ტყუპები [სრულად]
უსაქმურობის ზენიტში ვარ! რა ვაკეთო თქო და გადავწყვტე ჩემი ძველი ჩანახატები გადამეკითხა! ვიცი,რომ გაინტერესებთ! სქელი შავი ყდა გადავშალე და წლების წინ მომხდარი მოგონებები ნათლად წამოვიდგინე.. სიამოვნებისგან გამაკანკალა და ფურცელს ვუსუნე! როგორც ყოველთვის ჩემი ჩანახატი ჩემი უსაყვარლესი ოჯახის წევრებით იწყება! სხვაგვარად როგორ? მე მათითით ვსუნთქავ და ვსულდგმულობ! აღარ გავილექსები და იმ ფურცლიდან დავიწყებ დიდი ასოებით,რომ აწერია... 'მაღლაკელიძეები!' ზაფხულია ცხელა ცხელა ბუღი ასდის ქალაქს..... დანრჩენი თქვენც იცით... ზაფხული როგორც ყოველთვის მზის სხივებით გვანებრივრებს! მე და ჩემი ოჯახი თბილისში ვიხრუკებით! აბა რა?! სხვაგვარად როგორ? ჩემი შუათანა და სიცხიანი წევს და ზღვაც სანატრელი გაგვიხდა მე და ჩემს ტყუპს! თათულიკოს არაფერი სერიოზული არ სჭირს! ჭირვეულია და ნერვებს გვაწყვიტავს მე და მათეს! მამაჩემმა როგორც ყველაზე კეთილმა მამამ მსოფლიოში, ნამუსზე შეგვაგდო და თუ გინდათ წადიოთო... არა ერთი სად უნდა წავსულიყავით მარტო? ნუ იცინიხართ! განა იმიტომ,რომ პატარები ვართ. არამც და არამც! 18 წლისები ვართ! უბრალოდ ოჯახს ერთმანეთის გარეშე არცერთი ზაფხული გვაქვს გატარებული და არც ეს წელი იქნება გამონაკლისი... ჩემმა ძმამ ივაჟკაცა და ხელი მოიტეხა! აბა სხვგვარად როგორ ერთ პრობლემას მეორეც ხომ უნდა დაუმატოს?! დედაჩემის ცრემლიან თვალებს რა დამავიწყებ თაბაშირით,რომ მივიყვანე მათულიუსი სახლში.. მამაჩემი სიცილს ძლივს იკავებს, თათულიკო სახეს მანჭავს და ისე იცინის. დედაჩემმა საავადმყოფოში მეორეჯერ წააყვანინა მამას ჩემი ტუპი. რამე არ სჭირდეს არ დავიღუპოთო. მე ჩემს ოთახში შევიკეტე და კომპიუტერში იმ ისტორის წერა განვაგრძე ასე,რომ დაგაინტერესათ... საინტერესო ოჯახი ვართ არა? რა გგონიათ ახლა რატომ დავიწყე წერა? ჩემი 'თომა' გამოჩნდა და იმიტომ?! მე სად მაქვს ბედი? ისე უბრალოდ წერა მომინდა და ვწერ... გაინტერესებთ როგორ ჩაიარა თომას ქორწილმა? გადასარევათ, მსუბუქი საყვედურიც მივიღეთ ოჯახმა ჩემს გამო. ქოფაკს ისეთი გაბრწყინებული თვალები ქონდა,რომ ანათებდა. სიმართლეს ვიტყვი! დიდად არ მეხატება გულზე ჩემი ბიძაშვილის ცოლი, თომას უყვარს და მე რა ვქნა თორემ. ცუდი გოგო სულაც არა უბრალოდ საშინლად ვიეჭვიანე თომამ,რომ გამაცნო და მას მერე მომსდევს! მერე მათე გამიგიჟდა. -თომას საცოლეზე შენ რა პონტში ეჭვიანობ?_ეწყინა და გულზე მოხვდა ჩემს ტყპს! -არ ვეჭვიანობ! უბრალოდ თვალში არ მომივიდა! -ჩემი საცოლეც ეგრე არ მოგივა თვალში?_იკითხა და თმებზე წამეთამაშა. -შენი საცოლე ვაფშე არ დამევასება!_წავკბინე მე და ფეხზე წამოვხტი. მათე,ვითომ საავადმყოფოდან გადაღლილი მოვიდა. ესეც და მამაჩემიც დიდი აფრისტი ხალხია! თვალები დამიჟუჟუნა და საწოლზე საღი ხელი დაატყაპუნა.. მეც მივუცუცქდი და თავი მუცელზე დავადე ჩემს ტყუპს. თაბაშირზეც წავეთამაშე და მერე ცნობისმოყვარე თვალებით ავხედე. -რას გიჟუჟუნებს ეგ თვალები? მედდას დაადგი თვალი შე გათახსირებულო ბიჭო?_არადა საავადმყოფოში სულაც არ ყოფილან! -მედდას კი არა ჩვენს მოპირდაპირე სახლში რა გოგოები გადმოვიდნენ!_ჩემმა ტყუპმა ქვედა ტუჩი მოიკვნიტა და გაიცინა... ავანთე და თან როგორ?! ფეხზე წამოვფრინდი და ფარდა გადავხსენი. თვალებით გავბურჟე მოპირდაპირე სახლის ყველა ფანჯარა და მერე მათეს მივაშტერდი. -არ გევასებიან ხო უკვე?_ თაბაშირიან ხელს წაეთამაშა და ფანჯარაში გააპარა თვალი. გამწარებულმა ჩამოვაფარე ფარდები და ოთახიდან გამოვედი. ოჯახს დივნის გარშემო მოეყარა თავი და თათულიკოს დარაჯობდნენ.. ჩემი პატარა ძმა დიდი გოთვერანი ვინემა! მამა და დედა სამზარეულოში გავიდნენ თუ არა, პირდაპირ სახეში უთავაზა ამ გაუზრდელმა სიცხიან ბავშვს ხელი! სწრაფად წამვედი უმცროსისკენ და ხელში ავიყვანე, მსუბუქად მოვცხე კიდევაც და მამაჩემთან გავამწესე. თავხედმა ენა გამომიყო და ხოხვით გავიდა სამზარეულოში. -გეტკინა კუს?_ვკითხე თათუს და ცხივრზე ვაკოცე. -ველურია და ნადირი. _წარბები შეკრა შუათანამ. -16 წლის გოგო ასე,როგორო ჩაგთეთქვა? -პატარა და ხელს არ ვუბრუნებ!უზრდელი_ვერ წყნარდებოდა შუათანა. -4 წლისაა მოეშვი!_ფეხზე წამოვდექი და სახლის ტელეფონისკენ წავედი. ჩემი დაქალოჩკები ზღვაზე ერთობიან და მე აქ ვზივარ.. ვიგუდები და ვიხკრუკები! მამაჩემმი უკნიდან მომეპარა და 'ბუჰუო' სულ გადაირია ეს კაცი ამ სიბერეში! -გული გამისკდა მამაჩემო!_შევუცაცხანე მამას. -ზღვაზე გინდა მამას გოგო?_მიმიხვდა მამაჩემი მოწყენას და ტელეფონი გამომართვა. ახლა,რომ მეთქვა ზღვა ისე მინდა როგორც ჰაერი თქო არ ივარგებდა. გული ეტკინებოდათ და არ მინდა. -არა. თომა მომენატრა და ვურეკავდი._მოვიტყუე უცებ! არა ისე მართლა მომენატრა... ოჯახზე გიამბეთ ახლა, ცოტას ჩვენზეც მოგიყვებით... ისეთი საზიზღარი და აუტანელი ტყუპები ვართ მე და მათე,რომ! ერთმანეთის ასლები,ხასიათებით,ქცევებით,გრძნობებით და საერთოდ ყველაფრით... არცერთი დღე მახსოვს მის გარეშე გატარებული! დღე კი არა წუთიც არ მახსოვს. 17წლამდე ერთად გვეძინა,არ მოვშორებივარ გვერდიდან,ჩემს ოთახში გადმოვასახლე და მაგრად ჩავეკარი.. მერე ტეხასვო და თავის ოთახში გადაბარგდა. რა აზრი ქონდა? მაინვც ერთად გვძინავს! ერთ საწოლში! 18 წელია ასე ვწევარ და ასე ვიცი მე! სხვანაირად ვერ მოვერგები ვერც საწოლს და ვერც ძილს! ტყუპი ჩემი სულის გულის და სხეულის ნაწილია.. მე მისით ვსუნთქავ და მისით ვარსებობ.. პატარები,რომ ვიყავით ჩვენმა მეზობელმა ბიჭმა თავში წამოარტყა და მე მეტკინა მის მაგივრად.გული ისე შემეკუმშა,რომ სუნთქვის ახლიდან სწავლა დამჭირდა.. მათემ თვალი ჩამიკრა და შუბლზე მაკოცა, რა მოხდა მერე ვის არ მოსვლიოა. ვერასდროს ვერავინ მიგებდა, ვერც მათეს. მშობლებისგან არცერთხელ მოგვკლებია ყურადღება, მამას ანგელოზები ვიყავით და იმიტომ! იშვიათია ოჯახი სადაც ასეთი სიყვარული ბუდბობს. მე ამაყი ვარ იმით,რომ ეს ჩემი ოჯახია და მე მაღლაკელიძე ვარ! ბაბუ, სულ იმას გვეუბნებოდა,რომ ერთმანეთის იქით გზა არ არსებობს. ჩვენით იწყება და მთავრდება სამყარო... ერთმანეთს ხელი არასდორს არ უნდა გაუშვათ,თორემ უფსკრული ჩაგიტანთო. მაშინ პატარები ვიყავით და ვერაფერიც ვერ გავიგეთ. ბაბუის ასაკს მივაწერეთ ყველაფერი. წამოვიზარდეთ და მერე სულიც შეგვეყინა ერთმანეთზე. 7 წლის ვიყავი მათე,რომ სოფელში წაიყვანეს ლიანა ბებიასთან,თომაც თან გაიყოლეს და წავიდნენ.. მაშინ ვიგრძენი,რომ ყველაზე დიდი რაღაც დამაკლდა! თათულიკო მყავდა,მაგრამ ვერ ვგრძნობდი იმ სიცარიელი ამოვსებას,რომელიც მათემ დამიტოვა. მთელი ღამე ტირილით გავსკდი, მამამ იმ საღამოსვე დააბრუნა ჩემი ძმა ჩემთან. იმასაც უკრუსუნია იქ! მამამ მითხრა ასე! მას მერე აღარავის უცდია ჩვენი ერთმანეთისგან დაშორება! მათე ჩემთვის სარკე იყო,რომელშიც ჩახედვა არასდროს შემეშინდებოდა. არასდროს არ დავიხევდი უკან მარტო იმიტომ,რომ გვერდით მათე მედგა. ბოძი,რომელიც მე მასულდგმულებდა...იმდენად შესისხლხორცებულები ვართ ერთმანეთზე,რომ სხვას ვერავის ვხედავთ. მართლაც,რომ მისიტ იწყება და მთავრდება ჩემი სამყარო! დილით,როგორ ყოველთვის ტრადიციულად ჩემი ძმის გულზე გამეღვიძა... გაბრუნძგნული თმები მოვქაჩე და ჩავკოცნე. ეს იყო ჩემთვის ბედნიერი დილა. მათემ ლოყაზე მსუბუქად მიკბინა და გულში ჩაიმკრა! საწოლიდან ადგომა როგორც დედას ისე ჩვენც გვესიკვდილება! ზაფხულია,მაგრამ მაინც! მათეს ავეკარი და ძილის გაგრძელება ვცადე,მაგრამ ვინ გაცადა?! ჩემმა ნადირმა 4 წლის ძმამ კარები ჩამოღო! რა ძაალა აქვს ამ გაწრიპულ ბიჭს ვგიჟდები. მათემ თვალები დაუქაჩა და შეუღრინა, იმან ენა გამოუყო და საწოლთან მობობღდა... ხელები წინ წამოწია და მანიშნა,რომ საწოლში ჩემი ადგილიც მონახეთო. შუაში ჩავაწვინე და ლოყები დავუჩქმიტე. მათემ 'ერთი თქვენიცო' და გვერდი იცვალა. პაწაწუნა მაღლაკელიძე რისი მაღლაკელიძეა გვერდები თუ არ გამოუღო ჩემს ტყუპს? სწრაფად გამდმობრუნდა და ყველაზე გაწრიპული მაღლაკელიძე ჰაერში აიტაცა. -რა გინდა შე გალელულო კაცო ჰა?_მოჩვენებით გაუბრაზდა ჩემი ტყუპი ძმას. - ბუბუ ბუბუ. -რა მაგარი ლენჩია ტო!_გადაიხარხარა მათემ და ბავშვი გულზე დიაწვინა. -ბუბუბუბუ._აგრძელებდა გაწრიპული... თავზე მოვეფერე და ფეხზე წამოვფრინდი. მისაღებში მამასთან გავკუნკულდი და კალთაში ჩავუსკუპდი. ზედმეტად კარგად მიცნობ მამაჩემი! აბა იმ მამებს კი არ გავს,რომ მოეფერები და რა გინდა მამიო? მამაჩემმა ყელში მაკოცა და დედაჩემს გასძახა საუზმე გაამზადეო... ჩემი სულის ნაწილები არიან! ოთახიდან ისევ ბობღვით გამოვიდა გიო. მამაჩემმა ბაბუის საპატივსაცემულოდ დაარქვა,თან დაამატა. 'შენ,რომ არა ეს ორი ანგელოზი არ მეყოლებოდა' მათე სულ გიჟდება ანგელოზს,რომ ეძახიან! ლილიკო ხომ გახსოვთ? დედას დაქალოჩკა! ჩემი ნათლია, ხვალ ზურიკოს,შვილის დაბადების დღე აქვს და ოჯახი წასასვლელად ვემზადებით! დედაჩემმა ერთი კვირით ადრე დაიწყო წუწუნი, ამდენი ბავშვით სად უნდა წავიდეო? მერე თათულიკოს სიცხეც და ოჯახის თათბირზე გადაწყდა,რომ მე და მათე მივდივართ! დილიდან საჩუქარზე ვიარეთ,მერე სანაყინეშიც შევედით და პირები მოვიფთხუპნეთ. მათე მთელი გზა იმ წლებს იხსენებდა, ერთმანეთს ასე,რომ შევეყინეთ... გზაში ერთი ორი ნაცნობიც მოვიკითხეთ. სახლში მიმიყვანა ჩემმა ტყუპმა და თვითონ ახალი მეზობლების გასაცნობად წავიდა. ცეცხლებს ვაკვესებდი თვალებიდან,დედაჩემი განერვიულებული მომვარდა, შენც სიცხე გაქვსო? რა შემატყო ნეტა! არა თქო ვიწყინე და ოთახში ავედი. ზურგს უკან კი გავიგონე როგორ ჩაიდუდღუნა მარიამმა,რომ გაუთხოვარი და საქორწინო დავრჩებოდით! აბა რა, მე ვერ ავიტან მათეს სხვა გოგო,რომ ეხუტებოდეს. ეს მიყინული სული მათეზე,რომ მაქვს სულ გალღვება და დაიმდუღრება! თვალებაცრემლებული ვუყურებდი მონიტორს და კლავიშებს ვაწკაპუნებდი. ასე ვიცი ცუდ ხასიათზე,როცა ვარ სულ წერა მინდა. ვინმემ ხომ უნდა მომისმინოს?. მათე,რომ იყოს სახლში სულ არ დავწერდი არაფერს,მაგრამ არაა! კარგახანს ვუკაკუნე კლავიატურად, ხელის მტევნები,რომ მეტკინა მერე მივიხედ მოვიხედე და კარებზე ატუზული მათე დავინახე. გაბრაზებულმა დავხურე კომპიუტერი იღლიაში ამოვიდე და საწოლზე გავგორდი.დასჯილი ბავშვივით მომიწვა გვერდით და თმების წვალება დაიწყო. დიდიხანი ვერ გავძლებ,რომ არ ჩავეხუტო,სული მეხუთება ასე ახლოს,რომაა და არ ვეხვევი,არ ვგუდავ ჩემი გაკნაჭული ხელებით. გაღიმებულმა მომხვია ხელები და თავზე მაკოცა. იცოდა,რომ რაღც უნდა ეთქვა თორემ გული გამისკდებოდა და თქვა. -შენ სულ სხვა ხარ კუს! მე ცოლს,რომ მოვიყვან შენ უნდა გგავდეს და სულ შენ უნდა იყოს!_ცხივზე მომიჭირა ორი თითი და გაიცინა._ ნუ ჩამოგტირის ცხვირპირი რა. ქალთანაც აღარ გავიარო ტასუკ? წარმოიდგინე ახლა! ბიჭი ხარ! გამოიარა მაღალმა, გრძლკისრიანმა, შხვართალა გოგომ, სავსე მკერდით, უნაკლო სხეულით. არ გააყოლებ თვალს? გააყოლებ რომელია უკანაც გაყვები!_დაასრულა სიტყვით გამოსვლა ჩემმა ტყუპმა და ლოყები დამიკოცნა._ მაფანატებს ამ ლოყებზე,რომ გკოცნი და გიწითლდება ხოლმე. _ისევ აგრძელებდა და ლოყებს უფრო მიწითლებდა. მეც მოვხიე ხელები და მაგრად ჩავეკარი და ჩავებსკვენი!დიდხანს ვიწექით ერთმანეთზე გადაბმულები! მერე ოთახში სიცხიანი თათუ შემოვიდა და მისაღებში გვიხნმო! ოჯახური ვახშამი ოჯახურ გარემოში! სუფრას ყველა ერთად მივუსხედით, მამამ თვალი ჩამიკრა და დედაჩემის გაკეთებული ღომი მადიანად გადაყლაპა! სუფრიდან ადგიმისას,ტრადიციულად ყველას ჩამოგვიარა და ჩაგვკოცნა,დედაჩემთან დიდხანსაც შეყოვნდა! ჩემი ლამაზი ცოლიო უთხრა და მისაღებში გავიდა! დაწოლისას ისევ ჩემს ტყუპს მივუწექი და თვალები მივლულე... სუნი,რომლის გარეშეც მე ვერასდროს დავიძინებ ჩემი ტყუპისაა! ყველაზე თბილი და ტკბილი ოჯახი მყავს მე! 'მეზობლები!' ტრადიციას არც დღეს ვუღალატეთ მე და მათემ! ერთად გავიღვიძეთ,ერთად ვისაუზმეთ და ერთად წავედით სასეირნოთ! მათეს ხელი ქონდა გადახვეული,თან თავზე მკოცნიდა და სასაცილო ისტორიებით მიჭედავდა ტვინს. გამოცდების პასუხებს,რომ ველოდებით რომელიმეს გვეტყობა რამე?! ზუსტად იმ დღეს შეგვეტყობა როცა პასუხებს ცხივრზე აგვაფარებს დედა! არ ჩავიჭრებით, მაგრები ვართ! ბეჯითებიც და ნიჭიერებიც! თუ რამეა მერე მამა გვიშველის. ჩვენი ახალი მეზობლების სახლს ჩავუარეთ, მკვლელი მზერა ვესროლე ფანჯრებს და ცხვირი ავიბზუე! უკვე შიგნით მცხოვრები ყველა სულიერი და უსულო არსება, მძულდა! ჩემებურად! მათემ ეშმაკურად გააპარა თვალი სახლისკენ, გვერდებში იდაყვი გავცხე. უსიამოვნოდ დაიმანჭა და საღი ხელი ნატკენ ადგილას დაიდო. მერე თვალებით მისაყვედურა და გზა გავაგრძელეთ. ვიცოდი,რომ მათეს გული და გუნება ახლა სულაც არ იყო აქ. იმ სახლთან დარჩა! გული მტკიოდა იმის გაფიქრებაზეც,რომ მათე ვინმეს ასე გადახვევდა ხელს,ასე აკოცებდა თავზე, ჩემთან ერთად როგორც ძინავს ისე დაიძინებდა იმ სხვასთანაც. ეს მიხეთქავდა გულს. 18 წელი სულ ამის გაანალიზებას და დარდს შევალიე, მათეს გარეშე როგორ უნდა ვისუნთო იმ წამლის გამოგონება უნდა ვცადო. მათეს სუნის გარეშე, მე გავგიჟდები ჭკუიდან გადავალ და მოვკვდები, სულიერადაც და ფიზიკურადაც მოვკვდები! მე გადავწყვიტე ასე და იმიტომ! მის გარეშე ერთი დღეც არ მინდა სიცოცხლე! მათეს თაბაშირიან ხელს წავეთამაშე და მერე მოწყენილმა ავხედე ძმას,რომელიც მიმიხვდა რაც მჭირდა. უფრო მაგრად მომხვია ხელი და შუბლზე მაკოცა თან ჩაიჩურჩულა .'ჩემი სულის ნაწილი ხარ შენ!'გული გამითბა, მთლინად გავთბი! კიდევ ეს მინდოდა ამ გაგანია ივლისში?! ჩემს ტყუპს ცხივრზე ვაკოცე და სახლისკენ მივბრუნდით, ამჯერად აღარ გააპარა თვალი მეზობელი სახლისკენ! გულში ავღიღინდი და სახლის კარები ხმაურით შევაღე! ჩემი გაწრიპული ძმა მისაღებში პატარა კუბიკებით თამაშობდა. მამაჩემი სამსახურშია, დედა როგორც ყოველთვის სამზარეულოში ჩემი თათუ კიდევ თავის ოთახში წევს და სრუტუნებს! გაღიმებულმა შევაღე თათულიკოს ოთახის კარები და საწოლიკენ წავედი, თავთით დავუჯექი და შავ თმებზე წავეთამაშე, მხიარულად გამიცინა და ხელზე მაკოცა! მერე გამობრუნდა და ჩაწითლებული თვალები შემომანათა. როგორ აღაჟღაჟებია ლოყები ჩემს დას! - მათე სადაა?_მკითხა და ჩემს გვერდით დაჯდა. - გიოსთანაა. -ბოდიშით რა!_აუცრემლიანდა თვალები თათუს. -რას მებოდიშები?_ვკითხე გაკვირვებულმა და კენტი ცრემლი მოვწმინდე. -დასასვენებლად,რომ ვერ წავედით. ჩემი ბრალია,არ უნდა გავცივებულიყავი._გაუწყრა საკუთარ თავს და ფეხზე ნელა დაირტყა მარჯვენა ხელი. -სულელო, როგორ მეუბნები მაგას? მე,რომ ცუდად გავმხდარიყავი შენ წახვიდოდი? _უარყოფითის ნიშნად თავი გამიქნია და გამიღიმა._ აღარ გაიმეორე ეგ! _ოთახში მათე და გიო შემოვიდნენ. გალეული კისეზე შემოუჯენია. პატარა მთელ ხმაზე გაკიოდა'აჩაჩ დრრდრ' თან ხელებს ურტყავს თავზე და კისკისებს! -ჩაგპიზდავ გიო._ გაეხუმრა ჩემი ტყუპი ძმას და საღი ხელით წინ გადმოიგდო. მე შევკივლე 'ნელა' თქო და ბავშვისკენ წავედი. -გაუხეთქე გული ბავშვს!_გავუბრაზდი ტყუპს და გიო ხელიდან გამოვგლიჯე. რა გულის გახეთქვაზეა საუბარი? რამდენი კბილიც აქვს იმდენივე დაკრეჭილია. ხელებს მათესკენ იშვერს და თავის ენაზე თხოვს,რომ გაიმეოროს. ' მომწყდით თავიდან' თქო გავუბრაზდი ყველას და დედაჩემისკენ წავედი. ჩახოხბილს აკეთებდა,ბებიის რეცეპტით. უკნიდან ამოვუდექი და კისერში ვაკოცე. ცოტა ვიჭორავეთ და მერე მათეს გავძახე,რომ დაბადების დღეზე გვაგვიანდება! ერთ საათში გამოკვაბზულები ვიდექით ზურიკოს სახლის კარებთან. კარი ლილიკო დეიდამ გაგვიღო,მათემ ჯერ მე შემატარა მერე ჩემს უკან მდგარი გოგო რომელიც ახლა შევნიშნე და მერე თვითონ შემოვიდა. თვალებით შევჭამე 'გოგო' და მერე მივესალმე ნათლიას. ზურიკომ დიდი ხნის უნახავებივით ჩაგვპროშნა და მაგიდასთან საპატიო ადგილას დაგვსვა. ვერც მე და ვერც ტყუპი ვერ ვიტანთ ასეთ სიტვაციებს. ჩვენ უფრო წყნარი გარემოში გვირჩევნია, ძალიან ახლობლებთან ერთად! ზურიკომ ისეთი სიმპატიჩნი ბიჭის გვერდით დამსვა,რომ! მაგრამ რათ გინდა? ვინ შემარგებს,მათემ თვალები დამიბრიალა და იმ ბიჭისკენ მთელი საღამო აღარც გამიხედავს. სამაგიოროდ მათემ მოასწრო გოგოების დათვალიერება. ერთ-ერთი ის კარებთან მდგომი იყო. ზურიკომ ყურადღება ითხოვა და ახალ მოსულების სადღეგრძელო გადაკრა. დამანახეთ მაინც ვინეები მოვიდნენ თქო დავიჩურჩულე... კარებთან სამი გოგო და ორი ბიჭი იდგა. ისეთი ფეხები ქონდათ გოგოებს,რომ მე გავაყოლე თვალი. სიმპატიჩნი ბიჭები,მაღლები ისეთი კისერი,რომ გეტკინება ყურებისას, სუფრასთან დასხდნენ და გოგონებიც მოიჯინეს გვერდით. მათე გახარებული მოდიოდა ჩემსკენ და თვალებით იმ გრძელფეხებიანებს ჭამდა. -ჩვენი მეზობლები ტო?!_მოსვლა და თქმა ერთი იყო. - ეს ხუთნი?_საჩვენებელი თითო უშნოდა დავკლაკნე! - ეგენი არიან! ზურიკოს იცნობენ და მე არ ვიცოდი აქამდე? ეე ტეხავს რა!_წაიდუდღუნა და სუფრას მიუჯდა. მე იქვე ახლოს სავარძელში მოვკალათდი და სუფრაზე მსხდომი საზოგადოება მოვათვალიერე. ხუთეულზე მზერა შევაჩერე და უფრო კარგად შევათვალიერე ყველა! სიმპატიჩნები და ლამაზები არიან ნამდვილად! აბა მე? არც გრძელი ფეხები მაქვს და არც სავსე მკერდი! ჩემს მკერდს თვალი შევავლე და საკუთარი თავი გავამხნევე ' პატარა ხარ ჯერ გაგეზრდება'. ჩემს ძმას ტელფონზე მივწერე,სახლში წავიდეთ თქო. გამომხედა ენა გამომიყო და პირის მოძრაოით ამიხსნა,რომ ჯერ არსად წასვლას არ აპირებს! მეც გაბუტული უფრო ავეკარი სავარძელს და ტელეფონში სურათები დავათვალიერე,მერე თამაშები ვითამაშე და ბოლოს გაბრაზებული ფეხზე უნდა წამოვმდგარიყავი,ჩემზე სამი თავით მაღალს,რომ შევეჯახე. თავი ნელა ავწიე და ჩემს მეზობელს ჯიქურად მივაშტერდი. მყესი დამეჭიმა და ხელი ნელა დავისვი კისერზე, ნაბიჯის გადადგმა ვცადე,მაგრამ იმხელა ბიჭი დგას ჩემს წინ! თვალები დავუბრიალე დედამ,რომ მასწავლა ისე,არ იმოქმედა! მიღიმოდა და მეც მაბნევდა. მარტო თქვენთან ვაღიარებ,რომ მსგავსი ღიმილი არცერთი საპირისპირო სქესის სახეზე მინახავს. ღიმილში ამდენი გრძნობის ერთად დატევა ყველას როდი შეუძლია. მეც გავუღიმე და მათეს გავხედე,რომელსაც უკვე ემსახიობა და ჩვენს მეზობლებს,გულიანად აცინებდა! ხუთეულიდან ოთხეული მასთან იჯდა,ეს ერთი მაღალი კიდევ ჩემთანაა . კიდევ ერთხელ გამიღიმა და ხელი გამომიწოდა. -ჯაბა!_ ბარიტონიც რა დამძიმებული და მგრძნობიარე აქვს. -ანასტასია!_ სირცხვილისგან ლოყები ამიწითლდა ალბათ, ხმა ისეთი წვრილი და გაწელილი მქონდა. რას იფირებს ეს ბიჭი ახლა?! თავი დავხარე და სავარძელში ჩავჯექი, მომბაძა და ჩემს წინ მდგარ სკამზე დაჯდა. -მეზობლები ვყოფილვართ._გამიცინა და ვისკი მოსვა. -ხო._ვუპასუხე უაზროდ და ჩემს ძმას გავხედე, მიყურებდა და თან იღიმოდა. ოღონდ იცით,როგორ იღიმოდა? ვიღაცის მოკვლა,რომ გინდა და საზოგადოებდა,რომ გიშლის ხელს! მერე ღიმილს,რომ იკრავ სახეზე სიბრაზის დასაფარად და ნერწყვს მძიმედ და ხმაურიანად ყლაპავ. სწრად წამოდგა ფეხზე და წამში ჩემთან გაჩნდა. ჯაბას მადლობები ვუხადე გულში, უფრო ადრე მოსულიყავი,ხომ მეშველებოდა თქო. ჩემ ძმას გავუღიმე და თავისუდფალ ადგილას ხელი დავატყაპუნე მომიჯექი თქო. -არა, ტასუკ სახლში უნდა წავიდეთ!