შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღირსება, ფული და სიყვარული(6)


17-10-2017, 18:12
ავტორი MmariiamM))
ნანახია 1 462

თავი 6
რაიანმა მოლი სახლამდე მიაცილა და გახარებული დაბრუნდა სახლში. სახლში შესვლისთანავე კლარამ რაიანს უთხრა რომ მშობლები მისაღებ ოთახში ელოდებოდნენ. კლარა უკვე დიდი ხანია რაც ადამსებთან მუშაობს, მისი შვილი მათ სახლში გაიზარდა, თუმცა მას ისინი ასეთი აღელვებული არასდროს უნახავს
-დედა, მამა მოხდა რამე?-შეშფოთებული მშობლების დანახვისას იკითხა რაიანმა
-რაიან უნდა ვისაუბროთ-პიტერი ფანჯარას მოშორდა და შვილს მიუახლოვდა -ეს შენ მეგობარს ეხება
-ძვირფასო მოლი კლარკათნ ურთიერთობა უნდა შეწყვიტო-ეს თქვა მედისონმა და შვილს ზურგი შეაქცია თითქოს ეშინოდა, რომ რაიანი მის თვალებში სიმართლეს წაიკითხავდა
-იქნებ თქვენ ორმა მითხრათ რატომ უნდა გავწყვიტო მოლისთან ურთიერთობა? -რაიანი ერთდროულად შეშფოთებული და განაწყენებული იყო მშობლებზე, ისინი აქამდე არასდროს ჩარეულან მის პირად ცხოვრებაში
-ის შენი შესაფერისი არ არის, არც შენი და არც ჩვენი ოჯახის-მედისონი კვლავ არ უყურებდა შვილს თვალებში
-დედა თვალებში შემომხედე და სიმართლე მითხარი, რატომ არ მოგწონს მოლი?
-შვილო -პიტერმა რაიანს ხელი მხარზე დაადო-მოლის ჩვენს ოჯახთან წარსული აკავშირებს, წარსული რომლის გამომჟღავნებაც ბევრს დააზარალებს
-პიტერ ამის თქმა აუცილებელი იყო?!-მედისონს სახეზე მღელვარება დაეტყო
-მან უნდა იცოდეს რა დევს სასწორზე
-და მაინც რა დევს სასწორზე?-რაიანს სიბრაზე მოემატა- სასწორზე ჩემი ბედნიერების გარდა კიდევ რა დევს მამა?
-ჩვენი სახელი და ღირსება, რომელიც შენთვისაც მნიშვნელოვანია
-ჯანდაბას სახელი, ჩემთვის მნიშვნელოვანი ჩემი ბედნიერებაა
-რაიან ასე ვერ მოგვექცევი-მედისონი შვილს ვედრებით უცქერდა-ეს ყველასთვის ცუდად დასრულდება
-ჩემთვის ახლა მოლიზე ძვირფასი არაფერია, ასე რომ ორივემ შეწყვიტეთ ჩემს საქმეში ცხვირის ჩაყოფა. ღისებას და ფულს რა ფასი ექნება თუ გვერდით საყვარელი ადამიანი არ მეყოლება-რაიანმა მშობლებს ზურგი აქცია და თავის ოთახში შევიდა, ის გაცოფებული იყო მომხდარით, ოთახში გადი-გამოდიოდა, უეცრად კარი გაიღო და ოთახში ჯეიმი შემოვიდა
-რაიან ყველაფერი კარგადაა?
-არა არაფერი არ არის კარგად-ჯეიმი და რაიანი ერთმანეთის პირისპირ დასხდნენ
-მომიყევი მეგობარო ამჯერად რა პრობლემა გაქვს
-პრობლემა არ მქონდა სანამ ჩემმა მშობლებმა ჩემს ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფა არ გადაწყვიტეს
-ნათელმხილველი არ ვარ ასე რომ მომიყევი რა მოხდა
-როგორც იქნა ჩემი და მოლის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდა-მოლის სახელის ხსენებაზე რაიანს უნებლიედ გაეღიმა- მაგრამ ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს რომ ერთმანეთს არ შევეფერებით
-ძმაო დეიდა მედისონს თუ დავუჯერებთ მისი პრინცის შესაფერისი გოგო არ დაბადებულა, ასე რომ გულთან ახლოს ნუ მიიტან
-მართალი ხარ, აჯობებს მათ ყურადღება არ მივაქციო-უეცრად რაიანი ერთ წერტილს მიაშტერდა -თუმცა მათ რაღაც მითხრეს წარსულზე და იმაზე რომ მოლი ჩემს ოჯახთან დაკავშირებულია
-სასაცილოა უბრალო ღარიბი გოგონა როგორ უნდა იყოს დაკავშირებული წარსულით შენს ოჯახთან-ჯეიმის სახეზე გაუცნობიერებლად აღშფოთება და გაკვირვება გამოესახა
-არ ვიცი ჯეიმი, თუმცა ამას აუცილებლად გავარკვევ. ახლა კი თემა შევცვალოთ, ჰო კინაღამ დამავიწყდა უიქენდზე ჩემთან, მოლისთნ და სელენასთან ერთად ქალაქგარეთ წამოხვალ?
-რაიან სელენამ იცის რომ მეც მეპატიჟებით?
-ამას მოლი მიხედავს წამოხვალ თუ არა?
-კი წამოვალ, იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის
-დამშვიდდი ეს უბრალოდ უიქენდია, ახლა მოლის მივწერ რომ თნახმა ხარ-სანამ რაიანი ფიქრობდა რომ მშობლებს ყველაფერი აუხსნა, მედისონ ადამსი შვილის ზურგსუკან საკუთარი თავის გადასარჩენად ახალ ინტრიგას ხლართავდ
-პიტერ მე ხვალვე წავალ და გოგონას დაველაპარაკები
-და რას ეტყვი გოგონას?! თვრამეტი წლის წინ მშობლებს დაგაშორე ახლა კი ჩემს შვილს დაშორდი რომ სიმართლე არავინ გაიგოს-ამ სიტყვებმა მედისონის სახეზე არეული ემოცია გამოიწვია
-პიტერ ეს სასაცილო არ არის, ჩვენ შეცდომა დავუშვით და ეს არავინ უნდა გაიგოს
-იცი ძვირფასო შენ ყოველ დღე ხვდები ადამიანს რომელსაც შვილი წავართვით და სინდისი საერთოდ არ გაწუხებს?
-ამისთვის დაგვიანებულია, დროს უკან ვეღარ დავაბრუნებთ
-იქნებ ამ გოგოს მომავალის შეცვლა შეგვიძლია. ნუთუ ამაზე არ დაფიქრებულხარ
-პიტერ ხვალ გოგონას დაველაპარაკები და ყველაფერს დავამთავრებ, დროა ჩვენმა ოჯახმა სიმშვიდე დაიბრუნოს
-მაპატიე მედისონ მაგრამ როცა მოლის თავიდან მოიშორებ არ დაგავიწყდეს ამით რაიანსაც დავკარგავთ-მედისონმა ქმარს თვალებში ჩხედა და იქ სევდა და მომავლის შიშის გარდა სხვა ვერაფერი დაინახა
-ის ჩვენი შვილია, ის არ მიგვატოვებს
-ერთ სახლში ცხოვრება ერთად ყოფნას როდი ნიშნავს-ამისტყვების თქმის შემდეგ პიტერმა ცოლს ზურგი შეაქცია და მისაღები ოთახი დატოვა. მედისონი იჯდა ნახევრად განათებულ ოთახში და მომავალზე ფიქრობდა, მომავალზე რომელიც ბუნდოვანი და საშიში იყო, ის ყოველმხრიდან გრძნობდა რომ ვიღაც განიკითავდა, ერთი წამით ისიც კი მოეჩვენა რომ ოთახში ჩამოკიდებული სურათები გამკიცხავი თვალებით უყურებდა. რაიანს არ ასვენებდა იმაზე ფიქრი რაც მშობლებმა მოლის წარსულზე უთხრეს, ის გამუდმებით ამაზე ფიქრობდა, სურდა სიმართლე შეეტყო სიმართლის გაგების ყველაზე მარტივი გზა მშობლების გამოტეხვა იყო. რაიანი ასეც მოიქცა, დილით ადრე მშობლებთნ მივიდი
-დილამშვიდობისა მამა, უნდა ვილაპარაკოთ
-ასთი რა მოხდა შვილო რომ საძინებელში შემოგვეჭრი?-პიტერი გაოცებული იყო შვილის უტაქტობთ
-მამა, დედა თუ გინდათ რომ მოლის დავშორდე უნდა მითხრათ რა აკავშირებს მას ჩვენს ოჯახთნ
-ძვირფასო ამის ცოდნა არ გჭირდება-მედისონი ხელებს ნერვიულად ისრესდა-შენ უბრალოდ უნდა გვენდო
-დედა ჩემი პირობა ასეთია თქვენ სიმართლეს მეტყვით მე კი გადავწყვეტ რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი საიდუმლო
-მედისონ ჩვენი შვილი სიმართლის ცოდნას იმსახურებს, დრო მოვიდა ოჯახის საიდუმლო გაიგოს-მედისონს სიმართლის გამომჟღავნება სიკვდილივით აშინებდა, თუმცა სხვა გზა არ იყო რაიანი დაჟინებით მოითხოვდა სიმართლის გაგებას
-რაიან შვილო რადგან ასე გინდა მე ყველაფერს გიამბობ-მედისონმა შვილს ხელი ჩაჰკიდა და გვერდით დაისვა-თვრამეტი წლის წინ ჩემი საუკეთესო მეგობრის ქმარს მოახლესთნ უკანონო ქალიშვილი შეეძინა
-ასე არაფერი გამოვა დედა, შენ ყველაფრის მოყოლას დამპირდი ასე რომ სახელებით დაიწყე
-კარგი შენ მართალი ხარ. თვრამეტი წლის წინ დემიენ ჯონს მოახლესთან უკანონო ქალიშვილი შეეძინა, მიუხედავად მისი ქორწინებისა, მას გოგონას აღზრდა და გვარის მიცემა სურდა, თუმცა მერის არ შეეძლო ამ სირცხვილით ცხოვრება. ერთ დილას ის ჩემთან ატირებული მოვიდა და დახმარება მთხოვა, მაშინ მეგონა რომ სწორად ვიქცეოდი, ამიტომ მე და მამაშნმა ოჯახი მოვძებნეთ რომელთც შვილი არ უჩნდებოდათ-მედისონმა ღრმად ჩაისუნთქა თითქოს ეს საიდუმლიო სუნთქვის საშვალებას არ აძლევდა
-მე და დედაშენმა მეგობრის დახმარების სურვილით მეორე მეგობარი გავაუბედურეთ-წამიერი პაუზის შემდეგ მოყოლა პიტერმა განაგრძო- ჩვენ ბევრი ვეძებეთ და ბოლოს ნატალი და ერიკ კლარკები ვიპოვნეთ, ისინი დაგვთანხმდნენ მოლის შვილად აყვანაზე
-კი მაგრამ ბიძია დემიენი ამაზე როგორ დაითანხმეთ?
-ჩვენ არაფრის გაკეთება არ დაგვჭირდა მერიმ ისე მოაწყო თითქოს გოგონა გაიტაცეს და ბავშვი ჩუმად მივეცით კლარკებს. მათთან შთანხმება დავდეთ რომ ისინი სამუდამოდ წაიყვანდნენ გოგონას ჩვენი ცხოვრებიდან-მედისონს ნერვიულობა ემატებოდა, თუმცა მოყოლას განაგრძობდა- დემიენი საკუთრი ქალიშვილის დაკარგვას შეეგუა და ცხოვრება განაგრძო, ახლა კი მოლის გამოჩენა მის ოჯახსაც საფრთხეში აგდებს და ჩვენსასაც
-დედა მამა ვერ ვიჯერებ, ასე როგორ მოიქეცით, მოლი შეიძლება უკანონო შვილი იყო მაგრამ დემიენს ასე როგორ მოექეცით, მას ყოველდღე ხვდებით და მიკვირს თვალს როგორ უსწორებთ. უნდა გრცხვენოდეთ, ორივეს თქვენი საქციელის გამო. და არ იფიქროთ რომ ამ საშინელი ტყუილის მონაწილე გავხდები, მე ვიზრუნებ რომ მოლი ნამდვილ მამას დაუბრუნდეს
-არა რაიან ასე ვერ მომექცევი-მედისონი ატირებული ჩუვარდა შვილს მუხლებში
-ვწუხვარ დედა მაგარამ მე ამ საშინელი ცოდვის თნამონაწილე ვერ ვიქნები. უიქენდზე მე და მოლი აგარაკზე მივდივართ ასე რომ თქვენ ორს ორი დღე გექნებათ დემიენთნ დასალაპარაკებლად, თუ ამას თქვენ არ იზამთ დაბრუნების შემდეგ სიმართლეს მე ვეტყვი ის იმსახურებ იცოდეს რომ მისი შვილი ცოცხალია და მასთან ასე ახლოსაა-რაიანი ამ სიტყვების შემდეგ ოთხიდან გავიდა და თავისი ნივთების ჩლაგება დაიწყო, ახლა მხოლოდ იმაზე ფიქრობდა რომ ის , მოლი, ჯეიმი და სელენა უიქენდს ერთად გაატარებდნენ. სელენა თავიდან არ იყო ამ იდეით მოხიბლული თუმცა მოლიმ უარის თქმის საშუალება არ მისცა. მოლი სელენას მოლოდინში ნივთებს ალაგებდა, ამ დროს სახლში მისი მშობლები დაბრუნდნენ, შემოსასვლელში დალაგებულმა რამდენიმე ჩანთმ ისინი ძალიან გააკვირვა, ის იყო ერიკს მოლისთვის უნდა დაეძახა რომ ის კიბეზე ჩამოვიდა
-შეგიძლია ამიხსნა აქ რა ხდება?-ერიკმა ჩანთებს კიდევ ერთხელ შეავლო თვლი
-მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ მივდივარ
-და ამის თქმას როდის აპირებდი ჩვენთვის?-ერიკის სახეზე გაოცება სიბრაზემ შეცვალა
-სწორედ ახლა ვაპირებდი ამის თქმას და გითხარით კიდეც
-ძვირფასო ასე რატომ იქცევი, ჩვენ ხომ ასე არ გაგვიზრდიხარ-ნატალი შვილს მიუახლოვდა და მხარზე ხელი ნაზად მოჰკიდა
-დრამა არ არის საჭირო მე ცხოვრებაში პირველად მივდივარ მეგობრებთან ერთად გასართობად
-მეგობრებთან გართობის წინააღმდეგი არ ვართ მაგრამ, ქალქგარეთ წასვლა აუცილებელია?
-კი აუცილებელია დედა, ახლა კი ორივემ შეწყვიტეთ ნერვიულობა სამუდამოდ კი არ მივდივარ
-მოლი ასეთ გადაწყვეტილებებს ჩემთნ შეუთანხმებლად როდიდან იღებ?-ერიკი მოლის მიუახლოვდა და დაჟინებული მზერა მიაპყრო
-კარგი რა მამა, არ გინდა ეს უბრალოდ უიქენდია ორშაბათს დავბრუნდები
-იცი რა მოლი მე არ მადარდებს რომ ეს უბრალოდ უიქენდია, მე არ მსურს რომ უცხო ხალხთან ერთად ღამე გაათენო
-ამით რისი თქმა გინდა?-მოლის სახეზე სიბრაზის ტალღამ გადაუარა
-იმის რომ ვერსად ვერ წახვალ -ერიკმა ჩანთებს ხელი დაავლო და კიბეზე ატანა დაიწყო
-ადგილზე გაჩერდი მამა, არ მაიძულო ისეთი რამის თქმა ან გაკეთება რასაც შემდეგ ვერცერთი ვერ გამოვასწორებთ
-ახლახანს დამემუქრე მოლი კლარკ?
-არა გაგაფრთხილე, ეს საუბარი როგორც არ უნდა დამთავრდეს მე მაინც წავალ მეგობრებთან ერთად. საკითხავი აქ მხოლოდ ერთი რამ არის დავბრუნდები თუ არა ორშაბათს
-მოლი ახლავე შცვალე საუბრის ტონი
-დედას მოუსმინე მოლი, ჩემთან მუქარა ცუდად დამთავრდება
-მე ზრდასრული ვარ ამასთან საკუთრი თვის მიხედვაც შემიძლია ასე, რომ...
-ორივე ახლავე გაჩერდით-ნატალიმ მოლის საუბარი შეაწყვეტინა-ახლა ორივე ზედმეტად ხართ აღელვებული, ამ საუბარს მოლის დაუბრუნების შემდეგ დავუბრუნდებით ერიკ
-ძალიან კარგი-ამ დროს კარზე ზარის ხმა გაისმა-მე გავაღებ ალბათ ჩემი მეგობარი მოვიდა
-ძალიან დამაგვიანდა?
-არა, შემოდი ჩემს მშობლებს გაგაცნობ-მოლი სელენას მისაღები ოთხისკენ გაუძღვა-დედა მამა გაიცანით ეს სელენა
-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა მისტერ და მისის კლარკ
-ჩვენთვისაც ძვირფასო, რაიმეს ხომ არ დალევ?- მიუხედავად არსებული დაძაბულობისა ნატალიმ კარგი მასპინძლის როლი მოირგო.
-არა მადლობა, სადაცაა ჩვენი მეგობრებიც მოვლენ- ამ წინადადების დასრულებიდან რამდენიმე წამში მანქანის სიგნალის ხმაც გაისმა
-სელენა ალბათ ბიჭები არიან ჩვენი წასვლის დროა
-ნივთებს მე წაგაღებინებ-მკაცრად უთხრა ერიკმა შვილს. მოლი მამას არ შეეწინააღმდეგა რამდენიმე წუთში კი ის და სელენა უკვე მანქანაში ისხდნენ და წასავლელად მზად იყვნენ, ის იყო რაიანს მანქანა ადგილიდან უნდა დაეძრა, მაგრამ ის მოულოდნელად მანქანიდან გადავიდა მოლის მამას მიუახლოვდა რაღაც უთრა და უკან მანქანაში დაბრუნდა
-მამაჩემს რა უთხარი?
-ის რომ გაგიფრთხილდები და უკან უვნებელს დაგაბრუნებ
-კარგი არ მინდა მამაჩემზე საუბარი, უბრალოდ ამ უიქენდით დავტკბეთ-ნატალი და ერიკი ქუჩაში იდგნენ და უყურებდნენ როგორ წავიდა რაიანის მანქანა, თუმცა ერიკს ახლა მოლის წასვლაზე უფრო დიდი საფიქრალი ჰქონდა.



№1 სტუმარი სტუმარი თაკო

ვაუ
საშინლად
მაგარი თავია
შესანიშნავი
პერფექტოო
ბრავოოოოოო
ველი ახალ თავს

 


№2 წევრი MmariiamM))

სტუმარი თაკო
ვაუ
საშინლად
მაგარი თავია
შესანიშნავი
პერფექტოო
ბრავოოოოოო
ველი ახალ თავს

მიხარია რომ მოგეწონა. ვეცდები შემდეგი თავის დადება არ დავაგვიანო
--------------------
Mm))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent