე მაიგდო. თმების გამშრალების დროს პირსახოზე ოდნავ გადასულმა წითელმა ფერმა შეაკრთო. << ასე თუ გავაგრძელე მე თავის ხეხვა გამიხუნდება ეს ფერი. >> გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა და ფენი ჩართო. ცოტახანში მანჩოც გამოვიდა ღიღინ ღიღინით და საწოლზე ჩამოჯდა. -წყალი არ გთენთავს?_ კითხა სარკესთან წამოსკუპებულ კაჭარავას და პირასხოცი თმებზე დაიხვია. -ცხელი წყალი ზოგჯერ მთენთავს._ გასცა პასუხი და სარკიდან გახედა მანჩოს ანარეკლს._ რა იყო ცუდად ხარ?_ ტანი მისკენ მოატრიალა და პასუხს დაელოდა. -არა ცუდად არ ვარ. უბრალოდ წყალმა დამღალა. _ საწოლზე გადაწვა და თვალები დახუჭა. დამაკმაყოფილებელი პასუხი მოისმინა თუ არა ისევ სარკეს მიუტრიალდა. _ ისე ზუკა მართლა ძალიან კარგი ბიჭია! _ შეპარვით ჩაილაპარაკა და ცალი თვალით გახედა ლოყებაწითლებულ მეგობარს. საწოლიდან ნელა წამოიწია მანჩო და ეშმაკურად აციმციმებული თვალები მეგობარს მიანათა. ლოყებახურებული ანო სარკეში იყურებოდა და იღიმოდა. -მომეწონა! -იმასაც! _ გაიცინა სუხიშვილმა. ფეხზე წამოხტა და ანოს გვერდით სავარძელში ჩაჯდა. მეგობარს თავი მხარზე ჩამოადო და თვალებით ახედა._ თან როგორ გიყურებდა. მაღლა რომ ამოვიდა ნახე?_ შუბლი მიადო ყელზე კაჭარავას და მძიმედ ამოისუნთქა. -ჩემი ამბავი არ იცი?_ გაიცინა ანომ და მეგობარს გაეცალა. -მოიცადე ახლა არ მითხრა ვუთხარი რამეო._ წარბები სასაცილოდ შეკრა მანჩომ. -სიმპათიური ხართქო! _ მხრები აიჩეჩა და ისევ სარკეს მიუტრიალდა. -გიჟი ხარ შენ! რაო მერე რა გითხრა? -შენი თმები მომწონსო._ თმაზე ხელი ისე დაისვა, როგორც დღეს დილით ზუკამ. -მოგისწრიათ გენაცვალე თქვენ. _ ფეხზე წამოდგა სუხიშვილი და ჩანთიდან პიჟამა ამოიღო. საწოლზე გულაღმა იწვა და ისევ იმ შავ სახლზე ფიქრობდა. საერთოდ ბავშვობიდან ასეთია, თუ რამე მოეწონა იმას ყოველთვის გულში ინახავს და გამორიცხულია დაავიწყდეს. თან ამ ფაქტს ხელს ის უწყობს, რომ სულ ფიქრობს. სახლის ოთახების გახსენებისა გააჟრიალა, სინესტის სუნში მაინც იგრძნობოდა მამაკაცის სუნამოს სუნი, რომელიც ნაჭყებიას ეკუთვნოდა. ცხვირით რომ შეასკდა მაშინ საერთოდ დაებინდა გონება. სასიამოვნოდ შეუღიტინა სუნამოს სუნმა ცხვირში და იმიტომ დაიბნა. თვალები ნელა გაახილა და მძინარე მანჩოს გახედა. რა კარგია ესენი რომ ყავს გვერდით. სხვა შემხვევაში უამრავჯერ წაიმტვრევდა ცხვირს. ძალიან ეხმარება ორივე თავისი თავი იპოვოს ამ ცხოვრებაში. ერთი წლით ლუკა უცხოეთში წავიდა გაცვლითი პროგრამით. ის წელი ყველაზე საშინლად აგონდება, მიუხედავად იმისა რომ ბევრი სასიამოვნო რამ მოხდა. ვერცერთი გრძნობდა თავს მშვიდად, რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი აკლდა ორივეს. სულის ყველაზე დიდი ნაწილი! იმ წელს სამივე მიხვდა, რომ ერთმანეთისთვის არიან შექმნილები. ოჯახებმაც იციან მათი მდგომარეობა და ცდილობენ ხელისშემშლელი ფაქტორები საფუძვლიანად ჩამალონ. წლის ბოლოს აეროპორტში დაიფიცეს, რომ ერთანეთს აღარადროს დატოვებდნენ, არცერთი დღით! ფიცი ისევ ძალაშია. იმის შემდეგ ფეხი აღარცერთს გაუდგამს ერთმანეთის გარეშე. დასასვნებელადაც ერთად დადიან. პატარები, რომ იყვნენ განრიგი ქონდათ. ორი კვირა ერთის სოფელში იყვენ დანარჩენი ორი კვირა მეორის. ასე ინაწილებდნენ დროს ერთად ყოფნისას. მანჩოსკენ გადაიხარა და ტუჩები შუბლზე მიადო. დილით ოთახში ქარბორბალასავით დატრიალებდა მენაბდე და რაღაცას ეძებდა, თან ცდილობდა გოგონები არ გაეღვიძებინა. მანჩომ ცალი თვალი მძიმედ გაახილა და ოთახს თვალი მოავლო. სარკესთან ჩაცუცქულ ლუკას გახედა და ორივე თვალი ერთდორულად დაჭყიტა. -რა გინდა ბიჭო შენ აქ?_ ხმადაბლა კითხა და მძინარე ანოს გახედა. -შენ თავს გეფიცები არ მინდოდა გაგღვიძებოდა. სატენს ვეძებ. _ მენაბდემაც ჩუმად გასცა პასუხი და ჩანთაში ქექვა განაგრძო. -მანდ არ დევს, ანოს ჩანთაში არ ჩადე?!_ისევ საწოლზე დაწვა და ხელები მაღლა აწია, ერთგვარი მასაჟია ეს სუხიშვილის. -ვიპოვე!_ გამარჯვებულმა აწია სატენი და საწოლზე ნელა ჩამოჯდა. _ ამას უეჭველი ზუკა ესიზმრება. ნახე როგორ აფახუნებს წარბებს. _ დაცინა მეგობარს და გაშლილი ხელისგული პირდაპირ შუბლში გაუქანა. დაფეთებულმა აწია სხეული საწოლიდან და თვალებში გაჩხერილ ლუკას გაშლილი ხელი მოულოდნელად გაუქანა. თავი ვეღარ შეიკავა ბიჭმა და საწოლიდან პირდაპირ იატაკზე მოადინა ზღართანი. -ეგრე! ვიშ!_ საწოლზე შეხტა მანჩო და ხელებით სიხარული გამოხატა. _ ღირსი ხარ! ძლივს არ მიიღე საკადრისი პასუხი, ჩვენი ყველა დილისთვის. ჯიგარი ხარ ანო! _ ანოს გაშლილ ხელს თავისი დაარტყდა და საწოლზე დაეცა. -ჩემს მტერს მოხვდა შენი ხელი. ამოიფრუტუნა მენაბდემ და ოთახი კოჭლობით დატოვა. შუბლზე ნელა ისვამდა ხელს კაჭარავა და სახეს ჭმუხნიდა. როგორ გაუქანა იმ ველურმა, არ შეეცოდა მაინც. საწოლში გვერდი იცვალა და შუბლი ბალიშზე დადო. მართალია ეს ზაფხული ძალიან კარგია და არ უნდა დასრულდეს, მაგრამ ოჯახი ძალიან მოენატრა და უხარია, რომ შინ ბრუნდება. რა ჯობია საყვარელი დედის მომზადებულ კერძებს. საღამოობით დედასთან კამათს ნებისმიერ თემაზე, მერე მამას დაცვა! მოენატრა ეს ყოველივე. თან ტყუპები უკვე ორი თვეა არ უნახავს და ერთი სული აქვს როდის დაუკოცნის პატარა ლოყებს. გახარებულმა წამოყო თავი, თითქოს მოვლენებს დააჩქარებდა. ხელი მიკრა ახლახანს ჩაძინებულ მანჩოს და ფეხზე წამოდგა. -ადექი მოვემზადოთ და წავიდეთ. ჩანთიდა შორტი და მაისური ამოიღო და სააბაზანოში შევიდა. თვალებდაწვრილებული უყურებდა მეგობარს სუხიშვილი. მერე ისევ ბალიშს დაუბრუნდა და ჩაიძინა. სააბაზანოდან გამოსულს მანჩო ისევ საწოლში დახვდა, გადასაფარებელში ახლართული. სარკესთან დადგა თმები მაღლა აიწია და მეგობრის გვერდით საწოლზე ჩამოჯდა. -მანჩო, ადექი ფეხე რა დავაგვიანებთ._ თბილი ხმით დაუყვავა მეგობარს და ხელი ნელა გადაუსვა მოშიშვლებულ მხარზე. -სად გაგვიანდება?_ დახშული ხმით ჩაილაპარაკა სუხიშვილმა. -ჩემები მომენატრნენ ძალიან. -აუ ანო დამაძინე ძალიან გთხოვ რა. _ შეევედრა მეგობარს და ბალიში თავზე დაიფარა._ ჯერ რომელი საათია ნახე, არავინ არ არის თბილისში ახლა წამომსვლელი და მე სად გავიქცე?_ გაბრაზდა მანჩო და გოგონას ხელი კრა. _ მომშორდი ახლა. წადი ლუკას ღვიძავს და ქენით რამე. დააკვალიანა და ხელები საწოლზე გაშალა. ეს იმას ნისნავს, რომ მანჩო ხმის ამომღები აღარ არის. ნელა წამოდგა ფეხზე და ოთახიდან გავიდა. სასტუმროს პატარა ბარში იჯდა ლუკა და ფორთოხლის წვენს წრუპავდა, ტან ტელეფონში მისთის გასართობ თამაშს თამაშობდა. ანო მის წინ დაჯდა და ხელები მაგიდაზე აათამაშა. ლუკამ ერტი გამოხედა გაბრაზებულმა და ისევ ტელეფონს მიუბრუნდა. გაბრაზებას ჯერაც არ გადაუვლია როგორც ჩანს. ანომ სკამი მის გვერდით მიაჩოჩა და თავი მხარზე მიადო, ამ ჯესტზე სულ ყოველთვის თბება ლუკა. ტელეფონი მაგიდაზე დადო და კაჭარავას შეხედა. -რაო კაჭარავა მარტო ვარო და მეაფერისტები?_ გაიცინა ბიჭმა და თავზე აკოცა. _ სადა შენი გველი დაქალი?_ ქალივით დაიწვრილა ხმა. -ძინავს._ ხმაგაპარულმა ჩაილაპარაკა და ლუკას წვენი მოსვა. -არ ეღირსა მაგას გაღვიძება. -მღვიძავს უკვე მენაბდე და რომ მოვალ მიგინაყავ ცხვირს! _ უკნიდან მანჩოს მუქარის ტონი მოესმა და გაეცინა. სახეარეული დაუჯდა წინ მეგობრებს და თავი ხელებში ჩარგო. ისევ ძინავს! _ რაო რომელზე მივდივართო ბავშვებმა? -როცა ერთ ადგილებს აწევენ. _ ჩაიჩურჩულა ანომ. -დღეს აქ იცით რას სცენას შევესწარი? შოკი. ცოტაც და ვიტირებდი. -შენი ხასიათი რომ ვიცი არ გამიკვირდებოდა._ დაეჭყანა მანჩო და თავი ისევ ხელებში ჩარგო. -გაიკმინდე გოგო შენ ენა! მოკლედ, ბიჭი ეძებდა გოგოს თურმე ერთი თვეა და აქ მოაგნო. -შენ ჩვენს გარეშე დაბოლდი?_ წარბები შეკრა ანომ და საფეთქელზე თითი მიუკაკუნა. -უცხოელები იყვნენ და დაიკარგნენ რა! _ განუმარტა. _ დასაბოლებელი, რომ იყოს თქვენ გაგიყოფდით? -ჟმოტი! _ თავისთვის ჩაილაპარაკა მანჩომ. -რას გადამეკიდე შენ ქალო? რამეს გიშავებ? -კი! სუნთქავ. -დაანებე თავი დღეს ადრე გაიღვიძა და უგუნებოდაა._ გადაუჩურჩულა ანომ და კიბებზე ჩამომავალ ბავშვებს გახედა. _ გვეღირსა. ადე მანჩო ჩანთები ჩამოვიტანოთ. _ ხელზე ხელი მიკრა მეგობარს და კიბეებისკენ წავიდა. _ დილამშვიოდბის ბავშვებო. ჩათებს ჩამოვიტანთ და მოვალთ. მანჩო!_ გასძახა ისევ იმ პოზაში მყოფ, მეგობარს და კიბები არიბინა. ნელა წამოდგა ფეხზე სუხიშვილი, ჯერ ლუკას დაუბღვირა და მერე კიბებისკენ წავიდა. თბილისში შესვლისთანავე სხვანაირად დაიწყო სუნთქვა. სადაც შენი ფესვებია იქ სულ სხვაა! ყველაფრის მიუხედავად ეს ქალაქი უყვარს. თავისი ხმაურით და მტვერით. ლუკამ კორპუსთან გააჩერა მანქანა და ყველა ერთად გადავიდა. თავის სახლის ფანჯრებს, რომ ახერდა ცოტაც და აზლუქუნდებოდა. ჩანთა ზურგზე მოიგდო და კიბეები სირბილით აიარა. რკინის კარებზე მუშტი დასცხო და გაისუსა. კარებს იქიდან დედის ქოთქოთი, რომ მოესმა სიხარულით გაეღიმა. კარები გააღო თუ არა ეკამ კისერზე მოხვია დედას ხელები და ფეხები მის წელზე მოაკალათა. -ჩემი ტკვილი დედიკო! როგორ მომნატრე დეე. _ ფერებით, რომ იჯერა გული ფეხზე ჩამოხტა და ისე დაუკოცნა მთელი სახე გახარებულ დედას. -როგორ დასუსტებულხარ შენ მოგიკვდეს შენი დედა._ ლოყაზე მსუბუქად შემოირტყა ხელი ეკამ და შვილი დაატრიალა. _ წამოდი გაჭამო და მომიყე ყველაფერი. _ გულზე მიიხუტა შვილი და სამზარეულოსკენ წაიყვანა. მისაღებში იჯდა და მამის მოსვლას მოუთმენლად ელოდებოდა. დღეს ადრე აპირებდა ნუგზარი შინ დაბრუნებას, მაგრამ სამსახურიდან ვერ გამოვიდა. რკინის კარების დაკეტვის ხმა, რომ გაიგონა ფეხზე წამოდგა და შემოსასვლელშივე მიეგება მამას. ბუმბულივით აიტაცა ხელში, გაკნაჭული შვილი ნუგზარმა და გულზე მიიკრა. დივანზე დასხდნენ და ერთმანეთში ამბები გაცვალეს. დედა ხომ ძალიან უყვარს, მაგრამ მამის გარეშე ყოფნა წარმოუდგენლად მიაჩნია. მისთვის ნუგზარი ყველაზე მნიშნელოვანი და საამაყო ადამიანია. მამიკოს ლოყებზე ხელები მოაკალათა და მთელი სახე დედის მსგავსად დაუკოცნა. ოჯახურ გარემოს და იდილიას არაფერი არ ჯობია. მეგობრებიც ძალიან კარგია, მაგრამ ეს სულ სხვა. ლუკას და მანჩოს დაურეკა და ჩემთან ჩამოდითო თხოვა. აქაც ჩხუბით შემოლაგდა ორივე. მისაღებში დასხდნენ ყველა. ეკას ეს ორი განსაკუთრებით უყვარს, ზოგჯერ ვეჭვობ შვილებზე ძალიანაც კი. მათთან ისეთი თბილი და მოსიყვარულეა, შვილებთან კიდევ პირიქით! სულ ეჩხუბება, ყველაფერს უწუნებს. კესოს დღესაც ეჩხუბება, არაფრის გაკეთება შენ არ იცი როგორ გიძლებს დედამთილიო. არადა რას ერჩის იმ გოგოს, შესანიშნავი დიასახლისია. დის, სიძის და დიშვილების ნახვა მეორე დღითვის გადადეს, დღეს ძალიან დაიღალა და დასვენება ჭირდება. მეგობრები სახლში გააცილა და თავის ოთახში შევიდა. სასტუმროს საწოლი ხომ მოეწონა, მაგრამ ეს საწოლი სულ სხვაა. ზურგით დაწვა და თვალებით ჭერს მიაშტერდა. ჭერზე პატარაობის სურათი აქვს გაკრული. მთელი ოჯახის შემადგენლობით. რომელიღაც კინოში ნახა, გოგონას და ბიჭის სურათი და მაშინ გადაწყვიტა. ვინაიდან და რადღანაც შეყვარებული არ ყავდა ოჯახის სურათი გააკრა. თან ეს უფრო მოუხდა აქაურობას. ძალიან სადად აქვს ოთახი მოწყობილი. წიგნების თაროები აქვს კედლებზე განლაგებული. გარდერობი, საწოლი და კედელზე დიდი სარკე. სარკეში ტრიალი ძალიან უყვარს. ცეკვაზე, რომ შეიყვანა მამამ იქ ნახა მთლიან კედელზე ჩასმული სარკე და მაშინ მოისურვა. ოთახში ცეკვავდა ხოლმე! დილით პატარა თითების შეხებამ გამაოფხიზლა. ამ ერთი თვის მანძილზე პირველი შემთხვევა, ლუკას კივილი ან რაიმე მსგავსი, რომ არ აღვიეძებს და ეს ძალიან ესიამოვნა. თვალები არ გაუხელია ისე მოხვია ორივე ხელი პატარებს და გულში ჩაიკრა. მერე თვალებზე ხელი შეხება იგრძნო და იძულებულმა გაახილა. ორივეს სათითაოდ დაუკოცნა პატარა ღიპები და თავისთან ჩაიწვინა. ოთახში დინჯი გაწონაწორებული ნაბიჯებით შემოვოვიდა კესო და დას ლოყაზე აკოცა. -როგორ ხარ? -ამათ ხელში როგორ ვინქები ანო? გადამდგეს ჭკუიდან. _ დაიწუწუნა და სახედამანჭულ შვილს თავში ხელი მსუბუქად დასცხო. -ვინ დამიწვინა ესენი აქ?_ კითხა დას და პატარას ლოყაზე აკოა. -კოტემ. ქმირს ხსენებისას უნებურად გაებადრა სახე კესო. დაკვირვებულია, როცა მის სახელს ამბობს, ან საერთოდ მასზე საუბრობს სულ ასეთია. თვალებით ბედნიერი. ოთახში კოტე შემოვიდა, ხელში ეკას გამომცხვარი ღვეზელი ეჭირა და ტუჩებს სასაცილოდ აცმამცუნებდა. -ცოლიდას სალამი! როგორ ხარ მოხეტიალე?_ საწოლზე წამოწვა კოტე. -ძალიან მაგრად ვარ! _ გაიცინა ანომ და დას თვალი ჩაუკრა. _ შენ როგორ ხარ? -როგორც ქმარს და ორი შვილის მამას შეეფერება. _ შეიფერა თავისი სტატუსი და ცოლს კოცნა გაუგზავნა. -ეგ ძალიან კარგია! მომენტრა შენშან ერთად ბაასი. -აქ ვრჩებით და რამდენიც გინდა ვიბაასოთ. -მართლა?_ აღტაცება ვერ დამალა კაჭარავამ და საწოლზე წამოჯდა. ბავშვები კალთაში შაისვა და დას მიაშტერდა. -ჩემმა ძვირფასმა ქმარიკომ, ასე მითხრა მე რომ სამსახურში გავალ ბავშვების მოვლა გაგიჭირდებაო. ხოდა სანამ ძიძას ვიშოვით აქ ვიქნები, დედა მომეხმარება. _ გაიცინა კესომ და ქმარს თავი კალთაში ჩაუდო. -ხოხ, როგორ ზრუნავს ცოლზე! _ გამოაჯავრა სიძე და თმები აუბურდა. -არამარტო ცოლზე. შენს გუნებაგანწყობაზეც ვზრუნავ. _ ბავშვებზე ანიშნა თვალებით და ბოროტულად ჩაიღიმა. დილა ისევ ისეთი იყო როგორც ერთი თვის წინ. ეკას და ანოს კათამში საუზმის დაწყების წინ! რომელი კერძი უფრო მსუბუქია. კოტეს და ნუგზარის ნერვებისმომშლელი სიცილი და კესოს ცხვირჩამოსებული სახე. ზუსტად ამ დროს არ ცდილებოდა არცერთი შვილი დედას კალთიდან. საუზმის შემდეგ სახლიდან გავიდა და კიბეები აირბინა, გვერდიგვერდ მდებარე კარებზე ერთდოულად დააკაკუნა და ხელები ზურგს უკან დამალა. სახლის ფორმაში გამოწყობილი მანჩო, აშკარად სახლს ალაგებდა, ისე ქონა სახე დაღლილი. ჯერ კიდევ გამოსაფხიზლებელი ლუკა კარებს ეყრდნპობოდა და თვალების ფახუნით უყურებდა, მისთვის არასასურველ სტუმარს. -შენ გოგო სახლში საათი არ გიწიკწიკებს?_ თვალებდახუჭულმა კითხა და რკინის კარებს თავი მიადო. -შენსავით მკვდრები კი არ ვართ ჩვენ! _ წაკბინა მანჩომ. -ეს დილიდან ხოდზეა._ ცოტა აზრზე მოვიდა ლუკა და მანჩოსკენ ხელი გაიწვდინა. -დღეს სადმე გავიდეთ რა. -ამ დორს სახაშის მეტი არაფერი იქნება ღია ჩემო დაიკო. -ახლა წავიდეთ თქო არც ვამბობ. ასე სამისკენ. -კოფე დავლიოთ?_ გაიტრიპაჩა ლუკამ. -ცეცხლს დაგალევინებ შენ! -ოცი წელი შეიძლება ერთიდაიგივე? რას ჭამთ ერთმანეთს?დავიღალე რა! _ წარბები შერკრა ანომ და ამდენი წლის ნაგროვები სიტყვები ამოასხა. -ღმერთმა დამიფაროს! მანჩოს ჭამა და ჩემი სივკდილი ერთია. -აჰა და კიდევ ნუ ეუბნები ნურაფერსო. _ ხელში დაჭერილი ნაჭერი მოუქნია მეგობარს. -სამზე მზად იყავით! გარდერობთან როგორც ყოველთვის ერთი საათით იდგა და კაფეში წასასვლელად შესაბამის ტანისამოსს ეძებდა. იმდენი რამ აქვს უკვე არჩევა უჭირს. გარდერობის საკიდიდან შავი მთლიანი მოკლე ზაფხულის კაბა გადმოიღო და გადაიცვა. თავისი თავი თუ ბოლომდე არ მოეწონა სარკეში ტრიალისას, გამორიცხულია სახლიდან ფეხი გაადგას. << ქალი სულ მოწესრიგებული უნდა იყოს!>> ანოს საფირმო ფრაზაა. მანჩოს არ უყვარს დიდად მსგავსი რაღაცები, მთავარია თავისუფლად იყოს და სულ ერთია რა აცვია. იმიტომაც ეძახის ანო, მოუწესრიგებელს. მაკიაჟს სულ იკეთებს, მაგრამ ამ სიცხეში მაზის წასმა საშინელება იქნება. იცის რა დღეშიც აქვს მერე სახე და დღეს თავი შეიკავა. ჩანთა ცალმხარეს მოკიდა და მისაღებში გავიდა. ლუკა და მანჩო უკვე ჩამოსულან და ეკას გამომცხვარ ნამცხვარს აგემოვნებენ. << ნეტა თუ არ იღელბა ამდენი მოძრაობით.>> სამზარეულოში მოფუსფუსე დედას გახედა და მეგობრებს ხელით ანიშნა წავედითო. ლუკამ ერთი ნაჭერი კიდევ აიღო და ცარიელ ხელში დაიჭირა. მანჩომ ესეც გაუკრიტიკა და ისე გავიდა სახლიდან. მენაბდე მის რეპლიკებს ყურადღებას აღარ აქცევს, იცის მანჩოს გაჩერება შეუძლებელი რომ არის. ლუკამ მანქანა სადგომიდან გამოიყვანა და მანჩოს წინა კარები გაუღო. -დღეს გდებ პატივს ჩემს გვერდით დაჯდე! იცოდე ასეთი შანსი მეორედ არ გექნება. _ ხმადაბლა უჩურჩულა და ყურზე აკოცა. ყურზე ხელი აიფარა მანჩომ და თვალებაწითლებულმა გახედა მეგობარს. ყური საშინლად უწუოდა. გამწარებულმა გამოგლიჯა უკანა კარები და მანქანაში ჩაჯდა. ანომ ლუკას მხარზე ხელი დაკრა და წინა ადგილი დაიკავა. მათთვის საყვარელ კაფეში დასხდნენ და შეკვეთა მისცეს. ეს კაფე ხუთი წლის წინ აღმოაჩინეს. სკოლიდან გამოპარულებმა არ იცოდნენ სად წასულიყვნენ და მაშინ აგდააწყდნენ აქაურობას. მას შემდეგ სულ აქ მოდიან. მართალია მათი სახლიდან ძალიან მოშორებით არის, მაგრამ მაინც არ ზოგავენ თავს. ნაყინით სავსე დიდი ჭიქა დაუდგეს ანოს წინ. ტაში შემოკრა და კოვზი მაგრად ჩაარჭყო გაყინულ ნაყინს. -ვაიმე დღეს ვანხე ტყუპები, რამხელები გაზრდილან ლამის ჩავყლაპე! -ხო შენ იმხელა პირი გაქვს. _ წაკბინა ლუკამ. -ლუკა!_ ბიჭს მხარზე უჩქმიდა ანომ გაჩუმდიო. _ დღეს სახლში წავიდნენ რაღაცებს გადმოვიტანთ და მოვალთო. ჭიქა ბოლომდე გამოაცარიელა და ნასიამოვნებმა გვერდით მიაჩოჩა. ლუკას ცივი ყავას დააგემოვნა და ფანჯარაში გაიხედა. ნაცნობი სილუეტის დანახვისას სკამზე შექანდა, თავბრუ დაეხვა. იმდენად მოულოდნელი იყო ახლა აქ ნაჭყებიას ხილვა, რომ ცუდად გახდა. ყველანაირი ემოციის მიუხედავად არ გაჭირვებია იმ ერთადერთი ემოციის გამოჭერა რასაც, გულის შეფართხალება ქვია. ანო ძალიან მგრძნობიარე ადამიანია, თუ ვინმე დაიმახსოვრა და მითუემტეს მოეწონა, გამორიცხულია მისი თავი რამემ დაავიწყოს. გახარებულმა ბავშვებს სილუეტისკენ მიუთითა და ფეხზე წამოხტა. არცერთის ძახილისთვის ყურადღება არ მიუქცევია ისე გავიდა კაფიდან და იქვე მდგარ ბიჭთან მიიჭრა. ზუკას უკან გაჩერდა და თავის საქციელზე დაფიქრდა, მაგრამ არ ნანობს! რატომ უნდა თქვას უარი მის უკეთ გაცნობაზე. ან რა არის ამაში სასირცხვილო. ხელი ნელა დაარტყა მხარზე და ზუკას მოქმედებას დაელოდა. მამაკაცი ნელა შემოტრიალდა მისკენ და გაკვირვებულმა წარბები აწია. ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და ადგილზე რწევე დაიწყო. -წითელთმიანს, ჩემი გულთბილი საღაომშვიოდბისა. _ ისევ მხიარულ ნოტზე იყო მამაკაცი. -როგორ ხარ?_ როგორც ჩანს სიხარულმა ხმაზეც იმოქმედა. -ახლა ძალიან კარგად ვარ. გამიხარდა რომ მოხვედი და მნახე. -ხო კაფიდან დაგინახე და. _ ოდნავ დაიმორცხვა და მამაკაცს ახედა. თან თვალება აფახუბენდა მცხუნვარე მზის გამო. -ძალიან გამიხარდა მართლა. _ ეტყობა რომ არ იტყუება, ისეთი გულწრფელი ღიმილი აქვს აკრული. -მეც ძალიან გამიხარდა შენი დანახვა. _ გაიცინა ანომ და კაფის ფანჯარაზე გაკრულ მეგობრებს გახედა. მის მზერას გააყოლა თვალი ზუკამ და ბავშვების დანხვისას გახარებულმა წამოიძახა. -ლუკა და მანჩო ხომ?! წამო შევიდეთ ვნახავ. გოგონას წელზე ხელი მოკიდა და კაფისკენ უბიძგა. დაბნეულმა ახლართა ერთმანეთში ფეხები და ისე წავიდა წინ. მის საქციელზე ნაჭყებიას გაეცინა და თავი დახარა. კაფისკენ მომავალი წყვილი, რომ დაინახა მანჩომ ღიმილიღ გადახედა გვერდით მჯდომ მეგობარს და ფეხზე წამოდგა. კარები გააღო ნაჭყებიამ და ანო შეატარა. -როგორ ხართ?_ დადინჯებულმა კითხა და ანოს მითითებულ სკამზე ჩამოჯდა. -კარგად შენ როგორ ხარ?_ღიმილით კითხა მანჩომ და მეგობარს გახედა, რომელიც განაბული უყურებდა ნაჭყებიას და რაღაცაზე ფიქრობდა._ თბილისში ცხოვორბ თუ ისევ წანწალებ?_ უცებ გაუშინაურდა სუხიშვილი. -არა, წანწალს მოვრჩი. _ გაიცინა ზუკამ და ანოს გახედა. _ თქვენ დაამთავრეთ ტური?_ კითხა ისე, რომ წითელთმიანი გოგონასთვის თვალი არ მოუშორებია. -ჩვენ ამოგვეწურა ვადა და დავიშალეთ. _ პასუხი სიცილით გასცა ლუკამ. _ რას დალევ? -არა გმადლობ, წასასვლელი ვარ. _ მისმა სიტყვებმა სწრაფად გამოაფხიზლა კაჭარავა. წელში დაბნეული გასწორდა და ზუკას შეხედა. ხმა ვერ ამოიღო დაბნეულმა, წარმოდგენა არ აქვს ამ დროს რა შეიძლება თქვას. _ თქვენი ნომრები, დამიტოვეთ, დაგიკავშირდებით და მერე ჩავუსხდეთ. _ გაიცინა ზუკამ. -ანო ჩაგაწერინებს. იეშმაკა მანჩომ და მეგობარს თვალები დაუბრიალა გამოფხიზლდიო. ზუკამ თავისი ტელეფონი ღიმილით მიაწოდა კაჭარავას. უცებ აკრიფა თავისი ნომერი და დაუბრუნა. ბიჭი სამივეს დაემშვიდობა და წავიდა. ერთ ადგილზე გაშტერებული იჯდა ანო და ვერ იჯერებდა, რომ ნაჭყებია ასე მალე წავიდა. მეგობრებს ღიმილით გახედა და ცარიელ ჭიქაში კოვზი შეათამაშა. -კარგი ახლა ნუ ჩამოგტირის ცხვირპირი დაგირეკავს და კიდევ ნახავ. _ გაამხნევა მენაბდემ და თმები აუბურდა. _ ხოდა კიდევ. ასე გიჟივით მეორეთ ბიჭს აღარ მიეჭრა. _ სიცილით დაარიგა ანო. -ზუკა პირველი და უკანასკნელია! _ სიცილში აყვა მეგობრებს და მალე მოვიდა ხასიათზე. -გუშინ ჩვენი მეზობელი რომ არის გუგა, იმასთან იცით რა გოგო გაიჩითა? _ თვალები აათამაშა ლუკამ. -და მერე შენ ის გოგო დაკერე არა?! _ გაიცინა ანომ. -არ ცოდე მაინც ქალების რისხვა, რომ ვარ! _ შეიფერა მენაბდემ და სკამზე გადაწვა. -მაშინ მიდი და იმ გოგოს ნომერი გამოართვი. _ თვალებით მის უკან მჯდარ გოგონაზე მიანიშნა მანჩომ. ბიჭმა მაისურის მკლავები აიკეცა და გოგონებს თვალი ჩაუკრა წასვლას აპირებდა ანოს ხელმა, რომ შეაჩერა. -სანაძლეო როგორც ყოველთვის! _ კოცნა გაუგზავნა და ხელი გაუშვა. ცოტახანი იჯდა ლუკა გოგონას მაგიდასთან და საუბრით ართობდა. თან თავის მამაკაცურ მომხივლელობას არ იშურებდა. ბოლოს გოგონას ყელში ამოუვიდა მისი გაუთავებელი საუბარი და კაფე უსიტყვოდ დატოვა. გაოცებული უყურებდა კარებს. გოგონების სიცილმა მოიყვანა აზრზე და გამწარებული წამოდგა ფეხზე, კარებისკენ წავიდა მანჩოს ხმამ, რომ შეაჩერა. -წაგებულს ჩაბარება უნდა ლ-უ-კ-ა._ გამზადებული ტუჩსაცხი, აიღო მაგიდიდან და ბიჭს გაუწოდა. წითელი პომადა ტუჩის გარშემო სიმწრით დაისვა ლუკამ და კაფე დატოვა. სახლში დაბრუნებულს ტყუპები შინ დახვდა. ორივე იატაკზე გააწვინა და მათთან ერთად თამაში დაიწყო. ამ ორ არსებასთან სულ სხვანაირი ხდება, ძალიან ლაღი და ბავშვური. სამყაროსაც სულ სხვა თვალით უყურებს. წარმოდგენა არ აქვს როგორ შეიძლება ამთაზე ძალიან კიდევ გიყვარდეს ვინმე. საკუთარ შვილს, რომ წარმოიდგენს წლების შემდეგ მათ ადგილას, ემოციებისგა იგუდება. თან ახლა პარტნიორიც ყავს, და ბავშვის ყოლის შანსები ფიქრებში უფრო გაზრდილია. ზუკაზე ფიქრი მთელი საღამო თავიდან ვერ მოიშორა, სიამრთლე რომ გითხრათ ამის სურვილიც არ ქონდა. იმდენად სასიამოვნო იყო მისი ნაკვთების და საერთოდ მისი აღდგენა, რომ ამ ყველაფრის დავიწყება არ უნდოდა ანოს. სამზარეულოდან დის და დედის კამათი ისმოდა. ყურადღება არ მიუქცევია ანოს, როცა კესო აქ არის სულ ასეა. დედა ცდილობს, შვილს ყველა დეტალი, უკეთ ასწავლოს, რაც დიასახლისობას უკავშირდება. ბუზღუნით გამოვიდა კესო მისაღებში და დივანზე ტუჩებდაბრეცილი დაჯდა. დის შემხედვარე სიცილი ვერ შეიკავა ანომ. პატარები იატაკზე დატოვა და თვითონ კესოს მიუჯდა რომელიც წინსაფარში თითებს ხლართავდა. -რაო რა მინდაო?_ გაიცინა და დას ლოყაზე ხმაურით აკოცა. -შემიკლა რა! ეს ასე არ გააკეთო, ის ისე არ გააკეთო. ნაზია ჩემი დედამთილი თუ ეს ვერ გავიგე. _ ჩაიბუზღუნა და მისაღები ოთახის კარებთან აყურებულ დედას გახედა. -რას გადაეკიდე შენ ქალო ამ ბავშვს? შენ როგორი დიასახლისი იყავი ხომ არ დაგავიწყდა, რომ მოგიყვანე. _ ბიბლიოთეკიდან გამოვიდა ნუგზარი და შვილი დაიცვა. _ თეფშს ვერ რეცხადვა ნორმალურად. მთელი სერვიზი დაუმტვრია საწყალ დედაჩემს. _ ცოლის დაცინვას აგრძელებდა ნუგზარი. ეკას აწიღლებულ სახეზე სამივეს ერთდოულად გაეცინათ. მათ სიცილზე ბავშვებმაც სასაცილო ხმები გამოსცეს და ფეხები ჰაერში აათამაშეს. -სარეცხი გამოიღეთ მანქანიდან და დაფინეთ, თორემ დაიკუჭება. შენ კიდევ ვაჟბატონო საღამოს მოგხედავ! _ დაემუქრა ქმარს და წინსაფარი მოიძრო. ოთახიდან გამოპრანჭული ეკა გამოვიდა. ეს ქალი ყოველთვის ფორმაშია. ასაკი საერთოდ არ ემჩნევა მის სახეს. ისეთი მოწესრიგებული და მოვლილია. შვილებს დაუბარა დაქალთან მივდივარო და ქმარზე გაბრაზებულმა დატოვა სახლი. ნუგზარი შვილიშვილებთან ერთად იატაკზე გაწვა და ანოს შეახსენეა სარეცხი დაფინეთო. ორივე ერთდოულად წამოდგა ფეხზე და სააბაზანოსკენ წავიდნენ. ჯერ გამოალაგეს და დაფერთხელს, მერე აივანზე გავიდნენ და სათითაოდ ჩამოკიდეს თოკზე სველი სარეცხი. -ერთი ბიჭი გავიცანი, ნუ რაღა ბიჭი კაცია. არასდროს დაუმალავს კესოსთვის თავისი გრძნობების შესახებ. მისმა დამ მისი თითოეული ემოცია იცის ყველა საკითხზე. მართალია ბიჭებთან, ურთიერთობის გამოცდილება არ აქვს, მაგრამ იყო ერთი მშვენიერი ყმაწვილი მის ცხოვრებაში. მეათე კლასში შეიძინა შეყვარებული და ერთი წელი გაატარა მასთან. მერე წამოიზარდა, სხვა თვალით შეხედა ცხოვრებას და ვეღარ გაუგო. ყოველგვარი ისტერიკების გარეშე დაშორდნენ ერთმანეთს. კესომ ღიმილით გახედა დას და სარეხცი აივნის მოაჯირზე გადაკიდა. -სად გაიცანი?_ დეტალურად მოუყვა გაცნობის ამბები, შემდეგ მისი ემოციები. დღევანდელი დღეც მოუყვა და გაღიმებული დაეყრდნო მოაჯირს. _ არ უნდა იყოს ცუდი, მაგრამ ასე პირდაპირ მაინც ძნელია დასკვნის გამოტანა. შენ რას ამჩნევ მოწონხარ? -რათქმაუნდა მოვწონვარ, აბა ასეთი გოგოს მიმართ გულგრილი როგორ უნდა დარჩეს. _ ამ ისტყვებით თავი უფრო დაიიმედანა. კესომ გაიცინა და თავში მსუბუქად წაოარტყა ხელი. -რას საქმიანობთ?_ მაღლიდან მანჩოს ხმამ შეაკრთო ორივე. მაღლა აიხედეს და მოცინარ მანჩოს თვალებმოჭუტულებმა შეხედეს. _ კესო როგორ ხარ? -შენგან დავიწყებული. ჩამოდი ყავა დავლიოთ. _ ჩუბლზე ხელი მიიდო კესომ. -დადგით მოვიდვარ. -ლუკაც წამოიყოლე, რამდენიხანია არ მინახავს. -ოქეი. უკვე ოთახიდან გამოსძახა მანჩომ. სარეცხი ბოლომდე დაფინეს და ოთახში დაბრუნდნენ. კესომ ყავა დაადგა და შვილების საჭმლის მომზადება დაიწყო. ანო კარებთან იდგა და მეგობრების ჩამოსვლას ელოდებოდა. კარებზე რიტმულად დარეკეს ზარი ორივემ ერთად. პირვლად ოცი წლის მანძილზე სიცილით შემოლაგდნენ მანჩო და ლუკა. გაკვირვებულმა აწია წარბები ანომ და მეგობრებს თვალი გააყოლა. << დავიჯერო დაავადება იყო და გადაუარათ?>> მხრები აიჩეჩა და ორივეს უკან მიყვა. -რა ხალხი, რა ხალხი! _ ხმამაღლა შესძახა ნუგზარიმ და ფეხზე წამოდგა. -როგორ ხარ ნუგზარ?_ თბილად დაკრა მხარზე ხელი ლუკამ და მის გვერდით დივანზე ჩამოჯდა. -ჯანზე ვარ ჯანზე! _ გაიცინა ბაბუამ და შვილიშვილებს დახედა. _ თქვენ როგორ მოიარეთ? -აი ყველაზე მაგარი ზაფხული გვქონდა წელს. _ აღტაცებას ვერ მალავდა მანჩო. -თქვენთვის ყოველი, ზაფხული, ყველაზე მაგაირია. _ დაცინა და ფეხზე წამოდგა. _ აბა წავედი მე და ჭკუით იყავით. ეკას მოსვლამდე არაფერი გააფუჭოთ, თორემ რა გაუძლებს მთელი ღამე იმის წუწუნს. _ ხელი აიქნია და სახლიდან გავიდა. -ვერ მოგაქციეთ ყურადღება. _ სამზარეულოდან ფოდნოსით ხელში გამოვიდა კესო. _ როგორ ხარ ლუკაჩო?_ გადაკოცნა ბიჭი და მის გვერდით მოკალათდა. -მომენატრე ხო იცი შე ოხერო._ გაუცინა მეგობარს. _ სად არის შენი ქმარი?_ მოიკითხა კოტე და ერთ ერთი ტყუპი ხელში აიყვანა. _ ეს რომელია? -ანოა ეგ. კოტე სამსახურშია. _ გაიცინა კაჭარავამ. -გაფიცებ რანაირად არჩევ. _ მეგობარს გახედა ლუკამ და ბავშვი ხელში შეათამაშა. -ანოს პატარა ხალი აქვს ლოყაზე, ლიზის კიდევ არა! _ განუმარტა და პატარას ხალზე მიუთითა. -ვაიმე, მე არც კი დავკვირვებივარ. _ ბავშვები შეათვალიერა მანჩომ. საუბარში ისე გაერთნენ, რომ ვერცერთმა გაიგო როგორ დაიწკიპინა ანოს ტელეფონმა. გვიანობამდე შემორჩნენ ბავშვები კაჭარავებთან. უამრავი ერთად გადამხდარი ამბები გაიხსენეს. მერე სანამ კესომ ტყუპები დააძინა ელოდებოდნენ. ბოლოს კარტი ითამაშეს და დაიშალნენ. ოთახში შესული პირადპირ საწოლზე დაემხო და დაღლილი ხმა ამოუშვა. რა ღლის ამ გოგოს ნეტავ ის გამაგებინა. ჯდომა და ყავის სმა! ნორმალური ფორმა მიიღო და ფანჯარაში გაიხედა. ჯერ თერთმეტი საათიც არ არის. ახლა გავა გარეთ და თეთრ შოკოლად იყიდის. მუცელზე მსუნაგივით, დაისვა ხელი და გარდერობში, შედებული ჩანთიდან, საფულე ამოიღო. კესოს დაუბარა დაბლა ჩავალ და ამოვალო. კიბებზე როგორც ყოველთვის სირბილით ჩავიდა, ვერაფრით ვერ დაჭკვიანდა ეს გოგო. ერთხელაც მოიმტვრევს კისერს და ისწავლის ჭკუას. ღიღინით დაუყვა დაღმართს და ახლომებარე მაღაზიაში შევიდა. უბნის ყველაზე პატარა მაღაზია ეს არის, მაგრამ სახლთან ახლოა. თანაც ყველაფერია რაც გსურს და რატომ იაროს იმ სიშორეს. მაღაზიიდან ორი ფილა შოკოლადი გამოიტანა და ისევ ღიღინით წავიდა სახლისკენ. სადარბაზოსთან მისულს, მოპირდაპირე კორპუსის პირველი სადარბაზოდან ხმაური შემოესმა. ქალის განწირული ტირილის ხმამ დააფეთა. ერთ ადგილზე მიყინული სწრაფად მოვიდა გონს და იმ სადარბაზოსკენ გაიქცა. ყოველთვის როდესაც გასაჭირში მყოფ ადამიანს ხედავს ცდილობს დაეხმაროს. არ აინტერებსებს შესწევს თუ არა ამის უნარი. ახლაც, იცის რომ იქ იმაზე მეტად ძლიერი საფრთხე დახვდება ვიდრე თვითონ არის. შოკოლადები უკანა ჯიბებში ჩაილაგა და იქვე დაგდებულ ორ პატარა წვეტიან ქვას დაავლო ხელი. ხმები უფრო და უფრო ძლიერდებოდა, თითოეული წამი იმაზე მნიშვნელოვანი იყო ახლა, ვიდრე ოდესმე. სადარბაზოს კუთხიდან მიუდგა და კედლის ჩაყოლებით შევიდა შიგნით. ამ კორპუს სადარბაზოშივე აქვს საკუჭნაო. ხის კიბებს აკანკალებულმა ჩახედა და ნაბიჯი შეანელა. პირველი კიბე მოსინჯა, ჭრაჭუნობდა თუ არა და მერე უფრო აუჩქარა ნაბიჯს. << დაყრუვდა ეს ხალხი?>> გულში იმეორებდა კითხვას და იმ ადგილისკენ მიდიოდა საიდანაც ხმა ისმოდა. ერთ-ერთ საკუჭნაოსთან ორი სილუეტი დალანდა. მხედველობა დაძაბა და ამ ორ სილუეტში კაცი ამოიცნო, რომელცი გაშმაგებული ცდილობდა ქალის დამორჩილებას. ამ შემთხვევაში დაფიქრება იმაზე მეტად გამოუსადეგარია, რომ ანო პირდაპირ მიეჭრა მოძალადას და კეფაზე მძიმედ დასცხო ქვის წინა ნაწილი. სილუეტმა ხელი კეფაზე იტაცა და ტკივილისგა ამოიკვნესა, მოტრიალების საშვალება არ მისცა მამაკაცს. ფილმების ყველაზე ცნობად ხერხს მიამრთა და ფეხებს შორის მუხლი ამოსცხო. გამწარებულს კიდევ ერთხელ აღმოხდა გვინვა და ჩაიკეცა. გაუცნობიერებლად დაავლო ქალს ხელი და კიბებისკენ უბიძგა. თან ჩაკუნტულ მამაკაცს უყურებდა და მეორე ქვას მისკენ იშვერდა. ტირილით აირბინა ქალმა კიბეები და სადარბაზოს, კუთხესთან ჩაკეცვას აპირებდა, გაგიჟებულმა რომ დაავლო ხელი და სადარბაზოდან სირბილით წაიყვანა. ახლა თავის სადარბაზოში შესვლე ყველაზე დიდი სისულელე იქნებოდა. მეორე სადარბაზოში შეიყვანა ქალი და ჩაბნელებულ ადგილას კედელს აეკრო. სახელი არ მახსოვს, რომელიღაც ფილმში მუშაობდნენ ქურდები ამ ტაქტიკით. ხმის ამოღება მსგავს სიტვაციებში ძალიან სარისკოა. შეიძლება მერე ზუსტად ეს იარაღი გამოიყენოს მოწინაარმდეგემ შენს საწინაარმდეგოდ. ქალის კრუსუნი ადვილს ხდიდა მათი ადგილსამყოფელი გამხელილიყო. ორივე ხელი პირზე ააფარა და პირის მოძრაობით ანიშნა გაჩუმდიო. ქალმა ერთი ამოისლუკუნა და ნებას დაყვა. მკვეთრად გაიგონა ნაბიჯების ხმა,როგორ უახლოვდებოდა მათ სადარბაზოს. კარგად ესმოდა მამაკაცის უწმაწური სიტყვები მისი მისამართი. << ახლა გავალ და იმ ცხვირს დავუნაყავ!>> აფეთქდა ფიქრებში კაჭარავა. ნაბიჯების ხმა საკმაოდ, რომ გაცდა თავი ოდნავ, გაყო გარეთ და გარემო დაათვალიერა. თავის სადარბაზოსთან ერთი წყვილი გაჩერდა, გოგონა და ბიჭი ერთმანეთს ემშვიდობებოდნენ. ეს ყველაზე კარგი სიტვაცია აქედან გასასვლელად. ის ვერაგი, ვეღარაფერს გაუბედავს. ქალს ხელით ანიშნა წამომყეო და სწრაფაი ნაბიჯებით დატოვა იქაურობა. თავის სადარბაზოსთან მისულმა კიდევ ერთხელ დაათვალიერა გარემო და დამშვიდებული შევიდა. სახლის კარები დაფეთებულმა შაღო და ქალი შეატარა. კესო გაოცებული უყურებდა სტუმარს. თან ისეთი სანახავი იყო, მტრისას! შეშინებული წამოდგა ფეხზე და აქოშინებულ დას მივარდა. -ანო, რა ხდება ხომ მშვიდობაა?_ ხმა აკანკალებულმა კითხა და კიდევ ერთხელ, შათვალეირა, აკრუსუნებული ქალი. ძლივს მითქვა სული ანომ და პასუხის გასაცემად მოემზადა. -ამ ხალხს ყურები სად ჯანდაბაში აქვს არ მესმის. რომ გკლავდნენ ვერავინ ვერაფერ ვერ გაიგებს. _ თავისას მიერეკებოდა კაჭარავა და სიბრაზეს ანთხევდა. _ კესო მიდი რამე დამამშვიდებელი დაალევინე და მეც მალე მოვალ. ნუ გეშინია, აქ ვეღარ მოგაგნებს! _ ხელი დაუსვა აკანკალებულ ქალს მკლავზე და სააბაზანოსკენ წავიდა. სახეზე წყალი შეისხა, აზრზე მოსასვლელად და თავის ანარეკლი შეათვალიერა. რა ვერაგია ცხოვრება! განა ვინმე იფიქრებდა, რომ ამ საღამოს ასეთი რამ მოხდებოდა. ყველა ნაბიჯი სიურპრიზებით არის სავსე. აი ნათელი მაგალითი იმისა, რომ ცხოვრება საოცრებებს გვიწყობს. ანო დარწმუნებულია, რომ ეს საღამოც მისი ცხოვრების ერთ-ერთი გამოცდა იყო, რომელიც იმედია წარმატებით ჩააბარა. სხვა თუ არაფერი, ქალის სიცოცხლე იხსნა! ეს ხომ ცოტა არ არის? ჩვენს დროში გმირობაც კია. ბევრი კი ვერ გაბედავს, მამაკაცას შიშველი ხელებით დაუპირისპირდეს. თანაც თითისტოლა გოგო! ონდავ აზრზე მოსული მისაღებში ქალთან სასაუბროდ გავიდა. საწყალი ოდნავ დაემშვიდებინა კესოს. გვერდით ეჯდა და მზრუნველად უსვამდა თავზე ხელს. მისი და ამ ხერხით სულ გამოირჩეოდა. ძალიან გუჩვილი და მგრძნობიარეა. ყველა უყვარს და ყველა ეცოდება. სველი ხელები შარვლის უკანა ნაწილზე გამიშრალა და ახლა აღმოაჩინა მისი სასურველი თეთრი შოკოლადის ფილეები. ჯიბიდან ამოაიღო და მინის მაგიდაზე დააწყო. -რა გქვია?_ თბილიდა კითხა ქალს და მიაშტერდა. -ნინო._ ამოიკრუსუნა საცოდავად. -ნინო, ვინ იყო შენი ის კაცი?_ კითხვების სმას არ ეშვებოდა ანო. -არ ვიცი! წარმოდგენა არ მაქვს, სახლში ვბრუნდებოდი და. _ აშკარად უჭირდა საუბრის გაგრძელება. -სახეზე იცი როგორია? -კი. -ხოდა ძალიანაც კარგი, მამა რომ მოვა პოლიციას დავურეკავთ და ყველაფერს მოუყვები კარგი? ქალმა უსიტყვოდ დაუქნია თავი და ისევ აკანკალდა. უყვარს ასეთი ხალხი, ზოგი თავს გაიგიჟებდა, სახელი შემლახებაო! ჯობია სამართალმა იზეიმოს. ის არაკაცი დღეს თუ არა ხვალ ვინმეს, მაინც გააუბედურებს. ასე, რომ ჯობია ეგეთმა ციხის კედლები ხეხოს. კარების ხმაზე გახარებული წამდოგა ფეხზე და მშობლებს შეეგება. სტუმრის დანახვისას ცოლ-ქმარმა გაოცება ვერ დამალა. ასეთი არავინ ახსოვდათ სანაცნობოში. ანომ ყველაფერი დეტალურად მოუყვა მამას და თან დამატა, რომ მისი მეგობრისთვის დახმარება ეთხოვა. ნუგზარიმ იმ წუთასვე დაურეკა გოჩას და მასთან მოსვლა თხოვა. ეკა, ისე შეძრა ამ ამბავმა, რომ ტირილიც დაიწყო. << რა არაკაცები იზრდებიან!>> ლუღლუღებდა თავისთვის და ქალს მწვანე ჩაის უმზადებდა. გოჩამ მოსვლა არ დააგვაიანა, მასთანაც იგივე გაიმეორა ორივემ. არცერთი დეტალი დაუმალია დაზარალებულს, იცოდა ამას რაც მოყვებოდა! დაიმედებული დატოვა ყველა და ისე წავიდა ოფიცერი. ქალი იმ საღამოს მათთან დარჩა, სტუმრების საძინებელში. ოთახში შესვლას აპირედა თავის ტელეფონს, რომ მოკრა თვალი. ხელში აიღო და ინსტიქტურად დააჭირა შუა ღილაკს თითი. ეკრანზე ერთი გამოტოვებული ზარი და შეტყობინება დახვდა. გახარებულმა სწრაფად გახსნა წერილი და ღიმილით ჩაიკითხა, ტექსტი. << ანო, ზუკა ვარ! რომ არ მიპასუხე ავღელდი. ხომ კარგად ხარ?>> << კი ზუკა კარგად ვარ. გმადლობ მოკითხვისთვის.>> _ საწოლზე დაწვა და ტელეფონი სახის პირდაპირ დაიჭირა. პასუხმა არ დააყოვნა. << მიხარია. ხო, რატომ გირეკავდი, ხვალ მინდა სადმე დაგპატიჟო. >> <<პაემანს მინიშნავ?>>_ დღევანდელი დაძაბულობა სულ მოუხსნა ზუკას შეტყობინებამ. <<დიახ! პაემანს გინიშნავ, არარომანტიულ გარემოში. ყავა, ჩაი, რამე რუმე.>> _ არც აქ კარგავდა იუმორის გრძნობას ნაჭყებია. << უკვე მომწონს! რომელზე?>> << საღამოსკენ თუ გეცლება. რვისკენ გამოგივლი.>> <<კარგი, დროებით! >> დაემშვიდობა და განაბულმა იცვალა გვერდი. თვალები ბაგებაწეულმა დახუჭა და ყველაზე მშვიდი ძილით დაიძინა. ასე სასიამოვნოდ ბოლოს როდის ეძინა არ ახსოვს. თვალები, რომ გაახილა მზე ახალი ამოსული იყო. ფეხზე წამოდგა და მისაღებში ზლაზვნით გავიდა. ნინოს უკვე გაუღვიძია და დივანზე ზის ეკასთან ერთად. ეკა, თავისი ნახელავით გაუმასპინძლა სტუმარს და გუშინდელი ხასიათი ოდნავ გამოუკეთა. -დილამშვიდობისა. _ თბილად გაუღიმა ნინოს და დივნის სახელურზე ჩამოჯდა. -გაიღვიძე დედას გოგო?! ყავას გაგიმზადებ. _ თავზე აკოცა ეკამ და ფეხზე წამოდგა. -ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო. შენ რომ არა, არ ვიცი, რა მოხდებოდა. _ ხმა აუთრთოლდა ნინოს. -დამშვიდდი კარგი? ახლა ყველაფერი კარგად არის, საბედნიეროდ არაფერი არ მომხდარა. _ დაამშვიდა ქალი და დედის ადგილი დაიკავა. -შენი წყალობით. შენი ოჯახის ვალიდან ვერასდროს ვერ ამოვალ. -ჩემებთან ეგ არ თქვა, თორემ მაგრად ეწყინებათ. _ გადაჩურჩულა ნინოს და სამზარეულოდან მომავალ დედას გახედა. -მე წავალ. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მიხარია, რომ გაგიცანით. -მოიცადე სად წახვალ? დღესაც დარჩი, იქნევა რამე გაიგოს ბაჩომ. _ შეეკამათა ეკა და ფეხზე წამომდგარი, დივანზე დააბრუნა. -დედა მართალია, საშიშია შენი ახლა, ქუჩაში გასვლა. კაცმა არ იცის რა მოუვლის იმ გიჟს. შეიძლება შიშით, რომ არ დააბეზღო კიდევ მოვიდეს. _ დაარიგა ანომ და ყავა მოსვა. -მართალი ხარ, დაველოდები მაშინ ბატონ ნუგზარს. -კარგი გოგო ხარ. ჩემი ქალიშვილიც ინებებს აბრძანებას, ალბათ ახლა და ვისაუზმოთ._ კესოს ოთახისკენ გაწია ტუჩები ეკამ და ოდნავ ხმამაღლა ჩაილაპარკა. -ვაიმე, დედა, შეეშვი იმ გოგოს რა! მთელი ღამე არ აძინებენ ბავშვები და ცოდოა ვახ! _ წარბები შეკრა ანომ და დის ოთახის კარებს გახედა. -მაგას მოუკვდა დედა! როგორ მიწვალებენ ბავშვს ის ოხრები. _ უცებ დადარდიანდა ეკა და შვილი დაიტირა. -მოკლედ ეს ქალი გადამრევს. _ ტუჩზე ხელი აიფარა ანომ და ნინოს გასაგონად ჩაილაპარაკა.. -სუსი გოგო შენ! უყურე ერთი ამას! _ გაბრაზდა ეკა და შუბლი შეჭმუხნა. _ წამოდით ვისაუზმოთ ახლა. _ გამოცოცხლდა უცებ და სამზარეულოსკენ წავიდა. სამზარეულოში თვალებდასიებული და გაწვალებული სახით შემოვიდა კესო. აშკარად ეტყობოდა მთელი ღამის უძილო, რომ იყო. მაცივრიდან ცივი წყალი გამოიღო და ჭიქაში დაისხა. ყველას მიესალმა და გათიშული ისევ ოთახისკენ წავიდა. ბავშვები თავიანთ ეტლში ჩასვა და მისაღებში დატოვა. -დაიღალე დედა ხომ?_ შეწუხებულმა კითხა შვილს და თმაზე ხელი დაუსვა. -რა ჭირთ ამ ბავშვებს ვეღარ გავიგე რა. კოტესაც არ ძინებია მთელი ღამე. ღამენათევი წავიდა სამსახურში. _ სევდიანმა ჩაილაპარაკა და თავი მაგიდაზე დადო._ ძიძა უნდა ვიშოვო სასწრაფოს, თორემ გავაფრენთ, მეც და ჩემი ქმარიც. -შენ სადმე მუშაობ ნინო?_ კითხა ანომ და დას ხელი დაუსვა, თანაგრძნობის ნიშნად. -არა. სოფლიდან გუშინწილ ჩამოვედი და სამსახურს ვეძებდი. _ დარდიანმა ჩაილაპარაკა და თვალებ აწყლიანებულმა ჩეხედა სამივეს. -მე მაქვს კარგი იდეა, თუ რათქმაუნდა შენ თანახმა ხარ. _ მხნედ გასწორდა სკამზე კაჭარავა. -ოღონდ სამსახური იყოს და არაფერზე ვიტყვი უარს. -ბავშვები გიყვარს?_ პირველი კითხვის დასმისთანავე, მიხვდა დედა-შვილი რასაც მაიმუნობდა ანო. დაიმედებულმა წამოყო თავი კესომ და ქალს მიაჩერდა. -რას ქვია მიყვარს. ვგიჟდები! _ ხმა ძალიან დაუთბა ნინოს. -ჩემი და ეძებს ძიძას, გადარეული ტყუპებისთბის. დანარჩენზე თქვენ მოილაპარაკეთ. _ ხელი დაკრა დას და ფეხზე წამოდგა. მაგიდიდან წვენი აიღო და აივნისკენ წავიდა. სავარძელში ჩაეშვა და ფეხები აივნის მოაჯირზე შემოაწყო. ტელეფონს გუშინდელი ღამის შემდეგ სულ თან ატარებს, რა იცი რა დროს მოუაროს, იმ კაცს და დაურეკოს. თან მამამისის ზარს ელოდება ნინოს საქმესთან დაკავშირებით. ყველაფერი ბედიაო რომ იძახის არ იჯერებენ. ბედია აბა რა არის, ქალი გადაარჩინა და დას ძიძა უშოვა. ძალიან კარგი განცდა, როცა აცნობიერებ რომ ვიღაცის სიცოცხლე საფრთხისგან იხსენი. შეიძლება იმ არაკაცს არ მოეკლა, მაგრამ უარესი დაეშავებინა მისთვის! რაც სიკვდილის ტოლფასია ქალისთვის. საკუთარი თავი, რომ წარმოიდგინა ნინოს ადგილას გააკანკალა. გაცნობიერებაც არ უნდა რის გადატანა მოუწევდა, მშველელი რომ არ გამოჩენილიყო. ლუკას და მანჩოს აივნებს ახედა, რომელიმე გარეთ ხომ არ არისო, მაგრამ არცერთი არ ჩანდა. ტელეფონზე ორივეს გაუგზავნა შეტყობინება. << აივანზე გამომზეურდით.>> მენაბდე სრიალით გამოვიდა აივანზე და წინ გადმოიწია. -დღეს მე ზუკას ვხვდები. _ გამოაჯავრა მეგობრები და ფეხები, კომფორტულად დააწყო, ისევ მოაჯირზე. -დაგირეკა?_ აჟიტირდა მანჩო. -ვერ ვუპასუხე და ვიმესიჯეთ. მერე რომ გნახავთ რაღაც უნდა მოგიყვეთ. _ ნინოს ამბავი გაიხსენა. -აუ რა მოითმენს მერემდე? მიდი თქვი._ ცნობისმოყვარე მზერა მიაპყრო მანჩომ._ ცოტა გამოწიე თავი ჩემსკენ, თორემ დამეთხარა თვალები. _ გაუწყრა მეგობარს და კიდევ უფრო გადმოიწია. -სადღა იწევი, გადავარდები! _ ხმა გაიმკაცრა ლუკამ და ხელით ანიშნა უკან გაიწიეო. -აივანზე სასაუბრო თემა არ არის ეს, ჩამოდით და მოგიყვებით. -ჩემს ძმას საჭმელს ვუკეთებ, მოვრჩები და ჩამოვალ. -შენ ჩამო რა ლუკა. _ ყელი გამოწია ანომ და თვალები საცოდავად დაფახუნა. ^^^ -აი ვაფშე არაფერი არ გამიგონია, მითუმეტეს მაგ დროს აივანზე ვიჯექი წიგნს ვკითხულობდი. _საოცრად ააღელვა ნაამბობმა სხიშვილი. -შენ ხო მაგრამ იმ კორპუსში მაცხოვრებლები რამ დააყრუა? -გამჩენმა! _ ხმა ვეღარ გააკონტროლა მანჩომ და ხმამაღლა წამოიკივლა. -შეხე ამას, წყევლაც უსწავლია. დღითიდღე ქალდები რა! _ ენას მაინც ვერ აჩერებდა ლუკა და მეგობარს გესლავდა. _გეყოფათ ახლა! თქვენ ის მითხარით რა ჩავიცვა დღეს. გარდერობის კარები ფართედ გამოაღო კაჭარავამ და საკიდებზე ჩამოკიდებულ კაბებს გადაავლო თვალი. მერე გაახსენდა, ზუკას შეტყობინება, არარომანტიულ გარემოშიო და მაღლა თაროდან გადმოალაგა სავარაუდო ტანსაცმელები. საკმაოდ მოკლე თეთრი-შავში შორტი ამოიცვაა და ზევიდან ოდნავ მოკლე მაისური. მგონი ასე უფრო უნდა მოახდინოს ზუკაზე შთაბეჭდილებას. ძალიან თავისუფალია და სადა. არჩეული ტანსაცმელი გაიხადა და საწოლზე ლამაზად დააწყო. მისაღებში ისხდნენ ქალები და ბავშვების თემას განიხილავდნენ, ზოგადად. ნინო აშკარად გამოცდილი იყო ამ საკითხში. ლუკამ მალე დატოვა გოგონები, ბიჭებთან ერთად ლუდის ბარში მივდივარო. ამ ბოლო დროს ძალიან მოუხშირა დალევას მენაბდემ, რითაც აღფრთოვანებული არცერთი არ იყო. ხეტიალის დროსაც შესაძლებლოიბა თუ ქონდა სულ სვავდა, მერე თავს იმართლებდა <<პირს ვისველებო.>> არადა იციან რა საშინელი დაავადებაც არის ალკოჰოლისკენ მიდრეკილება! ერთხელ თუ გადაეშვი ჭაობში, ამოსვლა საოცრად გაგიჭირდება. შეიძლება ყოველდღიურად არ სვავდეს, მაგრამ მისთვის ესეც საკმარისია. ლუკასთვის ლექციის ჩატარება ხვალისთვის გადადეს. ახლა კონცენტრირებული, მხოლოდ ზუკასთან შეხვედრაზე იყო. ეჩვენება, რომ ზედმეტად ღელავს. ეს კი საშინლად არ მოწონს, იმ კაცის წინაშე, რომ დაიბნეს ხომ დაიღუპა. არ უყვარს, დაბნეული და გამოშტერებული გოგონები ანოს. შვიდი საათისთვის მზადება დაიწყო, ყველაფერს ნელა და ზედმიწევნით აკეთებდა. სიჩქარეში არადროს არაფერი არ გამოდის, ან თუ გამოდის ბოლოს აღმოაჩენს, რომ რაღაც არასწორად აქვს გაკეთებული და ყველაფერი ხუხულასავით ენგრევა თავზე. რვის ნახევარზე ზუკასგან შეტყობინება მოუვიდა, რომელიც მისამართს თხოვდა. ზუსტად რვა საათზე თავისი სადარბაზსო წინ ზუკას მანქანა იდგა, მამაკაცი მანქანის მარჯვენა მხარეს მიყრდნობოდა და ხელები ერთმანეთზე გადაეკვარედინებინა. სადარბაზოდან გამოსული ანო, რომ დაინახა მისკენ წავიდა და გადაკოცნა. ჟრუანტელმა რამოდენიმე რეისი გააკეთა მის ადუღებულ სისხლში და მერე დაწყნარდა. აფორიაქებული ჩაკდა მანქანაში და პარტნიორს გაუღიმა. ანოსთან შედარებით ნაჭყებია ძალიან მშვიდად გამოიყურება, ალბათ ეს მერამდენე პაემანია მისთვის. ასეთი შებოჭილი და დაძაბული, არასდროს არ ყოფილა. ზუკას მზერას გრძნობდა, მაგრამ მისკენ თავს ვერ ატრიალებდა. არადა როგორი თამამი იყო გუშინ. თვითინ არ მიეჭრა ამხელა კაცს? ახლა რაღა ჭირს ხმა, რომ ვერ ამოუღია. თითქოს მიუხვდა ზუკა ასე ჯდომის მიზეზს და საუბრის წამოწყება ამჯერად თავის თავზე აიღო. გარიმებულმა მოუხვია საჭე. -რაღაც დაძაბულად გრძნობ თავს, მოეშვი კარგი? საერთოდ არ გიხდება ეგეთი სიმორცხვე! _ გაეხუმა მამაკაცი და გაიცინა. ლოყები უარესად აუხურა ზუკას სიტყვებმა. თავი ძლივს მიატრიალა მისკენ და გაიღიმა. ამჯერად გულით გაუღიმა მამაკაცს და თითქოს დაძაბულობაც მოეხსნა. უფრო თავისუფლად მოთავსდა და ხელები მუხლებზე დაიწყო. -სად მიგყავარ?_ ცნობისმოყვარეობა ვერ დამალა ანომ. _ თუ საიდუმლოა? -არა! აქვე ახლოს ჩინური რესტორანი ვიცი და იქ. ძალიან გემრიელ კერძებს ამზადებენ. -მართლა?_ აღტაცებულმა წამოიძახა და ოდნავ გადაიხარა ზუკასკენ. _ სულ მინდოდა ჩინურ რესტორანში წასვლა. ჩემები ვერ დავითანხმე, ასე ამბობენ იმ საზიზღობებს ვერ შევჭამთო._ დაცინა მეგობრებს და ღვედს ხელი დაუსვა. -საზიზღრობებსო? არადა იცი რა მაგარი კერძები აქვთ?! მე და ჩემი მეგობრები თითქმის სულ იქ ვართ. აუცილებლად გაგაცნობ მათაც. _ გაიღიმა ზუკამ. -როგორ ფიქრობ, ნაადრევი ხომ არ არი,ს ერთმანეთის, საახლობლოს გაცნობა. _ თავი დაიზღვია ამ კითხვით ანომ. აინტერესებს რას ფიქრობს მასზე ზუკა. მამაკაცი, როდესაც ქალს მისი ნაცნობების გაცნობას სთავაზობს, ე.ი. სერიოზულად ფიქრობს მასზე. ამ ფატქმა ღიმილი მოგვარა ანოს პატარა და ლამაზ სახეს. -რატომ? სულაც არა! მე ვფიქრობ, რომ ერთმანეთის მეგობრებს უნდა ვიცნობდეთ. მე ხომ ვიცნობ შენს საძმაკაცოს, ხოდა შენც გაგცნობ! _ დაბეჯითებით ჩაილაპარაკა ნაჭყებიამ და მანქანა სადგომზე დააყენა. _ გადმოსკუპდი აბა. მხიარულად უბიძგა კარისკენ და თვითონაც გადავიდა. ამ ბიჭის დადებითი მუხტი ძალიან მოსწონს ანოს. არ გავს იმ მამაკაცებს ზედმეტად სერიოზულები რომ არიან. ზუკა ნორმის ფარგლებშია და ეს მოსწონს ზუსტადაც მასში. ღიმილით გადავიდა მანქანიდან და მის წინ ასვეტილ ლამაზად გაფორმებულ ჩინურ რესტორანს შეავლო თვალი. კარების გაღებას მოყვა მაღლიდან ხმები, რკინის პატარა ნაწილები ერთმანეთს ეჯახებოდნენ და ხმებს გამოსცემდნენ. ღიმილით წაიყვანა თავისუფალი ადგილისაკენ ზუკამ გოგონა და სკამზე დასვა. -პირველი რა დავაგემოვნოთ? _ მის გვერდით, მოკალათდა ზუკა და წინ მოძრავ კერძებს დააშტერდა. -სუშით დავიწყოთ. -გაქვს გასინჯული? _ ხელი სუშისკენ წაიღო ზუკამ თან ანოს უყურებდა. -უამრავჯერ. ძალიან მომწონს. -სუშის შემდეგ შირაკო გავსინჯოთ, ძალიან გემრიელია! _ თვალი ჩაუკრა პარტნიორს და სუშს დაწვდა. საღამო ძალიან ლამაზი გამოვიდა. ისაუბრეს თითქმის ყველა თემაზე. ყველფერში ძალიან ადვილად უგებდნენ ერთმანეთს. იყო რამოდენიმე თემა, რამაც კამათი გამოიწვია, მაგრამ მალევე შეთანხმდნენ! ძალიან სასიამოვნო მოსაუბრეა ზუკა, ამაში თითოეული სიტყვის შემდეგ წრმუნდება ანო. იმდენად მოსწონს მისი საურის მანერა, რომ შეუძლია მთელი დღე უსმინოს. გახსნილია საუბრის დროს, არ იზღუდება. არ არის მოჩვენებითი. თავის მეგობრებზეც მოუყვა რამოდენიმე სიტყვით. -ძალიან ბევრნი ვართ! თავიდან სულ ბიჭები ვიყავით, მერე რძლები მომრავლდნენ და დღეს ერთი დიდი ოჯახი ვართ. -ძალიან მიყვარს ეგეთი სიტვაციები. ჩვენს სამეგობროში ჯერ მხოლოდ ჩემი დაა დაოჯახებული. -ჩემთან კიდევ მხოლოდ მე დავრჩი. _ ეშმაკურად ააფახუნა თვალები ნაჭყებიამ. მის გამოხედვაზე სიცილი ვერ შეიკავა კაჭარავამ და გულიანად გადაიკისკისა. _ რა საყვარელი ბავშვი ხარ! _ სიტყვა ბავშვი არასასიამოვნოდ მოხვდა ყურში ანოს. გაბრაზებულმა დაუბრიალა, თვალები მამაკაცს და მაგიდაზე მოთამაშე ხელები გააჩერა. _ თანაც ბუტია! ლამაზიც! _ აგრძელებდა ზუკა. _ ძალიან მომწონხარ! _ პირადპირ მიახალა. ასე უცებ ზუსკასგან მსგავს სიტყვებს არ ელოდა და ყბა გაშეშებული მიუტრიალდა. მამაკაცმა მისი გაკვირვებული სახი რომ დაინახა, მხრები აიჩეჩა და განაგრძო. _ რატომ უნდა დაგიმალო ჩემი გრძნობების შესახებ ვერ ვხვდები. ლამაზი გოგო ხარ, ერთმანეთი მოგვწონს ფაქტია. დუმილით ზედმეტად გაგვეწელება ეს პროცესი. მე არ ვამბობ, რომ მიყვარხარ, მაგრამ შესაძლებელია ეგეც. ურთიერთობას გააჩნია რა, ხომ ხვდები? მისმა სიტყვებმა პირისკენ წაღებული კერძი ერთ ადგილზე გაუშეშა. ჯოხები თავის ადგილას დააბრუნდა და თვალებარეულმა შეხედა მომღიმარ ზუკას. დანამდვილებით იცის, რომ მის წინ მჯდომი ადამიანი არ უყვარს! და შეიძლება არც შეუყვარდეს, მაგრამ მის მიმართ სიმპათია ძალიან დიდია. საერთოდ არ თვლის საჭიროდ ზუკას მისი გრძნობების შესახებ დაუმალოს! ვერ ხედავს ამის აუცილებლობას. თავის ზედმეტად დაფასებით კი ცხოვრებაში არაფერი არ მოუგია და რაღა ახლა მოიგებს ამიტომ ჯობია ის თქვას რასაც გრძნობს. ადამიანებს ამის შანსი ხშირად არ გვეძლევა. -დღეს უკვე მეორედ გირეკავს. _ ღიმილით გადაუჩურჩულა მანჩომ და წელში გასწორდა. -რა ქნას ჩემს გარეშე ყოფნა ადვილი კი არ არის. _ თავმომწონედ ჩაიფრუტუნა და ჩანგალი მძიმედ ჩაარჭო კერძს. -თქვენ მანდ, რას ჩურჩულებთ უჩემოდ?_ წარბები შეყარა ლუკამ და ნატურალური წვენი კესოს გადააწოდა, თან გოგონებს ადევნებდა თვალს. -დღის ამბებს განვიხილავთ. _ ხმამაღლა დადაუძახა ანომ და თვალი ეშმაკურა ჩაუკრა მეგობარს. -შემთხვევით მაგ დღის ამბებს ზუკა ხომ არ ქვია?_ გოგონებისკენ გადმოიხარა და სიცილით ჩაილაპარაკა. თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავი დაუქნია კაჭარავამ და სახე დაისერიოზულა. _ მაგარი გაჭედილი გაქვს უნამუსო ვიყო!_ სიცილნარევი ხმით ჩაილაპარაკა და ნუგზარის სადღეგრძელოს ჭიქის აწევით დახვდა. კესოს კიდევ ერთი წლით დაბერებას აღნიშნავდა, სანათესაო. კოტე და ნუგზარი ჭიქას ჭიქაზე ცლიდნენ და ცოლების, დაქაჩულ თვალებს მზერას არიდებდნენ. გოგონები მთელი საღამო მხოლოდ ზუკაზე საუბრით და ერთი კვირის მომხდარი ამბებით იღლიდნენ ენას. კესოსთვისაც გაუსაძლისი აღმოჩნდა, ყოველი სადღეგრძელოს ბოლოს მისი დღეგრძელობა და ოჯახის კიდევ ერთი წევრით მატების სურვება. უარის ნიშნად თავს დაპროგრამებულივით აქანავებდა და კოტეს მაცდურ მზერას მუშტის დაქნევით პასუხობდა. ნინოს დახმარებით ცხოვრება ძალიან გაუადვილდა ცოლ-ქმარს. ერთმანეთისთვისაც ბევრი თავისუფალი დრო რჩებათ და ღამეების თენებაც არ უწევთ. ^^^ იმ დღეს ძალიან კარგად გრძნობდა ორივე თავს, ჩინური რესტორნიდა ცოტახნით ქუჩაში გაისერინეს. ბევრ რამეზე მოასწრეს საუბარი, ზუკა თავის ცხოვრებაზე უყვებოდა და თავს კარგად აცნობდა. ანომაც გაიხსენა ძველი მოგონებებიდან რამოდენიმე ისტორია და უამბო. თავისი გადაწყვეტილების სისწორეში ნელ-ნელა რწმუნდებოდა. თვითონაც იცოდა, რომ ზუკა არ უყვარდა მაგრამ მის მიმართ ძალიან თბილს რაღაცას გრძნობდა. სახელიც რომ ვერ მოუძებნა ჯერ, მისი ნახვით გამოწვეულ ემოციას. ნაჭყებია, ზედმეტად კარგი ბიჭია ანოსთვის. ძალიან მხიარული, პოზიტიური და ზოგჯერ გაუსაძლისად მკაცრია, იცის რა დროს რაზე უნდა ისაუბროს. მას შემდეგ სულ ორჯერ ნახეს ერთმანეთი და ორივეჯერ სასიამოვნოდ დაამახსოვრა თავი გოგონას. თავისი პროფესიიდან გამომდინარე ხშირად უწევს საქართველოდან წასვლა და ამჯერადაც უცხოეთშია წასული. არც ამხელა მანძილმა, შეუშალა ხელი მასთან მუდმივად კონტაქტი ქონოდა. ნაჭყებია დაპირდა, რომ ჩამოვალ ჩემს სამეგობროს იმ დღესვე გაგაცნობო. იცოდა ეს ყველაფერი ძალიან ნაადრევი, რომ იყო მაგრამ მათი ინტერესით კვდებოდა. იმდენი სასაცილო ისტორია მოუყვა ზუკამ მათ შესახებ, რომ უკვე რაღაცა დოზით დაუსწრებლად უყვარს ერთიანი სამეგობრო. თან დააიმედა, შენსავით კარგი გოგონები გვყავსო! ზუკასთან ყოფნისას რაც ყველაზე ძალიან მოწონს ის არის, რომ მამაკაცი ძალიან რეალურია! არ აჩვენებს თავს ისეთ ადამიანად, რომელიც არ არის. შეიძლება, იფიქროს რომ ზუკა კარგად თამაშობს, მაგრამ ანომ იცის ადამიანების ცნობა და არც ზუკაა გამონაკლისი. გამორიცხულია იმ გულში ბოროტება ჩაიდოს. იმდენად სუფთა და მართალია ანოსთან საუბრისას, რომ ეს შეუძლებელია! ბევრჯერ მოუსმენია ნაცნობებისგან და უცნობებისგან, რომ ადამიანებს არ უნდა ენდო! ანოც იზიარებს ამას, მაგრამ მხოლოდ იმ ადამიანებზე ვისკენაც გული არ მიუწევს. თვითონ ძალიან კომუნიკაბელური ადამიანია, მაგრამ თუ პიროვნებასთან ერთხელ ვერ გამონახა საერთო ენა, ხელს იქნევს და მიდის. ზუკასთან, ყოფნას კი ვერ დათმობს. იმდენად სიამოვნებს, მასთან ერთად სეირნობა და ზოგჯერ მისი ეჭვიანი თვალების დანახვა, რომ მარტივად ვერ დათმობს ამ მამკაცს.ხშირად კი არ ხდება ასეთი სასიამოვნო აუცელებლობები ანოსთან. რა მიზეზით შეიძლება უარი თქვას მამაკაცთან ყოფნაზე! ჯერ დაკვირვების პერიოდი აქვთ, ერთმანეთთან ურთიერთობას სწავლობენ, თუ არაფერი გამოუვიდათ დაიშლებიან და ეგ არის. რატომ უნდა გაირთულოს რომელიმემ ცხოვრება ზედმეტი თავსატეხებით... ამ ეტაპზე კი ძალიან კარგად გრძნობენ თავს, თითქოს ერთმანეთისთვის არიან შექმნილები. ორივე მხიარული და ლაღი. ზუკა მხოლოდ მაშინ არის სერიოზული როდესაც თავის პროფესიაზე საუბრობს, ამ დროს სულ სხვა ზუკა იღვიძებს მასში... ნამდვილი მონსტრი ექიმი, რომლისთვისაც ამ დროს იუმორი სრულიად მიუღებელია. საუბრისას როგორი მკაცრი და შეუვალია და წარმოდგენაც არუნდა, საავადმყოფოში ყოფნისას რა არის. ზუკას გადმოცემით იცის, რომ მისი საძმაკაცოდან ყველა ექიმია. თანაც ძალიან გამოცდილი და კარგი ექიმები. ის ერთი კი, თავისი პატარა ბიზნესით იკიდებს ფეხს ცხოვრებაში. მოდი და მათით არ დაინტერესდე! -როგორ ხარ წითელთავა?_ სიცილით ჩასძახა ტელეფონში ზუკამ. - კარგად ზუკიტო, თავად როგორ გიკითხო. _ იცის როგორ ღიზიანდება ზუკა სახელის გაპრანჭულ ფორმებზე. -ანო, ამოგადღლიზავ ენას და დაგაჭერინებ ხელში! _ დაიმუქრა ნაჭყებია. -რომ ჩამოხვალ, მერე კი აღარ გექნება ეგეთი დიდი გული. _ გაიცინა კაჭარავამ და ენა გადმოაგდო, თითქოს დაინახავდა. -ცოტახანი მოიცადე და ნახავ! ხვეწნით დაგღლი..._ ეშმაკურად ჩაილაპარაკა ზუკამ. -ვერ გავიგე?!_ კითხვის გამეორება თხოვა ანომ და გაიტრუნა. -თეორიულად ახსნას მუღამი არ აქვს, რომ ჩამოვალ პირდაპირ პრაქტიკაზე გადავალ!_ ისევ არ ეშვებოდა ნამიოკებით საუვარს ნაჭყებია. გონების რაღაცა ნაწილი, ხვდებოდა რაზეც საუბრობდა ზუკა, მაგრამ დარწმუნებული არ იყო და არ უნდოდა მამაკაცთან შერცხვენილიყო. -დაგელოდები და იმედი მაქვს რამე ისეთი არ არის. _ მაინც გაკრა კბილი იმ თემას. -ისეთში რას გულისხმობ? დაუოკებელი სურვილების დაოკებას?_ გაამასხარავა ზუკამ. -ჩამოხვალ შენ აქ და ნახავ, როგორია დაუკოებელი სურვილების ვერდაოკება! _ ანოც აყვა მასხარაობაში და გამიზნულად უთხრა ის რაც თქვა. -მაგით რისი თქმა გინდა, რომ საშვალება არ მომეცემა, ეგ ალუბლისფერი ბააგეები დავაგემოვნო?_ სერიოზული ხმით გაიკვირვა ზუკამ. -რატომ გინდა ნერვები მომიშალო?_ თმის ფერი დაედო ლოყებზე ანოს. სარკეში საკუთარი თავი ღიმილით შეათვალიერა და აპამიდვრებულ ლოყებზე ხელი დაისვა. -სულაც არ ვცდილობ შენი ნერვიული სისტემის მოსპობას. მე ვამბობ იმას რასაც ვფიქრობ და ახლა თუ არ გავთიშე კიდევ ბევრ რამეს ვიტყვი. -ხოდა კარგად იყავი!_ არ ესიამოვნა საუბრის ასე მალე დასრულება. იცის რომ ხვალამდე მასთან დარეკვას ვეღარ მოახერხებს. -ვიცი, რომ ძალიან გენატრები და ჩემი ხმა ერთადერთი საშვალება, მაგ მონატრების გასანეიტრალებლად, მაგრამ ახლა მართლა უნდა გავთიშო, სამსახურში მვიდივარ. _ თბილად ჩაილაპარაკა ნაჭყებიამ და ხმაურიანი კოცნა გამოუგზავნა ანოს. -კარგი დროებით, გკოცნი და ჭკვიანად! -მეც გკცონი, ტუჩის მარცხენა მხარეს... _ადგილმდებარეობა დაუკონკრეტა და ტელეფონი სიცილით გაუთიშა. საწოლზე გულაღმა დაწვა და თვალები ღიმილით დახუჭა. ძალიან კარგად გრძნობს თავს მასთან საუბრის შემდეგ...ახლა აეჭრება მაღლა მეგობრებს და დააწიოკებს, სხვა საფიქრალი და საქმე მაინც არ აქვს. საწოლიდან ისკუპა და ფეხშიშველი გვარდა მისაღებში. დივანზე მჯომი დედა, რომ დალანდა ფეხებზე შეშინებულმა დიახედა და ტუჩი მოიკვნიტა. ფეხისწვერებით წავიდა უკან და თავისი ოთახისკენ აიღო გეზი. გზაში ეკას სიცილნარევმა ტონმა შეაჩერა. -შენი ჩუსტები აქ ყრია!_ ხელი დივნის წინა ნაწილისკენ გაიშვირა, ისე რომ შვილისთვის არც შეუხედავს. გაბრაზებულმა ჩაიფრუტუნა დედის მისამართით რაღაც და დივნისკენ წავიდა. ეკა ახალი გადაცემის ყურებით იყო გართული და შვილისთვის ყურადღება აღარ მიუქცევია. ფეხზე წამოდგა და შიშველ ფეხზე ჩუსტები წამოიცვა, მერე კი კარებისკენ წავიდა. კიბები ერთის გამოტოვებით აირბინა და ორივე კარზე ერთდოულად დაკაკუნა. ლუკა თვალებდასიებული და წელზევით შიშველი გამოვიდა მთქნარებით. მანჩოს თავზე ლამაზი ვარდისფერი თავშალი ქონდა წაკრული და წიგნი იღლიაში ამოჩარული, თან საჩვენებელი თითით ადგილს იმახსოვრებდა. -დღეს არის ძალიან მაგარი ფილმი და წავიდეთ რა. _ საწყლად დაახამხამა თვალები და ორივეს მზერა მოავლო. -შენ ამდილაუთებია ისევ ზუკამ გაგაღვიძა?_ მობეზრებულმა ჩაილაპარაკა ლუკამ და კარების ჩარჩულს მიეყრდნო, თან თვალებს სწრაფად ახამხამებდა არ ჩამეძინოსო. -შენგან განსხვავებით ჩვენ დილა და შუადღე ვიცით. _ წაკბინა და მაჯის საათი თვალებთან ააფარა. _ რას იზამთ წამოხვალთ თუ კესოს მივადგე? -მე აუზზე მინდოდა წასვლა, მაგრამ ჯანდაბას იყოს კინო. _ ჩაიფრუტუნა მანჩომ და ხელის ერთი მოძრაობით მოიხსნა თავშალი. -თუ გინდათ რომ მეც თქვენთან ერთად წამოვიდე აუზზეც წავიდეთ. გოგოების ყურებით მაინც მოვიკლა წყურვილი. -შენ, შენი ჰორმონების დასაკმაყოფილებლად გჭირდება ერთ ღამიანი ქალი!_ ჩაისისინა მანჩომ ირონიულად. -და მერე შენ რა იცი, რომ არ მყავს? მე ყოველდღიური გოგო მინდა, ქალი კი არა!_ არც ლუკამ დააკლო ირონია მის სიტყვებს. -ხოდა თუ გინდა, ტვინი უნდა გაანძრიო და შენარჩუნება ისწავლო. როდემდე უნდა გახიონ გოგო, მზობლის ბიჭებმა?_ დაცინვით კითხა ანომ და მანჩოს უკან დაიმალა. -ერთ მშვენიერ დღესაც, რომელიც ჩემს სასიკეთოდ გათენდება, ორივეს დაგბრიდავთ!_ გაბრაზებულმა მიხურა კარები. -რა ვქნათ წავიდეთ აუზზე?_ დოინჯი შემოიდო მანჩომ და ლუკას კარებს გახედა. -ჯერ კინო მერე აუზი! აუზისთვის საჭირო ნივთები ზურგჩანთაში ჩაალაგა და გარდერობიდან შორტი კომპინიზონი გამოიღო, სწრაფად ამოცვა და აივნიდან გასძახა მეგობრებს მოვიდვარო. წასვლამდე ტელეფონი კიდევ ერთხელ შეამოწმა, იქნებ ზუკას დანარეკი ან შეტყობინება იყოსო, მაგრამ იმედები გაუცროვუდა. ტუჩებით სასაცილო ბგერები გამოთქვა და ტელეფონი ჩანთაში ჩააგდო. უკანა სკამზე კომფორტულად მოკალათდა და ფანჯრიდან გაიხედა. ზაფხულის მიუხედავად მაინც რამდენი ადამიანი მოძრაობს ქუჩაში. ყოველთვის უყვარდა ადამიანების დაკვირვება. მათ სახეზე ამოცნობილი ემოციები, უკეთ არკვევდა რეალობის სიმძაფრეში. მათი დასევდიანებული თვალებით უკვე იცოდა რამდენი ადამიანია გარშემო უბედური... ზოგის მოციმციმე თვალები კი მასააც აბედნირებდა, მცირედით მაგრამ რაც მთავარია აბედნირებდა და ადამიანობას გრძნობდა! იმ ადამიანობას დღედღეობით ძალიან ცოტანი, რომ არიან შემორჩენილები. სულ უნდოდა ხმამაღლა დაეფიქსირებინა თავისი აზრი, დღევანდელ სიცხადესთან დაკავშიებით, მაგრამ ვერასდროს მოახერხა. სულ რაღაცა უშლის ხელს, ან შეიძლება ეშინია და იმიტომაც ვერ ამობობს, იმას რასაც გულში ინახავს. ეშინია იმიტომ, რომ ხალიხს რეაქიცა იცის სიმართლის მოსმენისას... ძალიან ბევრჯერ უკამათია სამეგობროსთან არასწორი შეხედულებების გამო. ყველა რატომღაც ფიქრობს, რომ ერთმანეთის ცოხვრებაში უნდა ჩაერიოს...ან ამის უფლება აქვთ! ანოსთვის კი ეს ყოველივე მიუღებელია, არ ესმის რამტომ უნდა განიხილებოდეს ლექტორის პირადი ცხოვრება ლექციების დროს... ვერასდროს გაიგებს, რატომ ჭორაობენ მეზობლის ქალები, ქმარგაშორებულ ნინელიზე! არ ესმის მათი შეხედულებების და ვერც ვერასდროს გაიგებს. ის არ არის ამ ყველაფრისთვის დაბადებული, ანოსთვის მთავარი მისი ოჯახი და თავისი თავია. საკუთარ თავს მხოლოდ მათ ცხოვრებაში ჩარევის უფლებას აძლევს, ისიც იშვიათად როცა გულით გრძნობს რომ აუცილებელია, თავისი სიტყვა თქვას... ერთელ ქუჩაში პირვლად რომ გავიდა, წითელი ფერის თმებით დააფიქსირა, რომ ხალხის გადაძახილ გადმოძახილები აღარ აინტერესებდა. ისიც დააფიქსირა, რომ ხალხს საკუთარი ცხოვრება არ გააჩნია. მათი ცოხვრების არსი, სხვისი ცოხვრების საჯაროს გამოტანა და გაშიშველბაა. იმ დღეს ანოს ცხოვრებაც ასე გააშიშვლეს, ბევრი ისეთი რამ ითქვა რაზეც მერე იკისკისა.... გულთან არასდროს მიაქვს, მათი ნათქვამი! იცის რომ ამით ნერვებს მოისპობს, თან ძალიან ადვილი ხასიათი აქვს. რაც არ უნდა იმას ვერავინ აიძულებს. ანოს კიდევ საზოგადოება არ აინტერესებს... უფრო სწორად მათი აზრი არ აინტერებსებს საკუთარ ცოხვრებაზე. ასე მარტივად არიდებს თავს ბრბოს. ლუკამ მანქანა საქართველოს კონოთეატრთან გააჩერა და გოგონებს ხელით ანიშნა ჩადით და მეც მოვალო. კარებთან დადგნენ გოგონები და მეგობრის მოლოდინის რეჟიმში გადავიდნენ. ცოტახანში აქოშინებული ლუკაც მოვიდა და კარებისკენ წავიდა. -ძლივს დავაყენე მანქანა სადგომზე. _ დაიწუწუნა ბიჭმა და სალაროსკენ წავიდა. ^^^ კიდევ ერთხელ გაცრუებული იმედებით გამოვიდნენ კინოთეატრიდან. -აი ხომ შეიძლება, ერთხელ ისეთ ფიმლზე შევიდეთ, რომ არ მომბეზრდეს ყურება._ სევდიანად ამოიკრუსუნა მანჩომ და მანქანის კარები გამოაღო. -რავიცი მე ყველა აქებდა..._ წარბები აწია ანომ და მანქანაში შეხტა. _ ახლა წავალთ აუზზე და საერთოდ აღარ გვემახსოვრება კინო. -მე უკვე აღარ მახსოვს. რა შინაარსის იყო გაიგეთ?_ სასაცილოდ აიჩეჩა მხრები მენაბდემ და მანქანა დაძრა. აუზზე ყოფნა სამივეს ერთნაირად ხიბლას. მზის ქვეშ წოლა და რუჯი, რომელზეც ანოს ჭკუა ეკეტება. სარკეში საათობით შეუძლია, უყუროს ბიკინისგან დატოვებულ თეთრ ლაქებს და დარწმუნდეს, რომ მზეს მისი კანი კარგად ეკიდება. ოდნავ გარუჯულ სხეულზე თითები აათამაშა და შეზლონგზე პირსახოცი გააფინა. აუზთან ახლოს მივიდა და ხელები ერთმანეთზე მჭიდროს მიატყუპა, ღრმად ჩაისუნთა ჰაერი და ტუჩები ერთმანეთზე მიაწება. ხელები რამოდენიმეჯერ შეათამაშა ზევით-ქვევით და წყლისკენ წავიდა. ცივი წყალი სწრაფად მოედო ორგანიზმს და მთლიანად გააგრილა კაჭარავა. შუბლზე ჩამოყრილი თმისღერები უკან გადაიწია და კეფაზე დამაგრებულ თმებს ხელი მოკიდა იმაში დასარწმუნებლად, რომ არ ჩამოშლია. მანჩოს ხელით ანიშნა კარგი წყალია და ჩამოდიო. ლუკა უკვე წყალში იყო და გოგონების მხარეს თავისი მომაჯადოვებელი ღიმილით იპყრობდა. სიცილით გახედა მეგობარს და ხელი აიქნია. « დონჟუანი. » ხმადაბლა ჩაილაპარაკა და წყალში ჩამომხტარ მანჩოსკენ გაცურა. -იმას გახედე რა დღეშია. _ ფითქინა კბილები გამოაჩინა მანჩომ და მეგობარს მხარი გაკრა. -კარგი შეეშვი გულს იხარებს, რამოდენიმე საათით. _ დაცინვით გახედა ლუკას, კაჭარავამ და წყლიდან ამოხტა. _ წამო დავწვეთ. -ცოტახანი ვიქნები მე და ამოვალ _ ზურგი შეაქცია მეგობარს და გაცურა. აუზიდან სიცილ კისკისით გამოვიდნენ გოგონები. ლუკას გაფითრებულ სახეზე ორივეს ისტერიული სიცილი უვარდებოდა, მერე აწითლებულ ლოყას რომ ხედავდნენ იკეცებოდნენ და სულს ძლივს ითქვამდნენ. ასეთი მწარე ალიყური, მენაბდეს თავის სიცოცხლეში არ ახსოვს. თანაც არაფრის გამო დამსახურებულმა სილამ ისე შეარცხვინა იმდენ ხალხში. ყველაზე მატად იმაზე ეშლებოდა ნერვები ამ სცენას ეს ორი არანორმალური, რომ შეესწრო და მთელი თვის სასაცილო თემა გახადეს. მანქანაში ხმის ამოუღებლად ჩაჯდა მენაბდე და გოგონებს დაელოდა. ცოტახანში ისინიც სერიოზული სახით ჩასხდნენ მანქანაში და თანაგრძნობის ნიშნად აფერისტულად დაუსვეს ხელი მხარზე... ხუთ წუთში კი ისევ აკისკისდნენ... არცერთისთვის არაფერი უთქვამს, იცნობდა მეგობრებს და იცოდა ახლა არაფერს აზრი რომ არ ქონდა. სახლთან ჩამოსვლისას ანოს ტელეფონმა დარეკა, სწრაფად ამოაძვრინა ჯიბიდან და ზუკას გრძელ ნომერს ღიმილით შეავლო თვალი. მანჩო და ლუკა კი საადარბაზოში გაუჩინარდნენ. ტელეფონს თითი გადუასვა და უპასუხა. -მოიცალე?