_რა გეგონათ მარტო მე ვიყავი წიკიანი და ეჭვიანი? მათე ჩემზე უარესი და გიჟმაჟუნაა. გავუღიმე და ფეხზე წამოვდექი, ჯაბას ზრდილობიანად დავემშვიდობე,მერე ჩემს ნათლიას და ბოლოს მთლიან სუფრას და კარები გამოვიხურეთ. მარტო მე კი არა უკვე მათესაც არ მოსწონდა ჩვენი მეზობლები. მხოლოდ ორეული,სამეულზე აზრს ვერ შევაცვლევინებ... სახლში მისვლისთანავე,მოვუყევი დედაჩემს, თუ როგორ ეწყინა ლილიკოს,მთელი ოჯახი,რომ ვერ ვესტუმრეთ და როგორი დრო ვატარეთ. მამაჩემმა ერთი ამოიხვნეშა და თვალებით მანისნა,ოთახში შედი შვილოო! ჩემმა ძმამ თავის ოთახში შემაგდო და საწოლზე დამსვა, მერე თვალები დამიბრიალა. ჩემი და ჯაბას დიალოგი სამჯერ გამამეორებინა და დამშვიდებულ, დაიმედებულმა ჩამიკრა გულში. თან მეზობლებზე მიყვებოდა,რომ ცუდი ხალხი არ იყო,უბრალოდ მე ვერავისთვის გამიმეტებდა! არ ვეყოფოდი და იმიტომ. მეც ასე ვარ თქო ვუთხარი. მერე სიყვარული ვუხსენით ერთმანეთს დიდხანს და დასაძინებლად გავედი,ჩემ ძმას პირობა დავადებინე,რომ დღესაც ერთად დავიძინებდით და მისი ოთახი დავტოვე! საწოზე მძიმედ დავეშვი და გაწეულ ფარდებს შორის ჩვენი ხუთეული მეზობელი დავლანდე. სიმთვრალის გამო სამეული, ორეულს ეყრდნობოდა და ფეხებს ერთმანეთში ხლართავდა.... ესეც ჩვენი სამეზობლო! ვგონებ,რომ კიდევ ერთი და არა მარტო ერთი ჩანახატის, დაწერა მომიწევს მათზე... ჯაბაზე,რომელმაც ფიქრებით გამიატაცა! 'სტუმრები და გამქრალი მათე!' დილიდან სამზადისშია დედა, სტუმრებს ველოდებით!მეც ვეხმარები,მათე დამცინის და მასხარაობს. თათუ უმჯობესდება, გიო როგორც ყოველთვის საზიზღრობს და ყველას სისხლს გვიშრობს, მამა ისევ სამსახრუშია და ისევ გაუსაძისად,გვენატრება ოჯახს. სტუმრები რუსეთიდან მოდიან, მამას გარე ბიძაშვილი და მისი პატარა ოჯახი. ჩვენსავით ბევრნი და ტკბილები კი არ არიან! ისეთი მჟავე ცოლი ყავს, დედას ახალმოყვანილი,რომ იყო არ მოსწონდა,მერე შეეჩვია და რაღაცეებში გაუგო კიდევაც. ერთი შვილი ყავთ, დუდა ჩვენზე ორი წლით უფროსია, სუფთა რუსია!ქართული სისხლი,რომ აქვს ზოგჯერ ეჭვი მეპარება. საქართველო ძალიან უყვარს,მაგრამ მშობლიურ ქვეყანად რუსეთს ასახელებს. მაგის მერე ავითვალწუნეთ მე და მათემ. ჩვენთან,რომ ჩამოდიოდა დისტანცია ძალიან დიდი იყო ჩვენ სამს შორის, მასთან თამშით ყოველთვის გვეგონა,რომ საშობლოს ვღალატობდით! წამოვიზარდეთ და მივხვდით,რომ დუდას თავისი ცხოვრება და თავისი აზრი გააჩნა,ამის გამო ნათესავის გარიყვა არ ღირს,მაგრამ თვალში მაინც არ მოგვდიოდა ბოლომდე. მათე იმდენად იყო მისი აღიარებით გაღიზიანებული,რომ ერთხელ ცემა კიდევაც. მაშინ 9 წლისები ვიყავით, დუდა 11_ის. ყველას უკვირდა როგორ მოერია მათე დუდას,ჩემს გარდა არავინ იცოდა,რომ მათეს სისხლში ქონდა გამჯდარი,რომ დუდასთვის ერთ დღეს მისი სიტყვებისთვის პასუხი უნდა მოეთხოვა. მერე მე ვიტირე მათეს მაგივრდა,ასე რო მოექცა ნათესავს. ვიცოდი,რომ საშინლად ტკიოდა გული ჩემს ტყუპს. ვგრძნობდი,რომ თითოეული დარტყმული მუშტ,ი მერე მათეს გულს დიდი სიმძლავრით ეხეთქებოდა და სულს ტკენდა. ერთ წელში გადავაგორეთ ორივემ ერთად დუდას ცემის ისტორია. სტურმები ჩამოსვლამდე ჩვენი დიდი ოჯახი, სრული შემდაგენლობით შეიკრიბა ბებია და ბაბუა ჩვენთან იყო. დღის მეორე ნახევარში მამა და ბაბუა აეროპორტში წავიდნენ და ჩვენს სტუმრებს დახვდნენ. საღამოს ყველა ერთად ვისხედით და ისტორიებს ვიხსენებდით. დედას კერძები, ყველას ძალიან მოეწონა და შეგვიქეს კიდევაც დედიკო! ქალები სამზარეულოში ისხდნენ და ყავას სვავდნენ, მამაკაცები კი მისაღებში ნარდის თამაშით იყვნენ გართულები. ჩვენ ახალგაზრდებიც მისაღებში ვისხედით და დუდას ისტორიებს ვისენდით. მათემ და დუდამ წელს შესანიშნავად გაუგეს ერთმანეთს. დუდამ კომპლიმენტებით აგვავსო მე და თათუ, გალამაზებულხართ და დაქალებულხართო. მათემ ეჭვიანი წიკები ყარა თვალებიდან. გულს უხაროდა ჩემი ტყუპის ასეთი რეაქცია, მაშინ სულ უფრო და უფრო ვრწმუნდებოდი,რომ ჩვენი ყინული არასდორს არ გალღვებოდა. დუდას, მადლობები ვუხადე დებმა და ჩვენ ჩვენს ოთახებში დავნაწილდით. ღამის პირველი საათი იქნებოდა ჩემი ოთახის კარები სევდისფერთვალებიანმა მათემ,რომ შემოაღო. გული მომეკუმშა მისი ავარვარებული სახის და აწყლიანებული თვალების დანახვისას. საწოლზე წამოვჯექი და ხელები წინ გავიშვირე ნიშნად,რომ მალე ჩამხუტებოდა ჩემი ტყუპი. ნაბიჯს აუჩქარა მათემ და წამში ჩემ სუსტ მკლავებს, თავისი მკავები მოხივა და გულში ჩამიკრა. ვგრძნობი,რომ დღეს უამრავ თემზე მოგვიწევდა საუაბრი მე და ჩემს ტყუპს. ყველაზე და ყველაფერზე. - მოვკვდები მე უშენოდ!_ვუჩურჩულე და თავი მის კისერში ჩავრგე. -ჩვენ არცერტთი არ მოვკვდებით! იმიტომ,რომ ერთმანეთის გარეშე ჩვენ არ შეგვიძლია. ერთმანეთის გარეშე ორივე მკვდრები ვართ!გესმის? მე და შენ ერთმანეთს არასდორს არ მოვშორდებით! სულ აქ უნდა მყავდე ასე მიხუტებული და შენი ტკბილი სუნით ვიხრჩობოდე. ჩემი სული და გული, ჩემი თვალები, ჩემი სარკე, ხარ ჩემო ტასუკა! ჩემი ნაწილი ხარ. _მეჩურჩულებოდა და თავზე მკოცნიდა. საბანი გადავწიე და ჩემი ტყუპი შემოვიწვინე,მერე მაგრად ძალიან ძალიან მაგრად ჩავეკარი და ასე ვიყავით დიდხანს. არცერთს გვეძინა,სასაუბრო გვქონდა და იმიტომ. მათეს არ ქონდა ყველაფერი რიგზე ამას ვგრძნობდი. პირი რამოდენიმეჯერ გავაღე საუბრის დასაწყებად,მაგრამ ვერ გავბედე. ვერცერთა გავბედეთ იმ ღამით ერთმანეთისთვის რამის თქმა. გამთენიისას ჩავეძინა! მათეზე მიხუტებულს გამომეღვიძა. თვალები მოვიფშვნიტე და საათს შევხედე, სწრაფად წამოვდექი ფეხზე და მისაღებში გავფრატუნდი. გიო და დუდა მისაღებში , ისხდნენ და ტელევიზორს უყურებდნენ. სამზარეულოსკენ გავიხედე არავინ იყო. სახლში სრული სიჩუმე გამეფებულიყო. ჩემს გაწრიპულს თავზე ვაკოცე და კალთაში ჩავისვი, ხელები კისერზე მოხმვია და თავი მკერდზე მომადო. -დილამშვიდობისა ანა!_ გამიღიმა და შოკოლადებით სავსე ვაზა მომაწოდა. -დილამშვიდობისა. არა გმადლობ არ მინდა._პატარამ თავი წამოყო და თეთრი ქაღალდით შეფუთულ შოკოლადს დაწვდა.დუდა ტელეიზორს უყურებდა მე პატარას თმებს ვუწვალებდი და დრო გამყავდა. ჩემი ოთახიდან თმაგაბურძგნული მათე გამოვიდა და გვერდით მომიჯდა. დუდასთან ბაასი გააბა. მათესთან თვალების ბრიალს,რომ ვერას გავხდი, თათუს ოთახისკენ წავედით მე და გიო. რობოტივით, იწვა საწოლზე და ხელებს დაზეპირებული მიმართულებით უკაკუნებდა ტელეფონის კლავიშებს! ჩემი და გიოს შესვლა ვერც გაიგო. გაწრიპული ძირს დავსვი და ხელები ერთმანეთზე გადავიჯვარედინე, სულ რაღაც ორ წუთში, თათას ყვირილზე დაფეთებული დუდა და მათე შემოცვივდნენ. სიმწრის ცრემლები წასკდა ჩემს დას. გულით შემეცოდა და საკუთარი თავის მიმართ სიძულვილი ვიგრძენი ასე,რომ გავიმეტე. დუდამ გიო ხელში აიყვანა და ოთახი უხმოდ დატოვა. ნატკენ ადგილას ხელს ნელა ისვამდა თათუ და ცრემლებს ყლაპავდა. მათე საწოლზე დახტა და თავი კალთაში ჩაუდო ჩემს მტირალა დას. -ნუ მოლაფშავ ხოლმე ტუჩებს თუ და ხარ რა!_ცხვირზე წაეთამაშა მათე დას. -აუ გაჩუმდი რა! გამიმწარდა სული._ ასლუკუნდა თათუ და მათეს თაბაშირიან ხელზე მუჯლუგუნი უთავაზა. -ეე ნელა ცოტა!_გამწარდა ჩემი ტყუპი. - კარგია,რომ გტკივა? მეც ეგრე მეტკინა._ მათემ გადაიხარხარა და შუბლზე აკოცა! შემოსასვლელიდან მამაჩემის ხმა გავიგონე და კისრისტეხვით გავედი ოთახში. სტუმრების რაოდენობა ერთი ორად გაზრდილიყო. თვალები შუბლზე ამივიდა, ჩვენი ხუთეული მეზობელი,რომ დავინახე. გრძელფეხებიანი ორეული დუდას ესაუბრებოდა. სამეული მამაჩემს და ლადო ძიას. ჩემი და-ძმა ოთახიდან ერთად გამოვიდა. სისხლი კიდევ ერთხელ მომაწვა საფეთქელზე მათეს ანთებული თვალები,რომ დავინახე... მივხვდი,რომ გოგონების დანახვა სასწაულად გაუხარდა. თათუს ხელი გაუშვა და სტუმრებისკენ წავიდა. მხიარულად მოიკითხა ხუთივე. დუდას კამპანიას შეუერთდა და დივანზე დაჯდა. ჩემი ნაცემი და გვერდით ამომიდგა და მხარზე ტუჩები მომადო,ძლივსგასაგონად ჩამჩურჩულა,რომ თვალებიდან ეს ცრემლები გამექრო და წინ წავიდა. სწრაფად შევტრიალდი ოთახში და საწოლზე დავწექი... გგონიათ მე არ ვიცი,რომ ზედმეტები მომდის? ვიცი! მაგრამ გულს და სულ ვერ ვაკონტროლებ. სხვასთან,რომ ვხედავ ვკვდები! ყველაფერი ერთად მემართება, სულ სულ ყველაფერი! ტკივილი მჭამს. ოთახის კარები აჭრაჭუნდა,ყოველთვის ვგრძნობდი მათე,როცა მიახლოვდებოდა. ეს არც მათეს სუნია და არც მისი ფეხის ნაბიჯებია. თვალები სწრაფად დავჭყიტე და მომღიმარ ჯაბას მივაჩერდი. გაკვირვებისაგან პირი დავაღე. რა უნდოდა ამ თავხედს ჩემს ოთახში? ვინ მისცა უფლება კარები შემოეღო და შემოსულიყო?თუმცა უნდა ვაღიარო,რომ მისი ამ მდგომარეობასი ნახვა გამიხარდა. გულით გამიხარდა ჩემს წინ მომღიმარი ჯაბა,რომ იდგა. საწოლიდან წამოვდექი და წინ ავესვეტე. -რა გინდა ჩემს ოთახში? -სააბაზანოს ვეძებდი. -ამ ოთახიდან გახვალ და ხელმარჯვნივ!_დავაკვალიანე ჩემი სტუმარი. -როგორ ხარ?_მკითხა და თმებზე წამეთამაშა. -კარგად....... შენ?_დავიბენი. -ნუ ხარ დაძაბული გთხოვ! -მამაჩემს იცნობ?_თემის გადატანა ვცადე. -რომ არა მამაშენი ჩვენ, მეზობლები არ ვიქნებოდით._მითხრა სიცილს შეპარული ხმით და კარებისკენ წავიდა. მამაშემს პირვლად გავუნაწყენდი გულში, პირველად ვინატრე,რომ არ ყოფილიყო ასეთი კარგი. რას მერჩოდა ან მე ან მათეს? სულ ასე უნდა მტკიოდეს ახლა სული?... ოთახიდან იმ საღამოს გასვლა ყველაზე მეტად მესიკვდილებოდა,მაგრამ მამას ვერ ვუღალატებდი. ფეხების კანკალით გავედი მისაღებში შიშით,რომ მათე ისევ იქ იჯდებოდა. თვალებისცეცება დავიწყე გასვლისთანავე. მათე და ერთი გრძელფეხებიანი არსად ჩანდნენ. გულზე გრძელი ეკალი ჩამესო და სისხლმაც გამოხეთქა. 'ნუ ხარ წიკი! გაერთობა და მოვა!' ვამხნევებდი ჩემს თავს! ტყუილ უბრალოდ ვიტენიდი თავს იმის ფიქრებით,რომ მათე მალე დაბრუნდებოდა. ყველა სუფრასთან მიგვიწვია მამამ, ქართული ჩვენებური სუფრა იყო გაშლილი. თამადით და ალავერდებით. მამამ ჩვენი ახალი მეზობლებიც გაგვაცნო. თვალი სუფრას ეჭვით მოავლო და სახეგაბზარულმა შემომხედა. -მათე სად არის?_იკითხა და დედას გახედა. დედაჩემმა ანერვიულებულმა გაირღიმა და ფეხზე წამდოგა. ახლა ჯაბას აჭრელებულ თვალებს გადავაწდი,რომელმაც სუფრას სამჯერ მაინც გადაუარა თვალებით. ხმამაღლა არაფერი უთქვამს, ჩუმად გადაჩურჩულა მის გვერდით მჯდომ გრძელფეხებიანს. 'ნუცა, შენი დაქალი სად არის?' მისმა გამყინავმა ბარიტონმა შემაკრთო. ჩასისხლიანებული თვალებით შემომხედა და ფეხზე ნელა წამოდგა. ბოიდშის მოხდით დატოვა სუფრა და კარები გაიხურა. სიტუაციის განმუხტვა ვცადე და სიტყვით გამოვედი. დედაჩემს ჩუმად ჩაეცინა და მამაჩემს წასჩურჩულა. 'ძმისგადარჩენის ინსტიქტი აუმუშავდაო'. - მამა! ასეთი დახვედრა ვიცით მაღლაკელიძეებმა? რას იტყვის ხალხი?! შეავსეთ სასმისები!_სუფრა ახმაურდა და განწყობაც გამოუკეთდათ. ყველას ჩემი და დედიკოს გარდა, მამასაც შევატყე როგორ უელავდა თვალები მათეს მოლოდინში.გულით ჩემს აცერცეტებულ ტყუპთან ჯაბასთან და იმ გრძელფეხებიანთან ვიყავი. კარების ხმაზე თვალებფგაფართვებულმა გავიხედე შემოსასვლელისკენ. ჯაბა და ნუცა დაქალი ერთად მოდიოდნენ. გული შემიწუხდა, ჩემი ძმა სად არის?! ფეხზე დაფეთებული წამოვხტი და კარებისკენ წავედი ჯაბას ხმა,რომ დამეწია. ჩუმი ისეთი მარტო მე,რომ გამეგო. -მათე ვერ ვნახე!_ადგილზე გავიყინე, ნელა შევტიალდი ჯაბასკენ და აწყლიანებული თვალები მივანათე. გრძელფეხებიანთან არ არის! რაღაც სჭრის უდაოდ ეგრეა სხვა შემთხვევაში ასე უპასუხისმგებლოდ არ მოიქცეოდა. ასე უსიტყვოდ არ დაგვტოვებდა ყველას... სტუმრების წასვლის დროც ვერ გავიგე ისეთით გათიშული ვიჯექი ტელეფონით ხელში. მამაჩემისთვის არაფერი მითქვამს, მათეს რომ არ სურდეს ენა რატომ წავიტლიკო?! დედა დავამშვიდე და ვუთხარი,რომ მათე მეგობართანაა სერიოზული საქმე გამოუჩნდა და გვიან მოვა! ოაჯხი დასაძინებლად გავუშვი და მათეს ლოდინში გავლია მთელი ღამე... გარეთ ფეხი ვერ გავადგი, მათე გაგიჟდება ამ დროს გარეთ,რომ დამინახოს. სახლში ფერწასული და გულმოკლული ველოდებოდი ჩემ ტყუპპს.გულის პაწაწინა ნაწილი ხარობდა,რომ იმ გოგოსთან არ იყო. ამ მდგომარეობაშიც კი ამაზე ვფიქრობდი. კარების ხმა გავიგონე თუ არა, სიხარულით ფეხზე კი არ წამოვდექი,წამოვფრინდი.. კარებში მდგარ სახეგადათეთრებულ მათეს მაგრად მოვეხვიე და ლოყები დავუკოცნე. დავინახე როგორ ჩამოუგორდა ცრემლი ჩემ ტყუპს. 18 წლის მანძილზე მე პირვლად ვხედავ,რომ ჩემი მათე,ჩემი ტყუპი ტირის. ხმაჩახლეჩილა წაიდუდღუნა. 'კვდება ტას კვდება' მივხვდი,რომ ვიღაცასთან ერთად ძმაც მოკვდებოდა. მივხვდი,რომ ჩვენ ორივე მოვკვდებოდით! 'სიკვდილთან ბრძოლა' გაინტერსებთ რა მოხდა იმ დღეს?! ბევრი რამ! უბრალოდ ვერ დავწერდი,მაშინ ამის ძალა ვერ ვიპოვე. მათეს დანახვისას მე ძალები დავკარგე,დავსუსტი და უსუსურო გავხდი. მისი აცრემლებული თვალების დანახვისას სამყარო თავზე დამექცა და გამაუბედურა. მათეზე ჩახუტებული ყველაფერს ნათლად ვგრძნობდი ვიცოდი,რომ ახლა მჭირდებოდა ძალა,რომ მათეს ჩემი გვერდით დგომა ეგრძნო....მე ვიდექი გამცოდის წინაშე,რომელსაც აუცილებლად ჩავაბარებდი! გამოცდა იყო ის რაც ახლა ჩემს თავს ხდებოდა, 18 წლის მანძილზე რამდენად ძლიერი იყო ჩემი მხარე უნდა მენახა. უნდა გამომეცადა მასზე ყველანაირი სიმძიმე,არა ფიქზიკური, არამედ სულიერი სიმძიმე. მე უნდა გამეძლო მათეს მძიმე ხელებისთვის,რომელიც ჩემს მხარს, დაუფიქრებლად დაეყრდნობა. მე უნდა ვიბრძოლო იმისთვის,რომ მათეს სახეზე კიდევ ვნახო ღიმილი,სულიდან ამოსული ღიმილი. სხვა შემთხვევაში ჩემი ხელით მოვაწერ, ჩვენ ორის განაჩენს ხელს. განაჩენს ჩვენი სიკვდილის და დაშლის. ბრზოლისუნარიანობამ შემიპყრო. ახლა ვიცოდი,რომ ყველაფერს გავუძლებდი, ყველანაირ დარტყმას, მთავარია ჩემი ტყუპი დამებრუნებინა. მათეს საუბრის დაწყება ძალიან უჭირდა! ყველაფერი ტკიოდა თითოეული სიტყვის წარმოთქმისას. გული ეგლიჯებოდა. მის ტკივილს მეც ვგრძნობდი, შეიზძლება უფრო მაგრადაც მტკიოდა! არ ვიცი. არაფერი აღარ ვიცი. სასოწარკვეთილი ვუსმენდი და ცრემლები ღაპაღუპით მცვიოდა. ვერასდროს წამოვიდგენდი,რომ ჩვენი თომა ჩემი და მათეს თომა მოკვდებოდა. ვერასდროს წამოვიდგენდი, ჩემი სისხლი და ხორცი სიკვდილს თუ ებრძოდა! საკუთარი თავი შემძულდა,ასე გვიან რომ ვიგებ ყვეაფერს. მის გვერდით უნდა ვიყო და ახლა სად ვარ?! რას ვაკეთებ?! ყურებზე ხელები ავიფარე და ხმამაღლა ავტიდი. გული შემიწუხდა. ყველაფერი ჩემს გარშემო დატრიალდა და შიგნით ჩამიტანა, ჩემი ქოფაკი სიკვდილის პირასა... ტყუპის ხმა დაგუდულად მესმოდა. სიტყვებს ვეღარ ვარჩევდი. სუნთქვის საშვალებაც წამერთვა და მერე სიბნელე ჩამოწვა.... თვალები,რომ გავახილე ჩემ ოთახში საწოლში ვიწექი და ისევ ვტიროდი. მათე ჩემს გვერდით იწვა,თავი ჩემს მუცელზე ქონდა დადებული. მის ცხელ ცრემლებს ვგრძნობდი. ზუსტად იმ ადგილს მიწვავდა მისი მარილიანი სითხე, მერე მაღლა და მაღლა მოდიოდა და გულს ალპობდა. სულისშემაძრწუნებლად მილპობდა გულს! ახლა ვხვდები,რომ მე და მათემ ერთმანეთის მხრებზე დაყრდნობილებმა უნდა ვაიროთ ამის შემდეგ. თომას გულისთვის უნდა ვიაროთ მყარად! ჩვენი გრზნობებ დღეს ასმაგად გამძაფრდა. თავი ოდნავ წამოვწიე და ტკივლისგან ამოვიკნავლე. სული მტკიოდა! ჩემი ქოფაკის თითოეულ ტკივილს ვგრძნობდი. როგორ სუსტდებოდა მისი ზლიერი ორგანიზმი. როგორ ცდილობდა ყველაფერს გამკლავებოდა, ჩუმად მარტო... არავინ იცოდა მის გარდა, ორი დღეა მათემ შემთხვევით გაიგო. ორსული ცოლი ყავს, დაავადებაზე ადრე დარდი მოკლავს ჩემს თომას... ფეხზე ნელა წამოვდექი და მათეს ძალიან ნელა თაბაშირიან ხელზე ჩემი ხელი დავადე. 'წამო ვჭირდებით' წავიჩურჩულე და კარებისკენ წავედი... ჩვენი ბიძაშვილის სახლთან ვიდექთი სუნთქვა შეკრულები და ზარს ვერ ვრეკავდი. მათეც ჩემს დღეში იყო,სულ მთლიანად კანკალებდა. სევდიანმა გავუღიმე და ლოყაზე ვაკოცე ჩემს ტყუპს. ერთმანეთის გამხნევება ახლა ყველაფერზე მეტად გვჭირდებოდა. უკანასკნელი ძალები მოვიკრიბე და ზარი დავრეკე.. კარები გაბერილმა ლინდამ გამიღი, მომღიმარმა და სიცოცხლით სავსემ . მისი დანახვისას კიდევ ერთხელ მეტკინა გული. ასეთი ცოლი,როგორ უნდა დატოვო და წახვიდე? როგორ უნდა გაწიროს ღმერთმა ჩემი თომა? ჩემს რძალს მაგრად მოვეხვიე... გაკვრივებულმა დამაწყო ხელები ზურგზე. ეს პირველი შემთხვევა იყო ლინდასმიმართ ასეთ სითბოს,რომ ვიჩენდი. ვინანე ძალიან ვინანე ეს თბილი არსება აქამდე,რომ არ მყავდა ჩახუტებული. ცრემლიანი თვალებით შემომხედა და ხელები მომხვია. ვიცოდი,რომ თომას მისი იმედი უკანასკნელ წუთამდე ექნებოდა. ლინდა არ დატოვებდა ჩემს თომას ასე! უამრავჯერ დაამტკიცა,რომ ქოფაკის მიმართ უსაზღვრო სიყვარულს გრძნობს. ეს მე ვერ გავითავისე, ან არ გავითავისე,რომ მისი მჯეროდა... მისაღებში თომა გამოფრატუნდა, თვალებდასიებული და თმაგაბურძგნული. ჩვენი დანახვისას ადგილზე გაქვავდა და უფერო თვალებით შემოგვხედა. ისეთი თვალებით,ყველაფრის წაკითხვარ,რომ შევძელით ჩვენ სამმა. არ ვიცი,როგორ დაარტყა გულმა,რა სიმძლავრით,მაგრამ ვიგრძენი,რომ ძალიან ეტკინა. ჩვენსკენ წამოვიდა და ორივეს ერთად გადაგვეხვია. იქ სიტყვები და ახსნა ზედმეტი იყო. ჩვენ ასეთები ვართ, უთქმელები და ერთმანეთისები! ლინდა გაკვირვებული გვიყურებდა, ის არ უკვრიდა ასეთი თბილები,რომ ვიყავით.ჩვენი ამღვრეული თვალების უკვირდა. დავიანხე,როგორ ჩაუქვრა ის სიცოცხლით სავსე თვალები,როგორ გადაყლაპა ორივე ცრემლი და თომას უკნიდან მოეხვია. მერე კისერში აკოცა და ცრემლიანი თვალებით ახედა. ძალიან ძალიან მაგრად მხოვია ხელები, ისე რომ არ გაეშვა,ისე როგორც არასდროს! ეშინოდა,რომ თომა გაქრებოდა მისი გაკნაჭული მკავებიდან და მაგრად ხვევდა სუსტ ხელებს.. თომამ თავზე აკოცა,მერე ჩაიმუხლა და პატარას აკოცა. სული შემერყა ამის ყურებისას. გულმა ვეღარ გაუძლო ვერ გავუძელი და ობოლი ცრემლი გადმოვაგდე. მათემ სწრაფად მომწმინდა ისე თომას,რომ არ დაენახა და თვალი ჩამიკრა. მისაღებში ვისხედით და სისულელებზე ვიცინოდით. ცოტახნით ყველას გვინდოდა,რომ მისი მგომარეობა დაგვევიწყებინა,მაგრამ ეს არცერთ ჩვენგან არ გამოგვდიოდა. -ოპერაციას ხომ გაიკეთებ?_კითხა ათრთოლებულმა ლინდამ და ხელბი მოხვია. -გავიკეთებ ლინ, გავიკეთებ!_ჩემი თომას ხმა ისეთი გაბზარული და დანაწევრებული იყო. ვიცოდი რა ფასად უჯდებოდა ლინდასთვის ამ სიტყვების თქმა,როგორ უჭირდა იმედების მიცემა.. გაიკეთებდა აუცილებლად გაიკეთებდა ოპერაციას,მაგრამ შედეგების ეშინოდა იმ შედეგების, წეღან ანალიზებში,რომ წავიკითხე. ლინდამ მთელი საღამო ხელი არ გაუშვა. -თომა, იქნებ ჩვენებს ვუთხრათ?_ძლივსგასაგონად ჩაილაპარაკა ლინდამ. -არ ღირს! ოპერაციას გავიკეთებ და ყველაფერი მოგვარდება! _ჩაილაპარაკა სევდიანმა თომამ და ცოლს შუბლზე აკოცა. -მართალია თომა არ გვინდა ამდენი ხალხის ჩარევა! თომაც უფრო ინერვიულებს და მათაც ვავნებთ. -აბა როგორ უნდა წავიდეთ გერმანიაში? ხომ გაიგებენ არა?_მუცელზე ხელები დაიწყო ლინდამ და მათეს მიაშტერდა. - ტური ვნახოთ რამე და იმით წავიდეთ._ჩაილაპარაკა მათემ და ხელი გადამხვია. -რამდენთვიანი ტურებია? -მიდი რძალო ლეპტოპი გამოაცუნცულე და ვნახოთ. ვახო ხომ იცი?_ კითხა თომას, დადებითი პასუხის, ნიშნად ჩემმა ქოფაკმა თავი დაუქნია და ყავა მოსვა._ვახოს დეიდაშვილს აქვს ტურისტული ფირმა. რამეს გვიჩალიჩებს რა. -ტურისტულით მაინც რაღაც ვერა რა!_ამოიოხრა თომამ. -რატომ? მთავარია ვიზაზე ვიჩალიჩოთ დანარჩენს ეშველება. -ვიზაზე მამა გვიშველის._თავი წამოვყე მეც. - მართალია, თომა უეჭველი გაგვიჩითავს. ლინდა საძინებლიდან ლეპტოპით ხელში გამოვიდა. ტურისტული ფირმა იმაზე ხელსაყრელი აღმოჩნდა ვიდრე გვეგონა. 2-3 თვით შესაძლებელია გერმანიაში წასვლა და ყველაფერის მოგვარება. საშინლად მეშინოდა შედეგების, გული ისე მაგრად მტკენდა იმის გაფიქრებისას,რომ თომა უუნარო და უყველაფრო შეიძლება გახდეს. ჩემი თომა, ყველაფერს თავზე,რომ იმხობდა ისეთმა ხელი,რომ ვერ გაანძრიოს. გულში ჩემთვის ვლუღლუღებდი,რომ ღმერთი არ გაგვწირავდა. არ გაწირავდა თომას იმ ბედნერების შეგრძნების გარეშე წასულიყო,რასაც მამობა ქვია. არ გაწირავდა ლინდას ნაადრევად დაქვრივებულიყო. არ გაწირავდა ბიცოლაჩემს,რომელის თომას სიკვდილის შემდეგ, ხელიდან გამოგვეცლებოდა. მამაჩემის სახე,რომ წარმოდვიგინე გამაკანკალა, სულ იმას იძახდა,რომ თომა მისი პირველი შვილია. არასდროს არ განუსხვავებივართ ერთმანეთისაგან.ყველაფერის იმედით ვიყავი ახლა! იმედებით ვაგრძელებდი დარჩენილი ეტაპები ცხოვრებას. თომამ ექიმს დაურეკა და შეხვედრა სთხოვა, ჩვენ ოთხივე ავირბარგეთ და საავადმყოფოში წავედით. ექიმის კაბინეტში ლინდა არ შევუშვით, გულის შეტევა დაემართებოდა ვიცოდი. მე და თომა შევედით. სკამზე ისე მაგრად დაეხეთქა,რომ ძველბი მე მეტკინა. -ანალიზების პასუხებში ნათლად ჩანს რა შედეგთან გავქვს საქმე. გერმანიიდან ველოდებით საბოლო პასუხს და მერე ყველაფერი გვეცოდინება. მკურნალობის ამ ეტაპზე, ყველაფერი ნორმის ფარგლებშია. ერთ კვირაში მივიღებთ პასუხებს,შესაძლებელია ოპერაცია საჭირო არ გახდეს და ყველაფერი აქ მოვაგვაროთ. ნერვიულობა და სტრესული მდგომარეობა დაავადებას გაასმაგებს, არ გვიღირს ამად! შეეცადე მშვიდი გარემო შეიქმა, ყველაფერს ისე ნუ აღიქვამ,რომ სიკვდილია! ეს უარეს მდგომარეობაში ჩაგაგდებს. ფსიქოლოგიურადაც მაგრად უნდა იდგე. ხომ გესმის რასაც ვამბობ? ხოდა ძალიან კარგი! კაბინეტი იმედიანმა დავოტოვე. იმ იმედით მივედით სახლში,რომ ოპერაცია საჭირო არ გახდებოდა. ერთ კვირაში ყველაზე კარგი პასუხები ჩამოგვივოდოდა და თომა ისევ ისეთი იქნებოდა. ლინდამ მთხოვა,რომ დღეს მათთან დავრჩენილიყავით. მე და მათე აჟიტირებულები დავთანხმდით, აღარცერთს გვისაუბრია თომას დაავადებაზე. დღეების გაფერადებას მივყავით ხელი ოთხივემ. ერთი კვირა გვქონდა დრო იმისთვის,რომ ერთმანეთით აგვევსო სულები. არავინ იცის რა იქნებოდა ერთი კვირის შემდეგ, ალბათ გულმა გვიგრძნო და ამ დროის მაქსიმალურად გამოყენება ვცადეთ. გვიანობდამდე ვისხედით და ტელევიზორს ვუყურებდით. არცერთის ტვინში არ შედიოდა ის რასაც საუბრობდნენ. არცერთს გვესმოდა ხმები,რომლებიც ჩვენს გარშემო იყო. თომას სევდიანი გადავხედავდი და ჩავიღიმებდი ხოლმე. მათემ გულზე მიმიკრა და თავზე მანამდე მკოცნა, სანამ ტუჩები არ ეტკინა. როგორ ეგლიჯებოდ გული ჩემს ბიძაშვილს, ყველაფრის გააზრებისას. არ მინდა ამაზე კიდევ ვისაუბრო არ მინდა,რომ მის სიკვდილს ასე ადვილად დავნებდეთ. ვერ ვწერ ისე როგორც ახლა ვარ. არ მაქვს ძალები ყველაფერი ნათლად გადმოვცე და გული მოვიოხო. წერაც კი არ მშველის ისე ვარ. დილით მე და მათე სახლში დავბრუნდით. დედამ ადვილად შეგვატყო,რომ ყველაფერი რიგზე არ იყო. არასდროს ყოფილა შემთხვევა,რომ მას არ ეგრძნო ჩვენი ცუდად ყოფნა. მთელი დღე ჩვენს ოთახთან გაატარა. ბოლოს იმდენად გულში შემოჭრა მისი აცრემლებული თვალები,რომ ვეღარ გავუძელი. ოთახიდან გავედი და მაგრად მოვეხვიე,ახლა მისი სითბო და გვერდით დგომა ყველაზე მეტად გვჭირდებოდა. 18 წლის მანძილზე პირვლად ვიგრძენი თავი ასე კარაგად და ცუდად. მამას გაღიმებული სახლოს ყურება ჩემთვის ყველაფერი იყო. მისი ამაყი თვალები, ოჯახით ამაყი თვალები,რომ უელავდა! კარების ხმაურმა ყველა გამოგვაფხიზლა და შემოსასვლელისკენ გავიხედეთ. ჩანთებით დატვირთული ბიცოლაჩემი იდგა კარებში და გვიღიმოდა. ფეხზე წამოვხტი და ისე მაგრად მოვეხვიე ჩემს ერთი თვის უნახავს ბიცოს,რომ ძვლები ვატკინე. ყველას თბილად მოგვეფერა და მერე შვილთან წასვლა აიჩემა. გული უგრძნობდა ალბათ. მამამ დავურეკავ და მოვლენო, აღარ გაჯიქებულა ჩემი ქრისტი. დედასთან იჭორავა, თქვეს აქეთურიც და იქეთურიც. თომას გაბრწყინებული თვალები დედის დანახვისას და კიდევ ერთი ძალა,რომელიც ყველაფერს შეაძლებინებდა. 'პირველი პაემანი' მესამე დღეა გადაშლილი დღიური მიდევს წინ და ვერ ვწერ! გრძნობები გამეყინა! ემოციებიც აღარ მაწუხებს... სულ თომაზე და მის დაავადებაზე ვფიქრობ. არ მინდა,რომ ჩემმა დღიურმაც იმდენი ტკივლი დაიტიოს რასაც ჩვენ ოთხი ვიტევთ. ამისთვის ამ თხელ და ფარატინა ფურცლებს ვრ გავიმეტებ. ვიცი,რომ ძალა არ ეყოფა ამხელა სიმძიმე დაიტიოს და გამინაწყენდება! არ მინდა,რომ მიწყინოს და ჩემზე გაბრაზებული იყოს. ამიტომაც არ ვწერდი ეს სამი დღე, ვასვენებდი ჩემგან და ჩემი ცხოვრებისგან. მთელი ეს პერიოდი თომას გვერდიდან არ მოვშორებივართ. ვამხნევებთ და ცხოვრების გზას ვუჩვენებთ,რომელზეც თავის ცოლ-შვილთან ერთად უნდა გადადგას პირველი ნაბიჯები... ექიმთან ვიზიტები არ წყდება. ლინდას აფართხალებლი გული ყოველი ზარისას. ოჯახის წევრებთან ხმა არცერთს ამოგვიღია გამგზავრებასთან დაკავშირებით. ანალიზების პასუხის ველოდებით,გულის სიღმეში ოთხივემ ვიცით,რომ ეს აუცილებელი გახდება! თომას სამთვიანი მკურნალობის კურსი ისეთ შედეგს ვერ გამოიღებდა,რომ ოპერაცია თავიდან ავიცილოთ. მათეს თაბაშირიანი ხელი უფრო დამძიმდა, მე დავყრდენი და იმიტომ,მაგრამ უძლებს ისე როგორც ყველა ჩვენგანი. მე მის გარდა არ მყავს სხვა დასაყრდნობი, სხვა ძალა არ გამაჩნია. თომა ჩვენ სამს გვეყრდნობა და თავს უფრო უსაფრთხოდ გრძნობს. ლინდა? ლინდა მარტო თომას მხარს ეკარება! ამით აგრძნობინებს,რომ თუ დანებდება ლინდაც წიაქცევა და ყველაფერი დასრულდება. ქოფაკიც უძლებს და ძალებს ეძებს. მათესთან ერთად ვწევარ და ათასი მოგონება გვახვევია გარს. ერთხელ სოფელში ვიყავით ლიანა ბებიასთან. მე თომა თათუ და ჩემი ტყუპი, მაშინ გიო არ იყო დაბადებული. ყველა ერთად ვისხედით ეზოში და წითელი,ყვითელი შავს ვთამაშობდით. ჩემს ტყუპს ლოყები ისე ავუწითლე, მერე კოცნით ვმკურნალობდი. თომას გევრდით ჩვენი მეზობელი თინა იჯდა, ისე უჟუჟნებდნენ თვალებს ერთმანეთს, მაშინ მივხვდით,რომ ქოფაკი პირვლად იყო შეყვარებული. ჩვენზე ხუთი წლით უფროსი ბიძაშვილი ყველაფერს აკეთებდა თინას ყურადღების მისაქცევას. სულ მასთან ერთად იყო, მდინრეზეც და ტყეშიც. გვერდიდან არ სცილდებოდა, ჩვენ სამი გაბუტულები დავყვებოდით უკან და ვიფუზებოდით. მაშინ 9 წლისები ვიქნებოდით თათუ 7ის, თომა დიდი ბიჭი იყო, თვითონ იძახდა ასე. ქოფაკმა იმდენი ქნა,რომ მეორე ზაფხულს ჩვენი თინიკო სიყავრულში გამოუტყდა. მთელი ზაფხული ერთად გავატარეთ ყველამ. თბილისში დაბრუნების დრო,რომ მოვიდა ერთმანეთს სახლის მისამართები დაუტოვეს და დაემშვიდობნენ. მათი პატარა ლავ სთორი თბილისშიც აგრძელდა. ერთად დადიოდნენ, მიუხედავად ასაკისა! ერთ დღეს თომა გაგიჟებული მოვარდა სახლში, მე და მათე მისაღებში ვისხედით და ნაყინით ვითხუპნებოდით. თავზე ლამის დაილეწა ყველაფერი, სავარძელში ჩაჯდა და ხელები ერთმანეთზე ნერვიულად გადიასვა. თვალებით დავუსვით ყველა კითხვა მე და ტყუპმა. ჩაახველა და დაიწყო. -მე და თინა დავშორდით._მაშინ ჩვენთვის ეს მეხის გავრდანა იყო,ასე გვეგონა რომ ყველაფერი დასრულდა თომასთვის და ტკივლი მოკლავდა. ასეც იყო, პირველი სიყვარულის მარცხი მისთვის ძნელი გადასატანი აღმოჩნდა,მაგრამ არა შეუძლებელი. -რატომ?_იკითხა ტყუპმა და საოჯახო ნაყინი მაგიდაზე მძიმედ დადო. -მივხვდი,რომ ვერ შევეწყობოდით._ ქოფაკის არცერთი სიტყვა არ დავიჯერეთ მაშინ,მიზეზი სხვა რამ, იყო ვიცოდით. უბრალოდ არ ჩავაცივდით და ნაყინით სავსე დიდი კოვზი გავუწოდე. ღიმილით გამომართვა და გადასასნსლა. მთელი დღე ერთად გავატარეთ, თინაზე მას შემდეგ არ გვისაუბრია. წლები ისე გავიდა საერთოდ არც გვიხსენებია, თომას რომ ახსოვდა ვიცოდით, უბრლაოდ აღარ ახსენდბა არ თვლიდა ამის ღირსად... ორი წელი სოფელშიც არ წავსულვართ,თომას გამო არ უნდოდა,რომ ენახა. მთელი ზაფხული თბილისში გავატარეთ. სოფელში,რომ ჩავედით პირველი თინა შეგვხვდა სოფლის შარაგზაზე. გრძელი ყვითელი ყვავილებიანი კაბა ეცვა. თომას დანხვისას სახე მოეწურა და თვალები ძირს დახარა, ჩემმა ბიძაშვილმა გაბრაზებულმა აუარა გევრდი და ეზოში შევიდა,ჩვენც მას მიბვაძეთ. ყოველ დღე ვხედავდით თინას, ისეთი მოწყენილი ჩაუვლიდა ჩვენს ეზოს, გული მეკუმშებოდა ხოლმე. ერთ დღესაც მე და მათე დაგვიჭირა და იმ ამბის მოყოლა დაიწყო თომას,რომ დაშორდა. -ჯერ უნდა დამპირდეთ,რომ მაპატიებთ რა!_გვითხრა ტირილით. -არ ვიცი ვნახოთ_ ხმა გაიმკაცრა მათემ. -თომას ვუსაყვედურე ადრე,რომ სულ თქვენთან ერთად დავიდოდით. რომ ვუთხარი, მარტოც ვიაროთ ხოლმე თქო, გამინაწყენდა, ცუდად გამომივიდა! მაშინ მარტო იმას ვფიქრობდი,რომ თქვენ უფრო უყვარდით. თუ ჩემი ბიძაშვილები არ გიყვარს მაშინ არც მე გყვარებივარ და კარგადო! აღარც მე გავკიდებივარ, მაშინ თომას ვადანაშაულებდი და იმიტომ. სოფელში,რომ ვერ განხეთ ორი ზაფხული ყველა ძალიან მენატრებოდით. თომასთვის ის სიტყვების არაფრისდიდებით არ უნდა მეთქვა, შევცდი და ცხივირც წავიმტვრიე. მაპატიეთ რა!_მთელი გული ამოაყოლა სიტყვებს და ატირდა. მაშინ მე და მათემ თომა ასმაგად დავაფასეთ და ასმაგად შეგვიყვარდა. სახლში მისულები მაგრად მოვეხვიეთ და ერთმანეთზე ჩახუტებულებმა დავიძინეთ.... მათეს მუცლიდან თავი ავწიე და ჩვენი პატარაობის ალბომი გამოვართვი, ცრემლები წამსკდა. ალბომის პრიალა ფურცლებს ვასველებდი და თან მათეს ვეკვროდი... ისე მაგრად მტკიოდა ყველა ორგანო,რომ აღწერაც არ შემიძლია. სულის კივილამდე მტკიოდა, ძარღვები მტკიოდა. დღეს ვიგრძენი,რომ ყველაზე სუსტი არსება ვარ. სუსტი ვარ არა მარტო ფიზიკურად სულეირადაც... ხორცები მეწიწკნებოდა შიგნიდან... სახლი მარტო დავტოვე და ჩვენი უბნის ჩასახვევს დავუყევი, ფეხით სიარული სულ მიყვარდა, მათესთან ერთად. ახლა მარტო ყოფნა მინდოდა, არ მინდა რომ ჩემმა ტყუპმა ასეთი სუსტი მნახოს, ვატკენ! ჩემს უკან ფეხის ხმა მომესმა, ვიცოდი,რომ მათე იქნებოდა და თავი ღიმილიანმა შევაბრუნე. ჩემს წინ გაცინებული ჯაბა იდგა, ხელბი ჯიბებში ჩაეწყო და ადგილზე ირწეოდა. სახიდან ღიმილი არ მომიშორებია, ვუყურებდი და მეღიმებოდა. გვერდით ამომიდგა და თვალებით მანიშნა,რომ გზა გამეგრძლეებინა. -როგორ ხარ ანა?_მკითხა და წინ სივრცეს გაეხედა. -არამიშავს შენ? -ვარ რა._ტიპიური მეზობლების საუბარს უფრო გავდა ეს ვიდრე რაიმე სხვას. ან სხვა რა მინდოდა?! მეც ვერ ხვდებოდი. მასთან საუბარი მინდოდა ეს ვიცოდი მარტო. ჯაბაც ვერ უყრიდა სიტყვებს თავს. გამეღიმა და საუბრის წამოწყება ვცადე,მაგრამ დამასწრო._მინდა,რომ უფრო დავახლოვდეთ. -მეც მინდა!_ვუთხარი გააზრებულად. -მიხარია. დღეს გცალია? -გააჩნია სად მეპატიჟები._გავეპრანჭე და თვალები ავაციმციმე. -სავახშმოდ. -არ ვიცი!_ამოვსთქვი სევდიანმა, თომას ამბავი ისევ გარს შემომეხვია და გამგუდა! -თუ გინდა მე ვეტყვი მამაშენს!_იპოვა გამოსავალი. -არა მამა არაფერ შუაშია. ხასიათზე არ ვარ. -კარგი როგორც გინდა. თუ გადაიფიქრებ შემეხმიანე._მითხრა და ნაბიჯს აუჩქარა, გული დამწყდა ასე რომ წავიდა. ან სად უნდა შევეხმიანო? ნომერი არ მაქვს და სახლში გადავაკითხო?! უტვინო! სახლისკენ ავბრუნდი და ნაბიჯს ავუჩქარე, ზაფხულის წვიმამ დასცხო, მიწის სუნი გასაოცრად მესიამოვნა. ნესტოების დაღლამდე ვისრუტავდი მის სასიამოვო სურნელს და ვბრუვდებოდი. მათეს ჩემი და ჯაბას დიალოგის შესახებ ვუთხარი, მსუბუქად გამიბრაზდა,მაგრამ ბოლოს დააყოლა,რომ წავსულიყავი. -ტასუკ, თომამ რომ გაიგოს რატომ უთხარი ჯაბას უარი 'პაემანზე' მაგრად გაჭედავს. იმენნა გული დაარტყავს და შენ იქნები დამნაშავე, რა გინდა ნაადრევად მოკლა ის ბიჭი და იმის ცოდვა მხრებზე აიკიდო? თომამ ეს იმიტომ კი არ გვითხრა,რომ ყველაფერს ჩამოვშორდეთ და სამარე შევიქმნათ გარშემო! იმიტომ გვითხრა,რომ გვენდობა! გაიგე? წადი და გაიცანი ჯაბა! არ ჩანს ცუდი ბიჭი._მითხრა ჩემმა ტყუპმა და შუბლზე მაკოცა. წავალ,მაგრამ როგორ ვუთხრა?! სახლში არ გადავალ გამორიცხულია ის გრძელფეხებიანები, უნდა ვნახო და ნერვები მომეშალოს. არა მაინც ვინეები არიან ერთმანეთის? ვკითხავ აუცილებლად ჯაბას. კომპიუტერის მაგიდაზე ჩემი ტელეფონი აწკრიალდა, მათემ ხელი დაავლო და ჩემსკენ გადმოაგდო, უცხნო ნომრის დანახვისას პირველი ჯაბა მომაგონდა. ტელეფონს სწრაფად დავწვდი და ვუპასუხე. -აზრი ხომ არ შეგიცვლია?_მომესმა მისი სასიამოვნო ბარიტონი, ღიმილმა გადამფარა. -შევიცვალე. რომელზე გამომივლი? -ერთ საათში გაიპრანჭები? -მოვასწრებ! -გელოდები. საწოლიდან წამოვდექი ,ჯერ მათეს ვაკოცე კისერში და მერე კარადა გამოვაღე! ნუ მოიწყენთ! დღეს პაემანზე მივდვარ! ხვალ მოგიყვებით რა მოხდა ჩემს პირველ პაემანზე! ჯაბასთან პირველ პაემანზე კი არა! ჩემი 18 წლის გამნავლობაში 'პირველ პაემანზე' გული ძალიან ლამაზად მირტყავს და ყველაფერ საუკეთესოს მპირდება! 'ღიმილი თვალებით' პაემანზე რა მოხდა? მოგიყვებით! კარადასთან ნახევარი საათი გავატარე, ოცი წუთიც სარკესთან ვიტრიალე! პირველი შემთხვევა ასე,რომ ვიპრანჭები, სხვაგვარად ვერც იქნება. პირველი პაემანია! მათე დავღალე, დაწუნებულ კაბებს თაბაშირზე გადავკიდებდი და უკმაყოფილოდ მიკრავდა კოპებს. აჟიტირებული ვიყავი. დედაჩემმა ოთახის კარები ნამცხვრებით ხელში შემოაღო და გაგვიღიმა, მათეს დანხვისას ღიმილი სიცილმა შეცვალა. -რა გჭირს დედი შენ? -შენი ქალიშვილი პაემანზე მიდის._ენა გამომიყო მათემ. დედაჩემს სახე შეეცვალა, ნერწყვი ხმაურით გადაუშვა ყელში და კოპები შემიკრა, მერე ჩუმად ჩაიფხუკუნა და დამატრიალა. შუბლზე მაკოცა და მამაჩემის სახელის ძახილით გავიდა ოთახიდან, ერთ წუთში ჩემი ოჯახი ჩემს ოთახში იჯდა და თვალს არ მაცილებდნენ, მათეს გულში ვლაძღავდი. მამაჩემმს ჩუმად ეღიმებოდა, ისე კოპები,რომ არ გაეხსნა. თათუ კაბებს ატრიალებდა ხელში და უკმაყოფილოდ ტუჩს მაღლა წევდა, გიო დედაჩემს ეჯდა კალთაში და ცერა თითს იწვალებდა. მათე? მათე ისევ ისე დგას საკიდად. -ვინ არის ის ბედნიერი?_მკითხა მამამ და კოპები გახსნა.ენა ჩამივარდა,რომ მეთქვა ჯაბა თქო? იქნებ სულაც არ ეხატება მამაჩემს გულზე ჩვენი მეზობელი? თვალები ძირს დავხარე და ძლივს ამოვილუღლუღე. -ჯაბა! -ოჰ._მხიარულად შესძახა მამამ._ ეს ჯაბა?_ხელი ჩემი ფანრჯისკენ გაიშვირა, ჯაბას სახლი დამანახა. -ხო ეგ._ვუპასუხე დასჯილი ბავშვივით. -მერე რას ჩამოგიშვია ცხვირი? ძალით მიყვახარ?_მკითხა მხიარულად მამამ და ფეხზე წამოდგა. -არ მიბრაზდები? -არა! მჯერა მე შენი და მეიმედები!_მითხა თბილად,შუბლზე მაკოცა და კარებისკენ წავიდა._ხო კიდევ, ეგ კაბა გაიხადე ზედმეტად ქალურია!_დედაც მამას გაყვა, მათემ ამოიხვნეშა და საკიდი გამომიწოდა! გავემზადე გამოვიკვაბწე და კარებთან დავდექი. ერთ საათში ჩემი ტელეფონიც აწკრიალდა... გელოდებიო მითხრა და გამითიშა, ჩემი სახლის ჭიშკართან დაეყენებინა მანქანა და მიყრდნობოდა. სიგარეტი სწრაფად გადააგდო და ჩემსკენ წამოვიდა. თვალები ამიციცმციმა, რომ არ მოვეწონო გავაფრენ! -ყველაფერს ასე იხდენ?_მკითხა და გამიღიმა. -არ ვარგა?_ვკითხე და თვალებით კაბას დავხედე! -სულელო! ძალიან გიხდება!_თვალები გამიბრწყინდა და ადგილზე მსუბუქად შევხტი, ჯაბას რომ არ დაენახა ისე! მანქანის კარები გამომიღო, მისი დახმარებით შავ აუდში მომათავსა და მანქანას შემოუარა. სალონი მისი გამაბრუებელი სუნამოს სუნით იყო გაჟღენთილი, ცხვირში სასიამოვნოდ მიღიტინებდა მამაკაცის ადეკოლონის და თვითონ ჯაბას სუნი. თვალები სიამოვნებით მივნაბე ცოტახნით. ჯაბას თბილმა ბარიტონმა გამომაფხიზლა._ როგორ განწყობაზე ხარ?_მკითხა და მანქანა დაქოქა. -ნორმალურზე! -მუსიკა გიყვარს?_მკითხა და ხელი რადიოსკენ წაიღო!თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და გავისუსე! ჩემთვის უკვდავი მელოდა გააჟღერა ჯაბამ! Guns'N Roses-this i love პირვლად ეს სიმღერა თომამ მოამსმენინა. ადრეულ ასაკში, მაშინ შევიყვარე გადაუყვარებლად. სულში ჩამწვდომია ეს სიმღერა ჩემთვის. თავი საზურგეს მივადე და ჯაბას გავხედე,აშკარად მიხვდა,რომ სიმღერამ ჩემზე დადებითად იმოქმედა. სიჩუმეს ჯიუტად არცერთი ვარღვევდით, ნახევარი საათის შემდეგ, მანქანა მყუდრო ადგილას გააჩერა. ერთი პატარა რესტორანი იდგა,თვალი სხვა ვერაფერს მივაწვდინე. გარემო კიდევ ერთხელ მოვათვალიერე და შეშინებულმა ავხედე ჯაბას. გამიღიმა და ჩემი ხელი თავისაში მოიქცია. რესტორანთან ოფიციალური მისალმებით შემოგვეგება, თეთრ პერანგში გამოწყობილი სათნო სახის მამაკაცი. ჯაბამ მეგობრულად დაკრა მხარზე ხელი, ოჯახიც მოიკითხა და რესტორანში შეგვატარა. გავკვრივებულმა მოვავლე რესტორანს თვალი, მაგიდების სიმჭიდროვის გამო ადგილები აღარ იყო! რას ვიფიქრებდი ამ მიყურებულ ადგილას თუ ვინმე მოვიდოდა... ჯაბამ ხელით მანიშნა წინ წავსულიყავი. ყოველთვის კომპლექსიანი ვიყავი სიარულის მხრივ, უკან თუ ვინმე მომყვება ფეხები ერთმანეთში მებლანდება და მთვრალი კაცივით დავბამცალებ! ახლაც ასე დამემართა, ბოლოს ნერვებმა მიმტყუნა და ჯაბას გვერდით ამოვუდექი. კომპლექსიანოო ჩუმად მიჩურჩულა და ხელი წელზე მომხვია. ჭიანჭველებმა დამიარა, ზურგი ისე მაგრად ამიხურდა,რომ მეგონა ვიწვოდი. ჯაბას უფრო მივეკარი მხრებით და გავუღიმე. რატომ უნდა დავმალო ის რასაც ვგრძნობ? გრძნობების მალვით, ბედნირეი ვერასდროს ვიქნები! თუმცა ზოგჯერ საჭიროა, შენი გულის ნადები შენთვის ჩუამდ ჩაიამრხო და ჩაასამარო. ყევლაფერი ფარგლებში!ჯაბამ დიდი დარბაზიდან პატარა დარბაზში შემიყვანა. სიჩუმე და სიმშვიდე გამეფებულიყო ირგვლივ, მარტო ჩვენ ვიდექით და ორ კაცზე გაწყობილი მაგიდა! სკამზე ნაზად დამსვა და თავისი ადიგილი დიაკავა! -ღვინოს ხომ დალევ?_სასმელს არ ვწყალობ,მაგრამ დღეს გამონაკლის დავუშვებ. -ერთ ჭიქას! -წითელი თუ თეთრი? -არ ვიცი! შენ მირჩიე._ავაფახუნე თვალები და ხელებით მაგიდას დავეყრდენი. -წითელი იყოს. მჭამელი ხარ?_მკითხა და თვალებში ჩამაშტერდა. -ჯიბეს უფრთხილდები?_გავეხუმრე და გადავიკისკისე.ჯაბამაც გამიცინა და ოფიციანტს,რომელიც შოარიახლოს ხელიხელგადადებული იდგა და სივრცეს გაჰყურებდა ხელით ანიშნა მოსულიყო. შეკვეთა მისცა და გაისტუმრა, მერე მე მომიტრიალდა და საუბრის წამოწყება სცადა. მეც მინდოდა ეს გაუსაძლისი დუმილი დამემსხვია. უჩვეულოდ თბილად და კომფორტულად ვგრძნობდი თავს! მშვიდად, თითქოს ჩემი პრობლემები სადღაც გადავინახე და ჩავკეტე,თოტახნით. ამას ჯაბას და მის მომხიბვლელ ღიმილს უნდა ვუმადლოდე. ენაწყლიანია რასდროს ვყოფილვარ,მაგრამ ახლა სადედმამიშვილოდ ვარ დამუნჯებული. ჯაბას,რომა რ იღებს ხმას მიყურებს და მიღიმის. მეც ვუყურებ და მეღიმება, მეთბობ ეს ადამიანი მე! ძალიან მათბობს და მახარებს! თვალები ჩემს უკან სივრცეზე გადიატანა, სახე დაეძაბა და ფერები გადაუვიდა მეც ღიმილით შევატრიალე თავი, მის მზერას გავუსწორე თვალი! მაღალი ლამაზი მოხდენილი ქალი და მამაკაცი ჩვენსკენ მოდიოდნენ. ოფიციანტი ფერწასული დაიძრა მათკენ, ჯაბამ ხელით გააჩერა. ფეხზე უფრო დაწყნარებული სახით წამოდგა და გაიღიმა. მომეშვა! აშკარად დაუპატიჟებელი სტუმრები, ჩვენს მაგიდასთან გაჩერდნენ და მზერა ჩემზე შეაჩერეს. -დროს არ კარგავს კანკია._მამაკაცის ირონიული ხმა ექოსავით გაისმა ცარიელ დარბაზში. -ხო. ნადირობის სეზონი გავხსენი ნოდია! _კბილებში გამოსცრა ჯაბას და სახე დაეძაბა, ვხედავდი როგორ დაეჭიმა თითოეული ძარღვი!_გინდა რამე?_იკითხა და ქალს გახედა! -სიანტერესოა ამ გოგოს პატრონი არ ყავს შენთან ერთად,რომ ზის!_ქალის წიკვინა ხმამ ყურები დამიგუბა, ხელები და ფეხები ერთიანად ამიკანკალდა. ჯაბამ მუშტები მაგრად შეკრა და წინ ოდნავ წაიწია, მივხვდი რომ ახლა თუ არ გავაჩერებ კარგი არაფერი მოხდება. ფეხზე დაფეთებული წამოვდექი და ჯაბას მკლავში ქორივით ჩავაფრინიდ. არ ვიცი როგორ,მაგრამ ჩემი შეხებისას, სახე და სხეული ერთიანად დაუმშვიდდა. მუშტებით გახსნა და ამღვრეული თვალები მომანათა. ბოდიშებს მიხდიდა იმ ლამაზი მომღიმარი თვალებით. გავუღიმე და ხელი უფრო მოვუჭირე მკლავზე. ვაგრძნობინე,რომ არაფერია საპატიებელი და მისი მჯერა. თვალებით გამიღიმა და ენამწარე წყვილს გახედა! -თქვენი წასვლის დროა!_ უთხრა მშვიდი და მკაცრი ტონით. -წავალთ წავალთ! თავს მიხედე ჩემო კარგო!_კიდევ ერთხელ დაიგესლა ქალი და გატრიალდა მას მამაკაციცი მიყვა. ჯაბას ხელი შევუშვი და ჩემს ადგილს დავურუნდი, ის თავისას. -ვწუხვარ ასე,რომ გამოვიდა! -ხდება ხოლმე! -დიდი იმედ მაქვს,მეორე პაემანზე უარს არ მეტყვი._მითხრა მხიარულმა და გამიცინა. -იმედი მაქვს!_ენამწარე წყვილზე საუბრის წამოსწყებას არ აპირებდა, გავბრაზდი ახსნის ღირსიც არ ვარ? იქნებ როგორ მაინტერესებ? თუ მარტო ის თვალებით ღიმილი იკმარა? იკადროს და ამიხსნას,რატომ მიწოდა იმ ქალმა უპატრონო! ამის გახსენებისას ტანში გამცრა, ჩემი ოჯახის შეურაწყოფამ ყელში დიდი ბურთი გამიჩინა. თვალები ამიწყლიანდა ნერვიულობისგან, ჯაბას აშკარად არ გამოპარვია ჩემი ცვალებადი სახის დანახვა. -კარგად ხარ ანა?_მკითხა და ჩემსკენ გადმოიხარა. ძლივს მოვუყარე სიტყვებს თავი. -კი კარგად ვარ! -ფერი არ გადევს სახეზე. წავიდეთ!_მითხრა და ფეხზე წამომაყენა, მეც დავყევი მის ნებას. წელზე ხელი მომხვია, ისევ ისე გამაცხელა. ლამის ალი ამივიდა! თავი მხარზე მივადე და რესტორანი დავტოვეთ. მანქანისკენ არ წასულა, ფეხით გაუყვა ნახევარზე განათებულ ქუჩას. არ მეშინოდა ვემდობოდი. ხელი ისევ ჩემ წელზე ქონდა მხოვეული, მე ისევ ვიწვოდი. მეც ინსტიქტურად ჩემი წვრილი ხელები წელზე ძლივს შემოვაწვდინე და გვერდიდან მივეკარი! გამიღიმა, დაიხარა და თავზე ოდნავ შემახო ტუჩები... ხმა არ ამოგვირია ისე ვსერინობდით. მე ვგრძნობდი,რომ აუცილებლად დავთანხმდებოდი ჯაბა კანკიას მეორე პაემანს, სხვაგვარად არ არსებობს! მომწონს და მათბობს ეს ბიჭი! სულში შემომიძვრა და ხელების ფათური დმაიწყო, თან ისე ,რომ არაფერი მატინოს! თომას ტკივილი ისე მირტყავდა ამ დამშვიდებულ გულზე! სულს ისევ მიტიოკებდა. ჩემს თავში უდიდესი რამ აღმოვაჩინე, აღმოვაჩინე,რომ მათეს გარდა კიდევ შემეძლო ვიღაცის მხარს დაუფიქრებლად დავყრდნობოდი! ჯაბას მხარი ისეთი მყარი და ურყევია,რომ მე აუცილებლად გამიძლებს.. ჩემს ძმასაც მოვხსნი იმ დიდ ტვირთს მხრებიდან. ჯაბა კი აუცილებლად გამიგებს და მიწილადებს მის ძლიერ მხრებს,ახლა ასე,რომ ვარ მიკრული! მანქანასთან უხმოდ დავბრუნდით! სახლთან მისულმა ძლივს გადავდგი ფეხი მანქანიდან, არ მინდა დამეტოვებინა. უკვე მენატრებოდა ის სუნი მანქანაში,რომ მიღიტინებდა. ჯაბაც გადმომყვა და წინ ამესვეტა. ოდავ დაიხარა და შუბლზე გაყინული ტუჩები მომადო, მერე ძლიერი მკლავები მომხვია და თმებზე მაკოცა! ასე დავემშვიდობე ჯაბას იმ საღამოს! თბილად და ტკბილად! დავინახე,როგორ იღიმოდა დედა ოთახის ფანჯრიდან! მეორე პაემანზე,უფრო მეტი სასაუბრო გვექნება! თემას რა გამოლევს! მაგასაც მოგიყვებით,ახლა უნდა დავიძინო! საიდუმლოს გაგიმხელთ სანამ ძილს მივცემ თავს! მე შემიყვარდა! შემიყვარდა მისი თვალები, ასე უდიერად,რომ მიღიმიან ხოლმე! 'მოგზაურობა' ორშაბათმაც მოგვიკაკუნა, თან ისე მწარედ,რომ ოთხეული შეგვარყია! საავადმყოფოს კიბებთან ატუზულები ვდგავართ და ერთმანეთს ვამხნევებთ! თვალებით. ძალიან ბევრჯერ დავფიქრებულვარ, ზოგჯერ ჩემს ცხოვრებაში იმდენი რამ მომხდარა, ტკივილი რაც შემდეგ სიტყვებს უმკურნალია! სულისჩამწვდომ და ამაღლებულ სიტყვებს! ზედაპირულს კი არა, გულით რომ გეუბნებიან და შენც,რომ გრძნობ იმის ნათქვამი სიტყვები მალამოსავით,რომ გედება და გაძლიერებს. ზოგჯერ ქცევით ვერ ვაკოწიწებთ იმ ძალებს,რომლებსაც სიტყვებით. ორივე ერთად კი საოცრება! სიტყვებით დანახული ქცევა. გაანალიზება,რომ ის ადამიანი ბოლომდე შენთან იქნება, ბოლომდე მოგყვება და გიჩიჩინებს,რომ ასე არასწორია. ტვინში და გულში შემოგიძვრება და იმ გზას დაგანახებს შენ მარტო,რომ ვერ ხედავ! ერთად ივლით მერე იმ გზაზე, სხვა დროსაც დაგჭირდება მისი ტვინში შემოძრომა და იმიტომ! რატომ ვილაყბე ამდენი?! მარტივია მიხვდებით! თუ თქვენც გამოგიცდიათ მსგავსი! მე სიტყვით ისეთ კოშკებზე ჩამიყრია საფუძველი და ქცევებით ისეთი კოშკები ამიშენებია,რომლებიც დღეს მყარი და ურყევია! მაინც დავამძიმე ეს ფარატინა ფურცელი ჩემი ემოციებით! მოვახვიე თავს ყველაფერი ჩემი და გავხადე მისიც! რა ვქნა? სხვანაირად არ შემიძლია,რომ არ დავიცალო გავსკდები! ის ადამიანები,რომლებიც ახლა იმ სიტყვებით უნდა მაძლიერებდნენ საავადმყოფოს კიბეებზე არიან მიყდნობილები და იცრემლებიან. მე ვარ ძალიან სუსტი, რომ არ შემიძლია ჩემი ტკივილი დღეს რომელიმეს გავუმხილო! ვიცი,რომ მერე უდიდეს ძალას ვიპოვი,მაგრამ პირს მაინც არ ვაღებ! თომას თვალების სედდიანობის მეშინია! სუსტი ვარ ძალიან სუსტი! ლინდას თავი თომას მკერდზე ძალიან, მაგრად აქვს მიბჯენილი და მძიმედ სუნთქავას, ხელებით კი შვილს ეფერება და ტუჩების ამოძრავებს, ალბათ ელაპარაკება! მათემ ფერწასულმა და მაინც იმედიანმა დახედა საათს და ხელებით გვანიშნა,რომ დროა! ფეხისკანკალით ავიარე 12 კიბე და საავადმყოფოს დერეფანს დავუყევით! კაბინეტთან ყველა შევჩერდით, თომამ ღიმილით გადმოგვხედა და ისევ მე შემიყვანა! სკამზე ისევ ისე დაეხეთქა და მე ისევ ისე მეტკინა ძვლები. ანალიზების პასუხი ხელში ოდნავ შეათამაშა კახამ და თომას გაუღიმა. მივხვდი,რომ სახლში მისულს ათასი ტყუიპის მოფიქრება დამჭირდებოდა! მივხვდი,რომ მშობლებს ტყუილებით უნდ აავუხვიოთ თვალები და მერე ვატკინოთ. ყველა ვარიანტში,რომ ვატკენთ ვიცი. თომას ფეხები ინსტიქტურად აუკანკალდა, მე ხელი ნელა დავადე და დავაწყნარე. -ყველაფერი ნორმაშია! ნერვიულობა არ ღირს დამიჯერე! ყველაფერი ისეა როგორც უნდა იყოს, უბრალოდ ოპერაცია მაინც დაგჭირდება! ჩვენმა სამთვიანმა მკურნალობამ ნაწილობრივ შედეგი გამოიღო, იცი ეს რამდენს ნიშნავს? საფრთხე განახევრდა ის 99%- 50%_ზე ჩამოვიდა! ახლა შემიძლია ჩემს სიტყვებში დარწმუნებულმა გითხრა,რომ მე ამ ოპერაციის მჯერა. შენც უნდა დიაჯერო! დღესვე წავალ და საბუთებს მოვაგვარებ! მეტასტაზები იმდენად აღარაა გამჯდარი შენში,როგორც სამი თვის წინ! საბოლოდ გერმანიაში გააქრობენ! დასკვნა აგერაა და წაიღე, შენი თვალით წაიკითხე რამხელა შანსები გვაქვს. შენს ექიმს პირადად ველაპარაკე ერთი საათის წინ, სასწრაფოდ მოითხოვა შენი ჩასვლა, დროის დაკარგვა არ შეიძლება! ამით დავადებას უფრო გავზრდით და გავამყარებთ. ორი კაცის წასვლაა შესაძლებელი, თქვენ წახვალთ ალბათ ხო? იცით როგორ ვიყავი? არა არ გეცოდინებათ იმიტომ,რომ მეც არ ვიცი. გათიშული და დაბნეული! იმდენად გამაძლიერა ექიმის სიტყვებმა,რომ გონება გამეთიშა და სიტყვები დამემალნენ! თომას ვუყურებდი და ვტიროდი ცრემლებს ვგრძნობდი მარტო, ისიც ტიროდა და ხელს უფრო და უფორ მიჭერდა. ძალიან მაგრები,რომ ვიყავით ყოველთვის ვიცოდი,მაგრამ ასეთი მაგრები?! შევძელით და დავამონეთ,სიკვდილთან ბრძოლა წამოვიწყეთ და სისრულეში მოგვყავს! მე იმ წუთასვე ვიცოდი,რომ ჩემი ადგილი ჯერ არ იყო თომას გვერდით ახლა მას ლინდა უფრო სჭირდებოდა! ექიმს გაღიმებულმა შევხედე და სიტყვები ძლივს ამოვღერღე! -არა! ცოლთან ერთად წავა!_თომამ ოდნავ ჩაიცინა და მაგრად მომეხვია. კაბინეტი ძალიან ძლიერებმა დავტოვეთ, ლინდა მათეს მხარზე კრუსუნებდა! ჩვენი დანახვისას ფეხზე წამოვარდნენ და სუნთქვა გახშირებულები მოგვიხლოვდნენ. ლინდა, ქმარს მივარდა და კისერზე მოხვია ხელები! თან ჩურჩულებდა.'რაც არ უნდა მოხდეს სულ შენთან ვიქნები! არ მოგცილდები თომ, სულ სულ აქ გეყოლები და მოგეფერები!'თომამ თავზე კოცნა და სიტვაცია აუხსნა. მთელი გზა გეგებს ვაწყობდით როგორ უნდა დაგვეთანხმებინა მამა და დედა ჩვენს გაშვებაზე. სახლში ყველა ერთად მივედით, ტყუილი ჩემთვის იმხელა დანაშაულია,რომ სული ამიკანკალდა. მამაჩემის სუფთა თვალებს,რომ ჩავხედე გულმა რამოდენიმე დარტყმა გამოტოვა,ჩემთანაც და ტყუპთანაც! დივანზე მოვკალათდი და გამშრალი პირი წყლით გავისველე. თომამ ღიმილიანმა დაიწყო სიტვაციის ახსნა! -მე და ლინდა თაფლობის თვეში მივდივართ! -გაგიჟდა ეს ბიჭი მგონი!_ჩაიცინა ქრისტიმ._თაფლობის თვეში არ იყავით? - კარგი რა! თაფლობის თვე ყოველ წელს კარგია, არც მე ვიტყოდი უარს კიდევ ერთხელ სადმე წასვლაზე._ თვალები ააფახუნა დედამ და მამას გახედა, თომა მაღლაკელიძემ გულიანად გადაიხარხარა და დედას პირობა მისცა,რომ აუცილებლად წაიყვანდა კიდევ სადმე! პირობა პრიობააო თვალები დაუბრიალა და ჩვენ მოგვიბრუნდა!_სად გინდათ წასვლა? -გერმანიაში!_მოკლედ მოუჭრა თომამ. -რატო გერმანია? -სულ მინდოდა ბერლინი მენახა!_დააბრეხვა ჩემმა რძალმა! -თქვენი ცხოვრების თქვნ იცით. როდისთვის აპირებთ წასვლას? -რავიცი დე! ასე ერთ კვირაში ალბათ! ეს თემა ასე დავხურეთ...საბუთებზე სირბილი საავადმყოფოდან საელჩოში, ექიმების დახმარებები და ბოლოს აეროპორტი! თვალებ აცრემლებული მშობლები! გაცილებული წყვილი 'თაფლობის თქვეში'! ქრისტი ძალიან ცუდად ბურტყუნებდა მთელი გზა, არ მომწონს მე მაგათი თაფლობის თქვე, რაღა გერმანია აიჩემესო. დედაა და გული უგრძნობდა! მთელი ორი დღე ეკლებზე ვიჯექით მე და ტყუპი. მესამე დღეს მათემ დროაო და ოთახი გიჟებმა დავტოვეთ. ოჯახი ერთად იყო! -ჩვენც გვინდა მოგზაურობა! -თქვენც თაფლობის თვე გინდათ მა!_გაგვეხუმრა მამა! -აუცილებელია თაფლობის თვეს იმოგზაურო?_წარბები აწია მათემ._თავზე დავადგებით წყვილს რა, გაუსწორედებათ იმათთაც და ჩვენც! -რაღაც ხდება თქვენ თავს!_აენთო ქრისტი! -რა უნდა ხდებოდეს ბიცო? ლინდასი არ იყოს მეც ყოველთვის მინდოდა გერმანიის დათვალიერება._რომ იცოდეთ,როგორ ვერ ვიტან! -ვიზა გაქვთ?_დაგვცინა მამამ. -მა, შენ ხომ ყველაზე მაგარი მამა ხარ? შენ შეგვყევი რა საელჩოში გთხოვ._ყელი გავწელე მე! -შვილო, ვიზას 2-3 თვე მაინც უნდა იცი შენ ეგ? მანამდე ისინი ათჯერ ჩამოვლენ და წავლენ! -ტურისტულით რა! -მე შემოგყვებით. აგერ ნახავთ მთელი ორი თვე ლოდინით,რომ გაიტანჯებით! საელჩოში რა მოხდა?! მამამ ყველა მეგობრულად მოიკითხა და კარები შეაღო. გასაუბრებაზე მე და მათემ დაზეპირებული ტექსტი გავიმეორეთ. ორი-სამი კვირით გვინდა წასვლა, დათვალიერება და ჩამსოვლა თქო. საბუთებს ერთი საათი უჩხრიკინა, ნერვები დამაწყდა. მამამაც ჩააკვეხა ერთი ორი სიტყვა და წამოვედით. მეორე კვირაა ნერვიულად ველოდებით ზარს! თომა საოპერაციოდ ემზადება, ერთ კვირაში ვიკეთებო! ისე მინდოდა მის გვერდით ვყოფილიყავი იმ დროს! როგორ ვჭირდებოდით ორივეს. ლინდა მეცოდებოდა მარტოს ამდენი რამის გადატანა,რომ უწევდა. თომას,რომ რამე მოსვლოდა მარტოს რა უნა ექნა?! სულ გაუბედურდებოდა, კაცმა არ იცის რას დამართებდა თავს! არ მინდოდა ამაზე ფიქრი საშინლად არ მინდოდა! ფიქრების გასაფანტად ჯაბა გავიხსენე! პაემნის მერე არ შემხმიანებია! სად გაქრა ასე უცებ? გული ჩუმად მწყდებოდა მის გაუჩიანრებაზე,უბრალოდ იმდენად ვიყავი ამ პროლემებით გაბრუებული,რომ ფიქრისთვის დრო არ მრჩებოდა! ღამე მეფიქრებოდა და გული მტკიოდა,ასე უპასუხისმგებლოდ,რომ მომექცა. ტელეფონი რამოდენიმეჯერ ავათამაშე ხელში მე ხომ არ მივწერო თქო,მაგრამ ვერ მივწერე! გულმა არ მიმიშვა იქნებ რა საქმზეა და შევაწუხო თქო. ასე გავიდა ის დღეს მეორე დღეს გამოჩნდა ჩემი პირველი პაემნის მიმსაკუთრებელი! კარებზე ყვავილებით ხელში მომადგა. თვალებით მიღიმოდა, სახლში შემოვუშვი და განაწყენებულმა გამოვართვი ყვავილები! მამაჩემთან და მათესთან ერთად დაჯდა, მე დედასთან და ბიცოლასთან სამზარეულოში გავცუნცულდი. დედამ ბედნირებისგან ახივებო! ბიცოლამ სენი შეგეყარაო! მისაღებში დავბრუდნი და ჯაბას მივუჯექი. მამაჩემმა გამიღიმა და მათე ღვინის ჩამოსასხმელად გაგზავნა! მოვილხინეთ! ყველამ ერთად. თომაზე და მის მდგომარეოაბზე ფიქრი წამითაც არ მცილდებოდა, მათე სულ დაძაბული მიყურებდა! ჯაბამ თვალებით მანიშნა,რომ დღეს ცალკე უნდა მელაპარაკოს! სტუმარი ორ საათში გავაცილეთ! მეც უკან გავყე. კარებს გავცდით თუ არა გიჟივით მეცა და ჩამეხუტა. მონატრებულ სხეულს მაგრად მივეკარი და სიამოვნებისგან გავიტრუნე! -ძლივს გავძელი,რომ არ ჩაგხუტებოდი._აღიარა ჯაბამ, მესიამოვნა!_ეს უსიტყვო ორი კვირა მაპატიე რა. _მითხრა ნაღვლიანმა. -უკვე გაპატიე! -რა კარგი ხარ,რომ იცოდე შენ!_მითხრა და ისევ მიმიკრა. ამ ხნის მანზილზე პირვლად ვიფიქრე,რომ ჯაბა უნდა დამეტოვებინა და წავსულიყავი. გულმა დამკრა, შინაგანად ხომ ამოვტრიალდი და გარედან ადგილზე გავქანავდი. ჯაბამ ხელი შემაშველა არ წამექცეო. დაფეთებული მივარდი და მოვეხვიე, ისიც მიკრავდა და თმაზე მკოცნიდა... -ჯაბა მე მივდივარ!_არანაირი რეაქცია, გული მომიკვდა. -რამდნე ხანში ჩამოხვალ?_სულიც მომიკვდა. -არ ვიცი._ძლივს დავიმორჩილე სიტყვები. -მომენატრები._გულიც და სულიც ოდნავ შეფხიზლდა! -მეც. ჯაბა სახლში გადავიდა! ოთახში სლუკუნით ავედი და მათეს მოვეხვიე, ყველაფერი მოვუყევი! დამცინა. რა მტრიალა მყევხარო, კალთაზე ხომ არ ჩამოგეკიდებოდა ის ბიჭიო. ერთად დავიძინეთ მე და ჩემმა ტყუპმა. ისე ჩავეფსკვენი ტყუპს, უცხო იფიქრებდა დაწებებულები ყავთ მშობლებსო! დილით მამაჩემის გაბადრული სახე წამოგავდა თავზე. ბარგი ჩაალაგეთო გვითხრა და ოთახიდან გავიდა! ერთმანეთს ვახტებოდით მე და მათე! ორი ჩემოდნით ხელში გავედით მისაღებში. მამაჩემმა გემრიელად გადიახარხარა. -ჯერ ვიზა გამოიტანეთ, ბილეთი იყიდეთ და მერე მოემზადეთ._გაგვაბრიყვა! ვიზებიც გამოვიტანეთ ბილეთებიც ვიყიდეთ და აეროპორტშიც წავედით! ისე კი მიკვრიდა ასე მალე,რომ მოგვცეს,მაგრამ ტურისტულია და ალბათ მაგიტომ თქო ვიფიქრე. ისევ ცრემლები. საგრძნობლად აჩქარებული გული და პულსაცია. მიყვარს ეს მომენტი, რაღაცნაირად,რომ დაიწყებს გული ფეთქვას! ჯაბას მონატრება ვიგრძენი! სუნიც ვიგრძენი მისი,მაგრამ ჩემს უხვ ფანტაზიას დავაბრალე ყველაფერი! მათეს მივეკარი და თომას და ლინდას ნახვის მოლოდინში ჩავთვლიმე! შავი ყდა ხმაურიდ დავხურე და ცრემლები გადმოვყარე! აღარ მინდოდა იმის წაკითხვა რაც იქ ეწერა, ვეღარ გავუძლებდი იმ ტკივილს რაც ძლივს გადავაგორე. ბალიშს მაგრად მოვუჭირე ხელები და დავიღმულე,სიმწრით დავირღმუილე! ჩემი ცხოვრების ყველა ტკივილი ამოვაყოლე ჩემს სასოწარკვეთილ ხმას. საწოლზე გულაღმა გავწექი და შუბლი ბალიშს ვურტყი. გამწარებული ვიყავი,წარსულის მოგონებებით გამწარებული და გაბოროტებული. ცხოვრებისეულ ტკივლებს გაბოროტებული ვუმკლავდებოდი უკვე წელია. სულიერად გამანადგურა 3 წლის წინ მომხდარმა ფაქტებმა ნაცარტუტად აგცია ჩემი მოგონებების ზღვა. კანის გაგლეჯვა და ფანჯრიდან გადაყრამინდოდა. გული მეგლიჯებოდა და მინაკუწდებოდა, მჯიჯგინდა ყველაფერი რაც წარსულს უკავშირდებოდა. მარტო ის წელბი არ მძულს სანამ მას ვნახავდი. ის 18 წელი მიყავრს მარტო, იმ წლებით ვცოცხლობ და კიდევე ერთი არსებით. მისი არსებობის სუნი მაძლებინებს დღეს, მისი წყალობით ვარ ცოცხალი,რომ არ ის დღეს ჩემი მოსაგონებელი სფლავიც არ იქენბოდა. საწოლზე წამოვჯექი და ცრემლები მუჭით მოვიწმინდე, ასე გრძელდება უკვე წლებია! ამ ჩანაწერებმა კი სულ გამაუბედურა. ფეხები ზლივს დავიმორჩილე ოთახიდან,რომ გავსულიყავი. მისაღებშიო მათე და ჩემი ნათელი წერტილი კუბიკებით თამაშობდნენ. მათემ დასიებულ თვალებზე შეაჩრა მზერა, ფეხზე ნელა წამოდგა და ჩემთა მოვიდა. ისე მაგრად მომხვია ხელები,რომ ძველბის ტკაცუნი გავიგონე. -არ ღირს ტასუკ, ნუ იტანჯავ თავს რა. -მძულს მათე მძულს! _ავყმულდი მე და ძმას მხარზე ოდნავ ვუკბინე, რაღაცაზე,რომ არ გადამეტანა ტკივილი გავაფრენდი! გავგიჟდებოდი და ჩემი ბოლო საგიჟეთის კედლები იქნებოდა. ჩემმა პატარამ ჩაწითლებული თვალები მომანათა, ნიკაპი აუკანკალდა და აკრუსუნდა. მათეს მხარს მოვცილდი და სწრაფად წავედი მისკენ. ხელში ავიყვანე და გულზე მივიხუტე, თავზე ვკოცნიდი და დამშვიდებას ვთხოვდი. თავი მხარზე მომადო,მისმა ცხელმა ცრემლმა მხარი ამიწვა. პატარა ორმა გააკეთა ჩემს მხარზე. ძვალზეც ვიგრძენი სიმხურვალე. -ჩუ დე ნუ ტირი რა!_ვემუდარებოდი შვილს და თავზე გამეტებით ვკოცნიდი. ათ წუთში მისი დამშვიდებული სუნთქვა ისმოდა, ახლა ონდავ სლუკუნებდა. დივნის სახელურზე ჩამოვჯექი და შვილი ოდნავ წინ წავწიე. სახის ყველა ნაკვთი დავუკოცნე და ისევ მივიხუტე. მისი თითოეული გამოხევდა იმ წარსულს მახსენებს გული,რომ დამიფლითა. შვილს,რომ ვუყურებ სითბო მეღვრება. მარტო მაშინ ვგრძმობ,რომ ადამიანი ვარ. მარტო მაშინ შემიზლია ვისუნთქო წმინდა ჰაერით და არა გაბოროტებულით. მათემ ბავშვი გამოამრთვა და ისევ კუბიკებთან დასვა თვითონ კი სამზარეულოსკენ მიბიძგა. ფეხზე ნელა წამოვდექი და სამზარეულოში გავედი. ჩაიდანი ჩავრთე და ფინჯნები გამოვალაგე. ჩემი ტუპი ფეხდაფეხ მომყვა. -ჩანაწერები წაიკითხე ხო?_მკითხა გამწყრალი ტონით და თვალები დამიბრიალა. ვერასდროს ვერაფერს გამოვაპარებდი. -იქ ყველაფერი სხვანაირად იყო. უკეთესად მათე!_ავტირდი ისევ და ტყუპს მოვეხვიე. -ნუ ტირი რა! გემუდარები ნუ ტირი თორე ვმწარედები, გული მტკივა ტასუკ ასეთს,რომ გხედავ.შენც ხომ იცი,რომ არ ღირს? არა მაგ ცრემლების ღირსი. გემუდარები გაჩერდი რა. გაიხსენე,რომ ვაკო გყავს გასაზრდელი. ასე,რომ იტირო და იდარდო მოკვდები შენ. ბავშვს რას უშვები? დედა სჭირდება ტასუკ ვაკოს დედა! გაიგე რა ეს დედააფეთქებული. _ოდნავ აუწია ხმას ჩემმა მათემ, სიყავრულით რომ მეჩხუბებოდა ვიცოდი. ჩემს გამო,რომ აკეთებდა ეგეც ვიცოდი! ზურგი ვაქციე ჩემს ტყუპს და ყავა დავასხი. მისაღებში ბავშვთან გავედით, ორივე ვაკოს ვუყურებდით. მის გარეშე რა მეშველებოდა? მარტო ამისთვის ვუხდი იმ წარსულს მადლობას მარტო ამისთვის ვუხდი მასთან გატარებულ ერთ წელს მადლობას,რომ ვაკო მაჩუქა! სხვა ყვეალფერი მძულს იმ ერთი წლიდან. ვერაფრით შევეცვიე,რომ ყველაფერი მორჩა და აღარაფერი იქნება ისე როგორც ადრე. დედ-მამამ ჩემი ორსულობის ამავი,რომ გაიგო თავიდან გამიბრაზდნენ,მაგრამ ვერ მიმატოვეს. დედა აცრემლებული მოვიდა და გულში ჩამიკრა.მამას თვალებში ის ჩამქრალი სიამაყე დავიანხე ჩემი დანახვისას,რომ ინთებოდა ხოლმე. გული მომეწორა მაშინ და სუნთქვა შემეკრა. ბავშვი გავაჩინე და სამ თვეში ცალკე გადმოვედი საცხოვრებლად მათესთან ერთად. გვერდიდან არ მცილდებოდა მთელი ეს დრო. სულ ცდილობდა,რომ ყველაფერი დამევიწყებინა. ფინჯანი მინის პატარა მაგიდაზე დავდე და ტელეფონისკენ გავწიე ხელი. -ტასუკ როგორ ხარ?_მკითხა მხიარულმა ლინდამ. -კარგად რძალო შენ? -გადამრიეს ამათმა,სისხლს მიშრობენ მამიან შვილებიანად._დაიწუწუნა ლინდამ და გაიცინა. -გამოდით ჩემთან მიდი. -კარგი რა ამდენი ბავშვით სად ავიბარგო? თქვენ გამოდით. -კარგი ახლა რა. ერთი შენ დაიჭირე მეორე თომამ და გამოდით. გელდოებით._პასუხს აღარ დავლოდებივარ ტელფოინი გავთიშე და ფინჯნები სამზაეულოში გვაიტანე. საღამოს თომა სახეგაბადრული მოგვადგა კარზე. კისერზე კუსა ყავდა შესმული და ცხენობანას თამაშობდნენ. ვაკომ ბავშვების დანახვისას მხიარულად წამოკივლა ბგერები. გამართულად საუბარს როდის დაიწყებს ერთი სული მაქვს. სამზარეულოში ვისხედით მე და ლინდა, ბავშვებზე მიყვებოდა მე ჩემს ვაკუნაზე ვუყვებოდი. ორივეს ერთი საწუწუნო გვქონდა ტანსაცმელი! მალე უპატარავდებათ და სასწრაფოდ უნდა ვუყიდოო. რამდენჯერ მიტირია ჩუმად თომას და ლინდას შემხედვარე, სული მიდუღს ასეთი სიყვარული,რომ აკაავშირებთ. რამდენჯერ მიტირია ვაკოს უმამობაზე.რამდენჯერ მიტირია ქმარზე,არასებულზე. ყველაფერი,რომ მეწიწკნებოდა მერე! ხვალ საყიდლებზე წავალთ შევთანხმდით და მისაღებში გავედით. ბიჭები ტეელვიზორს უყურებდნენ,პატარებს მთელი მისაღები თავზე ეხურათ. სათამაშოები,რომლებიც ფეხებში მედებოდა,ენით არღუწერელ სიამოვნებას მანიჭებდა. იმის გაანალიზება,რომ მე მარტო არასდროს ვიქნები მაბედნიერებდა. თომას მხარდაჭერას,რომ ვგრძნობდი ხოლმე სისხლი, მდიუღდა მის სულისშემაძრწუნებელ სიტყვებს,რომ ვისმენდი თავი მსოფლიოს ბატონ პატრონი მგონია! გვიან გავაცილეთ ოჯახი. ვაკო საწოლში ჩავაწვინე და ის დათუნია ჩავუწვინე ჩემი ერთი წლის მოგონებებს,რომ ინახავს. არ გადავაგდე თავი ვალდებულად ვიგძენი, ვაკოს მისი არსებობა ეგრძნო. რაც არ უნდა მხოდეს პირობა დავდე,რომ ჩემი პირველი შვილის სათამაშო იქნებოდა. ჩუმად მოპარული ცრემლები ხელის ზურგით მოვიწმინდე და ჩემს პატარას მივუწექი. თმაზე ნელა ვეფერებოდა. ხელები მიკანკალებდა მისი ნაზი და ფაფუკი თმების შეხებისას. ყველაფერს იმ წარსულთან ვაკავშირებ როცა ვაკუნას ვეხები. რაც არ უნდა მოხდეს ვერასდროს დავივიწყებ, არასდროს მომცემს ის წარსული უფლებას, ცხოვრება მშვიდად გავაგრძელო. დილით პატარა და თბილი ხელების შეხებამ გამაგღვიძა.ვაკოს წავეთამაშე,დიდხანს ვეფერე და ფეხზე ავდექი. მისაღებში პიჟამათი გაბუბღდა ჩემი შვილი,ტანსაცმლით ხელში უკან გავყე. თომა და მათე მისაღებში ისხდნენ და რაღაცაზე საუბრობდნენ. თომამ დამინახა და პირი უხერხულად დაკუმა. ბიძაშვილი გადაკოცნე და ვაკო კალთაში ჩავიჯინე. -ლინდა გელოდება სადღაც ვართ წასასვლელებიო. _მითხრა თომამ და ვაკოს ცხვირზე წაეთამაშა. -ხო,ხო. საყიდლებზე ვართ გასასვლელები. ფეხე წამოვდექი და ოთახში შევედი. კარადასთან იმდენი ხანი დავყავი,რომ ბოლოს მეც დავიღალე საკუთარი თავის ლოდინით. სახლიდან მე და ვაკო ორ საათში გავედით, ეტლი მანქანის საბარგულში ჩავდე,ვაკო უკან თავის სავარძელში ჩავსვი და დავაბი. ხელებს უმისამართოდ იქნევდა და რაღაცას ტიტინებდა. მთელი გზა სარკეში ვიყურებოდი და ჩემს ბიჭის ტიტინს ვყვებოდი. ლინდას სახლთან საცობების გამო ნახევარ საათში მივედით. სადარბაზოსთან მელოდებოდა ბავშვებით, მანქანიდნა გადავედი და კუსას მანქანის სავარძელი გამოვართვი, ლუკა შუაში ჩაუჯდა დას და ბიძაშვილს. სავაჭრო ცენტრში სამი ბავშვით სიარული იმაზე დამღლელი აღმოჩნდა ვიდრე ოდესმე. ყველაფერს,რომ მოვრჩით ნავაჭრი მანქნაში ჩავალგეთ და ახლომდებარე კაფეში შევედით. ვაკო ვანილიანი ნაყინის მეტს არაფერს ჭამდა, ამაზეც ისე მაგრად დამარტყა გულმა,რომ სუნთქვა გამიჭირდა. მამამისის ასლია ყველანაირად. ჯერ სულ რაღაც ორი წლისა და საქიელებით მარტო მას გავს. სახლში ძალაგამოცლილები დავბრუნდით. მათე არ დამხვდა შინ, ვაკო საწოლში ჩავწვინე და მივუწექი. შვილთან ერთად მეც ჩამეძინა. შუადრის ძილი ყოველთვის მიყავრდა,რაღაცნაირად ვისვენებ და ემოციებისგან ვიტვირთები. ვაკოსთან ერთად ყოველთვის ვერზიარები ამ სიამოვნებას. თვალები,რომ გავახილე, ვაკუნა საწოლში აღარ იწვა. ერთი და იგივე ხდებოდა სულ. არაფერი არ იცვლებოდა. სამსახურის დაწყება რამდენჯერ ვცადე,მაგრამ ვაკუნა ვერავის ვანდე. ძიძებზე ისეთ გადაცემას მაქვს ნაყურები,რომ შვილს არმისთვის ვერ გავიმეტებ. დედაჩემს ვუტოვებ უკიდურეს შემთხვევებში ან მათეს. ბაღში მიყვანაზეც ვიფიქრე,მაგრა ჯერ პატარაა სამის,რომ გახდება შევიყვან ჯერ კიდევ ერთი წელი მაქვს დრო. თან ვერ წარმომიდგენია მის გარეშე როგორ უნდა გავძლო ნახევარი დღე?!ხომ შემეხუთა სული. დაწოლისას თვალი კიდევ გამექცა ჩემი შავყდიანი ჩანაწერებისკენ, მიდნოდა კიდევ წამეკითა,მაგრამ საკუთარი თავის წამებას მოვერიდე. ის რაც წავიკითხე არაფერი იყო იმასთან შედარებით რაც მერე მოყვებოდა. არ მინდა კიდევ ვიგრძნო ის ტკვილი ისე მძლავრად როგორც მაშინ. ვერ გადავიტან იმ დამცირებას და სირცხვილს. თვალებიდან არ ამომდიოდა მათი სახეები, დამცინავი და შურისმაძიებელი. უანმუსოდ და დაუმშვიდობებლად გახურული კარები. ჯაბას არსებობა იმ დღეს სამუდამოდ დავასამარე. ის ერთი წელი რომელიც ჩვენთვის ყველაფერი იყო, მე მეგონა,რომ მისთვისაც იყო რაღაც. თავს ვიტყუებდი და გარშემომყოფებსაც, ვაძლევდი უფლებას ჩემზე ეცინათ. ვერასდროს წარმოვიდგენდი იმ სიტყვების მერე ასე თუ გამიმეტებდა და ლაფს თავზე დამასხავდა . იმ წამს მისი სიყვარულის და ნატკენი გულის გარდა ვერაფერი ვიგრძენი. მერე ვაჯერებდი თავს,რომ მძულდა! ერთი პერიოდი ამ ტყუილის მეც მჯეროდა. ყველა იმ სიტყვის მჯეროდა მის სალანძღავად,რომ ვიყენებდი. ვაკოს დაბადების მერე მივხვდი,რომ ვერ შევიძულებ და იმ ერთი წლის სიყავრულს ასე ვერ გადავაგდებ. ნამტირალევი თვალებით გამეღვიძა მომდევო დღესაც. ვაკოს აკანკალებული ნიკპი ჩემი ცრემლების დანახვისას. სულ ვცდილობდი,რომ ბავშვი მშვიდ და წყნარ გარემოში აღმეზარდა. ვერიდებოდი მასთან ხმის აწევას,ოჯახში ყველა ისე იქცეოდა,რომ ბავშვებს არაფერი ეგრძნოთ. ამიტომ განიცდიდა ჩემი ბიჭი ასე მძაფრად ჩემს ცრემლებს! -დე მოდი ჩემთან! ვაკუნა!_ გავძახე სამზარეულოდან მისაღებში მოთამაშე შვილს. მათემ ხელშიაყვანილი შემომიყვანა ვაკუნა და სამზარეულოს მაგიდაზე დააჯინა. ბავშვი ჭყლოპინებდა და ფეხებს წინ და უკან აქანავებდა. შიშით გვერდიდან ვერ ვციდლებოდი, უკვე მესამედ გადმოვარდა დივნიდან. შენც არ მომიკვდე მორთავს სიცლის და კისკისებს. უამრავჯრ მიფიქრია აბორტი,რომ გამეკეთებინა რამხელა შეცდომას დავუშვებდი. საკუთარი შვილის და იმ სიყვარულის ნაყოფის მკვლელი გავხდებოდი ასე,რომ მასულდგმულებდა. ვერაფრით წარმომედგინა მთელი ერთი წელი თვალისდაუხამხამებლად როგორ მატყუებდა კანკია. როგორ თამაშობდა ჩემს გრძნობებზე. ნიშნობის დღე,რომ მახსენდება მაკანკალებს. მთელი ოჯახი მოგვატყუა გაგვაბრიყა, აფერისტობის ბეჭედი გამიკეთა და ქორწილამდე ერთი თვით ადრე გაქრა! ისე გაქრა,რომ არაფერი ამიხსნა. დამცირების და ტკივილის მეტი აღარაფერი მახსოვს იმ დღის შემდეგ. მერე იყო ჩემი გულისწასვლები, ყველაფერს ნერვულ შეტევებს ვაბრალებდი, ბოლოს მათეს გაუჩნდა ეჭვი ისევ და საავადმყოფოში გამაქანა. იქიდან ანალიზებით ხელში გამოვედი. ცრემლებით სავსე, გულაკანკალებული ვუყურებდი, ფურცლებს და მათეს ბოდიშებს ვუხდიდი. მაშინ მათე გვერდით,რომ არ დამდგომოდა ალბათ უდიდეს შეცდომას ჩავიდენდი. ვაკუნას ისე უვლის როგორც მისი შვილს, დიშვილს და მეგობარს. ყველაფერს უკეთებს რაც მამამ უნდა გაუკეთოს შვილს. რას არ მივცემდი ერთი დღე ჩემი ჯაბას და ჩვენი პატარას თანცხოვრება,რომ მენახა. სამყაროს დავთმობდი, მარტო ერთხელ რომ გამეგო რა გრძნობაა საყავრელ ადამიანებთან გატარებული დღე! წამები, წუთები და საათები. ვაკუნას რძე გამოვიღე მაცივრიდან და გვათბე. ყველაფერმა აზრი დაკარგა სულ ყვეალფერმა მარტო ვაკუნა ჩემი ტყუპი და ჩემი ლამაზი ოჯახი მყავდა. სხვას ვერავის და ვეღარაფერს ვხედავდი, სურვილიც არ მქონდა. ყველა მამაკაცს და ქალს გაბოროტებული თვალებით ვუყურებ. საავადმყოფოში ვიზიტების დროს რამდნეჯერ დამიფრთხია ჩემი მედდა ვერ მოვთვლი. 'ეგეთი თვალებით ნუ მიყურებ'_ო მეტყოდა მკავახედ და პალატიდან გამომისტრუმრებდა. გამოვიხურავდი აკრებს და დერეფანსი მომლოდინე მათესთანე რთად ვბრუნდებოდი სახლში. რამდენი ვილაპარაკე ჩემს ტკივილზე და არ მიტქვამს რა მოხდა მაშინ! ქორწილამდე ერთი თვით ადრე! მოგიყვებით აუცილებლად, ჯერ არ მაქვს ძალა! როცა შევზლებ აუცილებლად გაგანდობთ ჩემი გულის ტკივილს და ტირილს. ვაკუნა ჩავფუთნე და სახლიდან გავიყვანე. ჩვენი კორპსის ეზოში ბავშვებისათვის პატარა პარკია, იქ დამყავს და ვათამაშებ ხოლმე. საატობით მაინც ზის ქვიშაში, აშენებს და ანგრევს. დღესაც ვაკუნა ქვიშაში ჩავსვი და გაფერადებულს სკამზე დავჯექი. თვლაებს აქეთ-იქით ვაცეცებდი თითქოს რაღაცას,ან ვიღაცას ვეძებდი. სინამდვილესი არც არავის ველოდებოდი,არც ვეძებდი. უბრალოდ ეს ჩვევა გამომიმუშავდა. შვილს მზერას წამითაც არ ვაცილებდი მისი, უყრებით ვნაყრდებოდი და ვიბერებოდი. სადარბაზოდან ქოშინით გამოვარდა მათე და გევრდით მომიჯდა, ისეტი აფერადებული თვალებით მიყურებდა,რომ მივხვდი უდაოდ მარიკუნამ დაუთქვა შეხვედრა. არ შევმცდარვარ ღიმილით მოავლო თვალი გარემოს და დაიწყო. -მარუსას უნდა შევხვდე დღეს._ მითხრა ხმაამაღლებულმა, ბედნიერმა და გახარებულმა. -რაღამც თქვენ დაგადგათ საშველი რას დავეძებ._გავეხუმრე ტყუპს და თავი მის მხარზე ჩამოვდე. ამ კორპუსში,რომ გადმოვედით სანამ სამეზობლო გაიგებდა,რომ ტყუპები ვართ, ათასი ჭორი გამოიგონეს და შეგვაწმინდეს. საყავრლებიც ვიყავით, ცოლ-ქმარიც, მეგობრებიც,რომლებსაც შვილი ყავთ. მერე ერთმა მეზობლემა, გაბედა და მკითხა ოჯახი როგორ გყავსო, მაშინ შევყევით საუბარს და ტყუპზეც გაიგეს. გულში რამდენი ბოდიში მიხადა არ ვიცი! სახეზე სირცხვილი კი ეწერა. -აუ აბა ტო. მთელი ერთი წელია რაღაცას ვჩალიჩობთ და მგონი გამოვიდა რა._გაიცინა მათემ და ვაკუნას ხელი დაუქნია. -სად უნდა ნახო?_ვკითხე და შარფი გავისწორე. -ბარში წავალთ._ვაკუნა ჩვენთან მოვიდა და მათეს ქვიშიანი ხელები შავ შარვალზე დაადო, გაბრაზებულმა გახედა დიშვილს. ვაკუნამ საცოდავი თვალებით შეხედა ბიძას. მათემ გაუცინა და მოცუცქნულ ცხივრზე ოდნავ ჩაარჭო კბილები. ოდნავ წაიდუდღუნა ვაკომ და ბიძას უფრო დაფერთხა ხელები. _ტასუკ!_შეპარვით დაიწყო მათემ და ვაკუნა უკან გაუშვა. თვალებში მივაშტერდი და ვანიშნე,რომ ვუსმენდი. საუბრის დაწყება ძალიან უჭირდა ჩემს ტყუპს ვგრძნობდი. გულმაც რაღაც გაურკეველი მიმართულებით დაიწყო ფეთქვა. ველოდებოდი, ყოველთვის ველოდებოდი მათესგან ამ კითხვას. ვიცოდი,რომ ადრე თუ გვიან ამ საკითხზე ფიქრი მომიწევდა._ ჯაბამ ვაკუნაზე არ უნდა გაიგოს?_მკითხა და ჩემს თმებს წაეთამაშა. ნერვიულობის დაფარვას ცდილობდა ამით. სულ ვფიქრობ როგორი რეაქცია ექნება შვილის შესახებ,რომ გაიგებს. ისიც დავუშვი,რომ უკვე იცის,მაგრამ არ ვაინტერესებთ. მე,რომ არ ვაინტერესბე ეს სამი წლის წინ გავიგე, შვილის შესახებ იცოდეს და არ ნახოს?რა ადამიანია მაშინ? რა გული უთმენს საკუთარი, სისხლი და ხორცი არ ნახოს? არ იცის და ალბათ იმიტომ არ მოდის. ორსულობის შესხებ,რომ გავიგე მეხუთე თვესვე გადავაკითხე ჩემს მეზობლებს. ბავშვის შესახებ ვეტყვი თქო,არავინ დამხვდა სახლი დაკეტილი და დარაზული იყო. მას მერე იმ სახლში არავინ გამოჩენილა. გული მიკვდებოდა, ასე მეგონა ჩემს გასამწარებლად გადმოვიდნენ და მერე გაქრნენ. ჯაბამ გეგმა სისრულეში, მოიყვანა და ყველა გაუჩინრდა,არანაირი კვალი არ დამიტოვა,რომ ოდესმე მაინც მომეძებნა და ყველაფრის ახსნა მომეთხოვა.რატომ გამწირა ასე?. მისი მშობლების მისამართზეც ვიყავი, იქაც არავინ დამხვდა. მეზობელმა წელიწადი გახდება მალე, რაც შვილმა უცხოეთში წაიყვანა მშობლებიო. ვერ წარმოდიგენთ რა დამემართა მაშინ. ყველაფერი დატრიალდა ასე მეგონა სამყარო ზანზარებდა, მაშინაც ჩემს გვერდით მათე იდგა. არ მახოსვს ჩემი ტკივლიანი დღე, სადაც მათე არ მყავდა. ჩემ ტკვილს საკუთარივით განიცდიდა, ჩემი ცრემლები გულს სულს და სხეულს უწვავდა._ შენ იცი,რომ ჯაბა,ჩემთვი არაკაცობის განსახიერებაა. სადმე,რომ შემხვდეს ისე მოვკლავ არ დავფიქრდები,მაგრამ შვილი მაინც სხვა სკითხია ტასუკ. შვილია რა! ჯაბაზე ლაპარაკი არ მინდა პროსტა, მაგრად მეკეტება!_ნესტოები დაებერა მათეს, ძარღვები შუბლზე კატასტოფლად დაებერა. ცოტაც და ალაბთ გასკდებონენ. შუბლზე ნელა ვაკოცე და ცრემლები მოვიწმინე. -როცა გამოჩნდება შვილის არსებობას არ დავუმალავ! პირად მე კი არ მოვძებდნი! ძალაგამოცლილი დავდიოდი ოთახიდან ოთახში და ვაკუნას სათამაშოებს კალათაში ვუყრუდი თავს. მათე და თომა მისაღებში საფეხბურთო მატჩს უყურებდნენ. ლინდა სამზარეულოში ყავას ხარშავდა და თან ხმამაღლა მელაპარაკებოდა ლუკას ბაღის მასწავლებელზე. ბავშვებს სათითაოდ ვაკოცე,გადასაფარებელი გავუსწორე და ოთახი დავტოვე. -დღეს ლუკა სულ გაფერადებული მოვიდა._მითხრა და ფინჯანი ყავით გამივსო. -რატო რა სჭირდა? -სულ ფლომასტერებით ქონდა მოთხვრილი სახე,რომ დავინახე ფერი წამივიდა. -კარგი რა მოხდა მერე? ბავშვია და გაერთობა._გავიცინე მე და ცხელი ყავა მოვსვი. -გაერთოს,მაგრამ დაბანონ სანამ წამოვიყვან! -ხვალ ჩემებთან მინდა გასვლა, ვაკუნა არ უნდახავთ ერთი კვირაა უკვე. -მეც დამირეკეს, თომამ სულ დაგვიკიდეთო._გულიანად გამეციონა მამაჩემის თინეიჯერობაზე. -გავიდეთ ხვალ?_ ლინდამ თანხმობის ნისმნად თავი დამიკრა და გულიანად გამიღიმა. იმ ღამეს ჩემთან დარჩა ოჯახი. თომასზე ვიყავი მთელი საღამო მიკური და ვაცინებდი. იმდენი რაღაცის გახსენება მოვასწარით ერთ ღამეში. გერმანიის ამბებს ყველაზე გულიანად ვიხსენებდით. იმ ტკივილიან დღეებს,ბოლოს ყვეალფერი მაგრად,რომ დაგვირგვინდა. თომას მკურონალობასთნა ერთად, მე და ლინდამ ბერლინიც დავათვალირეთ და უამრვი მოგონება მოვაგროვეთ. ისეთები ყველაზე მნიშვნელოვან ადგილას,რომ ვინახავთ. უამრავი მოგონება მაქვს ეგეთი,რომელსაც არსად გავუშვებ სამუდამო ჩემში ჩაკეტავ და დავატყვევებ.ღამე მალე გაილია, ძილი არცერთს არ გვეკარებოდა, ტირილის ხმამ ოთხივე მოგვიყავანა გონს. სიცილი შევწყვიტეთ და პატარების ოთახისკენ წავედი. კუსა, კრუსუნებდა და ხელებს ჰაერში ათამაშებდა, ნელა მივედი პატარსთან და ხელში ავიყვანე. დიდხან მომიწია მისი ხელში რწევა,ყოველთვის ძნელად აძინებდა ლინდა პატარს, კიდევ კარგი ვაკუნასთან ამის პრობლემა არ მაქვს,თორე გავფრენდი. ჯერ ისე როგორი ცელქია, საათში არაქათს მაცლის და ძილზეც,რომ გაჭირვეულდეს. პატარამ ნახევარ საათში შეიბრუნა ძილი. მისაღებში დაბრუნებულს ყავის ფინჯნებით ხელში დამხვდნენ ჩემები. ტელევიზორში საინტერესო ფილმი გადიოდა, ჩვენი ბავშვობის. მოგონებებსით,რომაა გაჯერებული. დედასთან და მამასთან შეხვერდა, სულ სენტიმენტალური იყო ჩემთვის. მათთან თანაცხოვრების მანძილზე ამხელა მონატრებას ვერ ვგრძნობდი, ახლა უფრო მინდა დედის სითბო და ტკბილი მოფერება. გათხოვილ ქალს ვგავარ დედასთან,რომ უნდა! არ ვარ გათხოვილი მაგრამ გაუსაძლისად მენატრება ჩემი ბუდე და ბუნაგი. მამას ერთი საათი ვკოცნე და ვეფერე. მერე გიო ჩავკოცნე, თათუ უცხოეთში გავუშვით სასწავლებლად. რამოდენიმეჯერ ჩამოვიდა გვინახულა და ისევ წავიდა, იქიდან გადმოგვცა,სქართველოში ცხოვრებას არ ვაპირებო! მამაჩემა ხელები გაშალა, შე ქვეყნის მოღალატეო, თან გულიანად იცინოდა. ოჯახი ძალიან თბილია. დედას და მამას,რომ ვუყურებ ტირილი მინდება. ადმენი წლის შემდეგაც ისეთი სიყვარულით უყრუებენ ერთმანეთს. უფრო მეტად იყავრებენ ერთმანეთს და უფრო მეტ სითბოს გასცემენ ერთმანეთისათვის. იმ საღამოს არაფრის დიდებით გამოგვიშვეს უკან, ორი დღით დაგვიტოვეს და მოგვისიყვარულეს ყველა. მთელი დღე მამაჩემის კალთაში ვიჯექი და ვაკუნას ყოჩაღობებს ვუყვებოდი. გვერდიდან ვერ მოვცლიდი, მამა ჩემთვის ყველაფერ კარგთან ასოცირდება! ჩემთვის მისი არსებობა უკვე პატივსაცემია, ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი მის გარეშე. ხომ არიან შვილები,რომლებსაც დედის მიმართ უფრო დიდი სიყვარული ამოძრავებთ? ჩემთვის ორივე ერთმანეთზე უკეთესია, მათთვის ვსუნთქავ მე. ბავშვობიდან ყოველთვის მამის სიყვარულით უფრო გამოვირჩეოდი, მერე დედაჩემი თავს იმხნევებდა,გოგონები ეგრე არიან, მამები უფრო უყვართო. მათეს დაავლებდა ხელს და ორი კვრია გულიდან არ იშორებდა. თათუს დაბადება ჩემთვის ეჭვიანობის ყველაზე დიდი საფეხური იყო,მოვიტყუები თუ ვიტყვი,რომ ყურადღება მოგვაკლდა მე და მათეს. ვერ ვგრძნობდი,რომ და დაიბადა. მამას ისევ ისე ვუყვარდით. საოცრად წიკიანი ბავშვი ვიყავი, თქვენც ხომ იცით? ჩემს მამამაკაცებზე ეჭვიანობა სისხლში მაქვს დედასავით. ახლაც ტკიპასავით ვარ მიკრული მაღლაკელიძეზე და საერთოდ არ მეტყობა,რომ 2წლის და 5 თვის შვილი მყავს. ბავშვები მისაღებში ყავს დედას და ათამაშებს. ამ გარემოში ყოფნა სასწაულად მოქმედებს ჩემზე, ყველაფერი ცუდი და გულსატკენი მავიწყდება. ჩემი ბიჭი ბაბუასთან მოფოფხდა და პატარა თათები მუხლებზე დაუტყაპუნა. -რაო ბაბუ?_მამაჩემმა ერთი ხელის კვირთ გადამაგდო დივანზე და ვაკუნა ჩაისვა კალთაში. პირვლად ვიეჭვიანე შვილზე. მერე ჩემი ფიქრების შემრცხვა და გული სითბოთი ამევსო. მამა ჩემს ვაკუნას პირველ შვილიშვილად არ აღიქვამს, პირველი თომას ლუკა და მერე ვაკუნაო.ეს ასეც უნდა ყოფილიყო. ამით უფრო ბედნიერი და გახარებული ვარ! მათეს შეუჩნა დადედაჩემი შენ როდის უნდა გაბედნიერდეო, ამიტომ არ უყვარს აქ მოსვლა და დარჩენა. დედაჩემის თბილი კლანჭებიდა ჩემს ძმას ვიხსნი და მისაღებში გამყავს დედაჩემის ქოთქოთი კი გზაში გვეწევა. -უშველე შენმა მზემ, ვერ დავიჭერ კიდე._ გულიანად გამეცინა დედაჩემის გაბუტვაზე და უკან შევტრიალდი.უკნიდან ავეკაარი და ლოყები დაუყოცნე. -როგორ მიყავრხარ დე!_ვუჩურჩულე და უფრო მოვეხვიე. -დედას გახარება ხარ შენ._მოტრიალდა და აცრემლებულმა ჩამიკრა გულში. ბიცოლაჩემი და დედა მთელი დღე სამზარეულოში ფუსფუსებდნენ, ყველაფერი გააკეთეს რაც ჩვენ გვიყვარს. მამამ ღვინო ჩამოასხა და სუფრასთან მიგვიწვია დიდი ოჯახი. როგორც ყოველთვის სითბოთი მოვლო თვალი ყველას და ჭიქა ასწია. მისი მოკლე და გულიანი სადღეგრძელოები მიყვარს. ისეთი თბილი და ყველაფრისმთქმელია! ვაკუნამ არ მომასვენა და კალთაში ჩავისვი. მთელი საღამო ერთმანეთის ფერებაში გავატარეთ, მე და მათე ჩვენს ოთახში ავედით და საწოლზე უსულოდ მივწექით. თავის მის მუცელზე მედო და ხელებით გამოსახულებებს ვხატავდი გადასაფარებელზე. -მარიკუნამ რაო?_ვკითხე და ოდნავ ავწიე თავი. -გვეშველა რა. -ჩვენებს როდის უნდა გააცნო. -ტასუკ, შენ ენა კბილებში მოიწეწკვე. ჯერ უნდა დავლაგდეთ და მერე გავაცნობ! ამათთან,რომ ახლა მარუსა მოვიყვანო,აზრზე ხარ რა ამბავი ატყდება? გამიქცევენ ძლივს დაბმულს._გულიანად გადავიხარხარე,როცა წარმოვიდგინე როგორ დარბიან ქრისტი და დედა ქორწილის ამბებზე. თვალები გაწეული ფარდებისკენ გამექცა და გული ჩამიქრა. დილით სხეულზე მძიმე წონა ვიგრძენი, თვალები ზანტად გავახილე და ჩემს მუცელზე მოთამაშე ვაკუნას გავხედე. როცა მიხვდა,რომ დედიკო უკვე გააღვიძა,ჩემსკენ გადმოწვა და ნიკაპზე წამეთააშა. პატარა თითები ჩემს ხელში მოვიქციე და დავუკოცნე,გულიანად კისკისებდა. უფრო და უფრო მაღლა იწევდა, ბოლოს სახე გამისწორა და ლოყაზე მაკოცა. ტანში ერთიანად დამიარა სიამოვნების ჟრუანტელმა, საკუთარი ინიცატივით პირვლად მაკოცა ჩემმა ბიჭმა. ხელბი მოვხივე და ჩემს გვერდით დავაწვინე, გული ვერ ვიჯერე მისი ფერებით. ოთახში მამაჩემი შემოვიდა ბურთით ხელში და ვაკუნა თავისთან იხმო,საწოლიდან ნელა ჩავსვი ჩემი აფართხალებული შვილი და მამაჩემს ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე. -წელმოწყვტილი ხარ შვილო შენ._ სიცილით მითხრა მამამ და ლოყები დამიკოცნა. მე და ლინდა სტურმებივით დაგვსვეს და თავზე დაგვფოფინებდნენ. ვერცერთმა ხელი ვერ გავანძირიეთ,არადა ეს უსაქმურობაც ნერვებს მიშლიდა. დედაჩემი და ქრისტი დათქმულებივით მოგივჯდნენ გვერდით და ეშმაკურად გაგვიღიმეს. ქრისტიმ ლინდა ჩაიხუტა და თბილად მოისიყავრულა რძალი. თეთრი შურით მშურდა მათი ურთიერთობის. ყველაზე გამტანი რძალ-დედამთილი არიან. -არ გინდათ ჩვენთან გამდოხვიდეთ?_ იკითხა დედამ და ჩემი ხელები თავისაში მოქიცია. -დედა, ხომ ვისაუბრეთ უკვე ამაზე? თავს კარგად ვგრძნობთ ყველა. ხომ მოვიდვართ ხოლმე და გნახულობთ არა?! - გვნახულობთ კი. ჩვენ თუ არ დაგირეკეთ არც გახსოვართ._გაგვიწყრა ქრისტი და ლინდას მსუბუქად უჯიკა მკალვზე. -ნუ ამბობ ეგრე. თქვენი დავიწყება,როგორ უნდა შევძლოთ?აღარ გვინდა ამაზე საუაბრი გთხოვთ._ლინდამაც ამიბა მხარი და ქრისტის ლოყაზე აკოცა. ორ დღეში ჩვენ ჩვენ სახლებში დავბრუნდით, ვაკუნამ ტირილი მორთო ბაბუას,რომ შორდებოდა. დედაჩემმა ცრემლებით გამოგვაცილა. სახლიდან,როცა გავდივარ სულ გულისტკივის ვგრძნობ იმდენად ვარ იმ სახლში გამოკეტილი,რომ გული მტკივა. რას ავიჩემე ცალკე ცხოვრება? ვყოფილიყავი იქ. ვაკუნას გაზრდაშიც მომეხმარებოდნენ და ასე არ გავწვალდებოდი. ვაკუნა შუადღის ძილისკენ გავისტუმრე და მეც გვერდით მივუწექი. ისევ ისე მიმეძინა მკვდარივით. გვიანობამდე გვეძინა დედაშვილს. უცნაური სიზმარი ვნახე. აქამდე,რომ არ მენახა ისეთი. სიზმარშიც კი ავფორიაქდი ვიგრძენი როგორ დამეჭიმა მყესი, როგორ აფართხალდა გული და პულსაცია. ძარღვები დამებერა და სუნთქვა გამიჭირდა. ჯაბა ვნახე სიზმარში, ისევ ისეთი იყო როგორიც სამი წლის წინ. ყველაფერი ისეთი ნათელი და ლამაზი იყო. არასდროს ყოფილხართ ისე,რომ სიზმარშიც კი გრძნობთ ტკივლს. ყველაფერს მივცემდი სიზმარი დიდხანს,რომ გაგრძელებულიყო. უცნაურად ვგრძნობდი თავს სიზმარშიც კი ვიცოდი,რომ სიზმარი იყო და ცხადში ეს შეუძლებელია! გამოღვიძებულმა ვაკუნას მოვხივე ხელები და ავტირდი, რამდენიც არ უნდა ვამტკიცო,რომ მძულს და მისი ნახვა არ მინდა ვიტყუები. ყველაფერზე მეტად მიყვარს, ყველაფერს დავთმობ კიდევ ერთხელ,რომ ვნახო და მოვეხვიო. მისი მონატრების სუნი დამტრიალებს თავზე, ფილტვებში, მისი არსებობა და ჩემს გვერდით, მისი უარსებობა მტკივა. სურათების ალბომი ამოვაძვრინე ტანსაცმლის უჯრიდან და ცრემლებით დავნამე. პიკნიკი მოვაწყეთ ერთხელ, მთელი გულით და სულით მთხოვა,რომ წავყოლოდი. ტანსცმელიც თვითონ შემრიჩია და ზურგზე მოკიდებული გამიყვანა სახლიდან. ორ საათში დანიშნულების ადიგლას მიმიყვანა. შუაგულ ტყეში დიდი პლედი გაეშალა ზედ დიდი კალათა იდო და ყვავილები. გვირილებისგან დაწნული გვირგვინი თავზე დამაფარა და პლედზე წამომაწვინა. ის დღე ყველაზე ლამაზი და დაუვიწყარი იყო. ზოგჯერ ეჭვი მეპარება, რომ ასე უნამუსოდ მომექცა. ცოლ-შვილიანი კაცი ასე მატყუებდა,რომ ვუყავრდი. ვერცერთხელ დავიანხე მის თვალებში სიყალბე, სულ სიყვაულით უციმიმებდა ის თვალები. ფიქრები გავფანტე და ალბომი ისევ უკან დავაბრუნე. უამრავი მოგონება მაკავშირებს კანკიასთან. იმ წლებში ყველაზე მეტად მისი გერმანიაში ჩამოსვლა გამიხარდა. თომას ავადმყოფობას ჩემთან ერთად ებრძოდა. მთელი ის პერიოდი გვერდიდან არ მომცილებია, ჩემი ხელი ეჭირა და მკოცნიდა. მაშინ ვიგრძენი პირვლად,რომ შეყავრებული ვიყავი კანკიაზე. სულით ხორცამდე მაშინ შევიყავრე. საქართველოში დაბრუნებულებმაც გავაგრძელეთ თბილი ურთიერთობა. სულ ერთად ვიყავით, პაემნებს მითქვამდა და მეც სიხარულით ვთანხმდებოდი. იმდენს ვერ ვხდებოდი მაშინ,რომ ასე მწარედ მეტკინებოდა. ოთხი წლით უკან,რომ დავბრნდე ყველა ტკივილის და დამცირების მიუხედავად არცერთ წუთს არ შევცვლიდი. ყველაფერს ისე დავტოვებდი,როგორც მოხდა. მწარე ტკივილის მიუხედავად მისი არსებობა მაინც მაბედნიერებდა, ჩემთან და ვაკუნასთან იყო თუ სხვა ოჯახთან არ აქვს მნიშვნელობა, მაინც ვბედნიერდებოდი. მე მარტო ის მტკივა,რომ მომატყუა და დამამცირა. მეორე დილით დედაჩემის ზარმა ამანერივულა. მთელი დღე ვერ მოვისვენე, გული ვერ მოვასვენე. სამჯერ დავურეკე ხომ მშივდობა გაქვთ თქო. კიო მითხრა,მაინც არ მჯეროდა. მათეს ვაკუნა დავუტოვე და ჩემებთან წავედი. ავარიული ჩავრთე,რომ ჩემი სახლის შემოსახვევთან შემეხივა მანქანა. გული ამომივარდა, ტკილის კვნესა აღმომხდა. სულისგამაწვალებლად მირტყავდა საფეთქელში რაღაც. ხელები და ფეხები ერთიანად ამიკანკალდა, კისერი ოფლით დამეცვა. შუბლზე სიამოვნებისგან და ნერივულობსიგან დაბერილი ძარღვები საშვალებას არ მაძლევდნენ უკეთესად დამენახა მოპირდაპირე სამეზობლო სახლში გაკაშკაშებული სიანთლე. სამი წლის შემდეგ პირვლად დავინახე იმ სახლში შუქები.სამი წლის შემდეგ პირვლად შემეშინა რეალობისთვის თვალებში ჩახედვა. არ მახოსვს,როგორ გამოვიდა მამაჩემი,როგორ გამიღო ჭიშკარი. არ მახოსვს როგორ შევიყავანე მანქანა ეზოში. მანქანიდან ფეხები აკანკალებულმა გადმოვდგი. ახლა ვიგრძენი,რომ მთელი სხეულში ელექტროდენივით მივლიდა რაღაც და მასუსტებდა. მანქანის გამოღებულ კარს, მყარად დავეყრდენი და სახლს გავხედე. სუნთქვა შემეკრა ორი სილუეტი,რომ გამოძრავდა თეთრი ფარდების უკან. რამდენჯერ წარმომიდგენია ჩემი და ჯაბას ისევ შეხვედრა, მისი ჩვენთან დაბრუნება და ოჯახის შექმნა მიუხედავად ყველაფრისა. ახლა ვდგავრ და დარწმუნებული ვარ,რომ იმ ფარდების უკან კიდევ ერთი სილუეტია ჯაბასი,რომელიც არ ჩანს. ცრემლები დაუკითხავად ჩამომიგორდა ავარვარებულ ღაწვებზე. სიმწრით ამოვიკნავლე და მამას გავხედე,რომელიც განადგურებული იდგა და მიყურებდა. პირვლად დავიანხე სახეწაშლილი თომა მაღლაკელიძე. ცხოვრებაში პირვლად ვხედავდი მამაჩემს მოტეხლის და გაუბედურებულს. მის უკან კარებში მდგარ დედაჩემს და ბიცლოდაჩემს. გულის დასუსტებულ ფეთქვას ვგრძნობდი. მთელი სხეული მიკანკალებდა. ნიკაპი ნერივულად ამიკანკალდა და ისტერიკები დამემართა.სწრაფად მოვიდა მამაჩემი და ხელი შემომხვია წელზე. მანქანის კარები მიაჯახუნა და დედაჩემისკენ წამიყვანა. სიარულის უნარი დავკარგე, ნაბიჯის გადადგმა გამიჭირდა. თავი უკან მივატრიალე და დაჟინებით გავხედე ფანჯრებს. მისი დაბრუნება ჩემზე ასე თუ იმოქმედებდა, ვერ წარმოვიდგენდი. ასე თუ მომიკვდებოდა გული რას ვიფიქრებდი. მიყვარდა, მეამაყებოდა და მჯეროდა მისი,მაგრამ ახლა ამ დროს ასე თუ მეტკინებოდა იმ ყველაფრის მიუხედავად. ცრემლები მუშტებით მოვიწმინდე და მამაჩემის მკლავს მივეკარი. დედაჩემმა სახლში ფერწასულმა შემიყვანა და დივანზე დამსვა. ქრისტი წყლის ჭიქით დამადგა თავზე, ჩუმად შეუმჩნევლად იწმენდდნენ ცრემლებს ისიც და დედაც. - ნუ მოთქვამთ თუ ქალები ხართ. ცოცხალია ეს ბავშვი და ნუ დასტირით! გადით ახლა და დამტოვეთ ჩემს შვილთან მარტო!_გაუწყრა მამა. გვერდით მომიჯდა და გამიღიმა. თავზე ხელი მეგობრულად,მამაშვილურად გადამისვა და საუბრის წამოწყება ცადა. ახლა მისი სიტყვები ჩემთვის ერთადერთი ნუგეში იქენბოდა. _ჩემი ტასუნია, როგორ ტირიხარ მა ჰა? ამხელა გოგო რომ ტირიხარ რა მაგალითს აძლევ ვაკოს ა?_გამხიარულება ცადა ჩემი, გულის სიღრმეში გამოუვიდა კიდეც._შენ ყოველთვის იცოდი,რომ ჯაბას გაუჩინარება ჩემთვის სერიოზულ მიზეზებთან იყო დაკავშირებული. ჯაბას იმედი,რომ არ მქონოდა ახლოსაც არ გავაკარებდი შენთან! მეამაყება,რომ ჩემი შვილი ხარ. მეამაყება,რომ ასეთი სიყვარული შეუძლია ჩემს შვილს, ჩემს სისხლსა და ხორცს. არასდროს დაიხიო უკან საკუთარი ბედნიერებისათვის. რაც არ უნდა მომხდარიყო, ის იყო მამი წარსული. წარსულის გულსიტკივილი და ნადები. კარგად გამიგე და გაანალიზე რასაც გეუბნები. ჯაბა ჩამოვიდა ეს უკვე იცი შენ. ნახე დაელაპარაკე აგიხსნის და გეტყვის რატომ წავიდა. შენც ხომ იცი,რომ აუცილებლად აპატიებ?! ვაკოს არსებობას თუ დაუმალავ ჩათვალე,რომ შენ მამა აღარ გყავს. რაც არ უნდა ცუდი და არაკაცი იყოს მამაა და უფლება აქვს, იცნობდეს თავის შვილს. მჯერა,რომ სწორ არჩევანს გააკეთებ და არ დაუშვებ შეცდომას,რომელსაც მერე ინანებ._მამაჩემმა ცხვირზე მაკოცა და ხელები მომხვია. ტირილს ვუმატე და ავბღავლდი. დედაჩემი და ბიცოლაჩემი, სამზარეულოდან შეთქმულებივით გამოვდნენ და გვერდით მომიჯდნენ,მამაჩემი გაგვერიდა და გარეთ გავიდა. ორივემ მომხივა ხელი და ჩემთან ერთად იტირეს. თითქოს გულიდან მძიმე ლოდი მომხსნეს და ამოვისუნთქე. სხეული აღარ მიკანკალებდა, ერთადერთი რაც ვერ დავაწყნარე გული იყო ჯაბას მოლოდინში. დედაჩემმა საწოლს გაგიშლი და აქ დარჩიო, თავი გავიგიჟე ვაკუნა მარტოა და ამიტირდება თქო. ეზოში გასვლისას კიდევ უარესაც ამიკანკალდა გული. ასე ახლოს,რომ იყო ჩემთან გრძნობდა. მანქანაში უნდა ჩავმჯდარიყავი ტაქსიდან ჩემი ტყუპი,რომ გადმოვიდა. ხელში ვაკუნა ეჭირა,ჩემი დანახვისას ხელები ჰაერშია აათამაშა და წინ წამოიდია. ახლოს,რომ მივედი, შევამჩნიე ოდნავ დანამული წამწამები. ხელში ავიყვანე ჩემი ბასასო და გულში ჩავიკარი. თვალს ფანჯერებს არ ვაცილები. გულის ფანცქალით ველოდებოდი,როდის გაიღებოდა კარები და ჩემი შვილის მამა გამოვიდოდა. მამაჩემმა ბავშვი ხელიდან გამომტაცა და მოწყურებულმა დაუკოცნა გაბუშტული ლოყები. ისე კისკისებდა ჩემი ყაჩაღი,რომ სულ დამავიწყდა რას ვოცნებობდი წეღან. მათემ სახლში წავედითო და ორივე მანქანაში ჩაგვტენა. საჭესთან თვითონ დაჯდა ჩემი აწითლებული თვალები,რომ დიანახა. ვაკუნა პირდაპირ საწოლში გააქანა ჩემმა ტყუპმა და მერე მე მომიჯდა. ხელები დამიკოცნა და დივანზე დაწვა,თავი ჩემს კალთაში ჩადო და ჭერს მიაშტერდა. -ჩამოვიდა ხო?_მკითხა და დაბლიდან ამომხედა, ასე რომ მიყურებს გული მიქანავებს ხოლმე. დავიხარე შუბლზე ვაკოცე და თავი დავუქნიე,ჩემს ხელებს უფრო მიუჭირა თავისი ხელები და თვალები დახუჭა._ მაგრად მიჭირს ტო. აზრზე ვერ მოვდივარ რატო მიქარა ეგრე. უნამუსო ვიყო, არასდროს შემიმჩნევია,რომ ტრუხას ბაზრობდა. ჩემს თვალში არაკაცია,მაგრამ მიზეზი მაგრად მაინტერესებს. შენ რომ მოგკლა მაგიტომა არაკაცი ჩემს თვალში. რა მიზეზიც არ უნდა იყოს, უნდა ეთქვა და ისე წასულიყო. ვაკოზე ხომ ეტყვი უეჭველი?_ თვალები გაახილა და ისევ ამომხედა. -როცა მნახავს ვეტყვი!_ ჩემი ხმა მეც ვერ ვიცან, ვწიკვინებდი. მათემ გულიაანდ გაიცინა და ფეხზე წამოხტა. -მიდი ახტი და რამე გამიკეთე, გახმა კუჭი ტო. -მარიკუნა დაპატიჭე ჩვენთან. -რა გითხარი მე შენ? ენა კბილებში მოიწეწკვე თქო._გამიცინა და გვერდებში ორი თითი შემარჭო. -მეტკინა ველურო. მე გითხარი აქ მოიყვანე თქო, ჩვენებთან კი არა!_გავუბრაზდი და სამზარეულოში გავედი. - მერე შენ არ იეჭვიანებ?_მკითხა და სამზარეულოში ასკინკილით შემოვიდა. - მარიკუნაზე არა! ხვალ ამოვიყვანო დამპირდა და დასაძინებლად გამისტუმრა. გვიანობამდე ვიწრიალე საწოლში მთელი ღამე უაზროდ ვბორგავდი და ჯაბაზე ფიქრი წამითაც არ მცილებოდა. ისე მაგრად მინდოდა მისი ნახვა და ჩახუტება,რომ სული მეწიწკნებოდა. მამას სიტყვები ათმაგად დამეხმარა ყველაფრის გაანალიზებაში. იმდენი ვარიანტი მაქვს, განხილული გონებაში რატომ მიმატოვა ჯაბამ,რომ ვერ მოვთვლი. იმ დღეების გახსენებისას,ცრემლები მომაწვა და კიდევ ერთხელ ავტირდი. ჯაბას ორდღიანი გაქრობა მის სამსახურს მივაწერე. ორი დღის შემდეგ სახლში გადავაკითხე კარები კოკამ გამიღო, თბილად მომიკითხა და სახლში შემიპატიჟა. ყველა სახლში იყო ჯაბას გარდა. რომ ვიკითხე სადარის თქო ყველამ გაიკვირვა არ გითხრაო? -რა უნდა ეთქვა?_ამიკანკალდა ხმა და დივანში ანერვიულებული ჩავეშვი. ყველა გაჩუმდა გული ავისმომასწავლებლად ურტყავდა და მანადგურებდა. -ცოლ-შვილთან წავიდა._ იმ შეგრძნებების გახსნება ყველაზე მეტად ახლა მტკივა. უარესად თავს ვერასდორს ვერ ვიგრძნობდი, ასე მეგონა საშინლად დავპატარავდი. ყველა მე დამცინოდა და აბუჩად მიგდებდა სიტყვების თქმაც ვერ გავბედე ისე გააგრძელა კოკამ._ ჩვენ გვითხრა,რომ შენ იცოდი და მშვიდოიბით დაშორდით. ცოლ-შვილს ვერ მიატოვებდა ხომ გესმის ტო?_მერე? მერე კოკა ლაპარაკობდ დაუაღალავად. მე არაფერი მესმოდა, ადამიანი რომელმაც პირველი შეამჩნია ჩემი ჩამქრალი თვალები, ნატუკა იყო ფეხზე წამდოგა და ხელები მოხმვია. თან ყურში მეჩურჩულებოდა,რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. აღარაფერი ყოფილა კარგად. იმ დრის შემდეგ კიდევ ერთხელ გადავაკითხე ოთხეულს,მაგრამ სახლი დაკეტილი დამხვდა. მშბოლებთანაც ხომ ვიყავი?... საწოლიდან ნელა წამოვდექი და მათეს ოთახისკენ ფეხშიშველა გავტანტალდი. კარები ნელა შევაღე, მთვარის შუქზე, ტყუპის ფართოთ გახელილი თვალები დავლანდე და სწრაფად წავედი მისკენ. საწოლში შევუწექი და მაგრად მოვეხვიე. იგრძნო,რომ ახლა ყველაზე და ყველაფერზე მეტად მისი გვერდით დგომა მჭირდებოდა. ასე ერთმანეთზე მიკურლებს დაგვეძინა იმ ღამესაც. დილით თვალები,რომ გავახილე ჩემი ტყუპი საწოლში არ დამხვდა. მისაღებიდან დაგუდული ხმები ისმოდა. ვიფიქრე თომა მოვიდა ასეთ დროს ყოველთვის ისაა. ოთახიდან პირდაპირ აბაზანაში გავედი და თავი მოვიწესრიგე. ვაკუნას ოთახში შევიხედე, ჩემს ბიჭს უკვე გაუღვიძია. მისაღების კარები გამოვაღე და შევედი. ადგილზე გავქვავდი. ფეხებში ძალა დამეკარგა. კარების სახელურს მოვკიდე ხელი და მყარად დავდექი. მათეს თვალებს წავაწყდი,რომელიც ანერვიულებული და აცრემლებული მიყურებდა. ვერაფერს ვეღარ ვხედადვი ჯაბა კანკაის და ჩემი ბიჭის გარდა. რომელიც მამიკოს ძლირ ხელებში თავს ყველაზე დაცულად გრძნობდა. ჩემმა ბიჭმა ჩემი დანახვისას ხელები ააფართხალა და ჯაბს მხარზე დაკრა. მარჯვენა ხელი, ჩემსკენ გამოიშვირა და თავის ენაზე გაუგებრად დამიძახა. დავიანხე როგორ აუცახცახდა კანკიას მხრები. ძლივს შემოატრიალა თავი და ყველაზე სევდიანად გამიღიმა! ენითაუღწერელ ტკივილს ვგრძნობდი. ჯაბას და ჩემი ბიჭის ერთად დანახვა ყველაზე დიდი ბედნიერება და ყველაზე დიდი ტკივილი იყო ჩემთვის. ამდენი წლის შემდეგ კანკიას კიდევ ერთხელ ხილვა ჩემს სახლში, მახარებდა. თვალებიდან წამოსული ცრემლები ხელის ზურგით შევიმშრალე. ჯაბას თვალებში იმ ტკივილს ვხედავდი,ყოველ დილით სარკეში ჩახედვისას,რომ წავაწყდებოდი. პირვლად დავინახე ასეთი მოტეხილი კანკია, თითქოს სამ წელს ასი წლით დაებერებინოს. თმებში აქაიქ შეპარული ჭაღარა,რომელიც უფრო მიმზიდვლეს ხდიდა. ოდნავ მოშვებული წვერი. ვაკუნაზე ისე მაგრად ქონდა ხელები მოხვეული თითქოს ვინმე ართმევდა. სევდიანად მიღიმოდა და მაშტერდებოდა. მონატრებულმა ღიმილმა სული გამითბო. ვაკუნა მათეს გადააწოდა და ჩესმკენ წამოვიდა. ორი ნაბიჯი გვაშორებდა ერთმანეთს, თვალებში მიყურებდა. თხილისოდენა ცრემლი კიაფობდა ჩემი ჯაბას თვალებში. დასტური ამოიკითხა ჩემი ატირებული თვალებიდან ალბათ არ ვიცი. სწრაფად მომხვია ორივე ხელი და გულზე მიმიხუტა. თავი მის კისერში ჩავრგე და ავტირდი. მისი სუნი ერთიანად მათბობდა და მაციებდა. ისე მაგრად მიჭერდა ხელს,თითქოს გაქცევას ვგეგმავდი. თმებს მიკოცნიდა და რაღაცას გაუგებრად ჩურჩულებდა. ძალიან ნელა მომწყვიტა თავის სხეულს და სახე დამიკოცნა. სიამოვნებისგან ძალა დავკარგე და ახლა მე მოვეხვიე კანკიას. მთელი სხეული ამეწვა. ის ადგილები რომლითაც ჯაბას ვეხებოდი იფერფლებოდა. მისი სუნის გარდა ვეღარაფერს ვგრძნობდი. ცხვირში მხოლოდ ის სასიამოვნო სურნელი მიღიტინებდა წლები,რომ ვნატროდი. მესაკუთრესავით მომხვია ხელები და ყელი დამიკოცნა. ოთახს თვალი მოვავლე მათე ბავშვიანად აორთქლებულა. ჯაბას მოვცილდი და დივნისკენ წავედი, უსულოდ ჩავესვენე შიგ! თითოქოს რაღაც დამაკლდა მის სხეულს,რომ მოცვიდლი. შემამცივნა და ხელები გამეყინა! გააზრება მიჭირდა იმის რაც ხდებოდა. სიტყვებს ვერ ვპოულობდი რასაც ახლა ჯაბას ვეტყოდი, ისიც ჩემს დღეში იყო ვხვდებოდი. -როგორ ხარ ანა?_მკითხა და წინ დამიჯდა. თვალებში ვერ ჩავხედე, დავუძლურდი. იატაკს გავუშტერე მზერა და ძლივს ამოვაყოლე ორი სიტყვა. -კარგად შენ? -ჩვენ სალაპარაკო გვაქვს. -ვიცი ჯაბა!_ძლივს ავწიე თავი და ნაწყენი თვალებით შევხედე. მთავარ თემაზე გადასვლას აშკარად აჭიანურებდა. -საყვარელი ბავშვია ძალიან._მითხრა და თვალებით ვაკუნას სურათისკენ მიმანიშნა. რაღაცა მძიმედ ჩამწყდა. _არ გამაწყვეტინო!_მითხრა მკაცრად და სავარძელში კარგად მოთავსდა. ხმას რა ამომაღებინებდა? ნერვიულობისგან ფეხები მიკანკალებდა.აწყლიანებული თვალები კიდევ ერთხელ შემომანათა და მერე სივრცეს გახედა. ალბათ ასე უფრო გაუადვილდებოდა სიმართლის აღიარება. _ შენთან ურთიერთიბის წამოწყება არ მინდოდა. ვიცოდი,რომ ბოლო ზუსტად ასეთი იქნებოდა. თქვენს მეზობლად სანამ გადმოვიდოდით ნატუკასთან სასწავლებელში გნახე პირვლად. მერე მამაჩემის სანაცნობოთი თომა გავიცანი. მაკლერობა გამიწია და ის სახლი მაყიდინა, ფეხს ვითრევდი სანამ გადმოვბრაგდებოდით. ზურიკოს დაბადების დღეც დაემთხვა. ყველაფერი იმაზე ადრე დაიწყო ვიდრე შენ გგონია. 18 წლის ვიყავი პირვლად საძმომ ნარკოტიკი,რომ გავსინჯეთ. ძველი დრო იყო და თავში გვიქროდა, ერთს მეორე მოყვა და მერე დამოკიდებულება შემეცვალა. შენი გაცნობიდან ერთი თვის თავზე თავი დავანებე. ერთხელ თუ გაეკარე შენც იცი,რომ მერე მკვდარი ხარ. ერთი თვე ეკლებზე ვიჯექი, წამლის იქით ვეღარაფერს ვხედავდი, კიდევ ერთხელ მივქარე და გავსინჯე ასე გრძელდებოდა მთელი ერთი წელი. მიკვირს ვერაფერს,რომ ვერ მამჩნევდი. მერე მივხვდი,რომ ჩემთან შენი ურთიერთობა საცოდაობაა. ნარკომან ადამიანთან ცხოვრება ყველაზე მტკივნეულია. ზაზამ მითხრა,რომ გერმანიაში რეაბილიტაციის მოკლევადიანი კურსებია. ვიცოდი,რომ ამ ყველაფერს მაქსიმუმ 3 წელი დაჭირდებოდა. ვერ გაგწირავდი ასე გამიგე. რომ მეთქვა სამი წელი უნდა წავიდე და წამალზე ვიმკურნალო თქო ვიფიქრე შევზიზღდები_თქო. ცოლ-შვილის ამბავიც ამიტომ მოვიგონეთ. გერმანიაში ჩასვლიდან მესამე თვეს გავაანალიზე,რომ ჩემი საქციელით ყველაზე მეტად შენ დაზარალდი. მაშინ გავაანალიზე,რომ შეიძლება გძულდი კიდევაც. სამი წელი რეაბილიტაციის კურსებს გავდიოდი გერმანიაში. ვიცი,რომ არაფერი არ მამართლებს. ჩემებიც იქით წავიყვანე, ასე უფრო გამიადვილდებოდა! ორი თვეა ჩამოვედი, სოფელში ვიყავი ეს პრიოდი. ვერ გავბედე აქ მოსვლა და შენთან დალაპარაკება. მეშინოდა,რომ შენს ცხოვრებაში გამოჩენა დავაგვიანე. ვაკოზე,რომ მითხრეს მერე უფრო ვიყოყმანე. სამი წელი შენმა არსებობამ გამაძლებინა, მარტო იმიტომ დავთანხმდი სამწლიან კურს,რომ მერე ოჯახი შეგვქმა.აქაც დავაგვიანე!_ ჯაბას ხმა,რომ მიწყდა მერე გავიგონე ჩემი ბღავილის ხმა. სასოწარკვეთილი ქალივით ვტიროდი და ხელებს ვიმტვრევდი. სულში ჩააღწია ჯაბას სიტყვებმა. მოგატყუებთ თუ გეტყვით,რომ მე ჯაბას ჩემთან ყოფნის პერიოდში ვამჩნევდი რამეს. არასდროს შემიმჩნევია მისი სიყვარული წამლის მიმართ. ხმის ამოღებას ვერ ვბედავდი, ტირილისგან ცხვირშიც გამიჭირდა სუნთქვა. პირს ვაღებდი და ჰაერს ხარბად ვყლაპავდი. ჯაბას შეხებამ ერთიანად დამამშვიდა და ქვეყნიერებას დამაბრუნდა. ტირილს უფრო ვუმატე და ორივე ხელი მაგრად შემოვხვიე კისერზე. მძიმედ სუნთქვადა. ვიგრძენი როგორ დამეცა მოშიშვლებულ მხარზე თბილი სითხე. პირვლად ჩემს წინაშე ტიროდა ჩემი ჯაბა. მისი ისტორია ჩემთბვის ტრაგედია იყო. ყველაფერს გავცემდი ეს ამბავი,რომ არ მომესმინა. მგონებოდა,რომ ცოლ-შვილი ყავს! მგონებოდა,რომ დამამცირა და მიმატოვა. ამას მერჩივნა,მართლა გეფიცებით! ზოგჯერ ტყუილი ბევრად უკეთესია.ხელებს უფრო და უფრო ვუჭერდი და ვტიროდი. ვაკუნაზე როგორ უნდა მეთქვა ახლა ამ მდგომარეობაში? უთქმელობაც არ გამოვიდოდა. ხელები ნელა ჩამოვაწყე მისი კისრიდან და მუხლებზე დავილაგე. ჯაბა არ მომცილებია ჩემს წინ ჩაიმუხლა და ცრემლების შემშრალება დაიწყო. -ვაკუნა... შენ..._ენა დამიბუჟდა. სიტყვები ერთმანეთში ამერია, ჩემს ტვინში ჩოჩქოლი იყო. გამუდმებით მესმოდა რაღაც ხმები. ჯაბა ინტერსით მიყურებდა და ისევ სევდიანად მიღიმოდა. დღეს ვერ ეტყვი, ყვიროდა ჩემი ქვეცნობიერი. მართლაც,რომ ვერ ამოვიღებდი დღეს ხმას ისე ვარ ემოციებით დამძიმებული. -რა მე და ვაკო?_მკითხა და წელში გაიმართა. პირში ენა ძლივს მოვიტრიალე,რომ სიტყვა მეთქვა. -არაფერი._ მე იმაზე უფრო განვიცდიდი ვერაფერს,რომ ვერ ვეუბნებოდი. ასეთი აღიარების შემდეგ რაღაც აუცილებლად უნდა მეთქვა,მაგრამ ახლა არა! ახლა ძალიან ცუდად ვარ, თითქოს ჯაბაც მიხვდა. ჩემსკენ დაიხარა შუბლზე მაკოცა და კარებისკენ წავიდა. არ გავკიდებივარ ვიცოდი,რომ ხვალ აუცილებლად მოვიდოდა. ხვალამდე მე ამ ყველაფრის გაანალიზება და დალაგება მჭირდება. აუცილებლად უნდა მოვეგო გონს. ერთდოულად : გახარებულიც ვიყავი,ნაწყენიც,ბედნიერიც, გაუბედურებულიც, ასე მეგონა დღეს ყველა სიტყვა შეეფერებოდა ჩემს გრძნობებს. დივანზე დაგდებულ ბალიშს უხეშად დავწვდი და გულზე მივიკარი. ახლა ვაკუნას ჩახუტება და კოცნა თუ დამამშვიდებდა. სასწრაფოდ მოვძებნე ტელეფონი და მათეს დავურეკე. -დედას ბასასო, როგორ ხარ დე?_ვკითხე ჩემს მონატრებულ ბიჭს და ლოყები დავუკოცნე. მათე თვალს არ მაცილებდა, ხმასაც ვერ იღებდა. წინ და უკან ნერვიულად დადიდა და სიგარეტის ჩამქრალ ღერს ხელებში ათამაშებდა. ბოლოს მის საქციელზე გამეღიმა და გვერდით მოვისვი. -ვაკუნას დავაძინებ და მოგიყვები. -ბავშვზე უთხარი?_მკითხა რაც ყველაზე მეტად აინტერესება. -ჯერ არა! _ ჩაწითლებული თვალებით შემომხედა,ასე მაშინ ემართება როცა ბრაზობს. ჩემი ბიჭი საწოლში დავაწვინე და შუქები ჩავუქრე. მათე აივანზე იდგა და სიგარეტს ნერვიულად აბოლებდა. უკნიდან მოვხვიე ხელები და ამბის მოყოლა დავიწყე. ჯაბას ისტორიამ დათრგუნა. -რას წარმოვიდგენდი ტო. ჯაბა? წამალი? ერთად? როგორ ეე?_მეკითხებოდა არეულ დარეულად. მათეს კი არა მეც მიჭირდა ყველაფრის დაჯერება._ვაკუნზე ხვალ უეჭველი უთხარი,აღარ გაწელო რა!_მითხრა მკაცრად და მოაჯირს მიეყრდნო. -დღეს ვერ შევძელი. ცუდად ლამის გავხდი. გული იცი რა დღეში ჩამივარდა? მეგონა გადმოვარდებოდა! არ ვიცი როგორ უნდა ვუთხრა,რომ ორი წლის შვილი ყავს! როგორ შეეგუება?! -ბავშვი ახლა ჯაბასთვის მაგარი შვებაა._მითხრა მათემ და ხუთი წუთის წინ აზუზუნებული ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან. ჩემს ოთახში შევიკეტე და დღევანდელი დღის გაანალიზება დავიწყე. მოვიდა ამიხსნა და წავიდა! ვიტირე ძალიან ბევრი ვიტირე. ცოლშვილის არყოლა ახლა ყველაზე მეტად გამიხარდა,საწოლს გახარებულმა რამოდენიმეჯერ დავარტყი ხელი. მთელი ღამე ვერ დავიძინე. ვფირობდი ყველაფერზე- ვაკუნაზე, ჯაბაზე, ჩემზე და ჩვენს საერთო მომავალზე. დღეს იმდენი რამე მოხდება,რომ გული კიდევ ვერ დაიტევს ამდენ ემოციას და ნერვიულობას. ჯაბას გაბადრული სახე,რომ წარმოვიდგინე შვილის შესახებ,რომ ვეტყვი სულელივით გამეცინა. ეს მიმიკა მასინ დავიწირე ჯაბას სახეზე პირვლად,რომ ვუთხარი მიყვარხარ თქო. მას შემდეგ სულ მისი გაბადრული და გახარებული სახე მიდგას წინ. ეექვსი სრულდებოდა საწოლიდან,რომ წამოვდექი. მისაღებში ფეხისწვერებით გავედი და ფანჯრიდან გავიხედე. ჯერ გვარიანად არც გათენებულა. სამზარეულოში ღიღინით გავედი და ჩაიდანი ჩავრთე. საათს ყოველ ხუთ წუთში ერთხელ ვუყურებდი. ვაკუნამაც ვერ გამახალისა მთელი დღე. დაძაბულობა უფრო დ აუფრო მემატებოდა. საღამო ხანს ჩემი ტელეფონი აწკრიალდა. გახარებული ვუპასუხე უცხო ნომერს. ტექსტური შეტყობინება იყო. "ტასუნია ტასუნია, როგორ ხარ? ეგრე უნდა დავიწყება? დღეს გამოგივარეთ რა. ზუზუ გელოდებათ" - ჩემი კურსელი მეგი იყო. პირვლად გავბრაზდი მეგიზე ასე საშინლად. ჩემს ბიჭს ტანსაცმელი ჩავაცვი და კორპუსის წინ პარკში ჩავიყვანე. ქვიშაში ჩავსვი, მე იმ შეფერადებულ სკამზე დავჯექი და ვაკუნას მივაშტერდი. ზურგს უკან მისი სიმხურვალე ვიგრძენი. თავი ნელა მივატრიალე და გავუღიმე. გვერდით მომიჯდა და შვილს გაეხედა. ერთმანეთის ასლები იყვნენ. რამდენჯერ მიმისგავსებია ჩემი შვილი მამას,მაგრამ ახლა? ორი კანკია იდგა ჩემს წინ. ვაკუნამ უცხო მამაკაცი,რომ დაინახა ჩემთან, ფეხზე ბორძიკით წამოდგა და ჩემსკენ გამოიქცა. ახლოს მოსულმა ჯერ ჯაბა შეათვალიერა, ეცნო! გუშინდელი დღე გაახსენდა და მხიარულად მოხივა ხელი მკავზე. ვერ ვფიქრობიდ,როგორ დამეწყო საუბარი. როგორ აჯობებდა? გამთბარი ვუყურებდი ჩემს მამაკაცებს და ვიღიმოდი. ჯაბამაც გამიღიმა და ვაკუნა კალთაში ჩაისვა. როგორ ტკიოდა ახლა ყველაფერი. ჯაბას გულის ტკივლს მეც ვგრძნობდი, ვაკუნას მამის ვინაობა აინტერესებდა. საკუთარ თავზე ეჭვადაც ვერ გაივლებდა. - რა მაგარი ბიჭი ხარ შენ. რამდენი წლის ხარ?_კითხა და თმები აუჩეჩა. ვაკუნამ ხელით ორი_ო დაანახა და გაიღიმა. ახლა უფრო ეტკინა. თვეებს ხელით ვერ დაანახებს ჩემი ბიჭი._ მე როგორც ვიცი არ გათხოვილხარ._ ახლა მე მომიბრუნდა, მკაცრი და სევდიანი ხმა ქონდა. - ვაკუნა დე შეხედე მათე ბიძია მოვიდა._შვილს სადარბაზოდან გამოსული მათესკენ მივუთითე. ბიძასკენ გაიქცა და ხელები გაშალა. -დიდი ბიჭია_მითხრა ჯაბამ ისე,რომ ვაკუნასთვის მზერა არ მოუცილებია. -დიდი ხანია მამიკოს ელოდება... სურათებით იცნობს მარტო. ჩვენი მამიკო, ჩვენთვის იყო წასული და იმკურნალა! _ვუთხარი გაცინებულმა. ნიკაპი აუკანკალდა, პროფილიდან მისი ცრემლები დავინახე. გულში იებად,რომ მეფინებოდა. ფეხზე ინსტიქტურად წამოდგა ჩემთვის არც შემოუხედია ისე წავიდა შვილისკენ. მუხლებით დადგა მიწაზე და ვაკუნას ორივე ხელი მაგრად შემოხვია. ყველაზე მტკივნეული საყურებელი იყო... სხეული უცახცახებდა ჯაბას. ცრემლები ისევ დაუკითხავად მოდიოდა და ღაწვებს უსველებდა. გაოგნებულმა ვაკუნა თავისი პატარა ხელები კისერზე მოხივა მამას და კისერთან ოდნავ მაიდო ტუჩები! გამაჟრიალა, მეც და მასაც! არ ვიცი რამდენხანს ვიყავით ასე გაშტერებულები. დიდხანს,ძალიან დიდხანს. მე ჯაბას აცახცახებული სხეულის და ჩემი პატარა ბიჭის მთრთოლვარე მკავებს მეტს ვერაფერს ვხედავდი. ის მარტო შვილის სიახლოვეს გრძნობდა.. და ალბათ ჩემსასაც. თვალებით ზურგს ვუწვავდი კანკიას, ჩემმა ბიჭმა ღიმილით გამომხედა და თავი ისევ მამის კისერში ჩარგო. ცოტახნის შემდეგ, შვილის სუსტი სხეული ძალიან ნელა, გაწია უკან კანკიამ და შეათვალიერა. პირის მოძრაობით მივხვდი,რომ ვაკუნას რაღაცას ეჩურჩულებოდა. ჩემი ბიჭით მორჩილად უქნევდა თავს და იღიმოდა. მერე ისევ ჩაიკრა გულში, თმები აუჩეჩა და მათეს გააყოლა. ნელა შემოტრიალდა ჩემსკენ და დინჯი ნაბიჯებით წამოვიდა. ახლა სხეული შესამჩნევად დამშვიდებული ქონდა. სახეც,თბილი. ისეთი არასდროს,რომ არ მინახავს. ისევ შეფერადებულ სკამზე დაჯდა და თბილად გამიღიმა. ჩემი მარჯვენა თავის მარცხენაში მოიქცია და ნელა შეახუ გაციებული ტუჩები. აკანკალებული ხმით მიხდიდა მადლობებს, ვაკუნას არსებობისთვის. ჩემს ხელს თავისას არ უშვებდა,სულ უფრო და უფრო მიჭერდა და მტკენდა. ისე მაგრად მტენკდა,რომ სისხლის მიმოქცევა შენელდა. ძალიან ნელა შეუშვა ჩემს ხელს თავისი და აწითლებულ მაჯაზე მაკოცა. ჩესკენ მოიწია და გულზე მიმიხუტა. ყველაფერს თავისებურად აკეთებდა. არ ვეწინაარმდეგებოდი, მამას სიტყვებს ვიხსენებდი და ბედნიერებისთვის ბივრძოდი. რამდენი წელი უნდა დავიტანჯო კიდევ,რომ მერე დავაფასო?აღარცერთი! მორჩა მეც მინდა ბედნიერი ოჯახი, ქმართან და შვილებთან ერთად. მეც მინდა ძილის წინ ვგრძნობდე საყვარელი მამაკაცის ძლიერ მკლავებს. მეც მინდა საწოლში დაწოლისას ერთმანეთს დღის ამბებს ვუყვებოდეთ. მეც მინდა ჩემს გაბერილ მუცელს სითბოთი უყუროს! მინდა ძალიან მინდა! თვალები მივლულე და ჩემი სუსტი ხელები გვერდულად შემოვხვიე. ჯაბა ოდნავ შეირხა და წელში გამასწორა. ხელი ჩამკიდა და გაურკვეველი მიმართულებით წამიყვანა. არ ვეწინააღმდეგებოდი, არ მქონდა სურვილი. კორპუს თვალი შევავლე, ვაკუნა აივანზე,რომ დავიანხე დავმშვიდდი და უფრო აჩქარებული ნაბიჯებით გავყე კანკიას.მანქანასთან მიმიყვანა, ჯერ მე მომათავსა შემდე თვითონ მოუარა და საჭესთან დაჯდა. გაუსაძლისი სიჩუმე გამეფდა მანქანის სალონში. ნერვიულობისგან ვიმტვრევდი თითებს და ფანჯარაში სივრცეს ვუშტერებდი თვალს,რომელიც წამში იკარგებოდა. ჯაბამ მანქანა მალევე გააჩერა, განსაკუთრებული არაფერი. ხუთსართულიანი კორპუსი. სადარბაზოში ლიფტთან ვიდექით და მოუთმენლად ველოდებოდით. მესამე სართულის ღილაკს მიაჭირა თითი. ხმას მეც ჯიუტად არ ვიღებდი, სალაპარაკოდ მივდივართ და იქაც მეყოფა ენის გასველება. ახლა უნდა მოვემზადო ყველა პასუხი დალაგებულად და მართებულად გავცე! სისხლი მიდუღდა ძარღვებში, ვღელავდი. აბა როგორია საყვარელ მამაკაცთან ამდენი წლის შემდეგ ასე ახლოს ყოფნა? არც ჯაბა იყო კარგ დღეში ვგრძნობდი. შავად შეღებილ რკინის კარებთან გავჩერდით,საკეტს გასაღები მოარგო და შიგნით შემიშვა. სახლის ინტერიერი ძველებური და ნათელი იყო. ნივთები რომლებიც ისტორიებს ინახავდა. პიანინოს თავზე სურათების რაოდენობამ გამაკვირვა. ვაკუნას ასაკის ბიჭი გოგოსთან ერთად იდგა და იცინოდა. ჯაბა მაშინვე ამოვიცანი და გამეღიმა, ჩემი ბიჭი მამის ასლია. -ჩემი დაა._მითხრა როდესაც სურათს ხელი მოვკიდე._ 5 წლის იყო რომ გარდაიცვალა. -ძალიან ვწუხვარ. -ბოტკინი ვერ გადაიტანა._მითხრა და ხელი ხელზე დამადო. სურათი თავის ადგილას დავაბრუნე და ჯაბასკენ წავედი. თითები ერთმანეთში გადახლართა და ღიმილით მომაჩერდა. -ვიცი,რომ ის აღიარება არ მამართლებს. შენთან და ვაკოსთან მე არაფერი მამართლებს! მინდა,რომ კიდევ ერთხელ ვცადოთ._გულმა ნახტომი გააკეთა და ჯაბას მიმართულებით გადაქანდა. სამი წლის მანძილზე უამრავჯერ წარმოვიდგინე ეს მომენტი, უამრავჯერ. ყველა ვითარებაში, რაც კი შესაძლებელი იყო._არ გაჩქარებ, რამდენხანსაც გინდა დაფიქრდი._მეც მინდა შეყვარებულობის პერიოდი კიდევ ერთხელ გამოვცადო, მიდა ისევ ისეთი ურთიერთობა გვქონდეს როგორც მაშინ. ახლა ტყუილის და ფარსის გარეშე! ჯაბას გაწვალება ახლა გულს ყველაზე მეტად გაუხარდება. -ვერასდროს იგრძნობ იმას რაც მე გამოვიარე. ცოლ-შვილი ყავსო,რომ მითხრეს ცუდად გავხდი. სამყაროს დასასრულუ მეგონა. ყველაფერი ვცადე,რომ შენი არსებობა ჩემი მეხსიერებიდან და გულიდან წამეშალა. შენ გაქრობიდან რამოდენიმე თვეში გავიგე ვაკუნას არსებობის შესახებ. ვაკუნაში შენ გხედავდი, მის ქცევებშიც კი შენ გხედავდი.შვილს ვიყენებდი იმისთვის,რომ შენ წარმომედგინე. ახლა ნება იბოძე და ის დაკარგული დრო აგვინაზღაურე მეც და ჩვენს შვილსაც! არავითარი გაქრობები და მერე უეცრად გამოჩენები, თაიგულით ხელში. ყოველ დღე მოხვალ და გვინახულებ. გაგვასეირნებ, ნაყინსაც გვაჭმევდ და სხვა დანარჩენსაც._ მთელი ემოციებით ვესაუბრებოდი ჯაბას, თავიდან მისი სევდიანი და დაძაბული სახე მოსვენებას მიკარგავდა, მერე გამხიარულდა და იღიმოდა. მასთან ერთად მეც ვიღიმოდი და მეც მიხაროდა დღევანდელობა. ჩვენ სამის არსებობა მიხაროდა. თვალებით მიხდიდა უამრავ მადლობას, სიყვარულით აგიზგიზებულიო თვალები შემომანათა და ჩემსკენ წამოვიდა._ხო და კიდევ დისტანციას დაიცავ, ჯერ ჯერობით!_ვუთხარი გაღიმებულმა და ხელები მჯერდზე გადავიჯვარედინე. იმედგაცრუებული დაბურნდა თავის ადიგლას. გამარჯვებული ღიმილი ავიკარი სახეზე და ფეხზე წამოვდექი. _ვაკუნას ძილი უწევს ნახევარ საათში. _თითქოს ცივი წყალი გადაასხეს ისე წამოდგა ფეხზე, სწრაფი ნაბიჯებით გამომყვა უკან. მთელი გზა ხმა არ ამოგვიღია. კორპუს,რომ მივუახლოვდით მანქანა გააჩერა და ჩემსკენ შემოტრიალდა. -ვაკოს როგორ გავეცნო? როგორ მიმიღებს? -ვაკუნა ჯერ პატარაა, ყველაფერს ვერ ხვდება. სურათებიდან იცის,რომ მამამისი ხარ,მაგრამ ჯერ ამის გაანალიზება სჭრიდება. რაც მთავარია შენს მიმართ კეთილადაა განწყობილი, დამიჯერე ადვილად შეგიყვარებს ისე როგორც მშობელს._ჯაბას არეული სახე დუამშვიდდა და მადლიერმა ისევ გამიღიმა. მისი ღიმილი მაძლიერებს. მანქანა ჩვენს კორპუსთან ახლომდებარე სუპერმარკეტთსან გააჩერა და გადავიდა, ორ წუთში დაბნეული უკან მორბოდა. ჩემს მხარეს მანქანის კარი გამოარღო. -რა უყვარს ყველაზე ძალიან? -ქინდერის შოკოლადი. -კიდევ? - პატარა ძველებული მანქანები._აღარაფერი უთქვამ ისევ გატრიალდა და გაუჩინარდა. სულელივით ვიღიმოდი და მაღაზიის ვიტრინებს ვუყურებდი. ყველაფერი ისე უეცრად დატრიალდა ჩემს ირგვლივ. რადიკალურად შეიცვალა ჩემი ცხოვრება ორ დღეში. ტკივილმაც ნელნელა შეხორცება დაიწყო. საბოლოს,რომ განვიკურნო ალბათ კიდევ დიდიხანი დასჭირდება,მაგრამ რაც მთავარია დაიწყო. ოჯახზე იმდენხავს ვოცნებოვდი უემედოდ,რომ ყველაფერი არარეალური მეგონა. ჩემე ერთერთი სიზმრის ნაწილი. სულ იმის შიში მქონდა,რომ ვიღაცა შემაჯანჯღარებდა და გამომეღვიძებოდა. ერთადერთი იმედი,რომელიც რეალობაში მარწმუნებდა ჯაბას სურნელი იყო, სიზმარში ვერცერთხელ ვიგრძენი ეს სუნი. ახლა უკვე ჩემშია და ჩემია. სახეგაბადრულმა მოვათვალიერე მანქანის წინა და უკანა ნაწილი. როგორც ყოველთვის შავი მოსასხამი ეგდო უკან. არ შეცვლილა ისევ ისეთია როგორიც სამი წლის წინ, ცოტა გამიჭაღარავდა. უნდა ვაღიარო,რომ ბერვად სიმპათიურია. კარების ხმამ გამოამფხიზლა, პარკებს ჯაბა საბარგულში ალაგებდა. გამეცინა და წინ შევტრიალდი. ჩვენს კარებს,რომ მივუახლოვდით ჯაბას დაძაბილობამ იმატა. პარკები ათასჯერ მოინაცვლა ხელში. ხელზე ხელი თბილად შევახე და გავუღიმე. კარები მარიკუნამ გაგვიღო. გამხიარულულებული გადავეხვიე სარძლოს და გულიანად მოვიკითხე. აშკარად უხერხულად გრძნობდა თავს, ისიც და ჯაბაც. მისაღებიდან ბავშვის ჭყლოპინი ისმოდა, ჯაბას ხელი დავავლე და იქით წავიყვანე. ბავშვმა დამინახა თუ არა ჩემსკენ გამობობღდა. ხელში ავიტატე ჩემი ბიჭი და აწითლებული ლოყები დავუკოცნე. ჩემი ტყუპი, ჩვენსკენ წამოვიდა და ჯაბას ხელი ჩამოართვა,გაკვირვებულმა გავხედე ჩემს ძმას და ბავშვი ძირს დავსვი. ჯაბას დაძაბულობა თითქსო მარტო მათესთან შეხვედრის გამო ქონდა,ახლა უფრო თავისუფლად სუნთქავდა. ჩაიცუცქა და პარკები ვაკოს გაუწოდა,გახარებულამ შემოკრა ტაში და მადლობა გადაუხადა,ბურტყუნით. ჩემი ბიჭი ოთახისკენ წავიყვანე და ჯაბას ვანიშნე,რომ გამოგვყოლოდა. -დე, შენ ხომ დიდი ბიჭი ხარ უკვე? -ჰოო. - მე შენთვის სურპრიზი მაქვს. გახსოვს მამიკოს სურათებს,რომ გათვალიერებინებდი? -ჰო. -ჯაბას ხომ იცნობ შენ?_ უფრო ადვილად,რომ მიმხვდარიყო ვისზე მქონდა სუაბრი ჯაბასკენ გავიშვირე ხელი. თავი დამიქნია და მზერა ჯაბასკენ გადაიტანა_მამიკო ხომ გენატრება და გიყვარს?_ დადებითი პასუხის ნიშნად ისევ, თავი დამიქნია და ოდნავ გაიწია ჯაბასკენ. _ შენი მამიკოა ჯაბა დე._ ვუთხარი და გავუცინე. დაბნეულმა გადმომხედა, თვალები აემღვრა. მიუხედავად იმისა,რომ ასაკის გამო ჯერ კიდევ ვერ გაიაზრა კარგად რა ვუთხარი,თვალები აემღვრა. ჩემი მუხლებიდან ჩამოხტა და ჯაბას მარჯვენა ფეხზე მოეხვია. მამის მნიშვნელობა ჩემი შვილისთვის ისეთივე უცნობია როგორც სხვა დანარჩენი რაღაცეები. მთავარია,რომ ახლა ჯაბას ყურადღება და სიყვარული იგრძნოს, იცოდეს რომ გვერიდთ ყავს მამა! რომელსაც ძალიან უყავრს და მისით ამაყობს. ჯაბამ აცრემლებულმა დახედა შვილს და თმები აუჩეჩა. -როგორ უყვარხარ შენს მამას,რომ იცოდე ჩემო ბიჭო._ხმააკანკალებულმა უთხრა შვილს და მუხლებით დადგა მის წინ. პატარამ გათანაბრებული მამა,რომ დიანახა ხელები კისერზე მოხვია და აკისკისდა. ჯაბამ ხელით მანიშნა შენც მოდიო და გამიღიმა. -რა გაგაფრთხილე შენ? დისტანცია!_ვუსაყვედურე ვითომ, გაბრაზებულმა და თვალები დავუბრიალე. ნირწამხდარმა ჩაიქნია ხელი და შვილს მოხვია. ჯაბა საღამომდე ბავშვთან იყო. ვაკუნა თითქოს მის გარდა ვერავის ხედავდა, ეჭვიანობით ვსკდებოდი, ბავშვს დედა სულ გადაავიწყდა. ბავშვის დაპურებაც თავის თავზე აიღო, ჯერი გამოცვლაზე რომ მიდგა ოთახის კარებთან ამეტუზა და თვალები დამიხამხამა. კანკიას აღტაცებული სახის ყურება წარსულის ტკივილს მავიწყებდა. საერთოდ არ მინდოდა იმ წლებზე ფიქრით დამეღალა გონება. რაც იყო იყო,შევცვლი რამეს? ვერაფერს! დღევანდელი დღით, ვიცოხვრებ და ვეცდები უფრო მეტი მოგონება შევაგროვო. ვაკოს ვერაფრით მოვაკლებ მამის ყოლის ბედნიერებას! საწოლთან დარაჯობდა ვაკუნას და აძინებდა. გვიან დატოვა კანკიამ ჩემი სახლი,გამოსამშივდობებლად ლოყაზე მაკოცა და კარები გაიხურა. ტანში ეკლებმა დამაყარა,სიამოვნებით გაბრუებული აღარ მახსოვს,როგორ მივაღწიე საძინებლამდე. ფეხმორთხმული დავჯექი საწოლზე და ცაზე გაბატონებულ მთვარეს, შევავლე თვალი. ეს ღამეც თეთრად გავათენე. ფიქრებით გაბრუებულმა.ვფიქრობდი ყველა დეტალზე... ვფიქორბდი ჩვენს ჯერ არშექმნილ ოჯახზე. ვფიქრობდი რა იქნებოდა მერე?! როგორ აეწყობოდა ჩვენი ოჯახური თანაცხოვრება? ვიქნებოდი ისეთი ცოლი და დედა როგორიც ჯაბას უნდა? ჯაბას ვინ ეკითხება? როგორიც ვიქნები ისეთი მიმიღოს. შეუღრინე ფიქრებს გაგულისებულმა! გამთენიისას ჩამთვლიმა. თვალები ნელა გავახილე და ბალიშის ქვეშ, ტელეფონს დავუწყე ძებნა. თვალები მელულებოდა, ტელეფონი უკან გავწიე და ცალი თვალით დავაკვირდი ნომერის. სწრაფად გამოვფხიზლდი და ჯაბას ვუპასუხე. -როგორ ხარ ანა?_მკითხა მხიარულად. -გამაღვიძე!_ საერთოდ არ ვიყავი ახლა გაბრაზებული,პირიქით ბედნიერებისგან გულში ვკიოდი. -ბოდიში ბოდიში. შენი და ვაკუნას ნახვა მინდა. სადმე გავიდეთ, ვისაუბროთ._შეპარვის ტონით მესაუბრებოდა ჯაბა და იღიმოდა. -რომელ საათზე გამოგვივლი? -თუ გინდა ახლავე._მიპასუხა სწრაფად. -ჯერ ამწუთას გავიღვიძე. ასე ერთ საათში მოდი. -ერთ საათში მანდ ვარ._ მხიარულად შესძახა და ზარი მიწყდა. საწოლიდან სწრაფად წამოვდექი და აბაზანისკენ წავედი. ერთი საათი მარტო ვაკუნას ვდიე,რომ შარვლის ელვა შემეკრა,მერე მოსასხამის ელვა და ამასობაში მე გასამზადებელი დავრჩი. თმა აწეწილი და პიჟამათი დავბრბოდი. კარებზე ზარის ხმა,რომ გავიგე შიშისგან შევხტი. სწრაფად წავედი შემოსასვლელისკენ და კარებში მდგარ ყვავილებით ხელში ჯაბას მივესალმე. ყვავილები ნელა ჩამოუშვა დაბლა და გაკვირვებული მომაჩერდა. კითხვას მივუხვდი და დავასწარი. -ძალიან ცელქი შვილი გყავს! ერთი საათია მარბენინებს,როგორც გინდა შეუკარი შარვლის და მოსასხამის ელვა!_ვაკუნაზე გაბრაზებულმა ჯაბაზე ვიყარე გულისჯავრი. გამიცინა და ყვავილები ხელში მომაჩეჩა, თვითონ შვილსიკენ წავიდა. ეს პატარა ყაჩაღი მამის დანახვისთანავე გაჩერდა. ჯაბასთან მიირბინა და წინ აესვეტა. სიამოვნებისგან გამეღიმა და მათკენ წავედი. -მიდი შენ მოწესრიგდი,ჩვენ აქ დაგელოდებით ხო მამი?_ ვაკუნამ თავი დაუქნია და ვარდს ერთი ფურცელი მოაცალა. ნახევარიი საათი ვიპრანჭებოდი სარკის წინ, უამრავჯერ გავიარ გამოვიარე ოთახში არსებული მანძილი. გული ხან აქეთ გადამიქანდებოდა ხან იქით. ემოციებით აჟიტირებული ვიყავი. ძლივს მოვთოკე თავი და მისაღებში გავაჭერი. ჯაბას ვაკუნა კალთაში ეჯდა და ხელებით <<წეროებს>> თამაშობდნენ. მანქანაში გამეფებულ სიჩუმეს უკანა სავარძელში მიბმული ვაკუნა არღვევდა. მთელი გზა პირი ვერ გავაჩერებინეთ, ვერც მე და ვერც ჯაბამ. სიტყვებს ჯერ გამოკვეთილად ვერ ამბობდა და აზრიც ვერ გამომქონდა ზოგჯერ. ჯაბამ მთელი გზა სარკეში ყურებით გალია, თვალს ვერ აშორებდა უკან მოთამაშე ვაკუნას. ბავშვთან ცენტრთან გააჩერა მანქანა და ვაკუნა გადმოიყვანა. მე ხელი მაგრად მომკიდა და შესასვლელისკენ წავიდა, თან გზადაგზა ხელზე მკოცნიდა. საერთოდ აღარ მახსოვდა დასაცავი დისტანცია. ვაკუნასთან ერთად ყველა ატრაქციონზე იჯდა ჯაბა. მე სამახსოვრო სურათებს ვუღებდი და ვხალისობდი. დაუფიქრებლად შემძლო მეთქვა,რომ ეს დღე ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი და სასიამოვნო დღეა. ჩემთვის დღევანდელი დღის ემოციები, ყველაფერია. წარუშლელი და მარტო ჩემი. საღამოს პატარა მყუდრო კაფეში შევედით და ცხელი შოკოლადი შევუკვეთეთ, ჩემს ბიჭს ცხვირი სასაცილოდ ქონდა აწითლებული. ხელები ჩემი ორქლით გავუთბე და გულში ჩავიკარი. -უბედნიერესი კაცი გამხადე._მითხრა ჯაბამ და ჩემს ხელს აკოცა._ გუშინდელი დღიდან მოყოლებული, გაოგნებული ვარ. ჯერაც ვერ ვიჯერებ,რომ ამხელა ბიჭი მყავს. მადლობა ანა!_მითხრა და ვაკუნას თმები აუჩეჩა._გცივა მამი? -ცოტახანი დე და ჩათბები._ ლოყაბზე მოვეფერე შვილს და უფრო ჩავიკარი. ცხელმა შოკოლადმა გაყინული ვაკუნა ცოტა შეათბო და გალაღდა. მამამის მოსვენება დაუკარგა, გვერდები ატკინა, იმდენი ჩქმიტა და ეთამაშა. ჯაბა რომანტიკოსობით არასდროს გამოირჩეოდა,მეტიც სიყვარულიც უბრალოდ ამიხსნა. -ცოლად გამომყვები?_ ყოველგავარი შესავლის გარეშე მკითხა და ვაკუნადან მზერა ჩემზე გადმოიტანა. დავიბენი, ყველაფერი ერთმანეთში ამერია. გონებაში და გულში ქაოსი დატრიალდა. ამ მომენტს ველოდი,მაგრამ ასე მალე არა. არ ვიცი, შეიძლება ჩემი რეაქცია ჯაბას პირდაპირ ნათქვამმა სიტყვებმა გამოწვია. ვიგრძენი როგორ ამიხურდა ღაწვები. გაბრუებულმა თვალები რამოდენიმეჯერ დავახამხამე და მომლოდინე ჯაბას თვალებში ჩავხედე. მოუთმენლად ელოდა ჩემს პასუხს და ნერვიულობისგან შუბლზე ძარღვი უთამაშებდა._ ვიცი,რომ ასე მალე ყველაფრის გაანალიზები გიჭირს,მაგრამ მოთმენა აღარ შემიძლია. ვიქორწინოთ და ყველაფერი თავიდან დაივწყოთ._მუდარა გაისმა მის ხმაში. -ვიქორწინოთ!_ვუთხარი ყურებამდე გაღიმებულმა და ჯაბას ხელს ჩემი ხელი დავადე. ფეხზე ტორნადოსავით წამოხტა და ჩემსკენ წამოვიდა. თავისი ძლიერი ხელები, მხრებში ჩამავლო და ფეხზე წამომაყენა. ჩემი სახე ხელებში მოიქცია და მოწყურებული დაწაფა ჩემს ათრთოლებულ ტუჩებს. მიუხედავად იმისა,რომ ეს არ იყო არც პირველი და არც მეორე კოცნა, ამაკანკალა. ყველაფერი დაბნელდა ჩვენს ირგვლივ, ჯაბას კისერზე მოვხივე, ათრთოლებული ტუჩები დამიმშვიდდა და ჯაბას მივეკარი. თავზე მკოცნიდა და სიხარულით იცნოდა. ვაკუნა ცხივრმოთხვრილი გვიყურებდა და ტუჩებს წინ წევდა. ბავშვისკენ დავიხარე, ხელში ავიტაცე და მამიკოს ორივე ერთად მივეკარით. -დე ახლა სულ ბედნიერები ვიქნებით._ვუჩურჩულე ჩემს დაბნეულ შვილს. ჯაბა ჩემს მისჯილ სასჯელს, პატიოსნად ასრულებდა. ყოველდღე გვკითხულობდა, არა ვალდებულების მოხდის მიზნით, არამედ გულით და სულით. დაკარგული დრო ერთიანად ავინაზღაურეთ. ყველა ის ადგილი ვნახეთ,რომელიც გასულ სამ წელს უნდა გვენახა. აღარ ვფიქრობდი იმ ტკივილზე რომელმაც იარები დამიტოვა. ახლა მარტო მომავალზე და ჩემს ოჯახზე ვფიქრობდი. ყველაზე ამაღელვებელი ჩემთვის და ჯაბასთვის ჩემი ხელის თხოვნა იყო. ნიშნობის ამბებსსაც მოგიყვებით ახლა ჯაბას და მათეს გასაიდუმლებულ შეხვედრაზე ვისაუბროთ,რომელიც მე სულ შემთხვევით გავიგე. ჩვენი საუბრიდან მესამე დღეს ნახა მათემ და დაელაპარაკა, დეტალები არ ვიცი, ესეც ჩვენი მეზობელი ნაზისგან გავიგე. მთელი ორი დღე შეშინებული დავდიოდი,რაზე ისაუბრეს თქო. ჯაბას ხმა არ ამოუღია არც მათეს. ნიშნობის დღეს დავმშვიდდი მარტო, მათი დამთბარი ურთიერთობა,რომ ვიგრძენი. მამაჩემთან შეხვედრა ჯაბასთვის ყველაზე ძნელი აღმოჩნდა. ერთი კვირით ადრე დაიწყო მზადება. ნერვიულობამ პიკს ჩემი სახლის კარებთან მიაღწია. მამაჩემის გაბადრული სახის დანახვისას ყველაფერი გადამავიწყდა,კისერზე მოვხვიე ჩემი გაკნაჭული ხელები და ჩავკოცნე. დედაჩემმა და ბიცოლაჩეემმა საყვედურებით ამავსეს. ვაკუნა ისევ ბაბუის კალთაში იჯდა და გამალებით უხსნიდა როგორი მანქანა უყიდა გუშინ მამიკომ. მთელი ოჯახი ერთად შევიკრიბეთ. თომა და ლინდა ბავშვებიანად გვიან შემოგვიერთდნენ. ვხედავდი,როგორ გადახედავდა დრო და დრო მამა ჯაბას ღიმილით. ნერვიულობა მარტო მაშინ მომეხსნა საღამოს ჯაბამ ჩემი ხელი,რომ სთხოვა. -ჩემთვის მთავარია, ანა და ვაკო იყვნენ კარგად. მათ ვხედავდე ბედნიერს მარტო ესა მთავარი ჩემთვის და ჩემი ოჯახისათვის. ყველა მამას უნდა შვილი ბედნიერი ყავდეს. ჩვენ კიდევ წლები გვაქვს წინ, ყველაფრის გასარკვევად. _მხიარულად დაკრა მარჯვენა მხარზე ხელი ჯაბას და სასმისი შესვა. ის ღამე ჩემბთან გავატარე. ჯაბამ კარები ძლივს გაიგნო, ვერც მე და ვერც ვაკუნას ვერ მოგვშორდა. იმდენად შეეჩვია ჩემი ბიჭი მამას,რომ ტირილით აცილებს უკვე. - ჩემი კაცი ხარ შენ რა გატირებს?_ცხვირზე წაეთამაშა და მოსასხამი მოიგდო მხარზე._ აგერ უნდა გადავიდე მაა, შორს კი არ მივდივარ._ გაეხუმრა შვილს და ლოყაზე აკოცა._ ხვალ გნახავთ. მიყვარხართ! -ჩვენც გვიყავრხარ! მთელი ღამე ჯაბას განათებულ ფანჯრებს ვუყურებდი, ვგრძნობდი რომ არც მას ეძინა.გვიან ღამით ვაკუნა ამიტირდა, ვერაფრით ვერ დავაწყნარე. ოთახში შეშინებული დავდიოდი ბავშვით ხელში. ხმაურზე დედაჩემი შემოვიდა ოთახში,ატირებული ვაკუნას დანახვისას მამას გასძახა და სახლი ფეხზე დააყენა. ბიცოლაჩემმა ოჯახის პედიატრს დაურეკა და მათე გაგზავნა მოსაყვანად. ექიმის მოსვლამდე ასჯერ ავზლუქუნდი. ვაკუნასთან ერთად ჩემი დაწყნარებაც გაუჭირდათ. ბავშვს,რომ რაღაც სჭირს ასე მგონია მეც შიგნიდან მჭამენ. ექიმის მოსვლამდე, სიცხემაც მისცა. მამაჩემის გაფითრებული სახე უფრო მაშინებდა. ახლა ჯაბას გვერდით დგომა ყველაფერზე მეტად მჭირდებოდა. დიდხანს ველოდე,როდის მიპასუხებდა ბოლოს ჯაბას ნამძინარევი ხმა გავიგონე და დავმშვიდდი. -ანი რა მოხდა ხო მშივდობა? -ვაკუნაა ცუდად. -რა სჭირს? რატო ტირის ? -გეხვეწები გამოდი რა._უფრო ავტირდი. - მოვდივარ ანა, ნუ ნერვიულობ რა გეხვეწები. არ გათიშო უკვე გამოვიდვარ._ კარაგდ მესმოდა როგორ მორბოდა ჯაბა და ქშინავდა._ არ იტირო ხო? მოვედი უკვე გამიღე მიდი კარები._სწრაფად გავიქეცი კარებისკენ და ჯაბას მოვეხვიე. თავზე მკოცნიდა და თან ყურში მეჩურჩულებოდა. ვაკუნას ტირილის ხმა უფრო, რომ გაძლიერდა მისკენ წავიდა და შვილს საწოლზე ჩამოუჯდა. -რა სჭირს მამას კაცს? ნუ ტირიხარ მა თორე დედიკო ნერვიულობს მერე!_ეჩურჩულებოდა შვილს და გაოფლიანებლ თმებს უჩეჩავდა -საგანგაშო არაფერია, უბრალოდ ვირუსია. წამლებს გამოგიწერთ, ათ დღიანი მკურნალობის კურსია, ყოველდღიურად მიაღებინებთ ამ წამლებს და გაუვლის. დაბალი სიცხეები დამახასიათებელი თვისებაა. თუ ძალიან გაჭირვეულდა შემატყობინეთ. ექიმი გავაცილე და ვაკუნას ოთახში შევედი. ჯაბა თავთით ეჯდა მძინარეს და სახეზე ეფერებოდა. გვერდით მივუჯექი და თავი მხარზე დავადე. მისი დანახვისას წეღან ყველანაირი დაძაბულობა და ნერვიულობა სადღაც გაქრა. სულ ყოველთვის ასე იყო, ჯაბა ჩემთან ახლოს როცაა აღარაფრის მეშინია! თავზე მაკოცა და ცალი ხელით მიმიხუტა,ცალით ისევ ვაკუნას ეფერებოდა. გულს უხარია ასეთი თბილი ოჯახი. მიხარია ჯაბა ერთი ხელის გაწვდენზე რომ მყავს. -როგორო ტიროდი წეღან ჩემი პატარა გოგო!_მითხრა ღიმილით და ცხვირზე მაკოცა. -შენ რომ არ ყოფილიყავი მოვკვდებოდი. - მე სულ აქ, თქვენთან ვიქნები. -მპირდები?_ვკითხე და თავი ავწიე. -თქვენ სიცოცხლეს გეფიცები სულ აქ გეყოლებით. -მიყვარხარ._ვუთხარი ასლუკუნებულმა და ვაკუნას აწითლებულ ლოყებზე დავსუვი ხელის ზურგი. -ჩემი პატარა და დიდი ოჯახი._ ჩაილაპარაკა ჩუმად და თავი საწოლის საზურგეს მიადო. თვალები,რომ გავახილე საწოლში ვაკუნას გვერდით ვიწექი. ჩემი ბიჭი აღარ იყო ისეთი აწითლებული.სიცხეც აღარ ქონდა. ლოყები მსუბუქად დავუკოცნე და ოთახი მოვათვალიერე, ჩემი ჯაბას არ დამხვდა. ნირწამხდარმა დავდე თავი ბალიშზე და ჭერს მივაშტერდი. კარების ხმაზე თავი ოდნავ წამოვწიე და გაღიმებულ ჯაბას გავხედე. მავსებს! გრძნობებით მავსებს! -როგორ ეძინა ჩემს პატარა გოგოს?_მკითხა და საწოლის ბოლოს ხელები მოკიდა. -არაუშაავდა რა._გავიხუმრე და ჯაბასკენ გადავძვერი._ მიყვარხარ მე შენ. -მე კიდევ შენ, ჩვენი პატარა კაცი და დანარჩენი ჩვენი შვილები მიყვარხართ._ისევ მოწყურებული დააცხრა ჩემს ათრთოლებულ ტუჩებს და წამში დაამშვიდა._ კიდევ მინდა ორი ბიჭი და ორი გოგო. -რა ამბავია ჯაბა?_ვკითხე და უკან დავიწიე. -რა ამბავია? ხუთი შვილის ღირს არ ვარ?_ხელები წელზე მომხვია და თავისკენ უფრო მიმიზიდა. -ცოდო ვარ! -სულაც არა! ოთხი კიდევ და ეგაა რა._ცხვირზე წამეთამაშა. -ჯანდაბას იყოს კიდევ ოთხი. ვაკუნა საბოლოოდ გამოჯამრთელდა ამ დროის განმავლობაში, ჯაბა გვერდიდან არ გვცილდებოდა. შვილს თავთით ეჯდა და კომპიუტერში, მასთან ერთად ფილმებს უყურებდა. საოცრად ვთბებოდი მათი ყურებისას. ყველა ტკივილი სადღაც უფსკრულში იკარგებოდა. მათემ მარიკუნა კიდევ მოიყვანა სტუმრად, შესაძლებლობა მომეცა ჩემი სარძლო უფრო კარგად გავიცნო. მთელი დღე მათთან ერთად გავატარეთ, მათეს გაბწინებული თვალების ყურებისას, ასმაგად ვბედნიერდებოდი. ჩემს ბედნიერებას მისი ბედნიერება ემატებოდა და საოცრად ვგრძნობდი თავს. ტყუპის სიყვარულით გამთბარ გულს ვგრძნობდი, ვიცოდი რომ მარიამი მისთვის პირველი და უკანასკნელი სიყვარული იყო. ვიცოდი,რომ მასთან ერთად შექმნიდა იმ ოჯახს, რომელზეც მთელი ცხოვრება ეწუწუნება დედა. მისი გახარებული სახის წარმოდგენისას უფრო ავივსე. საოცრად მორცხვი და გაწონასწორებულია მარიკუნა. ვაკუნამაც გადასარევად გაუგო <<საბიცოლეს>>. მე და ჯაბა დაბლა ნოხზე ვისხედით და ვაკუნასთან ერთად,ვცდილობდით ცხოვრელების აწყობას. ჩვენი ბიჭი, გახარებული მამას მარჯვენა ხელზე მაგრად დკრავდა თავის პატარა თათებს და გულიანად იცინოდა. ჯაბას თხოვნით კვირის ბოლოს დაასავენებლად მივდივართ. ოჯახური იდელია ქორწილამდე უნდა მოვიწყოთ. მახსოვს ბავშვობაში ბაბუასთან საუბრისას, მე და მათემ პირობა დავდეთ,რომ ქორწილს ერთად გადავიხდიდით. მაშინ ბაბუამ გაგვიღიმა და გვითხრა, ერთმანეთს ძალიან ხარ მიყინულებიო. ერთი პრობლემა იჩენდა მაშინ თავს, რომელიმეს ძალიან ადრე არ შეგვყვარებოდა. გუშინ საღამოს მათემ და მე ერთდროულად აღმოვთქვით, ჩვენი დიდი სურვილი. ჯაბას და მარიკუნასაც მოეწონათ. კვირის ბოლოს ჯაბამ გამოგვიარა და დასავენებლად წაგვიყვანა. ახლა განტვირთვა ძალიან მჭირდებოდა, ყველაფრის დავიწყება მინდოდა.მარტო ამ ორი ჩემთვის უძვირფასესი,ადამიანებით მინდა,რომ მთელი კვირა დავკავდე. გაღიმებული ვუყურებდი მთელი გზა ჯაბას და ვაკოს. -დისტანცია დაიცავი თქო ხომ გაგაფრთხილე?_ ვუსაყვედურე ჯაბას,როდესაც ერთ ოთახში არმოვჩნდით. - ოთხი შვილის დისტანციით ვერ გამიჩენ. _გამეხურმა და ჩემსკენ წამოვიდა.ხელები წელზე მომხვია და შუბლზე ცივი ტუჩები მომადო. _ ვაკუნა დაბლა დეიდაჩემთანაა, სულ თავისუფლად შეგვიძლია, ყველანაირი მანძილი შევამციროთ._მეჩურჩულებოდა და თან თმებს მიწვალებდა. ხელები კისერზე მჭიდროდ მოვხვიე და ზედ მივეკარი. თვალები რომ გავახილე, ცა შავად იბურებოდა. ჯაბასკენ გადავტირალდი და სახის ნაკვთებზე თითები ნაზად დავუსვი. გრძნობებით ვარ დამძიმებული, თითქოს ძალიან მძიმე ლოდი მადევს გულზე, სასიამოვნოდ მძიმე ლოდი. ხელის ზურგით ჯაბას ყელს მოვეფერე და შიშველ მკერდზე მივეკარი. ხელები ძალიან მაგრად მომხვია და სიანომვნებისგან ხმები გასმოცა. ჩუმად გამეცინა და ცხივრზე ძალიან ნელა მოვუჭირე კბილები. თვალები სწრაფად გაახილა და ოდნავ შესამჩნევად გამიღიმა. საწოლიდან სინანულით წამოვდექი და ვაკუნასთან ჩავედი,რომელიც საერთოდ ვერ ამჩენვდა დედმამის არყოფნას. ნელი დეიდასთან ძალიან კარგად ერთობოდა, სათამაშოები ენრაოდენობით წამოვუღეთ, სხვანაირად მისი დაწყნარება შეუძლეებლია. ჯაბა უკნიდან მომეხივა და კისერზე ოდნავ მომადო ტუჩები. სამზარეულოში ნელი დეიდას უმცროს ქალიშვილთან ერთად ვახშამს ვამზადებდი. ძალიან თბილი და ტკბილი ხალხი ყავს ჯაბას. სამწუხაროა დედ-მამა,რომ ვერ გავიცანი. სოფელში არიან და ქორწილისთვის ჩამოვლენო. გვიანობამდე მესაუბრებოდა ნელი დეიდა, მარიგებდა. რჩევებს მაძლევდა და მეფერებოდა. მათთვის ვაკუნა პირველი შვილიშვილი იყო,თანაც ბიჭი. შესანიშნავი დასვენება მოვიწყეთ ოჯახმა. წამოსვლისა ცოტა ვიტირე, გული მწყდებოდა. ქორწილამდე დავემშივოდბეთ თბილ ოჯახს და თბილისისკენ წამოვედით. კახეთში ყონდას ყოველი დღის ბოლოს ვნატრობდი. ქორწილის ამბებმა სიქა გამაძრო. წინ და უკან სირბილით გადაღლილი მარტო ჯაბას მკერდზე ვგრძნობდი თავს მსუბუქად. მე და ვაკუნა თავისთან წაგვიყვანა. მოუთმენლობის სურვილმა შეიპყრო. არც მე გამიწევია წინაარმდეგობა, ვგრძნობდი რომ ვერცერთი წუთით ვეღარ ვჩერდებოდი მის გარეშე. მშობლების სახლთანაც ახლოს ვიყავი და ეს უფრო მაბედნიერებდა. მათეს სახეს ვერასდროს დავივიწყებ, სტუმრად რომ მოვიდა ჩვენთან . აღელვებული ხელებს ისრესდა და ჯაბას, ნერვიულად ესაუბრებოდა ნიშნობაზე. ჩვენი ოჯახის წევრებისთვის, მარიამის გაცნობა სასწაული იყო. ვერ ავღწერ იმ ემოციებს, დედამ რომ განიცადა. მამაჩემმა სუფრაზე გამოცხადა,რომ მარიამ სალუქვაძე უკვე მისი მერვე შვილია. საოცარი ჰარმონია სუფევვდა ყველგან. სამი წელია ასეთი სიმშვიდე არ მიგვრძნია. ყველაფერი იმაზე თბილი,ტკბილი და სასიამოვნო იყო ვიდრე ოდესმე წამოვიდგენდი. თვეების წინ ამ დღეზე ვოცნება, დღეს რეალობად მექცა. მათეს და მარიამის ნიშნობა, ოჯახურ გარემოში შედგა. ქორწილი, ერთად დავთქვით, ისე როგორც მაშინ ბაბუასთან. ქორწილამდე ერთი კვირით ადრე, თვალებ აცრემლებული ვუყურებდი, ორ წითელ ხაზს და ვსლუკუნებდი. ყველაფერი თავიდან იწყება ჩემში, მეორედ უნდა ვიგრძნო ის სიამოვნება და განცდები, რაც ვაკუნაზე ორსულობისას. სახეგაბდარული დავდიოდი მთელი კვირა. ქორწილამდე ჯაბასთან ხმის ამომღები არ ვიყავი. ექიმთან ვიზიტიც გადავდე, ჯაბას გარეშე ვერაფერს გავაკეთებდი. ამ განცდებს ვერ მოვაკლებდი! მიზეზების ძებნა სულ უფრო და უფრო მიჭირდა. მთელი კვირა საააბაზანოს კარებთან იყო ჯაბა აყუდებული და დაკითხვას მიწყობდა. მიზეზების ნაკლებობა,რომ განვიცადე ქორწილის დღემაც მომიკაკუნა! ჯვრისწერა, ყველაზე სასიამოვნო პროცესია! ღმერთის წინაშე დაუკავშირო ადამიანს შენი ცოხვრება, შენი სულიერი სამყარო. ამაზე წმინდა მე არაფერი მეგულება დედამიწის ზურგზე. როდესაც ღმერთი გაკავშირებთ ერთმანეთთან, თითქოს თავსაც უფრო კარგად გრძნობ . ჯაბას მშობლები სულ სხვა თემა იყო ჩემთვის, მათი გულებში შეღწევა. ჩემი მამათილის ყურებისას ჯაბას და ვაკუნას ვხედავდი. საოცრად კეთილშობილ ხალხთან მქონდა საქმე. მათესთან ჩახუტებული რესტორნის შაუგულში ვიდექი და ცრემლებად ვიღვრებოდი. -რა გატირებს ტასუკ?_მკითხა და უფრო მიმიკრა. - უ' ბედნიერესი ვარ! -ჩემი სულის ნაწილი ხარ! მარუსაში, შენ დაგინახე. სულ პირვლად, რომ დავინახე, მაშინვე მივხვდი რომ შენ გგავდა რაღაცით. პირობა შევასრულე!_ გამეხუმრა ტყუპი და ხელის მარტივი მოძროაბით დამატრიალა, მერე კი ისევ ზედ მიმიწება. თომას მოსიყვარულებით გული ვერ ვიჯერე. ვერც ვერასდროს დავჯერდებოდი, იმ სითბოს რაც ერთმანეთის მიმართ გვაკავშირებს. სახის ყველა ნაკვთს ვუკოცნიდი ჩემს ბიძაშვილს და გულზე ვეხუტებოდი. ვგრძნობდი,რომ ჩემი ბედნიერების ყველაზე მაგარი თანამოზიარე იყო ის და მათე. მამაჩენის სადღეგრძელოები, ისეთი თვითონ,რომ იცის. ჯაბა გვერდით მივუჩოჩდი და ყურში ძალიან ჩუამდ ვუჩურჩულე მთელი კვირის ნანახი საიდუმლო. -სამიც და ვსიო! ვერ მიხვდა? როგორ ვერ მიხვდა! მიხვდა და თვალები აუწყლიანდა. დაბლა დაიხარა და ჩემს ჯერ არშესამჩნევ მუცელს,ფერება დაუწყო. -მაა, მამას გოგო! რომ იცოდე როგორ გამაბედნეირე დღეს შენ. ყველაზე ბედნიერი მამა გყავთ შენც და ვაკოსაც მამი. გოგო იყავი რა მა! ჩემი გოგო! ჩემი პრინცესა მა. დედასნაირი ლამაზი და კარგი იყავი მამი._ტუჩები მომადო და ხმაურთ მაკოცა მუცელზე. მერე? მერე იყო თომას ყველაზე გულიანი სიტყვები. რომლებიც სამუდამოდ შევინახე და ჩავკეტე ჩემი მეხსირების სეიფში! - თითოეულმა თქვენთაგანმა იცის,როგორი ურთიერთობა გვაკავშირებს ჩვენ სამს. ვერცერთი თქვენთაგანი მიხვდება რას ვგრძნობ მე ამ ორი უმაგრესი ადამიანის მიმართ. ეს ტყუპები, სასწაულები არიან. ვერავინ დამიდგებოდა გვერდში წლების წინ ისე,როგორც ეს ორი ადამიანი. სულისშემძვრელად, მეამაყება მათი არსებობა დედამწისაზე, ჩემს მხრებთან. დაუფიქრებლად,მაგრამ გააზრებულად შემიძლია ამ ორი ადამიანის მხარზე მაშინ აღმოვჩნდე როცა მომინდება და როცა დამჭირდება. წლების წინ ტყუპებმა ისეთი რამ გამიკეთეს მე და ჩემს პატარა ოჯახს,რომელიც სიცოცხლი უაკნასკნელ წუთამდე გმირულ ისტორიად მომაგონდება! თუ თქვენ არ იცით, რა არის არაამქვეყნიური სიყავრული, ოჯახის სიტკბო და სიამე, ვერასდროს მიხვდებით რა ძაფები გავაკავშირებს ჩვენ სამს ერთმანეთთან. მე ეს ორი ადამიანი მეამაყყება და მინდა,რომ ის წილი ბედნეირება გამინაწილოთ რასაც ახლა თქვენ ორის გულები გრძნობს._დაამთავრა თომამ და ჩვენსკენ სიცილით წამოვიდა. ტაშის ხმამ ყურები დამიგუბა მეც და მათესაც! სამეულმა სამკუთხედი შევქმენით და ერთმანეთს ზედ მივეკარით!. ~~~~~ ქორწინებიდან ხუთი თვის თავზე. ისევ კახეთში ვართ!იმაზე ბედნეირები ვიდრე მაშინ. გამობურცულ მუცელზე თავჩამოდებული ვაკო,რომელისაც მშვიდი ძილით სიძინავს და ჯაბა,რომელიც გარეთაა და შეშაც ჩეხავს ბუხრისთვის. ხუთი თვის განმავლობაში უამრავჯერ,მოვასწარით გვეჩხუბა. უმიზეზოდ და წვრილმანებზე. ბავშვის სახელზე, სქსზე რომლის გაგებაც სურპრიზად დავიტოვეთ, სახლის დიზაინზე, ჩემს პრეტენზიებზე. რამდენხანს გრძენლდებოდა ბუტიაბის პერიოდი? მაქსიმუმ ნახევარი საათი. მერე ცუდად ვხდებოდი, ძალიან ცუდად. გული მეკუმშებოდა, ჯაბას შეკრულ კოპებს,რომ ვხედავდი. მივუჩოჩდებოდა ხან ისე მომიჩოჩდებოდა და გაბტულ ტუჩებს ვუკოცნიდი. აღტაცებული ვაკუნა მუცელზე მეფერება და თავის ენაზე გასაგებად უყვება,ზღაპრებს ჯერ არ დაბადებულ დაიკოს. -ჩვენი შვილების ასაკთა სხვაობა უნდა იყოს 5 თვე!_მითხრა ჯაბამ და ბუხარში შეშა შეყარა. -რა_ო?_ვკითხე და მუცელზე ხელი მოვისვი._ ერთი წელი მაინც უნდა მოითმინო! -ვერანაირად! იმ სამ ბავშვს გაკეთება, გაჩენა და გაზრდა უნდა!_მითხრა სიცილით და ვაკუნა საძინებლისკენ წაიყვანა. აღარ შევკამათებივარ. არ იყო საჭირო და იმიტომ, ღამე მოვუგვარებ! თბილ სწოლში ჯაბაზე მიკრული ვაფახუნებდი თვალებს და ხელებით საბანს ვაწვალებდი. -ოთხი ბავშვის სახელს ჯერ მოფიქრება არ უნდა? -მოფიქრებული მაქვს!_მითხრა და ზემოდან დამხედა. -ხოო? აბა გისმენ. -მამაშენის საპატივცემულოდ ერთს ბიჭს უეჭველი თომა უნდა დავარქვა, მეორეს კოსტანტინე, მესამეს ბარბარე და მეოთხეს შენ მოუფიქრე._ სასაცილოდ დამიმანჭა სახე და თვალებზე მაკოცა. -ჯერ მეოთხემდე მივიდეთ! ისე,რომ დაუფიქრდე სახელი თომა ჩვენ ოჯახში საოცრად ჭარბობს.საოცრად მომწონს მამაჩემის სახელი. -სახელს პიროვნება გაყვარებს. ზუსტად მაგიტომ დამევასა მამაშენი მეც. -მიყვარხარ! -მეც მიყვარხართ. _თავი მუცელზე დამადო და თვალები მილულა. რას ვგრძნობ მე? მოზღვავებულ ბედნიერებას. ახლაც გაბერილი მეშვიდე თვის ორსული, მამაჩემის კალთაში ვზივარ და საოცრად მსუბუქად ვგრძნობ თავს. ასე მგონია ჩიტი ვარ და ფრენა შემიძლია. ვიცი,რომ ამის მერე არასდროდ დავენარცხები დაბლა. ან თუ დავენარცხები ჯაბა იქ აუცილებლად დამხვდება. სულისგამაწვრილებლად ჩამესმის ჯაბას ხმები ყოველ წუთას! მისი სიყვარულით და ვნებით გაჟღენთილი ხმა. რომელიც ულევ ბედნიერებას მპირდება! მე მაინც ვნიერვიულობა! ოთხ შვილს გაჩენა არ უნდა? ~~~~~~ დიდი იმედი მაქვს რომ მოგეწონათ და ისიამოვნეთ. <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.