შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეშვიდე ღამე [თავი3] დასასრული


21-10-2017, 06:03
ავტორი მე♥
ნანახია 12 134

მამაკაცის სუნამოს სუნი უკვე ცხვირში უღიტინებდა და სასიამოვნო ჟრუანტელს გვრიდა, მაგრამ მიუხედავად ამისა მისი სიახლოვით გამოწვეული დაბნეულობა მაინც არ შეიმჩნია და შუბლშეკრულმა გაუსწორა მზერა. ნოემ ცალი ხელი კარზე მიადო ცალი კი ჯიბეში ჩაიდო და ბეღუარავით მომწყვდეულ მინაშვილს ბაგეებზე დააჩერდა. მისი მზერის ობიექტი რომ ამოიცნო ლინდამ თავი ფანჯრისკენ მიატრიალა, ამოისუნთქა და მერე ისევ ნოეს გაუსწორა თვალი.

-დიდხანს უნდა ვიდგეთ ასე?_ხმადაბლა იკითხა და ფეხი აათამაშა.

-მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს შემიძლია მოქმედებაზე გადავიდე.

ცინიკური ხმით ჩაილაპარაკა და ნელი მოძრაობით დაიხარა გოგონას ტუჩებისკენ, მაგრამ ამჯერად ნომერი არ გამოუვიდა, ლინდა სწრაფად დაუსხლტა ხელიდან და მის ზურგს უკან ხელებგადაჯვარედინებული აიესვეტა. ქალდანმა თითები კარებზე აათამაშა, წელში გასწორდა და მისკენ შეტრიალდა.

-როგორც ვხედავ საქმე არაფერი გაქვთ ამიტომ მე დაგტოვებთ. _ოფიციალური ტონით ჩაილაპარაკა და კარებისკენ წავიდა. უფროსმა თითები მაგრად მოუჭირა მკლავზე, თავისკენ მიიზიდა და სხეულზე აიკრა.

-არ მიყვარს როდესაც დაწყებული საქმე ბოლომდე არ მიმყავს!

ხრიწიანი ხმით ჩაილაპარაკა გოგონა კარებზე ააყუდა, ცალი ხელით სახე დაუკავა ცალი კი წელზე მოხვია მჭიდროდ და მიუხედავად ლინდას დაქაჩული თვალებისა და ზმუილისა მაინც ვნებიანად დააკვდა მის აწითლებულ ბაგეებს. გოგონამ სხარტად ჩაავლო თითები მამაკაცის მხრებს და მისი თავიდან მოშორება სცადა, მაგრამ ამჯერადაც უშედეგოდ. ახლა უკვე საკუთარ თავზე ბრაზდება, როგორ მისცა კიდევ იგივეს განმეორების უფლება, არა და თითქოს როგორი კატეგორიული იყო, თურმე ნოესთვის ეს არაფერს არ ნიშნავს და საკუთარის გატანა მაინც შეძლო. აღრენილმა თავი ვეღარ გააკონტროლა და ქუსლი პირდაპირ ფეხსაცელზე დაარტყა. ქალდანი მოულოდნელობისაგან სწრაფად მოშორდა გოგონას ტუჩებს და ფეხზე დაიხედა, ამასობაში ლინდამ დრო იხელთა და თავგუდმოგლეჯილი გავარდა გარეთ.

როგორც კი ნოეს ტერიტორია დატოვა, აჩქარებული ნაბიჯებით აუყვა სახურავის კიბეებს და სუფთა ჰაერზე გავიდა. თვალებით დასაჯდომად კომფორტული ადგილი მოძებნა და დასამშვიდებლად ჩამოჯდა. რამდენიც არ უნდა იდუდღუნოს კოცნა ასე თუ ისე მასაც მოეწონა, მერე რა მისი სურვილის საწყინააღმდეგო რომ იყო. მთავარია რომ ამით ნაწილობრივ თავადაც ისიამოვნა და მარტო ნოე არ დარჩა კმაყოფილი, ეგეც რომ არა ბოლო ტრიუკი ნამდვილად შესანიშნავად გამოვიდა. ზუსტად იცის ქალდანი ამ საქციელს უპასუხოდ არ დაუტოვებს, მაგრამ ცოტახნით მაინც ხომ შეძლო გულის მოოხება და საკუთარი თავით სიამაყე. კიდევ ცოტახანი გაჩერდა სახურავზე და მერე მიმღებისკენ დაეშვა, ამდენი ხანი პოსტის დატოვება არ არის სწორი საქციელი, თან არ უნდა გოგონებს სალამაპარაკო თემა მისცეს.

შუა დღისკენ ნოემ შენობა ლელასთან ერთად დატოვა და სადღაც წავიდა. საჭესთან მძღოლის მაგივრად თვითონ დაჯდა, ლელა კი გვერდით მიუსკუპდა. თვალებდაყეტილმა გააყოლა მზერა წყვილს და დაღებული პირი ხელის დამხარებით დაკუმა. მერე რა დიდი ამბავი, წინ ხომ თვითონაც იჯდა რამდენჯერმე.

შესვენებაზე გოგონებთან ერთად დალია ყავა, თან მომხდარზე წაჭორავებაც მოასწრეს. იმდენი რამ ქონდა გუშინდელიდან მოყოლებული მოსაყოლი. ორივე გასუსული იჯდა და ყურადღებით უსმენდა მეგობრის თავგადასავალს,მომენტებში თინა ემოციურ ფონზე ყველასთვის გაურკვევებ ბგერებს წამოიძახებდა და მერე ისევ ჩუმდებოდა.
მირანდა ისეთი გამომეტყველებით უყურებდა აშკარად რჩევების დასტა აქვს გონებაში გამზადებული, იმედია 1 საათში ყველას თქმას მოასწრებს. ბოლოს საუბრით დაქანცულმა ყავა მოსვა და ისტორიის თხრობა დაასრულა. გოგონებმა ჯერ ერთმანეთს გადახედეს, მერე ლინდას და ბოლოს ორივემ ერთად ჩაშტვინა.

-აი, ხომ ძალიან დეგენერატი ტიპია, მაგრამ მაინც საშინლად მომწონს. _სიცილით ჩაილაპარაკა თინამ და ქვედა ტუჩზე იკბინა. _მგონია რომ ეგეთთან უფრო ბედნიერი ვიქნები ვიდრე აი, რაღაცაირად მოსიყვარულე და მეჩემცხოვრება ტიპთან. _მხრები აიჩეჩა და ჩაფიქრებულ მირანდას მიკრა მხარი.

-რომ გითხრა ცუდი ადამიანია-თქო მოგატყუებ. ერთი შეხედვით არც მექალთანეს და არც მატყუარას გავს, მაგრამ მისი ეს ქცევები ჩემთვის მაინც ცოტა მიუღებელია. თუ რამის თქმა უნდა პირდაპირ გითხრას რა საჭიროა კაბინეტის კარებთან ატუზვა და გრძნობებით თამაში?!

-შენ მაგას ვერ მიხვდები! შენთვის მთავარია მიყვარხარ “დაგიღეჭონ” და ისე მოგართვან, როგორც შენმა დემეტრემ ქნა. _ცინიკური გამომეტყველებით გამოაჯავრა თინამ და მიმიკებით ლინდას ანიშნა “მიდი მიუშვიო.”

-რა შუაშია მიყვარხარს “დაღეჭვა’? უბრალოდ არსებობს ზღვარი რომელსაც რაღაც ეტაპამდე არ უნდა გადააბიჯო!

-მაგალითად კოცნა, 1 წლის თავზე აკოცე დემეტრეს და მერე 5 წლის თავზე დათანხმდი სექსზე... ერთ 20 წელში შვილებსაც გაკადრებს.

-შენ არ გესმის....

-მართალია მე არ მესმის რატომ უნდა ვუყურო რაღაცა ზღვარს მაშინ როცა ბიჭი მომწონს და არც ის მესმის რატომ უნდა უყუროს ბიჭმა რაღაცა უაზრო ზღვარს თუ თვლის რომ მოვწონვარ.

-და იქნებ გატაცებაა?

-გატაცება იყო დათოს შემთხვევა! 2 დღეში მოეწონა და 2 დღეშივე დანებდა, კარგი რა. რატომ არ გესმით რომ ადამიანების ამოცნობის განსაკუთრებული უნარი მაქვს და გეუბნებით რომ ნოე ლინდას სერიოზულად აღიქვამს და ეს არ არის მისთვის კაბინეტის კარებზე ასატუზი თოჯინა. ელემენტარული გუშინდელ საქციელებშიც კი ეტყობოდა. თქვენ შეიძლება ვერ ხედავთ, მაგრამ მე ვერაფერს ვერ გამომაპარებთ. ისიც ვიცი რა ისაუბრეთ ტერასაზე, ისიც ვიცი ლოთი ბიჭისგან რომ გიხსნა და ისიც ვიცი ტაქსი ნოემ რომ გააუქმა. ვიცი რომ 21 საუკუნეში არავინ არ არის სანდო და ხო, რაღაცა მომენტში შეიძლება თავი შეიკავო, მაგრამ მაშინ არა როცა ხვდები რომ მის მიმართ შენც გაქვს გრძნობები და ამ ყველაფერს შეიძლება გაგრძელება ქონდეს. _მშვიდი ხმით მიაყარა წინადადებები ერთმანეთს, ბოლოს დაღლილმა ამოისუნთქა და ყავა მოსვა.

-და იქნებ მირანდა მართალია და შენ ცდები?

-უკვე მეათედ გეკითხები- ცდას რა უდგას წინ?

>>>

სამსახურში დაბრუნებულს ლელას და ნოეს ერთად ყოფნაზე იფნორმაციის მოძიება ქონდა გადაწყვეტილი, თან ისიც აინტერესებდა დაბრუნდა თუ არა წყვილი. გოგონებს ასე პირდაპირ ვერ კითხავდა, ამიტომაც შემოვლითი გზებით სცადა რაღაც-რაღაცების გაგება.

-უფროსი ხომ არ დაბრუნებულა?_ვითომ უგულოდ იკითხა, თან საბუთებს ათვალიერებდა უინტერესოდ.

-არა, შუა დღეს რომ გავიდნენ იმის მერე არ შემობრუნებულან. _უარყოფითი პასუხი საშინლად არ ესიამოვნა._მოხდა რამე?

-არა, უბრალოდ რაღაცის კითხვა მინდოდა ჩემს სამსახურზე._სწრაფად იცრუა და სკამზე დასკუპდა.

სამუშაო საათები ისე გავიდა ვერაფერი ვერ შენიშნა, იმდენი საქმე გამოუჩნდა ბოლოს გადაღლილს საათზე დახედვის თავიც არ ქონდა. გოგონებმა უთხრეს დროა წავიდეთო და თვალებმიბლეტილმა დაავლო თავის ნივთებს ხელი, თორემ თვითონ დროის შეგრძნება სულ დაკარგული ქონდა. უფროსი და მდივანი საერთოდ არ გამოჩენილან, თუ შეხვედრაზე იყვნენ წასულები წესით უკან უნდა მოტრიალებულიყვნენ, ნოე თუ არა ლელა ყველა ვარიანტში უნდა დაბრუნებულიყო სამსახურში... მითუმეტეს ახლა იმდენი საქმეა. ეჭვები ღრღნიდა, ეს ლელაც სულ მოკლე მოკლე კაბებით რომ დადის, გამომწვევი და სექსუალური ქალია დიდი ამბავი ნოესთან თუ რაღაცა აქვს. მაგრამ ნოეს რომ ვერაფერი ვერ შეატყო, თუმცა ასეთ დროს ხომ ოსტატურად ინიღბებიან ხოლმე უფროსები.
არა, ვერაფერი ვერ გაიგო, თუ ლელასთან აქვს რომანი ლინდასთან რაღა უნდა? დავიჯერო თანამშრომლებზე ნადირობს?

>>>

-დაიღალე?_სამსახურიდან დაბრუნებულ ეკას კარებში დახვდა და პროდუქტებით დატვირთული პარკები გამოართვა. ქალმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, მოსასხამი საკიდზე დაკიდა და პირდაპირ სააბაზანოსკენ აიღო გეზი. ლინდამ პროდუქტები ამოალაგა და მაცივარში შეალაგა, თან კესოს ტიტინს უსმენდა.

-გუშინ რომ ქართულის დავალება დამაწერინე მასწავლებეს მოეწონა. _კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და ალუბლის წვენი მოსვა.

-დღეს იმეცადინე თუ ისევ მე მელოდებოდი?_სიცილით კითხა და ტუჩებდაბრეცილს შუბლზე აკოცა. _კარგი, ბიცოლას საჭმელი გავუმზადოთ და მერე დავწეროთ დავალებები.

ეკასთან დიალოგისას რამდენჯერმე სცადა მომხდარის შესახებ მისთვისაც ეთქვა, მაგრამ ახლა ისეთი დათრგუნულია დედამისი სანერვიულოს ვერ დაუმატებს. მითუმეტეს აღარ არის პატარა გოგო და როგორმე დამოუკიდებლადაც გაუმკლავდება, როცა დრო მოვა ეკასაც აუცილებად ეტყვის ყველაფერს. ზურაზე საუბრის დაწყებაც რამდენჯერმე სცადეს, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ მიიყვანეს, ეკას აშკრადად კატეგორიულად ჰქონდა ქმართან გაშორება გადაწყვეტილი და ამის ათასჯერ გამეორება აღარ სურდა. გაყრის საბუთები უკვე შეუტანია სასამართლოში.

საღამოს ბავშვებთან ერთად დავალებები გააკეთა, მერე ითამაშეს. თურმე რა კარგია მშვიდ გარემოში ყოფნა, დაძაბული რომ არ ხარ და არ გაინტერესებს ვინ შემოვა სახლში, ან როდის შემოვა. ბიძამისთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს, მიშკა მისთვის მამასავითაა იმ მამასავით რომლსაც საკუთარი შვილი არ უნდა.

-თქვენი ძილის დროა. _ოთახში ტაშის კვრით შევიდა ლალი და ბავშვები ფეხზე წამოყარა. _ამათ გავამზადებ, თქვენ მანამდე მზესუმზირა ახალეთ და მეც მოვალ.

>>>
დილით უთენია გაეღვიძა, თვალებმოჭუტულმა დახედა ტელეფონის ეკრანს და გაღიზიანებულმა ამოიზმუილა. მაღვიძარას არ დააცადა და ერთი საათით ადრე გაეღვიძა, ცოტახანი საწოლში იკოტრიალა, მერე ფეხზე წამოდგა და სააბაზანის მიაშურა.

ყავის ფინჯანით აივანზე გავიდა და მიშკას მოწყობილ მყუდრო სავარძელში ჩაჯდა. აქაურობა ძალიან უყვარს, დღის ნებისმიერ მოკავეთში შეძლებ გამოსვლას და დასვენებას, არავითარი ხმაური, მანქანების გრუხუნი და აწიოკებული ეზო, რასაც ვერ ვიტყვით კორპუსის წინა მხარეზე, იქ ყველაფერი ერთად იყრის თავს. ფეხები მოაჯირზე შემოალაგა და თითები ფინჯანს შემოახვია.განსაკუთრებულად მშვიდი და სასიამოვნოადილაა, ჩიტების ჭიკჭიკი, ზაფხულის სურნელი და გადამწვანებული გარემო. ამ ყველაფრის ფონზე ნოეზე ფიქრი ცოტა არ იყოს და ტუტუცობაა, მაგრამ რა ქნას იმ ვიგინდარა კაცზე მაინც ეფიქრება. როგორ დაუკითხავად ეცა და აკოცა, თანაც უკვე მეორედ. იქნებ ეს ყველაფერი მისი უბრალო ახირებაა და ლინდას გრძნობებით თამაში აქვს გადაწყვეტილი. ვაი და ამ სულელ გოგოს ამ თამაშ-თამაშში გრძნობები გაუჩნდეს, მერე სად უნდა წავიდეს... შეყვარება და გადაყვარება ადვილი საქმე ხომ არ არის?! ძალიან არ უნდა ვიღაცის სათამაშო თოჯინა იყოს, როცა მოუნდება ეთამაშოს და როცა მოუნდება განზე გადადოს.

-სკოლის დროა!_სახლიდან ეკას კივილი შემოესმა. ღიმილით წამოდგა ფეხზე და მისაღებში შევიდა. _შემიწუხდა გული. _შეშინებულმა ეკამ გულზე ხელი დაიდო და გაკვირვებულმა გადახედა ძმიშვილს. _რომელ საათზე ადექი?_თან ბავშვების ოთახისკენ მიდიოდა._ადექით თორემ საუზმეს ვერ მოასწრებთ და დარჩებით ბუფეტის ბულკების იმედად. _”დაემუქრა” და უკან გამოტრიალდა. _ყავა მოგისწრია შენ.

-დილა მშვიდობისა. _უკვე გამოპრანჭულ-გამოწყობილი გამოვიდა ოთახიდან ეკა. _შენ რამ გაგაღვძა ასე ადრიანად?_გაკვირვებულმა კითხა შვილს და ჩანთა დივანზე დადო. ლინდამ მხრები აიჩეჩა და საძინებლისკენ წავიდა გამოსაცვლელად.

-ყავას ხომ დალევ?_თვალის პაჭუნით კითხა ლალიმ და სამზარეულოსკენ წავიდა.

>>>
სამსახურში მისულმა ღიმილით მოიკითხა გოგონები და თავისი ადგილი დაიკავა. ზუსტად 5 წუთში ნოე და ლელაც გამოჩნდა, ამ ორის ერთად სიარული ცოტა აეჭვებს. როდის აქეთ მოდიან სამსახურში ერთად, ლინდას სულ ცალ-ცალკე ახსოვს.

მანამდე არ მოისვნებეს სანამ ნოეს და მარის ისტორიას თავიდან ბოლომდე არ მოისმენს, განსაკუთრებული ინტერესი აქვს რა მოხდა მათ შორის. ფაქტია რომ მარი საქართველოში აღარ არის და დათოს თუ დავუჯერებთ საფრანგეთში გაფრინდა, მაგრამ რატომ წავიდა იქ როცა აქ ყავს შეყვარებული და თუ აღარ ყავს რატომ აღარ ყავს?
შესვენებაზე გოგონებთან ერთად დალია ისევ ყავა, აქაურობასაც მიეჩვია. უნივერსიტეტი რომ დაიწყება და ვინიცობაა მარტოს მოუწიოს შესვენებაზე გამოსვლა ყოველთვის აქ მოვა. კაფე ძალიან მყუდრო და სასიამოვნოა. დაბალ ხმაზე ჩართული მუსიკებიც მისთვის სასიამოვნო მოსამსენია, თავისუფლად შეუძლია ნებისმიერ საკითხზე იფიქროს და გონება არ დაეძაბოს.

სამსახურში დაბრუნებული პირდაპირ უფროსის კაბინეტში დაიბარეს. ეს გოგონებიც რა ეჭვის თვალით უყურებენ უკვე, აშკრად რაღაცას ეჭვობნებ, ან გონიათ რომ ლინდაც ზუსტად მაგ მიზეზით მოხვდა სამსახურში. მაგრამ საინტერესოა გოგონები რას ეჭვობენ როცა თვითონ მინაშვილს ვერ გაურკვევია რა ურთიერთობის მიღწევა სურს ნოეს მასთან. ამჯერადაც კიბეებით ავიდა, არ უნდა რომ იჩქაროს და თანაც ამ ლიფტის უკვე სერიოზულად ეშინია.
სამდივნოში ღიმილით შეაბიჯა და პოსტზე მყოფ ლელას თავი დაუქნია.

-5 წუთი დაელოდე. _ღიმილით მიუთითა დივანზე და საქმე განაგრძო. ლინდამ თავის ქნევით ჩამოდო საჯდომი ტყავის დივანზე და ცალი ფეხი ააბაკუნა.

ხუთი წუთიც იყურყუტა და ათიც, უკვე გაღიზიანებული აკვირდებოდა კაბინეტის კარებს, მერე ლელას და მერე ისევ კაბინეტის კარებს. ბოლოს როგორც იქნა ბატონმა ნება იბოძა და გამობრძანდა, ლელას რაღაცა გადაულაპარაკა და ისევ შეტრიალება დააპირა.

-ბატონო, ნოე..._მორიდებით ჩაილაპრაკა ლელამ და თვალებით ლინდაზე ანიშნა. ქალდანმა თავი უკან მიატრიალა, გაღიზიანებული ლინდა აათვალიერ ჩაათვალიერა და თავით ანიშნა შემოდიო. რა უნდა ამ ქმედებით მიახვედროს რომ დაავიწყდა?! საზიზღარი კაცია!

კაბინეტში შესული ლინდა პირდაპირ სავარძლისკენ წავიდა და კომფორტულად მოკალათდა. ნოემ მაგიდას შემოუარა, თავისი ადგილი დაიკავა და საწერი კალამი აათამაშა.

-იმედა გუშინდელის გამო ნაწყენი არ ხარ._ცინიკური ხმით დაიწყო უფროსმა. ლინდამ თვალებდაქაჩულმა ახედა მამაკაცს და წარბი აქაჩა.

-ნაწყენი არა, საშინლად გაცოფებული ვარ._გულწრფელად უპასუხა.

-უჰ. _ირონიულად შესძახა და საზურგეს მიეუყრდნო.

-შენ და მარი მართლა დაშორდით?_ყოველგვარი მოვლითი გზების გარეშე კითხა და ინტერესით მიაჩერდა შუბლშეკრულ და სახეგაყინულ ქალდანს, რომელსაც გოგონას კითხვა აშკარად არ ესიამოვნა.

-კი. _მოკლედ უპასუხა და დადუმდა.

-თუ საიდუმლო არ არის რატომ?_უფრო გათამამდა და იდაყვებით უფროსის მაგიდას დაეყრდნო.

-იმიტომ რომ ასე ჩავთვალეთ საჭიროდ!

-ჩათვალეთ თუ შენ ჩათვალე?

-მე ახლაც ბევრ რაღაცას ვთვლი საჭიროდ და თუ გინდა გაგიზიარებ.

სწრაფად შეცვალა თემა და ამით მიახვედრა რომ დასაშვებზე მეტად გაიჯეჯილა. ქალდანის გაყინული თვალები და სახე ერთგვარ დაძაბულობას და შიშს იწვევს მასში, იმდენად განსხვავებული ხასიათი აქვს. ერთ წამს თუ ცინიკოსია, მეორე წამს შეიძლება ცივი გამოხედვით ადგილზე მოგკლას. ლინდა დაძაბული გაიჯგიმა წელში და ხელები მუხლებზე დაილაგა.

-არა იყოს. _დაბნეულმა ჩაილუღლუღა და თავი გაუქნია. ნოეს სწრაფად შეეცვალა გამომეტყველება და ისევ ცინიკური მზერით განაგრძო საუბარი.

-ხვალ ჩემთან ერთად უნდა წამოხვიდე შეხვედრაზე.

-მე რატომ?_გაკვირვებულმა კითხა და მის შეჭმუხნულ წარბებზეც მოამზადა პასუხი. _უბრალოდ შეხვედრებზე როგორც ვიცი სულ ლელასთან ერთად დადიხარ და მე რატომ უნდა წამოვიდე?_განუმარტა.

-ხვალ ლელას სხვა საქმეები აქვს, მე კიდევ მინდა რომ შენ წამოხვიდე. კიდევ გაქვს კითხვები?

-არა._თავი გაუქნია.

-მაშინ შეგიძლია წახვიდე.

ლინდა სწრაფად წამოდგა ფეხზე, კაბა შეისწორა და გასასვლელისკენ წავიდა.

-დღეს მე წაგიყვან სახლში!_უფროსის ხმა კარებთან დაეწია.

-ნოე, არ მინდა სამსახურში რამე იფიქრონ. _უარის თქმის მიზეზი ნამდვილად აქვს.

-სამსახურში რაც უნდა ის იფიქრონ, დღეს ერთად წავალთ.

თვალი ჩაუკრა და ცალყბად მომღიმარი დაელოდა როდის გავიდოდა კაბინეტიდან. ლინდამ ღრმად ამოიხვნეშა და უფროსის ოთახი დატოვა. თუ ნოეს მსგავსი წესებით თამაში აქვს გადაწყვეტილი იძულებულია რაღაც შემხვევაში მამაკაცს დაეთანხმოს, სხვანაირად თამაშს ფეხს ვერ აუწყობს და წაგებული დარჩება.

შეეცადა ყველაზე ბოლო გასულიყო შენობიდან, ნოემაც კი დატოვა იქაურობა. როცა დარწმუნდა რომ დაცვის გარდა შენობაში აღარავინ იყო ღიმილით დაემშვიდობა ბადრის და მანქანის სადგომისკენ წავიდა. სიბნელეში უფროსის მანქანა ვერ გაარჩია და თვალებმოჭუტულმა დაიწყო ძებნა. უკნიდან ქალდანმა ფარები აუნთო და გზა გაუკვლია.

-დღეიდან სახლში ყოველთვის მე წაგიყვან. _მანქანაში ჩაჯდომისთანავე აჯახა ნოემ და მანქანა დაქოქა.

-ჩემთან თამაში რატომ გადაწყვიტე?

-მე შენ არ გეთამაშები, მე არავის არ ვეთამაშები!_ხმა ისევ ყინულივით ცივი იყო. ლინდამ დაღლილმა ამოიხვნეშა და მისკენ მიტრიალდა.

-აბა რას ნიშნავს შენი საქციელი? მეუბნები რომ არ მოგწონვარ, მერე ხელს მკიდებ მანქანაში მაჯენ და სახლამდე მაცილებ, მკოცნი, მერე კაბინეტში მიბარებ და ისევ....

-გკოცნი.

-ჰო._ამოიხვნეშა._ მე არ მინდა იმედი გამიცრუვდეს! საერთოდ არ მინდა რაღაცის გამო იმედები ჩამესახოს. არ მინდა სახლამდე მიმაცილო და არ მინდა რომ შენს მიმართ რამე ვიგრძნო, იმიტომ რომ...

ნოემ მანქანა პირველივე შესაძლებლობაზე გადაიყვანა გზიდან, გააჩერა და ძრავი გამორთო. თავჩახრილი ლინდასკენ ოდნავ მიატრიალდა, ნიკაპზე თითები მოკიდა და თავი ააწევინა.

-არ გეტყვი რომ მიყვარხარ, იმიტომ რომ ეს ასე არ არის, მაგრამ უნდა ხვდებოდე რომ მე გრძნობების ჩემეული გამოხატვის ფორმა მაქვს და ურთიერთობის დაწყებას ვცდილობ. არც იმას დაგპირდები რომ ოჯახს შევქმნით და მთელი ცხოვრება ერთად ვიცხოვრებთ, მაგრამ მე უნდა ვცადო!_თვალი ჩაუკრა თითები ნაზად ჩამოუსვა აწითლებულ ლოყებზე და საჩვენებელი თითი გამობერილ ქვედა ტუჩზე ჩამოსცხო.

-ანუ მოგწონვარ..._თავისას არ ეჩვებოდა მინაშვილი და ცდილობდა რაღაცა მაინც გამოეტყუებინა ნოესთვის.

-რატომ ცდილობ ყველაფერს სახელი დაარქვა?_შუბკლშეკრულმა კითხა და მის სახეს ხელები მოაშორა.

-არ ვცდილობ, უბრალოდ ინტერესის დაკმაყოფილება მინდა. _გაბუსხულმა ჩაილაპარაკა და ცალი წარბი მაღლა ასწია. _მიპასუხე ან კი, ან არა. დავიჯერო ასეთი რთულია?

-კი.

-რა კი, კი რთულია თუ კი მოგწონვარ?_დაბნეულმა კითხა და თვალები ააფახუნა. ნოემ თავი უიმედოდ გააქნია და მანქანა დაქოქა.

>>>
გუშინდელმა მგზავრობამ არაფერი არ შეცვალა, ნოე ისევ ისეთი ცინიკური, ცივი და მკაცრია როგორიც მანამდე იყო. ეს არ არის სამსახურში მორგებული ნიღაბი, გარეთაც ზუსტად ასეთია. ზოგჯერ გონია რომ ამ კაცს ემოციები საერთოდ არ გააჩნია, მხოლოდ და მხოლოდ ირონია რომელიც შესანიშნავად გამოსდის. მის სახეზეც სულ რამდენიმე მიმიკა აქვს ნანახი, ნორმალური ღიმილი არ იცის და სიცილზე ხომ საუბარი ზედმეტია.
თუმცა როგორც იღიმის ისიც საშინლად უხდება მის შრამიან სახეს. შრამზე ისტორიის მოსმენა ძალიან უნდა, ამას ალბათ დღეს საღამოს რომ წავლენ სახლში მაშინ კითხავს, მანამდე კი ისევ თავის ვარიანტებს განიხილავს მერე რომ წამოაძახოს ‘ეგრეც ვიფიქრეო.’
სამსახურში ციბრუტივით დადიოდა პირველიდან მეორე სართულზე, მთელი დღე ვერ დაჯდა შესვენებაზეც კი საქმეზე ფიქრობდა. ოქტომბრის შუა რიცხვებში უნივერსიტეტი ეწყება და გადაღლა მერე უნდა ნახოს, ათასი საქმე ერთად რომ გამოუხტება საბრალოს.

ძალიან ბედნიერია ორ დღეში ეკას დაბადების დღეა, მართალია დედას ასაკი ემატება, მაგრამ დღეს დილით ისეთი გახარებული საუბრობდა საკუთარ დაბადების დღეზე. გეგმაში მეგობრებთან ერთად სადმე მშვიდ რესტორანში წასვლა აქვს, ძალიან უხარია ეკა უნიჭოდ, მაგრამ მაინც რომ ცდილობს ტკივილის გადაფარვას. ეკა ის ერთადერთი ადამიანია ლინდას გარემოცვაში ვისაც დაბადების დღეები ძალიან უყვარს, ყოველთვის ამბობს რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელიც აუცილებლად უნდა აღნიშნო იმ ადამიანებთან ერთად ვისაც შენი ამ ქვეყნად არსებობა გულწრფელად ახარებთ. ზუსტად ამიტომ აქვს ეკას მეგობრებთან ერთად აღნიშვნის ტრადიცია, იმ მეგობრებთან ერთად რომლებიც წლების განმავლობაში გვერდიდან არ მოსცილებიან.

საჩუქრის ასარჩევად შესვენებაზე გოგონებთან ერთად გასვლა ქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ მირანდამ დემეტრემ მთხოვა სადღაც გაყოლა და რომ არ გავყვე ძალიან ცუდად გამოვა გუშინაც უარი ვუთხარიო, თინამ მე 2 კვირის წინ გაგაფრთხილეთ ამ დღეს თქვენი რომ ვერ ვიქნებოდიო. თინაც სწორია და მირანდაც, ორივეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმე აქვს თორემ ყელში ამოუყვანდა წუწუნით და ბოლოს მაინც დაითანხმებდა. რა ქნას მარტოს მოუწევს საჩუქარზე ბოდიალი, თუ ვერაფერს ვერ აარჩევს მერე ხვალ გაიყოლებს გოგონებს. შენებოდან გასულს ლელა და ნოე დახვდა წინ. წარბწეულმა დაატრიალა თვალები და წყვილს შეუმჩნევლად გახედა. ნოემ როგორც კი გარეთ გამოსული ლინდა დაიანხა ლელას დაემშვიდობა და მისკენ წამოვიდა.

-შესვენების შემდეგ პირდაპირ შეხვედრაზე უნდა წავიდეთ.

-პირდაპირ იქ მოვიდე თუ აქ?

-არა, აქ მოდი და აქედან წავალთ.

-კარგი. _თავი დაუქნია და თვალებმოჭუტულმა კიდევ ერთხელ გაიხსენა რა შეიძლება გაუხარდეს ეკას.

-ლინდა, კარგად ხარ?_დაეჭვებულმა შეათვალიერა გოგონა.

-კი, კარგად ვარ... უბრალოდ ვერ ვხვდები რა შეიძლება ვაჩუქო დედაჩემს დაბადების დღეზე.

-სუნამო.

-ო, ეგ მარტივია თანაც წინა წელსაც სუნამო ვაჩუქე. _თავი გააქნია და შემდეგ ვარიანტს დაელოდა.

-ტყუილად მიყურებ, მე ყოველთვის ფულს ვჩუქნი და რაც უნდა ის იყიდოს.

-როგორ გეტყობა სხვებზე ბევრი ფიქრი რომ არ გიყვარს. _ცინიკურად გამოაჯავრა და ტელეფონი ამოიღო.

-კარგი, ერთ საათში აქ იყავი. _გააფრთხილა და შენობაში შეტრიალდა. ლინდამ თავი ქიცინით გამოაჯავრა უფროსი და ჩქარი ნაბიჯებით გაკაკუნდა ტაქსებისკენ. ახლა მარშუტკით ჯაყჯაყის არც დრო აქვს და არც თავი, თან საცობებიც არ იქნება.

>>>
5 წუთი დააგვინდა და გულამოვარდნილი სირბილი გადმოქანდა ტაქსიდან. ნოეს უვკე მანქანა გასასვლელთან ყავდა გამოყენებული და ლინდას ელოდებოდა. მინაშვილი დაუფიქრებლად ჩაჯდა მანქანაში და ბოდიშიც მოიხადა უპასუხსმგებლობის გამო.

-ძალიან ვაგვიანებთ?

-დამშვიდდი, აქეთ უნდა მოგვთაფლონ შეხვედრაზე, ასე რომ დღეს გეპატიება._თვალი ჩაუკრა და მანქანა დაქოქა.

-თაფლი კარგია. _სასაცილოდ ჩაიბურტყუნა და ღვედი გადაიჭირა.

კიდევ ერთი განსხვავებული და საქმიანი ნოე გაიცნო, კაცი რომელიც არც ირონიულად არ იღიმის და მთელი 2 საათის განმავლობაში სერიოზული გამომეტყველებით საუბრობს. არადა იმდენმა სასაცილო ხუმრობამ გაიჟღერა ლინდაც კი სიცილით მოკვდა, ეს უჟმური კაცი კიდევ კოპებს არ ხსნიდა და ისედაც დაძაბულ კლიენტებს უარესად ძაბავდა.

როგორც კი შეხვედრა დასრულდა ორივე ღიმილით დაემშვიდობა მომავალ პარტნიორებს და გამოსასვლელისკენ წამოვიდნენ. ლინდამ ცალი თვალით ახედა კოპებშეყრილ უფროსს და ქვედა ტუჩზე იკბინა.

-უფროსო, შრამი რატომ გაქვს?_მხიარულ ნოტაზე კითხა და სმენად იქაცა.

-ბავშვობაში მავთულხლართს გამოვედე.

ყველაფერს ელოდა ამის გარდა, პირდაღებული ერთ ადგილზე გაშეშდა და წარმოიდგინა პატარა ნოე რომელიც მავთულხლართს გამოედო. არა და რამდენი ვარიანტი განიხილა გონებაში და სიმართლე ყველაზე ბანალური აღმოჩნდა. როგორ შეიძლება ასეთ სიმპათიურ კაცს, რომელსაც შრამი ასე უხდება ბავშვობის ტრამვა ჰქონდეს სახეზე და არა რამე უფრო საინტერესო ისტორიის. იმედგაცრუებულმა გააქნია თავი და სწრაფი ნაბიჯებით აედევნა უფროსს.

-მე კიდევ მეგონა რომ არწივმა დაგკორტნა. _ფხუკუნით ჩაიჩურჩულა და თვალები საყვარლად ააფახუნა.

-როგორი მშრალი ფანტაზია გაქვს.

-შენ კიდევ ბანალური შრამი. _ჯიბრით ჩაილაპარაკა და მანაქანაში ჩაჯდა.

მთელი გზა ხმა არ ამოუღიათ, ლინდა ფანჯრიდან იყურებოდა და შემოდგომის თბილისს აკვირდებოდა. სამსახურში დაბრუნება არ უნდა, დიდი სიამოვნების გაისეირნებდა სადმე, მაგრამ ახლა უკვე საქმიანი გოგოა და თავისუფალი დრო აღარ აქვს, ვეღარ იკუნტრუშებს თავის გემოზე. ქალდამნა მანქანა სადგომზე დააყენა და გადავიდა.

-ნახევარ საათში ამოდი და კიდევ ერთხელ გადავხედოთ.

საბუთებზე ანიშნა და ლიფტისკენ წავიდა. ლინდამ ნელა დაუქნია თავი და პირდპაირ ყავის მანქანისკენ გაქანდა. მისთვის უცხო იყო შეხვედრაზე ჯდომა და ათასი მისთვის გაუგებარი საქმის განხილვა. დაბნეული აცეცებდა თვალებს, ვერ ხვდებოდა რა უნდა ჩაეწერა და რა არა, თანაც ისე დეტალურად განიხილავდნენ თითოეულ საქმეს, ამდენის ჩაწერას მაინც ვერ მოახერხებდა. კიდევ კარგი ქალდანი აძლევდა მითითებებს რა როგორ უნდა გსეკეთებინა, მომავლისთვისაც ასწავლიდა რაღაცებს. ასე თუ ისე ცუდად არ გამოსულა და საჭირო რომ გახდეს სხვა შეხვედრაზეც წაყვება.

ყავამ ცოტა გონს მოიყვანა, საბუთებს ჯერ თვითონ გადახედა რამდენიმე ჩასწორება გააკეთა და ნოეს კაბინეტისკენ დაიძრა.
ქალდანს ამჯერად საქმის გარდა არაფერზე არ გაუკეთებია აქცენტი, არც ლინდას მოკლე კაბაზე და არც სხვა საკითხებზე. ცოტა არ იყოს და ეს არ ესიამოვნა, ადრე თუ კაბინეტში მარტო საძაგლობების სათმქელად იბარებდა ახლა სხედნან ლელას მოდუღებულ ყავას სვამენ და საქმეს განიხილავენ. ნოემაც მისცა რამდენიმე მითითება სად რა უნდა ჩესწორებინა, მერე ეს ყველაფერი ფაილად აკინძეს და ლელას გადაუგზავნეს ინგლისურ ენაზე სათარგმნად. როცა იფიქრა რომ ყველაფერი მორჩა და ამოსუნთქვის საშულება ექნებოდა ნოემ კიდევ ერთი ახალი საქმე გამოძებნა.

-ანუ თუ ამ პარტნიორებთან ამ კონტრაქტს გავაფორმებთ დღევანდელი შეხვედრა უფრო მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის?

-კი, მაგრამ ჯერ ამისთვის ბევრი შრომაა საჭირო. _საბუთები გვერძე გადადო და სავარძლის საზურგეს მიეყრდნო.

-მირანდას აქვს ნახსენები ეს სამშენებლო კომპანია, მე მგონი ადრე უხარისხო მასალის შეძენაში დებდნენ ბრალს._კომპიუტერში გახსნილ ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაზე დაიწყო საუბარი.

-მართალი ხარ, ეგ მასალა გერმანიიდან ჩამოქონდათ.

-ხო, მაგრამ როგორც წესი სანამ იყიდი ხომ უნდა შემოწმო?

-შეამოწმეს და ჩათვალეს რომ უხარისხო მასალითაც შეიძლება კარგი სახლის აშენება, უფრო იაფად.

-გამოდის რომ ახლა ჩვენი კონკურენტები არიან..._ეშმაკური ღიმილით ჩაილაპარაკა და ჩაფიქრებულმა ჭერს ახედა.
>>>

ნოემ სახლამდე მიიყვანაა და მანქანა კორპუსის მეორე მხარეს გააჩერა. როგორც სჩანს წინამისვლაზე ლინდას ინტერესით აკვსებული თვალები არ გამოპარვია და შეეცადა მისთვის ზედმეტი დაძაბულობის გარეშე გაეკეთებინა ყოველივე ეს.

-აქ გაჩერება ჯობია. _ღიმილით დაუქნია თავი და კარების გაღება სცადა.

-მე მგონი გამეორება არ უნდა დამჭირდეს. _ცალყბად ჩაიღიმა და ლინდას მოქმედებას დაელოდა.

-თუ ფიქრობ რომ ახლაც დაგნებდები ძალიან ცდები, დღეს შემიძლია მთელი საღამო აქ ვიჯდე და დაველოდო როდის დაიღლები.

ცინიკური ღიმილით ჩაილაპარაკა და წარბები აათამაშა. ახლა უკვე მართლაა ამის გამკეთებელი, არავითარ შემთხვევაში არ გაატანინებს ნოეს თავისას, თუ თამაში აქვს გადწყვეტილი ასე უნდა მოიქცეს. ქალდანმა შუბლშეკრულმა მიაჭირა ღილაკს თითი და კარები გააღო, აშკარად მიხვდა რომ ლინდა ახლა უკვე მართალს ამბობდა. გადასვლისას მაჯაზე ხელი მოკიდა და მზერით რაღაცა გააფრთხილა.

სახლში მიცილების ტრადიცია მე მგონი ცოტა არ იყოს და ლინდასაც ძალიან სიამოვნებს. ნელ-ნელა ნოესთან დაძაბულობა ეხსნება და ხდება ისეთი როგორიც რეალურად არის. მართალია რამდენჯერმე მამაკაცის ნებას ძალიან ადვიალდ აყვა, მაგრამ დაბნეულზე მისი გონების მართვა ზედმეტად ადვილია, თუმცა ახლა სულაც არ ნანობს ნოეს რომ დასთანხმდა სახლში მიცილებაზე. თინას სიტყვები სულ გარშემო დასტრიალებს და გონია რომ მეგობარი ამჯერადაც მართალია და რაღაცა აუცილებლად უნდა სცადოს, შეიძლება ზემდეტად იოცნებოს და იმედებიც ზედმეტად ჩამოაყალიბოს, მაგრამ ეს მხოლოდ მისი ბრალი იქნება. ნოემ გასაგებად აუხსნა რომ მის მიმართ სამომავლო და გრანდიუზული გეგმები არ აქვს და დღევანდელი დღით უნდა ცხოვრება, არც ლინდას უნდა მამაკაცს რამე აიძულოს და გინდა თუ არა ერთმანეთი მოგვწონდეს, ან გვიყვარდესო. ჯერ თვითონაც არ იცის ნოეს მიმართ რას გრძნობს, შეიძლება ეს უბრალო სიმპათიაც იყოს, ან სიმპათიაზე მეტი ამას დრო უჩვენებს.

>>>
ეკას დაბადების დღისთვის განსაკუთრებულად გამოიპრანჭა, მართალია იქ დიდხანს დარჩენას არ აპირებს, ურჩევნია მეგობრებს ჭორაბის საშუალება მისცეს და თვითონ სახლში იყოს, ან გოგონებთან ერთად გავიდეს სადმე.
საჩუქარს განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს ეკა, მართალია ვალდებულად არავის თვლის, მაგრამ თუ ჩუქნი ურჩევნია რომ რაღაცა სიმბოლური და მისთვის მომავალში ძვრიფასი საჩუქარი იყო, ზუსტად ამიტომ ლინდამ საკუთარი ხელით შექმნილი ყვითელფურცლებიანი ლამაზი ალბომი გაუკეთა, რომლის ყდაზეც ყვავილების გვირგვინით თავზე ეკა და ლინდა გვიღიმიან. ქალს საჩუქრის გახსნისს ცრემლებიც კი წასკდა და ერთადერთ ბედნერებას მოეხვია.

-კარგი თორემ მეც ავტირდები. _სიცილით ჩაილაპარაკა და ცრემლები კოცნით დაუშრო.

-ჩემი სიხარული ხარ!_ჩურჩულით ჩაილაპარაკა ეკამ და შუბლზე აკოცა.
>>>

-3 დღეში უნივერსიტეტი იწყება. _ტირილის პირას მისულმა თინამ ზმუილით ჩაიდუდღუნა.

-მე მომენატრა. _ღიმილით ჩაილაპარაკა მირანდამ და შუბლშეკრული და ტუჩებდაბრეცილი მეგობრის დანახვისას ხმადბალა ჩაიცინა. _რა იყო?

-მოენატრა გოგოს... ეს გენიოსები რომ არ არსებობდეთ რა ეშვენებოდა მსოფლიოს. _ცინიკური მანერით გაშალა ხელები და მეგობარს თავი დაუკრა. _თუ გინდა ჩემს მაგივრადაც შენ იარე, მე არ მაქვს პრობლემა.

-თინა, გეყოფა._სიცილით მიკრა ხელი ლინდამ და ბენდენა წაიკრა. _მოიტანე რეცეპტების წიგნი?_ახლა მირანდას მიუტრიალდა რომელიც აღრენილი რაღაცა ცუდს უმზადებდა თინას.

-კი. _თავი დაუქნია. _შენ მერე გაგცემ პასუხს. _მოცინარს საჯდომზე მისცხო ხელი და ჯამები გამოიღო.

-ახლა კარგად მომისმინეთ და დაიმახსოვრე!_თითის აწევით დაიწყო თინამ. გოგონები გასუსულები მიტრიალდნენ მეგობრისკენ. _მე ჯერ ბიჭთან არ ვყოფილვარ შესაბამისად ვერც შთამომავლობას დავტოვებ და იცოდეთ თქვენმა ნამცხვარმა რომ რამე მიქნას, მთელი თქვენი დარჩენილი სიცოცხლე იმ ქვეყნიდან არ გაგახარებთ ჩემი უკაცნობის გამო!

ორივემ ყბადავარდნილმა გადახედა ერთმანეთს და ბოლოს ბოლო ხმაზე გადაიხარხარეს. ეს გოგო ნამდვილად არ არის ნორმალური და დალაგებული!

>>>

განსაკუთრებით უყვარს შაბათი დღე, მართალია უნივერსიტეტის გადამკიდე ვერც ამ დღეს ახერხებს დასვენებას, მაგრამ ოფიციალურად რომ არსად არის წასასვლელი ეს უკვე მისთვის ბევრს ნიშნავს. იმედია სამსახურის გამო ამ დღის შეძულება არ მოუწევს და მხოლოდ კვირა დღის იმედად არ იქნება. მთელი დღე სახლში ყოფნა და ბავშვებთან ერთად გართობა ქონდა გადაწყვეტილი. ლელა და ეკა ლელას დედამთილთან გაუშვა და ბავშვებთან ერთად სამზარეულოს დასაპყრობად გაემართა კარებზე მოულოდნელი ზარი რომ გაისმა. გაკვირვებულმა ჯერ შიგნიდან დაზვერა სადარბაზო და რომ ვერაფერი ვერ დაიანახა მერე კარებიც გააღო. არავინ არ იყო, საფენზე თეთრი პატარა კონვერტი და ასანთის კოლოფისხელა ყუთი იდო. დაეჭვებულმა ჯერ კარგად შეათვალიერა კონვერტი და ყუთი და მხოლოდ ამის შემდეგ აიღო.

-ვითომ ბეჭედია?_საკუთარ თავს ეკითხებოდა და დივანზე დასკუპებული თვალებმოჭუტული აკვირდებოდა ჟურნალების მაგიდაზე მოთავსებულ ორ ნივთს. _და რატომ ვმკითხაობ?! გავხსნი და გავიგებ რა არის შიგნით. _ნათურაც აენთო.

ჯერ კონვერტს დასწვდა და გახსნა, ელოდებოდა წერილს რომელზეც რომატნიკული ლექსი იქნებოდა წაწერილი, მაგრამ როგორც სჩანს უცნობი თაყვანისმცემელი კრეატიულობით არ გამოირთევა. იმ რესტორნის მოსაწვევი იყო სადაც თავისი დაბადების დღე გადაიხადა, თანაც მოსაწვევის გამოყენება ერთი თვის შემდეგ იყო შესაძლებელი. გაკვირვებულმა ახლა უკვე ყუთი გახსნა, შიგნით პატარა ვერცხლისფერი გასაღები იყო, საინტერესოა რის კარს უნდა აღებდეს, ან საერთოდ ეს რომელ კარგს უნდა მოარგოს, კბილის ჩხირივითაა.
ვიღაცა ძალიან უცნაურად ეთამაშება და მე მგონი ვიცი ეს ვიღაც ვინც არის, მაგრამ ასე პირდაპირ ლინდას ამაზე ეჭვებს ვერ გავუჩენ... ჯობია ისევ თვითონ მიხვდეს.

-იქნებ ნოეა?

უყურე შენ, ბოლომდე სულელიც არ ყოფილა, ცოტას ფიქრობს და აზროვნებს. არა და როგორც წესით ასეთ დროს გოგონები თავიდან ფეხებამდე იშტერებენ ხოლმე თავს.

-მაგრამ ერთი თვის შემდეგ რატომ უნდა დავეპატიჟებინე რესტორანში?_ინტერესით დახედა კონვერტს და თვალებანთებულმა ახედა კედელზე გაკრულ კალენდარს. _არ არსებობს!

სასწრაფო წესით ეცა მობილურს და უფროსის ნომერი აკრიფა, უფრო სწორად კონტაქტებში მოძებნა. რამდენიმე ზარის შემდეგ ნოეს ნამძინარევი ხმა გაისმა, კი მაგრამ ამ დროს რატომ უნდა ეძინოს მისნაირ ჯანღონით სავსე ადამიანს... თანაც თუ ეძინა აბა კონვერტი და ყუთი ვინ დაუტოვა კარებთან, ვაი და სულ ტყუილად ურეკავს ქალდანს, იქნებ ის არაფერ შუაში არ არის. მაგრამ ხომ შეიძლება ვინმესთვის ეთქვა და მას დაეტოვებინა.

-ალო, უფროსო... კი არა და ნოე. _დაბნეული ალუღლუღდა. _რაღაცა მინდა რომ გკითხო, ოღონდ იცოდე თუ შენ არ ხარ ცინიკური პასუხი არ დამიბრუნო!_წინასწარ გააფრთხილა და კოპები შეკრა, თითქოს ნოე დაიანხავდა და შეეშინდებოდა.

-გააჩნია რას მკითხავ.

-კარებთან კონვერტი და ყუთი შენ დამიტოვე?

-შენი აზრით ვგავარ კაცს რომელიც რაღაცას ტოვებს და გარბის?_ცოტა არ იყოს და მე მგონი ლინდას შეკითხვა არ ესიამოვნა. მინაშვილმა ქვედა ტუჩზე გაბრაზებულმა იკბინა და საკუთარი თავის დასჯის მიზნით თმები მოიწიწკნა.

-ანუ შენ არ ყოფილხარ..._თავისთვის ჩაიბურტყუნა და გასაღებს დახედა.

-მართალი ხარ მე არ ვყოფილვარ!_ცივი ხმით დაუდასტურა.

-და არ გაინტერესებს ვინ მიტოვებს რესტორნის მოსაწვევს?_ეშმაკური ხმით კითხა და ფეხები მაგიდაზე შემოალაგა.

-რომ დამაინტერესოს მაგას შენზე ადრე გავიგებ, მაგრამ არა არ მაინტერესებს. _მამაკაცის უჟმურმა პასუხმა სულ წაუხდინა ხასიათი.

-ნუ გაინტერესებს!_გაბუსხულმა გაუთიშა ტელეფონი და დივანზე ისროლა.

ჯანდაბა, ვინ შეიძლება იყოს. ნოემ ისე უარყო აშკრად არ ყოფილა, ან იქნებ ლინდა გააცურა და მართლა თვითონ იყო, უბრალოდ ამის თქმის საჭიროება არ იყო ახლა. საკუთარ თავზე გაბრაზებულმა ხმამაღლა ამოიღმუილა და სახე ხელისგულებში ჩარგო.

-ლინდა, არ უნდა ვჭამოთ?_სამზარეულოს კარებთან ატუზული და დამორცხვილი კესოს ხმა შემოესმა.

-როგორ არ უნდა ვჭამოთ, თან მგელივით მშია. _სიცილით წამოხტა ფეხზე და ბავშვისკენ გაიქცა.

>>>

წარწერა მაინც იყოს გაკეთებული ნოეს კალიგრაფიას შეადარებდა და ასე მაინც გაიგებდა სიმართლე უთხრა თუ ახლაც ეთამაშება. მორიგი თავსატეხიც რა კარგ დროს გამოჩნდა, დასვენებულს აღარაფერზე ფიქრი რომ არ უწევდა, ნოესთანაც თითქმის ყველაფერი გარკვეული ქონდა. ახლა მთელი ერთი თვე უნდა იცადოს და იფიქროს იმაზე ვინ შეიძლება ნახოს რესტორანში, ან რა.
რატომ დანიშნეს შეხვედრა 20 ნოემბერს, რატომ მაინც და მაინც იმ დღეს როცა როგორც წესი მეგობრებთან ერთად ერთი დღით ქალაქგარეთ გადის გონების გასანიავებლად. იქნებ სპეციალურად გაუკეთეს და გამოცდას უწყობს ვიღაცა, მეგობრებთან ერთად წასვლას აირჩევს თუ რესტორანში მისვლას და ინტერესის დაკმაყოფილებას.
პრობლემა არ არის გოგონებს ეტყვის რომ მნიშვნელოვანი საქმეა და ისინიც აუცილებლად გაუგებენ. მე მგონი აქეთ გადაფიქრებინონ პიკნიკზე გასვლა და სულ ძალით მიიყვანონ რესტორნის კარამდე.

>>>
უნივერსიტეტის დაწყებასთან ერთად საქმემაც იმატა, ხშირად ვერ ახერხებდა ლექციების გამო დილის საათებში მუშაობას და ცოტა გვიანობამდე რჩებოდა მერე სამსახურში, შაბათ დღესაც მოუწია მუშაობა, მაგრამ ძალიან ცოტახნით მთელი დღე არ დაუკარგავს. ნოესთან ურთიერთობა ისევ იმ ეტაპზეა, მამაკაცს მისთვის კოცნა აღარ უცდია და ცოტა არ იყოს ეს ლინდას აეჭვებს, ზოგჯერ გონია რომ ნოეს მასთან ურთერთობა აღარ სურს და მობეზრდა. იმდენად უმოძრაოა მათი დიალოგები და ზოგადად ურთიერთობაც. არც თვითონ აღარ იმჩნევს არაფერს, ისევ შარვლით დადის და ზოგჯერ ლექციიდან გამოქცეულს ჯინსის შარვლითაც უმუშავია.
გაურკვევლობაში ყოფნამ დაღალა, მაგრამ ნოესთან შესვლას და კითხვების დასმასაც ვერ ბედავს, მამაკაცმა გასაგებად აუხსნა და ალბათ აღარ სურს მასთან ამ ამბის გაგრძელება. ხოდა დროა ლინდამაც თქვას თავისი სათქმელი და სახლში მიცილებები დღის განრიგიდან ამოიღოს. მაგრამ ცოტა უჭირს, მიუხედავად იმისა რომ არასოდეს არ საუბრობენ იმდენს რამდენიც საჭიროა, ნოესთან ერთად მგზავრობას მაინც შეეჩვია. შეეჩვია საჭესთან მჯდარ უფროსს რომელიც ყოველთვის შუბლშეკრული ზის და ამ ყველაფრისგან გადაჩვევა გაუჭირდება. კაბინეტის კარები შეაღო და მაგისთან მჯდარ ქალდანს გახედა.

-რაღაცის თქმა მინდა..._შეპარვით დაიწყო და მის წინ გაჩერდა. ნოემ საწერი კალამი მაგიდაზე დადო და ანიშნა რომ უსმენდა. _გადავწყვიტე რომ სამსახურიდან დამოუკიდებლად წავიდე სახლში. _მორიდებულმა აიჩეჩა მხრები და გაუღიმა. ნოეს გამომეტყველებაც კი არ შეცვლია, ისევ იმ ცივი სახით უყურებდა, მერე თავი დაუქნია და კალამს დასწვდა.

-როგორც გინდა. _მშვიდი ხმით ჩაილაპარაკა და საქმე განაგრძო. ლინდამ სახეგაშეშებულმა შეხედა უფროსს და გაოგნებული გამობრუნდა კაბინეტიდან.

“კარგია ახლა რომ დასრულდა.”

ხმადაბლა ჩაილაპარაკა და ჩუმად გამოპარული ცრემლი მოიწმინდა.

>>>

-მოიცადე, ასე უბრალოდ გითხრა კარგიო?_თინა მოსმენილს არ იჯერებდა და მეათასედ ამეორებინებდა. _არ მჯერა!_ბოლოს თავი გააქნია და საკუთარ სიტყვებში დარწმუნებულმა წამოიძახა. _ნოესნაირი კაცები ასე უბრალოდ არაფერს იწყებენ და არც ამთავრებენ. მე მგონი რაღაცას გიმზადებს. _ღიმილით შეამზადა მეგობარი.

-რას უნდა მიმზადებდეს!? უბრალოდ მიხვდა რომ ერთმაენთისთვის არ გამოვდგებით, ან იქნებ მარის შეურიგდა...

-ნუ ბოდავ!_თვალების ტრიალით მოქაჩა ყურზე, მერე თითზე იკბინა და მაგიდაზე დააკაკუნა.

>>>
სულ უფრო და უფრო ცივი, უკარება და ლინდასთვის მიუწვდომელი გახდა. არც კაბინეტში აღარ იბარებდა, რაც ლინდას გასაკეთებელი და მესამეზე ასატანი იყო იმასაც სხვას ავალებდა, ყველანაირად ცდილობდა გოგონა ახლოს არ გაეკარებინა. ეს უარესად აცოფებდა და აგიჟებდა, ზოგჯერ საშინლად უნდოდა მასთან ასვლა და რამეზე საუბარი, თუნდაც იმ ცინიკური და ირონიული გამოხედვით. გიჟდებოდა როცა წარმოიდგენდა რომ ნოეს ლინდასადმი ინტერესი საერთოდ გაუქრა, ნერვები ეშლებოდა იმის წარმოდგენისას რომ შეიძლება მამაკის ცხოვრებაში სხვა ქალი გამოჩენილიყო, ვისაც ზუსტად ისე აკოცებდა როგორც ლინდას, ზუსტად ისე ესაუბრებოდა როგორც მას. ამაზე ფიქრს ჭკუიდან გადაყავდა და ვეღარ აცნობიერებდა რა უნდა გაეკეთებინა, იქნებ ახლა თვითონ წამოეწყო მასთან თამაში, მაგრამ მაგდენი გამბედაობა არ აქვს. თანაც არ უნდა ისე გამოვიდეს რომ ნოეს თავს აბეზრებს. ლელასთან ერთად რომ ხედავს ამაზე უარესად იბოღმება, მასთან ისეთი ადამიანური ურთიერთობა აქვს. მართალია სიცილ-ხარხარით არ საუბრობენ, მაგრამ მდივანთან საუბრობს მაინც, ლინდას კიდევ გამარჯობასაც აღარ ეუბნება, ან თუ ეუბნება სხვებთან ერთად.
მე მგონი მახეში გაება და აქედან თავის დახწევა ცოტა გაუჭირდება.

