ღირსება, ფული და სიყვარული(7)
თავი 7 როდესაც მანქანა სახლს გაშორდა და თვალს მიეფარა ნატალი ქმრისკენ სახით შეტრიალდა და გაფითრებული ერიკი დაინახა, ის მოულოდნელად წაბარბაცდა, რომ არა ნატალი ის ძირს დაეცემოდა. ნატალიმ ქმარი შინ შეიყვანა, ჭიქით წყალი მიაწოდა და ცოტა ხნის შემდეგ შეკითხვა დაუსვა, თუმცა არ იცოდა რომ ამ კითხვაზე მიღებული პასუხი მათ ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლიდა -ერიკ რა გითხრა ბიჭმა ისეთი რომ სახეზე ფერი არ გადაევს? -ყველაფერი მორჩა ძვირფასო-ერიკმა ღრმად ამოისუნთქა და ცოლს თვალებში ჩახედა-მალე ყველაფერი სააშკარაოზე იქნება, ყველაფერი რის დამალვასაც ასე გულმოდგინედ ვცდილობდით -რას გულისხმობ ერიკ გთხოვ ნუ მაშინებ და გარკვევით ისაუბრე, რა გითხრა მოლის მეგობარმა? -ნატალის პასუხის მოლოდინში გული გამალებით უცემდა, ერთი წამით ისიც კი მოეჩვენა რომ ქმარი მის საწამებლად პასუხის გაცემას აჭიანურებდა -რაიან ადამსმა იცის მოლი სინამდვილეში ვინც არის-ამ სიტყვებმა კლარკების ყველა შიში რიალურად აქცია, ის რაც აქამდე მხოლოდ ვარაუდი იყო ახლა რეალობად იქცა-ბიჭმა ორი დღე მომგვცა იმის მოსაფიქრებლად თუ როგორ ვეტყვით ჩვენს გოგოს სიმართლეს -და თუ არ ვეტყვით რა მოხდევბა?-ნატალი აღელვებისგან ოთახში ადგილს ვერ პოულობდა -დაბრუნების შემდეგ თუ მოლის ჩვენ არ ვეტყვით სიმართლეს ის ამას თავად გააკეთებს -ეს შეუძლებელია, ეს არ უნდა ხდებოდეს -ნატალის ლოყაზე წყვილი ცრემლი ჩამოუგორდა -ორშაბათს მოლის სიმართლე უნდა ვუთხრათ, თუ არ გვინდა რომ სამუდამოდ დავკარგოთ მან ეს ჩვენგან უნდა გაიგოს -არავითარ შემთხვევაში ერიკ, მოლი ჩვენი შვილია მას ვერ წაგვართმევენ -მოლი სრულწლოვანია სიმართლის გაგების შემდეგ თავად გადაწყვეტს რა გააკეთოს -ერიკ ამას ვერ გადავიტან ვერ გავუძლებ თუ მოლი ჩვენგან წავა -ნატალიმ სახე ხელებში ჩარგო და აქვითნდა -ძვირფასო ის ჩემი გოგონაა მეც არ მინდა მისი დაკარგვა მაგრამ თუ ის სიმართლის სხვისგან გაიგებს ამას არასდროს არ გვაპატიებს-წარსულის სიმართლე მარტო კლარკებს როდი ანადგურებდა, ის ყველას მისწვდა, ყველას ვინც მამა შვილს დააშორა. დილით ადრე მედისონ ადამსმა თავის მეზობელსა და საუკეთესო მეგობარს დაურეკა და სასწრაფოდ მასთან მისვლა სთხოვა, ის თვლიდა რომ თუ მერი რაიანის პირობას გაიგებდა სიმართლის გამჟღავნებას ხელს შეუშლიდა -მედისონ ასეთი საჩქარო რა იყო, ჯერ არც კი მისაუზმია-მერი ჯონსი მისაღებ ოთახში შევიდა და მედისონს გვერდით მიუჯდა -ახლა ისეთ რამეს გეტყვი რომ მადას ნამდვილად დაკარგავ-მედისონმა მცირე ხნიანი პუზა გააკეთა თითქოს სწორი სიტყვების შერჩევას ცდილობდა, თუმცა ამ სიტუაციას ვერც ერთი სიტყვა ვერ გამოასწორებდა-მერი ძვირფასო, გოგონა გახსოვს, რომელიც რამდენიმე დღის წინ დემიენმა გაგაცნო? -კი მახსოვს მოლი, მაგ გოგოს გაცნობის შემდეგ რაღაცნაირად მოსვენება დავკარგე -მერი გოგო რომელიც იმ დღეს შენი ქმრის გვერდით იდგა, დემიენის დაკარგული ქალიშვილია -მედისონმა ღრმად ჩაისუნთქა და საუბარი განაგრძო-მოლი კლარკი სწორედ ის გოგოა რომლის გაშვილებაშიც მე და პიტერი დაგეხმარეთ -ეს შეუძლებელია, ღმერთი ასე რატომ მსჯის, იმდენი ძალისხმევა დამჭირდა ამ გოგოს თავიდან მოსშორებლად და ახლა თვრამეტი წლის შემდეგ ის ისევ დაბრუნდა ჩვენს ცხოვრებაში-მერის საზეზე ზიზღი გამოესახა, ის დაუფარავად გამოხატავდა უდანაშაულო გოგოსადმი სიძულვილს -ეს ყველაფერი არ არის, ჩემმა ვაჟმა სიმართლე იცის -რა სიმართლეზე მელაპარაკები მედისონ? -რაიანმა იცის რომ დემიენს შვილი წავართვით და რომ ის მოლია-მედისონი მცირე პაუზებით საუბრობდა, თითქოს ყოველი სიტყვა სასიცოცხლო ძალას ართმევდა-მან მე და პიტერს ულტიმატუმი წამოგვიყენა, ორი დღე მოგვცა ან ჩვენ ვეტყვით დემიენს სიმართლეს ან ის ორშაბათს თავად მოუყვება ყველაფერს -არა მედისონ ვერ ვიჯერებ, ეს ჩვენ რატომ გვემართება-მედისონი მეგობარს მაგრად მოეხვია, ამ ჟესტით მისი გამხნევება სცადა რადგა მთავარი ჯერ კიდევ სათქმელი ჰქონდა. სიმართლე რომელიც მის ოჯახს დაანგრევდა -მერი ეს ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი, ჩემი ქმარი ახლა დემიენის კაფეშია-ამ სიტყვები მეხის გავრდნასავით გაისმა ოთახში-ის მას ამ მომენტში სიმართლეს უყვება, ვწუხვარ მეგობარო ეს მართლა ხდება და ეს მხოლოდ დასაწყისია- მედისონი ამჯერად სიმართლეს ამბობდა, პიტერი და დემიენი კაბინეტში ერთმანეთის პირისპი ისხდნენ, თუმცა დემიენს წარმოდგენაც არ ჰქონდა რომ მისი მეგობარი მის წინ იმიტომ იჯდა, რომ წლებისწინ წართმეული საგანძური უნდა დაებრუნებინა... -აბა პიტერ იქნებ მითხრა შენი სტუმრობის მოტივი-პიტერმა დემიენს თვალებში ჩახედა, ღრმად ჩაისუნთქა და საუბარი დაიწყო -დემიენ მეგობარო დრო მოვიდა სიმართლე გაიგო, თვრამეტი წლის წინ შენი ცოლი ჩემს სახლში ატირებული მოვიდა, ის მედისონს მუხლებში ჩაუვარდა და დახმარება სთხოვა -რაზე საუბრობ პიტერ რა დახმარება გაუწიე ჩემს ცოლს? -გთოვ არ შემაწყვეტინო, ჩემთვის ამ ყველაფრის მოყოლო ისედაც რთულია-პიტერმა კიდევ ერთხელ ჩაისუნთქა ღრმად და საუბარი განაგრძო- ეს მაშინ მოხდა როდესაც შენ ქალიშვილი შეგეძინა, უფრო ზუსტად როდესაც მერის განუცხადე რომ მის სახლში მიყვანას და აღზრდას აპირებდი. მერი ჩემს მისაღებ ოთახში სასოწარკვეთილი იჯდა და შეველას ითხოვდა, მე და ჩემს ცოლს მაშინ გვეგონა რომ მეგობრის დახმარებით კარგ საქმეს გავაკეთებდით თუმცა ახლა მივხდი რომ შევცდით -რა გთხოვა მერიმ პიტერ, რისთვის მოვიდა თქვენთან? -მერიმ გვთოვა, რომ შენი ქალიშვილის ჯეინის გაქრობაში დავხმარებოდით-ამ სიტყვების გაჟღერების შემდეგ დემიენმა სახეზე ფერი დაკარგა, თუმცა პიტერი გაჩერებას არ აპირებდა, რადგანაც დაიწყო სიმართლის მოყოლა გადაწყვიტა ბოლომდე ეთქვა და ერთხელ და სამუდამოდ განთავისუფლებულიყო ამ ტვირთისგან, რომელიც თვრამეტი წელია თავისუფლად სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა- ჩვენ თავიდან მისთვის უარის თქმა გვინდოდა, თუმცა ვერ შევძელით რადგან მერიმ არჩევანის წინაშე დაგვაყენა ან დავეხმარებოდით ან თავს მოიკლავდა -და რა ჩაიდინე პიტერ?-დემიენი სკამიდან წამოიჭრა და პიტერს საყელოში წვდა -მე და მედისონმა ოჯახი ვიპოვნეთ რომელიც დათანხმდა ბავშვის აყვანას, დანარჩენი კი მერიმ მოაგვარა ისე მოაწყო თითქოს შენი შვილი გაუჩინარდა, სინამდვილეში კი მან ბავშვი მე და მედისონს გადმოგვცა და ჩვენ ახალ მშობლებს წავუყვანეთ -და ვინ არიან ისინი? ახლა სად არის ჩემი პატარა გოგო?-დემიენი ხელს არ უშვებდა პიტერს, თითქოს ეშინოდა რომ პიტერი ისევ მოატყუებდა -შენი ქალიშვილი არც ისე შორს არის შენგან, ბედმა ის კვლავ დააბრუნა შენს ცხოვრებაში, მიუხედავად ჩვენი დიდი მცდელობისა ის მაინც გამოჩნდა ჩვენს ცხოვრებაში და ყველაფერი შეცვალა -ახლავე შეწყვიტე ეს მიკიბულმოკიბული საუბარი და მთავრი მითხარი ვინ არის ის -ის ჩემი შვილის შეყვარებულია-ამ სიტყვების გაგონებისთანავე დემიენმა პიტერის საყელოს ხელი გაუშვა და სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა -დემენი შენი ქალიშვილი მოლი კლარკია, გოგონა რომელიც სულ ცოტა ხნის წინ აიყვანე სამსახურში-იმ წამს მოაგონდა დემიენს მოლის ნათქვამი სიტყვები„ეს ციტატა ჩემი პირველი გამართული წინადადება იყო“ -ის ჩემი ქალიშვილია ის ჩემი ჯეინია, აი საიდან იცოდა ჩემი საყვარელი ფრაზა -დემიენ ალბათ აზრი არ აქვს პატიების თხოვნას რადგან ჩემი და ჩემი ცოლის საქციელი უპატიებელია -ახლავე გაეთრიე ჩემი კაფიდან, მე არ მსურს შენთან არანაირი კონტაქტი-დემიენი სწრაფად წამოდგა სავარძლიდან და კარისკენ გაემართა -დემიენ სად მიდიხარ? -ამას როგორ მეკითხები, ჩემი შვილის დასაბრუნებლად მივდივარ -არ ღირს მოლი ახლა ჩემს აგარაკზეა რაინთან და მის სხვა მეგობრებთან ერთად. ისინი ორშაბათს დაბრუნდებიან. რამდენიმე საათიანი გზის დასასრულს მანქანა ხეებით გარშემორტყმულ პატარა სახლთან გაჩერდა, სახლი მთლიანად ხის იყო, თუმცა ქოხს ნამდვილად არ ჰგავდა. სანამ მოლი და სელენა სახლის მშვენიერებით ტკბებოდნენ რაიანმა დე ჯეიმიმ ნივთები სახლში შეიტანეს, შემდეგ რაიანი მოლის მიუახლოვდა ხელები წელზე შემოხვია, თავისკნე მიიზდა და უთხრა -კეთილი იყოს შენი ფეხი ჩემს სახლში კონკია -ულამაზესი ადგილია, აქ მართლაც შესანიშნავ დროს გავატრებთ-სანამ მოლი აღფრთოვანებას ვერ მალავდა სელენა და ჯეიმი ერთმანეთს ზედაც არ უყურებდნენ -ჯეიმი არ გინდა სელენას სახლი დაათვალიერებინო?! -არ არსი საჭირო გზას თავად გავოგნებ-მკვახედ მოუჭრა სათქმელი სელენამ, თუმცა რაიანი არ დანებდა -მე თქვენს განმარტოებაზე სულაც არ ვღელავ, მინდა მე დავრჩე მარტო ჩემს გოგოსთნ -მაშინ შეგეძლოთ მარტოები წამოსულიყავით-მოლიმ ცოტახანს კიდევ უსმინა მეგობრების კამათს და საბოლოოდ ჩარევა გადაწყვიტა -ორივეს გეყოფათ, აქ გასართობად წამოვედი და არა ჩხუბის საყურებლად, სცენები სახლშიც არ მაკლდა ასე რომ თქვენ ორმა დაივიწყეთ ძველი დრო და ეს შაბათ კვირა კარგად გავატაროთ-სელენამ და ჯეიმიმ ერთმანეთს შეხედეს თუმცა მოლის წინადადებით მაინც არ იყვნენ აღფრთოვანებულები-შევთანხმდით თუ არა? -კარგი შენ გაიმარჯვე -სელენა მოლის მოეხვია-ეს ორი დღე დავივიწყეოთ რომ ამ სახლის გარეთ სხვა ცხოვრება გვაქვს -როგორც იქნა შეთანხმებას მივაღწიეთ, ყოჩაღ მოლი აქამდე არავინ მინახავს ვინც ასე ადვილად დაიმორჩილა სელენა -ვერ ვიჯერებ ჯეიმი, რომ ისევ ჩხუბის წამოწყებას ცდილობ -ახლახანს რაზე ვსაუბრობდით და თქვენ რას აკეთებთ-მოლი ცდილობდა არ გასცინებოდა რომ მეგობრებს მისი ნათქვამი სერიოზულად მიეღოთ-იცით რა თქვენ ორმა ვახშამი მოამზადეთ მე და რაიანი კი სახლს მოვაწესრიგებთ. შეეცადეთ სამზარეულო არ გადაწვათ და რაც მთავარია მშივრები არ დაგვტოვოთ- სელენას და ჯეიმის პროტესტის გამოთქმა უნდოდათ თუმცა ამის დრო აღარ იყო რადგან მოლი და რაიანი უკვე ჩანთებს მიათრევდნენ მეორე სართულზე რათა საძინებლები მოეწესრიგებინათ. -აბა რა მოვამზადოთ ვახშმისთვის? -მაგარია ჯეიმი ამ შეკითხვით ცდილობ საუბრის წამოწყებას -რა ჯანდაბა გემართება სელენა, იქნებ დავილაპარაკოთ და ეს უაზრო ჩხუბიც დავამთავროთ -ჯეიმი რაზე უნდა დავილაპარაკოთ შენ შენი არჩევანი გააკეთე მე ჩემი ასე რომ ყველაფერი ნათელია -ჩემს მაგივრად შენ ვერ გადაწყვეტ მაქვს თუ არა სათქმელი -ასე არა, შენ მშვენივრად გადაწყვიტე მარტომ ჩვენი ურთიერთობის ბედი. შენ უბრალოდ წახვედი თანაც დაუმშვიდობებლად -შენ იცი რომ მაგ საქციელით არ ვამაყოობ თუმცა მაშინ სხვა გზა არ მქონდა, იშვიათად ეძლევა ჩემნაირ ღარიბ ადამიანს საზღვარგარეთ სწავლის საშულაება და მე არ შემეძლო ამაზე უარის თქმა -რა?! ანუ შენი სწავლის ხარჯები რაიანის მშობლებმა დაფარეს? -ხო სელენა, მისის ადამსმა უჩემოდ გადაწყვიტა ყველაფერი საბუთები მოაწესრიგა და თვითმფრინავის გაფრენამდე ერთი საათით ადრე კაბინეტში დამიბარა, ხელში თვითმფრინავის ბილეთი ჩამიდო და არჩევანი შემომთავაზა, ან წავიდოდი და რამეს მივაღწევდი ამ ცხოვრებაში ან სიცოცხლის ბოლომდე მათ მოსამსახურედ დავრჩებოდი -ღმერთო მე ამის შესახებ არაფერი ვიცოდი, მეგონა ყველაფერი თვად დაგეგმე და ვბრაზობდი იმის გამო რომ დაუმშვიდობებლად წახვედი, ჩვენ ხომ მაშინ მთელ დღეებს ერთად ვატარებდით -როგორ დაიჯერე რომ ასე უსიტყვოდ მიგატოვე, რომ შემძლებოდა ერთი შაინსი მაინც რომ მქონოდა შენთან დამშვიდობების ამას აუცილებლად გავაკეთებდი-სელენამ მაგიდაზე მაკარონის შეკვრა დადო და ჯეიმის მიუახლოვდა -შეგეძლო დაგერეკა და ყველაფერი აგეხსნა -არ შემეძლო, მე ვერ მოგთხოვდი ერთი წლით დალოდებას შენ იმსახურებ ბედნიერებას და მე ვერ გაგაბედნიერებდი მაშინ როცა სხვა ქვეყანაში ვიყავი -შენ უბრალოდ ყველაფერი უნდა აგეხსნა დალოდების თხოვნა არ დაგჭირდებოდ არადგან ამას მაინც გავაკეთებდი-ჯემი სელენას ნაზად შეეხო ხელზე, სელენამ მას თავალებში ჩახედა, თითქოს ცდილობდა იქ დაენახა მათი მომავალი -სელენა ახლა რომ გთხოვო კიდევ ერთი შანსის მოცემა რას მიპასუხებ? -იცი რასაც გიპასუხებ, შენი აზრით მთელი წლის მანძილზე რატომ არ ვხვდებოდი სხვა ბიჭებს-სელენას კიდევ სურდა საუბრის გაგრძელება, თუმცა ახლა სიტყვები ზედემეტი იყო მათი თვალები ყველაფერს ამობობდნენ, ჯეიმი კიდევ უფრო მიუახლოვდა სელენას და აკოცა, იმ წამს მათთვის დედამიწამ ტრიალი შეწყვიტა, მათ გარშემო ყველაფერი გაუჩინარდა, ერთ წლიანი ლოდინის შემდეგ მათ კვლავ ირწმუნეს სიყვარულის და ეს დიდხანს გაგრძელდებოდა სამზარეულოში შემოსული მოლი სკამს რომ არ დაჯახებოდა -ბოდიში ხელის შეშლა არ მინდოდა. თუმცა უნდა ვაღიარო რომ შეუდარებელი ვარ -მართალია მომენტის გაფუჭება შეზე უკეთ არავის გამოსდის -მადლობა ჯეიმი ასეთი კომპლიმენტი ჩემთვის ჯერ არავის უთქვამს -არაფრის ძვირფასო, თუმცა მადლობის მოხდა მართლაც დაიმსახურე -რაზე საუბრობთ თქვენ ორნი?-სელენა ცნობისმოყვარეობამ შეიპყრო -ჩვენი აქ წამოსვლა და შერიგება მოლის იდეა იყო, მან იცოდა რომ ეს გვჭირდებოდა -კარგი ნუ გამაწითლებთ ხომ იცით როგორი თავმდაბალი ვარ -შენ და თავმდაბალი არავითარ შემთხვევაში-ჯეიმი მოლისთნ მივიდა მაგრად მოეხვია და ჰაერში დაატრიალა-შენ მოლო კლარკ მართლაც საუკეთესო ხარ, შენ დამიბრუნი ის რისთვისაც სიცოცხლე ღირს -აქ რა ხდება ჩემს გოგოს რა უფლებით ეხუტები?!-ოთახში რაიანი შემოვიდა და ეცადა ეს ფრაზა სრული სერიოზულობით ეთქვა, თუმცა არ გამოუვიდა და ყველას სიცილი აუტყდა. ვახშამის მომზადების მცდელობა უშედეგო გამოდგა ამიტომ ჩინური საჭმელი შეუკვეთეს, ვახშმობის შემდეგ ოთხივე ბუხართან ისხდნენ და მშვიდად საუბრობდნენ -აბა ახლა რა გავაკეთოთ?-წყნარად იკითხა სელენამ და ჯეიმის მრავლის მეტყველად შეხედა -მე ზუსტად ვიცი რაც უნდა გავაკეთოთ ძვირფასო, ოღონდ აქ არა -ორივე საზიზღრები ხართ-მოლიმ თავი ვერ შიკავა და გაეღიმა-შეგიძლიათ თქვენი ბინძური ფანტაზიები თქვენთვის დაიტოვეთ -დამშვიდი მის სრულყოფილებავ, ჩვენს ფანტაზიებს ჩვენთვის დავიტოვებთ, თუმცა რაიანზე იგივეს ვერ ვიტყვი-რაინმა ჯეიმის ბალიში ესროლა -შეგიძლია ერთხელ მაინც მოიქცე ნორმალურად -კარგი რა ძმაო იმდენი დოლარი რომ მომცე რამდენჯერაც შენ მას შიშველს წარმოიდგენ მილიონერი ვიქნები -ფუ ორივე საზიზღრები ხართ-სელენამ დროულად შეაჩერა საუბარი სანამ უარესში არ გადაიზარდა -ყველანი გაჩუმდით-მოლიმ მოულოდნელად ყველა გააჩუმა -მოლი ყველაფერი რიგზეა? -გესმით? -რა უნდა გვესმოდეს ?-რაიანი მოლის თვალს არ აშორებდა, რადგან ის ასეთი უცნაური არასდროს უნახავს. მოლიმ რაიანის შეკითხვას ყურადღება არ მიაქცია სავარძლიდან წამოდგა და კარისკენ გაემართა-მოლი სად მიდიხარ? -გარეთ, შენც წამოდი -გარეთ რა გვინდა?-მოლიმ რაიანს კვლავ არ გასცა პასუხი, ამიტომ ისიც ადგა და უკან გაყვა, როდესაც გარეთ გავიდა დაინახა როგორ იდგა ხელებგაშლილი მოლი წვიმაში და იცინოდა, ის ბედნიერი იყო -მოლი შემოდი დასველდები -ეჰ ჩემო ძვირფასო „ზოგი ადამიანი გრძნობს წვიმას, დანარჩენები უბრალოდ სველდებიან“ ახლა შენ მითხარი აქედან რომელი ხარ?-რაიანი სწრაფად გავიდა გარეთ მოლის მიუახლოვდა და მაგრად ჩაეხუტა -ჩემო შეშლილო ქალბატონო მე ახლა მხოლოდ იმას ვგრძნობ რომ თავდავიწყებით მიყვარხარ-ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ მოლის სახე შეეცვალა თითქოს სევდა შემოაწვა, ბედნიერება ერთ წამში გაქრა მისი სახიდან-მოლი რა მოხდა? -არ ვიცი უბრალოდ ვგრძნობ, რომ როცა სახლში დავბრუნდებით ყველაფერი შეიცვლება -ასე რატომ ამბობ, მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები -უბრალოდ ვგრძნობ რომ სახლში დაბრუნების შემდეგ რაღაც ძვირფასს დავკარგავ, რადგან ასეთი ბედნიერება ჩემთვის არ არის. მე არ მივეკუთნები იმ ადამიანთა რიცხვს რომელსაც სამყარო ყველაფერს აძლევს ბედნიერებისათვის -ჯანდაბას სამყარო მთავარია ერთმანეთი გვყავს -მისტერ ადამს ჩვენ ორივე ორშაბათს გავიგებთ საკმარისი იქნება თუ არა ჩვენი სიყვარული ახლა კი სახლში შევიდეთ-სახლში შესვლისთნავე მიხვდა სელენა რომ მოლის რაღც დაემართა ამიტომ მას ხელი დაავლო და განცალკევებით წაიყვანა რათა მომხდარზე ესაუბრათ -რაიან რა მოხდა? ორი წუთის წინ ისეთი ბედნიერები იყავით -ჯეიმი მოლიმ მითხრა, რომ სახლში დაბრუნების შემდეგ რაღაც ძალიან ძირფასს დაკარგავს -და შენ რა უთხარი? -მე მას თვალებში ვუყურებდი და ვამშვიდებდი მაშინ როცა ვიცი რომ ის მართალია, ორშბათს მშობლები სიმართლეს ეტყვიან -რაიან შენ ვერ იქნები ამაში დარწმუნებული, იქნებ საერთოდ არ უთხრან -მოლის მამას წამოსვლისას ორი დღის ვადა მივეცი -ორი დღე რისთვის მეგობარო? -ამ შაბათ-კვირას ჩემი მშობლები დემიენს სიმართლეს მოუყვებიან და თუ ორშაბათს კლარკები არ ეტყვიან მოლის ყველაფერს ამას მე გავაკეთებ -ამის უფლება არ გაქ ძმაო, ის მათი შვილია -არა ჯეიმი ის დემიენის შვილია და ასეც რომ არ იყოს მე ვერ შევხედავ მოლის ყოველდღე თვალებში და ვერ მოვატყუებ -ანუ ის მართალია ორშაბათს ყველაფერი თავდაყირა დადგება და გვინდა ეს ჩვენ თუ არა ჩვენ ოთხნი ამ აურზაურის ეპიცენტრში ვიქნებით -ნეტავ შემეძლოს ამ ყველაფრის შეჩერება. ჯეიმი მან შეიძლება არ მაპატიოს -რა არ უნდა გაპატიოს? -ეს აურზაური ჩემს გამოა, მე რომ არ დამეძალებინა ჩემი მშობლებისთვის სიმართლის თქმა ისინი ამ საიდუმლოს საფლავში ჩიტანდნენ -და ეს სწორი იქნებოდა?! ბიძია დემიენი არ იმსახურებს იმ აზრით ცხოვრებას რომ მისი ქალიშვილი აღარ არის -იმედია სწორად მოვიქეცი და ეს ცუდად არ შემოგვიბრუნდება -ამას დრო გვიჩვენებს ძმაო -ჯეიმი შენთან ერთი სათხოვარი მაქვს -მთხოვე რაც გინდა, ხომ გახსოვს სიკვდილამდე ძები ვართ -მინდა რომ მოლის გვერდით იყო როცა სიმართლეს გაიგებს, მას მეგობარი დასჭირდება ადამიანი ვისაც დაეყრდნობა და არამგონია ეს მე ვიყო -რაიან ამას ვერ შგისრულებ, მას შენი გვერდში დგომა დასჭირდება -არა ძმა ჩემმა ოჯახმა წაართვა მას ყველაფერი, ასე რომ პირობა უნდა მომცე -კარგი პირობას გაძლევ რომ მის გვერდით ვიქნები როცა დავჭირდები-ჯეიმის კიდევ უნდოდა მომხდარზე საუბარი თუმცა კიბეებზე გოგონების სიცილი გაიგონა და საუბარი შეწყვიტეს -ჰეი თქვენ რა გეი მომენტი გქონდათ?! უკვე გეჭირათ ერთმანეთის ხელები?! -სულაც არ არის სასაცილო ჩემო შეშლილო-მოლი ისევ მხიარული იყო, ის რაიანის გვედრით იჯდა სავარძელში და ძველებურად იღიმოდა -აბა მოგიყვებით რაზე ისაუბრეთ, ვგიჟდები ბიჭების საიდუმლოზე -ვწუხვარ სელენა მაგრამ ამას ვერ გაიგებ -ხომ ვთქვი სელენა მათ გეი მომენტი ჰქონდათ -შეწყვიტე ამ ფრაზის გამეორება საშინლად ჟღერს-ჯეიმიმ მოლის ბალიში ესროლა და ეს ბალიშებით ბრძოლის დასაწყისი იყო, ისინი ისროდნენ აქეთ იქეთ ბალიშებს და ერთი საათის შემდეგ მთელს სახლში ბუმბულები ეყარა, ადგილს ვერ იპოვნიდი სადაც ბალიშიდან გადმოყრილი ბუმბულები არ იყო. მთელს სახლში ბედნიერი ადამიანების სიცილი ისმოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.