_ ვითომ გაბრაზებულმა კითხა და ლუკას მანქანას მიეყრდნო. -თინეიჯერი ჭიჭყინა გოგოსავით ნუ გამიმართავ სცენებ. _ თავი დაიცვა ყოველი შემთხვევისთვის ზუკამ და მკაცრად ჩაილაპარაკა. -სხვათაშორის მე ჯერ კიდევ თინეიჯერი ვარ!_ თავისი ასაკი შეახსენა ანომ. -ასაკი არ არის მთავარი, მთავარია თავში რა გიდევს!_ არ ეშვებოდა სერიოზულად საუბარს ზუკა. ანო მიხვდა მამაკაცს რაღაც რომ ჭირდა და უაზრო თემაზე კამათს შეეშვა. -მოხდა რამე?_ კითხა ინტერესით. -მოხდა! ორი კვირით კიდევ მიწევს დარჩენა. _ გაბრაზებულმა ამოხეთქა და ოდნავ ყვირილით ჩაილაპარაკა. -სერიოზულია რამე?_ გული საშინლად დაწყვიტა ზუკას პასუხმა. კიდევ ორი კვირა მხოლოს სატელეფონო ზარეფით, რომ უნდა შემოიფარგლონ არ მოსწონს. -საქმეები მაქვს მოსაგავრებელი. -დროა ახალ ეტაპზე გადავიდეთ._ სიცილით ჩასძახა ტელეფონში. -რას გულისხმობ?_ ზუკაც გაამხიარულმა ანოს ტონმა. -სკაიპში ვისაუბროთ ხოლმე, თან დამინახავ და ჩენს მონატრებასაც ცოტა ჩაიხშობ. -მაგარი საძაგელი გოგო ხარ! _ გაუბრაზდა ზუკა. -ხო კარგი. მეც ჩავიცხრობ შენს მონატრებას! -როცა სიმართლეს აღიარებ ძალიან კარგი ხარ. -კარგი გეყოფა ახლა, ამდენი ლაქუცი.. სკაიპში დამელაპრაკე მიდი! _ გაუწყრა შეყვარებულს და ტელეფონი გათიშა. მთელი ორი კვირა ტელეფონზე იყვნენ ჩამოკიდებულები. ადრე ერთხელ თუ ურეკავდა მერე დარეკვები გახშირდა. ყოველდღიურად ახალ ახალ თემებზე, საუბარი ორივესთვის მნიშვნელოვანი გახდა. ნებისმიერ თემას მათთვის საინტერესოს ხდიდნენ. მედიცინაზე საუბრით არცერთი იღლებოდა. ანო გრძნობდა, რომ ამით ზუკას ძალიან დიდ სიამოვნებას ანიჭებდა. მამაკაციც მორჩილად პასუხობდა მის კითხვებს. ორივემ კარგად იცოდა რა მოყვებოდა ზუკას საქართველოში დაბრუნებას... ანო უკვე ხვდებოდა, რომ ამ მამაკაცის მიმართ დღითიდღე უფრო მეტი, სასიამოვნო ემოციებით იტვირთებოდა. იმდენად თბილი და მკაცრი იყო ზუკა საუბრის დროს. ვიდეოთვალით მისი შეკრული შუბლი ზედმეტად სიმპათიურსაც კი ხდიდა. ორი კვირის შემდეგ ზუკას უარის მიუხედავად მაინც დახვდა აეროპორტში და მამაკაცი გაახარა. ნაჭყებიას სიხარულით გაბრწყინებული თვალების დანახვისას საკუთარი თავი შეაქო და მისკენ სირბილით წავიდა. ფეხები მაგრად მოხვია წელზე მამაკაცს და კისერში კოცნის კვალი დაუტოვა. ყურადღება არ მიუქცევია მომღიმარი სახეებისთვის, არც მათთვის არასასიამოვნოდ რომ ბუტბუტებდნენ. მთელი ძალით ეკვროდა მამაკაცის განიერ სხეულს და მონატრების სურვილს იქარვებდა ზუკამ ჩანთებს ხელი გაუშვა და ხელები მჭიდროდ მოხვია ვიწრო წელზე. -მომენატრე წითელთავა. _ თბილად ჩაჩურჩულა ყურში და ბიბილოზე აკოცა. -მეც ძალიან მომენატრე!_ გამოეპასუხა და მისი სხეულიდან ჩამოხტა. _ რაღაც შეშვლილი ხარ. _ კარგად შეათვალიერა მომღიმარი ნაჭყებია და ხელის ზურგი გაუპარსავ ლოყაზე ჩამოუსვა. _ ხომ გთხოვე რომ წამოხვალ წვერი გაიპარსე თქო?_ გაბრაზებულმა აუწია წარბები და ხელები ერთმნაეთზე გადიაჯვარედინა. -ვერ მოვასწარი, გაკნაჭულო._ კიდევ ერთხელ შემოავლო ხელები წვრილ წელზე და ყელში აკოცა. უკნიდან უცხო ხმები მოესმა, მიუტრიალებლად მიხვდა რომ ზუკას მთლიანი სამეგობრო იყო იქ. ღიმილით მიტრიალდა უკან და მის მეგობრებს სიამოვნებით მოავლო თვალი. ზუკა გახარებული წავიდა მათკენ და სათითაოდ გადაეხვია ყველას. მერე ისევ ანოსთან დაბრუნდა და ხელი გადახვია. მათ სახეებზე გამოსახული გაკვირვება, ნათელს ხდიდა იმას, რომ ანოს შესახებ ჯერ არცერთმა არაფერი იცოდა. ცოტა კი დაწყდა გული, მაგრამ მერე ზუკას დაჟინებული თხოვნა გაახსენდა მეგობრებთან დაკავშირებით და გაიღიმე. -რას მოვესწარით, ზუკა და გოგო!_ სიცილით ჩაილაპარაკა ერთერთმა და ანოსკენ წამოვიდა. _ შენი მონა მორჩილი ოთარი. _ ხაზგასმით წამოსთქვა თავისი სახელი და ხელი ჩამოართვა. -გაიყვანეთ ეს აქედან თორემ სულ გამიგიჟებს გოგოს. _ სიცილნარევი ხმით თქვა ზუკამ და მეგობრებს მიუტრიალდა. _ ეს ანოა, ამდენხანს რომ ელდოებოდით ის. ესენი ჩემი ძმები და დები არიან. _ ხელი მათკენ გაიშვირა და გაიღიმა. _ გზაში ყველა თავისით გაგეცნობა. _ საფეთქელთან აკოცა ანოს და ჯგუფისკენ წაიყვანა. გოგონებთან იმ დღესვე გამონახა საერთო ენა. მარიამი და ნინი მასავით მხიარული გოგონები იყვნენ. ევას აშკარად ემჩნეოდა ორსულობა, უხასიათოდ იყო. ანო ყველამ ძალიან თბილად მიიღო, ბიჭები მთელი გზა ზუკას ვაჟკაცობებზე უყვებოდნენ და აცინებდნენ. გოგონები თავიანთ ქმრებზე სუბრობდენ და სამომავლოდ მათ სამეგობრო წრის, ერთი წევრით გაზრდას აღნიშნავდნენ. -რამდენიხანია იცნობ ზუკას?_ ღიმილით კითხა ევამ და გამობერილ მუცელზე ხელი დაისვა. -ორი თვე იქნება. _ მორცხვად ჩაილაპარაკა და ძმაკაცებთან საუბარში გართულ ნაჭყევიას გახედა. -აზრზე ხარ რა გაქექილია?_ წარბები შეყარა ნონიმ და მუშტი შეკრა, რომელიც ზუკას მიმართულებით გაიშვირა._ რომ კითხო გოგო თვალით არ უნხავას ერთი წელია! -თქვენ დიდიხანია ერთად ხართ?_ სამივეს ერთად მოავლო მზერა და ბიჭებისკენ ანიშნა. -მე და ჩემი მეუღლე უკვე მესამე წელია. _ გახარებულმა ჩაილაპარაკა ნინომ._ როგორც ცოლ-ქმარი ორი. -ჩვენც მესამე წელია თითქმის ერთად ვართ. _ ვაკოს ხელი მოხვია ევამ და თავი მხარზე მიადო. -სამი წელია სისხლს მიშრობს. _ სიცილით გამოეხმაურა მის აღიარებას ქმარი. -ეს კიდევ ერთი ორი წელია ძლივს შევაჩეჩეთ ამ ბიჭს?_ სიცილით გადახედა ლოყებაფარკლულ მარიამს ზუკამ. -შენ ვერც ქალი დაგაჭვიანებს და ვერც ოჯახი, მასხარა!_ თავზე მსუბუქად მიკრა ხელი ევამ. -შენ მეორე შვილმაც ვერ დაგაჭკვიანა და დიდი ამბავი, მე ერთმა წითელთავა, ჩემსავით გადარეულმა გოგომ ვერ დამაჭვიანოს._ ანოსკენ მიიწია და ლოყაზე აკოცა. უხერხულად შეიშმუშნა კაჭარავა და ხელი ოდნავ მიკრა მამაკაცს. -ჩემს ცოლს და ზუკას, რომ უსმინო არასერიოზულთა ბუნაგი გეგონებით, არადა ეგრე არ არის. _ სიცილით გადაუჩურჩულა ვაკომ და კამათში გართულ ზუკას და მეუღლეს გახედა. სახლში გვიან მიაცილა ზუკამ, კორპუსთან გააჩერა მანქანა და შუქები ჩააქრო. ანოსკენ ოდნავ გააიხარა და წვერიანი ლოყა ლოყაზე გაუხახუნა. დაკაწრულ ლოყაზე ხელი მოისვა ანომ და თვალების ბრიალით გახედა მომღიმარ ზუკას. მამაკაცი კიდევ უფრო გადაიხარა მისკენ და ტუჩებზე მოწყვეტით დასამხასოვრებელი კოცნა დაუტოვა. მანქანიდან გადმოსვლისას ავარვრებულ ბაგეებზე ხელი უცნაური ღიმილით მიიდო და სადარბაზოსკენ ფეხებარეული წავიდა. ზუკას მანქანა მანამდე არ დაუძრავს ადგილიდან სანამ, მის ოთახში ანთებული შუქი არ შენიშნა... სახლში შესვლისთანავე ოთახისკენ გაიქცა და ფანჯრიდან ზუკას მანქანას გადახედა, რომელიც უკვე მიდიოდა. ფანჯარას თითები სასაცილოდ დაუსვა და საწოლისკენ ღიღინით წავიდა. ეს დღე არასდროს დაავიწყდება! ჯერ მხოლოდ იმიტომ, რომ ზუკასთან ერთად გაატარა, მერე მათი პრიველი კოცნა და ბოლოს სამეგობრო, რომლითაც უაღრესად კმაყოფილია. თვალები დაღლილმა მინაბა და ხვალინდელი დღის იმედით დაიძინა. ასე გრძელდებოდა მათი შეხვედრები, ყოველი დღის ბოლოს, ახალი ემოციების აღმოჩენა საკუთარ თავში. ზუკას მიმართი კიდევ გამძაფრებული გრძნობები, რომლებსაც სახელს კვლავ ვერ არქმევდა. უბრალოდ ზოგჯერ მისი საქციელები აბრაზებდა. მამაკაცი არ ამჟღავნებდა მის მიმართ დიდ სითბოს, ხანდახან კი ძალიან მკაცრი გამოხედვა ქონდა, მართალია უხდებოდა, მაგრამ ანოს საშინლად არ მოსწონს ასეთი ზუკა. სულ მხიარული და ხალისიანი უნდა რომ იყოს, მის გვერდით. ^^^ -რამდენჯერ გაგაფრთხილე ეგრე ნუ მომართავთქო?! გაბრაზებულმა გაკრა მხარი ზუკას და მანქანის წინა ნაწილს მიეყრდნო, თან თვალებით სივრცე მოათვალიერა. ზუკამ სიცილით გადაუწია თმა ცალ მხარეს და ცხვირი მის კისერში ჩარგო სასაცილოდ. კაჭარავა მაინც არ ხსნიდა შუბლს, ეს ერთადერთი საშვალება იყო ზუკას გამოსაფხიზლებლად...აბა სხვა დროს ვერაფრით გააქტიურა. ერთ კვირაზე მეტია რაც გერმანიიდან დაბრუნდა და სულ დისტანციით დადიან.მხოლოდ ის კოცნა იყო მათ შორის ყველაზე დასამახსოვრებელი! კაჭარავას კი ეს ძალიან არ მოსწონს. გრძნობს, რომ ზუკა ამ ყველაფერს მის გასაღიზიანებლად აკეთებს. ეჭვიანობებიც დაჩემდა, რამდენ გოგოსთანაც დაინახავს სულ ეწუწუნებდა. ყველს ვინაობას თხოვს. მსგავსი რამ არასდროს დამართნია, ეჭვიანო რომ იყო იცოდა მაგრამ ამ დონეზე თუ იყო მისი საზიზღარი ხასიათი არა! იცოდა, რომ ეს ყველაფერი ერთ მინუსს ჩაუწერდა ზუკასთან, მაგრამ თავს მაინც ვერ აკონტროლებდა. ალბათ, ახლა გრძნობს თავს ასე, ჯერ თვითონაც არ იცის რა იქნება მომავალში. ჯერ სერიოზულ ურთიერთობებზე ხმას არცერთი იღებდა. ანო ზუკასგან ელოდებოდა პირველ ნაბიჯს. ხვდება, რომ ამ მამაკაცზე ძალიან მიჯაჭვებული ხდებოდა. ანოს კი არ უყვარს როდესაც მისგან, ის ადამიანები მიდიან ვისაც იყვარებს. ზუკაც ერთერთი მათგანი შეიძლება ყოფილიყო. მათი სამეგობრო წრე კიდევ უფრო გაიზარდა, ლუკა და მანჩო შეემატა გადარეულთა ბუნაგს... არც ამ ორზე უთქვამთ უარი მეგობრებს, ისე მიიღეს თითქოს წლებია ერთად მოდიან. ანო დღითიდღე უფრო ეჩვეოდა მათ სახეებს, მათ ქცევებს, საუბარს და საერთოს ყველაფერს რაც მათთან აკავშირებდა... ყველა იმდენად თბილად ექცეოდა, ბიჭები სულ « ძლივს მოპოვებულს » ეძახდნენ. რომ კითხა რატომო, არაფერი უპასუხეს. მხოლოდ გაიცინეს და თვალებდაბრიალებულ ზუკას გახედეს. ხელი ნელა გააპარა მამაკაცის მუცლილისკენ და მწარედ უბრწკინა. გაბრაზებულმა ზუკამ კბილები ნელა ჩაასო კისერში და ანოც გაამწარა. ერთი ხელის მოქნებით მოიცილა მამაკაცი სხეულიდან და ნატკენი ადგილი დაიზილა. -ძაღლი ხარ რა!_ გაბრაზებულმა ჩაიდუდღუნა ანომ და მანქანისკენ წავიდა. -ჭკუის სასწავლებელია! მომავალში გეცოდინება, როგორ ვრეაგირებ შენს მაიმუნობებზე. წარბები ეშმაკურად აათამაშა ნაჭყებიამ და მანქანაში ჩაჯდა. უხმოდ გაყვა უკან და თავისი ადგილი დაიკავა, მთელი გზა ჩუმად აპარებდა ზუკასკენ თვალს და იღიმოდა. ისიც ჯიბრით არ უყურებდა. მშობლებისთვის ნათქვამი აქვს, რომ მის ცხოვრებაში არსებობს მამაკაცი ვისაც ხვდება. ნუგზარის და ეკას წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, საერთოდ იშვიათად ერევიან შვილების პირად ურთიერთობებში. ორივემ კარგად იცის, რომ ცუდს არცერთი გააკეთებს და ეს საკმარისია მათთვის. ანომ მამას თითქმის ყველაფერი მოუყვა ზუკაზე, ნუგზარისაც უფრო დაუმშვიდდა გული. როცა სახლში იგვიანებდა იცოდა, სადაც იყო... შეპირდა ცოტახანში თქვენც გაგაცნობთო, მაგრამ ზუკას არგადადგმული ნაბიჯი მაინც ვერ გადალახა. მამაკაცი საერთოდ რა იჩენდა მისი ოჯახის გაცნობის ინიციატივას. მხოლოდ ანო და მისი მეგობრებით შემოიფარგლებოდა. ერთხელ კესო ნახა შემთხვევით სახლში რომ მიაცილა. სტუმრად იყო მშობლებთან და პატარებს ნინოსთან ერთად ასერინებდა. მაშინ გაიცნეს ერთმანეთი, ისიც რამოდენიმე წუთით. ძალიან არ ნერვიულობა ამ ყველაფერზე, მაგრამ გული მაინც ეთანაღებოდა! მთავარია ის და ზუკა იყვნენ კარგად... ჯერ მაინც ახალი ადგმული აქვს ურთიერთობას ფეხი და უცხო ხალხის ჩარევით არ უნდათ გააფუჭონ. ოთახში წინ და უკან დადიოდა და დადუმებულ ტელეფონს ხელში ათამაშებდა. კესო და მანჩო ვერაფრით აწყნადრებდნენ. ტანზე მჭიდროდ მომდგარი კაბა ნერვებმოშლილმა გადაიძრო ტანიდან და სააბაზანოსკენ სულ ლანძღვით წავიდა. გუშინ ზუკა შეუთანხმდა, რომ დღეს რესტორანში წაიყვანდა, მაგრამ მთელი დღეა არ შეხმიანებია. ესეც სულელივით ელოდება. ბევრი იფიქრა გამზადებულიყო თუ არა, მაინც გაემზადა და დაელოდა. იქნებ მომაკითხოს და მზად მაინც დავხვდეო. მამაკაცმა კი მთელი ორი საათით დააგვიანა. ბოლომდე არ დაუკარგავს იმედი, მერე როცა მიხვდა რომ ლოდინს აზრი აღარ ქონდა და საათის ისრები, უკვე ერთმანეთში ერეოდა დანებდა. გოგონები თავისი ოთახიდან გაბრაზებულმა გაყარა და საწოლში შეწვა. ტელეფონი საერთოდ გამორთო და ბალიშის ქვეშ შეაცურა, თვითონ კი ჩამოფარებულ ფარდებს გახედა და თვალები ერთმანეთს მაგრად დააჭირა, ისე რომ წვა იგრძნო. ხელები მაგრად მოიჭირა მუცელზე და ემბრიონის ფორმა მიიღო... დილით კესოს ხმამ გამოაფხიზლა, დას თავთით ეჯდა ბავშვებიანად და მხიარულ ტალღაზე აღვიძებდა. პატარა ლიზიკომ დეიდას თმები მოწიწკნა და გადიაკისკისა. თვალები ნელა გაახილა და გაღიზიანებულმა მოავლო თვალი ოთახს... პატარები, რომ დაინახა თავის საწოლში ხასიათი წამებში გამოუკეთა და წაეთამაშა. გოგონებთან თამაშით, რომ იჯერა გული საწოლიდან წამოდგა და სააბაზანოსკენ წავიდა. გზაში გაახსენდა არშემდგარი პაემანი და ოთახში სირბილით დაბრუნდა. ბალიშიდან ტელეფონი გამოაცურა და ჩართო, თან სააბაზაოსკენ მთქნარებით მიდიოდა. ზუკას უამრავი გამოტოვებლი ზარი დახვდა. ღილაკს თითი დააჭირა და მასთან გადარეკა. მამაკაცის ბოხმა ხმამ მიახვედრა, რომ ახალგაღვიძებული იყო. -დილამშვიდობისა. _ გაბრაზებულმა ჩასძახა ტელეფონში და სარკეში თავისი ანარეკლი შეათვალიერა. -ვიცი, რომ გაბრაზებული ხარ მაგრამ თუ მომისმენ აგიხსნი. -ისტერიკების გამართვას ისედაც არ ვაპირებდი!_ დაიგესლა და კბილის ჯაგრისს დაავლო ხელი. -გუშინ დაშავებულები მოიყვანეს და ოპერაციაზე ვიყავი მთელი რვა საათი. _ დაღლილი ხმით ჩაილაპარაკა ზუკამ. ჯაგრისიანი ხელი შუბლზე მსუბუქად მიიკრა და ტუჩები მოიკვნიტა. როგორ არ გაახსენდა და როგორ არ იფიქრა, რომ შეიძლება ზუკა სამსახურშია და თავის საქემს აკეთებს. ეს კიდევ აქ ლანძღავს და მიწასთან ასწორებს. წარმოდგენაც არ უნდა რვა საათით საოპერაციოში ყოფნა როგორი დამღლელია. თანაც როდესაც პაციენტის სიცოცხლე შენს ხელშია, როგორ დაძაბული ხარ! ზუკას ადგილზე თავისი თავი, რომ წარმოიდგინა უსიამოვნოდ გაცრა ტანში. -გადარჩა?_ იკითხა შიშით და პასუხს დაელოდა. -კი გადარჩა, მაგრა მძიმედ არის. _ სევდიანმა ჩაილაპარაკა ნაჭყევიამ. -დღეს მნახავ?_ მიხვდა, რომ ზუკასთან ყოფნა ახლა ერთადერთი ნუგეში იქნებოდა მისთვის. -სახლიდან გამოსვლა მაგრად მეზარება და შენ მოდი ჩემთან. დაბნეულმა ააფახუნა წამწამები. საერთოდ არ გონია, რომ ზუკას სახლში სტუმრობა ცუდი საქციელია, მაგრამ ასე მოულოდნელად მაინც დაიბლა. მისამართი მომწერეო ჩასძახა ტელეფონში და გაუთიშა. ვანაში წყალი დააგუბა და სურნელოვანი გაფი გაუშვა.ერთ საათიანი ნებივრობის შემდეგ ძლივს ამოვიდა წყლიდან. მობერებულ თითებს დახედა და კიდევ ერთხელ გაუწყრა საკუთარ თავს. « ამდენხანს ცხელ წყალში ყოფნა არ შეიძლება! » სველი თმები მაღლა აიკეცა და სარკესთან დადგა. უცებ მოითავა ქალური ამბები და ზუკას მოწერილ მისამართზე წავიდა. გული უგრძნობდა, რომ დღევანდელი შეხვედრა ორივესთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. იცოდა, რომ იქ მისვლისას რაღაცა გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა მიეღო. კარებში წელზევით შიშველი ზუკა იდგა და სველ თმებს იმშრალებდა. ანოს ლოყები დაუკოცნა და სახლში შეატარა. მოწესრიგებული სახლი ღიმილით შეათვალიერა და დივანზე კომფორტულად მოკალათდა. საერთო არანაირ დაძაბულობას გრძნობდა, პირიქით აქაურობა ძალიან მოსწონს და თავს თავისუფლად გრძნობს. ცოტახანში ჩაცმული ზუკა გამოვიდა და გევრდით მოუჯდა. თმებზე წაეთამაშა და ცხვირი მის კისერში ჩარგო. -მომენატრე. _ თვალები სასაცილოდ აახამხამა ანომ და მისკენ მიტრიალდა. -ნუ მეუბნები ეგრე ხშირად, თორემ თავში ამივარდება. _ გაიკრიჭა ზუკამ და ტუჩები ცხივრზე მიადო. -არ აგიავრდება, იმიტომ რომ კარგი ბიჭი ხარ! ხომ ხარ კარგი ბიჭი?_ მის სახეზე თითების სრიალს არ ეშვებოდა ანო. -ვატყობ ხელებს თუ არ დაიმოკლებ დღეს რაღაც სასიამოვნო მოხდება!_ ჩახრეწილი ხმით ამოსთქვა ზუკამ და ხელები წელზე მოხვია. -რაც მოსახდენია ისეც მოხდება. საერთოდ ასეთი თამამი არასდროს არ ყოფილა. ყველაფერს სერიოზულად ეკიდება, რაც მის ცხოვრებას ეხება, მაგრამ ახლა საერთოდ არ სურს, რაღაცებზე დიდხანს ფიქრი. ძალიან უნდა ზუკასგანაც, იგრძნოს ის რასაც ამ წუთას თვითონ განიცდის. ხელები მამაკაცის კისერზე გადაიტანა და ეშმაკურად ჩააცურა მხრებზე. ზუკამ თვალებანთებულმა შეხედა ქალს და ოდნავ უკან დაიწია. -რომ მოხდება მეც ვიცი, მაგრამ ჯერ შენ არ ხარ ამისთვის მზად. _ ქალს ტუჩებზე მოწყევტით აკოცა და ფეხზე წამოდგა. გაბრაზებულმა აწკიპა წარბები და მამაკაცს უკან გაყვა. ერთად ისაუზმა წყვილმა შემდეგ მისაღებში დასხდნენ და ერთმანეთთან სუბრით გაირთეს თავები. ანო მაინც ვერ იწყნარებდა გულს, გრძნობდა რომ ზედმეტად აჟიტირებული იყო. იმასაც გრძნობდა რომ მის თავს რაღაც უჩვეულოდ სასიამოვნო ხდებოდა! ზუკასკენ მიტრიალდა და თავი მკერძე დაადო. მამაკაცის აჩაქარებულმა გულისცემამ უარესად გაურთულა საქმე. ზუკამ ოდნავ ააწევინა სახე ანოს და ვნებიანი მზერით შეხედა, თვალებანთებულ გოგონას. ანოს თვალები მხოლოდ ერთს ამობობდნენ « მზად ვარ! » ოდნავ გადაიხარა მის მხარეს მამაკაცი და ეს საკმარისი აღმოჩნდა, იმისათვის რომ ერთმანეთით ავსებლიყვნენ. ხელები ნელა მოხვია, გაკნაჭულ წელზე ანოს და მთელი სხეულით ზედ აეკრა. კაჭარავამ იცოდა, რომ ამას არასდროს ინანებდა, იმასაც ხვდებოდა რომ ეს ყველაფერი მათი გულიდან მოდიოდა. სხვა შემთხვევაში გამორიცხულია, რომ ასეთი სითბოთი ეალერესებოდეს ორი ადამიანი ერთმანეთს. ზუკამ ოდნავ უკან დაწია, ვნებიანი კაჭარავა და თვალებში ჩააშტერდა. ხმისამოუღებლად დაუსვა მოსალოდნელი კითხვა და პასუხის მოლოდინში სუნთქვა დაირეგულირა. ხმის ამოღება ახლა ყველაზე დიდი სისულელე იქნებოდა ანოს მხრიდან. მისკენ მიჩოჩდა და პასუხის ნიშნად კიდევ ერთი, სამახსოვრო და მისთვის მნიშვნელოვანი კოცნის კვალი დაუტოვა ტუჩებზე. ხელი ნელა მოხვია ფეხებზე და წელზე და ხელში აიტაცა. ვნებამორეული ანო წამითაც არ ცილდებოდა მამაკაცის ბაგეებს. თვალები მაგრად მოხუჭა და მჭიდროდ მიეკრა მის გავარვარებულ სხეულს. ზუკამ ოთახის კარები ფეხის წვერით შეაღო და თვალებით გასავლელი ტერიტორია დაზვერა, მერე კი ისევ ანოს დახედა, რომელსაც გონისდაკარგვამდე მიყავდა ნაჭყებია. საწოლზე ფრთხილად დააწვინა, ისე რომ ფერება არ შეუწყვეტია. ხელები ზუკას კისერზე მოაკალათა კაჭარავამ და თვალები გაახილა. ღიმილით შეხედა მამაკაცს, რომელიც მაისურს დიდი სიფრთხილით აცილებდა მის სხეულს. გულის სიღმეში იცოდა, რომ თავისი საქციელით ოჯახს ძალიან დიდ ზიანს მიაყენებდა, მაგრამ ვერ ჩერდებოდა. იმის წარმოდგენა, რომ ეს ყველაფერი ძალიან სიამოვნებს ყველაფერის ხაზს უსვამდა. მამაკაცის ზურგზე თითები აათამაშა. კოცნით მოცილდა ზუკა მის სხეულს და საწოლზე გადაწვა. გაკვირვებულმა გაახილა თვალები და მის გვერდით მწოლიარე მამაკაცს გახედა. -როგორი სასიამოვნოც არ უნდა იყოს საყვარელი ადამიანის ალერსი, შენ ჯერ ამისთვის მზად არ ხარ!_ თბილად გადმოჩურჩულა ანოს და ხელები მაგრად მოხვია დაბნეულს. საწოლზე პირისპირს იწვნენ და მზერას არცერთი აშორებდა ერთმანეთს. ზუკა ნელა უსვამდა აფარკლულ ლოყებზე თითებს და მისით თბებოდა. შეიძლება მისმა საქციელმა მამაკაცის თვალში რაღაცები შეცვალოს, მაგრამ არა ისე რომ ანო დაკარგოს. პირიქით მის თვალებში, ახლა უფრო ლამაზად გამკრთალ სხივს ვხედავ. კაჭარავა ღიმილიანი სახით უყურებდა ზუკას და რწმუნდებოდა, რომ ეს მამაკაცი ძალიან კარგია. ზუსტად ის არის ვისაც ამდენი წელი ეძებდა. მისთვის ყველა დამახასიათებელი პირობით! ზუსტად იცის, რომ ზუკასთან არაცერთ ნაბიჯს არ ინანებს სამომავლოდ. მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარ აზრს პატივს სცემს. თუ გააკეთა ე.ი. უნდოდა და მორჩა! სინანულს არანაირი აზრი არ აქვს, იმ დროს ბედნიერი იყო და ასე სურდა... ზუკას დღებანდელმა საქციელმა კი გააბედნიერა, მისმა მოთოკილმა ვნებებმა უდიდესი ბედნიერება მიანიჭა ანოს... მამაკაცისკენ მიჩოჩდა და ნახევრად შიშველი სხეული ზედ აეკრა. ახლა აღარაფრის აღარ ეშინოდა, იცოდა რომ ზუკა თავის ემოციებს სულ ყოველთვის მოთოკავს. ამ კაცს მადლობას, მხოლოდ იმიტომ კი არ უნდა უხდიდეს რომ გააჩერა, ყველაზე მთავარი მშობლებთან შერცხვენას გადაარჩინა! იცის როგორი დამოკიდებულებაც აქვს ნუგზარს მსგავს ქცევებზე... მამამისი არასდროს აპატიებს ასეთ ნაბიჯს, მიუხედავად იმისა რომ არაჩვეულებრივი დამოკიდებულება აქვს შვილთან... ანო კი მამის დაკარგვას ვერ გადაიტანს, როგორი ბედნირიც არ უნდა იყოს ზუკასთან, მის დანაკლის ვერავინ ამოავსებს. -მშია!_ სასაცილოდ დამანჭა სახე კაჭარავამ და ნიკაპზე ტუჩები მიადო. -ადექი და გაამზადე რამე, მეც მგელივით მშია. _ კბილებით ყურზე მოეფერა და საწოლიდან წამოდგა. ანოს თავისი მაისური ღიმილით მიაწოდა და ოთახიდან გავიდა. სიცილით გადაიცვა მაისური და მისაღებში გავიდა. ზუკა სამზარეულოში იყო და მაცივრიდან პროდუქტებს ალაგებდა. ჩანთიდან ტელეფონი ამოიღო და უცხო ნომერს შეავლო თვალი. ზუკამ გამომცდელად გახედა დაბნულ ანოს და მაცივრის კარებს ღიმილით მიეყრდნო. -გისმენთ. _ ხმადაბლა ჩაილაპარაკა კაჭარავამ. -სარძლო შე ძველო. სალამი!_ მეორე მხირიდან აკოს მხიარული ხმა მოესმა და გაიცინა. _ სად არის შენი სატრფო?_ მოიკითხა ზუკა. -კარგად აკო შენ როგორ ხარ?_ გახარებულმა უპასუხა. საოცრად შეუყვარდა ეს სამეგობრო, იმდენად დადებითები და ანოსნაირები არიან, რომ სხვა გზა არ დაუტოვეს. გოგონებთან ყოფნისას თვითონაც იცვლება, სულ სხვანაირი ხდება ძალიან ლაღი და თსვისუფალი. არცერთი წამით უგვრძვნია მათ გვერდით ყოფნისას, რომ ზედმეტია! _ ზუკასთან ვარ. _ დამოცხვილმა ჩაილაპარაკა და ზუკას გახედა. -ძმიშვილი გაასწორება ისე. _ რამოდენიმე წუთის წინ მოზღვავებული ვნება გაახსენდა და გული აუფართხალდა. _ ნუ გაწითლდი! მიდი დამალაპარაკე ეგ უსაქმური. _ ტელეფონი ზუკას გაუწოდა და პროდუქტები გამოართვა. -რატომ არ მასვენებთ?_ მოჩვენებით გაუბრაზდა ძმაკაცს. -არ გასვენებთ კი არა, ჩაიცვი და ჩვენს ბარში მოდით! -არ გვცალია ჩვენ! _ ანოს წელზე ხელი მოხვია და კისერში აკოცა. -ეგ საქმე ღამისთვის, ახლა გამოადგით ფეხი. გელოდებით!_ ჩაყვირა ტელეფონში და გათიშა. -რა ვქნათ წავიდეთ თუ აქ ვისაუზმოთ?_ დაეკითხა კაჭარავას და ხელები თეძოებზე მოხვია. -შენთან მარტო ყოფნისას, ცუდ რაღაცებს ჩავდივარ... ასე რომ წავიდეთ._ შეახსენა წეღანდელი და ცხვირზე ორი თითი მოუჭირა. -სულაც არ იყო ის ცუდი, უბრალოდ გაწვრთვნა გინდა ცოტა. _ აშკარად დაცინოდა გამოუცდელობის გამო. ხელი ნელა მიკრა მხარზე ანომ და გასასვლელისკენ კისკისით წავიდა. ბარში მისვლისას ყველა იქ დახვდათ, ბიჭები ერთმანეთში კამათობდნენ და გუშინდელ მატჩს განიხილავდნენ. გოგონები ბავშვების გარდერობზე ზრუნავდნენ. -ანო, მომენატრე!_ ხმაურით აკოცა ორივე ლოყაზე კანკიამ და გვერდით მოიჯინა კაჭარავა. -მეც ძალიან მომენატრეთ. _ ყველა გადაკოცნა და ბიჭებისკენ მიტრიალდა. _ როგორ ხართ?_ შინაურულად კითხა და მაგიდაზე გრძელი თითები აათამაშა. -ერთმანეთის ცემის ხასიათზე არიან._ გაიცინა ნატომ და ოთოს მხარს მიეყრდნო. -მანჩოს და ლუკას ვურეკავდით და არ გვიპასუხეს, სად არიან ხომ არ იცი?_ ინტერესით კითხა ევამ და წვენი მოსვა. -დღეს დილით სოფელში უნდა წაეყვანა, მანჩო ლუკას და ზუსტად არ ვიცი წავიდნენ თუ არა. მხრები აიჩეჩა ანომ და ტელეოფნი მოიმარჯვა. არცერთმა უპასუხა, ბოლოს მიხვდა რომ სოფელში იყვნენ და იქ დარეკვას აზრი არ ქონდა. მაღალმთიანი სოფელია და არასდროს იჭერს. ანოს მანჩოს სოფელი ძალიან უყვარს, ყოველ ზაფხულს ადიან და ორი კვირით მაინც ისვენებენ ხმაურიანი ქალაქისგან. წელს ვეღარ მოახერხეს, ერთვიანმა ტურმა, ტრადიცია დაარღვია. ზუკას ანთებულ თვალებს, რომ ხედავდა მეგობრებთან ყოფნისას უხაროდა. ხვდებოდა, რომ ამ ჯგუფს ვერანაირი ძალა ვერ დააშორებდა. დღითიდღე რწმუნდებოდა რომ ერთმანეთისთვის არიან გაჩენილები. ერთმანეთის ცუდი გულთან ისე მიქვთ როგორ თავისი... არცერთხელ შეუმჩნევია, რომ რამით უკმაყოფილოები არიან. სულ ბედნიერები და გახარებულები. ყველაზე მაგრად მაინც წყვილები მოსწონს ასეთ ურთიერთობებში... აქაც! სულ წყვილები არიან, ერთმანეთზე უგონოდ შეყვარებულები... მათი ყურებისას სულ უნდა, რომ ზუკას მიმართ ასეთ სიყვარულს გრძნობდეს. მართალია თავისი ემოციებისთვის სახელი ჯერაც ვერ მოუფიქრებია, მაგრამ რაღაც მსგავსი რომ არის ხვდება! მამაკაცის ალერსი სხვა შემთხვევაში არ მოუნდებოდა. მასთან ყოფნისას კიდევ სანთელივით დადნა... ისეთი სითბო მოდიოდა ზუკასგან რომ თავი ვერ გააკონტროლა. ეს ყველაფერი ერთ რამეზე მიუთითებს, მაგრამ აღიარება არ უნდა. მთელი დღე ერთად გაატარეს, კიდევ უფრო უკეთ გაიცნო სამეგობრო და კიდევ უფრო დაუახლოვდა. აღარცერთს არ ერიდებოდა, ანოსთან ხუმრობა და ეს კაჭარავას ძალიან მოსწონდა. კიდევ ერთი დასტური იმისა რომ ბავშვებმა ის საკუთარივით მიიღეს. იქიდან ისევ ზუკასთან წავიდა, მამაკაცის მაცივრის შესავსებად. მასზე ზრუნვის სურვილი კლავს.სახლში მისვლისთანავე ფარდები გადაწია და ფანჯრები გამოაღო. მერე ზუკასთან ერთად სამზარეულოში შევიდა და პროდუქტები გასალღობად ცხელ წყალში ჩააწყო. -გინდა ნამცხვარი გამოვაცხოთ?_ სიცილით კითხა ნაჭყევიამ და კვერცხები ხელში შეათამაშა. -არ ვიცი, როგორ უნდა გამოვაცხო. _ დაბნეულმა ჩაილაპარაკა და თავი დახარა. -მე მეტყობა რამე მეტორტის?_ მის წინ დატრიალდა. _წიგნში ვნახოთ რამე და ისე გავაკეთოთ. _ უჯრიდან ნახატებიანი წიგნი ამოიღო და გადაფურცლა. _ ყველაზე მარტივი გვინდა ჩვენ. -მე ნაპოლეონი მიყვარს და გამომიცხე._ ტუჩებით მამაკაცის ლოყას მოეფერა და ხელები კისერზე მოხვია. ინგრედიენტები მოიმარაგეს და ნამცხვრის ცხობა დაიწყეს. თავიდან ორივე სერიოზულად ეკიდებოდა საქმეს, ბოლოს როცა მიხვდნენ რომ მათგან არაფერი გამოვიდოდა, როგორც მოახერხეს ისე გააკეთეს. ქალი მაინც სხვანაირად იქცევა სამზარეულოში, დათხვრილ ჭურჭელს იმ წუთასვე რეცხავდა ანო, რომ ბევრი არ დაგრობილიყო. აი ზუკა კი პირიქით, ყველაფერა აკეთებდა იმისთვის რომ სამზარეულოსთვის ბოლო მოეღო. ფქვილი ყველა კუთხეში მიმოფანტა, კრემით კედლები შეღება და ყველაზე მთავარი არცერთი ფირფიტა არ გამოუვიდა, ისეთი როგორიც საჭიროა. შავი ფიცრები ნაგავში გადაყარეს და არეულ სამზარეულო მოათვალიერეს. -ვისი იდეაც იყო, ის ალაგებს აქაურობას. _ თავი დაიძვრინა კაჭარავამ და მისაღებისკენ გაქცევა ცადა, მაგრამ ხელები მუცელზე მაგრად მოხვია ზუკამ და თვალები დაუბრიალა. -რა კაცის საქმეა სამზარეულო? მიდი და დაალაგე, ბოლოს და ბოლოს ვნახავ როგორი ქალი შემომყავს სახლში._ წაქეზებას უფრო გავდა მისი გამოსვლა. ხელები ერთმანეთზე გადაიჯვარეინა ანომ და წარბები მაღლა აწკიპა. _ შენს ასაკში გოგონებმა ძალიან ბევრი რამ იციან სამზარეულოს შესახებ, ასე რომ თუ არ გინდა რაღაცებზე სერიოზულად დავფიქრდე აქაურობა დაალაგე. მანამდე მე, ჩემი პაციენტების ისტორიებს გადავხედავ._ ოდნავ გაიმკაცრა ხმა და მისაღებისკენ დინჯი ნაბიჯებით წავიდა. გაოცებულმა გააყოლა კაცს თვალი და მძიმედ ამოისუნთქა. « ეს ამ ყველაფერს სერიოზულად მეუბნება? » ჩაიფრუტუნა ხმადაბლა და კიდევ ერთხელ მოათვალიერა სამზარეულო. როცა დარწმუნა რომ ზუკა არ ხუმრობდა, საქმეს შეუდგა. ნახევარ საათში დაასუფთავა ყველაფერი და ზუკასთვის საჭმელიც გააკეთა. დაღლილი და გაბრაზებული გავიდა მისაღებში. ნაჭყებია კომპიუტერის მაგიდასთან იჯდა და რაღაც საბუთებს ჩაკირკიტებდა. ხელები უკნიდან მოხვია მამაკაცს და ნიკაპით მის მხარს დაეყრდნო. -რა გემრიელი სუნი აგდის!_ ხმაჩახლეჩილმა ჩაილაპარაკა და მისკენ შეტრიალდა. _ ჩემი ვნებიანი გოგო ხარ!_ სიცილით მოუჭირა კბილები ცხივრზე და მერე ტუჩებისკენ ჩამცოცდა. -სახლში გამიყვანე ახლა თორემ ჩემები ინერვიულებენ, რამდენი ხანია გამოსული ვარ. _ უცებ დაიძვრინა თავი და განზე გადგა. -ხვალ შენს მშობლებს შენი თავი უნდა მოვტაცო ცოტახნით. _ ფეხზე წამოდგა ზუკა და მანქანის გასაღებს დაწვდა. -ჩემთან ამოსვლა არც გაბედო!_ დაემუქრა და ხელები ყელზე წაუჭირა. -აბა როდემდე ვემალო შენებს? მრცხვენია უკვე!_ მკაცრად ჩაილაპარაკა და ისევ სკამზე დაჯდა. _ რაც არ უნდა იყოს, ვალდებული ვარ შენებს გავეცნო. არ აქვს მნიშვნელობა, რა ეტაპზე ვართ ახლა! ელემენტარული შენი სადმე წაყვანა, რომ მომინდეს ვერ წაგიყვან. თან მგონი შენც ხვდები, რომ ერთმანეთის გარეშე აღარ შეგვიძლია. _ ბოლო სიტყვები ეშმაკურად ჩაიჩურჩულა და კიდევ ერთხელ გადაიხარა ანოსკენ. -არ ვიცი მამა როგორ მიგიღებს, მართალია შენზე ყველაფერი იცის მაგრამ, მეშინია რომ ამისთვის მზად არ იქნება. _ სევდიანად ამოისუნთქა და ზუკას კალთაში ჩაუჯდა. -მამაშენი კი არა შენ უნდა იყო მზად! დღესვე ამოვალ და შენებს დაველაპარაკები!_ გადაჭრით თქვა და ანო ფეხზე წამოაგდო. მთელი გზა დაძაბული ეთამაშებოდა თითებს. ძალიან გაუხარდა, მამაკაცმა ინიციატივა რომ გამოიჩინა, მაგრამ მაინც ეშინოდა. იქნებ არ მოეწონოთ მშობლებს, მერე რა ქნას რომელ კედელს ურტყას თავი? მის აზრს მშობლები პატივს სცემენ, მაგრამ მაინც ნერვიულობს.კესოს გამოცდილება ცოტა აწყნარებს, კოტე ძალიან კარგად მიიღო ოჯახმა. პირველივე შეხვედრაზე სასიამოვნო წარმოდგენა, დარჩა მასზე ეკას და ნუგზარს. ზუკამ მანქანა კორპუსთან გააჩერა და ანოს გადახედა. მოეჩვენა, რომ რეკორდულ დროში მოვიდნენ სახლთან. მამაკაცმა ქალის ათრთოლებული ხელები თავისაშო მოიქცია და კოცნით დაამშვიდა. -წესით მე უნდა ვნერვიულობდე. _ დაცინა შეყვარებულს და თმებზე წაეთამაშა. _ ნუ გეშინია, ყველაფერი ხუთიანზე იქნება! მამაშენს ეცოდინება, რომ შენნაირი გოგო ცუდ ბიჭს არ აირჩევდა. _ საკუთარი თავი შეაქო და მანქანიდან გადავიდა. სახლის კარები ეკამ გაუღო და სტუმარს ღიმილით გადახედა. ზუკუამ თბილად მოიკითხა ქალი და მისაღბისკენ წავიდა. ნუგზარი და კოტე მისაღებში ისხდნენ და ტელევიზროს უყურებდნენ. ოჯახი მიხვდა, რატომაც იყო მამაკაცი მათ სახლში. კესო და ეკა უცებ დატრიალდნენ და სამზარეულოში გავიდნენ. მამაკაცები მისაღებში დასხდნენ... ნუგზარი ამჯერადაც ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული იყო. მისთვის საინტერესო კითხვებს უსვამდა ზუკას, პასუხებით კი უაღრესად კმაყოფილი რჩებოდა. მისი გამომეტყველებით ხვდებოდა, ანო რომ მშობლებთანაც ყველაფერი მოგვარდა. შვებით ამოისუნთქა და კომფორტულად მოკალათდა სავარძელში. უკვე იცოდა, რომ ზუკა არასდროს შეარცხვენდა, ისეთი სხვანაირი იყო ნუგზართან საუვრისას. ძალიან სერიოზული და გაწონასწორებული, ანოს მხიარული ზუკა თითქოს სადღაც დაიკარგა. ძალიან ბევრი ისაუბრებს მამაკაცებმა, ნუგზარმა მამაშვილურა დაარიგა ზუკა. კოტესთანაც გამონახა საერთო ენა, როგორც მომავალმა ქვისლმა. ყველაფერს ძალიან სერიოზულად ეკიდებოდა, ნაჭყებია. თითოეულ სიტყვას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. მთელი გულის ესაუბრებოდა ანოზე ნუგზარს და მისგან მხოლოდ სითბოს იღებდა. სუფრასთან ყველა ერთად დასხდა. ექიმის რჩევით არცერთს არ დაულევია იმ საღაოს ბევრი. ნუგაზრს ძალიან მოეწონა ზუკას პროფესია, რამოდენიმე მისვის საჭირო რჩევაც კითხა გულთან დაკავშირებით. -უმჯობესია მოხვიდეთ და გაესინჯოთ, ასე ზედაპირულად ძალიან ძნელია დასკვნის გაკეთება. ხშირ შემთხვევაში ჰაერის უკმარისობამაც იცის, მსგავსი სიმფტომები, მაგრამ თქვენ მაინც მოდით და გაესინჯეთ. _ დაარიგა სასიმამრო. -რა ბიჭი ჩაუგდია ხელში, ამ მაიმუნ გოგოს ნახე შენ. _ გაიცინა კოტემ და ლოყაზე ხმაურით აკოცა ცოლის დას. -ძალიან მიხარია ჩემს შვილს ასეთ ბედნიერს, რომ ვხედავ. მართალია ძალიან ჯიუტია და ჯერ კიდევ პატარა გოგოსავით აზროვნებს, მაგრამ მაინც._ მაინც ვერ მოისვენა ეკას ენამ და შვილი წაკბინა. -არ მიაქციო შვილო ჩემს ცოლს ყურადღება, სისხლს უთეთრებს ჩემს შვილებს._ მხარზე ხელი მეგობრულად დაკრა ნუგზარმა და ცოლს გახედა. სადარბაზოსთან იდგნენ ჩახუტებულები და ერთმანეთს ემშვიდობებოდნენ. ორივე კმაყოფილი იყო დღევანდელი შეხვედრით. ყველას ძალიან მოეწონა ნაჭყებია, კარგად აღზრდილი ნასსვალი მამაკაცი იყო და ვინ იტყოდა მასზე უარს. თბილ სიტყვებს არ იშურებდა ზუკა და ანოს აბედნიერებდა. წასვლამდე კიდევ უამრავჯერ აკოცა და მანქანისკენ წავიდა. კარები გამოაღო და ისე უკან მოტრიალდა. -ხო მართლა ტიპიური სიდედრ- სიმამრი მეყოლება!_ სიცილით ჩაჯდა მანქანაში ნაჭყებია. დილით მანჩოს ზარმა გააღვიძა. ბალიშში ხელი შეაცურა და აწკრიალბული ტელეფონი ყურზე მიიდო. -ვიცი, გაგაღვიძე ბოდიში. _ თავი დაიზღვია უცებ და სიცილი მიაყარა. -შენით მოიკლავ თავს თუ მე მოგკლა...ან უკეთესი ვარიანტი ლუკამ მოგკლას. _ საბოლოოდ გამოაფხზილა ამხელა წინადადებამ. -ლუკას სახელი არ მიხსენო! მართლა დეგენერატია!_ საოცრად ცივი ხმით და ცრემლმორეულმა ჩაილაპარაკა. ანომ იცოდა ასეთი ხმით მანჩო მხოლოდ მაშინ ლაპარაკობს, როცა საქმე ძალიან სერიოზულად არის. -რამოხდა? მშვიდობა გაქვთ? -დეგენერატმა სურამში დამტოვა!_ ტირილი დიაწყო მანჩომ. გაცინების სურვილმა ერთიანად დაუარა სხეულში, მაგრამ ახლა ეს ყველაზე ცუდი ვარიანტი იქნებოდა. იცის ასეთ დროს მანჩო როგორი ფეთქებადიც არის. -როგორ თუ დაგტოვა, თვითონ სად არის? -თბილისში იქნება უკვე! მთელი გზა მეკამათებოდა უაზრობებზე, მერე ვთხოვე ჩუმათელეთში გამიჩერე, ნაზუქს ვიყიდითქო და დეგენერატმა დაქოქა მანქანა და წავიდა. -კაი?! მაგ ბიჭს ხომ არ აკლია?_ ხმაში სიმკაცრე შეეპარა ანოსაც და ფეხზე წამოდგა. -ჯანდაბას მაგის თავს... არაფერი არ მოდის თბილისისკენ დავიტანჯე უკვე. _ აწუწუნდა მანჩო. -გამოივლის რამე არარსებობს._ დაამშვიდა მეგობარი და ცალი ხელით მაისური გადაიცვა. _ კაი მე ლუკასთან ავალ ახლა და დამირეკე რას იზამ. _ უცებ მიაყარა ბოლო სიტყვები და სახლიდან გავიდა. კიდები სულ ფრუტუნით აიარა, კარებზე მაგრად დარტყა ორივე მუშტი და ლუკას დაელოდა. მთელი ათი წუთი იდგა და აკაკუნებდა, მაგრამ კარებს არავინ უღებდა. ნატკენი ხელები დაიზილა და თავისი სართულისკენ წავიდა, კარები რომ გაიღო და სიცილით გამოვიდა ლუკა. გამწარებული მიუტრიალდა მეგობარს და თავში ხელი მსუბუქად წამოარტყა. -შენ ბიჭო ნორმალური თუ ხარ საერთოდ? ამხელა კაცი რამ გადაგრია? სად დატოვე ის გოგო?_ საყვედრები გამოაცხო უცებ კაჭარავამ. -არ ეტლიკინა ბევრი გზაში და ჩამოვიყვანდი უპრობლემოდ. _ სიცილით გასცა პასუხი და ხელები შარვლის ჯიბეებში ჩაიწყო. -მაგარი უპასუხისმგებლო ხარ! რამე რომ მოუვიდეს სად მიდიხარ? -მოუვიდეს არა ის, მაგას მგელიც არ მიეკარება! თან სურამში დავტოვე, იცი რა ჰაერია, იქნებ ცოტა დაატკბოს მაგის ენა._ სერიოზული ხმით ამოთქვა მენაბდემ და სახლის კარები გამოიკეტა. -ახლა, ადგები და წახვალ!_ კატეგორიულად მოთხოვა ანომ. -შენ ხო არ გაგიჟდი სად წავალ? საჭესთან ლამის ჩამომეძინა გზაში. _ შორს დაიჭირა ლუკამ და სახლისკენ წავიდა. -მოტრიალდი! წახვალ და მანჩოს ჩამოიყვან, შენი დანაშაული შენვე გამოასწორე!_ არ თმობდა პოზიციას კაჭარავა. -აუ ანო ახლა მაგრად მიჭედავ. ძლივს რაღაც სასიკეთო გავუკეთე ჩემს თავს და ახლა ჩემი ხელით გავაფუჭო?! შანსი არ არის!_ ხელი აიქნია სახლის კარები მიიხურა. -აუ ისე წარმომიდგენია, ნაზუქებს შორის მანჩო. _ ხმადაბლა ჩაილაპარაკა და სიცილით ჩაუყვა კიბეებს. სახლში შესვლისთანავე შეამოწმა ტელეფონი. წესით ზუკას უკვე უნდა დაერეკა, მაგრამ არ ჩანს. სააბაზანოში შევიდა და თავი მოიწესრიგა. ზუკას პირობა ჯერ კიდევ ახსოვს, ხვალ უნდა გაგიტაცოო. ფიქრებში გართულმა ვერც კი გაიგო როგორ შემოვიდა სარეცხი კალათით ხელში ეკა. თან რაღაცას ელაპარაკებოდა ზუკაზე, მაგრამ ანომდე არცერთო სიტყვა მისულა. ბოლოს როცა მიხვდა, რომ შვილი არ უსემნდა კიდევ ერთხელ გამოლანძღა და სარეცხი მანქანაში ტანსაცმელი შეყარა. ღიღინით გამოვიდა სააბაზანოდან და ოთახისკენ წავიდა, საწოლი გადაასწორა და ზედ მოწყვეტით დაეცა. საერთოდ არ უყვარს ზედმეტად გამოხატული გრძნობები, ალაბთ იმიტომ რომ თვითონ ვერ გამოხატავს გრძნობებს და სხვას როგორ მოსთხოვოს. თანაც ზუკას არ არის ისეთი ტიპი, სიყვარულის ბუშტი გაბეროს და მერე გახეთქოს. როგორც არიან ისეც მოსოწონს ანოს. რაც მთავარია გულის სიღრმეში ორივე გრძნობს, რომ ერთმანეთისთვის არიან გაჩენილები. რა საჭიროა სიტყვები ასეთ დროს, თანაც ჩვენს დროში იმდენად გაუფერულდა სასიყვარულო სიტყვები... ზოგჯერ დაჯერებაც უჭირს წყვილების, ქუჩაში ერთმანეთს რომ ესიყვარულებიან სიტყვებით! ანოსთვის მთავარი მოქმედებაა, ყველაზე და ყველაფერზე მნიშვნელოვანი. გუშინდელი დღე კი ყველაზე მაგარი აღიარებაა, იმისა რომ ზუკას ანო უყვარს. კიდევ ერთხელ მოიკითხა მანჩო და გაიგო რომ მეგობარი უკვე გორში იყო. საქმეც აღარაფერი აქვს მეტი, მისაღებში გავა და დედას ცოტას გააწვალებს. -დე, საუზმე მომიმზადე რა. _ ოთახიდან გასძახა და ფეხზე წამოდგა. -გამოეტიე მაგ ოთახიდან და მოიმზადე. რაღაცა მაინც ისწავლე იმ ოჯახში, რომ არ შერცხვე!_ ისევ ერთი და იგივე. -ზუკას ისეთი ვუყვარვარ როგორიც ვარ. _ ნიშნისმოგებით გახედა და სამზარეულოში გავიდა. -ნორმალურად თუ არ მოიქცევი აღარ ეყვარები და დარჩები ისე!_ გამოაჯავრა შვილი და ტელევიზორს გახედა. პასუხი აღარ გაუცია ისე შებრუნდა სამზარეულოში და საუზმე მოიმზადა. მანჩო ჩამოსვლისთანავე მასთან მივიდა, ჩემს სართულზე რომ ლუკას შევხვდე გადავაგდებ მეხუთედანო იმუქრებოდა. მთელი დღე მათან იყო და სოფლის ამბებს უყვებოდა. ანოც აღარ ფიქრობდ აიმდენს ზუკას გაუჩინარებაზე. «ალბათ ისევ იპერაციას აკეთებს.» იმშვიდებდა თავს. იცის როგორი რთული პრიფესიაც აქვს თავის შეყვარებულს და უნდა შეეგუოს. საღამომდე ელოდებოდა ზუკას ზარს, ბოლოს ვეღარ მოითმინა და დაურეკა, მაგრამ არ უპასუხა. რამოდენიმე ზარი კიდევ განახორციელა უშედეგოდ. ბოლოს ნერვიულობამ პიკს, რომ მიაღწია ვაკოს და ევას დაურეკა. არც მათთან ერთად იყო და არც დანარჩენებთან. მისი ადგილსამყოფელიც არ იცოდნენ, ამაზე სულ გადაირია წინ და უკან სიარული დაიწყო განერვიულებულმა. დედამისის კითხვებსაც არ ცემდა პასუხს. იცოდა, რომ არ უპასუხებდა მაგრამ მაინც რეკავდა. სადღაც წაიკითხა, რომ ასეთ შემთხვევებში გული გიგრძნობს რა ხდება. მართალია გული ცუდს არ უგრძნობდა, მაგრამ მაინც ნერვიულობს. გულიც და გონებაც პირვლად შეთანხმდნენ მგონი და ორივე აღიარა, რომ ცუდი არაფერი დაემართებოდა. ამან ცოტა დაამშვიდა. მანჩო მთელი საღამო აწყნარებდა და აიმედებდა, რომ მალე გამოჩნდება. ისე მიიწრა დღე, ნაჭყებიაზე ვერაფერი ვერ გაიგეს. იმ დღეს რეალურად იგრძნო საყვარელი ადამიანის დაკარგვის საფრთხე და გული შეეკუმშა. რამდენადაც ძნელი დასაჯერებელი არ უნდა იყოს, იგრძნო რომ ამ მამაკაცმა მოკლე დროში ძალიან შეაყვარა თავი. იმდენად ძლიერად, რომ მის გამო ალბათ ყველაფერზე წავა, ალბათ კი არა ეგრე იზამს! ახლა როცა ფიქრობს, რომ შეიძლება ვეღარასდროს ნახოს და სულ ასეთი გაუჩინარებული იყოს, გული უკვდება... არ უნდა ზუკას გარეშე აღარცერთი დღე. ძალიან მიეჩვია მისით ცხოვრებას... თავისი ყოველდღიურობაში რაღაცა, რომ შეიცვალოს ალბათ გააფრენს. იმდენად კარგად წავიდა ყველაფერი მის ცხოვრებაში, რომ ახლა ეშინია რამე ცუდი არ დაატყდეს თავს. მანჩოსთან ერთად მის სახლშიც მივიდა, მაგრამ კარები არავინ გაუღო,ამაზე სულ გადაირია. აღარც გულს უსმენდა და აღარც გონებას. კარის მეზობელსაც კითხა ხომ არ დაგინახავთო. -დღეს დილით სამსახურში წავიდა იმის მერე არ გამოჩენილა!_ ამ პასუხმა ჭკუიდან გადაიყვანა. სახლში დაბრუნებულს მამაც შინ დაგხვდა, ყველაფერი დეტალებში მოუყვა ნუგზარს და დახმარება თხოვა. თავის რამოდენიმე ახლობელთან გადარეკა უფროსმა კაჭარავამ. მისაღებში დივანზე ჩაძინებული, ტელეფონის ზარმა გამოაფხიზლა. ნაცნობი ნომერი რომ დაიანხა გახარებულმა უპასუხა. -ოთო გაიგეთ რამე?_ იმედიანად კითხა მეგობარს. -ჩაიცვი და ჩამოდი შენს კორპუსთან ვარ. _ ნერვიულად ჩაილაპარაკა ოთომ. ტანზე არც დაუხედავს რა ეცვა, პირდაპირ კარებისკენ წავიდა. კორპუსის წინ მანქანაში იჯდა ოთო და ელოდებოდა. მეორე მხარეს გამოაღო კარები და თვითონაც მოკალათდა, თბილს სალონში. -იცი სადაც არის?_ მისკენ მიტრიალდა და თვალებში მუდარით ჩახედა. -არა არ ვიცი, პროსტა ჩვენთან მიმყავხარ რა. _ მანქანა დაძრა და მკვეთრად მოატრიალა ეზოში. მეგობრების ანერვიულებული სახეების დანახვისას კიდევ ერთხელ ეტკინა გული. უკვე დარწმუნებული იყო, რომ ზუკას რაღაცა ჭირდა. ანო კიდევ აქ არის და ვერაფრით ეხმარება. აშკარად უშველა მათთან ერთად ყოფნამ. ყველა ერთნაირად ინაწილებდა დარდს. ბიჭები სულ ტელეფონზე საუბრბოდნენ და ახალ ამბებს იგებდნენ, რომელიც არაფერში ადგებოდათ. ის ღამე დარდში და გაურკვევლობაში გალიეს. გამთენისას ყველა სადღაც წავიდა და გოგონები ერთად დატოვეს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ძალიან ნერვიულობდა, უმეტესად მაინც სულ ანოს დაწყნარებაში ხარჯავდნენ დროს. ისე თბებოდა მათი მზრუნველი ტონით და ქცევებით. კაჭარავამ ძალიან კარგად იცის, რომ ყველაფერი უფლის ნებაა და ვერავინ აცდება ამას... მაგრამ მაინც არ უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ ნაჭყებიას რამე მძიმე ჭირს. საღამოს ბიჭები ისევ შინ დაბრუნდნენ და სასწრაფოდ წაყოლა თხოვეს. გულის კანკალით გაყვა უკან ბექას და მის მანქანაში მოკალათდა. ბიჭებიც მათთან ერთად იყვნენ. მთელი გზა ხმა არცერთს არ ამოუღია. კაჭარავა კიდე სიჩუმეს ვერ იტანს ასეთ სიტვაციებში, ასე გონია რომ ცოტაც და გული გაუსკდება. ნაცნობი გზის დანახვისას გული ემოციებმა შეუკუმშა. თავიდან ვერ იჯერებდა, რომ ეს ყველაფერი მის თავს ხდებოდა. ვერ იჯერებდა, რომ ახლა რასაც ხედავს რელობაა და არადროს დამთავრდება. ღიმილით გადავიდა მანქანიდან და გარემო კიდევ ერთხელ მოათვალიერა და მიხვდა, რომ ყველაფერი ცხადზე უცხადესია... მის წინ ზუსტად ის ხედია, რაც ახლა მას გონია...თავისი გულისცემის თვითონ შეეშინდა, იდმენად სწრაფად ძგერდა მფეთქავი ორგანო. ნაბიჯის გადადგმა გაუჭირდა. გულში სულ ზუკას სახელს ბუტბუტებდა და სულელივით იღომოდა. ფიქრებიდან მანქანის საბურავების ხმამ გამოიყვანა, უკან მიხედვც კი ვერ მოასწრო ისე გაუჩინარდა ბიჭების მანქანა თვალთახედვიდან. თავი ნელა მიატრიალა წინ და სახლს ახედა. შავი აგურებით ნაშენი სახლი ძალიან მაგარი ემოციებით ავსებდა კაჭარავას. ახლა ზუსტად იცოდა, რომ აღარასდროს მოკვდებოდა. ნაწჭყებიას სიყვარული კი დევ ერთხელ იგრძნო და გაბედნიერდა. ყელი აკანკალებული ხელებით დაიზინა და ნელი ნაბიჯებით გაუყვა ვიწრო ბილიკს. ტყიდან გზა, რომ გაიკვლია მერე მინდორი დაინახა, ის მინდორი კარვები, რომ ქონდათ გაშლილი. ის ტერიტორია ვარაუდით მოხაზა სადაც ზუკა გაიცნო და გაეცინა. რამდენი რამის, წარმოდგენა მოასწრო, ასეთ მცირე დროშო და რამდენი რამე კიდევ წარმოსადგენი დარჩა. უბრალოდ ახლა გაოგნებულია და კარგად ვერ აღიქვამს მომხდარს. ეშინია, რომ ეს ყველაფერი სიზმარია და გამოეღვიძებ... გამოღვიძებულს კი ისევ ზუკაზე ლოდინი დაღლის. ისევ შავ სახლს გახედა და ერთ ოთახში მოკაშკაშე სინათლეს თვალი გაუსწორა. თეთრი გამჭირვალე ფარდების უკან მდგარმა სილუეტმა უგონოდ გააბედნიერა. ნაბიჯს აუჩქარა და სახლისკენ სირბილით წავიდა. სახლს შემოუარა და გაჩერდა. კიდევ ერთხელ გაუჭირდა კარების პოვნა, ღამე კი უარეს ხდიდა მის თვალთახედვას. ხელი კედელს ჩააყოლა და ოდნავ ამოწეულ მხარეს მაგრად დააკაკუნა. განაბული იდგა და ფეხებს ათამაშებდა. იმდენ ემოციას მოეყარა მასში თავი, რომ გაბრუებული იყო. ბოლომდე გაანალიზება უჭირდა. უჭირდა იმის დაჯერება, რომ მის ცხოვრებაში ასე ადვილად და ყველაზე ლამაზად შემოიჭრა ზუკა. საერთოდ იმ დღიდან რაც ზუკა გაიცნო ყველაფრის დაჯერება უჭირს. ისე უცებ მოხდა ყველაფერი, გაცნობა, ფლირტი, ურთიერთობა და ბოლოს დიდი სიყვარული, რომელიც ჯერ არცერთ უღიარებია. ცალი ხელით კედელს მიეყრდნო და უკან გაიხედა. სიშავემ ცოტა დათრგუნა, მაგრამ ნაჭყებიას არსებობამ კიდევ ერთხელ გადაფარა უარყოფითი ემოციები. კარების საკეტმა დაიტკაცუნა და მერე ყურებამდე გაღიმებული ზუკა გამოჩნდა. ცალი ხელი ჯერ კიდევ სახელურზე ედო, მეორეთი წარბს ისწორებდა და იღიმოდა. სიცილით წავიდა მისკენ კაჭარავა და ორივე ხელი მაგრად მოხვია გაშეშებულ ნაჭყებიას. კიდევ ერთხელ გაიჟღინთა მამაკაცის სურნელით... საკუთარი თავი რეალობაში დაარწმუნა და მაჯაზე ოდნავ იბრწკინა, ზუკას მის ბავშვურ ქცევაზე გაეცინა და ტუჩები დაუკოცნა. გულში ჯერ კიდევ შემორჩენილი ქონდა, ბრაზი მისი გაუჩინარების. მასთან ჩხუბს აპირებდა, ნაჭყებიამ თითი რომ მიაფარა ტუჩზე და ყელი სასაცილოდ გაიწელა. თვალებით მოეფერა მამაკაცს და დასუფთავებულ სახლს თვალი მოავლო. ზუკას ნაშრომი მოუწონა და ცერა თითი მაღლა აწია. ყველა ოთახი მასზე ჩახუტებულმა დაათვალიერა, მართალია ამის დრო ნაკლებად იყო, მაგრამ ცნიბისმოყვარეობამ ძლია. ბოლოს მისაღებში ახალ დივანზე დასხდნენ და ერთმანეთს მიეწებნენ. ნაჭყებია მის წითელ თმებში თითებს ხლართავდა და დროდადრო თავზე კოცნიდა. სიმყუდროვე და სითბო! აი რა არის მათთვის საკმარისი. ზუკას კისერში ცხვირს უმისამართოდ ათამაშებდა და იცინოდა. ხელები კაჭარავას ზურგზე ქონდა ნაჭყებიას მოხვეული და უღიტინებდა, ამ პატარა გაკნაჭულ გოგოს კიდევ რეაქცია არ ქონდა. ხელები მისი კისერისკენ აასრიალა და ახლად ამოსულ წვერზე მოეფერა. -იცი როგორ ვინერვიულე?_ მაინც ვერ მოუთმინდა გულმა და უსაყვედურა. _ დაგერეკა მაინც და გეთქვა რამე. -რომ დამერეკა ასეთი ეფექტური აღარ იქნებოდა!_ თავი დაიძვრინდა და ანოს ტოჩებს წაეტანა. -მიზეზი გქონია! ისე ეს სახლში შენ დაალაგე?_ კიდევ ერთხელ მოავლო მისაღებს თვალი და ცხვირზე წაეთამაშა. -შეხედე ხელები რა დღეში მაქვს. ოცდაათი წელი რაც არ მიკეთებია, ერთ დღეში დავამხეცე!_ ჩაილაპარაკა სიცილით და ხელისგულები გაშალა. -ჩემი საწყალი ბიჭი. გაკოცებ და მოგირჩება._ ორივე ხელზე აკოცა და ჩაეხუტა. _ რა კარგია, სიწყნარე სიმშვიდე და ჩვენ!_ ენას არ აჩერებდა კაჭარავა და მომენტებს აფუჭებდა. -რისთვის დავდგი ამხელა სპექტაკლი გკიდია ხო?!_ ვითომ გაბრაზებულმა ჩაიდუდღუნა და სხეული მთლიანად მოაშორა კაჭარავას. -რა აზრი აქვს მაინც იტყვი და._ მხრები სასაცილოდ აიჩეჩა და ფეხზე წამოდგა. _ ეგ ყველაფერი კარგი, საჭმელი თუ გვაქვს რამე?_ სამზარეულოსკენ აიღო გეზი. -მზა საკვები დევს კარადაში და გამოალაგე, მეც მოვალ. გასძახა მისაღებში მდგომმა და სირბილით აუყვა ხის კიბეებს. ანომ გაკვირვებულმა გამოყო თავი და კიბეებს დააშტერდა. ფეხით მოსინჯა, პირველი ორი კიბე, მაგრამ აღარცერთი ჭრიალებდა. « რა მარჯვე მყავს. » ჩაიცინა გულში და სამზარეულოში შეტრიალდა. სწრაფად მოამზადა სალათი და მზა საკვები მაგიდაზე დაალაგა. ზუკაც მალე დაბრუნდა უკან, ხელში ერთი ცალი შინდისფერი ვარდი ეკავა და კმაყოფილი იღიმოდა. კაჭარავას გაუკვირდა მამაკაცისგან მსგავსი ჟესტი. ადრე სულ იმას იძახდა, « ვარდები და ეგეთები თუ არ მოგართვი არ დაიგრუზო, არ მევასება_ო » სიცილით გამოართვა გამოწვდილი ვარდი და ცხვირი ნელა გაუხახუნა. გახარებულმა გაუღიმა მამაკაცს და წყლით სავსე ჭიქაში ჩადო ვარდი. -მთელი ორი კვირა მოგიტაცე!_ მაგიდის ალაგების დროს ახარა ნაჭყებიამ, ახალი ამბავი და კარებს მიეყრდნო. დათხვრილი თეფშები ჰაერში გაუშეშდა კაჭარავას და წარბაწეულმა გახედა მამაკაცს. -გაგიჟდი შენ ხომ?_ გაიცინა, იმაში დარწმუნებულმა რომ მამაკაცი ხუმრობდა. -არა!ასეთი სერიოზული არასდროს ვყოფილვარ!_ სახე დაისერიზოულა ზუკამ და წელში გასწორდა. -რას ნიშნავს მომიტაცე, ნორმალური თუ ხარ შენ?_ ნერვიული სიცილი შეეპარა ხმაში. -ხო კარგი ნუ დაიზმენდი! პროსტა ორი კვირა დასასვენებლად წამოგიყვანე რა, აბა მთელი ცხოვრება ჩემმა მტერმა უყურა მაგ წითელ თავს. _ გაიცინა და მისაღებისკენ წავიდა. -მაგ სიტყვებს ძმრად ამოგადენ იცოდე!_ თითის ქნევით დაემუქრა ანო და თეფშები გაბრაზებულმა ჩაყარა ნიჟარაში. ერთი თეფში უკვე შეიწირა. -ნუ დამიმტვრიე სერვიზი, დედაჩემი არ გაცოცხლებს. სახლიდან წამოვიღე ეგენი!_ სიცილით გამოეხმაურა მის ქცევას ნაჭყებია და დივანზე არხეინად გაწვა. -ზუკა, ნერვებზე მოქმედებ და იცოდე გავბრაზდები!_ კატოგორიულად შეჭმუხნა შუბლი და დოინჯი შემოიდო. -ოჰ!_ არტისტულად შემოსძახა ზუკამ და წარბები სასაცილოდ აწია მაღლა. _ ნუ გადაირვები მერე შენც, გაძალებს ვინმე? _ ვითომც არაფერი თავი გევრდით გაატრიალა და ღამეს გახედა. -მამაჩემთან რა თქვი?_ ნუგზარი მოიშველია უცებ და დამცინავად გახედა. _ ხომ იცი, რომ გაგიჟდება? -ვინ, ნოდარიჩი? _ დამცინავად გახედა შეყვარებულს და დივანზე წამოჯდა. _ ჩემს სასიმამროს, ეგ ამბავი გუშინ მოვუგვარე! _ ხელები მაღლა აწია ნაჭყებიამ. -შენსი არ არის! მამაჩემი ეგეთი თანამედროვეც არ არის, შეყვარებულან ერთად ორი კვირა გამიშვას. _ ნუგზარის ქმედებით გაოცებულმა წამოიყვირა და დივანზე მოწყვეტით დაჯდა. -არ იცნობ მამაშენს კარგად და ეგ არის!_ ანოსკენ მიჩოჩდა ზუკა და მხრებზე ხელი მოხვია. -ნუ მეხები! არ გელაპარაკები მე შენ!_ გვერდით მიიწია ანო და ცხვირი აიბზუა. -აუ ახლა ამას უკერე რა როჟები! არ მელაპარაკები და ნუ მელაპარაკები!_ ფეხზე წამოდგა ზუკა და მეორე სართულისკენ წავიდა. ამაზე სულ მთლად გადაეკეტა. აქ მოიყვანა ორი კვირით და როგორ იქცევა ნახე რა. დიდი სიამოვნებით მივიდოდა და იმ ლამაზ კისრეს მოუგრხედა. თან რა დამცინავად უყურებს, პირდაპირ მის ნერვებზე წვეთავს. გაბრაზებული წამოხტა ფეხზე და უკან დაედევა, მკლავზე მაგრად მოქაჩა და ერთი საფეხურით დაბლა ჩამოაგდო. -როგორც მომიყვანე ისე მომაქციე ყურადღება! -მეძინება!_ ჩაიფრუტუნა და ისევ კიბეებისკენ წავიდა._ თან შენ ბექამ მოგიყვანა. -გეძინება ხო? კარგი ბატონო, წავედი მე! ცივად შეუშვა ხელი და კარებისკენ წავიდა. ზუკა ადგილიდან არ დაძრულა. სინამდვილეში ეს პატარა და საძაგელი გოგო ხუმრობდა, საერთოდ არსად წასვლას არ აპირებს. უბრალოდ ცოტას გაერთობა და ზუკასაც გაართობს. რაღაცა ხომ მაინც უნდა დაამახსოვრდეს ცოტა გიჟური! სახლის კარები ხმაურით გაიკეტა და იქვე კედელს აეკრო. ხუთი წუთი ადროვა ნაჭყებიას, მაგრამ მამაკაცი არ გამოჩნდა. შეშინებულმა გახედა კარებს და გულზე ხელი მაგრად მიიჭირა. სწრაფად შემოურბინა მთელ სახლს გარშემო შიშით, მაგრამ მთელი სახლი ჩაბნელებული დახვდა. ნერვიულად დაიზილა ყელი და იქვე მინდორზე ჩამოჯდა. მოშორებით არსებულ ტყეს კანკალით გახედა და თვალები მაგრად დახუჭა. პირვლად შეეშინა ასე ძალიან ტყის, მიუხედავად იმისა რომ აქვე ზუკა ყავდა. იცოდა რომ მამაკაცი გარეთ გამომსვლელი არ იყო, თუ ამის სურვილი ქონდა აქამდე მოვიდოდა. ანო კიდევ იმ სახლში ფეხს აღარ შეადგავს. აი ასე იჯდება მთელი ღამე და შიშისგან მოკვდება. სახლის ფანჯრებს კიდევ ერთხელ ახედა და ყელში გაჩხერილი იემდგაცრუების ბურთულა უკან ჩააბრუნა. ზუკას მისამართით უამრავი უწმაწური სიტყვა იხმარა, თან ხმამაღლა ყვიროდა მამაკაცს რომ გაეგო. ეს უკანასკნელი კი მაინც არ ჩანდა. მაჯის საათზე დაიხედა და ვარაუდით გამოთვალა დრო გარეთ გამოსვლის შემდეგ. ნახევარი საათი მაინც იქნებოდა გასული. თითებით საფეთქელი დაიზილა და მინდორზე გაწვა. « არ გეშინია! არ გეშინია! არ მეშინია! » ფსიქოლოგიურად მოქმედება საკუთარ თავზე. უკნიდან ფაჩუნი გაიგონა და თვალები დაჭყიტა. სხეული ოდნავადაც არ გაუტოკებია. «ახლა მოვა და შემჭამს! ნეტა დათვია თუ მგელი?ან იქნებ ზუკაა? არა ზუკა, ვერ იქნება ის სახლშია და ძინავს. გველი და დეგენერატი! » მაინც გამოლანძღა მამაკაცი და თვალები შიშით მაგრად დახუჭა. პირვლად წამოირდგინა თავისი სიკვდილი და ტანში უსიამოვნოდ გაცრა. « რა სისულელეა, ჯერ ახალგაზრდა ვარ. სექსიც კი არ მქონია ზუკასთან. » თავის უწმაწურ აზრებზე თვითონვე მოეშალა ნერვები და გულში გემრიელად გალანძღა გარყვნილი ალტერეგო. ფაჩუნი, რომ მიწყდა და სიკვიდლმაც დააგვიანა ნელა მიატრიალა თავი და უკან მდგარ აყლაყს ახედა. -საზიზღარი და საძაგელი კაცი ხარ! მე მეგონა, მოვკვდებოდი!_ ამოიჩურჩულა სევდიანმა და ფეხზე წამოდგა. ტანზე მიკრული პატარა ბალახები ჩამობერტყა და სახლისკენ წავიდა. -ნუ გეშინია სიკვილამდე ყველაფერს მოვასწრებთ! გზაში დაწია სიტყვა სიცილით ნაჭყებიამ. ნაბიჯი ჰაერში გაუშეშდა და დენდარტყმულივით მოტრიალდა უკან. როგორ?! ხმამაღლა ფიქრობდა და გაიგო თუ აზრებს კითხულობს. ან იქნებ ისე ძალიან უნდა მისი ალერსი ყველაფერი შუბლზე აწერია. მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და სახლისკენ დაძაბული ნაბიჯებით წავიდა. ზუკაც უკან მიყვა და წელზე ხელი შუცურა. აღარ გაუწევია წინააღმდეგობა, მამაკაცის მკერდს მიესვენა და სახლის კარები შეაღო. სიმშვიდემ ერთიანად მოადუნა და თვალები დაუბინდდა. მთელი ღამის უძილოს ძილი საშინლად მოუნდა.ზუკას მხარზე ჩამოკონწიალებული წავიდა კიბეებისკენ. მამაკაცმა ოთახში შეიყვანა და საწოლზე ფრთხილად დააწვინა, მერე კი მის გვერდით დაწვა და შუბლზე ცხელი ტუჩების კვალი დაუტოვა. ნერვულობამ, დაძაბულობამ, და ემოცებმა თავისი საქმე გააკეთეს და მალევე გათიშეს კაჭარავა. არც ნაჭყებია ყოფილა ფხიზლად, მძინარე ანოს მაგრად მოხვია ხელები და მისი სუნით გაბრუებულმა თვალები დახუჭა. დილით ტუჩებზე შეხებამ გამოაფხიზლა, ნელა მოისრისა თვალები და მომღიმარ ზუკას ახედა. თავიდან რეალობის დაჯერება გაუჭირდა და დაბნეულმა მოათვალიერა ოთახი, მერე გუშინდელი დღე აღიდგინა და თავს უფლება მიცა გაეღიმა. ზუკა თავისკენ მოქაჩა და ტუჩებზე დააკვდა. მამაკაცისგანაც, რომ იგრძნო ვნება უფრო გათამამდა და კოცნა გააძლიერა. არც ზუკას უყოყმანია დიდხანს და პიჟამას მაისური ერთი ხელის მოქნევით გადააძრო, მერე კი თვითონაც გაიხადა აგურისფერი მაისური. შიშველი სხეულით აეკრო მამაკაცის გავარვარებულ სხეულს და ვნებიანი ხმა ამოუშვა. ყველაფერს თავისი დრო აქვს! ახლა კი დროა, ანომაც იგრძნოს ბოლომდე საყვარელი მამაკაცის ალერსი. დღეს დილით კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ იმ დღეს არაფერი უნდა მომხდარიყო. ახლა უფრო მეტად სურს მისი ალერსი და კოცნა. ახლა უფრო გახელებული უკოცნის ყველა ნაკვთს მამაკაცს. ხელები მის ოდნავ დანამულ ზურგზე აასრიალა და ფრჩხილებით კვალი დაუტოვა. პროფესიონალურად გაანთავისუფლა მამაკაცმა დანარჩენი ტანსაცმლისგანაც და მთლიანად დაეპატრონა კაჭარავას სხეულს. -რა გემრიელი და სასურველი ხარ! ვერ ვივსები შენით!_ ვნებიანად ეჩურჩულებოდა ზუკა. ეს კიდევ უარესად უბინდავდა გონებას ანოს. ფრჩხილები უფრო მაგრად აასრიალა ზურგზე და ყურებთან ძლივს გასაგონად უჩურჩულა. -გაჩუმდი თორემ ცუდად ვარ!_ ძლივს მოაბა სიტყვებს თავი და დადუმდა. იმის მერე არცერთს ხმა არ ამოუღია, ორივემ იცოდა რომ სწორად იქცეოდნენ და ეს საკმარისი, აღმოჩნდა ბოლომდე ვნების საუფლიში გადასულიყვნენ. გრძნობებისგან გამოფიტული იწვა საწოლზე და თავს უბედნირეს ადამიანად გრძნობდა! ყველანაირი ტკივილის მიუხედავად რასაც ფიზიკურა და სულიერად გრძნობდა, მაინც ეგოისტურად ბედნირი იყო. ერთადერთი რაც ბედნიერ გულს, უკლავდა ოჯახი იყო! მშობლები, რომლებსაც თვალებში ალბათ ვერ შეხედავს...რაც არ უნდა იყოს, ეს მათთვის მიუღებელია. თავი ოჯახისგან გარიყულად იგრძნონ და ობილი ცრემლი გადმოაგდო მარჯვენა თვალიდან. თითქოს გონებაში გამაწვრილებლად უკაკუნებს ის აზრი, რომ ნუგზარმა ეს იცოდა რომ მოხდებდა და მაინც გამოუშვა. აბა რომელი მამა, გარისკავს ასე. ე.ი. რაღაცა იცოდა და დათანხმდა. ეს ერთადერთი საშუალება იყო რაც ოდნავ მაინც უმსუბუქებდა დარდს. მძინარე ზუკასკენ გადატრიალდა და ტუჩებზე თითი გადაუსვა. ძილშიც კი მომხიბვლელად იღიმის. ერთმანეთში გადახლართულ ფეხებს დააკვირდა ანო და გაიცინა. როგორი მოუსვენარი გოგოა, ვერაფრით ვერ გააჩერებ თვითონ თუ არ უნდა. ახლაც ყველაფერს აკეთებს, რომ ზუკა გამოაფხიზლოს. ტუჩებზე თამაშს, რომ მორჩა ცხვირზე გადავიდა, მერე თვალებზე და ბოლოს თმებზე. ვერაფერს რომ ვერ გახდა სიმწრით მოქაჩა თმები და მამაკაცი ააწიოკა. ხელი ნატყენ ადგილას დაისვა საწოლზე წამომჯდარმა ზუკამ და გაბრაზებულმა გადახედა ქალს. ალბათ დღევანდელი დილა გაახსენდა და იმიტომაც მიიღო ასეთი ნასიამოვნები სახე. ქალისკენ დაიხარა და მკედზე ნაზად აკოცა. -რაღაცას მოგიყვები და იმედი მაქვს არ აწივლდები!_ თბილად უჩურჩულა ყურში და უკბინა. -გააჩნია რას მომიყვები. _ თმებზე აკოცა ანომ და ხელები მხრებზე მოხვია. -ოთხი თვის წინ, მეგობრებთან ერთად ვიყავი ბარში და ვსვამდი. მართალია ექიმი ვარ და არ შემშვენის, მაგრამ ზოგჯერ მეც გავძვრები ხოლმე, ეგ წარსულში იყო. ახლა სერიოზული კაცი ვარ და სერიოზული რაღაც დამეკისრა, გულზე! სად წავედი ტო... მეგობრებთან ერთად ვსვამდი და შევამჩნიე ბარში იმ წუთას შემოსული, გრძელფეხება გოგო. როგორც მამაკაცების უმეტესობა, ჯერ მხოლოდ მისი აღნაგობით მოვიხიბლე, მერე მისი ქოჩორით. ძალიან განსხვავებული და გიჟური ქოჩრით! ჩვენს მოპირდაპირე მხარეს დაჯდა მეგობრებთან ერთად, მთელი საღამო თვალი არ მომიცილებია... ძალიან მომეწონა და გადავწყვიტე, გამეცნო. ასეც მოვიქცეოდი ბუნებრივ მოთხოვნილებებს, რომ არ შევეწუხებინე. საპირფარეშოში გავედი და იქიდან დაბრუნებულს აღარ დამხვდა! ასე დავკარგე გრძელფეხება და ქოჩორა გოგო... მერე იმ ბარში ყოველ დღე დავდიოდი ზუსტად იმ დროს და ერთხელაც დავიჭირე, მაგრამ უკვე გადაფიქრებული მქონდა მისვლა და გაცნობა! ორიგინალური მინდოდა რამე რა. ხოდა ჩემს მეგობრებთან ერთად დავსახე გეგმა, « როგორ შევაბათ წითელთავა გოგოს მამა?!» ძალიან კი გამიჭირდა მამაშენის დაკერვა და ყველაფრის ახსნა, მაგრამ ძალიან მაგარი კაცია და გამიგო. შენი აზრით, ამ ადგილას ასე უბრალოდ აღმოჩნდით? ლუკა მაგარი ძმაა! პროსტა ძალიან ბევრი იწუწუნა, ვერ მოვატყუებო და რაღაცები, მაგრამ ბოლოს შენი ბედნიერებისთვის გარისკა. აქ გადავწყვიტე ჩემი თავი შენთვის დამემახსოვრებინა და ძალიან მაგრად გამომივიდა. მერე იყო შეხვედრა კაფეში, რომელიც უკვე მანჩომაც იცოდა და მისთვის ეს სულ არ ყოფილა მოულოდნელი.დროთა განმავლობაში თამაშმა უფრო ჩამითრია, თქმას ვაპირებდი ყველაფრისას, მაგრამ გერმანიაში მომიწია წასვლამ და კიდევ ერთხელ გადამედო შენთან საუბარი.გერმანიაში ყოფნისას იმდენი მაგარი რაღაცები მოხდა ჩვენს შორის, რომ ვეღარაფერი გითხარი! შემეშინდა, რომ ტყუილს არ მაპატიებდი და წახვიდოდი, მე კიდევ შენს გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა. ამიტომ სულ უფრო და უფრო ვიძირებოდი ტყუილში და სხვებსაც ვძირავდი. ჩემი სამეგობრო დიდიხანია გიცნობს შენ, პირველად აეროპორტში არ უნახიხარ! ბარში გნახეს და ჩემი არჩევანი მოიწონეს! არ გეგონოს, რომ ყველაფერი რაც შენ თავს ხდებოდა ტყუილია, მათთან ურთიერთობისას მაინც უნდა გამოგევლო ეგ ეტაპები. მამაშენთან საუბრისას კიდევ ერთი ტყუილის თქმა მომიწია და შემრცხვა... ახლა ამ ყველაფერს იმიტომ გიყვები რომ მინდა იცოდე მაგრად მიყვარხარ! მამაშენი თანახმაა ჯვარი დაგვწეროს, მთავარია შენ მოინდომო. ზუკას მკერდზე თავდადებული იწვა და გაოცებისგან ხმას ვერ იღებდა. მამაკაცის აღიარებამ იმდენად იმოქმედა მასზე, რომ შოკში ჩავარდა! ყველაფერს ელოდა ამის გარდა... იმასაც კი რომ ზუკა მიატოვებდა! მაგრამ ამას არა! იმის გააზრება, რომ ამდენიხანი ტყუილში აცხოვრეს მისმა საყვარელმა ადამიანებმა გულს უკლავდა. წარმოდგენაც არ უნდა, რომ ნახავს მათ რა დაემართება. უკვე იცის, რომ ყოველთვის ეს ტყუილი გაახსენდება! ყველაზე მეტად კი გულს ზუკას ტყუილი უკლავს, ასე მწარედ რომ ჩაითრია შიგნით. ვერ იჯერებს, რომ მამაკაცი ამ დროის განმავლობაში სულ ატყუებდა. რომ იხსენებს, როგორ მივიდა მამისთან სასაუბროთ, აკანკალებს. არასდროს უყვარდა ასეთ სიტვაციებში ტირილი, მაგრამ ახლა რომ არ იტიროს და დარდი ამოანთხიოს ალბათ გაგიჟდება... მეორე მხრივ კი ეს ყველაფერი რაღაცა დოზით აბედნიერებს. ზუკას ტყუილს მაინც აქვს დადებითი მხარე, რომლითაც დღეს ბედნიერია. რა მნიშვნელობა აქვს რა იყო წარსულში? მთავარია, რომ მამაკაცმა ამ ტყუილით გააბედნიერა. მართალია ეს არასდროს დაავიწყდება, მაგრამ არ აპირებს ამის გამო ბედნიერებაზე უარი თქვას. ეს მისი მხირდან ყველაზე დიდი სისულელე იქნება. უბრალოდ ანო ვერასდროს წარმოიდგენდა, ასეთი რამ თუ გადახდებოდა. საერთოდ ეგონა, რომ მსგავსი სიუჟეტები მხოლოდ რომანტიულ ფილმებშია, რომელზეც ის სულ ოცნებობდა... ახლა კი უნდა აღიაროს, რომ ზუკა მისი ოცნებების ასრულებას იწყებს. რამდენადაც მტკივნეული არ უნდა იყოს მისთვის ტყუილი უარის თქმა არ შეუძლია ასეთ ბედნიერებაზე. გულის სიღრმეში კი ის აბედნირებდა, რომ ოჯახი არ შეურცხვენია მისი დღევანდელი საქციელით და არ გარიყულა. ძალიან გაუხარდა, ნუგზარმა ყველაფერი რომ იცოდა, ეს ერთადერთი გზაი იყო გულის დასამშვიდებლად. -აღარასდროს გაბედო და მომატყუო! არ გაპატიებ იცოდე!_ ამოისლუკუნა და მკერდზე ტუჩები მიადო. -შენ თავს გეფიცები არასდროს აღარ მოგატყუებ! ეს იყო ერთადერთი ტკბილი და მწარე ტყუილი რაც მითქვამს... არ ვნანობ, შენ თავს გეფიცები არცერთი წამით ვნანობ, რომ მოგატყუე. ახლა ასეთ ბედნიერს, რომ არ გხედავდე დიდი ხნის წინ წავიდოდი შენი ცხოვრებიდან, მაგრამ ვიცოდი რომ მე და შენ ერთმანეთისთვის ვართ რა და ესეთი უაზრობები ვერ დაგავშორებს. მოკლედ რატომ ვილაპარაკე ამდენი... მინდა, რომ ჩემთან გადმოხვიდე საცხოვრებლად, როგორც ცოლ-ქმარი ისე ვიცხოვროთ. ტკვილად და მშვიდად! -გადმოვალ!_ ბედნიერებისგან გაჟღენთილმა წამოიკივლა და კიდევ უფრო მაგრად აეკრა მამაკაცს. თამამად და უპრობლემოდ შემიძლია ვთქვა, რომ ანო გონისდაკარგვამდე ბედნიერი იყო ზუკას მკლავებში. მისი თითოეული სიყვარულით გაჟღენთილი სიტყვა, ოცნებებს უსრულებდა. ოცნებასაც ვერ გაბედავდა ასეთ რეალობაზე, უნაკლო რეალობაზე... რომელიც ზუკამ უანგაროთ აჩუქა და მასში ცხოვრების უფლება მისცა. იმ ბარში მისვლის დღეს, ყოველ მეორე წუთში იხსენებს და ლოცავს. უხარია ყველაფერი ასე, რომ მოხდა... დროთა განმავლობაში ამ ტყუილსაც შეეჩვევა, როცა გაახსენდება რატომ თქვეს. ბავშვებს დაურეკა და ყველა სათითაოდ გამოლანძღა. მშობლებთან ვერ დარეკა, მათთან უნდა ისაუბროს და ისე გაარკვიოს ყველაფერი. ახლა მთელი ორი კვირა ზუკასთან ერთად უნდა გაატაროს და არაფერზე იფიქროს მათ გარდა. არც მომავალზე! ურჩევნია დღევანდელობით იცხოვროს და უფრო ბედნიერმა. მაქსიმალურად მისცეს, თავის თავს უფელბა ბედნიერი იყოს ნაჭყებიასთან, ყველანაირი შეზღუდვების გარეშე. კიბეები ხმაურით ჩაირბინა და მისაღებში მდაგრ ზუკას ზურგზე მოახტა. -აჩუ აყლაყო. _ ხელი ჰაერში დაატრიალა და საჩვენებელი თითი წინ გაიშვირა. -ჩამოხტი თორემ დაგაბერტყებ იატაკზე! _ სიცილით დაემუქრა ნაჭყებია და ოდნავ გვერდით გადაიხარა. -უიმე რა უჟმური გახდი...ჩამოვდივარ ხო. _ გაიბუტა და მისი ზურგიდა ჩამოხტა._ საერთოდ აღარ მომწონხარ ამ ბოლო დროს!_ კოზირში მოარტყა და დივანზე დაწვა. -დღეს დილით სულ სხვა რაღაცას კვნესოდი ვნებიანი ხმით. _ ფერებით დაწყებული დილა გაახსენა ზუკამ და ზემოდან დააწვა. -გავიჭყლიტე, ადექი ფეხზე!_ დაიწუწუნა და ხელები მკერდზე მიაბჯინა. _ რაც შეეხება ჩემს კვნესას შენი საქმე არ არის ეგ! _შერცხვა და ლოყები აუწითლდა. -ახლა გავხდი მძიმე? სულ ასეთ პოზიციაში ვართ მე როგორც მახსოვს!_ გონებას ურევდა ზუკა. -ნუ ხარ უტაქტო, ადექი ფეხზე და მომასვენე!_გაცხარდა ანო. -დაიმახსოვრე, რომ შენი ნებით მიშვებ. დღეს ღამე არ მომეკრო და მომეფერეო არ მომთხოვო!_ ფეხზე წამოდგომა დააპირა ანოს ხელმა რომ შეაჩერა. -არა იყავი! კარგი წონა გაქვს, საერთოდ არ მაწუხებ. _ უცებ გამოასწორა და ლოყაზე ხმაურით აკოცა. -მაშინ მოგეფერები!_ ჩაიჩურჩულა და მის ყელზე ტუჩები ჩაასრიალა. -მაშინ მეც მოგეფერები დაუღალავად! -ხოდა ვეფეროთ ერთმანეთს დაუღალავად, სულ ბოლო ამოსუნთქვამდე! -ხუთ წელში თუ რამის თავი გქონდა კიდევ. _ გაიცინა კაჭარავამ და კისერზე კბილების კვალი დაატყო. დასასრული. ~~~ ძველის ძველი ისტორია, იმედია ისიამოვნეთ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.