ტყუილი მომავლისთვის 9 თავი (დასასრული)
12 -შემთხვევით რეზის რომ არ წამოცდენოდა, ხომ ხედავთ თქმასაც არ აპირებდა, წელზე ხელებშემორტყმული წინ და უკან დადიოდა. -ნიტა დაჯექი იცი რა სასაცილო ხარ? -რას ქვია სასაცილო ვარ მაიკო? რამდენიმე დღეში ქმრის დაბადების დღეა და მე ამას ახლა ვიგებ. სირცხვილი არ არის? -ნუ მოთქვამ რა, ხელი ჩაიქნია ლელამ და რეზისთან მესიჯობა გააგრძელა. -შენ კეთილს ინებებ და რეზის დაურეკავ. სასწრაფოდ აქ გაჩნდეს. -რატო? -ერეკლეს დაბადების დღე უნდა გადავუხადოთ. გაბრწყინებული სახით ჩაჯდა სავარძელში და ხელები მუცელზე დაიწყო. -აი ცოლი მესმიის, მაიკომ სიცილით ჩაუკრა თვალი დაქალს და ფრჩხილების გაქლიბვა გააგრძელა. რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია საკუთარ თავში რაღაც ნაკლის აღმოჩენა და მთელი დღის განმავლობაში ამის გამოსწორება. არასოდეს არ ეზარება თავის მოვლა. განა სულ ფორმაში რომ არის ცუდია? სულაც არა, მაგრამ რასაც მაიკო აკეთებს უკვე საგანგაშოც კია. რეზის ყველაზე ახლო მეგობრის დაპატიჟება სთხოვა. გოგონებს რესტორნის დაჯავშვნა და მენიუს შერჩევა დაავალა. თვითონ კი არხეინად წამოწვა საწოლზე და ჭერს მიაშტერდა მომღიმარი სახით. ხვალ დილით დაავლებს დაქალებს ხელს და ერეკლეს საჩუქარს უყიდის. რამდენიმე კვირიანი თანაცხოვრების შემდეგ დაასკვნა, რომ კაცი რაღაც განსაკუთრებულად გიჟდება საათებზე და პერანგებზე. თუმცა რამდენიმე სავსე უჯრის ნახვის შემდეგ საათის ყიდვა გადაიფიქრა და არჩევანი პერანგზე შეაჩერა. კარის ხმაზე ოდნავ წამოწია თავი, თუმცა საწოლიდან არც წამომდგარა. გაღიმებული სახით ელოდება ერეკლეს, რომელიც სულაც არ ჩქარობს ცოლის ნახვას. -სამსახურიდან დაბრუნებულ დაღლილ ქმრებს კარის ზღურბლზე ცოლები ეგებებიან, თანაც სიხარულით. -დაღლილ ქმრებს დაღლილი ცოლებიც ყავთ ისე -ნეტა რამ დაგღალა, ჭამამ? -ნუ ხარ საზიზღარი, ბავშვს უნდა და უარი ვუთხრა? წარბაწეულმა გადახედა მისკენ მომავალ ქმარს -ნწ, მომწონს რომ მრგვალდები -მოსწონს ბიჭს, გშია ხო? -თანაც ძალიან -წამოდი ახლავე გავშლი მაგიდას, სწრაფად წამოჯდა საწოლზე და წინ ჩამუხლულ ერეკლეს დააჩერდა -მოიცააა, ჯერ ჩემს გოგოებს უნდა მოვეფერო და მერე მე თავად გავშლი სუფრას -კარგი რა ერეკლე ხან გოგო გგონია ხან ბიჭი, ახლა საიდან მოიტანე, რომ გოგოა? .... სიცილით გადაუსვა თმებზე ხელი მუცელზე მიკრულ კაცს. -ახლა გულმა მიგრძნო... -გუშინწინ მოგატყუა გულმა ხო? -სუ ნიტა სუ.... ქორწილი როდის გადავიხადოთ? მოულოდნელად წამოწია თავი ერეკლემ და ხელებით მუხლებზე დაეყრდნო. -მეგონა ეგ თემა არც გახსოვდა ერე.... -ოხ ვითომ რატომო? -აბა მე რა ვიცი? -მოიფიქრე, დავთქვათ ბოლოსდაბოლოს თარიღი. -რომ ვიმშობიარებ მერე არ სჯობს? -იქამდე ხელი მოვაწეროთ ვიწრო წრეში. -კარგი აზრია. წამო ჩვენც ძალიან მოგვშივდა... ახლა თვითონ მიაკრა კაცს ტუჩები და მხარზე ხელი მოსცხო, რომ აეყენებინა. -საქმის შუა გზაში დატოვებას ნუ მიეჩვიე ნიტა... -ჯერ გვშიაა. 8888 მთელი ღამე ერეკლეს დაბადების დღეზე ფიქრობდა. თანაც კიდევ ერთი იდეა დაებადა. რას ელოდოს და რატომ გააჭიანუროს ეს პროცესი? როგორმე თათულის უნდა დაურეკოს. უკვე წლებია ქორწინების სახლში მუშაობს და დახმარებაზე უარს არ ეტყვის. სანამ განცხადებას დაწერენ რამდენიმე დღე დაჭირდებათ. ერეკლეს დაბადების დღე კი იდეალური იქნება მათი ურთიერთობის გამყარებისთვის. ******* -ყველაფერი მოაგვარე? -კი ნიტა არაფერზე ინერვიულო. -თათულიც დამთანხმდა. -უარი რომ გითხრას შენმა ერეკლემ ხელის მოწერაზე მერე სად მიდიხარ? -არ მეტყვის ლელა. -ეს ნახეთ რა. სიცილით მოეხვია დაქალს. -ძალიან მიხარია ასე ბედნიერს , რომ გხედავ ნიტუშ. -იმდენად ბედნიერი ვარ მეშინია, რომელიმე კუთხიდან უბედურება არ გამოძვრეს. -ნუ სულელობ ერთი რა. ოდესმე ხომ უნდა გაიხარო არა? ერეკლე საოცარი ადამიანი აღმოჩნდა და შენც უნდა დააფასო და მოუფრთხილდე ამ ურთიერთობას. შეიძლება იმის აღიარებით თავს არ იკლავთ რომ ერთმანეთი გიყვართ, მაგრამ სხვის თვალს ამას ვერ გამოაპარებთ. -თავიდან მეგონა, რომ ბავშვის გამო იყო ჩემთან, მაგრამ დღითიდღე ვრწმუნდები, რომ უდიდეს პატივს მცემს, მოვწონვარ როგორც ქალი, ჩემზე ღელავს და მაფასებს, განა ამაზე მეტია ის რასაც სიყვარულს ვეძახით? ორმაგად გამაძლიერა იმის გააზრებამ, რომ ჩემს გვერდითაა, შემიძლია ვენდო და რაც არ უნდა დამჭირდეს ზუსტად ვიცი გვერდით დამიდგება. -მადლობა შენს აკვიატებებს, რომ არა ისინი ახლა ასეთი გაბრწყინებული სახით არ იდგებოდი ჩვენს წინ საყვარელო. ***** ყველაზე მეტად თავის მოთოკვა გაუჭირდა. როგორც კი მძინარე ერეკლეს გადახედა მაშინვე მოუნდა მისი გაღვიძება და მილოცვა. მაგრამ მალევე მოეგო გონს და ფრთხილად გამოძვრა საწოლიდან. არავითარ შემთხვევაში არ შეიმჩნევს, რომ ყველაფერი იცის. საინტერესოა ასე საგულდაგულოდ რატომ მალავს იუბილეს. პრინციპში ხომ არ ეტყოდა ხვალ დაბადების დღე მაქვს და აბა შენ იცი ცოლოო. დილით მაქსიმალურად არიდებდა თავს, რამდენჯერმე გაოცებულმა გახედა ოთახებში მოფარფატე ცოლს და მერე სამსახურში წავიდა. -რეზი შენი იმედი მაქვს იცოდე -გავიგე ნიტა -არაფერი შეგატყოს -ვერ შემატყობს, ცოცხალს და სახსალამათს მოგიყვან ქმარს. -ნუ ხუმრობ მასე, ისედაც მთელი დღეა აფორიაქებული დავდივარ. არ ახსოვს ამდენი ხანი სარკესთან, როდის იტრიალა. ჭრელი დაშვებული კაბა ჩაიცვა და თმები გაიშალა. რა თქმა უნდა არც ახლა ჩაუცვამ მაღალ ქუსლიანები. არაფრისგან არ არის დაზღვეული. მისი სიარულის ამბავი რომ იცის რაღაცას დაიშავებს და ამ მდგომარეობაში ეს ყველაზე ნაკლებად უნდა. ცოტა ხანი მისაღებში იჯდა და შვილს ელაპარაკებოდა. ზუსტად იცის მისი პატარა გულისყურით რომ უსმენს დედის ნარნარა ხმას. ლელას ზარს ზუსტად თხუთმეტი წუთი ელოდა. სავარაუდოდ ისევ იმიტომ დააგვიანდა, რომ მაიკოს სახლიდან გამოტევას ელოდა. ყველაფერი მშვენივრად იყო. გოგონებს ყოველი დეტალი გაეთვალათ, სასამოვნო გარემო იყო. სტუმრებს მხიარულად გადაავლო თვალი და თათულის მოსაკითხად წავიდა. გულის ფრიალი მაინც ვერაფრით დაიმშვიდა. მისი ღელვა მოსალოდნელ ხელმოწერას დააბრალა და ავად მომზირალ აზრებს მასთან მოახლოების საშუალება არ მისცა. **** -მანდ არის? -კიი.... -არ შეიმჩნიო, წამოხვედით? -კი, არ ინერვიულოო. აპირებდა შენთან დარეკვას -ჰაა? -რას ქვია ვერ დაუკავშირდი ნიტა? ხო, შეიძლება არ ჭერა მისი მობილური. -რეზი რამეს არ მიხვდეს თორემ ვერ გადამირჩები -ჯერ შეხვედრაზე მივდივართ და დააგვიანდება შენს ქმარს, საჭესთან ზის დაგალაპარაკო? -არა, არა... ვთიშავ, გელოდებით. -რა უნდოდა? ეჭვის თვალით გადახედა ძმაკაცს და მანქანა წითელზე გააჩერა -ერეკლეს ვურეკავ და ვერ დავუკავშირდიო, მისთვის არც შეუხედავს ისე ჩაილაპარაკა კაცმა. -უცნაურია არცერთი ზარი არ შემოსულა. -ხდება ხოლმე კაცო. შენც რაღა მოგივიდა -მე კი არა შენ რაღა დღეს მოგინდა მაგ ბიჭთან შეხვედრა? თან რესტორანში ვინ ურჩევს შეყვარებულის ყოფილს საქმეს? სიცილით ჩაილაპარაკა ერეკლემ და ფეხი გაზს მიაჭირა. -ჩხუბს არ ვაპირებთ -კაი რას ამბობ, მე რაში გჭირდებოდი? დაცვის როლი ვითამაშო? -ატრაკებ ახლა ერეკლე. -ჰე მიდი ახლა გამოტყდი -რაში ? -რა ჩაიფიქრა იმ გაბერილმა? -ვერ ვღვდები რას მეკითხები... უემოციო სახით მიაჩერდა სახეგანათებულ ძმაკაცს -გადაგსვამ იცოდე, სიცილით დაუქნია თითი. -ნუ ბოდავ თუ ძმა ხარ. ხელი ჩაიქნია და ტელეფონი ტრიალი დაიწყო -ვითომ მაბოლებთ ხო? კაი არაფერს შევიმჩნევ... უკეთესი მიზეზი ვერ მოიფიქრე ამ ფსიქოანალიტიკოსმა კაცმა? ან ასე მარტივად უნდა შეგეტყოს, რომ იტყუები? სხეულის ენას მიხედე ძმაო, დასახვეწი გაქვს. სიცილით გააქნია თავი და გახალისებულმა გახედა გზას. -ნიტა ტყავს გამაძრობს იცოდე. -არ ჩაგაგდებ მგლის ხახაში ნუ გეშინია. გუშინდელი დღიდან ვატყბდი რაღაც რომ არ ასვენებდა. ზუსტად იცოდა ყველა საყვარელი ადამიანი რომ დახვდებოდა შეკრებილი. განა პატივს არ ცემს მათ და არ უნდა მათი ნახვა, მაგრამ არ უყვარს იუბილის აღნიშვნა. ამხელა მნიშვნელობას არ ანიჭებს ამ ამბავს, წლები ემატება ხომ არ აკლდება?. მივიდოდა სახლში და ნიტასთან ერთად გაატარებდა საღამოს ყველაზე სასიამოვნოდ. განა ეგ არ იყო საკმარისი? მაგრამ ახლა რომ უყურებს შეკრებილ საზოგადოებას და მორთულ დარბაზს, პატარა ბიჭივით უხარია და ცკმუტავს. ყველამ ერთად რომ დაიყვირა გილოცავ დაბადების დღესო ბუნებრივად გაოცებული სახე ქონდა, ვერც კი შეიტანდით ეჭვს, რომ ნიტას ყველა გეგმა იცოდა. სიცილით მიჰკრა რეზის ხელი პირი დახურეო და ცოლისკენ გაემართა. ნიტა ისეთი ლამაზია თვალს ვერ აშორებს, მაგრად ყავს მიხუტებული გულზე და სულ არ აქცევს მის ირგვლივ შეკრებილ სამეგობროს ყურადღებას. -დაბადების დღეს გილოცავ ჩემო სიყვარულო, ძალინ მიყვარხარ. ცრემლიან თვალები შეანათა მიკენ გადახრილ ქმარს. -ოჰო! წარბები მაღლა აწია და ქალის ტუჩებს წვდა. ყოველ დღე დაბადების დღე უნდა მქონდე ეს რომ მითხრა? -ჰმ... -მიყვარხარ.... ძალიან შემიყვარდი ნიტა -ხო არა? -ეჭვი გეპარება? -კი. სერიოზული სახით გახედა მამაკაცს და გვერდით გადგა -ახლა ორსული ქალის წიკებია ეს თუ? ვიფიქრო რამე სხვა? -დაამტკიცე? -დამტკიცება ამას არ უნდა -შენს უკან მარჯვენა კუთხეში ქალს ხედავ? არაფრისმთქმელი სახით მიაშტერდა წარბშეკრულ არღვლიანს -მერე? -რავიცი მოვიდა, მკითხა შენ და ერეკლეს ხელი მოწერილი თუ გაქვთო -ჰა? -ხოო, მეც სიმართლე ვუთხარი არა თქო და იცი რა მითხრა? -რა გითხრა? პირველად ვხედავ და იმედია... -მოიცა კი არ ვეჭვიანობ... ხელი მოკიდე იმ ბიჭს და მაგიდასთან მოიყვანეოო... -არ გადამრიო ახლა? რასაც ვფიქრობ ეგ არის? -კი, კი... სიცილით ჩაილაპარაკა და თათულისკენ წაათრია არაკანონირეი ქმარი. -ყველაზე გადარეული ქალი მყავს ცოლად. აი საკუთარ დაბადების დღეზე ქმრად თუ შემირთავდი მაგას ნაღდად ვერ ვიფიქრებდი შენს სიცოცხლეს ვფიცავარ. -ნუ რას ვიზავთ. ყოველთვის კი ვერ ჩაწვდები ჩემს ფიქრებს... -ხო ყოველთვის ვერა. -და თუ ჩაწვდები ჩათვალე მეც მეცოდინება რომ გეცოდინება... -როგორ ჩამოაყალიბე ცოლო... -კარგიი ბიჭი ხარ რომ არ შეიმჩნიე. -მოიცა რა იცი რომ მივხვდი? -რეზი ისე მებოდიალა ტელეფონზე, მაშინვე მივხვდი ეგრევე შეატყობდი რომ გატყუებდა. -ოდესმე მითქვამს რომ დიდი ეშმაკი ვინმე ხარ? -წამოდი, წამოდი. 13 პარკში იჯდა და ცდილობდა ჩრდილში ზაფხულის მწველ მზეს დამალვოდა. სიცხესთან ერთად სასიამოვნო ხმაური იყო. ყოველი კუთხიდან ბავშვების მხიარული ხმა ისმოდა. ზოგი იცინოდა, ზოგი კი იმის გამო ტიროდა საქანელაზე დაჯდომა რომ დაასწრეს. დედებს, ძიძებს, ბებიებს და მამებს მოეყარათ თავი, სიცხისა და გაუსაძლისი დახუთულობის მიუხედავად. განსაკუთრებით პატარა ქერა გოგონა მოხვდა ნიტას თვალში. ქარვისფერი თმები საოცრად ბზინავდნენ მზის შუქზე. ბავშვს გვერდით დაახლოებით ოცი წლის გოგონა ტრიალებდა და გაღიმებული უცქერდა მორბენალ გოგონას, ძალიან გვანდნენ ერთმანეთს. ალბათ, დედა იყო. პატარა მონდომებით ცდილობდა მის დაუხმარებლად ამძვრალიყო კიბეზე და სასრიალოზე გადაბობღებულიყო. ბოლო საფეხურიც აათავა და გულიანად გადაიკისკისა თან ,,დედიტო უკულე, უკულე“ - ს ძახილით გასწორდა წელში და ჩასრიალდა. იმდენად საყვარელი და ლამაზი იყო მთელი სახე გაუნათდა ნიტას. სულ რაღაც ორი თვე და მისი პატარაც მოევლინება ამ ქვეყანას. მასაც ამ პარკში გამოიყვანს და გაასეირნებს. ამაყად მოავლებს სხვა დედებს თვალს. ისიც ,,მათიანი“ იქნება. ივლის გაბრწყინებული და ბედნიერი სახით. იფიქრებს ფაფებზე, პამპერსებზე, შვილის ხასიათზე და ყველაფერზე რაც კი პატარასთან იქნება კავშირში. -აი თურმე სად ყოფილხარ, ყურთან ნაცნობი ხმა რომ გაიგო გაღიმებულმა მიაბრუნა თავი და ერეკლეს შეკრულ წარბებს გადააწყდა. -შენ სამსახურში არ უნდა იყო? -უნდა ვიყო, მაგრამ არ ვარ.. თავი გაუქნია მამაკაცმა და მის გვერდით მოკალათდა. სიცხის მიუხედავად ახლოს მიჩოჩდა ნიტასთან და ჩაიხუტა. -რატომ მერე? ინტერესით კითხა და ღიმილით გააყოლა ქარვისფერთმიანს თვალი, რომელმაც ფეხებთან კისკისით ჩაურბინა. -იმიტომ, რომ ჩემს ცოლს და შვილს ვჭირდები. -ჯერ ძალიან ადრეა ერეკლე, მთელი ორი თვე წინ არის, ბავშვი რომ გაჩნდება მერე დამჭირდება შენი დახმარება. -დაზღვეული არაფრისგან არ ვართ ასე, რომ გადავწყვიტე დეკრეტული შვებულება გამეფორმებინა. ვითომც არაფერიო ისე ჩაილაპარაკა კაცმა და ქალს დააკვირდა, რომელიც გულგრილად მიაქანებდა საბავშვო ეტლს ცალი ხელით, მეორე ხელით ტელეფონზე ლაპარაკობდა გაცხარებით. -მეხუმრები ხო? რა დეკრეტი ერეკლე? სიცილი წასკდა ნიტას. -რა არის ამაში სახუმარო ნიტა? კაცებსაც აქვთ უფლება ცოლებს მიეხმარონ და შვილებს მიხედონ, სხვა საკითხია საქართელოში რამდენი მამა არის თანახმა დეკრეტულ შვებულებაზე. მე სულაც არ ,,მიტყდება“ და საერთოდ არ მესმის მათი ვინც ფიქრობს, რომ ბავშვის საჭმლით მორბენალი კაცი კაცი არაა და ბავშვს მხოლოდ დედამ უნდა მიხედოს. -გეთანხმები, ბავშვი ჩვილობიდანვე გრძნობს მშობლების სითბოს და მზრუნველობას. მაგრამ ამ გადაწყვეტილებას შენგან არ ველოდი. -შენ ბევრ რამეს არ ელოდი ჩემგან -მართალი ხარ ერეკლე. -ძალიან დაცხა სახლში ავიდეთ. ***** დილით ზედმეტი ცარიელის სივრცის შეგრძნებამ გააღვიძა. ხალი ერეკლესკენ გააცოცა, მაგრამ ხელში სიცარიელე და მარტოდ მიგდებული ბალიში მოხვდა. წამში ჭყიტა თვალები და აბაზანისკენ ყურადღებით მიტრიალდა, საიდანაც არც წყლის ხმა არ გამოდიოდა და არც სახლის სხვა ნაწილიდან ისმოდა საეჭვო ხმები. ორივე მხარეს მიდგმულ ტუმბოებს გადახედა და წერილი ვერსად იპოვა, არც ტელეფონზე ჰქონდა ქმარს რამე მოწერილი. საათს გადახედა და თვალები შუბლზე აუვიდა, პირველის ნახევარი იყო. ამდენი ხანი არასდროს სძინებია. ნელა წამოდგა საწოლიდან და მისაღებში გავიდა. აქაც სიმშვიდე იყო. სანამ თავი მოიწესრიგა და საჭმელი გაიმზადა ფიქრი მოსვენებას არ აძლევდა. რამდენჯერმე ცადა ერეკლესთან დარეკვა, მაგრამ მამაკაცს ტელეფონზე არ უპასუხია. თავში აზრადაც არ მოსდის სად შეიძლება იყოს წასული. ტელევიზორში უაზრო გასართობი გადაცემა მონახა, ხილი მაგიდაზე დააწყო და კომფორულად მოკალათდა სავარძელში. როგორც კი პატარამ დედა მოსვენებული და ერთ ადგილას მოკალათებული დაიგულა, მაშინვე ფეხებით წაეთამაშა მის მუცელს. გაბადრული დაასრიალებდა მუცელზე ხელებს და შვილის პაწაწუნა ფეხებს გარედან ეფერებოდა. ვერასოდეს იფიქრებდა ეს მომენტი ასეთი სასიამოვნო თუ იყო. საოცრად ცელქი ბავშვია, ენერგიულად იქნევს ფეხებს სანამ ნიტა ხმას ამოიღებს. თავიდან ცოტა უკვირდა, რატომ ჩერდება როცა ველაპარაკებიო, მერე კი ჭკუა ისწავლა და გაყურსული უყურებს აქა იქ ამობზეკილ კანს. როცა წყნარად არის იმდენს ეტიტინება შვილს, რომ ასე ჰგონია ყველა მოყოლილ ამბავზე დაბადებისთანავე პასუხს გასცემს დედას. ერთ დღეს ერეკლემ შეუსწრო როგორ უყვებოდა ბავშვს დილიდან მოყოლებულ ამბებს და როგორ გეგმევდა ქმრის გამწარებას. იმ დღეს ქმრის გამწარება ჩაეშალა თუმცა მერეც მშვენივრად ახერხებდა მის აქეთ-იქეთ სირბილს. ერეკლეს სასიკეთოდ მალე გადაუარა ნიტას წიკებმა, შიშებმა და უცნაური საჭმელების მიმართ სიყვარულმა, თუმცა მადა ისეთივე გამგელებული აქვს როგორიც თავიდანვე. კარზე ზარის ხმამ გამოაფხიზლა და გაჭირვებით წამოსწია მუცელი... თვალები შუბლზე აუვიდა კართან დაწყობილი ყუთები რომ დაინახა, მერე კი ფორმაში გამოწყობილი გაწრიპული ბიჭი აათვალიერა. თქვენმა მეუღლემ გამომატანაო უთხრა და სათითაოდ ვაივაგლახით შეზიდა ყველაფერი სახლში. დაბნეული უყურებდა ყუთებს ნიტა, ნეტა რამ დაარტყა ერეკლეს თავშიო. კარის დაკეტვა ვერ მოასწრო თვითონ ქმარმა რომ გადმოაბიჯა ზღურბლს. -ძილისგუდა ცოლს სალამი, მხურვალე კოცნით დააჯილდოვა დაბნეული ქალი ,სწრაფად დაეტაკა და მერე სავარძელში ჩასვა -რა ხდება? გაბრწყინებული თვალებით ახედა ერეკლეს და ახლა შეამჩნია კიდევ ერთი ყუთი, არღვლიანს რომ ეჭირა ხელში. - რა ყუთებია ერეკლე? -ეს ნახე, მოგეწონება... მინდა რომ საღამოს ჩაიცვა... მაგიდაზე ჩამოდო ყუთი და თითით ანიშნა მასზე. - დანარჩენებში ბაშვის საწოლი და სათამაშოებია. -ვაიმე, სცილით აიფარა პირზე ხელი ნიტამ. - რა დაგესიზმრა ერეკლე? ბავშვის საწოლი და ნივთები ერთად შევარჩიოთო არ თქვი? წარბები მაღლა აზიდა და ინტერესით მიაჩერდა მომლოდინე სახით მომზირალს. -იმედია მაგაზე არ გამიჭედავ ნიტა. გუშინ ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე დღეს რაღაცეები მომეგვარებინა. ახლა ადი და ნახე ეს კაბა, საღამოს ვახშამზე გეპატიჟები. -ძვირი დაგიჯდებით მე და ჩვენი შვილი ქმარო... ყუთს ხელი დაავლო და ოთახისკენ წავიდა. ****** თეთრი, სადა კაბა ტანზე მორგო და მკრთალი მაკიაჟი გაიკეთა. რამდენჯერმე აღნიშნა ერეკლემ, რომ ნიტაზე თეთრი ფერი ძალიან მოსწონს. ერთი სული აქვს ქმარს დაენახოს, კარგად იცის კომპლიმენტებით ზღვას რომ არ დააყენებს მაგრამ მისი მიმიკები ყველაფრის მთქმელი იქნება. ერეკლე კართან ელოდა ცოლის გამოჩენას. ერთ-ერთი თვისება რაც ნიტაში ძალიან მოსწონს პუნქტუალურობაა, არც ერთ წამს არც გადააცილებს და არც მოაკლებს. ზუსტად იმდენ წუთშია მზად რამდენსაც იტყვის. ფეხის თითიდან თმის ღერამდე აათვალიერა მომღიმარი ცოლი და თვითონაც გაუღიმა. -შეუდარებელი ხართ.... ჯერ მუცელზე დაკრა თითი და მერე ქალის ყელში ჩარგო თავი. -მე მართლა ბედნიერი ვარ ნიტა.... -ვიცი. მადლობა ამ ყველაფრისთვის... -როდემდე უნდა მიხადო მადლობა იმისთვის რაც შენი დამსახურება??? წავიდეთ, თორემ დაგვაგვიანდება. **** მაგიდა დარბაზის კუთხეში იდგა, საიდანაც მთელი ქალაქი მოჩანდა, ქალისა და მამაკაცის თვალები ირეკლავდნენ სიბნელიდან მომავალი მოციმციმე წერტილების სზივებს. მაგიდა არც სანთლებით იყო მორთული და არც ჭიქაში იდო ერთი ცალი ვარდი. სასიამოვნო მუსიკა ჟღერდა დაბალ ხმაზე და ეს უფრო მატებდა მათ კამპანიას მყუდროებას და ინტიმურობას. -ჩვენს ურთიერთობას პაემნები აკლია... სიცილით ჩაილაპარაკა ერეკლემ და ცოლის თლილი თითები ხელებში მოიქცია. ძალიან ხალისობს ნიტას რეაქციებზე ისევ ისე, რომ კრთება და აჟროლებს მის შეხებაზე. -მთელი ცხოვრება წინაა ,,პაემნური გასვლებისთვის“ -ეგეც მართალია. ჩვენ გაგვიმარჯოს, მაცდურად გაუღიმა ქალს და მის გამოწვდილ ვაშლის წვენით სავსე ჭიქას თავისი ღვინის ბოკალი შეაჯახა. მგონი არც ერთი არ იღლება იმაზე ლაპარაკით თუ როგორი მომავალი შეიძლება ჰქონდეთ. გეგმების დაწყობა და მათი განხორციელება მგონი არც ერთს არ უჭირს. რამდენიმე წამში ერეკლეს გაციებული ხელს დახედა და ქმარს ახედა რომელსაც მზერა მის უკან შემოსასვლელი კარისკენ გადაეტანა. რა მიხვედრა უნდოდა იმას, რომ უსიამოვნო პიროვნება დაინახა არღვლიანმა. ნიტამაც მის მზერას გააყოლა თვალი და მათკენ მომავალ კაცს და ქალს გახედა. საკმაოდ სიმპათიური შავოსანი მამაკაცი მოიწევდა მათკენ, გვერდით ნიტასთვის ნაცნობი გოგო ედგა, ორქოსფერი ბრჭყვიალა კაბაში გამოწყობილი, უნდა აღიაროს უნაკლო ტანის პატრონი იყო ლამაზმანი, რომელიც ერთ დროს მისი გეგმების ჩამშლელი გამოდგა. ეს გოგო სწორედ ის იყო, ვინც პირველად ერეკლეს დანახვისას შუა გზაზე გადაუდგა წინ. მამაკაცი ირონიული ღიმილით დადგა მათ წინ და ნიტას მუცელზე დააშერდა, ისეთი სუსხიანი თვალები ქონდა ნიტას მაშინვე შეამცივნა, სულიდან მომავალი სიცივე უფრო მეტად სუსხიანია ვიდრე ზამთრის გამყინავი დღეები. -რა სასიამოვნო დამთხვევაა ერეკლე. ხელი გაუწოდა მამაკაცს, რომელმაც წარბაწეულმა დახედა ჯერ მის გამოწვდილ ხელს და მერე შავოსანს გაუყარა თვალი თვალში. ნიამაც კიდევ უფრო იგრძნო დაძაბულობა. -ამას სასიამოვნოს ნამდვილად ვერ დავარქმევდი ლუკა. არც კი შეუხედავს მამაკაცის უხერხელად დაწეულ ხელზე, რომელიც წამში მოხვია გვერდით მდგარ ქალს. -ლუკა ბეჟიაშვილი, თავხედურად გადახედა ახლა ნიტას, - როგორც ჩანს თქვენნაირ ლამაზმანს წილად ასეთი კაცი ხვდა, რომელმაც არც იკადრა ერთმანეთი გაგვეცნო, ნიტამ ისეთი მზერა სტყორცნა ბეჟიაშვილს კაცს ირონიულად ჩაეცინა, -ძველი მეგობრობის ხათრით მაინც არ ვიმსახურებ შენგან ასეთ შეხვედრას ერეკლე. -ძველი და ახალი მეგობრობა არ არსებობს ლუკა. ან მეგობრობენ სამუდამოდ ან არა. თუ მეგობრობას ძველი ეწოდა დამიჯერე ეგ არც ყოფილა ნაღდი. თანაც ვხედავ შენ როგორ აფასებ ძველ მეგობრობას, ირონიულად გადახედა მის გვერდით მდგარ ქალს, რომელსაც ამაყად მოეღერებინა ყელი და მეტოქისთვის გამიზნული მზერით უბღვერდა ნიტას. ხანდახან ხომ სასაცილოები არიან ქალები? რაც არ ეკუთნით იმას ეპოტინებიან დაინახავენ ყოფილ საყვარლებს, ქმრებს, ან შეყვარებულებს სხვა ქალთან და შურით სკდებიან, ყველა ქალშია შურის და ბოღმის ნატამალი, არ აქვს მნიშვნელობა მის პატიოსნებას თუ არაპატიოსნებას. -არ მეგონა შენი ქორწილი ასე უხმაუროდ თუ ჩაივლიდა ერეკლე, თუ ხელიც არ გაქვთ მოწერილი და ბავშვის გამო გაიძულა მასთან ყოფნა? ჩაისისნა ქალმა და გამარჯვებულმა ცალი წარბი აზიდა. -მერე და ვინ გითხრა უხმაუროდ ჩაიარაო თაკო? შემთხვევით რამე ხომ არ უნდა აგიხსნა? ხელმოწერილ ქაღალდსაც ხომ არ მთხოვ? გაღიზიანებულმა დაუღინა ნიტას დასამცირებლად წამოწეულ ქალს. -არა უბრალოდ არ აპირებდი ცოლის შერთვას, არასდროს გიხსენები ვინმე ქალი, რომელიც გიყვარდა. -ჯერ ერთი ნიტა ვინმე ქალი არ არის და მერე მეორეც, ჩემს გეგმებზე ნაშებთან არ ვსაუბრობ. ახლა კი ორივე აორთქლდით აქედან, ზედმეტად ბევრი სისულელე ვისმინეთ მე და ჩემმა მეღლემ. ზურგი აქცია ბრაზისაგან წამოწითლებულ ლუკას და მაგიდას მიუჯდა, თან გამამხნევებლად თვალი ჩაუკრა ნიტას და თითებზე მიაკრო ტუჩები. **** -არ მინდა ამ სულელურ ტირადაზე იფიქრო -მეც არ მინდა ერეკლე გეფიცები, მაგრამ გულზე მომხვდა ზოგიერთი სიტყვა, ბავშვის გამო შევიკავე თავი, თორემ ცოტა დამაკლდა ორივესთვის საკადრისი პასუხი რომ გამეცა. -დამიჯერე არც ერთი არ ღირს შენი ნერვების ფასად -არ მინდა შენმა ყოფილმა ნაშებმა ნერვები მიშალონ. -ვერ დაგპირდები, რომ სადმე რომელიმეს ვერ გადავეყრებით, მაგრამ რაც შენ გაგიცანი მას მერე სხვა არ არსებობს. საერთოდ არ მინდება სხვისკენ გახედვა და წარსულის გადმონაშთებს არ მივცეთ უფლება მყუდროება დაგვირღვიონ. -ეს ლუკა ბეჟიაშვილი ვინ იყო? -უნივერსიტეტში ჯგუფელები ვიყავით, წლები გრძელდებოდა ჩვენი მეგობრობა, ნუ მაშინ მეგონა, რომ მეგობარი იყო რა ვიცოდი ზურგს უკან რას აკეთებდა, რამდენჯერმე ციხეს და მამაძაღლობებს გადავარჩინე ის კიდევ არაფრად მაგდებდა. რამდენიმე წლის წინ ისევ მოგვიწია შეხვედრა, კონკურენტი კომპანიის აქციონერია, უფრო სწორად დამფუძნებლის შვილი, აზრზე არ ვარ ამხელა ფული საიდან იშოვა მამამისმა, მაგრამ ახლა არაკანონიერად, რომ ცდილობენ ბაზარზე კონკურენტების ჩამოცილებას მაგ ნამდვილად ვიცი. აი თაკო საიდან გაჩნდა მასთან ეგ მიკვირს, თუმცა არ გამიკვირდება თავის დროზე თაკო მისი მოგზავნილი, რომ ყოფილიყო. **** სახლში ემოციურად გადაღლილმა შეაბიჯა, ხომ ვითომ არაფერი მაგრამ უსიამოვნო შეგრძნებები მაინც თან დევს. სწრაფად გამოიცვალა და ქმარს გვერდით მიუწვა. მერე გაახსენდა მობილური რომელიც მთელი გზა ლურჯად ციმციმებდა და დახედა. დედის ნომრიდან შემოსული თხუთმეტი ზარი დახვდა, ძალიან გაუკვირდა და დაიძაბა. -რა მოხდა ნიტა? -ელენეს ურეკია, ძალიან ბევრჯერ. -ალბათ რომ არ უპასუხე ინერვიულა, მე რატომ არ დამირეკა?მხრები აიჩეჩა ქალმა და დედის ნომერზე გადარეკა, რომელიც არადა არ პასუხობდა.... 14 ოპერატორის წიკვინა ხმა უსიამოვნოდ ედებოდა ყურის ბარაბნებს და მთელი ძალით წიწკნიდა ნიტას გულს მისი სიტყვები, რომლებიც აბონეტის მომსახურეობიდან გასვლას იუწყებოდნენ. -აჯობებს გიორგის დავურეკოთ, პანიკაში ნუ ჩავარდები ნიტა... ჩაფიქრებულმა გადახედა საწოლზე მოკუნტულ ცოლს... რამდენიმე ზარის შემდეგ მოახერხა მამაკაცთან საუბარი და სასწრაფოდ ელენესთან წასვლა თხოვა. -ნიტა, ნუ ტირი. ჯერ ხომ არაფერი ვიცით, წინასწარ გულს ნუ იხეთქავ, აი ნახავ ყველაფერი რიგზე იქნება... მშვიდად მოხვია მკლავები მობუზულს და მთლიანად გადაფარა. -გული მიგრძნობს არაფერი იქნება რიგზე... ხმით ამოიტირა და მუჭში მოიქცია მისი მაისური. **** ერთიანად დაიმუხტა ჰაერში გაბნეული შავი წერტილები. უთავბოლოდ აწეწილი სიბნელე დიდ ბურთად გადაიქცა, გაივსო, გაიბერა შავი აბსტრაქტული სითხით და საბოლოოდ მოედო მთლიან სივრცეს. აქა-იქ ბზარად გასდევდა კუნაპეტ სივრცეს ვერცხლისფერი ენები. არავინ თქვას, რომ იოტისოდენა წინათგრძნობა საკმარისი არ არის საქმის არსის მისახვედრად. ყველაფერს ვხვდებით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ძვირფასის რამის დაკარგვის შიში არ გვასვენებს და გავრბივართ მთელი ძალით თუმცა ეს, ჩვენ გგვგონია რომ ენერგიულად მოქნეული ფეხები ერთ ადგილს ტკეპნიან. მაგრამ უდიდესია სურვილი ავი ფიქრებისგნან გაქცევისა, მაგრამ გარდაუვალს ვერავინ ასცდება, მით უფრო ილუზიაში ცხოვრებით. ბოლო კვირაა რაც ჩვეულებრივზე მეტად აფორიაქებული დაირებოდა. გულს რაღაც უჭამდა ნიტას, თუმცა ჯიუტად აგრძელებდა თავიდან უსიამოვნო ფიქრების განდევნას და ბედნიერად ცხოვრებას. ცოლის ცახცახის შეჩერება ვერაფრიტ შეძლო არღვლიანმა. მართალია არსებულ სიტუაციაზე ისიც ღელავდა, მაგრამ ახლა ყველაზე მეტად ცოლის მდგომარეობა აფიქრებდა ისედაც ემოციური ნიტა ასჯერ უფრო მეტად განიცდიდა მოვლენებს, ვეღარ შეძლო თავის გაკონტროლება და ისტერიკაში ჩავარდა. -დამსვიდდი... სუ, სუ ნიტა... ჩვენზე იფიქრე, ჩვენს შვილზე, რომელსაც ძლიერი დედა სჭირდება, ნუ აგრძნობინებ ასე პატარას იმ ტკივილს რასაც ახლა განიცდი... -უნდა წავიდეთ, ახლავე უნდა წავიდეთ ერე... თითქოს საერთოდ არ გაუგია ერეკლეს ხმა, თავი მისი კისრიდან წამოყო და ცრემლებიტ დაფარული და დაწითლებული სახე მამაკაცის დარდიან სახეს გაუსწორე.... -ჯერ დაველოდოთ გიორგის ზარს, შემდეგ კი თუ საჭირო გახდა დღესვე წავალ სოფელსი შენ კი აქ დარჩები. -რა საჭიროა ლოდინი? მე აქ არ დავრჩები და ჩვენ ახლავე წავალთ დედაჩემთან. ეს შენც კარგად იცი. ერეკლე გაფრთხილებ, რომც ჩამკეტო მაინც მოვახერხებ რამეს და უშენოდ წავალ. რითაც უფრო დიდი საფრთხე შეექმება ჩვენს შვილს, მაგრამ დამიჯერე სხვანაირად არ შემიძლია. აქ ვერ დავრჩები და ვერ დაველოდები როდის შემატყობინებს გიორგი, თუ რა დაემართა დედას... *** უკუნეთი ღამის მდუმარებას ქალის სლუკუნი არღვევდა, რაც კიდევ უფრო მძლავრად აწვებოდა კაცის დაძაბულ სხეულს და შუბლზე ყოველ წამს ახალ-ახალი ნაოჭები უჩნდებოდა. რამდენჯერმე სცადეს გიორგისთან დარეკვა მაგრამ მამაკაცი ჯიუტად არ პასუხობდა ტელეფონს. ნერვებმა ისევ უმტყუნა ნიტას და მოულოდნელად კივილი აღმოხდა. იცოდა რა მოჰყვებოდა ამ ავისმომასწავლებელ დუმილს და არ უნდოდა ფაქტის წინაშე დამგარიყო, არ უნდოდა საერთოდ რეალობა შეეგრძნო და იმაზეეც კი თანახმა იყო, რომ მისი ცხოვრების ბედნიერი ბოლოთვეები სიზმარიც კი ყოფილიყო, ოღონდ ახლა ალაპლაპებულ გზატკეცილზე არ ყოფილიყო. ყოველ წამს სიჩქარის მომატებას სთხოვდა ფრთხილად მოსიარულე ერეკლეს. ქალის ჩურჩული ნერვებს უტოკებდა ერეკლეს, ,,უნდა ჩავუსწროთ... ჰო, უნდა ჩავუსწროთ“ ხრიალებდა ნიტა და თან თითებს იმტვრევდა. მოულოდნელად ელვის გრძელმა ზოლმა გაანათა გიშრისფერი ცა და მძლავრად იქუხა. ქუხილის შეწყვეტას ერეკლეს ტელეფონის ამღერება მოჰყვა. გიორგი რეკავდა.. -ხვალ ჩამოდით... არ ვიცი როგორ ან რანაირად , მაგრამ ნიტას სიმშვიდეზე უნდა იზრუნო, რამდენიმე წამის შემდეგ ჩაილაპარაკა მან... ენას ძლივს ატრიალებდა გიორგი პირში. იმის მიუხედავად, რომ თითქმის არ ისმოდა მამაკაცის ხმა, მაინც გაარჩია სიტყვები მისი საუბრიდან. -ჩვენ უკვე გზასი ვართ. მხოლოდ ეს უთხრა არღვლიანმა გიორგის და შემდეგ ნიტამაც შეამჩნია, როგორ გადაუვიდა ქმარს სახეზე ფერები, როგორ დაასხა ცივმა ოფლმა შუბლზე და მიხვდა... ერეკლემ ცოლს გადმოხედა, რომელიც გათიშული, უხმოდ იჯდა და წინიდან მომავალი მანქანების შუქებზე გაეშტერებინა ფართოდ გახელილი ცისფერი ამღვრეული თვალები. ზღვის ტალღებივით ეხეთქებოდა ცრემლთა ახალი წყება თვალის ჯებირებს, რომლებიც სუსტნი აღმოჩდნენ და ვეღარ გაუძლეს მოვარდნილ ცუნამს. ქალის ღაწვებსზე განაგრძეს ცოცვა ნაღველით და სინანულით სავსე ცრემლებმა, ნიტას წითელ ლოყებზე იწოვებოდა საზიზღარი მლაშე სითხე განუზომელი რაოდენობით და თანდათან იცლებოდა ქალი ამ ნაღველისგან. რეაქცია არ ჰქონია ქალს, როდესაც ქმრის გაყინული ხელები მის გათოშილ ხელებს ჩაეჭიდნენ. შოკურ მდგომარეობაში მყოფი ერთ ადგილას მილურსმულიყო. სიბნელეში გარინდული აღარც ერეკლეზე, აღარც შვილზე და აღარც საკუთარ თავზე ფიქრობდა. მხოლოდ ერთი კადრი ტრიალებდა მის თვალწინ. - ერთ დროს საყვარელ ოთახად წოდებულ ოთახის შუა გულში შავი მართკუთხედის ფორმის ყუთი დაედგათ ვიღაც უგულოებს. იქედან კი ელენეს ჩამქვრალი თვალები უმზერდნენ გაოცებულ შვილს. გაციებული, გაცრეცილი სახე, არაფრისმთქმელ იერს ტოვებდა და მაინც მთელი ცხოვრების სამყოფ რევა დარიგებას აძლევდა ნიტას. გაქვავებული სახიდან უდიდესი სიტვარული იღვებოდა. დედის გაყინული სხეული კი მაინც განაგრძობდა შვილისთვის სითბოს გაზიარებას. ნიტას ერთიანად წვავდა კიდეც და ყინავდა ეს სითბო. მოულოდნელად დაეჭიმა მუცლის კუნთები, რუანტელმა მთელს სხეულში დაუარა. ვერაფრით შეძლო მუცლის არეში ამომოქრებული ძალის შეკავება, ქალის კანს მოაწვა, გაიბერა მასში და ნიტას თვალები კიდევ უფრო დააჭყეტინა. სახეზე წამოწითლდა და ერთიანად მოუჭირა შინ ჩასახლებულმა ძალამ, მძიმედ დააწვა გულმკერდს და წამით სუნთქვა შეუკრა, ნიტამ იმდენად სწრაფად იგრძნი ეს ყველაფერი და ისე მძლავრად, რომ დაიკივლა და ხელების მუცელზე წაიჭირა. ერეკლესთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ქალის რეაქცია, და შიშით გახედა მას, აღარ იცოდა რა უნდა ეთქვა, რითი ენუგეშებინა. -მტკივა, საშინლად მტკივა ერე... ნუტბუტებდა ნიტა და ერეკლეს გაყინულ ხელებს ეჭიდებოდა - მორჩა, მეც მოვკვდები, აშკარად ვკვდები,... -ნიტა გეყოფა!!! ბოლო ხმაზე უღრიალა ერეკლემ და მანქანა წამში მოაბრუნა უკან. ახლა მას ცოლ-შვილი უნდა გადაერჩინა, ახალ სიცოცხლეს სტარტის აღებაში უნდა დახმარებოდა და არაფერით არ დაუშვებდა დღევანდელი დღე კიდევ უფრო ტრაგიკულად დასრულებულიყო, მაგრამ ერეკლეც ჩვეულებრივი რიგითი მოკვდავი იყო. რომელსაც შეცდომები მოსდიოდა, გრძნობდა და ემცოიები იპყრობდა. იგი რკინის სულაც არ იყო. იტანჯებოდა, რადგან მას ასეთი ნიტას დანახვა არასოდეს არ სურდა. ვერ შეძლო მისთვის ტკივილის აერიდებინა, თანაც როდის? როდესაც ნიტა სახლში უნდა მჯდარიყო და ბედნიერი დღეებით დამტკბარიყო, მოეყოლა შვილისთვის ზღაპრები და დალოდებოდა მის დაბადებას, ახლა კი მხოლოდ იმას ცდილობდა რომ როგორმე ეშველა ტკივილისგან დაჯრუნჩხული ცოლისთვის და ამ დროს, სულაც არ გაუხედავს სარკეში. შუა ტყრასაზე უეცრად მობრუნებული მანქანა უკან მომავალ სატვირთო ავტობუსის მძღოლისთვისაც მოულოდნელი დასანახი იყო. შოკისგან ერთ ადგილას პარალიზებულმა კაცმა სანამ მუხრუჭზე ფეხის დაჭერა მოისაზრა ის უკვე შემსკდარი იყო მანქანას.... 15 შავ ღრუბლებს ძაფებად დაეშვათ მიწამდე წვიმის წვეთები. აბლანდულ, მჭიდროდ მიჯრილ წვრილ ძაფებად. აქა-იქ თუ გაანათებდა უკუნეთს ელვის ალი და მანქანის ფარები. სატვირთოს მძღოლი სწრაფად გადმოვიდა მანქანიდან და წინ შავ ცხვირაკუჭულ მანქანას მიუახლოვდა. როგორც კი უგონოდ მისვენებულ მგზავრებს ჰკიდა თვალი მაშინვე სასწრაფოში დარეკა და მძღოლის კარებს მიადგა. რაღაც ძალას უკიდეგანო სიღრმისკენ მიჰყავდა და იმის ძალაც არ შესწევდა, რომ მას შეწინააღმდეგებოდა. მორჩილად, მისვენებული მიცურავდა არაფრისკენ. თუმცა მალევე იგრძნო მხრებში ჩაფრენილი მძიმე ხელენბი, რომლებიც აქეთ-იქეთ ანჯღრევდნენ. საშინლად აეწვა გაბჟუებული თავი, რომლის ზომაც ერთი ათად გაზრდილიყო. წინ მდგარი სატვირთოდან მომავალმა სინათლემ საშინლად მოსჭრა თვალი და გვერდით მასზე ჩაბღაუჯებულ კაცს გახეა. -მადლობა ღმერთს გამოფხიზლდი შვილო. -რა მოხდა? შუბლი შეკრა და ისევ წინ გაიხედა - მგონი შენი ცოლი ვერ უნდა იყოს კარგად. - აზრზე მოსვლაც არ აცალა კაცმა და ნიტაზე ანიშნა, წამში გაახსენდა ყველაფერი. უეცრად მობრუნებული მანქანა, ნიტას კივილი და შემდეგ შეჯახება... ქალს გადახედა შეშინებულმა და წამით გაქვავდა. მას სახე გაფითრებოდა, უსოცოცხლოდ დავარდნოდა ხელები მუცელზე და მუცლის არე სისხლისგან გაწითლებოდა. თვითონაც არ იცის, როგორ გადავიდა მანქანიდან, თავბრუ ესხმოდა, ფეხიც ერეოდა, მაგრამ თვალწინ სისხლში მოთხვრილი ნიტა ედგა. მთელი ხმით იღრიალა სასწრაფოში ჩქარა დარეკეთო. მერე კი ნიტას მხარეს მოუარა, გიჟივით ეცა კარებს და გამოაღო. აკანკალებული თითებით გადაუწია შუბლზე მიკრული თმა ქალს. შიშით ჩააცოცა საძილე არტერიისკენ თითები და როდესაც სუსტად, მაგრამ მაინც იგრძნო სველი თითების ბალიშებზე პულსი, ამოიოხრა და ამას ამოაყოლა ყელში მობჯენილი ტკივილი. არ იცოდა რა ექნა, რითი დახმარებოდა, მართალია ნიტა ცოცხალი იყო, მაგრამ კლავდა მის დაკარგვაზე ფიქრი. ახლა იგრძნო ის რასაც ნიტა გრძნობდა, როდესაც ელენეს ნახვას გაგიჟებით ითხოვდა და დედის დაკარგვის შიში ყელზე მარწუხებივით უჭერდა. ჭკუიდან შეიშალა ერეკლეც, აღარ შეეძლო ნორმალურად ფიქრი. თითოს ის არც იყო ამ მომენტში ცოლის წინ და შორიდან უყურებდა კარგად ნაცნობ წყვილს. -მაპატიე... არ მიმატოვო გთხოვ..... ასე ნუ გამიმეტებ ნიტა!!!... ეჩურჩულებოდა ქალს და მის წითლად შეღებილ შარვალს ცრემლიანი თვალებით დაჰყურებდა. -სად ჯანდაბაშია სასწრაფო, ხალხი არახართ? დარეკეთ დროზე... მოულოდნელად ისევ უღრიალა ირგვლივ შეკრებილ ხალხს, მათი გაოცებული და შიშნარევი მზერის დანახვა აღარ სურდა ერეკლეს. მასსავით ცარიელი ხელებით ვერ გადაურჩენდნენ ცოლ-შვილს. საუბედუროდ, გამოუსადეგარი ლანდები იყვენენ ისინი მისთვის. ლანდები, რომლებიც სეირს უყურებდნენ, ლანდები, რომლებსაც დახმარება გულით სურდათ, მაგრამ არ შეეძლოთ, ამის ძალა არ შესწევდათ. რამდენიმე წუთში სასწრაფოსა და პოლიციის მანქანები ერთად მოადგა შემთხვევის ადგილს. ერეკლე გააფთრებული მივარდა სასწრაფო დახმარების მძღოლს. -ესაა თქვენი საქმე? აქამდე სად იყავით? -დამშვიდდით ბატონო, გზა ცუდ მდგომარეობაშია, როგორც შეგვეძლო ისე ვჩქარობდით -როგორც შეგეძლოთ?!!!! ჩემს ცოლ-შვილს რამე რომ დაემართოს ვერ გადამირჩებით გაიგეთ? ცივად შეუშვა მამაკაცის საყელოს ხელი და ექიმებისკენ დაიძრა, რომლებიც ნიტას სინჯავდნენ. პოლიციელები კი სატვირთოს მძღოლს ესაუბრებოდნენ და დროდადრო მანქანას გადახედავდნენ ხოლმე. -მითხარით როგორ არის? -ასე ვერაფერს გეტყვით, რაც მთავარია ცოცხალია. თუმცა ბევრი სისხლი დაკარგა და ვერაფერს დაგპირდებით. იმედი მაქვს დროზე ჩავასწრებთ საავადმყოფომდე და დედა-შვილს საფრთხეს ავარიდებთ. -ორივე უნდა გადაარჩინოთ ხომ გაიგეთ... შიშნარევი, მაგრამ მკაცრი ტონით ჩაილაპარაკა ერეკლემ და სასწრაფოს მანქანაში ნიტასთან აძვრა. -პაციენტი რამდენი თვის ორსულია? -შვიდის. -სისხლის ჯგუფი იცით? -მეორე, რეზუს დადებითი -კარგით. ახლა თქვეს ჭრილობებს მივხედოთ, თავზე რომ გაქვთ. საავადმყოფომდე გზა საშინლად გაიწელა. საბედნიეროდ ნიტას მდგომარეობა არ გაუვარესებულა, მაგრამ ქალის სითეთრე შეპარული სახე გულს უკლავდა ერეკლეს. ****** ნიტა საკაცეზე დაწვენილი შეიყვანეს რეანიმაციაში, ერეკლეს კი კარი ცხვირწინ მოუხურეს. აპარატების გულის შემაწუხებელი წრიპინი ისმოდა შორიდან, რასაც ერეკლეს გულის ცემა ემატებოდა და ყურებს უგუბებდა. მართლაც რომ თვალწინ ჩაურბინა ყოველმა დღემ რაც კი ნიტასთან გაუტარებია. მერე რა რომ მათი გაცნობა და დაოჯახება ,,არატრადიციულად“ მოხდა. სიგიჟემდე უყვარდა ცოლი, ვერაფრით უშვებდა იმ ფაქტს, რომ ნიტას გარეშე შეიძლება ერთი წუთითაც ეცხოვრა. ბავშვის დაკარგვის შიშიც ტანში ცრიდა. შეიძლება იფიქროთ რომ მათი ურთიერთობის თავიდათავი ბავშვი იყო, მაგრამ ბავშვის გარეშეც უყვარდა ნიტა და აფასებდა მას. უბრალოდ არ უნდოდა ის მიზნები და ოცნებები დამსხვრეოდა, რასაც ნიტას და ბავშვს უკავშირებდა. ერთნაირად ტრაგიკული იყო რომელიმეს დაკარგვა მისთვის. იმის წარმოდგენაც კი არ უნდა, რომ შეიძლება არჩევანის გაკეთება მოუწიოს. ამას ნამდვილად ვერ გადაიტანს. როგორ აირჩიოს ერთ-ერთი საყვარელი ქალისა თუ ოცნებებში დახატული, ცხადად წარმოდგენილი შვილი. სანამ ცოტათი მაინც იყო გონზე მოასწრო და რეზის დაურეკა. -ამ შუა ღამით რაღა გინდა? უჩემოდ ვერ ძლებ? -ნიტა საოპერაციოში შეიყვანეს... ყვირილისა და ნერვიულობისგან ხმა ჩახლეჩვოდა ერეკლეს. -ახლავე მოვდივარ... რეზი მიხვდა თუ როგორ უჭირდა მამაკაცს თითოეული სიტყვის წარმოთქმა და ლაპარაკი აღარ გაუგრძელა. სასწრაფოდ ლელას დაურეკა. ცოტახანში კი მაიკო და ლელასთან ერთად საავადმყოფოს გზაზე მიქროდა. -ჯერ ხომ ორი თვე იყო წინ? გაოცებას ვერ მალავდა მაიკო -როგორც ჩანს ნაადრევი მშობიარობა დაეწყო. ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა ლელამ და ტუჩების კვნეტა გააგრძელა, არცერთ მათგანს არ მოსწონდა ეს სიტუაცია. ყველანი გრძნობდნენ რომ ყველაფერი ისე არ იყო როგორც წარმოედგინათ. ****** საავადმყოფოს თეთრი დერეფანი არაბუნებრივად ანათებდა. აქა-იქ მიმოფანტულიყო ხალხი. რეანიმაციის წინ თეთრ სავარძელში გაწუწული ერეკლე იჯდა. ხელები მუხლებზე დაეწყო და თავი ჩაექინდრა. როგორც კი რეზის ფეხებს მოკრა თვალი მაშინვე ამოხედა. გულზე მარწუხებივით შემოეხვია რაღაც რეზის, როდესაც ერეკლეს ჩაწითლებულ და ჩაცვენილ თვალებს ჩააკვირდა. დარდი, სევდა, ტკივილი, შიში.... ყველაფერი... ყველაფერი ერთ დიდ გორგალად გადაქცეულიყო და კაცის თვალებში დაედო ბინა. შუბლზე ლეიკოები დაეკრათ მისთვის, თმაზე მიმხმარი სისხლი კი საზიზღრად მოჩანდა. უხმოდ დაუხდნენ გვერდით. ვერც ერთი ვერ ბედავდა მისთვის რამის კითხვას. რამდენიმე წამიანი დუმილი თავად ერეკლემ დააღვია. მთელი დღე აფორიაქებული იყო. მერე ელენეს ზარები ნახა... ვერ დაუკავშირდა დედამისს და პანიკაში ჩავარდა, ხომ იცით რომ აიჩემებს ცუდი წინათგრძნობა მაქვსო ვეღარ გადაათქმევინებ. მოკლედ, ძალიან გაჯიუტდა. ახლავე წავიდეთ სოფელშიო. აღარც გიორგის ზარს დაელოდა და აღარც დამშვიდდა. ამიტომ დავთანხმდი, არ მინდოდა ცუდად გამხდარიყო. გზაში გიორგიმ როგორც იქნა დაგვირეკა. ნიტამაც გაიგო, რომ არაფერი არ იყო კარგად. ნიტა დაამშვიდე და ხვალ წამოდითო გვითხრა... მერე... მერე ცუდად გახდა. ისეთ მდგომარეობაში იყო დიდხანს აღარ ვიფიქრე... უფრო სწორად საერთოდ აღარ მიფიქრია. შუა გზაში მოვაბრუნე მანქანა და უკან მომავალ სატვირთოს შევასკდით. გონზე რომ მოვედი ნიტას სისხლდენა დაწყებოდა. ბევრი სისხლი დაკარგა. არ ვიცი, რა მოხდება. რაც შიგნით შეიყვანეს, მას მერე არავინ გამოსულა პალატიდან. რომელიმეს რამე რომ დაემართოს მხოლოდ და მხოლოდ მე ვიქნები დამნაშავე. ამის წარმოდგენაც არ მინდა, მაგრამ ჩემს თავს ვერასოდეს ვაპატიებ ასეთ უპასუხისმგებლობას... ვერასოდეს გადავიტან ამას... მაიკო და ლელა სუნთქვაშეკრული ისხდნენ და უხმოდ ტიროდნენ. არც რეზი იყო უკეთეს დღეში. ერეკლესთვის ვერც ერთი ვერ ბედავდა სიტყვის თქმას. ან რა უნდა ეთქვათ ასეთ სიტუაციაში. უბრალოდ ვერ იჯერებდნენ ნიტას ან ბავშვს რამე რომ დაემართებოდათ. გამორიცხული იყო მათ მეგობარს საავადმყოფოს დამპალ მაგიდაზე დაელია სული და მასთან ერთად მისი ნაწილიც გამქრალიყო ამ სამყაროდან. რეანიმაციიდან გამომავალ შუბლდაცვარულ ექიმს ოთხივენი მიცვივდნე და მომლოდინე თვალებით მიაშტერდნენ. ხმა არ ამოსდიოდათ ყელიდან. თითქოს ხმის იოგები დაეჭიმათ და ხრიალის მაგვარი რაღაც უღიტინებდათ ხორხის კედლებზე. -გილოცავთ თქვენი გოგონა ძალიან ძლიერი ვინმე აღმოჩნდა, ბევრი იბრძოლა სიცოცხლისთვის. ახლა ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, უბრალოდ ძალიან პატარაა და რაღაც პერიოდი ინკუპატორში უნდა გაატაროს... დიდი ხანი არ ალოდინა მასზე მიშტერებულ განადგურებულ სახეებს კაცმა და სიტუაცია გააცნო. -ნიტა.... ნიტა როგორაა? ხომ გადარჩა? ... -დამშვიდდით. მართალია ქალი ძალიან სუსტადაა და მისი გადარჩენის შანსი ორმოცდაათი ორმოცდაათზეა, მაგრამ იმედს არ ვკარგავთ რომ გადარჩება. ძალიან ბევრი სისხლი დაკარგა. მთავარია ნარკოზიდან გამოსვლა არ გაუჭირდეს. -როდის შემეძლება მისი ნახვას? -ჯერ ვერანაირად ვერ ნახავთ მას.... 16 ყურთან განუწყვეტლივ წიკწიკებდა რაღაც. წიკწიკებდა და თან შუბლზე გამეტებით უჭერდა მარწუხებს. ქუთუთოები მისდაუნებურად უთრთთოდა, მერე კი იძულებული გახდა თვალები გაეხილა. ფრთხილად მოავლო მკრთალი შუქით განათებულ ოთახს თვალი. რაღაც ამოუცნობი ბნელი ძალა აწვებოდა ფეხებზე. თითქოს დროდადრო ნემსებით ჩხვეტნენ. ერთ ადგილას გაუნძრევლად დადებული ხელები დაბუჟებოდა. ფრთხილად ააცოცა ცალი ხელი მუცელზე, რომელიც ყრუ ტკივილით ტკიოდა. მომენტალურად დენის გატარებასავით უვლიდა ძვალ-რბილში რაღაც. წესით ამობურცული და გაბერილი მუცელი ჩაჩუტვოდა. ერთ წამში აეწვა მუცლისღრუ, გულისცემა გაუხშირდა, იმდენად სწრაფად და ძლიერად გრძნობდა სისხლის მიმოქცევას, ეგონა გული გაუსკდებოდა. შეიძლება ტკივილგამაყუჩებლებს ემოქმედათ და ვერ გრძნობდა ტკივილს და ყველაფერი ემოციური ფონის ბრალი იყო, თუმცა ახლა ზუსტად ისეთი ტკივილი შეიგრძნო რაც წესით აქამდე უნდა ეგრძნო. აქამდე უნდა გადაეტანა. ჯერ ადრე იყო.... ორი თვე წინ ჰქონდა მის პატარას. ჯერ არ უნდა დაეტოვებინა დედის სხეული, ყველაზე უსაფრთხო და მშვიდი სამყოფელი. თუმცა ნიტა ვეღარ გრძნობდა ბავშვს. უწყლობისგან გახევებული ტუჩები ერთმანეთს მიკვროდა, თუმცა ქალის შიგნით თავმოყრილი ემოცები მთელი ძალით მიაწყდნენ სუსტ ჯებირს და სასოწარკვეთილი კვნესა აღმოხდა ნიტას. ვეღარც თვალებმა გაუძლო ტკივილს. თვალწინ გაურბინა კადრებმა.... ისევ მოაწვა ტკივილი მუცელს. ცრემლებმაც აღარ დაელოდნენ შემდეგ ემოციებს და თეთრი ბალიშის კიდეზე იპოვეს შვება. მხოლოდ ავარიის კადრი უტრიალებდა თვალწინ ნიტას. საშინელი თეთრი შუქი და შემდეგ შავი სივრცე, სადაც საშინელი ხმაური აღწევდა. მოულოდნელად კარი გაიღო და დერეფნიდან შემომავალი შუქი ნიტას საწოლს დაეცა. სახე არ უჩანდათ ჩრდილებს, რომლებიც კარში გახევებულიყვნენ. მალევე გამოერკვა ნიტა და მისკენ გამოქცეულ ლელას ცრემლიანი თვალები სეანათა, მაიკო კი ექიმის დასაძახებლად გაიქცა. -ღმერთო ჩემო, ნიტა გაიღვიძე... ჩემო საყვარელო, ჩემო ძლიერო... გულში ჩაიკრა მეგობარი ლელამ და მასთან ერთად ატირდა. -ლელა... მითხარი... ბავშვი და ერეკლე... -სუ ნიტა... ორივე კარგად არიან... ჩემო ლამაზო, როგორ შეგვაშინეთ -არ მომატყუო გთხოვ, ჯერ ხომ ადრე იყო... -ახლა შენი გადაღლა არ შეიძლება. უბრალოდ არაფერზე იდარდო შენი გოგონა ერთი სართუით მაღლაა ინკუპატორში, პატარაა და ამიტომ სპეციალური მოვლა ჭირდება. ძალიან ძლიერი და ლამაზი ბაშვია. დანარჩენს კი ერეკლე მოგიყვება. ალბათ ბავშვთან არის. ვერაფრით ვერ შევძელით მისი სახლში გაშვება. ეს დღეები პალატის წინ იჯდა ან ბავშვთან იყო.. -ეს დღეები? -ხო სამი დღეა ველოდებით შენს გამოღვიძებას. ფრთხიალდ დაუსვა თმებზე ხელი მეგობარს და ოთახში შემოვარდნილ ექიმს და მაიკოს გადახედა. მეგობრის დანახვაზე ახლა მაიკოს წასკდა ცრემლები. არცერთი არ აღიარებდა მაგრამ საშინლად განადგურებულები და გატეხილები იყვნენ. წამით ეგონათ კიდეც ნიტა ვერ გაუძლებდა და დამარცხდებოდა საზიზღარ მტერთან, მაგრამ საბედნიეროდ შეცდნენ. შეცდნენ და ახლა ერთიანი ძალებით დაეხმარებოდნენ ნიტას ფეხზე დადგომაში. როგორც ყოველთვის ახლაც სამივე ერთად იქნებოდნენ და იქნებოდნენ ისეთი ძლიერები, როგორც არასოდეს ყოფილან. ნახევარი კედელი სქელ მინას გაეჭრა, რომელიც დერეფანს და პატარების სამფლობელოს ყოფდა ერთმანეთისგან. ჯიბეებში ხელებჩაწყობილი იდგა ერეკლე და შუბლით მინას მიყრდნობოდა. გაფართოებული თვალებით უყურებდა ფანჯრისაკენ მდგარ მინის ყუთს, რომელშიც მისი გოგონა იწვა - მარიტა არღვლიანი. რომელიც შუბლშეკრული მთელი ძალით პარჭყავდა თითებს და დროდადრო ამთქნარებდა. ისეთი საყვარელი და სასაცილო იყო ერთი სული ჰქონდა ერეკლეს ხელში აეყვანა და მოფერებოდა. ეს პატარა, უსუსური არსება, ისე მალე მოიკრებდა ძალებს, რომ თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებდნენ ის და ნიტა... ნიტაზე დარდი ლოდივით აწვა გულზე. სიგიჟემდე უნდოდა ახლა მის გვერდით მდგარიყო ნიტა და მისი ბედნიერება გაეზიარებინა. მიხვდა ერეკლე რამხელა ბედნიერება მოუტანა ამ ახირებულმა ქალმა... იმაზე დიდი პასუხისმგებლობა და სიყვარული იგრძნო ერეკლემ ვიდრე აქამდე გრძნობდა. ამ წუთიდან ისე უნდა ეცხოვრა, ისე უნდა ეფიქრა და საერთოდ ისე უნდა ევლო, რომ მისი ყოველი ნაბიჯი გათვლილი და სწორი ყოფილიყო მისი ოჯახისთვის. ახლა მხოლოდ ერთი რამ უნდოდა - ნიტას გაეღვიძა და ის ემოციები დაუფლებოდა, რასაც ყველა დედა განიცდის.... მერე კი... მერე ძალებს არ დაიშურებდა და მოსალოდნელ ტკივილს შეუმსუბუქებდა... ფიქრი სწრაფი ნაბიჯებით მომავალმა რეზიმ შეაწყვეტინა, რომელსაც ტუჩებზე ღიმილი დასთამაშებდა და თვალები უელავდა... -ნიტამ გაიღვიძა... მხოლოდ ეს ორი სიტყვა უთხრა ძმაკაცს და ღიმილით გააყოლა თვალი კიბეებისკენ გაქცეულს. თვითონ კი ფანჯარას მიუახლოვდა, სადაც პატარა არღვლიანი ეგულებოდა. დაბნეულმა გააქნია თავი და ათამდე ერთმანეთის მსგავს ბავშვს მოავლო თვალი. -თითქოს ყველა ერთნაირია... ჩაიფრუტუნა თავისთვის და მზერა ერთ ბავშვზე შეაჩერა... მართალია მას არც თმის და თვალის ფერი არ უჩანდა, თუმცა რეზიმ მაინც დაასკვნა, რომ პირველ რიგში მწოლიარე მთქნარებით გართული ბავშვი მისი მეგობრების შვილი იყო. ცრემლით სავსე თვალებით გახედა ერეკლეს რომელიც ღია კარებიდან მისჩერებოდა საყვარელ ქალს. თითქოს ერთ ადგილას დააწებეს და ნაბიჯის გადადგმა აღარ შეეძლო. იმის მიუხედავად, რომ მთელი სხეულით იწევდა მისკენ ერთ ადგილას გახევებულიყო. ლამის ისიც ეგონა, რომ ელანდებოდა ნიტას დიდრონი, აწყლიანებული თვალები, რომელსაც არც კი ახამხამებდა ქალი. მთელი ძალა მოიკრიბა და ნაბიჯი წინ გადადგა. რაც უფრო უახლოვდებოდა ერეკლე მით უფრო უმატებდა კანკალს ნიტა. მთელ ტანში ცრიდა. მონატრება, სიყვარული, ყველაფერი ერთიანად ატყდებოდა თავს. უყურებდა ერეკლეს გადაფითრებულ სახეს, ჩაცვენილ თვალებს, რომლებშიც უდიდეს ბედნიერებას და დარდს დაედო ბინა. უყურებდა გალურჯებამდე მისულ წითელ ტუჩებს და თავისდაუნებურად უმატებდა ქვითინს. მთელი ძალით უჭერდა მხრებზე ხელს საყვარელ მამაკაცს. რომელიც ფრთხილად იკრავდა გულში. დროდადრო ამოხედავდა და მთელ სახეს უკოცნიდა მის ხელებში მოცახცახე ქალს. -როგორ შემაშინე ნიტა.... ჩამწყდარი ხმით ჩაიხრიალა ერეკლემ. - მეც შემეშინდა ერე... თვალები, რომ გავახილე და ვერც შენ და ვერც ჩვენი პატარა ვერ დავინახე არც კი ვიცი რა ვიგრძენი... მეგონა ორივე დაგკარგეთ... ბავშვს როდის მანახებენ? რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ ჩურჩულით კითხა მის მკერდზე თავდადებულ კაცს და თმებში თითები შეუცურა. -ჯერ აქ ვერ ჩამოიყვანენ მარიტას, მაგრამ ექიმმა მითხრა რომ შენ შეძლებ მის მონახულებას მალე... ერეკლეს მალევე მოუწია გარეთ გასვლა და ნიტა ექთანთან დატოვა. -ბავშვისთვის ბუნებრივი კვება აუცილებელი, რომ არის ალბათ მოგეხსენებათ და იმედია აპირებთ რომ ძუძუ მოაწოვოთ მას -დიახ რა თქმა უნდა. -ცუდად ნუ გამიგებ ჩემო კარგო. უბრალოდ აქ ისეთებს შეხვდები საერთოდ გაგებული რომ არ გექნება.ისტერიკებს უმართავენ ქმრებს. დაიძინებენ და გვერდით ბავშვი ისე ჩაბჟირდება ტირილისგან მათ ხმას ვერც კი გააგონებ. ზოგი კი იმის გამო ამბობს უარს ძუძუთი გამოკვებაზე, რომ მკერდის ფორმა არ დაეკარგოს. იმაზე კი არ ფიქრობენ, რომ ამით ძალიან მნიშვნელოვან რამეს აკლებენ ბავშვს. -გასაგებია, მაგრამ მე მსგავსი აზრები არ მაწუხებს. როდის შევძლებ ბავშვის ნახვას? -ნახვით მალე ნახავთ, უბრალოდ ჯერ თქვენ ვერ აჭმევთ. ძალიან პატარაა. ამიტომ ამ სატუმბის დახმარებით რძე უნდა გამატანოთ თქვენს გოგოსთან.. ხელში რაღაც პლასმასის ნივთი შეაჩეჩა ქალმა და გაკვირვებულ ნიტას გადახედა. - პირველ ჯერზე მტკივნეულია, მაგრამ მერე შეეჩვევი ჩემო კარგო. ისედაც საშინლად ტკიოდა მკერდი. დიდი რაოდენობით დაგროვილი რძე კიდევ უფრო უმძაფრებდა ტკივილს. თავიდან როდესაც ოდნავ დასველებული პერანგი შეამჩნია შეშინდა კიდეც, თუმცა შემდეგ ექიმმა დაამშვიდა და სიტუაციაც აუხსნა. ახალბედა დედაა და შესაბამისად ბევრი რამ არ იცის. იმის მიუხედავად, რომ არც ერთი ინფორმაცია არ დაუტოვებია წაუკითხავი რაც გამოუცდელ დედებს უკავშირდებოდა და ათასი რჩევაც მიიღო, მაინც დაფრთხა, როდესაც ფაქტის წინაშე დადგა. სიმწირისაგან ცრემლებიც კი გადმოყარა, მაგრამ მაინც განაგრძო მისთვის დაკისრებული საქმე და ექთანს რძიანი შუშა გაუწოდა. გვერდიდან არ ცილდებოდნენ გოგოები ნიტას. როცა ისინი იყვნენ ერეკლე იკარგებოდა პალატიდან, როდესაც ერეკლე მოვიდოდა გოგოები გარბოდნენ სადღაც. რამდენჯერმე დააფიქსირა ნიტამ მათი ჩუმი გადალაპარაკება და მზერა. თითქოს ეჭვები გაუჩნდა. თანაც გაახსენდა ის დღე... ის მიზეზი თუ რატომ იყო ახლა საავადმყოფოში და რატომ გაჩნდა მისი შვილი ორი თვით ადრე. ისევ ტკივილი... ისევ სასოწარკვეთა.... მთელი დღე ისე გაილია და ისე ლაღად გრძნობდა თავს, რომ დედა საერთოდ არ გახსენებია. ერეკლემაც შეატყო, როგორ ეცვალა სახე ნიტას და მიხვდა წინ რთული საუბარი რომ ელოდა.... -არაფერი დამიამლო.... ერეკლესთვის არც შეუხედავს ისე დაიჩურჩულა ნიტამ და საბანი ხელებში მოკუჭა. მთელი ძალით ცდილობდა თავის შეკავებას, მაგრამ მხრები მისგან დამოუკიდებლად განაგრძობდნენ ცახცახს. -ძალიან ვწუხვარ ნიტა, მაგრამ დასაიმედებელს ვერაფერს გეტყვი... დაბალი ხმით ჩაილაპარაკა ერეკლემ და ხელზე ხელი დაადო. - უნდა გაუძლო, საშუალება არ უნდა გქონდეს იმისა, რომ გატყდე. -ვერ ჩავუსწარი... ვერ დავემშვიდობე.... სიკვდილის წინაც ვერ ვნახე.... ჩემი საყვარელი დედიკო. ჩემი იმედი.. ახლა რა მეშველება ერე. ამის მეშინოდა მუდამ. ყოველთვის ასე იყო. როდესაც უდიდეს საჩუქარს ვიღებდი, ხელიდან რაღაც ძვირფასი მეცლებოდა უცებ. ცხოვრება რაღაც თამაშს მეთამაშება, ოღონდ ვერ გავიგე რას და რისი მიღწევა უნდა ამით. ცვლის.. ჩემს ცხოვრებაში ბედნიერებას და უბედურებას ერთმანეთში ცვლის... რითი გარდაიცვალა? სწრაფად ამოისვა ცრემლით სავსე თვალებში ხელი, მერე კი ისევ ერეკლეს ჩასჭიდა და მაგრად მოუჭირა. თითქოს ასე ცდილობდა იმ ტკივილის გაზიარებას მისთვის, რასაც ახლა განიცდიდა და კიდევ ვერ გადმოსცემდა იმას, რასაც რეალურად გრძნობდა. -სავარაუდოდ გულის შეტევით. გიორგი როდესაც მივიდა უკვე გარდაცვლილი იყო. ნიტა ვიცი საშინელება ეს შენთვის. მაგრამ ძალიან გთხოვ თავი ხელში აიყვანე და გახსოვდეს, რომ ჩვენს შვილს დედა ჭირდება. ვიცი რომ ძალიან ძლიერი ხარ... ბევრ რამეს გაუძელი და ამასაც გაუძლებ. -მე თქვენს მეტი აღარავინ დამრჩა ერე.... ჯერ მამა. ახლა კი დედა... ორივემ მიღალატა და მარტო დამტოვა. რატომ უნდა მოკვდარიყო ერე, ჰა? რატომ?... ჩემი ელენე აღარ არის გესმის? აღარ არის.... იმ შვილიშვილის ნახვაც ვერ მოასწორო რომლის გამოც მისმა შვილმა ისეთი ნაბიჯი გადადგა რაც მას არასოდეს ურჩევია მისთვის. იმ ბავშვს თვალი ვერ შეავლო, რომლის არსებობამაც უდიდესი ბედნიერება და ტკივილი მოუტანა დედას... უკვე მენატრება და უსაშველოდ მჭირდება ერე და შენ ფიქრობ, რომ ამ იარას დროის დამპალი წუთები მომიშუშებენ? შენც ხომ კარგად იცი ასეთ ტკივილს დრო არ კურნავს, პირიქით იარებს დროდადრო უფრო ხსნის და მარილსაც აყრის ზედ. 17 ხანდახან ტკივილი ისეთი ძლიერია ყველანაირ რეცეპტორს გვიყინავს და გვაცივებს ყველაფრის მიმართ. ვეღარ ვგრძნობთ... უფრო სწორად ვგრძნობთ, მაგრამ მხოლოდ ის გვინდა რომ არ გავაცნობიეროთ და გავექცეთ მას, სადღაც ძალიან შორს... ყველაფრისგან შორს გადავიკარგოთ. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ყველანაირიი სიახლე გვინდა ტვინიდან განვდევნოთ. თავის ქალა დავიცარიელოთ, ან უკეთეს შემთხვევაში საუკეთესო მოგონებები დავტოვოთ, რომლებიც გახსენებისას ღიმილს მოგგვრიან. თუმცა არაცნობიერში განდევნილი მწარე მოგონებები პერიოდულად მოგვიშხამავენ ცხოვრებას. რთულია.... საშინელებაა, თუმცა ყოველთვის პირისპირ უნდა დავუდგეთ ცხოვრებისგან მოშვერილ ბასრ ისრებს. -საკუთარი დედის დაკრძალვაზე წასვლას მიკრძალავ ერეკლე? -უნდა ხვდებოდე, რომ ამას შეს სასიკეთოდ გეუბნები. -მესმის, მაგრამ... -მარიტაზე საერთოდ არ ფიქრობ ნიტა? -ვფიქრობ... ვფიქრობ, თუმცა სწორად ჩემი აქ დარჩენაც არ მიმაჩნია -რამდენიმე კვირა მოიცადე და ორივეს გაგწერენ... თუ ხალხის აზრზე ფიქრობ.... -არა !!! რა სისულელეა ერეკლე.. უბრალოდ მგონია დედას ვექცევი არასწორად -ნიტა, ელენე ცოცხალი, რომ იყოს არ გაუხარდებოდა მისი შვილიშვილი საავადმყოფოში ორი დღით მარტო დაგეტოვებინა. დამიჯერე მე და რეზი ყველაფერს ისე გავაკეთებთ როგორც საჭიროა. ხომ გესმის არა? მაიკოც და ლელაც არ არიან უსაქმოდ. ისინი ყველაზე დიდ პასუხისმგებლობას გრძნობენ შენს მიმართ. თვითონაც კარგად იცი მათთვის ელენე დედასავით იყო. 9999999 უკვე ორი დღეა ერეკლე არ უნახავს. წინა დღეს მხოლოდ მაიკომ მოაკითხა და ნიტას დამშვიდებას შეეცადა, მაგრამ უშედეგოდ. მხოლოდ და მხოლოდ მაშინ გრძნობს მშვიდად და ბედნიერად თავს, როცა მარიტას ხედავს. როგორც ექთანი ეუბნება მთელი სახე უღიმის და თვალებგაბრწყინებული უყურებს ციცქნა არსებას. მარიტაზე ძალიან ბევრს ფიქრობს და კიდევ უდრო რწმუნდება, რომ ბავშვს განსაკუთრებულად უნდა მოუაროს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჯერ კიდევ მაშინ უყვარდა შვილი სიგიჟემდე სანამ ერეკლეს გაიცნობდა. შემდეგ კი იმდენად ემოციურად დატვირთული პერიოდი ჰქონდა, რომ ახლა ყველაფრის გახსენებისას ჟრუანტელი უვლის. როგორ უფრთხილდებოდა ჯერ კიდევ მუცელში ყოფნისას, ჭკუაზე ლამის შეიშალა, როდესაც ასე ნანატრი შვილის დაკარგვის შიში ჩაუდგა გულში. მაგრამ ახლა, რაც არ უნდა მოხდეს არაფერს მისცემს უფლებას მის თვალისჩინს რამე ავნოს. ################ დილით კარგად ნაცნობმა ექთანმა შემოუღო პალატის კაბინეტი და დაღლილი სახით ჩამოუჯდა ნიტას საწოლთან. -კარგი ამბავი უნდა გითხრა ჩემო კარგო. -ჰო? ჯერ კიდევ ძილბურანში გახვეული ნელა წამოიწია პალატის მოუხერხებელ საწოლზე და ქალს მიჩერდა - ხომ იცი შენი გოგო რომ დიდი ყოჩაღი ვინმეა? ხო და აწი აღარ მომიწევს შენი რძის წაღება მისთვის. შეგიძლა შენს გოგონას თვითონ აჭამო და რამდენიმე დღეში გაგწერთ კიდეთ, როგორც ექიმმა თქვა. -ახლავე შემიძლია ბავშვის ნახვა? როგორც კი ქალის სიტყვები გადახარშა მაშინვე წამოვარდა ფეხზე. -კი, გაემზადე და წამოდი. მაქსიმალურად ცდილობდა კანკალის შეკავებას და გაბართოებული თვალებით მიუყვებოდა თეთრ, პრიალა დერეფანს. პირველად უნდა შეხვედროდა შვილს. პირველად უნდა შეხებოდა და გულში ჩაეკრა მისი ერთიციდა გოგო. ბუნებრივია ღელავდა. ბუნებრივია ნერვიულობდა, თუმცა მაინც მიიწევდა წინ არეული ნაბიჯებით. როგორც კი თავი მოიწესრიგა მაშინვე დატოვა თავისი პალატა, ერეკლესაც არ დალოდებია, იმდენად კლავდა შვილზე შეხების სურვილი. რამდენიმე წამი თვალცრემლიანი მიაჩერდა მთქნარებით გართულ პატარას. ექთნისგან იცის, რომ დიდი ძილისგუდააა, სულ შია და სძინავს. უცებ ბავშვის ხელში აყვანას ვერ ბედავდა, - რამეს ხომ არ ვატკენ? საწყლად გადახედა გვერდთ მდგარ ექთანს და შვილსკენ თითები გააცოცა. - მიდი შვილო აიყვანე, ნურაფრის ნუ გეშინია... შეაგულიანა ექთანმა და ახლა უკვე სხვა ბავშვებს მიუბრუნდა. ნაზად ჩამოუსვა გაბუშტულ ლოყაზე ორი თითი და ნახევრად გახელილ თვალებზე დააჩერდა. -დედი, აგიყვან და არ იტირო ხო? ჩუმათ დაიჩურჩულა ბავშვის თავთან და ხელები მოხვია. ძალიან ფრთხილობდა. არ უნდოდა ამ გაწრიპული გოგოსთვის რამე ევნო. - ჩემო სიცოცხლის აზრო, ჩემო ერთადერთო. შენ ხომ არ იცი შენს დედიკოს როგორ უყვარხარ? ეჩურჩულებოდა გულზე მიკრულ პატარას და დაუდევრად სცვიოდა თვალებიდან ბედნიერების ცრემლები. ფრთხილად მოეფერა მოპრუწულ ტუჩებზე. არც კი გაუგია როგორ შემოვიდა ერეკლე ოთახში. -როგორც იქნა ჩემი გოგოები შეხვდნენ ერთმანეთს არა? ღიმილით მიუახლოვდა ატირებულ ცოლს და კოპებშეკრულ შვილს. - მგონი არ მოსწონს, რომ ტირი ნიტა -ჰოო, ნახე როგორ დაიმანჭა.... - ვაიმე ერეკლე რა საყვარელია არა? -საყვარელი და თანაც ძილისგუდა... რამდენჯერაც ვნახე ან ეძინა ან სულ ამთქნარებდა. - მა სულ უნდა იზარმაცო? სიცილით დაკრა პატარა ცხვირზე თითი. -ახლა აღარ ეცლება საზარმაცოდ, კარგად უნდა გამოძღეს -შენ უნდა აჭამო? -დედამისი ვარ ერეკლე და შენ წარმოიდგინე მე უნდა ვაჭამო. -არა,აქამდე ხომ ექთანს მოჰქონდა რძე მისთვის? -მარიტა უკვე დიდი გოგოაო და შეუძლია დედიკოს აჭამოსო. -წამოდი მოგეხმარები, პალატისკენ გაუძღვა ერეკლე ერთ ადგილას გაჩერებულ ცოლ-შვილს. -შენ რაში უნდა დამეხმარო? სიცილით გადააქნია თავი და პირში თითჩადებულ შვილს დახედა, წამო დედა, წამო... -ბავშვს დაგიჭერ, ან რა ვიცი... ნერვიულად გადაისვა თავზე ხელი და სავარძელში მოკალათებულ ნიტას გახედა. -ხედავ მარიტა, მამა როგორ დააბნიე? 333333333 დაცქეროდა დედის მკერდს ჩაბღაუჯებულ მარიტას და ერთი სული ჰქონდა მალე იმხელა გაზრდილიყო, რომ კოცნისაგან აეტირებინა. მხოლოდ თითებით თუ მოეფერებოდა სიამოვნებისგან აკრუტუნებულ შვილს, თორემ მისი ხელში დაჭერა დიდ გამოცდად მიაჩნდა ერეკლეს. საერთოდ ხომ ასეა, ვუყურებთ ერთი შეხედვით ძლიერ პიროვნებას, რომელსაც წესით არავინ და არაფერი უნდა აშინებდეს მაგრამ სწორედ ასეთ ადამიანს გააჩნია უდიდესი სუსტი წერტილი, რომლის დასაცავადაც ცდილობს ძალების მოკრებას და იმაზე ღონიერი ნიღბის მორგებას ვიდრე არის. ერეკლეს შემთხვევაშიც ასე იყო. ერთის ნაცვლად ორი სუსტი წერტილი გაუჩნდა მარიტას და ნიტას სახით და უკვე აღარ იცოდა რა შეიძლება მომხდარიყო რაც ამ სუსტ წერტილებს გაუქრობდა, რადგან თავს საოცრი ძალის პატრონად გრძნობდა. ერთი ხელის მოსმით შეცვალა და თავდაყირა დაუყენა ნიტამ ცხოვრება. საბოლოოდ კი ასე არეული მთლიანად მიიზიდა და დაისაკუთრა. არც ერთს არ უბრძოლია იმისთვის რომ მათ სიყვარულს საძირკველი ჩაყროდა. უბრალოდ როდესაც ერთი აშავებდა მეორე არაადამიანური გაგებით ეკიდებოდა მის შეცდომას და აგურს აგური ემატებიდა. ერეკლეს იზიდავდა ნიტა როგორც ქალი, იზიდავდა მისი ყოველი ნაწილით და ვნებების ქარტეხილში ახვევდა. საბოლოოდ კი ამ მიზიდვამ მასზე დამოკიდებული გახადა. არც ერთი ნიტას ქცევა არ ყოფილა იმის მაპროვოცირებელი, რომ ასე ძალიან შეყვარებოდა. რადგან თავიდან ნიტას გეგმებში სულ არ შედიოდა მეორე ნახევრის ძებნა. იგი მიყვებოდა თავის გეგმებს და მიზნის მისაღწევად ყველაფერს აკეთებდა. თუმცა მათი აცდენილი მიზნები, მაინც გადაიკვეთნენ ცხოვრების იმ ფართო გზაზე, რომელსაც განსხვავებული სიჩქარით მიუყვებოდნენ. ერთი დროში საზიზღრად გაწელილი კვირის შემდეგ, დიდი ჭადრის ძირას იდგა ნიტა. ვიღაცისთვის შემზარავი აურა იდგა სილის სუნით გაჯერებულ ჰაერში. აუტანლად აცხუნებდა მზის მწველი სხივები, რომლებსაც ძალაგალეული სიო აქეთ-იქეთ ისროდა. ყოველი კუთხიდან ათობით წყვილი თვალი იმზირებოდა უსიცოცხლო მზერით . ნიტა კი მხოლოდ მის წინ აღმართულ მარმარილოს ლოდს მიშტერებოდა. დედ-მამის სევდიან ღიმილზე სიმწრით ჩაეცინა. ერთ დროს სიგიჟემდე უყვარდა მათი ღიმილი, რომელსაც სევდის კვალი არ აჩნდა. ახლა კი, ეჩვენებოდა ქვაზე შეყინული ბედნიერება უბედურებად. რადგან არ შეიძლება გახუნებული შავი მარმარილოს ქვიდან ვინმე ბედნიერად იმზირებოდეს. მიწის სიღრმეში ღრმად ჩაფლულ საფლავს ისევ გამეტებით აწვებოდა მზის სხივები, მაგრამ ვერას გზით აღწევდა საწადელს. საფლავებს შორის დაიხარა ნიტა. ცრემლით სავსე თვალები შეანათა ჯერ ერთი და მერე მეორე მშობლის სურათს. ხმის ამოღება აღარ შეეძლო. ვერ ბედავდა... ეშინოდა მათი დუმილის... მას უნდა ელაპარაკა, გული მოეოხებინა, საპასუხოდ კი ამაზრზენ, დამანგრეველ დუმილს მიიღებდა და მორჩებოდა. გულში გამბულად ბუტბუტებდა გაუგებარ ფრაზებს და მხოლოდ მისი სლუკუნი არღვევდა ჩიტებისგან აწ უკვე დარღვეულ სამარისებულ სიჩუმეს. აკანკალებული თითები დაუსვა მშობლების ,,სახეს“ და დაუდევრად ამოსულ ბალახს დაუწყო წიწკვნა, ყოველი ამოძირკვული ძირი გულზე ეყრებოდა და მწარე, საზიზღარი გემოთი ევსებოდა პირი. -განა არ ვიცოდი... ვიცოდი... და ყოველთვის მეშინოდა, ყოველთვის ვგრძნობდი ზურგს უკან ჩამალულ, საზიზღრად მიმიზიდველ ძალას, რომელიც ყველაფერს იკრავს. ჯერ შენ მამა... ჯერ შენ აღმოჩნდი უძლური სიკვდილის წინაშე. ისე გშთანთქა გააზრებაც ვერ მოვახერხე. წამში დააღო მისი უშველებელი პირი და ჩაგყლაპა. ჩემთან კი მხოლოდ აუტანელი შეგრძნება დატოვა, რომელიც ურცხვად მემუქრებოდა კიდევ ერთი სიცოცხლის წართმევით. არ ვიცი როგორ, მაგრამ მივეჩვიე ამ შიშთან ერთად ცხოვრებას და საკუთარი თავიც დავაჯერე, რომ სიკვდილს ღრმა ძილით ეძინა და ეს შიში მისი თავდაცვითი საშუალება იყო. მერე კი შენ დე... შენი თავიც წამართვა, ისე რომ საბოლოოდ გამომშვიდობებაც კი ვერ მოავხერხე შენთან. თქვენც ხომ იცით ახლა რა ხდება ჩემს გულში. თქვენც ხომ იცით, რომ თქვენი სიკვდილით ის კიდურები დავკარგე, რომელსაც ვეყრდნობოდი. არავინ არ თქვას, რომ ადამიანს გარკვეული ასაკის შემდეგ მშობლების სითბო და სიყვარული არ სჭირდებათ, რადგან ეს უდიდესი სიცრუეა და მეტი არაფერი. მენატრებით უსაზღვროდ... საშინლად მინდა წუთით მაინც განვიცადო ის რასაც ბავშვობაში თქვენს ოთახში შემოპარული განვიცდიდი და თქვენს შორის გაჭირვებით ვცდილობდი ჩაწოლას, რათა ორივეს ჩაგხუტებოდით. ახლა კი გიყურებთ და არ მემეტებით დასატოვებლად, თანაც სად... ამ ცივ, მატლებით სავსე ბუდეში უნდა დაგტოვოთ თქვენ - ორნი და უნდა დავუბრუნდე ორ უკვე ყველაზე ძვირფას ადამიანს, რომლებიც გარეთ ელოდებიან ჩემს გასვლას. ელოდებიან ცოლის, დედის დანახვას, რომელიც ყველანაირი ტკივილის მიუხედავად თავაწეული და ყელმოღერებული გავა აქედან, გულზე დადებული ლოდების ნაწილს აქ ამ მიდამოში დატოვებს, ნაწილს კი ისევ ატარებს ყველგან სადაც კი წავა. 8888888888 8888888 რამდენიმე თვე ისე მიიწურა, რომ დროის შეგრძნება სულ დაკარგეს ნიტამაც და ერეკლემაც. თუმცა რა გასაკვირია როდესაც გაუგებარი ბგერებით მოტიტინე შვილს უყურებენ არც კი ახსოვთ მის გარდა რამე თუ არსებობს ირგვლივ. ერთი შეხედვით მოგეჩვენებათ, რომ ზედმეტად დიდ ყურადღებას უთმობენ ბავშვს, თავს დატრიალებენ და ერთი წუთითაც არ ტოვებენ მარტო. -მახსოვს ვიღაც მაფრთხილებდა ზედმეტად ემოციური დედა არ უნდა იყოო და თვითონ მგონი ჩემზე მეტად ემოციური მამა აღმოჩნდა. -ნუ აზვიადებ ნიტა, უბრალოდ ჩემს პრინცესას ვუფრთხილდები -ჰმ... აი სამსახურში რომ გახვალ რა გეშველება ერე? სიცილით გადახედა წარბშეკრულ კაცს, რომელსაც მომღიმარი ნიტა ეჭირა ხელში. -არ ვიცი, ალბათ ჩვენი გოგო ბავშვობიდან საქმიან ქალად გაიზრდება... -ახლა არ მითხრა სამსახურში უნდა ვატაროო? გაოცებულმა გადახედა სრულიად სერიოზული გამომეტყველების მქონე ერეკლეს - ხო, მერე რა მოხდა? -მგონი მამობამ სულ გამოგაშტერა ამხელა კაცი... ხომ არ დაგავიწყდა დღეს რეზის და ლელას ნიშნობაზე, რომ უნდა წავიდეთ? -არა მაგას რა დამავიწყებდა? ასე რომ მარიტას მამიკო გამოპრანჭავს, შენ კი ცოლო შეგიძლია საქმეს მიხედო და შეეცადო ჩემი გული თავიდან დაიპყრო შენი სილამაზით, ხელზე დაქაჩა თვალებგაბრწყინებულ ნიტას და წამში ფეხებსშორის მოიქცია, ნელა აასრიალა ქალის წელზე ხელი და ტუჩები ჯერ მის მუცელს მერე კი მარიტას მიაკრო შუბლზე. - კიდევ ბევრი ასეთი მინდა... ჭინკებათამაშებულმა აზედა მასზე მიჩერებულ ნიტას. იმის მიხედვით, რომ ორსულობისას კატასტროფულად არ დამრგვალებულა მალევე დაიბრუნა მისმა სხეულმა ფორმები. სწრაფად გადაიცვა ტანზე მიკრული კაბა და მკრთალი მაკიაჟით დაიფარა სახე. საოცრად უხარია მეგობრის გაბრწყინებულ თვალებს რომ ხედავს. ერთი წლის წინ ვერც კი იფიქრებდა რეზი თუ იქნებოდა ის იღბლიანი ვინც ლელას მოიყვანდა ჭკუაზე და თავს სიგიჟემდე შეაყვარებდა. სწრაფად დასტაცა ჩანთას ხელი და ბავშვის ოთახისკენ დაიძრა. სადაც ზედმეტად სასაცილო მდგომარეობაში დახვდა ერეკლე. კაცს ბავშვი საწოლზე დაეწვინა და პამპერს უცვლიდა, თვითონ კი ერთ მხარზე გოგონას მაისური მეორე მხარზე კი ბოდე გადაეფინა, როგორც კი გოგონას ფეხებისკენ წამოსაცმელად გამზადებული ელასტიკი მოიმარჯვა მარიტა ბოლოხმაზე აკისკისდა და ფეხების ქნევა დაიწყო, სულაც არ აწუხებდა ის ფაქტი რომ რამდენჯერმე ყბაში ღონივრად მოსდო მოქნეული ტერფი მისკენ დახრილ მამას. ნიტამ სიცილით გადააქნია თავი და ბავშვს ღიმილით დააჩერდა. - რაო დე ავიგდეთ მამიკო? - წადი შენ გამოიცვალე თორემ ამის ხელში დღეს ვერ გავაღწევთ სახლიდან. დედის წარბაწეულ სახეს როგორც კი გადააწყდა მაშინვე გაიტრუნა და წამში აუფახულა დიდი ცისფერი თვალები. -აქედანვე რომ იცი ასეთი ხრიკები, მერე რა მეშველება ჰა? ბავშვის კალათა უკანა სავარძელზე მოათავსა და მანქანის კართან მდგარ ცოლს ცალი თვალით აათვალიერა. - საერთოდ არ გეტყობა რამდენიმე თვის წინ რომ იმშობიარე. -მერამდენედ მეუბნებ ერე ამას? სიცილით მიეხუტა ქმარს და ყელზე ტუჩები მიაკრა. -შენი აზრით მარიტა და მაიკო როგორ გაუგებენ ერთმანეთს? -არც კი იფიქრო, რომ ბავშვს სხვაგან დავტოვებ. მაშინვე მიუხვდა ქმარს ჩანაფიქრს და მხარზე მწარედ უჩქმიტა -ძალიან რომ მომენატრე ამას რაღა ვუყოთ ნიტა? შენი აზრით ეს ერთი მოგდებული კოცნა მეყოფა? თანაც ამ კაბაში საოცრად მიმზიდველი ხარ... საოცრად -ჰოო? მერე? -მერე ისღა დამრჩენია რომ კიდევ ჩემს გოგოს მოველაპარაკო ამაღამ ტკბილად დაიძინოს და მამიკოს გეგმები არ შეაცვლევინოს . მადლობა მეგობრებო, რომ კითხულობდით და თბილ კომენტარებს არ იშურებდით <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.