ბაიკერი ლინდა VI
ლინდას და მარიტას ერთმანეთის გარეშე ძალიან უჭირდათ, ამიტომ გადაწყვიტეს ტელეფონზეც არ ელაპარაკათ, იცოდნენ, რომ ამით უფრა გაძლიერდებოდა მათი მონატრებისგან გამოწვეული ტკივილი. სარბოლო ტრასაზე შორიდან უყურებდნენ ერთმანეთს და უსიტყვოდ ესმოდათ ერთმანეთის. ახლაც შორიდან უყურებდნენ ერთმანეთს. ლინდამ თვალი აარიდა როცა დაჩი მიუახლოვდა. -სულ სერიოზული ხარ? ჰკითხა დაჩიმ. -ვისთვის როგორ. -მაპატიე იმ საღამოს უზრდელი რო დაგიძახე რაა... -არაუშავს. -რა ლამაზი ხარ ტოო... თქვა დაჩიმ და ცერა თითით სახეზე მოეფერა. დაჩის უკან მდგარმა ნიკამ ყველაფერი დაინახა და ეჭვიანობისგან ლამის ისტერიკა დაემართა, დაჩი იქვე რომ არ მოეკლა ცემით, სწრაფად გაეცალა იქაურობას , ლინდამ შეამჩნია რა სწრაფად მოაჯდა მოტოციკლს და ადგილს მოსწყდა. -მე საქმე მაქვს გავალ და მალე დავბრუნდები. უთხრა ლინდამ დაჩის. -ცოტახანში შენ უნდა გახვიდე. -მალე დავბრუნდებითქო. მომაბეზრებლად გაიმეორა გოგონამ. მოტოციკლს მოაჯდა და იმ მხარეს წავიდა საითაც ნიკსონი ცოტა ხნის წინ. საკმაოდ დიდი მანძილი გაიარა და ნიკაც დაინახა, მოტოციკლი გაეჩერებინა და მთელი ძალით ურტყამდა ფეხს. ლინდამაც გააჩერა და მასთან მივიდა. -ნიკსონ რა გჭირს ნიკაა! უყვიროდა და ცდილობდა დაეწყნარებინა ხელებს უკავებდა, ნიკსონი კი უფრო ბრაზდებოდა. ბოლოს დაწყნარდა. -რა დაგემართა? მალე რბოლა გვაქ და შენ სად წამოხვედი? -შეგეხო! აყვირდა ნიკა. -რა? -როგორ გაბედა და შეგეხო იმ ა**არმა, მარტო ანრის ხათრით, თორე იქვე ჩავაძაღლებდი იმ ნაბ*ზვარს. -ნიკსონ კარგად ვარ გეყოფა რაა... -მეორედ რო შეგეხოს მოვკლავ. -როგორ იქცევი?! -როგორ? -ეჭვიანი ქმარივით. -ხო ვეჭვიანობ კმაყოფილი ხარ? ვეჭვიანობ! -ვიზე ან რატო ეჭვიანობ? -არ ვიცი უბრალოდ ვეჭვიანობ. -დაჩიზე? ხო იცი რატო ვიტან? -ვიცი მარა არ შემიძლია შენს სიახლოვეს ვნახო. -რატო? -არ ვიცი... ტრასაზე დაჯდა ნიკა და მოტოციკლს მიეყრდნო, თვალები ცას გაუსწორა და კიდევ გაიმეორა. -არ ვიცი რატო. ლინდა გვერდით მიუჯდა და მანაც ცას დაუწყო ყურება. -არაფერს მეტყვი? ჰკითხა ნიკამ. ლინდამ პასუხის ნაცვლად თავი მხარზე დაადო და თვალები დახუჭა. გოგონას ასეთ საქციელს არ ელოდა, ეგონა გაბრაზდებოდა და წავიდოდა, მაგრამ ლინდა მის გვერდით იჯდა, თავი მის მხარზე ედო და არაფერს ამბობდა. ნიკამ მისკენ თავი დახარა და ცხვირზე ცხვირით მოეფერა, მერე ხელი მოხვია და გულმკერდზე აიკრა. ცოტახანი ასე იყვნენ, მერე დუმილი ლინდამ დაარღვია. -რბოლა გვაქ წავიდეთ. -კაი. ორი მოტოციკლი გვერდიგვერდ დგას, ლინდამ და ნიკამ ერთმანეთს გადახედეს, მათ შორის მდგარმა ლამაზმანმა ხელები დაუშვა, წამის მეასედში მოტოციკლეტები ადგილებს მოსწყდა და გაფრინდა, დაძაბული რბოლის შემდეგ, პირველად მის ცხოვრებაში ლინდა დამარცხდა. დამარცხდა მის ბავშვობის მეგობართან. პირველი მარცხი ძალიან არასასიამივნოა, მაგრამ ლინდა არ განიცდიდა, სხვასთან რომ წაეგო თავს დამცირებულად იგრძნობდა, მაგრამ ნიკსონთან არა. უძლიერესმა მოწინააღმდეგემ დაამარცხა. -ყოჩაღ ნიკსონ რაღაც შეგძლებია, ირონიულად მიულოცა ლინდამ. -ბოღმისგან არ გასკდე მეხო. გაუღიმა ნიკამ. -როცა აღნიშნავ ბევრი არ დალიო, მაინც ცუდად არ იმოქმედოს. -მეჩვენება თუ ჩემი მოკვლა გინდა ამ წუთას. -გეჩვენება. ხელი გაუწოდა ლინდამ, ნიკამაც თავის ხელი შეაგება, ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს, ნიკა იღიმოდა, ლინდას კი ერთი სული ჰქონდა ამ თავდაჯერებული ღიმილის გამო გვარიანად ეცემა. -გიხაროდეს, მეც ასეთი გრძნობა მქონდა პირველად რომ დაგამარცხე. -და უკანასკნელად. კიდევ იღიმოდა მამაკაცი. ლინდას გაეცინა. -თავდაჯერებული ხარ. -როგორც ყოველთვის. სახლში მისვლისთანავე ლინდა საკუთარ ოთახში ავიდა. საწოლზე დავარდა და ფიქრი დაიწყო. თავის თავს ადანაშაულებდა, როგორ შეეძლო ნიკსონზე ეფიქრა, როცა ანრი აღარ იყო, მაგრამ თავს ვერ აკონტროლებდა, მხოლოდ ნიკსონი უტრიალებდა თავში. -ამ ბიჭმა ტვინი გადამიტრიალა. ამოიბურტყუნა გაბრაზებულმა. -მე ხო არა? კარებიდან მოესმა სასიამოვნო ბარიტონი. ახლა გაახსენდა რომ კარი ღია დატოვა, ზედმეტად ცხელოდა ოთახში. -შენ აქ საიდან? -რაიყო ასე იღებ სტუმარს? გაოცდა ნიკა. -ნუ ტლიკინებ და შემოეთრიე. მომაბეზრებლად უთხრა ლინდამ და საწოლზე წამოჯდა. -მე ვტლიკინებ? -ხო. -შენ ჩემზე ფიქრობ. თავდაჯერებული ღიმილით დააჯილდოვა ბიჭმა გოგონა. -რა იცი რო შენზე ვფიქრობ? -რა არა? -არა. -მატყვილებ. -შენ რა იცი? -დიდი ხანია გიცნობ. -არ გატყვილებ. -კი. -გეყოფა რა. -ხო კაი. -რატო მოხვედი უნდა დამცინო რო წავაგე? -არა... -აბა? -უბრალოდ მომინდა შენთან მოსვლა. -გასაგებია. ნიკა გოგონას გვერდით მიუჯდა, და მკლავები ძლიერად მოხვია. -გამჭყლიტავ. -არა მერე აღარ მეყოლები და გული დამწყდება. -აფერისტო. -გულით ამბობ? -არა პირით და ენით. -კაი ხო. უფრო მძლავრად მიიკრა გულზე ნიკამ. -საზიზღარი ხარ. -შენც საყვარელი ხარ. -ანუ ყველაფერს უკუღმა გებულობ? -კი იმიტო რო შენ გინდა ასე მივიღო. -ჭკვიანი ხარ... -ესეც უკუღმა გავიგო? -რა თქმა უნდა. ნიკას არაფერი უპასუხია, საწოლზე გადაწვა და ლინდაც თან წაიყოლა. გოგონამ თავი გულზე დაადო. -ვერ გიტან. დუმილი დაარღვია ლინდამ. -მეც არ შემიძლია უშენოდ. -მძულხარ. -ასე ძალიან თუ გევასებოდი ვერ მითხარი აქამდე? გაეცინა ნიკას. -ყველაფერს შენს სასარგებლოდ გებულობ. -გაჩუმდი და უბრალოდ ჩამეხუტე. ლინდამ მთელი ძალით მოხვია ხელები, იგივე გაიმეორა ნიკამაც. დიდხანს იყვნენ ასე, საკმაოდ გვიანი იყო, მაგრამ ძილი არც ერთს არ ერეოდა. -ლინ... -ჰო. -გინდა ვითამაშოთ? -რა ვითამაშოთ? -მე კითხვებს დაგისვამ და შენ მიპასუხე ოღონდ მარტო სიმართლე. -მერე მე დაგისვამ კითხვებს. -კაი. ოღონდ დაიგინე რო მარტო სიმართლეს მეტყვი. ლინდა წამოდგა და თვალებში ჩააშტერდა. -ბოზ***ვიყო. ორივეს გაეცინა. -ახლა შენ დაიგინე. -ჯერ კითხვებზე მიპასუხე და მერე. -კაი. -ჩემზე ფიქრობ ხოლმე? -კი. -რას ფიქრობ? -რთულ კითხვებს მისვამ. -სირთულეზე არ შევთანხმებულვართ, მიპასუხე დაგინებული გაქ. -რას ვფიქრობ და საყვარელი ხარ, ცოტათი. -მარტო მაგას? -შენ ფიქრობ? -კი. -და შენ რას ფიქრობ? -რას აკეთებ, სადა ხარ, როგორ ხარ, შენ ჩახუტებაზე, შეხებაზე, კოცნაზე. ლინდა გაჩუმდა. -შენ არ მეტყვი რას ფიქრობ? -არ მინდა მაგაზე ლაპარაკი. -რატო? -უბრალოდ ჩამეხუტე და გაჩუმდი. -მოდი ჩემთან. ლინდა უფრო მიეკრო მამაკაცის სხეულს და თვალები დახუჭა. გული უჩვეულოდ სწრაფად უცემდა, ასეთი რამ პირველად დაემართა, არასდროს აჩქარებია ასე გული. ნიკსონმა დაიხარა და თვალები დაუკოცნა. -ნუ მაღვიძებ. აწუწუნდა ლინდა. -არაუშავს. -მერე ცუდ ხასიათზე ვდგები. -მე რო გაგაღვიძებ არ დადგები ცუდ ხასიათზე. -შენ რა იცი? -გამოცდილება. -უკვე ცუდ ხასიათზე ვარ. -ნუ ბუზღუნებ. -როგორ არ ვიბუზღუნო გამაღვიძე და? -მაგ მობუსკული ტუჩები რო დაგიკოცნო კიდე იბუზღუნებ? -კი. -აღარ იბუზღუნებ. -ვიბუზღუნებ. -კაი ვნახოთ. თქვა ნიკამ და მისი ტუჩები რბილად შეახო ლინდას ტუჩებს, მერე ყურის უკან დაუტოვა ცხელი კოცნა, მერე ყელზე, ბოლოს ისევ ტუჩებს დაუბრუნდა. ლინდას ბუზღუნის თავი ნამდვილად აღარ ჰქონდა. -ხო გითხარი? უთხრა ნიკამ, როცა ტუჩები მოუშორა. -რა მითხარი? -აღარ იბუზღუნებთქო. ორივეს გაეცინა. საწყის მდგომარეობას დაუბრუნდნენ და ორივენ თვალები დახუჭეს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.