-შეიძლება გავიგო რა დავაშავე?_შესვენებიდან დაბრუნებულს შენობის შესასვლელთან დახვდა ხელებგადაჯვარედინებული. ნოემ წარბწეულმა აათვალიერ-ჩაათვალიერა უბრალო თანამშრომელი და გაჩერდა.

-რას გულისხმობ?_არაფრისმთქმელი გამომეტყველება მიიღო, თან ტელეფონში იყურებოდა.

-გამარჯობასაც აღარ მეუბნები ნორმალურად და დავაშავე რამე?

-ლინდა, ამ თემაზე სასაუბროდ დრო არ მაქვს ,უნდა წავიდე. _თავიდან მოიშორა და შენობაში შევიდა. ლინდამ ნაწყენმა ტუჩები დაბრიცა და ჩაწითლებული თვალებით ახედა ცას.

-არა, ლინდა, შენ არ იტირებ!_კატეგორიულად მოსთხოვა საკუთარ თავს და შენობას ზურგი აქცია.

სახლში დაბრუნების დროს რომ მოვიდა ისევ ბოლომ დატოვა შენობა, ეს უკვე ყოველთვის ასე ხდება. საქმის გადამკიდე ყოველთვის ბოლო გადის სამსახურიდან. სადგომზე ნოეს მანქანა დალანდა, შიგნით კი ორი ნაცნობი სილუეტი. უფროსის და მდივნის ერთად დანახვისას თვალები და ყელი ერთდროულად აეწვა. იგრძნო რომ საშინელმა ეჭვიანობის ტალღამ დაუარა სხეულში. შეეცადა მზერა სხვა რამეზე გადაეტანა, მაგრამ არ გამოუვიდა. მანამდე უყურებდა წყვილს სანამ მანქანა ეზოს არ გასცდა და მთავარ გზაზე არ გავიდა. ლინდა აფორიაქებული ჩამოჯდა კიბეზე და თითები გაცხელებულ ყელზე დაისვა. ყელში გაჩხერილი უზარმაზარი ბურთი მოსვენების და ნორმალურად ამოსუნთქვის საშულაებას არ აძლევდა. ნანახმა მასზე ძალიან იმოქმედა და დაისტრესა, მაგრამ როგორმე უნდა გაანალიზოს რომ ნოეს ცხოვრება მისი საქმე არ არის და მისთვის მამაკაცი არაფერს არ ნიშნავს! უნდა დააჯეროს საკუთარი თავი და თუ არ დაუჯერებს იძულებული უნდა გახადოს!

სადარბაზოსთან მიღოღებულმა ჩანთიდან გასაღები ამოიღო და მამიდამისის სახლის ფანჯრებს ახედა. შუქები ანთია, ე.ი. ყველა სახლშია და ლინდას მისვლას ელოდებიან ვახშმის დასაწყებად. ღიმილით შეაბიჯა ბნელ სადარაბზოში და ნაცნობი სურნელიც იმ წამსვე იგრძნო. აფორიქებულმა რამდენჯერმე ხმაურით შეისუნთქა სადარბაზოს დაგუდული ჰაერი. არა, არაფერი არ ეშლება, ამ სუნამოს სუნს ათას სუნამოში ამოაღჩევს, ზუსტად ის სუნია ნოეს რომ ასდის ხოლმე. შეიძლება ეს სუნამო ბევრს აქვს, მაგრამ ასეთი სურნელის დატრიალება მხოლოდ ქალდანს შეუძლია. მომღიმარი სახით გადადგა კიდევ ერთი ნაბიჯი და კიბესთან გაჩერდა, მის უკან მამაკაცის არსებობა იგრძნო და თავისდაუნებურად გაეღიმა.

-მიაცილე ლელა?_ცინიკური ხმით დასვა კითხვა და მისკენ მიტრიალდა. ქუჩიდან შემოსულ ღამის განათებაზე სიბნელიდან გამოსული მამაკაცის სილუეტი გამოჩნდა.

-მოგენატრე?_მამაკაცს ცივი და ირონიული ხმა ჰქონდა. გოგონას წინ გაჩერდა და ზემოდან დააჩერდა.

-რატომ გგონია რომ მომენატრე?_კითხვა შეუბრუნა და ცალი წარბი მაღლა ასწია.

-აღიარე, თორემ ისევ დაგსჯი!_ხრიწიანი ხმით ჩაილაპარაკა, ცალი ხელი წელზე მოხვია და კედელთან მიიმწყვდია. ლინდამ ღრმად ამოისუნთქა, იგრძნო რომ შუბლით ნოეს ნიკაპს ეხებოდა.

-ჯერ შენ აღიარე რომ ლელა ჩემნაირი პარტნიორი ვერ არის. _საშინლად უნდოდა ნოესგან რაიმე სასიამოვნოს მოსმენა.

-ვერ დაგეთანხმები, მასთან ბევრ საინტერესო თემაზე შემიძლია ვისაუბრო._ქალდანის პასუხმა მთელ სხეულში ცეცხლი წაუკიდა. გაბრაზებულმა ორივე ხელისგული მკერდზე მიაბჯინა და მისი მოშორება სცადა.

-ხოდა იარე მასთან ერთად!

-როგორი სულელი გოგო ხარ, ლინდა. _ნოე ოდნავ დაიხარა და ტუჩებით მის ლოყას შეეხო, მერე ცხვირს და ბოლოს გოგონას ათრთოლებული ბაგეებიც მოძებნა.

ქალდანის შეხებით გამოწვეული სიამოვნება ვერაფრით ვერ ჩაიცხრო და იძულებული გახდა ეღიარებინა რომ ეს იყო ყველაზე სასურველი და სანატრელი რამ იყო რაზეც ბოლო რამდენიმე დღეა ფიქრობს. გაბადრულმა მოახვია ცალი ხელი კისერზე და სასაცილოდ აიკოკრა ფეხისწვერებზე. ნოემ მორე ხელი გაშლილ თმებში შეუცურა და სუსტი სხეული თავისკენ მიიზიდა. კოცნით რომ იჯერეს გული ორივე საწყის პოზიციას დაუბრუნდა, ცოტა სუნთქვა აჩქარებულები და გულამოვარდნილები, მითუმეტეს ლინდა... ეს მისთვის პირველი კოცნა იყო რომელში მონაწილეობა თავადაც მიიღო.

-ახლა რა იქნება?_ჩურჩულით იკითხა და უფროსს ახედა.

-ახლა უნდა გადაწყვიტო იქნები ჩემი ოფიცალური შეყვარებული, თუ გირჩევნია სადარბაზოში მოეგპარო ხოლმე.

-სიმართლე გითხრა მეორე ვარიანტი უფრო კარგად ღჟერს. _სიცილით ჩაილაპარაკა და გაიტრუნა.

-20 ნოემბერს რესტორანში არ მიხვალ და არ მკითხო რატომ!_მამაკაცმა სულ სხვა თემაზე დაიწყო საუბარი. ქალდანს ისევ ისეთი ცივი ხმა დაუბრუნდა.

-ე.ი. იმ წერილის ავტორი შენ მართლა არ ყოფილხარ. _ჩურჩულით ჩაილაპარაკა._აბა ვის უნდა გამოეგზავნა?_ცოტა არ იყოს და შეეშინდა, ნოემაც ისე უთხრა არ წახვალო.

-უბრალოდ არ წახვალ, დამიჯერე ასე უკეთესია!_შუბლზე აკოცა, ლინდამ თვალის
დახამხამებაც ვერ მოასწრო ისე გაუჩინარდა ნოე.

>>>
როგორ ეტყობა ადამიანის ორგანიზმს სიხარული და რაღაცა პოზიტიურზე ფიქრი, დილით ისეთი ბედნიერი წამოფრინდა საწოლიდან. უნივერსიტეტშიც 15 წუთით ადრე გამოცხადდა და უზარმაზარ აუდიტორიაში მარტო დაჯდა. გუშინდელი ღამის გახსენებისას ტანში ჟრუანტელი უვლის, მერე იმ კოცნას რომ რეალურად წარმოიდგენს სიამოვნებსგან ცოტაც და ალბათ გონებას დაკარგავს, ერთი სული აქვს როდის გაამეორებს ქალდანი მომხდარს. აუდიტორიის კარები გაიღო და ნელ-ნელა დარბაზიც შეისვსო.

>>>

-უფროსო, შეიძლება?_ღიმილით შეყო თავი ქალდანის კაბინეტში, მერე კი მთელი ტანით შეხტა და საბუთების დასტა დაანახა. _ლელამ დახმარება მთხოვა და მეც უარი ვერ ვუთხარი. _ეშმაკური მზერით ჩაეშვა სავარძელში და საბუთები გაუწოდა.

-როგორი გულკეთილი გოგო ხარ. _ვნებიანი მზერით ჩაილაპარაკა და ქვედა ტუჩს კბილებით წაეთამაშა. ლინდამ დამორცხვილმა ჩახარა თავი და ათამაშებულ ფეხსაცმელს დააჩერდა. კარების ხმაზე ორივემ ერთდროულად გახედა ლელას, რომელსაც საბუთების მეორე დასტა მოჰქონდა.

-ძალიან ბევრი საქმე და დახმარება ლინდას ვთხოვე. _შეწუხებულმა აუხსნა უფროსს და ლინდას მოპირდაპირე მხარეს დაჯდა.

სულაც არ არის ლელა ცუდი გოგო, პირიქით ძალიან კარგი ახლაგაზრდაა რომელსაც მე მგონი სულაც არ აინტერესებს ლინდას კაცი. მაგრამ უნდა არ უნდა ამ ორზე მაინც ეეჭვიანება.
>>>
ურთიერთობის მეორე ეტაპზე გადავიდნენ, ახლა უკვე შესვენებაზე ერთად სვამენ ყავს, თუ რა თქმა უნდა ნოეს ცალია და შესვენების დროსაც საქმები არ აქვს. გოგონებიც იშვიათად ახერხებენ ამ დროს ლინდასკენ გამოსვლას და ზოგჯერ სულ მარტო უწევს.

-აცივდა. _მობუზულმა ჩაილაპარაკა და ფანჯრიდან გაიხედა. _სულ მცივა.

-თბილად უნდა ჩაიცვა. _”მეორე ეკა” შემოდგომაზე შუბით ხომ არ ივლის?!

-თბილად მაცვია, მაგრამ მაინც მცივა.

-თბილად მაშინ გაცვია როცა არ გცივა.

-და შენ ახლა მაგ შავ როლინგში არ გცივა?_წარბწეულმა ეჭვით კითხა და როლინგის სისქე შეამოწმა. _თან როგორი თხელია. _განცვიფრებულმა შესძახა. ნოემ ტუჩის კუთხეში ჩაიღიმა და უარყოფითი პასუხის ნიშნად თავი ოდნავ გააქნია.

-გემრიელი კერძების მომზადება იცი?_დუმილი ნოეს უცნაურმა კითხვამ დაარღვია.

-რომ გითხრა ქვაბებს და დანებს ერთდროულად ვატრიალებ სამზარეულოში-თქო მოგატყუებ, მაგრამ მე მგონი კარგი ხელი მაქვს. _ჩაიხიხინა და ეკა წარმოიდგინა ლინდას სამზარეულოში დანახვისას. _რატომ მკითხე დაოჯახებას ვაპირებთ?_ცოტა გამხიარულდა.

-საჭმელს ვინც მიკეთებს ის დღეს არ იქნება და ვახშმის გარეშე დაძინება არ მინდა. _მამაკაცის ეშმაკობას იმ წამსვე მიხვდა და წარბები მაცდურად შეათამაშა.

-ანუ გინდა რომ მე გაგიკეთო..._თავი ააქიცინა ლინდამ და თვალებმოჭუტული დაფიქრდა რა შეიძლება გაეკეთებინა ნოესთვის.

>>>
სახლი კორპუსის მერვე სართულზე ჰქონდა ნოეს. ქობულეთის მახლობლად მდებარე სახლისგან რადიკალურად განსხვევებული დიზაინით. ძალიან ნათელი და სასიამოვნო ფერებით გაწყობილი მისაღები, ავეჯიც ზომიერათ იყო განლაგებული. სამზარეულოს და მისაღებს ერთი დიდი ბარი ყოფდა. ბინის ორივე მხარეს უზარმაზარი აივანი, რომელიც შესანიშნავად ჰქონდა ნოეს მოწყობილი. დილით საუზმე ამ ტერასაზე გარანტირებულ კარგ გუნებას გჩუქნის, მაგრამ საინტერესოა ეს ნოეზე რატომ არ მოქმედებს. მამაკაცმა სააბაზანოში შევალ ხელებს გადავიბან და მოვალო.

-ხელების დაბანა მეც მინდა.

ნოემ ჯერ ლინდა შეუშვა, თვითონ კი რომელიღაცა ოთახში შევიდა.

ქალდანმა სამზაურელოს საკიდზე ჩამოკიდებული წინსაფარი ჩამოხსნა და თვითონ გაიკეთა. ლინდმა გაკვირვებულმა ახედა საკიდს, მაგრამ იქ მეტი წინსაფარი აღარ იყო.

-აბა შენ უნდა გამიკეთოო?!

-დავფიქრდი და მივხვდი რომ ჯერ სიკვდილი არ მინდა. _ცინიკური მზერით ჩაილაპარაკა და ნიშნის მოგებით ჩაუკრა თვალი.

-სახლში ამომიტყუე...._თამაშს მიუხვდა და ქვედა ტუჩზე იკბინა.

ხელი არ გაუნძრევია, სამზარეულოს მაგიდასთან იჯდა და მომღიმარი ადევნებდა ნოეს მოქმედებას თვალს. მამაკაცმა ყველაფერი შესანიშნავად და რაც მთავარია სუფთად გააკეთა. როგორც კი ქვაბი გაზქურაზე დადგა ნიჟარაში ჩალაგებულ ჭურჭელს მიუტრიალდა და დარეცხა, მერე კარადიდან თეფშები და ჭიქები გამოიღო და მისაღებში გაიტანა. ლინდამ თავი ოდნავ გასწია და მისაღებში მყოფ უფროსს გახედა.

-მე მაღაზიაში ჩავალ და ეგ რომ ადუღდება გადადგი. _დაარიგა და სახლის კარები გაიკეტა.

ლინდამ ქვაბს ჩახედა, როცა დარწმუნდა რომ ჯერ ეს ამდუღებელი არ იყო ტერასაზე გასვლა გადწყვიტა. აივნის საცურაო კარს ოდნავ მიაწვა და სუფთა ჰერი ღრმად ჩაისუნთქა. ხელებით მოაჯირს დაყერდნო და ეზოში იმ წამს გასულ ნოეს გადახედა. მამაკაცი მოპირდაპირე მხარეს მდებარე მარკეტში შევიდა. ლინდამ გარშემო ყველა დატელი მოათვალიერა, მშვიდი და წყნარი უბანია. სტადიონით და ბავშვებისთვის განკუთვნილი სათამაშო მოედნით. გარშემო უამრავი ხეა, რომელებსაც შემოდგომის კვალი დატყობიათ.
მატერიალურად გამორჩეული უბანია-თქო ვერ იტყვი, უბრალო თბილისური კპპურსები დგას გარშემო და ყველა ყველას ჭორავს.
>>>
20 ნოემბერს თავისი ბარგით ჩაიხრიგინა სადარბაზო და კოპრუსის წინ გაჩერებული ტაქსისკენ გაქანდა.

-ყველაფერი წამოიღე?

-კი, საჭირო ნივთები ჩავდე.

თავი დაუქნია და ზურგჩანთა მძღოლს მიაწოდა საბარგულში ჩასადებად თვითონ კი გოგონებთან ერთად უკანა სავარძელზე მოკალათდა. მთელი ღამე ფიქრობდა რატომ არ უნდა წასულიყო 20 ნოემბერს იმ რესტორანში, მაგრამ რაღაცა მომენტში სურვილიც კი არ ქონდა იქ მისვლის. როცა გაიგო რომ ნოე 100%_ით არ ყოფილა იმ ყველაფრის ავტორი გამოძიების სურვილი გაუქრა, მაგრამ ალბათ მოვა დრო და გაიგებს ვინ უნდა ენახა რესტორანში. გოგონებთანაც განიხილა ეს თემა და თინამ ურჩია რომ ნოესთვის დაეჯერებინა და არ მისულიყო, ვინმე მანიაკი არ იყოს და რამე არ დაგიშავოსო. მირანდამ იქნებ ვინ არის მიდი და გაიგეო, მაგრამ მეორე მხრივ ნოესაც ვეთანხმები, ასე კატეოგრიულად არას უმიზეზოდ არ იტყოდაო, ეს კიდევ უბრალო ეჭვიანობას არ გავსო.

ამინდმა ხელი შეუწყო, შორს არ წასულან თბილისთან ახლოს ულამაზეს ბუნებაში ამოყეს თავი. ეს ადგილი რამდენიმე თვის წინ დემეტრემ მიასწავლა მირანდას და მანაც აქ წამოსვლის სურვილი გაუზიარა გოგონებს. გარშემო სულ მინდორია, ერთ მხარეს კი ტყე. ცოტა სიგრილეა, სადაცაა ზამთარი შემოაბიჯებს, მაგრამ მზიანი და მშვიდი ამინდია, სურათების გადაღება და სუფთა ჰაერზე გამოსერინება მაინც მოახერხეს.

>>>
ბოლო რამდენიმე დღეა გრძნობს რომ ვიღაცა დაჰყვება და უთვალთვალებს, მაგრამ ცხადად ვერავინ ვერ დაინახა. ეს შეგრძნება მარტო მაშინ შორდება როცა ნოესთან ერთად მანქანაში ჯდება და სახლში მიდის, მანამდე თავს არ ანებებს და დაჟინებული მზერით უწვამს ზურგს. რამდენჯერმე სცადა ნოესთვის ამის თქმა, მაგრამ ბოლოს გადიაფიქრა. იქნებ მე მეჩვენება რაღაცები და ამაზე დროის დაკარგვა სისულელე იქნებაო.

-ლინდა, სად დაფრინავ?_უფროსმა გაშლილი ხელი ცხვირწინ აუფრიალა და აქაურობისკენ მოატრიალა.

-ბოდიში, არ გისმენდი. _ამოიჩურჩულა და ხმადაბლა ჩაახველა.

-ვიცი რომ არ მისმენდი, რა გჭირს?

-არაფერი უბრალოდ გუშინ მთელი ღამე არ მიძინია და ცოტა დავიღალე. _ღიმილით ჩაილაპარაკა და კალამი აახმაურა.

-ლინდა!_კიდევ ერთხელ გაისმა ნოეს ხმა, ამჯერად გაღიზიანებულის. გაკვირვებულმა დააჭყიტა თვალები და მხრების ჩეჩვით კითხა ახლა რაღა დავაშავეო.

-პირდპაირ ტვინში მირტყამს. _კალამზე მიუთითა და უკითხავად გამაორთვა.

-ნოე, არასოდეს გქონია ისეთი შეგრძნება თითქოს ვიღაცა გიყურებს?_მაინც ვერ მოუთმინა გულმა და საკუთარი ფიქრების დასამშვიდებლად კითხა.

-ვინმე დაგყვება?_კითხვაზე კითხვითვე უპასუხა, ისეთი სახე ჰქონდა თითქოს ამ კითხვას გოგონასგან ელოდებოდა.

-არ ვიცი, უბრალოდ 1 კვირაა ვგრძნობ რომ რაღაცა ისე ვერ არის.

-ნუ გეშინია._სკამიდან წამოდგა და გოგონასთან მივიდა, ფეხზე წამოაყენა და თვალებში ჩააშტერდა.

-იქნებ 20 ნომებერთან არის კავშირში, იმ დღის შემდეგ დაიწყო... რომ არ მივედი._ჩურჩულებდა და უფროსს შავ და გაყინულ თვალებში უყურებდა. ნოეს ლინდას თითოეული სიტყვის მოსმენისას უფრო და უფრო უცივდებოდა ხელები._ვინ უნდა ყოფილიყო იქ?

-არ ვიცი. _თავი გაუქნია და ფანჯრისკენ მიტრიალდა.

-მატყუებ!_გაბრაზებულმა წამოიძახა და წინ გადაუდგა. _თუ არ იცი აბა რატომ მითხარი რომ არ უნდა მივსულიყავი და ჩემთვის ასე უკეთესი იყო?

-თუ ამას მოისმენ მაშინ იძულებული გახდები ხვალვე გამომყვე ცოლად!_წარბწეულმა ჩაილაპარაკა და მზერა აარიდა. ლინდამ ხმადაბლა ჩაიცინა და მამაკაცს სახე თავისკენ მიატრიალებინა.

-ეს რა თამაშია?! რა შუაშია ჩვენი ურთიერთობა იმ დღესთან?_გაკვირვებულმა კითხა და ხელები გაშალა. _რატომ უნდა გამოგყვე ცოლად?

ნოე მაგიდასთან მივიდა გასაღებით ჩარაზული უჯრა გააღო და იქიდან ლინდას შარფი ამოიღო. შარფის დანახვისას ზღვის დღეები გაახსენდა და კითხვები კიდევ ერთხელ წამოეშალა, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის.

-ეს შარფი მე გაჩუქე!

შარფიდან მზერა სწრაფად გადაიტანა ქალდანზე და რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ იმდენად მოულოდნელი იყო ნოეს სიტყვები ვერაფრის თქმა მოახერხე. არა, იცოდა რომ ნოე ლინდას მანამდეც იცნობდა, მაგრამ მართლა ვერ დაიჯერედა რომ ეს შარფი ქლადანმა გაუგზავნა დაბადების დღეზე.

-რატომ?_ჩურჩულით იკითხა და ფანჯრის რაფას მიეყრდნო.

-ალბათ იცი რომ მამაშენი თამაშობს._ქალდანმა კიდევ უფრო გააოგნა, რა შუაში შეიძლება იყოს ნოესთან და შარფთან ზურა.

-კი ვიცი, მაგრამ მამაჩემი ამ ყველაფერთან რა კავშირშია?

-მამაშენმა 6 თვის წინ შენს დაბადების დღე კაზინოში ერთ-ერთ გავლენინ ტიპთან შენი თავი წააგო. _ნოეს არაამქვეყნიურად ცივი და საშინლად ბოროტული ხმა ყურებში დაუგუბდა. მამაკაცისთვის ამ ყვეალფრის თქმა აშკარად რთული იყო და ეს მის გამომეტყველებაზეც აისახა.. ლინდამ სიცილით გააქნია თავი, ფეხზე წამოდგა და შარფი გამოართვ.ა

-კარგი რა, ვგავარ 2 წლის ბავშვს ეს ყველაფერი რომ დავიჯერო?_ღიმილით დაუსვა თითები ოდნავ წვერიან სახეზე. ნოემ ხელი დაუჭირა და ანთებული თვალებით დახედა დასერიოზულებულ ლინდას. _არ მითხრა რომ ეს სიმართლეა. _მუდარით ამოიჩურჩულა და ტირილისთვის გამზადებული ჩაწითლებული თვალები დახუჭა.

-ზუსტად ამიტომ უნდა გამომყვე ცოლად რაც შეიძლება მალე!

-რას ნიშნავს ჩემი თავი წააგო, მე რა თოჯინა ვარ? ან რომელი საუკუნეა ვის რაში უნდა ზურას შვილი?_გამწარებული სვამდა კითხვეს და პასუხებს ნოესგან ელოდებოდა. ქალდანმა აფორიქებული დივანზე დააჯინა თვითონ კი მის წინ მდგარ მაგიდაზე ჩამოჯდა.

-20 ნოემბერს ვინც რესტორანში დაგიბარა ზუსტად ის არის შენი მომავალი საქმრო, ან უბრალოდ საყვარელი.

-ნოე, რაზე მელპარაკები რა საქმრო, რა საყვარელი?

-თუ შენ ჩემი ცოლი გახდები ყველანაირი უფლება მექნება დაგიცვა იქ სადაც საჭიროა, გასაგებია?

-და ახლა... ახლა რატომ არ შეგიძლია?

-მოვკლა?_შუბლშეკურლმა სერიოზული ტონით კითხა და მის პასუხს დაელოდა. ლინდამ უარყოფითი პასუხის ნიშნად თავი გაუქნია. _მაშინ გამომყევი ცოლად.

-სუფთა ჰაერზე გასვლა მინდა.

ქალდანმა უსიტყვოდ მოკიდა ხელი და სახურავზე აიყვანა, თვითონ კი ჩასასვლელთან დადგა და მხრებაცახცახებულ მინაშვილს შორიდან დააკივრდა.
ეს ყველაფერი იმდენად არარეალური და დაუჯერებელია ახლაც გონია რომ რაღაცა თამაშშია ჩაბმული და ნოე უბრალოდ ეხუმრება, მაგრამ როცა იხსენებს როგორი ხმა და გამომეტყველება ქონდა ქალდანს ამ ყველაფრის მოყოლისას, რწმუნდება რომ ზურა ნაძირალა და არაკაცია, რომელმაც შვილი ვიღაცა გაურკვეველ პიროვნებასთან წააგო. ნოეს რომ არაფერი არ ეთქვა და ეს ყველაფერი მისთვის დღემდე უცნობი ყოფილიყო წარმოდგენაც არ უნდა რა შეიძლება მომხდარიყო. ვინ არის ის ადამიანი ვისთანაც ზურა დამარცხდა და რაში სჭირდება ლინდა, გოგონა რომელსაც იმ დღემდე არ იცნობდა, რეალურად არც ახლა ეცოდინება ვინ არის, ალბათ მხოლოდ ფიქიზურად. რა ბედნიერი ადამიანია ნოეს რომ დაუჯერა და 20 ნოემბერს გოგონებთან ერთად წავიდა. ან ახლა რა უნდა ქნას როგორ უნდა მოქცეს, მოკიდოს ნოეს ხელი და ქორწინების სახლში მიიყვანოს ვიქორწინოთო? ასეც რომ მოხდეს ეკას რა პასუხი უნდა გასცეს. დედამისს წარმოდგენაც არ აქვს ლინდას ცხოვრებაში ნოე რომ არსებობს, სიმართლეს კი ვერავითარ შემთხვევაში ვერ ეტყვის, ამით შეიძლება გული გაუხსეთქოს და ლინდა ამას ვერ დაუშვებს. ჯობია ისევ ნოესთან ერთად მოიფიქროს რას მოიმოქმედებს. ცრემლები მუჭით მოიწმინდა და მამაკაცისკენ მიტრიალდა.

-რომ ვიქორწინებთ შემეშვება?

ნოე ნელი ნაბიჯებით დაიძრა გოგონასკენ, ორივე ხელი წელზე მოხვია და ტუჩები შუბლზე მიადო.

-სხვა გზას არ დავუტოვებ!_ეს იყო ის რაც ამ მომენტში ზუსტად სჭირდებოდა, იმედი და ადამიანი ვისაც მთელი თავისი არსებობით ენდობოდა. სიმწრის ღიმილით დაუქნია თავი და ხელები მაგრად მოხვია.

-დედაჩემს რა უნდა ვუთხრათ?

-სასიდედროს მე დაველაპარაკები.

>>>
მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა მისაღებში იჯდა და უაზროთ აქიცინებდა თავს, ტუჩები სულ დაიჭამა. ნერვიულობას უკვე შოკში ყავდა, ვერაფერს ვერ იჯერებდა ზურას ასეთ საქციელს გულის სიღრმეში ვერ უშვებდა. ვერასოდეს წარმოიდგენდა მამაკაცს ამ დონემდე თუ სძულდა საკუთარი შვილი რომ ბანქოში ითამაშა და მისი თავი წააგო, მერე კი არაფერი შეიმჩნია და ბოლოს სახლიდანაც გამოაგდო. არადა როგორ ეგონა რომ სადღაც, გულის რომელიღაცა კუნჭულში ზურასაც ზუსტად ისე უყარდა როგორც ლინდას უყვარს... ან კი უყვარს? იმ ყველაფრის მერე ამ კითხვაზე პასუხი თვითონაც არ იცის.
ნოეს რომ ქორწინებაზე დასთანხმდა ეს კიდე უარესი თავსატეხია, ან ეკას როგორ უნდა ჩახედოს თვალებში, ან გოგონებს როგორ უნდა აუხსნას ეს ყველაფერი. ამდენ საკითხზე ფიქრობს და ბოლოს გამოდის რომ პასუხის არაფერზე არ აქვს, ცოტაც და თავის ქალა ასძვრება.

დილით ნოეს მანქანა დახვდა კორპისთან. ჯერ სახლის ფანჯრებს ახედა, მერე სწრაფად გამოაღო მანქანის კარი და შიგნით შეხტა.

-აქ რა აკეთებ?_თვალების ბრიალით კითხა და ღვედი შეიკრა.

-საცოლეს მოვაკითხე.

>>>

სახლში დაბრუნებულმა დედა რომ მოიკითხა და ვიღაცასთან ერთად არის გასულიო პასუხი დაუბრუნდა ცივმა ოფლმა დაასხა. ლამის თითები დაიჭამა, საჩვენებლი თითის ძვალი ხან მარჯვნივ გადაღუნა, ხან მარცხნივ. ყოველ წამს ელოდებოდა ცუნამივით შემოვარდნილ ეკას რომელიც პირდაპირ თმებში წაავლებდა ხელს და ბინიდან დაუფიქრებლად ისროდა შვილს... მაგრამ არა, ეკა ძალიან მშვიდი გამომეტყველებით დაბრუნდა სახლში, რამდენიმე უცნაური მიმიკა კი დაიჭირა ლინდამ, მაგრამ ეს არ გავდა განრისხებული დედის ქცევას. მაჯაში ხელი მოკიდა და ოთახში შეიყვანა, თვითონ საწოლზე ჩამოჯდა და წაბრწეულმა გადაიჯვარედინა ხელები.

-აბა..._დაიწყო. _იმ პატიოსან ბიჭს რომ არ ეთქვა ერთმანეთს უკვე 2 წელია ვხვდებით და ქორწილსაც ვაპირებთო შენ როდის უნდა ამოგეღო ხმა? შენ არ იყავი თავს რომ იგიჟებდი არავინ არ მყავსო.

ორი წლის ხსენებისას ლამის პირი დააღო და ტყუილიაო წამოიძახა. ღმერთო ჩემო, რამხელა კინო დაუდგამს ეკასთან, ახლა როგორ გინდა მისი ყბიდან ამოხვიდე. გაბრაზებულზე მეტად მე მგონი უფრო ნაწყენის შთაბეჭდილებას ტოვებს.

-მინდოდა მეთქვა, მაგრამ..._ლუღლუღით ჩაილაპარაკა და გვერდით მიუჯდა. _ისე ხომ კარგი ბიჭია?_მოულოდნელად თვითონაც არ იცის ეს კითხვა რატომ დასვა, მაგრამ ეკას აზრი ძალიან აინტერესებდა.

-ცოტა უჟმურია._შუბლშეკრულმა უპასუხა. _რა ქორწილზე მელაპარაკებოდა თუ საიდუმლო არ არის.

-ჯერ ასე ზუსტად არ გვაქვს გადაწყვეტილი, მაგრამ რამდენჯერმე ამ თემაზეც ვისაუბრეთ. _თვალებდაქაჩულმა დაახეთქა ტყუილი და ჩუმად ფეხზე იჩქმიტა, საკუთარი თავი დასაჯა ტყუილის გამო.

-შენ მე გამაგიჟებ, რა დროს ქორწილია?! _ოჰ, აი, თურმე რისთვის ინახავდა მრისხანე ხასიათს ეკა.

-დედა, ჯერ არ ვაპირებთ... უბრალოდ რამდენიმე თვეში ვფიქრობთ. _შეეცადა ამ გზით მაინც დაემშვიდებინა, რამდენიმე თვეს მერე კვირად აქცევს, კვირას კიდევ დღეთ და ბოლოს გათხოვილ გოგოს ხომ არ ითრევს თმით არაა?! ან კიდევ ვითომ სულმა წასძლიათ და გაიპარნენ, მაგაზე უკეთესი ვარიანტი ახლა მაინც არ აქვთ.

-ლინდა, დედიკო, გათხოვება შენ ხომ იცი როგორი საპასუხისმგებლო საქმეა... ეს არ არის მოგინდება და უცებ გააკეთო, ოჯახი ძალიან მნიშვნელოვანია შენს ცხოვრებაში, მე კიდევ მგონია რომ შენ ამისთვის რამდენიმე თვის მერეც ძალიან პატარა იქნები. არა, მე ნოესთან არაფერი მაქვს საწყინააღმდეგო, ძალიან კარგი ბიჭია. ზრდილობიანი, გაწონასწორებული, თავისი საქმე აქვს, ჩამოყალიბებული ადამიანია, მაგრამ მოდი შეყვარებულები იყავით და ნუ იჩქარებთ. _ღიმილით დაარიგა, თავზე ხელი გადაუსვა და შუბლზე აკოცა.

როგორ ყველაფერში ეთანმხება და რა დიდი სიამოვნებით გააკეთებდა ყველაფერს მართლა ისე როგორც ეკა ამბობს, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის. ეს ხომ ნამდვილი ოჯახი არ არის რომელსაც სიყვარულით ქმნის, ეს იქნება ლინდას გადარჩენის მცდელობა და მერე გაშორდებიან, ან იქნებ ისე აეწყოს მათი ურთიერთობა რომ გაშორება აღარც კი გახდეს საჭირო. ამ ეტაპზეც ერთად არიან და როგორც მე ვატყუბ წყვილსაც სერიოზულად მოსწონს ერთმანეთი.

>>>
მეორე დღეს გოგონებთან სასაუბროდ სულიერად მოემზადა და შესვენებაზე ემოციებით დახარჯულმა მოუყვა ყველაფერი. ვერცერთი ვერ იჯერებდა იმას რაც ლინდამ თქვა, ზურაზე ხომ საუბარი ზედმეტია. მართალია მასზე ორივემ ყველაფერი იცოდა, მაგრამ შვილის ასე გაწირვა მათთვისაც ისეთივე მიუღებელი და წარმოუდგენელი იყო როგორც ლინდასთვის და ჩვენთვის არის.

-ანუ ცოლას მიყვები?_მე მგონი ამ ამბით მარტო თინაა გახარებული.

-შენ ყველაფერი რატომ გიხარია?_წარბწეულმა კითხა მირანდამ.

-მე მარტო ის მიხარია რაც უნდა მიხაროდეს! და ვერ ვხვდები დაქალის გაბედნიერება რატომ უნდა მეწყინოს?_მხრები აიჩეჩა და ახლა თვითონ შეკრა კოპები.

-რა გაბედნიერება, რის გაბედნიერება, უბრალოდ ფორმალური ქორწილი იქნება. _სიმწრის სიცილით ჩაილაპარაკა ლინდამ.

-დრო მოვა და ბავშვი მომინათლეო მეტყვი. _თითის ქნევით გააფრთხილა.

-ამას ბავშვი არ გააკარო!_კატეგორიული ტონით ჩაილაპარაკა მირანდამ.

>>>

თითები უკანკალებდა, მთელი სხეული უკანკალებდა. ნოემ წელზე ხელი მოხვია და სკამზე დააჯინა.

-დალიე._ერთდჯერადი ჭიქით წყალი მიაწოდა და ოდნავ შეღებულ კარს გახედა._ჩვენი რიგია. _ხმადბალა ჩაილაპარაკა და ფეხზე წამოდგა.

-ვერასოდეს წარმოვიდგენდი ასეთი ქორწილი თუ მექნებოდა. _თავისთვის ჩაიბუტბუტა და თვითონაც წამოდგა.

შენობიდან უკვე გათხოვილი და დაოჯახებული გამოვიდა. თითზე წამოცმულ მისთვის სრულიად უცხო და შეუჩვეველ ნივთს თითი ნაზად გადაუსვა და აჟიტირებულ თინას გადახედა რომელიც სურათების გადაღებით იყო გართული და არცერთ კადრს არ ტოვებდა. აქვე გაიცნო ნოეს ბავშვობის მეგობარი ტატო რომელმაც ამ გამოუვალ მდგომარეობაში წყვილის “სიხარული” გაიზიარა.

-მართალია მე მეჯვარედ არ წამიყვანეთ, მაგრამ არაუშავს ამ ერთხელ გაპატიებთ. _თინამ მოჩვეებითი წყრომით გადასძახა წყვილს და მანქანაში ჩაჯდა.

-არ ავღნიშნოთ?_ხმამაღლა იკითხა ტატომ.

-ჩვენთან წავიდეთ და რამე ავიტანოთ.

ნოეს “ჩვენთან” ლინდას ყურთასმენას არ გამოპარვია და გაბდრულმა ახედა მამაკაცს, რომელიც საერთოდ არ უყურებდა ახლადშეძენილ ცოლს. ეკასთან დარეკვა რამდენჯერმე სცადა, მაგრამ გადაწყვიტა ნოესთვის დაეჯერებინა და ეს საქმე მისთვის მიენდო.

-ცოლო, არ მოდიხარ?_ერთ ადგილზე გაშეშებული ქალდანის ხმამ გამოაფხიზლა.

-“ცოლო”_ხმადაბლა გაიმეორა, ბეჭედს დახედა და მომღიმარი სახით წავიდა თავისი ახალი ცხოვრებისაკენ.


-უკვე ერთი კვირაა არ მელაპრაკება. _მოწყენილმა ჩაილაპარაკა და დივანზე ჩამოჯდა.

-ბუნებრივია, გადაუვლის და მოვა. _ნოემ თვალი ჩაუკრა და საბუთები მაგიდაზე დააწყო.

ახალ ცხოვრებას შეეგუა, პირნციპში არც არაფერი არ შეცვლილა ისევ ისეთი ლინდაა როგორიც აქამდე იყო. ეს ხომ ნამდვილი ოჯახი არ არის, არ უწევს ცოლის მოვალეობების შესრულება, მაგრამ ასე თუ ისე ქალი სახლში მხოლოდ თვითონ არის და საქმეებსაც აკეთებს. ნოეს კი ყავს დამხმარე დაქირავებული რომელიც ყოველ დღე მოდის და დალაგებულ სახლს თავიდან ალაგებს, აკეთებს სადილს, ვახშამს და მერე მიდის. ლინდასთვის ეს ყველაფერი ცოტა არ იყოს და ახლა უკვე მიუღებელია, ამ ყველაფრის გაკეთება ხომ თვითონაც შეუძლია, მერე რა სამსახურიდან და უნივერსიტეტიდან დაღლილი რომ მოდის როგორმე ორ კინკილა საქმეს მოახერხებს და გააკეთებს. მაგრამ ნოე ალბათ ფიქრობს რომ მინაშვილი ვალდებული არ არის ამ სახლში რამე გააკეთოს.
უკვე ზეპირად იცის ნოეს კვების რაციონი, ყველაფერი მაცივარზე აქვს გამოკრული და საუზმეს იმის მიხედვით უმზადებს ქმარს. ვარჯიშიდან დაბრუნებულს კი მაგიდას გაწყობილს ახვედრებს.

მიუხედავად ურთიერთობისა პასუხისმგებლობები საკუთარ თავზე მაინც აიღო, უნდა რომ ამ ურთიერთობით ორივე კმაყოფილი იყოს. არ უნდა სახლში დაძაბულობა იგრძნობოდეს, არც ის არ უნდა დამლაგებელი ხვდებოდეს რომ წყვილს ერთად არ სძინავს და დილაუთენია ალაგებს თავის საძინებელს.

-დავიჯერო ეჭვი არ ეპარება შენს ოთახში რომ არ არის ჩემი ნივთები?_გაკივრვებულმა კითხა ქმარს და მანანას გადახედა რომელიც ღიღინით ალაგებდა სამზარეულოს კარადებს.

-მიდი და კითხე. _როგორც ყოველთვის ახლაც უჟმურ ხასიათზე იყო ქალდანი. ლინდამ ცხვირაბზუებულმა გადახედა და პლედი გვერდებში კარგად ამოიკეცა.

-თავს უხერხუალდ ვგრძნობ მე რომ ვწევარ და მანანა ალაგებს. _ბუზღუნს არ ეშვებოდა. ნოემ შუბლშეკრულმა დადო ტელევიზორის გადამრთველი, ფეხზე წამოდგა პლედი გადახადა და ხელით სამზარეულოსკენ ანიშნა. _რას აკეთებ?_გაკვირვებულმა კითხა და ცალი წარბი მაღლა აზიდა.

-უკვე ტვინში მიკაკუნებ, მიდი და მიეხმარე. _გაღიზიანებულმა გასცა პასუხი.

-არ მიყვარს როცა ვინმეს ფეხებში ვედები. _ჯუჯღუნით დაავლო პლედს ხელი და ისევ დაიფარა.

-მაშინ პირი დაკუმე და შენი ხმა არ გავიგონო!_აღღენილმა გააფრთხილა და ტელევიზორს აუწია. ლინდამ ქშინვით დაბრიცა ტუჩები, ზურგი აქცია და თვალები დახუჭა.

ძილბურანში მყოფი რაღაცის ხმამ გამოაფხიზლა, ნელა გაახილა ჯერ ერთი, მერე მეორე თვალი და დივნის საზურგეს გაუსწორა მზერა. ზლაზვნით გადატრიალდა მეორე მხარეს და სიბნელე გამეფებულ ოთახში რაღაცის დანახვას შეეცადა, მაგრამ ვერ მოახერხა. როგორც სჩანს მანანაც წასულა და აღარც ნოე უყურებს ტელვიზორს. დაბალ მაგიდაზე თავისი ტელეფონი მოძებნა და ოთახი გაანათა, მერე კი ფეზე წამოდგა და სინათლე აანთო.

-ნოე. _ხმადაბლა დაუძახა ქმარს და მისი საძინებლისკენ წავიდა. ქალდანი იქ არ დახვდა, მერე სააბაზანოს კარზე დააკაკუნა, მაგრამ არც იქიდან არავინ არ გამოეხმაურა და ბოლოს შეაღო. _სად წავიდა ეს კაცი?

გაკვირვებულმა დახედა მაჯის საათს და თავისი ოთახისკენ აიღო გეზი. ქალდანი ლინდას საწოლზე წამოკოტრიალებული კითხლობდა წიგნს. მამაკაცის აქ ნახვის გარდა ყვეალფერს ელოდა, გაკვირვებულმა მიკეტა კარები და ოთახი მოათვალიერა.

-რამე გამოვტოვე?_ღიმილნარევი ხმით კითხა და დააკვირდა.

-კი, 2 კვირა ერთ საძინებელში მოგვიწევს ყოფნა. _არაფრისმთმქმელი ხმით და გამომეტყველებით “აუხსნა” და წიგნი დაუხრა.

-რატომ?

-იმიტომ რომ ჩვენთან სტუმრები მოდიან. _მოკლედ, კონკრეტულად და გასაგებად გასცა პასუხი. _შენი ნივთები ჩემს საძინებელში უნდა გადავიტანოთ. ან ნივთების ნახევარი მაინც. _როცა გაანალიზა თუ რამდენი რაღაცის გადატანა შეიძლება მოუხდეთ ერთი პატარა საძინებლიდან მეორეში უკან დაიხია. _ჩემს გარდერობში ამდენი ხარახურას ადგილი არ არის. _ფეხზე წამოდგა, ცოლს გვერდი აუარა და თავისი ოთახისკენ წავიდა.

-ხარახურა შენ ხარ თუ კარგია..._დუდღუნით ჩაისისინა და გარდერობი გამოაღო. _ისე ამდენი ხარახურა მართლა რა ჯანდაბად მინდა?! _თვითონაც რომ დაფიქრდა.

>>>

-როგორ გამიხარდა თქვენი ამბავი. _გაკრეჭილი სახით გამოეგება ვიღაცა გოგო და ორივეს ერთდროულად მოხვია ხელი. ლინდამ თვალებდაჭყეტილმა მიატრიალა თავი ქმრისკენ და ტუჩების მოძრაობით რაღაცა გადაუბურტყუნა, როგორც თქვენ ვერ გაიგეთ ვერაფერი ისე ვერ გაიგო ნოემაც.

-ალბათ დაღლილები ხართ. _ღიმილით ჩაილაპარაკა ლინდამ როგორც კი სტუმრები გაცნობა-გამოცნობას მორჩნენ. მთელი თავისი საგვარეულოს ისტორია გამოკითხეს, ისიც კითხეს რომელ წლიანი ხარ და რომელი ზოდიაქოს ნიშანი შეგეფერებაო. მავედრებელი მზერით უყურებდა არხეინად წამომჯდარ ნოეს და ცდილობდა ქმრისთვის შველა ხმადაბლა ეთხოვა.

-ლინდა, ორსულად არის და დასვენება სჭირდება. _ქმრის მოულოდნელმა გამოსვლამ ლამის დაახრჩო.

-რა ვარ?..._ხმამაღლა წამოიძახა, ნოე იმ წამსვე ცოლისკენ გადაიხარა და მხარზე თითები მაგრად მოუჭირა.

-ვაიმე, პატარა ქალდანი. _გაწელილი ხმით ჩაილაპარაკა ნოეს მამიდამ და ლინდას მუცელზე მოეფერა.

-მერადენე კვირაში ხარ?_ღიმილით კითხა ნოეს მამიდაშვილმა და მუცელს დააკვირდა. _ნოეს რომ არ ეთქვა ვერც კი შეგატყობდი.

-ამ...

-ჯერ სამი კვირისაა. _ქმარმა ლინდას მაგივრად გასცა პასუხი და ცინიკური ღიმილით აკოცა საფეთქელზე.

-ამას არ გაპატიებ. _მოჩვენებითი ღიმილით გადაუჩურჩულა ქმარს და მკლავზე უჩქმიტა.
>>>

ნოეს სააბაზანოში გამოიცვალა ტანსცმელი და პიჟამოები ჩაიცვა, თანაც ყველა მოკლე რომ აქვს. რა ქნას საწოლში გრძელ პიჟამოებს ვერ გუობს, სულ იხრჩობა და მერე გაღვითქულს გამოღვიძება უწევს. გრძელი დაბამბული ხალათი მოიცვა და საძინებელში გავიდა. ქალდანი უკვე ჩაწლილი დახვდა. მორიდებულმა მოუარა საწოლს და ხალათი ნელა შეიხსნა, სკამზე გადაკიდა და საწოლში სწრაფად შეხტა. ნოეს კი სთხოვა ან მე დავწვები იატაკზე, ან შენ დაწექიო, მაგრამ მამაკაცმა ზედმეტი მატრასი არ მაქვს და იატაკზე ისე მე არ დავწვები, შენ კიდევ მაგას ვერ გაკადრებო, იძულებული გახდა მასთან ერთად ერთი საწოლი გაეყო. ხელით საბანი ზემოდან დატკეპნა და ქმარს საზღვრები დაუწესა. როცა უკვე ძილისთვის მოემზადა, ბედნიერმაც ამოისუნთქა და თვალებიც მინაბა ზუსტად მაგ დროს იგრძნო ამოძრავებული ნოე და მისი ძლიერი მკლავი მუცელზე. სასწრაფო წესით დაქაჩა თვალები და მამაკაცისკენ გადატრიალდა. ცხვირით პირდაპირ ნოეს სახეს შეასკდა, იმდენად ახლოს იწვა ქალდანი.

-რას აკეთებ?! ახლავე მომაშორე შენი ხელები!_ცოტაც და იყვირებდა.

-ცოლო, ხმას დაუწიე თორემ ბავშვს შემიშინებ. _ცინიკური ხმით ჩაილაპარაკა, თითები მუცელზე ნაზად დასუვა. ქალდანმა თავი ბალიშზე დადო, ხელი უფრო მჭიდროდ მოხვია, თავისკენ მიიზიდა და მეორე ხელით აიძულა თავი ბალიშზე დაედო. _აი, ასე, ჩემი დამჯერი გოგო.

-დღევანდელ დღეს არასოდეს არ გაპატიებ!

ზმუილით ჩაიჩურჩულა და მუცელზე მუშტი მისცხო, მერე კი გახევებული დააკვირდა თვალებდახუჭულ ქმარს. როგორი სიმპათიურია და როგორი სასიამოვნოა ღამის შუქზე მისი სახის ნაკვთების თვალიერება. უნებურად გაექცა ხელი შრამიანი ლოყისკენ და გრძელ ორ ხაზს თითი ნაზად დაუსვა. ნოემ სწრაფად დაუჭირა თითები და საბნის ქვეშ ჩააყოფინა.

-დაიძინე!

-მართლა მავთულხლართს გამოედე?

-ლინდა, მეძინება!_ბარიტონი შეიცვალა ნოემ.

>>>
დილაუთენია სანათესაოს წივილმა გააღვიძა თვალები ნელა გაახილა და მის სხეულზე აკრულ ქალდანს წარბაწეულმა დახედა. ნელა ეცადა ქმრის ძლიერი მკლავები როგორმე მოეცილებინა, მაგრამ არ გამოუვიდა. საათის ისრებს თვალებმოჭუუტლმა გადახედა და მერე ისევ ნოეს მიუტრიალდა. საინტერესოა დღეს სავარჯიშოთ რატომ არ წავიდა. თავის დახწევის ყველა მცდელობა კრახით დასრულდა და იძულებული გახდა ქმრის გამოღვიძებას დალოდებოდა. დიდხასნ ლოდინი არ მოუწია ხუთ წუთში ნოეს სხეულიც ამოძრავდა, ბედნიერმა მიატრიალა თავი მისკენ და ღიმილით მიესალმა.

-დილა მშვიდობისა.

-დილით სულ ასე გამოიყურები?

ნამძინარევი ხმით კითხა და სახეზე დააკვირდა. ლინდამ დამორცხვილმა აიფარა სახეზე ხელები და მეორე მხარეს გადატრიალდა. რა სულელი გოგოა, რომელიც ლინდაზე უგონოდ შეყვარებული ნოეა დილაუთენიაც რომ მოეწონოს, ზოგჯერ თავად აშინებს საკუთარ თავს სარკეში ჩახედვისას.

-ნუ დაპანიკდი, თმებზე გეუბნები. _დაბოხებული ხმით ჩაილაპარაკა, ხელი მუცელზე მოხვია და თავისკენ მიაჩოჩა.

-საზიზღარი კაცი ხარ!_გაბუტულმა ამოისრუტუნა. _ადექი თორემ მამიდაშენი 1 საათია ოთახის კარებს უტრიალებს და მეშინია არ შემოვიდეს.

-ცოლ-ქმრის საძინებელში დაუკითხავად არავინ არ შედის, მითუმეტეს თუ ეს ცოლ-ქმარი ახლადშეუღლებულია. ათასი საქმე აქვთ გასაკეთებელი.

ხმა ვნებიანი გაუხდა. ლინდამ თვლაებდაკვესებულმა მისცხო ხელი მხარზე და ფეხზე წამოდგომა სცადა. ნოემ კოპებშეყრილმა დააბრუნა გოგონა ბალიშზე და მოწყურებული დაეძგერა ძილის დროს დასიებულ ბაგეებზე. მინაშვილმა გაბრუებულმა ააფართხალა ფეხები და ორივე ხელი კისერზე მოხვია ქმარს. ნოე ტუჩებიდან ნიკაპზე გადავიდა, ნიკაპიდან მხრებისკენ ჩაუკვა და ის ის იყო მკერდისკენ უნდა გაეპარებინა ტუჩები კარზე მორიდებული კაკუნი რომ გაისმა. ლინდამ გულამოვარდნილმა გახედა კარებს და მერე გაღიზიანებულ ნოეს რომელიც სულ ჯუჯღუნ-ჯუჯღუნით მოსცილდა ცოლს და საცვლების ამარა სააბაზანოსკენ წავიდა. ლინდამ დამორცხვილმა მოისვა ტუჩებზე თითები, მაისურის ბრეტელი გაისწორა და ფეხზე წამოდგა.
როგორი ცხელი და ვნებიანი დილაა, საინტერეოსა ნოე ყოველი დილის დაწყებას ამ ორი კვირს განმავლობაში ასე აპირებს?!
მაგრამ არა, ლინდა უნდა გახსოვდეს რას ნიშნავს ეს ქორწინება თქვენთვის და უნდა იცოდე რომ ეს არ არის ნამდვილი ოჯახი! ისე უცებ მოხდა ყველაფერი, თითქოს ასეც უნდა მომხდარიყო.

>>>
სამსახურიდან შვებულება აქვს ორივეს აღებული, ნოე მიდის ხოლმე ზოგჯერ, მაგრამ ლინდას თაფლობის თვე გაუფორმა და ასვენებს. უნივერსიტეტის პირველი არდედეგებიც დაეწყო და საბოლოო ჯამში ბედნიერია, ერთი ეს ნოეს ნათესავები უწამლავენ ხასიათს. მთელი დღე სახლში არიან და ათას მისთვის სრულიად უინტერესო ისტორიას უყვებიან. ნოეს მშობლები ორჯერ ყავს ნანახი, ერთხელ ქორწილის მეორე დღეს მოვიდნენ რძალი გაიცნეს და წავიდნენ. სრულიადნ განსხვავებული ოჯახის წევრები ყავს ქალდანს, არცერთი წამით ზედმეტად არ ჩაძიებიან შვილის პირად ცხოვრებას, ზედმეტი კითხვებიც არ დაუსვამთ, მარტო ის კითხვები რაც რძალზე ყველა ვარიანტში უნდა იცოდე. მეორეთ კი ნათესავები რომ ესტუმრნენ მაშინ შემოიარეს.
დათო არ უნახავს, რამდენიმე თვით გერმანიაშია წასულიო ასეთი პასუხი გასცა ნოემ.

საღამო სამსახურიდან დაბრუნებულ ქმარს თავისი მომზადებული ვახშამი დაახვედრა, ცდილობდა ნათესავებთან ზუსტად ისეთი ცოლი ყოფილიყო როგორიც სინამდვილეში იქნებოდა. ცოტა არ იყოს და ეს სცენარი ძალიან მოსწონს, კმაყოფილია იმით რასაც ნოეს მამიდის დასანახად აკეთებს, მერე რა ყოველივე ეს მათთვის ფარსთან რომ ასოცირდება, გულის სიღრმეში ზუსტად იცის რომ ყველაფერს თავისი სურვილისამებრ აკეთებს.
ქალდანმა წინსაფარშემოხვეული ცოლი სხეულზე მიიკრა, ტუჩებზე მოწყევტით აკოცა და ამ ხერხით გადაუხადა უგემრიელესი ვახშმისთვის მადლობა.

-დღეს ძალიან დაიღალე?_როგორც კი საძინებელში განმარტოვდნენ ხმადაბლა კითხა ლინდამ და ჭერს ახედა. ნოემ ბალიში გაისწორა და ლინდასკენ გადატრიალდა.

-გააჩნია რისთვის მეკითები. _ხრიწიანი და ვნებამორეული ტონით უპასუხა და შიშველ მკლავზე საჩვენებელი თითი დაუსვა.

-ხომ იცი რომ ეს ქორწინება ტყუილია. _ღიმილით გადახედა ქმარს.

-და ჩვენ ორის გარდა ვის შეუძლია რეალობად აქციოს?_შუბლშეკრულმა კითხა.

-არავის. _მინაშვილმა თავი გაუქნია და ისევ ჭერსა ხედა. _მაგრამ არ მინდა ისე გამოვიდეს რომ მართლა ტვირთად დაგაწვე.

-ლინდა, მეორედ მაგას იტყვი და შენი ტერასზე გაშვება მომიწევს!_ცივი ხმით ჩაილაპარაკა ნოემ, გვერდი იცვალა და საბანი შეისწორა.

მინაშვიმა ხმადაბლა გამოაჯავრა ქმარი და სახის მიმიკები სასაცილოდ დაჭმუჭნა, მერე თვითონაც იცვალა გვერდით და სულ ხვნეშა-ხვნეშით სცადა ქმრისთვის საბნის წართმება. ბოლოს ვერაფერს რომ ვერ გახდა, გაბუსხულმა სულ გადაიხადა და ისე სცადა დაძინებ. მთელი დღე გამათბობელია სახლში ჩართული და არ ცივა, მაგრამ ზამთრის სუსხმა მაინც თავისი ქნა და ააკანკალა, სწრაფად ეცა საბანს და რაც ქონდა ის იმყოფინლია შეციებული სხეულის გასათბობად.

-რა არ გასვენებს?_გაღიზიანებული გადატრიალდა საწოლში “მორბენალი” ცოლისკენ.

-ვერ ვიძინებ._გაბუსხულმა ჩაილაპარაკა და ტუჩები წინ გამოსწია.

-ადექი და გადი მისაღებში, მე მაინც დამაძინე. _სწრაფად იპოვა გამოსავალი და ოთახიდან გააძევა.

ლინდამ ღრენით გადაიძრო საბანი და იქვე გადაფენილი ხალათი მოიცვა. გასვლამდე ნახევრად მიძინებული ქმარი კიდევ ერთხელ შეათვალიერა და ფეხაკრეფით გავიდა მისაღებში. მაიცვრიდან თავისი გაკეთებული სალათა გამოიღო და თეფშზე გადაიტანა, ფორთოხულის წვენიც არ დავიწყებია. აი, თურმე რა აკლდა და რა არ აძინებდა, რატომ აქამდე ვერ მიხვდა. კმაყოფილმა დარეცხა დასვრილი ჭურჭელი და დივანზე ჩამოჯდა. ოთახის კარების ხმაზე თვალებდაჭყეტილმა მიატრიალა თავი უკან და ნოეს მთვარეული მამაშვილის დანახვისას სასაცილოდ მოიკუნტა. ბავშვი გაუმართავად დადიოდა აქეთ-იქით აშკარად რაღაცას ეძებდა და ვერ მიაგნო. ლინდა ფეხისწვერებზე შედგა, გოგონას გვერდი აუარა და ქმრის საძინებელში შევარდა.

-ნოე, გაიღვიძე._ერთი-ორჯერ მაგრად შეანჯღრია და ღია კარებიდან დაზვერა გოგონა. _ლიკა მთვარეულია?_ცალთვალგახელილს ხმადაბლა კითხა და თვალებით მისაღებზე მიუთითა. ქალდანი სწრაფად წამოდგა ფეხზე და მისაღებში გავიდა, მამიდაშვილს მკლავები მოხვია და ოთახისკენ წააფრიალა. ლინდამ სიცილი ვერ შეიკავა, რა ქნას ხელებგაშლილ და ურეაქციო ხალხზე მოდი და ნუ გაიცინებ. ნოეს დაბრუნებამდე მოასწრო ხალათის გაიხდა და საწოლში შეხტომა.

-ხშირად ემართება ხოლმე?_ინტერესით კითხა ოთახში დაბრუნებულ ქმარს.

-არ ვიცი.

-სველი ტილო დავუფინოთ ხვალ.

>>>
დილით რომ გაიღვიძა ნოე უკვე სავარჯიშოთ იყო წასული. მთქნარებით წამოდგა ფეხზე, ხალათი მოიცვა და სააბაზანოში შევიდა, იქიდან უკვე სამსახურისთვის გამზადებულ გამოპრანჭული გამოვიდა. კიდევ ერთხელ სცადა ეკასთან დარეკვა, მაგრამ ქალმა არც ამჯერად არ უპასუხა.

სამსახურში ერთად მივიდნენ, ამჯერად როგორც მარტო წყვილი კი არა როგორც ოფიციალური ცოლ-ქმარი. ღიმილით მიიღო თანამშრომლების მილოცვები პატარ-პატარა საჩუქრები. ზოგმა როგორ გამოგვაპარეთ, აქამდე როგორ ვერაფერი ვერ შევამჩნიეთო. ამაზე ხმამაღლა სიცილის დაწყება უნდა, მაგრამ ეუხერხულება. საქმე ბევრი არ იყო, ზამთრის სეზონზე როგორც ნოემ თქვა საქმე ცოტა იკლებს. ლიფტიდან გამოსულ ქმარს და მის მდივანს ალმაცერად გადახედა და მისკენ წამოსულ ნოეს წარბწეულმა აარიდა მზერა.

-შეხვედრაზე გავდივართ და სანამ არ დავბრუნდები სახლში არ წახვიდე. _გააფრთხილა და ქალთან ერთად დატოვა შენობა.

მაჯის საათს დახედა, სახლში წასვლამდე ჯერ ორი საათი აქვთ და იმედია შეხვედრა 3 საათს არ გაგრძელდება.

უკან მხოლოდ ნოე დაბრუნდა, ლელა ალბათ სახლამდე მიაცილა და დატოვა. ახლა ეჭვიანი ცოლის ისტერიკეის გამრთვის დრო არ არის, უნდა შეიგნოს რომ ეს ორი მხოლოდ საქმეზე დადის ერთად და ნოეს ლელასადმი ინტერესი არ აქვს, არც ლელას აინტერესებს შენი ქალდანი. მაგრამ თავისდაუნებურად ეეჭვიანება და ეკეტება.
მანქანაში სიბრაზემ გადაუარა, როგორც კი ქალდანთან განმარტოვდება ყველაფერი ავიწყდება და უმიზეზო სიბრაზეც სადღაც ქრება.

-როგორ ჩაიარა შეხვედრამ?_ინტერესით იკითხა.

-მე მგონი კარგად, ეს თვის ბოლოს გამოჩნდება.

-მაღაზიაში გავიაროთ პური და კვერცხი უნდა ვიყიდო.

-გუშინ ვიყიდე კვერცხი.

-შენ რომ იყიდე ის აღარ არის, მამიდაშენმა 15 კვერცხიანი ნამცხვარი გამოცხო. _სიცილით ჩაილაპარაკა.

-ნამცხვარი თუ ტორტი?

-ნუ რაც არის.

ნოემ ღიმილით გააქნია თავი და გახალისებულ ცოლს ლოყაზე მსუბუქად უჩქმიტა, მერე კი გზას გახედა.

-გიხდება შრამი. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა და თითი ნაზად დაუსვა შრამზე.

საღამოს გოგონები ესტუმრნენ, ნოე ტატოსთან ერთად იყო გასული, სანათესაო კიდევ დედამთილმა “წაართვა” ცოტახნით და მარტოს მოუწია დახვედრა.

-როგორი შეცვლილი ხარ, როგორ მოგხდომია ოჯახი. _იორნიული სიცილით შეაბიჯა სახლში თინამ და ნამცხვრის ყუთი გულზე მიახუტა.

-ცანცარა. _საჯდომზე ხელი მისცხო და ხმაურით გადაკოცნა დაქალები.

-”ჩემი ცოლის დაქალები” ყავს ნოეს სტუმრად და თვითონ არ არის სახლში?_წარბწეულმა იკითხა თინამ და სახლი შეათვალიერა. _რა კარგი ბუდეა.

-ყავას ხომ დალევთ?_ნამცხვრის ყუთი ბარზე დადო და კარადიდან ფინჯნები გამოიღო. გოგონება თანხმობის ნიშნად თავები დააქნიეს და ბართან მდგარ მაღალ სკამებზე ჩამოსხდნენ._არა, ნოე ტატოსთან ერთად არის სადღაც წასული.

-აბა, ნოეს არაფერი აღარ უთქვამს იმ ამბავზე?

-არა, არ გვისაუბრია. _თავი გააქნია და ყავის მადუღარა გაზქურაზე შემოდო. _ნოემ საიდან იცოდა ამ ყველაფრის შესახებ, ან იმ ადამანებთან რა კავშირი აქვს, არაფერზე წარმოდგენა არ მაქვს.

-მე მგონია დროა კითხო. _როგორც იქნება მირანდამაც ამოიღო ხმა.

-ვცდილობ მაგ თემაზე არ ვისაუბრო, თორემ შეიძლება გავგიჟდე, მაგრამ სხვა გზაც არ მაქვს ასე გაუკრვევლობაში როდემდე შეიძლება ყოფნა?!

კარების ხმაზე სამივე ერთდროულად მიტრიალდა უკან და სახლში ახლადშესულ სიძეს ღიმილით მიესალმნენ. ნოეს სტუმრების დანახვა აშკარად ესიამოვნა, ორივე გულიანად მოიკითხა და მაღაზიიდან ამოტანილი პროდუქტების პარკი მაგიდაზე დააწყო.

-როგორ ხართ?

-ჩვენ კარგად ვართ, თქვენ როგორ ხართ?_ეშმაკური ღიმილით იკითხა თინამ.

-მე მგონი ჩვენც კარგად ვართ._თვალი ჩაუკრა, ცოლს ეშმაკური ღიმილით გადახედა და სააბაზანოსკენ წავიდა. _ცოტახნით დაგტოვებთ.

>>>
გოგონები რომ გააცილა მისაღებში მჯდარი ქმრისკენ წავიდა და პირდაპირ დაუჯდა.

-ნოე, შენ საიდან გაიგე მამაჩემი ჩემზე რომ თამაშობდა?_ჩურჩულით კითხა და თითები ერთმანეთში ახლართა.

-მეც იმ მაგიდასთან ვიჯექი. _ხრიწიანი ხმით ჩაილაპარაკა და სახეგაშეშებულ ცოლს შეხედა.

-ანუ...იმ კაცს რომ წაეგო...

-მე არ მითამაშია!_როგორც კი ფიქრებს მიუხვდა გაყინული ხმით შეაწყვეტინა და ანთებული თვალებით გადახედა. ლინდამ შვებით ამოისუნთქა და თვალები დახუჭა.

-და რატომ გადაწყვიტე ჩარეულიყავი?

-მაგაზე საუბარი არ მინდა._მოკლედ მოუჭრა და ცალყბად გაუღიმა.

-რას ნიშნავს ამაზე საუბარი არ გინდა, ეს ჩემი ცხოვრებაა და უნდა ვიცოდე რა ხდება ჩემს თავს. დავიღალე ასე გაურკვევლობაში ყოფნით, სულ რაღაცის და ვიღაცის მეშინია. ქუჩაში რომალურად ვერ დავდივარ, ყოველთვის დაძაბული ვარ. მარტო მაშინ ვარ მშვიდად როცა შენ ხარ ახლოს. _ხმაჩახლეჩილმა სრუტუნით მიაყარა და სახე ხელებში ჩარგო.

-მანამ სანამ მე შენს გვერდით ვარ საფრთხე არ გემუქრება, ასე რომ დამშვიდდი და საკუთარ თავს ნორმალურად ცხოვრების უფლება მიეცი!_კატეგორიული ტონით ჩაილაპარაკა, ფეხზე წამოდგა და თავისი საძინებლისკენ წავიდა.
>>>

ნოეზე შურისძიებას რომ გეგმავს ჯერ არ დავიწყებია, ლინდას ორსულობამ მთელი სანათესაო ფეხზე დააყენა. მოდი და რამდენიმე თვეში მუცელი რომ არ გაეზრდება უხსენი სანათესაოს რა დაემართა ამ ანგელოზივით ჯანმრთელ გოგოს. ნაზიმ მაცივარზე კვების რეჟიმიც კი გამოუკრა, რამაც უარესად გაუმძაფრა ნოესთვის სამაგიეროს გადახდის სურვილი. მთელი დღეები თავს დასტრიალებდა მამიდა, სამსახურიდან მოსულს ხაჭაპურებს, ქადებს, და ლობიანებს ახვედრებდა. ბავშვი თუ არა ნაზი აუცილებლად გაბერავს ლინდას მუცელს.

-ნოეს გოგო უნდა._ირონიული სახით გადახედა გაკვირვებულ ქმარს და მკლავზე ნაზად დაუსვა ხელი.

-გოგოც ძალიან კარგია. _თავი დაუქნია ნაზიმ.

-არა, თუ გოგო არ იქნება მის აღზრდაში მონაწილეობას არ მივიღებო. _ღიმილით გაამძაფრა სიტუაცია და შუბლშეკრულ ქმარს გაეკრიჭა. ნაზიმ თვალები და პირი ერთდორულად დაქაჩა ქვემოთ და ძმიშვილს ისე გადახედა.

-ხომ არ გასულელებულხარ შენ?!

ხმამაღლა კითხა და თვალები დაუბრიალა. ნოემ მუქარის მომასწავლებელი მზერით გადახედა “საყვარელ” ცოლს, მხარზე ხელი მოხვია და მაგრად მოუჭირა. საწყალი გოგო ტკივილისგან ლამის დაიკეცა.

-ვიხუმრე. _გამწარებულმა ჩაიჩურჩულა და მხარი ოდნავ გააქნია ქმრის თითების მოსაშორებლად. ნოემ კმაყოფილმა დაუსვა თითები აწითლებულ კანზე და საწყის პოზიციას დაუბრუნდა.
-ნამდვილად მამაკაცებს პირველი ყოველთვის გოგო გამოსდით, ასე რომ მე წინააღმდეგი არ ვარ, პირიქით. _ცინიკური მზერით გადახედა ცოლს და თვალი ჩაუკრა. ლინდამ წარბაწეულმა ამოიქშინა და მზერა აარიდა.

>>>
მამიდა და მამიდაშვილი რომელიც სახლში საერთოდ არ ჩერდებოდა, რაიონს გააცილეს და ცოტა ოჯახმაც ამოისუნთქა. ლინდა თავის ნებაზე დატრაშუნობდა ფეხშიშველი და თვალებს არავინ უბრიალებდა გაცივდები და ორსულობის დროს ეგ როგორ შეიძლებაო. არც არავინ უკითხავდა ლექციებს იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა მოუფრთხილდეს ახლა თავს.

მარტო სახლში ყოფნით ტკბებოდა მოულოდენლად კარზე ზარი რომ გაისმა. კედლის საათს გაკვირვეულმა ახედა, სამსახურიდან წამოსვლისას ნოემ უთხრა რომ დღეს დააგვიანდებოდა, გოგონებსაც არ ელოდება, ალბათ ნოეს რომელიმე ახლობელია. სათვალთვალოდან თვალმოჭუტულმა გაიხედა და მისთვის უცხო პიროვნებას კარგად დააკვირდა, მაგრამ ვერაფრით ვერ გიახსენა საიდან ეცნობოდა, არა და თითქოს სადღაც ყავდა ნანახი, შეიძლება სამსახურში. მხრების ჩეჩვით გააღო კარი და სტუმარს გაუღიმა.

-გამარჯობა. _მამაკაცმა არასასიამოვნო ხმა ამოუშვა და ცინიკურად გაუღიმა გოგონას.

-გამარჯობა._თავი ოდნავ დაუქნია და შუბლშეკრული მიაშტერდა. _გნებავთ რამე?

-როგორც ვხედავ შენი ქმარი სახლში არ არის._ცალი ხელით გასწია ლინდა და სახლში დაუპატიჟებლად შეაბიჯა. მინაშვილს ცივმა ოფლმა დაასხა და ხელი ჯიბისკენ წაიღო, მაგრამ უცნობი მისკენ მიტრიალდა და შეჩერდა, არ უნდოდა პანიკა მისთვისაც შესამნჩნევი ყოფილიყო.

-ვინ ხართ და რა გნებავთ, ნოე წუთი წუთზე მოვა. _შეეცადა მშვიდი ხმით ეცრუა და კარებს მოსცილდა, მაგრამ არ დაუკეტავს. გული ცუდს უგრძნობს და მე მგონი სახლიდან ან ამ კაცის გაგდება მოუწევს, ან თვითონ გაიქცევა.

-მე მამაშენის ახლობელი ვარ. _ზურას ხსენებისას მხრები აუცახცახდა, წონასწორობის შესაკავებლად კედელს მიეყრდნო და ღრმად ამოისუნთქა.

-და ჩემთან რა გინდა?_ხმადაბლა კითხა და წელში გასწორდა.

-შენგან არაფერი, შენ მინდიხარ!_აუტანელი ხმა და გამაღიზიანებელი ღიმილი ქონდა უცნობს. ლინდამ იმ წამსვე ამოიცნო 20 ნოემბრის პარტნიორი და კარების სახელურს ჩაავლო თითები.

-ნოე წუთი-წუთზე მოვა და გირჩევნია აქ არ დახვდე!_მუქარით შეეცადა მის დაშინებას. _თანაც მე გათხოვილი ქალი ვარ და მეეჭვება ბანქოში მოგებული გათხოვილი ქალი რამეში გამოგადგეს. _ცდილობდა ძალ-ღონე არ დაეკარგა და ნოეს მოსვლამდე დრო გაეყვანა, უნდოდა მამაკაცისთვის დაემტკიცებინა რომ ლინდას შეშინებას მისი ვიზიტით ვერ შეძლებს.

-სიმართლე გითხრა ჩემთვის სულ ერთია გათხოვილი ხარ თუ გასათხოვარი, მე შენ მ ო გ ი გ ე!_ხელებგაშლილმა დაუმარცვლა და მისკენ წავიდა.

-არ მომეკარო თორემ ვიკივლებ და მთელი სადარბაზოს აქ შევყრი. _ერთი ნაბიჯით გახტა გარეთ და სადარბაზოს კიბეების მოაჯირს მიეყრდნო.

უცნობდა უცნაურად ამოიხვნეშა, საჩვენებელი თითი ცხვირზე დაისვა და თვალებმოჭუტულმა მოათვალიერა სადარბაზო. ლინდამ ცალი თვალით დაბლა ჩაიხედა და ნაცნობი პიჯაკის დანახვისას მხედველობა დაძაბა.

-ნოე!_გახარებულმა ბოლო ხმაზე დაიყვირა და ლიფტთან მისულ მამაკაცს ჩასძახა. ქალდანმა გაკვირვებულმა ამოხედა მოაჯირზე თითქმის გადკაიდებულ ცოლს.

-ლინდა, რას აკეთებ, უკან გადი!_ხმამაღლა ამოსძახა და კოპები შეკრა.

-ბატონო ნოე, თქვენი ცოლი ძალიან სტუმართმოყვარე ყოფილა.

ყურთან ახლოს უცნობის ხმა გაისმა, ვერც კი გაიგო როდის მიუახლოვდა და როდის ჩასწვდა კისერში. გაუჭირდა, მაგრამ დაინახა როგორ დაეჭიმა ძარღვები ნოეს მამაკაცის ხმის გაგონებისას, ლიფტს აღარ დალოდებია და კიბეებზე სირბილით ამოქანდა. სანამ ნოემ რვა სართული აირბინა ლინდას სული გაეპარა, მამაკაცი არცერთი წამით არ შერდებოდა და სულ უფრო და უფრო ახლოს იწევდა გოგონასკენ. როცა ქალდანის ხმა მათ ყურთასმენას ახლოდან მისწვდა უცნობმა უკან დაიხია და კედელს აეყუდა. აცახცახებული მინაშვილი ნოესკენ გაექანა და ხელები მაგრად მოხვია წელზე. ქალდანმა სწრაფად გასწია ცოლი უკან, დაკვირვებით შეათვალიერა, შუბლზე ცივი ტუჩები მიადო და ოდნავ აკოცა, მერე ცალი ხელით სახლში შეუშვა და რკინის კარები ხმაურით დაუკეტა. ესმოდა როგორ აუწია უცნობმა ხმას, ხედავდა როგორი მშვიდი, მაგრამ აშკრად გაღიზიანებული გამომეტყველება ჰქონდა ნოეს. მოთმინებას კბილებით იჭერდა, ყელზე დაბერილი ძარღვები ლინდასთვის ნათელი იყო და ხვდებოდა რომ იქ კარგი არაფერი არ მოხდებოდა. სახელური ჩამოსწია, მაგრამ არ გაიღო, ნოეს გარედან ჩაეკეტა კარები, თანაც დაზღვევის მიზნით გასაღებიც საკეტში ჩაუტოვებია. დაინახა როგორ დაიძრა ქალდანი კიბეებისკენ და როგორ მიყვა უცნობი.

-ნოე, გამიღე კარები! ნოე!_ხმააკანაკელბული გაჰყვიროდა ქმრის სახელს და ხელებს რკინის კარებზე აბრახუნებდა. _ნოე!_ტირილით ჩაიკეცა შესასვლელში, მუშტების რტყმას მაინც არ წყვეტდა, მერე ძალაგამოცლილმა ხელები დაბლა დაუშვა და შუბლი კარებს მიადო.

რამდენჯერმე სცადა ქალდანთან დაკავშირება, მაგრამ მამაკაცი ტელეფონს არ იღებდა ბოლოს მისი ნომერი საერთოდ გამოირთო. აღარ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა, ტატოს ნომერიც არ აქვს რომ დაურეკოს და სიტუაცია აუხსნას. სასწრაფო წესით გადარეკა თინასთან და თავისთან მისვლა სთხოვა, კარები გარედან გააღებინა და აკანკალებული მაგრად მოეხვია.

-ლინდა, რა გჭირს, რა ხდება?_მეგობრის მდგომარეობით შეშფოთებულმა იკითხა და სახლი მოათვალიერა.

-ის არაკაცი იყო მოსული და ნოე მასთან ერთად წავიდა. _ტირილით ამოსლუკუნა და ფეხზე წამოდგა.

-ვისზე ამბობ?

-ზურამ ვისთანაც წაგაგო?_ხმადბალა კითხა მირანდამ და დასტურის მერე ჩაფიქრებული წამოდგა ფეხზე. _ნოეს მდივანს დაურეკე და ტატოს ნომერი კითხე.

-არა, ლინდამ რომ დაურეკოს იფიქრებს მეჯვარის ნომერი როგორ არ იცისო, მე დავურეკავ. _ასეთ სიტუაციაშიც კი არ იბნევა თინა. _და ტატოს რომ დავურეკავთ რა ვუთხრათ, სავარაუდოდ არც მას ეცოდინება მათი ადგილსამყოფელი.

-შენ ნომერი გაიგე და დანარჩენს ტატო მოფიქირებს.

>>>
-არა, ჩემთან არასოდეს უხსენებია არც სახელი ვიცი და არც გვარი, ისიც არ ვიცი როგორ გამოიყურება.

-ხო მაგრამ ვიღაცამ უნდა იცოდეს, მე ვიცი როგორც გამოიყურება, მაგრმა სად უნდა მოვძებნოთ ეგ არ ვიცი. _ცრემლები მოწიმინდა და ლეპტოპი გახსნა. _ან როგორ უნდა მოვძებნოთ.

-მე მგონი ჯობია ნოეს ზარს დაველოდოთ!

-რამე რომ უქნას? რამე რომ დაემართოს? მერე ვის ზარს ველოდო, სასწაფოს თუ პოლიციის?_ხვდებოდა რომ უკვე პანიკაში იყო.

-ლინდა, ნოე არაფერი მოუვა და გთხოვ დაწყნარდი, უბრალოდ ცოტახანი მოვიცადოთ, გამოჩნდება.

-რატომ წავიდნენ...

-ჭკუას ასწავლის და მოვა, დამშვიდდი. _ღიმილით ჩაუკრა თვალი და წყლის ჭიქა მიაწოდა.

კარების ხმაზე დაფეთებული მიტრიალდა და სახლში შემოსული ნოესკენ სულ ფრენა-ფრენით წავიდა. შორიდანაც შეამჩნია გახეთქილი ტუჩი, მაგრამ იმდენად გახარებული და ბედნიერი იყო მისი ნახვით ამისთვის იმ წამს ყურადღება არ მიუქცევია. ორივე ხელი მაგრად შემოხვია და ტუჩები ყელზე მიაწება. ქალდანმა ცალი ხელით მიიხუტა ცოლი და საფეთქელზე აკოცა.

-სისხლი გაქვს. _როგორც კი მოშორდა ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და პირველადი დახმარების ყუთი გამოიღო კარადიდან. _რამე ხომ არ გტკივა?

-ზედმეტ კითხვებს მისვამ!

-ცოცხალია?_ტუჩმოკვნეტილმა კითხა, თან ცრემლებად იღვრებოდა და თან ტუჩს უსუფთავებდა ქმარს.

-წესით კი. _თავი დაუქნია და ატირებულს გაღიზიანებულმა ააწევინა სახე. _ვერ ვიტან როდესაც ქალი ტირის!

-მოდი ჩვენ დაგტოვებთ და თქვენ ისაუბრეთ. _სიცილით დაკრა მხარზე ხელი ტატომ და გასასვლელისკენ წავიდა, მერე ოდნავ მიტრიალდა ძმაკაცისკენ და წარბწეულმა გამოსძახა. _ჩვენ სალაპარაკო გვაქვს!

>>>
-რომ მითხრა მამაშენის ახლობელი ვარო ძალიან შემეშინდა, იმ წამს ყველაფერზე ვიფიქრე მეგონა რომ ხელს დამავლებდა და წამიყვანდა. _ოდნავ დამშვიდებული უყვებოდა მომხდარს.

-წაყვანით ვერავინ ვერ წაგიყვანს, უბრალოდ შენი შეშინებოდა უნდოდა. _ცივი ხმით ჩაილაპარაკა ნოემ და მუჭი შეკრა.

-გამოუვიდა. შენ რომ ადრე არ დაბრუნებულუყავი შეიძლება შიშისგან მერვედან მესკუპა. _სიმწრის სიცილით დააყოლა და საბანი გადაიხადა, სიცხისგან გული ეხუთებოდა.

-მაგაზე ფიქრს შეეშვი და დაიძინე. არავის მივცემ უფლებას ახლოს მოგეკაროს, დღევადნდელი დღე ჩემი შეცდომა იყო რომელიც აღარასოდეს არ განმეორდება! _ხმადაბლა ჩასჩურჩულა, ოდნავ დაიხარა შუბლზე აკოცა და საძინებლიდან გავიდა.

-კარგი რა, გამიღე კარები. ნოე, ვიხუმრე!_საძინებლის კარებზე გაბმულად აკაკუნებდა, მაგრამ უშედეგოდ, ქალდანს რეაქცია არ ქონია. _ნოე!_ხმაური რომ შეწყდა და გასასვლელი კარების ხმა მის ყურთასმენას მისწვდა ბოლო ხმაზე დაიკივლა ქმრის სახელი. _იცოდე ილოცე რომ სახლში იყო._დაიმუქრა, თითქოს რამის გაკეთების ან თავი ჰქონდეს, ან შესაძლებლობა. _ნოე, ხომ გითხარი ვიხუმრე-მეთქი.

აღარ იცოდა საკუთარ თავზე უფრო ბრაზობდა თუ ნოეზე, რომელმაც ტელეფონი ჩამოართვა, ოთახში გამოკეტა, თვითონ სადღაც წავიდა და კაცმა არ იცის რომელ საათამდე. მაგრამ ყველაფრისგან შეიძლება სარგებელი ნახოს ადამიანმა, საწოლს წარბებშეთამაშებულმა გადახედა კარებიდან გაექანა და მთელი ძალით დახტა.

-ძილინებისა ქმარუკ. _ხელის ქნევით ჩაილაპარაკა და თვალები დახუჭა.

აღმოაჩინა რომ ნოეს იუმორი სულ სხვანაირად ესმის და ლინდას წაკბენები ლელასთან დაკავშირებით მისთვის სულაც არ ასოცირდება გაცინებასთან. ლელაზე ეხუმრა ძალიან კარგი წყვილი იქნებოდით მე რომ არ ვიყო თქვენ ორს შორისო, ნოემაც თავი დაუქნია, მაჯაში ჩაავლო ხელი და პირდაპირ საძინებელში შეაბრძანა. მე თუ მკითხავთ მეტის ღირსია, იქვე უნდა მოეცხო საჯდომზე ერთი ორი, ჭკუის სასწავლებლად.

კარების ხმამ გამოაფხზილა, მაგრამ თვალები არ გაუხელია, არც გვერდი უცვლია და არც სუნთქვა აუჩქარებია. ქალდანს მოაჩვენა რომ ისევ ეძინა და მისთვის ეს ჩაკეტვა პირიქით სასიამოვნოც კი იყო. ნოე ოდნავ გადაიხარა ლინდასკენ და სავარაუდოდ სახეზე დააკვირდა, როცა დარწმუნდა რომ არცერთი ნაკვთი არ ერხეოდა ოთახის გასაღები ტუმბოზე დადო თვითონ კი კარებისკენ წავიდა. როგორც კი კარების დაკეტვის ხმა გაიგონა გახარებული წამოფრინდა ფეხზე და გარდერობთან მდგარი ქმრის დანახვისას ჰაერში გაშეშდა.

-შემეშინდა არ გაიგუდოს-თქო. _ცინიკური ხმით ჩაილაპარაკა ნოემ და ლინდასკენ წავიდა. _როგორ მოგეწონა ოთახში განმარტოვება?

-რაც წახვედი იმის მერე გათიშულს მძინავს. _კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და ცალი წარბი ასწია. _არ გამოგივიდა ნომერი._თვალები აუფახუნა. _მე მგონი კარზე ზარია. _მისაღებისკენ წასულ ნოეს უკან აედევნა და ბართან გაჩერდა.

იმ წამს ყველას ელოდა, ზურას ნახვასაც კი, მაგრამ ეკა თუ გამოეცხადებოდა ვერასოდეს ვერ წარმოიდგენდა. პირისკენ წაღებული ვაშლი ბარზე დადო და მონატრებულ დედასთან ჩახუტების სურვილი თითებს ერთმანეთზე გადაჯვარედინებით “ჩაიცხო.” ეკამ ცალი თვალით სახლი მოათვალიერა, ალბათ ნერვიულობის დაფარვას ცდილობდა, ცალი თვალით კი ლინდას არ აშორებდა მზერას.

-ამას არ ვიმსახურებდი. _ხმადაბლა დაიწყო ქალმა. მინაშვილმა აცრმელებული თვალებით გადახედა ნოეს და თავი ჩახარა.

-დაბრძანდით. _ნოემ გაშლილი ხელი ოდნავ მიადო ზურგზე სიდედრს და დივნისკენ მიუთითა. ეკამ ღიმილით დაუქნია თავი და ჩამოჯდა.

-რამდენიმე თვეში ვაპირებთ ქორწილსო..._შვილის სიტყვები გაიმეორა და წყვილს გადახედა. ნოემ ცოლს ხელი წელზე მოხვია და ეკას პირდაპირ დასხდნენ.

-დედა, ვიცი რომ შენთვის გაუგებარია ჩემი გადაწყვეტილება, მიუღებელია, ნაჩქარებია, მაგრამ მე ბედნიერი ვარ და ვთვლი რომ სწორად მოვიქეცი. _ცრემლმორეულმა ჩაილაპარაკა და ნოესცახედა, რომელიც დაჟინებული მზერი უყურებდა ცოლს.

-სიძესთან მექნება რამდენიმე შეკითხვა. _მოულოდნელად ნოეს მიუტრიალდა ეკა. ქალდანმა ცოლს სწრაფად მოაშორა მზერა და სიდედრს გადახედა. _როდის გადაწყვიტეთ რომ ლინდა უნდა მოგეყვანათ ცოლად?

-1 წლის წინ. _სწრაფად უპასუხა და მისკენ შეტრიალებულ ცოლს მკლავებზე თითები დაუსვა.

-და 2 წელია ერთმანეთს იცნობთ..._დაეჭვებულმა აათვალიერ-ჩაათვალიერა წყვილი. _როგორ არცერთხელ არ წამოგცდა, ან მე როგორ ვერ შეგატყე. _საკუთარ თავზეც ბრაზობდა.

-არ მინდა რომ ჩემზე ნაწყენი და გაბრაზებული იყო. _მუდარით ჩაილაპარაკა ლინდამ და ინსტიქტურად ჩასჭიდა ნოეს ხელს თავისი ხელი. ქალდანმა ტუჩის კუთხეში ჩაიღიმა და თვალი ჩაუკრა.

მართალია ეკა ბოლომდე ვერ დიაყოლიეს და ვერ შემოირიგეს, მაგრამ პირველი შეხვედრისთვის არაუშავდა, ადამიანური დიალოგი შედგა მათ შორის. ნოე ცდილობდა დედა-შვილს შორის არ ჩამდგარიყო და მხოლოდ მაშინ იღებდა ხმას როცა ეკას ინტერესის დაკმაყოფილება ხდებოდა საჭირო. სიძით აშკარად მოხიბლული და ნასიამოვნები დარჩა, ერთი შეხედვითაც ეტყობა ქალდანს როგორი ტიპაჟის ადამიანია, ეკას კიდევ მისნაირი ჩამოყალიბებული მამაკაცები ძალიან მოსწონს და თვლის რომ ოჯახს ზუსტად ასეთი კაცები ინარჩუნებენ. ცოტახანში დედა-შვილს მარტო დარჩენის საშუალება მისცა და თვითონ ოთახში შევიდა, ასეთ დროს ხომ შვილთან ძალიან ბევრი კითხვა უჩნდება დედას.
ეკას წასვლამ გული დასწყვიტა, იმდენად მიჩვეულია მასთან ერთად ყოფნას, ყველაფრის გაზიარებას... ამდენი ხნის უნახავი ერთ საათში რომ გააცილა გულიც თან გააყოლა. მოღუშული ჩაეშვა სავარძელძი და თხელი პლედი მიიფარა.

>>>
შუა დღეს სამსახურიდან ადრიანად მოუწია დაბრუნება, ყველა საქმეს მორჩა მეორე სართულზე, მიმღებში აღარ ჩავიდა და პირდაპირ სახლში წამოვიდა. სააბაზანოდან გამოტანტალებუმა პირსახოცი მჭიდროდ შემოიხვია სხეულზე და მისაღებში გავიდა. ის ის იყო დაბალ მაგიდაზე მდგარი წვენის ჭიქა უნდა აეღო, შემოსასვლელიდან კარების ჩხიკინის ხმა რომ გაიგონა. სწრაფად დაჭყიტა თვალები, ტანზე დაიხედა და კუდამოძუებული გავარდა საძინებლისკენ.

-ნოე, შენ ხარ?_ოთახში შესულმა ხმამაღლა გამოსძახა ქმარს და პასუხს დაელოდა, თან აჩქარებული იცვამდა ტანსაცმელს. ჩამოშლილი პირსახოცი თავიდან დაიხვია თავზე და სპორტულებში გამოწყობილი გავიდა მისაღებში, სამზარეულოში მანანა დახვდა პროდუქტებით დატვირთული. ლინდას დანახვისას შეშინებულმა დაიკივლა და ადგილზე შეხტა.

-ბოდიშით._დაბნეულმა ჩაილაპარაკა და გრაფინიდან წყალი ჩამოასხა. _დალიეთ.

-სახლში არ გელოდებოდით._გულზე ხელი მიიდო და წყალი მოსვა.

-თქვენობით რატომ მელაპარაკებით? _ნაწყენმა კითხა და ბარის სკამზე შემოჯდა. _არ მომწონს ეგრე რომ მესაუბრები, მგონია რომ რაღაცა კანონზომიერება ირღვევა. თან მე მგონი დროა დავახლოვდეთ და შენობით ფორმაზე გადავიდეთ. _ღიმილით ჩაილაპარაკა და ნიკაპით ხელისგულს დაეყრდნო.

-მაშინ გულწრფელი ვიქნები და გეტყვი რომ ნოეს ამ გადაწყვეტილებამ ძალიან გამაკვირვა, არ ველოდებოდი. _მორიდებულმა ჩაილაპარაკა და ლინდას რეაქციას დააკვირდა. მინაშვილს ხმადაბლა ჩაეცინა.

-გაგიკვირდებათ და არც მე ველოდებოდიი.

-არა, უკვე დრო იყო, მაგრამ არასოდეს არავინ მინახავს მის გვერდით. აქ რომ იყვნენ კი იძახდნენ ვიღაცაზე ყავსო, მაგრამ მე არასოდეს მინახავს და ალბათ შენზე იძახდნენ.

მარის გახსენებისას ნერწყვი გადასცდა მინაშვილს. თანხმობის ნიშნად მორიდებულმა დაუქნია თავი და მანანას სიტყვებზე ჩაფიქრდა. რა გამოდის რომ მარი სახლში არასოდეს მოყავდა, ან თუ მოყავდა რა დროს, ღამის საათებში როცა მანანა სახლში არ იყო? ამ ორი ადამიანის წარსული ცოტა არ იყოს და ლინდას აბნევს, ვერ ხვდება რა ურთიერთობა ჰქონდათ. თუ მანანა არ იცნობს ე.ი. სახლში ძალიან იშვიათად ამოყავდა, ისიც ღამის საათებში და თუ საერთოდ არ ამოყავდა მაშინ ზღვაზე ერთ სახლში რატომ ისვენებდნენ?!

>>>
-შენი ნივთები ჩემს ოთახში გადაიტანე.

ქმრის უეცარმა ზარმა გააკივრვა, მაგრამ როგორც კი მისი ხმა გაიგონა იმ წამსვე მიხვდა რაშიც იყო საქმე. სახედამანჭულმა გადაიძრო პლედი, დივნიდან წამოდგა და ნივთების გადასატანად შევიდა ოთახში. ყველაფერი არც ამჯერად არ გადაუტანია, საჭირო და დილაობით გამოსაყენებელი ნივთები. ამ ოთახში მაინც არავის არ უშვებს ნოე და დანარჩენებზე აქ შემოვა ხოლმე. გარდერობში ყველაფერი ლამაზად შეკეცა, ტრილიაჟზეც გამოძებნა სუნამოების ადგილი. თვალი ნოეს ერთ-ერთი სუნამოსკენ გაექცა, ღიმილით გადაუსვა ხელი ნაცნობ ბოთლს და ეშმაკურად ააფახუნა თვალები. თვალებდახუჭულმა მიისხა სუნამო ყელში და თითებით ნაზად გადაინაწილა. სუამოს სურნელი წამებში იგრძნო და თვალებდახუჭულმა წარმოიგინა რომ სადღაც ახლოს ნოე ყვას. განაბული უღიმოდა შავს სივრცეს და თითებით სუნამოს ბოთლს ეფერებოდა. მოულოდნელად უკნიდან ქმრის სხეული იგრძნო, ქალდანმა ორივე ხელი მუცელზე მოხვია ცხივირი მის ყელში ჩარგო. ქალდანმა დახარბებულმა შეისუნთქა მამაკაცის სუნამოში არეული ლინდას სურნელი და ტუჩებით ნაზად დაუკოცნა კანი, მერე კი თავისკენ მიატრიალა და სახე დაუჭირა. ფრთხილად დაიხარა გოგონას ათრთოლებული ბაგეებისკენ და ოდნავ შეეხო, მერე კი ცინიკური მზერით ახედა მის მინაბულ თვალებს და ტუჩები ყელისკენ ჩააცურა. საშინლად მწველი და ვნებიანი ბაგეები ჰქონდა ქალდანს, მისი თითოეული შეხება გაბრუებულს გონს უკარგავდა და სიამოვნების უსასრულო მორევში ძირავდა. ნოემ სუნამოს ბოთლი ისევ უკან დააბრუნებინა და მოულოდნელად ქვედა ტუჩზე მსუბუქად უკბინა. ტკივილისგან ხმადაბლა წამოიკრუსუნა მინაშვილმა და თვალები გაახილა.

-რატომ აკეთებ ამას?_მინაბული ხმით კითხა ქმარს და შავ, ცივ თვალებში ჩააშტერდა. ქალდანი ოდნავ მოშორდა ცოლის სხეულს, ცალი ხელი წელზე მოხვია და საწოლისკენ წაიყვა. ხელის მსუბუქი კვირთ საწოლზე დააწვინა, თვითონ კი ზემოდან დააჩერდა.

-რას რატომ ვაკეთებ?_ვნებისგან ჩახრეწილი ხმით კითხა, გოგონასკენ დაიხარა და სპორტული ზედის ქვეში თითები შეუცურა. ქმრის ცივი ხელის შეგრძნებისას გააჟრიალა, საინტერეოსა ცივი არ ესიამოვნა თუ ნოეს შეხებამ გამოიწვია მისი ეკლები მთელ სხეულზე.

-აი, ამას. _ხმა უფრო და უფრო უწყდებოდა.

-იმიტომ რომ ეს ორივე გვსიამოვნებს. _ყურთან ახლოს ჩასჩურჩულა, თანაც ისე რომ ლინდას მუცელზე თითებით თამაში არ შეუწყვეტია.

-ნოე, ეს არასწორია. _თავისას არ იშლიდა, ეგონა რომ ეს ყველაფერი დროებითია.

თითოეული შეხებისგან გამოწვეულ სიხარულში და სიამოვნებაში იმალება შიში, შიში რომ ოდესღაც ამ მამაკაცისგან წასვლა მოუწევს და თანაც იმ დროს როცა უკვე უგონოდ იქნება შეყვარებული. ხვდება რომ ეს თანაცხოვრება ბევრ ძალიან მტკივეულ მომენტს უსახსოვრებს, ხვდება რომ ეს კაცი მისთვის უბრალო სიმპათია და გატაცება არაა, ხვდება რომ მალე გრძნობები უფრო დაუსერიოზულდება და ზუსტად იცის რომ ამის შესაჩერებლად არაფრის გაკეთება არ შეუძლია. ქალდანის შეხებისას უძლურდება და იძულებული ხდება მარტო იმ ლინდას დაუჯეროს რომელსაც ნოესთან ერთად ყოფნა უნდა და არაფერი არ აინტერესებს დედამიწის ზურგზე. ათრთოლებული თითები ნაზად მოხვია კისერზე და ჩაწითლებული თვალებით ჩააჩერდა მისთვის ყველაზე იდუმალ თვალებს.

-ვიცი რომ არ გიყვარვარ, მაგრამ გულს ნუ მატკენ.

ჩურჩულით ჩაილაპარაკა და ახლა უკვე საკუთარი ინიციატივით აკოცა ქმარს. ქალდანმა ღიმილით მოაშორა ტუჩები და ლოყაზე აკოცა, მერე კი წელში გასწორდა და ფეხზე წამოდგა. არ გაკვირვებია, პირიქით მისი საქციელით კმაყოფილმა ჩაიღიმა და თვითონაც წამოდგა.

-მაკარონის სალათა გაგიკეთე. _ტუჩი მოიკვნიტა და სამზარეულოსკენ წავიდა. _ნივთები რატომ გადამატანინე, კიდევ ვინმე მოდის?_სიცილით კითხა და თეფშები გამოიღო. ნოემ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და სააბზანოში შევიდა.

>>>
-ძალიან არ მინდოდა თქვენი შეწუხება, ქირითაც გავიდოდი, მაგრამ ასე მალე ვერაფერს ვერ ვნახავთ._შეწუხებულმა ლიკომ აღარ იცოდა სად წასულიყო.

-პირიქით ძალიან გამიხარდა ნოემ რომ მითხრა რამდენიმე დღე ჩვენთან იქნებიანო. _გულწრფელი სიხარულით ჩაილაპარკა და დედამთილს ჩანთა გამოართვა. _საძინებელში შეიტანე. _ეშმაკური ღიმილით გადააწოდა ქმარს და თვალი ჩაუკრა, მერე კი დედამთილთან ერთად მისაღებში დაჯდა.

-ისე უცებ ჩამოუშვეს იმ ოხრებმა წყალი, 2 ოთახი ერთდროულად მომისპეს. არადა 4 თვის წინ დავამთავრეთ რემონტი.

-ვახო ბიძია სად არის?_ინტერესით მოიკითხა მამამთილი.

-მუშების მოსაძებნად წავიდა და მოვა მალე. საგიჟეთი დავტოვე სახლში.

-ყავას ხომ დალევთ?

-დავლევ, ცოტა თავიც მტკივა და იქნებ გამიაროს. თქვენ რას შვებით როგორ ხართ?_უცებ მოვიდა ხასიათზე. _როგორ არ მინდოდა ახლა აქ გადმოსვლა შენ ვერც კი წარმოიდგენ. მე რომ ახლაგათხოვილს დედამთილი დამადგა თავზე გული ლამის წამივიდა ისე ვინერვიულე, ქმართან ერთი წამით არ მტოვებდნენ მარტო. _შეწუხებულმა გაიხსენა ახალგაზრდობა და საძინებლიდან გამოსულ შვილს ღიმილით მიუტრიალდა. _ხასიათები ცოტა ცუდი აქვს, მაგრამ გული აქვს კარგი.

-ლიკო!_შუბლშეკრულმა ჩაილაპარაკა დედის სახელი და მანქანის გასაღებს დასწვდა. _წავალ ვახოს მივეხმარები, თუ რამე დაგჭირდებათ დარეკეთ.

>>>
გვიან ღამე მოუწიათ დაძინება, ნოე და ვახო მუშებთან ერთად სახლში რაღაცებს აკეთებდნენ და 10 საათამდე არ დაბრუნებულან. მერე ივახშმეს, ცოტა ისაუბრეს ერთმანეთი უკეთ გაიცნეს და ამასობაში 1 საათიც გახდა, თვალებმიბლეტილს ნოეს მხარზე ჩამოეყვინთა. ქალდანმა წაბრწეულმა დახედა მძინარე ცოლს და მშობლებს დაემშვიდობა. მინაშვილი ფრთხილად აიყვანა ხელში და საძინებლისკენ წააფრიალა. ლინდამ ზმუილით ამოიფშუტუნა და ხელები კისერზე მოხვია, ოთახში შესვლისას თვალები ოდნავ გაახილა, როცა გაიაზარა რა მდგომარეობაშიც იყო ორივე თვალი დაჭყიტა და ქმარს დააკვირდა, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ გამოფხიზლდა.

-რატომ ჩამეძინა?_ძილბურანში მყოფმა კითხა და საწოლს ღიმილით გახედა. _მეძინება. _თავისთვის ბურტყუნებდა რაღაცებს და თვალებს ათამაშებდა. ქალდანმა ცალი ხელით გადასწია საბანი და ცოლი ფრთხილად დააწვინა.

-იცოდე არ იკივლო!

წინასწარ გააფრთხილა და ჯინსის შარვალზე პირველი ღილი შეუხსნა, მერე ელვა შესაკრავი გახსნა და ჯინსი ნელა ჩააცურა დაბლა. ძილშიც კი იგრძნო რაღაცა ცივის, მაგრამ საშინლად სასიამოვნოს შეხება და უნებურად გაეღიმა. ნოემ ცინიკური ღიმილით ახედა ცოლის გაბადრულ სახეს და ამჯერად სპეციალურად დაუსვა თითები მოშიშვლებულ ფეხზე. კიდევ ერთხელ გაეღიმა ლინდას, მე მგონი ეს გოგო ნოეს შეხებაზე დაპროგრამებულია, სულ იღიმის და ბედნიერდება. ქალდანმა თავი გააქნია და ახლა ზედის გახდას შეუდგა.

>>>
დილის შვიდ საათზე დააჭყიტა თვალები და ქმრის სხეულზე გადახლართულ საკუთარ ხელ-ფეხს დააკვირდა. გაოცებულმა დაიხედა ტანზე და ბიუსჰალტერის და ქვედა საცვლის ამარა დარჩენილმა პირი დააღო. როცა გაიაზრა რა ხდებოდა ხელი შუბლზე მიირტყდა და ტუჩები სირცხვილით დაბრიცა. ჯერ როგორი საყურებელია შენს რძალს რომ შენს თვალწინ ეძინება, მერე შენს შვილს ხელში აყვანილი გაყავს ოთახში და ბოლოს... ღმერთო ჩემო, რა სულელი გოგოა. ფრთხილად მოსცილდა ქმრის სხეულს და იქვე გადაფენილ ხალათს გადასწვდა, საწოლშივე მოიცვა და სწრაფად წამოდგა ფეხზე. მისი ტანსცმელი ლამაზად ქონდა ნოეს სავარძლის საზურგზე გადაკიდებული. გაახსენდა როგორ კრუსუნებდა მამაკაცის შეხებისგან გამოწვეული სიამოვნებით და ლამის ბოლო ხმაზე უღრიალა საკუთარ თავს.

სააბაზანოდან გამოსულს ნოე ოთახში აღარ დახვდა, მამაკაცი სავარჯიშოთ იყო წასული. პირსახოცი თავზე კარგად მოიხვია და გასწორებულ საწოლზე ბალიშები დაყარა. განსაკუთრებით მოსწონს ნოეში ეს ჩვევა, საკუთარ საწოლს ყოველთვის თვითონ ალაგებს.
გარდერობიდან სპორტულები გამოიღო და პირსახოცი მოიხსნა.

-შენები სად არიან?_გაკვირვებულმა კითხა სახლში ახლადშესულ ქმარს და ყავის ფინჯანი გამოიღო.

-საღებავების ასარჩევად წავიდნენ.

-ყავა არ გინდა?

-კი, გადავივლებ და გამოვალ.

-კვერცხს და ძეღვს შეგიწვავ. _ხმამაღლა მიაძახა ოთახში შესულს და გაზქურისკენ მიტრიალდა.

ღიღინით გაუმზადა საუზმე და ყავის ფინჯანი გამოიღო კარადიდან, ნოეს დოზა უკვე ზეპირად იცის, ცოტახანში ალბათ ყავის მარცვლებასაც დაითვლის. უშაქრო ყავა და ფორთოხლის წვენი სინზე დადო და მაგიდისკენ მიტრიალდა. ქალდანი საშინაო ფორმაში გამოწყობილი გამოვიდა ოთახიდან, პირსახოცი სააბაზანოში შეიტანა და სავარაუდოდ პირდაპირ სარეცხ მანქანაში შეაგო, მერე კი აჩეჩილი თმებით სამზარეულოში დაბრუნდა. ლინდამ საკუთარი თავი ძლივს მოთოკა რომ არ მისულიყო და კოცნის სურვილით არ დაეკმაყოფილებინა გული. უკვე ხვდება რომ საკუთარი თავის უხამს ფიქრებში გამოჭერას ეჩვევა და ეს ძალიან არ მოსწონს. მინაშვილმა ფიქრების გასაფანტად თავი გააქნია და გაზქურას მიუტრიალდა. უკნიდან მოპარულმა ქალდანმა ცალი ხელი მუცელზე მსუბუქად მოხვია და ტუჩები კისერზე მიაწება. მოულოდნელობისგან გაბრუებულმა თავი ოდნავ მიატრიალა ქმრისკენ და ტუჩის კუთხეში ნასიამოვნებმა ჩაიღიმა.

-როგორ იყო?! ჩემი პირველი კოცნა შენ გეკუთვნის და პირველი ღამეც შენ უნდა მომპაროო...

ვნებისგან ჩახლეჩილი ხმით ჩასჩურჩულა ნოემ და კბილები ოდნავ მოსდო ყურის ბიბილოზე. ლინდამ თვალებდაქაჩულმა მოიშორა ქმრის ხელი და მისკენ მიტრიალდა. “თურმე რა არ მასვენებდა, თურმე რას ვბოდავდი ძილში. “

-და მე როგორც ნამდვილი მამაკაცი შენს სურვილს უახლოეს მომავალში აუცლებლად ავასრულებ!_დუმილი ცინიკურად კმაყოფლმა ნოემ დაარღვია, ცოლს მოშორდა და მაგიდასთან დაჯდა.

შუა დღით გოგონებთან ერთად გავიდა კაფეში. შაბათი დღე საკუთარი თავისთვის რომ აქვს ეს უკვე ვიცით. დედამთილ-მამამთილი რემონტის ამბებზე იყვნენ წასულები, ნოე სახლში იჯდა და ისევ სამსახურის საქმეებს აგვარებდა, ლინდასაც მობეზრდა მთელი დღე სახლში ყოფნა და სადაქალო შეკრიბა. ახალი ამბები გაცვალეს, რომელიც რამდენიმე წუთის წინ მოხდა, აბა ისე ერთმანეთზე ყველაფერი იციან, 24 საათი მესენჯერში აქვთ თითები. დედამთილზე და მამამთილზეც ისაუბრა, რამდენადაც გასაკვირი არ უნდ აიყოს დაქალებთან ორივე აქო და ადიდა, მაგრამ ვაჭარბებ... უბრალოდ აუხსნა როგორი ადამიანები არიან, არც უქია და არ უდიდია. სამაგიეროდ ნოე სძაგებაში აქვს ენა მოღლილი, სულ მის უჟმურ ხასიათზე ეწუწუნება თინას და მირანდას.

-ჩემს დაბადების დღეზე რა ვქნათ?

-როგორც წინა წელს?

-ოო, მომბეზრდა ერთი და იგივე, სადმე რომ დავსხდეთ მარტო ჩვენ და ქმრებ შეყვარებულები? და რამდენიმე ახლობელი. _ღიმილით ჩაილაპარაკა და ხელები გაშალა.

-ეგრე შენ შენს დაბადების დღეზე მარტოკინა გამოდიხარ. _ირონიული ღიმილით დაგესლა მეგობარი მირანდამ და აფხუკუნებულ ლინდას გადახედა. თინამ წარბწეულმა და ტუჩმობრეცილმა აათვალიერ-ჩაათვალიერა მეგობარი და კოპებშეკრულმა ჩაახველა.

-წინ კიდევ 2 კვირა მაქვს, ასე რომ მიფრთხილდით!_ეშმაკური ღიმილით ჩაილაპარაკა და წარბები შეათამაშა.

-ანუ გინდა თქვა რომ 2 კვირაში იპოვი ისეთ ბიჭს ვისთან ერთადაც შეყვარებული სტატუსით მოხვალ დაბადების დღეზე?_აშკარად იწვევდა მირანდა. თინამ თანხმობის ნიშნად ოდნავ დაუქნია თავი და ხელი გაუწოდა. _რა?

-დავნაძლევდეთ, რომ თუ მე მართლა ვიპოვი ისეთ ადამიანს რომელთან ერთადაც შეყვარებულის სტატუსით მოვალ მაშინ შენს კრემისფერ კაბას მისახსოვრებ.

-და თუ ვერ მოხვედი? ოღონდ დაქირავებული შეყვარებულეი არ ითვლება!_კატეგორიული ტონით გააფრთხილა მირანდამ.

-მოსულა. და თუ ვერ მოვედი მომიწევს შენი დეგენერატული ხუმრობების მოსმენა. _გაწვდილი ხელი ჰაერში შეათამაშა და მირანდას ანიშნა ჩამოამრთვიო. _ჩაჭერი!

-ო-ოუ. _აზარტში შესულმა ლინდამ ღიმილით დაუსვა ხელი დანასავით და ტაში შემოკრა. _აბა ვნახოთ ვინ მოიგებს.

-რა თქმა უნდა მე!_საკუთარ თავში დარწმუნებულმა თინამ წარბები შეარხია და ყავა მოსვა.

>>>
გასაღები საკეტს მოარგო და სახლის კარი შეაღო. პურის პარკი და ჩანთა ერთ ხელში დაიკავა და დივანზე წამოწოლილი ქმარი შესასვლელიდან დალანდა. ფეხაკრეფით შევიდა ოთახში, პარკი ბარზე დადო და ფეხისწვერებზე აწეულმა გადახედა ნოეს, რომელსაც წიგნით ხელში ჩასძინებია. ლინდმა ღიმილით შეათამაშა მხრები და ჩუმი ნაბიჯებით მიუახლოვდა ქმარს. გაბადრულმა დახედა ზემოდან მძინარე ნოეს და ხელები ტუჩებზე აიფარა ღიმილით შესაკავებლად, დღითიდღე უფრო ესიმპათიურება საკუთარი ქმარი და ყოველ დღე აცნობიერებს რომ რაღაცა ძალიან ძვირფასის თანამოზიარეა, მაგრამ იმასაც ძალიან კარგად ხვდება რომ ეს რაღაც კი არა ვიღაცაა და ცოტა ფრთხილად უნდა იყოს. არ უნდა დაივიწყოს რატომ არის ამ სახლში და რა მიზანს ემსახურება მათი უეცარი ქორწინება. ფიქრებით მოშხამული გონება სწრაფად გადაეწყო მეორე ლინდას ჭკუაზე და დარდრიანებულმა ხამამაღლა ამოიხვნეშა. წელში გასწორდა და გატრიალება დააპირა, მოულოდნელად მისთვის უკვე ნაცნობი ძლიერი ხელები რომ იგრძნო მკლავებზე. თვალის დახამამხებაში აღმოჩნდა დივანზე, ნოეს ზემოდან.

-ნოე.

ხმამაღლა წამოიძახა ქმრის სახელი და მის მკლავებში ახლართულმა თავის დახწევა სცადა, თუმცა უშედეგოდ. ქალდანი ადგილიდან განძრევის საშულაებას არ აძლევდა და ცხვირის წვეროთი ლინდას ლოყას ეთამაშებოდა. როცა ქმრის მოქმედება დააფიქსირა, ხელები და ფეხები ერთდოულად გააჩერა და წარბაწეულმა გადახედა. ისე სასაცილოდ იყო გასკვლანჯული. ხელები ზურგთან ქონდა შეკრული, ფეხები კი ჰაერში ქონდა აშვერილი.

-ვეღარ ვსუნთქავ. _ზმუილით ჩაილაპარაკა და თავი მაღლა ასწია.

-ახლა ისეთი რაღაცის გაკეთებას ვაპირებ მოგიწევს სუნთქა სულ შეიკავო.

გააფრთხილა და ტუჩებზე გაველურებული დაეტაკა. მინაშვილმა თვალებდაჭყეტილმა შეათვალიერა ვნებისგან გაცეცხლებული ქმარი და მისი რჩევით სუნთქვა შეიკავა. არ ვიცი როგორ მოახერხა, მაგრამ ისე რომ ცოლისთვის არცერთი ხელი არ გაუშვია მოულოდნელად მის ზემოდან აღმოჩნდა. ლინდამ როგორც კი სხეული მოასვენა და გასკვლანჯული ხელებიც გაინთავისუფლა გახარებულმა დახუჭა თვალები და ხელები კისერზე მოხვია ვნებააშლილ ქმარს. ნოე ნელა მოშორდა ლინდა სხეულს და თვალებდახუჭულ, ჯერ კიდევ იმქვეყნად მყოფოს ზემოდან ირონიული ღიმილით დააჩერდა. როდის როდის მიხვდა რომ მამაკაცის ტუჩები აღარ ეხებოდა და უკმაყოფილომ გაახილა თვალები. ცინიკურად მომღიმარი ნოეს დანახვისას შუბლშეკრულმა ჩაახველა და დივანზე წამოჯდა, მერე კი ცელქობის დროს აჩეჩილი თმები და ტანსცმელი შეისოწრა.

-2 კვირაში თინას დაბადების დღეა და გვინდა რომ შენც წამოხვიდეთ, თუ რა თქმა უნდა შეძლებ. _მიხვდა რომ ნოე რაღაცა საძაგლობას ეტყოდა და საუბარი სულ სხვა თემით დაიწყო.

-ცოლის დაქალის სურვილი ჩემთვის “კანონია.”_თვალი ჩაუკრა და ფეხზე წამოდგა. _არ გშია?

-გამოვიცვლი და მოვამზადებ რამეს. _სწრაფად წამოდგა ფეხზე და ოთახისკენ წავიდა.

-ჩახოხბილი გავაკეთე. _ქალდანის სიტყვებმა მისაღებში გაყინა. ნელა მიატრიალა ნახევარი ტანი ქმრისკენ, მერე მარცხენა ფეხი და ბოლოს მარჯვენაც მიაყოლა.

-რა ქენი?_გაოგნებულმა კითხა და გაზქურას გახედა, რომელზეც დიდი ქვაბი იწონიდა თავს. _შენ... გააკეთე ჩახოხბილი?_თან ლუღლუღებდა. _ნოე, ასეთი ცუდი ცოლიც არ ვარ რომ 2 კვირაში მომიშორო თავიდან. _ფხუკუნით დაასრულა წინადადება და მოჩვენებითი სერიოზულობით “იწყინა.” ქალდანმა შუბლშეკრულმა და აღრენილმა გადახედა ცოლს, მერე ზურგი აქცია და სამზარეულოში შევიდა.

-შეგიძლია კვერცხი და ძეხვი შეიწვა. _ზრდილობიანად გასცა პასუხი და ერთი თეფში გამოიღო კარადიდან.

>>>
-შესასვლელის კედლები ღია აგურისფერში გადავწყვიტეთ._გახარებული უხსნიდა დედამთილი რემონტის დეტალებს და თან სურათებს ათვალიერებდა.

-მე მგონი ეს მართლა ძალიან მოუხდება, სივრცეც დიდია და ძალიან არ ჩაამუქებს. _თავი დაუქნია და ნოეს გადახედა. _შენ რას იტყვი?

-მე რაც მომწონდა ამ სახლში გავაკეთე. _თვალი ჩაუკრა და ლეპტოპს მიუტრიალდა. ლინდა თავის ქნევით გააჯავრა უჟმური ქმარი და ისევ სურათებს ჩააშტერდა.

-და აბა 2 ოთახი გააფუჭა წყალმაო?

-ბარემ თავიდან გადავაკეთოთო._უკმაყოფილო სახით ჩაილაპარაკა მამამთილმა და მომღიმარ ცოლს კოპები შეუკრა.

-ეს მამა-შვილი ერთად კატასტროფაა. _აი, თურმე ვის გავს ნოე ასეთი უჟმური, მაგრამ ბატონი მამა ყოველთვის არ არის ცუდ ხასიათზე,ახლა აშკარად ცოლის გადაწყვეტილებას ყავს გაწბილებული, თორემ ისე მშვენივრად ჟღურტულებდნენ გუშინ საღამოს.

>>>
კვირას თინას ზარმა გამოფხიზლა, თვალებმიბლეტილმა დაუწყო ტელეფონს ძებნა, როცა ვერ მიაგნო იძულებული გახდა ცალი თვალი მაინც აეფახუნებინა და ისე მოეძებნა. ხმაურზე აშკარად ნოეც შეუწდა და ამოიზმუილა. ლინდამ სასწრაფო წესით დაავლო ტუმბოზე მოსეირნე ტელეფონს ხელი და ჩურჩულით უპასუხა მეგობარს.

-კნეინა, დღეს საყიდლებზე უნდა გამომყვეთ. _მეგობრის მხიარულმა ხმამ ლამის ჭკუიდან გადაიყვანა, ვერ იტანს როდესაც ვიღაცა აღვიძებს, თანაც ტელეფონის საშუალებით და თანაც ასეთი მიზეზით.

-ამაზე ხომ უკვე ვისაუბრეთ და 3_ზეო. _შეწუხებულმა ჩაღრინა ტელეფონში.

-ადრე გამეღვიძა და მეთქი ლინდას მოვიკითხავ-თქო.რა იყო რა აგრესიული ხარ._აშკარად დასცინის.

-დაგატეხავ თითებს, მოიცადე. _დაემუქრა ტელეფონი გაუთიშა და ქმრისკენ გადატრიალდა. ქალდანი ზურგით იწვა და მშვიდად სუნთაქვდა. ლინდამ ღიმილით შეუსწორა საბანი და შიშველ მკლავებზე დააფარა, მერე კი ყურებამდე გაკრეჭილი უყურებდა მის ძლიერ მხრებს.

>>>
თინას დაბადების დღისთვის განსაკუთრებული მზადება მიმდინარეობდა მთელი ორი კვირა. საყიდლებზე დაყავდა გოგონები და მოსართავ ატრიბუტებს ყიდულობდა, მერე ფერი აღარ მოსწონდა და ათასჯერ ცვლიდა იდეებს. ბოლოს ისევ მირანდამ შეუღრინა და პარასკევს საღამოს ბარის მოსართავად წავიდნენ. სულ სიცილ-ხარხარში გაატარეს დრო, ერთმანეთიც მორთეს, ბარიც და დაიშალნენ. თინა განსაკუთრებულად ეშმაკური იყო ბოლო რამდენიმე დღე, რამდენჯერაც მირანდამ სანაძლეო შეახსენა იმდენჯერ თავის კანტურით ჩაიდუდღუნა რაღაცა და თავისი საქმე განაგრძო.

ლინდა ცოტას ღელავს, გათხოვილი ქალის სტატუსით პირველად უნდა გამოჩნდეს საზოგადოებაში ქმართან ერთად, პირველად უნდა დაენახოს თავის მეგობრებს, ახლობლებს ნოესთან ერთად და ცოტა არ იყოს ამაზე ნერვიულობს. არავისი აზრი არ აინტერესებს, უბრალოდ ეშინია ვინმემ რამე არ შეატყოს და ყოველივე ამის შემდეგ გამოძიებები არ ჩაატარონ, როგრც ხდება ხოლმე და სიმართლე არ ამოუქექონ. დედამთილ-მამათილთანაც ისეთი დაძაბული იყო, სულ ეშინოდა რამე არ მოხდეს და რომელიმეს არ წამოგვცდეს ჩვენი ურთიერთობიდან წამოსროლილი გესლიანი ფრაზებიო. სანამ რაღაცას იტყოდა მასზე და ნოეზე ათასჯერ ფიქრობდა და გონებაში ყველა დეტალს ახარისხებდა, მხოლოდ ამის შემდეგ იღებდა ხმას. ზოგადად ამ სიტუაციით ძალიან დაძაბულია და უნდა რომ შაბათ საღამოს მაინც მოეხსნას ეს სტრესი. ნოემ ლინდას სთხოვა თინასთვის საჩუქარი შერჩევა, ჩემს სახელზეო. საჩუქრებთან ქალდანის დამოკიდებულება უკვე შესანიშნავად იცის, მაგრამ იმას ვერ ხვდება ნოესგან თინას რა შეიძლება გაუხარდეს. ან ნოეს სტილში რომელი საჩუქარი შეიძლება ჩაჯდეს. ბოლოს თინას საყვარელ სუნამოზე შეაჩერა არჩევანი, ზოგადად კაცები ხომ ყოველთვის სუნამოთი ცდილობენ თავის დაძვრენას. თუ ქალის საყვარელი სურნელი იცი პრობლემაც მოგვარებულია.

კოჭამდე ლამაზი დაშვებული შავი, მარცხენა ფეხთან ჩახსნილი კაბა ჩაიცვა, წითელი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და ამავე ფერის პატარა ჩანთა დაიკავა. ფერების შეხამება ყოველთვის უყვარს, მაგრამ წითელზე და შავზე ჭკუას კარგავს. უყვარს როდესაც ქალი ერთდროულად მიმზიდველი, მომხიბლავი, სექსუალური და ნაზია. ვერ იტანს როდესაც ქალში მხოლოდ სექსუალურობის ნიშნები გამოიკვეთება, ჩაცმით ძალიან ბევრ რაღაცას უნდა უსვამდეს ქალი ხაზს. ფეხაცმელსაც დიდი დაკვირვებით არჩევს, მართალია მის გარდერობში დიდად არ ჭარბობს კლასიკური სამოსი, მაგრამ ყოველთვის უყვარდა გამოსასვლელი საღმოს კაბა და მაღალქუსლიანი ფეხასაცმელიების ყიდვა, ეს მისი ქალური სისუსტეა რომელსაც ახლა უფრო ხშირად ავლენს.

-მე მზად ვარ.

ოთახის კარები გააღო და ნოეს ოთახისკენ წავიდა. მამაკაცი პერანგის ღილებს იკრავდა. ცალი თვალით ლინდას გადახედა და ცალი თვალით საკუთარი თავი შეათვალიერა სარკეში, ალბათ დარწმუნდა რომ იდეალური წყვილი იქნება ამ საღამოს და კმაყოფილმა ჩაიცინა. კომპლიმენტი არ უთქვამს და ცოტა არ იყოს ლინდას ეს არ ესიამვონა, როგორ შეიძლება ასეთ დროს მამაკაცი ლამაზ სიტყვებს არ გეუბნებოდეს, მითუმეტეს ქმარი. თანაც მართლა ძალიან ლამაზად გამოიყურება, ზუსტად ორი კვირა არჩევდა დღევანდელი საღამოსთვის ტანსაცმელს და ქალდანს მისი დანახვისას რეაქციაც კი არ ჰქონია. მინაშვილმა გაბუსხულმა წამოსწია ტუჩები წინ, წარბები კუშტად შეკრა და ოთახიდან უკანმოუხედავად გატრიალდა. ზუსტად 10 წუთში გამზადებული ნოეც გამოვიდა, ლინდამ გაბრაზებულმა დაავლო ჩანთას ხელი და კარებისკენ წავიდა. ქალდანმა კარებთან მისული ცალი ხელით კედელთან მიიმწყვდია და ნაზად შეეხო უფერული ტუჩსაცხით დაფარულ ბაგეებს. ცალი ხელი წელზე მოხვია და ტუჩები ყურისკენ გაასრიალა.

-შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორ გამიჭირდება ამ საღამოს თავის შეკავება, მაგრამ არაუშავს, ამისთვის სხვა დროს დაგსჯი.

ვნებამორეული ხმით ჩასჩურჩულა, კარები გააღო და მისი სიტყვებით გაბნეული ცოლი სადარბაზოში გაუშვა, თვითონ კი უკან მიჰყვა. ბოლომდე უკმაყოფილო მაინც არ დატოვა, ასე თუ ისე თავისი ხერხით მიანიშნა რომ მისთვის ასეთი სილამაზე შეუმჩნეველი არ დარჩენილა. გაბადრულმა მოიკვნიტა ქვედა ტუჩი და ლიფტში შევიდა.
თავისი მანქანისკენ წასულ ნოეს გაკვირვებულმა გადახედა.

-ტაქსით არ მივდვიართ?

-არა, რატომ?_მხრები აიჩეჩა ქალდანმა და კარი გააღო.

-რომ დალევ...

-არ დავლევ!

თვალი ჩაუკრა და საჭესთან დაჯდა. მამაკაცის “ჯელტმენობამ” ჭკუიდან გადაიყვანა. თვალების ტრიალით გამოაღო მანქანის მეორე კარი და თავისი ადგილოი დაიკავა, საჩუქრების პარკები უკანა სავარძელზე დადო და ღვედი შეიკრა.

იქ მისულს უკვე სტუმრების ნახევარი მისული დახვდათ, ანერვიულებულმა დაისვა ხელისგული წელზე და თვალები მაგრად დახუჭა გაახილა და სუფთა ჰაერი დახარბებულმა შეისუნთქა. ნოემ დაძაბული ცოლის დანახვისას ისედაც შეკრული და დაჭმუჭნული შუბლი უარესად დაკუჭა.

-მეჩვენება თუ ამ ურთიერთობით ყოველთვის დაძაბული ხარ?_ბარში შესვლამდე კითხა და კარებთან გაჩერდა. ლინდამ სწრაფად მიატრიალა თავი და სიტუაცია დაზვერა, ხომ არავინ გვისმენსო.

-არა არ გეჩვენება, დაძაბული ვარ. _გულწრფელად ჩაილაპარაკა და მათკენ წამოსულ თინას მამიდაშვილს გაუღიმა.

-ლინდა, რომ იცოდე როგორ გამახარა თინამ შენი ამბავით. ვერც კი წარმოვიდგენდი შენ თუ ასე მალე მიიღებდი ამ გადაწყვეტილებას. _აღფროთოვანებული გადახევია გოგონას და ნოეს მორიდებით გაუღიმა. _გამარჯობა.

-გამარჯობა.

-ძალიან დიდი მადლობა, მაკა.

-თინას ველოდებით 15 წუთია და არ გამოჩენილა. _შეწუხებულმა ჩაილაპარაკა.

-და სად არის?

-შეყვარებული უნდა გაგაცნოთო და არ ვიცი. _მხრები აიჩეჩა და ბარის ეზოში შემოსულ წყვილს ხელი აუწია.

-არ არსებობს. _ცოლ-ქმარმა და კიდევ მესამე ხმამ ერთდროულად ჩაიალპარაკა და მათ უკან მდგარ მირანდას გახედა რომელიც პირდაღებული უყურებდა თინასთან ერთად მდგარ ტატოს.

პირდაღებული მეგობრების ნახვით გახალისებულმა თინა ხელის ქნევით მიესალმა ოთხეულს და ტატოსთან ერთად მათთკენ წავიდა. ნოემ ირონიული ღიმილით დააკუმინა ცოლს პირი და თვალებანთებულ მირანდას გადახედა.

-ჩემი კრემისფერი კაბა. _თავისთვის ბურტყუნებდა რაღაცებს და თან ტუჩებს აცმაცუნებდა. _ტატო, რა გაჭამა?_როგორც კი მათთან მიახლოვებული ბიჭი დაიგულა გულწრფელად კითხა და მეგობარს ეჭვით გადახედა.

-კი არ ვაჭამე ვაკოცე. _ნიშნის მოგებით ჩაუკრა თინამ თვალი.

-გილოცავ. _ღიმილით ჩაილაპარაკა ნოემ და საჩუქრის ჩანთა მიაწოდა, მარცხენა ხელით კი გათიშულ ცოლს ანიშნა რომ გამოფხიზლებულიყო.

-აა, ჰო მეც გილოცავ და ეს შენ. _ბურტყუნით ჩაილაპრაკა და ტატოს დააკვირდა. _თქვენ რა მართლა ერთად ხართ?_ტატომ თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა და გოგონას წელზე მოხვია ხელი.

-როდის მოასწარით?

-შენსავით 2 წელი კი არ ვფიქრობ მომწონს თუ არა ბიჭი. _ცინიკური ღიმილით გამოაჯავრა თინამ და მათ უკან მდგარ დემეტრეს თვალი ჩაუკრა. _არ ვარ მართალი, დემე?_ეშმაკური მზერით დაიმოწმა დაქალის შეყვარებული

მთელი საღამო აზრზე ვერ მოვიდა, ყველას ელოდა რეზისაც კი მაგრამ თინას გვერდით ტატოს შეყვარებულის ამპლუაში არანაირად. ქალდანი ერთ ადგილზე რომ დაჯდა აღარც განძრეულა, მშვიდი გამომეტყველებით უყურებდა მოცეკვავე წყვილებს და მის გვერდით მჯდარ ცოლს რომელიც დაბღვერილი უყურბდა ქმარს.

-ისე ნუ მიყურებ თითქოს ცეკვას გიშლიდე. _შუბლშეკრულმა ჩაილაპარაკა და წარბწეულმა ცხვირზე დაკრა თითი.

-მარტო არ მინდა, წამოდი შენც. _თხოვნა გაისმა ლინდას ხმაში.

-ლინდა, გამორიცხულია!

მინაშვილი ბურტყუნით წამოდგა ფეხზე და მეგობრების წრეს შეუერთდა. პრინციპში ვერც ლინდას წარმოდგენია მოცეკვავე ნოე რომელიც სხვებთან ერთად დგას და ხმამაღალ მუსიკაზე იქნევს ხელებს. არაა, ასეთი ქალდანის წარმოდგენა ლინდასთვის სრული აფსურდი აღმოჩნდა და ბოლო ხმაზე სიცილიც კი მოჰყვა. ქალდანი მაგიდასთან იჯდა და დაჟინებული მზერით უყურებდა ცოლს, მერე მზერა კარებისკენ გადაიტანა და ძარღვებდაბერილი წამოდგა ფეხზე. როგორც კი ქმრის შეცვლილი მიმიკა დააფიქსირა ცეკვა შეწყვიტა და ერთ ადგილზე გაშეშებულმა ქმრის მზერას გააყოლა თვალი. ნაცნობი სილუეტის დანახვისას უსიამოვნოდ გააჟრიალა ტანში, ნელი ნაბიჯებით დაიძრა ნოესკენ და გვერდით ამოუდგა. მამაკაცი მშვიდი გამომეტყველებით წამოვიდა წყვილისკენ, მათ წინ აესვეტა ისე რომ ლინდასთვის ზედაც არ შეუხედავს და ნოეს მისამართით ჩაილაპარაკა.

-მე და შენ უნდა ვისაუბროთ!_ტონი კატეგორიული იყო. ქალდანს ცინიკურად, მაგრამ აშკარად გაღიზიანებულს ჩაეცინა.

-მე და შენ არა, მე ვილაპარაკებ და შენ მომისმენ!

თვალი ჩაუკრა და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა გასასვლელისკენ, უცნობიც იმ წამსვე უკან მიჰყვა. უკან მიტრიალებას და ტატოსთან მისვლას აპირებდა, მათკენ წასული ბიჭი რომ დაინახა და ცოტა შვებით ამოისუნთქა.
აჩქარებულ გულზე მიიდო ხელი და მაგიდიდან წყლის ჭიქა აიღო, მერე კი სულმოუთქმელად გამოცალა. აქ მაინც რატომ არ ასვენებს, ან საერთოდ რა უნდა ლინდასგან, მაგრამ ამ შემთხვევაში მე მგონი ლინდასგან კი არა ნოესგან უნდა რაღაცა, გოგონასთვის ზედაც არ შეუხედავს. ნოესთან ბოლო შეხვედრამ იმოქმედა ალბათ მამაკაცზე და ახალ სამაგიეროდ გადასახდელად არის მოსული, იქნებ ბევრი არიან და ეს ორი რას გააწყობს მათთან. იქნებ გარეთ ვინმე დაახვედროს და რამე დაუშავოს. ამ ყველაფრის გააზრებისას თავისდაუნებურად აღმოჩნდა შენობის გარეთ და თვალებით ნოეს ძებნა დაიწყო. მამაკაცის ანარეკლს რომ ვერსად მოკრა თვალი, შენობის მეორე მხარეს წავიდა და სიბნელეში, ლამპიონების შუქზე გამოჩენილ რამდენიმე სილუეტს დააკვირდა. ნოესთან დაძახება დააპირა, მაგრამ გადაიფიქრა და შორიდან დაკვირვება გადაწყვიტა, როგორც სჩანს საგანგაშო არაფერია. მართალია ცოტა გაღიზიანებულები საუბრობენ, მაგრამ დარტყმას და ერთმანეთის მოკვლას არცერთი არ აპირებს. ბოლოს ნოემ მხარზე ხელი ორჯერ დაარტყდა, რაღაცა ჩაილაპარაკა და უკან წამოვიდა. უცნობი აშკარად დაუკმაყოფილებლი იყო ამ დიალოგით. ლინდა სწრაფი ნაბიჯებით გაეცალა იქაურობას და შესასვლელ კარებთან დადგა.

-რა ხდება?

-გაიყინები!_კოპებშეკრულმა ჩაილაპარაკა და შენობაში შეიყვანა, თან ტატოს რაღაცა ანიშნა.

-ნოე, რა ხდება, რა უნდდოა შენთან?

-ამაზე სახლში ვისაუბროთ.

თვალი ჩაუკრა და თავისი მაგიდისკენ წავიდა ცოლთან ერთად. მოსვენება მაინც დაკარგა, ვერაფრით ვეღარ აღიდგინა ძალები და ხასიათზეც ვერ მოვიდა, მართალია თინასთან და მირანდასთან ერთად სულ იცნოდა, მაგრამ გონება მაინც სულ სხვაგან ქონდა და ვერაფრით ხვდებოდა რა უნდოდა იმ კაცს ცოლ-ქმრისგან. ნოე არცერთი წამით არ აშორებდა აფორიაქებულ ცოლს თვალს.
სახლში წამოსვლისას გოგონებს ერთი საათი ემშვიდობებოდა, ყველაზე ბოლოები გამოვიდნენ ბარიდან, მეპატრონეს მადლობა გადაუხადეს და დაიშალნენ. გაბადრული სახით იჯდა წინ და ცოტა ნასვამი თავისთვის ბურტყუნებდა. ქალდანმა ღიმილნარევი მზერით გადახედა სასმელმოკიდებულ ცოლს რომლისთვისაც ერთი ჭიქაც კი საკმარისი აღმოჩნდა. არ არის ალკოჰოლს მიჩვეული და ორ ყლუპს უკვე თავისთან მიჰყავს.

-რა ლამაზი ღამეა არა?! _ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და ღიმილით გადახედა ქმარს._ზამთარია, მაგრამ ძალიან ლამაზია, 2 დღეში ახალიწელიც მოვა და 2011 წელი დადგება. მე კიდევ გათხოვილი ვარ. _ბოლოს ხმამაღლა გადაიკისკისა და ქმრისკენ მიტრიალდა. _ღვედი რომ შევიხსნა რამდენით დაგვაჯარიმებენ?_ღვედით შეწუხებულმა კითხა ქმარს და თვალები აატრიალა.

-ღვედი შეხსნაში დაჯარიმებაზე დიდ პრობლემას ვერ ხედავ?_წარბწეულმა კითხა და შუბლი შეკრა.

-შენ ხომ უსაფრთხოდ დაგყავს მანქანა და..._გაკრეჭილმა ჩაილაპარაკა და თითები ნაზად დაუსვა ლოყაზე.

-მე კი, მაგრამ შეიძლება ვიღაცას არ დაყავდეს.

-გასაგებია, ღვედს არასოდეს არ შევიხსნი..._თავი დაუქნია და კოცნა გაუგზავნა. _ქმარო, რა სიმპათიური ხარ.

-ლინდა, მთვარი ხარ, მაგრამ სიმთვრალეშიც ბევრ საინტერესო რაღაცას ამბობ._ცინიკურად შეათამაშა ნაკვთები.

-მთვრალი ვარ და ვბჟუტურობ._დაეთანხმა და ხელები განზე გაშალა. _რატომ არ მითხარი ლამაზი კაბაა და ძალიან გიხდებაო?_დღევანდელი სიბრაზის მთავარი მიზეზი გაახსენდა და სწრაფად მიატრიალა ქმრისკენ თავი. ქალდანმა გაკვირვებულმა გადახედა ცოლს და მერე ისევ გზას. _ჰო, რატომ არ მითხარი რომ ეს კაბა ძალიან მიხდება?!_მე მგონი მართლა ზედმეტი მოუვიდა და იმის მაგივრად რომ გამოფხიზლდეს უფრო და უფრო იძირება. მაგრამ უნდა ვაღიაროთ რომ სიმთვრალეშიც ძალიან საყვარელი და გულწრფელია, ნოეც ძალიან ხალისობს მის ასეთ მდგომარეობაზე.

-მე მეგონა რომ მაგ კაბაში სექსუალური ქალი იმალებოდა და თურმე ერთი სულელი, სტუდენტია რომელიც ყველაფერს გულში იდებს და იბუტება. _ცოლის დაცინვას არ წყვეტდა ქალდანი, მთვარი მაინც დაინდოს.

-შენ ხარ საზიზღარი და საძაგელი კაცი. მე კიდევ დიდი გოგო ვარ, იმიტომ რომ უკვე ბევრჯერ მაკოცე! _თითის ქნევით ჩაილაპარაკა და თავი სავარძლის საზურგეს მიადო. _უნდა დავიძინო და არ გამაღვიძოთ!_კატეგორიული ტონით გააფრთხილა “ყველა” და თვალები დახუჭა.

>>>
ხელში აყვანილი შეიყვანა საძინებელეში და ფრთხილად დააწვინა საწოლზე. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები კუთხეში მიაწყო და ტანზე მომდგარ შავ კაბას დააკვირდა, რომლის ნახევარიც ოდნავ გადხსნილი იყო და იქიდან ულამაზესი გრძელი და საოცრად გლუვი ფეხები მოუჩანდა მინაშვილს. ნოემ ღიმილით ასწია გოგონას კაბის ბოლოები ზემოთ და ფრთხლად გადააძრო თავზე, მერე კი საბანი გადააფარა და კაბა სკამზე გადაკიდა.

-არ წახვიდე. _ჩურჩულით ჩაილაპარაკა ლინდამ. _არ წახვიდე. _ხმამაღლა გაიმეორა და ხელებით ნოეს ძებნა დაიწყო. ქალდანი ფრთხილად დაიხარა გოგონასკენ და სწრაფი მოქმედებით საწოლის მეორე მხარეს გადაწვა. ლინდამ როგორ კი საწოლის შერხევა იგრძნო, გაბდრული გადატრიალდა მამაკაცისკენ და ორივე ხელი მაგრად მოხვია. _ახლა ვეღარ წახვალ. _გახალისებულმა გამოაჯავრა და თვალები დახუჭა.

>>>
დილით საშინელმა ხმაურმა გამოაღვიძა, ასე ეგონა ვიღაცა თავში ჩაქუჩს უკაკუნებდა და ამით უდიდეს “სიამოვნებას” ანიჭებდა ნაბახუსევზე მყოფ მინაშვილს. თვალები ნელა გაახილა და თეთრ ჭერს ახედა.

-აა, თავი. _ზმუილით ჩაილაპარაკა და ხელისგული შუბლზე მიიჭირა, მერე კი საწოლის მეორე მხარეს გადახედა. _ბორჯ...

ხრიწიანი ხმით ჩაილაპარაკა და კარებისკენ მიატრიალა თავი. მოცისფრო ბოთლის დანახვისას ბედნიერს გაეცინა, მაგრამ თავის გაძლიერებული ტკივილი იგრძნო და იმ წამსვე დასერიოზულდა. ფრთხილად გადაყო ხელი ტუმბოსკენ და ბორჯომის ბოთლი აიღო, ჭიქაში დასხმის თავი ნამდვილად არ აქვს. სულმოუთქმელად მოიყუდა მინერალური წყალი და თვალები მაგრად დაახუჭა.

-ახლა ვინმე მჟავე კიტრსაც მომიტანდეს...

თავისთვის ჩაიბურტყუნა და საწოლზე წამოჯდომა დააპირა, მაგრამ იმის გააზრებისას რომ ტანზე კვლავ არაფერი ეცვა გარდა საცვლებისა თავის ტკივილიც კი დაავიწყდა და თვალებდაჭყეტილმა ასწია საბანი მაღლა.
ახლა უკვე გაორმაგებული ძალებით რცხვენია ნოესი, ჯერ ნასვამი როგორი ასატანი იქნებოდა და მერე კაცმა არ იცის რა იფრუტუნა ქმართან. ფხიზელს რამდენი რამ უთქვამს ამასწინებზე და ახალ მთვრალი რამდენ სისულელეს წამოაყრანტელებდა. საკუთარ თავზე გაბრაზებულმა ბორჯომი გვერძე გადადო და ფეხზე წამოდა, გარდერობიდან სპორტულის შარვალი და მოკლესახლება მაისური გამოიღო და სწრაფად ჩაიცვა. თ

ნელი ნაბიჯებით გავიდა ოთახიდან, კიდევ კარგი კვირაა და სამსახურში წასასვლელი არ არის, თორემ ამ მდგომარეობაში ყველა საქმეს გაუფუჭებდა კომპანიას. დივანზე მჯდარი ქმრის დანახვისას ქვედა ტუჩი მოიკნიტა და თვალები დამორცხვილმა დახუჭა.

-დილა მშვიდობისა. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა და სავარძელზე ჩამოჯდა. ქალდანმა შუბლშეკრულმა გადახედა ცოლს და მისი სახის დანახვისას ღიმილი ძლივს შეიკავა. _ძალიან ბევრი ვიბოდიალე გუშინ?

-რა უფრო გაინტერესებს ბევრი ილაპარაკე თუ რა ილაპარაკე?

ცინიკური ხმით კითხა ნოემ და ცალი წარბი შეათამაშა. ამის მოსმენამ უარესად დაძაბა და აანერვიულა, საინტერესოა რატომ დაუსვა ეს კითხვა, იქნებ ისევ რამე სისულელე წამოიძახა ძილში, იქნებ ისევ ხმამღლა გაუმხილა თავისი სურვილები?!

-ორივე.

-კი ბევრი ილაპარაკე და თავიც ამატკიე. _კოპებშეკრულმა გულახდილობა გადაწყვიტა.

-არაფერი ჰუმანური შენში არ არის, ხედავ რომ თავი მისკდება და ცუდად ვარ შენ კიდევ მიმატებ. _გაბრაზებულმა ჩაიდუდღუნა და ბურჯომი მოსვა. _მჟავე კიტრი არ გვაქვს?

-ამოტანა ვეღარ მოვასწარი. _ამ კაცის ირონიას საზღვარი არ აქვს.

-ბორჯომისთვისაც მადლობელი ვარ. _ცინიკურად დაუკრა თავი და ფეხზე წამოდგა. _მე მაღაზიაში ჩავალ ამოვიტან.

-მაცივარშია. _ქმრის მკაცრმა ტონმა შეაჩერა. გაბადრული მიტრიალდა ქალდანისკენ თვალების ფახუნით გადაუხადა მადლობა და მაცივარს ეცა.

>>>
-და შენი რანაირად იყო?_წარბწეულმა კითხა და კარტების გამოცლდა დააპირა.

-ჭრელად, თუ თამაშობ ითამაშე და მორჩი მაიმუნობას!_კატეგორიული ტონით გააფრთხილა ნოემ და აწკრიალებულ ტელეფონს დახედა.

-ვინ არის?_მამაკაცის გაკვირვებული მზერის დანახვისას ინტერესმა მოსვენება არ მისცა და კითხვაც ბუნებრივია დასვა. მისი მოულოდნელი კითხვა ნოეს აშკარად ეუცნაურა და შუბლშეკრულმა გადახედა ცნობისმოყვარე ცოლს.

-ლელაა. _ლინდამ კარტები მაგიდაზე დააწყო და თვალებდაქაჩულმა სმენა დაძაბა. _გიმსენ... არა, ეგ საბუთები ხვალისთვის გვჭირდება. შეხვედრა 2 საათზეა, მაგრამ შენ ცოტა ადრე უნდა მიხვიდე, რამდენიმე დეტალი იქნება შესათანხმებელი.

ამაზე ხვალ დილით რომ ნახავდა მაშინ ვერ ისაუბრებდნენ? თუ კვირა საღამოს უფროსთან დარეკვა აუცილებელია?! დაკვესებული თვალებით უყურებდა მშვიდად მოსაუბრე ქმარს და ცოტა აკლდა საპნის ბუშტივით რომ არ გამსკდარიყო. გონების გასანიავებლად და ემოციების მოსათოკად ფეხზე წამოდგა და სამზარეულოში შევიდა, მაგრამ არც იქიდან არ აშორებდა ტელეფონზე მოსაუბრე ქმარს თვალს. ნოემ მალევე გათიშა ტელეფონი და ლინდას კარტს დახედა.

-აღარ თამაშობ?

-რაო ლელამ?_კითხვაზე კითხვითვე უპასუხა და წყლის ჭიქით ხელში დაბრუნდა უკან. ქალდანს ცოლის შეკითხვა ზედმეტად არ ესიამოვნა და ეს არც დაუმალავს.

-მეჩვენება თუ ტიპიური არშემდგარი ცოლივით იქცევი?!_გამკაცრებული ხმით კითხა. ლინდას წყალი გადასცდა და დაუსრულებელი ხველა აუტყდა. ქალდანმა ფრთხიალდ დაარტყა გაშლილი ხელი ზურგზე და მოსულიერებაში დაეხმარა.

-არანაირად, უბრალოდ გკითხე და თუ გინდა ნუ მიპასუხებ. _მამაკაცის სიტყვები ძალიან არ ესიამოვნა და გულზეც უსიამოვნოდ მოხვდა, რას ნიშნავს ტიპიური არ შემდგარი ცოლი? გეგონება ლინდამ არ იცოდეს რატომ არის ამ სახლში...

-ხოდა ძალიან კარგი, ითამაშე.

-გუშინ რომ მითხარი სახლში გეტყვიო..._გუშინდელ თემას დაუბრუნდა. ქალდანმა კარტები ლინდას მსგავსად მაგიდაზე დააწყო და ოდნავ მოზრდილ წვერზე დაისვა თითები.

-მთავარი პრობლემა მოგვარებულია, შენ ვეღარავინ ვერ შეგეხება!

-ხო, მაგრამ ახლა უკვე შენ მოგგდგნენ. _შეწუხებულმა ჩაილაპარაკა და ქმარს დააკვირდა.

-რაზეც უნდა გენერვიულა ის დასრულდა და ახალ რაღაცებს ნუ გამოძებნი!_თვალი ჩაუკრა და ფეხზე წამოდგა.

-რას ნიშნავს რაღაცებს ნუ გამოვძებნი!? შენ ჩემთვის ძალიან ბევრი რაღაცა გააკეთე და არ მინდა რომ ჩემს გამო შენ პრობლემები შეგექმნას და მითუმეტეს საფრთხე დაგემუქროს.

-ეგ მხოლოდ იმიტომ არ გინდა რომ მე შენთვის რაღაცა გავაკეთე?_კოპებშეკრულმა კითხა და თვალებში ჩააშტერდა.

-ახლა ამაზე საუბარი არ მინდა... მაგრამ უნდა იცოდე რომ ჩემს თავს ვერასოდეს ვერ ვაპატიებ შენ რომ რამე მოგივიდეს. _დაბნეულმა ამოილუღლუღა და შავ, ცივ თვალებს დააკვირდა. _ნუ მიყურებ ეგრე გაბრაზებული.

ქალდანმა თავი გააქნია და უკანმოუხედავად წავიდა გასასვლელისკენ. შემოსასვლელში მდგარი გარდერობიდან ქურთუკი გამოიღო, მანქანის გასაღებს დასწვდა და სახლიდან გავიდა. ლინდამ ღრმად ამოიხვნეშა და ფანაჯარასთან მივიდა.

მამაკაცის კითხვას ძალიან კარგად მიხვდა და ისიც იცის რომ მისი პასუხი სულ სხვანაირი უნდა ყოფილიყო, მაგრამ გამუდმებით თანმდევი შიში მოსვენებას არ აძლევს, გონია რომ ამ ურთიერთობას გაგრძელება არ უწერია... ხვდება რომ რაღაცა დაბრკოლებებთან აქვთ საქმე რომელსაც ან გადალახავენ, ან არა იმიტომ რომ ლინდა ძალიან მშიშარაა და ნებისმიერ დროს შეიძლება უკან დაიხიოს. ეს ყველაფერი მის ცხოვრებაში იმდენად გაუაზრებლად მოხდა რომ დღემდე არ აქვს ბოლომდე სიტუაცია გადახარშული. ზოგჯერ ფიქრობს რომ რა მოხდა, ურთიერთობა მაინც ქონდათ და როგორც წყვილი მაინც ისე აღიქვამდნენ თავს და ქორწილმა რატომ უნდა შეცვალოს რაიმე, მაგრამ ეგეთი ადვილი არ ყოფილა.
კიდევ არის ერთი შიში რომელიც ამ ყველაფერზე ბევრად მაღლა დგას, ნოეს დაკარგვის შიში. გონია რომ ადამიანები რომლებთანაც საქმე აქვს ყოველ წამს დაუფიქრებლად გაიმეტებენ ნოეს და ეს საშინლად აღელვებს. მას რომ რამე მოუვიდეს საკუთარ თავს ნამდვილად ვერასოდეს ვერ აპატიებს და ყოველთვის დაიდანაშაულებს თავს, მაგრამ არსებობს მეორე მხარეც- როგორ უნდა გააგრძელოს ცხოვრება ნოეს გარეშე, ნებისმიერ სიტუაციაში მის გარეშე ძალიან გაუჭირდება, მიუხედავად მცირე დროისა მამაკაცის მიმართ გრძნობები სულ უფრო და უფრო უმძაფრდება. კარების ხმაზე სწრაფად მიატრიალა თავი უკან და მისკენ სწრაფი ნაბიჯებით წამოსულ ქმარს გახედა. ქალდანმა ხმის ამოღების საშუალებაც არ მისცა როგორც კი ახლოს მივიდა, ცალი ხელი წელზე მაგრად მოხვია, თავისკენ მიიზიდა და გაველურებული დაეტაკა ბაგეებზე.

ერთ ადგილზე გახევებული იდგა და ვერ ინძრეიდა, ვერც ხელებს ვერ ამოძრავებდა და ვერც სხეულის დანარჩენ ნაწილს. ბაგეებიც კი ვერ აამოძრავა არადა როგორ უნდოდა ნოეს კოცნაში აჰყოლოდა და მამაკაცისთვის ეგრნობინებინა რომ მასაც ზუსტად იმ დოზით სწყურდა მისი შეხება რა დოზითაც ნოეს. ქალდანმა მეორე ხელი გაშლილ თმებში შეუცურა და უდნავ უკან გადააწევინა თავი. გახსნილი ბაგეებიდან ჩუმი კვნესა აღმოხდა ლინდას. ნოემ ახურებული ბაგეები ფრთხილად ჩააცურა ყელისკენ და ხმაურიანი კოცნის კვალი დაუტოვა. მერე კი ნაზად მოარიდა ტუჩები გოგონას ათრთოლებულ გლუვ კანს და უკან დაიხია, მაგრამ ხელები ლინდას სხეულისთვის არ მოუშორებია. ყურებამდე გაკრეჭილმა და განაბულმა გაახილა თვალები და ნოეს აწითლებულ ბაგეებს დააკვირდა, მერე ოდნავ გადაიხარა მისკენ და მოწყვეტით აკოცა.

-სად გაიქეცი?_ჩურჩულით კითხა ქმარს და წელში გასწორდა, ნოემ ცალი ხელი ჯიბეში ჩაიყო ცალით კი ცოლი სხეულზე აიკრა და ტუჩები ლოყაზე მიადო. _რომ იცოდე როგორ გიხდება გაბრაზება, სულ მინდა რომ გაგაბრაზო და გაგაგიჟო. _გამხიარულებული ეჩურჩულებოდა ქმარს და თითით ქურთუკზე გაუგებარ ფიგურებს ხატავდა.

-მინდოდა ცოტა დაფიქრებულიყავი, მაგრამ რომ წარმოვიდგინე რამდენ სისულელეზე შეგეძლო ფიქრი უკან დაბრუნება და შენი აზრების გაფანტვა გადავწყვიტე. _ნოეს სიტყვებმა წეღანდელი ფიქრები გაახსენა და თავი უკან დასწია.

-მართალი ხარ, ძალიან ბევრ რაღაცაზე მოვასწარი დაფიქრება._თავი დაუქნია და მოწყენილმა მიადო შუბლი მხარზე. _და ზოგჯერ მგონია რომ ასე არ უნდა გამერისკა, არც შენს ცხოვრებაში უნდა ჩავრეულიყავი ასე ცუდად. _სწრაფად მოიწმინდა გადმოგორებული ცრემლი და ქვედა ტუჩზე სიმწრით იკბინა.

-არ მომწონს როდესაც ჩემს გვერდით მდგარი ქალი ჩემს ცხოვრებაზე მეწუწუნება! ნუ გგონია რომ უზომოდ კეთილ ბიჭთან გაქვს საქმე, რომელმაც თავის ცხოვრებას ხაზი გადაუსვა და ერთი უბრალო გოგოს ცხოვრება იხსნა. იცი შენნაირად რამდენი შეიძლება გაუბერებულიყო, მაგრამ რატომღაც გადავწყვიტე შენი მომავალი დამეცვა იმისგან რაც გარდაუვალი და შენთვის კოშმაურული რეალობა იქნებოდა. შენ კიდევ დგახარ და მაგ შენი პატარა ჭკუით ჩვენს “მომავალ არშემდგარ” ურთიერთობაზე ფიქრობ. _კატეგორიულად ცივი და საშინლად გაბრაზებული ხმა ქონდა ქალდანს, მინაშვილი მიხვდა რომ ასე მხოლოდ მაშინ საუბრობს როდესაც მისთვის ყველაზე ძვირფასს და მნიშვნელოვანს არასწორად აღიქვამენ. ჩაწითლებული თვალები უსიტყვოდ აარიდა ქმარს და ფანჯრისკენ გაიხედა. _და კიდევ როდესაც გესაუბრები თვალებში უნდა მიყურო!_სახე გაასწორებინა და თვალებში ჩააშტერდა.

-ჩვენს შემთხვევაში ეგ ადვილი არ არის. _თავი გააქნია და ფანჯრისკენ წავიდა. _ძალიან მინდა მჯეროდეს რომ ყველაფერი ხდება და ყველაფერი ადვილია, მაგრამ ასე არ ხდება...

ნოემ რაღაცის თქმა დააპირა მოულოდნელად მისი ტელეფონი რომ აწკრიალდა, მაგრამ არ უპასუხია გათიშა და ისევ ჯიბეში დააბრუნა.

-სიტუაციას ისე ნუ აღიქვამ, თითქოს რაღაცა განსაკუთრებული მომხდარიყოს. შენ ჩემი ცოლი ხარ და ვალდებული ხარ გიყვარდე!_მამაკაცის კატეოგრიულმა ტონა ცოტა გააკვივა, და საერთოდ ნოესგან ამ სიტუაციაზე ასე საუბარი ეუცნაურა, მაგრამ მერე როცა მის ღიმილს იორნია შეეპარა ყველაფერს მიხვდა და თვითონაც გამხიარულდა.

-მაშინ მეც იგივეს მოვითხოვ!_თვალი ჩაუკრა და დოინჯი შემოიდო.

-ლინდა, მე მინდა რომ ჩვენი ურთიერთობა შენთვის დაძაბვის და ნერვიულობის ობიექტი არ იყოს, დამიჯერე აქ სანერვიულო არაფერია. მე ეს გავაკეთე იმიტომ რომ ასე მინდოდა და ასე ჩავთვალე საჭიროდ, დანარჩენზე ფიქრით ტყუილად გონებას ნუ დაიღლი.

>>>
-ნოე!_სარეცხი მანქანიდან გამოღებულ კრემისფერი პერანგის დანახვისას განწირულმა დაიკივლა და ქმრის ოთახისკენ გაქანდა. _ეს...ეს რა არის?_ლუღლუღით კითხა ქმარს და პერანგი გაშალა.

-კრემისფერი პრანგი რომელსაც აქა-იქ შავი ლაქები აქვს._არხეინად ჩაილაპრაკა და მხრები აიჩეჩა.

-ეს პერანგი თინამ მაჩუქა დაბადების დღეზე შენ კიდევ შენს შავ ტანსაცმელთან ერთად შეაგდე გასარეცხად._გააფთრებული უყეფდა ქმარს და თან პერანგს ათვალიერებდა.

-თინა მაპატიებს.

-თინა გაპატიებს, მაგრამ მე არ გაპატიებ!

-შენთვის პატიების თხოვნას არც ვაპირებ. _თვალ ჩაუკრა და ოთახიდან გავიდა.

-კარგი რა, ქმარო, ხომ გაგაფრთხილე სანამ სარეცხს შეყრი შეამოწმე ხომ სულ შავები ყრია-თქო?!

ნოემ ხვნეშით გადახედა ცოლს და ფორთოხლის წვენი გამოიღო მაცივრიდან. ლინდამ უკმაყოფილო სახით გამოაჯავრა ქმარი და ფეხების ბაკუნით წავიდა თავისი ოთახისკენ.
ამ კაცთან ცხოვრება ზოგჯერ აუტანელია, ისეთ რაღაცას გააკეთებს ხოლმე ლინდას სურვილი უჩნდება მივიდეს და შიშველი ხელებით დაახრჩოს, მაგრამ მერე ახსენდება როგორი ვნებიანი კოცნაც იცის და ინდობს, უფრო სწორად თავის თავს უფრო ინდობს.

-ნაძვის ხე როდის უნდა ავაწყით? ხვალ 31 დეკემბერია.

-საწყობშია, გამოიტანე და ააწყე.

-შენ რა არ გინდა რომ დამეხმარო?_წარბწეულმა და დოინჯშემოდებულმა გადახედა ქმარს. ქალდანმა უარყოფითი პასუხის ნიშნად თავი გაუქნია და დივანზე ჩამოჯდა. _და წინა წელს ვინ ააწყო?_მამაკაცის გამოჭერა გადაწყვიტა.

-დათომ.

-დათომ._ხმადბალა გაიმეორა მაზლის სახელი და თავი ააქიცინა. _როდის ჩამოდის დათო?

-წესით იანვრის ბოლოს.

-ძალიან კარგი, კარგი ბიჭია დათო..._ღიმილით ჩაილაპარაკა და საწყობისკენ წავიდა. ნოემ ალმაცერად გააყოლა თვალი მიმავალ ცოლს და მისი უკანა ხედით ტკბობა დაიწყო. _ქმარო, სათამაშოები სად არის?

-არ ვიცი, მანდ იქნება სადმე.

-ვხედავ, მაგრამ ძალიან მაღლაა და მოდი, რა.

გოგონას ხმაში მუდარა გაისმა. ნოემ ლეპტოპი მაგიდაზე დადო და ფეხზე წამოდგა. ლინდა სასაცილოდ იჭაჭებოდა და მესამე თაროდან სათამაშოების ყუთის ჩამოღებას ცდილობდა, რომელსაც გარკვევით ეწერა “საახალწლო აქსესუარები”, ეს რა კარგი მოფიქრებაა, ბევრი ძებნაც არ დაგჭირდება და ყველა ყუთის გადაქექვა. ქალდანმა ცალი ხელით ჩამოიღო ყუთი და ლინდას მიაჩეჩა, თვითონ კი გარეთ გავიდა.

-და ნაძვის ხე?_გულუბრყვილო ღიმილით აათამაშა თვალები და ნაძვის ხის ყუთს ახედა.

***
-ეს აქ უხდება?_თავზე წითელი ქუდით და ფეხზე უზარმაზარი დათოს ზომა საახალწლო ფაჩუჩებში გამოწყობილი ლინდა კიბის დახმარებით აწყობდა საახალწლო ნაძვის ხეს. _გეხვეწები მოდი, თორემ ძალიან მაღალია და ამ ვარსკვლავს ვერ ვამაგრებ. _სასაცილოდ გამოიწელა ყელი და კიბეზე შეხვანცალდა. მისმა თამაშმა შედეგი გამოიღო, კიბე ასრიალდა, წონასწორობა ვეღარ დაიცვა და ლინდაც გადავარდა. კიდევ კარგი ნოეს სწრაფი მოქმედება, თორემ უეჭველად კვახივით გასკდებოდა ჩვენი კიბეზე მოცეკვავე გოგონა. ქალდანმა გულაჩქარებული და ფერებგადასული სწრაფად წამოაჯინა და წინ ჩამოყრილი თმები უკან გადაუწია.

-წყალს მოგიტან.

იატაკზე დააჯინა, თვითონ კი აჩქარებული ნაბიჯებით სამზარეულოში გავიდა. აფორიაქებული ცდილობდა შიშისგან გამოწვეული სუნთქვა როგორმე დაერეგულირებინა, მაგრამ სანამ წყალი არ დალია არაფერი არ გამოუვიდა. ნოემ აწითლებულ ლოყებზე ცივი თითები მიადო და გაყუნული თვალებით დააშტერდა ცოლს.

-მეორედ აღარ დაგინახო კიბეზე ახვიდე!_აღრენილმა გააფრთხილა და ცალი ფეხი კიბეს მისცხო, ვერც საწყალმა კიბენ დაიცვა წონაწორობა და მარცხნივ გადაყირავდა.

-შენი ბრალია!_ხმააწეულმა დასდო ბრალი და ფეხზე წამოხტა. _რომ მომხმარებოდი, კიბეზე არ ავიდოდი, რომ არ ავიდოდი აღარც გადმოვარდებოდი... შენი ბრალია!

დასვა დიაგნოზი და გაჯგიმულმა გამოსწია ქვედ ტუჩი. ქალდანმა შუბლშეკრულმა ახედა ფეხზემდგარ ცოლს, ცალი ხელი მკლავში წაავლო და ახლა უკვე იატაკზე გაწვენილი ნოეს ზემოდან აღმოჩნდა ლინდა. მიუხედავად მამაკაცის სასიამოვნო ქცევისა, ცდილობდა არ გაღიმებოდა და გაბრაზებული ლინდას პოზიცია შეენარჩუნებინა, მაგრამ ეს დიდხანს არ გამოუვიდა. როგორც კი ნოეს თითები იგრძნო გვერდებზე ხმამაღალი სიცილი აუტყდა და სხეული ერთიანად ააფართხალა.

-არა, ნოე, არა. მეღუტუნება.

სუნთქვა გახშირებული ხმით ამოიხროტინა და მამაკაცის ხელების მოშორება სცადა, ქალდანი უცებ გაჩერდა. აკისკისებულ ცოლს წამით დააკვირდა და მერე ტუჩებზე დაეტაკა. ლინდამ ორივე ხელი ნაზად მოუთათუნა სახეზე და კოცნაში აჰყვა, მაგრამ რამდენად გამოუვიდა ეს ნოემ უნდა გადაწყვიტოს. ჯერ გამოუცდელი და უსწავლელი გოგოა, მაგრამ ქალდანი რისთვის არის? აუცილებლად ასწავლის ყველაფერს, დეტალებში. ქალდანმა ხმაურიანად აკოცა ლოყაზე, ორივე ხელი მაგრად მოხვია წელზე და განაბული ცოლი ჩაიხუტა.

>>>
საბოლოო ჯამში მაინც ნოეს ასაწყობი გახდა ნაძვის ხე, ლინდამ ფეხის ტკივილი მოიმიზეზა და ქმარს აძლევდა მითითეებს. ისიც ვინაიდან და რადგანაც დამნაშავეთ სცნო ლინდას სასამართლომ გასაჩივრების გარეშე ასრულებდა ცოლის ყველა იმ ხუშტურს რასაც თვლიდა რომ ნორმის ფარგლებში იყო.

-მე მგონი ლამაზი გამომივიდა. _კმაყოფილმა შემოკრა ტაში და დაბღვერილ ქმარს გაკვირვებულმა გადახედა. _რა?

-გამოგივდა ხო.

-მე გეუბნებოდი სად რა უნდა დაგეკიდა, თორემ შენ ერთი იმდენი მოგეშეორებინა და მე მგონი ტატო მოვიდა. _სწრაფად წამოხტა ფეხზე და კარებისკენ სირბილით წავიდა.

-ფეხი აღარ გტკივა არა?!_ცოლის ქცევამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა რომ ეს გოგო სანდო არ არის. ლინდამ როცა გაიაზრა რა გააკეთა უკვე გვიანი იყო, მაგრამ რა ქნას სხვანაირად ვერ დაითანხმებდა ქმარს. _ილოცე რომ ტატო დიდი ხანი დარჩეს!_შუბლშეკრულმა ჩაუკრა თვალი და კარები გააღეო ანიშნა.

ტატოსთან ერთად თინაც ესტუმრა წყვილს, როგორც სჩანს შეყვარებულები ერთმანეთის გარეშე აღარსად დადის. თინამ აღფრთოვანებულმა შეაფასა უზარმაზარი ნაძვის ხე და დაქალთან ერთად საჭორად სამზარეულოში განმარტოვდა, ბიჭები კი მისაღებში დატოვეს.

-რაღაცა სხვანაირი მეჩვენები. _სიცილით ჩაილაპარაკა თინამ და ლოყები გაუწელა.

-სხვანაირი როგორი?

-ბედნიერი.

-ხო, ცოტა გავბედნიერდით. _თავი დაუქნია და ყავის ფინჯანი მიაწოდა.

-ცოტა?! ცოტა კი არა ყურებამდე ბედნიერი და შეყვარებული ხარ.

-თინა!_მეგობრისგან სიმართლის მოსმენა ცოტა ეხამუშა და გვერდებზე დაჩქმიტა.

-რა თინა, რა ტყუილია?

-არა ტყუილი არ არის, ხო ყურებამდე ბედნიერი და ყურებამდე შეყვარბეული ვარ. _ბოლო სიტყვები ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და ქმარს გადახედა.

-მაგრამ რაღაცა არ გასვენებს და ვატყობ მაგ რაღაცას თავს დააღუპუნებ.

>>>
დასაწოლად გამზადებულს ის ის იყო თვალები უნდა დაეხუჭა მოულოდნელად მისი ოთახის კარი რომ გაიღო და ქვედა საცვალში გამოწყობილი ნოე გამოეცხადა. მამაკაცის თითქმის შიშველი ხილვისას თვალები შუბლზე აუვიდა. ეს განათებაც ლინდასჭირათ პირდაპირ ოთახის პირდაპირ დაუყენეს და ყველაფერი შესანიშნავად სჩანს. ნოე უსიტყვოდ წავიდა საწოლის მეორე მხარეს, საბანი ასწია და ცოლის გვერდით დაწვა. მინაშვილი სწრაფად წამოჯდა საწოლზე და ქმრისკენ მიტრიალდა.

-აქ რას აკეთებ?_გაკვირვებულმა კითხა და შეეცადა წეღანდელი კადრები როგორმე თვალებიდან ამოეშალა, მაგრამ ისევ ნახევრად შიშველი ქალდანი ელანდება.

-გადავწყვიტე რომ ცოლ-ქმარს ერთად უნდა გვეძინოს!_ნიშნის მოგებით ჩაუკრა თვალი, ხელი მუცელზე მოხვია და თავისკენ მიიზიდა. _ძილინებისა, ცოლო. _ტუჩებზე მოწყვეტით და ხმაურიანათ აკოცა.

-ძილინებისა, ქმარო. _უნებურად წამოსცდათ მის ძილის წინ ნასიამოვნებ ბაგეებს და გაბრუებულმა თვალები დახუჭა.

ნოეზე მიხუტებული ძილს მიეჩვია და ღამე კოშმარებიც აღარ აწუხებს, პრინიპში არც მანამდე არ აწუხებდა, მაგრამ რაღაცა ხომ უნდა მეთქვა?! ქმრის შიშველ სხეულზე უნებართვოთ დაასრიალებდა თითებს და ამით უდიდეს სიამოვენბას იღებდა, მერე როცა ფიგურების ხატვით დაიღალა გაშლილი ხელი მაგრად მოხვია ქმარს და გადაწყვიტა თავადაც დაეძინა.

>>>
31_ში საახალწლო სამზადისი მოაწყო. ვინაიდან და რადგანაც მანანა თავის ოჯახთან ერთად სოფელში აპირებს ახალი წლის შეხვედრას ლინდამ გადაწყვიტა დამოუკიდებლად გაეკეთებინა ყველფერი. რამდენიმე კერძის რეცეპტი ინტერნეტიდან ამოიწერა და პროდუქტებიც მოიმარაგა. ნამცხვრის გამოცხობასაც აპირებს, თუ დროს ნორმალურად გაანაწილებს და მოასწრებს. ნოე დილიდან გასულია რამდენიმე საქმე მაქვს მოსაგვარებელი და შუა დღისკენ დავბრუნდებიო. თინას და ტატოს სტუმრობისას გადაწყვიტეს რომ ამ ახალ წელს ახლადშეუღლებულებთან ერთად გაატარებდნენ, თანაც ახალ ურთიერთობებს ასე უფრო კარგად აღნიშნავდნენ ერთმაენთის თანდასწრებით.

-გუშინ ვერ დავიძინე და ნამცხვარი გამოვაცხე. _ღიმილით შეიტანა მირანდამ ნამცხვრის ყუთი სამზარეულოში და ბარზე დადო. _შენ რა გააკეთე? ან ჩვენ რაში დაგეხმაროთ?

-რომელიმე მაღაზიაში ჩადით და დროჟი ამომიტანეთ, მე დამავიწყდა.

-მე ჩავალ, კიდევ რამე ხომ არ გინდათ?_ლინდამ უარყოფითი პასუხის ნიშნად თავი გაუქნია, თინამ ჩანთიდან საფულე ამოიღო და კარებისკენ წავიდა.

ცოტა გვიან ბიჭებიც მოვიდნენ, დემეტრემ 10 საათისთვის შემოგიერთდებით, მანამდე ჩემიანები მყავს დასაბინავებელიო. ნოემ და ტატომაც რაღაცები მოიტანეს და პირდაპირ მისაღებში დაალაგეს.

-აბა, გოგონებო როგორ იდიასახლისეთ?_ტატო შეყვარებულს უკნიდან ამოუდგა და მოწყვეტით აკოცა ლოყაზე, მერე კი მირანდას და ლინდას გადახედა.

-მე მგონი ყველაფერი მოვასწარით. ახლა მთავარია ჩვენც მოვასწროთ გამზადება.

-რაღას უცდით? წადით და გამოიპრანჭეთ, დანარჩეს მე და ნოე მივხედავთ.

-როგორ იცი ხოლმე ჩემი დასაქმება. _ცინიკური ღიმილით დაკრა მხარზე ხელი ძმაკაცს და ლინდას თვალებით ანიშნა წადიო.

>>>

საახალწლო განწყობას აკლდა რაღაც, რაღაც კი არ ვიღაც, ვინც ლინდასთვის ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი იყო. ეს იყო მისთვის პირველი ახალი წელი რომელსაც სახლში არ ხვდებოდა და რომელიც ეკას გარეშე ჩაივლიდა. ძალიან დიდხანს ცდილობდა ამ თემისთვის გვერდის ავლას, მაგრამ არ გამოუვიდა. დედასთან დაკავშირებით ფიქრების გაფანტვა ძალიან რთული ამბავია, მითუმეტეს მაშინ როდესაც ეკას გარდა ლინდასთვის არავინ არ არსებობს. მამიდასთან კონტაქტიც კი არ შველის, ეკას ყოველდღიური ამბების გაგებაც გულს უკლავს. აცრემლებული თვალები მორიდებულმა დამალა და შავი კლასიკური შარვალი ამოიცვა. მისაღებში დაბრუნებულებს სუფრა უკვე გაშლილი დახვდათ, ნოეს და ტატოს ყველაფერზე უზრუნიათ, ყველა დეტალი გათვალისწინებული ქონდათ.

-ყოჩაღ ბიჭებო. _ღიმილით ჩაილაპარაკა თინამ და შეყვარებულს მიუჯდა გვერდით. _ჯერ 9 საათია და რა გავაკეთოთ?

-ვისაუბროთ.

>>>
ათ საათზე დემეტრეც შემოუერთდა და მირანდაც ბოლომდე გახალისდა, ნოეს როგორც ყოველთვის ახლაც უწყინარი კოპები ჰქონდა შეკრული, მაგრამ ვერ ვიტყვით რომ უჟმურ ხასიათზე იყო, უბრალოდ ხუმრობის დროს ბევრს არ იცინოდა, ჰო კარგი... ღიმილით შემოიფარგლებოდა მხოლოდ.
თორმეტი საათისთვის მოამრაგებული ფერად-ფერადი ფეიერვერკებით გარეთ გაცვივდნენ და ათიდან ქვემოთ დათვლა დაიწყეს. ლინდას ბავშვობიდან მოყოლებული ეშინია ასეთი სიტუაციების და ცდილობს 12 საათიდან პირველ საათამდე სულ სახლში დარჩეს. ზუსტად ამ მიზნით არ გავიდა გარეთ და აივნის კარებთან დაყუდებული, თვალებმოჭუტული და ყურებზე ხელაფარებული ხვდებოდა ახალ წელს. თინა და მირანდა გახალისებულები ერთ ადგილზე ხტუნავდნენ და ახალ 2011 წელს ულოცავდნენ ერთმანეთს. ნოემ ღიმილით მოხვია ხელი ცოლს, ლოყაზე აკოცა და ახალი წელი მიულოცა.

-ბედნიერი 2011 წელი, ჩემთან ერთად. _ლინდამ ღიმილით ჩამოიღო ხელები ყურებიდან და შრამიან ლოყაზე თითები ნაზად ჩამოუსვა.

-თუ ახალ წელს ერთი სურვილის ჩაფიქრების უფლება მაქვს, მაშინ ვისურვებდი რომ ნორმალური ღიმილი ისწავლო და მოეშვა ამ ცინიკოსობას. _სიცილით მოხვია ხელები და მაგრად მოეხვია.

კარების ხმაზე გაკვირვებულმა გაიხედა შემოსასვლელისკენ და მერე მისკენ წასულ ქმარს გააყოლა მზერა. აივნის კარებთან მდგარს შესანიშნავად შეეძლო სიტუაციის ბოლომდე დაზვერვა. კარებში საჩუქრის ყუთით ხელდამშვენებული ეკას დანახვისას თვალები მიებლიტა და ემოციებ მოზღვავებულმა წონასწორობა ვეღარ შეიკავა.

გონს მძაფრმა სუნმა მოიყვა, თვალები რომ გაახილა ფერდაკარგული დედა და მის გვერდით მდგარი შეწუხებული ნოე დალანდა. ნოედან მზერა ისევ ეკაზე გადაიტანა და გახარებულმა რეალობაში დასარწმუნებლად დედის სახეზე აათამაშა თითები.

-გილოცავ დე. _ღიმილით ჩაილაპარაკა ეკამ და ორივე ლოყა მონატრებულმა დაუკოცნა. ლინდამ ხმამაღლა ამოიტირა და მონატრებულ სხეულს მთელი ძალით ჩაეხუტა. თურმე როგორი ტკბილი ყოფილა დედა და რამდენი ემოციის ერთად დატევა შეუძლია დედის სიტყვარულს. კიდევ ერთხელ დარწმუნდა რამხელა ბედნიერებაა დედის ახლოს ყოფნა, რმახელა ძალაა მისი არსებობა და მისი სიტყვარულის განაწილება.

-მომენატრე. _ხმაწასულმა ჩაიჩურჩულა და ლოყაზე აკოცა. _მეც გილოცავ.

ამ დღეს ასე ძალიან რამე თუ გაახარებდა ვერ წარმოიდგენდა, მთელი დღის დარდი ერთ წამში მოეხსნა, ამდენი ხნის დაძაბულობაც თითქოს სადღაც გაქრა და ყველაფერმა უარყოფითმა ერთდროულად დატოვა ლინდა. მომხდარით გაოცებული და უგონოდ გახარბეული წამითაც არ შორდებოდა ეკას და სულ გვერდით ეჯდა. დედამისმა რამდენჯერმე კმაყოფილმა გადაულაპარაკა ნოეს რაღაცა, ლინდამ დაეჭვებულმა გადახედა ქმარს და ცალი წარბი მაღლა ასწია.

-შენ მოიყვანე არა?_როგორც კი ქმართან განმარტოვება შეძლო მაჯაში სწვდა და ღიმილით კითხა.

-ვინ მოვიყვანე?_გაკვირვებულმა აიჩეჩა მხრები და ალუბლის ნატურალური წვენი გამოიღო მაცივრიდან.

-ნოე! ნუ ცდილობთ გამასულელოთ!_გაბრაზებულმა დაუბრიალა თვალები და ეკას გადახედა. _შენ დაარწმუნე რომ მოსულიყო.

-ეს მისი სურვილი იყო, ლინდა.

-ხო, მაგრამ შენ დაეხმარე.

-ნოე..._აივნიდან თინას განწირული ხმა გაისმა. ორივემ ერთდორულად გაიხედა შეშფოთებული და ფერწასული თინასკენ რომელიც ერთიანად ცახცახებდა.

-თინა, რა მოხდა?_სწრაფად წავიდა გოგონასკენ ქალდანი.

-შენი... შენი მანქანა იწვის.

ნოე აივანზე გავიდა, აგიზგიზებულ მანქნას გადახედა და უკანმოუხედავად გაექანა კარებისკენ.
აივნიდან უყურებდა როგორ იწვოდა ნოეს შავი 2010 წლიანი X6. დაინახა როგორ მოცვივდნენ სახანძროს, სასწრაფოს და საპატრულოს მანქანები. ეკამ წყლის ჭიქა მიაწოდა შვილს და ზურგზე გაშლილი ხელისგული დაუსვა. წარმოდგენა არ აქვს რატომ უნდა გასჩენოდა ვიღაცა არამზადას ახალი წლის ღამეს ნოეს მანქანის დაწვა, თანაც ამ ხერხით. როგორც სჩანს ეს ერთგვარი გაფრთხილების ჟესტია, სხვა შემთხვევაში მანქანას ცეცხლს მაშინ წაუკიდებდა როცა ქალდანი... მაგრამ ამაზე ფიქირც კი არ უნდა. აწითლებულ თვალებზე თითები მოისვა და დივანზე ჩამოჯდა. ქვემოთ ჩასვლა და მიზეზების მოსმენა არ უნდა, ისედაც ძალიან დაძაბა ამ შემთხვევამ.
გონოების რომელიღაცა კუნჭულში ხვდება რაც შეიძლება ამ ყველაფრის მიზეზი ყოფილიყო, მაგრამ საკუთარ თავს ჯიუტად არ უტყდებოდა და ნატრობდა რომ რეალურ მიზეზს ამასთან საერთო არაფერი ქონოდა.

აივანთან რომ მივიდა უკვე ცეცხლი ჩამქრალი იყო და მხოლოდ შავი ბოლო ასდიოდა, ნოე საპატრულო მანქანასთან იდგა და ოფიცერს ესაუბრებოდა, თან საკუთარ მანქნას თვალს არ აშორებდა, რამდენჯერმე მაღლაც აიხედა.

ეკას დამშვიდება კიდევ ცალკე თემაა, ჯერ გამუდმებით იმას კითხულობდა რა ხდებოდა მათ თავს, შვილის ხასიათზე ძალიან კარგად იცნობს და იცის რომ ეს მხოლოდ აღელვების და ნერვიულობის შედეგი არ არის, ხვდება რომ მათ თავს რაღაცა გაუგებარი საიდუმლო ახვევია. ლინდამ დამშვიდებულმა აუხსნა რომ თვითონაც არაფერი არ იცოდა და ნოე ყველაფერს გაარკვევს, მტრების არსებობა ყველამ გამორიცხა, მაგრამ ფაქტია რომ ვიღაცას ნოე თვალში არ მოსდის ეს ვიღაცა კი ზურას ახლობელი უნდა იყოს, რომელიც რატომღაც ვერა და ვერ ისვენებს.

გვიან ღამე დაიშალნენ, ლინდა და ნოე მისაღებში ისხდნენ ჩუმად და ერთმანეთს უყურებდნენ. რამდენჯერმე სცადა საუბრის წამოწყება, მაგრამ სიტყვებს თავი ვერ მოუყარა და ბრინჯივით დაიბნა. ფეხზე წამოდგა, ქმრის მხარეს გადაჯდა და თავი მხარზე დაადო.

-როგორ ფიქრობ ის იქნებოდა?_ჩურჩულით კითხა და თვალებით ახედა. ნოემ ტუჩები შუბლზე მიადო და მზერა მოპირდაპირე კედელს გაუსწორა.

-არ ვიცი, მაგრამ გავარკვევ._ელვასავით გავარდა ქალდანის ხმა.

>>>
გონების და გულის გადასაყოლებლად მაგიდის ალაგება დაიწყო, ნოეც უსიტყვოდ წამოდგა ფეხზე და ცოლს დაეხმარა. ლინდამ ღიმილით გამოართვა თეფშები და თვითონ ნიჟარასთან დადგა. ახლა ძილს მაინც ვერცერთი ვერ შეძლებს და ჯობია ხვალისთვის გადადებული საქმე დღესვე მოამთავროს.

დილის 6 საათზე დაწვა დასაძინებლად, ნოე ჯერ კიდევ მისაღებში იჯდა და ტელეფონზე ესაუბრებოდა ვიღაცას მომხდართან დაკავშირებით. ემოციურად ძალიან მძიმე დღე ჰქონდა და როგორც კი დაწვა იმ წამსვე გაითიშა. ძილში ერთადერთი რაც დააფიქსირა კარების ხმა იყო, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია და ძილი განაგრძო. დილით რომ გამოფხიზლდა ნოე სახლში არ დახვდა, ტელეფონზეც რამდენჯერმე დაურეკა, მაგრამ არ უპასუხა. ბოლოს ანერვიულებულმა ტატოს გადაურეკა და ქმრის ადგილსამყოფელი კითხა, მაგრამ ძილბურანში მყოფმა ტატომაც არაფერი არ იცოდა. ამაზე უარესად აიჭრა და ანერვიულდა, იცის რომ ნოე გუშინდელის მერე ყველაფერზეა წამსვლელი და ზუსტად ეს არ აძლევს მოსვენებას. ისიც იცის რომ ისევ ისეთი ცივილიზებული აღარ იქნება და სავარაუდოდ ვიღაცა აუცილებალდ დაშავდება ამ ყველაფრის შემდეგ. აკანკელბული თითები ნელა ჩამოისვა ყელზე და დივანზე დაჯდა.

დედამთილთან საუბრისას შეეცადა არაფერი არ შეემჩნია, მანქანის ამბავიც არ უთქვამს, ტყუილად უნდა აანერვიულოს და თვითონ ნორმალური პასუხიც ვერ უნდა გასცეს ამ ყველაფერზე. ჯობია ისევ ნოემ მოაგვაროს მშობლებთან ეს საკითხი, მაგრამ თბილისი ისეთი პატარა ქალაქია დღის ბოლოს უკვე ყველაფერი დეტალურად ეცოდინება მთელ ქალაქს.

მთელი დღე ცდილობდა ქმართან დაკავშირებად უშედეგოდ, მაგრამ იმედს მაინც არ კარგავდა რომ რომელიმე ზარის შემდეგ მაინც გაიგონებდა მის ხმას და შვებით ამოსუნთქვას შეძლებდა. 12 საათისთვის გოგონებიც გამოვიდნენ, თინამ ტატოს ველაპარაკე და ნოეს საძებნელად არის წასულიო. ამან ცოტა დაამშვიდა, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ მოისვენა, სანამ ნოეს არ დაინახავს თუნდაც ტუჩგახეთქილს მანამდე ვერ მოისვენებს. ეკამაც დაურეკა რამე ხომ არ გაგიგიათ და თქვენ როგორ ხართო, დედამისთანაც სიმწრის სიცილით იღიმოდა და ისე ესაუბრებოდა. ყველა მხრიდან უტევდნენ და ესეც სულ უფრო და უფრო ითრგუნებოდა.

-ნოეა. _აწკრიალებული ტელეფონის დანახვისას თითებაკანკალებულს რამდენჯერმე გადაუვარდა ტელეფონი, ბოლოს თინამ მიაწოდა. _ნოე, სად ხარ? როგორ ხარ?_როგორც კი ხმა ამოიღო ტირილი აუვარდა.

-ლინდა, დამშვიდდი განყოფილებაში ვიყავი დაკითხვაზე და ტელეფონის შეტანის უფლება არ მქონდა.

-მალე მოხვალ?

-ჯერ საქმეები მაქვს, როგორც კი მოვრჩები მოვალ და მორჩი ისტერიკას!_ქმრის ცივი ხმის გაგონებამ წამალივით უშველა.

-ძალიან გთხოვ იფიქრე იმაზე რომ მე სახლში გელოდები. _სრუტუნით დაასრულა საუაბრი და ტელეფონი გათიშა.

დღის ბოლომდე დარჩნენ გოგონები, ნოე ისეც არ რეკავდა და არც სახლში მიდიოდა ესეც დაუსრულებლად წუწუნებდა და ნერვიულობდა ყოველივე ამაზე. დამწვარ მანქანს რომ გადახედა უკვე წაღებული დახვდა, ნოეს ამაზეც უზრუნია და მანქანა იმ დღესვე მოაშორა ტერიტორიას.
ვერაფერს ვერ იტყვი, ახალი წლის ღამე შესანიშნავად დაიწყო და შესანიშნავად გრძელდება, ამაზე უკეთესს ვერაფერს ვერ ინატრებდა, ყველაფერი უცებ დაემხოთ თავზე და ყველა სიკეთესთან ერთად მთელი დღე სახლში გაატარა ზუზუნში და ტირილში.

-ლინდა, დავიღალე!_ბოლოს შეწუხებულმა თინამ დაუყვირა სამზარეულოდან.

-სხვათაშორის მეც. _მხარი აუბა მირანდამაც და ყავა მოსვა. _გავიგეთ, მაგრამ ამ ცოცხალ კაცს მაინც რაღას დასტირიხარ ისტერიჩკა ქალივით.

-აბა რა ვაკეთო?

-მე მგონი ეს გოგო გათხოვებამ ცოტა გამოაშტერა. _მეგობრის კითხვის მომსნეისას გაოგნებულმა თინამ კოპები შეკრა. _რა უნდა გააკეთო და ადგე, პირი დაიბანო, მერე ნორმალურად ჩაიცვა და სუფთა ჰაერზე გახვიდე... თუნდაც აივანზე, თორემ 1 ღამეში ამოგიღამდა ეგ თვალები.

-არ მინდა.

-არ მიკითხავს!_კატეგორიული ტონით ჩაილაპარაკა და ფეხზე წამოაგდო. _მიდი მალე!

>>>
საღამოს შვიდ საათზე დაბრუნდა ნოე, ცოცხალი, საღსალამათი და არცერთი ნაკაწრით. გოგონებმა როგორც კი დამშვიდებული ლინდა დაიგულის უსიტყვოდ ადგნენ და სახლი დატოვეს. მინაშვილი წარბწეული უყურებდა ქმარს და ხელებგადაჯვარედინებული ათამაშებდა ფეხს.

-დილაუთენია დაგიბარეს დაკითხვაზე?_ეჭვით კითხა და წარბები შეჭმუხნა. ქალდანმა მძიმედ ამოიხვნეშა და დივანზე ჩამოჯდა.

-ერთი დაკითხვიდან არ გამოვსულვარ მეორე იწყება. _ცინიკურად ჩაიქირქილა და ცოლს ახედა. _საქმეზე ვიყავი, მოვაგვარე და მოვედი. კიდევ გაქვს კითხვები?

-რა საქმეზე? ნოე, ხომ ხედავ რომ საშიში ხალხია, ასე ადვილად არ გაჩერდებიან. მანქანის გადაწვა გაფრთხილება იყო, შემდეგში შეიძლება პირადად შენ გავნონ რამე.

-მაგას გაბედვა და დიდი გული უნდა. _თვალი ჩაუკრა, მაჯაში ხელი მოკიდა და კალთაში ჩაისვა.

-ფაქტია გაბედეს და როგორმე შენს მოშორებასაც გაბედავენ.

-ლინდა, მაშინებ. _ხმაში ირონია, ხოლო სახეზე ღიმილი შეეპარა ქალდანს.

-ჰო აბა მე გაშინებ, მამალი მგლის არ გეშინია შენ._მხარზე ხელი მიკრა და თავი ჩამოადო. _ცოტა არ იყოს და შენი მანქანა დამენანა, კარგი მოგონებები მაკავშირებდა._ეშმაკური ხმით ჩაიჩურჩულა და ქმარს ახედა.

-არაუშავს ახალ მანქანაშიც ბევრ მოგონებაბს დაგიგროვებ. _თვალი ჩაუკრა და ტუჩთან ახლოს აკოცა.

>>>
წინა დღის დაღლილს და გამოუძინებელს 10 საათზე უკვე თვალები ებლიტებოდა, ნოემ წაებწეულმა გადახედა მითიშულ ცოლს და ხელი ოდნავ მიადო მხარზე. ლინდამ შეშინებულმა დაქაჩა თვალები და თავი წამოყო. ცოლის რეაქციაზე უნებურად გაეცინა ქალდანს და აწითლებულ ბაგეებზე თითი გადაუსვა.

-დავწვეთ. _ხმადბალა ჩასჩურჩულა და ფურცელივით ააფრიალა.

-ხო, დავწვეთ.

თავის ქნევით დაეთანხმა და თავი ქმრის მხარზე ჩამოდო. ოთახში შესვლისთანავე მოფხიზლდა, ნოეს ხელებიდან დასუხლტა და იატაკზე დახტა. უკვე ისე აქვს ნოეს ღამის მოგონებები ჩარჩენილი გონებაში, სულ რომ მკვდარი იყოს მამაკაცს მაინც არ მისცემს უფლებას საწოლში ჩააწვინოს, დაშინებულია რამე სისულელე არ წამოაყრანტალოს. ხალათი სკამზე გადაკიდა და საწოლში შეწვა. ნოე ცინიკური ღიმილით გავიდა ოთახიდან და თავის ოთახში შევიდა. ლინდამ უკმაყოფილოდ გააყოლა თვალი ქმარს და საწოლზე წამოჯდა, “აკი ცოლ-ქმარს ერთად უნდა ეძინოთო?” ხმადაბლა ჩაიფრუტუნა და თავი ბალიშზე დადო. სადღაც 10 წუთში ნოე ისევ ლინდას ოთახში დაბრუნდა ამჯერად პიჟამოს შავ შარვალში გამოწყობილი, წელს ზემოთ კი ისევ შიშველი. ლინდამ ნერწყვი ხმაურიანად გადაყლაპა და თვალები მაგრად დახუჭა.

ქალდანი როგორც კი საწოლში შეწვა, ცალი ხელით თავისკენ მიიზიდ ცოლი და ცხვირ-პირი მის ყელში ჩარგო. ლინდამ თვალებდაქაჩულმა და ბაგეებგახსნილმა ხმამაღლა ამოისუნთქა და ცალი ხელი შიშვლე სხუელზე მოხვია.

-ახალი წლისგან განსხვავებით ბედობა კარგვი გვექნება. _სიცილნარევი ხმით ჩაილარაკა ლინდამ და ტუჩები ააცმაცუნა.

-თუ გინდა უფრო კარგი რაღაცის დაბედებაც შეგვიძლია. _მაცდური წინადადებით გამოვიდა ნოე. ლინდამ გაშლილი ხელი შიშველ მკლავზე დასცხო და ტუჩის კუთხეში ჩაიცინა.

-არა, დღეს მირჩევნია დავიძინო._ლოყაზე აკოცა და თვალები დახუჭა.

-სხვათაშორის სექსის მერეც შესაძლებელია დაძინება. _მაინც, ყოველი შემთხვევისთვის დაუტოვა ინფორმაცია და თვალები დახუჭა.

>>>
ბედობას დედამთილ-მამამთილი ესტუმრა, ნამცხვრებით და ტკბილეულით დახუნძლული პარკები სამზარეულოში შეიტანეს და წყვილთან ერთად მისაღებში დასხდნენ სასაუბროთ. როგორც სჩანს ახალი ამბავი მათ ყურამდეც მისულა, ვახომ რამდენიმე ჩემს ახლობელს დავურეკე და გარკვევა ვთხოვეო, მაგრამ ამაზე ნოემ ლამის ცეცხლები გამოუშვა თვალებიდან და პირიდან. იმ წამსვე გადაარეკინა მამამის და ყველანაირ დახმარებაზე უარი ათქმევინა, როგორმე თავადაც გავარკვევ რა ხდებაო. დედამის მთელი 2 საათი ვერ დაწყნარდა სულ მოთქვამდა და ლინდასაც იძულებულს ხდიდა ევიშვიშა.

-ამდენი წელია არავის შენთვის ზედმეტი არ უთქვამს და ახლა რა მოელანდათ?_ბოლოს დამშვიდებულმა კითხა და ეჭვით გადახედა შვილს.

-ლიკო, მოვრჩეთ ამაზე საუბარს!_შვილის სახის დანახვისას სიტუაციის განმუხტვა სცადა ვახომ და ცოლს თვალები დაუბრიალა. ქალმა მხრები აიჩეჩა, “კი ბატონოო” თავისთვის ჩაიბურტყუნა და ყავა მოსვა.

>>>
3_ში სამსახურში გაივდნენ, ლინდა პირდაპირ მეორე სართულზე გაამწესა ნოემ ძალიან ბევრი საქმეა დაგორვილი და რამდენიმე დღეში უნდა მოასწროო. მთელი დღე ოთახიდან არ გამოსულა, არც ნოე უნახავს და არც თვითონ ქალდანი შეხმიანებია. შესვენებაზე რომ გავიდა გოგონებმა უთხრეს 11 საათის მერე თვალით არცერთს არ გვინახავსო, გამოდის რომ სამსახურიდან ისევ სადღაც წავიდა. ეს სადღაც კი ლინდამ ძალიან კარგად იცის სადაც უნდა იყოს. ქმრის ტელეფონზე დარეკა და რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს ნოემ რამდენიმე ზარის შემდეგ უპასუხა.

-შესვენებაზე ვარ და შენ სად ხარ?

-საქმეზე ვარ, დღეს საღამოს ტატო გამოგივლის და ის წაგიყვანს სახლში.

-შენ არ მოხვალ?

-არა, მე ვერ მოვახერხებ მოსვლას.

-ნოე, ვიცი რაზეც ხარ წასული და ახლა რამდენიც არ უნდა ვილაპარაკო აზრი არ აქვს, უბრალოდ თავს გაუფრთხილდი და შეეცადე ნერვიულობისგან გული არ გამისკდეს. _მუდარით ჩაილაპარაკა და მამაკაცის პასუხს დაელოდა.

-შენ გული მარტო ჩემი შეხებისას და მოფერებისას უნდა გისკდებოდეს. _თავისებურათ წაგესლა და ტელეფონი გაუთიშა.

საღამოს გარეთ გასულს ტატო უკვე სამსახურის ეზოში დახვდა. მანქანის წინა სავარძლიდან ვიღაცა გაკრეჭილი გოგო უქნევდა ხელს, ახლოს რომ მივიდა ჩამოწეული ფანჯრიდან მოწიწკნა თმები დაქალს და ტატოს მიესალმა.

-შენ ამ ბიჭს რატომ არ ასვენებ?_სიცილით კითხა და სარკეში ტატოს თვალი ჩაუკრა. თინა წამებში დასერიოზულდა და მეგობრისკენ მიტრიალდა.

-რატომ არ ვასვენებ?_გაკვირვებულმა კითხა და მხრები აიჩეჩა.

-24 საათი შეიძლება სულ შენ გიყურებდეს?

-ეეე, მოიცა რა... ეგრე შენ და ნოეს ერთმანეთი გბეზრდებათ, მაგრამ ვინმე რამე გეუბნება?!

>>>
სახლში მივიდა ცოტა დაისვენა, წყალი გადაივლო და ქმრისთვის დასახვედრად მზადება დაიწყო. მაცივარში შეალგებული საჭმელები გამოალაგა, გააცხელა და სამზარეულოს მაგიდა ორ კაცზე გაშალა. მთელი დღეა თვითონაც არაფერი არ უჭამია, სული რომ შეუბერო წაიქცევა.
კარების ხმაზე ღიმილით მოიხსნა წინსაფარი, საკიდზე ჩამოკიდა და ცალი თვალით გახედა სახლში შესულ ქმარს.

-რა მოიტანე?_გაკვირვებულმა ააყოლ-ჩააყოლა უზარმაზარ ყუთს თვალი. ნოემ ყუთი ნაძვისხესთან დადო და ცოლისკენ წავიდა.

-ახალ წელს შენთვის არაფერი არ მიჩუქებია. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა და ბაგეებზე მოწყვეტით აკოცა. ლინდა გაშტერებული უყურებდა ყუთს და თვალს არ აშორებდა.

-შენი საჩუქარი კიდევ გაუხსნელი დევს ნაძვის ხის ქვეშ. _გაბუტულმა ახედა ქმარს და მომცრო ზომის ყუთზე მიანიშნა.

-ჯერ ჩემი გახსენი. _თვალი ჩაუკრა და გზიდან ჩამოეცალა.

ლინდამ აჟიტირებულმა აათამაშა ხელები და ყუთს მიუახლოვდა. შეფუთული არ იყო, არც რაიმე განსაკუთრებული ნიშანი ქონდა რითაც მიხვდებოდა რა შეიძლება ყოფილიყო ყუთში.

-მაგრამ ჯერ მშია. _ფიქრებიდან მამაკაცის ხმამ გამოაფხზილა. წარბწეული მიტრიალდა ქმრისკენ და სამზარეულოსკენ წავიდა.

-გვიან გავხსნი და ნეტამც მინდა არ მომეწონს. _დაემუქრა და სააბაზანოსკენ წასულს თითი დაუქნია.

-შემორიგების უმარტივესი გზები ვიცი, ორივე კმაყოფილი დავრჩებით!

ცალი თვალი ნაძვის ხის ქვეშ მოთავსებული ყუთისკენ ეჭირა, ნოეც მე მგონი ლინდას ჯინაზე სპეციალურად ჭიმავდა დროს და ყველაფერს ისე ნაზად ჭამდა. ცოტაც და ალბათ მინაშვილს ნერვები უმტყუნებდა, ერთი ორჯერ ხმადაბლა ჩაახველა და ქმარს ანიშნა რომ უკვე ზედეტი მოსდიოდა, თან ნოეც ისე ცხადად აჩვენებდა თავს, თითქოს შიოდა.

-შენ არ მორჩები ხვალამდე და ის მაინც მითხარი და არის ყუთში?_მუდარით გამოიწელა ყელი და სკამი ქმრისკენ მიაჩოჩა. ქალდანმა წარბწეულმა გადახედა ცოლს, ლუკმა გადაყლაპა და ალუბლის წვენი დააყოლა.

-მე ხომ არ გავხსნა და ვნახო?!_ცინიკურად კითხა და კოპები შეკრა.

-ოო, მაშინ მალე მორჩი რა. _აბუზღუნებულმა ჩაილაპრაკა და ისევ უკან გააჩოჩა სკამი.

ქალდანმა თეფში თავისი ხელით ჩადო ნიჟარაში და ლინდამაც ამოისუნთქა, გახარებული გაექანა საჩუქრისკენ და ის ის იყო ყუთს უნდა დატაკებოდა მოულოდნელად კარზე ზარის ხმა რომ გაისმა. ღრენით წამოდგა ფეხზე, ტანსაცმელი შეისწორა და კარებისკენ წასულ აფხუკუნებულ ქმარს თვალი გააყილა. ღმერთს აშკარად არ უნდა რომ ამ გოგომ ეს ყუთი გახსნას, იქნებ ეს უბრალო მინიშნებაა და ყუთი მართლაც არ უნდა გახსნას. თანაც ძალიან კარგად ახსოვს ნოეს ნათქვამი საჩუქრებთან დაკავშირებით და მე მგონი დროა ბანკის ანგარიში გახსნას, აბა ამხელა ყუთში მარტო 5 ლარიანს ხომ არ ჩადებდა.
თვალებდაქაჩულმა რამდენჯერმე აათვაიერ-ჩაათვალიერა ნაცნობი სილუეტი და მერე მის უკან მდგარ ქმარს გადახედა.

-დათო?!_ღიმილით წარმოსთქვა ბიჭის სახელი და მისკენ წავიდა. ბიჭმა ორივე ხელი მაგრად მოხვია რძალს და გულზე მიიხუტა, მერე ლოყაზე აკოცა და ნოეს დაკრა ცალი ხელი მხარზე. _აბა თვის ბოლოსო?

-ისეთი ამბავი გავიგე თვის ბოლომდე რაღა გამაჩერებდა. _სიცილით დაიწყო, მაგრამ როგორც კი ნოეს ჩახველება გაიგონა თვითონაც უხერხულად შეიშმუშნა და ლინდას გაუღიმა.

-რა ამბავი გაიგე?

დაეჭვებულმა კითხა და თვალებმოჭუტულმა გადახედა ძმებს. ნოე უსიტყვოდ მოსცილდა მოსაუბრე წყვილს და მისაღებისკენ წავიდა, დათომ სწრაფად გააყოლა მზერა და თავის ქნევით დაუდასტურა რაღაცა.

-ტატოს და თინას ამბავი. _სხარტად წამოიძახა და ტაში შემოკრა.

-ტატოს და თინას ამბის გამო ჩამოხვედი 1 თვით ადრე? შეყვარებულები არიან კი არ ქორწინდებიან. _სიცილით მიკრა ხელი და ქმარს მიყვა უკან, მაგრამ მაინც არ ასვენებდა რაღაცა.

ძმებს აშკარად რაღაცა დიდი საიდუმლო ჰქონდათ რომელსაც არაფრის დიდებით არ უმხელდნენ ლინდას და მე მგონი ამ საიდუმლოს ხვდება. თუ დათოც იმ ამბის გამო ჩამოვიდა რა ამბავზეც ნოე დადის, სავარაუდოდ უფრო დიდ შარს გადააწყდება ქალდანების ოჯახი. მაგრამ არსებობს მეორე მოსაზრებაც რომელიც ამ ვარიანტს საერთოდ გამორიცხავს, უფროსი ქალდანი უმცროს ქალდანს არავითარ შემთხვევაში არ გარევდა ამ ამბავში და მითუმეტეს დათომ რა უნდა მოუგვაროს?! ტუდენტი ბიჭია და თავისთვის უქრის. ეგეც რომ არ იყოს სიმართლეს ნოე არავითარ შემთხვევაში არ ეტყოდა, მათი ქორწინების საიდუმლო მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცის ისიც იმიტომ რომ ასე იყო საჭირო.

სულ ფიქრობდა რომ დათოსთან შეხვედრა გარკვეულ დისკომფორტს შეუქმნიდა, მასაც,ნოესაც და თავად დათოსაც, მაგრამ რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს დათოსთან საურბისას ბათუმის ამბები საერთოდ არ ახსენდება. ბიჭი იმდენად ლაღი, თავისუფალი და მეგობრულია ორივესთან არც ირონიული წამოძახებები აქვს და რაც მთავარია მათი ერთად ყოფნა გულწრფელად უხარია. ნოეს სახეზეც ვერ შენიშნა სიბრაზე რაც იმას ნიშნავს რომ უფროსი ქალდანიც ზუსტად ისეთივე გულწრფელ დათოს ხედავს როგოსაც ლინდა. კიდევ ერთხელ დარწმუნდა რომ დათოსთის უბრალო გატაცება იყო და ყველაფერმა მალევე ჩაიაირა. რესტორნის ამბების მერე ასე თუ შემოტრიალდებოდა სიტუაცია ვერასოდეს იფიქრებდა, მაგრამ უზომოდ კმაყოფილია.

-აბა როგორი იყო გერმანია?

-გერმანია ძალიან კარგი იყო, მაგრამ საჩემო ქვეყანა არ არის. _თავი გააქნია და ყავის ფინჯანი გამოართვა.

-არ გშია?

-არა, თვითმფრინავში ვჭამე და მეყო.

-გოზინაყიც არ გინდა?_მოულოდენლად წამოიძახა და ფეხზე წამოხტა.

-აუ, შენ გენაცვალე. _სამ თითს აკოცა და მერე ლინდასკენ გაიშვირა. ნოემ წარბაწეულმა გადახედა “გაფრენილებს” და თავის ქნევით ამოიხვნეშა. _შენს მანქანას რა დაემართა?_ახლა ნოეს მიუტრიალდა უმცროსი ქალდანი.

-დაიწვა.

-კაი კაცო. _სიცილით გამოაჯავრა დათომ. _ეგ მეც ვიცი, როგორ დაიწვა?

-გამოძიება მიმდინარეობს. _სამზარეულოდან გამოსძახა ლინდამ და გოზინაყი თეფშზე გადაიტანა. შეეცადა როგორმე ეს თემა აერიდებინა.

იმდენი იცინიეს და იმხიარულეს სულ გადაავიწყდა ნოეს მორთმეული უზარმაზარი ყუთი. მაზლი რომ გააცილა ყავის ფინჯნები სამზარეულოში გაიტანა და ნიჟარაში ჩააწყო.

-აბა გავხსნათ.

ხელისგულები ერთმანეთს აზარტულად გაუხახუნა და ცალი თვალით შემოსასვლელ კარს გახედა, როცა დარწმუნდა რომ დაკაკუნებას არავინ არ აპირებდა ყუთთან ჩაიმხულა და ქმარს ახედა. ახლა უკვე თვითონ ჭიმავდა დროს, იმის მაგივრად რომ გაეხსნა და ენახა რა იდო ყუთში ფიქრით იჭყლიტავდა ტვინს.

-გახსნი თუ მოვიდეს სტუმარი?

-ვხსნი ხო.


სწრაფად ჩაილაპარაკა და ყუთს გადაკრული უბრალო სკოჩი ფრჩხილით ააძრო. ერთხელ კიდევ ღიმილით გადახედა ნოეს და ყუთს თავსახური ახადა. პრიალა ნაცრისფერი ქაღალდი ნაზად გადაასწია და თვალებგაფართოვებულმა დახედა ყუთში მოთავსებულ საჩუქარს. თავი სწრაფად მიატრიალა მამაკაცისკენ და გაოგნებულმა გადახედა, რომელსაც სახეზე ცინიკური ღიმილის გარდა არაფერი არ დასთამაშებდა. ყველაფერს ელოდა, ღამის სექსუალურ საცვლებს, ახალ ტაფებს, ლამაზდ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს, უბრალო ჩარჩოს, ჩაქუჩს, ან რომელიმე ცნობი მხატვრის ნახატს, მაგრამ რაც ნახა იმას ვერასოდეს ვერ წარმოიდგენდა. აცრემლებული თვალებით დახედა ყუთში მოთავსებულ თეთრ მატერიას და ბაგეებზე თითები აიფარა.

-ნოე, ეს...ეს..._ლუღლუღით ჩაილაპარაკა და საჩუქარი ამოიღო. გრძელი, თეთრი და ულამაზესი თვლებით მოქარგული დავარდნილი კაბა მინაშვილს გონებას უარესად ურევდა. _ეს ხომ საქორწინი კაბაა. _გადასამოწმებლად ჩაილაპარაკა და ფეხზე წამოდგა,ნოესკენ შეტრიალდა და ატირებულმა მიიდო კაბა სხეულზე. ქალდანმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ფეხზე წამოდგა.

-ეგ ის კაბაა რომელსაც ჩვენს ქორწილში ჩაიცვამ. _აწითლებულ ლოყებზე ხელის ზურგი ჩამოუსვა და ცრემლები მოსწმინდა.

-რატომ აკეთებ ამას?_ხმამაღლა ამოიტირა და სრუტინით გააქნია თავი. _რატომ ცდილობ თავი შემაყვარო, რატომ მიკეთებ ამას?

ყველა ფიქრი ერთიანად მოაწვა და ვეღარაფერს ვერ არჩევდა, ვერც სიტყვებს და ვერც მოქმედებას. ერთადერთი რასაც ხედავდა ნოეს განრისხებული თვალები იყო. რატომ უყვარს ყველაფრის გართულება, ხომ შეეძლო უბრალოდ აეღო ნოეს საჩუქარი გამოეხატა სიხარული, ბედნიერება და მორჩენილიყო, რა საჭიროა ყოველივე ეს სცენა როცა თვითონაც იცის რომ ბოლოს მაინც იმ აზრზე იქნება რა აზრზეც რამდენიმე წუთის წინ იყო. ნოე უკვე სიგიჟემდე უყვარს და ამას ვეღარ შეცვლის, ვერც მის დავიწყებას შეძლებს ოდესმე, როგორი ცხოვრებაც არ უნდა ჰქონდეს მომავალში.

-ჩაიცვამ თუ არა მაგ კაბას?_ცივი ხმით კითხა ნოემ და კაბას დახედა. ლინდამ ქვედა ტუჩზე კბილები მოისვა და ღრმად ამოიხვნეშა.

-ამასაც მათ დასარწმუნებლად აკეთებ?

კითხვაზე პასუხი თავადაც მშვენივრად იცის, მაგრმა უნდა რომ სიმართლე ნოესგან მოისმინოს და ამ დროს თვალებში უყურებდეს. ქალდანმა სიბრაზის შესაკავებლად რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია ცოლი აათვალიერ-ჩაათვალირა და ჯიბეებში ხელჩაწყობილი მიტრიალდა ფანჯრისკენ.

-არასოდეს არაფერი არავის დასარწმუნებალდ არ გამიკეთებია, მითუმეტეს ჩემი ცხოვრების ხარჯზე! ცოლად თუ მოგიყვანე ეგ იმიტომ რომ მე მინდოდა ასე, ჩემს სახლში რომ ცხოვრობ ეგეც ჩემი სურვილია, შენს ოთახში რომ მძინავს ეგეც და ეგ კაბაც! შეეშვი მაგ ისტერიკას და კითხვაზე მიპასუხე ჩაიცვამ თუ არა მაგ კაბას 12 თებერვალს?_ცოლისკენ მიტრიალდა და მის პასუხს დაელოდა. ლინდამ კაბა ყუთში დააბრუნა თვითონ კი დივანზე ჩამოჯდა და გაკვირვებულმა ახედა ქმარს, რომლის ბოლო წინადადებამაც უარესად დააბნია.

-გამოდის რომ ჩვენი ცხოვრება უკვე დაგეგმე. _სიმწრის სიცილით ჩაილაპარაკა და აწითლებილ ცხვირზე თითები მოისვა. _იქნებ ეს ქორწინება 12 თებერვლამდე სრულდება, მერე!?

-თავიდან ვცდით!_კატეგორიული ტონით ჩაილაპარაკა ქალდანმა.

-და რომ არ გამოვიდეს?_აშკარად იწვევს და ვატყობ საკადრის პასუხსაც მიიღებს.

-თუ არ გამოვა მომიწევს იძულებით გაცხოვრო აქ!_თვალი ჩაუკრა და მოპირდაპირე მხარეს დაჯდა. _გადაწყვიტე ან შენი ნებით რჩები ჩემთან და გიყვარვარ, ან მარტო ჩემი სურვილით ვქმნით ოჯახს და შენ როგორც ყოველთვის წიკვინებ.

-არ მეცინება. _ტუჩებგამოწეულმა ჩაიდუდღუნა და ცალი წარბი ასწია.

ნოე უსიტყვოდ წამოდგა ფეხზე და ბართან მივიდა. ლინდა გაშტერებული უყურებდა კაბას და ფიქრებში ძალიან ბევრჯერ მოასწრო საკუთარი თავის წარმოდგენა თეთრ კაბაში, როგორ იპრანჭებოდა გოგონებთან ერთად. როგორ უკეთებდნენ თმებს, მაკიაჟს როგორი სიფრთხილით იცვამდა კაბას და როგორ წარსდგებოდა ნოეს წინაშე.

-კაბის ზომა როგორ გაიგე?

რამდენი კითხვა უტრიალებს გონებაში და რამდენ კითხვაზე უნდა ამომწურავი პასუხის მოსმენა, მაგრმა რატომღაც იმ წამს ყველაზე მეტად ამან დააინტერესა. კაბის რამდენიმე კონკრეტული დეტალის დანახვისთანავე მიხვდა რომ ზომა ზუსტად ემთხვეოდა ლინდას სხეულის ფორმებს. სიგრძეც ძალიან კარგი აქვს, არც ძალიან გრძელია და არც ძალიან მოკლე.

-კონკერტული შემთხვევები დამეხმარა შენი სხეულის ფორმების უკეთ შესწავლაში.

ირონიული ღიმილით ჩაუკრა თვალი და ყავს მადუღარა ჩართო. ლინდამ კოპებშეკრულმა გაიხსენა რამდენჯერ მოუწია ნოეს შიშველი ლინდას საწოლში ჩაწვენა და სირცხვილისგან ლოყებზე წამოახურა.

-მართლა ძალიან ლამაზია. _ღიმილით ჩაილაპარაკა და კაბას დახედა._ხო, მაგრამ საქმრომ რომ ქორწილამდე კაბა არ უნდა ნახოს?!

-მერე მე საქმრო ვარ?_წარბწეულმა კითხა და მისკენ წავიდა. ლინდამ წამწამების ფახუნით გაუქნია თავი და ფეხზე წამოდგა.

-სად დავკიდო?

-ჩემს ოთახში.

-შენ სულ აიღე ხელი შენს ოთახზე. _სიცილით ჩაილაპარაკა, კაბა აიღო და ქალდანის საძინებლისკენ წავიდა.

>>>
მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა, გაშტერებული უყურებდა გარდრობის კარზე დამაგრებულ სარკეს და ქალდანის მშვიდ სუნთქვას უსმენდა. მესამე ღამეა ქალდანს ლინდას საძინებელში აქვს ბარგი გადმოტანილი, ამაზე პრეტენზია არც მინაშვილს გამოუთქვამს, პირიქით ძალიან სიამოვნებს ქმრის გვერდით ძილი. ღამე რომ შესცივდება გადატრიალდება, ჩაეფსკვნება და სიცივეც სადღაც უკვალოდ ქრება. მარტო ეს რომ არ იყოს ნოეს ვნებიანი შეხება და წამოძახილები მისთვის უკვე ყოველდღიურობად იქცა.
ეს დაგეგმილი ქორწილიც ძალიან აფიქრებს, რატომ გადაწყვიტა ნოემ ლინდასთვის ხელი ამ გზით ეთხოვა, მითუმეტეს როცა სერიოზულ ურთიერთობაზე ჯერ არცერთს წამოუწყია საუბარი. ამ სიტუაციაში რაც ყველაზე მთავარი იყო გააკეთეს ხელი მოაწერეს, დავიჯერო ქალდანს მართლა სხვების დასანახად უნდა ლინდა ცოლად მოყვანა? იქნებ არ უნდა რომ ხალმხა იჭორაოს ერთი ქორწილი ვერ გადაიხადაო. თუმცა ნოესთვის ასეთ დეტალებს მეეჭვება მნიშვნელობა ჰქონდეს.
რეალურ ფიქრებს კი სადღაც გაურბის და ახლოს არ იკარებს, ეშინია რომ ესეც გულს ატკენს და სულ მშრალზე გარიყული დარჩება. არ უნდა სიყვარულის ილუზიები შეიქმნას და მერე ერთიანად ჩამოეშალოს ოცნების კოშკები. გამთენიისას ჩაეძინა, დილის იგრძნო როგორ წამოდგა ნოე და როგორ წავიდა სავარჯიშოთ. თვითონ თვალის გახელაც კი დაეზარა სიტუაციის დასაზვერად და 2 საათი ძილი გააგრძელა.
ვარჯიშიდაც დაბრუნებულ ქალდანს ლინდა ისევ საწოლში დახვდა. ნოემ მაჯის საათს დახედა მხარზე პირსახოცი მოიგდო და სააბაზანოში შევიდა.
წყლის ხმამ გამოაღვიძა, თვალები ნელა გაახილა, ხელები განზე გაშალა და ზმუილით წამოჯდა საწოლზე. ტუმბოზე მოთავსებულ პირამიდას ფორმის საათს ცალი თვალით გადახედა და ზმუილით დაეგდო ისევ საწოლზე.

-ჯერ ძალიან ადრეა.

თავისთვის ამოიფრუტუნა და თვალები დახუჭა. კარების ხმაზე საბნიდან ოდნავ გამოყო სახე და პირსაცოხშემოხვეულ ქმარს თვალებდაქაჩულმა გახედა. ერთიანად გამოაფხიზლა ნოეს ამ ფრომაში ხილვამ. სხეულიც ისე საგრძნობლად გაუხურდა, მე მგონი ჰორმონებმაც იწყეს რღვევა. გაბრუებულმა გადაიხადა საბანი და საწოლზე დაპროგრამებულივით წამოჯდა. დიდი სამოვნებით მივიდოდა და წყლის წვეთებით დანამულ მუცელზე გამოსახულ კუბიკებს დაუთვლიდან, ან არ დაუთლიდა და უბრალოდ შეეხებოდა. აფორიაქებულმა მაისური ოდნავ გამოსწია და სულის შებერვით სცადა სხეულის გამოფხიზლება. ცოლის ქმედება არც ნოეს დარჩენია უყურადღებოდ და პირსახოცისკენ ხელი წაიღო. მინაშვილი როცა მიხვდა რის გაკეთებას აპირება ნოე თვალები მაგრად დახუჭა და გაშლილი ხელი გაიშვირა ქმრისკენ.

-რას აკეთებ, გაგიჟდი?

ხმამაღლა წამოიძახა და მორიდებით დააშორა თითები ერთმანეთს, იქიდან კი მშვენივრად ახერხებდა ქმრის დაზვერვას, რომელსაც პირსახოცი ჯერ კიდევ სხეულზე ჰქონდა შემოჭერილი.

-არაფერი მიქარო, სააბაზანოში შევალ და მერე რაც გინდა ის გიქნია.

გაპარული ხმით ჩაილაპრაკა, ფეხზე წამოდგა და სააბაზანოსკენ სირბილით წავიდა. კარებთან მისულს სწრაფად წაავლო ქალდანმა ხელი და კედელზე ააყუდა. ლინდამ ტუჩები ერთმანეთს გაუსვა და აჩქარებულ გულზე ხელი მიიდო, მერე კი თითები ნოეს მხრებზე გადაიტანა და ნაზად დაუსვა ნავარჯიშებ სხეულზე.

-სველი ხარ. _დაბნეულმა ჩაიჩურჩულა და ქმარს ვნებაამღვერულ თვალებში ჩახედა.

-არ გინდა გაშრობაში დამეხმარო?_ამ კაცის ცინიზმს საზღვარი არ აქვს, როგორ შეიძლება პატარა გოგოს გრძნობებით ასე თამაში...

-მე როგორ უნდა დაგეხმარო?_ტუჩები უკვე ერთმანეთზე ეწებობდა და მე მგონი ნერწყვიც გაუშრა უბედურს.

-პირსახოცს მოგცემ...

-აღარ გააგრძელო, არ მინდა!_როცა წარმოიდგინა რის თქმას აპირებდა კატეგორიული ტონით წამოიძახა და ორივე ხელი მკერდზე მიაბჯინა. _დავაგვიანებთ და უფროსი გამიბრაზდება. _ირონიული ღიმილით გამოაჯავრა ქმარი.

-არაუშავს შენს უფროსს ავუხსნი რა მიზეზითაც დაგვიანებ და დარწმუნებული ვარ გამიგებს. _ნიშნის მოგებით ჩაუკრა თვალი და ბაგეებზე გაველურებული დააცხრა.

-შეხვედრის ასლები წამოიღე და ჩემთან ამოდი.

შესვენებიდან დაბრუნებულმა უფროსმა ბრძანება გასცა და ლიფტისკენ წავიდა. ლინდამ მომღმარ გოგონებს ღიმილით გადახედა და ასლების ასაღებად მეორე სართულისკენ გაემართა. სამდივნოს კარები პირდაპირ შეაღო, მაგრამ ლელა იქ არ დახვდა. გაღიმებული სახით წავიდა უფროსის კაბინეტისკენ და ორი დაკაკუნების შემდეგ უნებართვოდ შეაღო. ნოე კაბინეტში მარტო იჯდა და საბუთებს ჩასჩერებოდა. ცოლს ხელით ანიშნა შემოდიო, ისე რომ ზედაც არ შეუხედავს. ლინდამ საბუთები გულზე მიიხუტა და სავარძლისკენ გაემართა.

-ყველაფერი აქ არის. _ფურცლები მაგიდაზე დაალაგა თვითონ კი სავარძელში მოკალათდა და კაბინეტის თვალიერება დაწიყო._ყავად დავლევდი. _ეშმაკური ღიმილით ჩაილაპარაკა და მზერა სწრაფად გაუსწორა ჭერს, თან ცალ თვალს ნოესკენ აპარებდა.

-ლელას დაუძახე და სთხოვე. _ურეაქციოდ გასცა პასუხი ნოემ და საბუთებს მიუბრუნდა.

-ლელა არ არის და მე რომ გავიკეთო?_წარბების თამაშით კითხა და ფეხზე წამოდგა.

-მეც გამიკეთე.

-არის უფროსო._წელში გაჯგიმულმა მიიდო გაშლილი ხელი საფეთქელზე და კარებისკენ წავიდა.

-უი, ლინდა. _იმ წამს დაბრუნებულმა ლელამ ღიმილით შეიმჩნია უფროსის მეუღლე და მაგიდისკენ წავიდა. _მე გაგიკეთებთ. _ყავის მანქანასთან მისულს სწრაფად დაეწია.

-არა იყოს ნუ შეწუხდები, თავად გავაკეთებ. _თვალი ჩაუკრა და ორი ფინჯანი გადმოიღო. _შენც ხომ დალევ?

-რა ვიცი..._მორიდებულმა გააგრძელა სიტყვა.

-დალევ, დალევ. _საკუთარ კითხვას თავადვე გასცა პასუხი და მესამე ფინჯანიც გამოიღო.

-რომ არ ვიცოდეთ რომ მართლა უფროსის ცოლი ხარ ვერც კი მივხვდებოდით.

-რატომ?_გაკვირვებულმა ასწია წარბი და ინტერესით კითხა.

-რა ვიცი, სამსახურში არ გაქვთ ცოლ-ქმრული დამოკიდებულება.

ლელას სიტყვები ძალიან ესიამოვნა, გამოდის რომ გრძნობების კონტროლს ლინდაც მშვენივრად ახერხებს და ყველას დასანახად არ ყვარობს ქალდანს. ბედნიერმა ღიმილით დაუქნია თავი მდივანს და ყავის ფინჯანი მაგიდაზე დაუდო, ორი ფინჯანი კი უფროსის კაბინეტისკენ წაიღო.

-ლელა დაბრუნდა?_უფროსული ტონით იკითხა და თავი ასწია. ლინდამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ფინჯანი გადააწოდა.

-კი, რომ გავედი უკვე მოსული იყო.

-კარგი ამ საბუთებს გადავხედოთ და მე უნდა გავიდე.

-სად მიდიხარ?_სწრაფად გამოყო ცოლური კლანჭები.

-ლინდა, ცოლური კითხვები სახლში. _შუბლშეკრულმა მისცა შენიშვნა და ფურცლები გადაშალა.
>>>
ქმრის ახალ მანქანაში გაბადრული სახით მოკალათდა და თვალებდაჭყეტილმა დაათვალიერა სალონი, შეამოწმა ყველა საჭირო და მნიშვნელოვანი დეტალი და ბოლოს კმაყოფილმა შეიკრა ღვედი.

-დაჯდები?_მოულოდნელად ნოეს ენთუზიაზმით აღსავსე ხმა გაისმა. ლინდამ სწრაფად მიატრიალა ქმრისკენ თავი და ზედიზედ რამდენჯერმე გააქნია.

-არა-ა.

-რატომ, მართვის მოწმობა ხომ გაქვს?_ცოლის უარმა გააკვირვა.

-კი მაქვს, მაგრამ პრაქტიკა მაკლია და რამეს შევასკდებით. _სიცილით დაასრულა წინადადება და გზას გახედა. _თანაც ცოტა მეშინია, ასე რომ ჯობია ისევ შენ ატარო.

-შაბათ-კვირას გავიდეთ და ატარე, თორემ ეგრე ვერასოდეს ვერ ისწავლი.

-კარგი, ოღონდ ჯერ მაღაზიასთან გააჩერე წვენს ვიყიდი. _ჩანთიდან საფულე ამოიღო და ხელი ღვედისკენ წაიღო.

-იყავი მე გადავალ. რა წამოგიღო?_მანქანის გაჩერებისთანავე ჩაილაპარაკა ნოემ და ღვედი შეიხსნა.

-კოკა-კოლა და ალუბლის წვენი.

-სხვა არაფერი გვინდა?

-კი, პური წამოიღე. ოღონდ შოთის.

>>>
პრსახოცი თავზე დაიხვია და გრძელ ხალათში გამოწყობილი გავიდა მისაღებში. ნოე დივანზე იწვა და ინგლისურ საინფორმაციოს უყურებდა.

-ყავას დალევ?

ბართან ატუზულმა კითხა და წყლის მადუღარა ჩართო. ნოემ თავი ოდნავ მიატრიალა ცოლისკენ და სააბაზანოდან ახლადგამოსული ვნებიანად შეათვალიერა. კმაყოფილი სახით წამოდგა ქალდანი ფეხზე, ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა გოგონას და წინ აესვეტა. ცალი ხელი წელზე მოხვია, ცალით კი პირსახოცი მოაშორა და სველი თმები ჩამოუშალა.
თითზე ნაზად დაიხვია ცოლის სრიალა თმა და ათრთოლებულ ბაგეებზე დააჩერდა. ლინდამ დაბნეულმა ააფახუნა თვალები და ქმრის თითზე დახვეულ თმებს დახედა. ნოე ოდნავ დაიხარა გოგონასკენ თმები მუჭში მოიქცია და ხარბად შეისუნთქა მისი სურნელი. მამაკაცის ქმედებით გაღიმებულმა ლინდამ ცალი ფეხი აათამაშა და მარცხენა წარბი აქაჩა. ნოემ გაბედულად წააცურა მეორე ხელი ხალათის ქამრისკენ და ნაზად წაეთამაშა. ქმრის ქმედებით “შეშინებულმა” სწრაფა დაჭყიტა თვალები და ერთი ნაბიჯით უკან გახტა. ცოლის უეცარი რეაქციით უკმაყფილო ნოემ თავი მაღლა ასწია და შუბლშეკრულმა გადახედა გაკვირვებულ ლინდას.

-მე...მე არ ვიცი ვარ თუ არა მზად.

ლუღლუღით ჩაილაპარაკა და თვალები დახუჭა.

-არ მინდა ცუდად გამომივიდეს, მაგრამ მეშინია.

ხმადაბლა, დამორცხვილმა ჩაილაპარაკა და ქვედა ტუჩზე იკბინა. ნოე ღიმილით მიუახლოვდა ცოლს, საჩვენებელი თითი ნიკაპს ქვეშ ამოსდო და თავი ააწევინა.

-დავიჯერო სექსის თეორიას ეცნობოდი?!_ცინიკური ხმით ჩაილაპარაკა ნოემ და თითი ტუჩებზე გადაატარა. _და გინდა მხოლოდ თეორიული ცოდნის ხარჯზე იცხოვრო ქმართან?_ირონიას არ ეშვებოდა ქალდანი, თან ნელ-ნელა ისევ ქამრისკენ აპარებდა ხელს. ლინდამ წარბწეულმა დააბრიალა თვალები და კიდევ ერთი ნაბიჯით უკან გახტა. _დაჭერობანას ვთამაშობთ?_აზარტში შესულმა იკითხა და კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ცოლს. _მომწონს ეს იდეა. _ესეც თავის სასარგებლოდ შემოატრიალა.

-ნოე, ნუ მეთამაშები!_კატეგორიული ტონით გააფრთხილა ლინდამ, მაგრამ ხმაში ათრთოლება და დაბნეულობა მაინც შესამჩნევი იყო.

-მე არ გეთამაშები, მე გთავაზობ დაუვიწყარ ღამეს რომელსაც ვერასოდეს ვერ დაივიწყებ.

თვალი ჩაუკრა და სწრაფი მოქმედებით მოიქცია თავის მკლავებში. ლინდამ თავი ოდნავ უკან გადასწია და ისე დააკვირდა ქმარს.

-და იძულებული რომ გავხდე დავივიწყო?

მაინც არ ეშვება უარყოფითზე ფიქრს და ნოეს ხასიათის გაფუჭებას. როდესაც ხედავს რომ მამაკაცი ოდნავ მაინც გახსნის შუბლს ზუსტად იმ წუთას მოუნდება მომავლის ტრაგედიებზე საუბარი. ქალდანმა ამჯერად გოგონას შეწუხებული კითხვი არ შეიმჩნია და მოწყევტით აკოცა ბაგეებზე, მერე კი თითები თეძოებზე აათამაშა. ცალი ხელი ზემოთ წაიღო და ამჯერად უკვე სურვილი აიხდინა, ქამარი ერთი ხელის მოძრაობით შეუხსნა და ერთმანეთზე გადადებული მატერიაც ნელ-ნელა გაიშალა. ლინდას ცოტა მოერიდა, არ არის მიჩვეული ქმრის წინაშე ასეთ მდგომარეობაში ყოფნას. მართალია საცვლების ჩაცმა არასოდეს არ ავიწყდება, მაგრამ ფხიზლად ყოფნის დროს თურმე სულ სხვა შეგრძნება ჰქონია. დაბნეულმა თავისდაგაუაზრებლად აათამაშა ხელები ნოეს კისერზე და თვალები დახუჭა. ქალდანმა თითები ნაზად შეუცურა შიშველ მუცელზე და წამებში აკანკალებულ სხეულს ქვემოდან ზემოთ აუყვა.

-ნოე.

ვნებისგან ჩახლეწილი ხმით ამოილაპარაკა და სუნთქვა გახშირებულმა ამოისუნთქა. ცოლის სახეზე უნებართვოდ დაასრიალებდა ბაგეებს და ყველა ნაწილს მოწყურებული უკოცნიდა. სხეულზე ათამაშებული ქმრის თითების შეგრძნებისთანავე გაითიშა, გონების და გულის არცერთი ნაწილი აღარ ემორჩილებოდა მინაშვილს. ყველაფერმა ერთდროულად მოახდინა მათზე ზეგავლენა და ერთხმად შეთანხმდნენ რომ ეს სიტუაცია ყველასთვის სასიამოვნო იყო. არც ლინდას არ გაუწევია წინააღმდეგობა, იმ მომენტში ნოეს ალერსის გარდა ვერაფერზე ვერ ახდენდა კონცენტრაციას. ვერც იმ მომავალზე ასე რომ უღრღნის გულს და მოსვენებას არ აძლევს. ქალდანმა მოულოდნელად აიტაცა სუსტი სხეული ხელში და ჩქარი ნაბიჯებით წაიყავანა საძინებლისკენ, ამჯერად ლინდას ოთახში მაგივრად საკუთარი საძინებლის კარები შეაღო და პირდაპირ საწოლისკენ წავიდა. გოგონა საწოლთან ახლოს ჩამოსვა, ხალათი მხრებიდან გადავარდა და იატაკზე აღმოჩნდა. ნახევრად შიშველი მინაშვილი მორცხვად იშმუშნებოდა და ცდილობდა ყოველგვარი საფარის გარეშე დაეფარა სიშიშვლე. ნოემ ვნებამორეული ღიმილით დაუსვა თითის ზურგი მკლავზე და ფრთხილად გადააწვინა საწოლზე, თვითონ კი ზემოდან მოექცა.

ათრთოლებული დაასრიალებდა ქმრის შიშველ ზურგზე თითებს და გაურკვეველ ბგერებს გამოსცემდა, ნოეს ეს ყველაფერი უფრო ახელებდა და ჟინს მატებდა. ცივი თითების ცოლის სხეულის ყველა ნაწილი შეისწავლა, არცერთი დაუტოვებია გულგრილი და ხელშეუხებელი. მინაშვილი ცდილობდა გამოუცდელობის გამო ეს ღამე არ გაეფუჭებინა და ზედმეტ მოქმდებებს ერიდებოდა. ზურგს უკან აღმოჩენილი თითები რომ დააფიქსირა მიხვდა იქ რისთვისაც იყვნენ და ქვედა ტუჩზე იკბინა. ქალდანმა ნელა შეუხსნა ბიუსჰალტერი და იატაკზე მოისროლა. შიშველი ცოლი მთლიანად აიკრა შიშველ სუხელზე და ბაგეებზე აკოცა.

თვალები რომ გაახილა იგრძნო როგორ იყო ახლართული ნოეს შიშველ სხეულში და ღიმილით სცადა ქმრის სახის დანახვა, მაგრამ ისე სასაცილოდ იყო გაკოჭილი ვერაფრით ვერ მოახერხა და ისევ საწყის პოზიციას დაუბრუნდა. ყვეალფერი რასაც თეორიული ცოდნა მოიცავდა სიცურე აღმოჩნდა, არც ტკივილით დაუზანზარებია ცა და ქვეყანა და არც დილით არ სტკიოდა მუცელი გაუსაძლისად. მე მგონი აქ კაცის პროფესიონალიზმთან გვაქვს საქმე და არა თეორიულ არასწორობასთან. საბოლოო ჯამში გუშინდელი ღამის შემდეგ უაღრესად კმაყოფილია და ზუსტად იცის რომ ქმრის სიტყვები გამართლდება და ეს ღამე არასოდეს არ დაავიწყდება რაც არ უნდა მოდეს და ყველაზე მთავარი, არასოდეს არ ინანებს მომხდარს. ნოემ ნელა აამოძრავა ლინდა შიშველ მკერდზე ხელი და გამოფხიზლება დაიწყო.

-დილა მშვიდობისა.

ხმადაბლა ჩაიჩურჩულა ლინდამ და ქალდანის იმ წამს მოდუნებული სხეულიდან განთავისუფლებული მისკენ გადატრიალდა. ნოემ ცალი თვალი გაახილა, ოდნავ წაიწია ცოლისკენ და ტუჩებზე შეხებით დაუბრუნა პასუხი.

-როგორ ხარ?_ძილისგან ჩახრეწილი ხმით კითხა ნოემ და თეძოზე თითები მოუჭირა.

-ძალიან კარგად, უბრალოდ გუშინდელიდან მოყოლებული ცოტა მშია.

-მეც მშია და უკვე ვიცი შიმშილის გრძნობის დაკმაყოფილებაში ვინ დამეხმარება. _მაცდურად ჩაილაპარაკა და ქვედა ტუჩზე კბილები დაისვა. ლინდამ თვალებმოჭუტულმა ახედა ჭერს და “ჩაფიქრდა”.

-მე მგონი ეგ მეც ვიცი, მაგრამ იმასც ძალიან შია სამზარეულოში რომ ქათამია ის. _სიცილით გამოაჯავრა და ფეხზე წამოდგა.

>>>
მთელი დილა ფიქრობდა რომ გერკვეული პერიოდის შემდეგ არასასიამოვნო ფიქრებიც იჩენდა თავს, მაგრამ რამდენადაც ჩვენთვის გასაკვირი არ უნდა იყოს ამ ღამეს მასზე ცუდი ზეგავლენა არ მოუხდენია და ყველანაირად ცდილობა მხოლოდ დადებითზე ეფიქრა. არც მომავლის შიში უგრძვნია და არც ის რომ შეიძლება ხვალ ნოესთან ერთად ვეღარ გაიღვიძოს, მე მგონი მინაშვილის გონება ღამით გაწმინდეს, სულ სხვანაირად ფიქრობს და აზროვნებს. მომენტებში აქვს რაღაცა წამოფრენები, მაგრამ არა ისე როგორც გუშინ დილით, ან გუშინწილ ღამით. ამ ღამემ მასში გარდატეხვა მაოხდინა, ახლა უკვე ქალია და ვალდებულია იაზროვნოს ისე როგორც გათხოვილ ქალს შეეფერება და დატკებს ქმართან გატარებული ყოველი წამით, სხვა გზას ქალდანი მაინც არ დაუტოვებს.

ზურგს უკან აკრულს სხეულს თავი მიადო და გაბადრულმა ჩამოასხა წყალი ფინჯანში.
ნოემ ორივე ხელი მუცელზე მოხვია, როგორც კი ჩაიდანი დადგა ლინდამ თავისკენ მიატრიალა და ცხვირის წვეროზე აკოცა.

-დღეს შეიძლება ცოტა გვიან დავბრუნდე, ამიტომაც მთელი დღე გაქვს შენი ნივთების ჩემს ოთახში გადასატანად. _თვალი ჩაუკრა ტუჩებზე აკოცა და ლინდას ყავის ფინჯანს დასწვდა.

-ახლა გასაგებია რატომ არ გვეძინა შენს ოთახში. _მომხდარის გააზრება ახლა უკეთ შეუძლია.

-მართალი ხარ, მე ჩემს ოთახში ქალიშვილ გოგონებს დიდხანს არ ვაჩერებ, იმაზეც მადლობა თქვი ნაზის ყოფნის დროს რომ დაგაბინავე. _ცინიკური ღიმილით ჩაუკრა თვალი და პიჯაკი შეისწორა. _20 წუთში გავდივართ. _თითის აწევით გააფრთხილა და ყავა მოსვა.

-მაშინ დროა გავემზადო.

>>>
სულ სხვანაირია ყველაფერი ორმაგად უხარია, იღიმის, ბედნიერია და სხვის ბედნიერებასაც საკუთარივით იზიარებს. ნოესთან კაბინეტში არ ასულა, მაგრამ ქმართან სიახლოვეს ახლა უფრო უკეთ გრძნობს. მისი სურნელი ჯერ კიდევ კანზე აქვს შემორჩენილი და სულაც არ ეშინია იმის რომ შხაპის მიღების შემდეგ გაქრება. მისთვის ყველაზე საყვარელი სუნამო ახლა უკვე ყოველ ღამე გადანაწილდება მის სხეულზეც და ამით უაღრესად კმაყოფილია.

-გამარჯობა, ლინდა მინაშვილი ბრძანდებით?_შესვენებაზე გამოსულს უცნობი ორი მამაკაცი დახვდა. გაკვირვებულმა გადახედა ორივეს, მერე ანერვიულებულმა გადაყლაპა ნერწყვი და თავი დაუქნია.

-დიახ მე ვარ. თქვენ ვინ ხართ?_შეეცადა დაბნეულობა და ნერვიულობა არ შეემჩნია.

-ჩვენ გამომძიებლები ვართ, თქვენთან რამდენიმე კითხვა გვაქვს._შიში გაუქრა, მაგრამ ძალიან დაიბნა, რა კითხვები უნდა ჰქონდეს გამოძიებას სტუდენტ გოგონასთან.

-მოხდა რამე?

-განყოფილებაში უნდა გამოცხადდეთ და იქ ყველაფერს აგიხსნით.

-ახლა?! ახლა არ შემიძლია შესვენებაზე ვარ გამოსული და სამსახურში უნდა მივბრუნდე.

-როდის შეძლებთ?

-ალბათ დღის ბოლოს.

-კარგით, ეს ჩემი პირადი ნომერია და როგორც კი მოახერხებთ დამიკავშირდით, მერე გეტყვით სად და როდის უნდა მობრძანდეთ.

მამაკაცმა გულისჯიბიდან პატარა ფურცელი ამოიღო და გაუწოდა. ლინდამ ყოყმანით გამოართვა, ნომერს წამით შეავლო თვალი და მერე ისევ ორ უცნობ მამაკაცს ახედა.

კაფისკენ წასვლა აღარ უფიქრია, სწრაფად მიტრიალდა შენობისკენ და აჩქარებული ნაბიჯებით შევიდა შიგნით. კიბეებზე სირბილით ავიდა, სამდივნოდან გამოსულ ლელას გაუღიმა და უფროსის კაბინეტში დაუკაკუნებლად შევიდა. ნოემ გაკვირვებულმა ახედა გადაფითრებულ ცოლს.

-ლინდა, კარგად ხარ?_ფეხზე წამოდგა და გოგონასკენ წავიდა.

-გამომძიებლები იყვნენ ჩემთან, დღეს საღამოს დაგვირეკე და განყოფლებაში მოდიო. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა და ქმარს დააკვირდა. _ნოე რა უნდათ?

-არ ვიცი, მაგრამ შენ რატომ ნერვიულობ არ მესმის. დააშავე რამე და მიმალავ?_მოჩვენებითი ეჭვით კითხა და შუბლი შეკრა.

-კარგი რა, მე მართლა ვნერვიულობ. ჩემთან რა საქმე უნდა ჰქონდეს გამოძიებას. ან რას იძიებენ?_სუნთქვა აჩქარებული ლაპარაკობდა და თან თვალს არ აშორებდა ნოეს.

-სავარაუდოდ მამაშენმა მიქარა რაღაცა და უნდა დაგკითხონ, სხვა ვარიანტები არ მაფიქრდება. _მხარი აიჩეჩა ნოემ და დივანზე ჩამოჯდა._ან ჩემი დამწვარი მანქანის შესახებ უნდათ რამდენიმე კითხვის დასმა.

-რაღა დროს შენი მანქანაა?

-არ გამიკვირდება ახლა მართლა მაგაზე რომ გიბარებდნენ. _ირონიული ხმით ჩაილაპარაკა ქალდანმა და ტელეფონი ამოიღო. _ჯუბო, ერთი გამირკვიე ლინდა მინაშვილს რა საქმეზე იბარებს გამოძიება... რამდენიმე წუთის წინ გამომძიებლები დახვდნენ სამსახურთან და პირადად დაიბარეს.... არა, წარმოდგენა არ აქვს...მიდი, მიდი გამირკვიე და დარეკე.

-ეგ ხომ კომფიდენციალურია?_როგორც კი ტელეფონი გათიშა დაეჭვებულმა კითხა ლინდამ და გვერდით მიუჯდა. _ან ჯუბო ვინ არის?

-შენი კაცი ყველგან უნდა გყავდეს. _ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა და თვალი ჩაუკრა. _ჩავალ რამეს ამოგიტან, რას შეჭამ?

-კაფეში რომ სენდვიჩს აკეთებენ ის წამომიღე და ერთი ცალი კოკა-კოლა. _ღიმილით ჩაილაპრაკა და დივნის საზურგეს მიეყრდნო.

>>>
-კარგი ჯუბო, დაგიკავშირდები. _სახეშეცვლილი დაემშვიდობა “თავის კაცს” და ტელეფონი მაგიდაზე დადო, თვითონ კი ფანჯრისკენ წავიდა.

-რაო რა გითხრა?_სენდვიჩი პარკში ჩააბრუნა და ქმარს გახედა.

-ლექსო აუყვნიათ.

-ლექსო ვინ არის?_ნოემ შუბლშეკრულმა მიატრიალა თავი ცოლისკენ, ლინდაც იმ წამსვე მიხვდა ლექსოს ვინაობას და ბაგეები აამოძრავა. _ააა. და ლექსოსთან მე რა კავშირი მაქვს?

-შენ არა, მაგრამ მამაშენს აქვს, რომელიც ორი დღეა ძებნაშია.

-რაა?

-ხო, რამდენიმე შავი საქმე ამოუქექეს და გამოჩნდა რომ ლექსოსთან ერთ დღიანი ურთიერთობა კი არა წლების წინ ჩადენილი ცუდი საქმეები აკავშირებს.

მშვიდი ხმით უხსნიდა ყველაფერს. ლინდა ნელ-ნელა სულ უფრო და უფრო ფითრდებოდა, მიუხედავად ბოლო პერიოდში მომხდარი ამბებისა მამამისის ამბავმა მაინც ძალიან იმოქმედა მასზე. მთელი სხეული აუკანკალდა. როცა წარმოიდგა როგორ დაიბარებდნენ ეკასაც და როგორ გადმოულაგებდნენ ქმრის საგმირო საქმეებს ცივმა ოფლმა დაასხა, წარმოდგენაც არ უნდა რა დღეში ჩავარდება დედამისი.

-ნოე, ეკასაც ხომ დაიბარებენ?

-დაიბარებენ. _დასტურის ნიშნად თავი დაუქნია და მისკენ წავიდა. _მივიდეთ და ჩვენ დაველაპარაკოთ, ჯობია მზად იყოს.

>>>
სამსახურიდან ორი საათით ადრე წავიდნენ, ეკასთან მისვლა და დალაპარაკება რომ მოესწროთ. მამიდამისს ბავშვები რამდენიმე დღით სოფელში წაუყვანია და სახლში არავინ არ დახვდა დედამისის გარდა. ეკამ მოულოდნელად გამოცხადებული შვილის და სიძის დანახვით გახარებულმა სწრაფად გაშალა მაგიდა და ნოეს საუკეთესო ყავაც მოუდუღა, რომელიც თურმე მზიამ ჩამოუტანა გერმანიიდან.

-საქმეზე ვართ მოსულები. _შეპარვით დაიწყო ლინდამ.

-რაც მოხვედი იმის მერე არ მომწონს შენი ფერი... რა ხდება?_ხმაში სიმკაცრე შეერია ეკას.

-ზურას ეხება.

-ხომ იცი ზურაზე აღარაფრის მოსმენა არ მინდა, ჩვენ ეგ წარსულში დავტოვეთ და აღ....

-შეიძლება განყოფილებაში დაგიბარონ. _სიტყვა შეაწყვეტინა.

-მე? მე რატომ უნდა დამიბარონ?_გაკვირვებულმა კითხა შვილს.

-ზურა რამდენიმე უკანონო ქმედებაშია ეჭვმიტანილი და მასზე ძებნაა გამოცხადებული, თქვენ როგორც მისი მეუღელა და მისი შვილი ერთადერთი ადამიაენბი ხართ ვინც მისი ვინაობა შეიძლება იცოდეს.

-მაგრამ წარმოდგენაც არ მაქვს სად არის... მოიცადე, რა საქმეებში?_ბოლოს მიხვდა რაც უთხრა ნოემ.

-ეგ ჯერ არ ვიცით, მაგრამ ციხე ემუქრება.

-მეტის ღირსია. _მშვიდი გამომეტყველებით ჩაილაპარაკა ქალმა და ყავა მოსვა. ლინდამ თვალებდაჭყეტილმა გადახედა ჯერ ნოეს და მერე დედამისს._ხო რა იყო, რა სახით მიყურებ? ეგეთი არაკაცები ციხეში უნდა ლპებოდნენ!_თავი დააქნია და სიძეს გადახედა. _რომ დამირეკავენ მივალ და რაც ვიცი ყველაფერს ვეტყვი.

-და რა იცი?_შეშინებულმა ლინდამ ხმის კანკალით კითხა დედამისს.

-ნუ გეშინია ბანკი არ გაგვიტანია. სად შეიძლება იმალებოდეს, ყველა შესაძლო ვარიანტს დავასახელებ.

-ეკა, დარწმუნებული ხარ?

-კი!

>>>
ნახევარი საათი იკითხებოდა, ძალიან ბევრი კითხვა დაუსვეს და ძალიან ბევრი არასასიამოვნო მოგონების გახსენაბაც მოუწია. ზურა ვის ხვდებოდა, ვინ მოდიოდა მათთან სახლში, რა ხალხთან ჰქონდა კავშირი. სურათზე გამოსახულ რამდენიმე პიროვნებაზეც დაუსვეს კითხვები. ერთადერთი ვისი ამოცნობაც შეძლო ლექსო იყო, შეეშინდა სიმართლის დამალვა და ყველაფერი დეტალურად მოუყვა, მაგრამ ქორწინებაზე ხმა არ ამოუღია. რამდენიმე კითხვა ნოეზეც დაუსვეს, თუმცა ვერ მიხვდა ნოესთან დაკავშირებით ასეთ უცნაურ კითხვებს რატომ უსვამდნენ.

-თქვენი მეუღლე და ლექსო ახვლედიანი რამდენიმე თვის წინ ერთ მაგიდასთან ისხდნენ კაზინოში და ბუნებრივია ეჭვი მაქვს რომ თქვენმა მეუღლემ ეს ყველაფერი იცოდა.

-და ამას არც ვუარყოფ, ნოემ მითხრა ამ ამბის შესახებ.

-ჩვენ რატომ არ შეგვატყობინეთ?

-რა მამაჩემმა ჩემი თავი კაზინოში წააგო-თქო? უცნაურ კითხვებს მისვამთ ბატონო გამომძიებელო, ეს ჩემი პიროვნული უფლება იყო და გადავწყვიტე თქვენთვის არაფერი მთქვა! კანონი დავარღვიე და ვინმეს ამით საფრთხე შევუქმენი?

-საკუთარ თავს!

-არანაირად, მე მიცავდა და მიცავს ჩემი ქმარი!_გაღიზიანებულმა წამოიძახა და შუბლი შეკრა. _ნოეს რამდენჯერმე მოუწია ლექსოს ნახვა მხოლოდ იმიტომ რომ აღნიშნული პრიოვნება მე არ მანებებდა თავს, მაგრამ როგორც ხედავთ ყველაფერმა ძალიან მშვიდად ჩაიაირა და დღეს ლექსო თქვენთან არის, ჩემი ქმარი კიდევ ცოცხალი და საღსალამათია.

-ნუ ბრაზობთ, ბატონ ნოესთან დაკავშირებით ჩვენ არანაირი საფუძვლიანი ეჭვი არ გვაქვს, უბრალოდ ვალდებული ვარ ყველა ზემოთ აღმოფხვრილი შემთხვევა დავაფიქსირო. ჩვენ შესანიშნავად ვიცით ვინ არის თქვენ მეუღლე და რას საქმიანობს, უბრალოდ ლექსოს და ზურას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე ყოფნისას ისიც იქ იყო.

-შემიძლია წავიდე? ძალიან დავიღალე.

-დღეს კი და შეეცადეთ ქალაქიდან რამდენიმე დღე არ გახვიდეთ, შეიძლება კიდევ დაგვჭირდეს თქვენი დახამრება.

-ნახვამდის.

>>>

-შენც გახსენა რამდენჯერმე._როგორც კი მანქანაში ჩაჯდა ქმარს გადაულაპარაკა და ღვედი შეიკრა.

-ამ შემთხვევაში გამოძიებასთან უნდა ვითანამშრომლოთ. _თვალი ჩაუკრა და მანქანა დაქოქა.

-ხო, მაგრამ მაინც არ მესმის რატომ წაგკბინა ეგრე... იმ მაგიდასთან იჯდა სადაც შენი თავი “გაასაღა” მამაშენმაო. _თავის ენაზე გადმოთარგმნა გამომძიებელის სიტყვები და ნოეს გადახედა.

-მაგაზე ფიქრს შეეშვი, შენ გამოძიებასთან ითანამშრომლე, დანარჩენი თვითონ იციან!

სახლში მისვლისთანავე სააბაზანოსკენ გაქანდა, ცხოვრებაში პირველად მოუწია ასეთ სიტუაციაში ყოფნა და ცოტა არ იყოს თავს უსუფთაოდ გრძნობს. თბილი წყლის ქვეშ მყოფი კიდევ ერთხელ დაფქირდა ყველაფერზე, მათ შორის ზურას ამბავზეც. საინტერესოა როგორ უნდა დაიძვრინოს თავი ამ სიტუაციიდან ისე რომ არ დაზარალდეს და მინიმალური სასჯელი მიუსაჯონ. მაგრამ ლინდას წარმოდგენაც არ აქვს კონკრეტულად რა მაქინაციებზე საუბრობდა გამომძიებელი, ამიტომ სავარაუდო სასჯელზეც ვერ იფიქრებს. მაგრამ ახლა ამის დრო ნამდვილად არ არის, ზურას გამო ოჯახში დაძაბულობის შემოტანას არ აპირებს და მითუმეტეს ძლივს აწყობილ ურთიერთობაში. მინაშვილს სურს რომ ქმართან ერთად ნორმალურად, მშვიდად და ბედნიერად იცხოვროს, ყოველგვარი არეულობების გარეშე.

პირსახოცი მჭიდროდ შემოიხვია სხეულზე და საძინებელში გავიდა. ქალდანი გარდერობთან იდგა პირსახოც შემოხვეული და წელს ზემოთ შიშველი. ლინდამ ტუჩის კუთხეში ეშმაკურად ჩაიცინა და ქმრის ნავაჯრიშებ სხეულს დააკვირდა. ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა ქალდანს, ზურგს უკან ამოუდგა და ტუჩებით შიშველ ზურგზე შეეხო.

-ძალიან დავიღალე. _ხმადაბლა ამოილაპარაკა და ლოყა მხარზე მიადო. _ზოგჯერ მგონია რომ ეს ყველაფერი სიზმარია და გამოვფხიზლდები... მინდა რომ სიზმარი იყოს, მაგრამ მინდა რომ შენს გვერდით გამოვფხიზლდე. _ღიმილით ასწია თავი და ქალდანის შავ თვალებში ჩაიძირა.

-მე კიდევ მინდა რომ დღეს საერთოდ არ დაგაძინო.

ვნებიანი ხმით ჩაილაპარაკა ნოემ, ცოლისკენ მიტრიალდა ცალი ხელი წელზე მოხვია ცალით კი პირსახოცი მოაშორა მის სხეულს და შიშველი ცოლის ყურებით დატკბობა გადაწყვიტა.

-აქამდე არ დავკვირვებივარ, გიხდება ხალი. _ვნებისგან ჩახლეწილი ხმით ჩაილაპარაკა და მხერდზე მდებარე ხალზე მიუთითა. ლოყებაფარკლულ ლინდას ხმამაღლა ჩაეცინა.

ბედნიერია იმით რაც აქვს და არ უნდა ეს ყველაფერი შეიცვალოს. დიდი სიამოვნებით გაიცნობდა ნოეს სხვა დროს და სხვა სიტუციაში, ოცნებობს რომ მათი ბედნიერების მიზეზი ეს საშინელი ტკივილი და შავი ლაქა არ იყოს, მაგრამ რეალობას ვერსად ვერ გაექცევა და იძულებულია მომხდარს შეეგუოს. ზოგჯერ გონია რომ ზურასი მადლობელია, რომ არა ის შეიძლება ნოეს ვერასოდეს ვერ შეხვედრილიყო და დღეს ისევ ჩვეულებრივი სტუდენტი გოგო ყოფილიყო რომელსაც წარმოდგენა არ აქვს რას ნიშნავს როდესაც გიყვარს და როდესაც მისგანაც ძალიან დიდ სითბოს და მზრუნველობას გრძნობ, მიუხედავად მისი ცივი ხასიათისა.
ზურას ამბავიც ნოეს დამსახურებით გადაიტანა ასე მარტივად, ეკას ამბავიც და საერთოდ ყველაფერი რაც მის თავს ხდება. რომ არა ქალდანი ეს ყველაფერი მარტოს ძალიან გაუჭირდებოდა.

შუა ღამით გამოეღვიძა, ნოესკენ გადატრიალდა და მძინარეს გაბადრული დააკვირდა. ზოგჯერ გონია რომ ზომაზე მეტად უყვარს და ასე არ შეიძლება. უნდა რომ ყოველ წამს მის გვერდით იყოს, მისი მკლავების სიძლიერეს გრძნობდეს და რაც მთავარია არაფრის არ ეშინოდეს დედამიწის ზურგზე, როგორც ეს ნოეს შეხებისას ხდება. ღიმილით დაუსვა თითები შრამიან ლოყაზე და ბაგეები ოდნავ შეახო ტუჩებზე, მერე თავი მკერდზე დაადო და ძილი განაგრძო.

>>>
-ორსულად არ ხარ?_აჟიტირებული თინა ადგილს ვერ პოულობდა.

-ეს გოგო ცოტა კი არა ძალიან ვერ არის!რა დროს ჩემი ორსულობაა, შენ ვერ ხარ დალაგებული!_წარბაწეულმა ჩაიდუდღუნადა მხარზე უჩქმიტა. თინას ტკივილისგან სახე დაებრიცა და მხარი თითებით დაიზილა.

-რატომ? შენ წარმოიდგინე და სექსის მერე ორსულდებიან ხოლმე... აბა შენ რა გეგონა რომ წეროებს მოყავთ?_ცინიკური ხმით შეიცხადა და თვალები დაქაჩა. მირანდას ხმადაბლა გაეცინა. თან ცდილობდნენ ოთახში მყოფი ნოესთვის ეს ყველაფერი საიდუმლო ყოფილიყო.

-არა, უბრალოდ თავს ვიცავთ. ამ ეტაპზე ბავშვი ზედმეტი ტვირთია, რომელიც არცერთს არ გვაწყობს. _მხრები აიჩეჩა ლინდამ და წვენი მოწრუპა.

-ამ ეტაპზე ბავშვი ზედმეტი ტვირთია.... ბლა ბლა ბლა. _სახედამანჭულმა თინამ სარკასტულად გამოაჯავრა მეგობარი და ფეხზე წამოდგა._აი, დარჩები ორსულად და კაცმა არ იცის მაგ სიტყვებს რამდენჯერ ინანებ. _თვალი ჩაუკრა და ოთახიდან გამოსულ ნოეს გახედა. _ნოე ბატონო, თქვენ რა აზრის ხართ ბავშვეზე?_გადიდგულებულმა კითხა ქალდანს და მის პასუხს დაელოდა.

-ჯერ ლინდამ უნდა ისწავლოს, საკუთარ თავს მიხედოს და მერე ბავშვებიც იქნება. _თვალი ჩაუკრა და კარებისკენ წავიდა. _უნდა დაგტოვოთ. _თინას და მირანდას გასაგონად თქვა და ცოლს გადახედა. _ლელას დაურეკე და უთხარი მეილზე დღევანდელი შეხვედრის დეტალები გადმომიგზავნოს.

-დავურეკავ. _თავი დაუქნია და ფეხზე წამოდგა.

კარებთან მისულმა ქალდანმა ცოლი კედელთან მიიმწყვდია და ბაგეებზე დააკვირდა.

-ისე რომ იცოდე პირველი გოგო მინდა!_შუბლშეკრულმა ჩაილაპარაკა ტუჩებზე აკოცა და სახლიდან გავიდა.

ნოეს ფხაკუნმა გამოაღვიძა, ძილბურანში მყოფმა ცალი თვალით გადახედა კართანთან მდგარ ქმარს, რომელიც სპორტულ ფორმაში გამოწყობილიყო და გასასვლელად ემზადებოდა. ლინდამ ორივე თვალი მაგრად დახუჭა, ერთი ამოიზმუილა და გვერდით იცვალა.

-არ მინდოდა შენი გაღვიძება. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა ნოემ და თვალებდახუჭულ ცოლს ბაგეებზე შეეხო. ლინდამ ორივე თვალი სწრაფად დაჭყიტა და წარბწეულმა ახედა ქმარს.

-გუშინ მთელი ღამე სად იყავი?

-ტატოსთან. _სხვათაშორის ჩაილაპარაკა და შუბლი შეკრა.

-და ვიღაცა ქალმა რომ დარეკა სახლის ტელეფონზე, ნოეს ჩემთან პიჯაკი დარჩაო, ალბათ ტატოს დედა იყო.

ჩახლეჩილი ხმით ჩაილაპარაკა, საწოლზე წამოჯდა და ქმარს დააკვირდა. ცოლის სიტყვებით გაღიზიანებული ნოე სწრაფად გასწორდა წელში და სპორტული ზედის მკლავები აიწია და ორჯერ ჩაახველა.

-ლინდა, ძალიან არ მომწონს შენი ტონი და შერჩეული სიტყვები, უმჯობესია დაფიქრდე რას ამბობ, თორემ მომიწევს ძალიან გაწყენინო!_გაბრაზებულმა მკაცრად ჩაილაპარაკა ცოლს ზურგი აქცია და ოთახიდან უკანმოუხედავად გავიდა.

მინაშვილმა ღრმად ამოიხვნეშა და სახე ხელისგულებში ჩარგო. თვითონაც არ იცის ასე რამ გადარია და რატომ მოუწყო დილაუთენია ეჭვიანი ცოლის სკანდალები. ნოეს მიმართ უნდობლობა არასოდეს არ უგრძვნია და გუშინდელმა ზარმა ასე უცებ რატომ ააფეთქა. ან იქნებ ეს იმიტომ რომ პირველი შემთხვევა იყო და საკუთარი თავის გამოცდა ახლა მოახერხა, იქნებ ქმარს არ ენდობა და ეს ახლა დააფიქსირა. ანერვიულებულმა დაისვა თითები მკლავებზე და ფეხზე წამოდგა.
ქალდანს ამ რამდენიმე კვირის განმავლობაში არცერთხელ მიუცია ეჭვიანობის და მითუმეტეს უნდობლობის საბაბი. ეს არ იყო პირველი შემთხვევა როცა სახლში დაგვიანებით მივიდა, მაგრამ უცნობი ქალის ზარმა და წინადადებამ ჭკუიდან გადაიყვანა. სწრაფად წამოდგა ფეხზე და სარეცხი მანქანის ოთახში შევიდა. როგორც წესი ნოეს ყოველთვის აქ შემოაქვს გასარეცხი ტანსაცმელი, საკიდზე კიდებს და მანანას უტოვებს გასარეცხად.

-პიჯაკი აქ არის..._საკუთარ თავზე გაბრაზებულმა და იმედგაცურებულმა ჩაილაპარაკა და აცრემლებულ თვალებზე თითები მიიდო. _ღმერთო ჩემო, რა სულელი ვარ!_ტირილით ამოილაპარაკა და კარებთან ჩაიკეცა. _სულელი ქალი რომელიც ქმარს უნდობლობას ისე უცხადებს რომ არაფრის გარკვევას ცდილობს. _სრუტუნით ლაპარაკობდა და პიჯაკს თვალს არ აშორებდა.

>>>
-ვიცი რომ სარეცხის ოთახი შეამოწმე და იქ ჩემი პიჯაკი დაგხვდა, მაგრამ საქმე იმაშია რომ ნინოს ეგ პიჯაკი არ უგულისხმია. _ზურგს უკან ქმრის ცივი ხმა მოესმა. სწრაფად მიტრიალდა მისკენ და ყავის ფინჯანი ბარზე დადო. _ნინო ჩემი კლასელი და პარტნიორია. რამდენიმე დღის წინ სახლში მივაცილე და პიჯაკი კი არ დამრჩა დავტოვე, იმიტომ რომ ნინოს ეცვა. _მშვიდი ხმით აუხსნა ცოლს მომხდარი და თვალებში ჩააშტერდა.

-და აქ რატომ დარეკა, მობილურზე რატომ არ დაგირეკა და გითხრა რომ პიჯაკი გაქვს წასაღები?

-იმიტომ რომ ინტრიგნულად შეყვარებული ქალია რომელის მახეშიც ჩემი ცოლი ჩერჩეტულად გაება და ეს მე ძალიან არ მომწონს!

-ნოე, ვიცი რომ ძალიან ცუდად მოვიქეცი, მაგრამ ღამის პირველ საათზე რომ დამირეკა და მითხრა პიჯაკი აქ დარჩაო გონება დამებინდა...მითუმეტეს გუშინ მთელი ღამე გირეკავდი და არცერთხელ არ მიპასუხე. მე შენ გენდობი!

-არა, ლინდა, შენ მე არ მენდობი. რომ მენდობოდე დღეს იმ კითხვას არ დამისვამდი და არც იმ ოთახში შედგამდი ფეხს!_ცოლის ქცევებით იმედგაცრუებულმა ჩაილაპარაკა მანქანის გასაღებს ხელი დაავლო და გასასვლელისკენ წავიდა.

-გენდობი, უბრალოდ სულელი გოგო ვარ._თავისთვის ჩაიჩურჩულა და აქვითინებული ჩამოჯდა მაღალ სკამზე.

მთელი დღე სახლიდან არ გასულა, არც გოგონებთან ერთად უნდოდა ყავის დალევა და სტუმრობაზეც უარი განუცხადა დაქალებს, მარტო მინდა ყოფნა და ფიქრიო. ნოეც არ შეხმიანებია, თვითონ დარეკვას და მოკითხვას ვერ ბედავდა იცოდა როგორი რთული ხასიათიც აქვს მის ქმარს და მასთან საუბრისთვის მზად არ არის. ჯობია ადროვოს და საღამოს რომ დაბრუნდება მერე დაელაპარაკოს, ან თუ დაბრუნდა საერთოდ და ტატოსთან არ დარჩა. ეს რომ ასე მოხდეს საკუთარ თავს ამ შეცდომას არასოდეს არ აპატიებს, არც ახლა ფიქრობს რომ ამ შეცდომას ოდესმე დაივიწყებს, მაგრამ რა ქნას... სუსტია, ცხოვრებაში პირველად არის შეყავრებული და ძალიან ბევრი რაღაცა არ ესმის, უნდა რომ საუკეთესო ცოლი იყოს, თუმცა ბუნებით ეჭვიანი ადამიანია და ხშირად ეს ძალიან ცუდად აისახება მის ურთიერთობებზე.

ბოლო დროს იმდენი კარგი რაღაცა მოხდა მათ ურთიერთობაში, ყველაფერს სახელი დაერქვა და თვითონაც მიხვდა რომ ნამდვილი ცოლ-ქმარი ცხოვრობს ქალდანის ბინაში და არა ვიღაცა ლექსოს თვალების ასახვევად შეუღლებული წყვილი. ზურას ამბებმაც მშვიდად ჩაიაირა, თავის ბიძაშვილთან იმალებოდა კიკეთში და დაიჭირეს, ჯერ ჯერობით წინასწარ პატიმრობაში ჰყავთ და არც სასამართლოს თარიღია ცნობილი.

საჩუქრებით არ ანებივრებს, არც ათასი საალერსო სიტყვით, მაგრამ ძალიან მზრუნველია, ზუსტად იცის რა დროს რა უნდა უთხრას და რა დროს რა სჭირდება მის ცოლს. ზედმეტი სიტყვების და დაპირებების გარეშეც შეუძლია ქალი ბენდიერი გახადოს, თანაც ისე რომ ათაში საალერსო სიტყვით არ შეამკოს.

კარების ხმამ ფიქრებიდან გამოაფხზილა, სწრაფად წამოდგა ფეხე და სახლში დაბრუნებულ ნოეს გახარებულმა გადახედა. კიდევ ერთხელ დარწმუნდა რომ ეს კაცი მისთვის უდიდესი საჩუქარია რომელსაც ყველაზე დიდი მოფრთილება სჭირდება შესანარჩუნებლად.

-მეგონა ტატოსთან დარჩებოდი. _დადარდიანებული ხმით ჩაილაპარაკა და ჩაწითლებული თვალებით ახედა.

-რატომ აძლევ შენს თავს ამდენის უფლებას?_ქმრის გაყინული ხმა მთელ სახლში ერთდროულად დატრიალდა. _რატომ იტირე?_ამ კითხვას ამ სიტუაციაში ყველაზე ნაკლებად ელოდა და ცოტა დაიბნა.

-ნოე...

-ნოეა შენი ცრემლების მიზეზი? _სრული სერიოზულობით კითხა და გვერდით მიუჯდა. ლინდამ უარყოფითი პასუხის ნიშნად თავი გაუქნია და ცრემლები გადმოყარა.

-მე ვარ სულელი და მიზეზიც ეს არის. _სრუტუნით ჩაილაპრაკა და თავი მხარზე დაადო.

-მეორედ აღარ დავინახო სახლში რომ დავნრუნდები ჩაწითლებული თვალებით დამხვდე. შენი თითოეული ცრემლი ნიშნავს იმას რომ მე ცუდი ქმარი ვარ და შენი სევდიანი ფიქრებისგან დაცვა არ შემიძლია! ასე რომ იფიქრე ჩემზე და ნუ ცდილობ საკუთარ თავზე უარყოფითად მაფიქრებინო. _შუბლშეკრულმა ჩაილაპრაკა და ცალი ხელი მაგრად მოხვია, ტუჩები კი შუბლზე მიაწება და მუსბუქად აკოცა.

-მე ვარ ძალია, ძალიან ცუდი ცოლი!_კატეგორიული ხმით ჩაილაპარაკა და ყელში აკოცა. _მაპატიე დღევანდელი.

-მორჩი ახლა!_სწრაფად გაიმკაცრა ხმა და ფეხზე წამოდგა. _შხაპს მივიღებ და რომ გამოვალ მაგიდა გაშლილი დამხვდეს, თორემ დაგსჯი!_თითის ქნევით გააფრთხილა და სააბაზანოსკენ წავიდა. _ და კიდევ, შენ არ ხარ ისეთი ქალი რომ ქმარმა გიღალატოს!_სააბაზანოს კარებთან მისული წამით შეყოვნდა და ხმამაღლა ჩაილაპარაკა.

ლინდამ ბედნიერმა გაიცინა და ქვედა ტუჩზე იკბინა.

>>>
-ქორწილი უნდა გადავდოთ. _ვახშმის დროს ჩაილაპრაკა ნოემ.

-რატომ?_პირისკენ წაღებული ლუკმა ჰაერში გაუშეშდა.

-თვის ბოლოს გერმანიაში მიწევს წასვლა.

-ეს იმ საქმეზე ორი წელი რომ ცდილობთ კონტრაქტის გაფორმებას?

აღფრთოვანებულმა ჩაილაპარაკა და ჩანგალი თეფშზე დადო. ყველა სხვა მიზეზის შემთხვევაში ზუსტად იცოდა რომ ნოესთან კამათი მოუწევდა, მაგრამ ისიც ზუსტად იცოდა რომ ქალდანი უბრალო მიზეზის გამო ამ მნიშვნელოვან თარიღს არ შეცვლიდა.
ნოემ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და წვენი მოსვა.

-ძალიან მაგარია. _თითებზე თითები დაუსვა და ლოყაზე ხმაურით აკოცა. _გილოცავ.

ბედნიერი ღიმილს ვერ იკავებდა და აჟიტირებული ცქმუტავდა. იცოდა რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს შეხვედრა ნოესთვის და მისი კომპანიისთვის, ორი წლის განმავლობაში მთელი გუნდი დაუღალავად ცდილობდა მათთან კონტაქტის დამყარებას და შეთავაზებებზე დაყოლეიბას, ახლა კი ყველაფერი მათ ხელშია.

რამდენი ხნით უნდა წახვიდე?

-ზუსტად არ ვიცი, მაგრამ თავიდან 2 კვირა მომიწევს გაჩერება, მერე სიტუციიდან გამომდიანრე გადავწყვეტ.

ქმრის პასუხის მოსმენისთანავე გაშეშდა, ღიმილი სახეზე შეეყინა და აცქმუტებული სხეულიც წამებში მოუდუნდა.

-ორი კვირაა?! ეს ხომ ძალიან დიდი დროა, ნოე. _უკმაყოფილოდ ჩაიჩურჩულა და შუბლი ჩამოუშვა.

-შენც წამოხვიდოდი, მაგრამ უნივერსიტეტში გამოცდები გეწყება და ამისთვის არ გცალია.

-ჰაჰ, ჩემს მაგივრადაც რომ გადაუწყვეტია. _გაბუტულმა დააკვესა თვალები და ფეხზე ფეხი დააბიჯა.

>>>
ორი დღეა სახეჩამოღვენთილი დადის. ნოეს ბარგი თავისი ხელით ჩაალაგებინა, ყველა საბუთი მოუწესრიგა სამსახურში და ბილეთიც თვითონ უყიდა ლელას მაგივრად. ყველაფრის მოგვარებაში დაეხმარა და ამ ყველაფერს ნაწილობრივ ბენდიერი ნაწილობრივ კი საშინლად გულდაწყვეტილი აკეთებდა. უხაროდა კომპანიის და პირადად ნოეს კიდევ ერთი უდიდესი წარმატება, მაგრამ ქმრისგან ორი კვირით განშორება საშინალდ უფუჭრებდა ხასიათს.

ქალდანის მკერდზე გულდადებული ნაზად დაასრიალებდა ქმრის ნავარჯიშებ მუცელზე თითებს და ბაგეებსაც მშვიდად აცმაცუნებდა. ნოეს მის სრიალა თმებში აეხლართა თითები და მინაბულს თავზე ეფერებოდა. სიჩუმეს არცერთი არ არღვევდა, ორივე ჯიუტად დუმდა და რაღაცაზე ფიქრობდა. ლინდამ ტუჩები ოდნავ შეაკო მკერდზე ქმარს და თავი წამოსწია.

-გერმანიაში ლამაზი ქალები არიან?_მშვიდი ხმით იკითხა და შუბლი შეკრა. ნოეს ცოლის კითხვაზე ხმადაბლა ჩაეცინა.

-ძალიან, მაგრამ მე ლათინო ქალები უფრო მომწონს.

ცინიკური ღიმილით ჩაუკრა თვალი და საჯდომზე უბრწკინა. ქმრის ხუმრობით გაბრაზებულმა თვალები მოჭუტა და ტუჩები უკმაყოფილოდ დაბრიცა.

-იცოდე ყველგან ჩემი თვალები გექნება გამობმული!_თითის ქნებით გააფრთხილადა და ღიმილით აკოცა ტუჩებზე. _ძალიან მომენატრები. _მობუზულმა ჩაიჩურჩულა და თავი ისევ მკერდზე დაადო.

-გულწრფელად მითხარი რა უფრო მოგენატრება ჩემი ალერსი და ღამის “კოშმარები” თუ უფროსი ნოე?

-გულწრფელად გეტყვი რომ პირველი!

-ჩემი პატარა და გარყვნილი ცოლი!

ვნებიანი ხმით ჩაილაპარაკა ნოემ და ცოლის სხეულს ზემოდან მოექცა.

ქალდანის ბალიშზე ჩახუტებულს ეძინა, მესამე ღამეა ასეთ რეჟიმში სძინავს. სამსახურში წასვლამდე 3 საათით ადრე იღვიძებს, თითქოს ისევ სავარჯიშოდ აცილებს ქმარსო და მერე ძილს აგრძელებს. პირველ დღეს ორი კაცისთვის გაამზადა საუზმე და როცა საძინებლის კარებს გახედა და ნოე არ გამოვიდა ხმამაღლა გაეცინა საკუთარ თავზე. ამხელა სახლში მარტო ყოფნა ძალიან უჭირს. მითუმეტეს მაშინ როცა ყველა და ყველაფერი ქალდანთან არის დაკავშირებული, მოსვენებას უკარგავს აქაურობა.

-დღეს რას აპირებ?_ტელეფონში ხმამაღლა ჩაჰყვირა თინამ და ბილიშზე ჩახუტებული ბალიშიანად წამოაგდო.

-რა გაკივლებს გამისკდა გული._შეშინებულმა ამოილუღლუღა, თვალები მოიფშვნიტა და ნოეს ბალიში თავის ადგილზე დააბრუნა.

-რას იზამ გამოხვალ ჩემთან?

-აუ, ძალიან მეზარება გამზადება და გამოსვლა, თქვენ გამოდით რა. _მუდარით ჩაილაპარაკა და ფეხზე წამოდგა. _თან დღეს დათო აპირებს გამოსვლას და ტატოს და დემეტრესაც დაურეკეთ.

-ოქიდოქი, შუადღისკენ გამოვალთ მაშინ.

ქმრის მაისურში გამოწყობილი გატანტალდა სამზარეულოში, ნოეს კუთვნილ ფინჯანში გაიკეთა ყავა და ნოეს კუთვნილი თეფშიდან მიირთვა საუზმე. აწკრიალებულ მობილურს გახარებულმა დახედა და ფინჯანი ბარზე დადო.

-როგორ ხარ?_ქმრის ხმის გაგონებისთანავე გაებადრა სახე.

-კარგად შენ როგორ ხარ?

-მეც კარგად. სამსახურში უნდა წახვიდე დღეს.

-რატომ?_გაკვირვებულმა შეხედა კალენდარს ხომ არაფერი მეშლება და ხომ მართლა შაბათიაო.

-ჩემთან კაბინეტში ადი და მეილზე რამდენიმე კონტრაქტის ასლს გადმოგიგზავნი, მერე ეს ასლები ლელას გადაუგზავნე და უთხარი ჭანტურიას პირადად გადასცეს.

-კარგი და მარტო ამიტომ უნდა მივიდე ოფისში, ამას ხომ სახლიდანაც გავაკეთებ?...

-არა, იქ რამდენიმე მნიშვნელოვანი საბუთი მაქვს, მე წამოღება ვერ მოვასწარი და რომ მიხვალ დაგირეკავ და გეტყვი რომლებიცაა.

-კარგი, ჩავიცვამ და წავალ._ღიმილით ჩაილაპარაკა და საძინებლისკენ წავიდა.

-ტელეფონი არ გამითიშო და თვალი ჩართე!

ქმრის კატეგორიულმა ტონმა შეწინააღმდეგების საშუალება არ მისცა. დამორცხვილმა ჩართო თვალი და ტელეფონი ტრილიაჟის სარკეს მიაყუდა, თვითონ კი გარდერობთან აიტუზა და ტანსაცმლის შერჩევა დაიწყო.

-არიან გერმანიაში ლათინო ქალები?_ნახევრად შიშველი მიტრიალდა ქმრისკენ და ჯინსის შარვალი ამოიცვა. ნოემ ცინიკური ღიმილით მოისვა თითები ოდნავ წამოზრდილ წვერზე და წარბი აათამაშა.

-რამდენიც გინდა. _არხეინად ჩაილაპარაკა და შუბლშეკრულ ცოლს თვალი ჩაუკრა.

-ნოე, მე მართლა ვბრაზდები!_სერიოზული სახით გადაიცვა ზედა და ტელეფონის წინ ჩაიმუხლა. _შენ დამცინიხარ და მე ნერვები მეშლება, როცა წარმოვიდგნე რამდენი წუნკლა ქალი დაადგმს ჩემს ქმარს თვალს.

-თუ დამადგამენ ავიღებ და უკან დავუბრუნებ. _ცინიკურობას არ ეშვებოდა ქალდანი. _კარგი, სამსახურში რომ მიხვალ მომწერე.

-საძაგელო!

>>>
შენობაში მხოლოდ დაცვის ბიჭები იყვნენ, ორივემ გაკვირვებულმა გადახედა უფროსის მეუღლეს და ღიმილით დაუქნიეს თავები. ლინდამ ხელის აწევით მოიკითხა ბიჭები, დღის ამბები გამოკითხა და კიბეებისკენ წავიდა. სამდივნოს კარები ნოეს კუთვნილი გასაღებით გააღო, ასევე მისი კაბინეტის კარიც რომელსაც რატომღაც ყოველთვის გულმოდგინედ კეტავს ლელაც და ქალდანიც. აქ იმდენი მნიშვნელოვანი საბუთი ინახება მათი უყურადღებობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ჩანთა სავარძელზე დადო და ის ის იყო ქმრისთვის უნდა მიეწერა მოულოდნელად ვიღაცამ რომ შეაღო კაბინეტის კარი.

-უკაცრავად?!_შავგვრემალი ქალისკენ გაკვირვებული მიტრიალდა.

-გამარჯობა, მე ნინო ვარ!

სახელის გაგონებისთავე მიხვდა ვინ იდგა მის წინ და სახის მიმიკები დაჭიმა. ტელეფონი ქმრის სამუშაო მაგიდაზე დადო და წელში გასწორებული დააკვირდა ქალს.

-გამარჯობა, რა გნებავთ?_ცივი ხმით კითხა და მისკენ გაწვდილ პარკს დააკვირდა.

-ეს შენი ქმრის პიჯაკია. _ქალმა სისინით ჩაიალპარაკა და პარკი სავარძელზე დადო.

-ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ არ იყო საჭირო.

მშვიდი ხმით ჩაილაპარაკა, პარკი აიღო და პიჯაკს გაბადრულმა ჩახედა. კიდევ ერთხელ დარწმუნა ნოეს სიმართლეში და იმაში რომ მის ქმარს ცოლის მოტყუება არასოდეს არ უფიქრია. როგორც სჩანს ნოესთვისაც სულ ერთი ჰქონდა პიჯაკის ადგილსამყოფელს, სხვა შემთხვევაში ნინოს ზარის შემდეგ მივიდოდა და წამოიღებდა.

-თავს ისულელებ თუ კარგი ცოლის როლის თამაში მოგწონს?

-თავს რატომ უნდა ვისულელებდე მითუმეტეს თქვენთან?_ცინიკური ღიმილით აიჩეჩა მხრები და ქმრის სავარძელში ჩაჯდა.

-შენი ქმარი გერმანიაში გულაობს, შენ აქ ზიხარ და სამსახურში მის საქმეებს აგვარებ. მითხარი ერთი ვინ მიდის ორი კვირის გერმანიაში შეხვედრაზე?!...

-ახლა კარგად მომისმინე და დაიმახსოვრე! შენი ბინძური აზრები გონებას ვერ გადამიტრიალებს! მე ჩემს ქმარს საკუთარ თავზე მეტად ვენდობი და გერმანიაში მართლა საგულაოდაც რომ იყოს ეგ შენი საჯდომის საქმე არ არის! როგორმე ჩვენ ორნი მოვაგვარებთ! ახლა კი თუ შეიძლება დამტოვე, ნოემ უნდა დამირეკოს!

მშვიდი, გაწონასწორებული და აუღელვებელი ხმით ჩაილაპარაკა და გრძელი ფრჩხილები მაგიდაზე აათამაშა.

-მე ყველაფერი ვიცი, ისიც ვიცი რატომ მოგიყვანა ნოემ ცოლად!

ქალის სიტყვემა წამით გონება დაუბინდა, ანერვიულებულმა გადაწყლაპა დიდი ბურთულა და საზურგეს მიეყრდნო.

-ჩემი და ნოეს ქორწინება ჩვენი საქმეა-თქო უკვე გითხარი! ხო, მე და ნოეს ასე უცებ მოგვინდა დაქორწინება და დღეს შენგან გასნხვავებით მე ბედნიერი ოჯახი მაქვს და მყავს ქმარი რომელიც ჩემზე ზრუნავს!

-და შენ რა იცი მე როგორი ოჯახი მაქვს?

-შენ რომ კარგი ცოლი იყო და კარგი ოჯახი გქონდეს ახლა ჩემი ქმრის კაბინეტში არ იდგებოდი, ჩემს წინ და ინტრიგნული სიყვარულით არ შეეცდებოდი ცოლ-ქმარს შორის ბზარის გაჩენას. იცი შენნაირ ქალებს რას ეძახიან კაცები? კახპებს! ახლა გატრიალდი და აქედან აორთქლდი და აღარასოდეს დაგინახო ჩემი ქმრის გვერდით გავლილი, დაივიწყე რომ ნოე ქალდანს იცნობ თუ არა და მომიწევს საკუთარი ძალებით გაგაკეთებინო ეს.

-არ მესმის ნოეს შენში რა შეიძლება მოსწონებოდა...ქალი კი არა ველური ხარ!

-შენ კითხვას შენვე გაეცი პასუხი!_თვალი ჩაუკრა და ხელებგადაჯავარედინებული დაელოდა როდის წავიდოდა კარებისკენ_ და ჰო კიდევ..._მოულოდნელად რაღაცა გაახსენდა და ფეხზე წამოდგა. _ამ პიჯაკს ჩემი ქმარი აღარ ჩაიცვამს. _ნინოს თვალწინ გააღო ნაგვირს ურნა და პარკი შიგნით ჩაუძახა. _მშვიდობით!

>>>
ქმართან ნინოსთან შეხვედრა არ უხსენებია, არ უნდა ამის გამო ურთიერთობაში ელემეტარული დაძაბულობა მაინც გამოჩნდეს. იცის რომ ნოე ნინოს ამ ინტრიგნულ საქციელს არ აპატიებს და მე მგონი ამად არ ღირს. თვითონაც ძალიან კარგი და ღირსეული პასუხი გასცა სხვის ქმარზე მონადირე კუდიანს, ასე რომ მასზე სასაუბროდ წყვილს არ სცალია.

სამსახურიდან წამოღებული საბუთები ნოეს კაბინეტში შეიტანა და უჯრაში ჩააწყო, მერე ლელასთან გაგზავნილი მეილი შეამოწმა და როცა დარწმუნდა რომ ყველაფერი ზუსტად ისე გააკეთა როგორც ქმარმა დაუბარა დაწყანრებული წამოწვა დივანზე. გოგონები და ბიჭები 5 საათისთვის ესტუმრნენ ნამცხვრებით და წვენეით დატვირთულები.

-რაში გინდოდათ, მეც ვიყიდე წეღან. _უკმაყოფილოდ ამოიფრუტუნა და თვალების ბრიალით გადახედა ხუთივეს.

-ხვალაც ხომ გვინდა?_მხრები აიჩეჩა დათომ და მაღალ სკამზე შემოჯდა. _კარგია ხო მარტოობა?_წარბების თამაშით კითხა რძალს და სახლი მოათვალიერა.

-რა არის კარგი, გამოყრუებული ვარ.

-ხოდა მოვედით რომ სახლი ავახმაუროთ!_ომახიანად შესძახა ტატომ და შეყვარებულს ხელი გადახვია. _გოგონები მაგიდას გაშლიან, ბიჭები ტელევიზორს ვუყურებთ. _უცებ დაარიგა საქმეები და დივნისკენ წავიდა.

-ტკიბილი სუფრა ოღონდ. _სიცილით ჩაილაპარაკა დემეტრემ და სავარძელში ჩაჯდა.

გოგონებმა წარბწეულებმა გადახედეს ერთმანეთს, მერე ბიჭებს და ბოლოს უსიტყვოდ შეტრიალდნენ სამზარეულოში.

მათმა მოსვლამ მართლა გამოაცოცხლა სახლიც და თვითონ ლინდაც. მთელი დღე უაზროდ ჯდომისგან უკვე ნერვული სისტემა უფუჭდებოდა ახალგაზრდა გოგოს. ნოესაც აღარ დაურეკავს, ალბათ შეხვედრებზეა და ვერ ახერხებს. თუმცა ხშირად არც ისე არ ურეკავს, დღეში ერთხელ და თუ საქმე აქვს ორჯერაც.

>>>
დილით კარებზე გაბმულმა ზარმა გამოაღვიძა, გაკივრვებულმა გადახედა ტუმბოზე მდგარ საათს და ნელა იცვალა გვერდი. თვალებმოჭუტულმა გახედა ოთახის ღია კარებს და ზარის განმეორებას დაელოდა.
ზლაზვნით წამოდგა ფეხზე და ხალათი მოიცვა. საინტერესოა ვინ უნდა იყოს დილის ექვს საათზე. იქნებ ლექსოს ხალხია, იციან რომ ნოე სახლში არ არის და მარტოხელას მოაკითხეს. ამის გაფიქრება იყო და ნაბიჯი ჰაერში გაუშეშდა, შეშინებული აეყუდა კედელს და შემოსასვლელ კარებს გახედა. ზარი არ წყდებოდა, ლინდა კი ადგილიდან ვერ იძვროდა. საკუთარი თავის იმედი არ აქვს, იცის რომ სუსტია და მარტო ვერაფერს ვერ გახდება. მითუმეტეს ვიღაცა დილის ექვ საათზე დაადგა და კეთილის მსურველი რომ არ იქნება ფაქტია. ძლისვ მოიკრიბა გამბედაობა და ნელი ნაბიჯებით წავიდა კარებისკენ, სათვალთვალოში გახედვა სცადა, მაგრამ სადარბაზოში სიბნელე იყო და ვერაფერი ვერ დაინახა გარდა გარედან შემოსული ლამპიონის შუქზე არეკლილი შავი სილუეტისა.

-რომელი ხარ?_ხმის კანკალით იკითხა და პასუხს გაყურსული დაელოდა.

-ნუ კანკალებ, გამიღე კარები!

ნოეს ღიმილნარევი ხმის გაგონებისთანავე ეცა საკეტს და ორჯერ გადაატრიალა. სადარბაზოში ჩემოდანით ხელში მისი ქმარი იდგა და ელოდებოდა როდის გამოამჟღავნებდა მისი ცოლი უზმო მონატრებას, ლინდა კი პირდაღებული იდგა და ვერ ხვდებოდა ერთი კვირით ადრე ქალდანი აქ რას აკეთებდა.

-გამოგადეპორტეს?

უნებურად კითხა და სიცილით გაექანა მისკენ. წელზე მსუბუქად შემოახტა და ხელ-ფეხი მჭიდროდ მოხვია სხეულზე. ტუჩები ყელში მიაწება და გადაბმულად რამდენჯერმე ხმაურით აკოცა მოანტრებულ ქმარს. ქალდანმა ჩემოდანს ხელი გაუჩვა და წელძე ტკიპასავით აკრულ ცოლს მოეხვია.

ერთი კვირა ხომ ეკლებზე იჯდა და ქმრის მონატრების გარდა ვერავისზე და ვერაფერზე ვერ ფიქრობდა, მაგრამ მონატრებულთან ჩახუტებამ უფრო ცხადად აგრძნობინა თუ როგორ აკლდა მისი სურნელი და სიახლოვე. ბალიში და ნოეს მაისურები ამ ყველაფერთან ახლოსაც ვერ მივა მისი თითების, ტუჩების და საერთოდ მისი შეხება და სიახლოვე სულ სხვა გრძნობას და ემოციას იწვევს. აჟიტირებულმა ხმაურით აკოცა ტუჩებზე და იატაკზე ჩამოხტა.
ნოე შეცვლილ ცოლს შუბლშეკრული დააკვირდა და ჩემოდანი სახლში შეაგორიალა.

-ასე ადრე რატომ ჩამოხვედი?

-რომ არა წეღანდელი შენი ქცევა ვიფიქრებდი რომ ჩემი ჩამოსვლა არ გაგიხარდა. მოვრჩი საქმეებს და დავბრუნდი. _ირონიული და სარკასტული ხმით ჩაილაპარაკა და წელზე ხელი მოხვია. _ახლა შხაპს მივიღებ და მერე მონატრებას ჩავაცხრობთ. _ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა, საჯდმოზე მსუბუქად მისცხო ხელი და სააბაზანოსკენ წავიდა.

>>>
-გუშინ დედაშენი იყო მოსული... მეზობლებს ისევ ჩაუშვიათ წყალი, ოღონდ ამჯერად ცოტა._ფხუკუნით ჩაილაპარაკა ქმრის მკერდზე თავდადებულმა. _სანამ მაგათ სახლსაც არ გავარემონტებ არ მოისვენებენო.

-ხოდა გაარემონტე, ერთ კეთილ საქმეს გააკეთებო.

-რა უჟმური კაცი ხარ. _კოპებშეყრილმა ჩაილაპარაკა და ქმარს ახედა._მე კიდევ ვიფიქრე გერმანიის ჰაერი მოუხდებოდა-თქო.

-რატომ გქონდა ეგეთი აკანკალებული ხმა დილით?_თემა შეცვალა ნოემ.

-მეგონა ლექსოს ხალხმა მომაკითხა-თქო, თან რას ვიფიქრებდი დილის ექვ საათზე ვინმე ახლობელი თუ იქნებოდა.

-ლინდა, შენ საფრთხე აღარ გემუქრება. ხელს ვეღარასოდეს ვერავინ ვერ გახლებს. მანამ სანამ მე შენს გვერდით ვარ და ეს ასე იქნება სულ!

ქალდანმა წარბშეკრულმა დახედა ცოლს, მერე მის მოშიშვლებულ მკერდს და მზერა ხალზე დაასო.

-გინდა გითხრა შენში ყველაზე მეტად რა მომწონს?

მკერდიდან მზერა ცოლის მომღიმარ და ინტერესით სავსე თვალებზე გადაიტანა. ლინდამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ქვედა ტუჩზე იკბინა.

-მკერდი. _სერიოზული სახით ჩაილაპარაკა და სახეშეცვლილი ლინდას დანახვისას ღიმილი ვერ შეიკავა.

-რააა?_აფორიაქებული წამოჯდა საწოლზე და საბანი მკერდზე აიფარა. _მკერდი?

-ხო, მკერდი. მხოლოდ მე შემიძლია მისი სიმდიდრის და საიდუმლოების დანახვა. _სწრაფად მოხვია ხელი შიშველ წელზე და თავისკენ მიიზიდა. _ და ნუ გაქვს ბავშვური წიკები. ცოლში მკერდი და საჯდომი თუ არ მომწონს აბა სხვას სექსის დროს რას ვუყურო, სულიერებას?! _ვნებიანი ხმით ჩაილაპარაკა და ყელში აკოცა.

-თუნდაც!_ჯიუტად ჩაიდუდღუნა და ტუჩები დაბრიცა.

-ლინდა, დამიჯერე სექსის დროს ეგ გამორიცხულია! ახლა არ მითხრა როცა მეფერები შენს ხასიათზე ვიწყებ ფიქრსო, თორემ ხმამაღლა დაგცინებ.

-ოღონდ შენ გაიცინე და გეტყვი!

-მანამდე ერთ კარგ მასტერკლასს ჩაგიტარებ. _ცოლს ზემოდან მოექცა და საბანი თავზე გადაიფარა.

-არავითარ შემთხვევაში!_კატეგორიული ტონით ჩაილაპარაკა და მაღაზიიდან გამოვიდა.

-ლინდა, კარგი რა. _სიცილით დაეწია თინა და წინ გადაუდგა. _მხოლოდ ერთხელ, ჩემი ხათრით!_ყელი გამოიწელა და მაღაზიაში დარჩენილ მირანდას თვალი ჩაუკრა.

-თინა ქორწილიც ერთხელ მაქვს და მაგ სისულელეს არ ჩავიცვამ!_თავი გააქნია და გზა გააგრძელა.

-დიდი ამბავი ვინიპუჰის ფორმა გეცვას შენი ქორწილის აფთერ ფართიზე. _სიცილს არ წყვეტდა გაბაშვილი. _წამოდი, წამოდი. _ხელის ქნევით დაუძახა მირანდას და მეგობარს გაყვა უკან.

-რა დაგვრჩა საყიდელი?

-მე მგონი ყველაფერი მაქვს რაც მჭირდება. საორგანიზაციო საქმებს ნოე მიხედავს, მე ჩემს თავზე უნდა ვიზრუნო. _ყელმოღერებულმა ჩაილაპარაკა და გასასვლელთან მდგარ დედამისს და მამიდამისს გაკვირვებუმა გადახედა. _აქ რას აკეთებთ?

-ჩემი ძმიშვილი და მისი ორი ორეული ყავაზე უნდა დავპატიჟო.

-დიდი სიამოვნებით._ღიმილით გაემართა თინა ქალებისკენ.

ნოეს დაბრუნების დღიდან საქორწინო სამზადისშია მთელი სამეგობრო. ლინდას ეგონა ქალდანი ვიწრო წრეს შეკრიბავდა ამ დღისთვის და ძალიანაც შეცდა, პირიქით ნოემ გადაწყვიტა ყველაფერი ზუსტად ისე ყოფილიყო როგორც ლინდას უნდა და ზუსტად იმდენი ადამიანი ყოფილიყო ქორწილში რამდენსაც წყვილი მოისურვებს. თანამშრომლების დაპატიჟება ამ შემთხვევაში გარდაუალია, იქ ნოეს რამდენიმე პარტნიორი და კომპანიონიც უნდა მოვიდეს, ლინდას უნივერსიტეტის მეგობრები, ათასი ადამიანი აგონდება, მაგრამ ყველას დაპატიჟება არც უნდა.
ნოე თითოეულ დეტალს დღის ბოლოს ცოლთან ერთად ათანხმებდა, მის გარეშე არცერთი წვრილმანი არ გადაუწყევტია და ლინდას ეს ძალიან სიამოვნებს. იცის როგორი დამოუკიდებელი ადამიანიც არის მისი ქმარი და ამ ქცევების გამო ნამდვილად უნდა იამაყოს. მართალია ქალდანს ეტყობა რომ ქორწილის სამზადისი დიდად არ ხიბლავს და ამდენ დეტალზე ფიქრი ძალიან ღლის, მაგრამ ცოლთან არ წუწუნებს და საქმეს ისე აკეთებს როგორც საჭიროა.

-თეთრი.

-კრემისფერი!

-თეთრი!

-ლინდა, კრემისფერი ხელსახოცები!_შუბლშეკრულმა გადახედა ცოლს.

-და თეთრი რატომ არა?_გაბუსხულმა იკითხა და ცხვირი ჩამოუშვა.

-იმიტომ რომ მაგიდის გადასაფარებელს თეთრი ნაქარგები აქვს და არ მოუხდება. _დეტალურად აუხსნა და პირდაღებულს ქვედა ტუჩზე აკოცა. _გაიგე?

-გავიგე. _ღიმილით დაუქნია თავი და კატალოგი გადაფურცლა. _გულწრფელად აღიარე რომ ეს ყველაფერი ძალიან გღლის და ნერვებს გიშლის. _ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და გვერდულად გახედა ქმარს.

-გულწრფელად გეტყვი საკუთარი ინიციატივით დაგეგმილი ქორწილის ორგანიზება მხოლოდ სულელ კაცს თუ დაღლის.

>>>
საქორწინო კაბა თავის ძველ ოთახში შეიტანა და საკიდით ჭაღზე ჩამოკიდა.
რა უცნაურად შემოტრიალდა ყველაფერი, რამდენიმე თვის წინ ვერც კი იფიქრებდა 19 წლის ასაკში გათხოვება თუ მოუწევდა და თანაც ასეთი გზით. იმდენი რამ შეიცვალა მის ცხოვრებაში, ერთი პატარა გოგო დღეს ძლიერი ქალია რომელმაც საკუთარი პრინციპები, სურვილები და მიზნები ნოესთან ერთად აღმოაჩინა. შეიძლება მისთვის ძალიან ნაადრევია ის რაც ახლა მის ცხოვრებაში ხდება. მართალია ეს ასე სულაც არ ქონდა დაგეგმილი, მაგრამ ბედნიერია და ზუსტად იცის რომ ნოე გულს არასოდეს ატკენს ისე რომ მინდაშვილმა რაიმე ინანოს. სულ პირველად რომ ნახა ნოე მისთვის ერთი ურჯულო და უჟმური კაცი იყო, რომელსაც არც შეყარებულისთვის ემეტება ღიმილი და არც სამეგობროსთვის. არც ახლა ფიქრობს განსხვავებულად, ქალდანი ისევ ისეთი უჟმური და ურჯულოა, მაგრამ არის მომენტები როდესაც თავს გამოიჩენს ხოლმე.
ყველაფერი ლამაზად დაალაგა საწოლზე და ოთახის კარები ჩარაზა, შემთხვევით ნოე რომ არ შესულიყო. რა სულელი გოგოა, კაბა ქმარმა აჩუქა და ახლა უმალავს.

-სად დაძვრები?_ოთახიდან გასულს წელზე სწვდა ქალდანი და სხეულზე მიიხუტა.

-კაბა გავამზადე. _შრამზე მოეფერა და ფეხისწვერებზე აჭაჭულმა ნიკაპზე აკოცა. _შენ რა ქენი იყავი პიჯაკზე?

-ვიყავი და ხვალ იქნება მზად.

-ძალიან კარგი.. უი, ის ხომ იცი ქორწილის წინა დღეს ერთად რომ არ უნდა....

-ლინდა, ეგეთებს არ ვიყოთ! ქორწილის წინა დღესაც ერთ საძინებელში ვიქნებით და ქორწილის პირველ ღამესაც! _შუბლშეკრულმა ჩაილაპარაკა და მისაღებისკენ წავიდა.

>>>
მთელი ღამე ვერ დაიძინა თვალებაკვარკვარებული უყურებდა ჭერზე ჩამოკიდებულ ჭაღს და ქორწილზე ფიქრობდა. გონებაში ათასჯერ წარმოიდგინა როგორ მოხდება ყოველივე ეს. როგორ გავიდოდნენ სახლიდან და როგორ მივიდოდნენ ჯვრისწერაზე და რესტორანში სადაც სტუმრები ელოდებოდნენ.
ღიმილით იცვალა გვერდი და მძინარე ქმრისკენ გადატრიალდა.

-როცა გძინავს მაშინაც რომ საშიში ხარ.

ჩურჩულით ჩაილაპარაკა ლინდამ და თითები ნაზად დაუსვა ოდნავ წამოზრდილ წვერზე.
ხელი გვერდულად გადახვია, თვალები დახუჭა და ქმარზე მიხუტებულმა დაიძინა.

ქორწილამდე ჯერ ერთი კვირაა ასე რომ სანერვიულო აღარაფერი აქვს, ყველაფერი წინასწარ მოაგვარეს და საფიქრალი აღარაფერია. ლინდა სამსახურიდან უნივერსიტეტში გადარბის, ან უნივერსიტეტიდან სამსახურში. ორმაგი საქმიანობა ძალიან ღლის, სამსახურშიც იმდენი საქმე ხვდება ხოლმე მთელი დღე ვერ აუდის და იძულებულია უნივერსიტეტიდან წამოღებულ დავალებებთან ერთად ისინიც სახლში წეროს. ნოე შეძლებისდაგვარად უწყობს ხელს, სამსახურის საქმეებში ეხმარება და ხშირად ლინდას საქმესაც ის აკეთებს, მაგრამ ეს ხშირად კვირაში ერთხელ შეიძლება მოხდეს, ან ორჯერ.

-პური არ გვქონია... ჩავალ ამოვიტან, შენ მანამდე აივანზე სარეცხის თოკი რომ გაწყდა ის გადააბი, თორემ დავიტანჯე. _დაასაქმა ქმარი და თვითონ კარებისკენ წავიდა, საკიდზე ჩამოკიდებული დუტის მოკლე “კურტკა” მოიცვა და ცივ სადარბაზოში გაბლადუნდა.

>>>
შესვენებაზე გოგონებთან ერთად იჯდა კაფეში და ცხელ შოკოლადს სვამდა. თინა მისი და ტატოს ურთიერთობით იყო გატაცებული და ყოველ დღე ახალ-ახალ თავგადასავალს იგონებდა ურთიერთობის გასაფერადებლად, მირანდა უნივერსიტეტის გამოცდებზე ღელავდა და დემეტრესაც იძულებულს ხდიდა ამაზე ენერვიულა. ორი რადიკალურად განსხვავებული და მაინც ერთნაირი ადამიანი არსებობს მის ცხოვრებაში და ზუსტად იცის რომ ამ ადამიანების გარეშე ვერ იქნებოდა ის ვინც დღეს არის. ვერასოდეს გაიგებდა რა არის ნამდვილი მეგობრობა, ერთიანობა და ამ ყველაფრისთვის დანის წვერზე გავლა. თინა უფრო თავისუფალი, ლაღი და მხიარული გოგოა, არ უყვარს პრობლემებზე დიდხასნ ფიქრი და ამის გამო ხასიათის გაფუჭება, ვერ იტანს როდესაც ერთი და იგივე თემაზე ორჯერ შეუძლია ადამიანს დაიწუწუნოს და პოზიტივი ვერსად ვერ დაინახოს.
მირანდა უფრო მშვიდია, სხვანაირად უყურებს ცხოვრებას, მისი თქმით თინა არასერიოზული გოგოა რომელსაც გონია რომ ვარდისფერი სათვალე ბრონის მინებისგან არის გაკეთებული და არასოდეს დაიფშვნება, მაგრამ ეს ასე არ არის. თინას არასოდეს კეთებია ვარდისფერი სათვალე, ის ყოველთვის რეალურად აღიქვამს მომხდარს, მაგრამ სიტუაციას სათავისოთ ატრიალებს. მირანდა უფრო სიღრმისეულად აღიქვამს ყველა დეტალს, უყვარს მნიშვნელოვან საკითხებზე ფიქრი და დასკვნების გამოტანა, ლოგიკური რჩევების მიცემა.
მაგრამ მსგავსება ამ ორ ადამიანს შორის მაინც არის და ეს მსგავსება ლინდას მიმართ არსებული სიყვარული და პატივისცემაა.

-გახსოვს ზღვაზე რომ გითხარით ჩემს ცხოვრებაშიც გამოჩნდება ის ვისთანაც სექსიც კი ფერადი მექნება-თქო?

სიცილით დაიწყო თინამ. გოგონებმა სწრაფად გადახედეს კაფეს ხომ არავინ გაიგონააო და მერე ყურებამდე გაკრეჭილ თინას მიუტრიალდნენ. მეგობრების ქცევით გამხიარულებულმა გოგონამ წინ ჩამოყრილი თმები გადაიწია და ნამცხვარი ჩაკბიჩა.

-ანუ მაგით რისი თქმა გინდა?..._დაეჭვებულმა კითხა მირანდამ და წარბი შეათამაშა.

-ტატოში ვხედავ ზუსტად მაგ პრიორიტეტს. _ფხუკუნით აუხსნა კოპებშეკრულ მეგობარს და ლინდას თვალი ჩაუკრა.

-მოიცა, უკვე იწექი?_ლინდაც ჩაერთო დიალოგში.

-ნტ, ჯერ არა, მაგრამ ხომ გეუბნებით ტატოში ვხედავ მაგ დიდ და სასიამოვნო პრიორიტეტს, შეუძლია ქალს სექსიც კი გაუფერადოს.

-შენ მართლა სულ გაფუჭდი. _თავის ქნევით ჩაილაპარაკა მირანდამ.

-სექსი ცუდი სიტყვა არ არის და დამიჯერე არც პრაქტიკა ნიშნავს ცუდ ქალობას. _მეგობრის უკუნეთი აზროვნებით გაღიზიანებულმა ჩაილაპარაკა და ყავა მოსვა. _ლინდას მაგალითი ავიღოთ....

-ლინდა გათხოვილია!_წინადადება შეაწყვეტინა.

-ანუ ქორწილამდე საყვარელ კაცთან ვერ უნდა დავწვე...მანამ თქვენ არ გაქეიფებთ, არ დაგვლოცავთ, მუცლებს არ ამოივსებთ, ჩემს ქმართან ახლოს ვერ უნდა მივიდე თუ რისი თქმა გინდა?

-არა, ეგ არაფერ შუაში არ არის, თუ საჭიროდ ჩათვლი ქორწილამდეც უნდა დაწვე. უბრალოდ შენ და ტატო ჯერ ძალიან მცირე დროა ერთად ხართ, თანაც შენ ჯერ 19 წლის ხარ და იქნებ არ არის ეს ტატო შენი მთელი ცხოვრება?

-და მერე ვინ თქვა რომ მთელი ჩემი ცხოვრება მინდა პირველ მამაკაცად?

-მე მაგალითად ნოესთან ეს ნაბიჯი იმიტომ გადავდგი რომ დარწმუნებული ვიყავი საკუთარ თავში და მასშიც. ზუსტად ვიცი იმ ღამეს არასოდეს არ ვინანებ, მხოლოდ იმიტომ რომ ეს ორივესთვის რაღაცას ნიშნავდა, რაღაცას კი არა ძალიან დიდ რაღაცას. მე ტატოსთვის არასოდეს შემინიშნავს თინას მიმართ უბრალო გატაცებით იყოს შეპყრობილი და თუ კარგად დააკვირდები მიხვდები რომ მე მგონი თინაც კი მოარჯულა და სულ სხვა საკითხებზე დაიწყო საუბარი.

-ყოველ გამვლელთან რომ არ უნდა დაწვე ეგ ვიცი, მაგრამ ზოგი ამასაც საჭიროდ თვლის და ჩემს თვალში ცუდი ქალები არც ისინი არიან. მაგრამ 19 წლის ასაკში თუ კაცი შემიყვარდა და ვთვლი რომ ამ ეტაპზე ასეა საჭიროდ რატომ არ უნდა გავაკეთო?! და რატომ უნდა შევიკავო თავი, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ შეიძლება ეს კაცი ჩემი მომავალი არ იყოს... მაშინ მოვკდეთ ქალიშვილები, იმიტომ რომ იდეალური კაცები არ არსებობენ და უნდა გყავდეს ის ვინც გყავს და არ იფიქრო იმაზე ახლა ამასთან რომ დავწვე და ხვალ დავშორდერთ მერე რა იქნებაო... ეგრე ქმარსაც შეიძლება დაშორდე, მაშინ აუკრძალე შენთან მოახლოება. _უცებ მიტრიალდა ლინდასკენ.

-სულ რომ ფეხებით დამკიდო მაგას არ ავუკრძალავ!_ეშმაკური ხმით ჩაილაპარაკა და დადუმებულ მირანდას გადახედა რომელსაც ამ შემთხვევაში თინამ 1-0 მოუგო.

>>>
-ნოე, შენ და ტატო რაზე საუბრობთ ხოლმე?

დივანზე წამოწოლილი, ქმრისკენ მიტრიალდა და ინტერესით კითხა. დღევანდელი დიალოგის შემდეგ ძალიან აინტერესებს ასეთ დროს კაცები რაზე საუბრობენ და როგორი მაგალითები მოჰყავთ. ქალდანმა წარბწეულმა გადახედა ცოლს და ტელევიზორს დაუწია.

-შენ რა გაინტერესებს?_ცინიკური ხმით კითხა და კარგად დააკვირდა.

-აი, ბიჭები რაზე საუბრობთ ხოლმე თავისუფალ დროს.

-ლათინო ქალებზე.

კითხვის არსს მიუხვდა და ცოლის გაბრაზება გადაწყვიტა. ლინდა სწრაფად წამოჯდა დივანზე და წარბებაქაჩული მიაშტერდა ირონიულად მომღიმარ ქმარს.

-ზუსტად მაგას გეკითხები, თქვენი აზრით გათხოვებამდე სექსი დასაშვებია?_თამამად დასვა კითხვა და ქმრის პასუხს დაელოდა.

-შენ გათხოვილს გქონდა და დიდ გულზე ხარ არა?!

-მე კი დიდ გულზე ვარ, მაგრამ თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია... პრინციპში შენი მოსაზრება ნაწილობრივ ვიცი, მაგრამ მაინც.

-კაცს ეგ კითხვა არ უნდა დაუსვა, მე თუ მინდა ქორწილამდე დავწვები ქალთან და თუ მინდა ქორწილის შემდეგ. შენ სხვა რაღაც უნდა გეკითხა და ვერ გამიბედე. არაქალიშვილსაც მოიყვანს კაცი თუ უყვარს და თუ არ მოიყვანს გამოდის რომ ქალს სათანადოდ არ ენდობა და არ აფასებს.

-და თუ ის ქალი ბევრჯერ იწვა სხვა კაცთან?

-ეგ სხვა საკითხია, რატომ იწვა?

-უნდოდა.

-ხოდა გამოდის რომ ცუდად უნდოდა ხოლმე.

-და თუ შეცდა?

-სხვა კაცი გამოასწორებს პირველის შეცდომას. ყველა კაცს სიამოვნებს როდესაც საყვარელი ქალისთვის პირველია და ეს ძალიან ჩვეულებრივი ამბავია, აქ არაფერ შუაშია კაცობა და არაკაცობა. მაგრამ თუ ქალი გიყვარს როგორმე იმ ერთ შეცდომასაც უნდა გადააბიჯო. _თვალი ჩაუკრა და ტელევიზორს აუწია.

მინაშვილმა კმაყოფილმა მოიღერა ყელი და ღიმილით გადახედა ქმარს, მერე ისევ დივანზე გაწვა და პლედი გადაიფარა.


მთელი ღამე ვერ დაიძინა ნერვიულობდა, მაგრამ რა ანერვიულებდა ქმარი გვერდით ყავდა, ყველაფერი მომზადებული და დაგეგმილია. აფსოლიტურად არცერთი საკითხი დარჩენიათ მოუგვარებელი ეს კიდევ ქორწილის წინა ღამეს ათევს და თვალებს იშავებს. ერთი ნოემ დაინახოს რა დღეშიც იგებს თავს, მოუგრიხოს კისერი.

დილით პირველი ნოემ გაიღვიძა და ცოლიც შეაფხილზა. ზმუილით გაახილა თვალები ახლადჩაძინებულმა და ქმარს ახედა.

-ქორწილის დღეს რომ ქმარი გაგაღვიძებს მაგაზე დიდი ბედნიერება რა გინდა. _სიცილით ჩაილაპარაკა და ქმარს კოცნაზე კოცნით უპასუხა.

-სწრაფად წამოხტი, მოვლენ უკვე.

-დაგასწარი აქ შხაპს მე ვიღებ. _საძინებლის სააბაზანოსკენ გაიშვირა ხელი და ფეხზე წამოხტა. _რა გადაწყვიტე თაფლობის თვე სად გვექნება?

ფეხზე წამოდგა და სპეციალურად ამ დღისთვის გამზადებული თეთრი ატლასის ხალათი მოიცვა. თაფლობის თვისთვის ქვეყნის არჩევა ლინდას დიდი თხოვნით ნოემ ითავა, უნდა რომ ეს მნიშვნელოვანი რამდენიმე დღე ქრმის არჩევანში გაატაროს.

-ესპანეთში და მექსიკაში. _ცინიკური ღიმილით ჩაილაპარაკა ნოემ და ოთახიდან გავიდა.

-ლათინო ქალები.

პირდაღებულმა ლინდამ ძლივს მოუყარა სიტყვებს თავი და რომ არ წაქცეულიყო საწოლზე ჩამოჯდა.

დილიდან დაბღვერილი დადიოდა, ცდილობდა ნერვიულობა, სიხარული, ბედნიერება, აღელვება ნოეს წეღანდელი სიტყვებით გამოწვეულ ბრაზში ჩაეხჩო და საკუთარი თავი დაერწმუნებინა იმაში რომ ყველაზე საძაგელ კაცს მიჰყვება ცოლად, მაგრამ ეს მაინც უგონოდ ბედნიერს ხდის. ესპანეთის და მექსიკის ბილეთებიც რომ ცხვირწინ დაუდო და კარგად შეინახეო დაარიგა, ამაზე უარესად გადაირია. იცის რომ ლათინოებზე უკვე ალერგია აქვს, კაცზეც და ქალზეც და ქალდანი მაინც არ ეშვება.
საქორწინო კაბა რომ ჩაიცვა მაშინ დაავიწყდა ყველაფერი, ესმერალდაც და ხუანიც. გაბადრული უყურებდა საკუთარ თავს დიდ სარკეში და ცხოვრებაში პირველად ამაყობდა საკუთარი ფიზიკური მონაცემებით რომელიც თეთრი კაბის ფონზე ძალიან ლამაზად გამოიკვეთა. გოგონები პირდაღებულები უყურებდნენ მეგობარს და ემოციებს ვერც ისინი ვერ მალავდნენ.

-ლინდა, ძალიან ლამაზი ხარ. _ცრემლმორეული ხმით ჩაილაპარაკა მირანდამ და მეგობარს მაგრად მოეხვია.

-არ გაინძრეთ ეგრე იყავით!_მოულოდნელად წამოიძახა თინამ და ტელეფონს დასწვდა სურათის გადასაღებად. _რა კადრია. _კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და სურათს დახედა. _მართლა რა ლამაზი ხარ შე ოხერო. _სიცილით დააყოლა და მეგობარს ახედა.

-არ გამოდიხართ? დავაგვიანებთ. _ოთახში დათო შემოვიდა. _რა გოგო დავუთმე ძმას..._სიცილით ჩაილაპარაკა და პატარძალი დაატრიალა. ლინდამ ფხუკუნით მიკრა მხარზე ხელი და თვალები დახუჭა.

მისაღებში გასულს საქმრო თუ ქმარი უკვე გამოწყობილი დახვდა. ნოე ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ელოდებოდა საცოლის გამოჩენას და მე მგონი საერთოდ არ ღელავდა. ლინდას დანახვისას წამიერად შეეარხია ტუჩის მარცხენა კუთხე და როგორც იცის ხოლმე ცალი ხელი წვერზე მოისვა. ცოლი კიდევ ერთხელ აათვალიერ-ჩაათვალიერა და ხელი წელზე მოხვია.
ეკა და ლილი მოთქმით ტიროდნენ კუთხეში. მათი დანახვისას ვერც ლინდამ შეიკავა ემოციები და ორი კურცხალი გადმოაგდო.

-მაკიაჟს გაიფუჭებ. _ნოე ოდნავ დაიხარა მისკენ და ხმადაბლა ჩასჩურჩულა. ლინდამ ღრმად ამოისუნთქა და ღიმილით ახედა ქმარს.

-მართალი ხარ.

-გიხდება ჩემი ნაჩუქარი კაბა. _თავისებური კომოლიმენტით დააჯილდოვა და სტუმრებს გადახედა.

>>>
რესტორანში უამრავი ადამიანი ირეოდა იყო ცეკვები, სადღეგრძელეოები, მილოცვა, დალოცვა და ყველაფერი რაც ქორწილში უნდა იყოს. მაგრამ რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს ყველაფერი ძალიან ლამაზი და კარგი სანახავი იყო, ვერ დაინახავდით გამომთვრალ სტუმარს რომელსაც ფეხი ერევა და აღარ იცის რომელი მიმართულებით უნდა გადაქანდეს. არ ისმენს გაუთავებელ და უაზრო სადღეგრძელოებს ნათესავებზე და მათ მოდგმაზე როგორც ეს უამრავ ქართულ ქორწილებში ხდება. სიძე პატარძალსაც არავინ არ აძალებს ქართულის და სამეჯლისოს ცეკვას. ცეკვა არც ლინდამ იცის და შესაბამისად არც თავს არ იგიჟებს. ამდენი ხალხის წინაშე ცირკს ნამდვილად ვერ მოაწყობს. მერე ცოტა რომ შეთვრება და შეითიშება სტუმრების უმრავლესობა შეიძლება ქმართან ერთად ერთი ორჯერაც კი გააქნიოს თეძო, გააჩნია როგორ წავა სიტუაცია.

>>>
აეროპორტიდან როგორც კი გავიდნენ ლინდამ თვალებდაკვესებულმა მოათვალიერა გარემო და როცა დარწმუნდა რომ ბარსელონას-ელ პრატის აეროპორტთან მხოლოდ ტურისტები იყვნენ შვებით ამოისუნთქა და დაღლილი ფეხები აამოძრავა.

-მშია. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა და ჩემოდნებით დატვირთულ ქმარს გადახედა, რომელიც თავისუფალ ტაქსს ეძებდა და მე მგონი კუჭის მოთხივნიბელები დიდად არც აწუხებდა. _არ მეყო თვითმფრინავში რაც ვჭამე._თავისთვის აგრძელებდა და დაღლილი ატკაცუნებდა ძვლებს.

-მივალთ სასტუმროში და შეჭამ. _მოკლედ უპასუხა ქმარმა და ფეხებთან გაჩერებული ტაქსის საბარგულში ჩემოდნები ჩადო.

-ნაბადა წამოიღე?_სერიოზული სახით კითხა ლინდამ და მანქანაში ჩაჯდა. ნოემ გაკვირვებულმა გადახედა ცოლს და მანქანის კარი დაკეტა._პლიაჟზე ნაბადის გარეშე არ წავალთ. _კატეგორიული ტონით ჩაილაპარაკა, ცხვირი აიბზუა და ფანჯრიდან გაიხედა. _აი, მესმის სილამაზე.

-ჯერ აეროპორტს არ გაცილებულა მანქანა, რა სილამაზე გესმის?!_ცინიკური ხმით ჩაილაპარაკა ქალდანმა და ცოლს მწარედ დასცინა.

-ბოდიში ბატონო, ჩვენ პირველად ვართ და აეროპორტის შუშებიც კი გველამაზება._სარკასტულად ჩაისისინა და გზას გახედა. მრავლობითში რატომ ლაპარაკობს ძალიან მაინტერესებს, ალბათ ტაქსის მძღოლს გულისხმობს. ნოემ ენაწაგრძელებული წოლის კაპრიზი უპასუხოდ დატოვა და ტელეფონი ამოიღო.

>>>
-რა სილამაზეა.

სასტუმროს ხედით აღფრთოვანებული და პირდაღებული ემოციებს ვერ მალავდა. ყველა დეტალზე ყურადღებას ამახვილებდა და თავის მოსაზრებას ხმამაღლა აფიქსირებდა. ნოე საწოლზე გაშოტილი და თვალებდახუჭული ცდილობდა ცოლის აღფრთოვანებული ხმის ტემბრით დაკმაყოფილებულიყო და ხედის დათვალიერება სხვა დროისთვის გადაედო.

-ლინდა, არ გინდა ცოტახანი დავიძინოთ?

მგძავრობით და ცოლის ტიტინით დაღლილმა იკითხა და ცალი თვალით გახედა ვერანდაზე გასულს. მინაშვილი სირბილით წავიდა ქმრისკენ და ხალათში გამოწყობილი საწოლზე დახტა.

-მინდა. _ღიმილით დაუქია თავი, ორივე ხელი მაგრად შემხვია და თვალები დახუჭა._ოღონდ უნდა დამპირდე რომ დღეს ზღვაზე გავალთ!_სწრაფად წამოყო თავი და ქმრის პირობას დაელოდა. ქალდანმა თანხმობის ნიშნად წარბები ოდნავ შეარხია და ცოლი ისევ უკან დააბრუნა.

>>>
-დახუჭე თვალები!

წყობიდან გამოსულმა დაუღრინა ქმარს. ქალდანმა წარბწეულმა გადახედა ეჭვიანობით გაგიჟებულ ცოლს და ტუჩის კუთხეში ჩაიცინა.

-ლინდა, ვეღარ გცნობ... ამდენი ნერვიულობით გულს დაიავადებ._ცინიკური ხმით ჩაიჩურჩულა ნოემ და მზისგან თუ სიბრაზისგან აწთლებულ ცოლს შიშველ ბარძაყზე უჩქმიტა.

-ესპანეთი... აი, შენი ესპანეთი, გარყვილების ბუდეა._თავისთვის ბუტბუტებდა და პლიაჟზე მოსიარულე ნახევრად შიშველ ქალებს უყურებდა.

-შესანიშნავია მერე, რას ერჩი?_მხრები აიჩეჩა ქალდანმა და ერთ-ერთ ლამაზ მკერდსაჯდომიან ქალს თვალი ცინიკური მზერით გააყოლა.

-ნუ გავიწყებდა რომ ლათინო ბიჭებზე მთელი საქალეთი ირევა. _ახლა უკვე ნოეს აუწითლდა თვალები.

-ნუ გავიწყდება რომ ლათინო ბიჭებმა იციან ვის გოგოს უნდა შეხედონ და ვისას არა. _ნიშნის მოგებით ჩაუკრა თვალი და ქვედა ტუჩზე მოწყვეტით აკოცა.

დამარცხებულმა ლინდამ ცხვირი ჩამოუშვა და სათვალე ჩამოშვებულ ცხვირზე დაიკოსა.

-ეს მზეც რა უაზროდ აჭერს..._ვეღარაფერი რომ ვერ თქვა მზეს მიადგა და დაბღვერილმა ახედა.

ალბათ ფიქრობთ რომ ისტერიკა და ეჭვიანობის განსახიერება ქალია, მაგრამ ეს ასე არ არის. იყო რამდენიმე რეალური შემთხვევა საქართველოში როცა რეაქციაც კი არ ჰქონია, მაგრამ ამ ლათინო ქალებზე ჭკუა ეკეტება. თავადაც მშვენივრად იცის რომ შესანიშნავი ტან-ფეხის მქონე ქალები ჰყავთ ესპანელებს, ამას არც ლინდა არ უარყოფს და ალბათ უფრო ამიტომაა ნოეს ირონიულ ქმედებებზე თავს რომ ვერ აკონტროლებს.
რამდენჯერმე სპეციალურად სცადა ნოეს გაბრაზება და სექსუალური მანერებით მის წინ აიარ-ჩაიარა, სადაც რამდენიმე შოკოლადისფერი ბიჭიც იწვა. ქალდანმა წარბწეულმა გადახედა ჯერ ბიჭებს, მერე ცოლს და სათვალე მშვიდი გამომეტყველებით გაიკეთა.

-ცოლო, ნუ გავიწყდება რომ ჯერ 19 წლის ხარ და შენთვის ეგ ყველაფერი ხიხიობაა. _ხმამაღლა დაუძახა ქალდანმა და ხელი დაუქნია.

-და ამას ვინ მეუბნება?! ვინც ეგ “ხიხიობა” მასწავლა. _სიცილით ჩაილაპარაკა და წყლისკენ წავიდა.

-ბევრი არ იბუყბუყო. _დამცინავი ხმით მიაძახა ქალდანმა და შეზლონგზე წამოჯდა ცოლი კარგად რომ დაეზვერა, ეს გოგო წყალში ნამდვილად არ არის სანდო.

>>>
-წყალმა თავი ამატკია. _ტკივლისგან გაბრუებულმა ჩაილაპარაკა და მათ მაგიდასთან ჩავლილ მიმტანს გაუღიმა.

-სულ აწითლებული ხარ. _ცალყბად ჩაიცინა ნოემ და აწითლებულ ცხვირზე ნაზად გადაუსვა თითი.

-ძალიან დავიწვი. _მოწყენილმა ჩაიჩურჩულა და ტანზე დაიხედა. _ხვალ და ზეგ საწოლზე ვიქნები გაშოტილი ხომ ვიცი არა!?

-არაუშავსმ მარტის ბოლოს ერთი დღე პლიაჟზე ყოფნაც საკმარისია. _თვალი ჩაუკრა და წყალი მოსვა.

-თინა და მირანდა ახლა თბილისში იყინებიან, მე კიდევ ბარსელონაში ვზივარ 26 გრადუს სიცხეში და ვირუჯები, რა მაწუწუნებ?_გაკვირვებულმა კითხა ქმარს და ქათმის სალათას ჩანგალი მთელი ძალით ჩაარჭო.

>>>
ძალიან გაიზარდა, ყველა საკითხზე სულ სხვანაირად ფიქრობს და მსჯელობს. აღარ აქვს არეული ცხოვრების სტილი და გამუდმებით უაზრო საკითხებით აღარ ტვირთავს გონებას . ნოესთან ურთიერთობით ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რამ ისწავლა და ალბათ ეს არის ის რაც ყველა ქალმა უნდა შეძლოს. ნდობა, პატივისცემა, ერთგულება, მნიშვნელოვანი მოვალეობები, ვალდებულებები, ემოციების ადეკვატურად გამოხატვა. ეს ყველაფერი ნოეს გამოჩენამდეც ჰქონდა ლინდას, მაგრამ ახლა უფრო შესამჩნევი გახდა და ზუსტად იცის ვინ თამაშობს ამ ყველაფრის ზემოთ ამოტივტივებაში ყველაზე დიდ როლს. აფასებს იმ ადამიანებს ვისთვისაც საყვარელი ადამიანისთვის “გაწირული” ერთი საათი არაფერს არ ნიშნავს და შეუძლია კიდევ ათასი ამდენი ერთი საათი შესწიროს მისთვის ყველაზე ძვირფასს. ზოგჯერ საშინელი სურვილი იპყრობს სახლში ნოეზე ადრე მივიდეს და ვახშამი გამზადებული დაახვედროს, როცა ხედავს როგორ იღლება იმ კაბინეტში ჯდომით და საქმეების კეთებით სურვილი უჩნდება მასზე მთელი ცხოვრება დაუღალავად იზრუნოს. ადრე თუ გონებას იმაზე ფიქრით იღლიდა რომ მათი ეს ურთიერთობა დიდხანს შეიძლება არ გაგრძელებულიყო დღეს გამუდმებით იმაზე ფიქრობს რა შეიძლება გააკეთოს ურთიერთობის შესანარჩუნებლად და გასაძლიერებლად.
და ყველაზე მთავარი რაც ამ ურთიერთობამ შესძინა სიყვარულია. ყოველთვის ეგონა რომ სიყვარული შეჩვევასთან ასოცირდებოდა და სხვა ყველაფერი უბრალოდ ადამიანების ილუზიის ნაწილი იყო. ნაწილობრივ ილუზიაც არის და შეჩვევაც, მაგრამ ის რასაც ნოე ქალდანის მიმართ გრძნობს გაცილებით უკეთესია ვიდრე ეს შეჩვევაა და ადამიანების მიერ შექმნილი ილუზიებია. არ უწევს უაზრო კოშკების აგება და ყველაფერი ცხადლივ, რეალურად აქვს თვალწინ. არ ყავს იდეალური ხასიათების მქონე ქმარი და არც თვითონ არის იდეალური ცოლი, მაგრამ ამ ორს შეუძლია შექმნას ის რისთვისაც ძალიან დიდი ბრძოლაა საჭირო. ლინდას თვალები სულ მას ეძებს, უნდა რომ სულ მას ხედავდეს, იცოდეს რომ კარგად არის და ისიც იცოდეს რომ ლინდასთან ერთად ყოფნა მისთვისაც ისეთივე მნიშვნელოვანია როგორც ეს მინაშვილისთვის.
ღიმილით გადახედა ქმარს და ჩანგალი თეფშზე დადო.

-ნოე, მართლა ღობეზე იტკინე ლოყა?

ხმადაბლა იკითხა და იმედის ნაპერწკალი გააღვივა თვალებში. ქალდანმა ცალყბად ჩაიღიმა, ჭიქა მაგიდაზე დადო და ცოლს შუბლშეკრული დააკვირდა.

-მე ძალიან მშვიდი თინეიჯერი ვიყავი, არ ვჩხუბობდი არ ვნიშნავდი “დანის სატრიალო” შეხვედრებს, სკოლაშიც სულ ხუთიანები მყავდა, ერთი ოთხიანი პლიუსით ფიზიკაში.

-არ მჯერა!_გაკვირვებულმა აქაჩა ცალი წარბი და თავის ქნევით გამოეხმაურა ქმრის ბავშვობას. _მომკალი და შენი “კარგი ბიჭობა” არ მჯერა...ამის დაჯერების უფლებას მუცელზე შენი შრამი არ მაძლევს!_გაბრაზებულმა დაუბღვირა როგორ თუ ჩემს გამასხარავებას აპირებდიო.

-ეგ შრამი 2 წლის წინანდელია. _მშვიდად ჩაილაპარაკა და თვალი ჩაუკრა.

-კარგი რა, დავიჯერო სკოლაში გოგონებს არ დასდევდი და ცუდი ბიჭი არ იყავი?

-ცუდი ბიჭი ახლა ვარ, ცოლთან.

ლინდას ტუჩის კუთხეში ეშმაკურად ჩაეცინა და სხელშუ წამოსული ცეცხლის ჩასაქრიბად ცივი წვენი მოსვა.

-ხო, მაგრამ რატომღაც მგონია რომ ეგ შრამი შენი ბავშვობის მოგენება არ არის და რაღაცას მიმალავ. _თითის ქნევით ჩაიდუდღუნა და ცალი თვალი მოჭუტა.

-სექსუალურობასთან ერთად 19 წლის ასაკში ექსტრასენსიც ყოფილხარ.

-ექსტრასექსივით ჟღერს. _სიცილით ჩაილაპარაკა და თვალები დახუჭა. _ექსტრასენსობა არაფერ შუაშია, უბრალოდ ქალური ლოგიკა მაქვს უმაღლეს დონეზე განვითარებული.

-ექსტრასექს საღამოს შემოგთავაზებთ და რაც შეეხება შენს ქალურ ლოგიკას დიდი ხანია ქმარმა საწოლი გაგინაწილა?!_სარკასტულად ჩაისისინა და ვნებიანი მზერით ჩაუკრა თვალი.


>>>
-სტადიონზეც შევიდეთ, რა. _მუდარით გადახედა ბარსელონას მუზეუმიდან გამოსულმა ქმარს და თვალები ააფახუნა. ნოემ ღიმილით გადახვია ხელი ცოლს და ყელზე მოხვეული ბარსელონას კაშნე მოხსნა._ხომ შევალთ?_აღტაცებულმა იკითხა.

-დავიჯერო მე ვერ შევამჩნიე შენი ფეხბურთისადმი სიყვარული თუ აფერისტი ფანი ხარ?_შუბლშეკრულმა კითხა და მის წინ გაჩერდა.

-სიმართლე გითხრა დიდად არ ვირევი ფეხბურთზე, მაგრამ ინტერესი ნამდვილად მაქვს. _გულწრფელად უპასუხა და გაბადრულმი გაიჯგიმა.

“წმინდა ოჯახის” ტაძარიც მოინახულეს, ბევრი საინტერესო და ისტორიებით სავსე შენობა ნახეს და რაც მთავარია სურათებითაც იჯერა ლინდამ გული. ყველა ბოძთან სურათი გადაიღო და გოგონებს გაუგზავნა. ნოე დაღლილი სახით იდგა და კამერის წინ გაკრეჭილი ცოლის ყურებით “ტკბებოდა”.

-ლინდა, ავტობუსი გაგვასწრებს!

ბოლოს წყობიდან გამოსულმა დაუძახა და შუბლშეკრული შეტრიალდა გასასვლელისკენ. მინაშვილმა სახედამანჭულმა გახედა ქმარს ენა გამოუყო და კიდევ ერთი სელფი მოასწრო.
>>>
სექსუალურ საცვლებში გამოწყობილი ცოლი ვნებიანი მზერით გააშეშა ერთ ადგილას და შიშველს უკნიდან ამოუდგა. ცალი ხელი მუცელზე მოხვია ცალი კი ბარძაყისკენ ჩააცურა და ტუჩები ყელზე მიაწება. ნაზად უკოცნიდა ყელს და ცივ თითებს ახურებულ სხეულზე უბატონოდ დაასრილებდა. ლინდა ვნებისგან განაბული და გათანგული ქმრის სხეულზე მიწებებული იდგა და ვერ ინძრეოდა. ისევ ნოეს დახამრებით მიტრიალდა ქმრისკენ და ტუჩებზე შეხებისას ოდნავ მოვიდა გონს. ხელები შიშველ ზურგზე შემოხვია და აკანკალებული თითები ნაზად აათამაშა. ქალდანმა ცოლის სუსტი სხეული ძლიერ მკლავებში მოიქცია და საწოლისკენ წაიყვანა. ზემოდან მოქცეულმა საცვლები ფრთხილად გახადა, თან თვალს არ აშორებდა მის აწითლებულ და დამორცხვილ სახეს. მზერა ამ შემთხვევაში ნოესთვის ყველაზე მნიშვნელოვან ობიექტზე გადაიტანა და ხალზე თითი ნელა დაუსვა, შეხებისთანავე უაზროდ გააჟრიალა ლინდას, ქვედა ტუჩზე მწარედ იკბინა და მუხლები ერთმაენთს მიატყუპა. ცოლის ქცევაზე შეუმჩნევლად ჩაეღიმა ნოეს და მუხლები დააშორებინა, ხელები კი ცოლის შიშველი სხეულის უკეთ შესწავლა გადაწყვიტა.
>>>

აუზის კიდეზე იჯდა და წყალში ფეხებს ათამაშებდა, თან ცალი თვალით ქმრის ტერიოტორიას ზვერავდა და როგორც კი მის ახლო-მახლოს ვინმე ლამაზი და ეშხიანი ქალი გაივლიდა განგაშის ზარს რთავდა. როცა დაინახავდა რომ ნოე მისკენ აპირებდა გამოხედვას ხელებს გაშლიდა და გარუჯულ სხეულს ინტერესით ათვალიერებდა.

-შენი ტელეფონი რეკავს.

ნოეს აწკრუალებულ ტელეფონს გადახედა ლინდამ და ფეხზე ადგა. ქალდანმა სწრაფად გაცურა ცოლისკენ და აუზიდან ამოვიდა. მინაშვილმა სწრაფად მიაწოდა პირსახოცი და მერე ტელეფონი.

-გისმენ...ახლა როგორ არის?_ხმაში აფორიაქება შეეტყო. პირსახოცი შეზლონგზე დააგდო და ჩამოჯდა. _სად ყავთ? მდგომარეობა მძიმეა? ვინ იყო მასთან ერთად? დაშავდა?

კითხვებით მიხვდა რომ მათ თავს რაღაცა საშინელება დატრიალდა. ქმრის წინ ჩაიმუხლა და ტუჩების მოძრაობით კითხა “რა მოხდაო”, მაგრამ ქალდანს არაფერი არ უპასუხია, ტელეფონზე მოსაუბრეს უსმენდა გაყინული სახით.

-დღესვე გამოვფრინდებით._საუბარი დაასრულა და ტელეფონი შეზლონგზე დადო.

-რა მოხდა?_ანერვიულებულმა კითხა ქმარს და ხელები მუხლებზე დაადო.

-დათო ავარიაში მოყვა. _გაყინული ხმით ჩაილაპარაკა, ფეხზე წამოდგა და სასტუმროსკენ წავიდა.







































26თავი
გაშტერებული სახით იჯდა ნოე თვითმფრინავში, მთელი გზა ხმა არ ამოუღია და ლინდაც ცდილობდა ზედმეტი კითხვებით არ შეეწუხებინა. მაგრამ ინტერესი კლავდა რა მოხდა დათოს თავს და რატომ მოყვა ავარიაში, გონებაში ათასი კითხვა უტრიალებდა. ასეთ ნოეს პირველად ხედავს, რეაქცია არაფერზე არ აქვს, სახე გაყინული და თვალები ჩაწითლებული, ოღონდ ამჯერად ეს ყველაფერი ნერვიულობის და შიშის ნიადაგზე. ქმრის გამომეტყველებიდან ხვდება რომ საქმე იმაზე სერიოზულადაა ვიდრე სიტყვა “ავარია” მოიცავს. გაყინულ ხელებზე თითები მაგრად მოუჭირა და თავი მხარზე დაადო.

-კარგად იქნება! _ჩურჩულით ჩაილაპარაკა და იგრძნო როგორ შეეხო ქალდანის გაყინული ტუჩები შუბლზე.

საქართველოში ჩაფრენილებს მანქანით ტატო დახვდათ, ბიჭს სახე შეშლილი და თვალები ამოღამებული ჰქონდა. ტატოს ასეთ მდგომარეობაში ნახვამ უარესად შეაშინა მინაშვილი. ბიჭი უხმოდ გადაეხვია ნოეს, მხარზე ხელი დაარტყა და საბარგულისკენ წასულს გააყოლა თვალი, მერე ლინდას მიუტრიალდა შეფარვით გაუღიმა და მანქანის კარი გაუღო. გზაში ტატომ რამდენიმე დეტალი მოყვა ავარიიდან, როგორც აღმოჩნდა დათო მეგობრებთან ერთად ბორჯომში იყო წასული და უკან ტაქსით წამოსულა, ტაქს კი მოპირდაპირე მხრიდან გაუმართავი ჯიპი შეეჯახა და ზუსტად ის ადგილი დაზიანდა საითაც დათო იჯდა, ტაქსის მძღოლის მდგომარეობაც მძიმეა, მაგრამ სტაბილური. პირდაპირ საავადმყოფოში მივდინენ, ნოე სწრაფად გადავიდა და აჩქარებული ნაბიჯებით დაიძრა საავადმყოფოსკენ.

დერეფანში თავჩაღუნული, ერთიანად მოტეხილი და დარდისგან დასუსტებული ლიკო და ვახო რომ დაინახა ცრემლები თავისდაუნებურად გადმოსცვივდა. ატირებული დაიძრა მათკენ და ჩუმად მიუჯდა გვერდით დედამთილს. ლიკომ ნელა ასწია თავი და რძლის დანახვისას უფრო მწარედ აქვითინდა, მერე მის წინ მდგარ შვილს ახედა და ხმას უმატა. ნოემ თვალები მაგრად დახუჭა და სახეზე ხელები მოისვა.

-როგორ არის?_კარებთან მდგარ ვახოს კითხა და მისკენ მიტრიალდა.

-მესამე ოპერაციას უკეთებენ. _ჩახლეჩილი ხმით ჩაილაპარაკა ვახომ.

-ტაქსის მძღოლის ახლობელები აქ არიან?_ყველაზე სწორი და დრული კითხვა დასვა ქალდანმა. ლინდას მიუხედავად საშინალდ დაძაბული სიტუაციისა ქმრის საქციელზე გულგახარებულს მაინც ჩაეღიმა და პასუხის მოლოდინში ვახოს გახედა.

-კი, აქ არიან. ახლა კარგად არის დილით გაუკეთდა ხელზე ოპერაცია.

-კარგი, ახლობლებს ვნახავ და მოვალ.

მისვლიდან ნახევარ საათში გოგონებიც მივიდნენ, შუა დღეს თინასთან გასულან რაღაცა საქმეზე და უკან დათოს ძმაკაცებმა მოიყვანეს.
ორი საათის განმავლობაში ხმა არავის არ ამოუღია, მხოლოდ ლიკოს ჩუმი ტირილი ისმოდა და ვახოს ხვნეშა. ლინდა გაბრუებული უყურებდა სკამზე ჩამომჯდარ ქმარს.
ტატოსთან ერთად პირველ სართულზე კაფეტერიაში ჩავიდა ყავის დასალევად.
უკან დაბრუნებულს ისევ იგივე სიტუაცია დახვდა, არავინ არ გამოდიოდა საოპერაციოდან, არც არავინ არაფერს არ ამბობდა და ეს გაურკვევლობა ყველას ბოლოს უღებდა.

-ანგარიშის ნომერი მოგწერე და თანხა დღესვე ჩარიცხე. _ქმრის სატელეფონო ზარმა ძალიან დააინტერესა, ნელა წამოდგა ფეხზე და მისკენ წავიდა.

-მართლა არ ვიცი როგორ ხარ ასეთი კარგი. _ორივე ხელი მაგრად მოხვია და თავი მკერდზე მიადო. _შენ რომ არა იმ ოჯახს ეს ხარჯები როგორ უნდა დაეფარა?!

-გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. _მშვიდად ჩაილაპარაკა და თავზე აკოცა.

>>>
-გიხდება ეტლი. _სიცილით ჩაილაპარაკა ლინდამ და საავადმყოფოდან გამოგორებულ მაზლს მხარზე ხელი დაადო.

-ერთი სული მაქვს როდის მოვიშორებ. _უკმაყოფილო სახით ჩაიდუდღუნა დათომ და ეტლს ხელი მსუბუქად დასცხო.

-ცოტახანიც უნდა მოითმინო. _გამამხნევებლად დაუბარტყუნა ხელი მხარზე თინამ და ბაფთიანი ყუთი მიაწოდა. _ეს მე, მაკამ, თეონამ და მირანდამ შეგიფუთეთ საჩუქარი ლევანმა და ზურამ შეიძინა.

უცებ მოახსენა საჩუქრის ისტორია და გაჯგიმული გადავიდა უკან. დათომ სიცილით შემოხსნა ამდენი კაცის ნაწვალები ბაფთა და იქვე ნაგვის ურნისკენ გაიშვირა, ლინდამ სწრაფად გამოართვა და პრიალა ქაღალდის ბაფთა ნაგავში ჩააგდო.

-რამსიმძიმეა. _ყუთი ხელში შეათამაშა და მეგობრებს გადახედა. _არაა. _როგორც კი შეფუთული ქაღალდი ოდნავ მოხსნა გახარებულმა წამოიძახა და ქაღალდი მთლიანად შემოაგლიჯა. _საიდან იცოდით რომ გამიფუჭდა?

-ბორჯომიდან მომავალს მანქანაში გედო. _მეგობრის უაზრო კითხვას გაშტერებული სახით უპასუხა ზურამ და ფლეისთეიშენი ამოიღო.

-ფრთხილად თორემ დაგაყოლებ მაგას!_მუქარით ჩაილაპარაკა დათომ.

>>>

1 კვირის განმავლობაში ნორმალურად არცერთს არ სძინებია, ნოე ორ ფრონტზე “იბრძოდა”, ზუსტად იმ დროს შეექმნა სასმახურში უამრავი პრობლემა და იძულებული გახდა “თაფლობის თვიდან” იმაზე ადრე დაბრუნებულიყო ვიდრე დაბრუნდა. ყველაფერი ერთად დაატყდა თავს და ლინდამ დღემდე არ იცის ამდენი რაღაცის კეთება ფსიქოლოგიურად დატრავმულმა როგორ შეძლო. ექიმები ზუსტად ერთი კვირის განმავლობაში აკანტურებდნენ თავს და არანაირი იმედს არ იძლეოდნენ, ნახევრად მკვდარი პაციენტი ყავდათ რეანიმაციაში გამოკეტილი. ერთი კვირის შემდეგ დათოს სიცოცხლის ნიშანწყალი დაუბრუნდა და თვალებიც გაახილა, ეს იყო ყველაზე ბედნიერი დღე 2011 წელს. ქორწილისგან გამოწვეული სიხარულიც კი დაავიწყდა მინაშვილს იმდენად ბევრს ნიშნავდა თურმე მისთვის დათოს გადარჩენა. ეს ბიჭი ძალიან უყვარს და ეგეც რომ არ იყოს ხედავს რომ მისი საყვარელი ადამიანისთვის ეს პატარა ბიჭი ძალიან მნიშვნელოვანია.

-ძალიან მომენატრე. _ჩურჩულით ჩაილაპარაკა ნოემ და ცოლს ორივე ხელი მაგრად შემოხვია. _მომენატრა ჩემს მკლავებში აკვნესებული ჩემი ცოლი, მისი ცხელი თითები ჩემს შრამიან ლოყაზე. _დაღლილი ხმით ჩურჩულებდა და ოდნავი შეხებით უკოცნიდა სახეს.

-მეც ძალიან მომენატრე. _კრუსუნით გამოეპასუხა ლინდა, მისკენ გადატრიალდა და ხელები კისერზე შემოხვია. _მეც მომენატრა შენს მკლავებში აკვნესებული საკუთარი თავი. _ეშმაკური ღიმილით ამოიბუტბუტა და ქმარს ტუჩებზე შეეხო.

-მაგრამ დღეს მინდა რომ ასე დავიძინოთ. _ღრუბლებისკენ წასული ცოლი სწრაფად დაანარცხა მიწაზე და ცინიკური ღიმილით აკოცა ცხვირის წვერზე.

-საძაგელი და საზიზღარი ბიჭი ხარ... მე კიდევ დღეს ისეთი ლამაზი პენუარი ვიყიდე, მეთქი ღამე ვაჩვენებ._გაბუტულმა ჩაილაპარაკა და პირ-სახე ქმრის ყელში ჩარგო.

>>>
-შენი ნახვა უნდა. _ეკას ზარმა მთელი დღის ხასიათი მოუშხამა.

-მე არ მინდა მისი ნახვა!

-ვიცი და ვუთხარი, მაგრამ მთხოვა რომ შენთვის გადმომეცა ყველაფერი ისე არ არის როგორც შენ გგონია და უნდა დაგელაპარაკოო...ლინდა, რას გულისხმობს?

-არ ვიცი და არც მაინტერესებს, ალბათ ჩემთან ურთიერთობის დროს დაშვებულ შეცდომებს გულისხმობს. _აკანკალებული ხმით ჩაილაპარაკა და ძარღვებდაჭიმულ ნოეს გადახედა.

-შენი გადასაწყვეტია წახვალ თუ არა. _ღიმილნარევი ხმით დაასრულა ეკამ და ტელეფონი გათიშა.

-ჩემი ნახვა უნდა._ქმრის მისართით ჩაილაპარაკა და დივანზე ჩამოჯდა.

-ვფიქრობ რომ უნდა ნახო და დაელაპარაკო.

-არ მინდა კიდევ ერთხელ მატკინოს გული, ვიცი რომ მის ვერცერთ სიტყვას ვერ აღვიქვამ მშვიდად და ვიცი რომ ამაზე მთელი ცხოვრება მომიწევს ნერვიულობა..._თავი გააქნია და ნოეს მკლავს მოეხვია.

-ხო, მაგრამ მგონია რომ ყველაფრის გარკვევის დროა, შენ იმსახურებ იცოდე სიმართლე და ზურა ვალდებულია ყველაფერი გულახდილად გითხრას. მიუხედავად იმისა რომ მის საქციელს ჩემთვის არანაირი გამართლება არ აქვს და მამაშენი ყველაზე დიდი არაკაცია ვინც კი ოდესმე მინახავს, მაგრამ შენ უნდა ნახო და დაელაპარაკო._საფეთქელზე აკოცა და თითებზე თითები მაგრად მოუჭირა.

-და რომ მეტკინოს....

-მე აქ რისთვის ვარ?_შუბლშეკრულმა კითხა და ზემოდან დახედა. ლინდას ბედნიერს ჩაეღიმა.

-შენ რომ არ იყო ახლა კაცმა არ იცის სად ვიქნებოდი და ვინ ვიქნებოდი... ალბათ ფსიქიკურად შეშლილი ქალი, რომელსაც ქმარი საკუთარ უსუსურ თავზე მეტად ეზიზღება და რომელსაც რამდენიმე წლის შემდეგ თოკზე ჩამოკიდებულს იპოვიდნენ, ან ვერ იპოვიდნენ, იმიტომ რომ შვილებს ვერ გასწირავდა. _თავისთვის ბურტყუნებდა და ცრემლებს მუჭით იწმენდდა. ნოემ თითი ნიკაპქვეშ ამოსდო და გაყინული თვალებით დააკვირდა. _ვიცი რომ ვერ იტან როდესაც ვტირი, მაგრამ დამიჯერე ახლა ბედნიერებისგან ვტირი და უზუმოდ მიხარია ეს ყველაფერი შენ რომ ამარიდე თავიდან. _ხელები მაგრად მოხვია კისერზე და მჭიდროდ აეკრა ქმრის სხეულს. _მიყვარხარ!_ჩურჩულით ჩაილაპარაკა ის რასაც ამდენი ხანი საქციელებით გამოხატავდა.

ლინდასთვის ეს სიტყვა იმაზე ძვირფასი და სათუთია ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია, ცხოვრებაში სულ რამდენჯერმე აქვს გამოყენებული და ისიც მხოლოდ ეკას მისამართით. ყველაზე მეტად ვერ იტანს როდესაც ადამიანებს ამ სიტყვის წარმოთქმა ხშირად შეუძლიათ და მათთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს. არა, ლინდასთვის “მიყვარხარ”_ს ფასი არ დაუკარგავს და თვლის რომ ის ფასს ვერც ვერასოდეს დაკარგავს, ეს ის ადამიანები კარგავენ ფასს ვინც ამ სიტყვას უპრაგუნოდ ისვრის და გრძნობებს არ აყოლებს, ან აყოლებს და გონია რომ ეს მისთვის საკმარისია. მინაშვილისთვის ყველაფერი სხვანაირადაა, უყვარს, მაგრამ ხშირად არ ეუბნება და ზუსტად იცის რომ მალე ნოეს მიყვარხარ სანატრელი გაუხდება, მაგრამ არ ნერვიულობს და ამის არ ეშინია, იმიტომ რომ ქალდანი ვერ იტანს სიტყვებით თამაშს, გრძნობებსაც მშვენივრად გამოხატავს მისი ცინიკური და ირონიული ქცევებით.
ჰო, უყვარს და ამის ხმამაღლა თქმა მთელი არსებით მოუნდა, ვეღარ დაიტია და ერთიანად ამოხეთქა, მაგრამ ისიც იცის რომ ეს პირველი შემთხვევა იყო, მეორე შემთხვევა როდის განმეორდება არავინ არ იცის, არც ლინდამ.

-პირველი გოგო რატომ გინდა?_მოულოდნელად დასვა კითხვა.

-ორსულად ხარ?_ღიმილით იკითხა ნოემ და ცოლის გამომეტყველებას დააკვირდა. ლინდამ სიცილით შეჭმუხნა შუბლი და თავი გააქნია.

-არა, უბრალოდ მაინტერესებს პირველი გოგო რატომ გინდა.

-იმიტომ რომ ყოველთვის მინდოდა უფროსი და მყოლოდა, რომელსაც დავიცავდი და ვეტყოდი რომ ჩემი ასაკის მიუხედავად მისთვის მთების გადადგმაც კი შემეძლებოდა.

-ლიკო მომიყვა.

სევდიანი ღიმილით ჩაიჩურჩულა და თაროზე შემოდებულ სურათს გახედა, სადაც ერთი პატარა, ფუმფულა გოგონა და ერთი გაწრიპული ჩვილი ბიჭი იყო გამოსახული. ნოემ ოდნავ მიატრიალა თავი და სურათს გახედა.

-მაგრამ გპირდები რომ გოგო აუცილებლად გვეყოლება!_დარწმუნებულმა ჩაილაპარაკა და ფეხზე წამოდგა.

-რატომ გოგო და არა გოგონები?_კოპებშეკრულმა იკითხა და ცოლს მიჰყვა უკან.

-და ბიჭებიც. _მხიარულად გამოეპასუხა და წყლის მადუღარა ჩართო.

***
-და ახლა როგორ ხართ?

-ახლა იმაზე უკეთ ვიდრე 6 წლის წინ. _ღიმილით ჩაილაპარაკა და ფანჯარასთან მისულ ბიჭს გახედა.

-დე, წავიდეთ რა. _მუდარით სთხოვა ბიჭმა.

-ეს ერთი გყავთ?

-არა, კიდევ გვყავს გოგო, ტყუპები არიან.

-უფროსი რომელია?

-ემილია. _სიცილით წარმოსთქვა შვილის სახელი და ფეხზე წამოდგა. _ხვალ შევხვდეთ და განვაგრძოთ.

-სანამ წახვალთ... ემილი რატომ არ გყავს თან?_ინტერესით ვკითხე და პატარა ბიჭს გადავხედე.

-ემილი ნოეს ყავს ცეკვაზე, ხვალ ერთად გამოგივლით. ლუკას ცურვა აქვს და გოგონები გამოვალთ.

მწერლისთვის ყველაზე სასიამოვნოა როდესაც ისტორიას ის ადამიანი გიყვება ვინც ამ ყველაფრის მთავარი გმირია და ემოციებსაც ზუსტად ისე გადმოსცემს როდესაც მაშინ რამდენიმე წლის წინ განიცდიდა. ლინდას გაცნობამ ძალიან ბევრი რაღაცა დამანახა სხვა თვალით, დავიჯერე იმ სიყვარულის რომელზეც რამდენიმე დღის წინ ხმამაღლა შემეძლო სიცილი და დავიჯერო რომ ნოესნაირ ცივ კაცებსაც შეუძლიათ ცოლები ბედნიერ ქალებად აქციონ. ახლა ერთი სული მაქვს როდის გათენდება და როდის მოვა ლინდა რედაქციაში თავის პატარა თოჯინასთან ერთად. ლუკას რომ ვუყურებ მიუხედავად იმისა რომ ნოე მხოლოდ ლინდას ტელეფონში არსებული სურათებიდან ვიცი ვხვდები რომ მამის ალი-კვალია, საინტერესოა პატარა ქალბატონი ვის გავს...

***
ეჭვები რომ შეიძლება მალე მშობლები გახდნენ ორივეს ერთად გაუჩნდა. სამსახურში კიბეებთან მისული მოულოდნელად რომ დაბარაბცდა და ქმრის მკლავზე ჩამოკიდებულმაც ვერ განაგრძო სიარული მაშინ. ქალანდამ ფრთხილად ააწევინა თავი და ფერწასულ სახეზე თითები მოუსვა.

-მე მგონი გული მერევა. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა და ცალი ხელით მოაჯირს დაეყრდნო. ქალდანმს ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა, მერე სახე გაასწორა და ცოლი ხელში აიტაცა. _რას აკეთებ? დამსვი სირცხვილია!

სწრაფად გამოფხიზლდა და თვალებდაქაჩულმა უჩქმიტა მხარზე, მაგრამ ნოეს მისი ისტერიკისთვის ყურადღება არ მიუქცევია. დერეფანი ბოლომდე ჩაიარა და ავტოსადგომისკენ წავიდა აჩქარებული ნაბიჯებით. გზად აფთიაქთან გააჩერა, უხმოდ გადავიდა რაღაცა იყიდა და უკან დაბრუნებულმა წყლის ბოთლი გაუწოდა ცოლს.
სახლში მისულს აფთიაქის პარკი მისცა და სააბაზანოსკენ მიუთითა. გაკვირვებულმა დახედა პარკს და მერე ქმარს ახედა.

-ეს რა არის?_ინტერესით იკითხა და პარკი გახსნა. _ორსულობის ტესტი?

მიუხედავად იმისა რომ თავადაც ჰქონდა რაღაც ეჭვები, ქმრისგან ეს საქციელი მაინც გაუკვირდა. ძალიან ბევრჯერ წარმოიდგინა როგორ შეიძლება ნოესთვის ეთქვა ორსულობის შესახებ, ათასი სიურპრიზიც კი მოიფიქრა წინასწარ. ფაჩუჩებით და ბოდეებით “გაჟღერებული” სიმართლე და ახლა... ქმარმა საკუთარი ხელით უყიდა ორსულობის ტესტი და სააბაზანოში ეპატიჟება.

-შედი და დამიძახე. _თვალი ჩაუკრა და სააბაზანოს კარები დაუკეტა.

აკანაკლებული ხელებით ამოიღო ორსულობის ტესტები პარკიდან და თაროზე დააწყო. ეშინოდა რომ ოდნავ ჩასახული იმედი გაუცროვდებოდა და შესაძლოა ეს ყველაფერი ლიკოსთან ნაჭამი სალათის ბრალი ყოფილიყო, მაგრამ მაინც გაბედა და ორსულობის ტესტი გაიკეთა. აფორიაქებული ჩამოჯდა ხალიჩაზე და ღია კარებს გახედა. ნოე უსიტყვოდ მიუჯდა გვერდით და ხელისგულები მუხლებზე ჩამოდო.

10 წუთი საუკუნედ გაიწელა, ხმას არცერთი არ იღებდა, ორივე დაძაბული სუნთქავდა და თაროზე შემოდებულ თხელ ფირფიტას უყურებდა, რომლის თავის სულ ოდნავ ჩანდა.

-რომ არ ვიყო?_ჩურჩულით კითხა და მოღუშულმა ახედა.

-21 წლის ხარ და საგანგაშო მდგომარეობაც არ გვაქვს...სხვა დროს იქნები. _ტუჩებზე აკოცა და ფეხე წამოდგა. თხელი ფირფიტა აიღო და შეჭმუხნული შუბლით დააკვირდა. _ლინდა, უარყოფით პასუხზე რამდენ ხაზს აჩვენებს?_ქმრის შეკითხვა ერთიანად ჩასწყვიტა რაღაცა გულში, აცრემლებული თვალებით ამოიკრუსუნა და სახეზე თითები მოისვა. სუნთქვა გაუჭირდა, წამის მეასედში დაკარგა ყველაფერმა აზრი.

-ერთს. _ხმაც ჩაუწყდა.

-და დადებითი პასუხის შემთხვევაში ორ წითელ ხაზს არა?!_ღიმილნარევი ხმით ჩაილაპარაკა და ტესტი გაუწოდა._გილოცავ, ორსულად ხარ!


27თავი

გახარებული წამოფრინდა ფეხზე და ქმარს ჭიასავით შემოეხვია. ნოემ ხმით ჩაიცინა, ორივე ხელი მაგრამ მოხვია ცოლს და წელზე შემოისვა.

-მშობლები გავხდებით._ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და ტუჩები ქმრის ცხელ კანს მიაწება. _ნოე, თბილი ხარ.

მოულოდნელობისგან გაკვირვებულმა სწრაფად დასწია თავი უკან და ქმარს ახედა. ეს ის პირველი შემთხვევაა როდესაც ლინდას თბილი ტუჩები ნოეს ცივ კანს არ შეეხო. ქალდანმა გვერდულად ჩაიღიმა ტუჩები საფეთქელზე მიაწება და ისევ ტანზე მიიხუტა.

-მივხვდი. _ხმამაღლა წამოიძახა და გაბადრულმა დაადო თავი მხარზე. _მარტო მაშინ თბება შენი სხეული როდესაც ყველაზე სასიამოვნო სიახლეს იგებ და უგონოდ ბედნიერი ხარ. _დაასკვნა და ორმაგად გახარებული შემოეტმასნა.

მთელი დღე ნოეს კალთაში იჯდა და შეუმჩნევლად “გამობურცულ” მუცელზე იქლასუნებდა თითებს, ახლა უკვე გიჟის სიმფტომებიც აქვს. ჯერ მუცელი ოდნავადაც არ წამოზრდია და უკვე ორსული ქალის წიკები დაეწყო, მაგრამ ისიც ზუსტად იცის ავადმყოფი ორსული რომ არ იქნება.

-ხვალ დილით ექიმთან წავიდეთ. _ფიქრებიდან ნოე ხმამ გამოაფხიზლა. ლინდამ თანხმობის ნიშნავ თავი დაუქნია და მუცელს დახედა.

-ნოე, რას იზამ ზაფხულში მანდარინზე რომ გაგაღვიძო და შემოდგომაზე საზამთროზე?_ეშმაკური ხმით კითხა და ყურებამდე გაიკრიჭა.

-რას ვიზამ... დიდად არ გამიხარდება ღამის ოთხზე ადგომა და შუა ზაფხულში მანდარინის ძებნა, მაგრამ როგორმე ვიპოვი და მოგიტან. _მხრები აიჩეჩა და ტელევიზორს გახედა.

ლინდამ კმაყოფილმა ჩაიღიმა, ფეხზე წამოდგა და სამზარეულოსკენ წავიდა.
საინტერესოა ბიჭი იქნება თუ გოგო... ლინდას სავარაუდოდ 2-3 კვირიან დედობრივ ინსტიქტთ თუ დავუჯერებთ პირველი გოგო უნდა იყოს. იმიტომ რომ ამ ეტაპზე მშობლებს ასე უნდათ, თუ ბიჭი იქნება არც ეგ არის პრობლემა, მაგრამ პატარა კიკინებიანი და პრანჭია გოგო მაინც ძალიან გაუხარდება მინაშვილს.

მაცივრიდან საოჯახო ნაყინი გამოიღო მინის სათავსოებში გადაიტანა და მისაღებში გავიდა.

-დღეს შეიძლება ეკა გამოვიდეს და რა ვქნათ ვუთხრათ?

-მოდი ჯერ ექიმთან წავიდეთ ყველაფერი კარგად გავარკვიოთ, ბავშვის მდგომარეობა გავიგოთ და შემდეგ ვუთხრათ ყველას.

-კარგი, როგორც შენ იტყვი. _თავი დაუქნია და ნაყინი ყბაში გაიქანა. _ოო, ძალიან ცივია და პირდაპირ ტვინს მიყინავს.

-ტვინი რომ გაგეყინოს უნდა გქონდეს._ცინიკური ღიმილით გადახედა ორსულ ცოლს და თვალი ჩაუკრა.

>>>
-ყველაფერი ძალიან კარგად არის, ორსულობის მესამე კვრაში ხართ და შესანიშნავი ამბავი მაქვს. _ღიმილით ჩაილაპარაკა ექიმმა და ინტერესით თვალებდაქაჩულ წყვილს გადახედა.

-ბავშვი ხომ კარგად არის?_ბედნიერმა იკითხა და თითები მაგრად მოუჭირა ქმარს.

-ბავშვები. _სიცილით შეუსწორა ექიმმა და ფერებგადასულ ნოეს შეხედა. _კარგად ხართ?

შეშფოთებულმა კითხა და ოდნავ წამოიწია სკამიდან. ექიმის რეაქციაზე ლინდასაც წამოაცხელა. ნოემ თანხმობის ნიშნად ნელა დაუქნია თავი და კომპიუტერის ეკრანს კარგად დააკვირდა, მაგრამ მისთვის სრულიად გაურკვეველი ფიგურები და წარტილები იყო გამოსახული.

-ტყუპები?_ჩურჩულით იკითხა ლინდამ.

-კი, ტყუპები.

>>>

-როგორც ვიცი კომპანიის 20% პროცენტს ფლობთ.

-დიახ.

-თუ თქვენ თქვენს მეუღლეს დაარწმუნებთ რომ ჩვენ კომპანიასთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმოს ამით თქვენც კმაყოფილი დარჩებით და ჩვენც, ასევე მომხმარებელიც.

-თქვენ ჩემზე უკეთ იცით რომ ნოეს დარწმუნება მსგავს საკითხებში შეუძლებელია, ის თავად იღებს გადაწყვეტილებას. მაგრამ მე ყველანაირად ვეცდები დღევანდელი შეხვედრიდან სარგებელი ვნახო და ეს ბატონ ნოესაც გავუზუარო.

-მე მგონი სარგებელი უკვე ვნახეთ, შეხვერდრა შედგა, მაგრამ ბატონი ნოე არ მოვიდა.

-სამწუხაროთ დღეს ნოეს ვერ მოახერხე მოსვლა, მაგრამ ხვალ აუცილებლად შეგხვდებათ პირადად, მანამდე იქენ მეც დეტალურად ამიხსნათ რას გულისხმობს თქვენი პროექტი. რატომ უნდა მოიგოს ტენდერი მან და რატომ უნდა გავაფორმოთ 3 წლიანი კონტრაქტი თქვენთან?

-მაშ ასე...
>>>
-სახლში რომ წამოხვალ ბავშვებისთვის პამპერსი წამოიღე.

-გუშინ ვიყიდე, ნოე. _გაკვირვებულმა ჩაილაპარაკა და კომპიუტერი გამორთო.

-ვერ ვიპოვე.

-ბავშვების კარადაში ნახე?

-კარადაშიც ვნახე და უჯრებშიც, მაგრამ არსად არ არის.

-თინა დადებდა სადმე..._უკმაყოფილო ხმით ჩაილაპარაკა. _კარგი წამოვიღებ, მაგრამ მანამდე რა უნდა ქნა?

-ამ წამს არ გვჭირდება, საღამოსთვის წამოიღე.

ორსულობის პერიოდშიც ვერ წარმოიდგენდა ნოესგან ასეთ მხარდაჭერას თუ იგრძნობდა. ორსულობაც ძალიან მშვიდად, წყნარად და რაც მთავარია ყოველგვარი გართულებების გარეშე მიმდინარეობდა. უპრობლემო და უპრეტენზიო ურსული იყო, ბოლო წუთამდე დადიოდა უნივერსიტეტის ბოლო პექციებზე და რაც მთავარია არც სამსახურში სიარულზე უთქვამს უარი. ამ დროის განმავლობაში იმდენი მოახერხა რომ საკუთარი შესაძლებლობებით და სულ მცირე ნოეს დახმარებით კომპანიის 20% იყიდა და ქმრის წამოწყებულ საქმიანობას უფრო სერიოზულად მოეკიდა. კომპანიაში არსებული გარკვეული პრობლემების გამო აუცილებელი იყო მოწილე რომელიც ნოესთან ერთად გაიაზარებდა ფირმის ბედს, ამ შემთხვევაში კი ოჯახისწევრი ყველაზე სწორი და რაც მთავარია უსაფრთხო გადაწყვეტილება იყო. ლინდასაც 4 წელში დაგროვებული დანაზოგით 20% შესყიდვა უპრობლემოდ შეეძლო და არც კი დაფიქრებულა ისე შესთავაზა ქმარს თანამშრომლობა.

ბავშვების გაჩენის შემდეგ ფორმაში მალევე ჩადგა, რამდენიმე თვე სახლში გაატარა შვილებთან ერთად, შემდეგ ნოეს შერჩეული ძიძა დაიქირავა და თვითონ სამსახურში გავიდა. ყველაფერს ბავშვებთან ერთად ყოფნა ურჩევნია, მაგრამ სამსახურიც ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა. ცდილობს ზოგჯერ უფროსობიდან სარგებელი ნახოს და სამსახურში დაგვიანებით წავიდეს, ან ადრე დაბრუნდეს სახლში, შვილებთან მეტი დრო რომ გაატაროს.
დღეს ძიძამ მოსვლა ვერ მოახერხა და ნოე დარჩა სახლში. ყველაფერი იცის, როგორ უნდა გამოუცვალოს საფენი, აბანავოს, ჩააცვას როგორ ამინდში გაიყვანოს გარეთ და რაც მთავარია პატარები მასთან უფრო კარგად არიან ვიდრე დედასთან.

სახლში დაბრუნებული ფეხაკრებით შევიდა მისაღებში და საეჭვოდ დადუმებული სახლი მოათვალიერა.

-ძინავთ?_გაკვირვებულმა ახედა კედლის საათს და ოთახიდან გამოსული ქმრისკენ წავიდა.

-ნახევარი საათის წინ ჩაეძინათ.

-დღეს კახიანთან ვიყავი და ცოტა არ იყოს არასანდო დიალოგი გვქონდა.

-მოდი მაგაზე ხვალ სამსახურში ვისაუბროთ._ვნებიანი ღიმილით ჩაილაპარაკა და საქმიან ფორმაში გამოწყობული ცოლი კალთაში ჩაისვა. _ახლა უკეთესი შემოთავაზება მაქვს. _ტუჩებზე შეეხო და თითები თხელი პერანგის ქვეშ შეაცურა.

-მე მგონი მაგ შემოთავაზებაზე დაუფიქრებლად დაგთანხმდებით ბატონო ნოე. _კისკისით ჩაილაპარაკა და ორივე ხელი კისერზე მოხვია ქმარს. _მაგრამ სულ 2 წამი ადროვე ოთახში “გამოკეტილ” მიძინებულ ტყუპებს და დარწმუნდები რომ მშობლები საერთოდ არ ეცოდებათ.

-არა, ჩემმა პატარებმა იციან რომ დღეს მამიკო ძალიან დაიღალა და დედიკომ რელაქსაციის მიზნით უნდა ასიამოვნოს. _ტუჩებზე დასჩურჩულა და თითები თმებში შეუცურა.

ერთ წამში გახსნა პერანგის ყველა ღილი და ბიუსჰალტერის ამარად დარჩენილ ცოლს მხრები დაუკოცნა.

>>>
კორპუსთან ახლომდებარე პარკში იჯდა და ეტლით მოსერინე ქმარს ღიმილით უყურებდა. როდესაც ნოე სახლშია და თავისუფალი დრო აქვს გამორიცხულია ბავშვები ვინმეს გააკაროს, ცდილობს მთელი თავისი თავისუფალი დრო ბავშვებთან და ცოლთან გაატაროს.

-ქუდები არ წამოგიღია?_წარბწეულმა გადახედა აფუზულ ცოლს, რომელიც ეშმაკური ღიმილით იკვნეტდა ქვედა ტუჩს. ლინდამ უარყოფითი პასუხის ნიშნად თავი გააქნია და მათკენ წავიდა. _აცივდა და ავიდეთ. _ეტლი კორპუსისკენ გააგორიალა ქალდანმა და ლოყებაწითლებულ ცოლს ლოყაზე უჩქმიტა.

-ნოე, დაკვირვებული ხარ ემილი როგორ იღიმის?_მოულოდენლად კითხა ქმარს და მომღიმარ შვილს დააჩერდა.

-როგორ?

-როგორც შენი და იღიმის სურათზე. _გახარებულმა გადახედა ერთ ადგილზე გაშეშებულ და ბავშვზე დაკვირვებულ ქმარს. _მართლა, ზუსტად ისე იღიმის როგორც ემილი იღიმოდა იმ სურათში. _აღტაცებას ვერ მალავდა მინაშვილი. ქალდანმა შეფარული ღიმილით გადახედა ცოლს, მერე ბავშვებისკენ დაიხარა და ფრთხილად მოეფერა კრიალა და გლუვ კანზე.

>>>
-საუზმე მზად არის.

დილის ვარჯიშიდან დაბრუნებულ ქმარს სააბაზანოს კარებზე მიუკაკუნა და პატარების საძინებლისკენ წავიდა, რომელიც რამდენიმე წლის წინ მისი საძინებელი იყო. მაშინ ვერც კი იფიქრებდა მის ცხოვრებაში ამდენი სასიამოვნო რამ თუ მოხდებოდა თანაც ამხელა გარდატეხვით. ახლა ყავს ყველაზე საძაგელი ქმარი და ორი ანგელოზი. თავს გრძნობს სრულფასოვან ქალად რომელსაც ცხოვრებაში და ოჯახში იმაზე მეტად გაუმართლა ვიდრე ამას თავად ფიქრობდა და გეგმავდა.

-რაო დე, რას დაგიღია პირი?

სიცილით დაკრა თითი ქვედა ტუჩზე ლუკას და საწოლიდან ამოიყვანა, ემილი ჯერ კიდევ გაყურსული იწვა საწოლში და რაღაცას ინტერესით აკვირდებოდა. ლუკამ მოცუცქნული თითები დედიკოს მხარზე მოაკალათა და თავი გულზე მიადო. კარების ხმაზე ოდნავ მიტრიალდა ლინდა და სააბაზანოდან ახლადგამოსულ ქმარს ემილიზე მიანიშნა.

-ამოიყვანე თორემ ჭორიკანას თვალი აქვს გაშტერებული._სიცილით დახედა შვილს და კარებისკენ წავიდა.

>>>
-რომ იტირონ?_აფორიქებული სვამდა კითხვებს. _ძიძასთან მაინც მიჩვეულები არიან და ეკასთან მეშინია არ იჭიჭყინონ. _ჩანთიდან ტელეფონი ამოიღო და დედის ნომერი მოძებნა. ნოემ ცოლის გადამეტებული ქცევით გაღიზიანებულმა ამოიხვნეშა, ტელეფონი გამოართვა და ჯიბეში ჩაიდო.

-რამე რომ დასჭირდეთ ეკა მიხედავს და თუ ჩვენი მისვლა გახედაბა საჭირო დაგვირეკავს!_შუბლშეკრულმა ჩაილაპარაკა და რესტორნის კარები გააღო.

-გმადლობთ. _გაბადრულმა დაუქნია თავი და რესტორანში შევიდა. _ამ რესტორანთან ცოტა ცუდი მოგონებები მაკავშირებს. _ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და რესტორანს თვალი მოავლო. _უფრო სწორად რესტორნის ვერანდასთან. _დააკონკრეტა და დიდ მინებს გახედა, საიდანაც მთელი თბილისი თუ არა ნახევარი ავლაბარი მაინც ჩანდა. ნოეს ტუჩის კუთხეში ცინიკურად ჩაეღიმა და ხელი წელზე მოხვია.

-ვეცდები დღევანდელი დღით გამოვასწორო. _ რამდენი შვილის მამაც არ უნდა იყოს, სარკასტულობა როგორც ყოველთვის თან ახლავს.

-საინტერესოა დღეს რითი უნდა გამაკვირვო.

ინტერესით დააკვესა თვალი და გამოწეულ სკამზე დაკსუპდა. არაფერი განსაკუთრებული არც ორ კაცზე რომანტიკულად გაშლილი სუფრა და არც სანთლის შუქზე ვახშმობა. ნოემ გადაწყვიტა ერთი საღამო ცოლთან ერთად განმარტოვებულიყო, როგორც წესი ასე უნდა იქცეოდეს ყველა წყვილი. ზოგჯერ აუცილებელია გონების განიავება და შენს მეორე ნახევართან ერთად მყუდრო გარემოშო მოკალათება.
ივახშმეს, ისაუბრეს ყველაფერზე რაც მათ გარშემო ხდება, უფრო სწორად ლინდა საუბრობდა და ნოე ყურადღებით უსმენდა. როგორც წესი დიდი მოსაუბრე ქალდანი არასოდეს არ ყოფილა და მსგავს შემთხვევებში სულ ლინდა ტიტინებს.

-ბავშვებს ეძინებათ და რომ გაიღვიძონ?_მანქანაში ჩაჯდომისთანავე დაიწყო.

-სახლში არ მიმყავხარ.

-აბა სად მიდივართ?_გაკვირვებულმა გადახედა ქმარს და ღვედი შეიკრა.

-ცოლთან ერთად სასტუმროს ნომერში მინდა განმარტოვება, რამე პრობლემაა?_წარბებშეკრულმა გადახედა და კითხა. ლინდამ ინსტიქტურად გააქნია თავი და გზას გახედა, მერე როცა მიხვდა რა უთხრა ქმარმა წარბწეული მიტრიალდა მისკენ.

-სასტუმროს ნომერში რა გვინდა, საყვარლები ვართ?

ცოლის “ისტერიკაზე” სიცილი ვერ შეიკავა ნოემ და ხმამაღლა ჩაიცინა, მერე სახე დაასერიოზულა და ცოლის კითხვის გაოგნებულმა გადახედა.

-სასტუმროში მარტო საყვარლები დადიან?

-რა ვიცი, უმეტესწილად კი..._დაბნეულმა ჩაილუღლუღა და ქვედა ტუჩი გადაატრილა. ქალდანმა ხვნეშით გააქნია თავი და გაზის პედალს მიაჭირა ფეხი.

>>>
ლოგიკურია არა?! ქმარს რომ რესტორნიდან სასტუმროში მიჰყავხარ ე.ი. რაღაცა ძალიან რომანტრიული და ქალებისთვის გულის გამხარებელი აქვს მომზადებული. ვარდის ფუცლებით მოფანტული ოთახი, უამრავი სანთელი ზოგი იატაკზე, ზოგიც ტუმბოზე, საწოლზე ვარდის ფურცლებით დახატული გული და რაც მთავარია სააბაზანოს ვნებიანი დეკორაცია, რომელზეც რატომღაც ლინდამ ჩათვალა რომ ნოე პირადად იზრუნებდა.
და ამ ყველაფრის შემდეგ იღება ოთახის კარი, ინთება სინათლე და ხვდება ნაცრისფერ გადასაფარებელში “გამოწყობილი” უაზრმაზარი ორსაწოლიანი, ლამაზი ფარდებით და ლამაზი ავეჯით დატვირთული ოთახი. იმედგაცრუებულმა დაკუმა პირი და ქმარს გახედა კარგად დააკვირდა და საკუთარ თავზე ხმამაღლა გაეცინა. საინტერესოა ნოეს ცოლმა რომელსაც ამდენი წელია ამ კაცის გვერდით სძინავს ჯერ კიდევ არ იცის ქმრის ხასიათი, რომელიც მსგავს საქციელებს ვერ იტანს რამდენადაც მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს ქალის ცხოვრებაში. რვა მარტს აჩუქებს ყვავილს, ახლა უკვე დედის დღესაც, დაბადების დღეზე ფულს და წავიდეს იყიდოს რაც უნდა.

-ნოე, სხვათაშორის ამ დროს იმ საყვარლებს ყვავილებსაც ახვედრებენ ხოლმე ოთახში. _სხვათაშორის ჩაიჩურჩულა და ფანჯრებისკენ წავიდა.

-მერე შენ ჩემი საყვარელი ხარ?!_სხარტად უპასუხა და საწოლზე წამოწვა. _საჭირო ნივთები სააბაზანოშია.

-ოჰო-ო, ეს უკვე მომწონს. _კმაყოფილმა ჩაიცინა და საჯდომის ქნევით წავიდა სააბაზანოსკენ. ნოემ თითები ოდნავ წამოზრდილ წვერზე დაისვა, ხელები თავქვეშ ამოიდო და თვალებდახუჭული გაწვა გულაღმა. _ეს შენ იყიდე?_სააბაზანოდან ბოლო ხმაზე დაიკივლა ლინდამ. ქალდანმა უკმაყოფილოდ ამოიხვნეშა, შუბლი შეჭმუხნა და ცალი თვალით გახედა ოდნავ შეღებულ კარს.

-არა, სასტუმროს დაცვის ბიჭები მყავდა გაგზავნილი. _თვალები აატრიალა და ისევ საწყის პოზიციას დაუბრუნდა.

-ძალიან ლამაზია. _სააბაზანოდან ნახევარი ტანი გამოყო ლინდამ და კმაყოფილმა შეუფასა შენაძენი.

-გამოიწიე. _კარს ამოფარებულ ცოლს ხელით ანიშნა მოშორდიო და საწოლზე წამოჯდა. ნახევრად შიშველი ლინდა ოდნავ მოშორდა კარს და ხელებგაშლილი დატრიალდა.

-რა იყო?_გაკვირვებულმა კითხა და ტანზე დაიხედა. ნოეს დახურული ტუჩებიდან ჩუმი ფხუკუნი გაისმა და სიცილი რომ არ გაპარვოდა თავი დაბლა დახარა._ნოე, რა მოხდა?_ქმრის ქცევით გაბოროტებულმა ოდნავ აუწია ხმას და კიდევ ერთხელ შეათვალიერა საკუთარი თავი.

-საცვალზე რეზინა გაქვს ამწყდარი. _ბოლოს ვეღარ მოითმინა და დასერიოზულებულმა აუხსნა რაშიც იყო საქმე. ლინდამ თვალებდაქაჩულმა გამოსწია საცვლის ზედა რეზინა და უკმაყოფილოდ დააბარტყუნა ფეხები. _მაგრმა ნუ ღელავ საცვალი საერთოდ არ გჭირდება. არც ქვედა და არც ზედა. _დაამშვიდა და ფეხზე წამოდგა.

-მეც არ ვთქვი რა მაწუხებს-თქო..._სიცილით ჩაილაპარაკა და სააბაბაზნოში შეტრიალდა. _მალე გამოვალ. _გაწელილად წაიღიღინა და კარები ჩარაზა.

თითქმის ნახევარი საათი ემზადებოდა, მე მგონი ასე პირველ ღამეს არ უნერვიულია. ნოეს ნაჩუქარი შავი ტანზე მომდგარი ბადეებიანი პენუარი ჩაიცვა და ქვედა საცვალი ნაგვის ურნაში ჩაუშვა. წელზე თითები ნაზად დაისვა და საკუთარი თავი კმაყოფილმა გაშლილი თმები თითების ჩქარი მოძრაობით ოდნავ აიჩეჩა. სააბაზანოს კარი გააღო და საწოლზე საცვლის ამარა წამოწოლილ ქმარს გადახედა, რომელიც მშვიდად სუნთქავდა და ღამის ძილით ტკბებოდა. ლინდამ პირდაღებულმა ჩამოუშვა ხელები დაბლა და პენუარს გულდაწვეტილმა დახედა.

-სანამ ატომურ ბომბს გაუშვებ მინდა გითხრა რომ მღვიძავს._სასტიკი ფიქრებიდან ქმრის ხმამ გამოაფხიზლა. წითელი ფერი სწრაფად შეცვალა ღიმილმა და ნელი ნაბიჯებით დაიძრა ქმრისკენ.

-არა, დაცვის ბიჭებს უნდა ვუთხრა რომ ამის მერე ერთი ზომით დიდი პენუარი იყიდონ.

-ნოე, იცოდე ცივ წყალ გადასხმულს დაგტოვებ და დავიძინებ!_მუქარით ჩაილაპარაკა და წარბი მაღლა აქაჩა.

-ოჰ. _ცინიკურად შეიცხადა ქალდანმა და ორივე ხელით თავისკენ მიიზიდა ცოლი. _როგორ სექსუალურად იცი ხოლმე უსუსური მუქარა. _დამცინავად ჩაილაპარაკა და მოღეღილ მკერდზე შეახო ტუჩები.

-ნუ სარგებლობ იმით რომ უარის თქმა არ შემიძლია. _მიბნედილი ხმით ჩაიჩურჩულა.

-კარგი, ხვალიდან აღარ ვისარგებლებ._დამცინავად ჩაილაპარაკა და ცოლი საწოლზე გადააწვინა, თვითონ კი ზემოდან მოექცა._რა ტყუილად იწეწავ ამ თმებს. _ბოლო სიტყვა მაინც წაკბინისა იყო.

>>>
-შენს მეზობლად რომ გამცემლიძე ცხოვრობდა გახსოვს?_ღამის სიჩუმქე ქალდანის ხმამ დაარღვია.

-მახსოვს._გაკვირვებილმა ახედა ქმარს. _შენ საიდან იცნობ?

-ჩემი ბიძაშვილის კლასელი იყო გიორგი და რამდენიმეჯერ ვარ მასთან სტუმრად ნამყოფი.

-მე რატომ არ მახსოვხართ?_სწრაფად წამოჯდა საწოლზე და ინტერესით დააჩერდა ნოეს. ქალდანმა ხელები თავქვეშ ამოიდო და ცოლის ინტერესით დაკვესებულ თვალებზე ღიმილი ვერ შეიკავა.

-იმიტომ რომ მაშინ პატარა იყავი._თვალი ჩაუკრა და განაგრძო. _13 წლის ვიყავი პირველად რომ ვესტუმრე შენს უბანს. გამცემლიძესთან ვიყავით სახლში, ერთმა კიკინებიანმა გოგომ კარები ლამის რომ ჩამოიღო და გიორგი სულ ძალით ჩაიყვანა ეზოში სათამაშოთ. _ლინდას უცებ წამოახურა. გაახსენდა როგორ დაათრევდა ყურით გიორგის წინ და უკან და როგორ ათამაშებდა 12 წლის ბიჭს 6 წლის გოგონებთან ერთად დედაშვილობანას. _ზუსტად ამ პატარა კიკინებიანი და ქაჯი გოგოს დამსახურებაა ლოყაზე ჩემი შრამი, რომელიც რატომღაც ჩათვალა რომ დამსახურებულად მეკუთვნოდა. დიდი მავთულხლართით გამოექანა ჩემკენ გიორგის დასაცავად და ლოყა ჩამომფხაჭნა და ეს პატარა კიკიებიანი გოგო დღეს ჩემთან ერთად, სასტუმროს ნომერში წევს და გაფართოვებული თვალებით მიყურებს. _ბოლოს ცინიკური ღიმილით დაასრულა, ცალი ხელი წელზე მოხვია და მის რეაქციას დაელოდა. ლინდამ სახეზე აჩქარებულად მოისვა თითები, მკლავზე რამდენჯერმე იჩქმიტა და მხოლოდ ამის შემდეგ გაბედა ხმის ამოღება, უფრო სწორად ამოლუღლუღება.

-ანუ...ეგ შრამები მე..._ჩურჩულით ჩაილაპარაკა და ნოეს შრამიანი ლოყისკენ წაიღო ხელი. _კი, მაგრამ რას გერჩოდი._ღიმილით იკითხა და შრამზე ნაზად დაუსვა თითი.

-გიორგისთან ჩემი კლასელი გოგო შევაქე და ვინაიდან და რადგანაც შენ გიორგი გიყვარდა ჩათვალე რომ შენ სიყვარულს ვებრძოდი. _ცოლის დაცინვას არ წყვეტდა ქალდანი.

-რაა, მე მიყვარდა გიორგი? _ლოყებაწითლებულმა შეიცხადა და უხერხულად გაიცინა. _რა სისულელეა._ძალიან არ ესიამოვნა ქმარმა ბავშვობის გატაცება და რაინდი რომ გაახსენა, რომელიც წლებია თვალით არ უნახავს. _ისე ახლა სად არის გიორგი?

-ესპანეთშია ცოლ-შვილთან ერთად. _ხაზგასმით ჩაილაპარაკა და ცინიკური ღიმილით დააკვირდა.

-ნუ მიყურებ ეგრე, არ მყვარებია მე გიორგი და ვერ ვიტან როდესაც ეგეთ რაღაცებს მაბრალებენ!_გაბუსხულმა ჩაიბურტყუნა და თავი ბალიშზე დადო. _სულ მიგრძნობდა გული რომ შრამის ისტორია მომატყუე. _საკუთარი თავით ამაყმა ჩაილაპარაკა და ქმრისკენ გადატრიალდა. _ და რომ იცოდე რა უნამუსოდ მიხარია მაგ შრამის მიზეზი მე რომ ვარ, შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორ მიზიდავს შრამიანი ქალდანი. _ეშმაკური ხმით ჩაილაპარაკა და ქმრის ტუჩებისკენ წაიწია.

^^^

-მინაშვილი!

მოულოდნელად საიდანღაც გაისმა მისთვის ნაცნობი და გაყინული ხმა, ხმას თან ახლდა რაღაცის დაბრახუნებაც. ლინდამ სწრაფად წამოყო თავი და მის წინ მდგარ ოფიციალურ ფორმაში გამოწყობილ ნოე ქალდანს დააკვირდა.

-რა მოხდა?_გაკვირვებული შეიშმუშნა და წელში გასწორდა. ქალდანმა შუბლშეკრულმა ჩაიწყო ხელები ჯიბეებში და წარბწეული მიაჩერდა ძლივს გამოფხიზლებულ მინაშვილს.

-სამსახურის საათებში ზიხარ და გძინავს, თანაც ისეთი სახით მიყურებ, თითქოს ახლახანს გადაგორდი საწოლის მეორე მხარეს. _აღრენილმა ჩაილაპარაკა და საბუთების მეორე დასტა დაუყარა მაგიდაზე.

-ნოე, რა გჭირს?_ქმრის ქცევით გაკვირვებული წამოდგა ფეხზე და მისკენ წავიდა. _მოიცადე._უცებ დასტოპდა და ქალდანის ხელს ეცა. _ბეჭედი სად არის?_წარბწეულმა ახედა ნოეს, რომელიც გაკვირვებას და სიბრაზეს ვერ მალავდა.

-რა ბეჭედი?

-ჩვენი ქორწინების ბეჭედი!_ხმას აუწია ლინდამ და საკუთარ არათითზე მიანიშნა. _აი, ასეთ...მოიცადე, ჩემი ბეჭედი სადღაა?_დაბნეულმა დაიხედა ათივე თითზე.

-აშკარად ვერ გამოიძინე კარგად, ამ ერთხელ უნდა მაპატიო და სხვა დროს გამოვასწორებ. _გაღიზიანებულმა ჩაილაპარაკა და კაბინეტიდან გასვლა დააპირა.

-შენ ჩემი ქმარი ხარ, გვყავს ორი ულამაზესი შვილი, ტყუპები ემილი და ლუკა, მე ამ კომპანიის 20% ვფლობ და ასევე შენი საწოლის 100%, რა გჭირს?_ნოეს რეაქციებზე აღშფოთება ვეღარ დამალა და ბოლო ხმაზე დაიყვირა.

-დავიწყოთ იქიდან რომ ტონს დაუწიე და იცოდე ვისთან როგორ უნდა ისაუბრო და მეორე, სერიალების ყურებას თავი დაანებე! მე ჯერ შენთვის არც ხელი მითხოვია და მითუმეტეს არც სიყვარული ამიხსნია. _დამცინავად ჩაილაპარაკა და მაგიდის კიდეზე ჩამოჯდა. _აბა, ახლა გულახდილათ მითხარი რა ნახე სიზმარში...

-არა, ეს სიზმარი არ ყოფილა და ეს შენც ძალიან კარგად იცი. _აცრემლებული თვალებით გადახედა უფროსს და სავარძელში ჩაესვენა. _შეუძლებელია ეს სიზმარი იყოს, არ მინდა რომ სიზმარი იყოს!_თანდათან ტირილთან ერთად ხმასაც უმატა. ქალდანმა ქვევიდან შეხედა გოგონას და მისკენ წავიდა.

-გინდა წყალს მოგიტან..._როცა მიხვდა რომ ლინდას მდგომარეობა სულაც არ იყო უბრალო სიზმარით გამოწვეული მისი დამშვიდება გადაწყვიტა.

-მითხარი რომ მამაჩემმა ჩემი თავი კაზინოში წააგო, მითხარი რომ ლექსოს ბინძური ჩანაფიქრისგან მიხსნი, მითხარი რომ ცოლად მომიყვან და მითხარი რომ ეგ შრამი ჩემი დამსახურებით გაქვს ლოყაზე!_ხმაში მუდარა შეერია. ქალდანი წელში გასწორდა და სახეშეცვლილმა დახედა თვალებ და ცხვირდაწითლებულ მინაშვილს.

-ლინდა, აშკარად არ ხარ კარგად. ჯობია სახლში წაგიყვანო.

-ჩვენს სახლში ხომ?_დაუმორჩილებლად ებღაუჭებოდა ხავსს, რომელიც თვითონაც არ იცის რისი იყო.

ვერ დაიჯერა რომ ის რაც რამდენიმე წუთის წინ სიზმარში ნახა რეალობა არ არის და ვერც ის დაიჯერა რომ ნოესთან ორი ულამაზესი შვილი არ ყავს. ისე უეცრად გამოფხიზლდა რომ გააზრებაც ვერ მოასწრო, იმდენად მტკივნეული აღმოჩნდა ნოეს რეაქციები და არაფრისმთქმელი სახე. რომელიც სულ სხვანაირი იყო და საერთოდ არ გავდა იმ ნოეს გამოხედვას რომელსაც ლინდა ცოლად გაჰყვა.
ეს ყველაფერი მისთვის დაუჯერებელია და ვერც ვერასოდეს ვერავინ დაარწმუნებს რომ რაც ერთ უბრალო სიზმარში ნახა რეალობასთან საერთო არაფერი არ აქვს.

-რატომ ხარ გაჩუმებული? მითხარი რომ ჩვენს სახლში წავალთ.

-კაფეში ჩავიდეთ, ვისაუბროთ და ცოტას დამშვიდდები. _თავისი ხელით წამოაყენა ფეხზე და კაბინეტიდან გაიყვანა.

კაფეში იჯდა და ვერ ხვდებოდა რა უნდა ეთქვა, ან როგორ უნდა მოექცეულიყო. ისე უცებ გადაიქცა ნოე ქალდანი მისთვის უცხო პიროვნებად სიტუაცია ვერც კი აღიქვა. ახლა დაბნეულია და ვერ ხვდება რა უნდა მოიმოქმედოს რომ სიზმარი ნაწილობრივ მაინც შეინარჩუნოს. ზუსტად იცის რომ ეს კაცი ის ქალდანია რომელზეც თავდავიწყებით არის შეყვარებული და რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ დათმობს. გაშტერებული უყურებდა უფროსს და ცრემლები ღაპაღუპით სცვიოდა. მიმტანმა ღიმილით დააწყო ყავის ფინჯნები და ბარისკენ გატრიალდა.

-კარგი. _ხმამაღლა ამოიხვნეშა ნოემ და დაწიყო. _ლექსოზე და მამაშენზე შენ საიდან იცი? ოღონდ ახლა არ დაიწყო სიზმარში ვნახეო. გულწრფელად!_კატეოგრიული ტონით გააფრთხილა და ყავა მოსვა.

ლინდას ტუჩის კუთხეში იმედიანად გაეღიმა, მე მგონი ზურას ღალატი ასე მაშინაც არ გახარებია როდესაც ნოეს ოფიციალურად გაჰყვა ცოლას.

-ანუ მართალია?_ბედნიერმა ჩაილაპარაკა და ტუჩებზე თითები აიფარა. ქალდანმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. _გინდა გითხრა ჩვენი ქორწილის მეორე კვირას ჩვენთან სახლში სტუმრად ვინ მოვა?_ეშმაკური ხმით იკითხა და ახლა უკვე გაბედულად მოსვა ყავა.

-რომელი ქორწილის მეორე კვირას და ვინ?

-რომელი ქორწილის ეგ შენ ჩემზე უკეთესად იცის და ვინ მოვა ეგ მე ვიცი...მამიდაშენი და შენი მამიდაშვილი.

-ლინდა, მე მგონი შენ ისევ გძინავს და უმჯობესია სახლში წაგიყვანო.

-კარგი, წამიყვანე, ოღონდ იცოდე თუ გაბედავ და ჩემთან გამოცდის მიზნით დაშორებას გადაწყვეტ, მეორე ლოყაზეც ჩემს ანაბეჭდებს დაგიტოვებ სამარადისოდ!

-იმედია ბავშვები შენ არ გგავდნენ!_კოპებშეკრულმა ჩაიჩურჩულა და ფეხზე წამოდგა. _ანგარიშს გადავიხდი და მოვა, მანქანაში დამელოდე. _მანქანის გასაღები მიაწოდა, თვითონ კი ბარისკენ წავიდა.

-ნოე. _კარებთან მისული ქმრისკენ მიტრიალდა და ერთ ადგილზე გაშეშებულს გაუღიმა. _როგორი რთულიც არ უნდა იყოს შენს თვალებში ვხედავ იმას რაც შენივე კაბინეტში მესიზმრებოდა და ზუსტად ვიცი რომ ჩემზე თავდავიწყებით ხარ შეყვარებული! და ჰო მიუხედავად იმისა რომ ჯერ სექსიც კი არ გვქონია მეც მიყვარხარ!

-გამოწვევა მიღებულია, მანქანაში დამელოდე!_ვნებიანი ღიმილით ჩაუკრა თვალი და ანაგარიშის გასასწორებლად მიტრიალდა.


დასასრული

~~~~~~~~
უსირცხვილო დაგვიანების გამო სრულად დავდე ისტორია... დიდი ბოდიში. <3
უღრმესი მადლობა ყველას. <3



№1 სტუმარი Nini

Umagresi ikoo :-*

 


№2  offline წევრი ))♡

Vaimeee anu sizmar i iyoo?? :O ????????
--------------------
მიყვარხარზე მეტად მიყვარხარ

 


№3  offline წევრი miyvarxar1992

ჩემი ყველაზე ტკბილი შაქარყინული ვინ არისო.ჩემი ბედნიერება და გახარებაა.საოცრება მყავხარ შენ მე

 


№4  offline წევრი blondeangel631

Umagresi iyo <3

 


№5  offline წევრი Mariam Shengelia_3

გა მო ვშტე რდიიიიი
რაიყოოოოო ესსსს
პანიკური სიცილი ამიტყდა ბოლოს
არმაინტერესებს! ბოლოს ისე მოხდება ყველაფერი როგორც სიზმარშიიყო! სხვა გზა არ არის!
უკარგესიხარ❤

 


№6 სტუმარი სტუმარი Lia

Bednieri varaset gemriel istoriebs rom vkitxulob.
T kbilo❤❤❤

 


№7 სტუმარი სტუმარი თაკო

აუუ ეს რა იყო?

 


№8  offline წევრი Indigo

აუ, როგორ მიყვარს დიდლით შემოსულს შენი ისტორია რო მხვდება და მერე მთელი დღე ველოდები იმ დროს, როცა შევძლებ წაკითხვას. heart_eyes heart_eyes
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№9  offline წევრი Gotham

Saswauli gogo xar ra
Ai pirvelad rom wavikitxe isteriuli kakani amityda da axla xom saertod :ddd
Taso gtxov abossa da elikos(mgoni sworad maxsovs) istoria aqac dade da gaagrdzele ra

 


№10  offline მოდერი მე♥

Nini
Umagresi ikoo :-*

ძალიან დიდი მადლობა <3
))♡
Vaimeee anu sizmar i iyoo?? :O ????????

კი, სიზმარი იყო <3
miyvarxar1992
ჩემი ყველაზე ტკბილი შაქარყინული ვინ არისო.ჩემი ბედნიერება და გახარებაა.საოცრება მყავხარ შენ მე

სიხარულო, ძალიან კარგი ხარ. <3
გეგე მარიშკა
Umagresi iyo <3

უღრმესი მადლობა, მიხარია რომ მოგეწონა <3
Mariam Shengelia_3
გა მო ვშტე რდიიიიი
რაიყოოოოო ესსსს
პანიკური სიცილი ამიტყდა ბოლოს
არმაინტერესებს! ბოლოს ისე მოხდება ყველაფერი როგორც სიზმარშიიყო! სხვა გზა არ არის!
უკარგესიხარ❤

ჰო, მოულოდნელი დასასრული იყო ნამდვილად... აუცილებლად, ყველაფერი ისე მოხდება, შესაძლოა უკეთესადაც კი ვიდრე სიზმარში. <3
სტუმარი Lia
Bednieri varaset gemriel istoriebs rom vkitxulob.
T kbilo❤❤❤

რა კარგია, ვბედნიერდები მე მაგით <3
სტუმარი თაკო
აუუ ეს რა იყო?

ეს იყო სიზმარი. <3 :დდდ
Indigo
აუ, როგორ მიყვარს დიდლით შემოსულს შენი ისტორია რო მხვდება და მერე მთელი დღე ველოდები იმ დროს, როცა შევძლებ წაკითხვას. heart_eyes heart_eyes

რა სასიამოვნოა ახლა ამის წაკითხვა შენ ვერც კი წარმოიდგენ.. უზომოდ დიდი მადლობა შენ <3
Gotham
Saswauli gogo xar ra
Ai pirvelad rom wavikitxe isteriuli kakani amityda da axla xom saertod :ddd
Taso gtxov abossa da elikos(mgoni sworad maxsovs) istoria aqac dade da gaagrdzele ra

ვაიჰ, სასაცილოა აბა რა არის :დდდდდ ძალიან დიდი მადლობა. <3 აუცილებლად დავდებ <3
--------------------
ა.ა

 


№11 სტუმარი ტატუკა

აუუ ძალიან მაგარი იყოოო ბოლო მომენტზე გავგიჟდიიი ♡

 


№12 სტუმარი სტუმარი salome

piri gia damrcha da guli damwyda dasasrulze

 


№13  offline მოდერი მე♥

ტატუკა
აუუ ძალიან მაგარი იყოოო ბოლო მომენტზე გავგიჟდიიი ♡

რა მაგარია!
უ'ღრმესი მადლობა!
მიხარიხარ! <3
სტუმარი salome
piri gia damrcha da guli damwyda dasasrulze

გული ნუ დაგწყდა, ბევრად მაგარი ისტორია ექნებათ ვიდრე ეს სიზმარში იყო. <3 მონდომებული წყვილია. :დდდ
--------------------
ა.ა

 


№14  offline წევრი veroo

აი მოსაკლავიხარ აქ ემოციამ წამლეკა და სიზმარიო რომ წავიკითხე გულმა დამარტყა❤უფრო და უფრო მაოცებ ტას სასწაულად წერ ჯერ კარებზე აყუდება დილას ვარჯიში და საუზმე ხომ იცი ვისი წესებია????ომერის ხოდა ამან უფრო მომაწონა ❤როგორც კორიში იტყოდა აი ქზზზ ყოჩაღ გამხდარო გოგო❤

 


№15  offline მოდერი მე♥

veroo
აი მოსაკლავიხარ აქ ემოციამ წამლეკა და სიზმარიო რომ წავიკითხე გულმა დამარტყა❤უფრო და უფრო მაოცებ ტას სასწაულად წერ ჯერ კარებზე აყუდება დილას ვარჯიში და საუზმე ხომ იცი ვისი წესებია????ომერის ხოდა ამან უფრო მომაწონა ❤როგორც კორიში იტყოდა აი ქზზზ ყოჩაღ გამხდარო გოგო❤

ჩემი საყვარელი და თბილი გოგო ხარ შენ. <3 ახლა დავფიქრდი და ჰო, ომერის წესია მართლა. :დდდდ არადა წერის დროს ამაზე არც კი მიფიქრია, რა კარგი გოგო ხარ რომ აღმოაჩინე. <3 ბედნიერებისგან გაბერილი მადლობები შენ. <3
--------------------
ა.ა

 


№16  offline წევრი Ana mamuladze

ანუ ხალხო!!!რა ხდება სიზმარი იყო????❤️‍????შოკი მივიღე მადლობაა ჩემო ტკბილო ვგიჟდები შენს ისტორიებზე❤️‍????❤️‍????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent